You are on page 1of 4

Page 1 of 4

ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲔᲡᲔ
ქართული საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პრაქტიკა
ავტორი: ლევან ცაგარელი
(ქუთაისი , 18.11.2012)

საქართველოში ზოგადი განათლებისა და აღზრდის სფეროში


ფიქსირდებოდა, ფიქსირდება და თუ ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება,
მომავალშიც დაფიქსირდება ფაქტორები, რომლებიც ახალგაზრდებს სკოლის
ასაკის დასრულების შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპებზეც უქმნის პრობლემებს.
მოცემულ ნაშრომში საუბარია განათლების სისტემში არსებულ პრობლემებზე,
მაგალითად, არჩევანის არარსებობა სკოლებში, სწავლის უსიამოვნო პროცესი,
დამოუკიდებლობის (კოგნიტური და ქცევითი თვალსაზრისით) დეფიციტი, მზაობის
არქონა ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად.
საკითხის აქტუალობა გამოწვეულია სტატისტიკით, რომლის მიხედვითაც
შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აბიტურიენტები აბარებენ უნივერსიტეტებში და
იწყებენ ისეთი პროფესიების შესწავლას, რომლებიც არ არის მათ არჩევანზე
დაყრდნობილი. ამ პროცესის შედეგია უნივერსიტეტიდან გამოსული სტუდენტების
დიდი რიცხვი, დამთავრების შემდეგ საკუთარი სპეციალობის პრაქტიკაში არ
გამოყენება და პროფესიაში წარმატების მიღწევის დაბალი მაჩვენებელი. ეს
ნაშრომი ეხება სწორედ ამ პრობლემას და მისი გადაჭრის გზას.
ნაშრომის ავტორი, ლევან ცაგარელი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე,
პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების
ფაკულტეტის დეკანი 2010-2011 წლებში. ამავე უნივერსიტეტის პროფესორი 2009
წლიდან დღემდე. გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) ქართული
განყოფილების თავმჯდომარეა 2006 წლიდან. (ვიკიპედია)
ნაშრომი, ჩემი აზრით, განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის.
განსაკუთრებით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა კარგად გაიაზრონ
თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ცხოვრების მანძილზე იმ შემთხვევაში
თუ არ იბრძოლებენ, რათა მოიპოვონ დამოუკიდებლობა და ჩამოიყალიბონ
საკუთარი აზრი. ასევე ეს ნაშრომი განკუთვნილია განათლების მეცნიერებათა
მმართველი ზედა ორგანოებისთვის, რათა გაიგონ რომ მათი მხრიდან
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, ხელს შეუწყობს მეტი
პროფესიონალი მასწავლებლის დასაქმებებას, რომლებიც აღზრდიან თაობებს
სწორად. თითოეული ახალგაზრდის პროფესიული წარმატება კი ხელს შეუწყობს
ქვეყნის პროდუქტიულობისა და პრესტიჟულობის გაზრდა, ამაღღებას.
Page 2 of 4
ესეში მოკლედ და კრიტიკულად მიმოვიხილავთ ავტორის მიერ მოვანილ
არგუმენტებს, შევაჯამებ, შევაფასებ და დავაფიქსირებ ჩემს საბოლოო პოზიციას
საკითხის მიმართ. შემიძლია გითხრათ რომ ნაშრომის მიმართ პოზიტიურად ვარ
განწყობილი, რასაც შემდეგ აბზაცებში უკეთესეად ამოიკითხავთ.

ნაშრომი ძირითადად აგებულია საგანმანათლებლო სისტემის


არაადეკვატურად ფუნქციონირებაზე. ავტორი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს
სჭირდებათ სწორი მენტორი, რომელიც მათ მიაწვდის განათლებას ისეთი
ფორმით, რომელიც მათ დაუტოვებს თავისუფალი არჩევნის საშუალებას.
არჩევანის გაკეთების არარსებობა მოზარდებში იწვევს მოქალაქეობრივად
უმწიფარი თაობის ახალ ასპარესზე გამოსვლას, რაც აისახება
პროფესიონალიზმზე და ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის პროდუქტიულობის საერთო
მაჩვენებელს. ავტორი ძირითადი მიზანია პრობლემის დასმა, გამომწვევი
მიზეზების არგუმენტირებულად წარმოდგენა, პრობლემის გადაჭრის გზის
ჩამოყალიბება და მკითხველამდე თავისი ხმის მიწვდენა.

