You are on page 1of 8

ოჯახის სოციოლოგიური ანალიზი

რეფერატი შესრულებულია სოციოლოგიის კურსისთვის

ავტორი: გიორგი კურტანიძე


ხელმძღვანელი: ნინო რჩეულიშვილი

თბილისი
2023
ოჯახი

სარჩევი

1.ოჯახი.................................................................................................................................................3
2.თეორიები.........................................................................................................................................4
3.დისკუსია...........................................................................................................................................6
4.დასკვნა.............................................................................................................................................8
ბიბლიოგრაფია.................................................................................................................................9

1.ოჯახი
ტრადიციული დეფინიციის მიხედვით, ოჯახი წარმოადგენს ადამიანების სოციალურ
ერთობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ქორწინებით ,
შობადობით ან შვილად აყვანით. თანაცხოვრობენ ოფიციალურად სანქცირებული

2
ოჯახი

ურთიერთობებით და ჩართულები არიან სოციალურ თანამშრომლობაში, სოციალურად


მისაღებ სექსუალური ურთიერთობებში, რეპროდუქციასა და ბავშის აღზრდაში.

რაც შეეხება თანამედროვე განმარტებას, ოჯახი მიიჩნევა თავდაპირველ ადამიანების


ჯგუფად, რომლებიც როგორც წესი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ქორწინებით ,
ნათესავური კავშირით ან შვილად აყვანით, რომლებიც ახდნენენ თანამშრომლური
ეკონომიკური ერთობის ფორმირებას და ზრუნავენ ერთმანეთზე. გააჩნიათ ჯგუფთნ
ინტიმურად დაკავშირებული იდენტობა და ცდილობენ შეინარჩუნონ ჯგუფის
ერთიანობა დროთა განმავლობაში.

სოციოლოგები გამოყოფენ ოჯახის ორ ტიპს, ნუკლეარულს და გაფართოვებულს.


ნუკლეარული ოჯახი შედგება ორი ადამიანისგან და შვილი/შვილებისგან, ხოლო
გაფართოვებული ოჯახის შემთხვევაში რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთდ,
წყვილები, მათი შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ.

მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების საფუძველზე გაფართოვებული ოჯახის და


ნათესავური ჯგუფების გავლენა მცირდება, წინ წამოიწია და გახშირდა მეუღლის
საკუთარი სურვილით შერჩევა, ადგილი აქვს ქალთა უფლებების აღიარებას, რაც
მოიცავს ქორწინების ინიციატივას და ოჯახში გადაწყვეტილების მიღებაში
მონაწილეობის მიღებას. შედარებით უფრო ნაკლებად გვხვდება ნათესავური
ქორწინებები, შეზღუდულ საზოგადოებებში სექსიალური თავისუფლების ხარისხი
მატულობს და შეინიშნება ბავშვთა უფლებების გ აფართოვების ტენდენცია .

2.თეორიები
ფუნქციონალიზმის მიხედვით ოხაჯი სოციუმისთვის ასრულებს რამოდენიმე
უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სოციალური სტაბილურობის შენარჩნუნებისთვის ; ოჯახი
ახდენს ბავშვის სოციალიზაციას და ამის გარეშე შეუძლებელია სოციუმის არსებობა .
ოჯახი მის წევრებს მხარს უჭერს ემოციურად და პრაქტიკულად, იქნება ეს საკვებითა თუ
კომფორტით, უსაფრთხოებით უზრუნველყოფა. ოჯახი წარმოადგენ მთავარ

3
ოჯახი

ინსტანციას, რომელიც უზრუნველყოფს სექს და გამრავლებას, ვინაიდან ყველა


სოციუმს გააჩნია ნორმები, რომლებიც არეგულირებს იმას, თუ ვისთან და რამდენად
ხშირად უნდა ჰქონდეს ადამიანს სექსი. ოჯახი ასევე აყაიბებს სოციალურ იდენტობას ,
რომელიც მნიშვნელოვანია ცხოვრებისეულ მიღწევებსა და შანსებში . ბავშვები
იბადებიან საკუთარი მშობლების ოციალურ კლასში, რასით, ეთნიკურობით ,
კონკრეტული რეელიგიით და ა.შ. ზოგ ბავშვს გააჩნია ცხოვრებიეული უპირატესობა
საკუთარი სოციალური იდენტობის გამო, რომელსაც ისინი მშობლებისგან იღებენ, სხვა
ბავშვები კი ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან სოციალური კლასის, რასის და
ეთნიკურობის გამო, რომელშიც ისინი დაიბადენ. ოჯახი ასწავლის ბავშვებს სოციუმის
ნორმებს და ღირებულებებს. მოულოდნელი ან დიდი ცვლილებები საფრთხეს უქმნის
ოჯახის სტაბილურობას და ასუსტებს სოციუმს.

