You are on page 1of 12

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

საფეხური I

1. სასწავლო კურსის შრომის სამართალი


სახელწოდება
2. სასწავლო კურსის SBLS1LLL
კოდი
3. ლექტორ(ებ)ი
4. კრედიტების 5 კრედიტი (1 ECTS კრედიტი = 25 სთ), ე.ი. მის შესწავლას სემესტრში 125
რაოდენობა (ECTS) საათი ეთმობა. აქედან:
და საათების დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილია -77 საათი
განაწილება საკონტაქტო - 48 საათი, მ.შ.
ლექცია - 26 სთ;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა (სემინარები, პრაქტიკული სამუშაო) – 13სთ.
შუალედური გამოცდა – 3 საათი;
პრეზენტაცია– 3 საათი;
დასკვნითი გამოცდა – 3 საათი.
5. სასწავლო კურსის სპეციალობის სავალდებულო კურსი
სტატუსი
6. სასწავლო კურსის სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:
მიზნები
მისცეს ფართო ცოდნა შრომის სამართლის საფუძვლების, ისტორიული
წინამძღვრებისა და თანამედროვე რეალიების, შრომითი
ურთიერთობების, სამართლებრივი მოწესრიგების შრომით
ურთიერთობათა მარეგულირებელი ეროვნული, საერთაშჴრისო და
ევროპული სტანდარტებისა და ნორმების, აგრეთვე, შრომის სამართლის
თანამედროვე კონცეფციებისა და მიდგომების შესახებ;

გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა და არგუმენტაცია,


სამართლებრივი წერის კულტურა, აგრეთვე შრომის სამართლის
ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით
შეცვლის უნარი.
7. სასწავლო კურსზე სახელშეკრულებო სამართალი
დაშვების
წინაპირობები
8. სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება
(დარგობრივი და სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ ფართო ცოდნა:
ზოგადი  შრომის სამართლის განვითარების ისტორიის, შრომის სამართლის
კომპეტენციები) ცნების, საგნიის, მეთოდის, სისტემის, წყაროების და პრინციპების;
 შრომითი ურთიერთობის და მისი სუბიექტბის;
 შრომითი ურთიერთობის შეჩერების, შეწყვეტის და მოშლის;
 შრომითი ურთიერთობების მხარეთა შეზღუდვების, კოლექტიური
ხელშეკრულების, დავების განხილვის და პასუხისმგებლობის;
1
 ევროპის სოციალური ქარტიის;
 შრომის საერთაშორისო სამართლისშესახებ;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 შრომის სამართლის პრობლემატიკის გამოაშკარავებასა და მისი
აღმოფხვრის საუკეთესო გამოსავლის პოვნას;
 შრომის სამართლის ნორმების განმარტებას;
 შრომის სამართლებრივი ურთიერთობების თეორიულ საკითხებზე
ლოგიკურ მსჯელობას;
 შრომის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას;
 შრომის დავების წარმართვას სასმართლოში;
 შრომის სამართლის ნორმების პრაქტიკაშჳ ეფექტურად გამოყენებას;

დასკვნის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 შრომის სამართლის სტრუქტურული ელემენტების ანალიზს,
მოქმედი შრომის კანონმდებლობის დადებითი და უარყოფითი
მხარეების განსაზღვრას და დასკვნების გამოტანას მათი
სრულყოფის თაობაზე;

კომუნიკაციის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
შრომის სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული
აზრის გაგებას და ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის
დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემას.

სწავლის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
სასამართლო პრაქტიკის, თეორიული ნაშრომების მიდევნებას და
ცოდნის მუდმივად განახლებას.

9. სასწავლო კურსის იხ. დანართი


შინაარსი
10. სწავლებისა და აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება
სწავლის სხვადასხვა მეთოდი და აქტივობა. ლექციაზე მასალის ვერბალურად
მეთოდები გადაცემის გარდა გამოყენებული იქნება დემონსტრირების მეთოდი, რაც
ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი
მასალის დემონსტრირება თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის
აღქმას. გარდა ამისა ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების
ინდუქციური და დედუქციური მეთოდები. ლექციაზე განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს. აღნიშნული მეთოდი
გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის
გადმოცემისას მოყვანილი იქნება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი),
რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის
ფარგლებში. სემინარულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება
კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (Case study)
მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების)
განხილვას, აგრეთვე დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ
2
შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს
მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.

