You are on page 1of 4

დავალება 1

ჯგუფი 2019-02

მარიამ ბაღდოშვილი

ანტიკური საბერძნეთის ხელოვნება


ანტიკური ხანა მოიცავს ძვ.წ Vlll-V საუკუნეებს. ანტიკური
ცივლიზაციზაცია არის მეცნიერებების, მითოლოგიის, ფილოსოფიის,
ლიტერატურის, ხელოვნებისა და ადამიანის შეცნობის აყვავების ხანა,
რომელიც სამყაროს განვითარების ამომავალი წერტილია გახდა. ამ ეპოქის
უდიდესი მონაპოვარია ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარება,
თავისუფლების შეცნობა, სულიერებისა და ჰუმანურობის წინ წამოწევა, ამით
განპირობებულმა აზროვნების პროგრესულობამ და შეხედულებების სრულმა
გარდასახვამ საფუძველი ჩაუყარა იმდროინდელი ხელოვნების ახლებურად
გააზრებასა და განვითარებას.

ანტიკური ხანიდან აღსანიშნავია ბერძნული კულტურა, რომლის


აღმავლობის პერიოდი ძვ.წ V-IV ს მოიცავს და კუნძულ კრეტაზე არსებული
მინოსის კულტურის გავლენით ხასიათება. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რამ
გახადა საბერძნეთის ხელოვნება ასეთი განვითარებული და გასაოცარი,
აუცილებელია ვიცოდეთ იმდროინდელი საბერძნეთის კულტურული,
ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. საბერძნეთის ხელოვნების
აღმავლობის ხანა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ბერძენი ფილოსოფოსები
სოკრატე, ატისტოტელე და პლატონი პირველად გამოჩნდნენ და დაიწყეს
სწავლება, ასევე ბერძენი დრამატურგები სოფოკლე და არისტოფანე,
რომლებმაც პირველად გამართეს თეატრალური წარმოდგენა. ადამიანის
ფართო აზროვნების, მორალისა და შეხედულებების ცვლილებამ
საბერძნეთისთვის უდიდეს მინაპოვარად აქცია დემოკრატია, რამაც დიდი
კვალი დატოვა მის საზოგადოებასა და ცივილიზაციაზე. ათენის დიდი
გავლენა იგრძნობოდა როგორც საბერძნეთში, ასევე მსოფლიოშიც და
გასაკვირი არაა რომ ამ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა სრულიად შეცვალა
ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების გზა. თუ ადრე ეგვიპტის
კულტურიდან შემორჩენილი ნორმები დომინირებდა ბერძნებმა ყველაფერი
თავდაყირა დააყენეს, როდესაც დაიბადა იდეა, რომ შეიძლება ადამიანის
გამოსახვა უფრო დეტალურად ვიდრე ამას მაშინ დაწესებული ნორმები
მოითხოვდა. უფრო მეტიც, ადამიანის სხვა რაკურსიდან გამოსახვა,
ემოციებისა და გრძნობების შემოტანა. თითქოს ეს პატრა უმნიშვნელო
დეტალი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, როდესაც ხელოვანი თავისი
თვალით დანახულს მიენდო და თავისი ხედვაც გაითვალისწინა. მიუხედავად
ამისა ეგვიფტური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ნიშნები კიდევ დიდი
ხნის განმავლობაში ფიგურირებდა ბერძნების შემოქმედებაში, რადგან მათ
აზრადაც არ მოსვლიათ ბუნებაში მომხდარი რაიმე უჩვეულო, ბუნებრივი
მოვლენა აესახათ. ნელ-ნელა ყურადგება გამახვილდა ადამიანის ფორმების
დეტალურად გამოსახვაზე, რაც ანატომიის ცოდნასაც მოითხოვდა. ამ
პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჭურჭელზე ხატვა და
დროთა განმავლობაში უბრალო ჭურჭელმა, რომელიც საკვების შესანახად
გამოიყენებოდა, ემოციური, ისტორიული და სიმბოლური დატვირთვა
შეიძინა. გამოსახავდნენ მითოლოგიურ პერსონაჟებს, ყოველდღიურობას და
სხვადასხვა ისტორიებს. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ ჭურჭელზე, რომელიც
ძვ.წ. რაგაცა წელსაა დამზადებული, ოდისევსის თავგადასავლის
გულისამაჩუყებელი მომენტია გამოსახული. ცხრამეტი წლის განმავლობაში
უცხოობაში ნამყოფი გმირი, რომელიც მათხოვრად გადაცმული ბრუნდება,
ფეხის დაბანის დროს მოხუცებული გადია ნაიარევით ცნობს. ოსტატი
ჩვენთვის ცნობილი ჰომეროსეული ვერსიისგან ცოტა განსხვავებულ ვარიანტს
აწერს. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მან ეს სცენა თეატრში იხილა, რადგან
იმროინდელმა ბერძენმა დრამატურგებმა დრამის ხელოვნება სწორედ იმ
დროს შექმნეს. თუმცა, გადმოცემის სიზუსტე სულაც არაა საჭირო იმის
დასანახად, რომ აქ რაღაც დრამატული და სულის შემძვრელი ხდება, რადგან
ოდისევსისა და გადიას ერთმანეთისკენ მიპყრობილი მზერა ნებისმიერ
სიტყვაზე მეტს ამბობს, ეს კი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ დახვეწეს
ბერძენმა ოსტატებმა ადამიანთა ურთიერთობებში აღმოცენებული, სიტყვით
უთქმელი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა.