კონფლიქტის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პირველ რიგში ოჯახი


წარმოადგენს სოციალურ ინსტიტუტს, რომელსაც სხვადასხვა გზით წვლილი შეაქვს
სოციალურ და მატერიალურ უთანასწორობაში. სოციალური იდენტობა გავლენას
ახდენ ბავშვის ცხოვრებისეულ შანსებზე, მაგრამ ამავდროულად ამყარებს სოციუმის
სტრატიფიკაციის სისტემას. იმის გამო, რომ მშობლები საკუთარ სიმდიდრეს
გადასცემენ შვილებს და ოჯახები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან სიმდიდრით ,
რომელიც მათ გააჩნიათ, ეს ხელს უწყობს და ამყარებს არსებულ უთანასწორობას .
დროთა განმავლობაში ოჯახის ინსტიტუტი უფრო და უფრო პატრიარქატული ხდება და
უზრუნველყოფს მამაკაცის ადგილს და სტატუსს იერარქიის სათავეში. გარდა ამისა ,
ოჯახი წარმოადგენს კონფლიქტის, ემოციური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის
წყაროს.

სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიხედვით ოჯახური ცხოვრება ინტიმურობის


საშუალებას იძლევა. როგორც ჯონ მეისიონი (J. Macionis, 1978) აღნიშნავს, თავად
სიტყვას ,,ოჯახი“ გააჩნია ლათინური წარმოშობა და ნიშნავს შიშის გაზიარებას .
ვიკიპედიის და სხვადასხვა ორთოგრაფიულ ლექსიკონების მიხედვით კი ოჯ ახი (Family)
მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Familla (შინაური მსახურები), Famulus (მსახური) ან
Famula (ქალი მსახური). მშობლები, როგორც ავტორიტეტები ხშირად შვილებთან
ურთიერთობაში ზღუდავენ სიახლოვეს ან აწესებენ საზღვრებს. შვილები ზრდასთან
ერთად, იზრდება ნდობა და მშობლებთან სიახლოვე (J. Macionis, 1978). ოჯახის წევრები
და წყვილები იზიარებენ საერთო ხედვებს. ცოლს და ქმარს კომუნიკაციის სხვადასხვა
სტილი აქვთ და გააჩნიათ სხვადასხვა როლები, რომლებიც მოიცავ განსხვავებულ
უფლება-მოვალეობებს. მეუღლის მიმართ და ქორწინების მიმართ მოლოდინებზე

4
ოჯახი

გავლენას ახდენს სოციალური კლასი. სოციუმი სხვა არაფერი არის, თუ არა


ინდივიდების ერთობლიობა და ჩვენ ვქმნით საკუთარ სამყაროს.

ფემინისტურმა თეორიამ ოჯახში ქალების გამოცდილების სოციალური ანალიზით და


გენდერზე, როგორც ოჯახის ანალიზის მთავარ ასპექტზე ფოკუსირებით წვლილი
შეიტანა ოჯახის ახლებურ კონფეპტუალიზაციაში. ფემინისტური თეორიები აღმოცენდა
ფუნქციონალისტური თეორიების კრიტიკის სსაფუძველზე. შრომის გენდერული
გადანაწილებას სოციუმისთვის არ გააჩნია ფუნქციური მნიშვნელობა . შრომის
გენდერული გადანაწილება ეფუძნება სტერეოტიპებს კაცისა და ქალის როლების
შესახებ. იზიარებს კონფლიქტის თეორიის ხედვას და არ მიიჩნევს , რომ ოჯახი
ემსახურება მისი ყველა წევრის საჭიროებების თანაბარ დაკმაყოფილებას . პირიქით ,
ოჯახი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს, რომელიც საფუძველს უყრის
სოციუმში გენდერის მიმართ დამოკიდებულებებს. ოჯახი განიხილება როგორც
ძალაუფლებაზე დამყარებული სოციალური სისტემა და კონფლიქტის წყარო. ოჯახი
წარმოადგენს გენდერიზებულ, ანუ გენდერულად დაყოფილ ინსტიტუტს. სოციუმში
გენდერული იერარქიის გენდერული სოციალიზაციის მთავარ აგენტს წარმოადგენს .
მოიცავს ძალაუფლების უთანასწორობას მამაკაცსა და ქალს შორის.

3.დისკუსია
ვინაიდან სოციოლოგია წარმოადგენს მეცნიერებას, მნიშვნელოვანია ყურადღების
გამახვილება კვლევებზე, სტატისტიკაზე თითოეული საკითხის ობიექტურად შეფასება .
იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ახდენს ბავშვის სოციალიზაციას, როგორც
ფუნქციონალიზმი აღნიშნავს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის ,
როგორც სოციალური არსებისთვის, თუმცა გააჩნია იმას, თუ როგორ აკეთებს ამას
ოჯახი, რაზეც ფუნქციონალიზმი არ ამახვილებს ყურადღებას. ოჯახში მიღებული წესები ,
ნორმები, ცოდნა პირდაპირ კავშირში არის იმასთან, თუ როგორ წარმართავს ეს
ადამიანი ურთიერთობებს მომავალში, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება
სხვადასხვა ადამიანების მიმართ და როგორ მოექცევა მათ. შესაბამისა , უნდა
ავღნიშნოთ, რომ სოციალური იდენტობა, რომელსაც მშობლები უყალიბებენ ბავშვს,

5
ოჯახი

შესაძლოა იყოს სექსიზმის, ეიჯიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის , ეთნოცენტრიზმისა


და კლასიზმის საფუძველი, რაც იწვევს დაპირისპირებას და კონფლიქტს სოციუმში .

