You are on page 1of 4

პოლიტიკური კონფლიქტის დინამიკას

გააჩნია ესკალაციის და დეესკალაციის


მხარეები.დაძაბულობის ინტენსივობის
შეჩერებას ან შემცირებას დეესკალაციის
პროცესი ეწოდება.კონფლიქტის ესკალაციას
აქვს დასასრული და ის რომელიმე
საფეხურზე სრულდება,რაცას მოსდევს
კონფლიქტის რეგულაციის დასაწყისი,რაც
ითხოვს მხარეთა ძალისხმევასა და დროს.ეს
პროცესი შრომატევადია და ითხოვს
შემსრულებელს შესაბამისი გარემოთი,ანუ
სიტუაციით.დეესკალაციის პროვესის
საფეხურებია:1.ერთი მხარე ან მხარეები
ატყობინებს მეორეს,მზად არიან იმოქმედონ
შესაძლო შეთანხმებისათვის.ამ პროცესს
იყენებენ დასაწყისში.2.ტარდება წინასწარი
მოლაპარაკებები,სადაც მსჯელობენ
მოლაპარაკების ჩარჩოებსა და დღის
წესრიგზე.3.მხარეები უშუალოდ არიან
ჩართულნი მოლაპარაკების პროცესში
პირისპირ და ცდილობენ ხელსაყრელი
გადაწყვეტილების მიღებას,რომელიც ორივე
მხარეს დააკმაყოფილებს.4.ჩართულნი
არიან შეთანხმების მიღწევის
პროცესში,რათა მიზანს მიაღწიონ.
კონფლიქტის დეესკალაციის პროცესი
აღწერილი აქვთ რუბინს და კიმს.1.მხარეები
იმ აზრამდე მიდიან,რომ უპირატესობის
მოპოვება შეუძლებელია და იწყებენ
ფიქრს,როგორ მოაგვარონ
პრობლემები.2.მხარეებს შორის გარკვეული
ურთიერთობა არსებობს,რაც ხელს უწყობს
მოლაპარალების დაწყებას.ამ დროს
მნიშვნელოვანია მხარეებმა შეინარჩუნონ
სახე,ანუ კონფლიქტიდან არ უნდა
გამოვიდნენ ისე თითქოს მეორე მხარე
სუსტია.3.მნიშვნელოვანია პირდაპირი
კონფლიქტები მხარეებს შორის,რომელშიც
კომუნიკაციის ყველა არხი უნდა
ჩაერთოს.4.დასახონ საერთო მიზნების
მიღწევის გზებირომლებსაც ცალ-ცალკე ვერ
მიაღწევენ.ასეთ დროს საჭიროა საერთო
საერთო მტრის ან მიზნის
არსებობა.მაგალითად ამერიკა და სსრკ
შეერთდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ.
შესაბამისად,კონფლიქტის დინამიკას აქვს
ორი მხარე,რომლებსაც მზარდი ან კლებადი
ინტენსივობა აქვს.კონფლიქტის ესკალაცია
სამი მოდელით შეიძლება
გამოიხატოს:მზარდი სტრუქტურული
ცვლილებებით,ორგანზომილებიანი
მოდელით და ციკლური
სქემებით.ესკალაციას გააჩნია ფაზები და
სტადიები.კონფლიქტის ესკალაციის
განვითარება დეოში სხვადასზვა სახით
მიმდინარეობს და მტრობის დონეს
შესაბამისია.გამოიყოფა ესკალაციის
სტილები:უბრალო ბრალდებიდან შეჯახებით
დასრულებული.კონფლისქტის ესკალაციას
თავისი დასასრული გააჩნია,რომელიც
შესაძლოა დეესკალაციის პროცესით
აღინიშნოს.დეესკალაცია ესკალაციის
საპირისპირო პროცესია და თავისი
საფეხურები გააჩნია.რაც მიმართულია
კონფლიქტის ინტენსიობის მინიმუმადე
დაყვანისა და მხარეების
შეთანხმებისკენ.დეესკალაციის ეფექტურ
დასრულებას მოლაპარაკებამდე
მივყავართ.გამოიყოფა ხუთი კიზეზი,როცა
შესაძლებელია შეწყდეს კონფლიქტის
ესკალაცია.1.როცა ერთი მხარე ფლობს
ზეწოლის ბერკეტებს.2.ცალმხრივ
უპირატესობას იყენებს ერთი მხარე მეორეს
მიმართ,ანუ მეორე მხარისთ ის
არახელსაყრელ სიტუაციას
იყენებენ.3.ერთმა მხარემ შესაძლოა მეორეს
დაუთმოს.4.ერთ-ერთი მხარე შეიძლება
განერიდოს კონფლიქტს.5.მხარეთათბის
კონფლიქტი აუტანელი ხდება ჩნდება მისი
სწრაფად დასრულების სურვილი.ამას ჰქვია
პიკის ანუ მკვდარი წერტილი.კონფლიქტის
ესკალაციის მაღალ საფეხურზე შეჩერების
საუკეთესო მაგალითია კარიბის კრიზისი
1962წ.

You might also like