You are on page 1of 4

სახელი: თეონა

გვარი: დვალიძე

სპეციალობა (კურსი): არქიტექტურის III კურსის სტუდენტი

საბავშვო ბაღის პროექტის განხილვა


არქიტექტურაში ყველა შენობას გააჩნია თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, არქიტექტორი
სანამ დაიწყებს პროექტის კონცეფციაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა მოაწყოს და გაანაწილოს სივრცე,
მანამდე მას სჭირდება კარგად გაერკვეს იმის ფუნქციასა და დანიშნულებაში რის აშენებასაც
აპირებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ ჩემმა გეგმარების ლექტორმა
მითხრა, რომ მეტალურგიული ქარხნის დაპროექტებას მორჩა ახლახანს და დროში გაეწელა ეს
პროცესი - იმდენ ხანს ვფიქრობდი, იმდენი კვლევის ჩატარება მომიხდა მეტალურგობასთან
დაკავშირებით, რომ ,,ლამის’’ მეც მეტალურგი გავხდიო. იმ წამს გამეცინა მის ამ ნათქვამზე, მაგრამ
მერე დავფიქრდი და მართლაც ასეა, თითქოს როლების მორგება გვიწევს, იმ სიტოაციებსა და
ადგილებში თავის წარმოდგენა, რასაც ვაპროექტებთ, ეს ჩვენი საქმის ერთგვარი განუყოფელი
ნაწილია. საბავშვო ბაღის პროექტის განხილვასაც მისი
დანიშნულებების ახსნით დავიწყებ. საბავშვო ბაღის მთავარი ფუნქცია არის, რომ სკოლამდელი
ბავშვები მოამზადოს ზოგად-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, რაც მოიცას მათ - როგორც
აღრზდას, ასევე გაზრდას, ამ ორს შორის კი მოგეხსენებათ ძალიან დიდი უფსკრულია. გაზრდა
არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც პედაგოგის დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მან
მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესის სწორად წარმართვას. რაც შეეხება - აღზრდას - ეს არის
ძალზედ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ბაღის ასაკის ბავშვები ჯერ კიდევ
გამოუწრთობლები არიან, ამიტომ მათ სჭირდებათ ისეთი აღმზრდელი, რომ ზოგადი ცოდნა
მიაწოდოს ყველაფრის შესახებ რაიმე მხიარული გზებით, ან თამაშებით, მათ უნდა შეაყვაროს
მეცადინეობისა და სწავლის პროცესი და ანუ ზოგადად მოამზადოს ისინი სასკოლო
ცხოვრებისთვის. მარტო ლექსებისა და რაღაც სიმღერის დაზეპირება თანამედროვე სამყაროში
აღარაა საკმარისი. დღევანდელი ბაღის პედაგოგი უნდა იყოს მზად, თუ როგორ აღზარდოს
თანამედროვე ბავშვი. რაც მოიცავს, ბავშვობიდანვე მიეჩვიოს დამოუკიდებლობას (რაღაც დონეზე
მაინც), ვგულისხმობ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შეძლოს, ასევე თავაზიანად მოქცევის წესებს
უნდა აგონებდნენ გამუდმებით, და ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვები უნდა
იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით - როგორც ფიზ. ვარჯიშებით, ასევე კვების
მხრივადაც. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა, მშობლის მხარდაჭერა სჭირდება.
მოკლედ ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ზემოთ
ჩამოთვლილიდან ყველაფრის გათვალისწინება სჭირდება არქიტექტორს და ამ შემთხვევაში - მე -
რომ უკეთ აღვიქვა, თუ რა საჭიროებებისა და გამომწვევის წინაშე ვდგავარ, თუ რამდენად უნდა
გავითვალისწინო ყოველივე ეს, რომ შესაბამისად მივიღო ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს
ყველასა და ყველაფრის მოთხოვნებს. ერთი თვე გავიდა იმის შემდეგ, რაც ეს
მოცემულობა მოგვცეს და დღემდე ვფიქრობ ამ პროექტის მოწყობის შესახებ. პირველ რიგში , იმას
ვიტყვი, რომ სანამ ჩაბარების რიცხვს არ გამოაცხადებენ, მანამდე არც ერთ სტუდენტს არსად
გვეჩქარება და მაქსიმალურად ვწელავთ დროს, რომ არ დავდგეთ - პროექტის პლანშეტზე ხაზვის -
