You are on page 1of 3

სოლო ტაქსონომიa

რა არის?

ბიგსმა და კოლინზმა (1982) შეიმუშავეს დაკვირვებადი სწავლის შედეგების


ტაქსონომია - SOLO (Structure of Observed Learning Outcomes). ესაა სისტემური გზა
იმის აღსაწერად, თუ უნარების განვითარებასთან ერთად როგორ უმჯობესდება
მოსწავლის პერფორმანსი კომპლექსურობის კუთხით. მოსწავლის პერფორმანსის
დონეების სპექტრი/დიაპაზონი იწყება უდაბლესი (პრესტრუქტურული) დონიდან
და აღწევს უმაღლეს (გაფართოებული აბსტრაქციის) დონემდე.

დესკრიპტორები

სოლო 1: პრესტრუქტურული დონე

მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს, იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას


ან/და საერთოდ აცდენილია მნიშვნელობას/აზრს.

სოლო 2: უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის გათვალისწინება და მარტივი,


ზედაპირული კავშირების დამყარება. მოსწავლეს შეუძლია ტერმინოლოგიის
გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი
ინსტრუქციების/ალგორითმების შესრულება; პარაფრაზირება; იდენტიფიცირება,
დასახელება ან დათვლა.

სოლო 3: მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, მათ შორის არსებული


მიმართებების გაგების გარეშე. მას შეუძლია თვლა, აღწერა, კომბინირება;
მეთოდების, სტრუქტურის გამოყენება; პროცედურების შესრულება, სხვ.

სოლო 4: მიმართებითი დონე

მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის, ასევე


როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას. ფორმების
გაგება ქმნის სტრუქტურას და ამგვარად აქვს იმის კომპეტენცია, რომ შეადაროს,
დაამყაროსა მიმართებები, გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას მიზეზებისა და
შედეგების კუთხით.
სოლო 5: გაფართოებული აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს შეუძლია მოცემულის/შეთავაზებულის მიღმა სტრუქტურის


განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან და
იდეების გადატანა ახალ სფეროში. მას შეუძლია განზოგადება, ჰიპოთეზის
წამოყენება, კრიტიკა ან თეორიის ჩამოყალიბება.

სოლო დონე ზმნები

სოლო 2. უნისტრუქტურული განსაზღვრა, იდენტიფიცირება,


დასახელება, გამოტანა, მოძიება,
აღნიშვნა, მორგება/დაკავშირება,
მარტივი პროცედურის დაცვა
სოლო 3. მულტისტრუქტურული აღწერა, ჩამოთვლა, გეგმა, შევსება,
გაგრძელება, კომბინირება, დათვლა
სოლო 4. რელატიური მიმდევრობა, კლასიფიცირება,
მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა, ახნსა
(მიზეზისა და შედეგის), გაანალიზება,
ანალოგიის მოყვანა, ორგანიზება,
განსხვავების პოვნა, კითხვის დასმა,
მიმართების დამყარება, გამოყენება,
აღწერა.
სოლო 5. გაფართოებული განზოგადება, განჭვრეტა, შეფასება,
აბსტრაქტული დაფიქრება/რეფლექსია, ჰიპოთეზის
წამოყენება, თეორიის ჩამოყალიბება,
შექმნა, გადამოწმება, დადასტურება,
დასაბუთება, შექმნა, პრიორიტეტების
დასახვა, გაფორმება, შედგენა,
წარმოდგენა (/პერფორმანსი), ახსნა,
გამოყენება, გაანალიზება.

სოლო ტაქსონომიის გამოყენება

ქვემოთ მოცემულია სოლოს მაგალითი, რომელიც დაწერილია ბიოლოგიის


გაკვეთილისთვის სოლო ტაქსონომიის გამოყენებით.
კურსის ბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოს (სიტყვ. სტუდენტისგან ელიან, რომ
შეძლებს):

 სიხშირეთა რეკომბინაციის, სეგრეგაციის კოეფიციენტის, ინბრიდინგის


კოეფიციენტების, ჰარდი-ვაინბერგის სიხშირეების, ევოლუციური
წონასწორობის, მემკვიდრეობითობის დათვლა/კალკულაცია (სოლო 2).
 linkage ანალიზის ახსნა (სოლო 4) და გამოყენება (სოლო 4), ქრომოსომებზე
გენების რუკის ჩათვლით - მემკვიდრეობითობის მარტივი ყალიბების აღწერა
(სოლო 3) და ახსნა (სოლო 4).
 გენთა ვარიაციების კონცეპტების, მუტაციის, ინბრიდინგის, გენთა დრეიფის
და ბუნებრივი გადარჩევის აღწერა (სოლო 3) და ახსნა (სოლო 4).
 აღწერს (სოლო 3) და ხსნის (სოლო 4) ევოლუციის პროცესებს;
 გააანალიზეთ (სოლო 4) მემკვიდრეობითობა ერთოდროულად რამდენიმე
გენზე.
 ახსენით (სოლო 4), რა გავლენას ახდენს ინბრიდინგი ან მოსახლეობის
ერთმანეთში შერევა/აღრევა გენეტიკურ სტრუქტურაზე?

You might also like