You are on page 1of 27

კითხვა და გაგება

გეგმა
 რა არის კითხვა?
როგორ აღვიქვამთ და ვკითხულობთ
ფონემებს, სიტყვებს, ტექსტს
 დისლექსია და მისი ფორმები
სიტყვების ამოცნობის თეორიები
რა არის კითხვა და რატომ
შევისწავლით მას?
 კითხვა არის წერილობითი მეტყველებით მიწოდებული
ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესი.
 მისი შესწავლის პრაქტიკული მიზანი სკოლაში
სწავლების გაუმჯობესება და კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის ტექნიკების
დახვეწაა.
 კითხვა არის ვერბალურად, მეტყველებით
გაშუალებული უნარი, რაც დაკავშირებულია
მეხსიერებასთან. მისი შესწავლით ვიგებთ, როგორ
ხდება წერილობითი სიმბოლოების (ასოების) ამოცნობა
კითხვა

1 წუთში 250-300 სიტყვა


ქვემოდან - ზემოთ გადამუშავება
◦ ასოებისა და სიტყვების ამოცნობა
ზემოდან - ქვემოთ გადამუშავება
◦ სიტყვების მნიშვნელობა
◦ მოლოდინები და გამოცდილება
თვალის მოძრაობა
 საკადური მოძრაობა - კითხვის დროს თვალის
სწრაფი გადახტომა ერთი წერტილიდან მეორეზე.
 ფიქსაცია - ნახტომებს შორის თვალების
ხანმოკლე შეჩერება-ფიქსირება კონკრეტულ
წერტილზე
 მხედველობითი სტიმულების აღქმა ხდება
ფიქსაციის დროს
საკადური მოძრაობის დარღვევა
 ნოტერნის და სტარკის მიხედვით, თვალი
წამში 2-3 საკადს აკეთებს.
საკადების, მოძრაობის დროს აღქმა არ
ხდება. ამ მდგომარეობას მხედველობის
დაბინდვას უწოდებენ.
 თუ აღნიშნული მდგომარეობა
ნევროლოგიურად დარღვეულია,
შეფერხდება კითხვის პროცესიც.
პერიფერიული და ფოვეალური
მხედველობა
 ფოვეა არის თვალის ბადურის ნაწილი.
 ეს არის თვალის უკანა კედელზე პატარა ჩაღრმავება,
სადაც თავმოყრილია კოლბები.
 მხედველობა ყველაზე მახვილია ფოვეაში .
 ფოვეალური მხედველობა უზრუნველყოფს ცენტრალურ
მხედველობას.
 მის გარეთ დარჩენილ არეს პერიფერიული მხედველობა
ეწოდება.
ფოვეალური და პერიფერიული
მხედველობა
 ფოვეალურ მხედველობაში ხვდება და
გამოკვეთილად ჩანს კონკრეტული ასო ან
სიტყვა.
 ასოები და სიტყვები, რომლებიც პერიფერიაში
ხვდება, ბუნდოვანია და არ აღიქმება.
მაგრამ..
• ჩვენც მაინც ვახერხებთ პერიფერიაში
მოხვედრილი სიტყვების კითხვას.
• პერიფერიული მხედველობის მიუხედავად,
სწრაფად ვკითხულობთ ტექსტს
• ამაში გვეხმარება კონტექსტი და მოლოდინები.
როგორ სწავლობს ბავშვი
კითხვას?
ჯერ სწავლობს ცალკეული ასოებისა და ბგერების
შესაბამისობას - კითხულობს ასო-ასო (მარჯვენა ჰემისფერო)
– ასო-ბგერის ამოცნობა ვიზუალურ-სივრცითი ნიშნების
მიხედვით
 შემდეგ კითხვა უნდა გახდეს მოქნილი - ხდება სიტყვის
მთლიანობრივი ცნობა და სწრაფი წაკითხვა (მარცხენა
ჰემისფერო).
დისლექსია
კითხვასადა ტექსტის გაგებასთან
დაკავშირებული სირთულე
◦ პროცესები, რომლებიც შეიძლება დაირღვეს
დისლექსიის დროს
  ფონოლოგიური ცნობიერება
  ფონოლოგიური კითხვა
  ფონოლოგიური კოდირება
  ლექსიკური მისაწვდომობა