11. სტუდენტთა სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც
ცოდნის სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების წილისგან შედგება.
შეფასების
სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება
სისტემა
გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:
(ფორმები,
• სემინარზე შეფასებას;
კომპონენტები, • შუალედურ შეფასებას;
მეთოდები და • დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
კრიტერიუმები)
ყოველკვირეულ შეფასებებში (ზეპირი გამოკითხვა, ტესტირება,
პრეზენტაცია) სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40ქულა,
შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 20
ქულა,
სულ ყოველკვირეულ და შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა, შეფასების სისტემაში მისი


ხვედრითი წილი შეადგენს 40 ქულას

შეფასების სისტემა უშვებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
გათვალისწინებული შეფასებების მიღება ხდება შუალედური
შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების
საფუძველზე.

შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება


წერილობითი ფორმით საგამოცდო ცენტრის მეშვეობით.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 22 ქულა.


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია მინიმუმ 21
ქულა.

სტუდენტის ცოდნის შეფასების ფორმები:


სემინარი - 10 X 3 = 30

3
პრეზენტაცია - 10 ქულა
შაულედური გამოცდა - 20 ქულა
დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა
შუალედური გამოცდებისა და დასკვნითი გამოცდის ჯამური ქულა - 100
ქულა

შეფასების კრიტერიუმები:
სემინარზე გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის
ფორმატში. სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით.
აღნიშნული კურსის გავლის ბოლოს სტუდენტმა ზეპირი აქტივობის
შემთხვევაში შესაბამისად შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 30 (10X3) ქულა,

შეფასების კრიტერიუმები:
სემინარზე გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის
ფორმატში. სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3
ქულით.
აღნიშნული კურსის გავლის ბოლოს სტუდენტმა ზეპირი
აქტივობის
შემთხვევაში შესაბამისად შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 30 (10X3)
ქულა,
შეფასების კრიტერიუმებია: ანალიზის უნარი, ლოგიკური აზროვნების
უნარი, განსახილველ დავალებათა მკაფიოდ ფორმულირებისა და
აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი. ზეპირი გამოკითხვისშეფასების
კრიტერიუმებია:
3 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი
(მოხსენება) სრულყოფილია, სამართლებრივად დასაბუთებულია
და სწორია. სტუდენტი კარგად ერკვევა საკითხში და
გააზრებული აქვს პრობლემური საკითხი.
2 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ
საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი
(მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის.
1 ქულა - სტუდენტი კარგად მომზადებული არ არის.
მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ გააზრებული არ
აქვს იგი და პასუხი სრულყოფილი არ არის.
0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