ფაქტის წინაშე. ეს დღეც გამოაცხადეს - 27 ნოემბერი და მაინც ჯერ ისევ არ დამიწყია პლანშეტზე
გადატანა პროექტისა, სად მეჩქარება. რაც ეს ონლაინ სწავლება დაიწყო ძალიან ცოტა დროს
გვიყოფენ გეგმარებისთვის და არასწორია, ჩემი აზრით. კარგი, მოვრჩები წუწუნს და ახლა
კონკრეტულად გადავალ ჩემი ჩანაფიქრის განხილვაზე.
თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ორსართულად მომეწყო: პირველ სართულზე -
შესასვლელში - მარჯვნივ და მარცხნივ ადმინისტრაციისა და სამზარეულოს განყოფილებები ,
ხოლო ჯგუფებს (სკოლამდელს და ბაგას) და ფიზკულტურის დარბაზს უკან გადავანაწილებდი,
შემდეგ ვესტიბიულშივე გავაკეთებდი კიბეს, მეორე სართულზეც გავანაწილებდი სკოლამდელისა
და ბაგას თითო-თითო ოთახსა და ასევე მუსიკალურ დარბაზს. მაგრამ მერე რაღაც-რაღაცეები
შეიცვალა. ახლაც ბოლომდე ჯერ კიდევ არ მაქვს გეგმა ჩამოყალიბებული, ხვალ ველოდები
დამტკიცებას ლექტორისგან. ჩემი ამჟამინდელი გეგმა ასეთია: ჩემი
ბაღი აუცილებლად იქნება მონობლოკური ტიპის - ანუ ერთ შენობაში მინდა განაწილდეს.
შესასვლელში მარცხნივ იქნება ორი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთის განკუთვნილი ოთახი და
მეორე სართულზე მათ თავზე, იგივე გაბარიტებითა და მოწყობით, ასევე ორი სკოლამდელი ასაკის
ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახი. რაც შეეხება თავად ოთახების მოწყობას - შესვლისას
პირველად ხვდები მისაღებ-გასახდელში, შემდეგ გადიხარ უკვე მთავარ სივრცეში, სადაც დღის
ძირითად ნაწილს ატარებენ ბავშვები, სათამაშო სივრცით, მაგიდა-სკამებით და ა.შ. მთავარი
ოთახის შემდეგ კი არის საძინებლები და მის ვერტიკალურად სან. კვანძი. აგრეთვე მთავარ ოთახს
სჭირდება ბუფეტი, საიდანაც მოხდება საუზმისა და სადილის გადანაწილება ბავშვებისთვის . ასევე
მთავარ ოთახებს ექნებათ მეორე შესასვლელი (გადაუდებელი საჭიროებისთვის), რომელიც
პირდაპირ გადის შენობიდან, რადგან არ მოუწიოთ მთელი შენობის გავლა.
შესასვლელში მარჯვნივ მოვათავსე ბაგისთვის ოთახები, როგორც პირველ, ასევე -
მეორე სართულზე, პირველი სართულის ბაგის თავზე. ბაგის ოთახის შიდა მოწყობა იგივე
პრინციპისაა, როგორიც სკოლამდელის ოთახის, უბრალოდ საძინებლის კვადრატულობაა ოდნავ
შემცირებული. შესასვლელის პირდაპირ მოვაწყე კვების ბლოკი, მინდოდა როგორც
სკოლამდელის ასევე ბაგის ოთახებთან თანაბარი მანძილით ყოფილიყო დაშორება . მაცივრები და
საწყობების შენობის უკანა მხარეს გავანაწილე, რათა დისტრიბუციის დროს მარტივად შესანახი
ყოფილიყო პროდუქტები და სამზარეულოს სხვადასხვა ატრიბუცია. მისაღები და ადმინისტრაციის
განყოფილებაც შესასვლელშივე მოეწყო, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში , მარტივად
მისაგნები ყოფილოყო მშობლისათვის. აქ მოეწყო მეთოდისტის ოთახი, ფსიქოლოგის ოთახი , მნეს
ოთახი, გამგის კაბინეტი, თეთრეულის საკუჭნაოები - მინდოდა მაქსიმალურად ერთ სივრცეში
ყოფილიყო. ასევე პერსონალის ოთახიც (პედაგოგების ოთახადაც ითვლება) თითქმის
სიმეტრიულად ახლოსაა როგორც ბაგის, ასევე სკოლამდელების სივრცესთან. პერსონალის ოთახს
სჭირდება სან. კვანძი და ასევე მანდვე უნდა მოეწყოს საშხაპესავით (ესეც მოცემულობაში წერია და
მეც ვეთანხმები, საჭიროა). ფიზკულტურის დარბაზი
მინდოდა პირველ სართულზე ყოფილიყო და იქიდან გამომდინარე, რომ ბაგას არ სჭირდება
ფიზიკური აქტივობები, მოვაწყვე სკოლამდელების პირველი სართულის მეორე ოთახის
ვერტიკალურად, თავისი გასახდელითა და შიდა აუზით, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოყოფილია
ფიზკულტურის დარბაზისგან და ის ცალკე სივრცეა.
