You are on page 1of 5

სასწავლოკურსის ბიზნესის საფუძვლები

სახელწოდება
კოდი
სასწავლოკურსისს ფაკულტეტი: ეკონომიკისა და ბიზნესის
ტატუსი სწავლების საფეხური: უმაღლესი განათლების პირველი საფეხური/ბაკალავრიატი
საგანმანათლებლო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
სემესტრი: 1
სტატუსი: სავალდებულო
ავტორები რეზო მანველიძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 577 46 13 46
E-mail: manvelidze.rezo@bsu.edu.ge

ლეილა ცეცხლაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 555 90 63 62; +995 599 28 53 76
E-mail: cecxladze.leila@bsu.edu.ge
სასწავლო კურსის შეასწავლოს ბიზნესის არსი, სახეები, სამართლებრივი ფორმები, ბიზნესის ორგანიზაცია, საჭირო
მიზანია რესურსების განსაზღვრისა და მოძიების მექანიზმები, მათი მართვის ხერხები.
გამოუმუშავოს ბიზნეს იდეის მომზადების, წარდგენისა და რეალიზაციის, ბიზნესის რისკების
განსაზღვრისა და შეფასების, ბიზნესის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების,
ინფორმაციის შეგროვების, გაანალიზების და კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული
ტენდენციების, მიმართულებებისა და მიმდინარე ცვლილებების განსაზღვრის უნარ-ჩვევები.
კრედიტების
რაოდენობა და ECTS კრედიტი : 5
საათების საკონტაქტო საათების რაოდენობა : 60სთ
განაწილება სტუდენტის დამოუკიდებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი საათების რაოდენობა : 65 სთ
სტუდენტის
დატვირთვის
შესაბამისად
სასწავლო კურსის საკონტაქტო - 60 სთ
ფორმატი ა) ლექცია – 30სთ (I-XVI კვირა);
ბ) ჯგუფში მუშაობა– 27 სთ (I-XVI კვირა);
გ) შუალედური გამოცდა - 1 სთ (IX კვირა)
დ) დასკვნითიგამოცდა - 2 სთ (XVII-XXკვირა)
დამოუკიდებელიმუშაობა – 65 სთ;
ა) მზადება ჯგუფში მუშაობისთვის/პრაქტიკული მუშაობისთვის–45სთ;
ბ) მზადება შუალედური გამოცდისთვის – 5სთ;
დ) მზადება დასკვნითი გამოცდისთვის – 15სთ.
დაშვების წინაპირობის გარეშე
წინაპირობები
შინაარსი იხ. დანართი 1
სწავლება- ლექცია:
სწავლის მეთოდი  ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი
და შესაბამისი ჯგუფში მუშაობა:
აქტივობები  წერითი დავალება
 ზეპირი გამოკითხვა
 პროექტის პრეზენტაცია
 აქტივობა
სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების
ჯამს:
1.1. შუალედური შეფასება - 60 ქულა:
1.1.1. შუალედური გამოცდა - 20 ქულა
1.1.2. მიმდინარე შეფასებები - 40 ქულა:
1.1.2.1. წერითი დავალებები - 15 ქულა
1.1.2.2. ზეპირი გამოკითხვები - 15 ქულა
1.1.2.3. პროექტის პრეზენტაცია - 10
1.2. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა

მიმდინარე შეფასების კრიტერიუმები


შეფასების რაო შეფ ქულათ შეფასები შეფასების კრიტერიუმები
კომპონენტები და დენ ასებ ა ჯამი ს დრო
მეთოდები ობა ა
1. მიმდინარე შეფასებები 40ქულა
1.1. წერითი 3 5 15 X, XII, სტუდენტს ეძლევა
ცოდნის დავალებები XV კომბინირებული ტიპის წერითი
შეფასების დავალება, რომელიც მოიცავს
ფორმები, როგორც ტესტებს (0.2-0,5 ქულა),
კომპონენტები, ისე თეორიულ საკითხებს.
მეთოდები და (შეფასების კრიტერიუმები იხ.
კრიტერიუმები ქვემოთ)
1.2. ზეპირი 3 5 15 III, VII, სტუდენტს ეძლევა დავალება,
გამოკითხვები XI რომლის შეფასებაც მოხდება
სტუდენტის აქტიურობის,
დისკუსიაში მონაწილეობის
მიხედვით.
(შეფასების კრიტერიუმები იხ.
ქვემოთ)
1.3. პროექტის 2 5 10 IV, V შეფასების კრიტერიუმები იხ.
პრეზენტაცია ქვემოთ
2. შუალედური 1 20 20 IX კომბინირებული წერითი ფორმით:
გამოცდა სტუდენტს ეძლევა 40 დახურული
ტესტი, რომელთაგან თითოეული
ფასდება 0,5 ქულით. გამოცდა
ტარდება ბსუ-ს საგამოცდო
ცენტრში.
3. დასკვნითი 1 40 40 XVII-XX კომბინირებული წერითი ფორმით:
გამოცდა კვირა სტუდენტს ეძლევა ღია და
დახურულ ტესტებს, თეორიულ
საკითხებს, ამოცანას. დახურული
ტესტი ფასდება 0,5 ქულით. ღია
ტესტი-1 ქულით, თეორიული
საკითხი და ამოცანა-5 ქულით.
(შეფასების კრიტერიუმები იხ.
ქვემოთ)
სულ: 100 ქულა

ზეპირი და წერითი სახით წარმოდგენილი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები:


5 ქულა: საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული, ავლენს საკითხთან
დაკავშირებული მასალის სრულყოფილ ცოდნას. წარმოდგენილია მისი სრულყოფილი ანალიზი;
მსჯელობა თანამიმდევრულია; სტუდენტი სრულყოფილად ფლობს ტერმინოლოგიას და ნათლად
აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.
4 ქულა: საკითხი სრულად არის წარმოდგენილი, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასალის
ძირითადი ასპექტების (კომპონენტების)ცოდნას, თუმცა ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები;
საკითხი საკმარისად გააზრებულია, წარმოდგენილია მისი კარგი ანალიზი, თუმცა მსჯელობას
აკლია თანამიმდევრულობა და გამოტანილი დასკვნები დასახვეწია, სტუდენტი ფლობს
ტერმინოლოგიას და დამაჯერებლად აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და
მოსაზრებებს.
3 ქულა: პასუხი არასრულია,საკითხების შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ, მასალის
ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აღინიშნება არაარსებითი ხასიათის შეცდომები და
უზუსტობები. გამოყენებული ტერმინოლოგია ნაწილობრივ მცდარია.
2 ქულა: საკითხთან დაკავშირებული მასალის მნიშვნელოვანი კომპონენტები წარმოდგენილია
არასრულად, დაშვებულია არაარსებითი ხასიათის შეცდომა, ჩანს რომ საკითხი სუსტად არის
გააზრებული, წარმოდგენილია არადამაკმაყოფილებლად. ანალიზი-მსჯელობა სუსტია და
არათანამიმდევრული, დასკვნები არადამაჯერებელია, სტუდენტი სუსტად ფლობს
ტერმინოლოგიას და არადამაჯერებლად აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და
მოსაზრებებს.
1 ქულა: წარმოდგენილია საკითხთან დაკავშირებული მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასალის მწირ ცოდნას, ფიქსირდება არსებითი
სახის შეცდომები, ჩანს რომ საკითხი არ არის გააზრებული, მისი ანალიზი
არადამაკმაყოფილებელია (მსჯელობა და დასკვნები მცდარია ან არ არის წარმოდგენილი),
სტუდენტი ვერ ფლობს ტერმინოლოგიას და ვერ აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა
და მოსაზრებებს.
0 ქულა: საკითხი არ არის წარმოდგენილი ან არსებითად მცდარია, სტუდენტი ვერ მსჯელობს, ვერ
აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.