ავტორს იმისათვის რომ თავისი მოსაზრება გაამართლოს მოყავს


საკმარისად მყარი არგუმენტები, რომლებსაც შემიძლია რომ თამამად
დავეთანხმო, ვეთანხმები, რომ სკოლის ასაკში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ
თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება, რაც მათ
შემდგომში დაეხმარებათ ჩამოიყალიბონ საკუთარი აზრი, კრიტიკულად შეაფასონ
საკუთარი შესაძლებლობები და გააკეთონ ისეთი ცხოვრებისეული არჩევანი,
რომელიც მათ სწორ გზას უჩვენებს მომავალში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
ვეთანხმები რომ დღეს სკოლები რეპრესიულად ექცევიან ბაშვებს და სკოლაში
სწავლება არ არის ყველა ბავშვზე მორგებული, სასიამოვნო და ნაყოფიერი
პროცესი, სისტემაში არსებული ხარვეზების გამო. ასევე ვეთანმხმები რომ,
დღესდღეობით, მასწავლებლების პროფესია არ არის საკმაოდ
პოპულარიზირებული, რისი მიზეზიც, ცხადია, ანაზღაურებაა. არ ვეთანხმები რომ
ტრენინგები და გადასამზადებელი გამოცდები არ არის შედეგიანი, რადგან
აუცილებელია ყველა მასწავლებელი იყოს სისტემატიურად მზად რომ ჩაააბაროს
კვალიფიკაციის საზომი ტესტები, რომლებიც საშუუალებას გვაძლევს დავადგინოთ
მასწავლებლის მზადყოფნის ხარისხი. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ტესტები
არაა საჭირო იმისთვის რომ მოხდეს ძირეული რეფორმაცია განათლების
სისტემაში და პრობლემა გადაიჭრას. ეს ნაშრომი აუცილებლად უნდა წაიკითხოს
რაც შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ, რომლებმაც უნდა გაიაზრონ თუ რა
Page 3 of 4
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათთვის არჩევანი გაკეთებას, დამოუკიდებლად
და თავისუფლად აზროვნებას.
საბოლოოდ, ნაშრომი შედგენილია კარგად და თანმიმდევრულად.
დასმულია პრობლემა, მიმოხილულია, მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც
თვალსაჩინოდ ამყარებენ მოსაზრებას და მოყვანილია გადაჭრის გზა, რომელიც
ზუსტად ეხმიანება და ესადაგება პრობლემას. ავტორის ასეთი მიდგომა მისთვის
წარმატების მომტანია, რადგან დასმული აქტუალური პრობლემა გამყარებული
არგუმენტებითა და კარგი გადაჭრის გზით ყოველთვის იქნება მკითხველისთვის
დამაჯერებელი და ობიექტური.
ჩემი აზრით, პრობლემა, რომელიც ავტორის მიერაა დასმული საკმაოდ
აქტუალურია და მკითხველისთვის, რომელიც ნაშრომს გულისყურით გაეცნობა
მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო გახდება და ერთგვარი შეხსენება რომ
სიტუაცია გამოსასწორებელია და აუცილებელია კონკრეტული, პრობლემისკენ
მიმართული მოქმედება საბოლოო შედეგის დასადებად. ვინაიდან, ნაშრომი ეხება
აქტუალურ პრობლემას ის ღირებულია საზოგადოებისთვის და საჭიროებს
მსჯელობას და გათვალისწინებას. ნაშრომის ძლიერი მხარეა კარგად
ჩამოყალიბებული და თვალსაჩინო არგუმენტები. სუსტ მხარედ შეიძლება
მივიჩნიოთ სტატისტიკური მონაცემებიის არარსებობა. უკეთესი იქნებოდა თუ
ავტორი შემოგვთვაზებდა სტატისტიკურად სწორ მონაცემებს და კონკრეტულ,
რეალურ, და თანამედროვე მაგალითებს, რომელიც მკითხველს მეტად
დაარწმუნებდა ავტორის თვალსაზრისის სისწორეში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კაჭარავა ლ. , მარწყვიშვილი ხ. , ხეჩუაშვილი ლ., აკადემიური წერა


დამწყებთათვის , თბილისი , 2007.
Page 4 of 4
2. ქავთარაძე თ. , ქასრაშვილი ნ. , საღინაძე ნ. , პატარიძე ს. , საბაური თ. ,
აკადემიური მუშაობის საფუძვლები , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი, 2018.

3. ვიკიპედია - https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ცაგარელი ( last revised


01.06.2023)

ზურაბ კაპანაძე

You might also like