ჭურჭლის მოხატვით შექმნილი ფორმები შეცვალა სკულპტურებმა,


რომლის საშუალებითაც ოსტატი უფრო რეალურად და სრულყოფილად
გამოსახავდა ადამიანის ფორმებს. ანტიკური საბერძნეთისთვის
დამახასიათებელი ხდება ჰარმონიულად განვითარებული სიუჟეტი, ადამიანის
გაიდეალება, წარმოჩენა მისივე საუკეთესო ზნეობრივი თვისებებით,
სიძლიერითა და კეთილშობილებით, ისინი ხელოვნებაში ადამიანურ
გრძნობებს ადიდებდნენ. როგორც ლიტერატურისტვის ასევე არქიტექტურასა
და სკულპტურისტვისაც დამახასიათებელი იყო ღვთაებრივი სრულყოფა, ამას
შიშველი ადამიანებით კუროსებისა და გრძელ სამოსში გახვეული
ქალწულების სკულპტურებით წარმოაჩენდნენ. ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე
გამოსახულია სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე, რომელიც
დაახლოებით ძვ.წ IV საუკუნეშია შექმნილი. თუ კარგად დავაკვირდებით
ადვილად შესამჩნევია, რომ ოსტატს ნამდვილად უცდია ქალღმერთის
ფორმები რაც შეიძლება იდეალურად და რეალისტურად წარმოეჩინა.
მოქანდაკის მიზანი იყო სკულპურას მის ხელში მოძრაობა და სუნთქვა
დაეწყო. ხელოვნების ეს განსხვავებული ხასიათი უკავშირდებოდა ბერძნულ
რელიგიას, რომელიც ღმერთებს და ქალღმერთებს ზებუნებრივი ძალის მქონე
ადამიანურ არსებებად წარმოაჩენდა.

შემდგომ პერიოდებში საბერძნეთის ხელოვნებამ განვითარების


მწვერვალს მიაღწია და შეიქმნა ფასდაუდებელი ნაშრომები, რომლებიდან
ზოგიერთი დღემდე შემონახულია. ანტიკურ ხანას დღემდე დიდი გავლენააქ
მსოფლიო ხელოვნებაზე. ამ დროს შექმნილი გენიალური ხელოვნების
ნიმუშები შემდგომ პერიოდებში ბევრი წამყვანი ხელოვანის შთაგონების
წყაროდ იქცა და დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას. ამის წყალობით
ხელოვნების ეს კულტურა უკვდავად იქცა და სამუდამოდ გახდა მომავალი
თაობების ნაწილი.

Bibliography
file:///C:/Users/User/Desktop/ხელოვნების%20ამბავი.pdf

http://antikuri.blogspot.com/2012/11/blog-post.html

https://en.wikipedia.org/wiki/Ancient_Greece

You might also like