You are on page 1of 4

ინტერვიუს ტრანსკრიპტი

ინტერვიუერი: გამარჯობა ქალბატონო ციცინო

მშობელი: გამარჯობა

ინტერვიუერი: მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტი,


კვლევას ვატარებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების
მშობლების სკოლაში პრობლემურ გამოცდილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვა,
რომ დაგისვათ თუ შეიძლება?

მშობელი: გისმენთ

ინტერვიუერი:დიახ, თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ რომელ სკოლაში დადის თქვენი შვილი?


კერძო სკოლაში, საჯაროში თუ სპეც სკოლაში დაგყავთ?

მშობელი: ცენტრში დადის, არ დადის სკოლაში, მახინჯაურში არის შშმ ბავშვების ცენტრი და
იქ დადიან. მიყავთ მარშუტკით და მოყავთ. სკოლაში ვერ დადიან, იმიტომ რომ ბავშვები ვერ
ლაპარაკობენ და ამიტომ ცენტრში დადიან.

ინტერვიუერი: რამდენი წლის არიან?

მშობელი: უფროსი შვილი არის 14 წლის და უმცროსი 10 წლის.

ინტერვიუერი: აი რამე პრობლემები თუ გექმნებათ ცენტრში ან თქვენ ან თქვენ შვილს


სწავლასთან დაკავშირებით?

მშობელი: არა, არაფერი ყველაფერი არის კარგად, უბრალოდ ცენტრში მეორე სმენაში არიან
და მთელი დღის განმავლობაში არ უწევთ ყოფნა. დილიდან საღამომდე არ არიან. შუადღით
მიყავთ საღამოს მოჰყავთ. მთელი დღის განმავლობაში, რომ იყვნენ უფრო გაერთოებიან
ბავშვები.

ინტერვიუერი: კოვიდ პანდემიის პერიოდში, დისტანციურად მიმდინარეობდა სწავლება?

მშობელი: კი, პანდემიის დროს დისტანციურად ვერთვებოდით, მაგრამ ესენი რომ არ


ლაპარაკობენ, არც მოსმენის ინტერესი აქვთ, ქცევის წესები აქვთ დარღვეული და
მეტნაკლებად ვერთვებოდით. ისე ყველა დარეკვაზე ვერთვებოდით, მაგრამ მალე
ვთიშავდით, რადგან არ აინტერესებდათ.

ინტერვიუერი: ისე თქვენ თუ გექმნებოდათ რაიმე პრობლემები? ინტერნეტის მხრივ

მშობელი: არა

ინტერვიუერი: ამ მომენტისთვის ისე ჩვეულებრივად ცენტრში მიმდინარეობს სწავლება ჰო?

მშობელი: კი

ინტერვიუერი: ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რა რეკომენდაციებს შესთავაზებდით ამ


ცენტრს? თუ გაქვთ ამ მხრივ რაღაც რეკომენდაცია?

მშობელი: მთელი დღის განმავლობაში, რომ იყოს მოხარული ვიქნები. ძაან მიჭირს, მარტო
დავრჩი, მარტო ამათი მოვლა ძალიან რთულდება და რომ იყოს მთელი დღის განმავლობაში
ამ მხრივ გავუწევდი რეკომენდაციას. კარგი იქნება, მაგრამ რავიცი.
ინტერვიუერი: ისე, ცენტრის მასწავლებლები თუ გაძლევენ რაიმე რეკომენდაციებს, აი რა
უნდა გააკეთოთ მაგალითად სახლში, რომ სწავლება უფრო...

მშობელი: არააა, ამ ეტაპზე რეკომენდაიცებს არ მაძლევენ, რადგან აზრი არ აქვს რაიმე


რეკომენდაციას, რაიმეს სწავლებას. ამ ბავშვებს ისეთი სინდრომი აქვს რომ ქცევის წესები
აქვთ ძალიან მაგრად დარღვეული და აზრი არ აქვს რაიმეს სწავლებას. ძირითადად
ერთობიან და ეს არი. თორემ არაფერს არ სწავლობენ. ადრე კი ვიბრძოდი, რომ რაღაცა
ესწავლათ,ვეხმარებოდი მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ყველაფერი. მე ისიც მაკმაყოფილებს,
რომ მიდიან და ერთობიან, მაგრამ ეგ რო მთელი დღის განმავლობაში იყოს დილიდან
საღამომდე უფრო უკეთესი იქნება, ჩემთვის და ბავშვებისთვის. რომ სახლში გამოკეტილები
ვერ ძლებენ. არ მაქვს იმდენი საშუალება, რომ ამათ ისეთი კომფორტი შევუქმნა, რომ
მაგალითად კედელზე თავი არ მიარტყას, არ ინერვიულოს და რომ გაერთოს სახლში, ვერ
ვუქმნი ასეთ პირობებს, კომფორტს. არ აქვს ამის საშუალება. იქ სკოლაში არის, მაგრამ მთელი
დღე არ არიან და ეგ არის. ეგეც მაკმაყოფილებს რაც არის.

