You are on page 1of 15

სილაბუსი

სასწავლო კურსი შესავალი სამოქალაქო სამართალში

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი

ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)

სწავლების სემესტრი პირველი

თამილა ხურციძე - ასოცირებული პროფესორი


ტელ: (+995) 568 89 13 89;
სასწავლო კურსის ელ.ფოსტა: tamila.khurtsidze@unik.edu.ge
ლექტორ(ებ)ი
საკონსულტაციო შეხვედრები: კვირაში ორი საათი, შეხვედრის დრო და
ადგილი განისაზღვრება სემესტრის დასაწყისში.

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სამოქალაქო
სამართლის შესავალი ნაწილის უმნიშვნელოვანესი ცივილისტური
კატეგორიების, სამოქალაქო სამართლის ცნებისა და მნიშვნელობის,
სამოქალაქო სამართლის წყაროების, სისტემური ცნებებისა და
პრინციპების, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების არსისა და
მნიშვნელობის შესახებ, იმ ფუნდამენტური ინსტიტუტების, რომლებიც
საერთოა მთლიანად კერძო სამართლის დარგებისათვის; ფიზიკური
პირის უფლებაუნარიანობის, ქმედუნარიანობის, დელიქტუნარიანობის
ფარგლების, სამოქალაქო უფლებათა განხორციელებისა და დაცვის
მექანიზმების, იურიდიული პირის და გარიგებების, მათთვის
დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ; სტუდენტმა შეძლოს
შესავალ დებულებებთან დაკავშირებით მიღებული თეორიული ცოდნის
პრაქტკული მაგალითების განხილვისას გამოყენება, სამართლებრივი
ლოგიკისა და არგუმენტაციის, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

კრედიტების რაოდენობა და 5 ECTS კრედიტი (1 კრედიტი = 25 სთ) – 125 საათი


საათების განაწილება
64 სთ სტუდენტის საკონტაქტო მუშაობა, მათ შორის:
30 სთ ლექცია
30 სთ სამუშაო ჯგუფში მუშაობა
2 სთ შუალედური გამოცდა
2 სთ დასკვნითი გამოცდა
61 სთ სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა

სასწავლო სემესტრი მოიცავს 21 კვირას, მათგან: 15 - სასწავლო კვირა, 6 -


სასესიო კვირა;
სასწავლო კვირები ეთმობა ლექციებს / პრაქტიკულ მეცადინეობას /
სამუშაო ჯგუფში მუშაობას, სასესიო კვირები ეთმობა
შუალედურ/დასკვნით გამოცდებს.
შუალედური გამოცდა ტარდება სასწავლო სემესტრის მე-8-9 კვირას;
დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-18 - მე-19 კვირას;
დამატებითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-20 - 21-ე კვირას.
დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედია
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღე.
დაშვების წინაპირობები წინაპირობის გარეშე

სასწავლო კურსის სწავლის ცოდნა და გაცნობიერება


შედეგები  აღწერს სამოქალაქო სამართლის შესავალი ნაწილის უზოგადეს
ცნებებს და პრინციპებს, უმნიშვნელოვანეს ცივილისტურ
კატეგორიებს, სამოქალაქო სამართლის ცნებას და მნიშვნელობას,
სამოქალაქო სამართლის წყაროებს, ფიზიკური პირის
უფლებაუნარიანობას, ქმედუნარიანობას, დელიქტუნარიანობის
ფარგლებს, იურიდიული პირსა და მისთვის დამახასიათებელ
თავისებურებებს, გარიგების ცნებასა და მის ცალკეულ სახეებს;
 განსაზღვრავს კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის
პრობლემას. სამოქალაქო სამართლის შესავალი ნაწილის
მნიშვნელობას კერძო სამართლის სუბიექტთა შორის
სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების საქმეში.
უნარი
 აანალიზებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმებს,
ადგენს და აფასებს კონკრეტული სამართლებრივი დავისას
ფაქტობრივ გარემოებებს სამართლებრივი ამოცანის გადაჭრის
მიზნით.
 ასაბუთებს თავის პოზიციას სამოქალაქო სამართლის ზოგადი
ნაწილის ცალკეულ სადავო საკითხზე, არგუმენტირებულად,
როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით, თანამედროვე
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. სილაბუსის დანართი 1

სწავლება-სწავლის სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლება-სწავლის შემდეგი მეთოდები:


მეთოდები და აქტივობები
 ლექცია;
 სამუშაო ჯგუფში მუშაობა.

