You are on page 1of 4

„რენესანსი, ასევე 

აღორძინება , გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-


კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ
უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის
ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო იტალიაში გვიან შუა
საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო


ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, უპირველეს
ყოვლისა, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური
კულტურის მიმართ, ხდება მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით
ტერმინი მიუთითებს.“1

რენესანსი სიტყვა სიტყვით თავიდან დაბადებას, ახლიდან წარმოშობას


ნიშნავს. ეს მიმდინარეობა და მისი იდეოლოგიაც სწორედ ამ ფუნდამენტზეა
დაფუცნებული, კაცობრიობამ გადადგა უდიდესი ნაბიჯები, მოახერხა მისი
შინაგანის გარეთ გამოტანა, გახადა ის შესახები, როგორც მატერია, როგორც
გამოხატულება, როგორც ინდივიდის რეალიზაცია. ადამიანის გონებაში
ღირებულებების ჩამოყალიბებისას გონებაში აუცილებლად ელინიზმი ჩნდება,
როგორც ხელოვნების წიაღი, მისი ჩასახვისა და კაცობრიობაში განხორციელების
პირველი ბიძგი, მაგრამ ის მოიცავს იმ შინაგან გონებისეული წარმოსახვების
განთავისუფლებას, რაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის გაფართოებულ
თვალსაწიერში ყალიბდებდებოდა, გამოხატვის ფორმით კი ის შეუზღუდავი და
თავისუფალი იყო. რაც შეეეხება ხელოვვნების ნიმუშის აღქმის კრიტერიუმებს,
ელინიზმში არც მას ჰქონდა კონკრეტული დეფინიცია და მისი გაშლა შესაძლებელი
იყო ნებისმიერი მიმართულებით. ამგვარ სივრცეში როდესაც საზოგადოება და მისი
თითოეული ინდივიდი ახდენს გარემოსთან კოჰაბიტაციას, ცხადია მას სჭირდება
კონკრეტული პასუხები, ის კალაპოტი და მიმართულება, რომელსაც მისი გონება

1
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98
გაყვება და ამ ძაფით მივა კონკრეტულ პასუხებამდე, სწორედ აქ ჩნდება რენენესანსი
როგორც ჭეშმარიტება, კონკრეტიკა და ის ყოველდღიიურობა, რაშიც ადამიანი
ცხოვრობს. რენესანსმა ხელოვნებას საშუალება მისცა გამხდარიყო რეალობასთან
მიმსგავსებული და არა მხოლოდ მისი მემატიანე, ამით ეს მიმდინარეობა
ჩამოყალიბდა უფრო შესახებად მეტად აღსაქმელად და რაც ყველაზე მთავარია მან
შეაღწია რეალურ ყოფაში. გასაკვირი არაა რომ რენესანს არაერთგვაროვანი
დამოკიდებულებების მიქსში მოუწია თავისი პირველი ნაბიჯების გადაგმა, მაგრამ
მას ჰქონდა ყველაზე მთავარი ღირებულება რაც აქამდე უცხო იყო
კაცობრიობისთვის, ესაა თვითმყოფადობა და აქტუალობა.

როდესაც ვსაუბრობთ ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებაზე,


აუცილებლად ყურად საღებია ის გარემო პირობები სადაც მას უწევს არსებობა და
განვითარება, ხელოვნების შემთხვევაში ეს ფაქტორები კიდევ უფრო თვალსაჩინო
ხდება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ XIV-XVI საუკუნეების ევროპას და იმ
ძვრებს, რომელიც მან განიცადა როგორც პოლიტიკური ასევე საზოგადოებრივი
ფორმირების კუთხით. რენესანსის ეპოქაში თითოეული ხელოვნების ნიმუში თუ
სხვა შემოქმედებითი ქმნილება გაჯერებულია უამრავი ემოციითა და მოტივით.

რენესანსის თვალსაჩინო წარმომადგენელია მიქელანჯელოს დავითი, ეს


მარმარილოს 5 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ფლორენციის რესპუბლიკის
თავისუფლების დაცვის სიმბოლო გახდა.

რენესანსმა უდიდესი გადატრიალება მოახდინა მხატვრობაში,


ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა'' არის შედევრი რომელმაც სრულიად თავდაყირა
დააყენაა პორტრეტის და სრულიად მხატვრობის ნორმები. შეგვიძლია ასევე
განვიხილოთ ,,სიქსტეს კაპელა'' ადამიანის სხეულის გამოსხვა, ფერთა სიუხვე და
თითოეული ფრესკის იდეოლოგიური ღირებულები ამ შედევრს ქმნის
მიუწვდომლად.
ცხადია მხატვრობაში ჩიდო ფილოსოფია აზრთა გამოხატულება,
თავისუფლების წყურვილი, ამ უძლიერესი ტალღის გამოძხილია მოგვიანებით
პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ტილო ,,გერნიკა'' რომელიც მიუხედავად
განსხვავებული სამხატვრო სტილისა, დატვირთული და მთლიანად გამსჭვალულია
ემოციური იდეოლოგიით, რაც განაპირობა ესპანეთში რესპუბლიკელებისა და
ნაციონალისტების დაპირისპირებამ.

ამგვარად რენესანსი შეგვიძლია მოვიაზროთ ეპოქად, რომელმაც


საუკუნეების მანძილზე შინარჩუნა მისი მთავარი ნიშნი, იდენტობა და
აქტუალურობა, სწორედ ამან განამტკიცა მისი საფუძვლები და საშუალება მისცა
გამხდარიყო ის მამოძრავებელი ძლა რომელიც შემდეგ გამოჩდა მწერლობაში,
მხატვრობაში, არქიტექტურასა და რაც ყველაზე მთავარია კაცობრიობის მსოფ-
მხედველობაში.
ესეში გამოყენებული ლიტერატურა
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98

https://ka.wikipedia.org/wiki/
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98_(%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF
%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D)

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90_(%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE
%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98)

https://ka.wikipedia.org/wiki/
%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1_
%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90

You might also like