You are on page 1of 1

ჩინური ხელოვნება,პეიზაჟი

საუკუნეების მანძილზე ჩინურმა ხელოვნებამ შეინარჩუნა ძველი ტრადიციები, და ამ ძველი


ტრადიციების განუმეორებელი კოლორიტი. ეს ტრადიციები კი დროთა განმავლობაში იქცნენ
ე.წ. დაკანონებულ წარმოდგენებად მხატვრული შემოქმედების ფორმებზე, სიმბოლოებზე და
ჟანრებზე.თანამედროვე ჩინურ ხელოვნებას ძალიან ხშირად უწოდებენ ჩინურ ავანგარდულ
ხელოვნებას, რომელიც 1980-იანი წლებიდან აგრძელებს განვითარებას.თავდაპირველად
მხატვრული გამოფენები საერთოდ აკრძალული იყო ჩინეთში. ბოლო წლებში კი მთავრობამ
ცნობილ ჩინელ მხატვრებს მისცა უფლება მოეწყოთ გამოფენები.

ჩინური ხელოვნების სათავეები ათასწლეულების მიღმაა. ძვ.წ.აღ-ით I ათასწლეულში გაჩნდა


აბრეშუმის გრაგნილზე ტუშით დახატული სურათებიც. გამოქვაბულების კედლები და
ქანდაკებები მოხატული იყო ნაზი და კაშკაშა მინერალური საღებავებით. ჩინეთის დიდ
ქალაქებში თავმოყრილი იყო ბიბლიოთეკები, თეატრები, სასახლეები და ტაძრები, თითქმის
ყველგან კედლები მოხატული იყო კაშკაშა საღებავებით.

ბუნებისადმი უდიდესი სიყვარულითაა გამსმჭვალული ჩინური სურათი - გრაგნილები,


რომლებიც პეიზაჟური ფერწერის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. წყლის სივრცეებს, მთებს
და ჩანჩქერებს და ბუნების ამსახველ სცენებს. ჩინურ მხატვრობაში ევროპაზე ბევრად ადრე
ჩამოყალიბდა ოთხი ჟანრი: პორტრტრეტი, „ადამიანები და საგნები“, ყოფითი ჟანრი, „მთა-
წყალი“ ანუ პეიზაჟი და „ყვავილები და ჩიტები“, რომელშიც ყვავილებს, ჩიტებს და სხვადასხვა
ხილს გამოსახავდნენ. ისინი მიიჩნევდნენ რომ არ შეიძლება მხოლოდ „მკვდარი ბუნების“ ასახვა:
ლოდთან აუცილებლად მცენარეს გამოსახავდნენ, ხოლო ხილს აუცილებლად ხის ტოტზე
ხატავდნენ. ასეთ გრაგნილებს დათვალიერებისას კედელზე ჰკიდებდნენ. დათვალიერების
შემდეგ კი გრაგნილებს ინახავდნენ ზარდახშებში და უფრთხილდებოდნენ განძივით.

ჩინეთის ბევრ ქალაქში დღემდეა შემორჩენილი შუა საუკუნეების დროინდელი სასახლეები და


ტაძრები, რომლებიც გარდასულ საუკუნეებზე მოგვითხრობენ. დიდებულთა სამარხებისთვის
და იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოსახმარებლად მზადდებოდა ბრინჯაოს ნაირგვარი ჭურჭელი.
გათხრებისას აღმოაჩინეს პატარა, მინიატურული და მასთან ერთად, 600 კილოგრამიანი
უშველებელი ფიალებიც კი, რომელთაც არაჩვეულებრივად დახვეწილი მოხატულობები აქვთ.

You might also like