კურსის განმავლობაში სტუდენტი ამზადებს საშინაო დავალებას და


ახდენს აუდიტორიის წინაშე მის პრეზენტაციას. საშინაო დავალება და
მისი პრეზენტაცია ფასდება 10 ქულით
1. პრეზენტაციის უნარი – მაქსიმუმ 4 ქულა.
4 ქულა: თემა წარმოდგენილია სრულყოფილად; საკითხი ზუსტად
და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
გამოყენებულია სხვადასხვა წყაროები;
3 ქულა: თემა წარმოდგენილია არა ამომწურავად; საკითხი
ზუსტად არ არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაწილობრივ
დაცულია, ნაკლებადაა გამოყენებული სამეცნიერო და ინტერნეტ
წყაროები.
2 ქულა: პასუხი შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად ნაკლოვანია;
აღინიშნება შეცდომები;
1 ქულა: პასუხი შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად ნაკლოვანია;
აღინიშნება შეცდომები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
4
მოცემული.
2. დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა – მაქსიმუმ 3 ქულა.
3 ქულა: ყველა კითხვაზე სრულყოფილად, ზუსტად და
ამომწურავად არის გაცემული პასუხი; ტერმინოლოგია დაცულია;
2 ქულა: პასუხი არ არის ზუსტი; ტერმინოლოგია ნაწილობრივ
დაცულია;
1 ქულა: პასუხი შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად ნაკლოვანია;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.
3. ვიზუალური საშუალებების გამოყენება – მაქსიმუმ 3 ქულა.
3 ქულა: ვიზუალური მასალა სრულყოფილია;
2 ქულა: ვიზუალური მასალა წარმოდგენილია ნაკლოვანებებით,
შეესაბამება თემას;
1 ქულა: ვიზუალური მასალა წარმოდგენილია ნაკლოვანებებით,
ნაწილობრივ შეესაბამება თემას;
0 ქულა: ვიზუალური მასალა არ არის წარმოდგენილი ან არ
შეესაბამება თემას
კურსის განმავლობაში სტუდენტი აბარებს შუალედურ
გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული ცოდნა.
შუალედური გამოცდა ტარდება მე-8 სასწავლო კვირას და მოიცავს
2 თეორიულ საკითხს - ფასდება 10 ქულით (თითოეული მაქს. 5 ქულა);
10 ტესტი, თითოეული ტესტი ფასდება - 1 ქულით;
დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას და
მოიცავს მთელ განვლილ მასალას. სწავლების პროცესში შეძენილი
ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად
დასკვნითი გამოცდა ტარდება წერითი ფორმით.
დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე
სილაბუსში ჩამოთვლილი თემების გათვალისწინებით.
დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და
20 ტესტს.
თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით (თითო 5 ქულა);
თითოეული კაზუსი ცალ-ცალკე ფასდება - 5 ქულით;
თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი ფასდება 1 ქულით.
სტუდენტისცოდნაფასდება 40 ქულით,
შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე კაზუსის/თეორიული
საკითხის შეფასებისკრიტერიუმებია:
5 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად
არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ
მასალას,
ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი
და
დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. კაზუსი
უნაკლოდ
არის ამოხსნილი. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა.
4 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი.
ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს
ძირითადი ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
3 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით

5
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები.
არის ფრაგმენტული სამართლებრივიმსჯელობა.
2 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია
მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე არსებითი
შეცდომა.
1 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია
არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულიფრაგმენტები.
0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

სტუდენტის მიერ დასკვნით გამოცდაზე FX შეფასების მიღების


შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დანიშნება დასკვნითი გამოცდის
შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით


საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50
ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება
F-0 ქულა.

12. ძირითადი 1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის


ლიტერატურა კოდექსის კომენტარები“, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“,
თბ, 2015 წელი
2. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ.
გამომცემლობა „ბონა კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული
გამოცემა)
3. შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I თბილისი.
„მერიდიანი” 2011 წ.
4. საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსი
5. ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული). სტრასბურგი,
1996.
6. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;
7. საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;
8. საქართველოს კანონი „სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის
შესახებ“;
9. საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
10. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება #231/ნ. 2006 წლის 25 აგვისტო. ქ. თბილისი.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების
ანაზღაურების წესი.
13. დამატებითი 12. ჩაჩავა ს. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების
ლიტერატურა კონკურენცია. თბილისი. ევროპული და შედარებითი სამართლის
ინსტიტუტის გამომცემლობა. 2011 წ. 212 [347.4/12 ]
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება #46/ნ. 2006 წლის 10 თებერვალი. ქ.
თბილისი. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი.

6
დანართი 2.
14. ავტორთა ჯგუფი, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) II
თბილისი. „მერიდიანი” 2013 წ.
15. ავტორთა ჯგუფი, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) III
თბილისი. „მერიდიანი” 2014 წ.
16. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
17.ღლონტი ი. როგორ დავინიშნით სახელმწიფო კომპენსაცია და
აკადემიური სტიპენდია. ჟ. ,,აუდიტი, აღრიცხვა-ფინანსები”.
2007წ. #2 (86).
18. ადეიშვილი/კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის
პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის
სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული
სამართლის მიმოხილვა, 2003 (6), 4-76;
19. სმიტი კ.მ. რონა, ადამიანის საერთაშორისო უფლებათა
სახელმძღვანელო, სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა,
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, მეორე გამოცემა,
2005, 410-428.

