You are on page 1of 420

შინაარსი

შესავალი
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია
ქართველთა ეთნოგენეზი

თავი I საქართველო უძველეს ხანაში


§1 პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე

თვი II საქართველო ძველი წელთაღრიცხვის II და I ათასწლეულების პირველ ნახევარში


§1 ქართველ ტომთა უძველესი გაერთიანებები და პირველი სახელმწიფოები

თავი III საქართველო ძველი წელთღრიცხვის VI-IV საუკუნეებში


§1 კოლხეთის სამეფო ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში
§2 ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში

თავი IV საქართველო ძვ. წ. III – ახ. წ. III საუკუნეებში


§1 კოლხეთი ძვ. წ. III-I საუკუნეებში
§2 ქართლის სამეფო ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. III-I სს.)
§3 კოლხეთი გვიანანტიკურ ხანაში (ახ. წ. I-III სს.)
§4 ქართლის სამეფო გვიანანტიკურ ხანაში (ახ. წ. I-III სს.)
§5 სახელმწიფო წყობილება; ეკონომიკური განვითარება;
სოციალური წყობა; ფეოდალიზმის ჩასახვა და განვითარება
§6 რელიგია და კულტურა

თავი V საქართველო IV-VIII საუკუნეებში


§1 ქრისტიანობის გავრცელება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში
§2 დასავლეთ საქართველო IV-V საუკუნეებში
§3 ქართლი IV საუკუნის მეორე ნახევარსა და V საუკუნის პირველ ნახევარში
§4 ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში. ვახტანგ გორგასალი
§5 სამეფო ხელისუფლების გაუქმება ქართლში
§6 ,,დიდი ომიანობა‖ ეგრისში
§7 ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა. ერისმთავრობის დაწესება
§9 საქართველო VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის I ნახევარში
§10 არაბთა შემოსევები საქართველოში და ბრძოლა მის წინაღმდეგ

თავი VI საქართველო IX-X საუკუნეებში. სამეფო-სამთავროების წარმოშობა


§1 კახეთის სამთავრო
§2 ჰერეთი სამთავრო
§3 ეგრის-აფხაზეთის სამეფო
§4 ტაო-კლარჯეთის სამთავრო
§5 თბილისის საამირო
§6 საქართველო X-XI საუკუნეების მიჯნაზე (დავით კურაპალატი, ბაგრატ III)
ერთიანი ფეოდალური მონარქიის შექმნა
§7 მეფე გიორგი I (1014_1027 წწ.)
§8 მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.)
§9 მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.)

1
§10 ჯვაროსული ომები
§11 კულტურა IV_XI საუკუნეებში

თავი VII საქართველო XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში


§1 დავით IV აღმაშენებელი (1089-1125 წწ.)
§2 მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.)
§3 მეფე გიორგი III (1156-1184 წწ.)
§4 საქართველო თამარის მეფობის დროს
§5 საქართველოს სახელმწიფო მმართველობა;
ეკონომიკური და სოციალური განვითარება XI-XIII საუკუნეში
§6 ქართული კულტურა XII საუკუნესა და
XIII საუკუნის დასაწყისში

თავი VIII საქართველო XIII-XV საუკუნეებში


§1 გიორგი IV. მონღოლთა პირველი გამოჩენა
§2 საქართველო რუსუდანის მეფობის პერიოდში
§3 აღმოსავლეთ საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში
§4 დემეტრე II თავდადებული (1270-1289 წწ.)
§5 დასავლეთ საქართველო და სამცხის სამთავრო XIII საუკუნის მეორე ნახევარში
§6 საქარველო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე
§7 საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში. გიორგი V ბრწყინვალე
§8 საქართველო XIV საუკუნის მეორე ნახევარში
§9 საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში
§10 კონსტანტინეპოლის დაცემა და მის მიერ გამოწვეული ცვლილებები
§11 საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში
§12 სოციალური და ეკონომიკური ვითარება და კულტურა XIII-XV საუკუნეებში

თავი IX საქართველო XVI-XVIII საუკუნეში


§1 ქართლის სამეფო XVI საუკუნეში
§2 კახეთის სამეფო XVI საუკუნეში
§3 იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში
§4 სამცხე-საათაბაგო XVI საუკუნეში
§5 ქართლისა და კახეთის სამეფოები XVII სუკუნის პირველ მეოთხედში
§6 ქართლისა და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე მეოთხედში
§7 ქართლისა და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე ნახევარში
§8 დასავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
§9 დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები და სამცხე-საათაბაგო XVIII საუკუნეში
§10 ქართლისა და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
§11 ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70-იან წლებში
§12 ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
§13 სოციალუირი და ეკონომიკური ვითარება XVI-XVIII საუკუნეებში
§14 კულტურა XVI-XVIII საუკუნეებში

თავი X საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში


§1 რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია ქართლ-კახეთის სამეფო ანექსია
§2 ცარისტული რუსეთის მიერ დასაველთ საქართველოს სამთავროების გაუქმება
§3 რუსეთის მმართველობის დამყარება საქართველოში

2
თავი XI ეროვნული მოძრაუბა საქართველოში XIX საუკუნის პირველ-
მესამედში
§1 ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და შელახული ეროვნული ღირსების
აღდგენისათვის საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში

თავი XII ცარისტული რუსეთის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში


§1 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და რუსი კოლონიზატორების მიერ
ბაგრატიონთა სამეფო სახლის დევნა
§2 1832 წლის შეთქმულება

თავი XIII საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი


§1 XIX საუკუნის ირან-რუსეთის და ოსმალეთ-რუსეთის ომები და საქართველო

თავი XIV ბატონყმობის გაუქმება საქართველოში და XIX საუკუნის 60-70 წლების რეფორმები
§1 ბატონყმობის გაუქმება საქართველოში
§2 XIX საუკუნის 60-70-იანი წლების რეფორმები
§3 საქართველოს ეკონომოკა XIX საუკუნის 60-90-იან წლებში

თავი XV ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის II ნახევარში


§1 ეროვნული მოძრაობის პროგრამა
§2 ეროვნული მოძრაობის შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობა.
მეორე დასი. ხალხოსნობა საქართველოში

თავი XVI საქართველო XIX საუკუნის 80-90-იან წლებში


§1 იმპერატორ ალექსანდრე III-ეს რეაქციული კურსის
გამოძახილი აქართველოში
§2 ეროვნული მოძრაობა XIX საუკუნის 90-იან წლებში. ,,მესამე დასი‖

თავი XVII ქართული კულტურა XIX საუკუნესა და XX საუკუნის 10-იან წლებში


§1 ქართული კულტურა XIX საუკუნესა და XX საუკუნის 10-იან წლებში

თავი XVIII საქართველო 1900-1914 წლებში


§1 პოლიტიკური პარტიები 1900-1917 წლების საქართველოში
§2 რუსეთის 1905 წლის რევოლუცია
§3 პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და
საქართველოს საზოგადოება 1907-1914 წლებში

თავი XIX პირველი მსოფლიო ომი და საქართველო (1914-1918 წწ.)


§1 პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები
§2 საქართველოს საზოგადოება და ეროვნული მოძრაობა პირველი
მსოფლიო ომის პერიოდში

თავი XX საქართველო 1918-1921 წლებში


§1 რუსეთის მონარქიული იმპერიის დაცემა
§2 საქართველოს I ეროვნული ყრილობა და საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

3
§3 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
§4 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე ნოე ჟორდანია
§5 საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე
§6 ე.წ ,,სამხრეთ ოსეთის― ავტონომიური ოლქის შექმნის ისტორიიდან
§7 აფხაზეთის საკითხი 1918-1921 წლებში
§8 ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
§9 საქართველოს დემორატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

თავი XXI საქართველო 1921 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე


§1 საქართველოს დამოკრატიული რესპულიკის ანექსია
საბჭოთა რუსეთის მიერ
§2 რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარება საქართველოში
§3 ავტონომიების შექმნა და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა
§4 ეროვნული მოძრაობა 20-იანი წლების პირველ ნახევარში.
1924 წლის აჯანყება
§5 რუსული სოციალიზმის მშენებლობა საქართველოში
§6 საქართველოს XX საუკუნის 30-იანი წლებში

თავი XXII საქართველო 1941-1945 წლებში


§1 მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები და საომარი მსვლელობანი 1939-1941 წლებში
§2 გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე. საქართველო სამამულო ომის საწყის ეტაპზე
§3 ქართველები გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის ფრონტებზე,
პარტიზანულსა და ევროპის წინააღმდეგობის მოძრაობაში
§4 გარდატეხის დასაწყისი ომის მსვლელობაში
§5 ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ომის წლებში. ქართველები გერმანიის სამხედრო
ფორმირებებში
§5 ეროვნული მოძრაობა ომის წლებში და ომის შედეგები საქართველოსთვის

თავი XXIII საქართველო 1945-1964 წლებში


§1 ეკონომიკის აღდგენა და განვითარება
§2 XX საუკუნუს 40-იანი წლების მეორე ნახევრისა და 50-იანი წლების დამდეგის რეპრესიები
§3 პოლიტიკური ვითარება და ეროვნული მოძრაობის აღმავლობა 50-60-იან წლებში

თავი XXIV საქართველო 1965-1985 წლებში


§1 საქართველოს ეკონომიკური განვითარება 1965-1985 წლებში
§2 საქართველო XX ს-ის 70-იან წლებსა და 80-იანი წლების
პირველ ნახევარში. საბჭოთა სისტემის რღვევის დასაწყისი
§3 ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობა

თავი XXV საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1989-1991 წწ.)


§1 ეროვნული მოძრაობის აღმავლობა საქართველოში.
1989 წლის 9 აპრილი
§2 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
§3 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
§4 საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

4
თავი XXVI საქართველო XX საუკუნის 90-იან წლებში
§1 საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები
§2 საქართველოს XX საუკუნის 90-იანი წლების საშინაო პოლიტიკა
§3 ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტისათვის XX-ე საუკუნის 90-იან წლებში (ცხინვალის რეგიონში)
§4 აფხაზეთის პოლიტიკური კონფლიქტის გაღვივება XX საუკუნის 90-იან წლებში
§5 `ვარდების რევოლუცია‖
§6 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
§7 საქართველოს საგარეო პოლიტიკა XX – XXI საუკუნეების მიჯნაზე
§8 ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური კერა დოკუმენტური მასალების
მიხედვით 2000-2003 წლებში
§9 აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობანი
2000-2003 წლებში

თავი XXVIII საქართველოს ეკლესია 1917-2001 წლებში


§1 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა
§2 საქართველოს ეკლესია 1918-1921 წლებში
§3 საქართველოს ეკლესია 1921-1977 წლებში
§4 საქართველოს ეკლესია 1977-2001 წლებში
§5 უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

თავი XXIX ქართული კულტურა XX საუკუნეში


§1 ქართული კულტურა XX საუკუნეში

5
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია

საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ათვლა შუა საუკუნეებიდან იწყება. პერიოდიზაციის


უფრო ადრინდელ ცდებს, ეტყობა, ჩვენამდე არ მოუღწევია.
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის პირველი მცდელობა მოცემულია ლეონტი
მროველთან. მის მიერ შემუშავებული პერიოდიზაცია დამკიდრდა ფეოდალური ხანის ქართულ
ისტორიოგრაფიაში. ლეონტიმ საქართველოს ისტორია ფაქტობრივად ორ პერიოდად დაჰყო: მეფობის
წინა და მეფობის ხანად. ამგვარმა მოსაზრებამ თითქმის XIX საუკუნემდე იარსება. ამ შეხედულებას
იზიარებდა ვახუშტი ბატონიშვილიც: უძველესი ისტორია-ფარნავაზიდან 1469 წლამდე, ხოლო ახალი-
ერთიანი სამეფოს დაშლიდან 1469 წლამდე. ამგვარ დაყოფას სხვადასხვა ვარიაცებით იზიარებდნენ სხვა
ისტორიკოსებიც.
პერიოდიზაციის საქმეში თვისობრივად ახალი სიტყვა თქვა XIX საუკუნის შუა ხანების
ქართველმა ისტორიკოსმა სულხან ბარათაშვილმა. მან საქართველოს ისტორია დაყო სამ პერიოდად:
ძველი, შუა, ახალი. ეს იყო პერიოდიზაციისადმი ახლებური, ევროპული მიდგომა. მისი აზრით,
საქართველოს ძველი ისტორია მთავრდება IV საუკუნეში ქრისტიანობის მიღებით. შუა საუკუნეების
დასასრულად იგი ასახელებს XV საუკუნეს, როცა დაიშალა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო. ამგვარი
პერიოდიზაცია უახლოვდება მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციას (კონსტანტინოპოლის დაცემა (1453
წ.) და გეოგრაფიული აღმოჩენები (1492 წ). ეს დაყოფა ბევრმა გაიზიარა, ივ. ჯავახიშვილისა და ნ.
ბერძენიშვილის გარდა.
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პერიოდიზაციას სოციალ-
ეკონომიკური მოვლენები დაუდო საფუძვლად. მან ასეთი სქემა შემოგვთავაზა: I-VII სს – მონობა; VIII-IX
სს – პატრონყმობის ეპოქა; X-XIII სს – პატრონყმობა ბატონყმობით შეიცვალა, ხოლო ბატონყმობის
გვიანდელი საფეხური დაიწყო XV საუკუნეში.
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაა
გამოთქმული სხვა ქართველ ისტორიკოსთა მიერაც. მაგალითად, ს. ჯანაშია, გ. მეგრელიშვილი, მ.
დუმბაძე, შ. მესხია, დ. მუსხელიშვილი, ივ. სურგულაძე, ა. ბოგვერაძე, თ. პაპუაშვილი, გ. ჯამბურია შუა
საუკუნეების ისტორიას იწყებენ ფეოდალიზმის ჩასახვით IV საუკუნეში. ერთადერთი ისტორიკოსი,
რომელიც უგულვებელყოფს IV საუკუნეს, როგორც ზღვარს ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეების
ისტორიას შორის, აკად. ნ. ბერძენიშვილია. იგი შუა საუკუნეების დასაწყისად მიიჩნევს VI საუკუნეს,
რომელიც მართლაც სერიოზული ნიშანსვეტია ჩვენს ისტორიაში.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ძირითადად გაზიარებულია საქართველოს ისტორიის
პერიოდიზაციის შემდეგი დაყოფა _ საქართველოს ისტორია ზოგადად იყოფა 1. ქვის ხანა; 2. ბრინჯაოს
ხანა და 3. რკინის ხანა;
თავის მხრივ ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: 1. პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა; 2. მეზოლითი
ანუ შუა ქვის ხანა და 3. ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა. პალეოლითი მოიცავს 1.8-1.6 მილიონი წლიდან
14-12 ათას წლამდე პერიოდს. პალეოლითი იყოფა ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად. შუა პალეოლითი
ძირითადად არის გარდამავალი საფეხური ადრე და გვიან პალეოლითს შორის. ქვემო პალეოლითის
ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1.8-1.6 მილიონი წლიდან მოყოლებული ვინემ 40-35 ათას წლამდე. ზედა
პალეოლითი მოიცავს 40-35 ათასი წლიდან 12-10 ათას წლამდე პერიოდს.
ქვის ხანის შემდეგი საფეხური-მეზოლითი-მოიცავს 14-12 ათასი წლიდან 10-8 ათას წლებამდე
პერიოდს. ახალი ქვის ხანა-ნეოლითი კი _ 10-8 ათასი წლიდან მოყოლებული 6 ათასი წლის ბოლომდე
ჩამოდის.
ახალი ქვის ხანა ანუ ნეოლითი შეცვალა სპილენძ-ქვის ხანამ, რომელიც ენეოლითის სახელითაა
ცნობილი. ენეოლითი (შულავერ შომუთეფეს კულტურა) მოიცავს V ათასწლეულს მთლიანად და IV
ათასწლეულის პირველ ნახევარს.
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შემდეგი საფეხურია ბრინჯაოს ხანა, რომელიც იწყება
IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან და ჩამოდის ძვ. წ. VIII-VII საუკენეებამდე. თავის მხრივ, ბრინჯაოის

6
ხანა იყოფა სამ ნაწილად: 1. ადრე ბრინჯაოს ხანა (მტკვარ-არაქსის კულტურა), რომელიც იწყება IV
ათასწლეულის მეორე ნახევრიდან და გრძელდება დაახლოებით ათასი წელი, ანუ ჩამოდის III
ათასწლეულის მეორე ნახევრამდე; 2. შუა ბრინჯაოს ხანა (თრიალეთის კულტურა), რომელიც იწყება III
ათასწლეულის მეორე ნახევრიდან და ჩამოდის II ათასწლეულის მეორე ნახევრამდე; 3. გვიან ბრინჯაოს
ხანა (კოლხური კულტურა), რომელსაც აგრეთვე უწოდებენ ადრე რკინის ხანასაც. ეს პერიოდი მოიცავს
შემდეგ ქრონოლოგიურ ჩარჩოერბს _ იწყება II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან და ჩამოდის ძვ. წ. VIII-
VII საუკუნეებამდე. ამის შემდეგ საქართველოში იწყება რკინის ფართო გავრცელება.
ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების შემდეგ იწყება ანტიკური ხანა.. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს ეწოდება
წინაანტიკური ხანა, რომელიც აგრეთვე არქაული ხანის სახელითაცაა ცნობილი. ის მოიცავს ძვ. წ. VIII-VI
საუკუნეებს. შემდეგ იწყება ანტიკური ხანა, რომელიც იწყება ძვ. წ. VI-დან და გრძელდება ახ. წ. V
საუკუნის ბოლომდე. ანტიკურ ხანას ყოფენ ორ პერიოდად: 1. ადრეანტიკური ხანა, რომელიც მოიცავს ძვ.
წ. VI საუკუნიდან ვინემ ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წლებამდე პერიოდს; 2. გვიან ანტიკური, რომელიც იწყება
ძვ. წ. I საუკუნის 30-იანი წლებიდან და გრძელდება ახ. წ. V საუკუნის ბოლომდე; თავის მხრივ,
ადრეანტიკურ ხანას ყოფენ ქვე პერიოდებად, ესენია: 1. კლასიკური ხანა, რომელიც მოიცავს ძვ. წ. VI
საუკუნიდან მოყოლებული ვინემ ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნამდე (ეს გახლავთ ბერძნული
ცივილიზაციის განვითარების ხანა); 2. ელინისტური ხანა, რომელიც იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნეების
მიჯნიდან და ჩამოდის ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წლებამდე (ის მოიცავს ალექსანდრე მაკედონელის
მოღვაწეობას და მის შემდეგ პერიოდს); რაც შეეხება გვიან ანტიკურ ხანას, მას მეორენაირად უწოდებენ
რომაულ ხანასაც.
ახ. წ. V საუკუნიდან მოყოლებული ახ. წ. XIX საუკუნის 60-70 წლებამდე პერიოდს უწოდებენ შუა
საუკუნეებს, რომელიც თავის მხრივ იყოფა სამ პერიოდად: 1. ადრე შუასაუკუნეები, რომელსაც
მეორენაირად ადრე ფეოდალურ ხანასაც უწოდებენ. იგი მოიცავს V-X საუკუნეებს; 2. განვითარებული
შუა საუკუნები, მოიცავს XI-XV საუკუნეებს; 3. გვიან ფეოდალური ხანა, ანუ გვიანი შუა საუკუნეები. იგი
მოიცავს XVI საუკუნიდან მოყოლებული ვინემ XIX საუკუნის 60-70-იან წლებამდე პერიოდს; სწორედ XIX
საუკუნის 60-70-იანი წლებიდან იწყება საქართველოში კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვა-
განვითარება, რომლითაც საქართველოში იწყება ახალი ისტორიის პერიოდი. 1921 წლიდან იწყება
სოციალისტური ხანა. 1991 წლის 9 აპრილიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან,
კი იწყება საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი.

7
ქართველთა ეთნოგენეზი

ეთნოგენეზი ბერძნული სიტყვაა - ―ეთნოს‖ ნიშნავს ხალხს, ტომს, ხოლო ―გენესის‖ - წარმომავ-
ლობას. მეცნიერება იცნობს ორი სახის ეთნოგენეზს. პირველი ისტორიულად გეოგრაფიულ გარემოში
მონათესავე ტომები ქმნიან ერთ ერს. უყალიბდებათ საერთო მატერიალური, კულტურული, სულიერი,
სამეურნეო ტრადიციების მსოფლაღქმა, რაც ერთობლიობაში ეროვნების თვითშეგნებას განსაზღვრავს.
მეორეა, როცა მიგრაციების გზით ყალიბდება. მაგალითად, ამერიკა, რომელიც სხვადასხვა
კონტინენტიდან ჩამოსული ხალხებისგან არის დაკომპლექტებული. მაგრამ მიგრაციების შემდეგ,
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, ისტორიულ რეალობაში გვერდიგვერდ ცხოვრების
შემდეგ, ნელ-ნელა ყალიბდებიან ერთ ერად.
ეთნოგენეზის პრობლემის კვლევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არქეოლეგიურ,
ეთნოგრაფიულ, ენათმეცნიერულ მონაცემებს და სხვა მასალებს. იმის გამო, რომ ქართველი ხალხის
ჩამოყალიბება შორეულ წარსულში მიმდინარეობდა და იმ პერიოდის წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ
მოუღწევიათ, ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით მოგვიანო პერიოდის ისტორიკოსების მოსაზრებებს და
გადმოცემებს, რომელთა ნაწილიც არ უნდა იყოს სწორი. ქართველთა ეთნოგენეზის ირგვლივ არსებული
წყაროთა კრიტიკული ანალიზის დროს ხშირად ვერ ხერხდება ზოგადი და ყველასათვის მისაღები
დასკვნების გაკეთება. ამიტომაც, ბოლომდე ჩამოყალიბებული და ყველას მიერ გაზიარებული თეორია
ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ დღემდე არ არსებობს.
ამა თუ იმ ხალხების წარმომავლობის დადგენა ძირითადად გულისხმობს სამი საკითხის
გარკვევას: 1) ენის მონათესაობა; 2) რასობრივი კუთვნილება: 3) უძველესი საცხოვრისი.
ენობრივი ნათესაობის მხრივ მსოფლიოს ხალხები დაყოფილია დიდ ჯგუფებად და
ქვეჯგუფებად. ესენია: ინდოევროპული, თურქული, სემიტური, უნგრო-ფინური და სხვა. მაგრამ
არსებობს ენები, რომელთაც მკლევარები ვერ აერთიანებენ ვერც ერთ ჯგუფში. ასეთი ენებია: ქართული,
ჩრდილო-კავკასიის ხალხების, წინა აზიის უძველესი ხალხების, ამჯერად უკვე მკვდარი ენები _
ხურიტული, შუმერული, პროტოხეთური და ასე შემდეგ. ეს გარემოება აძნელებს ამ ხალხების და, მათ
შორის ქართველთა ეთნოგენეზისის კვლევას.
ქართველთა წარმოშობის შესახებ ძველ ბერძენ და ლათინ ისტორიკოსებს მრავალი ცნობა აქვთ
მოცემული. ისინი მოგვითხრობენ ქართველთა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრებთა
წარმოშობის შესახებ, მათ ეთნიკურ კუთვნილებასა და განსახლების არეალი. კერძოდ, სტრაბონი,
ტაციტუსი, დიოდორე სიცილიელი, პოლიბიოსი, პლინიუსი, ოვიდიუსი, აპოლონიოს როდოსელი და
სხვანი გადმოგვცემენ ცნობებს აქეელების, ჰენიოხების, კოლხ-იბერების, ალბანელების, ჩრდილო
სომხების და ჩრდილო მიდიელთა წარმოშობის შესახებ.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის (კოლხების) წარმოშობით დაინტერესებულა განთქმული
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ. წ. 484–425წწ.) და იმ დასკვნამდე მისულა, რომ კოლხები
ეგვიპტური წარმოშობისანი არიან. მისი აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის
სესოსტრისის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან. ამის საბუთად
ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები, ეგვიპტელების მსგავსად, შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები
არიან, ერთნაირად ამუშავებენ სელს და ა. შ.
ძველმა ბერძნებმა კოლხების მეზობელ იბერებსაც – აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას –
―მოუძებნეს‖ პირვანდელი სამშობლო. ასეთი იყო, მათი აზრით, ესპანეთი, რომელსაც ისინი ძველიდანვე
აგრეთვე ―იბერიას‖ ეძახდნენ. ძველ ბერძნულ სამყაროში პოპულარული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის
(კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ეპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ
ძვ. წ. VI ს. ცნობილ ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ.
ანტიკურ სამყაროში ასევე არსებობდა თეორია, რომ ესპანეთის ანუ დასავლეთის იბერები
წარმოშობილი იყვნენ კავკასიელი იბერებისაგან. ამ მოსაზრებას ეხმიანება დიოდორე სიცილიელი.
ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის
დანიშვნის შესახებ დაცულია ძველ ქართულ წყაროებში. ―მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ საისტორიო ქრონიკაში

8
ნათქვამია, რომ როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო (ცნობა ლეგენდარულია;
სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს), მან აქ მმართველად დატოვა
―არიან- ქართლის მეფის ძე აზო‖. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან-ქართლში და იქიდან მოიყვანა
მრავალი ―სახლი‖ (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები გაცი და გაიმ. ამავე ქრონიკაში
ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი, მემკვიდრენი ვართო ამ არიან-ქართლიდან გადმოსახლებულებისა.
ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, ქართლის გამაქრისტიანებელი
ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: ― რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან
ქართლით‖. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: ―ძუელნი ღმერთნი მამათა
ჩუენთანი‖. მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (―მამებად‖) განიხილავდა
სწორედ აზოს მიერ არიან–ქართლიდან მოყვანილ ხალხს. ბევრი მკვლევარი დაინტერესებულა საკითხით,
თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს ―არიან-ქართლში‖. არსებობს მისი ახსნის მრავალი ცდა, მაგრამ ეს
საკითხი ჯერჯერობით გადაჭრილი მაინც არ არის.
ბიბლიური წინაპარი. `ქართლის ცხოვრების‖ მიხედვით ქართველებისა და სხვა კავკასიელი
ხალხების საერთო წინაპარი თარგამოსი იყო ―ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი‖. მას შემდეგ,
რაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის შენება ვერ მოხერხდა და ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე
აალაპარაკა, ისინი დაიფანტნენ მთელ მსოფლიოში. თარგამოსიც წამოვიდა ―ნათესავითურთ მისით‖
ჩრდილოეთით და დაემკვიდრა არარატისა და მასისის (თანამ. ტურაბდინი) მთათა შორის. აქ მისი
შთამომავლობა ძალიან გამრავლებულა, რადგანაც თვითონ ექვსას წელს უცხოვრია, ამიტომაც ბოლოს
―ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა‖ მის ამ მრავალრიცხოვან შთამომავლობას. რვა
გამოჩენილი, ―ძლიერი და სახელოვანი‖ შვილი ჰყოლია თარგამოსს: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან,
ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს. Aაი, ამათ გაუყო თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი
თავისთვის სამფლობელოში დაასახლა. მათგან მოდიან: ჰაოსიდან – სომხები, ქართლოსიდან –
ქართველები (ქართები), ბარდოსიდან _ რანნი, მოვაკნიდან _ მოვაკნელნი, ლეკიდან – ლეკები,
ჰეროსიდინ – ჰერები, კავკასიიდან - კავკასიანნი, ხოლო ეგროსიდან _ მეგრელნი.
მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ამ
ორი ათასი წლის წინ, I საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრება,
რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები (ქართები) არიან. XIX ს. პირველსავე ნახევარში ამაზე
მსჯელობს თეიმურაზ ბატონიშვილიც: ―სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა, თობელი ეწოდებისო,
ვინაჲდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის იობელისანი‖. თეიმურაზ ბატონიშვილი ამ
შემთხვევაში სარგებლობდა იოსებ ფლავიუსის თხზულებით, რომელიც ქართულად უთარგმნია იოანე
პეტრიწს.
იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური ‖მეშეხის‖ (მოსოხის) დასახვა
შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის დედაქალაქ მაზაკასათვის მისი სახელის
დაკავშირება.
XIX საუკუნეში ამ მოსაზრებების განმტკიცებამ მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვა,
რადგანაც გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი
სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენ წინაშე, როგორც ძვ. წ. II–I ათასწლეულებში მცირე
აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები – ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ქართველთა (ქართ-იბერთა)
წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ. წ. V ს. დასასრულის ზემო მესოპოტამიაში
(ისტორიული ―გორდუენეს‖ – კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი
მართლაც საოცრად ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს (―ქართუ‖). კ. ფ. Lემან-ჰაუპტი თვლიდა, რომ
ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული
მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.
ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა
ვ. კავენიაკმა XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტორიული საქართველოს სამხრეთ-
დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულად მიიჩნია.

9
40-50-იანი წლების ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა
იქონია აკად. სიმონ ჯანაშიას კონცეფციამ ქართველი ხალხის წარმოშობის შესახებ. ს. ჯანაშიამ
ფაქტობრივად მოხსნა თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. ―საქართველოს ისტორიის‖
სახელმძღვანელოში, რომელიც პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა, ს. ჯანაშიას კონცეფცია ასეთი სახით
არის წარმოდგენილი: ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.
უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და
სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეის ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები
ცხოვრობდნენ. შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა არეალი თანდათან მცირდებოდა. ძვ. წ. II ათასწლეულის
დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა-
სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის მესვეურთათვის იმ დროის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული
თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების
განმტკიცების, მისი თავისთავადობისა და ასიმილატორთა შემოტევისაგან დაცვაში. ამ მხრივ დიდი
როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძის გამოსვლამ XIX საუკუნის 80-90-იან წლებში პოლემიკური
წერილების სერიით, სადაც იმ დროის გამოჩენილი ევროპელი მკვლევარების ნააზრევზე დაყრდნობით
დაიწყო მტკიცება იმისა, რომ თვით ლურსმულით ნაწერი ქვანიც კი ღაღადებენ იმათ წინააღმდეგ, ვისაც
სურს ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული უარყოფა და შებღალვა. ამ საქმეში ილია
ჭავჭავაძის თანამებრძოლად გვევლინება XIX ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე.
ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის შესწავლას XXს. 30-40-
იან წლებში ბ. კუფტინმა. მის სახელს უკავშირდება ლითონის წარმოების ადრეული ეტაპების მკაფიო
გამოყოფა საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის ისტორიაში (ენეოლითი, ადრებრინჯაო,
შუა ბრინჯაო). მეცნიერი გადაჭრით აღნიშნავდა, რომ მის მიერ გამოვლენილი უძველესი კულტურა
―ეკუთვნოდა სამხრეთ კავკასიის უძველეს მოსახლეობას, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა ეთნიკურად და აქ ქმნიდა თავის ისტორიას. აღარავითარი საფუძველი აღარ მოგვეპოვება
იმისათვის, რომ ამ კულტურის ცენტრები სადღაც შორეულ მესოპოტამიასა და მცირე აზიაში ვეძიოთ.
სწორედ სამხრეთი კავკასია წარმოადგენდა ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც‖.
ბ. კუფტინი ასე კატეგორიულად და უყოყმანოდ იცავდა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მიწა-
წყალზე მიმდინარე ადგილობრივი უწყვეტი კულტურული განვითარების იდეას.
საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ ქართველების სამშობლო უძველესი დროდან არის
დღევანდელი საქართველოს ტერიტორია. ქართველები ავტოქტონები ვართ (ანუ აბორიგენები), ამის
უტყუარი დასტურია მდიდარი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. საქართველოში შეინიშნება
არქეოლოგიურად აღმოჩენილი მასალების ერთიანი განვითარების უწყვეტი ხაზი. ანუ, უმარტივესი ქვის
იარაღებით დაწყებული მრავალი ორნამენტებით შემკული რკინის იარაღებით დამთავრებული
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთები ერთმანეთის მონათესავე ტომების შექმნილი უნდა
იყოს და ამავე დროს ეს ტომები აქ უნდა ცხოვრებულიყო უძველესი დროიდან. მათ ქრისტეშობამდე IV-
III სს-ში შექმნეს ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, ერთი ქართული სახელმწიფო ენითა და
კულტურით.
ამრიგად, დღეისათვის არსებული მასალებისა და ცოდნის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ:
ქართველური ენების დიალექტებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური
მასალის ანალიზი მოწმობს, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში არსებობდა წინარექართველური ფუძე ენა,
რომელსაც ძვ.წ. II ათასწლეულში გამოეყო სვანური, ხოლო ძვ. წ. VIII საუკუნეში ქართული და მეგრულ-
ჭანური.
წინარექართულზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე
სამხრეთით მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთში.