დავალება

 თქვით სიტყვა მაგიდა - მა - მარცვალის


გარეშე
თქვით სიტყვა ფორთოხალი - ხა -
მარცვალის გარეშე

რამდენი ფონემაა სიტყვაში
„გლადიატორი“?
რამდენი ფონემაა სიტყვაში „მახე“?
დარღვეული პროცესები დისლექსიის
დროს
 ფონოლოგიური ცნობიერება
◦ შეფასება:
 ფონემის წაშლის ამოცანა
 ფონემების თვლა
ფონოლოგიური ცნობიერება

◦ ვერ აცნობიერებს ზეპირი მეტყველების ბგერის


სტრუქტურას
◦ ვერ აკავშირებს ასო-ბგერას გაგონილ სიტყვაში
შესაბამის ფონემასთან
◦ ვერ ხვდება, რომ ასო-ბგერა ‘’ზ’’ შეესაბამება
ფონემას ‘’ზ’’ სიტყვაში ‘’ზებრა’’
დარღვეული პროცესები დისლექსიის
დროს
 ფონოლოგიური კითხვა
◦ ასო-ასო სიტყვის დაშლისა და გაერთიანების
სირთულე
◦ ცალკეული სიტყვების ამოკითხვის სირთულე
 კონტექსტში სიტყვის ამოცნობა უფრო გამარტივებულია
დარღვეული პროცესები დისლექსიის
დროს
 ფონოლოგიური კოდირება
◦ მუშა მეხსიერების გამოყენება
◦ მსგავსი ფონემების აღრევა

ლექსიკური მისაწვდომობა
◦ ხანგრძლივი მეხსიერებიდან სიტყვის ამოტანის
სირთულე
 დაკავშირებულია სიტყვების ვიზუალური ხატის ფორმირების
სიძნელესთან
◦ მთლიანი სიტყვების ამოცნობის - ამოკითხვის სიძნელე
◦ როდესაც ხედავთ სიტყვას ‘’კარადა’’, შეგიძლიათ
დაუყოვნებლივ ამოიტანოთ შესაბამისი ხატი და იცნოთ?
დისლექსიის ფორმები