რაც შეეხება ოჯახის წევრების ემოციურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, აქაც მხოლოდ


იდეალისტურ ვარიანტზე ამახვილებს ფუნქციონალიზმი ყურადღებას, ხოლო კვლევები
სხვა რამეზე მეტყველებენ. დიდი ბრიტანეთის ბავშვების 10% განიცდის სხვადასხვა
სახის ძალადობას, იქნება ეს უგულებელყოფა, ემოციური, ფიზიკური თუ სექსუალური
ძალადობა ან ერთზე მეტი სახის ძალადობა. გარდა ამისა, 4 ქალიდან 1 და 6
მამაკაციდან 1 წარმოადგენს საოჯახო ძალადობის მსხვერპლს. შემთხვევების 89%
მოხსენებულია მამაკაცების მიერ, საკუთარი ცოლების წინააღმდეგ. თუმცა
სასამართლო ხშირ შემთხვევაში ოჯახურ ძალადობას არ მიიჩნევს სერიოზულად და
საქორწინო ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს. 1991 წლამდე, ქმრის მიერ ცოლის
გაუპატიურება არ იყო ოფიციალურად არალეგალური. ოჯახური ძალადობა
წარმოადგენს ძალადობრივი დანაშაულის 30 პროცენტს. მსოფლიო მასშტაბით
დაახლოებით 5 ბავშვი კვდება ძალადობის შედეგად და ძალადობის 68%
განხორციელებულია ოჯახის წევრის მიერ.

რაც შეეხება სექსს და გამრავლების უზრუნველყოფას, ოჯახი კლასიკური გაგებით არ


წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას ამისთვის და არსებობს როგორც სხვა
არაფორმალური თანაცხოვრების ფორმები, ასევე მარტოხელა მშობლების ფენომენი
და დაქორწინებული წყვილები, რომლებსაც არ ჰყავთ და არ აპირებენ შვილების
ყოლას.

მართალია კონფლიქტის თეორიაც და ფემინისტური თეორიაც ყურადღებას


ამახვილებენ ოჯახის ფუნქციონალისტური ხედვის ნაკლოვანებებზე, თუმცა ვერც ერთი
მათგანი ვერ გვთავაზობს რაიმე ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ჩაანაცვლებდა
არსებულ ინსტიტუტს. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციონიზმს, ხასიათდება
აღწერითი ბუნებით და ცდილობს ნაკლებად გააკრიტიკოს არებული ინსტიტუტი .

6
ოჯახი

4.დასკვნა
სხვადასხვა თეორიებისა თუ კვლევითი მონაცემების განხილვის შემდეგ, მაინც
რთულია იმის განსაზღვრა თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტიტუტის შეცვლა ან
ჩანაცვლება, თუმცა მნიშვნელოვანია იმ ასპექტების გათვალისწინება და მათ
აღმოფხვრაზე მუშაობა, რომელიც ხელს უწყობს და იწვევს უთანასწორობასა და
კონფლიქტს როგორც თავად ოჯახის ინსტიტუტში, ასევე სოციუმში.

როგორც სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღნიშნავს, სოციუმი სხვა არაფერია, თუ არა


ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც ქმნის სოციუმს და შესაბამისად ინტიტუტებში , ამ
შემთხვევაში ოჯახში არსებული პრობლემებისა თუ ნაკლოვანებების შეცვლასა და
აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ინდივიდს და არა სოციუმს ,
როგორც რაღაც უხილავ ფენომენს. ოჯახი კი წარმოადგენს ერთ-ერთ ინსტიტუტს,
რომელიც შექმნა ადაიანმა და სხვადასხვა დროში ეს ინსტიტუტი განიცდიდა
ცვლილებებს, ასე მოაღწია ჩვენამდე და როგორი გახდება, ან საერთოდ გააგრძელებს
თუ არა არსებობას, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე.

7
ოჯახი

ბიბლიოგრაფია
J. Macionis. (1978). The search for community in modern society: An interpretation. Qualitative
Sociology, 130-143.

Anthony Giddens, Sociology, Polity Press, 1997

Sociology - Craig J. Calhoun, Donald Light, Suzanne Keller

https://open.lib.umn.edu/sociology/chapter/15-2-sociological-perspectives-on-the-family/
#:~:text=The%20family%20ideally%20serves%20several,may%20also%20produce%20several
%20problems.

You might also like