სწავლება-სწავლის მეთოდები მოიცავს შემდეგი აქტივობებს:

 ვერბალური ახსნა-განმარტება
 დემონსტრირება
 წერითი მუშაობა
 წიგნზე (წყაროზე) მუშაობა
 შემთხვევის ანალიზი (Case study)
 დისკუსია/დებატები
 ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი, სინთეზი
 დამოუკიდებელი სწავლა

შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა შესაბამისობაშია საქართველოს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3
ბრძანებით დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
კრედიტებით გაანგარიშების წესსთან“.

აღნიშნული წესის თანახმად:

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით. კრედიტის


მინიჭების წინაპირობაა 100 ქულიდან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთ სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს,
რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის
უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც


ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
და მას საგანი ხელახლა აქვს შესასწავლი.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან


გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ
გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების


მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია:

ა) დასკვნითი შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის


შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის


მოგროვების შემთხვევაში.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შუალედური შეფასებისათვის


შეადგენს 42 % -ს, ხოლო დასკვნითი გამოცდისათვის 50%+1 -ს.

შეფასების ფორმები, შუალედური შეფასება დისკუსია/დებატები 8 ქულა


მეთოდები და (60 ქულა) კაზუსის ამოხსნა 22 ქულა
კრიტერიუმები
შუალედური გამოცდა 30 ქულა
დასკვნითი გამოცდა 40 ქულა
სულ 100 ქულა

დისკუსია/დებატები სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 4 - ჯერ,


თითოეული 2 ქულიანი შეფასებით (სულ 8 ქულა). აღნიშნული
კომპონენტის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ ცალკეული საკითხი
განვლილი მასალიდან და ამ საკითხის ირგვლივ ტარდება დისკუსია,
დებატები. დისკუსია-დებატების შეფასების კრიტერიუმებია:
2 ქულა - სტუდენტი მონაწილეობს დისკუსიაში; მკაფიოდ და გასაგებად
აყალიბებს აზრს; მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს შესაბამის
დასკვნებს; აქვს მდიდარი ლექსიკა; კონსტრუქციულად პასუხობს
კითხვებზე, კორექტულია; ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ
პატივისცემას; იცავს დროის ლიმიტს.
1 ქულა -მონაწილეობს დისკუსია-დებატებში; ახერხებს საკუთარი აზრის
მეტ-ნაკლებად დასაბუთებასა და გამართულად საუბარს, თუმცა რიგ
შემთხვევებში მსჯელობს არათანმიმდევრულად და ვერ აკეთებს
შესაბამის დასკვნებს; ყოველთვის არ იცავსა დროის ლიმიტს.
0 ქულა - საერთოდ არ მონაწილეობს დისკუსიაში.

