You are on page 1of 2

,, თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების მოტივი ნიკოლოზ ბარათაშვილის

შემოქმედებაში’’

ადამიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან , აუცილებლად დგება ეტაპი , როდესაც


იგი უეცრად თავს დააღწევს ამქვეყნიურ ცდუნებებს , სიამოვნებებს და უღმავრდება
საკუთარ არსს , დანიშნულებას , ეძიებს მიზეზს ამქვეყნად მოვლნისა , სვამს კითხვებს და
ითხოვს პასუხს , ანუ იწყებს თვითშემეცნებას. საკუთარი თავის ძიების ,
თვითგამორკვევისაკენ სწრფვა ყველა ჩვენთაგანშია ჩათესილი. თუმცა საიდან იღებს ეს
ყოველივე სათავეს ? რატომ არ გვაძლევს ეს სურვილი მოსვენებასა და იწვევს მწუხარებას
? თვითშემეცნება ეს ყოფიერების საზრისის გაცნობიერების საშუალებაა. ბიბლიის
მიხედვით , აკრძალული ნაყოფის გემოსხილვით ადამიანმა დაარღვია მცნება , დაკარგა
სამოთხე და დაევალა , თავდაპირველად სამყარო არა საღვთო გამოცხადების
წყალობით , არამედ საკუთარი ძალისხმევით შეემეცნებინა. აქედან მოყოლებული ღვთის
ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ცდილობს კვლავ ეძიოს და განჭვრიტოს
დაკარგული სამოთხე , რომლესაც ზოგიერთი ღვთაებრივ მე-ს , ზოგი კი ალტერეგოსა და
შინაგან ხმას უწოდებს. სახელწოდების მიუხედავად არსი ერთია - მართალია ,
თვითშემეცნება რთული და ხანგრძლივი პროცესია , მაგრამ იგი განვითარებაში
გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს ზოგჯერ გაუსაძლისს და ამაო ყოველდღიურობას
აზრი შევმატოთ.

ძველ ბერძნები საკუთარი თავის ცნობას ადამიანის უმთავრესს დანიშნულებად


მიიჩნევდნენ. ანტიკური ხანის ფილოსოფოსი სოკრატე ქადაგებდა : ,, შეიცან თავი შენი ‘’
და გამნმარტავდა , რომ თვითშემეცნება გზაა , საშუალება სულისა , უკეთესი გახდეს და
თავისი ღვთაებრივი საწყისი აღმოაჩინოს , ხოლო პლატონის თქმით, როდესაც
თვითშემმეცნებელი : ,,შეიცნობს მთელს მის ღვთაებრიობას , თვით ღმერთსა და
სიბრძნეს , ყველაზე უკეთ შეიცნობს საკუთარ თავსაც’’. საკუთარი თავის ძიება აქტუალური
თემაა ქართულ მწერლობაში. მეცამაეტე საუკუნის დიდებული პოეტი და მოაზროვნე თავს
შემოქმედებაში - ,, ვეფხისტყაოსანი ‘’ - გვამცნობს , რომ თვითშემეცნება განსაცდელთა
დათმენასა და სიმამამცეს მოითხოვს. ავთანდილი სასოწარკვეათილს ტარიელს
გამძლეობისკენ მოუწოდებს და შეახსნებს : ,,თავისასა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა
‘’ . თვითშემეცნების სურვილი მკაფიოდ ვლინდება დავით გურამიშვილის ,,დავითიანში ’’.
ნაწარმოებში პოეტი ეტაპობრივად ცდილობს საკუთარი ,,მე ’’- ს დამკვიდრებას და იმავეს
მოუწოდებს მკვითხველსაც : ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო :

ვინარის , საიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ?’’

