You are on page 1of 7

განასხვავებენ პოლიტიკურ პარტიათა სამ

ტიპს:მრავალპარტიულს,ორპარტიულს და
ერთპარტიულს(დომინანტურს).კითხვაზე თუ
რომელია ამათგან ყველაზე მიზანშეწონილი
ვერ იქნება ცალსახა.პარტიათა
ჩამოყალიბება განპირობებულია ქვეყანაში
არსებული პოლიტიკური
რეჟიმით.ტოტალიტარული რეჟიმი
გამორიცხავს
მრავალპარტიულობას,ლიბერალურ-
დემოკრატიული რეჟიმები კი აუცილებლად
გულისხმობს მრავალპარტიულ სისტემათა
არსებობას.ერთპარტიული სისტემა უარესი
ვარიანტია,ამაზე პასუხი ცალსახაა,ვინაიდან
იგი სპობს ჯანსაღი კონკურენციის არსებობას
და მთელი პარტია,საზოგადოებას თავს
ახვევს თავის განწყობილებას,იდეოლოგიას
და პოლიტიკას.ერთპარტიული სისტემა
საფუძველშივე ანტიდემოკრატიულია და ვერ
უზრუნველყოფს საზოგადოების შესაბამის
პროგრესს,რაც დაადასტურა ამ ტიპის ყველა
სახელმწიფოს პრაქტიკამ იმით,რომ ყველა
მათგანში დაემხო და განადგურდა
ერთპარტიულობის განმაპირობებელი
პოლიტიკური რეჟიმები.ერთპარტიული
სისტემა არ გამორიცხავს ქვეყანაში სხვა
პარტიათა არსებობას და სახელმწიფო
სტრუქტურებში მათ მონაწილეობასაც
კი,მაგრამ ყოველი პარტიის საქმიანობა
ერთი,დომინირებული პარტიის კონტროლის
ქვეშაა.შესაბამისად სახელმწიფო
ხელისუფლების რეალურად
განხორციელების საშუალება მათ არ აქვთ.ეს
სიტუაცია იყო,ნაცისტების დრო,ჰიტლერის
მმართველობისას გერმანიაში,სსრ კავშირში
სადაც კომუნისტური პარტია მმართველ და
ხელისუფლების მქონე ერთადერთ პარტიას
წარმოადგენდა.მსგავსი მდგომარეობა იყო
აღმ. ევროპის სოციალისტურ ყველა
ქვეყანაში.თუმცა,სსრკ-ს დაშლის შემდეგ იმ
ქვეყნებში მრავალპარტიული სისტემები
ჩამოყალიბდა.დღევანდელ სამყაროშიც
არსებობს მცირე მაგრამ მაინც
სახელმწიფოდ წოდებული ქვეყნები,სადაც
შენარჩუნებულია ერთპარტიული
სისტემები:კუბა,ჩრდ.კორეა.
კაცობრიობის,საზოგადოების განვითარების
ისტორია და პროცესი აჩვენებს რომ
ორპარტიული სისტემები ანუ ბიპარტიზმი
სამთავრობო სტაბილურობას
უზრუნველყოფენ.ამ სისტემაში უკეთ არის
უზრუნველყოფილი პარტიების სოციალური
ინტეგრაციის ფუნქცია,რადგან დიდ
პარტიებში სხვადასხვა სოციალური ფენის
ინდივიდების ფართო კოალიციები
იქმნება.ისე,რომ ერთი პარტიის რიგებში
განსხვავებული ინტერესების ჯგუფების
თანაარსებობა შესაძლებელი
ხდება.საბოლოოდ,ორპარტიული სისტემების
არსებობისას სახელისუფლებო გუნდები
რეგულარულად და მშვიდობიანად
მონაცვლეობენ,რაც პოლიტიკური სისტემის
სტაბილურობას განაპირობებს.ორპარტიული
სისტემა არ გამორიცხავს სხვა პარტიათა
არსებობას და ფუნქციონირებას,რომლებსაც
აქვთ გარკვეული საქმიანკბის უფლება და
საშუალება,მაგრამ მოკლებულნი არიან
სახელმწიფო ხელისუფლების მოპოვების
რეალურ შესაძლებლობებს.მაგალითად
ა.შ.შ. სადაც ხელისუფლებაში
მონაცვლეობით მოან დემოკრატიული ან
რესპუბლიკური პარტიები.ამ ქვეყანაში