მეცადინეობების კალენდარული გეგმა

მეცადინეობის დრო დღე : დაწყება : დამთავრება : აუდიტორია


და ადგილი
მითითება: ივსება
ლექციებზე
რეგისტრაციის
გამოცხადებისას

დანართი

სასწავლო კურსის შინაარსი


ლექცია
N თემის დასახელება და შინაარსი
თემა 1. შრომის სამართლის განვითარების ისტორიული მიმოხილვა; შრომის სამართლის ცნება,
საგანი, მეთოდი, სისტემა, წყაროები, პრინციპები.

შრომის სამართლის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა.


შრომის სამართლის ცნება, საგანი. შრომის საზოგადოებრივი ფორმები. საზოგადოებრივი
ურთიერთობები. ამ ურთიერთობათა მხარეები. შრომის სამართლის მეთოდის თავისებურებანი.
შრომის სამართლის ნორმების მოქმედების სფერო. შრომის სამართლის სისტემა. ზოგადი
1 სპეციალური ნორმები შრომის კანონმდებლობაში. შრომის სამართლის ადგილი სამართლებრივი
დარგების სისტემაში.
შრომის სამართლის წყაროების ცნება, მათი კლასიფიკაცია. შრომის სამართლის წყაროების
სისტემა და მისი თავისებურებანი. შრომის სამართლის მნიშვნელოვანი წყაროების ზოგადი
დახასიათება.
შრომის სამართლებრივი რეგულირების ძირითადი პრინციპების ცნება და მნიშვნელობა. შრომის
სამართლის ძირითადი პრინციპების შინაარსი და კონკრეტიზაცია.

7
ლიტერატურა:
1. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ: 5- 12;

თემა 2. შრომითი ურთიერთობა და მისი სუბიექტები; შრომითი ურთიერთობების დამყარება.

შრომითი ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, შრომითი ურთიერთობის


დამყარების ზოგადი საკითხები. შრომის ხელშეკრულება. შრომის ხელშეკრულების
იურიდიული არსი. შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულების სუბიექტები.
ინდივიდუალური შრომის ხელშეკრულების დადება. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა.
მუშაობის დაწყება. ხელშეკრულების ვადა. გამოსაცდელი ვადა.

2 ლიტერატურა:
1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი, გვ: 9- 36;
2. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ:12-78;
3. შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I თბილისი. „მერიდიანი” 2011 წ. გვ: 85-
158;
სემინარი N1 - შრომის სამართლის განვითარების ისტორიული მიმოხილვა; შრომის სამართლის
ცნება, საგანი, მეთოდი, სისტემა, წყაროები, პრინციპები.

თემა 3. შრომის პირობები.


შრომასთან დაკავშირებული პირობების ზოგადი მიმოხილვა. სამუშაოს პირადად
შესრულების მოვალეობა. შრომითი ხელშეკრულების პირობების არაარსებითი შეცვლა და
შეცვლა. მივლინება. შრომის შინაგანაწესი. შრომის ანაზღაურება

3 ლიტერატურა:
1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი,გვ: 37- 42; გვ: 66 -68;
2. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ:79-127;

თემა 4. შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და მოშლა.

შრომითი ურთიერთობების შეჩერების არსი და საფუძველი. შრომითი ურთიერთობების


შეწყვეტა. შრომითი ურთიერთობების მოშლა. არასრულწლოვანთან შრომითი
ხელშეკრულების მოშლა. მუშაობის უნებლიე გაგრძელება.

ლიტერატურა:
4 1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი, გვ:72-94;
2. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ: 128-161;
3. შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I თბილისი. „მერიდიანი” 2011 წ. გვ:11-66;
სემინარი N2 - შრომითი ურთიერთობა და მისი სუბიექტები; შრომითი ურთიერთობების
დამყარება. შრომის პირობები.

