You are on page 1of 25

ლოგოპედიის კონსპექტი.

1. რას შეისწავლის ლოგოპედია- მეტყველების თერაპია?

ლოგოპოედი მეტყველება შეისწავლის - მეტყველიბის ნაკლოვანებებს


,დარღვევებს, ნაკლის მიზეზებს, მექანიზს, სიმპტომატიკას, მიმდინარეობას და
მათი გამოსწორების გზებს.

2. რა არის დისლალია, ჩამოთვალეთ ფორმები?

დისლალია- არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა ნორმალური სმენისა და


სამატყველო აპარატის შენარჩუნებული იერვეციის დროს. ვლინდება
მეტყველების ბგერითი მხარის არასწორად ფორმირებაში.

 მექანიკური დისლალია- გამოწვეულია საარტიკულაციო აპარატის


ანატომიური ანაომალიით.
 ფუნქციური- ამის მიზეზია მეტყველების განვითარების
არახელსაყრელი პირობები ან ფონემატური სმენის ჩამოუყალიბებლობა.

3. რა არის რინოლალია, ჩამოთვალეთ ფორმები და განმარტეთ?

რინოლალია- მეტყველების ტემბრისა და ბგერათწარმოთქმის დარღვევა


განპირობებული, სამატყველო აპრატის ანატომიურ-ფიზიოლოგიური
ანომალიით. რენოლალიის დროს დამახანჯებულად წარმოთქმის ყველა
ბგერას. ახასიათებს ნოზალურობა.

 დახურული რინოლალია აღინიშნება- ადენოიდების, პოლიპების


ჩაზრდის, ძგიდის გამრუდების და სხვა პათოლოგიური ცვლილებების
დროს, როდესაც ფერხდება ჰაერის თავისუფლად გატარება ცხვირში.

 ღია რენოლალია - ცხვირის ღრუს ქსოვილების ნორმალური


მდგომარეობის, მაგრამ სასის ფარდის პათოლოგიური ცვლილებების,
მაგ., რბილის სასის დეფექტების დროს, ჰაერი ცხვირში აღწევს ყველა
ბგერის წარმოთქმისას და „მ" და „ნ" გარდა, ყველა ბგერა ცხვირისმიერ
ელფერს იძენს. ამას ღია რინოლალია ეწოდება.

4. რა არის კომუნიკაცია? ჩამოთვალეთ კომუნიკაციის ფორმები და


განმარტეთ
კომუნიკაცია არის ინდივიდებს შორის აზრების, იდეების გაცვლა.
კომუნიკაცია არის ინფორმმაციის გადმოცემის ძირითადი საშუალება.
ფორმები:
ვერბალური კომუნიკაციის დროს სიმბოლოს წარმოადგენას სიტყვები.
ვერბალური კომუნიკაცია უყოფა ზეპირი და წერითი კომუნიკაციად.
არავერბალური კომუნიკაციის დროს ინფორმაცია გადაეცემა
მოძრაობების საშუალებით.

5. ჩამოთვალეთ მეტყველების განვითარების სამი სენსიტიური პერიოდი


და განმარტეთ?
პირველი სენსიტეური ფაზა არის 1-დან 1,5-2 წლამდე. ამ პერიოდში
იწყება მეტყვედლების ფორმირება, საკომუნიკაციო საფუძვლის
განვითარება. ამავე დროს ხდება ბროკას ზონის განვითარება.
მეორე ფაზა შეიმჩნევა 2,5-3,5 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვი ეუფლება
ფრაზულ მეტყველებას, გადადის კინკრეტულ მეტყველებაზე რაც
მოითხოვს ცენტრალური ნეტვული სისტემის მუშაობაში
შეთანხმებულობას. ეს პერიოდი ხასიათდება ვეგეტატური რექციებით -
გაწითლებით, სინთქვის აჩქარებით , საერთო კუნთური დაძაბულობით.
მესამე ჰიპერსინსეტიური პერიოდი შეიმჩნევა 5დან 6 წლამდე ასაკში,
ყალიბდება კონტექსტური მეტყველება , ეს ის პერიოდია, როდესაც
შინაგანი მეტყველება გადადის გარეგან მეტყველებაში.

6. ჩამოთვალეთ სამეტყველო ორგანოები და განმარტეთ მათი ფუნქცია


მეტყველების პროცესში?

სამეტყველო ორგანოები იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურად და


პერიფერიულად.

სამეტყველო ორგანოს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს თავის ტვინი,


რომლის სამეტყველო ნაწილები მჭიდრო კავშირშია მეტყველების
პერიფერიულ ორგანოებთან და განაგებენ მათ მუშაობას. სამეტყველო
ფუნქციას ასრულებს ორი ანალიზატორი:
 სამეტყველო სმენითი(ვერნიკეს ცენტრი), რომელიც განაგებს
მეტყველების გაგების უნარს. მისი დაზიანების დროს ადამიანი აღიქვამს
სამეტყველო ბგერებს, მაგრამ ვერ გადმოცემს მათ.

 სამეტყველო მოტორული (ბროკას ცენტრი), რომელიც განაგებს


საკუთრივ მეტყველებას (ექსპრესიული მეტყველება)

 სამეტყველო პერიფერიული ორგანოებია: სმენის, სასუნთქი, ხმის და


საარტიკულაციო

სამეტყველო სასმენ პერიფერიულ ანალიზატორს წარმოადგენს ყური.

 ბგერის წარმოთქმისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს


ამონასუნთქი ჰაერი, რომელიც მხოლოდ სამეტყველო აპარატის
საშუალებით შეიძლება იქცეს ბგერად. ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი,
ბრონქების საშუალებით, გადადის სასუნთქ მილში, აქედან - ხორხში,
ხორხიდან - ხახის ღრუში, იქიდან კი - პირისა და ცხვირის ღრუში.

 პირის ღრუში ყველაზე მოძრავი ორგანოა ენა, რომელიც მონაწილეობს


თითქმის ყველა სამეტყველო ბგერის წარმოთქმაში. ენა წარმოადგენს
მძლავრ, მომრგვალო, განიერ, კუნთოვან ორგანოს. ენას ჰყოფენ შემდეგ
ნაწილებად: ენის წვერი, რომელიც მოძრაობს კბილების, ნუნების ან
მაგარი სასისკენ; ენის ტანი, ანუ ენის ზურგი, რომელიც მოძრაობს სასის
მიმართ; ენის ძირი, რომელიც მოქმედებს ხახის კედლის მიმართ; ენის
გვერდითი კიდეები, რომლებიც მოქმედებენ კბილების მიმართ.

