You are on page 1of 2

ფონოლოგიური სისტემები

1.რა ნიშნით განსხვავდებიან თანხმოვანი და ხმოვანი ბგერები?


ზოგადად სამეტყველო ბგერები იყოფა თანხმოვნებად და ხმოვნებად.
ხმოვანი არის ბგერა, რომელიც ყოველთვის ქმნის მარცვალს. ხმოვანთა
წარმოქმნისას არ არის საჭირო სამეტყველო ორგანოთა მკვეთრი და
დაძაბული მოძრაობა, ხოლო თანხმოვნებში პირიქით, უფრო მკვეთრი
წარმოთქმაა დამახასიათებელი.
2.რა ნიშნებს ეფუძნება ხმოვანთა კლასიფიკაცია?
ხმოვანთა კლასიფიკაციის მიხედვით უნდა იყოს 5 მახასიათებელი.
1)ხმოვანთა სამი რიგი - წინა, შუა და უკანა;
2)აწეულობის სამი საფეხური - მაღალი, დაბალი და საშუალო;
3)ხმოვანთა დაჭიმულობა;
4) ხმოვანთა ნაზალიზაცია;
5) ხმოვანთა ლაბილიზცია;
ასევე ხმოვანთა სისტემებს წარმოადგენენ გარკვეული გეომეტრიული
ფიგურები (სწორი ხაზი, სამკუთხედი, ტრაპეცია და ა.შ).
3.რატომ არის ბგერა ‘a’ ფართო და ღია?
ყველა ბგერას თავის წარმოთქმა გააჩნია და რა თქმა უნდა “a” -საც
თავისებური გამოთქმა აქვს და სჭირდება პირის აპარატის ფართოდ და
ღიად, რადგან იგი სწორად წარმოითქვას.
4.რა განსხვავებაა ლაბიალიზებულ და არალაბიალიზებულ ხმოვნებში?
ხმოვანთა დახასიათება, როგორც ვიცით ლაბიალიზაციის ნიშნით ხდება.
ლაბილიზაცია ნიშნავს ბგერის წარმოთქმას მომრგვალებული და წინ
წამოწეული ბაგეებით. ასეთი ხმოვნებია: ო და უ , ხოლო
არალაბიალიზებული ხმოვნებია: ა,ე,ი.
5.რომელ ქვესისტემებად იყოფა თანხმოვანთა სისტემა?
თანხმოვანთა სისტემა იყოფა ხშულების ნაპრალოვნების და სონორების
სისტემებად.
6.რას ჰქმნიან ხშული თანხმოვანი ბგერები ინგლისურ, რუსულ,
ქართულ, ძვ. ბერძულ, ძვ. ინდური და ადიღეური ენის დიალექტებში?
ხშულთა სისტემაში ჰომორგანული ხშულები შეიძლება ქმნიდნენ
წყვილეულებს, სამეულებს და ოთხეულებს.
ხშულები წყვილეულს ქმნიან ინგლისურში, რუსულში, ქართულში;
ხშულები სამეულს ქნიან ძვ.ბერძნულში;
ხშულები ოთხეულებს ქმნიან ძვ.ინდურ და ადიღიურ ენებში;

7.ქმნიან თუ არა წყვილებს სონორი ბგერები?


სონორები, ხშულებისა და ნაპრალოვნებისგან განსხვავებით მხოლოდ
ცალკეულებს ქმნიან, ე.ი სონორებში არ გვაქვს ოპოზიციები
ჰომოგენურობის პრინციპის მიხედვით. თუმცა ამის მიუხედავად მაინც
შესაძლებელია სონორების დაჯგუფება გარკვეულ წყვილებად.

You might also like