10
თავი I საქართველო უძველეს ხანაში

$1 პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე

ქვის ხანა - სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო


პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
შედეგად აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც უძველესია მთელს
ევრაზიაში. იგი 1.6-1.8 მილიონი წლის წინანდელია. მას პირობითად უწოდეს ზეზვა და მზია. მას
ეწოდება ჰომოერექსტუსი ანუ გამართულად მოსიარულე. ამ აღმოჩენამ შესძრა მთელი მსოფლიო და
თავდაყირა დააყენა იქამდე მსოფლიოში გაბატონებული გაადამიანების პროცესებზე არსებული
შეხედულებები. Eეს აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა ძეგლებთან ერთად
(ახალქალაქის ,,ამირანის გორა", საგარეჯოს რაიონის სოფელი უდაბნო, თერჯოლის რაიონის სოფელი
საკაჟია, სოხუმთან ახლოს იაშთხვა, ფარავნის ტბის მიდამოები), სადაც მიკვლეულია დმანისელი
ადამიანის შემდგომი პერიოდის ძველი ადამიანის ადგილსამყოფელი, იმაზე მეტყველებს, რომ
ჰომოსაპიენსის ანუ გონიერი ადამიანის ფორმირება მოხდა კავკასიაში.
დმანისელ ადამიანთან აღმოჩნდა ძვლები: სირაქლემას, ბიზონის, გიგანტური ირმის, ცხენის,
მარტორქას, სამხრეთული სპილოს, მგლის, დათვის და სხვა. აღმოჩენილი მასალები გვაძლევენ
წარმოდგენას იმ პერიოდის ფლორასა და ფაუნაზე. დმანისელ ადამიანზე უფრო ძველი ჩონჩხები
ნაპოვნია აფრიკაში. როგორც ჩანს, დმანისელი ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე აფრიკიდან უნდა
წამოსულიყო წინა აზიის გავლით.
პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა, ამიტომაც, კაცობრიობის ისტორიის იმ
პერიოდს, როდესაც ძირითადი იარაღი ქვაა, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად:
პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა), ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ,
პალეოლითი იყოფა ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა კაცობრიობის ისტორიაში. იგი იწყება 1.8-1.6
მილიონი წლიდან და ჩამოდის ძვ. წ. 40-35 ათას წლამდე. ამ პერიოდის ნასახლარები მრავლადაა
აღმოჩენილი საქართველოში: დმანისი, კაცხი, ლაშებალთა, ჭიქიანის მთა, წოფი, კუდარო (1 600 მ.) და
წონა (2 100მ.). ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა ცხოვრებას და ის
ერთიანდებოდა სხვა ადამიანებთან. პირველყოფილი ადამიანები 20-30 კაციან პირველყოფილ ჯოგებს
შეადგენდნენ. ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობა იყო. მათ მიერ ქვისგან
დამზადებული იარაღი ძალიან პრიმიტიული იყო. ესენი იყო: ხელცულები, საფხეკები და წვეტანები.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებას. ცეცხლზე შემწვარი ხორცი ხელს უწყობდა ადამიანის
გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.
ქვედა პალეოლითის ბოლოს დაიწყო გამყინვარება, რის გამოც კავკასიაში საგრძნობლად აცივდა.
ჩვენი წინაპრები ჩამოვიდნენ მთიდან და ბარში დასახლდნენ. უპირატესობა მიანიჭეს ისეთ
საცხოვრებლებს, სადაც ბუნებრივი თავშესაფარი არსებობდა. ამ პერიოდის ადამიანის სადგომები
აღმოჩენილია: დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, სამერცხლე კლდეში, სამელე კლდეში და სხვა.
ზედა პალეოლითი დაიწყო ძვ. წ. 40-35 ათასი წლიდან და დამთავრდა ძვ. წ. 14-12 ათასი წლის წინ.
ამ დროისათვის ადამიანი ძირითადად დასავლეთ საქართველოში, უპირატესად მდინარეების _ რიონისა
და ყვირილას აუზში ცხოვრობდა. თანდათან იხვეწება ქვის იარაღი. იქმნება ადამიანთა უფრო მყარი
გაერთიანებები. პირველყოფილი ჯოგი შეცვალა გვაროვნულმა თემმა, რომელშიც ერთიანდებოდნენ
ერთი გვარის მონათესავე წარმომადგენლები. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც
დედის მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის არარსებობა,
შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული მამაკაცები რამდენიმე დღე არ
ბრუნდებოდნენ (ზოგჯერ ხელცარიელიც კი მოდიოდნენ უკან). ყველაფერს შინ დარჩენილი ქალები
აკეთებდნენ. Aმრიგად, ქალების საქმიანობა უფრო შემოსავლიანი და სტაბილური იყო. კაცობრიობის
ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ დედამთავრული გვარი ეწოდა. უკვე პალეოლითის ხანაში

11
ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. არის მოსაზრება, რომ საქართველოში იყო ,,დათვის
კულტი". ამის საბაბს იძლევა გამოქვაბულებში აღმოჩენილი დათვის თავები, რომლებიც საგანგებო
ადგილზე იყო მოთავსებული. ამავე პერიოდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ
ხატვას და ძერწვას.
შემდეგ მოდის მეზოლითის ხანა. რომელიც მოიცავს ძვ. წ. 14-12 ათასი წლიდან მოყოლებული ძვ.
წ. 10-8 ათას წლამდე პერიოდს. ამ დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაპტი, რომელიც
დღეს არსებობს.
მეზოლითს აგრძელებს ნეოლითის ხანა, რომელიც იწყება ძვ. წ. 10-8 ათასი წლიდან და ჩამოდის
ძვ. წ. VI ათასლეულის ბოლომდე. საქართველოს ტერიტორია შედიოდა აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთის ნეოლითურ კულტურაში, რომელიც წინააზიურ ცივილიზაციის ნაწილს
წარმოადგენს. სწორედ ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესში,
რომელიც ნეოლითური რევოლუციის სახელითაა ცნობილი. იწყება მწარმოებლური მეურნეობის
განვითარება. საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მიწას ამუშავებენ ქვის თოხით,
ხის საჩიჩქმნით და რქით. მოსავალს იღებენ კაჟისგან დამზადებული ნამგლის პირებით. ძირითადად ამ
დროისთვის მარცვლეული კულტურებიდან ძირითადად გავრცელებულია ფეტვი. მოყავთ აგრეთვე
ხორბალი და ქერიც. მიწათმოქმედების განვითარება მოითხოვდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას.
გაჩნდა სოფლის ტიპის სამოსახლოები. იწყება პრიმიტიული საცხოვრებლების აგება. უმჯობესდება ქვის
იარაღების დამუშავება. ხდება ქვის გახვრეტა, გახეხვა და გაპრიალება. საფუძველი ეყრება მეთუნეობას.
ის განსაკუთრებით ვითარდება სამეთუნეო დაზგის გამოგონების შემდეგ. ადამიანი იყენებს თიხის
ჭურჭელს. მან ისწავლა რთვა და ქსოვა.
ნეოლითური ხანის ძეგლები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. კერძოდ:
ხუცუბანში, ანასეულში, კისტრიკში, ქობულეთში, თეთრამიწაში, აპიანჩაში, მახვილაურში.
ბრინჯაოს ხანა - განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ქვის იარაღის პარალელურად იწყებს
ლითონის იარაღის გამოყენებას. პირველი ლითონი, რომლისგანაც ამზადებდნენ იარაღს, იყო სპილენძი.
სპილენძი რბილი ლითონია და ადვილად შეიძლებოდა მისი გამოჭედვა. სპილენძისაგან დამზადებული
იარაღი გაცილებით მოსახერხებელი იყო ვიდრე ქვის, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ ფართოდ
გამოიყენებოდა ქვის იარაღი. იმ ხანას, როდესაც ერთდროულად გამოიყენებოდა ქვისა და სპილენძის
იარაღი ენეოლითის ხანა ეწოდება. საქართველოში იგი მოიცავს ძვ.წ. V ათასწლეულს მთლიანად და IV
ათასწლეულის პირველ ნახევარს. ენეოლითის ხანა ლითონების გამოყენებაზე გადასვლას მოასწავებს და
წარმოადგენს ერთგვარ ადრე სამიწათმოქმედო კულტურის განვითარებას. ამ პეიოდის სამოსახლოებია:
შულავერის გორა, ხრამის დიდი გორა, იმირის გორა (ქვემო ქართლი), რომლებიც გაშენებულია
ხელოვნურ ბორცვებზე (,,გორებზე’’) და ეკუთვნის ძვ. წ. აღ. V-IV ათასწლეულებს. დასავლეთ
საქართველოში საცხოვრებლად იყენებდნენ მღვიმეებსაც. აშკარაა, რომ მოსახლეობა უკვე ბინადარ
ცხოვრებას ეწევა. მათ საქმიანობაში წამყვანია მიწათმოქმედება. ამ ხანის ძეგლებზე დადასტურებულია
ურწყავი და სარწყავი მიწათმოქმედების თანაარსებობა. აქაური მოსახლეობა აგრეთვე მისდევდა
მესაქონლეობასაც. უნდა ითქვას, რომ ენეოლითის ხანაში საქართველოში ყალიბდება ბინადარი
მოსახლეობის სამიწათმოქმედო კულტურა, რომელიც ცნობილია შულავერ-შომუთეფეს კულტურის
სახელწოდებით. ამ კულტურის მატარებელი მოსახლეობა ცხოვრობდა ალიზით ნაგებ მრგალ სახლებში,
მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ფეტვი. განვითარებული იყო მესაქონლეობა. არქეოლოგიური მასალა
ძირითადად მიწათმოქმედების დიდ როლზე მიუთითებს. ნასოფლარებზე აღმოჩენილია: ნამგლის
ჩასართები, ხელსაფრქვავის ქვები, როდინები, ძვლისა და რქის თოხები და მიწის საჩიჩქნი იარაღები,
მარცვლეულის შესანახი თიხის ჭურჭლები, ზოგჯერ მარცვლეულის ნაშთით. აღმოჩენილია სადღვებლის
ფრანგმენტებიც, რაც იმას მოწმობს, რომ ამ პერიოდში იცოდნენ რძის პროდუქტების მიღება. მაგრამ აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ მეურნეობის დამხმარე დარგად მაინც რჩება მონადირეობა, შემგროვებლობა და
თევზჭერა.
ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში საქართველოში იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაო
თვითნაბადი სახით ბუნებაში არ არსებობდა. ის მიიღება სპილენძში სხვადასხვა ნივთიერების

12
(ანთიმონი, კალა, დარიშხანი) შერევით. სპილენძისგან განსხვავებით ბრინჯაოს იარაღი გაცილებით
უფრო მაგარია. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად.
ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.
განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა. ამ
პერიოდის ნასახლარებზე აღმოჩენილია თიხის ყალიბები, ქურის ნაშთები. როგორც ჩანს, ხელოსნობის
ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას. მიწის
დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევ ძალად ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი.
შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: იოლი ხდება შორს
მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა კავშირ-ურთიერთობების გაფართოებას.
ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიას. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი
ცვლილებები აისახა საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა
ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამათავრული გვარი)
იკავებს.
ცალკეული გვარები შედგებოდა მონათესავე ოჯახებისაგან. საერთო საგვარეულო საკუთრება იყო
მიწა და საძოვრები, მაგრამ სავარაუდოა, რომ ცალკეული ოჯახები მარტოც ამუშავებდნენ მათთვის
გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს. თუმცა, ოჯახს ჯერ კიდევ არ შეეძლო გვარისაგან დამოუკიდებლად
არსებობა. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით ათასი წელი არსებობდა. აღმოსავლეთ
საქართველოში ბევრგან არის აღმოჩენილი იმდროინდელი ნასახლარები (ქვაცხელები, ხიზანაანთგორა...).
დასავლეთ საქართველოში მტკვარ-არაქსის კულტურა რიონის შუა წელამდე აღწევდა.
მტკვარ-არაქსის კულტურისათვის ერთ-ერთი ყველაზე მახასიათებელი გახლავთ შავლაკიანი
ხელით ნაკეთები ჭურჭელი. რაც შეეხება დაკრძალვის წესს გავრცელებული იყო ინდივიდუალური
საფლავები, რომლებიც ძირითადად ქვის ყუთებში იყვნენ დაკრძალულნი. გვხდება, სახლის იატაკის ქვეშ
ბავშვების დაკრძალვის ფაქტებიც.
მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე დაბლობში
სამოსახლოები მიტოვებულია და ინტენსიურად ხდება ათვისება მთისწინა და მთიანი რაიონებისა.
სახეზე გვაქვს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცვლილებები. ეს დაკავშირებული უნდა იყოს
მიგრაციასთან. საქართველოს ტერიტორიაზე მოსულმა სხვა ეთნიკურმა ტომებმა მოიტანეს მათი
ყოფისათვის დამახასიათებელი ელემენტები, რომელიც გაიზიარეს ქართველურმა ტომებმაც. მაგრამ ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ქართველური ტომები მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. პირიქით, დროთა
განმავლობაში მოსულთა ასიმილაცია უნდა მოეხდინათ მათ. მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ ყოველივე ამან
განაპირობა გლობალური ცვლილებები და მტკვარ-არაქსის კულტურის საფუძველზე ახალი,
თრიალეთის შუაბრინჯაოს კულტურა ჩამოყალიბდა.
მტკვარ-არაქსის კულტურა შეცვალა ახალმა კულტურამ, რომლისათვის დამახასიათებელია
დაკრძალვის განსხვავებული წესი _ ყორღანული სამარხები. ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა
ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ვრცელდება ბედენური კულტურა (ეს სახელი
მომდინარეობს ქვემო ქართლი აღმოჩენილ ბედენის გორასამარხებიდან). ამ პერიოდის ნასხლარები
აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე მთის ზოლში (ბერიკლდეების ნასახლარები). კიდევ უფრო
ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე გავრცელებული
იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან
შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის
მძივები. წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება.
შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი
ყორღანების არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10-15 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა.
ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი დარბაზი (სიმაღლე 6 მ. ფართობი 150 კვ.მ.). ამ
ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. ყორღანებში
კრძალავდნენ ტომის ბელადებს, ცალკეული გვარის წინამძღოლებს. წესად იყო მიღებული
მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცლით დასაფლავება. ყორღანებში გვხდება

13
მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთი: ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი, კერამიკული
ნაწარმი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები. თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში
აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია სარდიონისა და მინის თვლებით. ძალიან
საინტერესოა ვერცხლის სასმისი, რომელზეც რიტუალური სცენაა აღბეჭდილი. ასეთივე რიტუალური
სცენაა მეორე ვერცხლის სასმისზე. ქვედა რიგში გამოსახულნი არიან ირმები, ზედაზე კი 22 ადამიანის
ფიგურაა, რომლებიც თითქოს მიემართებიან ცენტრში სკამზე მჯდომი ადამიანისკენ. გამოთქმულია
მოსაზრება, რომ ესენი არიან ქურუმები.
ძალიან განვითარებულია ამ დროს ხის დამუშავება. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში
იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლეთ ქართული და დასავლეთ ქართული
გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურა. განსაკუთრებით ცნობილია კოლხური კულტურა, რომლის ძირითად
მახასიათებელს წარმოადგენს კოლხური ცული, თოხი და ტყის გასაკაფი იარაღი. საკუთრივ კოლხური
კულტურა ჩაისახა კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რასაც ხელი შეუწყო ჭოროხის აუზში
სპილენძის მადნების სიუხვემ და წინააზიურ სამყაროსთან სიახლოვემ. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში
კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც.
რკინის ფართო გავრცელება ძვ.წ. VIII საუკუნიდან იწყება.
მეურნეობის განვითარებამ გამოიწვია გვაროვნული თემის დაშლა. ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ
სხვა გვარის ტერიტორიაზეც კი დამოუკიდებლად იცხოვრონ. გვაროვნული თემი იცვლება სამეზობლო
თემით. ამ დროსვე ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარებამ წარმოშვა ჭარბი პროდუქტი და
იწყება მათი ერთმანეთში გაცვლა. ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი მდიდარს სთხოვს
დახმარებას და სანაცვლოდ რაიმეს სთავაზობს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და
მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი ცდილობენ ბელადის არჩევნები მემკვიდრეობითი
გახადონ. ხშირია ტომებს შორის ომები. თუ ადრე გამარჯვებულები ალაფს თანაბრად იყოფდნენ, ეხლა
მას მხოლოდ არისტოკრატია ითვისებს. ტყვეებს მონებად აქცევენ. იქმნება ტომთა კავშირები.

თავი II საქართველო ძველი წელთაღრიცხვის II და I ათასწლეულის პირველ ნახევარში LO

$1 ქართველ ტომთა უძველესი გაერთიანებები და პირველი სახელმწიფოები

ქართველი ტომები ძვ.წ. II ათასწლეულში. უძველესი ცნობები ქართველი ტომებისა და ტომთა


კავშირების შესახებ შემონახულია ძველ აღმოსავლურ წყაროებში: ხეთურ, ასურულ და ურარტულ
წარწერებში. ამ წყაროებში მოხსენიებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამი დიდი
გაერთიანება კილხა (ანუ კოლხა), დიაოხი, რომელიც ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული
დაიაენია და სასპერები.
კარგათ, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა პირობებში და სახელმწიფოთA შორის კონკურენციის
პირობებში უწევდა ქართველ ტომებს და მათ პირველ სახელმწიფოებრივ გაერთიანებეს არსებობა, თვალი
გადავავლოთ ძვ.წ. II ათასწლეულში საქართველოს მეზობლად არსებულ სახელმწიფოებს, რომელიც
დაგვეხმარება კარგად შევიგრძნოთ იმ პერიოდის გეოპოლიტიკის მაჯისცემა. ქართულ ტომებთან
ურთიერთობა ჰქონდათ წინა აზიის უძლიერეს ხათი-ხეთების სახელმწიფოსთან.
წინა აზია გეოგრაფიულად მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას. მასში შედის: მცირე აზია,
არაბეთის ნახევარკუნძული, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, მესოპოტამია და თანამედროვე

14
ირანის ტერიტორია. წინა აზიის აღმოსავლეთით მდებარეობს ირანის ზეგანი, ხოლო დასავლეთით კი _
ანატოლიის ზეგანი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება კაპადოკია. წინა აზიაში ნალექიანობის
სიმცირის გამო მიწათმოქმედება სუსტად იყო განვითარებული.
წინა აზიაზე გამავალმა სავაჭრო გზებმა რამდენადმე განაპირობეს ამ რეგიონის ათვისება. ძვ.წ. II
ათასწლეულში ამ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა სახელმწიფოები, რომელთა შორის აღსანიშნავია
ხეთების ქალაქ-სახელმწიფოები. ხეთები ძირითადად მცირე აზიაში ცხოვრობდნენ და თავიდან ათამდე
ქალაქ-სახელმწიფო ქონდათ ჩამოყალიბებული.
ამ ქალაქებს შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის, რომელიც ძვ.წ. XVIII საუკუნეში
დამთავრდა. პირველობისათვის ატეხილ ბრძოლებში გაიმარჯვა ქუსარას მეფემ და ერთიან ხეთურ
სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი.
განსაკუთრებით გაძლიერდა ხეთების სამეფო მეფე ლაბარნას პერიოდში, რომელმაც დაიპყრო
ჩრდილოეთ სირია, ბაბილონი და შეიჭრა ეგვიპტეში.
ძვ.წ. XV საუკუნეში ხეთების სამეფო დასუსტდა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო
ხეთების მიერ დაპყრობილი ხალხების აჯანყებებით. ეს გამოიყენა ეგვიპტის სამეფომაც და ხეთები
გამოაძევა სირიიდან.
ძვ.წ. XIV საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ. მათ მოახერხეს მცირე აზიაში ძველი
სამფლობელოების შემოერთება და დაიწყეს ბრძოლა სირიისათვის ეგვიპტელების წინააღმდეგ. ბრძოლა
ურთიერთშეთანხმებით დასრულდა. ხეთებს ერგოთ ჩრდილოეთი სირია, ეგვიპტელებს კი სამხრეთი.
ძვ.წ. 1200 წლისათვის ხეთების სამეფო საკმაოდ დასუსტებული იყო. მისთვის გამანადგურებელი
აღმოჩნდა ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან მოსული ე.წ. ,,ზღვის ხალხების‖ თავდასხმები და მან როგორც
სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
ხეთებს ბრძოლები ჰქონდათ ასევე ქასქების (ქაშქების) ტომებთან, ქასქების გვერდით
ცხოვრობდნენ მუშქები. ისინი ქართულ ტომებს წარმოადგენდნენ.
ძვ.წ. XII საუკუნეში მუშქები სამხრეთისკენ გაიჭრენ და მოუხდათ შეტაკება ასურელებთან.
რაც შეეხება ასურეთს იგი იმ პერიოდის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო გახლდათ და დიდ
როლს თამაშობდნენ ქართულ სახელმწიფოთა ისტორიაშიც.
ასურეთის სამეფოს დიდი ისტორია აქვს. ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევარში მდინარე ტიგროსის
შუა წელზე დასახლდნენ სემიტური ტომები, რომლებმაც აქ ააშენეს ქალაქი ასური. მალე ამ ქალაქის
ირგვლივ შეიქმნა სახელმწიფო, რომლის ცენტრადაც ასური იქცა. ქალაქის სახელი _ ასურეთი, მალე
მთელ სახელმწიფოზე გავრცელდა. ძველ ბერძნულ წყაროებში ამ სახელმწიფოს უკვე ასურეთის სახელით
მოიხსენიებენ.
ძვ. წ. XIII საუკუნეში, მას შემდეგ რაც დაეცა მითანას სახელმწიფო, ასურეთმა შეძლო ნელ-ნელა
შემოეერთებინა მისი ჩრდილოეთი ნაწილი. ასურელი მეფეები (ტიგლათფილესერ I, ტუკულთი-ნინურთა
I და სხვა) თავიანთ წყაროებში ასახელებენ სამ დიდ დაჯგუგებას, რომლებთანაც მათ უწევდათ
ბრძოლები, ესენია: სუბართუს, ნაირისა და ზემო ზღვის ქვეყნ3ები. სუბართუს სახით ასურელებს წინ
აღუდგა ხურიტული გაერთიანება. ნაირის ქვეყნების სახით მათ წინ აღუდგა ძირითადად მდინარე
ევფრატის, ყარა სუსა და მურად სუს მიდამოებში მცხოვრები ხალხები. მათი ეთნიკური ვინაობის
საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას იძლევა ტიგლათ ფილესერ I, როდესაც საუბრობს, რომ ის
შეებრძოლა ნაირის ქვეყნების 23 მეფეს, რომლის დასახმარებლად მოსულა ნაირის 60 ქვეყნის მეფე.
გიორგი მელიქიშვილი ამ 60 ქვეყანას კილხის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. ნაირის დაპყრობილ
ქვეყნებს შორის ასურეთის მეფე მოიხსენებს დაიაენს. ნაირის ქვეყნებში ჩვენ ძირითადად ქართველური
წარმოშობის ტომები უნდა ვიგულისხმოთ. რაც შეეხება `ზემო ზღვას‖, მასში ისტორიკოსები ძირითადად
შავ ზღვას გულისხმობენ.
ასურეთის მეფე ტიგლათბილისერ I სიამაყით იუწყება, რომ შეებრძოლა 20 000 მუშქს, რომელსაც 5
მეფე ხელმძღვანელობდა. დაამარცხა ისინი და 6 000 კაცი ტყვედ ჩაიგდო. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს
მუშქების რამდენიმე ტომის გაერთიანებასთან, ,,მეფეში" ალბათ ტომის ბელადი უნდა ვიგულისხმოდ.

15
ძვ.წ. 1112 წელს ტიგლათფილესერმა ჩრდილოეთისკენ ილაშქრა და წერს, რომ ყველა მეფე
დავატყვევე და შევიწყალეო, დაიაენის მეფე სიენი, რომელიც არ ემორჩილებოდა ღვთაება ასურს
შევიპყარი, ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალეო. ეს არის დაიაენის (ურარტული წყაროების
მიხედვით დიაოხის) პირველი მოხსენიება.
დაიაენის ტოპონომიკა ხურიტულ მითანური წარმომავლობისაა. სავარაუდოა, რომ იგი ადრე
მითანის სამეფოს ნაწილი იყო. ძვ.წ.ა. XIII საუკუნის ბოლოს ასურეთის მეფე თუქულთი ნინურტა
პირველს (1245-1209) ბრძოლა მოუხდა ნაირის 40 ქვეყნის გაერთიანებასთან, რომელთა სათავეში დიაოხს
ვხედავთ. ეს მეტყველებს მის პოლიტიკურ პირველობაზე.
ასურეთის სახელმწიფო სამხედრო ყაიდაზე იყო მოწყობილი, როგორც ძირითადად ყველა ძველი
სახელმწიფო. მაგრამ მათგან განსხვავებით ასურელებს ჰყავდათ ძლიერი სამხედრო ძალები, რომლებიც
კარგათ შეიარაღებულნი იყვნენ. ასურეთის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი
შედგებოდა რკინის იარაღით აღჭურვილი და ცხენიან საომარ ეტლებში მსხდომი მებრძოლებისაგან.
ასურელმა მეფეებმა ჯარში მკაცრი სამხედრო დისციპლინა დაამყარეს. ასურელი მეომრები
გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, რომლებიც ანადგურებდნენ ქალაქებსა და სოფლებს.
ისინი განურჩევლად ხოცავდნენ ყველას, მიუხედავად მათი ასაკისა და სქესისა.
ასურელებმა მიზანმიმართულად შეძლეს მთელი აღმოსავლეთის საშუამავლო ვაჭრობის ხელში
ჩაგდება. ანატოლიის ზეგანზე და მცირე აზიაში მათ დააარსეს 120-მდე სავაჭრო ახალშენი, რომლიდანაც
უზარმაზარი შემოსავალი შემოდიოდა. განსაკუთრებული წარმატება ასურეთმა მოიპოვა ძვ.წ. I
ათასწლეულში. ასურელებმა მათთვის ჩვეული სისასტიკით დალაშქრეს ფინიკია, სირია, ისრაელი და
ბაბილონი. ქვეყანამ თავისი განვითარების ზენიტს მიაღწია ძვ. წ. IX-VII საუკუნეებში. ბაბილონზე
არაერთგზის თავდასხმის შემდეგ ძვ. წ. I ათასწლეულში ასურეთის მეფეებმა შექმნეს ერთიანი _ ასურეთ-
ბაბილონის სამეფო. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის მბრძანებელმა სარგის II-ემ სასტიკად დასაჯა
ასურეთის წინააღმდეგ აჯანყებული ხალხები. მან ისრაელიდან 24 ათასზე მეტი ებრაელი ასურეთში
გადაასახლა. ასურეთის სახელმწიფოს დიდი დარტყმა მიაყენა ურარტუმ, რომლის შედეგადაც ასურეთმა
საკუთარი მიწების ნაწილი დაკარგა.
ასურეთი დაწინაურდა მეფე ასურბანიფალის დროს. ასურბანიფალის სიკვდილის შემდეგ დაიწყო
ასურეთის სახელმწიფოს დაცემა. ამით ისარგებლეს მის მეზობლად მყოფმა სახელმწიფოებმა მიდიამ და
ბაბილონმა, რომლებმაც ერთობლივი ძალებით შეუტიეს და გარკვეულ წილად დაასუსტეს ასურეთი. ძვ.წ.
605 წელს ასურეთი საბოლოოდ დაეცა, რომელშიც ლომის წილი ეკუთვნოდა მიდიის სამეფოს.
ასურეთის სახელმწიფოს დაცემამდე, ძვ.წ. VII საუკუნის დასაწყისში ასურეთის დედაქალაქი
გადატანილ იქნა ნინევიაში, რომელიც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზესი ქალაქი იყო.
ასურბანიფალის ბრძანებით ნინევიაში მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა დაარსდა. მისივე ბრძანებით
ასურელმა მეცნიერებმა დაიწყეს ასურეთის ძველ მეფეთა ბრძანებების, შუმერების, აქადელებისა და
ბაბილონელების ლიტერატურული ნაწარმოებების, ჰიმნებისა და ლოცვების შეგროვება. ნინევიის
ნანგრევებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს 30 000 ,,თიხის წიგნი‖, რომელიც უძვირფასესი მასალა გახლავთ
ძველი მსოფლიოს კულტურის კვლევით დაინტერესებული პირებისათვის.
დიაოხი და კოლხა. ასურეთის მეფეები ლაშქრობდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით, სადაც მათ
ძირითადად მუშქების, ქაშქების წინააღმდეგ უხდებოდათ ბრძოლები, რაც მათვის იძულებითი
თავდაცვით იყო განპირობებული.
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ საუკუნეში ამიერკავკასიის სამხრეთ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა
პატარა სახელმწიფოები, რამაც ხელი შეუწყო დიაოხის გაძლიერებას, მაგრამ ყოველივე ეს დროებითი
იყო, რადგან IX საუკუნეში მისდამი აგრესიულად განწყობილი ასურეთი მომძლავრდა, ხოლო მეორე
მხრივ დიაოხს გაუმეზობლდა ურარტუს ძლიერი სამეფო.
ურარტუს ტერიტორია მდებარეობდა ასურეთის სამეფოს ჩრდილოეთით, ამიერკავკასიის
სამხრეთით და ურმისა და ვანის ტბების მიდამოებში. მისი დედაქალაქი ტუშპა ვანის ტბის აღმოსავლეთ
სანაპიროზე მდებარეობდა. ურარტუელებსა და ასურელებს შორის ტერიტორიული სიახლოვის გამო ამ

16
ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხასიათის ურთიერთობა იყო. მათ შორის
ხშირი იყო ომები.
ურარტუს მოსახლეობა ხურიტების და მითანელების მონათესავე ხალხია. მისი აღზევება
რამდენადმე განაპირობა ძვ.წ. XIII-XI საუკუნეებში შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ. ასურეთის
სახელმწიფოს განსაკუთრებულმა სისასტიკემ, რომელსაც ის იჩენდა ურარტუელთა მიმართ, ცხადყო, რომ
საჭირო იყო ურარტუელებს ჩამოეყალიბებიათ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ისინი
დაუპირისპირებდნენ ასურეთის მეფეების აგრესიას.
სწორედ ამით იყო ნაკარნახევი, რომ ურარტუელების მიერ ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში ერთიანი
სახელმწიფოსა და მრავალრიცხოვანი კარგად შეიარაღებული ჯარის შექმნა.
ასურეთ-ურარტუს ბრძოლები ხანგრძლივი აღმოჩნდა. ურარტუს ყველაზე ძლიერი
მოწინააღმდეგე ჩრდილოეთით იყო დიაოხი. სწორედ ამიტომ, დიაოხის მეფე ასიამ მხარი დაუჭირა
უფრო შორს მყოფ ასურეთს და ასურეთის მეფე სალმანასარ III დაახლოებით ძვ. წ. ა. 845 წელს იგი
ძღვენით ეახლა მას. მაგრამ ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტო აღმოჩნდა მრისხანე მტრის
წინააღმდეგ. დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლები აღწერილია ურარტუს მეფის მენუას წარწერებში.
ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში რამდენჯერმე დალაშქრეს დიაოხი.
დიაოხის მეფე უტუფურსი ურარტუს წინააღმდეგ გამუდმებით აჯანყებებს აწყობდა.
მენუას მეფობის დროს ურარტუმ დიდი დარტყმა მიაყენა დიაოხის ქვეყანა. არგიშთი პირველმა
დიდი ბრძოლები გადაიხადა დიაოხთან. პირველი შეტაკება მეფობის მეორე წელსვე უნდა მომხდრიყო
(785 წ.). ამ ლაშქრობის შესახებ ცნობები დაცულია ვანის კლდეზე არსებლ წარწერებში. დიაოხს, ამ
ბრძოლაში მოკავშირეები გამოუჩნდა სამხრეთ ამიერკავკასიის ხალხების სახით. მათ შორის აღსანიშნავია
ლოსა (ლაზები), ვიტერუხი (ოძრახენი), ქათარზა (კლარჯნი) და სხვ.
დიაოხის მეფე უტუფურსმა იკისრა ხარკი 41 მინა სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი 10 000 მინა
სპილენძი. (მინა ურარტული საზომი ერთეულია, უდრის 505 გრამს), 1000 ცხენი, 300 მსხვილფეხა
პირუტყვი. ეს ხარკი მას ყოველწლიურად უნდა ეხადა, მაგრამ მისი ოდენობა შემდგომ წლებში
საგრძნობლად მცირდებოდა. ხარკის ეს რაოდენობა უტყუარი დასტურია დიაოხის ქვეყნის ეკონომიკური
სიძლიერისა, რომელიც არგიშთი პირველის დროსაც ინარჩუნებდა თავის სიძლიერეს. აქ
განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა და მეტალურგია. არგიშთი პირველის მიზანს
შეადგენდა დიაოხი ურარტუს რიგით პროვინციად გადაექცია, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მისი მეფობის
მე-19 წელს დიაოხის მეფე უტუფურსი, ძვ. წ. 768 წელს, მას კვლავ აუჯანყდა. არგიშთი პირველი კლდეზე
ამოკვეთილ წარწერაში საუბრობს, რომ: ,,შევევედრე მე ღვთაება ხალდის, მეუფეს, ღვთაება თეიშებას,
ღვთაება შივინის, ბიაინილის ქვეყნის ყველა ღმერთს იმის შესახებ რაც სურდა მომემოქმედა მეუფის
სიდიადოთ..."
აქ წყდება ურარტული წარწერები დიაოხის შესახებ. Bუნებრივია, ყოველივე ამან საგრძნობლად
დაასუსტა დიაოხის სახელმწიფო.
ძვ.წ. 750-748 წლებში ურარტუს მეფემ სარდურ II-ემ ილაშქრა ჩრდილოეთით. ამჯერად მისი
მოწინააღმდეგე იყო კოლხას ქვეყანა. როგორც ჩანს, დიაოხი დასუსტდა და ძვ.წ. VIII საუკუნის 60-იან
წლებში განადგურდა. მისი ნაწილი კოლხამ დაიკავა, ნაწილი კი ურარტუმ. ამრიგად კოლხა და ურარტუ
დამეზობლდნენ. კოლხა სარდურ II-ის (764-735 წ.წ.) მართველობის პერიოდში ძლიერი სახელმწიფოა, მან
თავის გავლენის ქვეშ მოაქცია დიაოხის მოკავშირენი და უშუალოდ შემოიერთა დიაოხის ჩრდილო
რაიონების ნაწილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა
მკლევარმა თ. მიქელაძემ. მისი აზრით, დაიაენის სამეფოს არავითარი დაყოფა არ მომხდარა. მკლევარის
მოსაზრებით, ძველ ბერძნულ წყაროებში მოხსენებული `აია‖, ძველაღმოსავლურ ეპიგრაფიკულ
ძეგლებში მოხსენიებული დაიაენი და ურარტული წყაროების კულხა ერთიდაიგივე სახელმწიფოა. თ.
მიქელაძის ვარაუდით, ამ ქვეყნის სათავეში ჯერ ჰეგემონობდა პროვინცია (ან შეიძლება დინასტია)
დიაოხი და შემდეგ იგი შეიცვალა კოლხათი. მეცნიერს აღნიშნული მოსაზრება მრავალი არგუმენტით
აქვს გამყარებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეისათვის იგი მაინც ჰიპოტეზად ითვლება და ქართულ
ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრება არ გახლავთ.

