You are on page 1of 4

ბეოვულფი

“ბეოვულფი” არის ანგლო-საქსური პოემა,რომელიც ადრინდელ შუა საუკუნეებშია


შექმნილი.მისი ავტორი ან ზუსტი შექმნის დრო არ არის ცნობილი,თუმცა კრიტიკოსები
მოაზრებენ რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ქრისტიანი ბერი.

პოემის მთავარი გმირი როგორც სახელიც მიგვანიშნებს ბეოვულფია.იგი ჩემი


აზრით,ფაქტობრივად,იდეალური პერსონაჟია,რომელსაც ნაკლი ვერ ვუპოვნე.მას ავტორი
მოიხსენიებს ასე “ბეოვულფს ჰიგლაქის მოყმეს და გითთა შორის უძლიერესს,ყოველთა
მჯობსა და აღმატებულს ამ ქვეყანაზე” მას ასევე აღწერს ეპითეტებით ” მძლავრი და ახოვანი”,
“უებრო ბრძენი” და ა.შ. ბეოვულფი იმდენად სანდო ადამიანად მიაჩნდა თვით დანიელთა
მეფე ჰროთგარს,რომ იგი ჰერეთის ბატონად დატოვა.გმირს ახასითებს,მადლიერების
გრძნობა,რაც იმაში გამოიხატება რომ მამისთვის გაწეული სიკეთის გამო მიდის დანიელების
დასახმარებლად.გააჩნია ლიდერის თვისებები,მეგობრებისა და თანამებრძოლებისადმი
სიყვარულისა და ზრუნვის უნარი.მეფე ჰიგლაქთან დაბრუნებისას იგი არ იწყებს
ტრაბახს,პირველ რიგში ეუბნება რომ მისმა მოყმეებმა თავი გამოიჩინეს,უშშრად იყვნენ და
ძალიან დაეხმარნენ.აღსანიშნავია ისიც,რომ იგი არ აყენებს მეფეზე წინ თავის
თავს,მიუხედავად საკუთარი უდიდესი ძალისა და ყველაფერს აკეთებს საკუთარი მეფის
სახელით და მის სადიდებლად,ჰროთგარისგან ნაბოძები განძიც მისთვის მიაქვს
საჩუქრად.ხშირად აქვს ავტორს ხაზი გასმული მისი სულის სიმტკიცის ფენომენზე და
სიმამაცეზე.ბეოვულფი ტახტსაც კი უარყოფს და კანონიერ მემკვიდრეს სვამს
ტახტზე,არაფორმალურად კი ეხმარება სამეფოს მართვაში.ხოლო როცა თავად მართავს
სამეფოს,ვერავინ ბედავს მასთან შერკინებას.იგი არის ბრძენი,მამაცი და ამასთანავე მოწყალე
მეფე.იგი არ ჰკარაგავს გამბედაობას მაშინაც კი როცა უკვე ასაკოვანია და ძალა აღარ აქვს და
მიდის დრაკონთან საბრძოლველად.იგი ზრუნავს მეგობრებზე მაშინაც როცა ტბაში
გრენდელის დედასთან საბრძოლველად მიდის და ჰროთგარს ავედრებს მათ თავს,რომ
იზრუნოს მათზე.ბეოვულფის მიზანი იყო სახელის მოხვეჭა და უკვდავყოფა საკუთარი
საქმეების,რაც მოახერხა კიდეც.გმირი არ შეშინებია არც ერთ გამოწვევას და ზოგჯერ
შიშველი ხელებითაც კი ებრძოდა თავისზე ბევრად ძლიერ მეტოქეებს.ნაწარმოებში ჩანს რომ
მაშინდელი საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო ბრძოლის ხელოვნების ცოდნა,რაც
კარგად იცოდა ბეოვულფმა,ის ასევე იყო ძალიან ჭკვიანი და გონიერი და აგრეთვე კარგად
ფლობდა ზღვაზე მოძრაობის და გადაადგილების ცოდნას.

