You are on page 1of 12

ნინო ლიქოკელი

ინგლისური დამწყებთათვის
შესავალი

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge

თბილისი, 2020
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

შინაარსი
ახალი ტექსტი (ანბანი) ........................................................................................................................................................ 4
როგორ და რატო უნდა ვისწავლოთ ანბანი? ......................................................................................................................... 5
ახალი სიტყვები.................................................................................................................................................................... 6
გამოთქმები ........................................................................................................................................................................... 7
გრამატიკა.............................................................................................................................................................................. 8
ის რაც წიგნში არ შეგხვდებათ ............................................................................................................................................ 9
ლექსიკონი........................................................................................................................................................................... 10

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


1
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

შესავალი
წარმოგიდგენთ ინგლისური ენის საბაზისო კურსს. ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია
დამწყებთათვის, თუმცა კურსი არის იმდენად ინტენსიური და ინფორმაციული, რომ ნაყოფიერი
იქნება თითქმის ყველა მსურველისთვის, განურჩევლად ინგლისური ენის ცოდნის დონისა.

სანამ უშუალოდ მოცემული ლექციის მასალას წარმოგიდგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი


ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, რაც ინგლისური ენის სწავლას გაგიადვილებთ.

ინგლისურ ენაში გვაქვს დიდი და პატარა ასოები. მაგალითად, წინადადებები ყოველთვის


დიდი ასოებით იწყება.

ინგლისურ ენაში გვაქვს არტიკლები, თუმცა არა იმდენი როგორც გერმანულ ენაში.
მარტივად რომ ვთქვათ, ინგლისურში მხოლოდ ორი არტიკლია a და the. აქედან, a
გამოიყენება როცა ზოგადად საუბრობ ნივთზე ( წიგნი - a book) ხოლო the გამოიყენება,
როცა კონკრეტულ წიგნზე საუბრობ (ეს კონკრეტული წიგნი - the book).

ინგლისურ ენაში ბგერები განსხვავებულად გამოითქმის. მათ შორის, რამდენიმე ბგერა


ქართულში საერთოდ არ გვაქვს. შესაბამისად, აუცილებელია ამ ბგერების შესწავლა
იმისთვის, რომ ჩვენც გავაგებინოთ და ჩვენც გავიგოთ. ამასთან დაკავშირებით გეტყვით:
თუ სიტყვების წარმოთქმას ისწავლით სწორად და თქვენ სწორად წარმოთქვამთ, სხვისი
საუბრის მოსმენა და გაგება აღარასოდეს გაგიჭირდებათ. სწორად წარმოთქმა კი ნიშნავს
ბგერის სწორად გამოთქმას, სწორ ინტონაციას და სწრაფად საუბარს.

ინგლისურ ენაში ყველაფერი ისე არ იკითხება როგორც წერია. ამიტომ, სიტყვის გამოთქმა
ცალკე უნდა ისწავლოთ. ხოლო როგორ უნდა წავიკითხოთ სიტყვა, ამისთვის სიტყვებს
გვერდით უწერენ ხოლმე ტრანსკრიფციას. ეს ერთგვარი დამწერლობაა, სადაც ყველა
ბგერის წარმოთქმა ჩანს. მაგალითად, სიტყვას book (წიგნი) აქვს შემდეგი ტრანსკრიფცია
/bʊk/ საიდანაც ვხვდებით, რომ ის წარმოითქმის როგორც „ბუქ“.

ინგლისურ ენას აქვს მახვილები. დიახ, მახვილები, ისევე როგორც რუსულს. და იმის
მიხედვით, სად დასვამთ მახვილს, იცვლება სიტყვის წარმოთქმაც და ზოგ შემთხვევაში
მნიშვნელობაც. მაგალითად, 50 ინგლისურად არის fifty შესაბამისი ტრანკრიფცია,
როგორც უნდა გამოითქვას არის /ˈfɪfti/. აქ ხედავთ, რომ პირველი f-ს წინ არის აპოსტროფი
დასმული ˈf. ეს აღნიშნავს, რომ პირველივე ბგერაზე მოდის მახვილი სიტყვის წარმოთქმის