 სამეტყველო ორგანოთა შორის განასხვავებენ აქტიურ და პასიურ


ორგანოებს.

 აქტიური ორგანოებია: სახმო სიმები, ქვედა ყბა, ენა, რბილი სასა


(ნაქითურთ) და ტუჩები.

 პასიური ორგანოებია: კბილები, ნუნები, მაგარი სასა.

 ენა სამეტყველო აპარატის ყველაზე აქტიურ ორგანოს წარმოადგენს. ენის


მოძრაობა თვალსაჩინო, ზუსტი და დიფერენცირებულია. ენის წვერი
ყველაზე მეტად აქტიურია.

7. რამდენი მეტყველების ნაკლოვანებათა კლასიფიკაცია არსებობს


რუსული ლოგოპედიის მიხედვით?განმარტეთ

კლინიკურ-პედაგოგიკური-ორიენტირებულია მეტყველების
დარღვევის ფორმისა და ნაკლის დეტალურ აღწერაზე.ემყარება
ფსიქოლინგვისტურ კრიტერიუმს

ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკური-ჩამოყალიბდა კლინიკური
კლასიფიკაციის კრიტიკული ანალიზის შედეგად,რათა გამოყენებული
ყოფილიყო პედაგოგოკური პროცესის დროს,რაც ხელს შეუწყობდა
მეტყველების თერაპიის სწორად წარმართვას

კლინიკურ-პედაგოგიური კლასიფიკაციის მიხედვით მეტყველების


დარღვევები იყოფა ორ დიდ ნაწილად,თუ რა არის
დარღვეული:

ზეპირი თუ წერითი მეტყველება

ზეპირი

1.ფონაციური ანუ მეტყველების გარეგანი, წარმოთქმის დარღვევა

2.სტრუქტურულ-სემანტიკური დარღვევა-სისტემური დარღვევა

ფონოხიური დარღვევა:
 ხმა
 ტემპი და რითმი
 ინტონაცია და მელოდიურობა
 ბგერათწარმოთქმა.

8. ჩამოთვალეთ მეტყველების სისტემური დარღვევები და განმარტეთ?


ალალია- უმეტყველობა ან მეტყველების განუვითარრებლობა. ოგი
განპირობებულია თავის ტვინის ქერქის ლოკალური დაზიანებით. ამ დროს არ
ხდება სამეტყველო სისტემის ძირითადი კომპონენტების ფორმირფება.

ასხვავებენ:

მოტორულ ალალიას, რომლის დროსაც შედარებით შენარჩუნებულია


მიმართული მეტყველების გაგების უნარი, ექსპრესიული მეტყველება
დზიანებულია.

სენსორულ ალალიას, რომელსაც ახასიათებს მიმართული მეტყველების


გაგების მკვეთრად გამოხატული განუვითარებლობა.

აფაზაი- მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.


განპირობებულია თავის ტვინის ლოკალური დაზიზანებით.

დისლექსია- კითხვის პროცესის სპეციფიკური, ნაწილობრივი დარღვევა.

დისგრაფია- არის წერის პროცესის სპეციფიკური, ნაწილობრივი დარღვევა.

აგრაფია- სწავლების დროს წერითი პროცესის ჩამოუყალიბებლობა.

9. ჩამოთვალეთ მეტყველების წარმოთქმითი დარღვევები და განმარტეთ?

დოსფონია (აფონია) - ფონაციის დარღვევა ან უქონლობა გამოწვეული


სახმო აპარატის პათოლოგიით. გამოიხატება ფონაციის სრული
უქონლობით ან ხმის ტემბრის სიმაღლის და სიძლიერის დარღვევით.

ბრადილალია- მეტყველების პათოლოგიურად შენელებული ტემპი.


შეიძლება იყოს ორგანული და ფუნქციური.

ტახილალია- მეტყველების პათოლოგიურად სწრაფი ტემპი. შეიძლება იყოს


ორგანული და ფუნქციური.

ენაბორძიკობა- არის მეტყველების ტემპისა და რითმულიორგანიზაციის


დარღვევა , განპირობებული სამეტყველო აპარატის კრუნჩხვითი
მდგომარეობით. შეიძლება იყოს ორგანული ფდა ფუნქციური.

დისლალია- არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა ნორმალური სმენისა და


სამეტყყველო აპარატის შენარჩუნებული ინერვაციის დროს. ლინდება
მეტყველების ბგეითი მხარის არასწორად ფორმირებაში.

ასხვავაებენ:
მექანიკური დისლალია- გამოწვეულია საარტიკულაციო აპარატის
ანატომიური ანომალიით.,

ფუნქციური დისლალიის მოიზეზია მეტყველების განვითარების


არახელსაყრელი პირობები ან ფონემატური სმენის ჩამოუყალიბებლობა.

რინოლალია- ხმის ტემბრის და ბგერათწარმოთქმის დარღვევა,


განპირობებული სამეტყველო აპარატის ანატომიურ-ფიზიოლოგიური
ანომალიით. ხმიკს ტემბრი ნოზალურია. დამახინჯებულად წარმოითქმება
ყველა ბგერა.

დიზართრია- არის მეტყველების წარმოთქმითი მხარის დარღვევა.


განპირობებულია სამეტყველო აპარატის ინერვაციის ორგანული
უკმარისობით.

10. როგორ ხორციელდება მეტყველების მძიმე დარღვევის მქონე ბავშვების


დიაგნოსტირება, აღწერეთ პროცესი და მოოიყვანეთ მაგალითები ?

ბავშვის შემოწმება ხდება სამ ეტაპად:

1) საორენტაციო ეტაპი- მშობლის ზისტი, მიზანდასახული გამოკითხვა,


სპეციალური დოკუმენტაციის შესწავლა და ბაშთან გასაუბრება.
2) მეტყველების ყველა კომპონენტის (ლექსიკის, გრამატიკისმ ფონეტიკის,
ფონემატური სმენის) შემოწმება.
3) ბავშვებზე დაკვირვება მეტყველების თერაპიის პროცესში.

