You are on page 1of 3

თორნიკე ქარჩავა

კრიტიკული ესე

ნანა გოგიჩაშვილი თავის სტატიაში „ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვის პიროვნულ


მახასიათებლებზე“ განიხილავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: „ძალადობის არსი, მისი
სახეები და გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორები“. იგი განიხილავს, თუ რამ შეიძლება
გამოიწვიოს ოჯახური ძალადობა და როგორ აისახება ის ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ და
სოციალურ მდგომარეობაზე. ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ ოჯახურმა ძალადობამ შეიძლება
გამოიწვიოს ისეთი პრობლემები ბავშვში, რომელიც მომავალშიც გაჰყვება, როგორიცაა:
პირადი ურთიერთობების ხარისხის კლება, უარყოფითი ცხოვრების სტილი და ა.შ. ავტორი
თავის ტექტსში ასევე აღგვიწერს გზებს, რომ საზოგადოებაში მინიმუმამდე დავიყვანოთ
ოჯახური ძალადობა და მასთან ასოცირებული პრობლემები.

ეს ნაშრომი დღევანდელობისთვის აქტუალურ და საინტერესო თემას ეხება, რადგან


ყოველდღიურად გვხვდება ოჯახური ძალადობის შემთხვევები. გაეროს ბავშვთა ფონდის,
UNICEF-ის მიხედვით 1-14 წლამდე ბავშვთა 2/3-ი ყოფილა ფიზიკური ძალადობის
მსხვერპლი, რამაც ფსიქოლოგიის დოქტორის, ნანა გოგიჩაშვილის, სტატიის მიხედვით
შეიძლება გამოიწვიოს უაღრესად სერიოზული პრობლემები ძალადობის
მსხვერპლებისთვის. არგუმენტებისა და ლოგიკის მიუხედავად, არსებობს ავტორის
შეხედულების ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისები, მაგალითად, ბევრის აზრით,
ოჯახური ძალადობა ეფექტური და მარტივი გზაა ბავშვის დისციპლინისთვის.

ერთი სიტყვით, ნაშრომში ავტორი განიხილავს ოჯახურ ძალადობას, მის განმაპირობებელ


მიზეზებს და მის შედეგებს. ავტორის მიზანია სააშკარაოზე გამოიყვანოს ოჯახური
ძალადობის მანკიერი მხარეები, იმედით, რომ ხალხის ამგვარი განათლებით შემცირდება
ძალადობის შემთხვევები და გაუმჯობესდება ბავშვების და საზოგადოების სიჯანსაღე.

ავტორი საინტერსო აზრს გამოხატავს იმაზე, თუ რა განაპირობებს ოჯახურ ძალადობას.


აბსოლიტურად ვეთანხმები აზრს, რომ ოჯახური ძალადობა ბავშვისთვის ძალიან
დამსტრესველია და მის ფსიქიკაზე და მომავალზე უარყოფითად აისახება, თუმცა, ვფიქრობ,
ზოგიერთი საკითხი შეიძლება უფრო ვრცლად, დამაჯერებელად ყოფილიყო განხილული.
ვეთანხმები ავტორის შეხედულებებს, რომ პატარა ბავშვებზე უფრო მძაფრი ეფექტი აქვს
ფიზიკურ დასჯას და რომ ოჯახური ძალადობა შეიძლება განპირობებული იყოს სოციო-
ეკონომიკური პირობებით, თუმცა ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ავტორის საპირისპიროდ,
მდიდარ ოჯახებშიც გვხვდება ხშირად ოჯახური ძალადობა. ასევე ეჭვის თვალით ვუყურებ
დებულებას, რომ მშობელი პათოლოგიური უნდა იყოს ბავშვზე რომ იძალადოს; ესეთი აზრი
შეიძლება მავნე იყოს, რადგან უამრავი მშობელი და ოჯახი ძალადობს პატარებზე,
რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არანაირი პათოლოგიური გადახრით არ ხასიათდებიან და
სრულიად ნორმალურად იქცევიან სხვა პირობებში. უფრო ხშირად მოძალადეს ხასიათი
კავშირშია თავის ბავშვობაში გამოცდილ ძალადობასთან, როგორც ეს აღნიშნულია სტრაუსის
კვლევაში (Straus, M. A., & Kantor, G. K., 1991). ასევე ვეთანხმეი, რომ ბავშვზე ფიზიკურად,
ემოციურად და სექსუალურად ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი თავის ზიზღი
და მისცეს ბავშვს „არასასურველობის“ განძთა და დაბალი თვითშეფასება, თუმცა ზოგიერთი
კვლევის მიერ თვითშეფასებაზე გავლენას არ ახდენს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის
მიხედვით სექსუალური ძალადობა ახდენს გავლენას თვითშეფასებაზე, მაშონ როცა ოჯახურ
ძალადობას დიდი გავლენა არ აქვს შემდგომ თვითშებასებაზე (Stern, A. E., Lynch, D. L., Oates,
R. K., O'Toole, B. I., & Cooney, G. 1995). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ იყო
კარგი, რომ ავტორმა ამხელა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ და რანაირად მოქმედებს
თვითშეფასებაზე ძალადობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრად უფრო კარგად
გამოკვლეული და სერიოზული შედეგები არსებობს თვითშეფასების დაკლების გარდა,
ესენია: მომატული რისკი დეპრესიისადმი, მიდრეკილება ალკოჰოლიკობისადმი, (Afifi, T. O.,
Brownridge, D. A., Cox, B. J., & Sareen, J. 2006) აზარტული თამაშებისადმი (Lane, W., Sacco, P.,
Downton, K., Ludeman, E., Levy, L., & Tracy, J. K. 2016), გაზრდილი თვითმკვლელობის რისკი
(Darke, S., & Torok, M., 2013) (25.7% ბავშვებს, რომლებსაც განუცდიათ სასტიკი ფიზიკური
ძალადობა უცდიათ თვითმკვლელობა; ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით მხოლოდ
0.7%-ს უცდია სუიციდი (American Foundation for Suicide Prevention, 2023)). ორიგინალ
ნაშრომში ეს ყველაფერი აღნიშნულია, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელია და აქცენტი
გაკეთებულია იმაზე, თუ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, რა გავლენა აქვს ოჯახურ ძალადობას
ადამიანის თვითშეფასებაზე, თუმცა, ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები უფრო
ფართოდ უნდა ყოფილიყო გაშლილი ორიგინალურ ტექსტში, რაც უფრო დამაჯერებელს და
საინტერესოს გახდიდა.