17
ურარტუს მეფემ სარდურ II-ემ ძვ.წ. 747-741 წლებში ილაშქრა კოლხას წინააღმდეგ. აიღო სამეფო
ქალაქი ილდამუსა და გაჟლიტა მეფისნაცვლები.
სარდურ II ჩანაწერებში კოლხას სახელმწიფოს მეთაურად მეფეა მოხსენიებული. ამ პერიოდის
კოლხეთში საკმაოდ განვითარებულია ეკონომიკა. ამას ადასტურებს კოლხაში ურარტუელთა
ლაშქრობისას ლურსმული წყაროებში დაცული ცნობები, სადაც ნადავლის ფანტასტიკური ციფრებია
დასახელებული, კერძოდ 1500 ცხენი, 17300 მსხვილფეხა და 31600 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
კოლხაში განვითარებულია მეტალურგიაც.
ქართული ისტორიოგრაფია იმდროინდელი კოლხური სამეფოს ცენტრის 2 არეალს მოიხსენიებს.
პირველად კოლხეთი თავისი დედაქალაქით შედარებით სამხრეთით უნდა მივიჩნიოთ, კერძოდ,
ჭოროხის აუზში. რითაც უფრო გასაგები ხდება ურარტუსთან კოლხეთის ურთიერთობების ინტენსიური
ხასიათი. სწორედ ჭოროხის აუზი უნდა იყოს ძველი კოლხური კულტურის სამშობლო. შესაძლებელია
კოლხეთის სამეფოს გაძლიერება-გაფართოების შემდეგ მის დედაქალაქს მდინარე ფაზისის (რიონის)
მიდამოებში გადაინაცვლა.
კოლხეთისთვის ურარტუელებთან ბრძოლა მძიმე იყო. მაგრამ სასიკვდილო დარტყმა მას მიაყენეს
ძვ.წ. VIII საუკუნის 20-იან წლებში შავი ზღვის აღმოსავლეთიდან მოსულმა კიმერიელებმა, ხოლო 50-60
წლის შემდეგ კასპიის ზღვის დასავლეთიდან მოსულმა სკვითებმა. თუმც კოლხეთს ჰქონდა აღმავლობის
პერიოდიც, რაც დასტურდება თქმულებით არგონავტების შესახებ, რომელიც დაცულია აპოლონიოს
როდოსელის (ძვ.წ. III ს.) ,,არგონავტიკაში" და ევრიპიდეს (ძვ.წ. V ს.) ,,მედეაში". არგონავტების
მოგზაურობა მოხდა ტროას ომამდე (ძვ.წ. XIII ს-ში). 1984 წელს ინგლისელმა მეცნიერმა და მოგზაურმა
ტიმ სევერინმა ისეთივე გემით, როგორითაც ძველი ბერძნები დაცურავდნენ, მოაწყო ექსპედიცია
არგონავტების მარშუტის მიხედვით. მან დაადასტურა, რომ იმ შორეულ ეპოქაში სავსებით შესაძლებელი
იყო ასეთი ნაოსნობის მოწყობა. არქეოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა ძვ.წ. XIV-XII საუკუნეებში
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქართველ ტომთა ძლიერი გაერთიანებების არსებობა. ძალიან
საინტერესოა თქმულება არგონავტების შესახებ, რომელშიც მრავალი რეალურ-ისტორიული ფაქტია
ასახული. ამ თქმულებაში საუბარია, რომ: ორქომენის მეფე ათამანტს ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა 2
შვილი: ფრიქსე და ჰელე. ათამანტმა უღალატა მეუღლეს და დაქორწინდა ინოზე, რომელმაც გადაწყვიტა
გერების თავიდან მოშორება. სამეფოს როცა გაჭირვების ხანა დაუდგა, ინოს შთაგონებით გადაწყდა მეფის
ძის ფრიქსეს მსხვერპლად შეწირვა. მეფე თანახმა იყო, მაგრამ ფრიქსეს მხსნელად მისი დედა-ქალღმერთი
ნეფელი მოევლინა, რომელმაც ოქროს მატყლიანი ვერძით გამოსტაცა დედინაცვალს ფრიქსე და ჰელე და
შორს ჩრდილოეთისაკენ გააფრინა. გზაში ჰელე გადმოვარდა და დაიხრჩო ზღვაში. ამ ადგილს
ამიერიდან ჰელესპონტი-ჰელეს ზღვა ეწოდა (დღევანდელი დარდანელის სრუტე). ღვთაებრივი ცხვარი
ფრიქსესთან ერთად დაეშვა კოლხეთში. აქ მეფობდა მზის ღმერთის გელიოსის შვილი აიეტი. მან ფრიქსეს
თავისი ქალიშვილი ქალკიოპე მიათხოვა. ვერძი ზევს შესწირეს, ხოლო ოქროს საწმისს დარაჯად
ურჩხული დაუყენეს. ამ ამბავმა საბერძნეთშიც ჩააღწია. ათამანტის შთამომავლებმა გადაწყვიტეს
დაებრუნებინათ ოქროს საწმისი. ამგვარად, იაზონის მეთაურობით 50 კაცი მოვიდა "არგოთი" კოლხეთს.
აიეტმა მიიღო ბერძნები და 3 დავალება მისცა საწმისის სანაცვლოდ იაზონს: ,,სპილენძის ჩლიქებიან,
ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მიწა მოახნევინე, ურჩხული მოკალი და მისი კბილები დათესეო, ამ
ნათესიდან ამოსული დევგმირები დახოცეო’’. იაზონი შეიყვარა აიეტის ქალმა მედეამ, რომლის
დახმარებითაც ბერძნებმა შეძლეს დავალების შესრულება. აიეტი მაინც არ აძლევდა ოქროს საწმისს,
მაგრამ მედეას დახმარებით იაზონმა შეძლო მოეპარა იგი. ბერძნები მედეასთან ერთად გაიქცნენ, გზაში
მათ წამოეწიათ კოლხი მდევრები, მედეას ძმის აფსირტეს მეთაურობით. ბერძნებმა მდევარი დაამარცხეს,
ბრძოლაში აფსირტეც დაიღუპა. აი, ასეთია მითის ძირითადი შინაარსი. ამ ლეგენდის თანახმად
არსებობდა ძლიერი და მდიდარი კოლხას სახელმწიფო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ბერძნებზე. საყურადღებოა, რომ ბერძნები, რომლებიც ყველა არაბერძენს ,,ბარბაროსს" უწოდებდნენ და
ზემოდან დასცქეროდნენ, დიდი პატივისცემით მოიხსენიებდნენ მეფე აიეტს და მის სამეფოსაც. მეფე
აიეტი მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი იყო. მისი სამეფო ბერძნული სამყაროს ღირსეულ პარტნიორად
აღიქმებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ იაზონთან ერთად ბევრი ბერძენი გმირი მონაწილეობდა ამ

18
მოგზაურობაში. რაც შეეხება ბერძნების მიერ კოლხეთიდან მოტაცებულ ოქროს საწმისს, ძნელია ზუსტად
თქმა თუ რას წარმოადგენდა იგი. Eეს, შესაძლოა, ოქროს მოპოვების ძველი წესი ყოფილიყო.
კიმერიელები და სკვითები. სკვითები (ირანული წარმოშობის ტომები), რომლებიც ცენტრალურ
აზიაში ცხოვრობდნენ, წამოვიდნენ და ილაშქრეს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. სკვითებმა
დაამარცხეს აქ მცხოვრები კიმერიელები (თრაკიული ტომები). ეს უკანასკნელნი თავის გადარჩენის
მიზნით სამხრეთისკენ დაიძრენ. მათი ლაშქარი ძირითადად იყო ცხენოსანი. კიმერიელებმა ილაშქრეს
კავკასიაში და მცირე აზიაში, მათ კი ფეხდაფეხ მოყვებოდნენ სკვითები. კიმერიელთა შესახებ ცნობებს
გვაწვდის ასურეთის მეფე სარგონ II (722-705 წ.წ.), რომლის თანახმადაც დაახლოებით 715 წელს
კიმერიელებმა სასტიკად დაამარცხეს ურარტუელები და ასურლები. მაგრამ პირველი დარტყმა მიიღო
კოლხამ. მან ამ დარტყმას ვერ გაუძლო და არსებობა შეწყვიტა.
ძვ.წ. VIII საუკუნეში მცირე აზიის ნ.კ-ზე ძლიერდება ფრიგიის სამეფო. ფრიგიელები თავის
დროზე აქ ძვ.წ. II ათასწლეულში მოვიდნენ ევროპიდან და გარკვეული როლი შეასრულეს ხეთების
განადგურებაში. ფრიგიის მეფეს ბერძნები მუშქების მეფედ მოიხსენიებენ. ალბათ ეს იმით იყო
გამოწვეული, რომ მუშქები ამ სახელმწიფოში დიდ როლს თამაშობდნენ.
ძვ.წ. 676 წელს ურარტუმ კიმერიელთა დახმარებით გაანადგურა მუშქების სამეფო. სწორედ ამის
შემდეგ დაიძრენ მუშქები ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
შემოვიდნენ. არც ასურეთსა და ურარტუს ეწერა დიდი დღე. ნელ-ნელა ძლიერდებოდა მიდია.
მიდიელები ირანის ზეგანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. მიდიამ ჯერ ასურეთი
გაანადგურა (ბაბილონის სამეფოსთან ერთად) ძვ. წ. 605 წ. ხოლო შემდეგ, ძვ.წ. 590 წელს-ურარტუ.
ამის შემდეგ დაწინაურდა ანატოლიის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბებული
სპარსეთის სამეფო. ის თავიდან მიდიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სპარსეთს აქემენიდების
საგვარეულო მართავდა. სპარსეთი მეფე კიროსმა ძვ.წ 550 წელს დაამარცხა მიდია და მან მიდიისა და
სპარსეთის მეფის ტიტული მიიღო და საფუძველი ჩაუყარა აქემენიდთა მმართველობას.
კიროსის ჯარმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო ბაბილონი. კიროსმა ამის შემდეგ დაიკავა
პალესტინა, ფინიკია და შორეული ინდოეთის დასავლეთი მიწები მდინარე ინდამდე. კიდევ უფრო
გაფარდოვდა სპარსეთის სამეფოს საზღვრები კიროსის ვაჟის მიერ, რომელმაც ძვ.წ. 525 წელს დაიპყრო
ეგვიპტე და ფარაონის ტიტულიც კი მიიღო.
აქემენიდური სპარსეთის იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა დარიოს I-ის მეფობის ხანაში (ძვ.წ.
522-486 წწ). დარიოსმა მთელი სამეფო სატრაპიებად ანუ სამეფისნაცვლოებად დაჰყო, რომელსაც
სათავეში სპარსელი _ სატრაპები ჩაუყენა. სატრაპი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. იგი თავის
ტერიტორიაზე აგროვებდა ჯარს და მოსახეობისაგან იღებდა გადასახადებს, რომელსაც ქვეყნის ერთაინ
ხაზინას აბარებდა. სატრაპი იყო უმაღლესი მსაჯული და შეეძლო ფულიც მოეჭრა. აქემენიდური
სპარსეთი დარიოს I-ის დროს 20 სატრაპოდ იყო დაყოფილი.
დარიოსის მიერ გამოცემული კანონები ყველა სპარსელს ყოველგვარი გადასახადებისაგან
ათავისუფლებდა. მათ ჰქონდა მიწები, შეეძლოთ ემსახურათ მეფის ჯარში და ალაფის განაწილებაში
მიეღოთ მონაწილეობა. ამით ისინი კიდევ უფრო გაიუმჯობესებდნენ ეკონომიკურ მდგომარეობას მათ
მიერ დაპყრობილ ხალხებთან შედარებით. გარდა ამისა ეთნიკურ სპარსელებს მეფის მიერ გამოცემული
კანონების თანახმად შეეძლოთ გამხდარიყვნენ ვაჭრები, ხელოსნები, მიწათმოქმედები, მოხელეები და
სხვ. დარიოსმა განაგრძო კიროსის მიერ დაწყებული ინდოეთის დაპყრობა და მთელი დასავლეთ
ინდოეთი დაიკავა. ამრიგად, სპარსეთის იმპერია გადაიჭიმა ინდოეთიდან ხმელთაშუაზღვის
აღმოსავლეთ სანაპირომდე.

19
თავი III საქართველო ძველი წელთაღრიცხვის VI _ IV საუკუნეებში

$1 კოლხეთის სამეფო ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში

კიმერიელებისა და სკვითების გამანადგურებელმა შემოსევებმა და მცირე აზიაში


განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა ქართველი ტომების შემდგომი განვითარება. თუმცა, ეს
დროებითი მოვლენა იყო. დასავლეთ საქართველოში კვლავ ყალიბდება სახელმწიფო, რომელიც
ქართული ტომის კოლხების სახელს უკავშირდება. კოლხების შესახებ ცნობები მოგვეპოვება ძველი
ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს ნაშრომებში, რომელიც სასპერებსა და კოლხებს მიდიელებისა და
სპარსელების გვერდით მოიხსენიებს, რაც ამ ქართული ტომის სიძლიერეზე მიუთითებს. სასპერები
ძველი ქართული ტომი იყო, რომლებმაც ძლიერების მწვერვალს მიაღწიეს ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში.
რაც შეეხება კოლხეთის საძღვარს ამასან დაკავშირებით მოგვეპოვება ჩვენ ჰეროდოტეს ცნობა. ის
წერს, რომ ,,მეოტიდის ტბიდან (ე.ი. აზოვის ზღვიდან) ვიდრე მდინარე ფაზისამდე (რიონი) და კოლხთა
სამფლობელოებამდე ოცდაათი დღის სავალია კარგი, მსუბუქად ჩაცმული ქვეითისათვის‖. ახ. წ. V
საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსი, კი საუბრობს, რომ დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლისიდან (დღევ.
სოხუმი) ვიდრე მდინარე აფსარამდე (დღევ. ჭოროხი) ძველად ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც კოლხებს
ეძახდნენ. დაახლოებით ამავე საძღვრებში მოიაზრებს კოლხეთის სამეფოს სხვა ანტიკური პერიოდის
ავტორებიც (სკილაქს კარიანდელი, აპოლონ როდოსელი, სტრაბონი დას ხვ.). ამრიგად, კოლხეთი,
როგორც ჩანს, მოიცავდა სივრცეს მეოტიდის ტბიდან (აზოვის ზღვიდან) აფსაროსამდე (ქალაქი მდინარე
ჭოროხის შესართავთან). აღმოსავლეთით იგი სარაპანისამდე (შორაპანი) იყო გადაჭიმული. ამ
ტერიტორიაზე სხვა ტომებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ გაბატონებული იყვნენ კოლხები.
კოლხეთი ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში ძლიერი სახელმწიფოა. მაღალ დონეს მიაღწია რკინის
მეტალურგიამ. გამოიყენება რკინის სახნისი. მარცვლეულის მოყვანას დიდი წილი ეჭირა. განვითარდა
მევენახეობა-მეღვინეობა. მაღალ საფეხურზე ავიდა ოქრომჭედლობა. დასავლეთ საქართველოს ცხოვრება
ამ პერიოდში წარმოუდგენელია ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის გარეშე. ამ დროისათვის
ბერძნული სამყარო ძალიან განვითარდა. იქ ერთიანი სახელმწიფო არ შექმნილა, წარმოიშვა ქალაქ-
სახელმწიფოები (მაგალითად ათენი, სპარტა, კორინთო, თებე და სხვა). ამ ქალაქ-სახელმწიფოების
სოციალ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა განვითარებამ გამოიწვია ბერძნული კოლონიზაცია, რომლის
მიზეზებია: საჭირო იყო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების მზარდი მოსახლეობის მომარაგება
პროდუქტებითა და ნედლეულით; საჭირო იყო მონები, რადგან ფართოდ იყენებდნენ მონათა შრომას;
ქალაქ-სახელმწიფოებში თავს იყრიდა ხალხი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთთრება და საჭირო იყო მათი
დასაქმება; ხშირი იყო არისტოკრატიასა და დემოს შორის ბრძოლები, დამარცხებულები ეძებდნენ
თავშესაფარს; ჭარბი მოსახლეობა ვეღარ ეტევა; ახალი ბერძნული კოლონიები ორი სახის იყო: 1.
ჩვეულებრივი ქალაქ-სახელმწიფოები ანუ პოლისები და 2. სავაჭრო დასახლებები ე. წ. ემპირიონები.
რაიმე სახის დამოკიდებულება კოლონიასა და მის დამაარსებელ მეტროპოლიას შორის არ არსებობდა და
ახლად დაარსებული კოლონია არ ექვემდებარებოდა მას. ერთადერთი კავშირი, რომელიც იყო
კოლონიასა და მის დამაარსებელ პოლისს შორის იყო რელიგიური კულტი. აღსანიშნავია, რომ
კოლონიები ისეთივე დამოუკიდებელნი იყვნენ, როგორც მეტროპოლიები. მათ ჰქონდათ თავიანთი
სახელმწიფო წყობა, ჭრიდნენ საკუთარ ფულს.
კოლონიზაციის საწყის ეტაპზე ტრადიციად ჩამოყალიბდა დელფოსში, აპოლონის
ორაკულისათვის რჩევით მიმართვის წესი. ბერძნები ახალი კოლონიების ასაშენებლად ადგილს
სპეციალურად არჩევდნენ. ის უნდა ყოფილიყო რამდენადმე გამორჩეული, მოსახერხებელი
სანავსადგურე ადგილი, მნიშვნელოვან სავაჭრო გზათა თანკვეთა, ან, უბრალოდ, ნოყიერი მიწა, რომელიც
უზრუნველყოფილი იქნებოდა წყლითაც, რათა ბერძენებს თავის გამოკვება არ გაჭირვებოდათ. ბერძნების
მიერ ჩამოყალიბებულ კოლონიებს ქონდათ დამოუკიდებელი ადმინისტრაციული აპარატი, სამართალი
და სახელმწიფოს არსებობისათვის საჭირო ყველა პირობა. ბერძნული კოლონიზაცია მიმდინარეობდა
ძვ.წ. 750-550 წლებში. ბერძნებმა ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებზე დააარსეს თავიანთი

20
კოლონიები. პირველი კოლონიები ხნელთაშუა ზღვისპირეთში დაარსდა ქვემო იტალიასა და სიცილიაში
და შენდეგ განივრცო სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილო ესპანთის მიმართულებითაც. მოახალშენეთა
ადგილზე დამკვიდრების პროცესი უამრავ ხიფათთანაც იყო დაკავშირებული. მათ უხდებოდათ
ადგოლობრივ აბორიგენ მოსახლეობასთან შეტაკებებიც, რაც აქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება.
დროთა განმავლობაში ისე დაშორდა ერთმანეთს მეტროპოლიები და კოლონიები, რომ მათ შორის
ზოგჯერ ომებიც კი ჩაღდებოდა. ამის მაგალითია, კოლონია კორკირსა და მეტროპოლია კორინთოს ომი,
რაც პელოპონესის ომის საბაბადაც გადაიქცა. დღემდე მოაღწია, კოლონიების ძველბერძნულმა
სახელებმაც, რომელთა შორის აღსანიშნავია: ბიზანტია, სირაკუზი, მასილია (მარსელი), ნეაპოლი და სხვ.
ძვ.წ. VI საუკუნიდან ბერძენთა ახალშენები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე _ კოლხეთშიც
ჩამოყალიბდა. ეს ახალშენები იყო შემდეგი: ფაზისი (დღევანდელი ქალაქი ფოთის მახლობლად),
დიოსკურია (დღევანდელი ქალაქ სოხუმის მახლობლად), გიენოსი (დღევანდელი ქალაქ ოჩამჩირეს
მახლობლად), პიტიუნტი (ბიჭვინთა, დღევანდელი ქალაქ გაგრის მახლობლად), ქობულეთ-ფიჭვნარი.
ბერძნები კოლხეთში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ გაბატონდნენ.
მათ როგორც ჩანს ვერც თავიანთი დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები ანუ პოლისები შექმნეს.
ბერძნებმა დააარსეს მხოლოდ სავაჭრო დასახლებები ანუ ემპირიონები.
შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიებიდან ასევე ცნობილია კოტიორა, ტრაპეზუნტი,
ამისოსი, სინოპე, ჰერაკლეა, ქალკედონი, ბიზანტიონი (ეს კოლონიები გაშენებული იყო დღევანდელი
თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). კოლხეთის ჩრდილოეთით, ყირიმის ნახევარკუნძულსა და
აზოვის ზღვისპირეთში ჩამოყალიბდა ე. წ. ბოსფორის სამოფო დედაქალაქით პანტიკაპეიონით, რომელიც
წარმოადგენდა ბერძნულ კოლონიათა გაერთიანებას.
შავი ზღვისპირეთში ბერძნული კოლონიათაგან პირველობა მცირე აზიის ბერძნულ ქალაქს _
მილეთს ეკუთვნის. დასავლეთ საქართველოს ბერძნული კოლონიებიდან თუ ყველა არა, დიოსკურია და
ფაზისი მაინც მილეთის დაარსებული უნდა იყოს. პონპონიუს მელას თანახმად ფაზისი დააარსეს
მილეტელებმა თემისტაგორეს მეთაურობით. თუ როდის უნდა მომდხარიყო ეს ამასთან დაკავშირებით
მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგიერთი ისტორიკოსი მას მიიჩნევს ძვ. წ. VIII საუკუნეში
დაარსებულად. მკლევართა უმეტესობას იგი ძვ. წ. VI საუკუნის ძეგლად მიაჩნია. მაგრამ, იგი რომ ძვ. წ. V
საუკუნეში ნამდვილად არსებობდა ამაზე მეტყველებს ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებული
ყუბანისპირეთში ნაპოვნი მრგვალი ვერცხლის ფილა წარწერით: ―აპოლონ წინამძღოლისა ვარ, რომელიც
ფაზისშია‖. სკილაქს კარიანდელის თანახმად ამავე პერიოდშივე უნდა იყოს დაარსებული ბერძნული
ახალშენები გიენოსი და დიოსკურია. Aმას კიდევ ერთხელ ადასტურებს XX საუკუნის მეორე ნახევარში
სოხუმში, ზღვაში ნაპოვნი მარმარილოს სასაფლაო სტელა, რომელსაც მკვლევარები ძვ. წ. V-IV
საუკუნეებით ათარიღებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფაზისი. მის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმან,
რომ მასზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა. ეს გზა მიუყვებოდა
მდინარე ამუ-დარიას, კასპიის ზღვას და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე
ფაზისით (რიონით) შავ ზღვამდე და აქედან ბერძნულ სამყაროსკენ მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ ფაზისს
გააჩნდა ვერცხლის საბადოები. ბერძნები რომ დასახლდნენ ფაზისში, აქ ადგილობრივი მოსახლეობა
ცხოვრობდა, მაგრამ მოსულებსა და დამხვდურებს შორის არ იყო კონფლიქტური ურთიერთობა.
კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ: მარცვლეული, სელი, ხე-ტყე, ლითონი, ოქრო. მთელ ანტკურ
სამყაროში განთქმული იყო კოლხური ხოხობი. გაჰყავდათ მონებიც. მას ინტენსიური ხასიათი არ უნდა
ჰქონოდა, მაგრამ არის თითო-ოროლა შემთხვევა დაფიქსირებული. კერძოდ, ათენის სასამართლოს
აღმასრულებელთა მიერ ძვ. წ. 415-414 წლებში შედგენილ ვინმე კეთისიდორე მონების გრძელ სიაში
იხსენიებს კოლხ მონას, რომელიც 153 დრაქმად იყო სეფასებული. მსგავსი ცნობა დაცულია ბერძენ
მწერალ ქსენოფონტესთანაც, რომელმაც ძვ. წ. 401 წელს ბერძენთა 10-ათასიან ლაშქართან ერთად სამხრეთ
კოლხეთის მიწებზე გადაიარა. როდესაც, მისი ჯარი მაკრონებს მიუახლოვდა, ბერძენთა ერთ-ერთმა
ჯარისაცმა მათი ენა იცნო. როგორც ჩანს ეს ბერძენი მეომარი წარმოშობით იყო მაკრონი და ბავშობაში
ტყვედ მიჰყიდეს ბერძენ კოონისტებს...

21
ბერძნებს კოლხეთში შემოჰქონდათ: კერამიკული ნაწარმი, სამკაული, ზეთი, ღვინო (ღვინო უფრო
თავისთვის ჩამოჰქონდათ, რადგან კოლხებს საკუთარი ღვინო ჰქონდათ). ძვ. წ. VI ს. კოლხეთთან
სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ იონიური სავაჭრო-სახელოსნო
ცენტრები, რომლებიც ძირითადად ნაპოვნია ბათუმის, ქობულეთ-ფიჭვნარის, ფოთის მიდამოებში და
კოლხეთის შიდა რაიონებში. კოლხეთში შემოჰქონდათ აგრეთვე კუნძულ როდოსის, სამოსის
სახელოსნოების პროდუქცია, რომელიც კოლხეთში მილეტის გზით აღწევდა; გარდა ამისა აქ ჩვენ
ვხდებით ქიოსურ, ლესბოსურ, იონიურ და ატიკურ ნაწარმსაც. საიდანაც ისინი აღმოსავლეთ
საქართველოშიც ვრცელდებოდნენ.
კოლხები ბერძნული კოლონიებით უკავშირდებოდნენ ბერძნულ სამყაროს, რომელიც იმ დროს
ყველაზე მოწინავე იყო. კოლხებს ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან და მცირე
აზიის ქალაქებთან. კოლხებს ურთიერთობა ჰქონდათ აგრეთვე ეგვიპტესთან და სირიასთან.
კოლხეთში იყო ადგილობრივი ქართული ქალაქები _ საირხე, ვანი, დაბლაგომი, რომლებიც
არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ ბერძნულ ახალშენებს. ძვ.წ. IV საუკუნის ისტორიკოსის სკილაქს
კარიანდელის ცნობით, მდინარე ფაზისის გაყოლებაზე 180 სტადიონზე (დაახლოებით 30 კილომეტრზე)
არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა. ე.ი. წყაროს თანახმად ქალაქი ადგილობრივ
მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა. კოლხეთის მთავარ ქალაქად ჩვენ მაინც ციხე-გოჯი (დღევანდელი
ნოქალაქევი) უნდა მივიჩნიოთ. ბიზანტიელი ავტორები მას ,,არქეოპოლისს‖ ანუ ძველ ქალაქს ეძახიან,
რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სიძველეზე.
კოლხეთის მაღალგანვითარებულობაზე მეტყველებს ადგილობრივი ფულის არსებობაც. ძვ.წ. VI-
III საუკუნეებში კოხეთში იჭრებოდა ვერცხლის ფული, რომელსაც კულხური თეთრი ეწოდებოდა. ეს
მონეტები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად გვხდება. ის წარმოადგენს მცირე ზომის
ვერცხლის მონეტას, რომლის ერთ მხარეზე ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის, უფრო
იშვიათად კი ლომის. აღნიშნულ მონეტებზე დამწერლობის ნიშნები არაა გამოსახული, მხოლოდ
რამოდენიმეზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. რომელთაგან ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები.
კოლხური თეთრი აღმოჩენილია კოლხეთის ფარგლებს გარეთაც (ყირიმში, ტრაპიზონის მახლობლად,
შუა აზიაში _ ფერგანის ველზე), რაც მიუთითებს მის გამოყენებაზე საერთაშორისო ვაჭრობაშიც.
კოლხეთი, რომ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო აღებ-მიცემობაში ამაზე მეტყველებს აქ
აღმოჩენილი სხვადასხვა სახელმწიფოთა მონეტები. მაგალითად, ვანში 1895 წელს ნაპოვნი იქნა კუნძულ
სამოსის ძვ. წ. VI ს. ოქროს სტატერი. ამ კუთხით აღსანიშნავია, აგრეთვე პანტიკაპეური და სინოპური
მონეტები (ქობულეთის განძი), ქიზიკის ძვ. წ. 550-475 წლების ელექტრონის მონეტები – ქიზიკინები
(ქობულეთ-ფიჭვნარი) და ძვ. წ. IV საუკუნით დათარიღებული ათენური ტეტრადრაქმები (მწვანე კონცხი,
სოხუმი) და სხვ.
კოლხებს ურთიერთობა ჰქონდათ სპარსელებთან. ძვ.წ. VI საუკუნეში აქემენიდური სპარსეთი
დარიოს I დროს თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს. ამ დროს სპარსეთმა დაიპყრო მთელი მცირე აზია.
სპარსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა რამდენიმე ქართული ტომიც. კოლხეთი აქემენიდების
სახელმწიფოს შემადგენლობაში არ შედიოდა, მაგრამ ჰეროდოტეს თქმით, კოლხები სპარსელებს
აძლევდნენ ნებაყოფლობით ძღვენს ,,ყოველ მეხუთე წელს ისინი გზავნიდნენ 100 გოგოსა და 100 ბიჭს‖.
კოლხეთის სამეფოს გარკვეული სამხედრო ვალდებულებაც ჰქონდათ ნაკისრი სპარსელთა სასარგებლოდ.
ამის თქმის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჰეროდოტესთან დაცული ცნობები, რომ ,,კოლხებს თავებზე ხის
მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, ამას გარდა – დანები...
ალაროდიელები და სასპერები ლაშქრობდნენ კოლხების მსგავსად შეიარაღებულები‖
ძვ.წ. V საუკუნეში ბერძნული რაზმის მეთაურმა ქსენოფონტემ გაიარა შავი ზღვის სამხრეთ-
აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ცხოვრობდნენ ქართული ტომები: კარდუხები, ხალიბები, ტაოხები და
სხვა. მას კოლხეთზე არ გაუვლია, მაგრამ ამბობს იქ აიეტის შთამომავალი მეფობსო.
აკად. ბ. კუფტინს თანახმად კოლხეთის სამეფო ადრეკლასობრივი სახელმწიფო გახლდათ, სადაც
მკვეთრად იყო გამოხატული ქონებრივი დიფერენციაცია არა მარტო ქალაქური, არამედ სოფლური ტიპის
დასახლებებშიც. ამის უტყუარი დასტურია მკვეთრად განსხვავება სამარხეულ ინვენტარი.

22
ამრიგად, კოლხეთის სამეფო წარმოადგენდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებულ,
განვითარებული კულტურის მქონე სახელმწიფოს, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ
ცივილიზებულ სამყაროსთან.

$2 ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში

ადრეანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-IV სს.) ქართის ტომები ცხოვრობდნენ სამხრეთ საქართველოს
(მესხეთი) და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ისინი ადრიდანვე იქნებოდნენ
განსახლებული დღევანდელი დასავლეთ საქართველოს სამხრეთ (აჭარა, გურია) და ზემო იმერეთის
რაიონებშიც. ამაზე მიგვითითებს, ჯერ ერთი, ,,ქართლის ცხოვრებაში‖ დაცული ძველი ქართული
საისტორიო ტრადიცია, რომელიც სამცხეს, აჭარას და არგვეთს თავიდანვე ისტორიული ქართლის
შემადგენლობაში გულისხმობს, მეორეს მხრივ, საგულისხმოა ახ. წ. VI საუკუნის ავტორის პროკოპი
კესარიელის ცნობა, რომლის მიხედვითაც ლაზთა და იბერთა შორის, ,,იბერიის გასწვრივ‖ დასახლებული
არიან ,,ძველითგანვე იბერთა ქვეშევრდომი მესხები‖. ისინი ნაგულისხმევი არიან დასავლეთ
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სვანეთ-ლეჩხუმის საზღვრებიდან დაწყებული ვიდრე მესხეთამდე.
აქ მესხეთის, მთიანი აჭარა-გურიისა და იმერეთის მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს. სახელი ,,მესხი‖
შეიძლება ქართის ტომების ცალკე, დასავლეთი განშტოების სახელს წარმოადგენდა. ისინი ისტორიული
მესხეთის გარდა ძველად გავრცელებული უნდა ყოფილიყვნენ მცირე აზიის სხვა ჩრდილო-აღმოსავლეთ
რაიონებშიც. თავის დროზე ამ ტომთა ერთმა ნაწილმა (მუშქების სახელით რომ იხსენიებიან), ეტყობა,
აქტიური როლი შეასრულა მცირე აზიის ისტორიაში, ხეთური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. XII ს.
და შემდგომ), ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან, კიმერიელთა ინტენსიური შემოტევების გამო იძულებული
გახდნენ, ნაწილობრივ – ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ გადმოენაცვლათ.
საკუთრივ სახელები ,,იბერია‖ ან ,,ქართლი‖ საკმაოდ გვიან შექმნილი უნდა იყოს და იგი
თავდაპირველად უფრო მეტად პოლიტიკური ან გეოგრაფიული შინაარსის მატარებელი იყო, ვინემ
ეთნიკური სახელწოდება. ,,იბერია‖ – ლიხის ქედის, აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა იყო. ,,იბერ‖ სახელს
ზოგი ქართულ ,,იმერ‖-სიტყვას (იქითა მხარე) უკავშირებს, ზოგიც ძველ (აღმოსავლურ და ანტიკურ)
სამყაროში ცნობილ სუბარ-სასპერ-სპერ სახელს. შესაძლებელია ორთავე ეს ახსნა იყოს სწორი. დასავლეთ
საქართველოში მყოფი ქართველური მოსახლეობისათვის თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველო
კერძოდ, ქართლი მართლაც ,,იმ(ი)ერი‖ ქვეყანა იყო, ხოლო კოლხეთის გზით ბერძნულ სამყაროში ამ
ტერმინის გავრცელება სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია მეორე
თვალსაზრისიც, რომელსაც ეს სახელი სუბარ-სასპერი-სპერ ტერმინიდან გამოჰყავს. ძველბერძნულ
ტრადიციაში დაცულია ცნობა სასპერებზე, როგორც დიდი ხალხის შესახებ. კერძოდ არის ჰეროდოტეს
ცნობა, რომლის თანახმადაც სპარსეთის ყურედან ვიდრე შავ ზღვამდე სულ ოთხი ხალხი ცხოვრობდა –
სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში ამ სახელს შეეძლო მართლაც
მრავალგზისი ტრანსფორმაცია განეცადა და სასპერიდან მიგვეღო სახელი იბირი ანუ იბერია.
ბერძნებთან ,,იბერიად‖ ცნობილ ქვეყანას შემოდგომში ,,ქართლი‖ სახელი დაუმკვიდრდა.
,,ქართლის ცხოვრების‖ მიხედვით ,,ქართლი‖ ერქვა იმ ადგილს, სადაც დაემკვიდრა ქართველთა
ლეგენდარული მამამთავარი ქართლოსი. ამ ადგილს შემდეგ ეწოდა არმაზი და აქ აშენდა ,,დედა-ციხე‖.
ანტიკურ მწერლობაში ეს პუნქტი ხან ,,არმაზციხედ‖ და ხან ,,აკროპოლისად‖ იწოდება. აქ იყო იბერიის
უძველესი დედაქალაქი – სამეფო რეზიდენცია. მას სახელი სწორედ ამ თავისი დედაქალაქის
სახელწოდების მიხედვით შეერქვა.
დამახასიათებელია, რომ ქართლსა და მის დედაქალაქ თბილისს მეგრულში ,,ქართი‖ სახელი
შემორჩა. ეს ტერმინი ქართლის მეფეთა უძველესი რეზიდენციის, დიდი გალავანშემოვლებული ციხე-
სიმაგრის სახელი იყო.