კაზუსის ამოხსნა სემესტრში ჩატარდება 11-ჯერ, თითოეული 2 ქულიანი


შეფასებით (სულ 22 ქულა). აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში
სტუდენტებს მიეცემათ კონკრეტული კაზუსები ამოსახსნელად. კაზუსის
ამოხსნის შეფასების კრიტერიუმებია:
2 ქულა - სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და
შეკითხვის არსი; შეგროვებული აქვს მონაცემები (ფაქტობრივი
გარემოებები და სხვა); ნორმა სწორად არის შერჩეული და შეფარდებული;
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი თანმიმდევრულადაა
განხორციელებული; იურიდიული ტერმინოლოგია რელევანტურადაა
გამოყენებული და ენობრივი სტილი დაცულია; საბოლოო დასკვნა
სრული და არგუმენტირებულია.
1 ქულა - სტუდენტს ნაწილობრივ აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა/
შეკითხვის არსი და შეგროვებული აქვს მონაცემები (ფაქტობრივი
გარემოებები და სხვ.); ნორმა სწორად არის შერჩეული და შეფარდებული;
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ნაწილობრივ
თანმიმდევრულადაა განხორციელებული; იურიდიული ტერმინოლოგია
ნაწილობრივ გამოყენებულია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო
დასკვნა ნაწილობრივ არგუმენტირებულია.
0 ქულა - პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შეუსაბამოა ან
საერთოდ არ არის მოცემული.

შუალედური გამოცდა -30 ქულა


შუალედური გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. სტუდენტს გამოცდაზე
მიეცემა 1 თეორიული საკითხი და 2 კაზუსი განვლილი მასალიდან,
თითოეული შეფასდება 10 ქულიანი სისტემით.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები:


10 ქულა - სტუდენტი ამჟღავნებს საგამოცდო საკითხის ფართო ცოდნას.
სრულყოფილად აქვს ათვისებული, ძირითადი , ლიტერატურა,
ზედმიწევნით კარგად ფლობს საკითხით გათვალისწინებულ მასალას.
ზუსტად იყენებს სამართლებრივ ტერმინოლოგიას და ავლენს
ანალიტიკური აზროვნების უნარს;
9 ქულა - ამჟღავნებს საგამოცდო საკითხის ფართო ცოდნას. კარგად აქვს
ათვისებული, ძირითადი, ლიტერატურა, კარგად ფლობს საკითხით
გათვალისწინებულ მასალას. მარსებით მახასიათებელს გამოყოფს
მეორეხარისხოვნისაგან და სწორად იყენებს სამართლებრივ
ტერმინოლოგიას.
8 ქულა - სტუდენტს საგამოცდო საკითხით გათვალისწინებული მასალა
მეტ-ნაკლებად აქვს ათვისებული, არსებით მახასიათებელს გამოყოფს
მეორეხარისხოვნისაგან და სწორად იყენებს სამართლებრივ
ტერმინოლოგიას.
7 ქულა - სტუდენტი ამჟღავნებს საკითხის მეტ-ნაკლებად ცოდნას, ვერ
გამოყოფს არსებით მახასიათებელს მეორეხარისხოვნისაგან და მეტ-
ნაკლებად სწორად იყენებს სამართლებრივ ტერმინოლოგიას.
6 ქულა - საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;
სამართლებრივი ტერმინოლოგია ნაწილობრივ მცდარია. სტუდენტი
ამჟღავნებს საკითხის ცოდნას იმ მოცულობით, რაც საკმარისია
შემდგომში სწავლისათვის;
5 ქულა - სტუდენტს ნაწილობრივ აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა, ამჟღავნებს საკითხის არასრულყოფილ ცოდნას.
სამართლებრივი ტერმინოლოგია ნაწილობრივ მცდარია;
4 ქულა - სტუდენტს წარმოდგენილი აქვს საგამოცდო საკითხის მხოლოდ
ფრაგმენტები, ნაწილობრივ სწორი სამართლებრივი ტერმინოლოგიის
გამოყენებით.
3 ქულა -სტუდენტს წარმოდგენილი აქვს საგამოცდო საკითხის მხოლოდ
ფრაგმენტები, არასწორი სამართლებრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
2 ქულა - პასუხი არსებითად მცდარია. სამართლებრივი ტერმინოლოგია
ფრაგმენტულად არის გამოყენებული, წარმოდგენილია საკითხის
მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები.
1 ქულა - სტუდენტის პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის; მოცემულია
საკითხის უმნიშნელო ფარაგმენტები.
0 ქულა - ნაწერი საკითხს საერთოდ არ პასუხობს, ან ფურცელი ცარიელია.