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


2
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

დროს. ახლა ავიღოთ 15 რომელიც ინგლისურად არის fifteen /ˌfɪfˈtiːn/. აქ უკვე ორი
საინტერესო შემთხვევა გვაქვს. ერთი, რომ მახვილი მოდის სიტყვის შუაში ˈt-ზე, ანუ „თიინ“
მკვეთრად უნდა ჟღერდეს. მეორე, ინგლისურ ენაში არის როგორც მკვეთრი მახვილი, ასევე
დაბალი მახვილი (უმეტესად გრძელი სიტყვების წარმოთქმის დროს). ამ შემთხვევაშიც,
პირველ ˌf-ზეც მოდის მახვილი, თუმცა დაბალი ჟღერადობით, რაც ტრანსკრიფციაში
გამოხატულია დაბალი აპოსტროფით.

ინგლისური ენის ამ და სხვა საინტერესო მახასიათებლების გათვალისწინებით, ენის


შესწავლა ოთხ ნაწილად შეიძლება დავყოთ:

• ინგლისურად წერა

• ინგლისურად კითხვა

• ინგლისურად საუბარი და

• ინგლისურის მოსმენა (სხვისი საუბრის გაგება)

ჩვენი სალექციო კურსი ეყრდნობა მსოფლიოში ინგლისურის სწავლების თანამედროვე და


ყველაზე ეფექტურ მეთოდებს და ინგლისური ენის ყველა საჭირო მახასიათებელს
სიღრმისეულად შეგასწავლით. შესაბამისად, ლექციები დაყოფილია ექვს ნაწილად: ახალი
ტექსტი, ახალი სიტყვები, გამოთქმები, გრამატიკა, ის რაც წიგნში არ შეგხვდებათ და ლექსიკონი.

განვიხილოთ, რა შედის ამ ნაწილებში და რას მოგცემთ იგი. მაგალითად, პირველ ნაწილში


(ახალი ტექსტი) წარმოდგენილი იქნება მეტწილად დიალოგები, რადგან კითხვები და პასუხები
არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნიკაციისას. გარდა ამისა, მოცემული ტექსტები
აღებული იქნება რეალური დიალოგებიდან (ფილმებიდან, ვიდეოებიდან, ტელე/რადიო
გადაცემებიდან) და რაც მთავარია იქნება ისეთ თემებზე, რაც დაგეხმარებათ დაიწყოთ
ინგლისურად საუბარი.

სიტყვების ნაწილში განვიხილავთ სიტყვებს, მათ მნიშვნელობასა და მათ წარმოთქმას.

წარმოთქმების ნაწილში უკვე კონკრეტულ ბგერებზე გავამახვილებთ ყურადღებას,


განსაკუთრებით იმ ბგერებზე, რომელიც ქართულში არ გვაქვს.

გრამატიკაში აგიხსნით სხვადასხვა წესებს, მათ შორის, როგორ ავაწყოთ წინადადებები.

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


3
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

ასევე, გთავაზობთ ჟარგონებისა და სხვა სასაუბრო ინგლისურის განხილვას, რაც ხშირად


წიგნებში არ ისწავლება, რადგან აკადემიურ ჩარჩოებს ცდება ხოლმე. თუმცა, თუ არ გეცოდინებათ
ეს გამოთქმები, გაგიჭირდებათ ინგლისურად კომუნიკაცია.

ბოლოს კი გთავაზობთ ლექსიკონს, ანუ იმ სიტყვებს, რომლებიც უნდა იცოდეთ იმისთვის,


რომ ინგლისურად ისაუბროთ.

გაითვალისწინეთ, თითოეული ნაწილი თემატურად უკავშირდება ერთმანეთს: ახალ


ტექსტში შეხვდებით გრამატიკას, ახალი სიტყვებს, გამოთქმების ნაწილში კი შეხვდებით ახალ
სიტყვებში არსებული ბგერებს და მათ სწორად წარმოთქმას.

ახლა კი, მივყვეთ ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურას და დავიწყოთ რა თქმა უნდა ანბანზე
საუბრით.