23
ადრეანტიკურ ხანაში სამხრეთი და აღმოსავლეთი საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს
აღმოსვლეთი ნაწილში, სადაც მრავალი სხვადასხვა ტომი სახლობდა, ყველაზე უფრო აქტიურნი, იყვნენ
საკუთრივ მესხური ან მათი ჰეგემონობით შექმნილი გაერთიანებები. ისინი თანდათან სულ უფრო და
უფრო ავრცელებდნენ თავიანთ გავლენას კოლხეთიდან აღმოსავლეთითა და მესხეთიდან ჩრდილო-
აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს პროცესი ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა
დაწყებულიყო, კიმერიელთა მიერ მცირე აზიის მესხური გაერთიანებების განადგურების შემდეგ.
განვითარება აქ მიემართებოდა მსხვილი აღმოსავლურქართული გაერთიანების შექმნისაკენ, მაგრამ ეს
პროცესი გარკვეულად დააყოვნა აქემენიდების სახელმწიფოს გაძლიერებამ და მისი ძალაუფლების
გავრცელებამ ამიერკავკასიაში. სამხრეთის აღმოსავლურქართული გაერთიანებები, სამხრეთკოლხური
გაერთიანებების მსგავსად, სპარსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცნენ. უფრო ჩრდილოეთით
მყოფმა გაერთიანებებმა კი ალბათ, ისევე როგორც ,,კოლხებმა‖ დასავლეთ საქართველოში, მოახერხეს
აქემენიდების მიმართ ნახევრად დამოუკიდებელი მდგომარეობის შენარჩუნება. ამაზე უნდა
მიუთითებდეს პლუტარქესთან დაცული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ,,იბერები‖ (ე.ი. თანამედროვე
აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა) არ ემორჩილებოდნენ არც სპარსელებს, არც მიდიელებს და
მაკედონელთა უღელიც აიცილეს.
ფიქრობენ, რომ სამხრეთი ქართის ტომები ადრეანტიკურ ხანაში სასპერების სახელით არიან
ცნობილი. ისინი, ჰეროდოტეს გადმოცემით, ალაროდიებთან და მატიენებთან ერთად შედიოდნენ
სპარსეთის მე-18 სატრაპიაში, რომელიც ყოველწლიურად ხარკის სახით 200 ტალანტ ვერცხლს იხდიდა.
უფრო გვიან, ქსენოფონტეს დროს (ძვ. წ 401 წ.) ეს სასპერები დასავლურქართულ ტომებთან ერთად ცალკე
ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებულან, რომელსაც ,,დასავლეთი არმენია‖ ეწოდებოდა. ამ
პროვინციის ჩრდილო საზღვარი, რომლის მმართველად დასახელებულია ტირიბაზი, სადღაც ძველი
ქართული ტაოს ტერიტორიაზე გადიოდა. აქ თავდებოდა ,,სპარსეთის ქართლი‖ და ,,სპარსეთის
კოლხეთი‖. ამაზე ჩრდილოეთით მცხოვრები დასავლურქართული და აღმოსავლურქართული
მოსახლეობა, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო აქემენიდური უღლისაგან.
საფიქრებელია, რომ უკვე ამ დროს ისტორიული იბერიის (ქართლის) ტერიტორიაზე უნდა
არსებულიყო ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. საკუთრივ შიდა ქართლის
ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გაერთიანების ცენტრი უნდა ყოფილიყო უფლისციხის მიდამოებში.
ქართულ ისტორიოგრაფიაში უფლისციხის კლდეში გამოკვეთილი კომპლექს სამხრეთიდან, მცირე
აზიიდან შემოღწეულ მესხურ ელემენტს უკავშირებენ. ამ შესანიშნავი კომპლექსის ზუსტი აგების დრო
სადაოა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მის შესახებ ცნობები დაცულია ,,მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ ძეგლში. სადაც
საუბარია, რომ ძვ. წ. I საუკუნეში იბერიის მეფეებმა იქ ჩაატარეს სარესტავრაციო სამუშაოები. ამავე
პერიოდის მნიშვნელოვანი კერაა უფლისციხის მახლობლად გათხრილი სოფელ ხოვლეს უძველესი
ნამოსახლარიც.
უფლისციხის გარდა, რომელსაც ძველი ქართული ქრონიკა (,,მოქცევაჲ ქართლისაჲ‖) იხსენიებს
როგორც ქალაქ კასპიის ციხეს, ამავე ხანის მნიშვნელოვან ცენტრებად ასახელებს სარკინეს (სოფ. ძეგვთან)
თავისი ,,ციხე დიდით‖, ურბნისს და ოძრხეს (თანამ. აბასთუმანი). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ
ადრეანტიკურ ხანაში მთელს მსოფლიოში ძირითადად აგრალური მეურნეობაა გავრცელებული და
მოსახლეობის უმეტესობა სოფლად ცხოვრობს, ქალაქების ასეთი სიმრავლე დრევანდელი აღმოსავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე მეტყველებს ქართლის ადრეკლასობრივი სახელმწიფოს სიძლიერეზე.
ერთგვარად, ადრეანტიკურ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ადრეკლასობრივი
სახელმწიფოებრივი გაერთიანების არსებობამ საფუძველი მოუმზადა ელინისტურ ხანაში ქართლის
სამეფოს (იბერიის) ჩამოყალიბებას.

24
თავი IV საქართველო ძვ. წ. III - ახ.წ. III საუკუნეებში

$1 კოლხეთი ძვ. წ. III - I საუკუნეებში

ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში კოლხეთი ძირითადად დასავლურ-ქართული წარმოშობის


ტომებით იყო დასახლებული. კოლხეთის ჩრდილო ნაწილში, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე,
დიოსკურიის მახლობლად, ცხოვრობდნენ სვანები. მათ გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორია ეკავათ,
ვიდრე დღეს უკავიათ. სტრაბონის თანახმად სვანები ჰკრეფდნენ ლაშქარს 200 000 კაცის უდენობით და
მათი სატომო საბჭო შედგებოდა 300 მამაკაცისაგან. ზღვისპირა ზოლსა და მთიანეთშიც ქართული
ტომები სახლობდნენ.
ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრების‖ თანახმად, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა. ძვ. წ. III
საუკუნეში დაამარცხა ირანის აქემენიდური დინასტია კოლხეთის სამეფო განთავისუფლდა ირანელთა
ბატონობისაგან, მაგრამ დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში
მოექცა. ქართლის სახელმწიფოში შემავალ საერისთავოებად გადაიქცნენ ეგრისი და აჭარა სამცხესთან
გაერთიანებული.
ამ პერიოდის კოლხეთში სამეფო ხელისუფლების არსებობას ადასტურებს რომაელი ისტორიკოსის
პომპოუს ტროგუსის ისტორიულ თხუზულებაში დაცული ცნობები და არქეოლოგიური მასალა. კერძოდ,
ვანში აღმოჩენილია ადგილობრივთა მიერ დამზადებული კრამიტები (ძვ.წ. IV-III სს.), რომელზედაც არის
დამღა ,,ბასილიკე‖, ე.ი. ,,სამეფო‖. ასევე დიდად მნიშვნელოვანია ეშერაში აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის
ბერძნული წარწერა ბრინჯაოს ფირფიტაზე, რომელზედაც იკითხება ,,ბასილეია‖ (სამეფო). რაც იმაზე
მეტყველებს, რომ ამ პერიოდში კოლხეთში უზენაესი მმართველი ყოფილა მეფე.
ძვ.წ. II საუკუნეში წარმოიქმნა ორი სომხური სახელმწიფო `დიდი არმენია‖ (არტაშატის სამეფო)
და `მცირე არმენია‖. `დიდმა არმენიამ‖ შეავიწროვა ქართლის სამეფო, ხოლო მეორე სომხურმა
სახელმწიფომ კი მიიტაცა სამხრეთი კოლხეთი, რომელიც ადრე აქემენიანთა იმპერიის მე-19 სატრაპიაში
იყო გაერთიანებული. სტრაბონი გვამცნობს, რომ მცირე არმენიის სასაზღვრო ოლქები-კარენიტიდა და
ქსერქსენა სომხებმა ხალიბებსა და მოსინიკებს წაართვესო.
ელინისტური ხანაში ჩამოყალიბებული ,,მცირე Aარმენია‖ ქსენოფონტის დროინდელი (Vს.)
,,დასავლეთი არმენიის‖ (აქემენიანთა სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის) დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული
და მის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფო იყო. მოსახლეობის მხრივ იგი წმინდა სომხურ ქვეყანას
არ წარმოადგენდა, მაგრამ მასში პოლიტიკურად გაბატონებული სომხური ელემენტი იყო. ელინისტური
პერიოდის ,,მცირე არმენიის‖ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დასავლურ ქართული ტომები
წარმოადგენდნენ: ხალდები_ხალიბები (სომხური ტრადიციით იგივე ჭანები, პლინიუსთან წოდებული
არმენო-ხალიბებად), მოსინიკები და სხვა.
ძვ. წ. აღ-ის II-I საუკუნეთა მიჯნაზე პოლიტიკური სურათი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ,,მცირე
არმინიის‖ შემადგენლობაში მყოფი დასავლურ-ქართული ოლქები პონტოს სამეფოს შემადგენლობაში
მოექცა. ამავე პერიოდში პონტოს მეფემ მითრიდატე VI-ემ შეძლო კოლხეთის სამეფოს დაპყრობა.
კოლხეთი ამ დროს დაყოფილი იყო ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულებად ,,სკეპტუხიებად’’.
მითრიდატე VI ევპატორმა (111-63 წ.წ.) დიდი ელინისტური სახელმწიფო შექმნა, სადაც შევიდა
არა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, არამედ ჩრდილოეთი
შავიზღვისპირეთის ნაწილიც (ბოსფორის სამეფო). მაგრამ კოლხეთის მოსახლეობა არ შეეგუა პონტოელ
დამპყრობლებს და აპიანეს ცნობით, ძვ. წ. 83 წელს კოლხები აჯანყებულან მითრიდატეს წინააღმდეგ. ამ
აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, მითრიდატეს კოლხეთის გამგებლად საკუთრივ თავისი ვაჟი, ასევე სახელად
მითრიდატე დაუნიშნავს, მაგრამ შემდეგ ღალატი დასწამა და ამის გამო სიკვდილით დასაჯა ის.
კოლხეთში პონტოს მეფის ძალაუფლება შედარებით მტკიცე იყო ზღვისპირა ზოლში, სადაც იგი
ეყრდნობოდა აქ მყოფ ბერძნულ მოსახლეობას. კოლხეთის ცენტრალურ და ჩრდილო რაიონებში კი,
განსაკუთრებით მთიან მხარეებში, პონტოს სახელმწიფოს ბატონობა ძირითადად ფორმალურ ხასიათს
ატარებდა.

25
კოლხეთის ეკონომიკა ელინისტურ ხანაში განვითარების მაღალ დონეზე იდგა. კოლხეთი
აქტიურად მონაწილეობდა მთელი ელინისტური სამყაროს სახელმწიფოებს შორის აღებ-მიცემასა და
საერთაშორისო ვაჭრობაში. სტრაბონის ცნობით, კოლხეთი პონტოს აწვდიდა ფისს და სელს.
განსაკუთრებით განთქმული ყოფილა კოლხური სელი, რომელიც გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში.
კოლხეთში მოიპოვებოდა ,,გემთმშენებლობისათვის‖ და ავეჯის დასამზადებელი ხე-ტყე, რომელიც
განსაკუთრებით ძვირფასი იყო. მთელს ანტიკურ სამყაროში განთქმული იყო კოლხური ხოხობიც.
ბერძენ ვაჭრებს კოლხეთში იმპორტზე შემოჰქონდათ ძირითადად კერამიკული ნაწარმი, ძვირფასი
ლითონის ჭურჭელი, ღვინო, ზეითუნის ზეთი და ნელსაცხებლები.
ელინისტურ ხანაში მდინარე ფაზისი კოლხეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამდინარო
მაგისტრალის ფუნქციას კვლავაც ინარჩუნებს, რომელზეც 120 ხიდი იყო გადებული. დიდი სავაჭრო
ცენტრი ყოფილა ამ პერიოდში ქალაქი ფაზისიც. აქედან წარმოებდა აქტიური საგარეო ვაჭრობა.
შტრაბონი მას ,,კოლხების ემპორიონს‖ (სავაჭრო ადგილი) ეძახის
საგარეო ვაჭრობის უტყუარი დასტურია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უამრავი
უცხოური მონეტა, რომელიც ელინისტურ ხანაში იყო დამზდებული.
იმპორტული საქონელი ამ დროს კოლხეთში ძირითადად მცირე აზიიდან შემოდიოდა. პირველ
ყოვლისა, კოლხეთთან ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ-
აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ცენტრებს: სინოპეს და ამისოს. კერამიკული ნაწარმი შემოჰქონდათ
აგრეთვე ჰერაკლეადან, ქალაქ ბიზანტიიდან და ეგეოსური ცენტრებიდან. აგრეთვე შემოჰქონდათ
იმპორტული საქონელი მცირე აზიის ისეთ დიდ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებიდან, როგორებიც იყო
პერგამონი და სამონი, რომელშიც ჭარბობდა შავი და წითელლაკიანი კერამიკა.
ელინისტურ ხანაში კოლხეთში ამზადებენ სავაჭრო სატრანზიტო ჭურჭელს, რაც უტყუარი
დასტურია იმისა, რომ ის საექსპორტოდ იყო განკუთვნილი და ერთგვარად საერთაშორისო ბაზრის
დაკვეთას ასრულებდა. კილხეთში კიდევ უფრო ვითარდება საქალაქო მშენებლობა და
ხუროთმოძღვრება, რისი ნიმუშებიც უხვადაა აღმოჩენილია ვანში, დაბლაგომში და სხვაგან.

$2 ქართლის სამეფო ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. III-I საუკუნეებში)

ქართველი მემატიანეები ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირებენ აღმოსავლეთ


საქართველოში სახელმწიფოს შექმნას. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით ალექსანდრემ დაიპყრო
ქართლი და აქ მმართველად დატოვა თავისი სარდალი აზო, რომელიც იყო მაკედონიიდან. აზომ
დაიმორჩილა არა მარტო ქართლი, არამედ კოლხეთიც და 24 წლის მანძილზე მართავდა მას. მის
მმართველობას ბოლო მოუღო ფარნავაზის აჯანყებამ. აზო დაიღუპა და ფარნავაზი გამეფდა.
,,შემდგომად ამისსა გაძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა
ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკურისა,
ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქუიან ჭოროხი,
ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი,
უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშვილდე, და მტუერის-ციხე, რომელი არს ხუნანი, და
კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო
ლაშქარი თუისი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თუით დადგა მცხეთას. და
დაუდგინნა ლაშქარი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ, და თუით დადგა ქსანს ზედა, ადგილსა
რომელსა ჰვიან ნასტაკისი...
დაიპყრა ალექსანდრემ ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს
მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრა და დააატყუევნა, და დედანი და ყმანი უცებნი, თხუთმეტისა
წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით

26
აზონ, ძე იარედოსისი ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი ჯაცი ქუეყანით ჰრომით,
რომელსა ჰქუიან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნენ კაცნი ძლიერნი და მხნენი, და ეკირთებოდეს
ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერის-თავად
აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა‖.
საინტერესოა, რომ ალექსანდრე მაკედონელამდე ქართლის უზენაეს მმართველად ითვლებოდა
მცხეთის მამასახლისი. ძვ.წ. VI საუკუნეში სწორედ მცხეთის მამასახლისს სთხოვეს ქართლში დასახლება
იერუსალიმიდან ლტოლვილმა ებრაელებმა, მას შემდეგ, რაც იერუსალიმი აიღო ბაბილონის მეფე
ნაბუქოდონოსორმა. ქართლში ყველა თემს თავისი მამასახლისი ჰყავდა. მცხეთის მამასახლისი კი
უზენაესი იყო. მას ძირითადად მოსამართლისა და მრჩეველის ფუნქცია ჰქონდა. სწორედ უკანასკნელი
მცხეთელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილი იყო ფარნავაზი. Aმიტომაც, პირველობა კანონიერად მას
ეკუთვნოდა. რამდენადმე განსხვავებულად აღწერს ამ მოვლენებს მეორე ქართული წყარო, IX საუკუნის
ძეგლი ,,მოქცევაი ქართლისაი" _ ,,პირველ ოდეს ალექსანდრემეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი
წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მასქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი,
მსხდომარენი მდინარესა ზედამტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი: სარკინე-ქალაქი,
კასპი, ურბნისიდა ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლის-ციხჱ კასპისა, ურბნისსადა
ოძრაჴისაჲ.
დაუკჳრდა ალექსანდრეს დაცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს ყოველსა ჴორციელსა
ჭამდეს და სამარე მათიარა იყო, მკუდარსა შეშჭამდეს. და ვერ ეძლო ბრძოლაჲ მათი მეფესა და წარვიდა.
მაშინმოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვესბუნ-თურქთა
უფლისაგან ქუეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს.
და ეპყრა იგი, რომელხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი.
და შემდგომად რაოდენისა-მეჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და
დალეწნა სამნი ესე ქალაქნიდა ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი.
ხოლო სარკინესა ქალაქსაებრძოლა ათერთმეტ თთუე და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და
დაასხა ვენაჴი დარუჲ გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და
ჰრქჳანადგილსა მას ნასტაგისი.
და მერმე გამოიღო სარკინე.თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს
მეფესა აზოჲ, ძჱარიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას
ჰერეთი,და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.
ხოლო ესე აზოჲ წარვიდაარ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი
სახლნიმამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად -- გაცი დაგა.
ა~. და ესე იყო პირველიმეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.
ბ~. და შემდგომად მისადადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა
სახელი მისიარმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ‖.
აქაც საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის დაპყრობაზე. ოღონდ აქ დასმული
უზენაესი მმართველი აზო არიან-ქართლის მეფის ძედ არის მოხსენიებული. სწორედ არიან-ქართლიდან
ჩამოიტანა აზომ კერპები _ გაც და გაიმ და მოიყვანა მისი ხალხი მცხეთაში დასასახლებლად. ხოლო მისი
სიკვდილის შემდეგ გამეფდა ფარნავაზი. ამრიგად, ამ წყაროს თანახმად, აზო არის არიან-ქართლიდან და
არა მაკედონელი. თუ ზუსტად სად არის არიან-ქართლი, ამასათან დაკავშირებით მრავალი მოსაზრებაა
გამოთქმული. აზო სამხრეთ ქართულ ტომთა რომელიღაც გაერთიანების წარმომადგენელი იყო.
ორივე ქართულ წყაროში დაცული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის
შესახებ მცდარია. მას აქ არასოდეს ულაშქრია, მაგრამ არაა გამორიცხული მის ერთ-ერთ სარდალს
ელაშქროს ქართლში და აქ გაბატონებულიყოს. ბრძოლა კავკასიისათვის და მასზე გამავალი დიდი
სავაჭრო გზისათვის განსაკუთრებით მაკედონელის მემკვიდრეებს შორის გაიმართა.
ლეონტი მროველის თანახმად, ფარნავაზი დაუკავშირდა ეგრისის (დასავლეთ საქართველოს)
მმართველს ქუჯის, გამოიყენა ჩრდილო კავკასიელ მთიელთა ძალაც და მხარდაჭერა სთხოვა
სელევკიდების სამეფოს. აზომ კი საბერძნეთიდან მიიღო დახმარება. აზო დამარცხდა და ბრძოლის

27
ველზე დაეცა. საბერძნეთში დღეისთვის პონტოს სამეფოს გულისხმობენ. აზოს მისგან უნდა მიეღო
დახმარება.
ფარნავაზმა გაატარა რეფორმები. ქართლი დაყო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად. ერისთავებს
ევალებოდათ ჯარის შეკრება და სარდლობა, ხარკის აკრეფა და ადმინისტრაციული საკითხების
გადაწყვეტა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შიდა-ქართლის პროვინცია, რომელიც
სპასპეტს დაუქვემდებარა. სპასპეტი სამეფოში მეფის შემდეგ მეორე პირი იყო და ერისთავებიც პირადად
მას ემორჩილებოდნენ. 8 საერისთაოდან ერთ-ერთი იყო ეგრისიც. ფარნავაზმა ქუჯის თავისი და შერთო
ცოლად. მეორე და მან ოვსთა ხელმწიფეს მიათხოვა. თავად კი ცოლად ჩრდილო კავკასიელი (დურძუკი)
მოიყვანა. ფარნავაზმა დინასტიური ქორწინების გზით ქართლის პოლიტიკური მდგომარეობა
განამტკიცა. ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი _ არმაზი, რომელიც ქართული პანთეონის უზენაესი
ღვთაება გახდა. მანვე განავრცო ქართული ანბანი. ფარნავაზის მეფობის ზუსტი ხანის განსაზღვრა
ძნელია. ის ძვ.წ. III საუკუნის 90-80-იან წლებში გამეფდა.
ქართლი ძვ. წ. II-I საუკუნეებში. ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მისი ძე საურმაგი
გამეფდა. მას ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ. საურმაგი იძულებული შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიაში
გაქცეულიყო. მან იქ დაიქირავა ჯარი და დაიბრუნა ძალაუფლება. მიუხედავად ამისა, სამეფო
ხელისუფლება ქართლში უკვე დასუსტებული იყო. მკვეთრად შეიცვალა ვითარება აქ მას შემდეგ, რაც
რომმა გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო. ძვ.წ. 190 წელს რომმა მაგნეზიასთან დაამარცხა სელევკიდების
სამეფო. რომის წინააღმდეგ ბრძოლა ითავა პონტომ და სომხეთმა.
ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამხრეთით გაძლიერდა პონტოსა და მეზობელი
სომხეთის სახელმწიფო. უკვე მეფობის დასაწყისში პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა (111-63)
თავის სამეფოს შეუერთა ჩრდილო შავიზღვისპირეთი, კერძოდ, ბოსფორის სამეფო, კოლხეთი და ‖მცირე
არმენია‖. მითრიდატეს დამორჩილდა სამხრეთ და დასავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების დიდი
ნაწილიც. ამის შემდეგ მითრიდატემ ბრძოლა გააჩაღა მთელი მცირე აზიის დაუფლებისათვის. ამ საქმეში
მისი მოკავშირე გახდა სომხეთის მეფე ტიგრან II.
პონტოსა და სომხეთის გაძლიერებას წინ აღუდგა რომი, რომელიც უკვე ძვ. წ. II საუკუნიდან
აქტიურად ერეოდა მცირე აზიის საქმეებში და მას საკუთარი ინტერესების სფეროდ თვლიდა.
მითრიდატემ მოხერხებულად გამოიყენა ანტირომაული განწყობილება მცირე აზიის მოსახლეობაში,
რომლებმაც საკმაოდ იგემეს რომაელთა მხრივ ძარცვა და ექსპლუატაცია. მითრიდატე VI-ემ მოახერხა
რომაელთა განდევნა მცირე აზიიდან და ერთხანს საბერძნეთსაც კი დაეუფლა, მაგრამ რომაელებმაც
თავისი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს და რამდენჯერმე გაიმარჯვეს მითრიდატეს ჯარებზე.
მითრიდატე თავს დამარცხებულად მაინც არ ცნობდა. ძვ. წ. 73 წელს მან გააჩაღა ახალი, მესამე ომი
რომთან. რომაელებმა ლუკულუსის სარდლობით ამჯერადაც რამდენჯერმე დაამარცხეს მითრიდატე და
შეიჭრნენ სომხეთის მეფის – პონტოს მოკავშირე ტიგრან II-ის სამფლობელოებში. ძვ. წ. 69 წ. რომაელებმა
აიღეს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი – ტიგრან II-ის მიერ
დაარსებული ქალაქი ტიგრანაკერტი. ქართლის სამეფო, ისევე როგორც მეზობელი ალბანეთი, ამ დროს
პონტოსა და სომხეთის მოკავშირე იყო. პლუტარქეს ცნობით, ტიგრანაკერტთან ბრძოლაში სომხების
მხარეზე იბრძოდნენ იბერები და ალბანელები მომდევნო, 68 წ. რომაელებმა გეზი აიღეს სომხეთის
დედაქალაქ არტაშატისაკენ. არტაშატის მისადგომების დამცველთა შორის პლუტარქე კვლავ იბერებს
ასახელებს. ლუკულუსის წინააღმდეგ მდგარ სომხეთის ლაშქარში წინა რიგში მარელი ცხენოსნები და
იბერიელი მშვილდოსნები იყვნენ, რომელთა იმედიც, მათი ვაჟკაცობის გამო, პლუტარქეს თქმით,
ტიგრანს სხვებზე მეტი ჰქონდა. ამ შემთხვევაში პლუტარქე სომხებთან ერთად მებრძოლ იბერიელ
ჯარისკაცებს „მოქირავნეებს― ეძახის.
ძვ. წ. 66 წ. მითრიდატესა და ტიგრანის წინააღმდეგ ომის წარმოება რომის სენატმა ლუკულუსის
ნაცვლად გნეუს პომპეუსს დაავალა და იგი აღმოსავლეთის პროვინციებში განუსაზღვრელი უფლებებით
აღჭურვა. მითრიდატეს ამ დროისათვის ძალები ფაქტიურად აღარ გააჩნდა და სასტიკად დამარცხდა.
მითრიდატემ სასწრაფოდ მიატოვა პონტო და მცირე ლაშქრით კოლხეთისაკენ გაიქცა. აქ მას
დიოსკურიაში მოუხდა ზამთრის გატარება, რადაგანაც ბოსფორის სამეფო, საითკენაც იგი მიემართებოდა,

28
მისმა ვაჟმა მახარემ ჩაიგდო ხელში. მეორე წელს მითრიდატემ მეოტური ტომების დახმარებით ხელთ
იგდო ბოსფორი. იგი ოცნებობდა რომის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებაზე, ჩრდილოეთიდან იტალიაში
შეჭრაზე და სხვ., მაგრამ 63 წ. მეორე ვაჟის, ფარნაკის მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად დაკარგა
ძალაუფლება და თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამრიგად, უკვე 66 წ. პონტომ ფაქტიურად შეწყვიტა წინააღმდეგობა, ამიტომაც გნეიუს პომპეუსმა
საომარი მოქმედება პონტოს ამიერკავკასიელი მოკავშირეების – სომხეთის, ალბანეთისა და იბერიის
წინააღმდეგ გააჩაღა. სომხეთი მალე გამოვიდა მწყობრიდან. ტიგრან II დანებდა პომპეუსს და ძვ. წ. 66
წელს ზავი დადო, რომლის ძალითაც სომხეთმა დაკარგა მის მიერ ახლად შემოერთებული ბევრი ოლქი
და ექვსი ათასი ტალანტის კონტრიბუციის გადახდაც იკისრა. ტიგრან II-მ ,,რომის მეგობრისა და
მოკავშირის‖ წოდება მიიღო, რაც ამ სიტუაციაში რომისადმი პოლიტიკური დაქვემდებარების აღიარებას
მოასწავებდა.
ამის შემდეგ პომპეუსის დღის წესრიგში ალბანეთის, იბერიისა და კოლხეთის დალაშქვრა დადგა.
როგორც ჩანს, ამიერკავკასიის ქვეყნების მიმართ რომაელებს სხვა, უფრო სპეციფიკური ინტერესებიც
ამოძრავებდათ. მათთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ამიერკავკასიის, როგორც სტრატეგიული
ბარიერის, მნიშვნელობა კავკასიის ქედს იქით მცხოვრებ მომთაბარეთათვის გზების ჩასაკეტად. ამის
გარდა, ამიერკავკასია იყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-სატრანზიტო არტერია, რომელიც აკავშირებდა
შორეულ აღმოსავლეთს (ჩინეთი, ინდოეთი, შუა აზია) შავი ზღვის გავლით ხმელთაშუაზღვის აუზის
ქვეყნებთან.
მომდევნო (ძვ. წ. 65) წელს პომპეუსმა გადაწყვიტა თავდაპირველად იბერიაზე ელაშქრა და
მხოლოდ ამის შემდეგ გადასულიყო კოლხეთში.
იბერიაში ამ დროს მეფობდა არტაგი (ანტიკური წყაროები მას არტოკს უწოდებენ). პლუტარქე
ლაპარაკობს დიდი ბრძოლის შესახებ, რომელშიც იბერიელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, მათ 9000
მოკლული და 10000-ზე მეტი რომაელთა მიერ იქნა დატყვევებული. ასე გაიკვლია, პლუტარქეს თქმით,
კოლხეთში გზა პომპეუსმა, სადაც მას ქალაქ ფაზისთან სერვილიუსი უცდიდა ფლოტით. პომპეუსის
ლაშქრობა იბერიაში დაწვრილებით აღწერა დიონ კასიუსმა. ძვ. წ. 65 წელს პომპეუსს, მისი თქმით,
ბრძოლა მოუხდა როგორც ალბანელების, ისე იბერიელების წინააღმდეგ. პირველად იბერიელებზე
ილაშქრა. ამ უკანასკნელთა მეფე არტოკმა დესპანი გაგზავნა პომპეუსთან მეგობრობის აღთქმით,
მაგრამ მალულად უეცარ თავდასხმას ამზადებდა. დიონ კასიუსი აქ, რომაულ ვერსიას გადმოგვცემს.
პომპეუსმა ეს შეიტყო, არ აცალა მომზადება, იგი თვით შეიჭრა მოულოდნელად ისე, რომ არტოკმა
მხოლოდ მაშინ შეიტყო პომპეუსის შემოსევის შესახებ, როდესაც ეს უკანასკნელი აკროპოლისს
(შიდაციხეს, არმაზციხეს) მოადგა. არტოკმა ვერ მოახერხა ციხის დაცვა და საჩქაროდ მიატოვა იგი,
გადავიდა მტკვრის მეორე (მცხეთის) მხარეზე და ხიდი დაწვა. არმაზციხის გარნიზონი დამარცხდა
ბრძოლაში და დანებდა პომპეუსს. პომპეუსმა დაიმორჩილა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე
მთელი მხარე.
პომპეუსი ემზადებოდა აგრეთვე მტკვრის მეორე მხარეზე გადასასვლელად. იქ იმყოფებოდა
არტაგი, მაგრამ ამ უკანასკნელმა დესპანები გამოგზავნა და პირობას იძლეოდა თვით აეგო ხიდი და
სურსათიც მიეწოდებინა რომაელთა ლაშქრისათვის. ეს პირობები შეასრულა კიდეც, მაგრამ ცბიერმა
პომპეუსმა, ეტყობა დაივიწყა მოცემული პირობა და მტკვარზე იწყო გადასვლა. არტაგი გაიქცა მდ.
პელორისაკენ (ალბათ არაგვისაკენ, სადაც იყო მცხეთის მეორე მთავარი ციხე: სევსამორა ანუ ზადენციხე),
მაგრამ პომპეუსი დაეწია მას და მათ შორის გაიმართა ბრძოლა, რომელიც ქართველთა დამარცხებით
დასრულდა. Uუკუქცეულმა არტაგმა პელორზე გადასვლის შემდეგ დაწვა ხიდი. აქეთა მხარეს
დარჩენილი არტაგის მეომრები შეეცადნენ გადაეცურათ მდინარე, მაგრამ უმრავლესობა ადიდებულ
მდინარეში დაიხრჩო. ბევრი იბერიელი მეომარი დაეცა ბრძოლაში. ბევრმა მათგანმა, ვინც, ეტყობა, ვერ
მოასწრო არტაგთან ერთად პელორზე გადასვლა, ტყეებს შეაფარა თავი და მაღალი ხეებიდან უშენდა
ისრებს რომაელებს. მაშინ რომაელებმა ხეები მოჭრეს და გაუსწორდნენ მათ. დახოცილთა შორის
მრავალი ქალი აღმოჩნდა. პლუტარქეს გადმოცემით რომში ხმა ჩასულა შორეულ იბერიაში პომპეუსი
ამორძალებსდ ებრძვისო. ასე დაიღუპნენ იბერიელი მეომრები.

