You are on page 1of 139

სოციალურ-ემოციური

უნარების სწავლება
ბავშვებისთვის
ილიას სამართლის ინსტიტუტი
(ილიასი)

სახელმძღვანელო სკოლის
მასწავლებლებისთვის
სოციალურ-ემოციური
უნარების სწავლება
ბავშვებისთვის
4

სახელმძღვანელო მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის)


მიერ, პროექტის ,,საქართველოს სკოლებში სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების
დანერგვის ხელშეწყობა’’ ფარგლებში, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის
საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდის


და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ
პოზიციებს.

ავტორები: თამარ მუმლაძე, თამთა საამიშვილი

კორექტორი: ეკა ქორთუა


დიზაინერი: ელენე ხეჩინაშვილი

პროექტის დირექტორი: ელენე სიჭინავა

თბილისი 2021 წელი


5

წი ნა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არის პროცესი, რომლის მეშვეობით, ბავშვები იძენენ


ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს; მათი გამოყენებით, სახელდებენ და მართავენ საკუთარ
ემოციებს, ისახავენ პოზიტიურ მიზნებს და ისწრაფვიან მათ მისაღწევად, გრძნობენ და
გამოხატავენ ემპათიას ერთმანეთის მიმართ, აყალიბებენ და ავითარებენ სოციალურ
ურთიერთობებს და იღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს.

იმ სკოლებში, რომლებიც ზრუნავენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე, ბავშვები


თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ემოციურად მხარდაჭერილად, სოციალურად დაკავშირებულად;
არსებითად შემცირებულია ბულინგისა და კიბერბულინგის პრეცედენტები და გაზრდილია
ბავშვების რეზისტენტულობა ძალადობის მიმართ. ამ სწავლების შედეგად, მოსწავლეები
აუმჯობესებენ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საგნებში.

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვობაში ნიშნავს ბავშვების მომზადებას


დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დემოკრატიულ
საზოგადოებაში; ისინი იზრდებიან მოქალაქეებად, რომელთაც აქვთ უნარი, აიღონ
პასუხისმგებლობა თავინთი გადაწყვეტილებების შედეგებზე საკუთარი თავისა და სხვების
მიმართ და აქვთ თანასწორუფლებიანობის განცდა.

ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა კორელაციაშია მათ მომავალ


კეთილდღეობასთან. აღნიშნული პერსონალური და ინტერპერსონალური კომპეტენციები
ეხმარება მათ ზრდასრულ ასაკში შეძლონ უსაფრთხო ნავიგაცია სოციალურ ვითარებებში და
ეფექტიანად და ეთიკურად გაუმკლავდნენ ოჯახში, სამსახურში, სოციუმში წამოჭრილ ან სხვა
ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
6

სწავლების პროცესში უნიკალური და გადამწყვეტი როლი ენიჭება მასწავლებელს. პედაგოგები


გავლენას ახდენენ ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ამ პროგრამის უშუალო
სწავლების გზით და არაპირდაპირ - საკუთარი უნარებისა და ქცევების მოდელირების გზით.
სწავლება წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუკი ამ ღირებულებებსა და მიდგომებზე
დაფუძნებულია მასწავლებელი - მოსწავლის ყოველდღიური ურთიერთობა; ბავშვი უნდა
გრძნობდეს, რომ სკოლაში შექმნილია ემპათიის, ზრუნვისა და ტოლერანტობის კულტურული
კლიმატი.

სოციალურ-ემოციური უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერა სკოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნე-


ლოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, მოკლებული არიან ამ უნარების
განვითარების შესაძლებლობებს თავიანთ ოჯახებში.

ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) ინიციატივაა ამ სწავლების


ინტეგრირება ზოგადი განათლების პროგრამაში. ამ მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს
პროექტს ,,საქართველოს სკოლებში სოციალურ - ემოციური უნარების სწავლების დანერგვის
ხელშეწყობა’’ ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით.

წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადება გულისხმობს ამ სწავლების ინსტიტუციონალიზა-


ციისთვის საჭირო ცოდნის შექმნასა და გავრცელებას საქართველოში.

ბავშვებს სჭირდებათ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება სკოლებში.


ამ სწავლების დანერგვა ნიშნავს ბედნიერ ბავშვს ახლა და წარმატებულ ზრდასრულს ხვალ!

ელენე სიჭინავა
ილიას სამართლის ინსტიტუტის
(ილიასის) ხელმძღვანელი
7

ში ნ ა ა რ ს ი

წინასიტყვაობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5

შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8

ეფექტიანი კომუნიკაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12

მე - კონცეფცია და თვითშეფასება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23

ემოციების გაგება და ემპათია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32

ემოციების მართვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 45

პროსოციალური ქცევა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 55

ბულინგი/კიბერბულინგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 64

მეგობრობა და თანატოლებთან ურთიერთობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 78

თანასწორობა და ტოლერანტობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 94

სტრესის მართვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 104

გადაწყვეტილების მიღების უნარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 116

ეფექტიანი მიზნების დასახვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127

გამოყენებული ლიტერატურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 136


8

შ ეს ა ვ ალი

,,სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება ბავშვებისთვის’’ არის სახელმძღვანელო, რომელიც


გზას გაუკვალავს მასწავლებლებს სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების პროცესში და
ხელშესახებს გახდის ამ სწავლების სიკეთეებს ბავშვებისთვის.
სკოლა არის ფიზიკური, სოციალური და საგანმანათლებლო გარემო, სადაც ბავშვები ცხოვრების
დიდ ნაწილს ატარებენ. სკოლის დანიშნულებაა არა მხოლოდ ბავშვების
კოგნიტური/შემეცნებითი უნარების გაუმჯობესება და აკადემიური ცოდნის მიწოდება მათთვის,
არამედ, პირველ რიგში, ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. ამ
მიმართულების ფარგლებში არის მომზადებული წარმოდგენილი სახელმძღვანელო. მისი
კონტრიბუცია ამ პროცესში არის ის, რომ ფოკუსირებულია კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე,
რომელთა გამოყენებით მასწავლებლები შეძლებენ აღნიშნული სწავლების ეფექტიანად
განხორციელებას სასკოლო ცხოვრებაში.
სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება მიზანშეწონილია ზოგადი განათლების სამივე
საფეხურზე; შესაბამისად, სახელმძღვანელოც განკუთვნილია ყველა საფეხურის
მასწავლებლებისთვის. მის მომზადებაზე იმუშავეს ბავშვთა ფსიქოლოგებმა.
სახელმძღვანელო შედგება 11 თავისგან და თითოეული თავი ეძღვნება კონკრეტული საბაზისო
სოციალური ან ემოციური უნარის განვითარების თემას და შეიცავს ამ თემაზე შემუშავებულ
სასკოლო გაკვეთილს, მისი ჩატარების მეთოდებსა და ბავშვებთან ურთიერთობის სტრატეგიებს.
სახელმძღვანელოს სტრუქტურა აგებულია იმ სახით, რომ თითოეული თავი შედგება შემდეგი
სამი ძირითადი ნაწილისგან:

.....პირველ ნაწილში წარმოდგენილია ის მასალა/ინფორმაცია/რჩევები, რაც მასწავლებელმა


უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს შესაბამისი სოციალური ან ემოციური კომპეტენციის
სასწავლებლად. ეს ნაწილი მომზადებულია, როგორც უნივერსალური ტექსტი, რომლის
ადაპტაცია შეუძლია მასწავლებელს მოსწავლეთა ასაკისა და გაგების უნარების შესაბამისად;

.....მეორე ნაწილში ასახულია კონკრეტული რჩევები/რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის,


რაც უნდა გაითვალისწინონ მათ სასწავლო პროცესის ჩატარებისას და ბავშვებთან
ყოველდღიური ურთიერთობისას შესაბამისი სოციალური/ემოციური უნარის განვითარების
მიზნის მისაღწევად; წარმოდგენილი რჩევები/რეკომენდაციები თანაბრად მიემართება ზოგადი
განათლების სამივე საფეხურს.
9

.....მესამე ნაწილში წარმოდგენილია სავარჯიშოების ნიმუშები, რომლებიც ორიენტირებულია


შესაბამისი სოციალური/ემოციური კომპეტენციის გამომუშავებაზე. სავარჯიშოები არის
ინტერაქტიული და უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას; შეიცავს როგორც
ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად შესასრულებელ აქტივობებს.
თითოეულ სავარჯიშოსთან დაკავშირებით მითითებულია ის სასწავლო საფეხური, რომელზეც
შესაძლებელია მისი გამოყენება. ამასთან, ზოგიერთი სავარჯიშო უნივერსალურია და შეიძლება
ჩატარდეს ნებისმიერ კლასთან, მასწავლებლის მხრიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და
ინსტრუქციების შესაბამისი ადაპტირებით. სავარჯიშოების ნაწილი ისეთია, რომ მათი ჩატარება
შესაძლებელია როგორც კლასში, ისე ონლაინ ფორმატით სწავლებისას. სავარჯიშოების იმ
ნაწილთან მიმართებით, რომელთა შესრულებას ხელს უშლის ონლაინ ფორმატით
სწავლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, შემოთავაზებულია ალტერნატიული გზები მათი
მოდიფიკაციის მიზნით.
წარმოგიდგენთ სწავლების იმ ძირითად მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც
გამოყენებულია სახელმძღვანელოში:

დისკუსია;
ეს არის სწავლების ერთ-ერთი თანამშრომლობითი სტრატეგია, რომელიც მოსწავლეებს აძლევს
საშუალებას, იმსჯელონ შემოთავაზებულ თემაზე, გაააქტიურონ საკუთარი გამოცდილება და
ცოდნა, თავისუფლად გამოთქვან აზრი, მოუსმინონ სხვა მოსწავლეებს და მასწავლებელს,
შეამოწმონ საკუთარი ცოდნა, გაიგონ მეტი საკითხის ირგვლივ, მიიღონ უკუკავშირი.

ტვინის შტურმი;
აღნიშნული მეთოდი ახდენს თავისუფალი აზროვნების სტიმულირებას. მისი გამოყენებით,
მასწავლებელს, ასევე, შეუძლია გაარკვიოს მოსწავლეთა უკვე არსებული ცოდნა საკითხის
გარშემო, ან მათი მოლოდინები.

როლური თამაში;
როლური თამაშების დროს მოსწავლეები ირგებენ ამა თუ იმ როლს და გაითამაშებენ კონკრეტულ
სიტუაციას. როლური თამაშები მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, გამოსცადოს საკუთარი
თავი სხვადასხვა ვითარებაში, შეხედოს საკითხს როგორც საკუთარი, ისე სხვისი
პერსპექტივიდან, მოსინჯოს სიტუაციასთან გამკლავების ალტერნატიული გზები, მიიღოს
დამატებითი გამოცდილება და ამით მოემზადოს მსგავსი რეალური სიტუაციებისთვის. როლური
თამაშების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დებრიფინგი - მოსწავლის მიერ როლური
თამაშის გამოცდილების ანალიზი და, მეორე მხრივ, უკუკავშირის მიღება სხვებისგან.
10

მოდელირება;
მოდელირება შეიძლება იყოს დაგეგმილი. ამ შემთხვევაში მასწავლებელი მიზანმიმართულად
უჩვენებს მოსწავლეებს, რა როგორ უნდა გააკეთონ. მასწავლებლის მიერ ქცევის
დემონსტრირებასთან ერთად ეფექტიანია სიტყვიერად ახსნა, თუ რა, რატომ და როგორ კეთდება,
რათა პროცესი უფრო ნათელი გახდეს ბავშვებისთვის. მოდელირების საშუალებით მოსწავლეებს
შეუძლიათ მასწავლებლის მიერ შესრულებული პროცედურის/სტრატეგიის კარგად გაგება და
იმიტაცია. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეები სწავლობენ არა მარტო წინასწარ
დაგეგმილი, მიზანმიმართული მოდელირების გზით, არამედ სხვა შემთხვევებშიც, როდესაც
ხედავენ სხვის ქმედებებს ბუნებრივ, ჩვეულ სიტუაციებში.

გრაფიკული და ვიზუალური ორგანაიზერების გამოყენება;


ვიზუალური მხარდაჭერა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია. მაგ. გრაფიკული
ორგანაიზერები მოსწავლეებს უადვილებს ინფორმაციისა და აზრების ჩაწერას, ორგანიზებას,
შედარებას, ანალიზსა და სინთეზს, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს საკითხის უკეთ გაგებას.

წარმოდგენილი გზამკვლევი ქმნის შესაძლებლობას, მასწავლებლებმა სოციალურ-ემოციური


უნარების სწავლების სტრატეგიები გამოიყენონ არა მხოლოდ განყენებულად - სპეციალური
სასწავლო პროგრამის/ აქტივობების ფარგლებში, არამედ მოახდინონ მათი ინტეგრირება
შესაბამისი საგნის სწავლების პროცესში; ამ გზით, ისინი სასწავლო პროცესს უფრო
შემოქმედებითსა და ნაყოფიერს გახდიან.

სოციალურ-ემოციური უნარების ეფექტიანი სწავლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ სასკოლო


გარემოში, სადაც ბავშვები გრძნობენ კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას მასწავლებლებისგან;
შესაბამისად, თბილი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა სკოლაში/კლასში აუცილებელი
წინაპირობაა ამ სახელმძღვანელოს წარმატებით გამოსაყენებლად.
01

ეფექტიანი
კომუკიკაცია
12

“როცა ადამიანები გესაუბრებიან, მოუსმინე მთლიანად; არ იფიქრო ამ დროს იმაზე,


შენ რის თქმას აპირებ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს უსმენს.’’

ერნესტ ჰემინგუეი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რა არის კომუნიკაცია?

რისთვის გვჭირდება კომუნიკაცია?

რას ნიშნავს ეფექტიანი კომუნიკაცია?

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს


არასწორმა კომუნიკაციამ?

კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა


სიტყვა ,,კომუნიკაცია’’ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან communicare და ნიშნავს
გაზიარებას. კომუნიკაცია გულისხმობს ინფორმაციის, მათ შორის, აზრების, ფიქრებისა და
ემოციების გაცვლას, ვერბალური და არავერბალური შეტყობინებების მიღებას და გაცემას.
კომუნიკაციის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰყავს ადრესატი და აქვს მიზანი.
კერძოდ, კომუნიკაციის პროცესის მიზანია ინფორმაციის გაზიარება და საპასუხო რეაქციის
მიღება.

კომუნიკაცია დიდ როლს ასრულებს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომუნიკაციის


უნარების განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება და პროგრესირება გრძელდება
ზრდასრულობაშიც. მაგ. ჩვილი გამოსცემს ბგერებს იმისათვის, რომ მიიქციოს მზრუნველის
ყურადღება; ან 1 წლის ბავშვი სიტყვის მსგავსი მარცვლების კომბინაციით ცდილობს, გამოხატოს
თავისი სურვილი. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ კომუნიკაციის უნარის განვითარება არ
გულისხმობს მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სხვისგან მოწოდებული
ინფორმაციის სწორად აღქმისა და გაგების უნარიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი
შეტყობინებების გადაცემის უნარი.

სასკოლო ასაკში კომუნიკაციის უნარები განსაკუთრებით აქტუალური ხდება, რამდენადაც


საჭიროა ახალი ცოდნის შესაძენად, საკუთარი აზრების გასაზიარებლად, თანატოლებს შორის
ურთიერთობების დასამყარებლად და ა.შ.
13

კომუნიკაციის ფორმები
ვერბალური კომუნიკაცია ხორციელდება სიტყვების, რიცხვების, ხმოვანი სიგნალების
გამოყენებით. ამასთან, ხმის ტონი, ტემბრი და სხვა მახასიათებლები ზოგჯერ სიტყვებზე მეტად
მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს. თავის მხრივ, ვერბალური კომუნიკაცია შეიძლება იყოს
ზეპირი ან წერილობითი, ფორმალური ან არაფორმალური.

არავერბალური კომუნიკაცია ხორციელდება არავერბალური სიგნალებით, სხეულის ენით,


სხეულის პოზის, მიმიკის, ჟესტების, თვალის კონტაქტის და სხვა სხეულებრივი გამოვლინებების
გამოყენებით. არავერბალურ კომუნიკაციას დიდი ადგილი უჭირავს ყოველდღიურ ცხოვრებაში და
არანაკლები დატვირთვა აქვს ადამიანებისთვის. ხშირად კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა
ვერბალურ ფორმასთან კომბინაციაში გვხვდება, თუმცა, ერთმანეთის დამოუკიდებლადაც
შეიძლება არსებობდეს. არავერბალური კომუნიკაცია განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს
იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც განვითარების დარღვევების, ან სხვა სამედიცინო მიზეზების
გამო, არ შეუძლიათ ან უჭირთ მეტყველება.

ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიები


ეფექტიანი კომუნიკაცია გულისხმობს კომუნიკაციის პროცესს ორ ან მეტ პირს შორის, რომლის
დროსაც წარმატებით ხდება სამიზნე შეტყობინების გაცემა, მიღება და გაგება.
ეფექტიან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უშუალოდ კომუნიკაციის პროცესში
გამოყენებული სხვადასხვა სტრატეგია. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური
მოსმენა, რაც თავის თავში სხვადასხვა სტრატეგიას აერთიანებს. როგორც თვითონ ტერმინი
,,აქტიური მოსმენა" უსვამს ხაზს, ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ხმოვანი სიგნალების მოსმენა.
ადვილი შესამჩნევია განსხვავება ორ პროცესს შორის, როდესაც ვუსმენთ საინფორმაციო
გადაცემას რადიოში და როდესაც ვუსმენთ ჩვენს თანამოსაუბრეს. რადიოს მოსმენისას ჩვენ
ვრჩებით პასიურ მსმენელად, ხოლო როდესაც გვესაუბრება სხვა, ამ დროს პასიურ მსმენელად
დარჩენა არ იქნება მიზანშეწონილი.
14

ქვემოთ წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს და სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს აქტიურ


მოსმენას და საუბრის პროცესის ეფექტიანად წარმართვას.

დაამყარეთ თვალით კონტაქტი თანამოსაუბრესთან და შეინარჩუნეთ საუბრის მანძილზე;

სათანადო ყურადღება დაუთმეთ თანამოსაუბრეს, კონცენტრირდით მასზე, იყავით იქ იმ


მონეტში! არ იფიქროთ სხვა საკითხებზე; არ შეასრულოთ მულტიფუნქციები! გვერდზე გადადეთ
გასაღები, ტელეფონი, ნებისმიერი ნივთი, რასაც საუბრისას ხელში ათამაშებ;

დასვით შეკითხვები. ამასთან, გახსოვდეთ, ისეთი კითხვები, რომლებზე პასუხიც მხოლოდ ,,კი"
და ,,არა" შეიძლება იყოს, უფრო ნაკლებ ინფორმაციას მოგცემთ, ვიდრე შეკითხვები, რომლებიც
იწყება სიტყვებით: ,,ვინ?", ,,რა?", ,,როდის?", ,,სად?",,რატომ?"

გააკეთეთ პერიფრაზი, რაც გულისხმობს საუბრის პროცესში თანამოსაუბრის ნათქვამის


გამეორებას სხვა სიტყვებით. პერიფრაზი უჩვენებს თანამოსაუბრეს, რომ ყურადღებით უსმენთ
და სწორად გესმით მისი ნათქვამი.

გქონდეთ შესაბამისი სხეულის პოზა, მიმიკა და ქცევა. მაგ. დაუქნიეთ თავი მოსაუბრეს
თანხმობის ნიშნად. თქვენი სხეული მოსაუბრეს უჩვენებს, რამდენად ყურადღებით უსმენთ მას.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ ვინმეს რაიმე მნიშვნელოვანს უყვებით და ის კი
ზურგშექცევით დგას და ღიღინებს, ან მობილურ ტელეფონზე თამაშობს. ბუნებრივია იფიქრებთ,
რომ ის არ გისმენთ, ან სულაც არ აინტერესებს რას ლაპარაკობთ.

დააკვირდით მოსაუბრის არავერბალურ გამოვლინებებს - მოსაუბრის სხეულის პოზა, მიმიკა,


სხეულებრივი ცვლილებები (მაგ.გაწითლება, კანკალი, გაოფლიანება, გახშირებული სუნთქვა)
ინფორმაციის ისეთივე მნიშვნელოვანი წყაროა, როგორც მისი ვერბალური შეტყობინებები.

საუბრისას დაელოდეთ საკუთარ ჯერს, არ გააწყვეტინოთ, სხვებსაც მიეცით ლაპარაკის


საშუალება. როდესაც სხვებთან საუბრობთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარი არ იქცეს
მონოლოგად, შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი ლაპარაკსა და მოსმენას შორის.

აკონტროლეთ საუბრის შინაარსი. ეცადეთ არ გაიმეოროთ ერთი და იგივე, კონტექსტის


შეუსაბამოდ არ გადახვიდეთ ერთი თემიდან მეორეზე.

პატივი ეცით სხვის აზრებს, შეხედულებებს. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით სხვის ნათქვამს,
შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, მაგრამ ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ და
არ მოახდინოთ ჩხუბის პროვოცირება განსხვავებული აზრების გამო.

მიეცით უკუკავშირი - ეს გულისხმობს საუბრის ბოლოს მოსაუბრის ნათქვამის შეჯამებას,


კომენტარის გაკეთებას, ან საკუთარი აზრის გამოთქმას საკითხის ირგვლივ.
15

ასერტული კომუნიკაცია
ასერტული კომუნიკაცია ეფექტიანი კომუნიკაციის ერთ-ერთი სახეა. ასერტული კომუნიკაცია
გულისხმობს საკუთარი აზრების, საჭიროებების, განცდების, სურვილების გამოხატვას
სოციალურად მისაღები ფორმით, სხვისი აზრების, საჭიროებების, განცდების
გათვალისწინებისა და პატივისცემის ფონზე. ასერტული კომუნიკაციის უნარი ადამიანს აძლევს
შესაძლებლობას, გულახდილად გამოხატოს თავისი პოზიცია სხვისი დადანაშაულების,
შეურაცხყოფისა და აგრესიის გარეშე.

ასერტული კომუნიკაციისგან მკვეთრად განსხვავდება კომუნიკაციის აგრესიული და პასიური


სტილი. კომუნიკაციის ამ 3 სტილს შორის განსხვავება ნათლად ჩანს ქვემოთ მოტანილ ცხრილში:

ასერტული სტილი პასიური სტილი აგრესიული სტილი

,,მე კარგად ვარ! ,,მე ცუდად ვარ! შენ ,,მე კარგად ვარ!
შენ კარგად ხარ!" კარგად ხარ!" შენ ცუდად ხარ!"

გამოხატავ საკუთარ აზრებს, ვერ ბედავ, გიჭირს საკუთარი გამოხატავ საკუთარ აზრებს,
სურვილებს, საჭიროებებს, აზრების, სურვილების, სურვილებს, საჭიროებებს
პოზიციას გაბედულად, თუმცა საჭიროებების გამოხატვა ან სოციალურად მიუღებელი
სოციალურად მისაღები გამოხატავ ზედმეტი ფორმით, აგრესიულად
ფორმით მობოდიშებით

იცავ საკუთარ პოზიციას, ისე ვერ იცავ საკუთარ პოზიციას, იცავ საკუთარ პოზიციას, ისე,
რომ სხვის უფლებებსაც არ მუდამ დათმობაზე მიდიხარ, რომ სხვისი უფლებები არ
არღვევ იჩაგრები გადარდებს

პატივს სცემ საკუთარ თავსაც შენი პასიურობით სხვის იქცევი ეგოისტურად, არ სცემ
და სხვასაც; ივალისწინებ ინტერესებს საკუთარზე პატივს სხვას, აყენებ
საკუთარ ინტერესებსაც და მაღლა აყენებ; შეურაცხყოფას, ეუხეშები,
სხვისასაც. არ უწესებ სხვებს საზღვრებს ნებისმიერი გზით ცდილობ
შენთან ურთიერთობისას! მიიღო ის, რაც გსურს.

კონფლიქტურ სიტუაციებს გეშინია კონფლიქტური კონფლიქტების ინიციატორი


მშვიდობიანად და სიტუაციების და მათი ხშირად ხდები, თითქოს
ეფექტიანად თავიდან არიდების მიზნით გსიამოვნებს კიდეც სხვებთან
უმკლავდები. საკუთარ ჩუმდები, უკან იხევ, თმობ, კამათი და ჩხუბი, ფიქრობ,
პოზიციას იცავ წყობიდან უარს ამბობ ბევრ რამეზე, რაც რომ ამის გარეშე სასურველს
გამოსვლის გარეშე შენ გჭირდება. ვერ მიაღწევ, ან სხვები
დაგჩაგრავენ.
16

როგორც ცხრილიდან კარგად ჩანს, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოებისა და, მეორე მხრივ, საკუთარი
პოზიციების სათანადოდ დასაცავად, მნიშვნელოვანია გამოიმუშავოთ ასერტული კომუნიკაციის
უნარები. ქვემოთ წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ დაამყაროთ
ასერტული კომუნიკაცია სხვებთან:

გამოხატეთ გულწრფელად, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ! არ ჩაახშოთ თქვენი აზრები,


საჭიროებები და სურვილები! გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი სათქმელის!

ისწავლეთ გაბედული, მტკიცე ხმის ტონით საუბარი; მკაფიოდ თქვით ,,არა", ,,არ ვიცი",
,,შეუძლებელია" და ახსენით, თუ რა მიზეზების გამო გიწევთ ამის თქმა.

დაივიწყეთ შეურაცხმყოფელი სიტყვები! ისწავლეთ საკუთარი პოზიციისა და მოსაზრების


სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე გამოხატვა;

ისაუბრეთ თავაზიანად, ნაცვლად ქედმაღლური, გულგრილი ან უხეში ტონისა; დაუფიქრდით


თქვენს თითოეულ სიტყვას.

საკუთარი პოზიციების დასაცავად დაეყრდენით ფაქტებსა და ობიექტურ არგუმენტებს და არა


მათ სუბიექტურ ინტერპრეტაციებს;

მოუსმინეთ მეორე მხარესაც, შეეცადეთ საკითხს შეხედოთ მისი პერსპექტივიდანაც და მასაც


მოუწოდეთ, იგივე გააკეთოს;

ისწავლეთ საკუთარი ემოციების აღქმა და სახელდება!

გამოიყენეთ ,,მე შეტყობინებების" კონცეფცია, ისაუბრეთ საკუთარ ემოციებზე (მაგ. ,,მე


განვიცდი, მე მწყინს, მე ძალიან ვნერვიულობ, როცა შენ ასე მელაპარაკები", ნაცვლად ,,როგორ
მიბედავ ასე ლაპარაკს"!)

უკუკავშირის მიწოდებისას, შეფასებისას და კრიტიკისას გააკეთეთ აქცენტი ქცევაზე და არა


პიროვნებაზე (მაგ: უთხარით: ,,ეს არ იყო სწორი ქცევა", ნაცვლად ,,რა ცუდი ხარ, ეს რა ჩაიდინე").
17

სიტუაცია რეკომენდებული ფრაზები არარეკომენდებული ფრაზები

მეგობარი გთხოვს ძალიან მინდა დაგეხმარო, მაგრამ თვითონ წადი, მე არ წავალ,


წახვიდე კონკრეტულ ვერ მოვასწრებ, ამას სულ ცოტა 2 შენი საქმე შენ უნდა
მისამართზე ნივთის სთ სჭირდება, მე კი მხოლოდ 1 სთ მოაგვარო! არ აქვს
წამოსაღებად მაქვს, რადგან შემდეგ ჭადრაკის მნიშვნელობა რატომ!
გაკვეთილი მეწყება. კარგი წავალ, რა ვქნა აბა,
გავაცდენ გაკვეთილს

თანაკლასელის ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ჯობდა შენ ხარ ცუდი! შენი ბრალია


არასწორი ქმედების სხვაგვარად მოქცეულიყავი, ყველაფერი! შენ ხარ
გამო საერთო საქმე რადგან... (შეიძლება ყველაფერში დამნაშავე! შენ
დაზარალდა არგუმენტების მოყვანა) ..ახლა ყოველთვის გეშლება!
დავფიქრდეთ, რა შეიძლება აღარასდროს მენდომება
გაკეთდეს სიტუაციის შენთან ერთად რამის კეთება!
გამოსასწორებლად. იმედია
მომავალში გაითვალისწინებ (ფიქრობ:) რას ვიზამთ, აზრი
ყველაფერს. აღარ აქვს არაფერს

თანაკლასელი მე თავს ცუდად ვგრძნობ, ძალიან როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს,


გიყვირის, გეჩხუბება მწყინს, ასე რომ მიყვირი. გთხოვ, ენა გააჩუმე! უარესებს გეტყვი!
რაღაცაზე შეცვალო ტონი; ჯობს მშვიდად შენზე ხმამაღალი ყვირილი
ვისაუბროთ შემიძლია!

(ფიქრობ:) ალბათ ვიმსახურებ,


ვერაფერს ვეტყვი

მეგობარს ხმამაღლა შეგიძლია მუსიკას დაბალ ხმაზე ახლავე გამორთე ეგ საშინელი


აქვს მუსიკა მოუსმინო, ან ყურსასმენი მუსიკა, თორემ მე გამოგირთავ!
ჩართული, რომელიც გაიკეთო? მე თავს მატკიებს.
არ მოგწონს და თავს (ფიქრობ:) რა ვქნა, უნდა
გატკიებს გავუძლო!
18

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

კომუნიკაციის უნარების ქონა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროდუქტიული ურთიერთობებისა და


სოციალური წარმატებისთვის არა მარტო სასკოლო ცხოვრებისას, არამედ მომავალშიც. ამასთან, ეს
უნარები დასწავლადია. ამიტომაც, მასწავლებლებს გმართებთ ბავშვებთან მუშაობა ამ კომპეტენციის
გასავითარებლად.

საგაკვეთილო პროცესში ვერბალური, ენობრივ-გრამატიკული წესების


დაცვისკენ მოწოდებასთან ერთად ყურადღება მიაქციეთ აქტიური მოსმენის
უნარის გამომუშავებას.

თუ მოსწავლეს რაიმე მიზეზით უჭირს კომუნიკაცია ამა თუ იმ ფორმით,


გახსოვდეთ, რომ არსებობს კომუნიკაციის სხვა ფორმები და ხელი შეუწყვეთ,
მათი გამოყენებით გამოთქვას თავისი სათქმელი.

წაახალისეთ მოსწავლეები, ჩაებან დიალოგში, დისკუსიებში, თავისუფლად


გამოხატონ საკუთარი აზრი, ყურადღებით მოუსმინონ ერთმანეთს, დასვან
შეკითხვები, დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრებები, გამოხატონ უკუკავშირი
პოზიტიური ფორმებით, პატივი სცენ განსხვავებულ აზრს.

იყავით როლური მოდელი - თავად აჩვენეთ, როგორ მყარდება ეფექტიანი


კომუნიკაცია. გამოიყენეთ ბუნებრივი სიტუაციები კომუნიკაციის უნარების
სასწავლებლად.

დააკვირდით თითოეული მოსწავლის კომუნიკაციის სტილს და, პასიური და


აგრესიული სტილის შემთხვევაში, დაეხმარეთ, შეძლონ მისი ჩანაცვლება
ასერტული სტილით. ცხადია, აღნიშნულს ამაზე მითითებით და ერთეული
მცდელობით ვერ მიაღწევთ, თუმცა, თუ საკმარის დროს დაუთმობთ
ასერტული კომუნიკაციის პოპულარიზებას, მისი უპირატესობის წარმოჩენას
და შესაბამისი სტრატეგიების სწავლება/განმტკიცებას, შედეგსაც
აუცილებლად მიიღებთ.
19

სავარჯიშოები კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად

სავარჯიშო #1
ვამბობთ სიტყვების გარეშე

აქტივობის მიზანი:
არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს სთხოვეთ სიტყვების გამოყენების გარეშე, სხეულის ენის გამოყენებით
რიგ-რიგობით გადმოსცენ თავიანთი სათქმელი (სურვილი, ემოცია, სხვა სახის მოკლე
ინფორმაცია) კლასის წინაშე. დანარჩენი მოსწავლეები უნდა ეცადონ გამოცნობას.
აქტივობის დასრულების შემდეგ წარმართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად
ადვილი იყო სათქმელის გადმოცემა და გაგება სიტყვების გარეშე, რა გააადვილებდა
პროცესს და ა.შ.
ონლაინ ფორმატით ჩატარებისას შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მთელი სხეული კადრში
შეიძლება ვერ გამოჩნდეს, ამიტომ გამოიყენონ ისეთი მოძრაობები, რომელიც
თვალსაჩინო იქნება აუდიტორიისთვის.