სხვადასხვა დროს სხვა პარტიები 200ზე მეტი
კანდიდატი ცდილობდა პრეზიდენტის
პოსტის დაკავებას,თუმცა
უშედეგოდ.არსებობს ორნახევარი
პარტიული სისტემაც,რომლის დროსაც
არჩევნებში გამარჯვებულ რომელიმე
პარტიას ან პარტიათა ორ ჯგუფს არ ყოფნის
ხმები კოალიციური მთავრობის
შესაქმნელად.შეთავაზებენ რომელიმე
პარტიას გაერთიანებას და მათ
წარმომადგენლებს ადგილს
მთავრობაში,ძირითადად მეორე ხარისხოვან
პოსტზე.
მრავალპარტიული სისტემა პარტიათა
ფართო სპექტრს აერთიანებს,დაწყებული
უკიდურესი მემარჯვენეებიდან,ყველა ფრთის
მემარცხენეებით დამთავრებული.დანარჩენ
პარტიებს მათ შორის შუალედური ადგილი
აქვთ დაკავებული.ზოგი მემარჯვენეობის
ტენდენციას ავლენს,ზოგი
მემარცხენეობის,ზოგი ე.წ.
შუაშისტია,ცენტრალურ პოზიციას
იჭერს.მრავალპარტიულ სისტემაში,როგორც
წესი,არც ერთ პარტიას არ აქვს
გარანტირებული შანსი იმისა რომ მოიპოვოს
ამომრჩეველთა აბსოლუტური
უმრავლესობის მხარდაჭერა,ამიტომაც
მთავრობა ხშირად კოალიციურია.ან ორი ან
რამდენიმე პარტიითაა
დაკომპლექტებული.ასეთი მდგომატეობა
ხშირად იწვევს არასტაბილურობას და
მთავრობის ხშირ
ცვლას.მრავალმაპრტიულობა სამოქალაქო
საზოგადოების განუყოფელი
ნაწილია,რომელიც სხვადასხვა
სოციალური,ეროვნული და სხვა
ჯგუფებისაგან შედგება,რომლებისგან
ყოველ მათგანს თავისი
ინტერესები,ღირებულებები,ორიენტაციები
და პოლ. განწყობა გააჩნიათ.ეს ინტერესები
და განწყობა თითოეული პარტიის
პროგრამასა და საქმიანობაშია
ასახული.ამიტომაც მრავალპარტიულობა
თანამედროვე დემოკრატიული
საზოგადოების აუცილებელი
თანმხლებია.საქართველოში
მრავალპარტიული სისტემა
არსებობს.მაგრამ პარტიათა რაოდენობა
საქართველოს სინამდვილეში უფრო
არითმეტიკულ რაოდენობასთან
ასოცირდება,ვიდრე ჭეშმარიტ
დემოკრატიულ პლურალიზმთან,ამიტომ
უნდა დავეთანხმოთ გონიდეკის
შენისვნას,რომ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში
მრავალპარტიულობას იმდენი ბევრი
ფაქტორი განაპირობებს,რომ სურვილი
გიჩნდება თავიდან აიცილო ისინი ან
შეზღუდო მაინც“ რადგან მრავალპარტიულ
სისტემებში პოლიტიკური ალიანსების
დაშლა -წარმოქმნის პროცესი შესაძლოა
პოლიტიკური არასტაბილურობის
ფაქტორადაც კი იქცეს.ზედმეტი
მრავალპარტიულობა არასასურველია და
ხშირად ზიანის მომტანი
სახელმწიფოსთვის.საქართველოს
მაგალითმა გვაჩვენა,რომ ჩვენში პარტიების
დიდი ნაწილი იქმნება მხოლოდ და
მხოლოდ ხელისუფლებაში მისაღწევად და
მათი აქტიურობა მხოლოდ არჩევნებთანაა
კავშირში.პარგიათა პროგრამები ხშირად
არა მხოლოდ ანალოგიური,არამედ
ერთმანეთისგან გადაწერილია.თუ
დასავლეთის დემოკრატიულ
ქვეყნებში,პოლიტიკური პარტიები
არაერთხელ იცვლიან ლიდერებს,თავისი
არსებობის მანძილზე,საქართველოში
დამკვიდრდა ლიდერების მიერ პარტიების
შეცვლა.დასავლეთში პოლიტიკურ
სარბიელზე პარტიები
რჩებიან,საქართველოში-ლიდერები.

You might also like