ინტერვიუერი: კი ბატონო, მადლობა და დაგემშვიდობებით

მშობელი: გაიხარეთ დიდი მადლობა თქვენ

ინტერვიუერი: კარგად

მშობელი: კარგად

სიღრმისეული ინტერვიუს გზამკვლევი:სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე


მოსწავლეების მშობლების სკოლასთან დაკავშირებული პრობლემური გამოცდილებები

1) შვილის/შვილების პროფილი
ასაკი, შვილების რაოდენობა, განათლება

2) მშობლის სკოლასთან დაკავშირებული პრობლემური გამოცდილებების შესწავლა


 გექმნებათ თუ არა პრობლემები სკოლაში თქვენ ან თქვენ შვილს? მაგალითად
სწავლასთან დაკავშირებით, პედაგოგებთან ურთიერთობაში ან
თანატოლებთან ურთიერთობაში?
 თქვენი აზრით რამდენად შესაბამისი და ადეკვატურია სკოლაში სწავლების
მეთოდები?
3) დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემური გამოცდილებები
 შეგიძლიათ მითხრათ, რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ დისტანციურმა
სწავლებამ?
 ამ მომენტისთვის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს თუ სკოლაში დადის
თქვენი შვილი?
4) მშობლის რეკომენდაციები სკოლას
 თქვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე, რა რეკომენდაციებს
შესთავაზებდით სკოლის დირექციას?
მონაცემების კოდირება

1) შვილის პიროვნული პროფილი


 ასაკი
 შვილების რაოდენობა
 საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი

2) პრობლემური გამოცდილებები
 სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები
 პედაგოგებთან დაკავშირებული პრობლემები
 თანატოლებთან დაკავშირებული პრობლემები

3) კოვიდ-პანდემიის გავლენა
 დისტანციური სწავლების გამოწვევები

4) რეკომენდაციები
 მშობლის საჭიროებები და რეკომენდაციები

რეფლექსია: ჩავატარე ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, იქიდან


გამომდინარე, რომ განსაზღვრული მქონდა წინასწარ რა კითხვებს დავუსმევდი
რესპოდენტს, ასევე კითხვების დადგენილი თანმიმდევრობა ინტერვიუს დროს
შეიცვალა, ინფორმაციის დაზუსტების მხრივ მომიწია იმ მომენტშივე გაჩენილი
კითხვა დამესვა, რომელიც ეხობოდა უშუალოდ რა რეკომენაციებს იღებდა მშობელი
მასწავლებლებისგან, რომ სახლში სწავლებაც უფრო პროდუქტიული ყოფილიყო.
ზონდირებას რაც შეეხება მივმართე როგორც არავერბალურ ასევე ვერბალურ
ზონდირებას, მაგალითად თავის დაქნევა, სიჩუმე, პასუხების დაზუსტების მხრივ
კითხვის დასმა. ინტერვიუს ხანგრძლივობა ხანმოკლე იყო, გამომდინარე იქიდან რომ
რესპოდენტმა წინასწარ გამაფრთხილა, რომ ცოტა დროს დამითმობდა, აქიდან
გამომდინარე შევეცადე მაქსიმალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები დამესვა
მისთვის. რაც შეეხება უშუალოდ რესპოდენტისგან მიღებულ ინფორმაციას,
რესპოდენტს ჰყავს ორი შშმ სტატუსის მქონე შვილი, 14 და 10 წლის. ისინი დადიან
მახინჯაურის შშმ პირებისთის განკუთვნილ ცენტრში, რომელიც სარეაბილიტაციო
სერვისებთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს. რესპოდენტმა
აღნიშნა, რომ ის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ აწყდება რადგან, მისი
შვილები ვერ საუბრობენ და ქცევის წესები მნიშვნელოვნად აქვთ
დარღვეული.აქიდან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ სწავლებას აზრი არ აქვს და
ცენტრს მხოლოდ მათთვის გართობის დატვირთვა აქვს. რაც შეეხება კოვიდ-
პანდემიის სიტუაციას, აღნიშნავს, რომ დისტანციურად ხშირად ერთვებოდნენ
საგაკვეთილო პროცესს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ბავშვებში დაინტერესება
არ არის მალევე ტოვებდნენ საგაკვეთილო პროცესს. სანამ რეკომენდაციებზე კითხვას
დავუსმევდი, რესპოდენტმა თავიდანვე აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა თუ
ცენტრი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებდა. ასევე დაამატა, რომ ძალიან უჭირს
2 შვილის მარტო გაზრდა, რომ ვერ უზრუნველყოფს იმ პირობებითა და კომფორტით
რაც ცენტრს აქვს და სწორედ ამიტომ სურს, რომ ბავშვები ცენტრში მთელი დღის
განმავლობაში იყვნენ. ინტერვიუს პროცესში მინდოდა დამეზუსტებინა სწავლასთან
დაკავშირებულ რეკომენდაციებს თუ იღებდა, რაზეც მიპასუხა, რომ აღარ იღებს და
მას ისიც აკმაყოფილებს, რომ ბავშვები ცენტრში ახერხებენ გართობას. ყოველივე
აქიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვეს, რომ ბავშვებს მათი გონებრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ სწავლა და ამიტომაც სწავლაზე უფრო
მაღლა ფიზიკური აქტივობაა, როგორც აღნიშნა მშობელმა. აქიდან გამომდინარე
მშობელი სწავლასთან დაკავშირებით პრობლემებს არ აწყდება და პანდემიამ მათ
სწავლის მხრივ ხელი არ შეუშალა. როგორც ლიტერატურის მიმოხილვაში აღვნიშნე,
მშობლები სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან სკოლებში როგორიც არის სტიგმასთან
ბრძოლა, ინფორმაციის ნაკლებობა, დირექციისგან ნაკლები მხარდაჭერა თუმცა ჩემს
მიერ ჩატარებულ ჩატარებული ინტერვიუ არ ეხება სკოლის გამოცდილებას,
გამომდინარე იქიდან რომ რესპოდენტის შვილები შშმ პირთა ცენტრში დადიან,
სადაც ხდება განათლების მიღება. ამასთანავე ბავშვების მძიმე მდგომარეობა
სწავლებას ართულებს და ძირითადად მათი ჩართვა ხდება სხვადასხვა აქტივობებში.
ასაღნიშნავია, რომ საგანმანათლებლო საჭიროებები განსხვავებულია და
დამოკიდებულია ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

You might also like