პროექტის პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:


5 ქულა: ფორმალური მხარე-წარდგენილი საპრეზენტაციო მასალების გაფორმე-
ბისვიზუალურიმხარე მოწონებას იმსახურებს, მასალები დამოუკიდებლად არისმომზადებული
კომპიუტერული ტექნიკისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით;
შინაარსობრივი მხარე-ნაშრომი სრულფასოვნად ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს,
ნაშრომის სტრუქტურა, განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთ შესაბამი-
სობაშია; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია უახლესი ინფორმაცია, მონაცემები და
ლიტერატურა; სტუდენტი ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიების და კრიტიკული ანალიზის
უნარს; ნაშრომის დასკვნებს ლოგიკურად და არგუმენტირებულად აყალიბებს;
პრეზენტაციის ტექნოლოგია-სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა
და საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, არგუმენტების მოყვანა
და თავისი მოსაზრებების დაცვა.

4 ქულა: ფორმალური მხარე - წარდგენილი საპრეზენტაციო მასალების ვიზუალურიმხარე


სათანადო დონეზეა შესრულებული, მოხსენება დამოუკიდებლად არის მომზადებული შესაბამი-
სი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
შინაარსობრივი მხარე -ნაშრომი ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის სტრუქტურა,
განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთშესაბამისობაშია, თუმცა სრულფასოვანი
არ არის და განხილული საკითხები სრულად არ ასახავენ განსახილველ თემატიკას; ნაშრომზე
მუშაობისას გამოყენებულია საკმარისი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა;
პრეზენტაციის ტექნოლოგია-სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა
და საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, მაგრამ უჭირს არგუმენ-
ტების მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა.

3 ქულა: ფორმალური მხარე-წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენების გაფორმე-


ბისვიზუალურიმხარე დამაკმაყოფილებელია, მასალების ძირითადი ნაწილი დამოუკიდებლად
არის მომზადებული კომპიუტერული ტექნოლოგიის და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით.
შინაარსობრივი მხარე-ნაშრომი სრულად არ ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის
სტრუქტურა, განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა დასახვეწია, განხილული საკითხები
არქმნის სრულ წარმოდგენას საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას
გამოყენებულია მწირი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა;
პრეზენტაციის ტექნოლოგია-სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, მაგრამ უჭირს კომპეტენ-
ციებისწარმოჩენა და საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, ვერ
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და უჭირს დისკუსიაში მონაწილეობა.

2 ქულა: ფორმალური მხარე-წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენებისგაფორ-


მებისვიზუალურიმხარე ძირითადად დამაკმაყოფილებელია;
შინაარსობრივი მხარე - ნაშრომში განხილული საკითხები ძირითადად შეესაბამება მოხსენების
თემატიკას, მაგრამ არ იკვეთება ნაშრომის სტრუქტურის, განხილული საკითხების და ნაშრომის
თემატიკის ლოგიკური კავშირი. განხილული საკითხები არ ქმნის სრულ წარმოდგენას
საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია მწირი ინფორმაცია,
მონაცემები და ლიტერატურა;
პრეზენტაციის ტექნოლოგია - სტუდენტს უჭირს მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს
მოხსენებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში, არ შეუძლია არგუმენტირებული მოსაზრების
ჩამოყალიბება, მსჯელობა და არგუმენტების მოყვანა.

1 ქულა: ფორმალური მხარე-წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური


მხარე სუსტია;
შინაარსობრივი მხარე-ნაშრომში განხილული საკითხები ნაწილობრივ შეესაბამება მოხსენების
თემატიკას;
პრეზენტაციის ტექნოლოგია - სტუდენტს არ შეუძლია მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწი-
ლეობს დისკუსიაში.
0- ქულა: პროექტი (პრეზენტაცია) არ არის შესრულებული

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა:


 სტუდენტი ვალდებულია დაესწროს სალექციო მეცადინეობების მინიმუმ 50%-ს,
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.
 შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 21 ქულა, ხოლო
დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულა;

სტუდენტის საბოლოო შეფასება:


 სტუდენტს სასწავლო კურსი ათვისებულად ჩაეთვლება, თუ ის მიიღებს ერთ-ერთს
შემდეგი დადებითი შეფასებებიდან: ა) (A) ფრიადი-91 ქულა და მეტი; ბ) (B) ძალიან
კარგი-81-90 ქულა; გ) (C) კარგი -71-80 ქულა; დ) (D) დამაკმაყოფილებელი-61-70 ქულა; ე)
(E) საკმარისი -51-60 ქულა.
 უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა-41-50 ქულის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ კიდევ გავიდეს. (F) ჩაიჭრა-40 ქულის
ან ნაკლების მიღებისას სტუდენტს საგანი თავიდან აქვს შესასწავლი
ცოდნა და გაცნობიერება
აქვს ცოდნა ბიზნესის ევოლუციის, ძირითადი პრინციპების, ბიზნეს გარემოს ფაქტორების,
ბიზნესის ორგანიზაციის, რესურსების განსაზღვრისა და ეფექტიანი გამოყენების, საწარმოო
პროცესების მართვაში მონაწილეობის საკითხებზე.
სწავლის შედეგები ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
შეუძლია ბიზნეს იდეის საქმიან მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება
და კონკრეტული ღონისძიებების დასახვა, აქტიური მონაწილეობა ბიზნესის წარმართვისათვის
საჭირო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

კომუნიკაციის უნარი
შეუძლია კონკრეტული ბიზნესის განვითარების ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმის შესრულებაში
მონაწილეობა , შესაბამისი საქმიანობის ბაზრის მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების მომზადება და
წარდგენა დაინტერესებული აუდიტორიისათვის .
შეუძლია ქვედა და საშუალო რგოლის პერსონალის მართვა , პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები ,
მოლაპარაკების გამართვისათვის საჭირო საინფორმაციო მასალების მოძიება და წარდგენა .
სწავლის უნარი
შუძლია დისციპლინაზე დაფუძნებული საგნების შესწავლა
ღირებულებები
აქვს ბიზნეს საქმიანობაში პარტნიორებთან პატიოსანი და სამართლიანი ურთიერთობის უნარები . შეუძლია
ბიზნესის სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვა , საზოგადოებასთან ურთიერთობების
დამკვიდრებული ღირებულებების აღიარება .

ძირითადი 1. შენგელია თ. ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. .თბ., 2017


ლიტერატურა 2. მესხია ი. ბიზნესის საფუძვლები, თბ., 2011
3. ვაჩნაძე რ, თურქია გ. ბიზნესის საფუძვლები , თბ ., 2011
4. “Fundamentals of Business”- by Stephen J. Skripak; Blacksburg, Virginia 2016.
5. „Introduction to Business“, LAWRENCE J. GITMAN, CARL MCDANIEL, AMIT SHAH, LINDA
KOFFEL, BETHANN TALSMA, JAMES C. HYATT; 2018 Rice University.
დამხმარე 1. მ. ბლიაძე, თანამედროვე ბიზნესისა და მეწარმეობის ორგანიზაცია და მართვა , თბ., 2014
ლიტერატურა

დანართი 1
შინაარსი

კვირა თემა საათების რაოდენობა


ლექცია ჯგ. მუშ
I ბიზნესის არსი , წარმოშობა და განვითარება 2 2
II ბიზნესის მიზანი , სუბიექტები და სახეობები 2 2
III საქმიანი ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმები 2 2
IV ბიზნეს გარემო და სახელმწიფოს როლი მის ფორმირებაში 2 2
V ბიზნესის ორგანიზაცია და ბიზნესის დაგეგმვა 2 2
VI ბიზნესის მენეჯმენტი და ორგანიზაციული სტრუქტურა 2 2
VII ბიზნესის ფინანსური რესურსები და დაფინანსების ფორმები 2 2
VIII საქონლისა და მომსახურების წარმოება 2 2
IX შუალედური გამოცდა 1
X მატერიალური რესურსების მართვა და ლოგისტიკა ბიზნესში 2 2
XI შრომითი რესურსების მართვა 2 2
XII ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საფონდო ბირჟა 2 2
XIII საერთაშორისო ბიზნესის შესაძლებლობები , განხორციელების ტენდენციები 2 2
XIV რისკები ბიზნესის სფეროში 2 2

ბიზნესის შეფასების მიდგომები და მექანიზმები 3


XV 2
ბიზნესის უსაფრთხოება

XVI-XX დასკვნითი გამოცდა 2

სულ : 30 30

You might also like