ახალი ტექსტი (ანბანი)


ინგლისური ენის ანბანი შედგება 26 ასო-ბგერისაგან, მათგან ხუთი ხმოვანია(vowels:
a,e,i,o,u) და დანარჩენი თანხმოვანი(consonants).

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


4
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

როგორ და რატო უნდა ვისწავლოთ ანბანი?


ქართული ენისაგან განსხვავებით ინგლისური ენა ისე არ იწერება როგორც წარმოვთქვამთ.
ანბანურად ასო-ბგერები განსხვავებულად წარმოითქმის მაგ. “Y” - ვაი. სწორედ ამიტომ, როდესაც
გვინდა სიტყვა სწორად ჩავიწეროთ მათი დამარცვლით წარმოთქმა გვიწევს. ხშირად არის
შემთხვევები, როცა ჩვენ პირად მონაცემებს (სახელს, გვარს) ტელეფონით საუბრისას ვკარნახობთ
ვინმეს ამ დროს სწორად ჩაწერისას ვმარცვლავთ მათ.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად სიტყვების შემოკლებულად ჩაწერის დროს მათი ანბანურად
დამარცვლაა საჭირო. გავიხსენოთ ავტომობილის მარკა BMW. როგორ წაიკითხეთ? სავარაუდოდ
“ბე-ემ-ვე“. ეს გერმანული მარკაა და საქართველოშიც გერმანული ანბანის შესაბამისი
წარმოთქმაა დამკვიდრებული. თუმცა ინგლისურად უნდა ვთქვათ „ბი-ემ-დაბლიუ“.

წარმოთქვით აქ არსებული დასახელებები ანბანურად მაგ. M-T-V= „ემ-ტი-ვი“.

ასევე, დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი და ბევრჯერ წაიკითხეთ დამარცვლით. ეს აუცილებლად


დაგჭირდებათ. უნდა შეძლოთ, რომ თქვენი სახელი და გვარი უკარნახოთ უცხოელს მარცვალ
მარცვალ.

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


5
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

ახალი სიტყვები
“ახალი სიტყვების” ნაწილში წარმოდგენილი იქნება ან ცალკეული სიტყვები ან ფრაზები,
რომლებიც თავის მხრივ კავშირში იქნება “ახალ ტექსტთან” და “გრამატიკასთან”. ამ ლექციაში
ახალ სიტყვებს შეადგენს ციფრები 1-დან 20-მდე.

დამახსოვრებისთვის კარგი საშუალებაა რამდენჯერმე გაიმეოროთ ციფრები, როგორც


ნულიდან ზემოთ ისე პირიქით, გამოიყენეთ უკუთვლაც და აგრეთვე თვლა ორ-ორობით. 2; 4; 6...
10; 8; 6...

ნული შეიძლება წარმოთქვათ როგორც zero(ზიროუ) ან oh(ზირო).

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


6
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

გამოთქმები
“გამოთქმები” ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ინგლისური ენის სწავლისას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ინგლისურ ენაში დამწერლობა და წარმოთქმა განსხვავებულია. ამიტომ,
სწორად საუბრისთვის და აგრეთვე ინგლისური ენის მოსმენისას მისი სწორად გაგებისთვის
აუცილებელია ცალკეული ბგერების წარმოთქმის სწავლა.

დღევანდელ ლექციაში მოცემულია სამი ბგერა “იი”, “ე” და “ეი”. მარცხენა მხარეს წითელი
ფერით არის ნაჩვენები, როგორ წარმოითქმის ეს ბგერები. ასეთი დამწერლობა (ტრანსკრიფცია)
არ გამოიყენება წერისას. მხოლოდ აჩვენებს მათ წარმოთქმას.

წარმოთქვით ასო-ბგერები შესაბამისად.

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


7
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

გრამატიკა
“გრამატიკა” ეს არის ლექციის მე4 ნაწილი. თითოეულ ლექციაში ახსნილი იქნება ის
გრამატიკული ნაწილი რასაც შეხვდებით ტექსტებში. იმისათვის რომ ეს ნაწილი არ იყოს
დამღლელი და მომაბეზრებელი გრამატიკა იქნება მაქსიმალურად მარტივი გზით ახსნილი.