თვითშემეცნება საკამოდ რთული პროცესია , გიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან , გიცავს


შიში , დაბნეულობა , რადგან არ იცი რა ხდება შენს თავს , ყველაფერში აზრის აღმოჩენას
ცდილობ , გეუფლება მსოფლიო სევდა . აქედან გამომდინარე , თვითგამორკვევის
პრობლემა სამაოდ ახლოსაა ლიტერატურულ მიმდინარება - რომანტიზმთან და
რომანტიკოს პოეტებთან . წინაღმდეგობა - პიროვნების ნათელ და ბნელ მხარეს შორის
განსაკურებით კარგად ჩანს ნ. ბარათაშვილის ლექსებში : ,,ხმა იდუმალი ‘’ და ,, სულო
ბოროტო’’ . ლექსში ,,ხმა იდუმალი ‘’ გადმოცემულია პოეტის გაზრდის ეტაპი , როდესაც
იგი გამოდის ბავშვობიდან და შეიცნობს ,,ნამდვილი , რთული ცხოვრების გემოს’’.
ბავშვობა ლაღი , ნათელი პერიოდია , როდესაც არ გაკისრია პასუხისმგებლობები და
ყველაფრის გჯერა , ყველას ენდობი , მაგრამ ადრე თუ გვიან გიწევს ე.წ ,,ვარდისფერი
სათვალეების ‘’ ჩამოხსნა და ხვდები , რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა მოწყობილი .
ამ მომენტიდან კი იწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე- საკუთარი თავის ძიება ,
ადგილის დამკვიდრება. ასე ხდება ნ.ბარათაშვილის შემთვევეაშიც : ,, მას აქეთ ხმა რამ
თან ჰსდევს ყოველთა ჩემთა ზრახვათა და საწადელთა ‘’ . ავტორი
სასოწარკვეთილებაშია , რადგან მას ვერ გაურკვევია რა არის ხმა , ანგელოზია მისი
დამხმარე თუ ეშმაკი მაცდუნებელი ?! ,,ხმა იდუმალი ‘’ მას მოუწოდებს რომ ეძიოს
საკუთარი ხვედრი , დანიშნულება ამქვეყნად , თუმცა პოეტისთვის ეს ძალზედ რთულია . ნ .
ბარათაშვილის შემდეგი ლექსი : ,,სულო ბოროტო ‘’ კი თითქოს ,,ხმა იდუმალის ‘’
გაგრძელებაა. პოეტს გაურკვევია , ამოუხსნია შინაგანი ხმის საიდუმლო და აღმუჩენია ,
რომ ეს ყოფილა ხმა მაცდუნებელი , ავი . იგი მას დაჰპირდა პიროვნულ
თავისუფლებას , ჯოჯოხეთის სამოთხედ გარდაქცევას , ავში სიამის ძიებას , რაც
ცხოვრებისგან დაჩაგრულ და დატანჯულ პოეტს გაუსაძლისად ესაჭიროებოდა , თუმცა ეს
დაპირებანი მან არ აღასრულა და პოეტს წრფელი ზრახვანი აღურია , დაუკარგა სულის
სიმშვიდე , ბედნიერება და იგი დატოვა რწმენის , სიყვარულის, იმედისა და ნდობის
გარეშე : ,, უსაგნოდ დარჩენილი’’.

მაშასადამე , საკუთარი თავის ძიება , თვითშემეცნება საკამოდ რთული


პროცესია. მარტივია ასცდე ჭეშმარიტებას და ბოროტების, ცდუნებების მარწუხებში
მოექცე. თუმცა , მე ვფიქრობ , რომ ადამიანში ყოველთვის იარსებებს ორი -
ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე , შეგვიძლია მას ვუწოდოთ სიბნელე - სინათლე ,
ბოროტება თუ სიკეთე , ყოველი ჩვენთაგანის არჩევანია რომელს მივყვებით , რომელს
დავუჯერებთ. დიახ , მწვერვალს ვერ მიაღწევ თუ აღმართი არ გაიარე , საჭიროა
გავაცნობიეროთ ,, რანი ვართ , რანი გვინდა ვიყოთ , რისთვს მოვედით და სად
მივდივართ’’ , ვიპოვოთ ჩვენი შინაგანი მე , რომელიც დაგვეხმარება წინსვლაში ,
დაგვიბრუნებს ცხოვრების აზრს , აღმოვაჩინოთ ჩვენი ბედნიერება , სიღრმე . რადგან
სინამდვილეში ,, გაიგო რა ხარ და რას წარმოადგენ , ნიშნავს შეიცნო შენივე
შეუცნობლობა ‘’.

You might also like