კაზუსის ამოხსნის შეფასების კრიტერიუმები:


10 ქულა - პასუხი სრულია, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული, შეცდომა არ არის, სამართლებრივი ნორმები სწორადაა
შერჩეული და გამოყენებული, სამართლებრივი მსჯელობა
სრულყოფილია, იურიდიული ტერმინოლოგია სწორად არის
გამოყენებული, სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საკითხის
შესაბამის მასალას.
9 ქულა - პასუხი სრულია, ტერმინოლოგია გამართულია, სამართლებრივი
ნორმები სწორადაა შერჩეული და გამოყენებული, სამართლებრივი
მსჯელობა მეტწილად სრულყოფილია, საკითხის შესაბამისი მასალა
სწორადაა გადმოცემული.
8 ქულა - პასუხი სრულია, ფიქსირდება სამართლებრივი
ტერმინოლოგიის გაუმართაობა, არსებითი შეცდომა არ არის,
სამართლებრივი ნორმები სწორადაა შერჩეული და გამოყენებული,
სამართლებრივი მსჯელობა მეტ-ნაკლებად კარგია, თუმცა ნაშრომში
იკვეთება ხარვეზები.
7 ქულა- პასუხი მეტ-ნაკლებად სრულია, ფიქსირდება სამართლებრივი
ტერმინოლოგიის გაუმართაობა, არსებითი შეცდომა არ არის, მაგრამ
ნაშრომში იკვეთება ხარვეზები, შერჩეული და გამოყენებული მუხლები
არასრულია. სტუდენტი მეტ-ნაკლებად ფლობს საკითხის შესაბამის
მასალას.
6 ქულა - პასუხი არასრულია. სამართლებრივი ნორმების მხოლოდ
ნაწილია სწორად შერჩეული და გამოყენებული სამართლებრივი
მსჯელობა დამაკმაყოფილებელია, იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. საკითხის შესაბამის მასალას სტუდენტი ფლობს
დამაკმაყოფილებლად, სამართლებრივი მსჯელობაც
დამაკმაყოფილებელია.
5 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია მეტწილად
ნაკლოვანია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია მხოლოდ
ნაწილობრივ, შესაბამისად შეინიშნება ნაკლოვანებები და ფრაგმენტული
სამართლებრივი მსჯელობა. საკითხის შესაბამის მასალა სტუდენტს
დამუშავებული აქვს ფრაგმენტულ დონეზე, სამართლებრივი მსჯელობაც
ფრაგმენტულია.
4 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია უმეტესად
მცდარია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია მხოლოდ
ფრაგმენტულად, აღინიშნება მრავლობითი არსებითი შეცდომები და
ზედმეტად ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა. საკითხის
შესაბამისი მასალა სტუდენტს დამუშავებული აქვს არასრულად.
3 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია
აბსოლუტურად მცდარია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
მხოლოდ ფრაგმენტულად, სტუდენტს დამაკმაყოფილებლადაც არ აქვს
გაკეთებული სამართლებრივი მსჯელობა, მრავლად აღინიშნება
არსებითი ხასიათის შეცდომები.
2 ქულა - პასუხი სრულად მცდარია, იურიდიული ტერმინოლოგია
საერთოდ არ არის გამოყენებული და სწორად გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ფრაგმენტი. დავალება ფაქტობრივად
შეუსრულებელია.
1 ქულა - პასუხი სრულად მცდარია, იურიდიული ტერმინოლოგია
საერთოდ არ არის გამოყენებული და გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტის ნაწილი. დავალება
ფაქტობრივად შეუსრულებელია.
0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.
დასკვნითი გამოცდა-40 ქულა
დასკვნითი გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. სტუდენტს გამოცდაზე
მიეცემაა 20 ტესტი (დახურული კითხვებით) და 2 კაზუსი. თითოეული
სწორად მონიშნული ტესტი ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით.