29
პომპეუსსა და არტაგს შორის კვლავ მოლაპარაკება გაიმართა. პომპეუსი მძევლად არტაგის
შვილებს ითხოვდა. არტაგი, ჩანს, ამაზე არ თანხმდებოდა, მაგარამ, როდესაც ზაფხულის სიცხეების გამო
პელორი ადვილად გადასალახავი გახდა და პომპეუსის ლაშქარიც გადავიდა მასზე, არტაგმა მძევალი
მისცა და ზავიც შეიკრა. პლუტარქეს ცნობით, ძღვენის სახით პომპეუსმა არტაგისაგან მიიღო ოქროს
საწოლი, ტახტი და მაგიდა.
იბერიიდან პომპეუსი კოლხეთში გადავიდა, უეჭველია უმოკლესი გზით – ლიხის
უღელტეხილით. დიონ კასიუსის ცნობით, პომპეუსმა იბერიაში ყოფნისას შეიტყო, რომ აქვე ახლო
იყო მდ. ფაზისი და გადაწყვიტა მისი დინების გაყოლებით კოლხეთში ჩასულიყო. პომპეუსმა მიაღწია
ქალაქ ფაზისს. აპიანეს და ზოგი სხვა ანტიკური ავტორის ცნობით, პომპეუსმა კოლხეთის მმართველად
დააყენა ვინმე არისტარქე. აქ ელოდებოდა მას პუბლიუს სერვილიუსი რომაული ესკადრით. ფაზისში
პომპეუსმა თავისი ლაშქრობა კოლხეთში დამთავრებულად ჩათვალა. მან შეიტყო, რომ მითრიდატე შორს,
ბოსფორში გახიზნულიყო. იქ მისი გამოდევნება შეუძლებელი ჩანდა. გზა ჩრდილოეთისაკენ გადიოდა
მრავალი უცნობი და მეომარი ტომის მიწა-წყალზე. საშიში იყო საზღვაო გზაც-არ იყო ნავმისადგომები,
ხოლო ზღვის პირას აგრეთვე მეტად მკაცრი ტომები სახლობდა... პომპეუსმა აქედან არმენიაზე გავლით
ალბანეთზე ილაშქრა. ალბანელები დამარცხდნენ და ზავი შეკრეს. მათი მეფე ოროისი, ისევე როგორც
იბერიელთა მეფე არტაგიც, პომპეუსმა ალბათ ‖რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ‖, ე.ი. რომისადმი
დამოკიდებულ მმართველად გამოაცხადა.
ამრიგად, სომხეთი, ალბანეთი და იბერია რომისადმი დამოკიდებულებაში მოექცნენ. სომხეთმა,
ამასთანავე, დაკარგა ტიგრან II-ის დროს შეძენილი მიწების დიდი ნაწილი და საგრძნობლად დასუსტდა.
უფრო დასავლეთით მდებარე ქვეყნებში (პონტო, მცირე არმენია, კოლხეთი) რომაელები კიდევ უფრო
მტკიცედ დამკვიდრდნენ.
როამელებს შორის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა მითრიდატე VI ევპატორის ვაჟმა ფარნაკმა,
რომელიც ბოსფორის (შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო) მმართველი იყო და მამის სამეფოს აღდგენა
განიზრახა, მაგრამ კეისარი დაიძრა მის წინააღმდეგ და ფარნაკი ადვილად დაამარცხა. კეისარმა
გამარჯვების ამბავი სენატს სამი სიტყვით აცნობა: ,,მივედი, ვნახე, დავამარცხე".
ამ დროს არამყარი იყო მდგომარეობა რომის მიერ დაპყრობილი ქვეყნების აღმოსავლეთ
პერიფერიაზე, იქ, სადაც მდებარეობდა იბერიაც. ძვ. წ. 53 წ. პართიელებმა კარასთან მომხდარ ბრძოლაში
თითქმის მთლიანად ამოჟლიტეს ‖პირველი ტრიუმვირატის‖ (პომპეუსი, კეისარი, კრასუსი) ერთ-ერთი
წევრის მარკუს ლიცინიუს კრასუსის მეთაურობით შემოჭრილი რომაელების ლაშქარი. ბრძოლაში
დაიღუპა კრასუსიც. ამ ბრძოლამ საზღვარი დაუდო რომაელთა წინსვლას აღმოსავლეთისაკენ და შექმნა
პოლიტიკური წონასწორობის ატმოსფერო რომსა და პართიას შორის, რაც თითქმის პართიაში
არშაკიდების დინასტიის დაცემამდე (ძვ. წ. III ს. დასაწყისი) გაგრძელდა.
რომში ძვ.წ. 49 წელს პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის,
რომელიც კეისრის გამარჯვებით დასრულდა. იულიუს კეისარი გახდა სახელმწიფოს მმართველი. მაგრამ
მალე დაემხო შეთქმულების შედეგად (ძვ. წ. 44 წ. 15 მარტი). 43 წელს შეიქმნა ‖მეორე ტრიუმვირატი‖
(ანტონიუსი, ლეპიდუსი და ოქტავიანე), მათ მიითვისეს ხუთი წლით სახელმწიფოში უზენაესი
ძალაუფლება. მალე ტრიუმვირატის წევრებს შორის ბრძოლა გაიშალა, რაც ძვ. წ. 30 წელს ოქტავიანეს
სრული გამარჯვებით დამთავრდა ანტონიუსზე, რომელიც იმჟამად ეგვიპტეს აფარებდა თავს. ეს თარიღი
მიჩნეულია რომში რესპუბლიკის საბოლოო დამხობისა და იმპერიის დასაწყის თარიღად. იგი ამთავრებს
აგრეთვე ე. წ. ელისნისტურ ხანას და რომის იმპერიის პერიოდს იწყებს.
ამ ამბების დროს, ძვ. წ. 50-30-იან წლებში, იბერია და მეზობელი ალბანეთი, უეჭველია, სავსებით
განთავისუფლდნენ რომისადმი დამოკიდებულებისაგან. რომს უფრო ახლობელი სომხეთის
დამორჩილების თავიც არ ჰქონდა, მით უმეტეს იბერია და ალბანეთი მისთვის სრულიად
ხელმიუწვდომელი იყო.
იბერიის მმართველები, ჩანს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს ახორციელებენ რომის მიმართ.
ამაზე მიუთითებს იბერიის მონაწილეობა ანტონიუსის ძვ. წ. 36 წ. ლაშქრობაში. ლაშქრობის წინ
ანტონიუსმა რომაელთა რაზმი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა.

30
კრასუსმა, დიონ კასიუსის ცნობით, დაამარცხა იბერიის მეფე ფარნავაზ (II), მოკავშირედ გაიხადა იგი და
მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ დაამარცხეს ამ ქვეყნის მეფე ზობერი და მასაც ასე მოექცნენ.
დიონ კასიუსის თქმით, ანტონიუსი დიდად ამაყობდა იბერებთან და ალბანელებთან კავშირის შეკვრით.
შემდეგში, როცა ლაშქრობა მარცხით დამთავრდა, ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ
სომეხთა მეფე არ მიეშველა ანტონიუსს. იბერებსა და ალბანელებზე არაფერია ნათქვამი. უნდა ვიფიქროთ,
რომ ისინი ანტონიუსის ერთგულთა ბანაკში იყვნენ ბოლომდის.
ძვ. წ. 36 წ. შემდეგ რომაელები ალბათ დიდხანს აღარ გამოჩენილან იბერიაში. სტრაბონი, რომელიც
თავის თხზულებას წერდა ავგუსტუსისა და ტიბერიუსის მეფობაში, (ახ. წ. I სს. პირველ ათეულ წლებში),
აღწერს იბერიაში შესასვლელ გზებს და დასძენს, რომ ამ გზებით შეიჭრნენ იქ ჯერ პომპეუსი (65 წ.),
შემდეგ კი კანიდიუსი (36 წ.). ეტყობა, რომელიმე სხვა ლაშქრობის შესახებ მან არაფერი იცის. ამ
პერიოდში, იბერიაც ალბანეთის მსგავსად, სავსებით დამოუკიდებელი იქნებოდა რომისაგან.
ამასთანავე, შეიძლება სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ნებაყოფლობით კავშირზე და
ინტერესთა თანხვდენილობაზე დამყარებულ ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის, რომელიც უფრო
მკაფიოდ ჩანს ცოტა უფრო გვიან, ახ. წ. I-II სს. რომს, რომელსაც ძალა არ შესწევდა იარაღის ძალით
მორჩილებაში ჰყოლოდა ეს შორეული ქვეყანა, სავსებით აწყობდა, მისი სახით ჰყოლოდა ერთგული
მოკავშირე პართიასთან და სომხეთზე კონტროლისათვის. იბერიას ამ ბრძოლაში არსებითი როლის
შესრულება შეეძლო იმითაც, რომ მის ხელში იყო კავკასიონის გადმოსასვლელები და ჩრდილოელ
მომთაბარეთა პართიასთან ბრძოლაში გამოყენების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, რომთან კავშირი დიდ
პერსპექტივებს შლიდა იბერიის წინაშე საკუთარი საზღვრების გასაფართოებლად.
ასეთი სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით საყურადღებოა რომის
იმპერატორის ავგუსტუსის ცნობა, სადაც იმათ შორის, ვინც მის მეგობრობას ეძიებდნენ, ასახელებს,
ალბანელების, იბერიელებისა და მიდიელების მეფეებსაც.

$3 კოლხეთი გვიანანტიკურ ხანაში (ახ. წ. I-III საუკუნეებში)

კოლხეთის სამეფოს გვიანანტიკურ ხანაში საკმაოდ დაძაბული ისტორია ჰქონდა. განსაკუთრებით


მძიმე იყო ახალი წელთღრიცხვის პირველი საუკუნეები. ქვეყნის წინაშე იდგა რამდენიმე გადაუჭრელი
პრობლემა, რომელიც ასუსტებდა მას. ესენი გახლდათ: 1) სამეფო რომაელთადმი ვასალურ
დამოკიდებულებაში იმყოფებოდა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გარნიზონები იდგა მთავარ
სრატეგიულ ციხე-ქალაქებში; 2) დაიწყო და სისტემატიური ხასიათი მიიღო მთიელთაA ჩამოსახლებამ და
მათმა თარეშმა კოლხეთის ბარში. რასაც ადგილი ჰქონდა მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე, როგორც
ჩრდილოეთ და ცენტრალურ კოლხეთში, აგრეთვე სამხრეთითაც, სამხრეთ-აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთშიც; 3) ამას ემატება ისიც, რომ კოლხეთის სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლებას იწყებს
რიგი ჭანური ტომები და სხვა, რომლებიც ძირითადად ზღვისპირა ზოლში სახლდებიან. ტრაპეზუნტის
აღმოსავლეთით ძველთაგანვე აქ მცხოვრები მაკრონების გვერდით ნელ-ნელა მკვიდრდებიან
―ჰენიოხებიც‖ და ისინი მაკრონებთან (მახელონები) ერთად, ცალკე პოლიტიკურ გაერთიანებას უყრიან
საფუძველს. რაც შეეხება ჭოროხისა და არხავე-სუს შესართავებს შორის მკვიდრდება ძიდრიტების ტომიც,
რომელიც ახ. წ. II საუკუნეში იბერიის მეფის ფარსმანის მორჩილებაში გახლდათ. პარალელურად
კოლხეთის ზღვისპირა ზოლში გააქტირუდნენ ლაზები. Yოველივე ეს კი ხელს უშლიდა ერთინი
კოლხური სამეფოს შენარჩუნებას, რომელსაც დღითი-დღე უძნელდებოდა თავისი სუვერენიტეტის
შენარჩუნება; 4) საერთშორისო ვითარებამ და გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ – იმან, რომ კოლხეთის
სამეფო ორიდიდი იმპერიის (რომისა და სპარსეთის) ცილობს საგანი გახდლდათ განაპირობეს მისი კიდევ
უფრო დასუსტება. რომაელთა გავლენის ზრდა, გარდა იმისა, რომ ამას საფუძვლად ედო კავკასიაში
პირველობის ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური სარჩული რამდენადმე გამოწვეული იყო იმითაც, რომ

31
რომის იმპერია ცდილობდა კონკურეციის პირობებში მოეგერიებინა სპარსეთის იმპერიის შემოტევები და
ამ სივრცეში დაემკვიდრებინა მისი უდაო პირველობა. ყოველივე ეს კი კეთდებოდა კოლხეთის სამეფოს
ინტერესების შელახვის ხარჯზე; 4) და ყოველივე ამან განაპირობა ადგილობრივი კოლხური
ხელისფლების შესუსტება;
კოლხეთის სამეფოს სუვერენიტეტმა ახალი წელთარღიცხვის დასაწყისიდან დიდი დარტყმა
განიცადა. ჯერ იყო და იგი პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ, კერძოდ არისტარქეს დროს 65-47 წლებში
ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ დაუკავშირდა პონტოს სამეფოს,
რომელიც რომაელთადმი ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. შემდეგ ვითარება ისე
განვითარდა, რომ რომის იმპერატორ ნერონმა ახ. წ. 63 წელს გააუქმა პონტოს სამეფო და იგი თავის
პროვინციად აქცია. 72 წელს იგივე ბედი ეწია ―მცირე არმენიაც‖.
იმპერატორ ნერონის ბრძანებით პონტო და მასთან ერთად კოლხეთი იმავე 63 წელს გალატიის
შემადგენლობაში გადავიდა. ხოლო 72 წლიდან კოლხეთი შევიდა ―კაპადოკიურ კომპლექსში‖, რომელიც
ერთგვარად აერთიანებდა კაპადოკიასა და გალატიას. ამ დროს კოლხეთისა და პონტოს ზღვისპირა
ქალაქებში რომაელთა გარნიზონები იდგა.
კოლხეთის სამეფოს ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებდა მთიელთა ბარში ჩამოსახლების
პროცესიც. სტრაბონის თანახმად კოლხეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ხდება ჯიქების ჩამოსახლება.
უფრო მეტიც, გელენჯიკსა და ნოვოროსისკს შორის ჩამოსახლებულან ჯიქები, ჰენიოხები და აქაელები,
რომლებიც ძირითადად მეკობრეობით ირჩედნენ თავს. პლინიუსის ცნობით ჰენიოხებს გაუძარცვავთ
ქალაქი პიტიუნტი (დღევ. ბიჭვინტა). ამავე პერიოდში დარბეულა ჩანს ქალაქი დიოსკურიაც. სადაც,
სტრაბონის ცნობით, ელინისტურ ხანაში, ,,თავს იყრიდა (სავაჭროდ) 70 ტომი‖. ჰენიოხები საკმაოდ
ძლიერი ტომები გახლდათ. მთიელთა თავდასხმის ობიექტი გახლდათ აგრეთვე ცენტრალური
კოლხეთის ტერიტორიებიც. თუმც, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ კოლხეთში მთიელთა
ჩამოსახლება ხდებოდა არა მარტო ჩრდილოეთიდან არამედ სამხრეთიდანაც, ესენი კი ძირითადად
დასავლურ-ქართული (ჭანური) ტომები გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ჭანები ძლიერი მეომარი
ტომები იყვნენ. თავის დროზე ისინი ვერ დაამარცხა სახელოვანმა პომპეუსმაც კი. მათ პომპეუსის სამი
რაზმი დაუმარცხებიათ.
ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, მაკრონების მეზობლად, სახლდებიან ―ჰენიოხები‖, რომლებიც
ცალკე პოლიტიკურ ერთეულს ―მახელონებისა და ჰენიოხების სამეფოს‖ ქმნიან. ჭოროხისა და არხავე-სუს
შესართავებს შორის კი მკვიდრდება ძიდრიტების ტომი, ხოლო ცენტრალური კოლხეთის ზღვისპირა
ზოლში აქტიურად სახლობენ ლაზები.
ასე ნელ-ნელა კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, II ს. 30-იან წლებში, ტრაპეზუნტიდან
დაწყებული ვიდრე დიოსკურია-სებასტოპოლამდე (თანამ. სოხუმი) ყალიბდება ექვსი სხვადასხვა
გაერთიანება. სამხრეთით ―მაკრონებისა და ჰენიოხების სამეფო‖, რომელსაც ეკავა ზღვისპირა ზოლი
სადღაც დღევანდელ რიზესა და ათინას რაიონებს შორის. მიყოლებით ზემოთ ცხოვრობდნენ ძიდრიტები,
რომლებიც ერთი პერიოდი იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ (მეფე ფარსამან II-ის
მართველობის დროს). ზიდრიტებს ეკავათ ტერიტორია მდინარეებს არხაბეს (არხავე-სუსა) და აფსარის
(ჭოროხი) შესართავებს შორის. შემდეგ კი მიყოლებით მდებარებვდა ლაზების, აფშილების, აბასგების და
სანიგების ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი ცნობა ამ გაერთიანებათა შესახებ ჩვენ გვხდება კაპადოკიის რომაელი მმართველის
ფლავიუს არიანესთან, რომელმაც წერილი მისწერა რომის იმპერატორ ადრიანეს. როგორც ჩანს 131 წელს
ფლავიუს არიანეს საინსპექციო მოგზაურობით მოუვლია კოლხეთის სამეფოს ზღვისპირა ქალაქები
(ტრაპეზუნტი, აფსარი, ფაზისი, დიოსკურია, სებასტოპოლისი), რომელშიც, იმ დროისათვის, რომაული
გარნიზონი მდგარა. წერილში იგი იუწყება, რომ: ტრაპეზუნტის რაიონში მცხოვრები ჭანების შემდეგ აქ
ბინადრობენ ,,მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობელი
ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების ტომების გვერდით ლაზები
არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები
აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები

32
არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვთ მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები
არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი‖.
ფლავიუს არიანეს თანახმად, ლაზების აბაზგებისა და სანიგების მეფეებმა ძალაუფლება მიიღეს
იმპერატორ ადრიანესაგან, ხოლო აფშილების მმართველმა კი მის წინამორბედ ტრაიანესაგან.
კოლხეთში ნახევრად დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება განაპირობა
მრავალმა მიზეზმა. მათ შორის აღსანიშნავია 1) 69 წელს მომხდარი ანიკეტის აჯანყება. ქართულ
ისტორიოგრაფიაში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს აჯანყება მართალია
წარუმატებელი აღმოჩნდა და იგი რომაელებმა ჩაახშვეს, მაგრამ მან გამოიღო ობიექტური შედეგი –
კერძოდ ის, რომ რომაელები იძულებულნი გახდნენ მთელ რიგ დათმობებზე წასულიყვნენ და
დათანხმდნენ ნახევრად დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბებას. მართალია, ლოგიკა
არის ამ ვარაუდში, მაგრამ ვფიქრობთ ვითარება სულ სხვაგვარად იყო. კოლხეთში ბუნებრივად
მომწიფდა, მიგრაციების შედეგად, ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებია საფუძვლები. საერთაშორისო
ვიარებაც მკვეთრად შეიცვალა. რომის იმპერიის ძველი კონკურენტი სპარსეთი, კავკასიასა და მახლობელ
აღმოსავლეთში, ძალიან გაძლიერდა და რომისათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. განსაკუთრებით იმ
ფონზე, როდესაც თვით რომის იმპერია დასუსტდა და ევროპაში პირველობისათვის ბრძოლაშიც
გამოუჩნდა მას მოცილეები გერმანული ტომების სახით. ეს გახლავთ საგარეო ფაქტორი, რომელიც
ძალიან ანგარიშგასაწევი გახლავთ. 2) ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლხეთში ნახევრად დამოუკიდებელი
სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება დამსახურება იყო არა მარტო მხოლოდ ანიკეტისა და მასთან ერთად
თანაშეთქმულთა გუნდისა არამედ მთელი კოლხეთის მოსახლეობისა. რადგანაც ანიკეტის აჯანყება
ერთეულოვანი შემთხვევა, რომ ყოფილიყო კოლხი მოსახლეობისა რომაელთა წინააღმდეგ გამოხატული,
მას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნებოდა დადებითი შედეგი და რომის იმპერია არ წავიდოდა
დათმობაზე. ალბათ რომაელთა წინააღმდეგ აჯანყებებს კოლხეთში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
შესლოა იყო ლოკალური, მცირე მაშტაბიანი აჯანყებებიც, რომელიც ისტორიას არ შემორჩა. ჩვენი აზრით,
კოლხმა პატრიოტებმა, თავისი შეურიგებელი ბუნებით და სამშობლოს უანგარო სიყვარულით
დაარწმუნეს რომაელები, რომ ისინი ვერ შეეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას. ამრიგად, რომლთა
დათმობაზე წასვლა მთელი კოლხეთის მოსახლეობის დამსახურება უნდა იყოს.
უშუალოდ ანიკეტის აჯანყება გამოიწვია ახ. წ. 63 წელს მომხდარმა ფაქტმა. კერძოდ ის რომ
იმპერატორ ნერონის ბრძანებით გაუქმდა პონტოსა და კოლხეთის სამეფოები. 69 წელს ამ ფაქტთან
დაკავშირებით მოხდა დიდი აჯანყება ანიკეტის მეთაურობით. იგი იყო ყოფილი მონა, რომელმაც თავისი
პიროვნული თვისებებით მოახდინა სასწაული და პონტოს სამეფო ფლოტის უფროსი გახდა. Mას მხარი
დაუჭირა პონტოს მოსახლეობამ. ანიკეტმა დაამარცხა რომაული კოჰორტა და აიღო ქალაქი ტრაპეზუნტი.
Mის ხელში გადავიდა იქ მყოფი ხომალდებიც. ანიკეტის აჯანყება აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა
ტაციტუსმა. საიდანაც ირკვევა, რომ იმპერატორმა ვესპასიანემ, რომელიც ამ დროს იმპერიის აღმოსავლეთ
პროვინციებს განაგებდა, ანიკეტის წინააღმდეგ სამხედრო რაზმი გამოგზავნა, რომელიც დამარცხდა
მასთან ბრძოლაში. ანიკეტი მდინარე ხობის შესართავთან დაბანაკდა, სადაც სედოხეზების მეფემ იგი
პირველად მიიღო და შეიფარა, მაგრამ რომაელების მუქარისა შეეშინდა მათ შეჰპირდა, რომ კრიტიკულ
მომენტში ანიკეტს უღალატებდა. მართლაც, ანიკეტი რომაელებს ჩაუარდა ტყვედ. აქედან ჩანს, რომ
კოლხეთის სანაპიროზე მცხოვრები ტომები ბოლომდე არ ემორჩილებოდნენ რომაელებს და მათგან
საკმაოდ დამოუკიდებულად ეჭირათ თავი. აჯანყებულთა შორის უნდა ყოფილიყო ლაზების ტომიც.
რომაელებმა გაამაგრეს შავი ზღვისპირა ზოლი და იქ თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს. არიანეს
საინსპექციო მოგზაურობის დროს რომაული გარნიზონები იდგნენ მდინარე ჭოროხის შესართავთან
აფსაროსში (დღევანდელი გონიო). აქ მდგარა შავი ზღვისპირეთში ყველაზე დიდი რომაული გარნიზონი.
კერძოდ ხუთი კოჰორტა (კოჰორტაში სედიოდა 300-დან 600-მდე მეომარი). VI საუკუნის ისტორიკოსის
პროკოპის ცნობით, მის დროს აფსაროსი დანგრეული იყო, მაგრამ ავტორის ცნობით, ადრე ის იყო
ხალხმრავალი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა დიდი გალავანი შემოვლებული, აქვე იყო თეატრი, ჰიპოდრომი
და მრავალი სხვა ნაგებობა.

33
რომაული ციხე-სიმაგრე იყო ქალაქ ფაზისში. სადაც ამ დროს ,,ოთხასი რჩეული მეომარი‖ მდგარა.
ციხე-სიმაგრეს გალავანი და ორმაგი განიერი თხრილი ერტყა გარს. დიოსკურიაში (სებასტოპოლისში), კი,
ამ დროს რომაელთა ცხენოსანი რაზმი ყოფილა გამაგრებული.
არიანეს აქ, თავისი საინსპექციო მოგზაურობის დროს, მებრძოლებისათვის დაურიგებია ჯამაგირი.
მანვე დაათვალიერა ნაგებობები – გალავანი, თხრილი და გასინჯა მათი იარაღი, მოინახულებია
ავადმყოფები და შეამოწმებია ციხე-სიმაგრეთა სურსათით მომარაგების მდგომარეობა.
II საუკუნის მეორე ნახევარსა და III საუკუნის კოლხეთში მდგომარეობა არ შეცვლილა.
რომაელები კოლხეთში ვერ აკონტროლებდნენ მდგომარეობას, თუმც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ
თავიანთი დასაყრდენი პუნქტები რაც ერთგვარად უზრუნველყოფდა მათ მიმართ ადგილობრივი
მმართველების ნომინალურ დამოკიდებულებას.
შავიზღვისპირეთში მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა გერმანული ტომის გოთების
გამოჩენამ. ისინი III საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდნენ ჩრდილო შავიზღვისპირეთში. ამავე დროს
განსაკუთრებით გაძლიერდა რომის იმპერიის კონკურენტი სპარსეთი. რომს თავს ესხმოდნენ რაინისა და
დუნაის იქითა მხარის ტომებიც. ყოველივეAამან კი რომის იმპერია კიდევ უფრო მეტად შეასუსტა.
III საუკუნის 40-იან წლებში რომი იძულებული გახდა გარნიზონები გამოეყვანა ბოსფორის
სამეფოდან, რომელიც გოთების ხელში გადავიდა. შწორედ ამის შემდეგ იწყება გოთების მიერ კოლხეთის
სანაპიროზე თავდასხმები.
V საუკუნის მეორე ნახევრის ავტორი ზოსიმე მოგვითხრობს თავის ,,ახალ ისტორიაში‖, რომ
,,სკვითებმა‖ (ასე უწოდებს იგი გოთებს), დაარბიეს მხარეები ვიდრე კაპადოკიამდე, პიტიუნტამდე და
ეფესომდე. 252 წელს კი ბოსფორის ხომალდებით გოთები თავს დასხმიან პიტიუნტს, რომელიც დიდი
გალავნით იყო გარშემორტყმული. ამჯერად რომაულმა გარნიზონმა შეძლო გოთების მოგერიება, მაგრამ
ძალიან მალე გოთები, ბოსფორელთა ხომალდებით, ისევ თავს დაესხა კოლხეთის სანაპიროს. ისინი
გადმოსხდნენ ფაზისის მახლობლად, იქ, სადაც, ფასიანელი არტემიდას ტაძარი და აეტის სასახლე
მდგარა. ეხლა კი შეძლეს გოთებმა პიტიუნტის აღება. ამის შემდეგ გოთები ზღვით ტრაპეზუნტს მიადგნენ
და შეძლეს მისი აღემაც. გოთებმა დაარბიეს ქალაქი და გაძარცვეს იგი.
ამის შემდეგ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა ბატონობა ფაქტიურად დაეცა და იგი
ფორმალურ ხასიათს ატარებდა დასავლეთ საქართველოშიც. მაგრამ III საუკუნის დასასრულისათვის
ვითარება მკვეთრად შეიცვალა და სპარსეთთან 298 წ.ელს ნისიბინში დადებული საზავო
ხელშეკრულების თანახმად, რომის პროტექტორატი გავცელდა არა მარტო კოლხეთზე, არამედ იბერიასა
და სომხეთზეც კი. ამრიგად, რომის იმპერიამ III საუკუნის დასასრულისათვის შეძლო გეოპოლიტიკურად
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამიერკავკასიის შენარჩუნება. მაგრამ დასუსტებული იმპეირა, რომ მყარ
პოზიციებს არ ფლობდა აქ ეს ცხადი იყო და მისი შენარჩუნება მომავალში მას ძალიან გაუჭირდებოდა.
მაშინ, როდესაც აქ კონკურენცია კიდევ უფრო მეტად იკრძნობოდა...

$4 ქართლის სამეფო გვიანანტიკურ ხანაში


(ახ.წ. I-III საუკუნეებში)

ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ქართლის სამეფოს


გაძლიერებისათვის. ეს, პირველ რიგში, გამოიწვია ხელსაყრელმა საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ.
კერძოდ, ამიერკავკასიაში რომსა და პართიას შორის პირველობისათვის გაჩაღებული ბრძოლა ახალ
სტადიაში შევიდა. ისინი ძალიან ფრთხილობდნენ და შიშობდნენ არ დაეკარგათ თავიანთი პოზიციების
ამიერკავკასიაში. ამან, განაპირობა მათი ლოიალური დამოკიდებულება აქ არსებული სახელმწიფოების.
ამას დაემატა, ისიც, რომ ქართლის სამეფომ ალანებთან მეგობრული ურთიერთობის დაამყარა და კიდევ
უფრო ანგარიშგასაწევ ძალად იქცა საერთაშორისო არენაზე. Yოველივე ეს მიმდინარეობდა სომხეთის

34
სახელმწიფოს დასუსტების ფონზე, რამაც მისცა საშუალება ქართლის სამეფოს გაეფართოებინა
სახელმწიფოს საზღვრები.
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან სამოკავშირეო ურთიერთობები ყალიბდება რომისა და
იბერიის სახელმწიფოებს შორის. ისტორიკოს ტაციტუსის ცნობით ახალი წელთაღრიცხვის 23 წელს,
სირიიდან ევფრატამდე ოთხი რომაული ლეგიონი იდგა, რომლებიც გარეშე მტრებისაგან იცავდნენ რომის
მფარველობაში მყოფ იბერთა, ალბანელთა და სხვა მეფეებს.
რომსა და პართიას შორის მიმდინარე ბრძოლაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
სომხეთის საკითხს. ასეთ ვითარებაში ქართლისთვის რომის მოკავშირეობა სასარგებლო იყო, რადგან
ისახებოდა სამეფო საზღვრების გაფართოების პერსპექტივა. ამ ბრძოლის შესახებ საკმაოდ ვრცლად
საუბრობენ რომაელი ისტორიკოსები ტაციტუსი და დიონ კასიუსი თავიანთ თხზულებებში.
ავგუსტუსის შემდეგ რომში იმპერატორი გახდა ტიბერიუსი (14-37 წწ.). ის აქტიურად ერეოდა
აღმოსავლეთის საკითხებში. მისი მეფობის დასაწყისში რომაელებმა სომხეთი დროებით დაუთმეს
პონტოს მეფის პოლემონის ძეს, ზენონს (18-34 წწ.), რომელიც იქ მეფობდა არტაშესის სახელით. მისი
გარდაცვალების შემდეგ პართიის მეფე არტაბან III-მ (13-38 წწ.) სომხეთში თავისი ვაჟი არშაკი გაამეფა.
35 წელს პართიაში შაჰის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. აჯანყებულთა თხოვნით ტიბერიუსმა
პართიაში გასამეფებლად რომში მძევლად მყოფი პართიელი უფლისწული ტირიდატი გაგზავნა და
შემწეობა ქართლის მეფეს მითრიდატეს სთხოვა. ქართლის მეფემ თავისი ძის, ფარსმანის სარდლობით
ჯარი გაგზავნა სომხეთში, რომელიც იმხანად პართიას ემორჩილებოდა. ქართველებმა სომხეთის ტახტზე
ქართველი უფლისწული, ფარსმანის ძმა მითრიდატე დასვეს. პართელებმა სცადეს სომხეთის დაბრუნება
და დიდი ჯარი გამოაგზავნეს სომხეთში გაბატონებული იბერთა წინააღმდეგ, რომელსაც პართიის
უფლისწული ოროდი სარდლობდა. იბერებმა, ტაციტუსის ცნობით, ალბანელები და სარმატები მოიხმეს
და დამარცხეს ისინი. ქართლის უფლისწულმა ფარსმანმა დაჭრა ოროდი, რომელიც მისმა ცხენმა
გადაარჩინა. თაციტუსის თქმით ამან შეაშინა პართელები და ისინი დამარცხდნენ. სომხეთში ტახტი
მითრიდატემ შეინარჩუნა.
პართიაში კიდევ ერთი გადატრიალება მოხდა და ყოფილმა მეფე არტაბანმა ტირიდატი ტახტიდან
ჩამოაგდო, რომლის შემდეგაც სომხეთში გაბატონებულ იბერებს შემოუტია. თუმც რომაელთა
დახმარებით იბერებმა კვლავ შეინარჩუნეს სომხეთი.
ქართლის უფლისწულმა მითრიდატემ რომთან შეუთანხმებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო,
რის გამოც იგი იმპერატორმა გაიუს კალიგულამ (37-41 წწ.) დაატყვევა. მომდევნო იმპერატორმა
კლავდიუსმა (41-54 წწ.) მითრიდატე საპყრობილედან გაანთავისუფლა და 47 წელს სომხეთის ტახტი უკან
დაუბრუნა.
ამ დროს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას იწყებს ქართლის მეფე ფარსმანი. მან 51 წელს
სომხეთის დაუფლება და თვისი ძმის მითრიდატეს ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტა. ამისთვის მან
ეშმაკური გეგმა მოიფიქრა. მითრიდატესთან მივიდა და თავშესაფარი სთხოვა ვითომდა მამასთან
წაჩხუბებულმა ფარსმანის ძემ რადამისტმა. ბიძამ შეიფარა რადამისტი. რადამისტმა სომხეთში ყოფნის
დროს დიდებლთა ნაწილი თავის მხარეზე გადაიბირა. შემდეგ ქართლში დაბრუნდა მამასთან. რომაელი
ისტორიკოსის ტაციტუსის სიტყვებით რადამისტმა ფარსმანს განუცხადა: ,,რაც მზაკვრობით შეიძლება
გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი იარაღით უნდა აღსრულდეს!". სომხეთში ქართლის ჯარით
შესულმა რადამისტმა ბიძა დაამარცხა და ტახტი დაიკავა. რადამისტის წინააღმდეგ დაიძრა პართიის
მეფე. ამ ბრძოლაში პართიელებმა გაიმარჯვეს. რადამისტი ქართლში გამოიქცა, სადაც მალევე მოკლეს
მამის ბრძანებით. ფარსმანის მოქმედებამ რომს სომხეთი დააკარგვინა. ფარსმანმა შესაძლოა რომთან
ურთიერთობის გართულების თავიდან ასაცილებლად მოაკვლევინა რადამისტი, ვითომ მე არაფერი
ვიცოდიო. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, სომხეთში ტახტის დაკარგვის შემდეგ რადამისტს მამისეული
ტახტის დაკავება ეცადა. ტაციტუსი საუბრობს რადამისტის მოკვლის მესამე მიზეზზეც. მისი აზრით არაა
გამორიცხული, რომ იგი სასახლის ინტრიგების მსხვერპლი გამხდარიყო. ღადამისტი სძულდა მის
დედინაცვლს, რომელსაც სურდა რადამისტის თავიდან მოშორება, რათა ტახტისაკენ გზა გაეკაფა

