You are on page 1of 3

კონტენტ-ანალიზი

შესავალი

ფორუმზე თემა ძალადობა, როგორც დღემდე მოუგვარებელი პრობლემა დაიდო 2015


წლის 22 ოქტომბერს. ამ თემას გამოეხმაურა გარკვეული რაოდენობა ფორუმის
მომხმარებლების, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი. მოცემულ ფორუმზე ძირითადი
საკითხი იყო თემა ძალადობა და ასევე კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის შემთხვევა.
მომხმარებელთა ვინაობა, ასაკი თუ სქესი ანონიმურია, რაც იმის საშუალებას აძლევთ მათ,
რომ დააფიქსირონ მათი რეალური აზრი ამ საკითხის მიმართ. რაც შეეხება ნარატიულ
ანალიზს, მისი საშუალებით შესაძლებელია ავხსნათ თუ როგორ ახდენენ ადამიანები
გარკვეული სოციალური რეალობის კონსტრუირებას ყოველდღიური საუბრის გზით.
ზოგადად ნარატიული ანალიზი გამოიყენება როდესაც ტექსტის სიღრმისეული ანალიზია
საჭირო, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტექსტის ფორმა, სემანტიკური მნიშვნელობა და
კონტექსტის გათვალისწინება. მაშასადამე, ნარატიული ანალიზის გამოყენებით
შეგვეძლება დავინახოთ თუ როგორ ხედავენ ფორუმის მომხმარებლები ძალადობის
პრობლემას. რაც შეეხება თემატურ ანალიზსს, ამ მხრივ აქცენტი კეთდება თავად ტექსტის
შინაარსზე ანუ თემატური ანალიზის გამოყენებით გავიგებთ უშუალოდ ტექსტური
მასალის შინაარსს, თუ რაზე საუბრობენ მაგალითად ფორუმის მომხმარებლები, რა
ისტორიებს ყვებიან და რა კავშირია მათ მიერ მოთხრობილ ისტორიებს შორის. ხოლო
ინტერაქციული ანალიზისას მკვლევრის ფოკუსია მსმენელსა და მთხრობელს შორის
როგორ წარიმართება დიალოგური პროცესი ამ მხრივ ფორუმის მომხმარებლებს შორის
ინტერაქციის შესწავლაა შესაძლებელი, მაგალითად თუ როგორ ახდენენ რეალობის
თანაკონსტრუირებას.

კვლევის მიგნებები

ნარატიული, თემატური, ინტერაქციული ანალიზი

ფორუმში გამოიკვეთა განსხვავებული აზრები მოცემულ თემასთან დაკავშირებით.