სავარჯიშო #2
ინტერვიუ მეგობართან

აქტივობის მიზანი:
აქტიური მოსმენის უნარის განვითარება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები დაყავით წყვილებად და სთხოვეთ, ერთ-ერთმა თქვას რაიმე ფაქტი
საკუთარი თავის შესახებ, მეორემ კი უნდა დაუსვას შეკითხვები (სულ მცირე, 5 შეკითხვა)
მის ირგვლივ. მაგ: -,,მე მყავს ძაღლი"; - ,,რა ჯიშია?" და ა.შ. პასუხების მიღების შემდეგ მან
უნდა შეაჯამოს მოსაუბრის ნათქვამი: ,,ესე იგი, შენ გყავს ძაღლი, ის არის..." და თქვას,
რაც დაამახსოვრდა.
20

სავარჯიშო #3
საუბრის პროცესის შეფასება

აქტივობის მიზანი:
ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების გაცნობიერება

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით შეარჩიეთ წყვილი, რომლებიც კლასის
წინაშე გააკეთებენ საუბრის დემონსტრირებას რაიმე თემაზე. დანარჩენი მოსწავლეები
უნდა დააკვირდნენ და შეაფასონ კომუნიკაციის პროცესი ქვემოთ წარმოდგენილი
კრიტერიუმების მიხედვით. ამისათვის შეუძლიათ გამოიყენონ ცხრილის ფორმა.

აქტივობის ონლაინ ფორმატით ჩატარების შემთხვევაში ამოიღეთ თვალით კონტაქტის კრიტერიუმი.

გამართული საუბარი/
თვალით კითხვების დასმა/ მოსმენა სათქმელის სხვა
ფრაზების მკაფიოდ პერიფრაზი
კონტაქტი დაზუსტება გაწყვეტის გარეშე
და სწორად გამოთქმა

მოსაუბრე

1
მოსაუბრე

დავალების შესრულების შემდეგ ჩააბით მოსწავლეები დისკუსიაში, მიეცით შესაძლებლობა ისაუბრონ


წარმოდგენილი საუბრის პროცესის შეფასების შედეგებზე, შეადარონ ერთმანეთის შედეგებს, იმსჯელონ
იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა მხოლოდ
დამკვირვებლებმა, არამედ მოსაუბრეებმაც.
21

სავარჯიშო #4
ვინ მოიქცა მართებულად?

აქტივობის მიზანი:
ასერტული კომუნიკაციის უნარის განვითარება

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური.

აქტივობის აღწერა:
ასერტული კომუნიკაციის არსის შეხსენებისა და უკეთ გაგებისათვის მოსწავლეებს
გააცანით ქვემოთ მოცემული მაგალითები.

სიტუაციის აღწერა

თამუნა შემოდის კლასში, ჯდება თავის მერხთან და ხედავს, რომ მისი ფანქარი
გატეხილია. მიუბრუნდება გვერდით მჯდომ თანაკლასელ გიორგის და ადანაშაულებს
ფანქრის გატეხვაში, თუმცა გიორგის არ მიუძღვის ბრალი სინამდვილეში. რას
უპასუხებდა გიორგი სხვადასხვა კომუნიკაციის სტილის შემთხვევაში? (იხ.ქვემოთ)

გიორგი: თამუნა, ძალიან ვწუხვარ, რომ შენი ფანქარი გატეხილია.


ასერტული მე ძალიან მწყინს, რომ მე მაბრალებ მის გატეხვას, მე არც კი
კომუნიკაციის დამინახავს ვინ გატეხა, რადგან მეც ახლახანს შემოვედი კლასში.
სტილი შეგიძლია ჰკითხო მასწავლებელს და დარწმუნდები, რომ
სიმართლეს ვამბობ.

კომუნიკაციის
პასიური გიორგი: მე არ მიქნია (და გადაჯდება სხვა მერხზე)
სტილი

კომუნიკაციის გიორგი: გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი, მე რას მაბრალებ, ჩემს მეტი
აგრესიული ვერავინ ნახე, რომ დააბრალო? გადაჯექი საერთოდ სხვაგან, შენი
სტილი ნერვები არ მაქვს, გამეცალე აქედან.
22

შემდეგ მოსწავლეებს წაუკითხეთ ქვემოთ წარმოდგენილი სიტუაციები და სთხოვეთ, დაწერონ, თუ რას


იტყოდნენ/გააკეთებდნენ მსგავს სიტუაციაში.

01
თანაკლასელები წახვედით ექსკურსიაზე. ერთ-ერთმა თანაკლასელმა მძღოლს
ჩაართვევინა მისი გემოვნებით შერჩეული სიმღერების მიქსი, რომელიც თქვენს
გემოვნებას არ შეესაბამება.

02
მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი
სასურველ კლასგარეშე აქტივობასთან დაკავშირებით. რამდენიმე აქტიურმა
მოსწავლემ გამოთქვა აზრი და მიიღეს გადაწყვეტილება ისე, რომ არც თქვენ
გამოგითქვამთ ჯერ აზრი და არც სხვა დანარჩენ მოსწავლეებს. ამასთან,
მიღებული გადაწყვეტილება თქვენთვის არ არის სასურველი.

03
შესვენებაზე თანაკლასელებთან საუბრისას გამოთქვით თქვენი, სხვებისგან
განსხვავებული მოსაზრება რაიმე საკითხზე. ამას თანამოსაუბრეების მხრიდან
მოჰყვა არასასურველი შედეგები -ერთმა სიცილი ატეხა, მეორემ გითხრათ: ,,რა
სისულელეს ამბობ", მესამემ: ,,საერთოდ ხმას ნუ ამოიღებო".

დავალების შესრულების შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოადგინონ საკუთარი პასუხები.


დაეხმარეთ მოსწავლეებს განსაზღვრონ კომუნიკაციის რომელ სტილს შეესაბამება თითოეული პასუხი;
ჩართეთ ბავშვები დისკუსიაში, იმსჯელეთ შემდეგი კითხვების გამოყენებით:

თუ როგორი რეაგირება იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი კონკრეტულ სიტუაციებში?

რატომ იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი რეაგირება ასერტული კომუნიკაციით?

რა შედეგები მოჰყვებოდა პასიურ და აგრესიულ კომუნიკაციას?


02

მე-კონცეფცია
და თვითშეფასება
24

,,სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ, ვიყო მე და შედარებით ნაკლებად ვფიქრობ იმაზე,
მოვეწონებით თუ არ მოვეწონებით .’’

ვინსენტ ვან გოგი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

ვინ ვარ მე?

რა ვიცით საკუთარი თავის შესახებ?

რატომ არის მნიშვნელოვანი, რას


ვფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ?

რა არის თვითშეფასება?

მე- კონცეფცია
თითოეულ ჩვენგანს, მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის დირექტორს თუ მშობელს, გაგვაჩნია
გარკვეული შეხედულებები საკუთარ თავზე და ამ შეხედულებების ნაკრებს სპეციალისტები
მე-კონცეფციას უწოდებენ. მე-კონცეფციაში შემავალი წარმოდგენები შეიძლება რამდენიმე
კატეგორიად დავყოთ:

წარმოდგენები საკუთარი გარეგნობის შესახებ;

წარმოდგენები საკუთარი ფიზიკური და გონებრივი უნარების შესახებ;

წარმოდგენები საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ;

სხვა წარმოდგენები: გარდა ზემოთქმულისა, მე-კონცეფცია აერთიანებს წარმოდგენებს იმ


როლების შესახებ, რომლებსაც ცხოვრებაში ვასრულებთ- თითოეული მოსწავლე
ერთდროულად შეიძლება შვილი, და ან ძმა, მეგობარი, თანაგუნდელი და ა.შ. იყოს. ჩვენს
თვითიდენტობას, ასევე, განვსაზღვრავთ, ჩვენი სქესის, ეროვნების, რელიგიური
მიკუთვნებულობის, რწმენებისა და ღირებულებების მიხედვით.
25

საიდან ჩნდება და როგორ ყალიბდება წარმოდგენები საკუთარ თავზე?


საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები ადრეული ასაკიდან და სხვადასხვა წყაროდან
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გვიყალიბდება, მაგალითად:

შედარება გარშემომყოფებთან: საკუთარ თავზე ხშირად სხვებთან შედარების საფუძველზე


ვმსჯელობთ. თუკი სხვებს უფრო წარმატებულად, მომხიბვლელად და ბედნიერად მივიჩნევთ,
ამან შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი წარმოდგენები გაგვიჩინოს. დავალებაში
მიღებული 9 ქულაც კი შეიძლება არადამაკმაყოფილებლად იქნას აღქმული, თუკი ყველა სხვა
თანაკლასელი იმავე დავალებაში 10-იანს მიიღებს.

საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის გამოცდილება: როდესაც რომელიმე რთულ


ამოცანას კარგად ვართმევთ თავს, ეს ხშირად ჩვენს შესაძლებლობებში გვარწმუნებს,
წარუმატებლობები კი პირიქით- გვაეჭვებს.

გარშემომყოფთა შეფასებები: ხშირად გარშემომყოფთა, განსაკუთრებით კი უფროსების


უკუკავშირი ასახება ჩვენს მე-კონფეციაზე. არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული შეფასება
(მაგალითად, „მათემატიკაში სუსტი“) იარლიყივით მოგვეწებება და, წლების განმავლობაში,
უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე ან პირიქით, დადებითი მოლოდინების არსებობა ჩვენს
მიმართ, გვაიძულებს, ისინი გავამართლოთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მე-კონცეფციას?


ადამიანებს, რომელთაც პოზიტიური მე-კონცეფცია გააჩნიათ, უფრო მაღალი თვითშეფასება
აქვთ, უფრო თავდაჯერებულნი არიან, მეტად კომპეტენტურად გრძნობენ თავს ანუ სწამთ, რომ
შეუძლიათ წარმატების მიღწევა და არ ეშინიათ ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან
შეჭიდების. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოზიტიური მე-კონცეფცია საკუთარი თავის ან
შესაძლებლობების გადაჭარბებულად და მხოლოდ დადებითად აღქმას არ გულისხმობს.
პოზიტიური თვითშეფასების მქონე ადამიანი აცნობიერებს საკუთარ სუსტ მხარეებსა და
საჭიროებებსაც, იღებს იმ მოცემულობას საკუთარ თავში, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ამავე
დროს ცდილობს დაშვებული შეცდომები გააანალიზოს და გაკვეთილად აქციოს, ისმენს და,
საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს გარშემომყოფთა უკუკავშირს.
26

გიზიარებთ რამდენიმე გზას, რომელიც პოზიტიური მე-კონცეფციის


შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

საკუთარი თავის მიღება - განვსაზღვროთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი-არა საკუთარ


თავში. შევწყვიტოთ ნერვიულობა იმაზე, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული და მივიღოთ
საკუთარი თავი ისეთი უნიკალური, როგორიც ვართ.

საკუთარი თავის მხოლოდ საკუთარ თავთან შედარება - თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული


ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველთვის
სასურველია, საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ თავს შევადაროთ და ჩვენს წინსვლაზეც
საკუთარი პროგრესის მიხედვით ვიმსჯელოთ და არა გარშემომყოფთა მიღწევების მიხედვით.

გარშემომყოფთა შეფასებების სწორი ანალიზი - ჩვენ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები


ყურადღებით განვიხილოთ; დავფიქრდეთ, რომელიმე კონკრეტული უნარის განვითარებაზე, ან
რომელიმე არასწორი ჩვევის გამოსწორების საჭიროებაზე ხომ არ მიგვანიშნებს. ასეთ
შემთხვევაში, ვიმუშაოთ მათ გასაუმჯობესებლად/გამოსასწორებლად. თუკი შეფასება
უარყოფითია ზოგადად და ჩვენთვის სასიკეთო გზავნილს არ შეიცავს, არ მივცეთ უფლება მას,
დაგვთრგუნოს ან საკუთარ შესაძლებლობებში დაგვაეჭვოს. გახსოვდეთ, მხოლოდ ჩვენზეა
დამოკიდებული, გავხდეთ ისეთი, როგორი გვინდა, რომ ვიყოთ.

მიზნების დასახვა და მიღწევა - დასახული მიზნის მიღწევა ან ამა თუ იმ სირთულის გადალახვა


ყოველთვის დადებითად აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე. ამ გზით ვრწმუნდებით საკუთარ
ძალებსა და შესაძლებლობებში. თუმცა მნიშვნელოვანია, მიზანი კონკრეტული და
რეალისტური იყოს.

ახალი უნარების დაუფლება - ამა თუ ამ ახალი უნარის დაუფლება ან უკვე არსებული უნარის
დახვეწა, თავს უფრო კომპეტენტურად გვაგრძნობინებს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უნარის
განვითარებას ვარჯიში სჭირდება. გამოყავით ყოველდღიურად წინასწარ განსაზღვრული
ერთი და იგივე დრო ამა თუ იმ უნარში სავარჯიშოდ.

საკუთარი თავის შექება გამოვლენილი ძალისხმევისთვის - მაშინაც კი, თუ ჩვენი მცდელობა


წარუმატებლად მთავრდება, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი გავამხნევოთ და შევაქოთ იმ
ძალისხმევისთვის, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობაში ჩავდეთ.

საკუთარი მიღწევების ჩამოთვლა - ზოგჯერ სასარგებლოა, შევახსენოთ საკუთარ თავს იმ


მიღწევების შესახებ, რომელიც კონკრეტული დღის, ან კვირის განმავლობაში გვქონდა. ეს
შეიძლება იყოს დავალებების დროულად შესრულება, მეგობრის მხარდაჭერა, ახალი რამის
სწავლა და ა.შ.
27

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლეების პოზიტიური მე-კონცეფციის განვითარებას?

მე-კონცეფცია ადრეული ასაკიდან ვითარდება და ბავშვის ზრდა განვითარებასთან, ასევე


ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად იცვლება; ბავშვების შემთხვევაში, მე-კონცეფციის
უმნიშვნელოვანეს წყაროს სწორედ მასწავლებლების შეფასებები წარმოადგენს.

ეცადეთ თითოეული მოსწავლის მიმართ გამოხატოთ ინტერესი. დააკვირდით


მოსწავლეების ძლიერ მხარეებს, ინტერესებს, გატაცებებს, დაინტერესდით
მათი საყვარელი სატელევიზიო გადაცემებით ან ვიდეო თამაშებით,
წიგნებით და ა.შ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია სწავლების პროცესში,
მაგალითად, გაავლეთ პარალელი კონკრეტული მოსწავლის ინტერესსა და
ახალ მასალას შორის.

გამოხატეთ მიმღებლობა და პატივისცემა თითოეული მოსწავლის მიმართ,


მათი აწყმო თუ წარსული ქცევების მიუხედავად. ყოველთვის აგრძნობინოთ,
რომ ის, როგორც პიროვნება, უპირობოდ ღირებული და მისაღებია თქვენთვის.

არასასურველი ქცევების შეფასებისას, ხაზი გაუსვით თავად ქცევას და არა იმ


მოსწავლის პიროვნულ მახასიათებლებს; მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ
უთხრათ „უპასუხისმგებლო ბავშვი ხარ!“ უმჯობესია აღნიშნოთ, რომ „ასეთი
საქციელი უპასუხისმგებლო იყო!“

მოერიდეთ ბავშვისთვის იარლიყის მიწებებას წარსულში განხორციელე-


ბული რთული ქცევების გამო. ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გამოხატოთ
ოპტიმიზმი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აგრძნობინეთ,
რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და თქვენ გწამთ, რომ მისი
ქცევები უკეთესობისკენ შეიცვლება.

ხშირად აღნიშნეთ, რომ შეცდომები მნიშვნელოვანი და ღირებული


გამოცდილებაა და მათ ყოველთვის უარყოფითად არ უნდა შევხედოთ.
შეცდომებით ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება.
28

მოერიდეთ მოსწავლეების ერთმანეთთან შედარებას აკადემიური


მოსწრების ან, თუნდაც, ქცევის თვალსაზრისით. ამის ნაცვლად, წაახალისეთ,
რომ მოსწავლეებმა საკუთარ პროგრესზე გააკეთონ აქცენტი, შეადარონ
საკუთარი აკადემიური მიღწევები და ქცევები წარსულში მიღწეულ შედეგებს.

მოერიდეთ მოსწავლის დისციპლინირებას საჯაროდ-სხვების თანდასწრე-


ბით მიღებული კრიტიკული შენიშვნები, როგორც წესი, შეურაცხმყოფელია
მოსწავლეებისთვის და უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებაზე.

აქცენტი გააკეთეთ და ხაზი გაუსვით მოსწავლის ძლიერ მხარეებს- არ


არსებობს მოსწავლე, რომელსაც არ აქვს ძლიერი მხარეები; უბრალოდ,
კეთილგანწყობით დააკვირდით; ამით არა მხოლოდ პოზიტიური
ატმოსფეროს შექმნას შეუწყობთ ხელს, არამედ დაეხმარებით დადებითი
თვითშეფასების ჩამოყალიბებაშიც, რომელიც მოსწავლეებს მთელი
ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

მოსწავლები ხშირად გრძნობენ, თუ რა მოლოდინები გააჩნიათ მათ ქცევასა


თუ აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით უფროსებს და, როგორც წესი,
მათ შესატყვისადაც მოქმედებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, აგრძნობინოთ
მათ, რომ გჯერათ მათი შესაძლებლობების და გვაქვთ მოლოდინი, რომ
მაქსიმალურ ძალისხმევას გამოავლენენ.

გაიცანით და დაამყარეთ პოზიტიური ურთიერთობები მშობლებთან-


სასურველია, ესეც წლის დასაწყისში მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ
მშობელთან კომუნიკაცია არა მხოლოდ მაშინ ხდებოდეს, როდესაც
მოსწავლეს რაიმე სირთულე აქვს, არამედ მისი ძლიერი მხარეების, მისი
მხრიდან ძალისხმევის გამოჩენის გამოც.
29

სავარჯიშოები პოზიტიური
მე-კონცეფციის განსავითარებლად

სავარჯიშო #1
ვინ და როგორ ახდენს გავლენას ჩვენს მე-კონცეფციაზე?

აქტივობის მიზანი:
მე-კონცეფციაზე და თვითშეფასებაზე გარშემომყოფთა შეფასების გავლენა;

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ დისნეის მულტფილმი „მეფე ლომი.“
გაიხსენეთ მულფტილმის სიუჟეტი, აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ როდესაც სიმბას მამა,
მუფასა იღუპება ჰიენებთან შეტაკების პროცესში, სკარი- სიმბას ბიძა, მოუწოდებს მას
დატოვოს მამის სამეფო და აღარასდროს დაბრუნდეს უკან. იგი შთააგონებს სიმბას, რომ
მამამისის გარდაცვალება მისი ბრალია.

დისკუსია: განიხილეთ შემდეგი საკითხები:


1. როგორ მოქმედებს სკარი სიმბას მე-კონცეფციაზე? მის თვითშეფასებაზე?
2. რაში ვლინდება სიმბას ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ თავზე?
3. ვინ და რა დაეხმარება სიმბას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში?

სავარჯიშო #2
ყველაფერი ჩემ შესახებ

აქტივობის მიზანი:
საკუთარი პიროვნების უნიკალურობის გაცნობიერება;

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;
30

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მოსწავლეებს დაასრულონ შემდეგი წინადადებები:

ჩემი საყვარელი საჭმელია...


ჩემი საყვარელი ადგილია...
ჩემი საყვარელი ნივთია...
ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის....
ჩემი საყვარელი სიმღერაა...
ერთი რამ, რაც არ მომწონს არის....
კარგად გამომდის....
რაზეც ვოცნებობ, არის....

მოსწავლეებს განუცხადეთ, რომ ამ დავალებას არ აქვს სწორი და არასწორი პასუხები და ყველა


მათგანმა საკუთარი შეხედულებების თანახმად უნდა შეასრულოს იგი.
განიხილეთ პასუხები კლასში, ხაზი გაუსვით იმ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რომლებიც პასუხებში
დაფიქსირდება.

სავარჯიშო #3
ვინ ვარ მე?

აქტივობის მიზანი:
საკუთარ მახასიათებლებზე, მე-კონცეფციაზე დაფიქრება;

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა სიტყვითა და ფრაზით დაასრულონ
წინადადება: მე ვარ... აღნიშნეთ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი უნარები,
ნიშან-თვისებები, უკავშირდებოდეს იმას, რაც მოსწონთ ან პირიქით არ მოსწონთ, სქესს,
ასაკს, ფიზიკურ მახასიათებლებს და ა.შ. მაგალითად:
31

მე ვარ კარგი მსმენელი.


მე ვარ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ომების.
მე ფეხბურთის გუნდის წევრი ვარ.
მე კალათბურთის ფანი ვარ და ა.შ.

განიხილეთ პასუხები ჯგუფში, ხაზი გაუსვით იმას, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ამ
უნიკალურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, არამედ ისიც,
რაც შეიძლება სისუსტედ მიგვაჩნდეს ან ნაკლებად მოგვწონდეს საკუთარ თავში.

სავარჯიშო #4
ჩვენი ძლიერი მხარეები

აქტივობის მიზანი:
იმის გაცნობიერება, რომ ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი მხარეები;

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა:
დაჭერით ფერადი ფურცლები დაახლოებით 3-4 სმ-ის სიგანის ზოლებად და დაურიგეთ
ისე, რომ თითოეულ მოსწავლეს შეხვდეს დაახლოებით 5 ფურცლის ნაჭერი. შემდეგ
სთხოვეთ მათ ფურცლებზე ჩამოწერონ საკუთარი 5 ძლიერი მხარე, ეს შეიძლება იყოს
მათი პიროვნული ნიშან-თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, პუნქტუალურობა,
მოწესრიგებულობა, დახმარებისთვის მზაობა ან რაიმე ნიჭი, მაგალითად მუსიკალურ
ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტი, ხატვა და ა.შ.

განიხილეთ შესრულებული დავალებები ჯგუფში და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ


რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მრავალფეროვანი ნიჭისა თუ უნარების არსებობა
საზოგადოებისთვის.

დაჭრილი ფურცლებისგან მოსწავლეებთან ერთად შექმენით ქაღალდის წრეები და


შემდეგ გადააბით ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ქაღალდის ჯაჭვი. ასეთი ნამუშევარი
იმის ილუსტრაცია იქნება, თუ რა ძლიერი მხარეები გააჩნიათ კლასის ინდივიდუალურ
წევრებს და რა წვლილი შეაქვთ კლასის მრავალფეროვნებაში. სასურველია, ჯაჭვი
საკლასო ოთახში განათავსოთ, მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო ადგილას.
03

ემოციების გაგება
და ემპათია
33

,,როდესაც მე ვხედავ დაჭრილ ადამიანს, მე არ ვეკითხები მას, რას გრძნობს;


მე თვითონ ვხდები დაჭრილი ადამიანი.’’

უოლტ უიტმენი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რა არის ემოცია?

როგორ ვხვდებით, რას განიცდის


ადამიანი?

რისთვის გვჭირდება საკუთარი და სხვისი


ემოციების გაგება?

ემოციის განსაზღვრება
ემოციები ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უფრო მეტიც, გარკვეული ემოციები
ცხოველებთანაც გვხვდება. ადამიანები უამრავ ემოციას განიცდიან; ამათგან ნაწილი
სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ნაწილი კი -დისკომფორტის შეგრძნებას. ემოციების
მაგალითებია: სიხარული, სიყვარული, წყენა, სევდა, ბრაზი, სიმორცხვე, სირცხვილი, შური,
დანაშაულის განცდა, შიში, სიამაყე, კმაყოფილება, დაბნეულობა, გაკვირვება, ზიზღი და სხვა.
ემოცია წარმოადგენს პასუხს პიროვნებისთვის მნიშვნელოვან გარკვეულ სტიმულსა თუ
სიტუაციაზე, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა
და ქცევას.

ემოციებს თავისი ფუნქცია, დანიშნულება აქვს. ამათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია


მოტივაციური ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის იძლევა იმპულსს მოქმედებისათვის და
წარმართავს ქცევას გარკვეული მიზნებისაკენ, რეალურად განცდილი ან წარმოსახული
მოვლენების საპასუხოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ ემოციებს აქვთ სოციალური ფუნქცია, რაც
გულისხმობს იმას, რომ სწორედ ემოციები განსაზღვრავენ ჩვენს ურთიერთობებს სხვა
ადამიანებთან.

შეიძლება კონკრეტული ემოცია ჩვენში იწვევდეს ნეგატიურ განცდას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ამ ემოციის განცდა ყოველთვის არასასიკეთოა ადამიანისათვის. მაგ. წარმოიდგინეთ, რა
მოხდებოდა, თუ საერთოდ ვერ განიცდიდით შიშის, ზიზღის, შურის, დანაშაულის ემოციას?
34

თუ დაუფიქრდებით თქვენს გამოცდილებას, მიხვდებით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც შიშმა


თავიდან აგარიდათ ფიზიკური საფრთხე აგრესიული ცხოველის სიახლოვის, ზიზღმა გიბიძგათ,
მეტად გეზრუნათ პირად ჰიგიენაზე ან უსაფრთხო საკვების მიღებაზე, შურმა მოტივაცია
აგიმაღლათ მეტის მისაღწევად, დანაშაულის განცდამ კი თქვენი ქცევის შედეგების
გამოსწორების გზაზე დაგაყენათ.

ემოციების გამოხატვა და გაგება


ზოგჯერ ადამიანის ემოციის ამოცნობა გარშემომყოფებისათვის შესაძლებელი ხდება მისი
,,სხეულის ენით", განსაკუთრებით კი მიმიკაზე დაკვირვებით. ემოციის გარეგან გამოვლინებას
ექსპრესიას უწოდებენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არის ემოციები, რომელთა ექსპრესია
უნივერსალურია, მსგავსია ყველა ადამიანისთვის და შესაბამისად, ერთნაირად ავლენენ და
ცნობენ მთელ მსოფლიოში. ასეთი ემოციებია: სიხარული, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა და
სიძულვილი.

საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება ყოველთვის ადვილი არ არის. მხოლოდ მიმიკაზე


დაკვირვება პასუხს ყოველთვის ვერ მოგცემთ პიროვნების ემოციის შესახებ. ამის რამდენიმე
მიზეზი არსებობს. მაგ: შეიძლება ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ემოცია დაეუფლოს; ყველა
ემოციის ექსპრესია არ არის უნივერსალური; ადამიანს შეიძლება დასწავლილი ჰქონდეს
ემოციების შენიღბვა და აკონტროლებდეს სხეულის ენას და ა.შ.

სხვისი ემოციების გაგების უნარით ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა, უნდა


გვახსოვდეს, რომ ეს უნარი დასწავლადია და მისი განვითარება შესაძლებელია. აქვე უნდა
განვიხილოთ ტერმინი ,,ემპათია’’, რაც გულისხმობს ,,საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენებას"
და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ემოციების გაგებასა და გაზიარებას. ემპათიის უნარი,
გარკვეულ დონეზე, ჩვილობიდანვე ვლინდება. მაგალითად, თუ ჩვილი იწყებს ტირილს სხვა
მტირალი ბავშვის დანახვისას, ეს უკვე ემპათიის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ. ემპათიის
უნარი განვითარებადია და ძლიერდება ასაკის მატებასთან ერთად, რაშიც დიდ როლს
ასრულებს სათანადო სოციალური და საგანმანათლებლო გარემო. იმისათვის, რომ ერთმანეთში
არ აგერიოთ ემპათია და შეცოდება, ყურადღებით გაეცანით ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილს:
35

ემპათია შეცოდება

გგონია, რომ იცი ის რას გრძნობს;


გრძნობ, ის რას გრძნობს; გესმის, თუ გეუფლება სიბრალულის განცდა. გი-
რას ფიქრობს, რა მდგომარეობაშია. ჩნდება ფიქრები: ,,რა საწყალია,” ,,რა
საცოდავია”, ,,კიდევ კარგი, მე არ ვარ
მის ადგილზე.”

აძლევ ბევრ რჩევას, რომელიც არ


გულისყურით უსმენ.
უკითხავს.

ზედმეტ ყურადღებას ანიჭებ


მგრძნობიარე ხარ არა მარტო მისი
უმნიშვნელო სიგნალებს, მაშინ
ვერბალური, არამედ არავერბალური
როდესაც შეიძლება შეიძლება
სიგნალების მიმართ.
მნიშვნელოვანი მიღმა დაგრჩეს.

განსჯი და მსჯელობ იმაზე, თუ რატომ


არ განსჯი.
აღმოჩნდა ამ სიტუაციაში.

შენ თავს წარმოიდგენ მის ადგილას. საკუთარი პერსპექტივიდან აფასებ მის


სიტუაციას.

შეიძლება სიტყვიერად უთხრა ან შეიძლება სიტყვიერად უთხრა ან


სხეულის ენით გამოხატო:,,მესმის სხეულის ენით გამოხატო: ,,როგორ
შენი”, ,,შემიძლია წარმოვიდგინო, რას მეცოდები;”,,რა გეშველება.”
გრძნობ ახლა.”

იმდენად დიდ დისკომფორტს იწვევს


სიბრალულის განცდა შენში, რომ
ცდილობ ემოციურ მხარდაჭერას. ემოციურად შორდები, ცდილობ
გაერიდო, არ იფიქრო მასზე; ან გაქვს
არაადეკვატური, არასათანადო
დახმარების მცდელობა.

დახმარების ნაცვლად ზიანს აყენებ


(მაგ. ხელს უწყობ მის დარჩენას
ცდილობთ გაარკვიო, რა სჭირდება და
მსხვერპლის როლში, უსუსურად
შესაბამისად აძლიერებ.
აგრძნობინებ თავს, აქვეითებ მის
თვითშეფასებას და ა.შ).
36

ხშირად ჩვენ გვიჭირს არათუ სხვისი, არამედ საკუთარი ემოციების გაგებაც. არის შემთხვევები,
როდესაც თავს ემოციური თვალსაზრისით, ,,ცუდად" ვგრძნობთ, მაგრამ არ ვიცით, რატომ და ვერ
ვპასუხობთ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რომელ ემოციას განვიცდით. მნიშვნელოვანია, უფრო
მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ განცდებს, შევეცადოთ დავარქვათ სახელი ჩვენს ემოციას,
დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას განვიცდით ფიზიკურად, რას ვფიქრობთ, რა გვაწუხებს, რამ
გამოიწვია ჩვენი განცდები, რას ვაკეთებთ სიტუაციის საპასუხოდ.

რისთვის გვჭირდება საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება? ემოციის გაგება


გვეხმარება:

უკეთესად ვმართოთ საკუთარი ემოციები და ქცევები;

მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები;

შევინაჩუნოთ კარგი ურთიერთობები სხვებთან;

შევთავაზოთ სათანადო მხარდაჭერა საჭირო დროს;

წინასწარ განვჭვრიტოთ და უფრო მომზადებულები შევხვდეთ სიტუაციებს.