თემა 5. სამუშაო და დასვენების დრო; შრომის დაცვა.


სამუშაო დრო. სამუშაო დროის რეჟიმი. შრომა ღამის საათებში. ზეგანაკვეთური სამუშაო
5
დრო. შესვენებისა და დასვენების დრო. უქმე დღეები. შვებულება (ანაზღაურების გარეშე და
ანაზღაურებადი). შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
8
შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის
გამო. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება.

ლიტერატურა:
1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი, გვ:43-65;
თემა 6. შრომითი ურთიერთობების მხარეთა შეზღუდვები; კოლექტიური ხელშეკრულება;
დავების განხილვა და პასუხისმგებლობა.

შრომითი ურთიერთობების მხარეთა შეზღუდვები. კოლექტიური ხელშეკრულება.


წარმომადგენლობა. მიყენებული ზიანისთვის მატერიალური პასუხისმგებლობა.
წერილობითი ხელშეკრულება პასუხისმგებლობის შესახებ. შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული შეზღუდვები. დავა. დავის განხილვა და გადაწყვეტა. გაფიცვა და
ლოკაუტი. გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება ან შეჩერება. უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი.
დასაქმებულთა გარანტიები.
6
ლიტერატურა:
1. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი, გვ: 95-124;
2. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ:178-182;
3. შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I თბილისი. „მერიდიანი” 2011 წ. გვ:67-84;
სემინარი N3 - შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და
მოშლა. სამუშაო და დასვენების დრო; შრომის დაცვა.

თემა 7. ევროპის სოციალური ქარტია.


ევროპის სოციალური ქარტია. ამ ქარტიით აღიარებული უფლებები. შრომის უფლება.
შრომის სამართლიანი პირობებით სარგებლობის უფლება. უსაფრთხო და ჰიგიენური
სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება. შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების
უფლება. კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება.
ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლება დაცვაზე. ორსულობიდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ
დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლება. პროფესიული ორიენტაციის უფლება. პროფესიული
მომზადების უფლება. ჯანმრთელობის დაცვის უფლება. სოციალური უზრუნველყოფის
უფლება. სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. შრომისუუნარო პირთა
დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობის უფლება. ოჯახის, ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური,
7 იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება. მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის
უფლება დაცვასა და დახმარებაზე. ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით სარგებლობის
უფლება. უფლება დაცვაზე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სიღატაკისა და სოციალური
ოსტრაკიზმისაგან დაცვის უფლება. უფლება საცხოვრებელ ადგილზე. ვალდებულებები.
პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სოციალურ დაცვას ევროპის შესწორებული
სოციალური ქარტიის მიხედვით.

ლიტერატურა:
1. ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული). სტრასბურგი, 1996.
2. ა. ზენაიშვილი „საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსის კომენტარები“,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2015 წელი, გვ: 134-158
სემინარი N4 . ევროპის სოციალური ქარტია
შუალედური წერა
8

9
თემა 8. შრომის საერთაშორისო სამართალი.

შესავალი შრომის საერთაშორისო სამართალში. საერთაშორისო ნორმების ზოგადი


დახასიათება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო). შრომის უფლება. თანასწორობა
შრომით ურთიერთობაში. გაერთიანებებისა და შრომელთა ინტერესების კოლექტიური
დაცვის უფლება. გაერთიანების უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები
9
ლიტერატურა:
1. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ: 207-270;

სემინარი N5 . შრომითი ურთიერთობების მხარეთა შეზღუდვები; კოლექტიური


ხელშეკრულება; დავების განხილვა და პასუხისმგებლობა. ევროპის

თემა 9. კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულების დადების უფლება;


შრომის პირობებთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები; ცალკეული სახის მუშაკთა
შრომა.
კოლექტიური მილაპარაკებების გამართვა. კოლექტიური ხეშეკრულებები. გაფიცვა და
ლოკაუტი. სამსახურიდან დათხოვნის პირობები. ანაზღაურება. სამუშაო და დასვენების
10 დრო. ბავშვთა და მოზარდთა შრომა. ხანდაზმულთა შრომა. ქალთა შრომა.