35
საკუთარი შვილისათვის. ზუსტად, რამ გამოიწვია რადამისტის მკვლელობა დღემდე ბურუსითაა
მოცული.
რომის ახალი იმპერატორი გახდა ნერონი (54-68 წწ.), რომელმაც გადაწყვიტა სომხეთის
დაბრუნება. ის დაუკავშირდა იბერებს და მათთან ერთად 58 წელს დალაშქრეს სომხეთი. რომაელთა
ჯარებს მეთაურობდა გნეიუს დომიციუს კორბულონი. პართელებმა ამჯერად დათმეს სომხეთი და მათმა
უფლისწულმა ტირიდატმა გაქცევით უშველა თავს. რომალთა დახმარების სანაცვლოდ ქართლმა
სომხეთის ნაწილი მიიღო საჩუქრად.
პართელები ვერ შეეგუენ სომხეთის დაკარგვას და ტირიდატმა ისევ უკან დაიბრუნა სომხეთი.
შაბოლოოდ, 63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სომხეთის
ორმაგი დამოკიდებულების ქვეშ ექცეოდა. ერთის მხრივ, იგი ხდებოდა პართიის სამეფო სახლის
უმცროსი ხაზის წარმომადგენელთა სამფლობელო, ანუ იქცა პართიისადმი დამოკიდებულ
სახელმწიფოდ. მაგრამ მეორეს მხრივ, ფორმალურად სომხეთის მეფე რომის ვასალად ითვლებოდა და
რომაელთაგან უნდა მიეღო სამეფო გვირგვინი. უნდა ითქვას, რომ სომხეთი ამ ხელშეკრულებით
ფაქტიურად პართიის ხელში გადავიდა.
ამ ზავმა საკმაოდ დაასუსტა ამიერკავკასიაში იბერიის პოზიციები. I საუკუნის მეორე ნახევარში
იბერიასა და სომხეთს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა იბერიის სამხრეთი ოლქების გამო, რომლის
დაკავებასაც ცდილობდნენ სომხები. იბერები ამ ბრძოლებში ჩრდილოელ მომთაბარეებს ალანებს
იყენებდნენ, რომლებმაც I საუკუნის 60-იან წლებში დიდად შეაწუხა პართელები და რომაელებიც. I
საუკუნის 70-იან წლებში ქართლის მეფემ გახსნა გადმოსასვლელები და ალანები შეუსია სომხეთსა დ
პართიას.
ამ ლაშქრობის შესახებ ცნობები დაცულია ებრაელ ისტორიკოსთან იოსებ ფლავიუსთან (I ს.),
ძველქართულ და ძველსომხურ წყაროებში. იოსებ ფლავიუსის თანახმად ალანებს მიზნათ ჰქონდათ
მიდიის დარბევა და ამ მიზნით მათ მოლაპარაკება გამართეს ჰირკანიის (ქარტლის) მეფესთან, რომელიც
აკონტროლებდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ რკინის კარებით ჩაკეტილ გადასასვლელს. ჰირკანიის
მეფემ უბრძოლველად გაატარა ალანები, რომლებიც შეიჭრნენ მიდიაში. Aმის გავლის შემდეგ კი ისინი
ჩავიდნენ სომხეთში. სომხეთის მეფე ტირიდატმა ბრძოლა გაუმართა მათ, მაგრამ დამარცხდა.
ალექსანდრე მაკედონელის მიერ რკინის კარით ჩაკეტილ გადმოსასვლელში ტრადიციულად
დარიალის გადმოსასვლელს გულისხმობენ. ამიტომაც საფიქრებელია, რომ ამ ,,ჰირკანის მეფეში‖,
იბერიის მეფე უნდა ვიგულისხმოთ. მოსე ხორენელი თანახმად ალანებმა დაარბიეს სომხეთი და ამაში
მათ ეხმარებოდნენ მთიელები და იბერიის ნახევარი. ,,ქართლის ცხოვრებ‖-ის თანახმად ამ ლაშქრობის
ინიციატორად ქართლის მეფეები – აზორკი და არმაზელი უნდა ყოფილიყვნენ. მათ სურდათ სომხების
მიერ წართმეული მიწების და ამ მიზნით კოალიციური ლაშქარი შეკრიბეს, რომელშიც შედიოდნენ ოსები,
ლეკები, ჩრდილოელი ტომები პაჭანიკები და ჯიქები, დურძუკები და დიდოელები. ოვსთა ჯარს
სათავეში ედგა ორი ძმა – ბუმბერაზი ბაზუკი და აბაზუკი. ისინი შეიჭრნენ სომხეთში, ააოხრა შირაქი და
ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანამდე. Pარალელურად კი დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე. ისინი დიდი
ნადავლითა და ტყვეებით დაბრუნდნენ უკან, მაგრამ მდინარე იორთან დაეწია მათ სომეხთა ლაშქარი
სმბატის მეთაურობით, რომელმაც დამარცხა ქართველთა კოალიციური ლაშქარი.
მოსე ხორენელის თანახმად ქართლის სამეფო ამ დროისათვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი.
ქართული წყაროები (‖მოქცევაჲ ქართლისაჲ― და ‖ქართლის ცხოვრება‖) ქართლში ამ დროს
პარალელურად ორ მეფეს ასახელებენ, რომელთა შორის საზღვრად უნდა ყოფილიყო მტკვარი. ეს უნდა
დაწყებულიყო ახ. წ. 57 წლიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში
გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ ჩვენ საქმე არ უნდა გვქონდეს არა ორმეფობასთან, არამედ მეფის
პარალელურად აქ მოხსენიებულნი უნდა იყვნენ არმაზციხეში მჯდომი სპასპეტები, რომლებიც
წარმოადგენდნენ ქვეყანაში ,,მეფის შემდგომ მეორე პირთა‖.
I საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე ქართლის სამეფო ტახტზე მითრიდატს ნაცვლად ავიდა
ქართამი, რომელსაც მოღვაწეობა მოუწია იმპერატორ დომიციანეს (81-96 წწ. ) დროს. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ქართულმა წყაროებმა არ იცის ქართლის მეფის ქართამის სახელი და ისინი ამ დროს

36
მომხდარ ამბებს აზორკისა და არმაზელის ორმეფობის პერიოდს მიაწერენ. Aმ შემთხვევაში ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენელთან დაცული ცნობები. სადაც საუბარია,
რომ სომეხთა მეფე არტაშესმა თავისი ლაშქარი ოთხად გაჰყო და მათ ერთგული პირები ჩაუყენა
სათავეში. კერძოდ ჩრდილოეთის არმიას უსარდლა ზარეჰი, სამხრეთისას – სმბატი, აღმოსავლეთისას –
არტავაზი და დასავლეთისას – ტირანი.
მეფე ქართამმა დაამარცხა და დაატყვევა ზარეჰი და იგი კავკასიონზე არსებულ საპყრობილეში
ჩაკეტა. არტავაზმა, ტირანმა და სმბატმა შეძლეს ძმის ტყვეობიდან დახსნა. ეს მოვლენა ასახულია აგრეთვე
,,ქართლის ცხოვრებაშიც‖. სადაც საუბარია, რომ სომხებმა არა ერთხელ დაამარცხეს ქართველები და
ოსები. მაგრამ ქართველებმა ხელსაყრელი ვითარება შეარჩიეს, როდესაც სპარსელებსა და ბერძნებს შორის
ამტყდარ ბრძოლაში სომხებიც აღმოჩნდნენ ჩათრეულნი და ქართველებმა ოვსებთან ერთად ჯავახეთში
გამართულკ ბრძოლაში შეძლეს მათი დამარცხება და ტყვეთ იგდეს უფლისწული ზარენი. ტყვეთ ქმნილი
ქართველებმა დარიალის ციხეში მოათავსეს. ამ ამბებიდან მესამე წელს, თრიალეთში, გაიმართა
მოლაპარაკება ქართველთა და სომხებს შორის. შეთანხმდნენ შემდეგზე, რომ ქართველები
გაანთავისუფლებდნენ უფლისწულს. აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ქართველები დაეხმარებოდნენ
სომხებს ომიანობის პერიოდში. მოჭრიდნენ მონეტას, რომელზეც გამოსახული იქნებოდა სომეხთა მეფფე
არტაშანი.
სამაგიეროთ, სომხები ქართლის სამეფოს უკნ დაუბრუნებდა ქართლის სამეფოს მიტაცებულ
ტერიტორიებს. ესენი იყო: ,,ქალაქი წუნდა და დემოთის ციხე, ჯავახეთი და არტანი‖.
I-II საუკუნეთა მიჯნაზე ახალ სტადიაში შევიდა რომისა და პართიის დაპირისპირება. ღომის
იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ. ) 114-116 წლებში დაამარცხა პართიელები. მან სომხეთში ტახტიდან
ჩამოაგდო პართელების მიერ მეფედ დასმული პარტამასირი. ამავე დროს რომს გადაეცა მიდიაც.
ისტორიკოსი ევტროპიუსი წერს, რომ ტრაიანემ უკან დაიბრუნა სომხეთი, ალბანელებს მისცა მეფე, ხოლო
იბერები, სავრომატები, ბოსფორელები, არაბები და კოლხები და სხვა რომაელთა ქვეშერდომობაში
მიიღო. ანალოგიური ცნობა დაცულია ფესტუსთანაც.
ტრაიანეს მემკვიდრე ადრიანე (117-138 წწ.) კვლავ ცვლის პოლიტიკას და პართიასთან მშვიდობიან
ურთიერთობას ამყარებს.
II საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის სამეფო სამაოდ გაძლიერდა. ამ დროს, II საუკუნის 30-50-
იან წლებში, მას სათავეში ედგა ფარსმან II, რომელიც ქართულ წყაროებში (‖მოქცევაჲ ქართლისაჲ‖,
‖ქართლის ცხოვრება‖) ‖ქველად‖ იწოდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართლის სამეფოს
ტერიტორიები მეტად გაფართოვდა. სამხრეთ-დასავლეთით მის შემადგენლობაში შედიოდა
ძიდრიტებით დასახლებული ტერიტორია მდინარე აფსარიდან (ჭოროხიდან) მდინარე არხაბისამდე
(დღევ. არხავე-სუ). ამ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა სამცხე, აჭარა, არგვეთი და
კლარჯეთი. ფარსმან II ალანებთან და სხვა ჩრდილოელ ტომებთან ერთად უპირისპირდებიან რომსა და
პართიას ერთდროულად.
დიონ კასიუსის თანახმად 134 წელს ფარსმან ქველმა ალანები შეუსია რომისა და პართიის
სამფლობელოებს. Aლანებმა დალაშქრეს ალბანეთი, მიდია, არმენია და კაპადოკია. პართიის მეფე
ვოლოგეს II (105-147 წწ.) იძულებული შეიქნა ,,საჩუქრებით‖ ეხსნა თავი ალანებისაგან.
Iმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) მმართველობის პერიოდში რომსა და იბერიას შორის
უკიდურესობამდე იყო ვითარება დაძაბული. ელიუს სპარტიანეს თანახმად ადრიანე ცდილობდა
ურთიერთობა გამოესწორებინა ფარსმანთან. მაგრამ, ეს უკანასკნელი დათმობაზე არ მიდიოდა.
ადრიანე ჩადის მცირე აზიაში და მოკავშირე სახელმწიფოთა მეფეებს იბარებს, მათ შორის
ქართლის მეფე ფარსმან ქველსაც. ადრიანემ ფარსმანს გამოუგზავნა ძვირფასი საჩუქრები სპილო და
ორმოცდაათკაციანი კოჰორტა. ფარსმანმაც მეფური საჩუქარი გაუგზავნა მას, რომელთა შორის იყო
მოოქრული წამოსასხამები, მაგრამ იმპერატორთან არ გამოცხადდა. ადრიანემ მის დასაცინად არენაზე
გამოუშვა სამასი დამნაშავე, რომლებსაც ეს მოოქრული წამოსასხამები ჩააცვა. ამის შემდეგ ფარსმანსა და
ადრიანეს შორის ვითარებს სულ დაძაბული იყო.

37
ქართლსა და რომს შორის ურთიერთობა მომდევნო იმპერატორის ანტონინე პიუსის (138-161წწ.)
დროს გაუმჯობესდა. ფარსმანი ამალით ეწვია რომში იმპერატორს და იმპერატორმაც მისი პატივისცემის
ნიშნად ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დაადგმევინა მარსის მოედანზე. ფარსმანს ნება დართეს
მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში; რომმა დუმტკიცა ფარსმანს გადიდებული ქართლის საზღვრები.
ლეონტი მროველის ცნობით, ქართლში დაბრუნებული ფარსმან ქველი ირანელებმა მოწამლეს.
,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად ფარსმან ქველი შეუდარებელი მებრძოლი იყო. გოლიათების
ორთაბრძოლაში მას 17 სპარსელი გოლიათი მოუკლავს. მას დაუმარცხებია სპარსელთა ზღაპრული
გოლიათი ჯუმბერი, რომელიც თურმე ერთი ხელით ლომზე იმარჯვებდა.
ფარსმანის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მეფე გახდა ხსეფარნუგი. ის მოხსენიებულია
მცხეთაში, არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი მისი ,,ეზოს მოძღვრის‖ იოდმანგანის უდროოდ
გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერაზე. ამ წარწერიდან ირკვევა, რომ
ხსეფარნუგის მართველობის დროს ქართლის სამეფოს წარმატებული საგარეო ომები უნდა ეწარმოებინა.
ამის შემდეგ ქართლის სამეფოს ისტორიაში მცირეოდენი წყვეტაა (წყაროთა უქონლობის გამო).
მოგვიანებით ქართლში გამეფებულა ამაზასპი, რომელიც მოღვაწეობდა სასანიდური სპარსეთის შაჰის
შაბურ I-ის (242-272 წწ.) დროს. ქართლის სამეფომ, ამაზასპის მართველობის პერიოდში, შეძლო თავისი
საზღვრების შენარჩუნება.
III საუკუნის 20-იან წლებში დიდი ცვლილებები მოხდა აზიაში. თანამედროვე ირანის
ტერიტორიაზე ძველ პერიოდში მდებარეობდა ელინისტურ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი უდიდესი
პართიის სამეფო. ირანის სამხრეთს ფარსის პროვინციას უწოდებენ. ახ.წ. III საუკუნის დასაწყისში ამ
მხარის მართველი იყო არდაშირი. არდაშირის პაპა გახლდათ სასანი, რომელიც ცეცხლ-
თაყვანისმცემელთა ქურუმი იყო. არდაშირიც ფარულად აღიარებდა ცეცხლ-თაყვანისმცემელობას ანუ
მაზდეანობას. სასანიანმა არდაშირმა 224 წელს დაამარცხა უკანასკნელი არშაკიდი მეფე არტაბან V და 226
წელს თავი მეფედ გამოაცხადა. არდაშირი ითვლება ირანის სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლად.
არდაშირს სურდა ძველი აქემენიდური ირანის დიდების აღდგენა და ამ მიზნით მან ქვეყანაში
მთელი რიგი რეფორმები გაატარა. მან სახელმწიფო რელიგიად ძველ ირანული
ცეცხლთაყვანისმცემლობა ანუ მაზდეანობა გამოაცხადა. დედაქალაქად კი აქემენიდური ქალაქი
პერსეპოლისი აქცია, თუმცა თვითონ ხშირად ქალაქ ქთეზიფონში იყო. არდაშირმა ქვეყანა 18 სატრაპიად
დაყო. სატრაპის მეთაური უშუალოდ ემორჩილებოდა შაჰს. ქვეყანაში გატარდა სამხერდო რეფორმაც.
შეიქმნა მრავალრიცხოვანი კარგად შეიარაღებული და ბრძოლისუნარიანი ქვეითი და ცხენოსანი ჯარი.
ხაზინის შესავსებად მოსახლეობას დააკისრეს დიდი გადასახადები. აღნიშნულმა რეფორმებმა
განაპირობა ირანის სახელმწიფოს გაძლიერება.
ირანის სახელმწიფო მთელი მისი ისტორიის მანძილზე ცდილობდა მცირე აზიაში გაბატონებას,
რომელშიც მას ეცილებოდა ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერია.
ირანსა და ბიზანტიას შორის საომარი მოქმედებანი ძირითადად მიმდინარეობდა შუამდინარეთსა
და ამიერკავკასიაში. ამდენად, ამიერკავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოები _ ქართლი, ალბანეთი,
სომხეთი და ლაზიკა ამ ომების უშუალო მონაწილენი აღმოჩნდნენ.
III საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოს საფრთხე ირანიდან არ დამუქრებია, რადგანაც
სასანიანი შაჰები ძალაუფლების განმტკიცებით იყვნენ დაკავებულნი. თუმცა, ირანი მალევე იწყებს
ბრძოლებს რომაელების წინააღმდეგ და წარმატებებს აღწევს. ირანელებმა დაიკავეს სომხეთი. ქართლის
მეფე ამაზასპმა ირანელების შემოსევების თავიდან აცილების მიზნით თავი შაჰის ვასალად გამოაცხადა.
არდაშირ I-მა (226-241 წწ.) დაიბრუნა ადრე პართიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი
მიდია-ატროპატენე (სამხრ. აზერბაიჯანი) სომხეთის გამოკლებით. კიდევ უფრო წარმატებულ გამოდგა,
მომდევნო, შაბურ I (242-272 წწ.) მეფობა, რომელმაც რამდენჯერმე დაამარცხა რომაელები. ერთ-ერთი
ასეთი ბრძოლის დროს, 260 წელს, შაბურ I შეძლო თვით რომის იმპერატორის ვალერიანეს დატყვევებაც
კი. Aმის შემდეგ სომხეთი ირანის მფლობელობაში გადავიდა. ირანსვე დაემორჩილა, სამხრეთ-
აღმოსავლეთ შავიზღვიპირეთში არსებული ,,მახელონებისა და ჰენიოხების სამეფოც‖. შაბურ I იმ
ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ ასახელებს: პერსიდას, პართიას,

38
ხუზისტანს, მეშანს, ასურეთს, ადიაბენას, არაბეთს, ატრუპატკანს, არმენიას, იბერიას, მახელონიას,
ალბანეთს, ბალასკანს კაპის მთებამდე (ე. ი. კავკასიონამდე) და ალბანეთის კარამდე (დერბენდის
გასასვლელი) და სხვ. ამრიგად, ამ წარწერის თანახმად, იბერია შაბურ I-ის დროს განიხილებოდა
სასანიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფ ქვეყნად
მაგრამ, III საუკუნის 80-90-იან წლებში ირანმა რამდენიმე მარცხი იწვნია ზედიზედ რომაელებთან
ბრძოლაში. 283 წელს დადებული ზავის თანახმად, სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი სომხეთის
მნიშვნელოვან ნაწილზე. ხოლო, 287 წელს იმპერატორი დიოკლეტიანეს დახმარებით სომხეთში გამეფდა
ტირიდატ III (287-330 წწ.). 298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ,
სპარსელები იძულებული გახდნენ 40 წლის ვადით ნისიბინში (მესოპოტამია) დაედოთ საზავო
ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რომაელებს გადაეცა მესოპოტამია და ზოგი სხვა ოლქი. რომის
პროტექტორატი გავრცელდა სომხეთსა და იბერიაზეც.

$5 სახელმწიფო წყობილება; ეკონომიკური განვითარება;


სოციალური წყობა; ფეოდალიზმის ჩასახვა და განვითარება

კოლხეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესახებ ჩვენ რისი თქმაც შეგვიძლია დაბეჯითებით
ისაა, რომ სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე და ქვეყანა დაყოფილი იყო ადმინისტრაციულ-
ტერიტორიულ ერთეულებად _ სკეპტუხიებად.
გაცილებით მეტი ცნობებია შემონახული ქართლის სამეფოს შესახებ. ქვეყნის სათავეში იდგა მეფე,
ფარნავაზიანთა გვარის წარმომადგენელი. მეფე ერთპიროვნულად მართავდა სამეფოს. ქართლის
სამეფოში მეფობა გადადიოდა მამიდან უფროს ძეზე, თუმც იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, რაც იყო
გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით.
ქართლის სამეფოში მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სპასპეტი. იგი განაგებდა შიდა ქართლს, მას
ემორჩილებოდნენ ერისთავები. ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის (ძვ.წ. I ს. _ ახ.წ. I ს.)
მიხედვით, მეფის შემდეგ პირველი პირი იყო უზენაესი მთავარსარდალი და მოსამართლე. როგორც ჩანს
აქ სწორედ სპასპეტი იგულისხმება. სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობდნენ ქურუმებიც.
სტრაბონისავე ცნობით ქურუმები ზრუნავდნენ მეზობლებთან ურთიერთობაზე. როგორც ჩანს საგარეო
საკითხების მოგვარება სწორედ ქურუმების კომპეტენციაში შედიოდა.
არმაზისხევში ნაპოვნ ცნობილ ბილინგვაში (II ს.) მოიხსენიება ადმინისტრაციის ორი მოხელე:
ეზოსმოძღვარი და პიტიახში.
ქართლის სამეფო დაყოფილი იყო საერისთავოებად. ფარნავაზის დროს არსებობდა 8 საერისთავო:
კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, ეგრისისა და არგვეთის. საერისთავოებს
განაგებდნენ ერისთავები, რომლებიც იყვნენ აგრეთვე თავიანთ საერისთავოში შეკრებილი ჯარების
მთავარსარდლები. მეფეს უფლება ჰქონდა გადაეყენებინა ერისთავები, მაგრამ ამის რეალურად გაკეთება
ძნელი იყო. ერისთავებსა და სამეფო ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობდა დაპირისპირება.
ერისთავები ცდილობდნენ საგამგებლოდ მიცემული ტერიტორიები მემკვიდრეობით სამფლობელოდ
ექციათ. ერისთავებს ჰყავდათ თავინთი მოხელეები _ სპასალარები და ათასისთავები.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად მეფეს შეეძლო გაემართა თათბირი, რომელსაც
ესწრებოდნენ სპასპეტი და ერისთავები.
საინტერესოა, რომ ქართლის სამეფოში არსებობდა მხატვართუხუცესის თანამდებობა.
ბუნებრივია იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობებიც, მაგრამ წყაროებში მათ შესახებ არაფერია
ნათქვამი.
ეკონიმიკური განვითარება. კახეთისა და ქართლის სამეფოები ეკონომიკურად საკმაოდ კარგად
განვითარებული სახელმწიფოები იყვნენ. მეურნეობაში ტრადიციულად წამყვანი ადგილი ეკავა

39
მიწათმოქმედებას, მევენახეობას, მებაღეობას, მესაქონლეობას. ძირითადი მარცვლეული კულტურები
იყო: ხორბალი, ქერი, ფეტვი. კოლხეთმა სახელი გაითქვა სელით, რომელიც იალქნების დასამზადებლად
გამოიყენებოდა.
კოლხეთისა და ქართლის ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე
გამავალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამყაროთა დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. კოლხეთსა და
ქართლს აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნულ, რომაულ და აღმოსავლურ სამყაროსთან.
ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს ქალაქების სიმრავლე როგორც აღმოსავლეთ (მცხეთა, ურბნისი,
წუნდა, უფლისციხე), ისე დასავლეთ (კუტაია, როდოპოლისი, დიოსკურია, ფაზისი) საქართველოში.
ქალაქებში ძირითადად ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ. ქალაქებში განვითარებული იყო
ხელოსნობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა (ჭურჭლის, აგურის, წყალსადენი მილების წარმოება),
ჭიქათმოქმედება (მინის ჭურჭლის დამზადება), ოქრომჭედლობა და ქსოვა. საქართველოში დიდი
ტრადიცია ჰქონდა რკინის დამუშავებას. სტრაბონის მიხედვით ქალაქ დიოსკურიაში 70 სხვადასხვა
ტომის წარმომადგენელი ჩამოდიოდა სავაჭროდ.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო ქართლის
დედაქალაქი მცხეთა. მცხეთის ირგვლივ შემოკრებილი იყო ცალკეული დასახლებები და გამაგრებული
პუნქტები, რომლებიც ერთობლივად ქმნიდნენ კომპლექსს _ ,,დიდი მცხეთა", რომლის თავდაცვითი
სისტემა ძირითადად ორი ციხე-სიმაგრისაგან შედგებოდა: არმაზციხე, რომელიც კეტავდა კოლხეთიდან,
სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ სტრატეგიული მნიშვნელობის გზებს და ზადენციხე, რომელიც
მცხეთას ჩრდილოეთიდან იცავდა. ,,დიდი მცხეთის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი იყო არმაზის ხევი.
აქ უნდა ყოფილიყო პიტიახშის რეზიდენცია. სამეურნეო თვალსაზრისით ,,დიდი მცხეთის" ერთ-ერთი
მთავარი უბანი იყო სარკინე, სადაც მეტალურგიის ცენტრი მდებარეობდა.
სოციალური წყობა. ქართლის სამეფოს მდგომარეობა აღწერილი აქვს სტრაბონს. სტრაბონის
მიხედვით: ,,ადამიანთა ოთხი გვარი მოსახლეობს ამ ქვეყანაში: ერთი და პირველი რომლისგანაც მეფეებს
სხამენ მახლობლობისა და ასაკის მიხედვით უხუცესს. ხოლო მეორე (ამ გვარიდან) მოსამართლეობს და
მხედართმთავრობს. მეორე გვარი არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ აგრეთვე მეზობლებთან
სამართალზე. მესამე გვარი არის მხედართთა და მიწის მოქმედთა. მეთხე გვარი არის ხალხისა, რომლებიც
სამეფო მონები არიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც ცხოვრებისათვის არის საჭირო".
ქვეყანაში არსებობდა მსხვილი მიწათმფლობელური მეურნეობები. ისინი ეკუთვნოდენ მეფესა და
მისი ოჯახის წევრებს (სეფეწულებს), ერისთავებს და ქურუმებს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი
წარმოადგენდა თავისუფალ მეთემეებს, რომლებიც თავის კუთვნილ მიწის მცირე ნაკვეთს ამუშავებდნენ.
თვით მეთემეებს შორისაც არსებობდა ქონებრივი დიფერენციაცია. იყვნენ მონებიც. მაგრამ
მონათმფლობელობას საქართველოში არასოდეს მიუღია ისეთი ხასიათი, როგორიც ჰქონდა საბერძნეთსა
და რომში. განსხვავებული ვითარება იყო მთის რეგიონში, სადაც ფაქტობრივად გვაროვნული
საზოგადოება რჩებოდა.
ფეოდალიზმის ჩასახვა და განვითარება. თავისუფალ მეთემეთა შორის სწრაფი ტემპით
წარიმართა ქონებრივი დიფერენციაციის პროცესი. ხდებოდა თემის დაშლა. თავისუფალ მეთემეთა
მხოლოდ მცირე ნაწილი მდიდრდებოდა, უმეტესი ნაწილი კი ღარიბდებოდა. ეს კი ნელ-ნელა
პიროვნული თავისუფლების დაკარგვას იწვევდა. მდიდართა მიწათმფლობელური მეურნეობები კი
იზრდებოდა. თავისუფალი მიწები მცირდებოდა. დაიწყო ბრძოლა მათი დასაკუთრებითსთვის. ღარიბ
მეთემეს აღარ შეეძლო საომრად წასვლა, რადგან საჭურველის შეძენა ძვირი ღირდა. ჯარში მიდიოდა
ეკონომიკურად დაწინაურებული ფენა. სამსახურის სანაცვლოდ სამეფო ხელისუფლებისაგან იგი იღებდა
პრივილეგიებს, ახალ მიწებს, მონაწილეობდა ალაფის განაწილებაში და კიდევ უფრო იმტკიცებდა თავის
მდგომარეობას.
საზოგადოება ძირითადად იყოფოდა ორ ფენად: წარჩინებულები (ისინი ეკონომიკურად
დაწინაურებული იყვნენ, ჰქონდათ პოლიტიკური ძალაუფლება და მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში),
მათ აზნაურები ეწოდებოდათ. მეორე ფენას შეადგენდნენ გლეხები. მათ არ ჰქონდათ პირადი
თავისუფლება. Mიწა, რომელზეც ისინი სახლობდნენ, აზნაურებს ეკუთვნოდათ. გლეხები ამუშავებდნენ

40
აზნაურთა მიწას. თუმც, მათ ჰქონდათ მემკვიდრეობით სარგებლობის უფლებით გამოყოფილი მიწის
ნაკვეთებიც. ამ მიწიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გლეხს რჩებოდა.
აზნაურთა ფენაც არ იყო ერთგვაროვანი. მას თანდათანობით გამოეყვნენ დიდაზნაურები,
რომლებსაც თავიანთი ქვეშევრდომი აზნაურები ჰყავდათ. Dდიდაზნაურებსა და სამეფო ხელისუფლებას
შორის ყოველთვის არსებობდა დაპირისპირება. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დიდაზნაურებს სურდათ
სრული დამოუკიდებლობის მიღება და გადასახადებისაგან განთავისუფლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ აზნაურთა უმრავლესობა ყოველთვის გმირულად იბრძოდა თავისი ქვეყნის დასაცავად.
ფეოდალიზმის განვითარება ხანგრძლივი პროცესი იყო და იგი საუკუნეების განმავლობაში
გრძელდებოდა.

$6 რელიგია და კულტურა

რელიგია. პირველი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება.


თავისი ღვთაება ჰქონდათ თემს, გვარს და ტომს. ჩამოყალიბდა ღვთაებათა შორის უფროს-უმცროსობა.
ქართველები ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ: მზეს, მთვარეს და ვარსკვალევებს. მთვარე უზენაესი
ღვთაება იყო და მამაკაცის სახით აღიქმებოდა. მის წმინდა ცხოველად ითვლებოდა ხარი. ხარის კულტს
საქართველოში ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რაც იმან განაპირობა, რომ საქართველო მიწათმოქმედების
უძველესი კერაა. ხარის თავი გამოსახული იყო კოლხურ თეთრზე. საქართველოში ასევე ფართოდ იყო
გავრცელებული მზის კულტი. მზე ქალი ანუ დედა ღმერთი იყო.
ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში მცხეთაში დამკვიდრებულმა აზომ ორი
კერპი აღმართა: გაც და გაიმ. იმავე ადგილზე ამ ორ კერპს შუა ფარნავაზმა აღმართა არმაზის კერპი,
რომელიც მთელი ქართლის სამეფოს უზენაესი ღვთაება გახდა. სწორედ ეს იყო ფარნავაზის რელიგიური
რეფორმის მთავარი მიზანი. ქვეყნის მტკიცე გაერთიანებას აუცილებლად სჭირდებოდა ერთი უზენაესი
ღვთაების არსებობა. არმაზს მსხვერპლად სწირავდნენ ბავშვებს. ეს წესი III საუკუნეში მეფე რევმა
აკრძალა. სავარაუდოდ, ალბათ მას ამიტომაც უწოდეს ,,მართალი". არმაზობის დღესასწაული აგვისტოს
დასაწყისში ეწყობოდა.
როგორც ჩანს, მესხების შემოტანილი უნდა იყოს ქართლში მეორე ღვთაებაც _ ზადენი. მისი კერპი
დღევანდელ სოფელ წიწამურთან უნდა მდგარიყო.
ქალაქ ფაზისის შესასვლელში იდგა ტახტზე მჯდომი ქალღმერთის ქანდაკება. მის ფეხებთან კი
ლომები იწვნენ. ლომების თავები გამოსახულია კოლხურ თეთრზე. ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთ სამარხში
ნაპოვნია ლომის ოქროს ქანდაკება. სწორედ ამიტომაც სავარაუდოა, რომ საქართველოში არსებობდა
ლომის კულტი.
კულტურა. კოლხეთისა და ქართლის სამეფოებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნულ
სამყაროსთან, რომთან და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა
კულტურის განვითარებას. იმდროინდელი ქართული კულტურის შესახებ ძირითადად არქეოლოგიური
გათხრების შედეგად მოპოვებული მასალებით ვმსჯელობთ. მაღალ დონეზე იყო განვითარებული
არქიტექტურა. ამაზე მიგვანიშნებს ქალაქების სიმრავლე. რომლებსაც ჰქონდათ ქვაფენილით
მოკირწლული ცენტრალური მოედნები, სასახლეებითა და სახლებით აღსავსე ლამაზი ქუჩები და
აბანოები. აბანო არ იყო მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური დაწესებულება, არამედ ეს იყო საზოგადოების
თავშეყრის ადგილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვანის ნაქალაქარი. სადაც აღმოჩენილია ქუჩები,
სხვადასხვა დანიშნულების შენობები, კარგად დაგეგმარებული ტაძრები და სხვა. უნიკალური ძეგლია
კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომლის აგება მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ და
ხუროთმოძღვრული მაღალი ცოდნით აღჭურვილ მშენებლებს შეეძლოთ.