 განვითარების (პირველადი) დისლექსია


• შეძენილი (მეორადი) დისლექსია

• L ტიპის დისლექსია
• P ტიპის დისლექსია
პირველადი დისლექსიის
ქვეტიპები:
 დისფონეტიკური
 დისეიდეტური
 დისეიდეტურ-დისფონეტიკური
პირველადი დისლექსიის ქვეტიპები:
1.დისფონეტიკური კითხვის უნარის დაქვეითება -
 ასოსა და ბგერას შორის მიმართების გაგების სიძნელე.
 ადგილი აქვს სიტყვის ფონეტიკური ანალიზის დარღვევას,
 სიტყვის წაკითხვა ვიზუალური ნიშნების ხარჯზე ხდება;
მთლიანობაში აღიქმება
 კითხულობს სწრაფად, მაგრამ ხშირია შეცდომები
 დარღვეულია მარჯვენა ჰემისფეროსთვის
დამახასიათებელი სტრატეგიები - ასო-ბგერის ამოცნობა
ვიზუალურ-სივრცითი მოხაზულობის მიხედვით
 L ტიპის დისლექსია
პირველადი დისლექსიის
ქვეტიპები:
2. დისეიდეტური კითხვის უნარის
დაქვეითება
 სიტყვის მთლიანობაში აღქმის და წაკითხვის დარღვევა.
 შეუძლებელია სიტყვების ვიზუალური კონფიგურაციის ცნობა,
თუმცა ფონეტიკური ანალიზი შესაძლებელია
 კითხულობს ნელა, თუმცა ნაკლები შეცდომებით
 დარღვეულია მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიები - მოქნილი
კითხვა; სიტყვის მთლიანობრივი აღქმა
 p ტიპის დისლექსია
პირველადი დისლექსიის
ქვეტიპები:
3. დისეიდეტურ-დისფონეტიკური კითხვის
უნარის დარღვევა
• როგორც ასოსა და ბგერას შორის
მიმართების გაგების და იდენტიფიკაციის,
ისე მთლიანი სიტყვის წაკითხვის
პრობლემა.
ჯეიმს მაკკინ კეტელის ექსპერიმენტი
სიტყვის უპირატესობის ეფექტი
საკვლევი კითხვა: კეტელს აინტერესებდა, რამდენი ასოს თუ
სიტყვის აღქმა შეუძლია ადამიანს ერთი ფიქსაციის
განმავლობაში?
 შედეგი: ასოსა და სიტყვის წაკითხვა დამოკიდებულია არა მათ
რაოდენობაზე, არამედ შინაარსზე.
თუ ცდის პირებს აწოდებდნენ ერთმანეთთან დაუკავშირებელი
ასოების თანმიმდევრობას 10მილიწამის განმავლობაში, ისინი
მხოლოდ 3ან 4 მათგან ცნობდნენ.
 ხოლო თუ სიტყვები აზრიანი იყო, ცნობდნენ 3 ან 4 ასოსგან
შემდგარ ორ სიტყვას.
 ამგვარად, ჩვენ სწრაფად ვკითხულობთ არა იმიტომ, რომ თვალის
ერთი ფიქსაციის დროს ასოების დიდ რაოდენობას აღვიქვამთ,
არამედ იმიტომ, რომ კონტექსტი და შინაარსი გვიქმნის
მოლოდინებს და ამის ხაჯზე ვახერხებთ სწრაფად ამოცნობას.
სხვა ექსპერიმენტების შედეგები:
 სიტყვების იდენტიფიკაცია ცდის პირებს უფრო
შორი მანძილიდან შეუძლიათ, ვიდრე ასოების.
 ასოების იდენტიფიკაცია უფრო ადვილია
აზრიან სიტყვებში. ვიდრე არასიტყვებში. ამ
მოვლენას ‘’სიტყვების უპირატესობის ეფექტი’’
ეწოდება.
 სიტყვასა და მეხსიერების საცავს შორის გზა
უფრო მოკლეა , ვიდრე ასოებსა და
მეხსიერების საცავს შორის.
კითხვისა და გაგების კოგნიტური
მოდელები (ინფორმაციული მოდელი)
 სიმბოლო (მაგ. სიტყვა), მით უფრო
ინფორმაციუალია და მით უფრო ადვილად
ამოიცნობა, რაც ნაკლებია მისი მნიშვნელობის
შესაძლო ალტერნატივები.
სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობისთვის ხმოვნები
უფრო ნაკლებ მნიშვნელობას შეიცავენ, ვიდრე
თანხმოვნები. რომელს უფრო სწრაფად ამოიცნობთ?
-ა-ი-ა; თუ
მ-გ-დ
(პირველ შემთხვევაში შესაძლო ალტერნატივა
ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მეორე შემთხვევაში ).
შინაარსი და მოლოდინები
 ინფორმაციული მოდელის მიხედვით,
ინფორმაციის აღქმა და ცნობა
დამოკიდებულია შინაარსზე და
მოლოდინებზე.
 რაც მეტია მოლოდინი, მით ნაკლები
ინფორმაციაა საჭირო მისი
დადასტურებისთვის და მით მეტი -
უარყოფისთვის.
სიტყვის ამოცნობის ინტერაქციულ-
აქტივაციური მოდელი
ჯეიმს მაკქლელანდის და დევიდ
რამელჰარტის ინტერაქციული მოდელი
სიტყვის ამოცნობა ხდება თვისების,
ასოებისა და
სიტყვის დონეზე
• ისრებით დაბოლოებული ხაზები ბიძგს
აძლევს აქტივაციას, ხოლო წერტილებით -
ბლოკავს.
გადამუშავება ხდება ჯერ ქვემოდან ზემოთ,
შემდეგ კი ზემოდათ ქვემოთ მიმართულებით.
სემინარი
 სემინარიდან ‘’ენა და მეტყველება’’
კითხვის
ქვეთავი
 ენისა და მეტყველების თეორიები

You might also like