მშობლებთან საუბრისას უნდა გავარკვიოთ:


 როდის დაიწყო, ღუღუნი, ტიტინი.
 როდის გაიგო პირველი ფრაზა
 როდის წარმოთქვა პირველი სიტყვა, და სხვა სიტყვებიც
 როდის დაიწყო ორსიტყვიანი და მრავალსიტყვიანი წინადადებების
წარმოთქმა და იყო თუ არა წინადადება გრამატიკულად გამართული
 ხომ არ შეჩერდა მეტყველების განვითარება
 ცდილობს თუ არა კონტაქტის დამყარებას

საჭიროა შემოწმდეს გაბშვის განვითარების ისტორია, , ნევროლოგისა და


ოტოლარინგოლოგის დიაგნოზი, იმისთვის რომ წარმოდგენა ვიქონიოთ
ბავშვის ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებაზე, მეტყველების
განვითარების შესაძლო გადახრებზე.
სმენის შემოწმება: საჭიროა შეირჩეს სპეციალური სიტყვები და სურათები.
მეტრყველების თერაპევტს ტუჩები დაფარული უნდა ჰქონდეს ფურცლით. იგი
წარმოთქმის სიტყვებს ბავშვი იმეორებს .

ინტელექტის შემოწმება: ყურადღება უნდა მიექცეს: როგორ ასრულებს ბავშვი


დავალებას, საკმარისია თუ არა ერთხელ ახსნა, ახერხებს თუ არა მეტყველების
თერაპევტის დახმარების გამოყენებას, ავლენს თუ არა მეტყველების ინტერესს
დავალების შესრულებისას, როგორ ახერხებს გადართვას ერთი დავალებიდან
მეორეზე.

ინგტელექტის შემოცმების დროს უფრო ეფექტურია დათვლის ოპერაციების


შესრულება, კოსტრუქციული უნარის დადგენა, საგანთ კლასიფიკაციისა და
მარტივი განზოგადების უნარის შემოწმება.

ბავშვის საერთო და ნატიფი მოტორიკის შემოწმება:


ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საერთო იერს, მის აღნაგობას, სიარულის
მანერას,თავისი თავის მომსახურებას, ბურთის გაგორებას, მიზანში სროლას,
სიგრძეზე ხტომას, უნდა შემოწმნდეს წონასწორობის დაცვის უნარი, დგომა. და
ა.შ.

ლექსიკური მარაგის შემოწმება:


აუცილებელია შემოწმდეს ბავშვს აქტიური და პასიური ლექსიკური მარაგი.
ერთ-ერთი მარტივი ხერხია საგნების დასახელება. არის მეორე ხერხიც-
საგნების დასახელება მისი აღწერით. მაგალითად: რა ჰქვია საგანს,
რომელითაც თმას ვივარცხნით? მესამე ხერხი ყველაზე რთულია- საერთო
სახელის შერჩევა, მაგალოთად: დავარქვათ ერთი სართო სახელი ვაშლს, ატამს,
მსხასლს? .

მეტყველების გრამატიკული წყობის შემოწმება :


მისის ერთ-ერთი ხერხია წინადადების ან მოთხრობის შედგენა სპეციალურად
შრეჩეული სიუჟეტის ან სერიული სურათების მიხედვით.

ბგერათწარმოთქმის შემოწმება:
უნდა შემოწმდეს სამეტყველო აპარატის აგებულება და მოტორიკა.
შეირჩევა მარცვლები, სიტყვები და წინადადებები განსაზღვრული
ფონეტიკური ჯგუფის მიხედვით, რომელიც შეიძლება დარღვეული იყოს.
ბავშვს ბგერა წარმოვათქმევინებთ იზოლირებულად და მარცვლებში.

ფონემატური სმენის შემოწმება


ფონემატური სმენის შემოწმებამდე საჭიროა შევაფასოთ ფიზიკური სმენა.

ფონემატური სმენის შემოწმებისთვის უნდა შეირჩიოს ისეთი ფონემები,


რომლებიც მსგავსია ჟღერადობით: ბ-პ, ს-შ, რ-ლ, ზ-ჟ, და სხვა.

ბავშს უნდა შევურჩიოთ მარცვლები გასამეორებლად: სა-შა, შა-სა, ში-ჟი, ჭა-წა,


ჟა-ჩა-ჟა, და ა.შ

ასევე შეიძლება შეირჩეს სიტყვები, რომლებიც ბავშვმა უნდა გაიმეოროს


სწორად:

სალი- შალი, წარბი-ჭარბი, ძვალი-ჯვარი და ა.შ.

სიტყვების მარცვლოვანი სტრუქტურის შემოწმება:


ბავშვს ეძლევა სიტყვები მაგალითად- თვითმფრინავი, ტელევიზორი,
ტროლეიბუსი და სხვა.