37

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

ბავშვები, რომლებიც ახდენენ საკუთარი ემოციების ამოცნობას და


ვერბალიზებას, ახერხებენ უფრო ეფექტიანად მართონ საკუთარი ემოციები
და ქცევები და აქვთ უკეთესი სოციალური ურთიერთობები. რამდენადაც
ბავშვების უმეტესობას უჭირს საკუთარი ემოციების იდენტიფიკაცია და
სახელდება, მასწავლებლების მხრიდან აღნიშნული უნარების
განვითარებაზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ესაუბრეთ მოსწავლეებს ემოციებზე, შესაბამის სიტუაციებში დაასახელეთ


საკუთარი ემოციები (მაგ: ,,ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად შეასრულეთ
დავალება"; ,,მე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინე", ,,დღეს
მოწყენილი ვარ, რადგან ცუდი ამბავი შევიტყვე.").

ესაუბრეთ მოსწავლეებს ემოციების მნიშვნელობაზე. აუხსენით, რომ


ნებისმიერი ემოციის განცდის უფლება აქვთ გოგონებსაც და ბიჭებსაც.
ერიდეთ ისეთი მოწოდებებისა და ფრაზების გამოყენებას, რომლებიც
მოსწავლეს ,,უკრძალავს" ამა თუ იმ ემოციას და ხელს უწყობს
სტერეოტიპული გენდერული როლების განმტკიცებას; მაგალითად,
დავივიწყოთ ასეთი ფრაზები: ,,გოგოს გაბრაზება არ შეშვენის", ,,ბიჭი ხარ,
ამის როგორ გეშინია".

აკონტროლეთ თქვენი ქმედებები, გამოიჩინეთ სიფრთხილე


მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდებისას, შეფასებების გაკეთებისას
და მოწოდებებისას, რათა ხელოვნურად არ მოახდინოთ ისეთი ემოციების
კულტივირება (მაგ.: სირცხვილის, შურის, დანაშაულის განცდის), რამაც
შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბავშვის თვითშეფასებაზე,
თანატოლებთან ურთიერთობაზე, მოტივაციაზე და ა.შ.
38

ბუნებრივ სიტუაციაში, როდესაც ატყობთ, რომ მოსწავლე რამეს განიცდის,


გამოხატეთ ემოციური მხარდაჭერა, დაუსვით შეკითხვები: რას გრძნობს,
რატომ, რას ფიქრობს, რითი შეგიძლიათ დახმარება. გააკეთეთ აქცენტები
ერთმანეთის ემოციების გაგების მნიშვნელობაზე. მოუწოდეთ ბავშვებს
ემპათიისკენ, ერთმანეთისთვის ემოციური მხარდაჭერის გამოვლენისკენ.

ხშირად ბავშვებს უჭირთ ემპათიის გამოვლენისა და შეცოდების


ერთმანეთისგან გამიჯვნა. დაეხმარეთ მათ აღნიშნული ცნებების კარგად
გააზრებასა და გამიჯვნაში. ესაუბრეთ ემპათიის პოზიტიურ, ხოლო
შეცოდების ნეგატიურ მხარეებზე. თუ გინდათ, რომ ხელი შეუწყოთ თქვენი
მოსწავლეების ემპათიის უნარის განვითარებას, ყოველდღე იზრუნეთ იმაზე,
რომ კლასში არსებობდეს შესაბამისი კულტურული კლიმატი.

სასწავლო მასალის ახსნისას (თუ საგნის სპეციფიკა ამის საშუალებას


იძლევა) მოუწოდეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ პერსონაჟის, ავტორის
ემოციებზე, წარმოიდგინონ საკუთარი თავი მათ ადგილას. ამავე დროს,
მიუთითეთ ინდივიდუალურ განსხვავებებზე - აუხსენით, რომ ერთსა და იმავე
სიტუაციაში სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ემოცია შეიძლება დაეუფლოს.
39

სავარჯიშოები ემოციების სახელდებისა და გაგების უნარის


განსავითარებლად

სავარჯიშო #1
ემოციების ხე

აქტივობის მიზანი:
ემოციების სახელდების უნარის განვითარება.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დიდ ფორმატზე, ან დაფაზე დახატეთ ხე და უთხარით
მოსწავლეებს, რომ ეს არის ემოციების ხე. დაურიგეთ
წებოვანი ფერადი ბარათები (პირობითად ხის ფოთლები),
და სთხოვეთ, ჩაწერონ ერთ-ერთი ემოცია და მიაკრან ხეს.
თუ მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მიეცით რამდენიმე
ბარათი და შესაბამისად დააწერინეთ რამდენიმე ემოცია.
აქტივობის დასრულების შემდეგ წაიკითხეთ ყველა
დაწერილი ემოცია და ჰკითხეთ, ხომ არ ახსენდებათ კიდევ
სხვა ემოცია. სხვა ემოციების დასახელების შემთხვევაში
ისინიც დაწერეთ ცარიელ ბარათებზე და მიაკარით ხეზე.
შეგიძლიათ თქვენც დაუმატოთ.

შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, სათითაოდ მივიდნენ


ხესთან და თვალდახუჭულებმა აირჩიონ რომელიმე
ბარათი. შემდეგ მათ უნდა წაიკითხონ ბარათზე დაწერილი
ემოცია და გაიხსენონ ერთი შემთხვევა, როდესაც
განიცადეს ეს ემოცია.

ონლაინ გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში საჭირო გახდება აქტივობის ფორმატის გამარტივება.


მაგ. შეგიძლიათ სთხოვოთ ინდივიდუალურად დაწერონ ემოციები, რასაც შემდეგ დაასახელებენ და თქვენ
ჩამოწერთ ყველასთვის თვალსაჩინო ველში. ხოლო შემდეგ თქვენ მიუთითებთ თითოეულ მოსწავლეს,
რომელი ემოციის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი გამოცდილებიდან, ან მიეცით
საშუალება თვითონ აირჩიონ.
40

აქტივობის დასრულების შემდეგ დაუსვით შეკითხვები: რამდენად ადვილად გაართვეს


თავი დავალებას? განუცდიათ თუ არა ყველა ჩამოწერილი ემოცია ბოლო კვირის
მანძილზე? რამდენად უფიქრდებიან საკუთარ ემოციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რომელი ემოცია იწვევს სასიამოვნო განცდებს და რომელი არასასიამოვნოს?

სავარჯიშო #2
დახატე ემოცია

აქტივობის მიზანი:
საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
წარუდგინეთ მოსწავლეებს სპეციალური ბარათები, სადაც
წარმოდგენილია ადამიანის სახე ნაკვთების გარეშე, ან
სთხოვეთ თვითონ დახატონ ადამიანის სახე და ისეთი
მიმიკა, რომელიც გამოსახავს რომელიმე ემოციას.
ნახატის ქვემოთ, სთხოვეთ რამდენიმე წინადადებით
აღწერონ მათ მიერ დახატული ემოციის გამომწვევი
სიტუაციის მაგალითი, რაც უნდა მოიფიქრონ თავად.
ნამუშევრების შესრულების შემდეგ, ერთად დააჯგუფეთ და
გააკარით კედელზე ერთი და იმავე ემოციების ამსახველი
ბარათები და ხმამაღლა წაიკითხეთ დაწერილი ტექსტები.
გააკეთეთ აქცენტები ინდივიდუალური ნამუშევრების
მსგავსება/განსხვავებაზე. აჩვენეთ ემოციების
უნივერსალური ექსპრესიების ამსახველი სურათები და
სთხოვეთ შეადარონ საკუთარ ნამუშევრებს.

ონლაინ გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში სთხოვთ ინდივიდუალურად დახატონ ემოციის


ექსპრესიები, რასაც შემდეგ გაჩვენებენ ვიდეო-კამერის საშუალებით და დაასახელებენ ემოციას და
გამომწვევ სიტუაციას.
41

ჩართეთ ბავშვები დისკუსიაში შემდეგი საკითხების ირგვლივ:

რამდენად ჰგავს ნახატზე გამოსახული ემოცია რეალურად ადამიანის სახეზე


აღბეჭდილ ემოციას?

რამდენად მსგავსად რეაგირებენ ადამიანები ერთნაირ სიტუაციებში?

რამდენად ადვილია სხვისი ემოციების გაგება და რას ვეყრდნობით ?

რამდენად არის საჭირო სიტუაციის/კონტექსტის ცოდნა სხვა ადამიანის ემოციის


გაგებისთვის?

რისთვის გვჭირდება სხვისი ემოციების გაგება?

აუხსენით მოსწავლეებს, რომ ერთი და იმავე სიტუაციას/მოვლენას სხვადასხვა სახის


და განსხვავებული ინტენსივობის ემოციური და ქცევითი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს
სხვადასხვა პიროვნების მხრიდან.

სავარჯიშო #3
ჩემი ემოცია და ქცევა

აქტივობის მიზანი:
ემოციის ქცევაზე გავლენის გაცნობიერება.

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
წარუდგინეთ მოსწავლეებს შემდეგი სახის სიტუაციები (იხ.ცხრილი ქვემოთ) და
სთხოვეთ დაფიქრდნენ და დაწერონ, რომელი ემოცია დაეუფლებოდათ თითოეულ
სიტუაციაში, როგორ იმოქმედებდნენ ემოციის გავლენით. სთხოვეთ მოსწავლეებს
თქვენ მიერ წარდგენილ სიტუაციებს დაუმატონ სხვა, რეალური სიტუაციებიც საკუთარი
გამოცდილებიდან. აუხსენით ბავშვებს, რომ შეიძლება ერთდროულად განიცდიდნენ
რამდენიმე ემოციას.
42

სიტუაცია ემოცია რას გააკეთებ?


წვეულებაზე წასვლა

1 გინდოდა, მაგრამ ვერ


მიდიხარ, რადგან ავად გახდი

გაკვეთილი კარგად მოყევი და

2 მასწავლებელმა შეგაქო კლასის


წინაშე

ახალ წელს მშობლებმა ის გაჩუქეს,


3 რაც ძალიან გინდოდა

4 ღია გაკვეთილზე დაგაგვიანდა

შენს მეზობელს ისეთი ველოსიპედი

5 უყიდეს, რომელზეც დიდი ხანია


ოცნებობ

ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას

6 სადილზე შემწვარი ლოკოკინა


მოგართვეს

7 აპრილში თოვლი მოვიდა

ბავშვებმა ახალი
8 ტანსაცმელი გაგიხიეს

(რეალური სიტუაცია მოსწავლის


9 გამოცდილებიდან)

(რეალური სიტუაცია მოსწავლის


10 გამოცდილებიდან)
43

სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია. შეადარეთ მათი პასუხები ერთმანეთს.


შემდეგ ჩართეთ ბავშვები დისკუსიაში ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა: ინდივიდუალური
განსხვავებები მსგავს სიტუაციებზე ემოციური რეაგირების თვალსაზრისით, ემოციის გავლენა
ქცევაზე.

სავარჯიშო #4
პერსონაჟის ადგილზე

აქტივობის მიზანი:
ემპათიის უნარის განვითარება

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სასწავლო მასალიდან მოიტანეთ სიტუაციის აღწერები და სთხოვეთ მოსწავლეებს,
განსაზღვრონ, თუ რომელი ემოცია დაეუფლებოდა(თ) წარმოდგენილ გმირ(ებ)ს, თვითონ
რას განიცდიდნენ მათ ადგილას, რას გააკეთებდნენ მათ როლში რომ ყოფილიყვნენ, რას
ეტყოდნენ გმირებს, რას გააკეთებდნენ მათთვის. სიტუაცია შეიძლება იყოს:

ამონარიდი მხატვრული ნაწარმოებიდან (მაგ: ვაჟა-ფშაველა, ,,სათაგური" ,, ასტყდა


სახლში აურზაური: “ჰაი თქვე წყეულებო!” “დაგწყევლოთ ღმერთმა!” “ვაჰ, რა ამბავია?” -
გაისმა აქეთ-იქიდან, ქეიფის ნირი გააფუჭეს თაგვებმა. თუმცა ეცინებოდათ სტუმრებს,
მაგრამ თანაც სწყინდათ: მასხარად გვიგდებენ, თუ რა არისო. თაგვებმა თავს უშველეს;
დარჩათ ხელში მარტო ფიცხელა, და მოინდომეს იმაზე ჯავრის ამოყრა. მოითხოვეს სადგისი.
უნდა დაეჩხვლიტათ. ეფემია ყველაზე მეტად ბრაზობდა. ფიცხელა აღარ ინძრეოდა;
გაფითრებული დაბლიდან აძგვლენდა საბრალოდ თვალებს. გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი
ბედი.)

ისტორიული ეპიზოდი, (მაგ. ,,დავით მეფემ ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად გამოიყენა


მთაგორიანი ადგილის თავისებურება. ლაშქრის მთავარი ძალა მისი სარდლობით ნიჩბისის
ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე
დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა
ლაშქარს ეკვეთა. ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
44

ბიოგრაფიული და სხვ. ცნობები. (მაგ.ილიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.


ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას
წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და
მიიმალნენ.).

სპორტული და სხვა სახის კონკურსების შედეგები (მაგ.პირველ საშეჯიბრო დღეს


მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში
საქართველოს ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა. მან ფინალში ჯაბა პაპინაშვილი დაამარცხა,
შესაბამისად პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ბრინჯაოს, მესამე
სინჯის მედალს ირაკლი კუპატაძე და ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლნენ).

აქტივობის დასრულების შემდეგ, წარმართეთ დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რამდენად


ადვილია სხვისი ემოციებისა და მდგომარეობის გაგება? რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი
ემოციების გაგების/ემპათიის უნარი? რას გამოიწვევს ემპათიის უნარის ნაკლებობა?
04

ემოციების
მართვა
46

,,გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა
საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.’’

არისტოტელე

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რას ნიშნავს ემოციების მართვა?

რისთვის გვჭირდება ემოციების მართვა?

როგორ ვაკონტროლოთ ემოციები?

ემოციების მართვა
ემოციების მართვა გულისხმობს საკუთარი ემოციების გაცნობიერებას, მიღებას, სწორად
გამოხატვას, თვითკონტროლს. ემოციების მართვის უნარი მნიშვნელოვანია წარმატების
მისაღწევად, როგორც სოციალურ, ისე აკადემიურ სფეროში და მთელი ცხოვრების მანძილზე
გამოგადგებათ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სხვებს უთქვამთ თქვენთვის: ,,არ გაბრაზდე", ,,არ
უნდა გწყინდეს", ,,არ იტირო", ,,არ უნდა იეჭვიანო"? და როგორ იქცევით თქვენ? ცდილობთ
ჩაახშოთ, დამალოთ და არ გამოხატოთ ემოცია? თუ მაინც ვერ ერევით უსიამოვნო განცდებს და
ყვირით, ჩხუბობთ, ამტვრევთ და ასე ცდილობთ შვების მოპოვებას? ეს ყოველივე არასწორია.
გახსოვდეთ, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ნებისმიერი ემოცია, როგორც პოზიტიური, ისე
ნეგატიური და ეს ნორმალურია, მთავარია მისი გამოხატვა მოხდეს სწორი, სოციალურად
მისაღები გზებით, რაც იმას ნიშნავს, რომ

ამ დროს არ უნდა მივაყენოთ ზიანი საკუთარ თავს, სხვას ან გარემოს;

უნდა ვიმოქმედოთ სიტუაციის მოთხოვნების შესაბამისად;

სწორად უნდა განვსაზღროთ შეგვიძლია ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ თუ ჯერ უნდა


შევჩერდეთ, დავფიქრდეთ და მერე ვიმოქმედოთ.

მისაღებია საკუთარი ემოციების შესახებ საუბარი, ასერტული კომუნიკაციის გზით გამოხატვა


(იხ.თავი ეფექტიანი კომუნიკაციის შესახებ).
47

მძაფრ ემოციებთან გამკლავების და მართვის სტრატეგიები


სხვადასხვა დროს ერთი და იგივე ემოცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ინტენსივობით,
ანუ სიძლიერით. რაც უფრო დიდი ინტენსივობისაა ემოცია, მით უფრო რთულია მასთან
გამკლავება და მართვა, თუმცა არსებობს სტრატეგიები, რომლებიც ემოციებთან გამკლავებასა
და მართვაში დაგეხმარებათ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ასეთ სტრატეგიებს:

ემოციების გაგება, გამომწვევ ფაქტორებზე, სიტუაციაზე დაფიქრება, რადგან მათი


გაცნობიერების შედეგად უკეთესად შეძლებთ უსიამოვნო განცდების შემსუბუქებას
კონკრეტულ სიტუაციაში, ან თავიდან არიდებას მომავალში.

ემოციების შესახებ საუბარი, ვინმესთვის გაზიარება. საკუთარი ემოციების ვინმესთვის


გაზიარების უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს, სასიამოვნო განცდებთან იქნება ეს
დაკავშირებული თუ უსიამოვნო განცდებთან. დაფიქრდით, გიგრძვნიათ შვება, როდესაც
თქვენი წუხილის შესახებ მეგობრისთვის მოგიყოლიათ? ან გამოცდიდან გამოსულს მაშინვე
დაგირეკავთ მშობლისთვის თქვენი წარმატების შესახებ მოსაყოლად? თუ მოცემულ კითხვებზე
თქვენი პასუხი არის ,,კი", მაშინ უკვე გეცოდინებათ ემოციების ,,გაზიარების ძალა". მთავარია
დაფიქრდეთ, ვისთვის შეგიძლიათ საკუთარი ემოციების გაზიარება? ვინ არის ის ადამიანი,
ვისაც ენდობით და ვისაც თქვენი ესმის? იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანი თქვენ გვერდით
არ არის, შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა გზა შემაწუხებელი ემოციის სიტყვებით, ან რაიმე
შემოქმედებითი პროდუქტით გადმოსაცემად. მაგ: დაწერეთ, დახატეთ, გამოძერწეთ.

დაუყოვნებელი რეაგირებისგან თავშეკავება. ზოგჯერ ჩვენი ემოცია ისეთი ძლიერია, რომ


,,გამოვყავართ წყობიდან", ჩაგვადენინებს ქცევებს, რაც შემდეგ შეიძლება ვინანოთ კიდეც.
მაგ. მეგობარმა ნერვები მოგიშალათ, ეჩხუბეთ და უთხარით, რომ თქვენ მეგობრები აღარ ხართ
და მისი დანახვაც აღარ გსურთ, საღამოს კი უკვე ნანობთ თქვენს საქციელს. მსგავსი
სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, შეეცადეთ თავი შეიკავოთ იმპულსური, დაუყოვნებლივი
რეაგირებისგან, რაშიც დაგეხმარებათ მაგ: დათვლა 10-მდე უკუსვლით. ზოგჯერ ესეც არ არის
საკმარისი, საჭიროა კარგად დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ სიტუაცია, რა მოხდება, თუ ასე
მოვიქცევით და მხოლოდ შემდეგ გადავდგათ ნაბიჯი.
48

,,შუქნიშნის ტექნიკა"

წითელი: დაგვეუფლა ემოცია. უნდა შევჩერდეთ

ყვითელი: დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ სიტუაცია,


შედეგები, რა და როგორ გავაკეთოთ

მწვანე: ვიმოქმედოთ

ფიქრების და აზრების შეცვლა. ზოგჯერ შემაწუხებელ ემოციას იწვევს არასწორი აზრები,


ფიქრები. თუ შეძლებთ მართოთ, შეცვალოთ თქვენი ფიქრები, მაშინ ემოციაც გაქრება,
შესუსტდება ან შეიცვლება. მაგ. გამოცდის წინ ძალიან ნერვიულობთ, რადგან ფიქრობთ, რომ
გამოცდა რთული იქნება და ვერ ჩააბარებთ. შეცვალეთ თქვენი ფიქრი, დაარწმუნეთ საკუთარი
თავი, რომ თქვენ გამოცდას ჩააბარებთ, რადგან საკმარისად იმეცადინეთ და ნახავთ, რომ
ნერვიულობა გაქრება.

თვითინსტრუქტაჟი. ხშირად შემაწუხებელ ემოციებთან გამკლავებაში ადამიანს ეხმარება


თვითინსტრუქტაჟი (საკუთარი თავის მოწოდება), მაგ: ,,მე შემიძლია ეს შიში გადავლახო", ,,მე
შემიძლია გავუძლო ამ დარდს".

ყურადღების გადატანა, დამამშვიდებელი აქტივობების განხორციელება. სხვადასხვა


ადამიანს სხვადასხვა აქტივობა ამშვიდებს, უმსუბუქებს ნეგატიური ემოციით გამოწვეულ
დისკომფორტს. დაუკვირდით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, გამოყავით, დაიმახსოვრეთ და
საჭირო დროს ჩაერთეთ იმ აქტივობებში, რომლებიც შვებას გგვრით.

ფიზიკური აქტივობა და რელაქსაცია. შეგახსენებთ, რომ ემოციის ერთ-ერთი კომპონენტი არის


ავტომატურად წარმოქმნილი ფიზიოლოგიური ცვლილებები ჩვენს სხეულში. თქვენ შეგიძლიათ
ფიზიკური აქტივობებით, ფიზიკური რელაქსაციის ტექნიკებით შეცვალოთ ემოციის დროს
აღმოცენებული ნეგატიური შეგრძნებები. მაგ; ღრმად ჩასუნთქვა, სხეულის ნაწილების
დაჭიმვა-მოდუნება და ვარჯიში დაგეხმარებათ შემაწუხებელ ემოციებთან გამკლავებაში.
49

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

მოსწავლეებისათვის ემოციების მართვის უნარის გამომუშავებისათვის


მნიშვნელოვანია 3 კომპონენტის სწავლება: ემოციების სახელდება, მათი
მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და საკუთარი ემოციების
და ქცევის რეგულაციის სტრატეგიები.

ნაცვლად ემოციების ჩახშობისა და დამალვის მოწოდებისა (მაგ:,, გული არ


დაგწყდეს", ,,არ იდარდო", ,,არავინ გაიგოს რომ გეწყინა," გმართებთ ბავშვებს
ასწავლოთ საკუთარი ემოციების სწორად ამოცნობა, სახელდება და
გამოხატვა სოციალურად მისაღები გზებით. ისინი უნდა დაარწმუნოთ, რომ
მათი პასუხისმგებლობა ემოციის ფონზე წარმოქმნილი ქცევების მართვაა.

ერიდეთ გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ემოციების


გამოხატვის ფორმებთან დაკავშირებით. ქცევა, რომელიც არის მიუღებელი,
ასეთი უნდა იყოს როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის და ქცევა,
რომელიც მისაღებია, ასეთივე უნდა იყოს ორივე სქესთან მიმართებით. მაგ.
არასწორია ვუთხრათ: ,,არა უშავს, შენ თუ დაარტყამ იმას, ვინც გაგაბრაზებს,
შენ ხომ ბიჭი ხარ,” ან ,,შენ ბიჭი ხარ, არ უნდა იტირო”; ან ,, გოგო უნდა იყოს
ნაზი, ასეთი ყვირილი არ შეგშვენის.”

ასწავლეთ ემოციებთან გამკლავების და რეგულაციის სპეციფიკური


ტექნიკების გამოყენება. სწავლების პროცესში გამოიყენეთ ბუნებრივი
სიტუაციები, როლური თამაშები. აუხსენით ისიც, რომ შეიძლება ნებისმიერმა
ადამიანმა დაკარგოს კონტროლი გარკვეულ დროს, თუმცა, მნიშვნელოვანია,
რომ დროულად დაიბრუნონ ემოციების მართვის სადავეები და აღიდგინონ
თვით-კონტროლის უნარი.
50

გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება მეტად უნდა გაამახვილოთ ემოციებთან


გამკლავების წარმატებულ შემთხვევებზე და არა წარუმატებელზე. შეაქეთ
მოსწავლე, როგორც კი კარგად გაართმევს თავს მძაფრ ემოციებს,
გამოხატავს სწორად. რაც შეეხება წარუმატებელ შემთხვევებს, ცხადია, ამ
დროსაც საჭიროა უკუკავშირის და მითითებების მიცემა, თუმცა, უნდა
გახსოვდეთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც ბავშვი დამშვიდდება
და არა იმ მომენტში, როდესაც ბავშვი ,,წყობიდან არის გამოსული".
დამშვიდების შემდეგ ბავშვი უკეთესად შეძლებს თქვენს მოსმენას,
სიტუაციის და მოვლენების გააზრებას.

თქვენი მხრიდან ემოციების სათანადო ფორმით გამოხატვის მოდელირება


ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ემოციების რეგულაციის სწავლების
პროცესის ეფექტიანობისთვის. თუ თქვენ თავად ვერ უმკლავდებით ბრაზს და
გამოხატავთ აგრესიას, მოსწავლეთათვის სიტყვიერი მითითება, რომ
აგრესია დაუშვებელია და ბრაზს უნდა გავუმკლავდეთ სხვა ფორმებით, აზრს
დაკარგავს.

თუ სისტემატური კონტაქტი გაქვთ ბავშვთან, დააკვირდით ბავშვის


ემოციების ტრიგერებს (გამომწვევ ფაქტორებს), გამოხატვის ფორმებს,
დამშვიდების მეთოდებს და თქვენი ცოდნა გამოიყენეთ შესაბამის
სიტუაციებში.
51

სავარჯიშოები ემოციების მართვის უნარების


განსავითარებლად
სავარჯიშო #1
ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე

აქტივობის მიზანი:
საკუთარ ემოციებზე დაკვირვების, სახელდების და
სხვებისთვის გაზიარების უნარის გამომუშავება უბედნიერესი

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური
ბედნიერი
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს გააცანით ქვემოთ მოცემული სიტუა-
ციები და სთხოვეთ დაფიქრდნენ და დაწერონ რა
ემოცია/ემოციები დაეუფლებოდათ თითოეულ
სიტუაციაში. ასევე აჩვენეთ ,,ემოციების თერმომე- უბედური

ტრის" ნიმუში. სთხოვეთ, დახატონ მსგავსი და


მონიშნონ/გააფერადონ შესაბამის ნიშნულამდე
(1-დან 5-მდე)) ემოციის ინტენსივობა-სიძლიერე.

დედა/მამა გაგიბრაზდა სკოლაში დაბალი ნიშნის მიღების გამო.

დაბალი ქულა აიღე საგამოცდო ტესტში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმეცადინე.

ტესტში უმაღლესი ქულა აიღე.

შენი საუკეთესო მეგობარი არ მოვიდა შენს დაბადების დღეზე.

კლასელებმა დაგცინეს გაკვეთილის მოყოლისას დაშვებული შეცდომის გამო.

მასწავლებელმა შეკითხვა დაგისვა, რომელზეც პასუხი არ იცი, რადგან არ


გიმეცადინია.

შენმა უმცროსმა ძმამ შენი საყვარელი ნივთი გაგიფუჭა.


52

შემდეგ, როდესაც ყველა მოსწავლე შეასრულებს დავალებას, თითოეულს სთხოვეთ


კლასის წინაშე გააკეთონ ნამუშევრის დემონსტრირება. ბოლოს წარმართეთ დისკუსია
შემდეგი კითხვების ირგვლივ:

რამდენად ადვილია საკუთარი ემოციების ამოცნობა და სახელის დარქმევა?

რამდენად განსხვავებული ემოციები გვეუფლება ერთსა და იმავე სიტუაციაში?

რამდენად ადვილია საკუთარ ემოციებზე საუბარი?

სავარჯიშო #2
როგორ ვრეაგირებთ ბრაზის დროს

აქტივობის მიზანი:
რეაგირების სოციალურად მისაღები გზების სწავლება

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს სთხოვეთ გაიხსენონ სიტუაციები, როდესაც ვინმეზე ძალიან გაბრაზდნენ.
შემდეგ წარუდგინეთ ქვემოთ მოცემული რეაგირების ნიმუშები (მიეცით ამობეჭდილი
სახით). დაავალეთ წითელი ფერის მარკერით შემოხაზონ ის აქტივობები, რომლებიც
ერთხელ მაინც აქვთ გაკეთებული ბრაზის დროს. ამ დავალების შესრულების შემდეგ
შეახსენეთ, რომ ქცევები, რომლებსაც ვახორციელებთ ემოციის გავლენით და აზიანებს
სხვას, ან საკუთარ თავს, ან გარემოს, ანდა არის აცდენილი სიტუაციის მოთხოვნებს, არ
მიიჩნევა მისაღებ ქცევებად. შემდეგ სთხოვეთ, კიდევ ერთხელ წაიკითხონ ყველა
ნიმუში და გადახაზონ ის ვარიანტები, რომლებიც არ არის მისაღები.

ბრაზს ჩემს გულში ვიკლავ, ვლანძღავ;


ჯობია არავინ გაიგოს;
მკაცრი ტონით ვეუბნები,
ვყვირი; რომ არასწორად მოიქცა;

ფრჩხილებს ვიჭამ; თავს ვურტყამ კედელს;

ვარტყამ; დედას ან მამას ვეუბნები, რომ ცუდ


ხასიათზე ვარ, რადგან გამაბრაზეს;
53

ვამტვრევ ნივთებს; დღიურში ვიწერ მომხდარის


შესახებ;
ვისვრი ნივთებს;
ვცდილობ შურისძიებას,
ვეცლები სიტუაციას; სამაგიეროს გადახდას;

ვცდილობ დავფიქრდე შედეგებზე, ვეუბნები, რომ ძალიან


სანამ ვიმოქმედებ; გაბრაზებული ვარ რადგან...

ბოლოს, დარჩენილი აქტივობები უნდა შემოხაზონ მწვანედ. გაეცანით ნამუშევრებს. თუ


რომელიმე მოსწავლეს არასწორად ექნება რომელიმე აქტივობა შეტანილი
სოციალურად მისაღები რეაგირების კატეგორიაში, წარმართეთ დისკუსია, განიხილეთ
განსხვავებული პასუხები და დაეხმარეთ მას, თავად, საჭიროებისამებრ, შეიტანოს
პასუხში კორექტივები; მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, დაასახელონ რეაგირების
სხვა ფორმებიც თავიანთი გამოცდილებიდან და კლასთან ერთად განიხილეთ მისაღები
ფორმაა თუ არა.

ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში გაუგზავნეთ დოკუმენტის ელ.ვერსია, რომელზეც, ასევე,


ინდივიდუალურად, ელექტრონულად მოუწევთ მუშაობა მოსწავლეებს და შემდეგ, შედეგებს ერთად
განიხილავთ დისკუსიის ფორმატში.

სავარჯიშო #3
ის, რაც მამშვიდებს

აქტივობის მიზანი:
დამამშვიდებელი სტრატეგიების გაცნობიერება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მოსწავლეებს, თაბახის ფურცელზე დახატონ ან
დაწერონ ის აქტივობები, რომელიც ამშვიდებთ ნეგატიური
ემოციების განცდის დროს. შეუძლიათ ნამუშევარი წარმოადგინონ
სურათზე მოცემული ნიმუშის მსგავსად. გააკეთებინეთ
პრეზენტაცია თითოეულ მოსწავლეს. გაუსვით ხაზი იმ გარემოებას,
რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ემოციებთან
გამკლავების სტრატეგიებით, ის, რაც ერთზე კარგად მოქმედებს,
შეიძლება სხვისთვის არ იყოს ეფექტიანი.
54

სავარჯიშო #4
ემოციების სწორად გამოხატვა და გამკლავების გზები

აქტივობის მიზანი:
ემოციების სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვის უნარის განვითარება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მოსწავლეებს, წარმოიდგინონ ისევ ის სიტუაციები, რომლებიც #1
სავარჯიშოშია მოცემული. ამ შემთხვევაში მათ ევალებათ, გითხრან, თუ როგორ
გამოხატავენ ემოციას და რას გააკეთებენ ისე, რომ მათი რეაგირება იყოს სოციალურად
მისაღები. სთხოვეთ, რომ გაიხსენონ და გამოიყენონ თქვენ მიერ უკვე ნასწავლი
სტრატეგიები. მიეცით უკუკავშირი. საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ
ალტერნატიული პასუხები.
05

პროსოციალური
ქცევა
56

,,არ კმარა, მეგობრულად იყო განწყობილი. მეგობარი უნდა იყო! ’’

რ.ჯ. პალაციო

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

როდის გვიჩნდება სხვების მხარდაჭერის


სურვილი?