ლიტერატურა:
1. დ. ძამუკაშვილი, „შრომის სამართალი“, თბილისი, 2013წ. გამომცემლობა „ბონა
კაუზა“, (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა); გვ: 271-279;
სემინარი N6. შრომის საერთაშორისო სამართალი.

თემა 10. სახელმწიფო პენსია. სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური


სტიპენდია.
სახელმწიფო პენსიის ცნება და საგანი. კანონმდებლობა პენსიის შესახებ. კანონის ძირითადი
პრინციპები. კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა. პენსიის დანიშვნა. პენსიის
მიღების უფლება. პენსიის ოდენობა. პენსიის ადმინისტრირება. პენსიის დანიშვნა. პენსიის
გაცემის წესი. პენსიის გაცემის შეჩერება და განახლება. პენსიის გაცემის შეწყვეტა და
განახლება, პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში.
პენსიიდან თანხის დაკავება. პენსიის დაფინანსების წყარო. გარდამავალი დებულებანი.
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ცნება, საგანი,
პრინციპები. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები.
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება.
11 კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა. კომპენსაცია ნამსახურობის
ვადის ამოწურვის გამო. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ასაკის მიღწევის
გამო. კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. კომპენსაცია
მარჩენალის გარდაცვალების გამო. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
ადმინისტრირება. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა.
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა. კომპენსაციიდან/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის დაფინანსების წყარო.

ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;„სახელმწიფო კომპენსაციისა
და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;

10
სემინარი N7 - კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულების დადების
უფლება; შრომის პირობებთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები; ცალკეული სახის
მუშაკთა შრომა.

თემა 11. სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზა.

საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის სფეროში. პირის


შესაძლებლობის შეზღუდვის ცნება და კატეგორიები. შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის გადამოწმების ვადები. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზები.
დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული
დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად
დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა. შესაბამისი
12
სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი. სამედიცინო –
სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია, სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის
ჩატარების წესი.

ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი „სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ“;
სემინარი 8. სახელმწიფო პენსია.

თემა 12. სოციალური დახმარება

სოციალური დახმარების მიზანი და რეგულირების სფერო, სოციალური დახმარების


სახეები. სპეციალიზებული დაწესებულება. სოციალური დახმარების სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი სუბიექტების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-
13 მოვალეობანი. სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
სოციალური დახმარების დაფინანსება.

ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
სემინარი N9. სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია.

თემა 13. ჯანმრთელობის დაცვა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და პირველადი


ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. კანონში გამოყენებული
ცნებები და მნიშვნელობა. მოქალაქეთა უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვა, ორგანიზაცია და დაფინანსება. სამედიცინო და
ფარმაცევტული სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება. სამედიცინო საქმიანობა.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა საგანგებო მდგომარეობების – სტიქიური
უბედურებების და ტექნიკური კატასტროფების დროს. პროფესიული დაავადებები.
სამედიცინო განათლება. სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების
14
პროფესიული პასუხისმგებლობა. სამედიცინო – ბიოლოგიური კვლევა. ადამიანის
ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღება და გამოყენება.სისხლისა და
სისხლის კომპონენტების დონორობა. უსაფრთხო დედობა და ბავშვთა ჯანმრთელობის
დაცვა. ოჯახის დაგეგმვა. კრიტიკული მდგომარეობა, სიკვდილი და ევთანაზია. სამედიცინო
ექსპერტიზა.

ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;„ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“;

11
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება #231/ნ. 2006 წლის 25 აგვისტო. ქ. თბილისი. ორსულობის, მშობიარობისა და
ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების
ანაზღაურების წესი.
1. შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I თბილისი. „მერიდიანი” 2011 წ. გვ:159-
174;
სემინარი N10 . სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია.
სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზა.

15 პრეზენტაციები

16-17 დასკვნითი გამოცდა

18-19 დამატებითი გამოცდა

12

You might also like