გარდა ბეოვულფისა,ნაწარმოებში არის მეორე მთავარი პერსონაჟიც,დანიელთა მეფე


ჰროთგარი.ნაწარმოები იწყება კიდეც დანიელების ისტორიით.თუ როგორი გაფანტულები
იყვნენ ვიდრე წინამძროლი ეყოლებოდათ,მაგრამ სკიდ სკეფილდის წინამძღოლობის შემდეგ
დანიელები ძლევამოსილები გახდნენ და ყოველგვარი სიკეთით ცხოვრობდნენ.მეფე
ჰროთგარი იყო სკიდ სკეფილდის შთამომავალი და ბრძნულად განაგებდა სამეფოს.მან ააგო
ციხე-დარბაზი და მას ჰეროთი უწოდა.მას ავტორი მოიხსენიებს როგორც “თმაჭაღარა,მამაცი
მეფე,მოწყალე,სახელგანთქმული,ბრძენი.”როდესაც მისი ხალხი ბეოვულფს ხოტბას ასხამს
ავტორი ამბობს რომ ამით თავიანთ მეფეს არ აკნინებდნენ,რადგანაც მეფე ახლა
მოხუცია,ხოლო ახალგაზრდობაში თავად მიუძღვებოდა ხალხს ბრძოლის
ველებისაკენ.ძალიან საინტერესო მომენტია,როდესაც ჰროთგარი ბეოვულფს არიგებს და
ეუბნება რომ არ დაემსგავსოს მეფე ჰერმოდს,რომელიც გაამპარტავნდა,ყურად აღარავის
რჩევას აღარ იღებდა და სიმთვრალეში მეგობრებს ხოცავდა.თუმცა ავტორი იქვე აგრძელებს
რომ ბეოვულფი სულ სხვაა,იგი მეგობრების იმედი და გულმოწყალე,ყველასათვის
საყვარელია.ჰროთგარი უხვად ასაჩუქრებს ბეოვულფს მონსტრების
დამარცხებისათვის,თავისი ხალხის დახმარებისა და ქვეყნის
გადარჩენისთვის.დამშვიდობებისას კი სთავაზობს თუ საჭირო გახდება მან დაიკავოს მეფის
ადგილი დანიაში და ცრემლს ვერ იკავებს მასთან დამშვიდობებისას.

პოემის პირველი ნაწილი ეხება დანიელებს და მათ ისტორიას,ხოლო მეორე-


გითებს,ბეოვულფის 50 წლიან მეფობასა და მის უკანასკნელ ბრძოლას,დაკრძალვას.ჩემი
აზრით,ძალიან საინტერესო ფატია,როდესაც ბეოვულფი მეფე ჰიგლაფს ეუბნება,რომ
ჰროთგარს სურს ქალიშვილი ჰათობარდების უფლისწულს მიათხოვოს რათა მათთან
მშვიდობა შეინარჩუნოს დაა ამბობს რომ ეს მცდელობა ამაო იქნება,რადგან ისტორიაში არ
ყოფილა ფაქტი როცა ასეთი გარიგებით მშვიდობა დამყარებულა.განსაკუთრებით მომეწონა
ეს ნაფიქრი,რადგან თავადაც ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე და არც ერთ სხვა ნარკვევსა თუ
ნაწარმოებში არ წამიკითხავს ამ თემაზე რაიმე.