როგორ გამოვხატავთ მხარდაჭერას?

პროსოციალური ქცევის განმარტება


პროსოციალური ქცევა გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც ნებაყოფლობით ხორციელდება
სხვა ინდივიდის, ან ინდივიდთა ჯგუფის სასარგებლოდ, მათი კეთილდღეობისთვის.
პროსოციალურ ქცევაში შეიძლება მოიაზრებოდეს არაერთი ტიპის ქცევა, მაგ: დახმარება,
გაზიარება, დაცვა, სიყვარულის გამოხატვა, კომპლიმენტის თქმა, რაიმეს ჩუქება,
ქველმოქმედება, მოხალისეობა, თანამშრომლობა, ემოციური და სოციალური მხარდაჭერის
სხვადასხვა ფორმა.

პროსოციალური ქცევა მჭიდრო კავშირშია ემპათიის უნართან. შეგახსენებთ, რომ ემპათია


გულისხმობს სხვისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ემოციების გაგებას და გაზიარებას, რაც
შესაძლებელი ხდება სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის და შესაბამისი
პერსპექტივიდან მოვლენების გაანალიზების გზით. 2 წლის ასაკიდან ბავშვებთან შეიძლება უკვე
შევნიშნოთ სხვაზე ზრუნვის ელემენტები, სხვისთვის სიკეთის კეთების სურვილი და შესაბამისი
ქცევებიც (მაგ. პროსოციალური ქცევაა, როდესაც ბავშვი მიდის ატირებულ ბავშვთან და ეხუტება,
ან აწვდის სათამაშოს). პროსოციალური ქცევების რეპერტუარი იზრდება ასაკის მატებასთან
ერთად და თანდათანობით ბავშვები ავლენენ ემპათიას და მხარდაჭერის სურვილს არა მხოლოდ
ნაცნობი ადამიანების, არამედ უცნობების და ცოცხალი ბუნების მიმართაც კი (მაგ.ცხოველები).
57

როგორც არ უნდა გინდოდეთ სხვისი მხარდაჭერა, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სათანადო


დახმარების გაწევას, თუ სწორად გაიგებთ ადამიანის მდგომარეობას, მის განცდებს, მის
საჭიროებებს. ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ ემპათია და სიბრალულის გამოხატვა. შეიძლება
ითქვას, რომ სიბრალული, შეცოდება ზედაპირული დამოკიდებულებაა, რასაც ხშირად მივყავართ
სხვადასხვა სახის დისკრიმინაციულ ქცევებამდე, ისეთი ტიპის ,,დახმარების მცდელობამდე", რაც
სინამდვილეში პიროვნებისთვის სასარგებლო არ არის.

და ბოლოს, გახსოვდეთ, პროსოციალური ქცევებით თქვენ ეხმარებით არა მხოლოდ სხვებს,


არამედ საკუთარ თავსაც, რადგან:

ასეთი ქმედებები თქვენშიც გამოიწვევს სასიამოვნო ემოციებს;

თქვენ გექნებათ კარგი სოციალური ურთიერთობები, გეყოლებათ მეგობრები, მხარდამჭერები

თქვენ გახდებით მაგალითი სხვებისათვის, რაც, ასევე, პოზიტიურად დაგიბრუნდებათ.

ნათქვამია: ,,ადამიანი რასაც აკეთებს, საკუთარ თავს უკეთებს.’’

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

პროსოციალური ქცევების დასწავლაში ისევე როგორც ოჯახს,


საგანმანათლებლო გარემოსაც დიდი როლი მიუძღვის. შესაბამისად,
მასწავლებლის მხრიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ქცევების სწავლებისა და
განმტკიცების პირდაპირი და ირიბი სტრატეგიების აქტიური გამოყენება.

პირდაპირი სტრატეგიაა, როდესაც მოსწავლეებს ასწავლით, რა არის


მისაღები და რა მიუღებელი ქცევა, რა წესები უნდა დაიცვან და რატომ.
სკოლის მოსწავლისათვის ინსტრუქციების და მითითებების მიცემისას
მიზანშეწონილია, რომ არ იყოთ ძალიან დირექტიული: ,,შენ უნდა გააკეთო
ესა და ეს!" გრძელვადიანი ეფექტის თვალსაზრისით, დირექტიული ტონის
ნაცვლად შედარებით რბილი მიდგომები; მაგალითად, ფრაზები: ,,კარგი
იქნება თუ"... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს
ინსტრუქციის, მითითებისა თუ წესის დასაბუთებას, იმის ახსნას, თუ რატომ
არის მიზანშეწონილი ასე მოქცევა, რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს თავად
მოსწავლეს თუ სხვას, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას და ა.შ.
58

გახსოვდეთ, რომ პროსოციალური ქცევების სწავლების პროცესში რეალური


შემთხვევების გამოყენებას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ჰიპოთეტური
მაგალითების განხილვას. გამოიყენეთ ბუნებრივი, რეალური სიტუაციები,
კონკრეტული შემთხვევები, მოუწოდეთ პროსოციალური ქცევების
განხორციელებისკენ, შემდეგ მიეცით უკუკავშირი, შეაქეთ და დააჯილდოვეთ
მოსწავლეები სათანადო ქცევების გამოვლენისას.

კლასში პროსოციალური ქცევების ათვისებისთვის შეგიძლიათ მოიფიქროთ


სხვადასხვა რუტინული აქტივობა. მაგალითად, დაიწყოთ ან დაასრულოთ
გაკვეთილი ერთმანეთისთვის პოზიტიური შინაარსის ფრაზების
(კომპლიმენტი ან სხვა) თქმით; გაანაწილოთ როლები საგაკვეთილო
პროცესში მასწავლებლის და თანაკლასელების დახმარებისთვის და სხვა.

მოახდინეთ პროსოციალური ქცევების დემონსტრირება, იყავით კარგი


როლური მოდელი. აჩვენეთ და ესაუბრეთ თქვენ მიერ განხორციელებულ
პროსოციალურ ქმედებებზე და მის პოზიტიურ შედეგებზე.

სავარჯიშოები პროსოციალური ქცევების სწავლებისათვის

სავარჯიშო #1
სიტყვების პოვნა

აქტივობის მიზანი:
პროსოციალური ქცევების გააზრება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
წარუდგინეთ მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული ცხრილი და სთხოვეთ, იპოვონ ისეთი
ქცევის ამსახველი სიტყვები, რომლებიც სხვების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
სიტყვები განლაგებულია ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალზე (ეს
სიტყვებია: ჩუქება, დახმარება, თხოვება, ზრუნვა, დაცვა).
59

წ რ ე თ ხ ო ვ ე ბ ა

ჩ ზ ჯ ი ბ რ ი წ ო ლ

უ დ რ ტ ც დ ა ც ვ ა

ქ ვ ს უ ც ა ყ ხ კ ა

ე ა ე გ ნ ე კ რ ხ ხ

ბ ფ ტ ლ ხ ვ მ ტ ზ ს

ა დ ა ბ მ ა ა ა ა ა

დ ა ხ მ ა რ ე ბ ა ა

სიტყვების პოვნის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ და მოგიყვნენ ცხრილში


ამოკითხული რომელიმე ისეთი ქცევის შესახებ, რომელიც თვითონ განახორციელეს, ან სხვამ
განახორციელა მათ წინაშე. მიეცით უკუკავშირი მოსწავლეებს, შეაქეთ პროსოციალური
ქცევებისთვის. აქტივობის დასრულების შემდეგ წარმართეთ დისკუსია შემდეგი კითხვების
გამოყენებით:

რატომ ვეხმარებით?

რას განვიცდით, როცა ვეხმარებით?

რას განვიცდით, როცა გვეხმარებიან?


60

სავარჯიშო #2
ვის რითი შემიძლია დავეხმარო?

აქტივობის მიზანი:
პროსოციალური ქცევის განხორციელების მზაობაზე დაფიქრება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი და საბაზო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს წარუდგინეთ სპეციალური ფორმები (იხ.ქვემოთ). სთხოვეთ დაფიქრდნენ
იმაზე, თუ ვის რითი შეუძლია დაეხმაროს და ჩაწეროს შესაბამის ადგილზე.

მშობლებს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბებია-ბაბუას ......................................................................................................................................

მასწავლებლებს ................................................................................................................................

და-ძმას .................................................................................................................................................

უცნობებს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თანაკლასელებს/მეგობრებს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები სიტყვიერად. სურვილის


შემთხვევაში შეუძლიათ დაამატონ იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც
დაეხმარებოდნენ. აქტივობის ბოლოს წარმართეთ დისკუსია შემდეგი კითხვების
ირგვლივ:

როგორ ვიგებთ ვის, როდის და რა სახის დახმარება სჭირდება?

როდის შეიძლება იყოს დახმარება გამაღიზიანებელი ან არასათანადო?


61

სავარჯიშო #3
დახმარება, სიკეთე თუ პოზიტიური დისკრიმინაცია?

აქტივობის მიზანი:
ემპათიის უნარის განვითარება, სათანადო დახმარებისა და პოზიტიური
დისკრიმინაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს გააცანით ქვემოთ მოცემული შემთხვევის აღწერები და წარმართეთ
დისკუსია შემდეგი კითხვების გამოყენებით:

როგორ ფიქრობთ, მოცემული შემთხვევა სათანადო დახმარების ნიმუშია, თუ იკვეთება


პოზიტიური დისკრიმინაცია?

რას გრძნობს და ფიქრობს თითოეული პერსონაჟი?

როგორ შეაფასებთ თითოეული პერსონაჟის ქცევას? თქვენი აზრით, ვინ როგორ უნდა
მოქცეულიყო?

შესწრებიხართ მსგავს შემთხვევას?

ავტობუსში ფეხმძიმე ქალი ამოდის და დგება ფანჯარასთან. იქვე მჯდომი ქალბატონი


ეუბნება გვერდით მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომ ფეხმძიმეს ადგილი დაუთმოს.
ახალგაზრდა დგება. ფეხმძიმე ქალი მადლობას უხდის და ეუბნება, რომ მას
ფანჯარასთან დგომა ურჩევნია. მისთვის ადგილის დათმობის ინიციატორი
ქალბატონი ხმამაღლა განაგრძობს მოწოდებას ფეხმძიმესთვის, რომ ის უნდა
დაჯდეს.
62

კლასში ირიცხება ეტლით მოსარგებლე მოსწავლე. მას დამოუკიდებლად შეუძლია


ეტლით გადაადგილება კლასსა და დერეფანში. რადგან ეტლით მოსარგებლეა,
მასწავლებელი თავს იკავებს მისი დაფასთან გამოძახებისაგან, მიუხედავად იმისა,
რომ მოსწავლეს ძალიან უყვარს დაფაზე წერა. დასვენებებზე მას თანაკლასელები
ატარებენ იქით-აქეთ, მაშინაც კი, როდესაც მას ეს არ უნდა.

თუ მოსწავლეები თავად ვერ მივიდნენ ამ დასკვნამდე, აუხსენით, რომ ორივე


შემთხვევაში ადგილი აქვს პოზიტიურ დისკრიმინაციას, რადგან პიროვნებას უზღუდავენ
თავისუფალ არჩევანს (მაგ. დაჯდეს თუ არა, გავიდეს დაფასთან თუ არა), გამოხატავენ
ზემზრუნველობას (სთავაზობენ დახმარებას, რომელიც მას არ სჭირდება).

სავარჯიშო #4
რას განიცდის, რა სჭირდება და რა შემიძლია

აქტივობის მიზანი:
ემპათიის უნარის და პროსოციალური ქცევების განვითარება

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
გააცანით მოსწავლეებს ქვემოთ წარმოდგენილი სიტუაციები. სთხოვეთ იმსჯელონ
თითოეულ შემთხვევაში რას შეიძლება განიცდიდეს მთავარი მონაწილე, რა სახის
დახმარება/მხარდაჭერა სჭირდება და თვითონ რითი შეუძლიათ მხარდაჭერა.

თანაკლასელი სპორტის გაკვეთილის დროს წაიქცა და მუხლი იტკინა. რამდენიმე


ბავშვმა დასცინა.

მეგობარს შინაური ცხოველი მოუკვდა.

შენზე 2 წლით უფროსმა მეგობარმა მასწავლებლის მიერ ახსნილი საკითხი, რომელიც


გამოცდისთვის სჭირდება, ვერ გაიგო.

ეზოში თამაშის დროს შენი მეგობარი საქანელადან ჩამოვარდა და ცხვირიდან სისხლი


მოსდის.
63

უკუკავშირის მიცემის დროს ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია


ვიფიქროთ არა მარტო ადამიანის ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ, ემოციურ
მხარდაჭერაზეც. ასევე, გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ შეთავაზებული დახმარება უნდა
იყოს საჭიროების შესაბამისი და რეალისტური ჩვენი შესაძლებლობების
გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ვინმეს ესაჭიროება ისეთი ტიპის სამედიცინო
დახმარება, როგორიც ჩვენს კომპეტენციას აღემატება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ
სასწრაფოს გამოძახებით.
06

ბულინგი/
კიბერბულინგი
65

,ძლიერი ადამიანები სხვას დაბლა კი არ წევენ, არამედ - მაღლა! ‘’

რ.ჯ. პალაციო

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რა არის ბულინგი?

რა ფაქტორები უწყობს ხელს ბულინგს?

რა როლი აქვს თითოეულ მოსწავლეს


ბულინგთან ბრძოლაში?

რა არის ბულინგი (ჩაგვრა)?


ბულინგი (ჩაგვრა) წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ხორციელდება
მიზანმიმართულად, სხვისთვის ზიანის/ტკივილის მიყენების განზრახვით. როგორც წესი,
ბულინგს განმეორებითი ხასიათი აქვს და ხშირად იჩენს თავს ბავშვთა სოციუმში, მათ შორის
სკოლის გარემოში. ბულინგს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც თანატოლებს შორის, ასევე
სხვადასხვა ასაკის პირებს შორის, თუმცა, ყოველთვის აშკარაა ძალთა დისბალანსი, რაც იმას
ნიშნავს, რომ მჩაგვრელი იყენებს საკუთარ უპირატესობას (ფიზიკური ძალა, სოციალური სტატუსი,
ინტელექტუალური უპირატესობა, პოპულარობა, სხვის პირად ინფორმაციაზე წვდომა და ა.შ.).

ბულინგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის:

ფიზიკური - ცემა, თმის მოწიწკვნა, ყურის აწევა, შეფურთხება, დარტყმა, ჩქმეტა,


ფიზიკური ზიანისა და ტკივილის მიყენება სხვა გზებით, ნივთების წართმევა/გაფუჭება
და ა.შ.;

ვერბალური/სიტყვიერი - ყვირილი, გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახება,


ცინიკური და დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, დამაკნინებელი
მეტსახელების დაძახება, ზიანის მიყენების მუქარა და ა.შ.;

სოციალური ბულინგი - ღირსების/ რეპუტაციის შელახვა, სხვებთან პოზიტიური


ურთიერთობების გაფუჭება/ხელის შეშლა, დამცირება სხვების წინაშე, დაცინვა,
გარიყვა და სხვ.
66

ხშირად ბულინგი შერეული ფორმით გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული
პირი იჩაგრება ბულინგის სხვადასხვა ფორმით ერთდროულად.
ბულინგის სიტუაციებში უნდა გამოვყოთ შემდეგი მონაწილე მხარეები:

ბულინგის განმახორციელებელი (Buller), პირობითად მჩაგვრელი. მჩაგვრელი


შეიძლება იყოს ერთი ინდივიდი (ბავშვი, მოზარდი, მოზრდილი), ან ინდივიდთა ჯგუფი.
ამასთან, ბულინგის შემცველ ქცევებს ახორციელებენ ბიჭებიც და გოგონებიც;
საზოგადოებაში გავრცელებულია განსხვავებული სტერეოტიპული მოლოდინები
გოგონებისა და ბიჭების ქცევების მიმართ. მაგ. ბიჭების ძალადობრივი ქმედებები
უფრო შეწყნარებულია, ვიდრე გოგონების. გახსოვდეთ, რომ სინამდვილეში ბულინგი,
ნებისმიერი ფორმის ძალადობა გაუმართლებელია ნებისმიერ შემთხვევაში,
ბიჭებისგანაც და გოგონებისგანაც!

ბულინგის ადრესატი (სამიზნე) (Bullied), ვისი ჩაგვრაც ხორციელდება. ამა თუ იმ


ფორმის ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს როგორც გოგონა, ისე ბიჭი. თუმცა, უნდა
აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული არაჯანსაღი და დისკრიმინაციული
შეხედულებები სქესის, ეროვნების, სოციალური სტატუსის, ჯანმრთელობის
მდგომარეობის, განსხვავებული შესაძლებლობების და ა.შ. მიმართ, უფრო მოწყვლადს
ხდის ინდივიდთა გარკვეულ კატეგორიებს და მეტად აყენებს ბულინგის რისკის
წინაშე.

ბულინგის შემთხვევათა შემსწრე პირი (Bystander), პირობითად მოწმე. ზოგიერთი


მოწმე შეიძლება მხარს უჭერდეს მოძალადეს აქტიურად ან პასიურად, ნაწილი
შეიძლება შეეცადოს მის აღკვეთას, ხოლო ნაწილი შიშის, სკეპტიციზმის, უმწეობის თუ
ემპათიის ნაკლებობის გამო უყურადღებოდ ტოვებდეს. პირობითად შეიძლება
გამოვყოთ მოწმეთა შემდეგი კატეგორიები:

მჩაგვრელის დამხმარე / აქტიური მომხრე, რომელმაც შეიძლება მონაწილეობაც


მიიღოს ჩაგვრაში;

მჩაგვრელის მხარდამჭერი, რომელიც ემხრობა და იწონებს ბულინგის ფაქტს,


ამხნევებს მჩაგვრელს;

ბულინგის გულგრილი დამკვირვებელი; ის შეიძლება ფიქრობდეს: ,,ჩემი საქმე არ


არის,”,,სხვის საქმეში არ უნდა ჩავერიო”

პოტენციური დამცველი, რომელიც არ ემხრობა ბულინგს, მაგრამ სხვადასხვა


მიზეზის გამო, პასიურია და არ ესარჩლება სამიზნეს.

დამცველი, რომელიც აქტიურად ცდილობს ბულინგის სამიზნის დაცვას, ბულინგის


აღკვეთას.
67

ბულინგის შემთხვევებს ასაზრდოებს როგორც გარშემომყოფების მხარდაჭერა, ისე


პასიურობა. გახსოვდეთ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბულინგის გამართლება და
იგნორირება, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ზიანი მიაყენოს თქვენს თანატოლს.

რა უნდა გააკეთოთ ბულინგის შემთხვევებისგან საკუთარი


თავის და სხვების დასაცავად?

იყავი თავდაჯერებული;

მტკიცედ თქვი: ,,არა!" ,,შეწყვიტე," ,,გაჩერდი!"

შეინარჩუნე სიმშვიდე! ტირილმა, ყვირილმა, პანიკამ, აგრესიულმა


კონტრ-შეტევამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია;

მოერიდე ისეთ სიტუაციებს, სადაც ძალადობის რისკებია, ე.წ. ,,ცხელ


ადგილებს"; არ დაიწყო ,,საქმის გარკვევა" ცხელ გულზე;

ეძიე მხარდამჭერი, დამხმარე, ითხოვე შველა/დახმარება;


გაითვალისწინე, რომ სათანადო დახმარების მისაღებად
მიზანშეწონილია, მიმართო ზრდასრულს, რომელსაც ენდობი
(მშობელს, მასწავლებელს, მანდატურს), რადგან ის უკეთესად შეძლებს
დახმარებას, ვიდრე არასრულწლოვანი. დახმარებისთვის
თანატოლების მოხმობამ და ,,საქმის გარკვევამ" შეიძლება ძალიან
ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

თუ ხარ ბულინგის შემთხვევების მომსწრე, დადექი ბულინგის სამიზნე


პირის მხარეს, დაგმე ბულინგი, შეძლებისდაგვარად, გამოესარჩლე
მსხვერპლს, შეეცადე მის დაცვას და ჩაგვრის ფაქტის აღკვეთას. თუმცა,
აქვე უნდა გახსოვდეს, რომ ამ დროს თვითონ შენ არ უნდა მიმართო
ძალადობას მჩაგვრელის მიმართ.
68

კიბერბულინგი და მისი თავისებურებები


ხართ სატელეფონო კავშირების, ონლაინ-მომსახურებებისა და სოციალური მედიის
მომხმარებელი? მაშინ გაითვალისწინეთ, რომ სიფრთხილე გმართებთ კიბერ-ბულინგის თავიდან
ასაცილებლად. კიბერბულინგი - ეს არის ბულინგის ფორმა, რომელიც ხორციელდება
საკომუნიკაციო/ციფრული ტექნოლოგიების (ტელეფონი, ინტერნეტი) გამოყენებით.
კიბერბულინგი შეიძლება ხდებოდეს თქვენთვის ნაცნობი ან უცნობი, სხვადასხვა ასაკისა და
ორივე სქესის წარმომადგენლების მხრიდან და ვლინდებოდეს სხვადასხვა ფორმით. მაგ:

აალება (Flaming) - ონლაინ დისკუსიის, ,,ჩათის", ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის სხვა


ფორმების დროს ჩხუბი, დამამცირებელი და აგრესიული ტონის გამოყენება, მუქარა
ერთმანეთის მიმართ. აალება, ძირითადად, ხდება საჯარო კომუნიკაციის დროს, მოწმეების
წინაშე. აალების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ კიბერბულინგის ეს ფორმა ორმხრივია,
ამ დროს არ იგრძნობა ძალთა დისბალანსი. აალებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორზე მეტ
პირს შორის.

შევიწროება (Harassment) - მჩაგვრელის მიერ ინდივიდთან აგრესიული, შეურაცხმყოფელი,


დამაკნინებელი, დამცინავი, დამთრგუნველი, უხამსი შეტყობინებების განგრძობითად
გაგზავნა. აღნიშნული ხშირად ინდივიდუალური საკომუნიკაციო არხებით ხდება (მაგ:
მესენჯერი, სატელეფონო ქსელი, ელ.ფოსტა), თუმცა შეიძლება შეგვხვდეს საჯარო სივრცეშიც
(მაგ: სოც.ქსელში გაკეთებული პოსტების, კომენტარების სახით). შევიწროება აალებისგან
განსხვავდება იმით, რომ მას ცალმხრივობა ახასიათებს. მაშინაც კი, თუ შევიწროებული პირი
საპასუხოდ გამოიყენებს შეურაცხმყოფელ, აგრესიულ ენას, ის არ გვევლინება
პროტაგონისტის როლში, მას მხოლოდ შევიწროების შეწყვეტა სურს.

კიბერსტალკინგი (Cyberstalking) - წინასწარ შერჩეული სამიზნის ,,ადევნება”, ,,გადაკიდება”,


თვალთვალი ვირტუალურ სივრცეში და ძალადობრივი, მუქარის შემცველი შეტყობინებების
განგრძობითად გაგზავნა. აღნიშნული შეტყობინებები ისეთია, რომ აჩენს საფრთხის განცდას
რეალურ ცხოვრებაშიც. როგორც წესი, კიბერსტალკინგის დროს მოძალადე თავისი ქცევით
ცდილობს სამიზნის კონტროლს მუქარით, შანტაჟით და სხვა გზებით. მოძალადე შეიძლება
იყოს როგორც ნაცნობი (მაგ. ყოფილი მეგობარი, ყოფილი შეყვარებული), ისე უცნობი
პიროვნება. ზოგჯერ უცნობი სამიზნესთან კომუნიკაციას ახდენს ანონიმურად, ზოგჯერ კი
კიბერსტალკინგს წინ უძღვის ერთი შეხედვით ნეიტრალური, ან სულაც პოზიტიური
ვირტუალური ურთიერთობის დამყარება სამიზნესთან.

გამოტანა, გასაჯაროება (Outing) - პირადი, სენსიტიური, ინტიმური ინფორმაციის


გასაჯაროვება ან სხვასთან გაგზავნა თქვენი ნებართვის გარეშე, თქვენი სურვილის
საწინააღმდეგოდ. მაგ. თანაკლასელებმა ფარულად გადაიღეს თქვენი მარცხი სპორტის
გაკვეთილზე და ვიდეომასალა საჯარო პლატფორმაზე ატვირთეს? ან თქვენს მეგობართან
პირადი კომუნიკაცია გაასაჯაროეს? ან სპორტ-დარბაზის გასახდელში ფარულად გადაღებული
ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთეს? ან გამოაქვეყნეს პოსტი თქვენი პირადი
ურთიერთობების შესახებ? ეს კიბერბულინგია!
69

ცილისწამება, რეპუტაციის შელახვა (Denigration) - თქვენ შესახებ ცრუ, დამაკნინებელი


ინფორმაციის, ჭორების, ხელოვნურად შექმნილი აუდიო-ვიზუალური მასალების გავრცელება
ინტერნეტით ან ტელეფონით. ამ დროს შესაძლოა შეტყობინებები ფართოდ გავრცელდეს
ონლაინ საზოგადოებაში ისე, რომ თქვენ არც კი იცოდეთ ამის შესახებ. ასეთი ქმედებების
მიზანია თქვენი რეპუტაციის შელახვა, სოციალური ურთიერთობების გაფუჭება.

პერსონაცია (Impersonation) - თქვენი სოც.ქსელის გვერდის, ელ.ფოსტის, პირადი ბლოგის


ანგარიშში უკანონო შეღწევის (,,გატეხვის") გზით თქვენი სახელით განხორციელებული
აქტივობები (მაგ. პოსტის დაწერა, სურათების გამოქვეყნება, კომენტარის გაკეთება, მიმოწერა და
ა.შ.). ცხადია, ასეთ შემთხვევებში თქვენ ჩავარდებით უხერხულ და არასახარბიელო სიტუაციებში,
რადგან სხვა თქვენი სახელით გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც თქვენ არ გსურთ, არ შეესაბამება
თქვენს ინტერესებს და ა.შ.

გამორიცხვა, გაძევება, მოშორება (Exclusion) - გარკვეულ ვირტუალურ ჯგუფებთან,


გვერდებთან, პოსტებთან და ა.შ. წვდომის მიზანმიმართული შეზღუდვა მაშინ, როდესაც თქვენ
სურვილი და სრული უფლება გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა შესაბამის აქტივობებში. თუ ეს არის
კონკრეტული ადამიანების ჯგუფის, მაგ. თქვენი პარალელური კლასელების მიერ შექმნილი
დახურული ჯგუფი მხოლოდ თავიანთი კლასის მოსწავლეებისთვის, მაშინ ბუნებრივია, რომ
წვდომა არ გექნებათ. მაგრამ თუ ეს არის თქვენი კლასის ვირტუალური ჯგუფი და მასზე წვდომა
მხოლოდ თქვენ შეგიზღუდეს, ეს უკვე კიბერბულინგად ჩაითვლება. ასეთი ტიპის სოციალურ
გარიყვას აქვს ნეგატიური ემოციური გავლენა მოზარდის ფსიქიკაზე.

ზოგჯერ კიბერბულინგთან ბრძოლა, მისგან თავის დაღწევა უფრო ძნელია, ვიდრე ე.წ.
ტრადიციული ბულინგის შემთხვევებთან. ამას განაპირობებს რამდენიმე გარემოება:

დისტანცია კიდევ უფრო ,,ათამამებს" მჩაგვრელს,; ის უფრო ადვილად ამბობს და აკეთებს


იმას, რაც შეიძლება პირისპირ ვერ ეთქვა, ვერ გაეკეთებინა. ამ დროს მას ემპათია (სხვისი
განცდების გაგების და გაზიარების უნარი) კიდევ უფრო ნაკლებად აქვს თქვენ მიმართ, უფრო
მეტად უჭირს საკუთარი ქცევის შედეგების გააზრება- თუ რას განიცდით, რას გრძნობთ, რას
ფიქრობთ.

მჩაგვრელს ციფრული, ვირტუალური სივრცე თავისუფლებას აძლევს. მისი ქცევა შეიძლება


შეუმჩნეველი დარჩეს მშობლისთვის, მასწავლებლისთვის. შესაბამისად, მას ამ დროს არავინ
აკონტროლებს, არავინ ერევა მის ქცევაში. უფრო მეტიც, ზოგჯერ შეუძლია ანონიმურადაც კი
დარჩეს და სხვებისგან ყოველგვარი სათანადო უკუკავშირისა და ჩარევის გარეშე
დაუსრულებლად განაგრძოს ბულინგი.

კიბერბულინგის დროს ტექსტი/ფოტო/ვიდეოს გავრცელებამ ძალზე ფართო მასშტაბებს და


აუდიტორიას შეიძლება მიაღწიოს მაშინ, როდესაც ფიზიკურ გარემოში მომხდარი ბულინგის
უშუალოდ შემსწრეთა წრე შემოსაზღვრულია.
70

რა უნდა გააკეთოთ კიბერბულინგის შემთხვევებისგან თავის


და სხვების დასაცავად?

ირწმუნე და შეეცადე სხვებიც დაარწმუნო, რომ კიბერბულინგი ისევე, როგორც


ბულინგის სხვა ფორმები, მიუღებელია, რომ ეს კარგს არავის მოუტანს, არც
მსხვერპლს და არც ბულინგის განმახორციელებელს.

შეინარჩუნე სიმშვიდე! შეეცადე ბულინგს ბულინგით არ უპასუხო. გახსოვდეს,


ხშირად მჩაგვრელის ქცევის მიზანი სხვისი ყურადღების მიპყრობა და მისი
გამოწვევაა. ვინმე უტიფრად გაკრიტიკებს და შეურაცხყოფას გაყენებს საჯაროდ
სოციალურ ქსელში? უბრალოდ, დააფიქსირე, რომ მისი ქმედება არასწორია, ნუ
ჩაებმები ,,ვირტუალურ ომში".

არ გახადო შენი პირადი, სენსიტიური ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდო-


მი;

ვინმე გემუქრება? პირად ინფორმაციას ასაჯაროებს? შენი სახელით ცრუ


ინფორმაციას ავრცელებს? მიმართე სანდო უფროსს დახმარებისთვის
-მშობელს, მასწავლებელს, ნათესავს, სოციალურ მუშაკსა ან პატრულს; შეინახე
მიმოწერები, კომენტარები და სხვა მტკიცებულებები და აჩვენე უფროსებს,
რათა მათ დროულად მოახერხონ კიბერბულინგის აღკვეთა.

თუ ხარ კიბერბულინგის მოწმე, გახსოვდეს, ამ დროს ბულინგის სამიზნისადმი


შენს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს! დაგმე კიბერბულინგი,
შეძლებისდაგვარად დაეხმარე სხვას კიბერბულინგის აღკვეთაში, მოუწოდე
სიფრთხილის ზომების დაცვისკენ, რათა არ გახდეს კიბერბულინგის სამიზნე.
შენი, როგორც მოწმის როლი განსაკუთრებით დიდია, რადგან კიბერბულინგის
შემთხვევები ხშირად მოზრდილების თვალთახედვის არეში ვერ ექცევა და
შესაბამისად, მათი მხრიდან დროული რეაგირება ვერ ხდება.
71

კიბერ-ჰიგიენა

წესი #1.
საკუთარ ანგარიშებში შესასვლელად დააყენე ძნელად გამოსაცნობი კოდი
(პაროლი).

წესი #2.
თუ რამდენიმე ანგარიში გაქვს, დააყენე სხვადასხვა კოდი;

წესი#3.
პერიოდულად გამოცვალე კოდი/კოდები;

წესი #4.
არ გაუზიარო სხვას შენი კოდი/კოდები;

წესი #5.
აკონტროლე, რომ ჩართული არ დაგრჩეს შენი პირადი ანგარიშები; ან სხვის
კომპიუტერს არ დაამახსოვრებინო შენი მონაცემები;

წესი #6.
გადმოწერე აპლიკაციები მხოლოდ სანდო პორტალიდან.