კაზუსის ამოხსნის შეფასების კრიტერიუმები:


10 ქულა - პასუხი სრულია, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული, შეცდომა არ არის, სამართლებრივი ნორმები სწორადაა
შერჩეული და გამოყენებული, სამართლებრივი მსჯელობა
სრულყოფილია, იურიდიული ტერმინოლოგია სწორად არის
გამოყენებული, სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საკითხის
შესაბამის მასალას.
9 ქულა - პასუხი სრულია, ტერმინოლოგია გამართულია, სამართლებრივი
ნორმები სწორადაა შერჩეული და გამოყენებული, სამართლებრივი
მსჯელობა მეტწილად სრულყოფილია, საკითხის შესაბამისი მასალა
სწორადაა გადმოცემული.
8 ქულა - პასუხი სრულია, ფიქსირდება სამართლებრივი
ტერმინოლოგიის გაუმართაობა, არსებითი შეცდომა არ არის,
სამართლებრივი ნორმები სწორადაა შერჩეული და გამოყენებული,
სამართლებრივი მსჯელობა მეტ-ნაკლებად კარგია, თუმცა ნაშრომში
იკვეთება ხარვეზები.
7 ქულა - პასუხი მეტ-ნაკლებად სრულია, ფიქსირდება სამართლებრივი
ტერმინოლოგიის გაუმართაობა, არსებითი შეცდომა არ არის, მაგრამ
ნაშრომში იკვეთება ხარვეზები, შერჩეული და გამოყენებული მუხლები
არასრულია. სტუდენტი მეტ-ნაკლებად ფლობს საკითხის შესაბამის
მასალას.
6 ქულა - პასუხი არასრულია. სამართლებრივი ნორმების მხოლოდ
ნაწილია სწორად შერჩეული და გამოყენებული სამართლებრივი
მსჯელობა დამაკმაყოფილებელია, იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. საკითხის შესაბამის მასალას სტუდენტი ფლობს
დამაკმაყოფილებლად, სამართლებრივი მსჯელობაც
დამაკმაყოფილებელია.
5 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია მეტწილად
ნაკლოვანია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია მხოლოდ
ნაწილობრივ, შესაბამისად შეინიშნება ნაკლოვანებები და ფრაგმენტული
სამართლებრივი მსჯელობა. საკითხის შესაბამის მასალა სტუდენტს
დამუშავებული აქვს ფრაგმენტულ დონეზე, სამართლებრივი მსჯელობაც
ფრაგმენტულია.
4 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია უმეტესად
მცდარია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია მხოლოდ
ფრაგმენტულად, აღინიშნება მრავლობითი არსებითი შეცდომები და
ზედმეტად ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა. საკითხის
შესაბამის მასალა სტუდენტს დამუშავებული აქვს არასრულად.
3 ქულა - პასუხი არასრულია, იურიდიული ტერმინოლოგია
აბსოლუტურად მცდარია, საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
მხოლოდ ფრაგმენტულად, სტუდენტს დამაკმაყოფილებლადაც არ აქვს
გაკეთებული სამართლებრივი მსჯელობა, მრავლად აღინიშნება
არსებითი ხასიათის შეცდომები.
2 ქულა - პასუხი სრულად მცდარია, იურიდიული ტერმინოლოგია
საერთოდ არ არის გამოყენებული და სწორად გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ფრაგმენტი. დავალება ფაქტობრივად
შეუსრულებელია.
1 ქულა - პასუხი სრულად მცდარია, იურიდიული ტერმინოლოგია
საერთოდ არ არის გამოყენებული და გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტის ნაწილი. დავალება
ფაქტობრივად შეუსრულებელია.
0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

პლაგიატი - აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებისა და


მოთხოვნების სერიოზული დარღვევაა. მიუღებელია სხვისი ნაშრომის,
იდეის ან აზრის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. ასეთ
შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე დატოვოს
სტუდენტის დავალება.
წერითი დავალება, რომლითაც გათვალისწინებულია წყაროს მითითების
აუცილებლობა, შემოწმდება პლაგიატის ამომცნობი პროგრამის
(StrikePlagiarism.com) გამოყენებით. პლაგიატის ნიშნების აღმოჩენის
შემთხვევაში განულდება სტუდენტის წერითი ნაშრომი. ლექტორი
ვალდებულია სტუდენტს მისცეს შესაბამისი უკუკავშირი. სტუდენტი
უფლებამოსილია, გაასაჩივროს ლექტორის გადაწყვეტილება ნაშრომის
განულების შესახებ. საჩივრის განხილვა ხდება უნივერსიტეტის ,,ეთიკისა
და დისციპლინური პასუხისმგებლობის კოდექსის“ შესაბამისად.

