You are on page 1of 5

კონფლიქტის ტიპების გამოყოფის ძირითად

კრიტერიუმად მოქმედების მიზეზი


სახელდება,რომელშიც
გათვალისწინებულია დაპირისპირებული
ორთავე მხარის სუბიექტური თუ ობიექტური
ფაქტორები.გამოიყოფა პოლიტიკური
კონფლიქტის სამი ძირითადი ტიპი.
1.ინტერესთა კონფლიქტი. 2.
ღირებულებებთან დაკავშირებული და 3.
იდენტიფიკაციის კონფლიქტი.ბოლოს
შეიძლება დაემატოს ინფორმაციული
კონფლიქტი.
ინტერესთა კკნფლიქტი ძირითადად
მოთხოვნილებებთან და ქცევებთანაა
დაკავშირებული.ინტერესებჯ ვლინდება
მატერიალური,მორლურ
ფსიქოლოგიური(სამართლიანობა),ან
პროცედურული სახით.მხარეები ცდილობენ
მაქსიმალურად დაიკმაყოფილონ ყველა
სახის მოთხოვნილება.რესურსებთან
მიმართებით დავა უფრო ადვილი
გადასაჭრელია,ვიდრე სხვა სახის
ინტერესები.პრობლემის ეფექტური გადაჭრა
შეზღუდულ რესურსებთან დაკავშირებით
იწყება მაშინ,როცა მხარეები თმობენ
თავიანთ აბსოლიტურ შეხედულებებს
ღირებულებებზე და საკითხის გადაჭრის
არსზე მუშაობენ.პოლიტიკურ პლანში
ინტერესთა კონფლიქტი უმეტესად არსებობს
ეკონომიურად მაღალგანვითარებულ
ქვეყნებში,მდგრადი
სახელმწიფოებრიობით,სადაც პოლიტიკური
ნორმა არის „ვაჭრობა“-ეს კი
გულისხმობს,რომ ეეკონომიკური „ღვეზელი“
გააფართოონ და გაიყონ,ის შეიძლება
გამოიხატოს გადასახადების ზომის შესახებ
ბრძოლაში,სოციალური უზრუნველყოფის
მოცულობაში და ა.შ. ამ ტიპის კონფლიქტები
მარტივად გადაწყდება,რადგან ასეთ
სიტუაციაში იოლად იძებნება კომპრომისი.
ღირებულებათა კონფლიქტი
დაკავშირებულია
ღირებულებებთან.ღირებულებები
წარმოადგენს ერთგვარ საზომს,რომლითაც
გარკვეულ დამოკიდებულებებს ვავლენთ
მოვლენების მიმართ,თუ რა არის კარგი,-
ცუდი,სამართლიანი-
უსამართლო,მორალური-ამორალური,ასეთი
შეფასებებით ხან ვენდობით,ხან არ
ვიწონებთ ხან კი ვარღვევთ მას.ამ
პრინციპებს ჩვენში
თანმიმდევრობის,წესრიგის გრძნობა,მიზნის
არსებობა შემოაქვს.თუმცა იმ შემთხვევაში
თუ მხარეს საკუთარი ღირებულებები
აბსოლიტურ რანგში აქვს აყვანილი,მაშინ
მასთან ამ საკითხზე შეთანხმება
შეუძლებელი ხდება.რადგან ორთავე
პორალური ღირებულებების მნიშვნელობის
აღიარებაა საჭირო და არა რომელიმე
მათგანის აბსოლუტიზაცია მნიშვნელობის
მინიჭება ორთავე სახის ღირებულებაზე
დავის გადაჭრის საუკეთესო საფუძველია.
ინფორმაციული კონფლიქტები-ანუ
ინფორმაციის სიმცირე,სიჭარბესთან
დაკავშირებული კონფლიქტები,რაც
გაუგბრობის და დავის მიზეზი
ხდება.ინფორმაციის ყოველი დამახინჯება
იწვევს კონფლიქტს,რომელიც
დაპირისპირებულ ერთ-ერთი მხარისთვის
მისაღებია,მეორისთვის არა.ინფორმაციის
დამახინჯება იწვევს გაუგებრობას,დავას და
კონფლიქტის ესკალაციას.ინფორმაციის
სიჭარბეც შეიძლება გახდეს კონფლიქტის
წყარო.მაგ.დახურულ,ტოტალიტარულ
საზოგადოებაზე ინფორმაცია მცირეა,ხოლო
ღია-დემოკრატიულში გამჭირვალობა უფრო
მეტია.მათ შორის დაპირისპირებისას
დახურულ საზოგადოებას მეორე მხარეზე
დიდი ინფორმაცია აქვს და წინასწარ
შეუძლია დაგეგმოს კონფლიქტური
სიტუაციები.მსგავს სიტუაციებს ადგილი
ჰქონდა აშშ-სა და სსრკ-ს
ურთიერთობებში.შესაბამისად,ინფორმაციუ
ლი კონფლიქტი გულისხმობს რომ
კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სხვადასხვა
საინფორმაციო წყაროებთან აქვთ
შეხება.ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე
დაყრდნობით ხდება მეორე მხარის
აღქმა,შესწავლა.იმ შემთხვევაში თუ ზუსტი და
სრულფასოვანი ინფორმაცია მოიპოვეს
მეორე მხარეზე,ბუნებრივია,მათ მიმართ
აღქმა შეიძლება სრულიად
შეიცვალოს.ინფორმაციული კონფლიქტები
შეიძლება გადაიჭრას,თუ მხარეები
ინფორმაციის საჯარო შეგროვებაზე და იმ
პროცესზე,რომელიც ამ ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის გაადვილებაზე
შეთანხმდებიან.

You might also like