წესი #7.
საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენე ე.წ. ,,დაბლოკვის", ,,დარეპორტების" და
უსაფრთხოების სხვა პარამეტრები. თუ შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია
ამის შესახებ, დაეკითხე სხვას.
72

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

რამდენადაც ბულინგს შეუძლია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თუ


ფიზიკური ზიანი მიაყენოს მსხვერპლს, საჭიროა დროულად მოხდეს მისი
აღმოცენების პრევენცია, არსებულ შემთხვევათა იდენტიფიცირება და
სათანადო რეაგირება.

ბულინგის ცალკეულ შემთხვევათა შესწავლა გვიჩვენებს, რომ ხშირად სამივე


მხარეს - მოძალადესაც, მსხვერპლსაც და მოწმესაც აქვთ რაღაც საერთო, ეს
არის სოციალურ-ემოციური უნარების დეფიციტი, რის გამოც ბულინგის
შემთხვევები აღმოცენდება და ნარჩუნდება ბავშვთა სოციუმში. მაგ.
მოძალადეს შეიძლება ჰქონდეს: ემოციების რეგულაციის, საკუთარი ქცევის
მართვის სირთულეები, ემპათიის დეფიციტი, არაადეკვატური თვითშეფასება,
სხვისი ყურადღების მიპყრობის არასწორი სტრატეგიები და სხვ. ხშირ
შემთხვევაში, ბავშვს, რომელიც არის ბულინგის სამიზნე, შეიძლება
ახასიათებდეს დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა,
დამოუკიდებლობის არასაკმარისი უნარები; და ბოლოს, რომელ თანატოლ
მოწმეს შეუძლია სათანადო, სწორი რეაგირება ძალადობრივი სცენების
შესაჩერებლად? მან, ვინც იცის, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქცევა,
ვისაც შეუძლია ემპათიით შეხედოს მსხვერპლს და სცადოს მისი დახმარება,
ვისაც შეუძლია ხმა აიმაღლოს სამართლიანობის დასაცავად და თანაც არა
აგრესიული, არამედ ასერტული გზით. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია
ამოიცნოთ მოსწავლეთა დეფიციტური სოციალურ-ემოციური უნარები და
შეეცადოთ მათ განვითარებას;

გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი მშობლებისა


და მასწავლებლების მხრიდან არასწორი დარიგებები ხელს უწყობს
ბულინგის დამკვიდრებას და მწვავე ფორმების აღმოცენებას სასკოლო
გარემოში. მაგ: მოზრდილის დარიგება: ,,სანამ დაგარტყამენ, შენ დაარტყი!",
,,გოგოს ამდენს როგორ უთმენ, ბიჭი არა ხარ?", ,,მაგარი თუ ხარ, ყველა შენ
ჭკუაზე უნდა ატარო სკოლაში", ,,შენ უნდა იყო ბოსი!" - სხვა არაფერია, თუ არა
ბავშვისთვის მოწოდება, გახდეს მოძალადე.
73

სამწუხაროდ, ხშირად თვითონ ზრდასრულები ხდებიან არასწორი როლური


მოდელები ბავშვებისათვის, აჩვენებენ რა თავიანთი ქცევებით, რომ სხვისი
დამორჩილება მარტივად არის შესაძლებელი ძალადობრივი მეთოდებით,
მიზანი ამართლებს საშუალებას, უფროსს და ძლიერს უნდა ემორჩილებოდეს
უმცროსი და სუსტი, დამაკნინებელი მეტსახელების დაძახება და დაცინვა
მისაღებია. ამიტომ, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ გმართებთ, სიფრთხილით
მოეკიდოთ თქვენს თითოელი ფრაზას და ქცევას, რათა არ იქნათ აღქმული,
როგორც ბულინგისკენ მომწოდებელი ან მომხრე;

არ არის მართებული მასწავლებლების მხრიდან ბულინგის ქცევების


იგნორირება, მით უმეტეს - მოწონება და გამართლება. ყოველთვის დაგმეთ
ბულინგის შემთხვევები, მიუთითეთ, რომ მოსწავლეთა შორის ასეთი
მოპყრობა არასწორია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ და რამ მოახდინა ასეთი
ქმედების პროვოცირება;

იყავით ფხიზლად, არ აგერიოთ ბულინგის შემთხვევები გართობაში, უბრალო


კინკლაობაში, ბავშვურ ხუმრობებში; დროულად დაინახეთ ბულინგის
სიგნალები და დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ჩაგვრის ფაქტი. ზოგჯერ რთულია
ბულინგის განსხვავება თანატოლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტური
სიტუაციებისგან, ჩხუბისგან. თანატოლებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს
ბულინგისგან ის განასხვავებს, რომ, როგორც წესი, ეს არის არა
განმეორებითი, არამედ პროვოცირებულია რაიმე მიზეზით მხოლოდ ერთეულ
შემთხვევებში; ამ დროს არ არის ძალთა დისბალანსი; შედეგების
გაცნობიერების შემთხვევაში ბავშვი განიცდის მომხდარს, წყვეტს სადავო
ქმედებას, შეიძლება ნანობდეს და ჰქონდეს კონფლიქტის მოგვარების
სურვილიც და გადადგას ნაბიჯი ამისთვის; (ბულინგის სწორ
იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ იმ მახასიათებლების ცოდნა, რაც ზემოთ
არის განხილული ბულინგის განმარტების ნაწილში).

დაადგინეთ ბულინგის მაპროვოცირებელი გარემოებები და შეეცადეთ


კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას. ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვებს,
მათ შორის ყველა მხარეს; დაეხმარეთ სიტუაციის გაანალიზებასა და
მოგვარებაში; აჩვენეთ კონფლიქტის მოგვარებისა თუ სასურველის მიღების
ალტერნატიული გზები;

დაუთმეთ დრო ციფრული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის და ონლაინ


მომსახურებების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების,
კიბერბულინგის საფრთხეების განხილვას, მოუწოდეთ სიფრთხილისაკენ;
74

რამდენადაც ბულინგს განმეორებითი ხასიათი აქვს, მის აღმოსაფხვრელად


შეიძლება დაგჭირდეთ კონსულტაციის გავლა ფსიქოლოგთან. საჭიროების
შემთხვევაში, მჭიდროდ ითანამშრომლეთ მშობელთან, მანდატურთან და
სპეციალისტებთან. როდესაც სკოლა საკუთარი რესურსებით ვერ ძლევს
ბულინგის პრობლემას, საჭირო იქნება რეფერირების გაკეთება
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებთან.

სავარჯიშოები ბულინგის პრევენციისთვის


საჭირო უნარების განსავითარებლად

სავარჯიშო #1
ჩაგვრა ზღაპრებში, მოთხრობებსა და ფილმებში

აქტივობის მიზანი:
ბულინგის შემთხვევების ამოცნობა, მონაწილე მხარეების როლების გაცნობიერება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ ჩაგვრის/ბულინგის მაგალითები ზღაპრებიდან,
მოთხრობებიდან, მულტფილმებიდან, ფილმებიდან. გამოყონ სიტუაციაში მონაწილე
მხარეები (მჩაგვრელი, მსხვერპლი, მოწმე). წარმართეთ დისკუსია შემდეგი საკითხების
ირგვლივ:

რამ შეუწყო ხელი ჩაგვრას?

რამდენად გამართლებულია თითოეული პერსონაჟის ქცევა?

როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პერსონაჟები, რას ურჩევდნენ თითოეულს, თვითონ


როგორ მოიქცეოდნენ მსხვერპლის ან მოწმის როლში.

მიეცით უკუკავშირი, გააკეთეთ აქცენტები ბულინგის ნეგატიურ მხარეებზე, ბულინგის სიტუაციებში


მსხვერპლისა და მოწმის მიზანშეწონილ ქცევებზე.
75

სავარჯიშო #2
არის თუ არა ბულინგი?

აქტივობის მიზანი:
ბულინგის შემთხვევების ამოცნობა

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს წაუკითხეთ ქვემოთ მოცემული შემთხვევის აღწერები (რომელთაგან
პირველი არ შეიცავს ბულინგს, დანარჩენი კი შეიცავს).

1. ნინო და მარი მეგობრობენ. ისინი ეზოში თითქმის სულ ერთად თამაშობენ


რამდენიმე სხვა ბავშვთან ერთად. ერთ დღეს მარი სხვა ბავშვებთან ერთად
სეირნობდა, როდესაც ნინო მასთან მივიდა და შესთავაზა საქანელებზე წასვლა.
მარიმ ნინოს უთხრა, რომ არ სურდა მასთან ერთად საქანელებზე წასვლა, რადგან
ისედაც კარგად ერთობოდა. ნინოს ეწყინა და ატირებული დაბრუნდა სახლში.

2. გოგა და სანდრო თანაკლასელები არიან. სანდრო სკოლაში ახალი ჩანთით მივიდა.


დასვენების დროს გოგამ სანდროს ჩანთა დამალა. გოგამ და სხვა მოსწავლეებმა
ბევრი იცინეს, როდესაც განერვიულებულ სანდროს მთელ კლასში მოუწია ჩანთის
ძებნა. სხვა დროს ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს და გოგამ ყველას აუკრძალა, რომ
სანდრო გუნდში შეეყვანათ. (ბულინგის შემთხვევა)

3. ნიკას თავისი მობილური ტელეფონი სკოლაში დარჩა. თეომ და შორენამ


გადაწყვიტეს წაეღოთ დასაბრუნებლად. სანამ დააბრუნებდნენ, თეოს
ცნობისმოყვარეობამ სძლია და მიუხედავად იმისა, რომ შორენას მისი ქცევა არ
მოეწონა, ,,კარგად დაათვალიერა"მთელი ტელეფონი, მიმოწერებიც წაიკითხა და
ნიკას სახელით პასუხებიც გასცა. ატვირთა და გააზიარა წვეულების დროს
გადაღებული კადრებიც. (კიბერბულინგის შემთხვევა)
76

წარმართეთ დისკუსია შემდეგი კითხვების გამოყენებით:

შეიცავდა თუ არა შემთხვევის აღწერა ბულინგს?

რატომ ფიქრობთ ასე?

თუ კი, ბულინგის რომელი ფორმა იყო?

როგორ მოიქცეოდით თითოეულ შემთხვევაში მსხვერპლის ან მოწმის ადგილზე?

სავარჯიშო #3
ბულინგის მსხვერპლი

აქტივობის მიზანი:
ბულინგის მსხვერპლის როლში საკუთარი თავის წარმოდგენა

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დაურიგეთ მონაწილეებს ბარათები, სადაც მოცემულია ბულინგის ფაქტები (იხ.ქვემოთ),
თუ მონაწილეთა რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა, რამდენიმე მოსწავლეს მიეცით
ერთი და იგივე ბარათი, რაც ერთი და იმავე სიტუაციაზე რეაგირების შედარების
შესაძლებლობას მოგცემთ.

ონლაინ ფორმატით ჩატარების შემთხვევაში თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად გაუგზავნეთ


ბულინგის ფაქტების აღწერები.

დასვენებაზე ყველა
ერთობა, ან საუბრობენ,
ხედავ, რომ კლასელები როცა ბუფეტში, რიგში როდესაც ინსტაგრამზე
ან თამაშობენ ჯგუფურად.
შენკენ თითს იშვერენ, დგახარ, უფროსკლასელი სურათს დადებ,
შენ კი არ გრთავენ არც
ჩურჩულებენ და იცინიან ხელს გკრავს და შენ წინ დამამცირებელ და
საუბარში და არც
დგება დამცინავ კომენტარებს
თამაშში, გეუბნებიან
გიწერენ
,,გადი, თავი დაგვანებე".
77

შენი კლასელი როცა კი როგორც კი ახალ ფოტოს კლასელები გეძახიან


გვერდით ჩაგივლის, დადებ, შენი თანაკლასელი უცხოპლანეტელს
მუჯლუგუნს გკრავს, ან ცუდ, დამამცირებელ,
თმას გწიწკნის, ან დამცინავ კომენტარებს
გჩქმეტს გიწერს

მოსწავლეებს სთხოვეთ გაითავისონ მსხვერპლის როლი და ისაუბრონ, თუ რას იგრძნობდნენ, რას


იტყოდნენ, რას გააკეთებდნენ მოცემულ შემთხვევაში. მიეცით უკუკავშირი. მიაწოდეთ სწორი
რეაგირების ალტერნატიული გზები.

სავარჯიშო #4
ერთად ვამარცხებთ ბულინგს

აქტივობის მიზანი:
ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობების და საკუთარი როლის გაცნობიერება

სამიზნე კლასი:
საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დაყავით მონაწილეები 4-5 წევრიან ჯგუფებად. სთხოვეთ იმუშაონ პრეზენტაციის
მომზადებაზე. კერძოდ, მათ უნდა განსაზღვრონ, თუ რა არის საჭირო ბულინგის
შემცველი სიტუაციების აღმოსაფხვრელად/შესამცირებლად, კონკრეტულად რა
ცვლილება იქნება ეფექტური, რა უნდა ისწავლოს, რა არ უნდა გააკეთოს ბულინგის
სიტუაციის თითოეულმა მონაწილემ - მჩაგვრელმა, მსხვერპლმა და მოწმემ.

აქტივობის ონლაინ ფორმატით ჩატარების შემთხვევაში უმჯობესია წინასწარ გადაუგზავნოთ


დავალება თითოეულ ჯგუფს, რომლებიც ცალ-ცალკე ონლაინ ფორმატში შეასრულებენ ჯგუფურ დავალებას
და საერთო ონლაინ შეხვედრის დროს გააკეთებენ პრეზენტაციას.
07

მეგობრობა და
თანატოლებთან
ურთიერთობა
79

,,რადგან შენ ჩემი მეგობარი ხარ, მე პასუხისმგებელი ვარ შენზე.’’

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რას ნიშნავს მეგობრობა?

ვის ვუწოდებთ მეგობარს?

რატომაა მნიშვნელოვანი კარგი მეგობრების ყოლა?

როგორ უნდა მივხვდეთ ჯანსაღია თუ არა ჩვენი მეგობრობა კონკრეტულ


ადამიანთან?

რას ნიშნავს პოზიტიური საკლასო გარემო?

ადამიანები სოციალური არსებები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სიცოცხლის
განმავლობაში გვჭირდება ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუმცა, გარშემომყოფებთან
ურთიერთობები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სიხშირითა და სიახლოვით ხასიათდება.
ადამიანებს, ხშირად კი ჩვენს თანატოლებს, რომელთაც განსაკუთრებით ვენდობით, საერთო
ინტერესები და ემოციური კავშირი გვაქვს, მეგობრებს ვუწოდებთ.

სამწუხაროდ, ყველა ურთიერთობა, რომელსაც მეგობრობას ვუწოდებთ, შეიძლება სულაც არ იყოს


მეგობრობა. როგორ უნდა მივხვდეთ ნამდვილი მეგობარია თუ არა ვინმე ჩვენთვის? ამის
გარკვევაში ქვემოთ მოცემული მახასიათებლები დაგეხმარებათ, რომლებიც სამ კატეგორიადაა
დაყოფილი და რომელთა ასახსნელადაც ხშირად შუქნიშნის მეტაფორასაც იყენებენ: ნიშნების
ნაწილი შუქნიშანზე ანთებულ მწვანე ფერს შეესაბამება, ნაწილი-ყვითელს და მათ
გამაფრთხილებელ ნიშნებად მოვიხსენიებთ, მესამე ნაწილი კი წითელი ფერის ანალოგიურია და
საგანგაშო სიტუაციაზე მიუთითებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
80

ჯანსაღი მეგობრობის მახასიათებლები:

მართალია, ყველა მეგობრობა უნიკალური და განსხვავებულია, მაგრამ ჯანსაღ


მეგობრობას მაინც აქვს გარკვეული ზოგადი მახასიათებლები. რაც უფრო მეტად
ვლინდება ისინი თქვენს ურთიერთობაში, მით უფრო პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ
თქვენი მეგობრობა.

მწვანე შუქი:

როგორც წესი, ბედნიერად გრძნობ თავს ამ


ადამიანის გარემოცვაში და სასიამოვნოდ ატარებ
ხოლმე დროს მასთან.

შეგიძლია გულახდილად გამოხატო საკუთარი


აზრები და განცდები ამა თუ იმ საკითხთან
დაკავშირებით და მოუყვე სხვადასხვა მოვლენის
შესახებ, რომელიც თავს გადახდა.

როგორც წესი, ყურადღებით გისმენს და პატივს სცემს შენს გრძნობებს და


შეხედულებებს. ყოველთვის გრძნობ მის მხარდაჭერას.

თავადაც გიზიარებს საკუთარ გრძნობებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ


ისტორიებს.

თუ ურთიერთობაში რაიმე პრობლემა ჩნდება, ორივე ცდილობთ მის მოგვარებას.

თუკი რამე წარმატებას აღწევ და სასიხარულო ამბავი ხდება შენს ცხოვრებაში, შენი
მეგობარიც იზიარებს ამ დადებით ემოციებს.

მიუხედავად თქვენი სიახლოვისა, სხვა ადამიანებთანაც აგრძელებ ურთიერთობას


და მეგობრობას.
81

ყვითელი შუქი: გამაფრთხილებელი ნიშნები

თუკი ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმე მათგანი გაწუხებს, ეს იმაზე მიუთითებს რომ


კონკრეტულ ადამიანთან მეგობრობა შეიძლება ბოლომდე ჯანსაღი არ იყოს და რამის
შეცვლას საჭიროებდეს:

გეშინია, რომ თუკი რაიმე პირად ინფორმაციას გაუზიარებ,


შეიძლება გარშემომყოფებთან გაავრცელოს იგი.

ზოგჯერ გრძნობ დაცინვას მისი მხრიდან.

იშვიათად გეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ შენი


სურვილები გამოხატო და დაგეგმო, თუ რას გააკეთებთ
კონკრეტული შეხვედრის დროს.

ზოგჯერ იძულებული ხარ ისე მოაჩვენო თავი, თითქოს


ეთანხმები მის აზრს, მაშინაც კი, როდესაც ეს ასე არ არის.

გეშინია, რომ თუკი განსხვავებულ აზრებს გამოხატავ,


მეგობრები აღარ იქნებით.

წითელი შუქი: არაჯანსაღი მეგობრობის ნიშნები

როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც მეგობარს ვუწოდებთ, შეიძლება


სულაც არ იყოს ჩვენი ნამდვილი მეგობარი. თუკი თანატოლთან ურთიერთობაში ქვემოთ
მოცემული ნიშნებიდან რომელიმე მაინც გხვდება, ეს იმის სიგნალია, რომ საქმე
შეიძლება სწორედ ასეთ არაჯანსაღ ურთიერთობასთან გვქონდეს.

გეშინია მისი გაბრაზების.

მუდმივად გაკრიტიკებს შენ ან შენთვის ძვირფას


ადამიანებს.

გემუქრება, რომ რამეს დაგიშავებს.

გჩაგრავს, გატყუებს ან დაგცინის.

გაიძულებს ისეთი რამის გაკეთებას, რაც არ გსურს, ან


მიუღებელია შენთვის.

გამოხატავს ძლიერ შურს შენ მიმართ.


82

გიშლის ან გიზღუდავს ურთიერთობებს სხვა


თანატოლებთან.

შენს ზურგს უკან ლაპარაკობს.

როგორ მოვიქცეთ არაჯანსაღი მეგობრობის შემთხვევაში?

პირველ რიგში, უთხარით მეგობარს, კონკრეტულად რა არ მოგწონთ თქვენს


ურთიერთობაში, ან მისი რომელი ქცევებია საწყენი თქვენთვის. მაგალითად, “არ
მომწონს, რომ სულ მაკრიტიკებ. თუ ეს არ შეიცვლება, ვეღარ გავაგრძელებ შენთან
მეგობრობას.“ ან „არ მომწონს , რომ ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობ. თუ ეს არ შეიცვლება,
ვეღარ ვიმეგობრებ შენთან.“

თუკი ასეთი გულახდილი საუბრის შემდეგაც, ადამიანი არაფერს შეცვლის საკუთარ


ქცევაში, მაშინ დროა ახალი მეგობრების შეძენაზე იფიქროთ, რომლებიც უკეთესად
მოგექცევიან. პირველ რიგში, იფიქრეთ იმ თანატოლებზე, რომლებსაც თქვენი მსგავსი
ინტერესები აქვთ, ეს, როგორც წესი, აიოლებს საერთო ენის გამონახვას
გარშემომყოფებთან. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მეგობრების შეძენას გარკვეული დრო
და ძალისხმევა სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ თუ გვსურს კარგი მეგობარი
გვყავდეს, ჩვენ თავად უნდა გავხდეთ კარგი მეგობარი. როდესაც მეგობრულად
ვიქცევით, ეს სხვებსაც უჩენს ჩვენთან მეგობრობის სურვილს.

რას გულისხმობს მეგობრული ქცევა?

მეგობრული ქცევა მიმართულია იმაზე, რომ გარშემომყოფმა ადამიანებმა უსაფრთხოდ


და კომფორტულად იგრძნონ თავი ჩვენს გარემოცვაში და იგი ბევრ სხვადასხვა
მოქმედებასა და უნარს აერთიანებს; პირველ რიგში, ეს არის გულწრფელი ინტერესის
გამოხატვა სხვა ადამიანების მიმართ, მათი მხარდაჭერის და დახმარების მზაობა,
ემპათიისა და მხარდაჭერის გამოვლენა, მათი შეხედულებების პატივისცემა,
გულახდილობა, რაიმე აქტივობის ან თამაშის დროს რიგის დაცვა, მათი წარმატებისა და
სიხარულის გაზიარება, გულწრფელი შექება და სხვა. მეგობრული ქცევების
გამოვლენაში უდიდეს როლს ასრულებს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარებიც.
83

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

რატომაა მნიშვნელოვანი მეგობრობა ბავშვისთვის?


მეგობრობას უდიდესი როლი აქვს ბავშვის როგორც სოციალურ- ემოციურ,
ასევე კოგნიტური განვითარების თვალსაზრისით. თანატოლებთან
სტაბილური, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობი ბავშვებს სტრესის
შემცირებაში ეხმარება, მათი საშუალებით ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან
სოციალურ უნარებს, როგორიცაა თანამშრომლობა, გაზიარება და, ასევე,
კონფლიქტური სიტუაციების მართვა. მეგობრული ურთიერთობების
დამყარება ბავშვში, ასევე, კონკრეტულ ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდას
აძლიერებს და ხელს უწყობს თანაგრძნობისა და სხვა ადამიანების
პერსპექტივის დანახვის უნარების განვითარებასაც. მეგობრები დიდ როლს
ასრულებენ საკუთარი თავის შემეცნებასა და იდენტობის ჩამოყალიბების
პროცესშიც.

რატომაა, რომ ზოგიერთ ბავშვს უჭირს გარშემომყოფებთან მეგობრული


ურთიერთობების ჩამოყალიბება?
ბავშვების უმეტესობას სურს გარშემომყოფებთან მეგობრული
ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათ ნაწილს ამის გაკეთება ადვილად
გამოსდის. ნაწილისთვის კი ეს მეტ დროს, ძალისხმევასა და გარკვეული
სირთულეების გადალახვას მოითხოვს.

მეგობრების შეძენის სირთულეებს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება


განაპირობებდეს, ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

ისეთი სოციალური სიგნალების აღქმისა და გაგების სირთულე, როგორიცაა


თანამოსაუბრის ტონი, მისი სახის გამომეტყველება ან სხეულის ენა.

ჰიპერაქტიურობა.

იმპულსურობა.
84

უყურადღებობა .

ემპათიის ნაკლებობა.

სხვათა პერსპექტივის, მოსაზრებების გათვალისწინებისადმი მზაობის


არქონა.

პრობლემის გადაჭრის უნარების ნაკლებობა.

საკუთარი ჯერის დალოდების სირთულეები.

მოსმენა, საუბრის წამოწყების და კომუნიკაციის სხვა უნარების ნაკლებობა.

თამაშის წესებისა და ინსტრუქციების გაგების სირთულე.

ბრაზის მართვის სირთულეები და სხვ.

სირთულეების ჩაკეტილი წრე


ზემოაღწერილი მახასიათებლები ხელს უშლის ბავშვს თანატოლებთან
თამაშის და ინტერაქციის პროცესში, სწორედ ამიტომ, ასეთი სირთულეების
მქონე ბავშვები ხშირად ხდებიან იზოლირებულნი და უარყოფილნი
თანატოლთა მიერ, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მათ
თვითშეფასებაზე, იწვევს მარტოობის განცდას და სხვა ნეგატიურ ემოციას.
თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო ისინი სულ უფრო და უფრო
მგრძნობიარენი ხდებიან თანატოლთა რეაქციებისა და შეფასებების
მიმართ, ამიტომ თავს იკავებენ მათთან აქტიური კონტაქტისგან.
თანატოლებთან კონტაქტის შემცირება კი ხელს უშლის სოციალური
უნარების შემდგომ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ თანატოლებთან დაკავშირებული სირთულეები
მნიშნელოვან კვალს ტოვებს ინდივიდზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე.
თუმცა, როგორც ბევრი სხვა უნარის შემთხვევაში, მეგობრული
ურთიერთობების ჩამოყალიბებაც დასწავლადი და განვითარებადია.
85

პოზიტიური საკლასო გარემოს გავლენა მოსწავლეთა ურთიერთობებზე


მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ხელს
უწყობს პოზიტიური საკლასო გარემოს არსებობაც. პოზიტიურია გარემო,
სადაც მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, არ ეშინიათ შეცდომების
დაშვების, შეუძლიათ გულახდილად საუბარი, ამავე დროს გააჩნიათ ნდობა
და პატივისცემა როგორც ერთმანეთის, ასევე მასწავლებლების მიმართ.
ამის საპირისპიროა გარემო, სადაც მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ
ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, დაყოფილნი არიან მცირე ჯგუფებად და
ამჟღავნებენ მტრულ განწყობებს ერთმანეთის მიმართ, არ აღელვებთ
ერთმანეთის განცდები და საჭიროებები.
თუმცა,უნდა გვახსოვდეს, რომ პოზიტიური ატმოსფერო კლასში თავისთავად
არ აღმოცენდება და მის შესაქმნელად საჭიროა გარკვეული ძალისხმევა
გარშემომყოფების, პირველ რიგში, კი მასწავლებლის მხრიდან. ამასთან,
მართალია, ,პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა არასოდესაა გვიან, მაგრამ
რეკომენდებულია ამ მიმართულებით მუშაობა სასწავლო წლის
დასაწყისიდანვე დავიწყოთ.

სკოლის დაწყების პირველივე დღეებს ნუ დაუთმობთ მხოლოდ აკადემიურ


საქმიანობას. შესთავაზეთ მოსწავლეებს რაიმე თამაში, რაც მათ ერთმანეთის
და თქვენი უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემთ.

პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის მიზნით, სასწავლო წლის დასაწყისშივე


მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეთ ქცევის წესები. ჰკითხეთ ბავშვებს,
როგორ სურთ, რომ მოექცნენ გარშემომყოფები და შემდეგ ამის საფუძველზე
ჩამოწერეთ ქცევის ის მისაღები ფორმები, რომლებსაც დაიცავენ და
გაითვალისწინებენ მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში. როდესაც
მოსწავლეები თავად არიან ჩართულნი ქცევის წესების შემუშავებაში, მეტი
ალბათობით ასრულებენ მათ.

გაიცანით თქვენი მოსწავლეები და დაეხმარეთ მათ, რომ გაგიცნონ თქვენ -


მიეცით ბავშვებს საკუთარი ისტორიების გაზიარების საშუალება, საზაფხული
არდადეგებთან თუ რაიმე დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ასევე, სასურველია, თავადაც გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება ან
ისტორიები. ეს ხელს შეუწყობს ნდობაზე დაფუძნებული პოზიტიური
ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
86

წაახალისეთ ნებისმიერი პოზიტიური ინტერაქცია თანაკლასელებს შორის-


ხაზი გაუსვით და შეაქეთ ისინი ერთმანეთის დახმარებისა და
მხარდაჭერისთვის, ისეთი სოციალურად მისაღები ქცევებისთვის,
როგორიცაა, მაგალითად, ჯერის დაცვა, მოსმენა, ბოდიშის მოხდა.

მოსწავლეების დააწყვილეთ სტრატეგიულად, ხშირად აკადემიური უნარების


მსგავსებაზე უფრო ეფექტურია ბავშვების დაწყვილება მათი საერთო
ინტერესების მიხედვით.

მიეცით ბავშვებს საკლასო პროექტზე ჯგუფურად მუშაობის საშუალება, სადაც


თითოეულს ექნება საკუთარი როლი.

ისაუბრეთ სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების ან ისტორიულ ფიგურებს


შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ მახასიათებლებზე.

მოუწოდეთ ბავშვებს პოზიტიური ურთიერთობებისკენ, მაგრამ ნუ დააძალებთ


ბავშვებს ერთმანეთთან მეგობრობას- მართალია, მნიშვნელოვანია ისეთი
ქცევების წახალისება, როგორიცაა გაზიარება, თანაკლასელებთან მისაღები
ფორმით კომუნიკაციის დამყარება, თუმცა შეუძლებელი და
არარეკომენდებულია ბავშვისთვის ვინმესთან მეგობრობის დაძალება.

გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების ნაკლებობას ბავშვების უმეტესობა


მტკივნეულად განიცდის, ამიტომ, ამ თემაზე საუბრისას, პირველ რიგში,
საჭიროა ავუხსნათ ბავშვს, რომ ეს ფაქტი სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ
ისინი ცუდი ადამიანები არიან.
87

სავარჯიშოები თანატოლებთან პოზიტიური


ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.

სავარჯიშო #1
ვინ არის ნამდვილი მეგობარი?

აქტივობის მიზანი:
პოზიტიური, ნდობაზე დაფუძნებული მეგობრობის მნიშვნელობის გაგება.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მიმართეთ ბავშვებს შემდეგი კითხვით: „ რას ნიშნავს სხვა ადამიანთან მეგობრობა?“ ,
“როდისაა ვინმე კარგი მეგობარი?“

სთხოვეთ გონებრივი შტურმის მეთოდის გამოყენებით, ჩამოწერონ ყველა იდეა დაფაზე


ან ფორმატზე.

ბავშვების პასუხების განხილვისას, ხაზი გაუსვით იმ გარემოებას, რომ მეგობრობა,


როგორც წესი, ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება:

მეგობრობის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

საერთო ინტერესები, გატაცებები

სურვილი და მზაობა გააზიარო შენთვის მნიშვნელოვანი განცდები, აზრები,


ისტორიები

ორმხრივი ნდობა

უთანხმოების ან კამათის შემთხვევაში, საკითხის ისე გადაჭრა, რომ მოერიდოთ


ერთმანეთის წყენინებას.

სიყვარული და მზრუნველობა

თანასწორობა- ერთმანეთთან თანაბარი, სამართლიანი მოპყრობა

ერთგულება და სანდოობა- დანაპირების შესრულება, საიდუმლოს შენახვა.


88

სავარჯიშო #2
როგორ გავხდე უკეთესი მოსაუბრე?

აქტივობის მიზანი:
ეფექტური კომუნიკაციის ზოგიერთი ტექნიკის სწავლება, რომელიც თანატოლებთან
ინტერაქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მიმართეთ ბავშვებს შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ინფორმაციის გაცვლის
შესახებ და უკვე ვისწავლეთ, რომ თანამოსაუბრეს უნდა დავუსვათ შეკითხვა,
დაველოდოთ მის პასუხს და შემდეგ ჩვენ მიერვე დასმულ შეკითხვაზე საკუთარი პასუხიც
გავუზიაროთ. თუმცა, შეკითხვების სხვადასხვა ტიპი არსებობს- დახურული, ღია და
დამაზუსტებელი.

აქედან ორი დადებითი სტრატეგიაა, ერთი უარყოფითი.

დახურული შეკითხვები-რომლებზე პასუხი ერთი სიტყვით შეიძლება, მაგალითად


აქვთ კი ან არა-ს გამოყენებით.