ადმინისტრაციული სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია პირველ ლექციაზე


შენიშვნები სტუდენტს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული
მოთხოვნები და შემდგომი მუშაობის სტრატეგია.
სტუდენტი ვალდებულია:
- ყურადღებით გაეცნოს სასწავლო კურსის სილაბუსს.
- შეასრულოს სილაბუსით გათვალისწინებული მოთხოვნები
(შეასრულოს საშინაო დავალება; მოემზადოს სემინარული თუ
პრაქტიკული მუშაობისთვის; ტესტირებისთვის;
პრეზენტაციისთვის და ა.შ).
ძირითადი ლიტერატურა 1. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ.,
2011წ;
2. ავტორთა კოლექტივი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები,
2017წ, GIZ.
http://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_comm_I_Book.pdf

ნორმატიული მასალა:

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997 (ბოლო მდგ.)


დამხმარე ლიტერატურა და 1. ე. ზარნაძე, ლ. ლაზარაშვილი, ქ. ქოჩაშვილი, თ. ზოიძე, თ.
სხვა სასწავლო მასალა ლაკერბაია, ს. ჯორბენაძე, სავარჯიშოები სამოქალაქო სამართლის
ზოგად ნაწილსა და სანივთო სამართალში, თბ., 2014;
2. დ. მაისურაძე, თ. დარჯანია, შ. პაპუაშვილი, სამოქალაქო კოდექსის
ზოგადი ნაწილი(კაზუსების კრებული), თ., 2017;
3. დ. ბერეკაშვილი, მ. თოდუა, ს. ჩაჩავა, ზ. ძლიერიშვილი,
კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში, თბ.,
2015;
4. გ. რუსიაშილი, კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად
ნაწილში, თ., 2015;
5. ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები,
თ.,2020;
6. ა. კობახიძე, სამოქალაქო სამართალი, ზოგადი ნაწილი, თბ., 2001;
7. დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური
ცნებები, თბ., 2009;
8. მ. ბიჭია, პრაქტიკუმი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში,
თბ., 2015;
9. გ. რუსიაშვილი, კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად
ნაწილში, თბ., 2015;
10. ს. ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბ.,
2009;
11. მ. ბიჭია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 პრიმა
მუხლის სტრუქტურული ანალიზი, ჟურნალი ,,მართმსაჯულება
და კანონი“, #1(65)'20, 2020;
12. ი. ადეიშვილი, აქვთ თუ არა კომერციულ იურიდიულ პირებს
ადამიანის უფლებები – თეორიული ანალიზი, სამართლის
ჟურნალი #1, 2019;
13. ნ. სონგულია, აუცილებელი მოგერიების სუბიექტური
ელემენტების სტრუქტურის საკითხისათვის, ჟურნალი
,,მართმსაჯულება და კანონი“, #4(60)'18. 2018;
14. მ. ბიჭია, პირადი უფლებების ხელყოფისთვის არაქონებრივი
ზიანის ანაზღაურების ქართული მოდელის შესაბამისობა
ევროპულ სტანდარტებთან, სამართლის ჟურნალი №1 2017;
15. სტივენ ჰ. ჯიფის, სამართლებრივ ტერმინთა განმარტებითი
ლექსიკონი, 2015;
16. John Henry Merryman, Rogelio Pérez-Perdomo, The Civil Law
Tradition, An Introduction to the Legal Systems of Europe and Latin
America, Fourth Edition, 2018.
17. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები,
თბილისი, 2020;
სასამართლო პრაქტიკა
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვროვნი პრატიკა
სამოქალაქო საქმეებზე,თბ;2018;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი
განმარტებები, თბ;2016;
3. ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, თბ,2017.
ინტერნეტ რესურსი:
1. საქართველოს პარლამენტი: www.parliament.ge
2. საქართველოს სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა:
http://www.library.court.ge
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი
განმარტებები, სასამართლო პრაქტიკა.http://www.supremecourt.ge/

დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა თემა, საათების განაწილება სასწავლო


მასალა

ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ


ლექცია:
სილაბუსის გაცნობა
1 სამოქალაქო სამართლის ცნება და ადგილი სამართლის სისტემაში 1
1. სამოქალაქო სამართლის ცნება და მოქმედების სფერო;კერძო და საჯარო
სამართლის გამოჯვნის პრობლემა; კერძო სამართლის სისტემა; საჯარო
სამართლის სისტემა
სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაცია და განვითარება საქართველოში
1. როგორ იქმნებოდა სამოქალაქო კოდექსი; სამოქალაქო კოდექსის გავლენა
სამოქალაქო სამართლის განვითარებაზე;
სამოქალაქო სამართლის გავლენა კერძოსამართლებრივი ურთიერთობების
განვითარებაზე.
სამუშაო ჯგუფში მუშაობა: დისკუსია/დებატები თემაზე: კერძო და საჯარო
სამართლის გამოჯვნის პრობლემა.
ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
სამოქალაქო სამართლის წყაროები
1. კანონი, როგორც სამართლის წყარო; ჩვეულებანი; სამოქალაქო ნორმის მოქმედება
სამოსამართლო სამართალი და სამოქალაქო სამართალი
ცნება და მნიშვნელობა; კანონთა განმარტების თავისებურებანი; ობიექტურობის
2 1
პრობლემა სამოსამართლო სამართალში; სამოსამართლო სამართლის მოქმედების
ფარგლები; სამოსამართლო სამართლის გავლენა საქართველოს სამოქალაქო
კოდექსზე; პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამოსამართლო სამართლის პრობლემა.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: დისკუსია/დებატები თემაზე:


სამოსამართლო სამართალი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამოსამართლო სამართლის
პრობლემა
ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:

კერძო სამართლის საფუძვლები


კონსტიტუციური საფუძვლები; კერძოსამართლებრივი საფუძვლები;კერძო
3 საკუთრება 1,2
სამოქალაქო უფლების ცნება და სახეები;
სამოქალაქო უფლებათა შეძენა, გადაცემა და შეწყვეტა

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: დისკუსია/დებატები თემაზე:


სამოქალაქო უფლებათა შეძენა, გადაცემა და შეწყვეტა

ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ


ლექცია:
სამოქალაქო უფლებათა განხორციელების ფარგლები,
სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან
უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების
4 1,2,3
ვალდებულება; უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;
თვითგასამართლების დაუშვებლობა
ვადები და ხანდაზმულობა
ვადების ცნება და მნიშვნელობა სამოქალაქო ბრუნვისთვის; ხანდაზმულობა და
მისი გამოყენების პირობები
სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან

ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ


ლექცია:
სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა,
სამოქალაქო სამართლის ობიექტის ცნება და სახეები
5 ცნება და ზოგადი დახასიათება; მატერიალური ქონებრივი სიკეთე; 1,2,3
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ნაყოფი, როგორც სამოქალაქო
ურთიერთობის ობიექტი; ქონება და მისი მონაწილეობა სამოქალაქო ბრუნვაში;
საწარმოს ცნება და მისი მონაწილეობა სამოქალაქო ბრუნვაში