ქრისტიანობა და წარმართობა

ნაწარმოებში მრავლადაა რელიგიური შინაარსის მომენტები.ავტორი გამუდმებით


მიუთითებს არსთაგამრიგეზე,უფალზე რომელმაც შექმნა ყველაფერი,მზე და მთვარე
დაასვენა,გაჰყარა ხმელეთი და წყალი და ა.შ. ეს არის ბიბლიის დასაწყისი,მის
პერიფრაზირებას ახდენს ავტორი.იგი აგრეთვე ახსენებს აბელსა და კაენს და გრენდელს მისი
თესლის შთამომავალს უწოდებს.თესლს რომელიც მუდამ ბოროტია,იბრძვის და რომელიც
მუდამ მარცხდება.აქაც ალეგორიაა.ბოროტი რომ ყოველთვის მარცხდება და სიკეთე ანუ
უფალი იმარჯვებს ეშმაკზე.აქვეა ნახსენები ეშმაკი და ჯოჯოხეთიც,ის რომ უფალმა გააძევა ეს
დემონები და ისინი მას შემდეგ ბორგავენ და იბრძვიან კაცთა მოკვდინებისთვის.ჰეროთის
ციხე-დარბაზი თითქოს სახეა სამყაროსი “იდგა,ელოდა ჟამთა დინებას” ხოლო გრენდელი და
მისი სამყოფელი ჭაობიჩემი აზრით,სიმბოლოა ჯოჯოხეთის და ეშმაკის.როგორც აღვნიშნე
ავტორი გამუდმებით უსვამს ხაზს,უფლის ყოვლისშემძლეობას,მის სიდიადეს,იმას რომ
ყველაფერი მისი ნებით ხდება აბმობს ბეოვულფის ყველა ბრძოლისას.როდეაც გრენდელი
მარცხდება ვკითხულობთ “როცა უფალი მოიწადინებს,საოცრებებს სჩადის,ეს ქვეყანა ხელში
უპყრია”.ბეოვულფის გრენდელის დედასთან ბრძოლისას ავტორი ამბობს “მაგრამ ყველაფერს
ჰხედავს უფალი,იგი განსჯის მრუდსა და მართალს,კეთილს ანიჭებს გამარჯვებას.ხოლო
ჰროთგარი ხმლის ტარზე კითხულობს ბიბლიური წარღვნის ისტორიას “ და თუ ვითარ
მოისრა მოდგმა,ღმერთი რომ სძულდა და სასჯელი მისგან იწვნია”.ნაწარმოებში მრავლად
გვხვდება წარმართული ელემენტებიც,მაგალითად დასაფლავება.ცხედრის დაწვა არ არის
ქრისტიანული,აგრეთვე ბედისწერის საკითხი.იმედის გადაწურვისას ავტორი კიცხავს
დანიელებს,და ამბობს რომ ისინი მსხვერპლს ღვთის ღვთაებებს სწირავდნენ,უფალი
დაივიწყეს და ჯოჯოხეთის იმედი ჰქონდათ.შედეგად კი გრენდელი 12 ზამთრის
განმავლობაში ავლებდათ მუსრს.პოემის მსვლელობისას კარგად ჩანს რომ წარმართული და
ქრიტიანული რელიგიები ასიმილირებულია და ხალხი ორივე წესბს მისდევს
ნაწილობრივ.თავის დროზე ასე მოხდა საქართველოშიც.როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა
მოსახლეობამ მთლიანად ვერ დაივიწყა ძველი ტრადიციები და მსხვერპლშეწირვის
წესი,რაც,ჩემი აზრით,იქედან გამომდინარეობს რომ რელიგია ხშირად არ არის მხოლოდ
სარწმუნოება.იგი ესისხლხორცება ერის ჩვევებს,ტრადიციებსა და კულტურას,ხოლო წესების
ასე ერთიანად ცვლილება შეუძლებელია.ერთი სიტყვით,ბეოვულფში იკვეთება ბოროტისა
და კეთილის დაპირისპირება,სამოთხე და ჯოჯოხეთი.ამქვეყნიური სამყაროს დროებითობა
და ამაოება,ერთადერთი რაც ღირებულია ჩვენი სახელი და ღირსებაა რომელიც უნდა
დავტოვოთ საკუთარი დიადი საქმეების წყალობით.

რაც შეეხება სიმბოლურ სახეებს,ჩემი აზრით,ბეოვულფი სახეა სიკეთისა,ხოლო


გრენდელი,მისი დედა და დრაკონი ბოროტების,რომლებიც კაცობრიობას განადგურებას
უქადიან.მთელი ნაწარმობი აგებულია მაშინდელ იდეოლოგიაზე.მასში განდიდებულია ომი
და ომის ხელოვნება,სახელის მოხვეჭის აუცილებლობა და ღირსეული სიკვდილის
ფაქტორი.ნაწარმოებში არსებული პერსონაჟებისთვის მთავარი იყო ღირსეული,მამაცი
სიცოცხლე თუნდაც მალე მომკვდარიყვნენ.ბეოვულფი ამბობს კიდეც,რომ სახელის
მოხვეჭისთვის ჲღწვის “ქვეყნად არც ერთი კაცი სიკვდილს ჯერ არ გადარჩენია,ვინც სახელს
ეძებს ჰპოვებს კიდეც,სხვა რა დაგვრჩება სიკვდილის შემდგომ,სახელი მხოლოდ”.