დახურული კითხვების ხშირად გამოყენება ხშირად ხელს უშლის დიალოგის პროცესს,


საინტერესო საუბრის წარმართვას. ამიტომ უნდა ვცადოთ, რაც შეიძლება მეტი ღია
კითხვის დასმა. ღიაა კითხვა, რომელზეც პასუხი შედარებით ვრცელია და რომელსაც
ერთი სიტყვით ან კი ან არა-ს გამოყენებით ვერ ვუპასუხებთ. ღია კითხვები საუბარს
უფრო საინტერესოს ხდის.

მეორე დადებითი სტრატეგიაა დამაზუსტებელი შეკითხვების გამოყენება.


დამაზუსტებელია კითხვა, რომელსაც ნათქვამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად
ვიყენებთ. ის ასევე ეხმარება საუბრის შენარჩუნებას და საინტერესოდ წარმართვას.
მოდით, განვიხილოთ
89

დავალება: განვიხილოთ მაგალითი. წაუკითხეთ ბავშვებს მცირე ზომის ტექსტი და


შემდეგ სთხოვეთ მისი განხილვა წყვილებში:

მასწავლებელმა კლასს განუცხადა, რომ კვირას ექსკურსიაზე აპირებდნენ


წასვლას. მთელმა კლასმა შეძახილებით გამოხატა სიხარული. შესვენებაზეც
ყველანი მომავალ ექსკურსიას განიხილავდნენ, ერთი მოსწავლის- ლუკას გარდა,
რომელიც ძალიან მორცხვი იყო. გიორგიმ შეამჩნია, რომ ლუკა განმარტოვებით
იდგა და სცადა მასთან გამოლაპარაკება. მიუახლოვდა, შეხედა და დაუძახა:

-ლუკა, გამარჯობა.

-გამარჯობა.

-მოგწონს ექკურსიებზე სიარული?

-კი.

-გიხარია კვირას რომ მივდივართ?

-კი.

-იმედი მაქვს, სადმე საინტერესო ადგილას წავალთ და თან გავერთობით.


ლუკამ გიორგის ნათქვამზე საპასუხოდ გაიღიმა და თავის მერხს დაუწყო
თვალიერება. გიორგიმ მხრები აიჩეჩა და გაეცალა მას.“

სთხოვეთ ბავშვებს წყვილში ან მცირე ჯგუფში განიხილონ აღნიშნული შემთხვევა და


დაასახელონ, რა ტიპის კითხვები გამოიყენა გიორგიმ და რამდენად ეფექტური იყო ისინი.
შემდეგ კი სცადონ შეკითხვების ახლებურად, უფრო ეფექტური სახით ფორმულირება ისე, რომ
დიალოგი უფრო წარმატებული გამოვიდეს.

დაახლოებით 6-7 წუთის შემდეგ შესრულებული დავალებები განიხილეთ მთლიანი


კლასის ფორმატში. შესთავაზეთ ბავშვებს გაითამაშონ საკუთარი სცენარები.
90

სავარჯიშო #3
საკუთარი ქვეყნის დაარსება

მიზანი:
თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, ჯგუფის შეკვრა და
ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების უნარის განვითარება.

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
შემთხვევითი პრინციპით დაყავით ბავშვები სულ მცირე 2, მაქსიმუმ 10- კაციან
ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია:

„თქვენ სხვა ადამიანებთან ერთად აღმოაჩინეთ დაუსახლებელი კუნძული, რომელიც


ახალ სახელმწიფოდ შეიძლება გამოცხადდეს. თუმცა, ადამიანებმა თქვენ შეგარჩიეს ამ
ახალი სახელმწიფოების მმართველად. ახლა თქვენი დავალებაა შეასრულოთ შემდეგი
ამოცანები:

მოიფიქრეთ სახელმწიფოს სახელი

შექმენით მისი დროშა

შეარჩიეთ ფრინველი, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლო იქნება

შეარჩიეთ ყვავილი, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლო იქნება

დაწერეთ ქვეყნის ჰიმნი

დაწერეთ კანონები, რომლებსაც მოსახლეობა დაემორჩილება

ჯგუფის თითოეულ წევრს შეურჩიეთ თანამდებობა, რომელსაც ქვეყანაში


დაიკავებს.“

დავალება თითოეულმა ჯგუფმა გუნდურად უნდა შეასრულოს, შემდეგ კი შეარჩიოს ჯგუფის


ლიდერი, რომელიც მას დანარჩენ კლასს წარუდგენს. შეგიძლიათ აქტივობა რამდენიმე
შეხვედრაზე გადაანაწილოთ, ან სთხოვოთ თითოეულ ჯგუფს თავად აირჩიონ რამდენიმე
დავალება ზემოთ მოცემული ჩამონათვალიდან.
91

დავალების შესრულების შემდეგ, განიხილეთ მუშაობის პროცესი შემდეგი კითხვების


გამოყენებით:

როგორ მოხდა ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება?

ყველა კმაყოფილია თუ არა საბოლოო არჩევანით? თუ არა, რატომ?

რა უნდა გავითვალისწინოთ ჯგუფური მუშაობის პროცესში?

როგორც წესი, რა როლს ასრულებს თითოეული თქვენგანი ჯგუფური


გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

როგორ უნდა მივხვდეთ სწორი/წარმატებული გადაწყვეტილება მიიღო თუ არა


ჯგუფმა?

რატომ არის მნიშვნელოვანი შეგვეძლოს ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება?

სავარჯიშო #4
„ჯგუფური ხატვა“

მიზანი:
ჯგუფის დავალებაში საკუთარი წვლილის შეტანა, საკუთარი მნიშვნელობის
გაცნობიერება და შეთანხმებული მუშაობა.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დაყავით ბავშვები ჯგუფებად და მიეცით ჯგუფის თითოეულ წევრს სხვადასხვა ფერის
ფლომასტერი ან ფანქარი. გააფრთხილეთ, რომ თითოეულს შეეძლება მხოლოდ
საკუთარი ფლომასტრის/ფანქრის გამოყენება. მათი დავალება კი იქნება ერთობლივი
ნახატის შექმნა ჯგუფში არსებული ყველა ფერის გამოყენებით. მაგალითად, თუკი ჯგუფი
ხის დახატვას გადაწყვეტს, მოსწავლე, რომელსაც ყავისფერი ფლომასტერი ექნება, ხის
ტოტებს გააფერადებს, მის ფოთლებს კი ის მოსწავლე, რომელსაც მწვანე ფლომასტერი
შეხვდა. მოცემული აქტივობის მიმდინარეობისას არ არის ნებადართული
ფლომასტრების გაცვლა და თხოვება.
დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვების შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად მიუთითოთ, რისი
დახატვა ევალება ჯგუფს ან შესთავაზოთ გასაფერადებელი ფურცლები ნახატის შექმნის
ნაცვლად.
92

აქტივობის დასრულების შემდეგ, მოაწყვეთ მცირე დისკუსია:

რამდენად რთული იყო დავალების შესრულება? რატომ იყო რთული ან პირიქით,


მარტივი?

როგორ იმუშავეთ ერთობლივად, როგორც ჯგუფმა?

ჯგუფის ყველა წევრს მოსწონს შესრულებული ნამუშევარი? რატომ?

რა უფრო მარტივია- მარტო მუშაობა თუ ჯგუფთან ერთად?

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მუშაობა?

სავარჯიშო #5
შეხედე, დაიმახსოვრე და ააშენე

აქტივობის მიზანი:
რთული ამოცანის შესრულება გუნდური პრინციპით, ჯგუფში კომუნიკაციის
გაუმჯობესება.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად ისე, რომ თითოეულ ჯგუფში იყოს დაახლოებით 2-დან
5 მონაწილე და განუცხადეთ, რომ აპირებთ სათამაშო კუბებით ან ლეგოებით
კონსტრუქციის აგებას, რომელსაც შირმის უკან მოათავსებთ. ყველა ჯგუფიდან
სათითაოდ, ერთდროულად გამოვა 1 წევრი და დააკვირდება შირმის უკან მოთავსებულ
კონსტრუქციას 5 წამის განმავლობაში, ეცდება დაიმახსოვროს იგი. შემდეგ დაბრუნდეს
საკუთარ ჯგუფში და 25 წამის განმავლობაში სიტყვიერად უნდა აუხსნას დანარჩენებს, თუ
როგორ გამოიყურებოდა კონსტრუქცია და მიუთითოს, როგორ ააგონ იგი.
აქტივობა შესაძლოა გაგრძელდეს მანამ, სანამ რომელიმე ჯგუფი არ შეძლებს
კონსტრუქციის ზუსტად აგებას, ან გარკვეული დროის ამოწურვამდე.
კონსტრუქციის ნაცლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე ნახატი, მაგალითად, ადგილის
გეგმა ან სხვა კარტოგრაფიული მასალა.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს დავალება: 5-წამიანი
დაკვირვების შემდეგ გააკეთონ მცირე ჩანახატი ან ჩანაწერი.
93

დავალების შესრულების შემდეგ მოაწყვეთ მცირე დისკუსია:

დავალების შესრულების რა ეტაპზე იყო საჭირო გუნდური მუშაობა?

რა წვლილი შეიტანა ჯგუფის თითოეულმა წევრმა დავალების შესრულებაში?

როგორ შეიძლება გუნდური მუშაობა დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სავარჯიშო #6
როგორ უნდა გავიგოთ, არის თუ არა საკლასო გარემო პოზიტიური?

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება საკლასო კლიმატთან დაკავშირებით.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მასწავლებლის მიერ განხორციელებული დაკვირვების გარდა, მნიშვნელოვანია
პერიოდულად მივიღოთ უკუკავშირი თავად მოსწავლეების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
შესთავაზეთ მათ წერილობითი ფორმით გასცენ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ თავს კლასში?

გრძნობ თუ არა თავს ჯგუფის წევრად?

რა გინდა, რომ ვიცოდე შენ შესახებ?

შენი აზრით, რამდენად პატივისცემით და გულისხმიერად ექცევიან ჩვენს კლასში


მოსწავლეები ერთმანეთს?

რამდენად იღებ მასწავლებლებისგან საკმარის მხარდაჭერას?

მიეცით მოსწავლეებს ნაშრომების ანონიმურად დაწერის საშუალება, თუკი ამის სურვილი


ექნებათ. განიხილეთ და გაითვალისწინეთ მოსწავლეების ხედვა მომავალში.
პოზიტიური ურთიერთობებისა და შესაბამისად პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის ერთ-ერთი
გზა, სხვადასხვა სახალისო აქტივობისა და თამაშის ჩართვაა საგაკვეთილო პროცესში.
08

თანასწორობა და
ტოლერანტობა
95

,, ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები.


ყველა ჩვენგანის ცხოვრება განსხვავებულია; და მაინც, ის ერთნაირია. ’’

ანა ფრანკი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რა არის ტოლერანტობა?

რა არის წინასწარი განწყობა და როგორ ყალიბდება იგი?

რა არის სტერეოტიპი?

როგორ ვებრძოლოთ სტერეოტიპებს?

ტოლერანტობა სამართლიან და ობიექტურ დამოკიდებულებას ნიშნავს იმ ადამიანების მიმართ,


რომლებსაც ჩვენგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, რასა, კულტურა, წეს-ჩვეულებები,
გარეგნობა, შესაძლებლობები, რწმენა ან შეხედულებები აქვთ. თუმცა გარშემომყოფთა მიმართ
ტოლერანტული დამოკიდებულის გამოვლენაში ხშირად ხელს სხვადასხვა წინასწარგანწყობა
გვიშლის.

რა არის წინასწარგანწყობა?
წინასწარგანწყობა გარშემომყოფთა გარკვეული ჯგუფის მიმართ არსებული განზოგადებული
დამოკიდებულებაა, რომელიც აღმოცენებულია არასრულყოფილი ინფორმაციიდან და არ არის
დასაბუთებული. როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, ასეთი განწყობა ჩვენ წინასწარვე გვაქვს
შემუშავებული და სწორედ მის ჭრილში და შესაბამისად, არაობიექტურად, აღვიქვამთ ამა თუ იმ
ჯგუფის წარმომადგენელს.
წინასწარგანწყობა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, თუმცა უმეტესად
სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია გვხდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ საკუთარი წინასწარი
განწყობების ნაწილი კარგად ვიცით, ნაწილი კი ისე მოქმედებს, რომ მათ არსებობას ვერც
ვაცნობიერებთ.
თითოეულ წინასწარგანწყობაში შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი კომპონენტი, ესენია:
96

რწმენა - ან შეხედულება რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ. როდესაც ასეთი


შეხედულებების განზოგადებას მთლიან ჯგუფზე ვახდენთ და შემდეგ მის ყველა
წარმომადგენელეს მივაწერთ, ამას ხშირად სტერეოტიპებს უწოდებენ. სტერეოტიპის მაგალითია
ის, რომ „ქალები ცუდი მძღოლები არიან “, ან „ყველა მუსულმანი ტერორისტია! “

გრძნობა ან ემოცია - რომელსაც აღძრავს ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენელი, იმ რწმენებიდან


გამომდინარე, რომელიც მათ შესახებ გვაქვს.

მოქმედებისადმი მზაობა ანუ ქცევითი ტენდენცია. წინასწარგანწყობების ეს მესამე კომპონენტი,


რომელიც უშუალოდ ქმედებებისკენ გვიბიძგებს, ხშირად მოიხსენიება როგორც დისკრიმინაცია.
დისკრიმინაცია ცალკეული ჯგუფების მიმართ უთანასწორო, როგორც წესი, უარყოფით და მტრულ
მოპყრობას გულისხმობს.

განვიხილოთ მაგალითი:
რომელიმე ეთნიკური ჯგუფის, მაგალითად, ბოშების მიმართ შეიძლება არსებობდეს სტერეოტიპი,
რომ ისინი ჯიბის ქურდები არიან. აღნიშნული რწმენა შესაძლოა განაპირობებდეს ისეთ
ემოციებს, როგორიცაა შიში, ამ შემთხვევაში ამ ეთნიკური ჯგუფის რომელიმე
წარმომედგანელთან პირისპირ შეხვედრისას და ასევე აღძრავდეს ქცევით ტენდენციას- მათგან
განრიდების ან დისტანცირების მცდელობას.

სტერეოტიპების სახეები:
სტერეოტიპები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის რასას, ეთნიკურ წარმომავლობას, სქესს,
რელიგიას, ენას, სექსუალურ ორიენტაციას, გარეგნობას და ა.შ.

ჩვენს კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპების კატეგორია გენდერს


ეხება. სიტყვა გენდერი იმ თავისებურებებსა და ქცევის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელსაც
სხვადასხვა კულტურები ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევენ. გენდერი არ არის
იგივე, რაც სქესი, რადგან ეს უკანასკნელი ბიოლოგიური მოვლენაა. ბევრ კულტურაში უფრო
მისაღებადაა მიჩნეული, როდესაც გოგონები თამაშობენ თოჯინებით ან სამზარეულოს
კომპლექტებით, იცვამენ ვარდისფერ ტანისამოსს, ატარებენ გრძელ თმას და ა.შ. ბიჭებისთვის კი
ადრეული ასაკიდანვე ხდება მანქანების, ლურჯი ტანისამოსის და მოკლე ვარცხნილობის
შერჩევა.

გენდერული სტერეოტიპიზაცია ადრეული ასაკიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში


შეიძლება გაგრძელდეს და გავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის თვითშეფასებაზე, ასევე
ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორიცაა, მაგალითად
პროფესიის არჩევა. გენდერულ სტერეოტიპებს ნაკლები საერთო აქვს სინამდვილესთან,
სამაგიეროდ მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, აკეთოს ის, რაც ყველაზე
მეტად შეესაბამება მის სურვილებსა და ინტერესებს და რითიც ფიქრობს, რომ მეტი წვლილის
შეტანა შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
97

საიდან ყალიბდება სტერეოტიპები?


ჩვენი ტვინი და გონება, ბუნებრივად მიდრეკილია მოვლენათა კატეგორიზებისკენ. მაშინ,
როდესაც დიდი ოდენობით ინფორმაციის გადამუშავება გვიწევს, ორგანიზებული
დიფერენციაცია გვიიოლებს საქმეს. ნივთების, მოვლენებისა და გამოცდილების გარდა, ჩვენ
ადამიანების კატეგორიზებასაც ვახდენთ, მათ შორის პირველ რიგში ორ ჯგუფად- „ჩვენ“ და
„ისინი.“ ასეთი დაყოფა ზოგჯერ რასის, რელიგიის, სქესის, ასაკის, ეროვნების, პოლიტიკური
შეხედულებების ან თუნდაც სკოლის ან რომელიმე სხვა ჯგუფის წევრობის მიხედვითაც ხდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ უფრო დადებითად შევაფასოთ ის
ჯგუფი, რომლისადმი მიკუთვნებულობასაც ვგრძნობთ; სხვა ჯგუფის წევრების მიმართ კი
ადვილად გვიყალიბდება ტენდენციურობა და სტერეოტიპული შეფასებები.

სტერეოტიპების დადებითი და უარყოფითი მხარეები:

სტერეოტიპები ზოგჯერ ამცირებს გადასამუშავებელი ინფორმაციის ოდენობას და


გვეხმარება სიტუაციაზე სწრაფ რეაგირებაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუაცია
ახალი და უცნობია ჩვენთვის. მაგალითად, თუ გზა აგვებნა, ქუჩაში გამვლელ ადამიანებს
ვაჯგუფებთ კატეგორიებად და შესაბამისი მოლოდინები გვიყალიბდება თითოეულის მიმართ.
შემდეგ კი ვირჩევთ მას, ვინც თავისი ჩაცმულობით, ვარცხნილობით ან სხვა გარეგნული
ნიშნით ყველაზე მეტად ასოცირდება სანდო პიროვნებასთან და მას მივმართავთ კითხვით ან
დახმარების თხოვნით.

თუმცა, სტერეოტიპების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ ხელს გვიშლის


ადამიანებს შორის ინდივიდუალური განსხვავებების დანახვაში- გვიყალიბებს ისეთ
წარმოდგენებს, რომლებიც შეიძლება სრულებით არ შეესაბამებოდეს სიმართლეს
კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. არ არსებობს სოციალური ჯგუფი, რომელიც სრულიად
ერთგვაროვანია. შესაბამისად, მათში შემავალი ინდივიდები მნიშვნელოვნად
განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ, მხოლოდ ჯგუფის წევრობაზე დაფუძნებული
მსჯელობაც გაუმართლებელია. მაგალითად, როდესაც ხანშიშესული ადამიანი კითხვით
მოგვმართავს, სტერეოტიპული შეხედულების გამო, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას
დაქვეითებული აქვს სმენა და ვცადოთ უფრო ხმამაღლა გავცეთ პასუხი, თუმცა ამ კონკრეტულ
ადამიანს, შესაძლოა, სრულებით არ ჰქონდეს ასეთი პრობლემა. აღნიშნული ვრცელდება ე.წ.
დადებით სტერეოტიპებზეც, მაგალითად, ყველა აფროამერიკელი არ არის კალათბურთის
კარგი მოთამაშე, ისევე, როგორც აზიური კულტურის ყველა წარმომადგენლის ძლიერ მხარეს
არ წარმოადგენს მათემატიკა.

სტერეოტიპები ხშირად მიკერძოებულებს გვხდის ინფორმაციის გადამუშავების


თვალსაზრისით. ისინი ფილტრების მსგავსად მოქმედებენ, რომლებიც არ გვაძლევენ სრული
სურათის ობიექტურად დანახვის შესაძლებლობას. მაგალითად, თუკი მივიჩნევთ, რომ
„ქალები ცუდი მძღოლები არიან,“ შეიძლება ვამჩნევდეთ მხოლოდ იმ მონაცემებს,
რომლებიც ამ რწმენას გაამყარებს და მხედველობის მიღმა დაგვრჩეს მისი საწინააღმდეგო
მონაცემები.
98

ჩვენი წინასწარგანწყობებითა და სტერეოტიპებით ხშირად უარყოფით გავლენას ვახდენთ


თავად იმ ჯგუფის წარმომადგენელთა თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

სტერეოტიპები აჩენს ბარიერს სხვადასხვა ჯგუფის წევრებს შორის, რაც უკიდურეს


შემთხვევაში აგრესიასა და კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.

და ბოლოს, სტერეოტიპები ხელს უწყობენ სოციალური უთანასწორობის შენარჩუნებას და


ზოგჯერ ძალიან საშიშ და სახიფათო შედეგებამდეც შეიძლება მიგვიყვანონ. ბევრ ავტორს
ნაცისტების მიერ ებრაელი ხალხისადმი გამოვლენილი დევნა და სისასტიკე ამის ერთ-ერთ
თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავს.

როგორ ვებრძოლოთ სტერეოტიპებს?

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანს გვაქვს ესა თუ ის სტერეოტიპი
გაშემომყოფთა შესახებ და ეს „ცუდ ადამიანობაზე“ არ მიუთითებს.

ეცადეთ არ იმსჯელოთ ადამიანებზე მხოლოდ მათი რომელიმე ჯგუფისადმი


მიკუთვნებულობის მიხედვით. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია
და ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა,რომლებიც გადაწონის რომელიმე
ერთი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას.

დააკვირდით საკუთარ რეაქციებს გარშემომყოფებზე-ხომ არ არის თქვენი შთაბეჭდილებები


წინასწარი განწყობით განპირობებული?

სცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ამა თუ იმ ჯგუფის წევრების ადგილას- ემპათია


სტერეოტიპებთან საბრძოლველად ხშირად ყველაზე ეფექტური გზაა.

გახსოვდეთ, რომ როდესაც სტერეოტიპული შეხედულების საფუძველზე ვმოქმედებთ,


მაგალითად, ბოშების მიმართ ვავლენთ მტრულ დამოკიდებულებას, აღნიშნული ჯგუფის
წარმომადგენლები გრძნობენ აღნიშნულ დამოკიდებულებას და ისინიც შესაბამისად
გვპასუხობენ, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენს წინასწარგანწყობას. ამ ფენომენს
თვითასრულებად წინასწარმეტყველებას უწოდებენ.
99

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

ბავშვები ბევრ რამეს უფროსებზე, განსაკუთრებით კი მათთვის


ავტორიტეტულ ფიგურებზე დაკვირვებით სწავლობენ, მათ შორის იმასაც, თუ
რა მნიშვნელობას ანიჭებენ და რა დამოკიდებულებებს ავლენენ ისინი
განსხვავებულობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ
მასწავლებლებმა გამოავლინონ პატივისცემა მოსწავლეთა და საერთოდ,
ადამიანთა მრავალფეროვნების მიმართ. ამაში თავად მასწავლებლებს
შეიძლება დაეხმაროს განსხვავებული გამოცდილებებისა და
წარმომავლობის ავტორების წიგნების კითხვა, თუნდაც განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან საუბარი და ა.შ.

დარწმუნდით, რომ საკლასო გარემო კარგად ასახავს მოსწავლეთა


მრავალფეროვნებას, იქნება ეს ოთახში გაკრული თვალსაჩინოებები,
ლიტერატურა თუ სხვა სახის რესურსი.

წაახალისეთ მოსწავლეები იკითხონ ისეთი ლიტერატურა, რომელიც


განსხვავებულობას ეძღვნება, მაგალითად, უმცირესობებსა და კულტურათა
მრავლფეროვნებას. ასევე, სასურველია, ისეთი წიგნების რეკომენდირება
ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე ბავშვების პერსპექტივიდანაა დაწერილი და მათ
გამოცდილებას ასახავს, ასეთია მაგალითად, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი
ხეზე“, ან რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“,შერონ დრეიპერის ,,გონების მიღმა’’ და
სხვ.

გენდერულ სტერეოტიპებთან საბრძოლველად, დარწმუნდით, რომ


სასწავლო მასალა სამართლიანად წარმოაჩენს ორივე სქესის
შესაძლებლობებს.

დააკვირდით, ხომ არ ავლენთ რაიმე ტენდენციურობას გენდერული ან სხვა


რაიმე ნიშნით, მაგალითად, ხომ არ სთხოვთ ყოველთვის გოგონებს დაფის
გაწმენდას, ან ხომ არ უსვამთ ხაზს მათემატიკას, როგორც ბიჭების ძლიერ
მხარეს, პოეზიით დაინტერესებას კი უფრო გოგონებისგან მოელით?
100

ერთად იმსჯელეთ იმ გავრცელებულ ცრურწმენებსა და სტერეოტიპებზე,


რომლებიც ხელს უწყობენ უსამართლობის წარმოქმნას და შენარჩუნებას
საზოგადოებაში. კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება მოსწავლეებში
დაეხმარება მათ ადეკვატურ შეფასებაში.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააცნობიეროს და აკონტროლოს


საკუთარი მოლოდინები მოსწავლეების მიმართ. მოსწავლის რომელიმე
ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გამო არსებული დაბალი მოლოდინები
გავლენას ახდენს სწავლების პროცესზე, ბავშვის თვითშეფასებასა და
მოტივაციაზე, რაც საბოლოოდ „თვითასრულებად წინასწარმეტყველებად“
იქცევა ხოლმე. ამაზე არაერთი ემპირიული მონაცემი მიუთითებს.

სავარჯიშოები თანასწორობის განცდისა და


განსხვავებულის მიმღებლობის უნარის განსავითარებლად

სავარჯიშო #1
წინასწაგანწყობები და სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

აქტივობის მიზანი:
საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების გაანალიზება წინასწარგანწყობებთან და
სტერეოტიპებთან მიმართებაში. ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსი
დამოკიდებულებების ამოცნობის სწავლება.

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მიეცით მოსწავლეებს შემდეგი ინსტრუქცია: „გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც ვინმემ
თქვენ (ან თქვენი ახლობელი ადამიანის) მიმართ წინასწარგანწყობა გამოავლინა ან
უსამართლოდ მოგექცათ ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, ჩაცმულობის, სქესის,
საცხოვრებელი ადგილის, თქვენი ოჯახის სოციო-ეკონომიკური სტატუსის ან რაიმე სხვა
ნიშნის გამო.“
101

მიეცით თითოეულ მოსწავლეს დრო ფიქრისთვის. დავალება შეიძლება შესრულდეს


წერილობითაც. მისი დასრულების შემდეგ, გამართეთ დისკუსია, რომლის წარმოებაშიც
შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:

როგორ მიხვდით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ?

რა გითხრეს ან მოიმოქმედეს თქვენ მიმართ არსებული სტერეოტიპების გამო?

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენ მიმართ არსებული აღნიშნული


დამოკიდებულებები?

რა ემოციები განიცადე ამ დროს?

რა იქნებოდა სამართლიანი მოპყრობა ასეთ სიტუაციაში?

სავარჯიშო #2
გოგოს მახასიათებელია თუ ბიჭის?

აქტივობის მიზანი:
ცნობიერების ამაღლება გენდერული სტერეოტიპების შესახებ.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
წაუკითხეთ მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი და სთხოვეთ აიწიონ ხელი,
თუკი დასახელებული სიტყვას კავშირი აქვს გოგონებთან, არ აიწიონ ხელი, თუკი
ფიქრობენ, რომ მას ბიჭთან აქვს კავშირი, ან პირიქით.

დაბოყინება მეცნიერი
ვინმეს დახსნა, გათავისუფლება ლურჯი ფერი
ცეკვა დალაგება
მასწავლებელი ადვოკატი
საჭმლის მომზადება ინჟინერი
ვარდისფერი ქანჩების ნაკრები
ექიმი პროგრამისტი
ექთანი წითელი
ავტომობილი გლიტერი ან ბრჭყვიალები
მუცლის პრესი მათემატიკოსი
დიეტური სასმელები
102

დისკუსია:
მას შემდეგ, რაც სრულ ჩამონათვალს გაეცნობით, დაუსვით ბავშვებს შემდეგი
შეკითხვები:

თქვენი აზრით, რატომ დაემთხვა თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს?

საიდან მოდის ეს წარმოდგენები?

მართალია, რომ ამ სიიდან ნაწილი მართლაც გოგონებს ეხებათ და ნაწილი- ბიჭებს?

საიდან მოდის ჩვენი ეს შეფასებები?

სავარჯიშო #3
მსჯელობა გენდერული სტერეოტიპების შესახებ.

მიზანი:
საკუთარი შეხედულებების გამოხატვა და ცნობიერების შემდგომი ამაღლება გენდერულ
სტერეოტიპებთან დაკავშირებით.

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დაყავით საკლასო ოთახი ორ პირობით ნაწილად, სადაც ერთი მხარე იქნება
დათანხმების, მეორე კი- არდათანხმების მხარე. მოსწავლეებს კი სთხოვეთ
განლაგდნენ კლასის შუაში. რიგრიგობით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული დებულებები
და სთხოვეთ მოსწავლეებს ,გადაინაცვლონ დათანხმება-არდათანხმების მხარეს,
თავიანთი მოსაზრებების შესაბამისად. ამის შემდგომ, სთხოვეთ მოსწავლეებს
განიხილონ, თუ რატომ აირჩიეს შესაბამისი პასუხი.

ადამიანებმა ის საქმიანობა უნდა აირჩიონ, რომელიც უკეთ ეხერხებათ და რის


მიმართაც აქვთ ინტერესი.

მათემატიკა ძალიან რთულია.

შენმა სქესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ რომელი საგნებით


დაინტერესდები.
103

ექთნობა უფრო მეტად ქალებს შეეფერებათ.

მამაკაცები და ქალები თანასწორები არიან.

ბიჭებს მათემატიკა უკეთ გამოსდით, ვიდრე გოგონებს.

გოგონები სკოლაში ბიჭებზე უკეთ სწავლობენ.

პროგრამირება უფრო „ბიჭური“ საგანია.

რომელიმე წრეზე რომ დავიწყო სიარული, სადაც ერთადერთი ბიჭი/გოგო ვიქნები,


ალბათ დავანებებ თავს.

საუკეთესო სამსახურია ის, რომელიც შენს უნარებს, ნიჭსა და პიროვნულ თვისებებს


შეესაბამება.

ბიჭები გოგონებზე უკეთ ერკვევიან კომპიუტერებში.

გოგონები ბიჭებზე უკეთესები არიან სპორტში.


09

სტრესის
მართვა
105

,,გადით გარეთ სუფთა ჰაერზე, გადით და ეძებეთ ბედნიერება თქვენს


საკუთარ თავში და ღმერთში. იფიქრეთ იმაზე, რამდენი მშვენიერი რამ
ხდება თქვენს სულში, თქვენს ირგვლივ და იყავით ბედნიერები!’’’

ანა ფრანკი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რა არის შფოთვა?

რა არის სტრესი?

როდის განვიცდით?

როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ?

რას გულისხმობს სტრესი და შფოთვა


შფოთვაც და სტრესიც წარმოადგენს ადამიანის ბუნებრივ პასუხს საფრთხეზე. როგორც წესი,
სტრესს იწვევს გარეგანი გამომწვევი ფაქტორი (ტრიგერი, სტრესორი) - რეალური საფრთხე,
რომელიც შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი და ხანმოკლე, ისე განგრძობითი და
განმეორებადი. მაგ. ეს შეიძლება იყოს რთული გამოცდისათვის მოსამზადებელი არასაკმარისი
დრო, მეგობართან განშორება, მასწავლებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობა, ბულინგი
თანაკლასელების მხრიდან, ძალადობა ოჯახში და სხვა. რამდენადაც სტრესს იწვევს რეალურად
არსებული საფრთხე, იგი დასრულდება საფრთხის მოშორებისთანავე, თუმცა თუ სტრესის
გამომწვევი ფაქტორი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ აღმოიფხვრა, ადგილი ექნება ქრონიკულ
სტრესს.

