You are on page 1of 2

არაპირდაპირი თვითდესტრუქცია ოჯახურ ძალადობაგამოვლილ

ქალებში

რეცენზია

პოლონელმა დოქტორანტმა ფსიქოლოგებმა კონსტანტინოს ცირიგოტიმ და ჯოანა


ლუჩაკმა 2018 წელს წარმოადგინეს ონლაინ კვლევა ოჯახებში ძალადობაგამოვლილ
ქალთა არაპირდაპირ თვითდესტრუქციაზე, სადაც მათ განიხილეს არაპირდაპირი
თვითდესტრუქციული ქცევების გამოვლინება და მისი შედეგები. ამ რეცენზიაში
წარმოვაჩენთ ნაშრომის როგორც ღირსებებს, ისე ნაკლოვანებებს.

სტატია შესანიშნავად არის სტრუქტურულად აწყობილი. სათაური მართლაც


შეესაბამება და აღწერს მოცემულ თემასა და კვლევას. გააჩნია თავისი აბსტრაქტი,
შესავალი, მეთოდოლოგია, შედეგები, დისკუსია და დასკვნა. ყოველ ნაწილში
ხსნიდნენ და განიხილავდნენ ახალ და მნიშვნელოვან ტერმინებს, როგორიც იყო
თვითდესტრუქცია, ოჯახური ძალადობა და ა.შ. სტატიაში გამოვლენილი და
გაშლილია ძირითადი პრობლემები მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი
ტერმინებით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ შესავალ ნაწილში,
ტერმინი ‘ძალადობა’ განმარტებულია ხუთჯერ, რაც მკითხველისთვის შეიძლება
განმარტებით ლექსიკონს უფრო გავდეს და ინტერესის დამკარგველი იყოს.

სტატიაში მოცემულია თვითდესტრუქციასა და ძალადობას შორის კავშირის


დეტალური ანალიზი, სადაც ავტორები განიხილავენ, თუ რა შედეგები შეიძლება
მოყვეს ძალადობას. ყურადღებას ამახვილებენ თვითდესტრუქციულ სიმპტომებსა და
მათ თითოეულ შედეგზე.

ავტორები წერენ, რომ „რთული იქნება ჩვენი შედეგები შევადაროთ ამ საკითხზე


ჩატარებულ სხვა კვლევებს, რადგან არსებულ ლიტერატურაში მსგავს საკითხზე
მიძღვნილი კვლევები ვერ მოიძებნა“. 2020 წლის პანდემიის შემდეგ უფრო
მომრავლდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რაც უფრო მეტად ამწვავებს ამ
არსებულ პრობლემას და წარმოაჩენს საკითხის აქტუალურობას, რადგან საჭიროა ამ
თემაზე უფრო მეტი კვლევის ჩატარება და არსებული პრობლემების გადაჭრა.

სტატიის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ავტორები თავიანთი პოზიციის


გასამყარებლად იყენებენ სხვადასხვა სქემებსა და დიაგრამებს, რაც მკითხველს
უკეთესი ვიზუალიზაციისა და სტატისტიკური მონაცემების უკეთ გაგების
საშუალებას აძლევს.
სტატიის ასევე ერთ-ერთი ღირსება მისი ბიბლიოგრაფიაა, სადაც დეტალურად და
სრული წესების დაცვით მოყვანილია ყველა გამოყენებული ლიტერატურა, რაც
საშუალებას გვაძლევს მივყვეთ ბიბლიოგრაფიულ კვალს და მივიდეთ ბევრ მსგავს
კვლევასა თუ ლიტერატურასთან.

საბოლოოდ, სტატია შესანიშნავ ენაზე არის დაწერილი და სრულყოფილია. ნაშრომი


უდავოდ საინტერესოა და იმსახურებს მაღალ შეფასებას. ვფიქრობთ, რომ ნაშრომი
იმსაურებს მკვლევართა და სპეციალისტთა ყურადღებას, რადგანაც ამჯერად ამ
თემაზე ნაკლები კვლევა არსებობს და საჭიროა მეტი ინფორმაციის მოძიება, რათა
თავიდან ავირიდოთ სამომავლო პრობლემები.

სამომავლოდ, ავტორებს ვურჩევთ და უკეთესი იქნებოდა, თუ ჩაატარებენ უფრო მეტ


კვლევას ამ საკითხზე სხვა ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით. საინტერესო იქნება,
თუ გავიგებთ ეს შედეგები მხოლოდ პოლონელ ქალებში ვრცელდება თუ არა. ამ
ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ ეს შედეგები გამოწვეული იყო
თუ არა კულტურული ან ისტორიული ფონის გავლენით.

ანა ეჯიბაძე,

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6096901/

You might also like