You are on page 1of 1

დამწერლობა

1.რატომ არის იეროგლიფური დამწერლობა დაშიფრული?


იმიტომ რომ, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და არ ფონეტიკური.
2.არის თუ არა ასო-ნიშანი პირობითი?
ასო-ნიშანი არ არის პირობითი. პირობითობის პრინციპი ეფუძნება
იდეოგრაფიულ დამწერლობას და მისგან აღინიშნება იდეები ცნებები და
არა ბგერები. ამგვარ იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები,
რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ სწორედ იმიტომ, რომ
ისინი ბგერებს არ გამოხატავენ.
3.რაში ჰგავს პიქტოგრაფიული დამწერლობა იდეოგრაფიულს
სახელდების თვალსაზრისით?
პიქტოგრაფიული დამწერლობის შემდეგი ეტაპია იდეოგრაფიული.
პიქტოგრაფიულ დამწერლობაში იდეოგრაფიული დამწერლოობის
ელემენტები შეიმჩნევა, როგორც იდეოგრაფიულ დამწერლობაში
შეინიშნება მომდევნო საფეხურისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
4. რა უპირატესობა აქვს ანბანს იეროგლიფურ დამწერლობასთან?
ანბანურ დამწერლობას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ფონოლოგიურ
სისტემას გამოხატავს, ასოები გამოხატავს და აღნიშნავს არა იდეებს,
არამედ ბგერებს. იეროგლიფური დამწერლობა განვითარებას ვერ
განიცდიდა, რადგან მისი გარჩევა რთული იყო, ხოლო ანბანის
საშუალებით ადამიანი ადვილად ამყარებს ურთიერთობას და ადვილად
შეგვიძლია განვსაზღვროთ ესა თუ ის საგანი და ზუსტად დავაფიქსიროთ
ჩვენი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

You might also like