You are on page 1of 1

ფინალური გამოცდის ჩატარების წესი და შეფასების სისტემა

საგანი - ,,შესავალი სამართლის ფილოსოფიაში’’

საგანში „შესავალი სამართლის ფილოსოფიაში“ - ლექტორი გ. დავითაშვილი, სემინარის


ხელმძღვანელები: გ. დავითაშვილი და ს. ონიანი - ფინალური გამოცდა ჩატარდება თსუ
საგამოცდო ცენტრის მიერ დანიშნულ დღესა და საათზე.

ამ დროს LMS-ზე აიტვირთება ფინალური გამოცდის საკითხები. სულ იქნება 20 კითხვა,


თითოეული ორ ქულიანი. შესაბამისად, მაქსიმალური ქულა - 40. წერის ხანგრძლივობა 3 (სამი)
საათი. გამოცდა ონლაინ წესით არ ჩატარდება და ამდენად, Zoom-ში შესვლას ადგილი არ ექნება.

საგამოცდო საკითხების ატვირთვიდან სამ საათში შესრულებული ნაშრომი (Word-ის ფაილის


სახით) უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე:

გ. დავითაშვილის ჯგუფების (N1, N2, N3), ასევე, ს. ონიანის ჯგუფების (N5, N6) სტუდენტებმა
შესრულებული ნაშრომი უნდა ატვირთონ - giorgi.davitashvili@tsu.ge

ს. ონიანის ჯგუფების (N1, N2, N3, N4) სტუდენტებმა შესრულებული ნაშრომი უნდა ატვირთონ -
sulkhan.oniani@tsu.ge

დაგვიანებით ატვირთული საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და ავტომატურად შეფასდება


ნული ქულით.

ორქულიანი კითხვების შეფასების კრიტერიუმები:


1. 2 ქულა: პასუხი ზუსტი და ამომწურავია.
2. 1 ქულა: პასუხი არასრულია ან აღინიშნება გარკვეული უზუსტობა.
3. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

საგამოცდო კითხვები იქნება LMS-ზე ატვირთული სასემინარო მასალიდან, კერძოდ: მეექვსე


სემინარის მასალიდან - ბოლო სასემინარო მასალის ჩათვლით (ე.ი. N6, N7, N8, N9, N10, N11, N12
და N13 PDF-ფაილები). აქ იგულისხმება როგორც სასემინარო მასალა სახელმძღვანელოდან - ვ.
მეტრეველი, გ. დავითაშვილი, ,,პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია’’, ასევე,
წყაროებიდან (ნ. მაკიაველი, „მთავარი“; თ. მორი, „უტოპია“; თ. ჰობსი, „ლევიათანი“; შ-ლ.
მონტესკიე, „კანონთა გონი.“)

საგამოცდო ნაშრომის პირველ გვერდზე სტუდენტმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი, გვარი
და პირადი ნომერი.

You might also like