კრიტიკის მიუხედავად ეს ტექსტი ძალიან ღირებულია. ბევრმა არ იცის, რომ ოჯახური


ძალადობა ძალიან უარყოფითი შედეგების მომტანია, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია
ხალხის განათლება, რათა შემცირდეს ოჯახური ძალადობის შემთხვევები და ეს ნაშრომი
სწორედ მაგას ემსახურება. ავტორი სხვა კუთხით უყურებს ამ პრობლემას და ეს უფრო
საინტერესოს ხდის, კერძოდ, იმას გვანახებს, თუ ოჯახური ძალადობის შედეგად ბავშვი რას
გრძნობს და ფიქრობს, თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, ოჯახური ძალადობის სხვა
მნიშვნელოვანი მხარეებიც უნდა ყოფილიყო განხილული. ასევე მინდა გავამახვილო
ყურადღება იმაზე, რომ ნაშრომს აკლია სტატისტიკები, რაც მას ნაკლებად ღირებულსა და
ვალიდურს ხდის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნანა გოგიჩაშვილის ნაშრომი ნამდვილად ღირებული და


საინტერესოა, კერძოდ, პრობლემის სხვა თვალით დანახვის და უნიკალური არგუმენტების
მხრივ, თუმცა აკლია ვალიდურობა არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო. ავტორს
ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უწერია, რომელიც მკითხველს მართლაც ბევრ
რამეს დაანახვებს და გაააზრებინებს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და არ იცოდა. მართლაც
მიაღწევს მიზანს, ბევრ რამეს დააჯერებს მკითხველს, მაგრამ გაუკრიტიკებელი არაფერია და
არც ეს ნაშრომია გამონაკლისი. აქვს ნაკლოვანი მხარეები, მაგრამ საბოლოოდ, საინტერესო
და ღირებული ნაშრომია, რომელმაც თავის მიზანს მიაღწია.
გამოყენებული ლიტერატურა
Straus, M. A., & Kantor, G. K. (1991). Physical Punishment by Parents: A Risk Factor in the

Epidemiology of Depression, Suicide, Alcohol Abuse, Child Abuse, and Wife Beating, New

Hampshire Univ.

Stern, A. E., Lynch, D. L., Oates, R. K., O'Toole, B. I., & Cooney, G. (1995). Self esteem, depression,

behaviour and family functioning in sexually abused children. Journal of Child Psychology and

Psychiatry, 36(6), 1077-1089.

Afifi, T. O., Brownridge, D. A., Cox, B. J., & Sareen, J. (2006). Physical punishment, childhood abuse

and psychiatric disorders. Child abuse & neglect, 30(10), 1093-1103.

Lane, W., Sacco, P., Downton, K., Ludeman, E., Levy, L., & Tracy, J. K. (2016). Child maltreatment

and problem gambling: A systematic review. Child abuse & neglect, 58, 24-38

Darke, S., & Torok, M. (2013). Childhood physical abuse, non-suicidal self-harm and attempted

suicide amongst regular injecting drug users. Drug and alcohol dependence, 133(2), 420-426

American Foundation for Suicide Prevention, 2023 19 მაისი, Suicide Statistics,

https://afsp.org/suicide-statistics/ (18:50 19/12/23)

You might also like