სტრესისგან განსხვავებით, შფოთვის გამომწვევი არის არა ექსტერნალური / გარეგანი, არამედ


ინტერნალური / შინაგანი ფაქტორი. შფოთვა წარმოადგენს გადაჭარბებულ წუხილს,
ნერვიულობას მაშინაც კი, როდესაც რეალური საფრთხე, რეალური სტრესორი არ არსებობს. თუ
სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია რეალურ საფრთხეზე, შფოთვა შეიძლება იყოს რეაქცია
წარმოსახვით საფრთხეზე.
სტრესსა და შფოთვას თან ახლავს მთელი რიგი ფიზიოლოგიური დისკომფორტის შეგრძნებები.
კერძოდ, საფრთხის აღქმის დროს ორგანიზმში ხდება გარკვეული ჰორმონების - ადრენალინისა
და კორტიზოლის გამოყოფა და ვლინდება მთელი რიგი ფიზიოლოგიური რეაქციები, როგორიცაა
სუნთქვის გახშირება, ოფლის ჭარბი გამოყოფა, კიდურების კანკალი, დისკომფორტი მუცლის
არეში, პულსის აჩქარება და სხვ.
106

სტრესი და შფოთვა ვლინდება როგორც გოგონებთან/ქალებთან, ისე ბიჭებთან/მამაკაცებთან.


ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სტრესულ სიტუაციაზე რეაგირების ფორმებითა და
სტრესთან/შფოთვასთან გამკლავების უნარებით. ხშირად ადამიანს (ბავშვსაც და
ზრდასრულსაც) შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს შფოთვას და სტრესს, თუ სათანადო
ცოდნა აქვს მართვის ტექნიკების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარი ძალებით ვერ
უმკლავდება შფოთვას ან სტრესს და ეს ნეგატიურად აისახება მის ყოველდღიურ
ფუნქციონირებაზე, მაშინ საჭირო გახდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების
(ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი) დახმარება.

სტრესთან/შფოთვასთან გამკლავების და დამშვიდების სტრატეგიები


გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როგორც ზრდასრულებს, ისე არასრულწლოვნებს, ხშირად
ეხმარება გარკვეული აქტივობები და სტრატეგიები, რომელთა გამოყენებასაც თქვენც გირჩევთ.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შეიძლება ყველა არ აღმოჩნდეს თქვენთვის ეფექტიანი, მაგრამ, მათ
შორის აუცილებლად იქნება რამდენიმე სტრატეგია, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის.

უპირველეს ყოვლისა, თუ თავს ცუდად გრძნობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად მოინდომო


უკეთ გახდომა!

დაფიქრდით სტრესის/შფოთვის გამომწვევ მიზეზებზე, იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ


არა მათი კონტროლი. განსაზღვრეთ, რისი კონტროლი შეგიძლიათ და რისი - არა. თუ ეს
შესაძლებელია, იმოქმედე გამომწვევები ფაქტორების აღმოსაფხვრელად;

დაკავდით ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ვარჯიში, სეირნობა, სირბილი, ველოსიპედის


ტარება და სხვა. ფიზიკური აქტივობის დროს ხდება სხეულის განტვირთვა სტრესის
ჰორმონებისგან, რასაც დადებითი ეფექტი აქვს. რეკომენდებულია ფიზიკურ აქტივობას დრო
დაუთმოთ ყოველ დღე, 15-20 წუთი მაინც;

მიიღეთ ჯანსაღი საკვები და დაიძინეთ საკმარისად. აკონტროლეთ საკვების ოდენობა და


ძილის რეჟიმი; ჭარბი კვება, ან პირიქით, კვების დეფიციტი, ისევე როგორც უძილობა,
ნეგატიურად აისახება თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე;

დაკავდით სასიამოვნო აქტივობით, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სიმღერა, თამაში,


თევზაობა, ფერწერა, ფაზლის აწყობა, კულინარია და ა.შ. რამდენადაც ადამიანებს
სხვადასხვა ინტერესები და შესაძლებლობები აქვთ, ბუნებრივია, რომ სასიამოვნო
აქტივობების ნუსხა ყველასთვის ინდივიდუალური იქნება.

გადაიტანეთ ყურადღება სხვა საგნებზე; ფოკუსირდით ნეიტრალურ აქტივობაზე; გახსოვდეთ,


ნეიტრალურ თემებზე ფიქრიც კი შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. მაგ.როგორიცაა ქუჩაში
გამვლელი მანქანების დათვლა, ფოთლების შრიალის მოსმენა, მოცეკვავე შადრევნის
ყურება და სხვა;
107

ესაუბრეთ ვინმეს. დაფიქრდით, ვინ შეიძლება იყოს სანდო ადამიანი, ვისაც შეიძლება
ესაუბროთ საკუთარი პრობლემის და განცდების შესახებ? აუცილებლად იქნება ვინმე, ვისაც
შეგიძლიათ გულახდილად გაუზიაროთ, რა გაწუხებთ და რას გრძნობთ და მიიღოთ მისგან
მხარდაჭერა, თუნდაც მხოლოდ ემოციური. მაგ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრი,
მასწავლებელი, მეგობარი, მოძღვარი, საუკეთესო შემთხვევაში კი ფსიქოლოგი.

დააკვირდით, რომელი სხეულებრივი, სენსორული შეგრძნებები განიჭებთ სიამოვნებას და


თითქოს გამშვიდებთ კიდეც. თბილი შხაპის მიღება? მშობლის მიერ თმებზე მოფერება?
ფუმფულა სათამაშოს ჩახუტება? საქანელაზე ქანაობა? სხვადასხვა სენსორული სათამაშო და
გასართობები? გამოიყენეთ საჭირო დროს.

ისწავლეთ უსიამოვნო ფიქრების შეწყვეტა და ჩანაცვლება სასიამოვნო მოვლენებზე


ფიქრით. აგეკვიატათ ფიქრი გამოცდაზე ჩაჭრის შესახებ? უკუაგდეთ და იფიქრეთ
წარმატებაზე! ისაუბრეთ პოზიტიურად საკუთარ თავთან: ,,მე ეს შემიძლია", ,,მე თავს
გავართმევ", ,,ადრეც მეშინოდა, მაგრამ სულ ტყუილად"...

ეცადეთ მეტი იფიქროთ პოზიტიურ გარემოებებსა და გამოცდილებაზე, ვიდრე ნეგატიურზე.


შეიძლება ცხოვრებაში ბევრი სიძნელე შეგხვედრიათ წარსულში და ყოველდღიური
ცხოვრებაც ია-ვარდით მოფენილი არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლად იქნებოდა და
ახლაც იქნება მომენტები, როდესაც რაღაც კარგი მოხდა/ხდება და სწორედ მათზე უნდა
ფოკუსირდეთ მეტად. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ,,მედალს ორი მხარე აქვს" და ,,ზოგი ჭირი
მარგებელია". მაგ: შეიძლება მეგობარმა ძალიან გატკინათ გული საკუთარი საქციელით,
მაგრამ ახლა უკვე იცით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა. ან კიდევ, შეიძლება
ადვილი არ იყო Covid-19 -ის გამო იძულებითი იზოლაცია, თუმცა პოზიტიური გარემოება ის
იყო, რომ ოჯახის წევრებს მეტი დროის გატარების საშუალება მოგეცათ ერთად, ან საკმარისი
თავისუფალი დრო გამოგიჩნდა ფილმების სანახავად, რაც ასე გაკლდა ყოველთვის.

ეცადეთ არ შეაფასოთ თქვენი ცხოვრება და მიმდინარე მოვლენები პოლარიზებულად -


,,შავ-თეთრ ფერებში". არ არის ყველაფერი ცალსახად ან კარგი, ან ცუდი, არსებობს
შუალედური შეფასებაც.
108

სიტუაცია პოზიტიური ფიქრები ნეგატიური ფიქრები

პირველად გიწევს ონლაინ ეს სიახლეა, მაგრამ მერე ასეთი რამ არასდროს


ფორმატით შუალედური რა? ყველაფერი პირველად მქონია და ალბათ ვერ
გამოცდის ჩაბარება ხდება ოდესღაც. ეს ჩავაბარებ ნორმალურად
შესაძლებლობაც ახალ
რამეს მასწავლის

შემოგთავაზეს ეროვნული დამატებითი შრომა რატომ ვიწვალო, მაინც ვერ


კონკურსისათვის შექმნა მომიწევს, ვიცი, რომ დიდი გავიმარჯვებ
ნახატი კონკურსია, მაგრამ ღირს
მცდელობა

ერთ-ერთმა საუკეთესო მაინც ვცდი, იქნებ მე საუკეთესო მოსწავლემ თუ


მოსწავლემ გითხრათ, რომ გამომივიდეს ვერ გაიგო, მე რანაირად
კონკრეტული ამოცანა ვერ გავიგებ?
ამოხსნა

თანაკლასელი მოგიწოდებს რატომ უნდა გავაკეთო ეს? უნდა დავემორჩილო, სხვა


ისეთი რამე გააკეთო, რისი მე შემიძლია უარი ვთქვა, ეს გზა არ მაქვს
გაკეთებაც არ გინდა ჩემი არჩევანია!

აკონტროლეთ თქვენი სუნთქვა. ყველამ იცით, რომ სუნთქვა ჩვენი სიცოცხლისთვის


აუცილებელია. მაგრამ იცით, რომ სუნთქვა დიდ როლს თამაშობს შფოთვისა და სტრესის დროს?
სუნთქვის დროს ჩაისუნთქავთ ჟანგბადს, რასაც მოიხმარს ორგანიზმი და ამოისუნთქავთ
ნახშირორჟანგს. იმისათვის, რომ ორგანიზმმა კარგად იფუნქციონიროს, საჭიროა ბალანსი
შესუნთქულ ჟანგბადსა და გამოყოფილ ნახშირორჟანგს შორის. ეს ბალანსი ირღვევა შფოთვის
დროს, ამ დროს ხდება ე.წ. ჰიპერვენტილაცია, სუნთქვის გახშირება და იმაზე მეტი ჟანგბადის
ჩასუნთქვა, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. სწორედ ეს იწვევს მთელ რიგ ქიმიურ და
ფიზიოლოგიურ ცვლილებებს თქვენს სხეულში, შეინიშნება პულსის მომატება, სუნთქვის
უკმარისობის შეგრძნება, ,,სულის შეხუთვა," გაბრუება, ჩხვლეტის შეგრძნებები და სხვ, რასაც
საბოლოოდ ძლიერი დისკომფორტის განცდამდე მიყავხართ.აქედან გამომდინარე, თქვენთვის
სასარგებლო იქნება სუნთქვის კონტროლის უნარის გამომუშავება, რაც გულისხმობს, ერთი
მხრივ, სუნთქვის ტემპის შენელებას, მეორე მხრივ კი სუნთქვის სტილის შეცვლას.
109

სუნთქვითი ვარჯიშის ნიმუში

მოთავსდით სკამზე კომფორტულად;

შეისუნთქეთ (ცხვირით) ჰაერი 4 წამის განმავლობაში (პირველ ცდაზე შეიძლება 3


წამიც);

შეიკავეთ სუნთქვა 2 წამის მანძილზე (პირველ ცდაზე შეიძლება 1 წამიც);

ამოისუნთქეთ (ცხვირით) 6 წამის მანძილზე (პირველ ცდაზე შეიძლება 4 წამიც);

გააკეთეთ მცირედი შესვენება და გაიმეორეთ პროცედურა კვლავ;

სუნთქვითი ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია იყენებდეთ მუცლით სუნთქვის სტილს


და არა გულ-მკერდით სუნთქვის სტილს. თუ გსურთ შეამოწმოთ თქვენი სუნთქვის
სტილი, დაიდეთ ერთი ხელი მუცელზე, მეორე კი გულმკერდის არეში. მუცლით სუნთქვის
სტილის გამოყენებისას მუცელზე დადებული ხელი მაღლა აიწევს ჩასუნთქვისას.

რეკომენდებულია გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშის პროცედურა ყოველდღე, სულ მცირე,


ერთხელ ან ორჯერ.

გამოიყენეთ კუნთური რელაქსაციის ტექნიკები:


აღნიშნული ტექნიკების არსი იმაში მდგომარეობს, რომ, მათი საშუალებით ხდება
ფიზიოლოგიური რელაქსაცია, რასაც ადამიანი მიჰყავს სიმშვიდის განცდამდე. (ქვემოთ
წარმოგიდგენთ ნიმუშებს შესაბამისი ინსტრუქციებით):
110

კუნთური რელაქსაციის ნიმუში - რომელიც ეფუძნება სხეულის კუნთების


დაჭიმვა-მოდუნებას გარკვეული თანმიმდევრობით.
ახლა ჩვენ დავიწყებთ შენი სხეულის კუნთების დაჭიმვა-მოდუნებას...
წარმოიდგინე, ვითომ მარცხენა ხელში გიჭირავს მთელი ლიმონი... ახლა მაგრად
მოუჭირე ხელი და გაწურე... შეეცადე მთელი წვენი გამოადინო... შეიგრძენი
დაჭიმულობა შენს ხელსა და მკლავში გაწურვის დროს... ახლა დააგდე ლიმონი...
დააკვირდი რას გრძნობ შენს კუნთებში, როცა ისინი მოდუნებულია... აიღე მეორე
ლიმონი და გაწურე... შეეცადე ეს უფრო მეტად გაწურო, ვიდრე პირველი... აი ასე... ახლა
დააგდე ლიმონი და მოდუნდი... დააკვირდი, რამდენად უკეთესი შეგრძნებები გაქვს შენს
ხელებსა და მკლავებში, როდესაც ისინი მოდუნებულია... კიდევ ერთხელ, აიღე ლიმონი
მარცხენა ხელით და გამოადინე მთელი წვენი... არცერთი წვეთი არ დატოვო... მაგრად
გაწურე... კარგია... ახლა მოდუნდი და ლიმონს ხელი გაუშვი.

ახლა ხელახლა წაიკითხე წინა ინსტრუქცია და გაიმეორე ამჯერად მარჯვენა ხელით!

წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ზარმაცი კატა... შენ გინდა გაზმორება... გაჭიმე ხელები
წინ... აწიე ხელები თავის ზემოთ... ისევ წინ გაწიე... შეიგრძენი დაჭიმულობა
მხრებში... ახლა უფრო ზემოთ გაჭიმე... ახლა სულ ჩამოუშვი ხელები... კარგი, ისევ
გაიზმორე... გაჭიმე ხელები წინ... აწიე თავის ზემოთ... ისევ წინ გაწიე და შემდეგ ისევ
ზევით აწიე...მაგრად დაჭიმე... ახლა სწრაფად ჩამოუშვი... კარგია... დააკვირდი, შენი
მხრები რამდენად მოდუნებულია... ახლა ძალიან გაიჭიმე... თითქოს ჭერს გინდა რომ
შეეხო... წინ გაჭიმე ხელები... მაღლა აწიე ხელები თავის ზემოთ... წინ გაწიე, ისევ
ზევით აწიე... შეიგრძენი დაძაბულობა და დაჭიმულობა შენს მკლავებსა და მხრებში...
კარგია... ახლა ჩამოუშვი ხელები სწრაფად და დააკვირდი რამდენად კარგია, როცა
მოდუნებული ხარ.

ახლა წარმოიდგინე, ვითომ კუ ხარ... შენ ზიხარ გარეთ კლდეზე მშვენიერი ტბის
მახლობლად და თბები მზეზე... მანდ ყოფნა მოგწონს, თავს კარგად და უსაფრთხოდ
გრძნობ... უი, უი, ... საფრთხე შეამჩნიე... შეყავი თავი შენს სახლში... შეეცადე ზემოთ
აწიო მხრები ყურებამდე და თავი ჩარგო აწეულ მხრებში... იყავი ასე დაჭიმული...
საფრთხემ გაიარა... შეგიძლია გამოძვრე სახლიდან თბილ მზეზე და ისევ მოდუნდე
თბილი მზის სხივების ქვეშ... ფრთხილად!... უფრო დიდი საფრთხეა... იჩქარე. შეყავი
თავი სახლში და ასე იყავი დაჭიმული... საკუთარი თავის დასაცავად გჭირდება რაც
შეიძლება ჩარგო თავი მხრებში... კარგი... ეხლა შეგიძლია მოდუნდე... გამოყავი თავი
და მხრებიც მოადუნე... დააკვირდი რამდენად უკეთესად გრძნობ თავს როცა
მოდუნებული ხარ... კიდევ ერთხელ გავიმეოროთ... საფრთხე... ჩაყავი თავი... აწიე
მხრები ყურებამდე და ასე გააჩერე... ოდნავადაც არ გამოყო თავი სახლიდან... ასე
იყავი... შეიგრძენი დაძაბულობა შენს კისერსა და მხრებში... კარგი... ეხლა შეგიძლია
გამოყო თავი... საფრთხე აღარ არის... მოდუნდი და თავი მშვიდად იგრძენი...
საფრთხემ გაიარა... აღარაფრის აღარ გეშინოდეს... შენ თავს კარგად გრძნობ.
111

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

სტრესმა და შფოთვამ არაერთი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას


მოსწავლეებთან. მაგ. ეს შეიძლება იყოს: უყურადღებობა და მოუსვენრობა
გაკვეთილზე; სკოლაში სიარულზე უარის თქმა, ხშირი გაცდენები; ტირილი
საკლასო აქტივობების შესრულებისას; სომატური ჩივილები გაკვეთილზე,
მაგ: მუცლის ტკივილი; რთული ქცევები; დავალებების არშესრულება; უარი
კლასის წინაშე გაკვეთილის მოყოლაზე; გუნდური მუშაობის სირთულეები;
თანაკლასელებთან ურთიერთობის სირთულეები. აღსანიშნავია, რომ
კონკრეტული მოსწავლის სტრესი და შფოთვა შეიძლება გახდეს არა
მხოლოდ მისი ინდივიდუალური აკადემიური სირთულეების
განმაპირობებელი, არამედ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მთლიანი
კლასის ფუნქციონირებას და ეფექტიან პედაგოგიურ პრაქტიკას. ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასკოლო გარემოში ბავშვის შფოთვისა და
სტრესის იდენტიფიცირება მასწავლებლის მხრიდან ძალიან
მნიშვნელოვანია, რათა, ერთი მხრივ, არ მოხდეს სირთულეების არასწორი
ინტერპრეტაცია (მაგ. ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სიზარმაცე,
უპასუხისმგებლობა, კოგნიტური დეფიციტი, უყურადღებობა, სიმორცხვე) და,
მეორე მხრივ, წარიმართოს სათანადო ძალისხმევა მოსწავლის
დასახმარებლად.

თუ ატყობთ, რომ მოსწავლე შფოთავს, ან სტრესს განიცდის, დაეხმარეთ მისი


გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებაში და შეძლებისდაგვარად მათ
მოცილებაში.

აუხსენით მოსწავლეებს, რომ სტრესი ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა


მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელსაც გარკვეულ დროს ყველა ადამიანი
განიცდის. თუ მათ არ შეუძლიათ სტრესის გამომწვევი მიზეზების მოშორება,
უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ამ შეგრძნებებთან გამკლავების მთელი
რიგი გზები.
112

ასწავლეთ მოსწავლეებს სტრესის მართვის და დამშვიდების სტრატეგიები


და ტექნიკები. ამისათვის, გამოიყენეთ ბუნებრივი სიტუაციები. ასევე,
მნიშვნელოვანია, დაუთმოთ დამატებითი დრო ამა თუ იმ სტრატეგიისა და
ტექნიკის გამოყენებაში მოსწავლეების გაწაფვას.

გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა მოსწავლესთან სტრესსა და შფოთვასთან


გამკლავების სხვადასხვა გზა შეიძლება იყოს ეფექტიანი. რაც უფრო მეტ გზას
გაიცნობს და გამოცდის მოსწავლე, მით უფრო ადვილად აარჩევს მისთვის
ხელსაყრელს.

სავარჯიშოები სტრესის მართვის უნარების


განვითარებისთვის

სავარჯიშო #1
ჩემი სტრესორები

აქტივობის მიზანი:
სტრესის გამომწვევი ფაქტორების გაცნობიერება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ მონაწილეებს, გაიხსენონ სტრესის, შფოთვის, ნერვიულობის გამომწვევი
სიტუაციები საკუთარი გამოცდილებიდან და დაასახელონ. ჩამოწერეთ დაფაზე.
წარმართეთ დისკუსია, გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ სტრესი შეიძლება გამოიწვიოს
სხვადასხვა ფაქტორმა და ადამიანები შეიძლება სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ
მსგავს სიტუაციებზე; მოსწავლეთა პასუხებზე დაყრდნობით გამიჯნეთ რეალური და
არარეალური/წარმოსახვითი საფრთხის შემცველი ტრიგერები.
113

სავარჯიშო #2
ჩემი სხეულის რეაქცია

აქტივობის მიზანი:
საკუთარი სხეულებრივი ცვლილებების იდენტიფიკაცია.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო

აქტივობის აღწერა:
მონაწილეებს სთხოვეთ, ფურცელზე დახატონ
ადამიანის ფიგურა. შემდეგ უნდა გაიხსენონ შფოთვის ან
სტრესის (დაწყებით კლასში შეგიძლიათ ტერმინები
ჩაანაცვლოთ ,,ნერვიულობით") დროს სხეულის რომელ
ნაწილში განიცდიან დისკომფორტს, უსიამოვნო
შეგრძნებას და მონიშნონ ნახატზე. სურვილისამებრ
შეუძლიათ წარწერებიც გააკეთონ (მაგ.გულის ფრიალი,
სახის აწითლება, ხელების კანკალი). მოსწავლეებს
სთხოვეთ, სურვილისამებრ, გააკეთონ პრეზენტაცია, რაც
მისცემს შესაძლებლობას შეადარონ საკუთარი და
სხვისი ფიზიოლოგიური გამოვლინებები ერთმანეთს.
წარმართეთ დისკუსია - გვეხმარება თუ არა სტრესის
ფიზიოლოგიური სიმპტომების ცოდნა ?
შემდეგ ჩაატარეთ კუნთური და სუნთქვითი
რელაქსაციის სავარჯიშოები; ჰკითხეთ ბავშვებს, როგორ
მოეწონათ სავარჯიშო, გამოიყენებენ თუ არა მომავალში
და რატომ.
114

სავარჯიშო #3
სტრესთან გამკლავების საუკეთესო გზა

აქტივობის მიზანი:
სტრესთან გამკლავების სტრატეგიების აქტივაცია

სამიზნე კლასი:
საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მონაწილეებს მიეცით მცირე ზომის წებოვანი ბარათები, სადაც უნდა ჩამოწერონ ის
სტრატეგიები, რითიც უმკლავდებიან სტრესს (მაგ.მეგობარს ვუზიარებ განცდებს,
ვლოცულობ, ვიძინებ). (თითო ბარათზე უნდა ჩამოწერონ თითო სტრატეგია). შევსებული
ბარათები მიაწებეთ კედელზე ისე, რომ ერთნაირი პასუხები ერთად დაჯგუფდეს. შემდეგ
მოსწავლეებთან ერთად შეამოწმეთ, თუ რომელ სტრატეგიას იყენებს უფრო მეტი
მოსწავლე და გააკეთეთ პასუხების იერარქია სიხშირის მიხედვით. ჩართეთ ბავშვები
დისკუსიაში, სთხოვეთ გამოხატონ აზრი იმ სტრატეგიებთან დაკავშირებით, რომლებიც
მათ არ გამოუყენებიათ აქამდე. მიაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია.

სავარჯიშო #4
ვის და როგორ გავუზიაროთ?

აქტივობის მიზანი:
საკუთარი შფოთვის/სტრესის შესახებ გაზიარების უნარის განვითარება

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს წაუკითხეთ ქვემოთ მოცემული დებულებები, სთხოვეთ წარმოიდგინონ,
რომ ეს მათ ეხებათ. ისინი უნდა დაფიქრდნენ, ვის გაუზიარებდნენ საკუთარ
პრობლემას, წუხილს, განცდებს ცალკეულ შემთხვევაში და რა ფორმით -პირისპირ,
ტელეფონით, სოც.ქსელით თუ როგორ. დაასაბუთონ საკუთარი პასუხები. შემდეგ
იმსჯელონ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. თუ რომელიმე მოსწავლე აღნიშნავს, რომ
არავის გაუზიარებდა, სთხოვეთ მოიფიქროს გადმოცემის გზა ადრესატის გარეშე (მაგ.
დღიური, ნახატი და ა.შ).
115

არ მიყვარს სკოლაში სიარული, იქ თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან მგონია,


რომ ყველა ჩემზე ჭორაობს, დამცინის, მჩაგრავს, რაღაც ცუდს მიწყობს;

ძალიან მენატრება და მეცოდება ჩემი საბრალო თუთიყუში, ვინ იცის, კატამ


შეჭამა, ან გაიყინა ამ სიცივეში;

ხვალ პრეზენტაცია უნდა გავაკეთო კლასელების, მასწავლებლების და


მშობლების წინაშე. როგორ ვნერვიულობ, ამდენი ხალხის წარმოდგენაზეც
კი ცუდად ვხდები. მეშინია, ნერვიულობისგან სულ არ დამავიწყდეს
ყველაფერი;

დღეს ძალიან ცუდი დღე მქონდა. ჯერ იყო და ქუჩაში გამვლელმა მანქანამ
ტალახი შემომასხა ტანსაცმელზე, მერე სკოლის კიბეზე ფეხი ამისრიალდა
და კინაღამ დავგორდი, მერე მასწავლებელმა გამიძახა დაფასთან და
უამრავი შეცდომა დავუშვი. მასწავლებელმა დედაჩემს დაურეკა და
გამკიცხა. დედამ კი ამის გამო კომპიუტერზე თამაში ამიკრძალა.
10

გადაწყვეტილების
მიღების უნარები
117

,,კარგი გაწყვეტილების მიღება გამომდინარეობს გამოცდილებისგან.


გამოცდილება გამომდინარეობს ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისგან.’’

მარკ ტვენი

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რას გულისხმობს გადაწყვეტილების მიღება?

რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ყოველდღიურად?

რომელი გადაწყვეტილებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და

შედარებით უმნიშვნელო?

პრობლემის გადაჭრა ანალიტიკური პროცესია, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციასთან გამკლავების


გზების ძიებას გულისხმობს. პრობლემის გადაჭრის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ნაწილი-გადაწყვეტილების მიღებაა.

ყოველდღიურად თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის


გადაჭრა უწევს. ზოგიერთ მათგანთან გამკლავება სწრაფად, ბევრი ფიქრის გარეშე ხდება,
მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფერის მაისურს
ჩავიცვამთ, რა მივირთვათ საუზმედ, რომელ ფილმს ვუყუროთ თავისუფალ დროს; თუმცა, ხშირად
ცხოვრებაში უფრო რთული დილემების წინაშეც გვიწევს ყოფნა. გადაწყვეტილების მიღებისას
ორი გავრცელებული შეცდომა შეიძლება გამოვყოთ- გადაწყვეტილების მიღებისგან თავის
შეკავება და მისი ნაჩქარევად მიღება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება - ზოგჯერ უკან ვიხევთ გადაწყვეტილების


მიღების პროცესში, რადგან შეცდომების დაშვების გვეშინია. ასეთ შემთხვევაში ხშირად
ხდება, რომ გადაწყვეტილებას ჩვენ ნაცვლად სხვები იღებენ, რაც შესაძლოა, სულაც არ
შეესაბამებოდეს ჩვენს რეალურ სურვილებსა და ინტერესებს. ამ დროს კარგია საკუთარ თავს
შევახსენოთ, რომ შეცდომების დაშვებისგან არავინაა დაზღვეული და სწორედ შეცდომებზე
ვსწავლობთ ხშირად ყველაზე მეტს.
118

ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება - ზოგჯერ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად,


დაუფიქრებლად ვიღებთ ხოლმე, სიტუაციის გაანალიზების ან იმის გააზრების გარეშე, თუ რა
შედეგები მოჰყვება ჩვენს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მართალია, ასეთი სწრაფი
გადაწყვეტილებები ხშირად უვნებელია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი
გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს, მაგალითად, კონკრეტული
გამოცდისთვის მომზადება, რაიმე სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ა.შ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებიც ხშირად
ყოველდღიური, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებების შედეგად აიგება,
მაგალითად, სემესტრული შეფასება განისაზღვრება იმით, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებ
ყოველდღიურად ჩემი მეცადინეობის დროის განკარგვასთან დაკავშირებით.

იდეალურ შემთხვევაში, ადამიანის თითოეული გადაწყვეტილება კარგად გააზრებულ


მოქმედებას უნდა წარმოადგენდეს. იგი უნდა აცნობიერებდეს ყველა იმ შედეგს, რომელიც მის
გადაწყვეტილებას მოჰყვება როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე, გარშემომყოფთათვის- ამას
პასუხისმგებლიან გადაწყვეტილების მიღებას უწოდებენ.

ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა და


დროული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, შემდეგი მახასიათებლე-
ბი გამოარჩევთ:

ისინი კარგი მსმენელები არიან - აანალიზებენ და, საჭიროების შემთხვევაში,


ითვალისწინებენ გარშემომყოფთა აზრებსა და შეხედულებებს;

ამავე დროს, ყოველთვის ხელმძღვანელობენ საკუთარი ღირებულებებითა და პრინციპებით


„სწორი“ არჩევანის გაკეთებისას;

იჩენენ მოქნილობას და მზად არიან, სცადონ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა,


ალტერნატიული გზა;

ინარჩუნებენ რეალისტურ ხედვას- არის სიტუაციები, რომლებსაც არ გააჩნიათ იდეალური


გადაწყვეტა, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია ოპტიმალური გადაჭრის გზის ძიება.

საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების სწავლება და


მათი შემდგომა განვითარება ისევე შესაძლებელია, როგორც ნებისმიერი სხვა უნარის.

რას მოიცავს პრობლემის გადაჭრის პროცესი?


გავეცნოთ პრობლემის გადაჭრის 7 ნაბიჯს; თუ ამ ეტაპებს ყურადღებით და თანმიმდევრულად
გავივლით, შესაძლოა, ეს პროცესი სახალისოც კი გახდეს ჩვენთვის.
119

ნაბიჯი 1: პრობლემის იდენტიფიცირება (სახელდება)

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ კარგად, თუ რაში მდგომაროებს პრობლემის არსი.


მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განსაზღვროთ, რა გვაწუხებს, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და
რისი მიღწევა გსურს. ჩვენ წინაშე არსებული პრობლემის სახელდება, როგორც არსებითი ნაბიჯი,
გზას უხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

პრობლემის ამოცნობაში შეიძლება დაგვეხმაროს დამატებითი კითხვები:

რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრა ჩემთვის?

რა გარემოებები იწვევს ამ პრობლემას?

რაზე მოქმედებს ამ პრობლემის არსებობა?

როგორი ვითარება მინდა იყოს პრობლემის გადაჭრის შედეგად?

ვარ თუ არა შეზღუდული დროში? თუ კი, რამდენი დრო მაქვს მის გადასაჭრელად?

ნაბიჯი 2: ინფორმაციის მოძიება

ზოგჯერ, სანამ პრობლემის გადაჭრის გზებზე დავიწყებთ ფიქრს, ჯერ მის შესახებ მეტი
ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ, ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნები, ინტერნეტსაიტები ან
გამოვკითხოთ გარშემომყოფები, ვისთვისაც შეიძლება ნაცნობი იყოს სიტუაცია. შემდეგ უნდა
განვიხილოთ და შევაფასოთ მოძიებული ინფორმაცია.

ნაბიჯი 3: პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების გამოვლენა

ზოგჯერ პრობლემასთან შეჯახებისას გვეჩვენება, რომ მას გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა აქვს,
მაგრამ სინამდვილეში ეს ხშირად სულაც არ არის ასე და ერთ პრობლემას შეიძლება რამდენიმე
გადაწყვეტაც კი ჰქონდეს. მიეცით საკუთარ თავს დრო დაფიქრებისთვის და ჩამოწერეთ სულ
მცირე 3 გზა, რომელიც თითოეული საკითხის გადასაჭრელად შეიძლება გამოიყენოთ. ამაში წინა
ეტაპზე მოგროვებული ინფორმაცია გამოგადგებათ.
120

ბანიჯი 4: პრობლემის გადაჭრის თითოეული გზის შეფასება

თქვენ მიერ მოფიქრებულ თითოეულ გადაჭრის გზას აუცილებლად ექნება როგორც პოზიტიური,
ასევე, ნეგატიური მხარეები. ამ ეტაპაზე, სწორედ მათი აწონ-დაწონვა და ანალიზის გაკეთებაა
აუცილებელი. პრობლემის გადაჭრის თითოეულ გზასთან დაკავშირებით დასვით შემდეგი
კითხვები:

არის თუ არა ეს გზა ეფექტიანი?