41
სტრაბონის ცნობის თანახმად მესხების ქვეყანაში იყო ლევკოთეას დიდი ტაძარი. სავარაუდოა,
რომ იგი მდებარეობდა აწყურსა და ვანში.
მაღალ დონეზე იყო განვითარებული ოქრომჭედლობა. ოქროსა და ვერცხლის შესანიშნავი
ნაკეთობებია აღმოჩენილი სამთავროს, ბორის და არმაზხევის სამაროვნებში. ვანში ნაპოვნია გამარჯვების
ქალღმერთის _ ნიკეს ქანდაკება.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ბერძნული და არამეული დამწერლობის
ძეგლები. მცხეთაში, არმაზის ხევში აღმოჩენილია II საუკუნის ბილინგვა-ორენოვანი წარწერა. ძალზე
საინტერესოა აპოლონიოს როდოსელის ,,არგონავტიკაში" დაცული ცნობა, რომ კოლხებს ,,შენახული აქვთ
მამათაგან ნაწერი კირკები, რომლებზეც მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყოველი გზა
და საზღვარი". დღემდე საბოლოოდ დადგენილი არ არის თუ რა იყო ეს კირკები.
კალენდარი. ანტიკურ ხანაში შემუშავებული ჩანს ქართული ეროვნული კალენდარი, რომელიც
მარტოოდენ დღე_ღამის ცვლას როდი ასახავდა, ის ემყარებოდა ხალხის სამეურნეო გამოცდილებას და
რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს. ბუნების სეზონურ ცვლასთან ერთად მასში გააზრებული ჩანს
შრომითი რიტმიკა, უქმე და სადღესასწაულო დღეების რიგი. ენობრივი მონაცემები ადასტურებს რომ
ჩვენშიც შემუშავებული ყოფილა ჯერ მთვარისა და შემდეგ მზის კალენდარი (―კალენდარიუმი‖
ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თვის პირველ რიცხვს). მათი მეშვეობით რეგულირდებოდა სახელმწიფოს
სულიერი და სამეურნეო ცხოვრების ყველა მხარე. ისინი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების
საფუძველზე მუშავდებოდა ქურუმთა წრეში, რასაც ასტრონომიული დაკვირვებები ედო საფუძვლად.
ჩვენი წინაპრების წარმოდგენით სამყარო მრგვალი ყოფილა (ტერმინები: წელი, წელიწადი წრესთანაა
დაკავშირებული) ცის სფეროს სარტყელზე (,,ცისარტყელა‖) ანუ ზოდიაქოზე განლაგებულია
ვარსკვლავთა კრებული. მათ შორის მოძრაობს მზე. ზოდიაქური წელიწადი 21 მარტს ‖ვერძის თვით‖
იწყებოდა, როცა მზე გაზაფხულის ბუნიობის ზენიტში იმყოფებოდა. ვარსკვლავთა განლაგებას ქურუმები
ადევნებდნენ თვალყურს და პროგნოზირებდნენ. სავარაუდოა რომ სამეფო კარზე ჩვენშიც არსებობდა
ასტროლოგების, ვარსკვლავთმრიცხველის თანამდებობები. ქართული ტერმინები : ,,ცისკარი‖ (დილა),
,,მწუხრი‖ (საღამო) მოწმობს, რომ ქართველთა ძველი წარმოდგენით ცას ორი კარი ჰქონდა: საიდანაც მზე
ამოდიოდა და სადაც ჩადიოდა. მეგრულ-ჭანურსა და სვანურში შემონახულია კვირის დღეების
ძველქართული სახელწოდებები: 1.კვირა (მზის დღე)-მიშლა (სვანურად), ბჟაშხა (მეგრულად); 2.
ორშაბათი (მთვარისა)-დოშდოში, თუთაშხა; 3. სამშაბათი (ვენერა), თარაშ, ტიკინაჩხა; 4. ოთხშაბათი
(მარსი)-ჯუმაშ-ჯუმაშხა; 5. ხუთშაბათი ( იუპიტერი, აფროდიტე), ცაშ-ცაშხა; 6. პარასკევი (სატურნი)-
დოასისა, ვებიშ-ობიშხა; 7. შაბათი (მერკური) _ კრონოსისა,საბატონო. ქართული მზის უძრავი წელიწადი
იწყებოდა 6 აგვისტოს და ამ წლის თითოეული თვე შედგებოდა 30 დღისაგან, შემოგვრჩა უძველესი
ქართული თვეების წარმართული სახელწოდებები, რომელთა ერთი ნაწილი უცხოური წარმოშობისაა,
მეორე კი ჩვენი წინაპრების სამეურნეო საქმიანობას ასახავს. 1. ახალწლისა ( 6 აგვისტო-4 სექტემბერი), 2.
სთუელისა (5.09-4.10), 3. ტირისკარი (5.10-3.11), 4.ტირისტიდი (4.11-3.12), 5.აპნისი (4.12-2.01), 6.სუწყნისი
(3.01-1.02), 7. მიჰრაკინი (2.02-3.03), 8. იგრიკა (4.03-2.4), 9. ვარდობისა (3.04-2.05), 10 მარიალი (3.05-1.06),
11. თიბისაი (2.06-1.07), 12 ქუელთობისა (2.07-31.07). ქრისტიანობის მიღებასთან ერთად საქართველოში
მკვიდრდება ბერძნულ-რომაული სექტემბრის წელიწადი. რაც შეეხება წელთააღრიცხვას, ანტიკური
ხანის საქართველოში გარდა ―დასაბამისგან ქვეყნისა‖, ისტორიული მოვლენების ათვლა ამა თუ იმ მეფის
ზეობით ხდებოდა. ფარნავაზს უნდა უკავშირდებოდეს ქართული სახელმწიფოებრივი წელთაარრიცხვის
ათვლა ძ.წ.აღ-ის 284 წლიდან.

42
თავი V საქართველო IV _ VIII საუკუნებში

$1 ქრისტიანობის გავრცელება და სახელმწიფო


რელიგიად გამოცხადება ქართლში

ქრისტიანობის გავრცელება. ქრისტიანთა თემები I საუკუნეში შეიქმნა რომის იმპერიის


აღმოსავლეთ პროვინციებში: პალესტინაში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში. თავდაპირველად ქრისტიანობა
იდევნებოდა და ამ რელიგიის მიმდევრებს განსაკუთრებით დევნიდა რომის იმპერატორი დიოკლეტიანე.
კარდინალურად შეიცვალა ვითარება იმპერატორ კონსტანტინეს დროს. 313 წელს მიღებულ იქნა
,,მილანის ედიქტი‖, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს უფლება მიეცათ თავისუფლათ ჩაეტარებინათ
ღვთისმსახურება. 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვიეს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. 383 წელს კი
იმპერატორმა თეოდოსიუსმა ბრძანა დაეხურათ ყველა წარმართული ტაძარი.
ქრისტეს მოციქულთა ქადაგება საქართველოში. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება უკვე
I საუკუნიდან დაიწყო. ქართული და უცხორი წყაროების მიხედვით საქართველოში იქადაგეს ქრისტეს
შემდეგმა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა, რომელიც დაკრძალულია
აფხაზეთში, ახალ ათონში. ეფრემ მცირეს თანახმად, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა ქართული
ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებული ბერძნული წყაროები წერდა, რომ საქრთველოში უქადაგია
ქრისტეს მოწაფეს ბართლომეს. სხვა წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოში უმოღვაწიათ მოციქულებს:
თომას, თადეოზს და მატათას, რომელიც დაკრძალულია ციხე-სიმაგრე აფსაროსში-გონიოში.
აღსანიშნავია, რომ ანდრია პიველწოდებულის ოთხი მისიონერული მოღვაწეობიდან სამი უკავშირდება
საქართველოს.
ქრისტეს ამაღლების შემდეგ (33 წ.) ქრისტიანული მოძღვრების გავრცელების მიზნით
მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა. ამ წილისყრით საქართველო ერგო
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს. მას გამოცხადებია ქრისტე და უთქვამს, პირველწოდებული
ანდრია გააგზავნე შენ წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე ხატი შენი პირის სახის დადებით
გამოსახული. მარიამს გამოუტანებია ანდრიასათვის საქართველოში ხელთუქმნელი ხატი.
უძველესი წერილობითი ცნობები ანდრია მოციქულის დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობის
შესახებ მიეწერება დოროთეოს ტვირელს (III საუკუნის დასასრული) და ეპიფანე კვიპრელს (IV საუკუნის
II ნახევარი). დოროთეოს ტვირელის მიხედვით: ,,ანდრია ... მოვიდა დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის
აფსარის ციხე-სიმაგრე და მდინარე ფასისი, სადაც ცხოვრობენ უშინაგანესნი ეთიოპნი (კოლხნი)‖.
ანდრიას დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ცნობა მეორდება იერონიმეს
თხზულების დამატებაში. ეს თხზულება მიეწერება IV საუკუნეში მოღვაწე სოფრონს. ამავე ტექსტში
საუბარია მატათაზეც.
ანდრია მოციქულის აჭარის მიწა-წყალზე მისიონერულ მოღვაწეობას და აქ განლაგებულ
პუნქტებს ასახელებს 630-იან წლებში შედგენილი ,,პასკალური ქრონიკა‖. რომლის თანახმადაც ანდრია
პირველწოდებულს უქადაგია: ,,დიდ ქალაქებშიც. სადაც არის ციხე-აფსაროსი და მდინარე ფასისი‖.
VIII საუკუნის ავტორი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი წერს, რომ IV საუკუნის ავტორ ეპიფანე
კვიპრელს დაცული აქვს ცნობები ანდრია პირველწოდებულის მისიონერულ საქმიანობაზე, რომ მას
უქადაგია სებასტოპოლისთან, აფსარის ციხესთან და მდინარე ფასისთან და დაუმოძღვრავს იქ მყოფი
იბერიელები.
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში ქადაგებასთან დაკავშირებით დაცული აქვს აგრეთვე
IX საუკუნის ბიზანტიელ მწერალს ნიკიტა პაფლაგონიელს.
რაც შეეხება ქართველ ავტორებს, ის, ვინც იცოდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში
ქადაგების შესახებ ჭეშმარიტი ისტორია, ერთ-ერთი პირველი არის VIII საუკუნის მოღვაწე იოანე
საბანისძე. გადმოცემებს მოციქულთა საქართველოში ქადაგების შესახებ იცნობს აგრეთვე IX საუკუნის
დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ანონიმი ავტორი, რომელსაც ეკუთვნის პოემა მიქაელ საბაწმინდელის
შესახებ. გადმოცემას ქრისტეს მოწაფეთა საქართველოში ქადაგების შესახებ იცნობს XI საუკუნის

43
გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი
მთაწმინდელი, გიორგი მცირე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე და ლეონტი მროველი. ლეონტის თანახმად:
,,ამისვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმეონ
კანანელი აფხაზეთსა და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სვიმეონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა,
საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.
მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა იგი დაჰყო ჟამი
მცირედი ... განვიდა მიერ და შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების. და იწყო
ქადაგებად სახარებისა ... და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა
ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნივე
მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად რამეთუ ადგილსა რომელსა დაასვენა ხატი ყოვლადწმიდისა
ღვთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად მშუენიერი და დიდი, რომელი იგი დღესცა დაუწყუედელად
აღმოღდის. და შემოკრბეს ყოველნი ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქვეყანისანი და ნათელსა ყოველთა
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღვდელნი და დიაკონნი,
დაუდგა წესი და საზღაური სარწმუნოებისა. და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად
წმიდისა ღვთისმშობლისასა‖.
XI საუკუნის დასაწყისში ქრისტეს მოწაფეთა საქართველოში მოღვაწეობას სპეციალური ნაშრომი
მიუძღვნა დიდმა ქართველმა მოღვაწემ ექვთიმე იბერიელმა (958-1028 წწ.) თავის ნაშრომში
,,მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა მოციქულისა ანდრეასი‖.
ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობას ცნობები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების
მასალებშიც გვხვდება. კერძოდ ,,მოციქულთაგან ერთი - პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის,
პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის
ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს
და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა‖.
ისტორიკოს თეიმურაზ ბატონიშვილის ,,ივერიის ისტორიი‖-ის თანახმად:

,,შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი


ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდმან ღუთის-
მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი
მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა
ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის
ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა
გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა
ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა
წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა
ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. ,,შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი
შრომისა მიღებად საყრარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა
მხდების მე წილი; ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა
თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვსად ივერია (რომელს არს საქართველო).
,,ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად
წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და
ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი
იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. ,,დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა
იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა
სასურველსა ძესა თვსსა. ,,მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული
დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო
მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და
სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა‖. მაშინ მიუგო მას

44
უფალმან და ჰრქვა. ,,დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება
სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე
იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა
სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და
სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და
არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა
აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა
(რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და
დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა
დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა
მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი
იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით
გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და
ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა
ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის
მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის
კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი
მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და
ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-
მოწამისა სტეფანესი.

საქართველოში წმიდა ფილიპეს ქადაგებების შესახებ ცნობები დაცულია წმინდა კონგრეგაცია დე


პროპაგანდა ფიდეში თავმოყრილ საბუთებს შორის, რომელიც ნიკიფორე ირბახმა აღმოაჩინა იტალიაში
ჩასვლისას. ასეთივე ცნობა მოიპოვება არქანჯელო ლამბერტთანაც.
ამრიგად, ქრისტეს მოციქულთა ქადაგება საქართველოში უტყუარი ფაქტია. გარდა ამისა
ხაზგასასმელია ისიც, რომ მათ პირველად ქრისტიანობა იქადაგეს დიდ-აჭარაში სადაც უნდა
აშენებულიყო პირველი ეკლესიაც.
ბიბლია (ბერძნ. Bბიბლია – სიტყვა სიტყვით წიგნები) -შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან.
ძველი აღთქმა. ძველი აღთქმა იყოფა სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), მის
შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა,
რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი; მასში შედის წიგნები-ისუ ნავესი,
მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა
პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12
მცირე წინასწარმეტყველისა-ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა,
სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები
ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება,
ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე).
ახალი აღთქმა "საღვთო წიგნების" კრებული და ბიბლიის ნაწილია, რომელშიც გადმოცემულია
იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია
"ოთხთავი", ანუ 4 სახარება-მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა",
"კათოლიკე ეპისტოლენი" (7), "ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი" (14) და "გამოცხადება
იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი".
ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე შეიქმნა. მისი შედგენა ახ. წ. I საუკუნის II ნახევარში დაიწყო და
თითქმის მთელი საუკუნე გრძელდებოდა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი ახალი აღთქმისა არის
"გამოცხადება იოანესი", ხოლო სახარებანი ახ. წ. II საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. თავდაპირველად
ახალი აღთქმა გაცილებით მეტ "საღვთო წიგნებს" შეიცავდა (30 სახარება იყო, ათეულობით
"გამოცხადება", ეგნატეს, პოლიკარპეს და კლიმენტის ეპისტოლენი, ჰერმას "მწყემსი", "დიდაქე" და სხვა),

45
მხოლოდ ლაოდიკეის საეკლესიო კრების (364) შემდეგ დაკანონდა იგი და დღევანდელი სახე მიიღო,
თუმცა ზოგიერთი ნაწილის რედაქცია შემდეგაც გრძელდებოდა. ახალი აღთქმის დაკანონების მიზანი
იყო ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცება, ერეტიკოსებთან ბრძოლა და ახალ მწვალებლობათა
წარმოშობის თავიდან აცილება.
ვარაუდობენ, რომ ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ზოგი წიგნი (პირველ რიგში სახარება) IV
საუკუნის II ნახევრიდან ითარგმნა. დანარჩენი V-VI საუკუნიდან, გარდა იოანეს გამოცხადებისა,
რომელიც ითარგმნა X საუკუნეში. V-VI საუკუნეებში ხანმეტი ძეგლები სახარებისა და ახალი აღთქმის
ზოგი სხვა წიგნის ტექსტებსაც შეიცავენ. სახარებას ("ევანგელე") მოიხსენიებს იაკობ ცურტაველი (V
საუკუნის 70-იანი წლები). ახალი აღთქმის წიგნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული
ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. საქართველოში მეცნიერულად გამოცემულია სახარება,
მოციქულთა საქმე, კათოლიკე ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადება. არსებობს ქართული სახარების
სიმფონია-ლექსიკონი.
წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა. ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადება დაკავშირებულია წმიდა ნინოს სახელთან, რომელიც ღვთღიშობლის დასვალებით
გამოეშურა საქართველოში თავისი მისიის აღსასრულებლად. ქართლის გაქრისტიანების შესახებ ცნობები
გარდა ქართული წყაროებისა დაცულია უცხოურ წერილობით წყაროებშიც. მათგან აღსანიშნავია,
ბერძენი ისტორიკოსი გელასი კესარიელი (IV ს.), მაგრამ მის თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია.
ცნობები ქართლის გაქრისტიანებაზე დაცულია აგრეთვე რომაელ ისტორიკოსთან რუფინუსთან (Vს.),
თეოდორიტე კვირელთან (Vს.) და გელასი კვიზიკელთან (V ს). ქართლის გაქრისტიანებაზე ცნობები
მოეპოვება აგრეთვე სომეხ ისტორიკოს აგათანგელოსს (IV ს.), რომელსაც ეყრდნობა მეორე სომეხი
ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი (V ს.).
ეს წყაროები ძირითადად ავსებენ ერთმანეთს რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. მგალითად,
ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის სახელს, ბერძნული და ლათინური წყაროები საერთოდ არ იცნობენ,
ხოლო ქართული და სომხური წყაროებით იგი არის მეფე მირიანი. ამ საკითხთან დაკავშირებიტ არსებობს
განსხვავებული მოსაზრებაც. კერძოდ, პეტრე იბერის ცხოვრების ასურული ტექსტი, რომელშიც ქართლის
გამაქრისტიანებელ მეფედ პეტრე იბერის პაპა (დედის მხრივ) ბაკური არის დასახელებული. ქართულ
სტორიოგრაფიაში, მკვლევართა ნაწილი (მაგალითად, ივანე ჯავახიშვილ) იზიარებს ამ მოსაზრებას,
მაგრამ ზოგადად ქართული ისტორიოგრაფია მისდევს ქართულ ეროვნულ საისტორიო ტრადიციას და
სამართლიანად ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ მირიანს მიიჩნევს. მართლაც, შეუძლებელია,
,,მოქცევაი ქართლისაის‖ წყაროს, რომელიც გაქრისტიანების შემდეგ მალევე დაიწერა, არ სცოდნოდა
პირველი ქრისტიანი მეფის ნადვილი სახელი, რომ ის არის წმიდა მირიანი.
მიუხედავად ამისა, I საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა.
,,ქართლის ცხოვრება’’, რომელიც ძირითადად ემყარება ,,მოქცევაი ქართლისაის’’, ქართლის მოქცევის
შესახებ გადმოგვცემს შემდეგს: IV საუკუნეში ქართლის განმანათლებელი იყო ნინო, ასული
კაპადოკიელი სარდლის, ქრისტიანობის გამავრცელებლის ზაბილონის და იერუსალიმის პატრიარქ
იუბენალის დის _ სუსანასი. როდესაც ნინო 12 წლის შეიქმნა, მისმა მშობლებმა თავიანთი ქონება
გლახაკებს დაურიგეს და ღმრთის სამსახურს შეუდგნენ. ნინო მარტო დარჩა და იერუსალიმში ორი წე-
ლიწადი ცხოვრობდა დვინელ სომეხ ქალთან, რომელმაც ის განაწყო ქრისტეს მსახურებისთვის. შემდეგ
ნინო მოხვდა სამეფო წარმოშობის ქალ რიფსიმესთან. რიფსიმეს ცოლად შერთვა მოუსურვებია კეისარს,
მაგრამ რიფსიმეს უბიწობის აღთქმა ჰქონია დადებული, რის გამოც ის ორმოც სხვა ქალწულთან ერთად
გაქცეულა სომხეთში. მათ შორის ყოფილა ნინოც. სომხეთის წარმართმა მეფემ თრდატმა ისინი აწამა. ნინო
გადარჩა და ღმერთის ჩაგონებით ჩრდილოეთისაკენ წავიდა. გადავიდა ჯავახეთში, გაუყვა მტკვარს და
ჩავიდა ქართლის ქალაქ ურბნისში. აქ ის ერთხანს ცხოვრობდა ურიათა უბანში, შემდეგ ის სავაჭროდ და
სამლოცველოდ მიმავალ ხალხს გაჰყვა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. აქ მან იხილა ხალხი როგორ
სცემდა თაყვანს კერპებს: არმაზს, გაცსა და გაიმს. ნინოს ვედრებით ღმერთმა სეტყვით დაამსხვრია
კერპები. ნინო ცხრა თვე ცხოვრობდა მეფის ბაღის მცველთან (იქ სადაც დღეს სვეტიცხოველია). შემდეგში
ნინოს ღვთისმშობლის მიერ ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული და მისთვის მიცემული ჯვარი დაუდგამს

46
მაყვლის ბუჩქთან და იქ დასახლებულა (იქ სადაც ახლა სამთავროს ტაძარია). ექვსი წლის მანძილზე
ცხოვრობდა აქ ნინო და ქადაგებდა ქრისტეს რჯულს. მან უკურნებელი სენისაგან განკურნა ნანა
დედოფალი და მოგვთა თავი. მალე ერთმა შემთხვევამ მირიან მეფეს მიაღებინა გადაწყვეტყილება
მოქცეულიყო ქრისტეს რჯულზე. როცა მირიან მეფე ნადირობდა მუხრანის მიდამოებში, თხოთის მთაზე,
მას მზე დაუბნელდა. მეფემ ჯერ თავის წარმართულ ღმერთებს მიმართა საშველად, მაგრამ ამაოდ. შემდეგ
ის შეევედრა ნინოს ღმერთს, რასაც მოჰყვა განათება. მირიანმა ამით იწამა ქრისტეს ღვთაებრივი ძალა და
მეორე დღესვე ელჩების პირით სთხოვა კეისარს მოსანათლად მღვდლების გამოგზავნა, ამასთან ბრძანა
მეფის ბაღში ეკლესიის აშენება. მშენებლობისას ღმერთმა მოავლინა სასწაული: მშენებლებმა ვერ ასწიეს
მთავარ სვეტად გამზადებული ნაძვის ხის ბოძი. საღამოს ნინოს ლოცვის შემდეგ, ციდან დაეშვა ცეცხლის
ზეწარში გახვეული ჭაბუკი, რომელმაც ბოძი ზევით აიტაცა. შემდეგ, ცეცხლში გახვეული ბოძი ძირს
დაეშვა და თავის საფუძვლის ზემოთ, ჰაერში გაჩერდა. როდესაც ამის სანახავად მეფე და ხალხი შეიკრიბა,
სვეტი თავისით დადგა საფუძველზე. მირიანმა გადაწყვიტა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა
გამოეცხადებინა და ამ მიზნით იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში გამოეგზავნა
მღვდელი, რათა, ერთის მხრივ, თვითონაც და ხალხიც მონათლულიყო და მეორეს მხრივ, აღეზარდათ
სხვა სასულიერო პირებიც და ესწავლებინათ მათთვის რელიგიური ხვთისმსახურება.
ქართლის ეკლესიის პირველი მამამთავარი გახდა იოანე, რომელიც ორ მღვდელთან და სამ
დიაკონთან ერთად გამოგზავნა ქართლში იმპერატორმა კონსტანტინემ.
შემდეგ ღვთის მითითებით, სამი ჯვარი აღმართეს: ერთი იქ, სადაც ახლა ჯვრის მონასტერია,
მეორე თხოთის მთაზე, სადაც მირიან მეფემ ირწმუნა ქრისტეს ძალა, და მესამე _ ქალაქ უჯარმაში.
შიდა ქართლის გაქრისტიანების შემდეგ ნინო წავიდა ქრისტიანობის გასავრცელებლად ქართლის
მთიანეთში _ წობენს, იქედან ერწო-თიანეთში, კუთხეში, სადაც დასნეულდა და გარდაიცვალა.
დაკრძალეს დაბა ბოდბეში.
,,მოქცევაი ქართლისაის‖ თანახმად წმინდა ნინოს აურჩევია ეკლესიის აშენების ადგილიც. ეს
ადგილი შემთხვევით არ ყოფილა არჩეული. ქრისტეს ჯვარცმის ჟამს იერუსალიმში იმყოფებოდა ორი
ებრაელი საქართველოდან: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. სწორედ ელიოზმა ჩამოიტანა
მცხეთაში კვართი, პერანგი, რომელიც ჯვარცმისას ეცვა ქრისტეს. მცხეთაში მოსულ ელიოზს პირველი
მისი და სიდონია შეეგება, გამოართვა კვართი, მკერდში ჩაიკრა და მყის მიიცვალა. სიდონია დაკრძალეს
კვართთან ერთად. მისი საფლავის ადგილზე ნაძვი ამოვიდა. სწორედ ეს ადგილი აირჩია ეკლესიის
ასაშენებლად წმინდა ნინომ. ამ ეკლესიას ეწოდა სვეტიცხოველი, რომელიც ცოცხალ სვეტს ნიშნავს. ასე
ეწოდა სვეტს იმ სასწაულის გამო, რომელიც მოხდა მშენებლობის დროს. სიდონიას საფლავიდან
მოჭრილი ხისაგან გააკეთეს ძელი, რომელიც ვერაფრით ვერ აღმართეს. წმინდა ნინო მთელი ღამე
ლოცულობდა, დილით მოხდა სასწაული: ციდან დაეშვა ნათლით შემოსილი ჭაბუკი, ძელი ცაში აიტაცა,
შემდეგ სვეტი თავისით დაეშვა დაბლა და განკუთვნილი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადება მოხდა 326 წელს. საქართველოს ეკლესიამ მეფე მირიანი და ნანა წმინდანებად შერაცხა და
მათი ხსენების დღედ 1 (14) ოქტომბერი დააწესა.
რაც შეეხაბა ეგრისის გაქრისტიანებას, 325 წლისათვის აქ ქრისტიანობა უკვე ფართოდ უნდა
ყოფილიყო გავრცელებული, რადგან ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო. ბიჭვინთის ეპისკოპოსი
სტრატოფილე დაესწრო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას.
ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხაების თარიღის საკითხისათვის.
ისტორიოგრაფიაში ამ საკთხთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ეს თარიღი მერყეობს
311-დან 357-წლამდე. ეს ძირიადად იმითაა განპირობებული, რომ არც ქართული და არც უცხოური
წერილობითი წყაროები ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხაების კონკრეტულ
თარიღს არ ასახელებან. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ, ბერძნულ, ლათინურ და სომხურ
წერილობით წყაროებში გვაქვს რამდენიმე ხელმოსაჭიდი ფაქტი. კერძოდ, აქ საუბარია, რომ, როდესაც
ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მაშინ იმპერატორი იყო კონსტანტინე,
რომელიც მოღვაწეობდა 306-337 წლებში. ამ ცნობის თანახმად, ზედა ზღვრად ჩვენ უნდა მივიჩნიოპთ 337

47
წელი. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტად მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა სომხურმა
საისტორიო მწერლობამ. ესენი გახლავთ აგათანგელოსი და მოვსეს ხორენაცი. ისინი წერენ, ქართლში რომ
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მაშინ სომხეთში მეფე იყო თრდატი, რომელიც
გარდაიცვალა 330 წელს. ამრიგად, ზედა ზღვრად ჩვენ უნდა მივიჩნიოპთ 330 წელი.
რაც შეეხება ქვედა ზღვარს, აქ ჩვენ თვალი გადავავლოთ რომში მომხდარ ამბებს. ეს არ უნდა
მომხდარიყო, მანამ, სანამ იმპერატორი კონსტანტინე არ გააერთიანებდა რომის იმპერიას. ეს მოხდა 324
წლის 18 სექტემბერს, როდესაც დასავლეთ რომის იმპერიის მმართველმა კონსტანტინემ დაამარცხა
ლაცინიუსი და შემოიერთა აღმოსავლეთ რომის იმპერიაც. ეს არ უნდა მომდხარიყო პირველ მსოფლიო
საეკლესიო კრბაბდე, რომელიც 325 წელს გაიმართა ნიკეაში. ამრიგად, ქართლში სახელმწიფო რელიგიად
ქრისტიანობა 325-330 წლებში უნდა მომხდარიყო.
დედა ეკლესიის თანახმად, ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 326
წელს.
ქრისტიანული კულტურა. ქრისტიანობამ უზარმაზარი კულტურა შექმნა, რომელიც ნამდვილი
მარგალიტია მსოფლიო ცივილიზაციაში.
შუა საუკუნეების ბიზანტიის კულტურა. ბიზანტიაში დიდი ყურადღება ექცეოდა მეცნიერებისა და
განათლების განვითარებას. იმპერიაში იყო როგორც კერძო, ასევე სამონასტრო სკოლები. ამ სკოლებში
ასწავლიდნენ შემდეგ საგნებს: გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას,
მუსიკასა და ასტრონომიას. პარალელურად ისწავლებოდა ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა: ფილოსოფია
და იურისპრუდენცია.
კონსტანტინეპოლში შეიქმნა ევროპაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც
განათლებას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი იღებდა. კონსტანტინე მონომახის მიერ XI საუკუნეში,
კონსტანტინეპოლში დაარსებულ მანგანის აკადემიაში, განათლებას იღებდნენ დიდი ქართველი
მოაზროვნეებიც (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, და არსენ იყალთოელი). ბიზანტიის განათლების
სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ღვთისმეტყველებას. სწორედ ბიზანტიაში ჩამოაყალიბეს
,,კაპადოკიელმა მამებმა‖ (ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიაზანელი, გრიგოლ ნოსელი, კონსტანტინეპოლის
პატრიარქი იოანე ოქროპირი (398-404 წწ)) ერთიან სისტემაში მოქცეული ქრისტიანული მოძღვრება.
შუა საუკუნეების ბიზანტიურ აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ფილოსოფოსის
პეტრე იბერის შრომებმა, რომელიც მიმართული იყო ქრისტიანული სარწმუნოების გასამტკიცებლად.
ბიზანტიაში მწერლობის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახე გახლდათ
ჰაგიოგრაფია, რომელშიც აღწერილი იყო წმინდანთა ცხოვრება.
ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა საეკლესიო პოეზიაც ანუ ჰიმნოგრაფია. VI საუკუნეში ბიზანტიაში
ცხოვრობდა უდიდესი ჰიმნოგრაფი რომანოს მელოდოსი (ტკბილმომღერალი).
განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია საისტორიო მწერლობამ. ბიზანტიელ
ისტორიკოსებს შორის უნდა აღინიშნოს: პროკოფი კესარიელი, კონსტანტინე პორფიროგენეტი, გიორგი
კედრენე, ამიანე Mმარცელინე, ანა კომნენოსი, სკილიცე და სხვა.
ბიზანტიურ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საეკლესიო არქიტექტურას,
რომელშიც დამკვიდრდა ბაზილიკური და ცენტრალური გეგმის მქონე გუმბათოვანი სტილი.
ბიზანტიური არქიტექტურის შედევრია კონსტანტინეპოლში 532-537 წლებში აგებული წმინდა სოფიას
ტაძარი, რომელსაც აგებდნენ ისიდორე მილეთელი და ანთიმოზ ტრალელი. ამავე პერიოდშია აგებული
წმინდა სოფიას ტაძარზე არანაკლებ ღირებული არქიტექტურული ძეგლები. ესენი გახლავთ: სან
ვიტალის ეკლესია რავენაში, თორმეტი მოციქულის ტაძარი კონსტანტინეპოლში, წმინდა დიმიტრის
ტაძარი სალონიკში.
IX-X საუკუნეებში ბიზანტიაში დაიწყეს სამონასტრო კომპლექსების მშენებლბა. X საუკუნეში
ბიზანტიაში დამკვიდრდა ჯვარ-გუმბათოვანი სტილის არქიტექტურა.
ბიზანტიური სახვითი ხელოვნებიდან აღსანიშნავია მოზაიკა და ხატწერა. იმპერიაში ასევე
განვითარდა მინანქრის დამუშავების ტექნიკა.

48
დასავლეთ ევროპის კულტურა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების სისტემა ძირითადად
ორსაფეხუარიანი იყო. პირველი საფეხური იყო სკოლა, რომელიც ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან
არსებობდა. განათლების მეორე საფეხური გახლდათ უნივერსიტეტები.
თავდაპირველად დასავლეთ ევროპის ქვეყნების სკოლებში არ არსებობდა კლასები. მოსწავლეები
უბრალოდ იყოფოდნენ უმცროს და უფროს შეგირდებად. ბიზანტიურ სკოლებში ძირითადად შვიდი
საგანი ისწავლებოდა. ესენი გახლდათ: გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა, არითმეტიკა, ასტრონომია,
გეომეტრია და მუსიკა. სკოლები ძირითადად ეკლესიებისათვის ამზადებდნენ კადრებს.
უნივერსიტეტები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში შედარებით უფრო გვიან აღმოცენდა, ვიდრე
ბიზანტიასა და არაბეთში. უნივერსიტეტებში მაგისტრებისა და პროფესორების გაერთიანებას ერქვა
ფაკულტეტი, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ნიჭსა და უნარს. თითოეული ფაკულტეტი ირჩევდა დეკანს.
უნივერსიტეტს სათავეში ედგა რექტორი, (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ვმართავ). თავდაპირველად
დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში იყო სამი ან ოთხი ფაკულტეტი. ესენი გახლდათ: არტისტული
(ფილოსოფიის), თეოლოგიის (საღვთისმეტყველო), ლეგისტური (იურიდიული) და სამედიცინო.
დასავლეთ ევროპაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი წარმოიშვა XI საუკუნეში სალერნოში
(სამხრეთ იტალია). რომელშიც განსაკუთრებული მაღალი დონით სამედიცინო ფაკულტეტი
გამოირჩეოდა. ჩრდილოეთ იტალიაში მოღვაწეობდა ცნობილი იურისტი ირნერიუსი, რომლის
ლექციების საფუძველზეც ჩამოყალიბდა ბოლონიის უნივერსიტეტი. საფრანგეთში პირველად 1200 წელს
პარიზში გაიხსნა უნივერსიტეტი, რომელიც იწოდებოდა ,,ფილოსოფოსთა მექად‖ და ,,ახალ ათენად‖.
გერმანიაში პირველი უნივერსიტეტი 1348 წელს გაიხსნა პრაღაში. მოგვიანებით უნივერსიტეტები
ჩამოყალიბდა ვენაში, ჰაიდელბერგში და კიოლში. დაახლოებით ამავე პერიოდში, XIII საუკუნის
დამდეგს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას ინგლისშიც ჩაეყარა საფუძველი და ჩამოყალიბდა ლეგენდარული
უნივერსიტეტები-ოქსფორდი და კემბრიჯი.
შუა საუკუნეების ევროპაში წიგნი ძალიან ძვირად ფასობდა. ევროპის ყველაზე დიდი ბიბლი-
ოთეკაც კი სულ რამდენიმე ათეულ წიგნს ითვლიდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ქაღალდი ევროპაში
გვიან შემოვიდა, ის XIII საუკუნეში ჯვაროსნებმა შემოიტანეს აზიიდან.
უმაღლესი სასწავლებელი დასავლეთ ევროპაში სამ საფეხუარიანი გახლდათ. ესენი იყო:
ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორატურა.
XIII საუკუნიდან ევროპაში იწყება ახალი აღმოჩენები. გამოიგონეს სათვალე, მექანიკური საათი,
გრადუსთა ბადე. აზიიდან შემოიტანეს დენთი, რომელსაც იტალიელები სამხედრო მიზნით იყენებდნენ.
შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შენდებოდა სასახლეები, ციხე-სიმაგრეები,
ეკლსია-მონასტრები, ქალაქები და სხვა. შუა საუკუნებში ერთმანეთისაგან განსხვავდება დასავლეთ
ევროპული და ბიზანტიური არქიტექტურა. ევროპაში ჩამოყალიბდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი
არქიტექტურული სტილი, ისეთი როგორიცაა _ რომანული და გოთური სტილი.
რომანული სტილი X საუკუნეში ჩამოყალიბდა ოტოების გერმანიაში. რომანული სტილის
ძირითადი ნიშნები იყო: მასიური კედელი და თაღები რომლებიც ეჭირა გრანდიოზულ სვეტებს. X-XIII
საუკუნეებში ევროპაში ეკლსია-მონასტრები, ძირითადად, რომანულ სტილზე შენდებოდა.
რაც შეეხება გოთურ სტილს, მისი სახელი მომდინარეობს ძველი გერმანელი ბარბაროსი ტომების
_ გოთების სახელწოდებიდან. გოთური სტილი საფრანგეთში წარმოიშვა XII საუკუნის შუა ხანებში და
აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში. გოთური არქიტექტურის ძირითადი ნიშანი იყო დიდი ზომის
ტაძრები რომლებიც ბოლოვდებოდა წაწვეტებული გუმბათებით.