მეორე სართულზე ასასვლელად მოვაწყვე როგორც შიდა კიბე, რომელსაც პირდაპირ
მუსიკალურ დარბაზთან ავყავართ და ასევე გარე კიბეები ყველა კლასთან (მეორე სართულზე - ორი
სკოლამდელის და ერთი ბაგის - ოთახი), რადგან გადაუდებელი შემთხვევების დროს ეს იქნება ე .წ .
დამხმარე გასასვლელივით, რომ მთელ დერეფნებში არ მოუწიოთ გზების გაკვალვა (მაგ: როდესაც
საქმეში დროის ფაქტორი არის ჩართული, თუ მშობელს დილით ძალიან აგვიანდება სამსახურში ამ
შესასვლელით მოხდება ბავშვის აყვანა მეორე სართულის ოთახში და ა.შ.)
ასევე გვავალებენ, რომ ბაღის გარე ტერიტორიაც მოვაწყოთ.
მთლიანად ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოგვცეს და ამაზე უნდა გადავანაწილოთ, როგორც
შენობა, ასევე გარე ტერიტორიაც. პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილი იქნება, რაღა თქმა უნდა,
ბაღის შესასვლელის მხარეს, იქედან საიდანაც კლასებში დამატებითი შესასვლელების გაკეთებას
ვფიქრობ. მოცემულობაში გვიწერია, რომ უნდა მოვაწყოთ სათამაშო მოედანი, როგორც ბაგის
ასაკის ბავშვებისთვის, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. გასაგებია, რომ ეს ორი
ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს - ასაკს შორის სხვადასხვაობის გამო, ამ ასაკში ბავშვები
ძალიან გაუფრთხილებლები არიან და რომ არ მოხდეს ჩაგვრა, ან რაიმე მსგავსი, ამიტომ სჯობს
გამიჯნულნი იყვნენ ერთმანეთისგან. თან ისიც სადავო საქმეა, ბაგას რამდენად სჭირდება
სათამაშო მოედანი, ძირითადად ამ ასაკში ბავშვები დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდლებიან
და პერსონალის რაოდენობაც არ იქნება იმდენი, რომ თითოეულ ბავშვს მიექცეს სათანადო
ყურადღება. აქ ვფიქრობ ადგილს მოვიგებ. გარე
ტერიტორიის მოწყობის შესახებ ჯერ ისევ ვფიქრობ, არ მაქვს ზუსტად განაწილებული, მაგრამ მაინც
ვიტყვი, რომ სამეურნეო ეზოსა (ბოსტანისა და ხეხილის ნაკვეთს) და ცხოველებისა და
ფრინველების ფარდულს ახლოს მოვაქცევ ერთმანეთთან, ოღონდ მაქსიმალურად გავმიჯნავ
დამხმარე საშუალებებით, რომ ცხოველებმა და ფრინველებმა არ დააზიანონ ბოსტნისა და
ხეხილის ნაკვეთები. აქ კიდევ მოცემული გვაქვს ფიზკულტურის ღია მოედანი,
საჭყუმპალაო აუზი და საჩრდილობელი. მინდა ეს ღია ფიზკულტურის დარბაზი დავაკავშირო
დახურულ ფიზკულტურის დარბაზს, თუნდაც საერთო ქონდეთ გასახდელი (ამითაც ადგილს
მოვიგებ). აუზის მოწყობა კი შიდა სივრცეში მირჩევნია, რადგან წელიწადის ცივ პერიოდებშიც , რომ
შესაძლებელი იყოს ამ ფიზიკური ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობის ჩატარება . რაც შეეხება
საჩრდილობელს, ამას ღია ფიზკულტურის მოედნის მოწყობის შემდეგ გავანაწილებ .
ხომ და მავიწყდებოდა ერთ-ერთი
უმთავრესი ოთახის განაწილების შესახებ თქმა, ესაა ექიმის კაბინეტი - ამასაც, ვფიქრობ,
ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ადგილას გავანაწილებ, რადგან ერთ სივრცეში მოექცეს
პერსონალის ოთახები. და
ბოლოს, ფასადზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ესეც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს, დაზუსტებით
რაც ვიცი ისაა, რომ მინდა მაქსიმალურად ცისარტყელის ფერებში იყოს და ასევე ბევრი
გამწვანებით, ძალიან ბევრი გამწვანებით. ასევე ძალიან მომწონს შემინული ფასადები და იმედი
მაქვს, ზემოთ ჩამოთვლილის კოლაბორაციით საბოლოოდ რაიმე - კარგს - მივიღებს,
სრულყოფილებასთან მოახლოებულს.
მთლად სამი გვერდი არ გამომივიდა, იმიტომ, რომ ჯერ ისევ
იმის გარკვევის პროცესში ვარ - რა მინდა, ამიტომ იმედი მაქვს დროში ჩავეტევი და მალე
გავერკვევი ჩემს სურვილებსა და მოვალეობებში.

You might also like