არის თუ არა ამის გაკეთება უსაფრთხო?

იქნება თუ არა ეს სამართლიანი?

როგორ ვიგრძნობ თავს, თუ ასე მოვიქცევი?

როგორ იგრძნობენ თავს გარშემომყოფები?

ჩამოწერეთ ქაღალდზე პრობლემის გადაჭრის გზები და გააკეთეთ ცხრილი, სადაც ჩაწერთ


ჩამოთვლილ კითხვებზე დადებით და უარყოფით პასუხებს.

პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები:

პრობლემის გადაჭრის გზა #1


დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები

1 1

2 2

3 3
121

პრობლემის გადაჭრის გზა #2


დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები

1 1

2 2

3 3

ნაბიჯი 5: გადაწყვეტილების მიღება

ამ ეტაპზე უკვე არჩევანის გაკეთების დრო დგება- თქვენ მიერ მოფიქრებული გადაჭრის გზებიდან
უნდა აირჩიოთ ის, რომლის პოზიტიური მხარეები გადაწონის ნეგატიურს. ზოგჯერ ამ ეტაპზე
ადამიანების ნაწილს შიში ეუფლება და აწუხებს კითხვა- რა მოხდება, თუ არასწორ ვარიანტს
ავირჩევ? ეცადეთ, ამის არ შეგეშინდეთ. შეცდომის დაშვება სამყაროს დასასრული არ იქნება და
ჩვენ ყველაზე მეტს ხშირად სწორედ დაშვებული შეცდომებისგან ვსწავლობთ.

ნაბიჯი 6: იმოქმედეთ

პრობლემის გადაჭრის გეგმის განხორციელება - მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას


მიიღებთ პრობლემის გადაჭრის გზასთან დაკავშირებით, მისი აღსრულების დრო დგება.
დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა თქვენი გეგმის განხორციელებაში ვინმეს დახმარება და თუ კი,
კონკრეტულად რა ტიპის დახმარება.

ნაბიჯი 7: პრობლემის გადაჭრის ეფექტიანობის შეფასება

განხილვის სტადია გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბოლო ნაბიჯია. ამ ეტაპზე თქვენ


შეაფასებთ, გადაიჭრა თუ არა კონკრეტული პრობლემა, რომელიც თავიდანვე განსაზღვრეთ. თუ
შედეგს მიაღწევთ, შესანიშნავია. თუმცა, ზოგჯერ ჩვენ მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზა
არ ამართლებს; ასეთ დროს სასურველია, დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, თუ რატომ ვერ
მივაღწიეთ შედეგს; და თავიდან დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, უკვე ახალი
გამოცდილებით.
122

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებსაც ადრეული ასაკიდან უწევთ სხვადასხვა


პრობლემასთან შეჯახება, იქნება ეს სათამაშოს გაყოფა, თამაშის წესების
დარღვევით გამოწვეული კონფლიქტი თუ სხვა. შეუძლებელია ბავშვის ყველა
პრობლემის მოგვარება უფროსების მიერ და უფრო მეტიც, ამის გაკეთება
არცაა რეკომენდებული. იმისთვის, რომ ბავშვი დამოუკიდებელ,
თავდაჯერებულ და წარმატებულ ინდივიდად ჩამოყალიბდეს, იგი თავად
უნდა ფლობდეს პრობლემის გადაჭრის უნარებს.

იმსჯელეთ ისტორიული ფიგურის ან მხატვრული ნაწარმოების გმირის მიერ


გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სთხოვეთ ბავშვებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ
როგორ შეეძლო საკუთარი ქმედებებით მოვლენების უკეთესი ან პირიქით,
უარესი გზით განვითარებისთვის შეეწყო ხელი.

გახდით როლური მოდელი: შეიძლება არ დაფიქრებულხართ, რომ უკვე


ასწავლით მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრას საკუთარი მაგალითით.
ბავშვები ხომ აკვირდებიან იმას, თუ როგორ იქცევით სასწავლო პროცესში
წარმოქმნილ სიტუაციებათან გასამკლავებლად, ხედავენ, როგორ
რეაგირებთ, როდესაც, მაგალითად, რაიმე ტექნიკური სირთულე გექმნებათ
გაკვეთილის ახსნის პროცესში. მოთმინებისა და თანმიმდევრულობის
გამოვლენასთან ერთად, სასურველია გაახმოვანოთ ფიქრისა და მსჯელობის
პროცესიც, მაგალითად, ჩამოთვალოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ასეთ
შემთხვევაში, შემდეგ კი აღნიშნოთ, თუ რატომ აირჩიეთ პრობლემის
გადაჭრის რომელიმე კონკრეტული გზა.

დაეხმარეთ ბავშვებს პრობლემის გადაჭრის გზების „აღმოჩენაში“- იმის


ნაცვლად, რომ შესთავაზოთ პრობლემის გადაჭრის მზა რეცეპტი, მოუსმინეთ,
დააკვირდით ბავშვებს და გამოიყენეთ ღია კითხვები მათთან სირთულეებზე
საუბრის პროცესში: „შენი აზრით რა მოხდება თუ....?“, „კიდევ სხვა რა გზა
გახსენდება ამის მოსაგვარებლად?“
123

სავარჯიშოები პრობლემის გადაჭრისა და


გადაწყვეტილების მიღების უნარების განსავითარებლად

სავარჯიშო #1
რა ქმნის პრობლემას?

აქტივობის მიზანი:
სოციალურ სიტუაციებში პრობლემის გამომწვევი ქცევების ამოცნობა

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ ბავშვებს, ჩამოთვალონ გარშემომყოფთა ის ქცევები, რომლებიც
შემაწუხებელი და უსიამოვნოა მათთვის. ასევე, საკუთარი ქცევები, რომლებიც
გარშემომყოფებისთვის წარმოადგენენ პრობლემას. ჩამოწერეთ ბავშვების მიერ
აღწერილი სიტუაციები დაფაზე ან ფლიფჩარტზე. ხაზი გაუსვით, რომ აქტივობის მიზანია
გარკვეული ქცევების აღწერა და არა კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება, ან მისი
აუგად მოხსენიება. ამ სავარჯიშოს ფარგლებში ბავშვებს არ მოეთხოვებათ პრობლემის
გადაჭრის გზებზე მსჯელობა, არამედ მხოლოდ ისეთი სიტუაციების ამოცნობა,
რომლებიც ამას მოითხოვენ.

სხვადასხვა სიტუაციის განხილვისას ყურადღება არა მხოლოდ აზრებზე, არამედ სიტუაციის


მოქმედი გმირების ემოციებზეც გაამახვილეთ.
მაგალითად, „თქვენი აზრით, რას გრძნობს ამ დროს შენი თანაკლასელი?“

განუმარტეთ ბავშვებს, რომ თუკი ისინი რაიმე სიტუაციაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ
ან განიცდიან რაიმე უარყოფით ემოციას, მაგალითად, სევდას, შფოთვას, ბრაზს- ეს, როგორც
წესი, პრობლემის არსებობაზე მიანიშნებს.
124

სავარჯიშო #2
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება

აქტივობის მიზანი:
ბავშვებისთვის იმის დემონსტრირება, რომ ნებისმიერ პრობლემას შესაძლოა გააჩნდეს
ერთზე მეტი გადაჭრის გზა.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
მას შემდეგ, რაც ბავშვები სხვადასხვა პრობლემურ სიტუაციას განიხილავენ,
მნიშვნელოვანია, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ამასთან, იმის ხაზგასმა, რომ
ნებისმიერ პრობლემას შესაძლოა გააჩნდეს ერთზე მეტი გადაჭრის გზა და მათ
მოსაფიქრებლად კარგი მეთოდია გონებრივი შტურმი. თუკი ბავშვებმა არ იციან
გონებრივი შტურმის მნიშვნელობა, განუმარტეთ მათ:
„გონებრივი შტურმი ნიშნავს ყველა იმ იდეების გაჟღერებას, რომლებიც თავში აზრად
მოგვდის. ამ გზით ჯგუფის წევრებს შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის ბევრი შესაძლო გზა
დაასახელონ. ამ დროს არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ ჩვენს
ნათქვამს ჯგუფის სხვა წევრები, ან რამდენად ეფექტიანი იქნება იგი. უბრალოდ, 5-10
წუთის განმავლობაში ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც თავში გაგვიელვებს. გონებრივი
შტურმის დამთავრებამდე არ ვაკეთებთ შეფასებას, არ განვიხილავთ არც ერთ იდეას,
რაც არ უნდა უცნაურად და არაგონივრულადაც უნდა მოგვეჩვენოს ისინი.“

პრობლემური სიტუაციის მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ წინა აქტივობის დროს


აღწერილი რომელიმე სიტუაცია, ან თავად შესთავაზოთ ბავშვებს სხვა ჰიპოთეტური
სიტუაცია, მაგალითად,

თანატოლს შენთან ერთად თამაშს სთხოვ, ის კი უარს გეუბნება.

სასრიალოზე ერთი ბავშვი უკვე დიდი ხანია სრიალებს, შენ კი დაიღალე ლოდინით.

ნამცხვრის მხოლოდ ერთი ნაჭერია დარჩენილი, რომელიც შენ და შენს დედმამიშვლს ან


ოჯახის სხვა წევრსაც გინდათ.

დაიკარგა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც სულ ახალხანს გიყიდეს მშობლებმა.

ახალ სკოლაში გადახვედი და არ იცი, როგორ დაუმეგობრდე ბავშვებს.


125

ხაზი გაუსვით იმ გარემოებას, რომ პირველივე აზრი, რომელიც თავში მოგვდის, ყოველთვის არ
არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და, რაც მეტად დავფიქრდებით, შესაძლოა, უფრო
და უფრო უკეთესი ოფციები აღმოვაჩინოთ.

სავარჯიშო #3
პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა

აქტივობის მიზანი:
პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის შეფასება.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
აუხსენით ბავშვებს, რომ როგორც წინა აქტივობიდან დაინახეს, პრობლემას, როგორც
წესი, ერთზე მეტი გადაჭრის გზა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ
იძულებული ვართ, მათგან მხოლოდ ერთი- საუკეთესო ავარჩიოთ. ასევე, აღნიშნეთ, რომ
ცხადია, ჩვენ ზუსტად ვერ გვეცოდინება, როგორ იმუშავებს პრობლემის გადაჭრის გზა,
სანამ არ ვცდით მას. სამაგიეროდ, შეგვიძლია დავფიქრდეთ და დავგეგმოთ საკუთარი
ქმედებები.

აირჩიეთ წინა აქტივობის ფარგლებში განხილული სიტუაცია და გონებრივი შტურმის


დროს შემუშავებული გადაჭრის გზები და სთხოვეთ ჯგუფს, იმსჯელონ თითოეული
მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე. პრობლემის გადაჭრის გზის შეფასებაში
ბავშვებს შემდეგი კითხვები დაეხმარებათ?

რა მოხდება, თუკი ასე მოვიქცევი? რა შედეგი მოჰყვება ჩემს ქცევას?

არის თუ არა პრობლემის გადაჭრის ეს გზა უსაფრთხო?

იქნება თუ არა პრობლემის გადაჭრის ეს გზა სამართლიანი?

როგორ ვიგრძნობ თავს, თუკი ასე მოვიქცევი? როგორ იგრძნობენ თავს გარშემომყოფები?
126

სავარჯიშო #4
პრობლემის გადაჭრის ყუთი

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებისთვის პრობლემების გაზიარების შესაძლებლობის მიცემა.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
დადგით საკლასო ოთახში საშუალო ზომის ყუთი. ჩართეთ მოსწავლეები მისი მორთვის
და გაფორმების პროცესში. შემდეგ კი სთხოვეთ, საჭიროების შემთხვევაში, ანონიმურად
ჩააგდონ მცირე ზომის ფურცლები, სადაც აღწერილი იქნება სხვადასხვა სირთულე და
პრობლემა, რომელსაც აწყდებიან ცხოვრებაში. შესთავაზეთ ბავშვებს შემთხვევითობის
პრინციპით ამოიღონ ბარათები ყუთიდან და იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
11

ეფექტიანი
მიზნების დასახვა
128

,,როდესაც რაღაც მართლა გსურს, მთელი სამყარო გაერთიანდება


იმისთვის, რომ დაგეხმაროს მის მიღწევაში.’’

პაოლო კოელიო

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

კითხვები დისკუსიისთვის:

რაში გვეხმარება მიზნების დასახვა?

რა უნდა გავითვალისწინოთ მიზნების დასახვისას?

რა განსხვავებაა ეფექტიან და არაეფექტიან მიზნებს შორის?

ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს სასურველის მიღწევა, რადგან არ შეუძლიათ საკუთარი


სურვილების კონკრეტულ მიზნებად ჩამოყალიბება. მიზნების დასახვა ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც არა მხოლოდ ხასიათის სიმტკიცის ჩამოყალიბებაში,
არამედ ცხოვრებაში სასურველის მიღებაში გვეხმარება. ეფექტიანი მიზნების დასახვისა და
მიღწევის პროცესი, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპად წარმოვიდგინოთ. თითოეულ ეტაპზე
სხვადასხვა უნარისა და სტრატეგიის გამოყენება დაგვჭირდება, საბედნიეროდ, მათი სწავლა და
გავარჯიშება შესაძლებელია.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ეტაპი 1: კონკრეტული პოზიტიური მიზნის შერჩევა:


დაფიქრდით იმაზე, თუ რა გსურთ ყველაზე მეტად. რაც უფრო გულწრფელია ჩვენი სურვილი, მით
უფრო მეტად ვართ შინაგანად მოტივირებული, მიზანდასახული და მით უფრო მაღალია
საბოლოოდ წარმატების მიღწევის შანსი. დაფიქრდით იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ დღის,
კვირის, თვის ან წლის ბოლოს. შეგიძლიათ უფრო გრძელვადიან მიზნებზეც დაფიქრდეთ- რას
გინდათ მიაღწიოთ 5, 10, 15 წლის შემდეგ? მიზანი შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ქცევის
შეცვლას, უნარის დაუფლებას ან ვითარებას, რისი გამოსწორება ან გაუმჯობესებაც გსურთ
ცხოვრებაში.
129

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

1 რას მინდა მივაღწიო?

2 რა სირთულეების გადალახვა მჭირდება?

3 რას გავაკეთებდი, დარწმუნებული რომ ვიყო, რომ აუცილებლად გამომივა?

რა უნდა გავითვალისწინოთ მიზნების შემუშავებისას?

მიზანი ფორმულირებული უნდა იყოს პოზიტიურად-იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ, თუ რა არ


გსურთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა შედეგის მიღწევას ესწრაფვით; მაგალითად, “მინდა, რომ აღარ
გავაცდინო გაკვეთილები”-ს ნაცვლად, “მსურს სისტემატურად დავესწრო გაკვეთილებს.”

ეცადეთ ისეთი მიზანი შეარჩიოთ, რომლის შესრულებაც არც ზედმეტად იოლი იქნება და არც
წარმოუდგენლად რთული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციის ხანგრძლივად შენარჩუნება
გაგიჭირდებათ. ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ ვერ აღწევს მიზანს, რომ მის მიერ დასახული
მიზნები ზედმეტად არარეალისტური ან გრანდიოზულია.

მიზანი აუცილებლად კონკრეტული/სპეციფიკური და გაზომვადი უნდა იყოს და იძლეოდეს


პროგრესის შეფასების შესაძლებლობას. მაგალითად, გაკვეთილებზე უკეთ მოქცევა ან სწავლა
საკმაოდ ზოგადი მიზნებია და ასეთ შემთხვევაში იმის კონტროლი, თუ რამდენად ხდება მათი
მიღწევა, გაგვიჭირდება.

კონკრეტული და გაზომვადი მიზნების მაგალითებია:

„მათემატიკაში ჩემი შეფასება 2 ქულით გავაუმჯობესო “

„ყოველდღიურად შევასრულო საშინაო დავალებები “

„ვისწავლო 100 ახალი უცხო სიტყვა. “


130

ეტაპი 2: იმის გააზრება, თუ რატომაა მნიშვნელოვანი დასახული მიზნის მიღწევა.


ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, თუ რა სარგებელს
მოგვიტანს მიზნის მიღწევა - როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება ან მისი რომელიმე
კონკრეტული სფერო ამა თუ იმ მიზნის მიღწევის შემდეგ.
ეცადეთ, რაც შეიძლება ნათლად წარმოიდგინოთ მიზნის მიღწევის შედეგები. დაფიქრდით,
როგორი განცდა დაგეუფლებათ ასეთ დროს? ადამიანების ნაწილისთვის ეფექტიანია ამ დროს
თვალების დახუჭვა და აღნიშნული სცენის წარმოდგენა. დაფიქრდით იმაზე, თუ რას გაიგებთ,
დაინახავთ, შეიგრძნობთ მიზნის მიღწევის შემთხვევაში? ჩართეთ წარმოსახვაში სხვადასხვა
შეგრძნებები, მაგ: „მე მაღალი აკადემიური მოსწრება მაქვს. უნივერსიტეტში გამოცდებს
წარმატებით ვაბარებ“, „ნავარჯიშევი სხეული მაქვს,“„თავისუფლად ვფლობ უცხო ენას“ და ა.შ.

ამავე დროს, დაფიქრდით არა მხოლოდ პირად სარგებელზე, არამედ იმ სიკეთეზეც, რაც
საზოგადოებას შეგიძლიათ მოუტანოთ; მაგალითად, როდესაც ყოველდღიურად ბევრს
კითხულობთ, ამით უფრო კომპეტენტურ ადამიანად ყალიბდებით, რაც დაგეხმარებათ,
მომავალში, საზოგადოებრივ საკითხებზე თქვენი საინტერესო ხედვა წარმოადგინოთ.

ეტაპი 3: დაყავით მიზანი მცირე შემადგენელ ნაწილებად:


თუკი კარგად დავაკვირდებით, თითოეული მიზანი ქვემიზნებისა და ამოცანებისგან შედგება. ეს
ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომელთა გადადგმაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს. ზოგიერთი
ავტორი ამ პროცესის აღწერისთვის კიბის ფორმულას იყენებს- მის ბოლო საფეხურზე საბოლოო
მიზანია განთავსებული, ქვედა საფეხურებზე კი ის ეტაპები, რომლებიც მის მისაღწევად უნდა
გადავლახოთ.

ეტაპი 4: შესაძლო დაბრკოლებების და მათთან გამკლავების გზების განსაზღვრა


მას შემდეგ, რაც მიზანს ნათლად ჩამოვაყალიბებთ, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ყველა იმ
დაბრკოლებაზე, რომელსაც მისი მიღწევის გზაზე შეიძლება წავაწყდეთ. გაითვალისწინეთ, რომ
დაბრკოლება შეიძლება იყოს როგორც გარეგანი მოვლენა, (მაგალითად, დავალების დროულად
შესრულებაში შეიძლება ხელი შეგიშალოთ მეგობრების მოულოდნელმა სტუმრობამ,
ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გათიშვამ), ასევე შინაგანი, ანუ ის, რაც საკუთარ აზრებს,
ემოციებს ან ქცევებს უკავშირდება (მაგალითად ყურადღების გაფანტვა, აზრის გაელვება, რომ
მაინც არაფერი გამოგივა და ა.შ).

დაფიქრდით და ჩამოწერეთ ყველა ფაქტორი და გარემოება, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ,


შემდეგ კი შეადგინეთ გეგმა, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.თუკი შესაძლო
დაბრკოლებებზე წინასწარ ვიფიქრებთ, მათი თავიდან არიდების ან გადალახვის გზებსაც
ადვილად ვიპოვით. განსაკუთრებით ეფექტიანია ამ ინფორმაციის ცხრილის სახით წარმოდგენა:
131

თუ…..(სირთულე ან მაშინ…
დაბრკოლება წარმოიქმნება) (გამკლავების სტრატეგია)

1 დამეზარება დილით ვარჯიში 1 როგორც კი გავიღვიძებ, ჩავიცვამ


სპორტულ ფეხსაცმელს და გავალ
სარბენად ან სავარჯიშოდ

2 წიგნის კითხვის ნაცვლად, ტელევიზორის 2 გავალ სხვა ოთახში, სადაც ტელევიზორი


ყურება მომინდება არ არის და დავიწყებ კითხვას.

3 საშინაო დავალების შესრულებისას 3 შემიძლია გამოვიყენო სპეციალური


შეიძლება ყურადღება გამიფანტოს აპლიკაციები, რომლებიც დროით ლიმიტს
სხვადასხვა საიტმა. აწესებენ კონკრეტული საიტის
მოხმარებაზე.

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ აკადემიური მიზნების მიღწევის


გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის, არა მხოლოდ მათი პირადი
სარგებელი, არამედ საზოგადოებრივი სიკეთეები. ემპირიული მონაცემები
მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი მოტივაცია უფრო მაღალია.
ესაუბრეთ მოსწავლეებს სხვადასხვა მეცნიერის მიღწევებზე, მეცნიერების
მომავალ ამოცანებზე, ხელოვნების როლზე, საზოგადო მოღვაწეებზე და ა.შ.

ესაუბრეთ ბავშვებს მათი მიზნების შესახებ. ემპირიული მონაცემების


თანახმად, მიზნების გაზიარება გარშემომყოფთათვის ზრდის მათი
შესრულების ალბათობას.

შეახსენეთ კონკრეტული დაბრკოლების გადალახვისთვის შემუშავებული


გეგმის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარეთ მის
განხორციელებაში.
132

თუ ბავშვი გარკვეულ წარუმატებლობას განიცდის მიზნისკენ მიმავალ გზაზე,


ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება და გაუმჯობესებაა
შესაძლებელი მოცემულ სიტუაციაში: დაუსვით შემდეგი კითხვები: შენი
აზრით, რატომ არ გამოგივიდა ამჯერად? მომავალში რა შეიძლება გააკეთო,
რომ უკეთესი შედეგი მიიღო?

ხაზი გაუსვით არა მხოლოდ მიღწეულ გარკვეულ პროგრესს, არამედ,


უპირველესად, ბავშვის მიერ გამოვლენილ ძალისხმევას და
თანმიმდევრულობას მიზნის მიღწევის გზაზე: მაშინაც კი, თუ მან წარმატებით
ვერ გაართვა თავი ამა თუ იმ დავალებას, შეაქეთ იმისთვის, რომ საკმარისი
დრო დაუთმო მასზე მუშაობას.

მოახდინეთ პოზიტიური საუბრის მოდელირება: თავადაც არ დაივიწყოთ და


ბავშვიც წაახალისეთ, რომ გამოიყენოს შთამაგონებელი ფრაზები:
„აუცილებლად გამომივა!“, „მე ამას შევძლებ!“ და სხვ.

გაუზიარეთ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით,


თუ როგორ გადალახეთ გარკვეული დაბრკოლებები მათ ასაკში. შეგიძლიათ
ცნობილი ადამიანების მაგალითებიც მოიშველიოთ, მაგალითად,
“ჰარი პოტერის” ავტორის, ჯოან როულინგის ისტორია, რომელსაც მისი
ნაწარმოების დაბეჭდვაზე 12-მა გამომცემლობამ უთხრა უარი, შემდეგ კი
ტრიუმფალური წარმატება ხვდა წილად. ჰკითხეთ ბავშვებს, რა მოხდებოდა,
ის რომ დანებებულიყო?
133

სავარჯიშოები სტრესის პოზოტიური მიზნების დასახვის


უნარის განსავითარებლად

სავარჯიშო #1
ეფექტური მიზნების მახასიათებლები

აქტივობის მიზანი:
ეფექტიანი მიზნების მახასიათებლების შესწავლა და
მათი გამოყენება პრაქტიკაში

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ წრე და დაყონ ის რამდენიმე
სეგმენტად. თითოეული მათგანი შეიძლება
შეესაბამებოდეს ცხოვრების ცალკეულ სფეროს
(მეგობრები, სკოლა, ოჯახი) ან მიზნების რომელიმე
მნიშვნელოვან კატეგორიას (კითხვა, სპორტი, მუსიკალურ
ინსტრუმენტზე დაკვრა, პროგრამირების შესწავლა და) ა.შ.

სთხოვეთ ბავშვებს, თითოეული კატეგორიის შევსება და სხვადასხვაფრად


გაფერადება. შესთავაზეთ, დაფიქრდნენ თითოეულ სეგმენტზე და შეარჩიონ მიზნები,
რომელთა მიღწევა მიმდინარე წლის, თვის ან სხვა პერიოდის განამვლობაში სურთ.

განიხილეთ, აკმაყოფილებს თუ არა ბავშვების მიერ შემუშავებული მიზნები,


ეფექტიანობის კრიტერიუმებს: არის თუ არა ისინი კონკრეტული, რეალისტური,
გაზომვადი და პოზიტიურად ფორმულირებული?
134

სავარჯიშო #2
რა ნაბიჯებისგან შედგება შენი მიზანი?

მიზანი:
მოსწავლეებისთვის იმის სწავლება, რომ ნებისმიერი
მიზანი შესაძლოა დავყოთ მის შემადგენელ ნაბიჯებად. მიზანი

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური
ნაბიჯი 6
აქტივობის აღწერა:
ჰკითხეთ ბავშვებს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა, ნაბიჯი 5
თუკი სურს იურისტი გახდეს, ან ისწავლოს მანქანის
მართვა? ჩამოწერეთ პასუხები დაფაზე. აუხსენით ბავშვებს, ნაბიჯი 4
რომ ამის მსგავსად, თითოეული ჩვენი მოკლევადიანი თუ
გრძელვადიანი მიზანიც სხვადასხვა ნაბიჯისა თუ
ნაბიჯი 3
ეტაპებისგან შედგება.
სთხოვეთ მათ, დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე, აირჩიონ
ერთი მათგანი და წარმოადგინინონ ის შემადგენელი ნაბიჯი 2
ნაბიჯების სახით. განიხილეთ შესრულებული სამუშაო
ჯგუფში, თუკი რომელიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნაბიჯი 1
გამოტოვებულია, მიეცით ამასთან დაკავშირებით
შესაბამისი უკუკავშირი.
135

სავარჯიშო #3
რა გვიშლის ხელს მიზნის მიღწევაში?

აქტივობის მიზანი:
მიზნის მიღწევაში ხელშემლშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებისა და მათთან
გამკლავების გზების დაგეგმვა.

სამიზნე კლასი:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

აქტივობის აღწერა:
სთხოვეთ ბავშვებს, გაიხსენონ წარსული ან მიმდინარე გამოცდილება საკუთარი
ცხოვრებიდან იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან ამა თუ იმ მიზნის
მიღწევაში; ჩამოწერეთ ისინი დაფაზე; პასუხების განხილვისას ხაზი გაუსვით იმ
გარემოებას, რომ დაბრკოლებების ნაწილი შინაგანია, ნაწილი კი გარემო ფაქტორებს ან
სხვა ადამიანებს უკავშირდება. ამის შემდეგ, სთხოვეთ ბავშვებს თითოეული
დაბრკოლებისთვის შეიმუშავონ გადაჭრის ან პრევენციის გზები და გაუზიარონ
საკუთარი ნაშრომი ჯგუფის სხვა წევრებს.
დაბრკოლებისთვის შეიმუშავონ გადაჭრის ან პრევენციის გზები და გაუზიარონ
საკუთარი ნაშრომი ჯგუფის სხვა წევრებს.
136

გამოყენებული ლიტერატურა

A Puberty and Adolescent Development Resource for Educators, Junior Grade Level,
Second Edition, Peel Public Health, Healthy Sexuality Program, 905-799-7700

Bacon, T. Emotion Regulation: Managing Emotions. NHS Fife Department of Psychology.


2016;

Bear, G. G., & Manning, M. A. (in press). Developing emotional competencies and
self-discipline. In G. G. Bear, Developing self-discipline and preventing and correcting
misbehavior. Boston: Allyn & Bacon.

Brinkman R., Kirschner R. Dealing With Difficult People. McGraw Hill Books. 2003, pp
19-23.

Chen, Y., Pethtel, O., & Ma, X. (2010). COUNTERACTING AGE STEREOTYPES: A SELF-AWARE-
NESS MANIPULATION. Educational gerontology, 36(8), 702–717. https://-
doi.org/10.1080/03601270903534523

Cullins.A, How to Teach Problem-Solving Skills to Kids (Ages 3-14), 2020 https://biglife-
journal.com/blogs/blog/how-teach-problem-solving-strategies-kids-guide

Denham S.A Dealing with feelings:How children negotiate the worlds of emotions and
social relationships. Cognition, Brain, Behavior. Romanian Association for Cognitive
Science, Volume XI, No. 1, 2007;

Hasson, G. Emotional Intelligence - Managing emotions to make a positive impact on


your life and career. Capstone, A Wiley Brand, 2014, pp 15-55

Hinduja, S., Patchin, J. W. Cyberbullying Identification, Prevention, and Response.


Cyberbullying Research Center 2014 (www.cyberbullying.us).

Jones, S.M., Bouffard, S.M. Social and Emotional Learning in Schools - From Programs to
Strategies. Social Policy Report. Volume 26, Number 4. 2012;

Mareš, J. Prosocial Behavior Education in Children. Acta Educationis Generalis, volume


7. 2017

McLeod, S. A. . Self concept. Simply Psychology.2008 https://www.simplypsycholo-


gy.org/self-concept.html
137

გამოყენებული ლიტერატურა

Nocentini, A., Calmaestra J., Schultze-Krumbholz A. Scheithauer H., Ortega R., Ersilia
Menesini E. Cyberbullying: Labels, Behaviours and Definition in Three European Coun-
tries. Australian Journal of Guidance & Counseling. Volume 20 Number 2. 2010 pp.
129–142

Notar C.E., Padgett, S., Roden, J. Cyberbullying: Resources for Intervention and Preven-
tion. Universal Journal of Educational Research. Horizon Research Publishing, 1(3):
2013, pp 133-145;

Pettry, D. e-Book Building Social Skills through activities. 2006, pp 23-25. http://ww-
w.dannypettry.com/ebook_social_skills.pdf ;

Psychology Foundation of Canada Stress Lessons Toolkit -Teachers’ Guide, 2012, pp


1-15;https://westernhealth.nl.ca/uploads/EducatorsGuide-en.pdf ;

Schab. L.M. The anxiety workbook for teens - Activities to help you deal with anxiety &
worry. Instant Help Books. A Division of New Harbinger Publications, 2008, pp 14-47 .

Shapiro, L. E. 101 Ways to teach children social skills. A ready-to-use, reproducible


activity book.,2004,
https://healthiersfexcel.org/wp-content/up-
loads/2018/07/101-Ways-to-Teach-Children-Social-Skills.pdf

Thompson, R. A., Meyer, S., Socialization of Emotion Regulation in the Family. In J. J.


Gross (Ed.), Handbook of emotion regulation, The Guilford Press. 2007, pp. 249–268;

Weins, B. , Demsey, A. Bystander Involvement in Peer Victimisation: The value of looking


beyond Aggressors and Victims. Journal of School Violence. 2009, (8) pp 206-215;

Willard N.E.. Cyberbullying and Cyberthreats. Research Press. Champaign, Illinois 61822.
pp. 5-16;

World Health Organization (2020). Doing what matters in times of stress: an illustrated
guide.2007 https://www.who.int/publications/i/item/9789240003927 ;

SOS ბავშვთა სოფელი. ,,ანტიბულინგური პროგრამა”. თბილისი, 2018, 16-36გვ.

You might also like