You are on page 1of 1

პირველი შუალედური გამოცდა

პირველი შუალედური გამოცდა ჩატარდება 25 აპრილს, 14:00 საათზე. ამ დროს არგუსზე


აიტვირთება საგამოცდო ბილეთი, რომლის შესასრულებლად და გამოსაგზავნად გექნებათ
სამი საათი. შესაბამისად, 17:00 საათი შესრულებული ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა. ამ
ვადის დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს შემდეგი სახის სანქციები:
 თუ ნაშრომი მოწოდებული იქნება 17:00-დან 17:30-მდე დროის შუალედში, ნაშრომის
მაქსიმალური ქულა განისაზღვრება 20 ქულით (ნაცვლად 25-ისა).
 17:30 საათის შემდეგ გამოგზავნილი ნაშრომი ავტომატურად შეფასდება ნული
ქულით.
ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს Word ან PDF ფორმატის დოკუმენტით, რომელიც უნდა
დასათაურდეს შემდეგი სახით: სახელი-გვარი-ჯგუფი #. დასაშვებია დოკუმენტში ფოტოს
ჩამაგრება.
ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ მითითებულ იმეილზე: ana.gogoladze@iliauni.edu.ge
შუალედური გამოცდის ბილეთი შედგება შვიდი დავალებისგან (ჯამში 25 ქულა). თითოეულ
მათგანს აქვს 2, 3, ან 4 ქვეკითხვა. ბილეთში დამატებულია ერთი ბონუს კითხვა (2 ქულა).
საგამოცდო ნაშრომის მაქსიმალური შეფასებაა 25 ქულა. გამოცდისთვის მომზადების
პროცესში ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე.
1. ალტერნატიული დანახარჯის არსი (მოიცავს ყველაფერს რაც დავთმეთ კონკრეტული
‘ნივთის“ მიღების/ფლობის სანაცლოდ, მათ შორის როგორც ცხადი ფინანსური დანახარჯი,
ისევე არაფინასური დანახარჯი (მაგალითად, დრო)).
1 kv. 1 sl2. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ: (მაგალითი მენქიუს სახელძღვანელოდან:
აშშ-ში ავტომობილის ღვედის სავალდებულო მოთხოვნის შედეგად შექმნილი სტიმულიდან
მიღებული გაუთვალიწინებელი შედეგები).
3. მოთხოვნის და მიწოდების დეტერმინანტები: რა ფაქტორები იწვევს მოთხოვნის და
მიწოდების მრუდების გადაადგილებას (მაგ., მოლოდინები: თუ მომხმარებელი ელოდება
რომ მომავალში ფასი გაიზრდება პროდუქტზე, ის დღეს გაზრდის ამ პროდექტზე
მოთხოვნას).
4. წონასწორობის ანალიზი: როგორ იცვლება წონასწორული ფასი და რაოდენობა მოთხოვნის
ან/და მიწოდების ცვლილების შემდეგ (მაგ., როდესაც იზრდება მოთხოვნა, მოთხოვნის
მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, რის შედეგადაც ახალი წონასწორული ფასი და
რაოდენობა იზრდება საწყის წონასწორობასთან შედარებით).
5. ელასტიურობა: მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ, მოთხოვნის ელასტიურობა
შემოსავლის მიმართ, ელასტიურობის დათვლა, ელასტიურობის შეფასება (ელასტიურია თუ
არაელასტიური მოთხოვა ან მიწოდება), ელასტიურობის დეტერმინანტები (მაგ.,
ელასტიურობა უფრო მაღალია გრძელადიან პერიოდში, ვიდრე მოკლევადიან პერიოდში),
ელასტიურობის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლის გაზრდისათვის (მთლიანი შემოსავალი
იზრდება თუ პროდუქტზე მოთხოვნა არაელასტიურია).
6. არჩევანის არქიტექტურის 6 ძირითადი პრინციპი და შესაბამისი მაგალითები.

You might also like