საინტერესო პერსონაჟია აგრეთვე ანფერთი,რომელიც თავიდან ექიშპება


ბეოვულფს,მოგიანებით კი მას პატივს მიაგებს და საკუთარ იარაღს აძლევა გრნდელის
დედასთან საბრძოლველად.ხოლო ბეოვულფი სანაცვლოდ მადლიერია და შურისძიებით არ
პასუხობს ანფერთს.

ბეოვულფს არ ჰყავს ოჯახი,იგი ეუბნება ჰიგლაქს რომ ისაა მისი ოჯახი,ხოლო სიკვდილის
წინ სინანულით საუბრობს შვილზე რომელიც არ ჰყავს და რომელსაც ვერაფერს
დაუტოვებს.მაგრამ ბეოვულფი მშვიდად კვდება და კმაყოფილია,რადგანაც ამბობს რომ
ღირსეულად იცხოვრა,მამაცურად და დიადი საქმეები აკეთა.სიკვდილის შემდეგ კი
მოისურვა ზღვის ნაპირას მისთვის დიდი კოშკი აეგოთ და მისი ფერფლი იქ დაესვენებინათ
ნიშნად მისი სიდიადისა და გაუტეხლობის.

პოემა ბეოვულფმა მომაგონა ჰომეროსის ილიადა და ოდისეა.ყველა მათგანში აღწერილია


ომის განდიდება,სახელის მოპოვების მცდელობები.სიმამაცისა და კარგი მებრძოლობის
აუცილებლობა.ნაწარმოები კარგი ილუსტრაციაა იმისთვის რომ გავიგოთ მაშინდელი
ხალხისა და ყოფის რეალობა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველობა.ბეოვულფში
კარგად ჩანს რომ მას ვინც მებრძოლი არაა მნიშვნელოვნად არ თვლიან,თითქმის არ იმჩნევს
მათ არსებობას ავტორი,ხოლო როცა დრაკონთან ბრძოლისას ბეოვულფს მიატოვებენ და
მხოლოდ ჰიგლაფი ეხმარება გმირს,ჰიგლაფი ამბობს რომ ლაჩრები არაფრის ღირსნი არ
არიან და მათ უკან ჩამოერთმევათ მთელი ქონება და მიწები.პოემაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება საომარ აღჭურვილობასაც,რომელიც უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესია და
თაობიდან თაობას გადეცემა.ხოლო ხალხი იმდენად არის ბრძოლას მიჩვეული რომ
შეირაღებული იძინებს და იღვიძებს.ჩემი აზრით ნაწარმოები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
ლიტერატურულად ,ღირწბულია იმდენადაც რამდენადაც ასახავს კონკრწტული ერბის
ყოფასა და ყოველდღიურობას,წესებსა და რელიგიებს.წარმოდგენას გვაძლევს თუ როგორ
ცხოვრობდნენ შორეულ წარსულში და რას ანიჭებდნენ უპირატესობას.ავტორი ძალიან
კარგად აღწევს დასახულ მიზანს,სხვა და სხვა მხატვრული ხერხების გამოყენებით.იგი
ხშირად რთავს ნაწარმოებში წარსულიდან ამბებს და ამით მთლიანს ქმნის ისტორიას.მას
არაჩვეულებრივად აქვს დახატული პერსონაჟის სახეების,რაც ურთულესია ნაწარმოების
შექმნისაა.საბოლოოდ კი ჩვენ გვაქვს არჩვეულებრივი უძველესი ძეგლი საგმირო ეპოსი
“ბეოვულფი” რომელშიც გაერთიანებულია,წარმართობა,ქრისტიანობა,მითოლოგია,ომის
განდიდება და უამრავი თვისება რაც ახასიათებთ პერსონაჟებს.

You might also like