კერძოდ მომხმარებლები საუბრობენ ზოგადად ძალადობის ფორმებზე, კაცის მხრიდან
ქალზე ძალადობის შემთხვევაზე და ასევე ძალადობის მიზეზებზე. ფორუმის
მომხმარებელთა აზრი ორ ნაწილად გაიყო, ნაწილი არ ეხმრობა ძალადობას, ხოლო
ნაწილი ამართლებს ძალადობას. ამბობენ, რომ ძალადობა შეიძლება განხორციელდეს
როგორც ფიზიკურად ასევე სიტყვიერად, რომ მოძალადე შეიძლება იყოს არამარტო
მამაკაცი ასევე ქალიც. მაგალითად ერთ-ერთ მომხმარებელი ამბობს „ქალებიც ძალადობენ
კაცებზე. ფიზიკურად არა, მაგრამ სიტყვიერად.“ მაშასადამე მამაკაცები ფიზიკურად
ძალადობენ ქალებზე, ხოლო ქალები სიტყვიერად ძალადობენ მამაკაცებზე.
მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც არ ემხრობა ძალადობას, კაცის მხრიდან ქალზე
ძალადობის მთავარ მიზეზს ასახელებენ გაუნათლებლობასა და არასწორ აღზრდას, რომ
ხშირად კაცი ძალადობს ქალზე, როცა იზრდება მოძალადეების ოჯახში და ვერ ხვდება,
რომ ძალადობა დანაშაულია. რაც შეეხება გაუნათლებლობის საკითხს, ერთ-ერთი
მომხმარებელი ამბობს, რომ „გაუნათლებელი მშობლების გაზრდილი შვილი. მშობელი
რომელიც სწორ დროს, სწორ ინფორმაციას არ აწვდის ბავშვს...“ ამ მხრივ მომხმარებელი
ადანაშაულებს მშობელს, რომ ის საკმარისს დროს არ უთმობს შვილს და არ უხსნის რა
არის სწორი და რა არასწორი. ძალადობის კიდევ ერთი მიზეზია, რომ ძალადობა
საზოგადოების მხრიდან წახალისებულია და საზოგადოების ნაწილი ძალადობას
ამართლებს და რომ ძალადობა არ არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასებული
ქმედება, ამიტომ ხშირად მოძალადეები თავიანთ ქმედებას ამართლებენ სხვადასხვა
მიზეზებით. მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელიც ამართლებს ძალადობას, მათ
მიაჩნიათ, რომ კაცი არ იძალადებს „დამოუკიდებელ“, „თვითრეალიზირებულ“ ქალზე,
რომ მამაკაცები ძალადობენ „წიკვინა ქალებზე“. ამ მხრივ ხდება ქალთა სქესის დაყოფა
კატეგორიებად და მათი აზრით „უარყოფითი თვისების“ მქონე ქალზე ძალადობის
გამართლება, რომ „წიკვინა ქალებზე“ ძალადობა მისაღებია. ძალადობის გამართლების
კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ძალადობა არის საჭირო, რადგან „ჩაგრავ შენზე
სუსტს,იმიტომ რომ შენ გჩაგრავს ვიღაც ძლიერი“.... და „ზოგადად ძალადობა, რომ არ
არსებობდეს ადამიანი დღემდე ვერ იარსებებდა“. მათი აზრით პრობლემა არ არის
მოძალადეში არამედ არის მსხვერპლში, რომელიც საკმარისად ძლიერი არ არის, რომ
შეძლოს ფიზიკურად შეწინააღმდეგება. ეს არი ძალადობის გამამართლებებლი
არგუმენტები, რომლებსაც ასახელებენ ძალადობის მომხრეები. რაც შეეხება
მომხმარებლთა შორის კომუნიკაციას, გამომდინარე იქიდან რომ აზრი ორად გაიყო ამან
გამოიწვია უთანხმოება, ძალადობის მომხრეების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაცინვას და
სიტყვიერ ძალადობას.
დასკვნა

ამრიგად, ფორუმის მომხმარებლთა აზრები სხვადასხვანაირად გადანაწილდა, თუმცა


მომხარებელთა უმეტესობა ემიჯნებოდა ყოველგვარ ძალადობას. გამოიკვეთა ორი
კატეგორია, რომლებიც ემხრობოდნენ და ემიჯნებოდნენ ძალადობას. ძალადობის
მომხრეები ძალადობას ამართლებენ იმ მიზეზით, რომ უსამართლოდ ადამიანი არ
ძალადობს, რომ ძალადობას აქვს მიზეზი. ხოლო ძალადობის მოწინააღმდეგები
ძალადობის ჩადენის პრობლემას ხედავენ აღზრდა-განათლებაში, რომ მნიშვნელოვანია
ბავშვი აღიზარდოს სწორედ და მიიღოს სწორი განათლება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ
ძალადობა ერთმნიშვნელოვნად არის მიუღებელი ქმედება. ამ მხრივ თუ განვაზოგადებთ
ფორუმის მომხმარებლების აზრებსა და დამოკიდებულებებს საქართველოს
მოსახლეობაზე დავინახავთ, რომ რეალურად დღემდე არსებობს ეს ორი მომიჯნავე
კატეგორია, რომლებიც ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ასევე, ხშირად ხდება
სწორედ საზოგადოების მხრიდან ძალადობის წახალისება, რაც ხელს უწყობს მოძალადის
გამართლებას. ნებისმიერი სახის ძალადობა ყოველმხრივ მიუღებელია და მას არ აქვს
გამართლება.

You might also like