ანამნეზი:
 რომელი ორსულობიდანაა ბავშვი
 ორსულოის მიმდინარეობა
 როგორ მიმდინარეობდა მშბიარობა
 წონა და ზომა დაბადებისას
 კვება
 როდის დაჯდა
 როდის გაიარა
 ავადმყოფები წლამდე და წლის შემდეგ
 როდის დაიწო ღუღუნი, ტიტინი
 კონტაქტურია თუ არა
 კინფლიქტურია თუ არა
 სმენის მდგომარეობა:
 სმენისდაქვეითებულობა, სიყრუე
 მხედველობის მდგომარეობა, სიელმე
 ყურადრება:
 არამდგრადი, მერყევი გაფანტული
 საკმარისად მდგრადი, მყარი
 მოტორიკა;
 წმაყვანი ხელი
 ტრემორი
 თითების მოტორიკა
 მართული მეტყველების გაგების უმარი:
 ვერ ხვდება
 შეზღუდული, ხვდება სიტუაციის მიხედვით
 პასიური ლექსიკონი:
 რეალური და სურათზე ასახული საგნების ჩვენება
 მეტყველების დახასიათება:
 მეტყველების განვითარების 1 დონე:
 სრული უბგერობა
 ტიტინებს, აქვს ხმამიბაძვები
 მე-2 დონე:
 ხმარპბს მარტივ ფრაზებს. უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
 სიტყვების მარცვლოვანი სტრუქტურა დარღვეულია
 მე-3 დონე:
 ხმარობს გვრცებულ ფრაზებს,წინადადებას ვერ აფორმებს
გრამატიკულად, ფრაზა სინტაქსიკური კონსტრუქციებით ღარიბია.
 მეტყველების თავისებურებები:
 ავლნს მედრიკილბას ექოლალიისადმე
 მეტყველება შირად უშინაარასოა
 მეტყველების ლექსიკურ- გრამატიკული წყობა:
 სიტყვათა მარაგი მკვეთრად შეზღუდულია
 ღარიბი
 მარტივი და რთული სიუჟეტი
 სიტყვის მარცვლოვანი სტრუქტურა:
 არ არის დარღვეული
 დარღვეულია
 ტივებს მარცვლებს
 ფონემატური სმენა:
 ბგერების, მარცვლების, სიტყვების , ბგერითი რიგების განსხვავაება,
სიტყვების ბგერითი ანალიზი
 მეტყველების წარმოთქმითი მხარე:
 მეტყვლება გაუგებარი, არამკაფიო
 ნორმის ფარგლებში
 მეტყველების ტემპი:
 ნორმალური
 ტაქილალია
 ბრადილალია
 ბორძიკი
 რიტრმი:
 ნორმალური
 გაწელილი
 სუნთქვა:
 თვისუფალი
 გაძნელებული
 არათანაბარი
 ცვირით და პირით ამოსუნთქვის დიფერენცირება
 ხმა:
 ძლიერი, მჟღერი
 ჩუმი, სუსტი
 ხმის ტემბრის დარღვევები:
 ყრუ, მოგუდული
 ჩახლეჩილი
 მონიტონური
 პროსოდული
 ასევე ფასდება საარტიკულაციო ორგანოების აგებულება და მორაობის
უნარი.
 მეტყველების ფონეტიკურ-ფონემეტური მხარე:
 ბგერათწარმოთქმის დარღვევები
 ბგერათა აღრევა
 არადიფერენცირებული წარმოთქმა.

11. რა დანიშნულება აქვს სამეტყველო ორგანოთა მასაჟს მეტყველების


თერაპიაში? ჩამოთვალეთ მასაჟის ძირითადი ილეთები.
სამეტყველო ორგანოთა მასაჟი არის მექანიკური ზემოქმედების აქტიური
მეთოდი, რომელიც მოქმედებს პერიფერიული სამეტყველო აპარატის
კუნთებზე, ნერვებზე, სისხლძარღვებზე. ის ხელს უწყობს მეტყველების
ბგერითი მხარის გამოსწორებას და ენაბორძიკობის დაძლევას.

იგი წარმოადგენს სამკურნალო გამაჯანსაღებელი და კორექციულ-


განმავითარებელი ღონისძიებების კომპლექსის ნაწილს. მასაჟი ახდენს
საარტიკულაციო აპარატის კუნთთა ტონუსის ნორმალიზებას,

ძალის მომატებას, მოძრაობის სიზუსტესა და სისწრაფეს, კინეტიკური

შეგრძნების გაძლიერებას.

ძირითადი ილეთები:

ხელსმა- არის აუცილებელი ილეთი, რომლითაც იწყება და მთავრდება ყველა


პროცედურა. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ზედაპირულ
სისხლძარღვებში, ამცირებს კუნთთა ტონუსს, არეგულირებს სუნთქვას.

სრესა -არის ხელებით კანის ამოძრავება და მასზე ზეწოლა სხვადასხვა


მიმართულებით. აძლიერებს კუნთების შეკუმშვით ფუნქციას და აძლიერებს
მათ ტონუსს. სრესის დროს სწრაფად ვითარდება სითბოს შეგრძნება ქსოვილში.

ვიბრაცია (ტყეპვა) - არის სხეულის ნაწილებზე შესრულებული რხევითი


მოძრაობა. ძლიერი - აძლიერებს კუნთების ტონუსს, ხოლო სუსტი - აქვეითებს
მათ. ვიბრაცია სრულდება ერთი, ორი ან ყველა თითით, სხავადასხვა ტემპით
და ამპლიტუდით.

ძლიერი ზეწოლა- ეს ილეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,


ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ნერვული დაბოლოებების ადგილებში, ე.წ.
ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში.

12. რა დანიშნულება აქვს ფონემატური სმენის განვითარებას მეტყველების


თერაპიაში?მოიყვანეთ მაგალითი/ები.
ფონემატური სმენა სამეტყველო ბგერათ- ფონემათა- სმენითი აღქმის უნარს
წარმოადგენს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ბგერითი მხარის
ათვისებისათვის. ფონემატური სმენის დაქვეითება ბავშვებში ნივევს ბგერათა
წარმოთქმის სპეციფიკურ დარღვევებს, რაც წარმოშობოს სიძნელეებს წერა-
კითხვის დაუფლების პროცესში.

13. რა არის დიზართრია, ჩამოთვალეთ ფორმები

დიზართრია მეტყველების ისეთი ნაკლია, რომლის დროსაც დარღვეულია


ბგერათწარმოთქმა, განპირობებულია სამეტყველო აპარატის ორგანული
უკმარისობით. გარდა ბგერათწარმოთქმისა, დარღვეულია პროსოდიული
მხარეც(ხმის ტემბრი, სიმაღლე, გამომხატველობა, მოდულაცია და
სუნთქვა).
ფორმები დამოკიდებილია ტვინის დაზიანების ლოკალიზაციასა და
სიმძიმეზე. იმის მიხედვით, თუ
რომელი უბანია დაზიანებული, არჩევენ დიზართრიის სხვადასხვა ფორმებს.
ესენია:
 ბულბარული
 ფსევდობულბარული
 ექსტრაპირამიდული(ქერქქვეშა)
 ნათხემის
 ქერქული.

14. რა არის ალალია, ჩამოთვალეთ ფორმები


ალალია არის უმეტყველობა ან მეტყველების განუვითარებლობა. იგი
განპირობებულია თავის ტვინის ლოკალური დაზიანებით. ალალიის დროს არ
ხდება სამეტყველო სისტემის ძირითადი კომპონენტების ფორმირება.

