You are on page 1of 2

მახვილი და ინტონაცია

1.რატომ არ შეიძლება მეტყველება სრულდებოდეს პაუზის გარეშე?


იმიტომ რომ, თუ არ იქნება პაუზა მეტყველებაში გაგვიჭირდება მისგან
აზრის გამოკვეთა.
2.რატომ არის ადამიანთა მეტყველება მუსიკალური?
მეტყველებისას ცალკეულ ასოებს ან სიტყვებს თუ წარმოვთქვამთ აზრს
ვერავინ გაიგებს, მით უფრო ვერ იგრძნობს მის ხასიათსა და ემოციურ
შეფერილობას. ასევეა მუსიკალურ მეტყველებაშიც. ამიტომაცაა
ადამიანთა მეტყველება მუსკალური.
3.რა ნაწილებად იყოფა წინადადება და რა ნაწილებად იყოფა ფრაზე?
ინტონაციის მიხედვით განასხვავებენ თხრობით, კითხვით და ძახილის
წინადადებებს.
ფრაზა იყოფა - ტაქტი(სინტაგმა), ფონეტიკური სიტყვა, მარცვალი,
ბგერები.
4.შეიძლება თუ არა წინადადება მახვილის გარეშე?
მახვილის გარეშე წინადადება წარმოუდგენელია, მახვილი ნიშნავს
წინადადებაში რომელიმე სიტყვის გამოყოფა-წარმოჩინებას.
5.რას აღნიშნავენ ტერმინები პროკლიტიკა, ენკლიტიკა?
თუ დამხმარე სიტყვა მარცხნიდან უერთდება სრულმნიშვნელიან
სიტყვას, მაშინ საქმე გავქვს პროკლიტიკასთან ,( ბერძნულად proklino
“წინისკენ ვხრი“), მაგრამ თუ დამხმარე სიტყვა მარჯვნიდან ერწყმის
მახვილთან სიტყვას, მაშინ ეს პროცესი ენკლიტად იწოდება,
(ბერძნულად enklito – „ვიხრები“ ნიშნავს).
6.რატომ არ მოდის მახვილი თანხმოვან ბგერებზე?
მახვილი თანხმოვნ ბგერებზე იმიტომ არ მოდის რომ, მას ხმოვან
ბგერებთან შედარებით დაბალი ჟღერადობა აქვს.

You might also like