You are on page 1of 2

რა არის ლიტერატურა?

ლიტერატურათმცოდნეობის შესწავლის საგანია ლიტერატურა.იგი შეიძლება


განისაზღვროს როგორც ლიტერალურულ ნაწარმოებთა
ერთობლიობა.ლიტერატურაში თავდაპირველად განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭებოდა დაფიქსირებულობის კრიტერიუმს და
ლიტერატურად მიიჩნეოდა ყველაფერი რაც ასო-ნიშნებით იყო
შესრულებული.XVIII საუკუნიდან ლიტერატურული ტექსტების
აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი “მხატვრული
ლიტერატურა”,მნიშვნელობა ენიჭება სიტყვაკაზმულობასა და შეთხზულობის
ფიქციურობის ასპექტს.დღეს ლიტერატურა მოიცავს ესეებს,დღიურებს თუ
კონკრეტულ პოეზიას რომანებსა და ლექსებთან ერთად.არსებობს
ლიტერატურის სამი განმარტება.1)პრაგმატული განსაზღვრების
მიხედვით,ლიტერატურას მიეკუთვნება ყველაფერი,რასაც გარკვეულ დროსა
და გარკვეულ პირობებში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს
ლიტერატურად. 2)დესკრიპციული განსაზღვრების მიხედვით,ლიტერატურა
მოიცავს დასრულებულ,ურთიერთდაკავშირებულ ენობრივ
გამონათქვამებს,რომლებიც წერითი სახით მოიპოვება.3)ნორმატიული
განსაზღვრები მიხედვით,ლიტერატურა უნდა აკმაყოფილებდეს
ფიქციურობისა და ესთეტიკურობის მოთხოვნებს რომ ლიტერატურად
ჩაითვალოს.
ლიტერატურა ქმნის ფიქტიურ სამყაროებს.ხშირად იგი ინახავს ერის
ისტორიას და ინფორმაციას,ზოგჯერ ლიტერატურაში ზოგიერთი დარგის
სამეცნიერო ცოდნაც ისახება,მაგალითად დეტექტივებსა და სამეცნიერო
შინაარსის რომანებში.ლიტერატურა ასრულებს რამდენიმე საზოგადოებრივ
ფუნქციას და წარმოადგენს მშვენიერებისა და ცოდნის არქივს.ხშირად იგი
არის პროპაგანდის საშუალება და ისტორიული წყაროც,რომელშიც
გადმოცემულია ეპოქისთვის დამახასიათებელი კულტურული აზროვნება და
ცხოვრების წესი.
რა არის ლიტერატურული ტექსტი?
ლიტერატურული ტექსტი არის ბგერითი ან წერითი ნიშნების თანმიმდევრობა
რომელიც არის დაფიქსირებული,ფიქციურია და ხატოვანი ენითაა
შესულებული.ლიტერატურული სტილი გამოირჩევა კომპლექსურობით და
ახლებურობით,მას განსაკუთრებული ჟღერადობა და წინადადების
თავისუფალი წყობა ახასიათებს.ლიტერატურული სტილის შემადგენელ
კომპონენტებად მიიჩნევა:ყოველდღიური მეტყველებიდან
გადახვევა;სიტყვაკაზმულობა;ენის კომუნიკაციური ფუნქციის შეზღუდვა ან
უგულებელყოფა;სპეციფიკურად ლიტერატურული ხერხების ხშირი
გამოყენება,მაგალითად რითმა,ეპიკური წარსული დრო და ა.შ.ლიტერატურა
ხელოვნების ერთ-ერთი დარგია,რომელიც გარკვეული კოდის-ენის
გამოყენებით ხორციელდება.ფიქციურობაში იგულისხმება ლიტერატურული
ტექსტების შეთხზულობა და გამონაგონობა.რაც იმას ნიშნავს რომ რაც
მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდება იმ საგნებსა და მოვლენებს არ
მოეპოვება რეფერენცი.ე.წ.ფიქციურობის სიგნალები გვეხმარება იმის
გასარკვევაში ტექსტი ფიქციურია თუ არა.ამგვარი სიგნალია სიტყვა
“რომანი”.ზოგიერთი მკვლევრის აზრით მოიპოვება როგორც
არაფიქციური(მწერლების დღიურები,წერილები,ავტობიოგრაფიული
თხზულებები), ასევე არალიტერატურული ფიქცია(ფილოსოფიური
დიალოგები).
დაფიქსირებულობაში იგულისხმება ენობრივი ნიშნების
თანმიმდევრობა,წარმოდგენილი ბგერების ან ასონიშნების სახით,რომელსაც
ახასიათებს მდგრადობა და საჯაროობა.ლიტერატურული ტექსტები
ემსახურება გართობასა და წარმოსახვის უნარის განვითარების
საშუალებას,იგი გვაძლევს საშუალებას წარმოსახვით სამყაროში გამოვცადოთ
სხვადასხვაქმედებები.არსებობს გამოთქმა რომ კარგი მკითხველი იმდენჯერ
ცოცხლობს,რამდენ პერსონაჟსაც ეცნობა ლიტერატურული ტექსტის
კითხვისას

You might also like