ასხვავებენ:

 მოტორულ ალალისთვის დამახასიათებელია ექსპრესიული


მეტყველების განუვითარებლობა.
 სენსორულ ალალიას ახასიათებს მეტყველების აღქმის
განუვითარებლობა, ასევე შეიმჩნევა ექსპრესიული მეტყველების
განუვითარებლობა.

15. რა არის აფაზია? ჩამოთვალეთ ფორმები და განმარტეთ

აფაზია არის უკვე ჩამოყალიბებული მეტყველების ნაწილობრივი ან სრული


დაკარგვა. განპირობებულია თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ქერქის
ლოკალური დაზიანებით. აფაზია ვლინდება საკუთარი მეტყველების
მიმართული მეტყველების ფონემურ, მორფოლოგიურ სინტაქსური
სტრუქტურების დარღვევაში.

გამოყოფა ფაზიის 7 ფორმა, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის დარღვევის


კონკრეტულ ლოკალიზაციაზე.

 სენსორული (ვერნიკეს) აფაზია - სენსორული აფაზიის დროს


დარღვეულია მიმართული მეტყველების გაგება.
 აკუსტიკურ-მნესტიკური აფაზიის დროს დარღვეულია მიმართული
(იმპრესიული) მეტყველების გაგება, თუმცა არა — უხეშად, როგორც
სენსორული აფაზიის დროს. განსაკურებით დარღვეულია ქვეტექსტის,
სიტყვის გადატანითი მნიშვნელობის, ალეგორიული გამოთქმების
გაგება.
 ოპტიკურ-მნესტიკური აფაზია - მისი მთავარი სიმპტომია სახელდების
დარღვევა და სიტყვის მნიშვნელობის გაუცხოება, მისი შესაბამისი ხატის
წარმოდგენის დარღვევის გამო. ავადმყოფს არ შეუძლია აღწეროს
დასახელებული საგანი, დახატოს იგი, მაგრამ ასახელებს მის ფუნქციას
და კატეგორიას, რომელსაც საგანი მიეკუთვნება. უჭირს კითხვა და
ფერების გარჩევა.
 სემანტიკური აფაზია- იგი ხასიათდება მიმართული (იმპრესიული)
მეტყველების გაგების დარღვევით, შენახული ფონემატური სმენისა და
ექსპრესიული მეტყველების ფონზე. ავადმყოფს შეუძლი, გამართული
საუბარი მარტივი კონსტრუქციის წინადადე.ბებით, არ აღენიშნება
პარაფაზიები. შენახულია კითხვა და წერა. მაგრამ კითხვის დროს უჭირს
რთული ტექსტის გაგება, წერს მარტივი ფრაზებით.
 აფერენტულ-მოტორული — ამ დროს დარღვეულია არტიკულაცია,
პაციენტი ვერ ახერხებს ცალკეული ბგერის არტიკულირებას ,
არტიკულატორულ გარჩევას. შესაბამისად, უჭირს სიტყვებისა და
წინადადებების გამოთქმა. დაავადების ამ შემთხვევებში მეტყველება
თითქმის შეუძლებელია. დარღვევ ლია გამეორება და სპონტანური
მეტყველება.
 ეფერენტულ-მოტორული აფაზია (ბროკას აფაზია) ანუ კინეტიკური
აფაზია. მის დროს დარღვეულია მონოლოგური და დიალოგური
მეტყველება. შესაძლებელია ცალკეული ბგერების არტიკულაცია, მაგრამ
პაციენტს უჭირს ერთი არტიკულემიდან მეორეზე გადართვა.
მეტყველება წყვეტილია და მოუქნელი.
 დინამიკური აფაზია - ამ დროს დარღვეულია სპონტანური,
მონოლოგური მეტყველება. პაციენტს არ შეუძლია ამბის მოყოლა, აზრის
გამოთქმა. ურთიერთობისას შეინიშნება უინიციატივობა, ინერტულობა.
ლექსიკური მარაგი ძალზე მწირია. შეუძლია დიალოგური მეტყველება,
ბგერების, სიტყვების და ფრაზების გამეორება.
 გლობალურ-ტოტალური აფაზიის დროს უხეშად არის დარღვეული
როგორც იმპრესიული, ასევე ექსპრესიული მე ტყველება,
დამოუკიდებელი — სპონტანური მეტყველება და დიალოგური
მეტყველება. დარღვეულია ავტომატიზირებული მეტყველება, ჟესტების
გაგება. პაციენტი ვერ ასრულებს ელემენტარულ ინსტრუქციებს, ვერ
აჩვენებს მათ გარშემო მყოფ საგნებს.

16. როგორ ხორციელდება აფაზიის მქონე პაციენტის დიაგნოსტირება და


მკურნალობა?

დიაგნოსტირება უნდა მოხდეს ერთობლივად, ნევროლოგისა და


მეტყველების თერაპევტის მიერ. მათ უნდა შეამოწმონ ავადმყოფის ზეპირი
და წერითი მეტყველება, ფონემატური სმენა, წინადადების გრამატიკული
სტრუქტურა, გრაზეოლოგია. შეუძლია თუ არა კვირის, თვეების
დასახელება, წინადადებების შედგენა.

მკურნალობა:
მეტყველების თერაპევტი მუშაობას იწყებს, როდესაც ავადმყოფის
სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. აფაზი ის დროს მეტყველების
დარღვეული ფუნქციების აღდგენა ხდება სპეციალურად შემუშავებული
პროგრამის მიხედვით. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის
სტრატეგიებს, აფაზიის დარღვევის ფორმის ხარისხს და ავადმყოფობის
ეტაპს. აღდგენითი მუშაობის პრიორიტეტი უნდა იყოს კომუნიკაციის
შესაძლებლობის აღდგენა.

სამეტყველო ურთიერთობის აღსადგენად საჭიროა შევქმნათ სიტუაცია,


რომელიც ავადმყოფში სამ ეტყველო ურთიერთობის მოთხოვნილებას
გამოიწვევს.
რთულ შემთხვევებში მეტყველების თერაპევტი სვამს კითხვებს,
რომლებზეც ავადმყოფი შეძლებს რეაგირებას ისეთ კითხვებს, რომლის
პასუხის გაცემას ჟესტების ან უმარტივესი სიტყვების წარმოთქმით.

