You are on page 1of 3

მსოფლიო ხელოვნების ისტორია

I შუალედური

სტუდენტი: თეონა დვალიძე


ფაკულტეტი: არქიტექტურა, II კურსის ინდ. გრაფიკი

ვინსენტ ვან გოგი

ვინსენტ ვან გოგი არა მარტო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარი, არამედ
პიროვნებაცაა. მისი ცხოვრების შესახებ ყველა სახის ისტორიული თუ მხატვრული
ლიტერატურა მაქვს წაკითხული, იმდენად შეპყრობილი ვიყავი მისი პერსონით.
სწორედ ამ ლიტერატურებისა და მისი შედევრების დახმარებით შევძელი ასე თუ ისე
მისი პიროვნების შეცნობა და ალბათ, ასე ძალიან იმიტომაც მიყვარს, რომ საკუთარ
შინაგან ბუნებასთან ვაიგივებ მის პერსონას. იმედია, ამ ნათქვამს ზედმეტად და
გადაჭარბებულად არავინ ჩამითვლის. ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის:

- როგორ აღწერდით ვან გოგის როლს ხელოვნებაში?

- პირადად ჩემთვის ვან გოგი ყველა დროის საუკეთესო მხატვარია, ნამდვილად


ყველაზე ბუმბერაზი ხელოვანი, რომელიც ყველას უყვარს. მას ფერების აღქმის
საოცარი ნიჭი ჰქონდა. ის საკუთარ ტანჯულ ცხოვრებას საოცარ სილამაზედ
გარდაქმნიდა. ტკივილის გამოხატვა ადვილია, მაგრამ ჟინის, ვნებისა და ტკივილის
გამოყენებით მსგავსი სილამაზის, სიხარულის და აღტაცების შექმნა სხვას არავის
არასდროს მოუხერხებია და შეიძლება მსგავსი რამ არც არასდროს განმეორდეს. ჩემი
აზრით, ის უცნაური ველური კაცი, რომელიც არლის მინდვრებში დახეტიალობდა
არა მარტო ყველა დროის უდიდესი მხატვარი, არამედ ყველასგან გამორჩეული
ადამიანიც იყო.

მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ გაუთავებლად შემიძლია საუბარი


იმდენად ნაკვლევი მაქვს ეს ყოველივე ზემოთ ხსენებული, მაგრამ ჯერ მაინც
დავიწყებ იმ ბიოგრაფიული ცნობებით, რომელიც გაგვაჩნია.

პოსტიმპრესიონისტთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა


მხატვარმა ვან გოგმა (Vincent van Gogh, 1853-1890) საკუთარი, მძაფრად
გამომსახველი სტილი შექმნა. სანამ 1880 წელს მხატვრობას გადაწყვეტდა, ვან გოგი,
რომელიც პროტესტანტი მღვდლის უფროსი შვილი იყო, მასწავლებლად ხელოვნების
დილერად და მისიონერად მუშაობდა. ბრუსელში, ჰააგასა და ანტვერპენში ხანმოკლე
სწავლის შემდეგ, ვან გოგი პარიზში გადადის, სადაც იგი პარიზულ ავანგარდს
ეცნობა. სიორას პუანტილისტური მანერა, იმპასტოს (სქელ ფენად დადებული
საღებავი) მრავალმიმართულებიანი კაშკაშა ფერების მონასმები, ვან გოგმა თავისი
სურათების უმძაფრესი ემოციურობისა და ზედაპირის ხელშესახები ფაქტურულობის
წყაროდ აქცია.

ვან გოგი სოციალისტი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ თანამედროვე ცხოვრება,


თავისი მუდმივი სოციალური ცვლილებებით, პროგრესსა და წარმატებაზე
ორიენტაციით, ადამიანებში ერთმანეთისა და საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებას
იწვევდა მისი ნამუშევრები მხატვარსა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირის
დამყარებით, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისა და ამ გზით
თანამედროვე საზოგადოების ემოციური სიღარიბის დაძლევის მცდელობაა.
მხოლოდ ათი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილმა მისმა
ნამუშევრებმა მრავალწილად განსაზღვრა მოგვიანებით ექსპრესიონიზმის
აღმოცენება, სადაც მხატვრის ემოციური მდგომარეობის სიმძაფრე სრულიად
გადაწონის ხილული რეალობის მიმსგავსების ყოველგვარ სურვილს. მუშაობის
საკუთარ მეთოდს ვან გოგი ძმისადმი მიწერილ წერილში აღწერს: "მსურს, რომ
დავხატო მხატვრის მეგობარი, რომელსაც აქვს დიდი ოცნებები, რომელიც მუშაობს
ისე, თითქოს ბულბული გალობდეს, რადგან ასეთია მისი ბუნება. ეს კაცი იქნება
ქერათმიანი. სურათში ჩემი მადლიერება, ჩემი მისდამი სიყვარული მინდა გადმოვცე.
ამ ადამიანს ისევე პატიოსნად დავხატავ, როგორიც იგია თავად. მაგრამ, ამით
სურათი არ დასრულდება; მის დასასრულებლად შეუპოვარი კოლორისტი უნდა
გავხდე. უნდა გავამძაფრო ქერა თმის ჟღერადობა, გამოვიყენო ნარინჯისფრის,
ყვითლისა და ღია ყვითლის ტონალობები. ფიგურის თავის უკან, უსახური ოთახის
ჩვეულებრივი კედლის ნაცვლად, უსასრულობა უნდა დავხატო. გავაკეთებ რაც
შეიძლება ინტენსიურ ლურჯ, ულურჯეს სადა ფონს და ამ მარტივი კომბინაციით -
მანათობელი ქერა თმებით ინტენსიურ ლურჯ ფონზე - მივაღწევ იდუმალების
ეფექტს, ისეთს, როგორსაც ცის ღრმა სილურჯეში აციმციმებული ვარსკვლავები
ქმნიან."