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
ფიზიკური პირები
უფლებაუნარიანობა და მისი წარმოშობა უფლებაუნარიანობის ცნება;
უფლებაუნარიანობის წარმოშობა; ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა;
უფლებაუნარიანობის დასასრული
6 ქმედუნარიანობა, ცნება, ქმედუნარიანობა ასაკის მიხედვით; 1,2,3
ჯანმრთელობა და ქმედუნარიანობა;ქმედუნარიანობის შეზღუდვა; შეზღუდული
ქმედუნარიანობა; დელიქტუნარიანობა; არასსრულწლოვანთა ემანსიპაცია
უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება; პირთა
სამოქალაქო სამართლებრივი იდენტიფიკაციის საშუალებები სახელი,გვარი;
საცხოვრებელი ადგილი, პირადი არაქონებრივი უფლებები

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
იურიდიული პირები
7 იურიდიული პირის ცნება და ნიშნები, თეორიები იურიდიული პირის შესახებ, 1,2,3
იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა; იურიდიული პირის ქმედუნარიანობა,
იურიდიული პირის სახეები.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


8-9 შუალედური გამოცდა

ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ


ლექცია:
10 არასამეწარმეო იურიდიული პირები, კომერციული იურიდიული პირები, 1,2,3
არაიურიდიული პირი კორპორაციები
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა); არარეგისტრირებული კავშირი
სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან
ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
გარიგების ცნება და სახეები
გარიგების ცნება, ცალმხრივი და მრავალმხრივი გარიგებანი;
11 ვალდებულებითი, სანივთო (ქონებრივი), საავტორო, საოჯახო და 1,2,3
მემკვიდრეობითი გარიგებანი,
სანაცვალგებო და უნაცვალგებო გარიგებანი,
გარიგებათა სხვაგვარი კლასიფიკაცია.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
გარიგების განმარტება
სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები; ნების გამოვლენა მიმართული პირთა
12 განუსაზღვრელი წრისადმი; ანდერძის განმარტება; კანონის როლი ბუნდოვანი 1,2
ნების განმარტებისას და სხვა კონკლუდენტური მოქმედებები, როგორც ნების
გამოვლენა

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია: გარიგების ფორმა
გარიგების ფორმა; გარიგების ფორმის სახეები; კანონით განსაზღვრული
წერილობითი ფორმა; გარიგებით განსაზღვრული წერილობითი ფორმა; რთული
13 სანოტარო ფორმა; გარიგების ფორმის დაუცველობის შედეგები 1,2,3
დაუშვებელი გარიგებები, კანონსაწინააღმდეგო გარიგებანი;ზნეობის
საწინააღმდეგო გარიგებანი;საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებანი.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: დისკუსია/დებატები თემაზე: დაუშვებელი გარიგებები,


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
მოძღვრება ნების ნაკლის შესახებ
მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი; არასერიოზულად
14 1,2,3
განხორციელებული ნების გამოვლენა
შეცდომით დადებული გარიგებანი; მოტყუებით დადებული გარიგებანი;
იძულებით დადებული გარიგებანი

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
ბათილი გარიგების სახეები უცილოდ ბათილი გარიგებანი;ნაწილობრივ ბათილი
15 გარიგებანი; მერყევად ბათილი გარიგებანი; საცილო გარიგებანი ბათილი 1,2,3
გარიგების კონვერსია

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
თანხმობა გარიგებებში და პირობითი გარიგებანი
16 ცნება და გამოყენების წინაპირობები; თანხმობის ფორმები: ნებართვა, მოწონება, 1,2,3
პირობითი გარიგებანი.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


ლექცია - 2 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ
ლექცია:
წარმომადგენლობა გარიგებებში
წარმომადგენლობის პრაქტიკული მნიშვნელობა, წარმომადგენლობა და მსგავსი
17 ინსტიტუტები; 1,2,3
ინტერესთა თანაფარდობა წარმომადგენლობისას, წარმომადგენლობის
მნიშვნელობა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, გარიგების დადება
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე

სამუშაო ჯგუფში მუშაობა: კაზუსის ამოხსნა ლექციაზე განხილული თემატიკიდან


18-19 დასკვნითი გამოცდა

20-21 დამატებითი გამოცდა

You might also like