17. რა არის ბავშვთა აპრაქსია?

ბავშვთა აპრაქსია არის დარღვევა, რომლის დროსაც დარღვეულია სამეტყველო


ორგანოების მოძრაობის სიზუსტე და თანმიმდევრობა, ამ დროს გამოვრიცხავთ
კუნთების დეფიციტის. მთავარი სირთულე არის დაგეგმარებაში და
პროგრამირებაში.

ბავშვთა მეტყველების აპრაქსია (childhood apraxia of speech, CAS) - მეტყველება


ხასიათდება არათანმიმდევრულობით, უჭირთ ფონოლოგიური ,ასევე სამიზნე
სიტყვის მოტორული პროგრამირება. მათ უჭირს მარცვლების სინთეზი და
სიტყვას დანაწევრებით ამბობენ, ასევე სირთულეები აქვთ ხმოვნების
გამოთქმის დროს.

18. აღწერეთ საკორექციო მუშაობის მეთოდიკა რინოლალიის დროს.

რნოლალია არის ხმის ტემბრისა და ბგერათწარმოთქმის დარღვევა,


განპირობებულია სამეტყველო აპარატის ანატომიურ- ფიზიოლოგიური
ანომალიით.

საკორექციო მეთოდიკა:
 მეტყველების თერაპევტმა მუშაობა უნდა წარმართოს ისე,რომ
ფილტვებიდან ამოსული სამეტყველო ჰაერნაკადი, გამოდიოდეს
მხოლოდ პირის გზით (გარდა მ და ნ ბგერებისა).
 თუ დარღვეულია მხოლოდ ფონეტიკური მხარე,საჭიროა სწორი
წარმოთქმების განვითარება, ბგერათა დაყენება, ცხვირისმიერი
ელფერის მოხსნა.
 თუ ბავშვს ფონემატური სმენა ჩამოყალიბებული არ აქვს , აუცილებელია
მისი განვითარებაც.
 სხვადასხვა ტიპის ნაპრალის არსებობისას, თუ ბავშვს გაკეთებული აქვს
ოპერაცია, დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ასაკში მოხდა
ქირურგიული ჩარევა, როდის დაიწყო მეტყველების თერაპევტმა
ბავშვთან მუშაობა და რამდენად ჩართულია მშობელი ამ პროცესში.
 ოპერაციის შემდგომ რჩება ნაწიბურები, იმისთვის რომ ისინი
ელასტიკური გახდეს , საჭიროა რბილი სასის მასაჟი. მასაჟისთვის
შეიძლება გამოვიყენოთ-შპატელი,ზონდი ან თითი.
 მასაჟი იწვევს საყლაპავის და რბილი სასის კუნთების შეკუმშვას,
ეფექტურია მასაჟი „ა“ ბგერის წარმოთქმისას,როდესაც ნელა ვაწვებით
რბილ სასას.
19. ჩამოთვალეთ და აღწერეთ მეტყველების ნაკლოვანებათა გამომწვევი
მიზეზები.
 ორგანული-თავის ტვინის განუვითარებლობა და დაზიანება
 ფუნქციური- მეხსიერების, ყურადღების და სხვა ფსიქიკური
ფუნქციების დარღვევა
 პერინატალური,ნატალური და პოსტნატალური პერიოდი

20. ჩამოთვალეთ მეტყველების განვითარების ეტაპები/ნორმები


დაბადებიდან ფრაზულ მეტყველებამდე.

ეტაპები:
 ტირლი
 ღუღუნი
 ტიტინი
 პირველი სიტყვები
 წინადადებები
 ფრაზები
21) ჩამოთვალეთ და განმარტეთ მეტყველების საერთო განუვითრებლობის
დონეები:
1. საკომუნიკაციო საშუალებების სრული ან ნაწილობრივი უქონლობა

2. ბავშვი საუბრობს ფრაზებით, თუმცა ეს ფრაზები გაუმართავია


გრამატიკულად და ფონეტიკურად

3. შეცდომებს უშვებენ რთული წინადადების წარმოთქმის დროს. ლექსიკური


მარაგი არ შეესაბამება ნორმას.

22) რა არის აუტუზმი?

ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც ხელს უშლის


ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, სოციალური
ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესებს. ნიშნები:
უკონტაქტობა,მზერითი კონტაქტის დეფიციტი.დეფიციტი,სტერეოტიპული
თამაში,კომუნიკაციის სირთულე, გაგების სირთულე, სოციალური
ურთიერთობების სირთულე,

23) რა საკორექციო სტრატეგიები არსებობს მეტყველების საერთო


განუვითარებლობის დროს?

• განუვითაროთ ბავშვს კონკრეტული წარმოდგენები გარემომცველ


საგნებსა და
• მოვლენებზე

• გაგების უნარის განვითარება კონტექსტიდან გამომდინარე

• პასიური ლექსიკონის აქტივიზაცია

• მწყობრი,გამართული მეტყველების ფორმირება, მეხსიერების


გააქტიურება

24)რა არის ენაბორძიკი? ჩამოთვალეთ სიმპტომატიკა და აღწერეთ

ენაბორძიკი - მეტყველების ტემპის და რიტმული ორგანიზაციის დარღვევაა,


განპირობებული სამეტყველო აპარატის კრუნჩხვითი მდგომარეობით.
სიმპტომატიკა: ბიოლოგიურ(ფიზიოლოგიური)

• სამეტყველო კრუნჩხვები (2–12 წამი, მძიმე შემთხვევაში 90 წმ);


• ფორმა (ტონური, კლონური, შერეული);

• ლოკალიზაცია (სუნთქვითი, სახმო, საარტიკულაციო, შერეული);

 სოციალური სიმპტომები:
• ნაკლზე ფიქრის ფენომენი
• ლოგოფობია
• მოძრაობები მეტყველების გასაიოლებლად და სხვა ფსიქოლოგიური
თავისებურებები

ზოგადი სმპტომები :

• ძირითადი ქცევები:
• გამეორებები;
• გახანგრძლივებები;
• ბლოკები;
• მეორადი ქცევები (განპირობებული გაქცევის ან თავის არიდების
მცდელობებით):
• თვალების ხამხამი;
• სიტყვის ჩანაცვლებები;

25) რა სტრატეგიები არსებობს ენაბორძიკობის გამოსასწორებლად?