დღეს ლექციის ამ ნაწილში წარმოგიდგენთ პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელს


მხოლობით რიცხვში:

I - მე
You - შენ

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


8
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

ის რაც წიგნში არ შეგხვდებათ


ლექციის მეხუთე ნაწილს ეწოდება_ “ის რაც წიგნში არ შეგხვდებათ”. ეს ნაწილი მოიცავს ისეთ
ფრაზებს, იდიომებს, ჟარგონებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ტრადიციულ სახელმძღვანელოში
არ ასწავლიან, თუმცა ყოველდღიურად ძალიან ხშირად იყენებენ. აღნიშნული გამოთქმები იქნება
აღებული ფილმებიდან, ინტერვიუებიდან, სიმღერებიდან და ა. შ. რაც მთავარია თითოეული
მათგანი მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ქართულ ეკვივალენტთან, რათა არ გაგიჭირდეთ
მათი სწორად აღქმა და შემდეგ გამოყენება.

მაგ. სიტყვა “cool” ყველა ტრადიციულ სახელმძღვანელოში ახსნილია როგორც “გრილი” და


ხშირად ამინდის აღსაწერად გამოიყენება ხოლმე, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს
რომელსაც წიგნში ვერ შეხვდებით და ის ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ინგლისურ
სასაუბროში. როდესაც რაღაც ძალიან მოგვწონს ქართულ ენაში ვამბობთ “მაგარია” არა იმიტომ
რომ რაღაც მყარია. სწორედ ასე გამოიყენება სიტყვა “cool” ინგლისურში და არა იმიტომ, რომ
რაღაც გრილია, არამედ იმიტომ რომ „მაგარია“ 😊

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


9
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

ლექსიკონი
“ლექსიკონი” არის მეექვსე ნაწილი ლექციის, სადაც არამარტო ის სიტყვები შევა, რაც ახალი
სიტყვების სახით შეგვხვდებათ, არამედ, ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოყენებული იქნება
მთლიანად ლექციაში, მის თითოეულ ნაწილში და უფრო მეტიც, სიტყვები, რომლებიც შეიძლება
არ იყოს გამოყენებული, მაგრამ საჭირო იყოს მათი სწავლა იმ კონკრეტული ლექციის ბოლოს.
სიტყვებს გვერდით ექნება მიწერილი გამოთქმები და ქართული თარგმანებიც.

დღეს ამ ნაწილში გთავაზობთ ყველა იმ სიტყვას, რომელიც გამოვიყენეთ ამ ლექციაში.

1. Vowel /vaʊəl/- ხმოვანი


2. Consonant /ˈkɒn.sə.nənt/- თანხმოვანი
3. Zero /ˈzɪə.rəʊ/-ნული
4. Oh /əʊ/-ნული
5. One /wʌn/-ერთი
6. Two /tuː/-ორი
7. Three /θriː/-სამი
8. Four /fɔːr/-ოთხი
9. Five /faɪv/-ხუთი
10. Six /sɪks/-ექვსი
11. Seven /ˈsev.ən/-შვიდი
12. Eight /eɪt/-რვა
13. Nine /naɪn/-ცხრა
14. Ten /ten/-ათი
15. Eleven /ɪˈlev.ən/-თერთმეტი
16. Twelve /twelv/-თორმეტი
17. Thirteen /θɜːˈtiːn/-ცამეტი
18. Fourteen /ˌfɔːˈtiːn/-თოთხმეტი
19. Fifteen /ˌfɪfˈtiːn/-თხუთმეტი
20. Sixteen /ˌsɪkˈstiːn/-თექვსმეტი
21. Seventeen /ˌsev.ənˈtiːn/-ჩვიდმეტი
22. Eighteen /ˌeɪˈtiːn/-თვრამეტი
23. Nineteen /ˌnaɪnˈtiːn/-ცხრამეტი
24. Twenty /ˈtwen.ti/-ოცი
25. Tree /triː/-ხე
26. Egg /eɡ/-კვერცხი

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


10
ინგლისური დამწყებთათვის || შესავალი

27. Train /treɪn-მატარებელი


28. I /aɪ/-მე
29. You /juː/-შენ

სპეციალურად საიტისთვის OnEd.ge


11

You might also like