You are on page 1of 3

1. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები.

დამატებით, გთხოვთ, თითოეულ


საფუძველზე მოიყვანოთ მაგალითი შესაბამისი განმარტებით.
“ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე
მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის
შეკავებაშიც.” (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების
წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),
უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მაგალითი შესაძლოა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება (სსკ-ს 477-ე მუხლი) გამყიდველი
მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უბლება ქონებაზე, ხოლო მყიდველი
ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს შესაბამისი თანხა. ამ შემთხვევაში იდება
ნასყიდობის ხელშეკრულება და ერთმანეთის მიმართ მყიდველსა და გამყიდველს
წარმოეშობათ ვალდებულებები. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერერთობის
მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ
კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება
ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება
მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება,
ვალდებულების გარეშე.მაგალითად, სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გააჩნია
ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას
შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება – მოითხოვოს სესხის დაბრუნება.
გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები– ვალდებულება შეიძლება
წარმოიშვას კერძო სამართლის სუბიექტების ნების საფუძველზე.
ცალმხრივი გარიგება– მხოლოდ ერთი პირის ნების გამოვლენიდან გამომდინარე
წარმოიშობა ვალდებულება, მაგალითად  ლეგატი.
ორმხრივი გარიგება– ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს
ხელშეკრულება, მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, ჩუქება და
ა.შ. ასეთი ვალდებულება წარმოიშობა ორი მხარის მიერ ნების გამოვლენისა და მათ შორის
კონსესუსის საფუძველზე.
მრავალმხრივი გარიგება–  ვალდებულება წარმოიშობა რამდენიმე სუბიექტის მიერ ნების
გამოვლენის საფუძველზე, მაგალითად პარტნიორთა გადაწყვეტილება, კორპორაციის
საქმიანობასთან დაკავშირებით.
კანონისმიერი ვალდებულებები– კანონისმიერი ვალდებულებები არის ისეთი
ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს. მაგ: დელიქტები,
(დელიქტი წარმოადგენს უეცარ შემთხვევით ზიანს, რომელიც არასახელშეკრულებო
მდგომარეობაში მოითხოვს ანაზღაურებას. მაგალითად თუ ჩვენმა შინაურმა ცხოველმა,
მეზობელს სოლიდური ღირებულების კაბა დაუხია, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელშეკრულების
არარსებობის მიუხედავად, წარმოგვეშობა, ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება).
უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებები,(როცა მეგობარმა ჩვენს
სტუდენტურ ანგარიშზე ჩარიცხა თანხა, ჩვენ გვაქვს თანხის უკან დაბრუნების
ვალდებულება)და ა.შ.
ასევეა წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება,
რომელიც ზოგიერთი ხელშეკრულების დადების წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის.
ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი მასალების, პროექტების, ბიზნესგეგმების
მომზადების სახით.თუ მოხდა ისე, რომ მხარეთა ნების საფუძველზე განხორციელდა
ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ-ერთი ხელშეკრულების მხარის
ბრალეული ქმედებების შედეგად ხელშეკრულება არ დაიდო, მაშინ ხელშეკრულების
მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ხარჯები უნდა აანაზღაუროს ამ მხარემ.
მაგალითად  პირს დაგეგმილი აქვს სახლის აშენება, იგი დაუკავშირდა კომპანიას და
გამოხატა ნება ხელშეკრულების დადების შესახებ, თუმცა სურს, რომ სანამ მოხდება
ხელშეკრულების გაფორმება, კომპანიამ წარადგინოს შეთანხმებული პროექტის ნიმუშები
და განახორციელოს სხვა წინარე მოქმედებები სახლის აშენების მომზადებასთან
დაკავშირებით.კომპანიამ მოამზადა პროექტი და განახორციელა სხვა მოსამზადებელი
ნაბიჯები, რაშიც გასწია 2.000 ლარის ხარჯები, ხოლო დამკვეთმა გადაწყვიტა სხვასთან
დაედო ხელშეკრულება და უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე ამ კომპანიასთან.
ამ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებული იქნება აანაზღაუროს გაწეული ხარჯები 2,000
ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება , მაგალითად,
დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სესხის ხელშეკრულები
ს დადებაზე. სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გ
აფორმდა მოძრავი ქონების გირავნობის და უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებები, 
მაგრამ შემდგომში სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დაიდო და სესხი არ გაიცა, რ
ის გამოც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავალის სახით.
სსკის 394ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვე-
ვისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კო
დექსის 317ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუ
ცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.სსკის 317ე მუხლის მეორე ნაწილის თანა
ხმად 316ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშე
კრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას, ხოლო 316ე მუხლის პირველი ნაწილი
ს თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს 
რაიმე მოქმედების შესრულება.