სამკურნალო–გამაჯანსაღებელი:

• კეთილგანწყობილი გარემო;

• დღის რეჟიმი;

• რაციონალური კვება;

• მედიკამენტოზური მკურნალობა (დამაწყნარებელი, სედაციური და


საერთო დამამშვიდებელი საშუალებები);

• ფიზიოთერაპია (წიწვის ექსტრაქტიანი აბაზანები და შხაპი);

• ფსიქოთერაპია;

საკორექციო–აღმზრდელობითი:

• ფიზიკური ვარჯიში;
• აღმზრდელობით ღონისძიებები;

• მეტყველების თერაპია (გამომსახველი, მკაფიო მეტყველების


ჩამოყალიბება ნორმალური ტემპითა და რიტმით, შესაძლებელია
როგორც მეტყველების გაუმჯობესება, ისე ბავშვის ხასიათის თვისებების
შეცვლა);

26) რა შეიძლება დაიგეგმოს ენაბორძიკობის პრევენციისთვის?

• თავი ავარიდოთ ბავშვის ასაკისთვის შეუსაბამო მოთრხობების,


ზღაპრების წაკითხვასა და ლექსების დაზეპირებას;

• ბავშვს არ უნდა ვასწავლოთ რთული სიტყვები და ფრაზები;

• საშიშია 2–5 წლის ბავშვების გადატვირთვა შთაბეჭდილებებით,


რომლებიც იწვევენ ემოციურ გადაძაბვას;

• არ შეიძლება ასაკისთვის შეუსაბამო ფილმების, თეატრის, ცირკის,


სატელევიზიო გადაცემების ყურება;

• ბავშვზე უარყოფით გავლენას ახდენს დაძაბული და არასასურველი


ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის;

• უარყოფითი გავლენის მატარებელია მკაცრად დასჯა, შეშინება, ცემა;

27) რა არის მეტყველების ტემპის დარღვევა?

მეტყველების ტემპის დარღვევა არის მეტყველების გადამეტებულად შენელება


ან აჩქარება.

ბრადილალია:

• პათოლოგიურად შენელებული, მაგრამ სწორად კოორდინირებული


მეტყველება.ბრადილალიის დროს შეკავების პროცესები
პათოლოგიურად არის გაძლიერებული და დომინირებს აგზნების
პროცესი. ბრადილალია წარმოადგენს სომატური,ნევროლოგიური, ან
ფსიქიკური დაავადების სინდრომს. გვხვდება ისეთი დაავადების მქონე
ავადმყოფებში, როგორიცაა ღემა გონებრივი ცამორჩენა,
დისტროფია,მენინგოენცეფალიტი და ა.შ.
ტაქილალია:

• წამში წარმოთქმული 20-30 ბგერა. პათოლოგიურად აჩქარებული


მეტყველება. მეტყველების გაგება ძნელია.დარღვეულია გარეგანი
მეტყველება, შინაგანი მეტყველება, წერა და კითხვა. ტაქილალიის
პათოგენეზში მთავარი რგოლი არის გარეგანი და შინაგანი მეტყველების
ტემპის დარღვევა, განპირობებული აგზნების პროცესის პათოლოგიური
დომინირებით.

28) რა არის დისგრაფია? ფ ორმები და განმარტეთ

დისგრაფია არის წერის პროცესის სპეციფიკუჯრი , ნაწილობრივი დარღვევა,


რომელიც ვლინდება ასოთა დამახინჯებაში, გადაადგილებასა და
გამოგტოვებაში. სიტყვის ბგერით-მარცვლოვანი სტრუქტურის დარღვევაში.

ფორმები:

• არტიკულატორულ- აკუსტიკური- ბავშვი წერს ისე, როგორც გამოთქვამს

• აკუსტიკური დისგრაფია-მიზეზია ფონემური დიფერენციაციის


დარღვევა. ურევენ ფონეტიკურად მსგავს ბგერებს

• ენობრივი ანალიზისა და სინთეზის დარღვევით გამოწვეული


დისგრაფია-გამოიხატება წინადადებების სიტყვებად, სიტყვების
მარცვლებად და ფონემებად დაყოფის დარღვევა, დამახასიათებელია
თანხმოვნების გამოტოვება.

• აგრამატული დისგრაფია- მეტყველების გრამატიკული წყობის,


მორფოლოგიური და სინტაქსური განზოგადების
განუვითარებლობასთან.

• ოპტიკური დისგრაფია- დაკავშირებულია მხედველობითი გნოზისის,


ანალიზისა და სინთეზის,აგრეთვე სივრცითი წარმოსახვის
განუვითარებლობასთან.(წერის დროს ასოების შეცვლა)-სარკისებრი
წერა, ხშირია ცაციებში და თავის ტვინის ორგანული დაზიანების მქონე
ადამიანებში.
29) რა არის დისლექსია?

მეტყველებით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც


ხასიათდება კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების პრობლემებით. არაა
დაბალი ინტელექტის შედეგი. ასეთ ბავშვებს სმენაც და მხედველობაც
წესრიგში აქვთ.

30)მეტყველების თერაპიის თავისებურება სმენადაქვეითებულ ბავშვებთან?

სმენადაქვეითებული ეწოდებათ ბავშვებს,რომელთაც შეუძლიათ


მეტყველებითი ურთიერთობა სმენის დახმარებით,თუნდაც სპეციალურად
შექმნილ პირობებში (ხმის გამაძლიერებელი ხელსაწყოების
გამოყენება,ხმამაღლა საუბარი და სხვა.) სმენადაქვეითებული ბავშვისთვის
ტიპურია მეტყველების ყველა კომპონენტის განუვითარებლობა,რაც
უშუალოდ არის დაკავშირებულია სმენის უკმარისობასთან ( ფონეტიკა,
ლექსკია, გრამატიკა).

სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის წარმატება დიდადაა


დამოკიდებულ ი ნაკლის ადრეულ გამოვლენაზე, სმენის
დაქვეითების გამოვლენისთანავე საჭიროა სათანადო
ინდივიდუალური სასმენი აპარატისდ შერჩევა, მეცადინეობის
პროცესში ხდება როგორც დაზიანებული სმენითი ანალიზატორის

სტიმულაცია, ასევე .დაუზიანებელი ანალიზატორების-


მხედველობის დატაქტილურის

ასეთ სახით ჩატარებული მუშაობა საშუალებას გვაძლევს 3-5 წლის


ასაკის სმენადაქვეითებულ ბავშვებს განუვითაროთ ფრაზული
მეტყველება. ინდივიდუალური სასმენი აპარატის დახმარებით
ბავშვები კარგად აღიქვამენ უცხო ადამიანთა საუბარს.
მნიშვნელოვანია:
• აუდიტორულ ინფორმაციასთან ბავშვის ტვინის წვდომის
უზრუნველყოფა და სათანადო ტექნოლოგიების შერჩევა და მორგება.
• ბავშვის უზრუნველყოფა განვითარების შესაბამისი, მოსმენაზე
დაფუძნებული უხვი ვერბალური ინტერაქციებით.

სასმენი ტექნოლოგია წარმოადგენს ინტერვენციის უმნიშვნელოვანეს


საშუალებას. როცა ბავშვის სასმენი ტექნოლოგია შესაბამისად არის შერჩეული,
და ყურადღებით ხდება მისი მონიტორინგი და გამოყენება, სპეციალისტისა და
მშობლის ძალისხმევა უმეტესად მიმართული უნდა იყოს შემდეგი
კომპონენტის - მოსმენაზე დაფუძნებული განვითარების შესაბამისი მდიდარი
კომუნიკაციური გამოცდილების შეძენაზე.

31) მეტყველების თერაპიის თავისებურება მხედველობადაქვეითებულ


ბავშვებში?

მხედველობის ანალიზატორის როლი ბავშვის ფსიქიკური განვითარების


ჩამოყალიბებაში დიდია და უნიკალური. ამ ფუნქციის დარღვევა იწვევს
სიძნელეებს გარე სამყაროს აღქმის დროს.ამცირებს საზოგადოებრივ
კონტაქტებს,ზღუდავს სივრცით ორიენტაციის უნარს და სხვადსხვა სახის
მოქმედების შესრულების შესაძლებლობას მხედველობის დაკარგვა ბავშვის
ემოციურ-ნებელობით სფეროსა და ქცევის ფორმირებაზე ახდენს გავლენას.

მხედველობის მძიმე ნაკლის მქონე ბავშვებთან, მეტყველების ყველა


კომპონენტი დარღვეულია(ფონეტიკური,ლექსიკური, გრამატიკული)
თერაპიის პროცესში საჭიროა შენარჩუნებული ანალიზატორების
გამოყენება.
მნიშვნელოვანია:
მეტყველების განვითარების 1 დონის ბავშვებში,ძირითადი ყურადღება
ექცევა ბგერათწარმოთქმის ფორმირებას.
მეორე დონის შემთხვევაში- განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
ლექსიკური მარაგის განვითარებას
მესამე და მეოთხე დონის მქონე ბავშვებთან განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა: შემეცნებით პროცესს,მოტორული უნარ-ჩვევების, სივრიცითი
ორიენტაციისა და კოორდინაციის განვითარებას.
სუსტმხედველ ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების
განუვითარებლობა.(ფონეტიკა,ლექსიკა, გრამატიკა- დარღვეულია)
მნიშვნელოვანია როდის მოხდა მხედველობის დაქვეითება
ბავშვებთან მეტყველების თერაპია
სპეციფიკური,კომპლექსური,დიფერენცირებული და მრავალმხრივია

32) რა არის ინკლუზიური განათლება?

ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო


საჭიროებების მქონე ბავშვების მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.
ინკლუზიური განათლება მიზნად ისახავს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ხელშეწყობას, სოციალურ
ინტეგრაციას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას.

33) ჩამოთვალეთ ინდიკატორები, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ბავშვს აქვს


მეტყველების სირთულე

34) რა არის მეტყველება?

მეტყველება ადამიანისათვის დამახასიათებელი კომუნიკაციის ერთ-ერთი


ფორმაა. აზრი არამარტო გამოიხატება მეტყველებაში,არამედ ყალიბდება
მეტყველებაშივე. მეტყველება რეალიზდება ენის საშუალებით.
მეტყველება პროცესია, რომელიც ხორციელდება ნეიროანატომიური
სტრუქტურების ზუსტი და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით.
ენა-პირობით ნიშანთა-სიმბოლოთა-სისტემაა, რომელიც იძლევა
ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.
ენის სტრუქტურას ქმნის ფონოლოგია,მორფოლოგია,სინტაქსი

ფონოლოგია- ფონემების ჟღერადობა სიტყვასა და მორფემაში, მათი


ფუნქციონირების წესები.

მორფოლოგია -სუფიქსების, პრეფიქსები და სხვა ნაწილაკების დართვით


სიტყვის წარმოებას. მორფოლოგიური ცოდნა მოიცავს არსებითი სახელის,
ზმნის სხვადასხვა ფორმების წარმოებასა და გამოყენებას.

სინტაქსი -გრამატიკულად სწორი კონსტრუქციის გამოყენების უნარი.

35) რომელი აქტივობები იცით, რომელიც მნიშვნელოვანია მეტყველების


დარღვევის გამოსასწორებლად? ჩამოთვალეთ და განმარტეთ

ლ ოგოპედია- მეტყველების თერაპია მეტყველების თერაპიის პრიორიტეტია


თავიდან აიცილოს,გამოავლინოს და გამოასწოროს მეტყველების
ნაკლოვანებები

36) რა არის მეტყველების თერაპიის პრიორიტეტები და სტრატეგიები?

37) რატომ არის სუნთქვის მოსაწესრიგებელი ვარჯიშები მნიშვნელოვანი


მეტყველების თერაპიის პროცესში?

38) ახსენით საერთო და ნატიფი მოტორიკის განვითარების მნიშვნელობა


მეტყველების განვითარების პროცესში
39) მეტყველების თერაპია დიზართრიის დროს

40) რა კავშირია მეტყველების საერთო განუვითარებლობისა და ფსიქიკურ


განვითარების შეფერხებას შორის

You might also like