ვან გოგის ამ მიდგომის ყველაზე ცნობილი მაგალითია "ვარსკვლავებიანი ღამე" -


ქალაქ სენ-რემის ფსიქიატრიული კლინიკიდან დანახული და მხატვრის
წარმოსახვით შექმნილი ხედი. მშვიდი ქალაქის თავზე ცა ღვთაებრივი რიტმებით
პულსირებს და "აფეთქებული" ვარსკვლავებით ელვარებს. სიცოცხლისა და
სიკვდილის რაობაზე ფიქრით, ვან გოგი წერილში წერს: "როგორც ტარასკონსა და
რუანში ჩავყავართ მატარებელს, ზუსტად ასე მივყავართ სიკვდილს
ვარსკვლავებამდე." ამ იდეას სურათში კვიპაროსის ხე განასახიერებს, რომელიც
სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის სომბოლოდაა მიჩნეული. სურათის წინა
პლანზე დრამატულად აღმართული კვიპაროსი მიწიერ და ზეციურ სამყაროთა
მაკავშირებლად გვევლინება. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე, სინამდვილეში,
სიყვარულთან ასოცირებული პლანეტა ვენერაა. შესაძლოა, სურათის გასაოცარი
ენერგეტიკა ვან გოგის მიერ სიკვდილის გზით იმ სიყვარულის მოპოვების
ეიფორიულ იმედს გადმოსცემდეს, რომელიც სიცოცხლეში არ ეღირსა მხატვარს. ეს
სურათი ფერწერის ხერხებით განხორციელებულ ამბოხს განასახიერებს, რადგან
მთელი მისი ზედაპირი სხვადასხვა ინტენსიური ფერის მეტალივით მკვეთრი და
თითქოს ტკივილისგან დაკრუნჩხული მონასმებითაა დასერილი. ვან გოგის მანერა
უშუალო, ინტენსიური და ექსპრესიულია და აღბეჭდავს სწორედ იმას, რასაც
მხატვარი გრძნობს და არა იმას, რასაც ხედავს. ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელსაც
ვან გოგი ნახევარი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში
განიცდიდა, რამდენიმე დღე, ხანაც კვირები გრძელდებოდა. ამ დროს მას
გაურკვეველი ხმები ესმოდა, მუშაობას ვერ ახერხებდა და საკუთარი თავისთვის
ზიანის მიყენების მცდელობებიც კი ჰქონდა. სტრესებისა და უმძიმესი შეტევების
შედეგად იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც დახატა კიდეც
ვარსკვავებიანი ღამე; ბოლოს კი, 1890 წლის ივლისში, ვან გოგმა სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა. ვინსენტ ვან გოგის უკანასკნელი წლები მისი
ხელოვნებისთვის ყველააზე ნაყოფიერი იყო. პარალელის გავლება შექსპირთან
შეგვიძლია, რომელმაც ერთ ზაფხულში ,,ოტელო“, ,,მაკბეტი“ და ,,მეფე ლირი“
დაწერა. ხაზგაგსმელი ფაქტი ისაა, რომ ვან გოგი ამას აღიარების და ჯილდოს
ნაცვლად არ აკეთებდა.

ამ ნახატის ცქერისას
მეუფლება განცდა, რომ
ადამიანებს გვიმართლებს,
რომ ამ ქვეყნად ვიბადებით
და ამ მშვენიერი სამყაროს
ხილვის საშუალება
გვეძლევა. ხანდახან ცას თუ
შევხედავთ, დავინახავთ, რომ
ის არც ბნელია და არც
უფორმო, სინამდვილეში
შავი მუქი ლურჯია, თითქოს
ლურჯსა და შავს შორის
ქარის ქრის, რომელიც კაშკაშა მოელვარე ვარსკვლავებს აჩენს, თითქოს ისინი ყვირიან
საკუთარი ნათებით?! საიდანაც არ უნდა გაიხედოთ, ჩვენს თვალებში ამ სამყაროს
მაგიური ბუნება ჩქეფს. არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე საკუთარი თვალით
დანახული სამყარო. ასე ხედავდა ვინსენტი სამყაროს და მისი ეს ხედვა უბრალოდ
გენიალურია, რომელიც ამავე სამყაროს დღესდღეისობითაც უფრო მშვენიერს ხდის.

You might also like