2.ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. დამატებით, გთხოვთ, მოიყვანოთ


მაგალითი შესაბამისი განმარტებით, როცა ხელშეკრულების სტანდარტული პირობა
ბათილია მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, რადგან ეწინააღმდეგება
ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული,
მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე
(შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს
კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.
თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ
ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად.უშუალოდ მხარეთა მიერ
შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
( სსკ 342 მუხლი). ბანკის სტანდარტული პირობები, სადაზღვევო კომპანიის
სტანდარტული პირობები, მობილური ოპერატორის სტანდარტული პირობები და ა.შ.
სტანდარტულ პირობებში მოცემულია თითქმის ყველა სახელშეკრულებო პირობა, გარდა
კონკრეტული სუბიექტის მონაცემებისა, რომლებიც ივსება ინდივიდუალურად, ან
შესაძლოა ასეთი მონაცემების შევსების საჭიროებაც არ დადგეს.
მაგალითად სუპერმარკეტში კედელზე გაკრული წესი, რომ საქონელი ჩეკის გარეშე უკან
არ მიიღება. ასევე რესტორნის მენიუზე არსებული წესი, რომ მომსახურების საკომისიო
შეადგენს 10%-ს.
ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი
ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ
საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს
მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში
შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
მაგალითად: მაკლერის ხელშეკრულების სტანდარტული პირობის მიხედვით, მაკლერს
შუამავობისთვის შეუძლია მეორე მხარეს მოსთხოვოს გასამრჯელ. მიუხედავად იმისა,
დადო თუ არა ხელშეკრულება მისი შუაავლის შედეგად. აღნიშნული სტანდარტული
პირობა ბათილია, იმიტომ რომ მისი შინაარსი არ შეესაბამება კოდექსს.

3.  ხელშეკრულებიდან გასვლა. დამატებით, გთხოვთ, თითოეულ საფუძველზე


მოიყვანოთ მაგალითი შესაბამისი განმარტებით.
ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ სახე არის, ხელშეკრულებიდან გასვლა.
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ცნებას და ამ უფლების წარმოშობის წინაპირობებს
ადგენს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების
ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ
ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მის მიერ
დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.“ 405-ე მუხლში
არსებული წინაპირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილია გავიდეს
ხელშეკრულებიდან, ამისათვის კი მან უნდა განახორციელოს სსკ-ს 355-ე მუხლით
გათვალისწინებული მოქმედება. „ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების
მეორე მხარისათვის შეტყობინებით“. ამ დანაწესიდან ჩანს, რომ ხელშეკრულებიდან
გასვლის უფლების გამოყენება იწვევს ახალი ვალდებულების წარმოშობას – ორმაგი
რესტიტუციის ვალდებულებას, ანუ მხარეებმა მიღებული შესრულება და სარგებელი
უნდა დაუბრუნონ ერთმანეთეს. ხდება ერთგვარი ვალდებულებითი ურთიერთობის
ტრანსფორმაცია, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის
საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი
ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა სსკ-ს 352-ე მუხლი. ხელშეკრულებიდან გასვლის
ინსტიტუტისათვის არსებითი მახასიათებელი თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა
რესტიტუციაა. მაგალიათად: დამკვეთმა საშობაოდ 3 დღის ვადაში საკონდიტროს
შეუკვეთა ტორტი, საკონდიტრომ კი მისი შეკვეთა დაამზადა 5 დღის შემდგომ
დაგვიანებით. იქედან გამომდინარე, რომ შობა უკვე დასრულდა მას აღარ ჰქონდა არც
ინტერესი და მოთხოვნა იმისა, რომ ტორტი შეეძინა საკონდიტროსგან და გადაწყვიტა
ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლა ტიპურად გამოიყენება ისეთ
სახელშეკრულებო ურთიერთობებთან რომელიც არ ითვალისწინებს მრავალ,
პერიოდულად განსახორციელებელი შესრულების ვალდებულებას. თუმცა არსებობს
გამონაკლისები, მაგალითად: ნასყიდობის ხელშეკრულებისას, რომელიც ითვალისწინებს
გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედში მიწოდებას,
მართალია ამ დროს წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები და
არის გრძელვადიანი თავისი შინაარსით მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ მომავალში
მისაწოდებელ საქონელთან მიმართებაში მათზე სსკ-ის 486-ე მუხლის თანახმად
მოქმედებს გასვლის უფლება.

You might also like