49
$3 დასავლეთ საქართველო IV-V საუკუნეებში

IV საუკუნიდან იწყება ლაზთა (ეგრისის) სამეფოს გაძლიერება. ეს განაპირობა ქვეყნის ირგვლივ


შექმნილმა ხელსაყრელმა საერთაშორისო ვითარებამ და სწორმა შიგა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა
პირობებმა. აგათია სქოლასტიკოსის თანახმად ,,ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და
სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობდნენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღ-
ლობენ, შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ‖. მემატიანე ზოსიმე (V ს.) წერს, რომ იმპერატორმა,
კონსტანტინე I-მა თავისი იმპერია დაჰყო 4 ნაწილად, რომელთაგან ერთი მოიცავდა ,,მთელი ზღვისპ-
ირეთი პამფილიიდან ვიდრე ტრაპეზუნტამდე და ფაზისზე მდებარე სიმაგრეებამდე‖. ირკვევა, რომ
თავიდან ამ ტერიტორიებს რომაული გარნიზონები იცავდნენ, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა.
საინტერესოა ამ პერიოდის ლაზთა სამეფოს საზღვრები. მისი სამხრეთი საზღვარი აღწევდა
მდინარე ჭოროხის შესართავს. ამას ადასტურებენ ამიანე მარცლინე და პროკოფი კესარიელი. ამიანე
მარცელინეს თანახმად 368 წელს სომხეთში სპარსელები შეიჭრნენ და მათი მეფე პაპი დაამარცხეს,
რომელმაც გაქცევით უშველა თავს ,,სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენ
მიწებს ლაზიკისაგან ჰყოფენ‖. ირკვევა, რომ ეს ჭოროხის შესართავთან მოხდა, რომლითაც სომხეთის
სამეფო გამოიყოფოდა ლაზიკადან. ანალოგიურს ადასტურებს პროკოფი კესარიელიც.
პროკოფი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თანახმად ლაზიკას სამხრეთით მდებარეობდა
ბიზანტიის იმპერია, რომელთა შორის მდებარებდა ჭანების ტომი. ჭანები, მართალია პოლიტიკურად არც
ერთს არ ემორჩილებოდნენ, მაგრამ ისინი კულტურულად და ეთნიკურად ენათესავებოდნენ ლაზებს.
ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა ათინა და რიზე. ხოლო რიზედან ჭოროხის შესართავამდე კი
მდებარეობდა ჭანების ტომი. იოანე მალალას (VI ს.) თანახმად ჭანები საკმაო ძლიერი, სამხედრო
პოტენციალის მქონე, ტომემები ყოფილან. იმპერატორ თეოდისი I (379-395 წწ.) მოღვაწეობის პერიოდში
ჭანებს დაურბევიათ კაპადოკია, კილიკი და სირია. ბიზანიტიელებს ინტენსიურა დაუწყიათ ჭანების
ბიზანტიურ ლაშქარში მიზიდვა.
ლაზთაA სამეფო აღმოსავლეთით მოიცავდა არგვეთს, რომელიც II-III საუკუნეში ქართლის ერთ-
ერთ საერისთაოს წარმოადგენდა. აქ არსებული ციხე-ქალაქები, პროკოფი კესარიელის თანახმად, ლაზთა
სამეფოს მიერ იყო აგებული.
ლაზთა სამეფო ჩრდილოეთით ფლობდა მთელ კოლხეთის ბარს და სვანეთს. მის შემადგენლობაში
შედიოდა აფშილები, აბაზგები და სანიგები. თუ როდის მოახერხეს ლაზებმა სვანების დამორჩილება
ამასთან დაკავშირებით საინტერესო მასალა არსებობს. კერძოდ, VI საუკუნეში ბიზანტიელი ელჩები
სპარსეთის შაჰს ხოსრო ანუშირვანს (531-579 წწ.) ესაუბრებოდნენ, რომ ლაზთა მეფეები ადგენენ სვანთა
წინამძღოლებსო. ამას ადასტურებს მენანდრე პროტიქტორიც, რომლის თანახმადაც ,,ლაზებში ძველი
წესი იყო, რომ სვანეთის სარდალი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკო
სიაში, და ლაზი კი იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფს და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც. ხოლო
როდესაც სვანების მთავარი გარდაიცვლებოდა, ლაზების მეთაური ახელისუფლებდა მას, ვისაც უნდა
მიეღო და დაეცვა გარდაცვლილის ძალაუფლება‖. ყოველივე ეს კი უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც
ბიზანტიაში იმპერატორი იყო თეოდოსი I (379-395 წწ.), ხოლო სპარსეთის შაჰი კი ურან IV (389-399 წწ.).
ამრიგად, ლაზთა სამეფოს სვანები უნდა დაემორჩილებინა 389-399 წლებში. თუმც აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ სვანებს საშინაო საქმეებში სრული ავტონომია ჰქონდათ და მხოლოდ საგარეო ასპარეზზე
ეზღუდებოდათ სუვერენიტეტი. ისინი ირჩევდნენ თავიანთ მართველებს ჩვეულებრივად და ლაზთა მეფე
მხოლოდ ამტკიცებდა მათ. ესაა საკითხის ერთი მხარე. ხოლო, მეორე და უფრო მთავარი გახლდათ ის,
რომ ისევ ხერხდებოდა საქართველოს დაქსაქსული მხარების გაერთიანება. ლაზებს ემორჩილებოდა
აგრეთვე მისიმიანთა სვანური ტომი და სკვიმნიის მოსახლეობაც, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ
ლეჩხუმის ტერიტორიაზე. ლაზთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის
ტერიტორიაც. ლაზიკა რომისადმი მხოლოდ ფორმალურ მორჩილებას აღიარებდა.
ლაზთა სამეფოს გაძლიერება პირდაპირ კავშირშია რომის იმპერიის დასუსტებასთან. სანამ რომი
ძლიერი იყო, ისინი ფორმულას ,,დაჰყავი და იბატონე‖, საუბედუროდ, დასავლეთ საქართველოზეც

50
ავრცელებდნენ. მაგრამ, როგორც კი იმპერიას პრობლემები გაუჩნდა ის იძუებული გახდა გაეძლიერებინა
დასავლეთ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც გეოპოლიტური
ინტერესების დაცვაში დაეხმარებოდა მას ამიერკავკასიასა და მახლობელ, აღმოსავლეთში.
რომის იმპერიის დასუსტება გამოიწვია რამოდენიომე მიზეზმა. პირველ რიგში აღსანიშნავია
სასანიდური სპარსეთის გაძლიერება, რომელიც დიდ კონკურენციას უწევდა რომის იმპერიას სწორედ ამ
გეოპოლიტიკურ სივრცეში. 298 წელს დადებული ნისიბინის ზავი, რომსა და ირანს შორის, 338 წელს
დაირღა და 25 წელი გაგრძელდა. 363 წელს დამთავრდა ომი ირანსა და რომს შორის. ზავის მიხედვით
რომმა ირანს 5 პროვინცია დაუბრუნა და ხელი აიღო სომხეთის საქმეებში ჩარევაზე.
ამიერკავკასიის სივრცეს ნელ-ნელა კარგავდა რომის იმპერია და მას იკავებდა სპარსეთი. 387 წელს
ახალი ზავი გაფრმდა მათ შორის, რომლის თანახმადაც რომს გადაეცა სომხეთის, მხოლოდ, ერთი
მეხუთედი ნაწილი. დანარჩენი კი სპარსეთს. ამრიგად, რომმა კიდევ ერთ წამგებიან ხელშეკრულებას
მოაწერა ხელი. ამას დაემატა ისიც, რომ 395 წელს იმპერია ორ ნაწილად გაიყო. იმპერატორმა
თეოდოსიუსმა რომის იმპერია თავის ორ ვაჟიშვილს გაუყო. ამიერიდან ერთიანი რომის ისტორია
დასრულდა. წარმოიშვა ორი: აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიები.
დასავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი იყო რომი. მის შემადგენლობაში შედიოდა იტალია,
ევროპისა და აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციები. აღმოსავლეთ რომის იმპერიის
დედაქალაქი იყო კონსტანტინეპოლი. მის შემადგენლობაში შედიოდა: ბალკანეთის ნახევარკუნძული,
ეგვიპტე და რომის სამფლობელოები აზიაში.
ჯერ კიდევ რომის იმპერიის გაყოფამდე სახელმწიფოს საზღვრებს სულ უფრო ხშირად უტევდნენ
უცხო ტომები. მომთაბარე ჰუნებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან განდევნეს გერმაული ტომები
გოთები. გოთებმა დუნაისკენ დაიხიეს. დასუსტებულმა რომმა თავისი საზღვრების დასაცავად სწორედ
გოთების მეომრები დაიქირავა. გოთებმა თავიანთი ოჯახებიანად გადმოლახეს დუნაი და მდინარის
სამხეთ სანაპიროზე დასახლდნენ. რომაელმა მოხელებმა არ შეუსრულეს გოთებს დანაპირები და
სურსათით არ მოამარგეს. გოთები აჯნყდნენ და კონსტანინეპოლისაკენ დაიძრნენ. მათ წინააღმდეგ
ბრძოლაში რომაელებს იმპერატორიც კი დაეღუპათ. საბოლოოდ რომაელებმა მოახერხეს გოთების
შეჩერება. რომაელებმა გოთები ახლა ბალკანეთის ნახევრკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში
დაასახლეს.
იმპერიის გაყოფის შემდეგ გოთებმა უფრო თამამად დაიწყეს მოქმედება. ბელად ალარიხის
წინამძღოლობით მათ ააოხრეს მაკედონია, საბერძნეთი, შეიჭრნენ იტალიაში და 410 წელს აიღეს ქალაქი
რომი. ეს გახლდათ ქალაქ რომის პირველი დაცემა.
დასავლეთ რომის იმპერიას საფრთხეს სხვა გერმანული ტომებიც უქმნიდნენ. მაგალითად,
ვანდალები. ვანდალებმა დაარბიეს გალია, ესპანეთი და 429 წელს ჩრდილოეთ აფრიკას შეესივნენ.
ვადალებმა 10 წლის განმავლობაში შეძლეს რომის პროვინცია _ აფრიკის დაპყრობა და აქ თავიანთი
სამეფოც დააარსეს. ვანდალები აფრიკიდან იტალიაში შეიჭრნენ და 455 წელს ქალაქი რომი აიღეს. ეს
გახლდათ ქალაქ რომის მეორე დაცემა.
V საუკუნის 30-იანი წლებიდან რომის იმპერიას თავს ესხმოდა ჰუნები ატილას მეთაურობით. 441-
442 წლებში ატილამ დაამარცხა რომიაელთა ჯარები და რამოდენიმე ქალაქი დაიკავა. იმპერატორ
თეოდოს II (408-450 წწ.) საკმაოდ მძიმე პირობების მქონე საზავო ხელშეკრულებაზე მოუწია ხელის
მოწერა. თუმც, 447 წელს ატილამ კიდევ ერთხელ განახორციელა თავდასხმა რომზე.
ქალაქ რომის მესამე და საბოლოო დაცემა, როდესაც დასავლეთ რომის იმპერიამაც შეწყვიტა
არსებობა, დაკავშირებულია ერთ-ერთი გერმანული ტომის ბელადის ოდოაკრის სახელთან. 476 წელს
ოდოაკრმა დასავლეთ რომის იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი ტახტიდან ჩამოაგდო და ამით
დასრულდა დასავლეთ რომის იმპერიის არსებობა.
აღმოსავლეთ რომის იმპერია კი შედარებით უკეთ იყო დაცული. მას მოგვიანებით ბიზანტია
ეწოდა. ბიზანტიამ დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კიდევ თითქმის 1000 წელი იარსება.
ამრიგად, რომის დასუსტების მეორე მიზეზი გახლდათ გუთებისა და ჰუნების, იმპერიაზე,
გამუდმებული თავდასხმები. რომს გუთებთან დაპირისპირება ჯერ კიდევ III საუკუნიდან ჰქონდა.

51
გუთები თავს ესხმიან ბოსფორის სამეფოს, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს და მცირე აზიასაც კი.
ამრიგად მათი თავდასხმის ობიექტი დასავლეთ საქართველოც აღმოჩნდა.
IV საუკუნიდან გუთებს აღმოსავლეთიდან დაძრული ჰუნები ჩაენაცვლნენ. ისინი თავს ესხმიან
ბოსფორს და ჩრდილო კავკასიის ზწკარის გადმოსასვლელებით ცდიობენ სამხრეთის ტერიტორიების
დალაშქვრასაც. სწორედ ამიტომაც იყო რომის იმპერია ლაზთა სამეფოს გაძლიერებით, რათა მას ძალა არ
შესწევდა ამ გადმოსასვლელების ჩაკეტვისა და ეს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მისია უნდა
შეესრულებინა ლაზებს, რათა მას გადაერჩინა დარბევისაგან იმპერიის მცირე აზიული სანახები. ამრიგად
ლაზების სამეფოს უნდა ეკისრა ერგვარი ბუფერული სახელმწიფოს ფუნქციები და თავზე აეღო ველური
ურდოების მოგერიება. ანუ, რომისაკენ მიმართულ მახვილI მას ფარით უნდა შეეჩერებინა. ამაში
მდგომარეობდა ქართველთა ისტორიული მისია, რომ ეს ,,ველური‖ ტომები შეეჩერებინა და არ მიეცა
უფლება მათთვის გაენადგურებინათ, მათთან შედარებით, ბევრად უფრო ცივილური სამყარო...…
სწორად აღნიშნავს პროკოფი კესარიელი, რომ ლაზთა მისია იყო ზეკარის გადმოსასვლელების დაცვა
,,რათა მტრულად განწყობილი ჰუნები, მათი მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკეზე გამოვლით
რომაელთა მიწა-წყალში არ შემოჭრილიყვნენ‖. სხვაგან კი უფრო ზუსტ შეფასებას იძლევა, ეს უნიჭიერესი
ისტორიკოსი, რომ ,,კავკასიაში მოსახლე ბარბაროსთათვის ლაზიკე არის მხოლოდ საწინააღმდეგო
ტიხარი‖.
ლაზთა სამეფოს გაძლიერება გამოიწვია ქართლის სამეფოს ერთგვარმა დასუსტებამაც. ქართლი,
რომელიც მანამ II-III საუკუნეებში ფლობდა დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს, ეხლა უაღრესად
დასუსტებულია სასანიდური სპარსეთის შემოტევების გამო. ლაზებმა კი მთელი დასავლეთ
საქართველოს გააერთეანება შეძლეს.
ეს გახლდათ საგარეო ფაქტორები, რამაც გამოიწვია ლაზეთის სამეფოს გაძლიარება, მაგრამ, რომ
არა საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ლაზეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო აგრალური მეურნეობა, რომელიც ფეოდალურ
ეპოქაში მთავარი გახლდათ. მოგეხსენებათ, რომ შუა საუკუნეებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ფულად-
სასაქონლო მეურნეობა განვითარებული სიმდიდრის ერთადერთ საზომად ითვლებოდა მხოლოდ მიწა.
ვისაც ყველაზე მეტი და კარგად დამუშავებული მიწა ჰქონდა იგი ითვლებოდა ყველაზე მდიდარ
ადამიანად. სწორედ ამიტომაც ამ ეპოქას ჰქვია ფეოდალური ურთიერთობების ეპოქა. სიტყვა ფეოდი კი
ძველ გერმანულად ნიშნავს მიწას.
ლაზთა სამეფოში აგრარული მეურნეობა, პროკოფი კესარიელის თანახმად, განსაკუთრებით
განვითარებული ყოფილა ცხენისწყალსა და რიონს შორის, რომელსაც მოხირისის სახელით მოიხსენიებს
იგი. მის შემადგენლობაში შედიოდა თანამედროვე ქუთაისი, ბაღდადი, ვანი, სამტრეფია, აბაშა და
მარტვლის რაიონების ნაწილი. ლაზთა სამეფოს ეკონომიკურ დაწინაურებაზე მეტყველებს ქალაქების
სიმრავლე, სადაც საქალაქო ცხოვრება დაწინაურებული გახლდათ. ამ ქალაქებიდან აღსანიშნავია
არქაიოპოლისი, ქუთაისი, როდოპოლისი და მოხირისი.
ლაზეთის სამეფოს ძლიერება V საუკუნის 70-იანი წლებიდან ნელ-ნელა კნინდება. ეს მრავალმა
მიზეზმა გამოიწვია. პირველ რიგში აღსანიშნავია ქართლის სამეფოს გაძლიერება. ეს გახლავთ
ლეგენდარული მეფის ვახტანგ გორგასალის მოღვაწეობის პერიოდი. გაძლიერებულმა ქართლის სამეფომ
დასავლეთ საქართველოს რიგი ტერიტორიებისა შეიერთა – ჩრდილოეთიდან მოყოლებული ციხე-
გოჯამდე. ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი ჩამოთვლის იმ ერისთავებს, რომლებიც ვახტანგ
გორგასალს ემორჩილებიან. მათ შორის ჩამოთვლილია დასავლეთ საქართველოში შემავალი
საერისავოები. ისეთები, როგორიცაა: ეგრისი, არგვეთი, ,,მარგვისის და თაკვერის‖ და სვანეთი, მაგრამ
სკანდა და შორაპანი ლაზეთის სამეფომ შეინარჩუნა ისევ. ისტორიკოს მენანდრე პროტექტორის თანახმად
ლაზეთის სამეფოს სვანეთი, რომ დაუკარგავს მაშინ ბიზანტიაში იმპერატორი ყოფილი ლეონ I (457-474
წწ.), ხოლო სპარსეთის შაჰი იყო პეროზი (458-484 წწ.). ანუ, სვანეთს ლაზეთის სამეფოდან
დამოუკიდებლობა მოუპოვებია 457-474 წლებში.
ლაზეთის სამეფოს დასუსტების მეორე მიზეზი გახლდათ მათი დაპირისპირება ბიზანტიის
იმპერიასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა V საუკუნის 50-60-იან წლებში. პრისკე პანიონელის თანახმად

52
ლაზთა მეფე გუბაზი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს მარკიანეს (450-457 წწ.). აჯანყების შასაქრობად
იმპერატორს დამსჯელი ჯარი გაუგზავნია, მაგრამ მამაც ლაზებს ისინი დაუმარცხებიათ. იმპერატორი
ახალი ომისათვის ემზადებოდა, მაგრამ გულ-ხელ დაკრეფილი არც ლაზები იყვნენ. ისინი სპარსელებს
სთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ სპარსელებს უარი განუცხადებიათ მათვის, რადგან მათ მძიმე ბრძოლები
ჰქონდათ ჰუნებთან.
მეფე გუბაზი იძულებული გახდა და ჯერ თავისი ელჩები მიავლინა ბიზანტიაში. ხოლო შემდეგ
თვითონაც სწვევია კონსტანტინეპოლს. ამ დროს იმპერატორი იყო ლეონ I-ლი, რომელსაც ჯერ
გაუკიცხავს გუბაზი, მაგრამ შემდეგ მშვიდობიანად დაუბრუნებიათ ლაზეთში.
სამწუხაროდ, მეფე გუბაზ I-იდან მოყოლებული, ვინემ VI საუკუნის 20-იან წლებამდე ლაზეთის
შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ.

$4 ქართლი IV საუკუნის მეორე ნახევარსა და V


საუკუნის პირველ ნახევარში

298 წელს გაფორმებული ნისიბინის ზავი 338 წელს დაირღვა. ამის შემდეგ ირანსა და რომს შორის
ომები 25 წელი მიმდინარეობდა მცირეოდენი შესვენებით. ამ ბრძოლების ასპარეზი გახლდათ
შუამდინარეი, სომხეთი და ნაწილობრივ შეეხო ქართლსაც. ქართლის სამეფო ცდილობდა, ამ ბრძოლაში,
ნაიტრალური პოზიცია დაეცვა და ამ გზით მიეღწია მშვიდობისათვის. ამას ადასტურებს ამიანე
მარცელინეს ერთი ცნობა, რომ 359 წელს ამიდთან გამართულ ბრძოლაში მას ქართველები არც ირანელთა
და არც რომაელთა რიგებში არ უნახავს. 360 წლის ბრძოლიდან ირანელები გამოვიდნენ გამარჯვებული,
თუმც ორივე ხდებოდა რომ ამით არაფერი არ სრულდებოდა და ამას კიდევ მოჰყვებოდა გაგრძელება.
რომაელებმა ზამთრის გამოყენება გადაწყვიტეს და მდინარე ტიგროსის გადაღმელ მეფეებთან და
სატრაპებთან ელჩები გაგზავნეს დიდი საჩუქრებით. დასაჩუქრებულ იქნენ აგრეთვე ამიერკავკასიაში
არსებული სახელმწიფოების ქართლისა და სომხეთის მეფეები მერიბანი და არშაკი.
რომაელებმა სცადეს ვითარების გამოსწორება და რომის ახალმა იმპერატორმა ივლიანემ, როგორც
კი დაიკავა ტახტი, იმავე 361 წელს ირანის დედაქალაქ ქტეზიფონზე მიიტანა იერიში. Mაგრამ არც
მოულოდნელობის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და 363 წელს იმპერატორი ერთ-ერთი
ბრძოლის დროს დაიჭრა და გარდაიცვალა. ღომის ახალი იმპერატური ივლიანე იძულებული გახდა იმავე
წელსვე სპარსელებთან 30 წლიანი ზავი გაეფორმებინა. ეს ზავი ძალიან მძიმე იყო რომისათვის. იგი
იძულებული გახდა 5 სტრატეგიული პროვინცია და 2 ქალაქი ნიზიბინი და სინგარა დაეთმო
სპარსეთისათვის. ამ ზავში ქართლის სამეფოზე საუბარი არ ჰყოფილა საერთოდ.
სპარსელებმა შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და 364 წელს სომხეთი დალაშქრეს. სპარსელებს
მხარს უჭერდნენ ნახარართა ოპოზიციაც. სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის თანახმად, როდესაც
შაჰმა შაბურ II-ემ დალაშქრა სომხეთი მეფე არშაკ II-ემ გაქცევით უშველა თავს და მას ამაში დაეხმარა
ქართლის მეფე საურმაგი. მოღალატე სომეხმა ნახარარებმა დაანგრიეს ქალაქი არშაკავანი, მაგრამ
ქართველთა დახმარებით არშაკმა შური იძია მათზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა სტრატეგიული
გათვლები იყო აბსოლიტურად სწორი, რომ თუ სომხეთი დაეცემოდა ამირკავკასიაში და მას სპარსეთი
დაიპყრობდა, ამის შემდეგ ქართლის ჯერიც დადგებოდა.
ცბიერმა შაჰმა მაინც შეძლო არშაკისა და ანტისპარსული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვასაკ
მამიკონიანი დატყვევება. ამიანე მარცელინეს თანახმად იმის შემდეგ, რაც, სპარსელებმა, სომხეთი
დროებით დაიმორჩილეს მოადგნენ ქართლას და მეფე საურმაგი გადააყენეს. ქართლში სპარსელებმა
დანიშნეს ასფაგური.

53
რომაელებმა დაარღვიეს 30 წლიანი ზავი და აქტიურად შაერივნენ ამიერკავკასიის საქმეებში. 369
წელს იმპერატორმა ვალენტიმ სომხეთში არშაკის შვილი პაპი გაამეფა. საპასუხოდ სპარსელებმა
დალაშქრეს სომხეთი. ვალენტიმ სომხებს ჯარი მიაშველა კომიტი არინთეოსის მეთაურობით.
სპარსელებმა ზავის პირობების შესრულება მოსთხოვეს რომაელებს, მაგრამ იმპერატორმა პირიქით
ქართლიდან განდევნილ საურმაგსაც მიაშველა 12 ლეგონი ტახტის დასაბრუნებლად. იგივე ამიანეს
ცნობით საურმაგი, რომ მდინარე მტკვარს მიუახლოვდა მას შეევედრა ასფაგური ქართლის სამეფო
გავიყოთო ,,იმ მიზეზით, რომ არც გადადგომა შეეძლო, არც რომაელების მხარეზე გადასვლა, რადგან
მისი ძე ულტრა აქამდე მძევლის წესით სპარსელებს ჰყავდათ‖. საუბედუროდ ამ საკითხის გადაწყვეტა არ
იყო მხოლოდ ქართველებზე დამოკიდებული და რომაელთა და სპარსელთა თანხმობა იყო საჭირო.
მარცელინეს ცნობით ,,ეს რომ იმპერატორმა შეიტყო, დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად
შუაში მდინარე კიროსი დადებულიყო და სავრომაკს (საურმაგს) არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე
(მხარე) რგებოდა, ასფაგურს კი – ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე‖. შაჰი შაბური წინააღმდეგი იყო
363 წლის ზავის პირობების დარღვევის და 371 წელს დალაშქრა სომხეთი, მაგრამ ძირავის ველზე
დამარცხდა და იძულებული გახდა დროებით შერიგებოდა სიტუაციას.
ქართულ ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული, მეფეებს ასფაგურსა და
საურმაგს თუ მტკვრის რომელი ნაწილი ერგოთ. ვფიქრობთ ეს საკითხი არ არის პრინციპული ხასიათისა
აქ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო შუაზე გაიხლიჩა, რაც ქვეყნის
მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ ეტაპზე დროებით შეეგუა ქართლის ორად გაყოფას შაჰი
შაბურიც, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ მან კატეგორიულად მოითხოვა ქართლის გაერთიანება
ასფაგურის მეთაურობით. აქ ავტომატიურად ჩაერთო რომის იმპერიაც, რომელმაც სპარსელთა
წინააღმდეგ და საურმაგის დასაცავად დაიწყო ომისათვის მზადება, მაგრამ 377 წელს იმპერიას ევროპაში
თავს დაესხნენ ვესტგუთები და ვალენტი იძულებული გახდა მთელი თავისი ჯარები სწორედ ევროპაში
გადაესროლა. რომმა ჯარები გაიყვანა სომხეთიდან და ქართლიდანაც. ბუნებრივია სპარსეთი
შეეცდებოდა მისდა სასარგებლოდ გამოეყენებინა შექმნილი ვიტარება და ქართლიდან გაეძევებინა
საურმაგი. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვარაუდობთ, რომ ქართლში ორმეფიანობა IV საუკუნის 70-იანი
წლების ბოლოსათვის უნდა გაუქმებულიყო და იგი პროსპარსული ორიენტაცცის ასფაგურის ხელში
უნდა გადასულიყო. თუმც, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული
მოსაზრების თანახმად ქართლში ორმეფიანობა V საუკუნის 40-იან წლებამდე გრძელდებოდა.
ჩვენ ვარაუდს, რომ ქართლში ორმეფიანობა IV საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს უნდა
გაუქმებულიყო ამყარებს ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ‖-ში დაცულია ცნობა, რომ აქ სპარსელებმა თავისი
მმართველობა ვარაზ-ბაკურის დროს დაამყარეს და ,,სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთა და
იგი ჴიდარდ უკუჯდა... და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ ბორზარდ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისად
ქალაქად, ციხედ, და ქართლი მისსა ხარკსა შედგა და სომხითა და სივნიეთი და გუასპურაგანი‖. ეს უნდა
ყოფილიყო, სპარსელთა მიერ, ქართლის პირველი დახარკვა.
ამიანე მარცელინეს მიერ მოხსენიებული ასფაგური და ,,მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ წყაროში
მოხსენიებული ვარაზ-აკური ერთიდა იგივე პიროვნებაა, რომლის მმართველობის დროსაც მოსულა
სპარსელი პიტიახში ქართლში. ,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად ,,გამოგზავნა სპარსთა მეფემან
ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად‖. ვარაზ-ბაქარს არავითარი
წინააღმდეგობა არ გაუწევია სპარსელთათვის. ,,და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა
შორის ციხედ მცხეთისად‖. ვარაზ-ბაქარს მშვიდობა უთხოვია მათვის. მაგრამ სპარსელებს ვარაზ-
ბაქარისათვის ჩამოურთმევიათ მისი სამფლობელოების ნაწილი ,,და განუკუეთა ხარკი... და მიერითგან
იქმნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი‖. ამრიგად ქართლში ორმეფიანობა IV საუკნის 70-იანი
წლების მიწურულში უნდა გაუქმებულიყო და იგი სპარსელებმა დაიმორჩილეს. ამ დროს ქარლში
მოსულა ირანელთა სარდალი, რომელიც ,,მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ წყაროში პიტიახშად არის
მოხხსენიებული, ხოლო ლეონტი მროველი მას უწოდებს ერისთავს. ამ სპარსელ მოხელეს ევალებოდა
ხარკის აკრეფა, მაგრამ ეს საქმე ადგილობრივი ქათლის მმართველობისათვის დაუკისრებიათ შემდეგ.

54
სპარსელებს თავისი მუდმივი მოხელე ქართლში არ ჰყავდათ ამ ეტაპისათვის. საჭიროების შემთხვევაში
კი ისინი მარზპანს აგზავნიდნენ აქ.
IV საუკუნის 80-90-იან წლებში ქართლის სამეფოში მეფობს ბაკური. იგი პეტრე იბერის ასურულ
ცხოვრებაში მოიხსენიება როგორც პეტრეს პაპა დედის მხრიდან. ბაკურის დროს ქართლზე ისევ
ირანელთა პროტექტორატი ვრცელდება. ამაზე მეტყველებს პეტრე იბერის ცხოვრება, სადაც ნათქვამია,
რომ ბაკური ერთ-ერთ ომში თან ხლებია ირანის შაჰს.
სპარსეთისა და რომის იმპერიებს შორის 387 წელს გაფორმდა მორიგი ზავი, რომლის თანახმადაც
სომხეთის რამოდენიმე ოლქი ჩამოაცილეს მას და დარჩენილი ერთმანეთში გაიყვეს. მაგრამ ეს გაყოფა,
მათ შორის, არ იყო თანასწორი. სომხეთის ერთი მეხუთედი ერგო რომს და ოთხი მეხუთედი სპარსეთს. ამ
ზავმა რამდენადმე დადებითად იმოქმედა ქართლის სამეფოზე. კერძოდ, სომხეთის ოლქის გუგარქის
ჩრდილოეთი რაიონები დაუბრუნდა ქართლის სამეფოს. ხოლო მისი სამი რაიონი კი – ტაშირი, კანგარქი
და აშოცი ისევ სომხეთის შემადგენლობაში დარჩა. თუმც რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ისინიც
შეუერთდნენ ქართლს. ჩვენ აქ შემთხვევით არ გვითქვამს, რომ გუგარქის ოლქები დაუბრუნდა ქართლის
სამეფოსო. ეს ოლქები ისტორიულად ქართლის შემადგენელი ნაწილი გახდათ. ამას ადასტურებს
სტრაბონის ცნობა, რომ გოგარენეა (მერმინდელი გუგარქი) ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში
სომხეთმა მიითვისა და ჩამოაჭრა ქართლს.
მეფე ბაკურის შემდეგ, 398-400 წლებში, ქართლში გამეფდა ფარსმანი, რომელიც ცდილობდა
სრული სუვერენიტეტი მოეპოვებინა. ის არ ეპუება სპარსეთსაც და რომსაც. ,,ქართლის ცხოვრების‖
თანახმად ფარსმანმა ხარკი შეუწყვიტა სპარსელებს და შეეცედა თავი დაეღწია მათი ბატონობისაგან.
მეორეს მხრივ კი, პეტრე იბერის ცხოვრების თანახმად ფარსმანმა ბიზანტიელებს თეთრი ჰუნები შეუსია.
სპარსელები, ცდილობენ დაასუსტონ და შუაზე გახლიჩონ ქართლის სამეფო. სწორედ ამ იზნით
ისინი აქტიურად იყენებენ დინასტიურ დაპირისპირებას, რომლის საფუძველიც მათ ჰქონდათ ქართლის
სამეფოში. საუბარია ბაკურ რევის ძისა და თრდატ რევის ძის შთამომავლებზე. ქართლის სამეფო ტახტზე
რიგრიგობით სხდებიან ამ შტოთა წარმომადგენლები. მაგალითად, ვარაზ-ბაკური იყო ბაკურის შტოს
წარმომადგენელი, ხოლო მომდევნო მეფე ბაკური გახლდათ თრდატის შტოდან. ფარსმანი კი ვარაზ-
ბაკურის შვილი იყო. ქართლის მომდევნო მეფე მირდატი ფარსმანის ძმა იყო.
,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად მირდატ ,,მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან
ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა‖. ანალოგიური
ცნობები დაცულია ―მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ წყაროშიც. სპარსელებს მირდატის დასასჯელად
გამოუგზავნიათ დიდი ჯარი, რომელსაც დაუმარცხებია იგი. Mირდატი სპარსელებს დაუტყვევებიათ და
სპარსეთში წაუყვანიათ, სადაც გარდაცვლილა კიდეც. სპარსელებმა იერიში მიიტანეს ეკლესიაზეც.
ჯუანშერი თანახმად: ,,დამალეს ჯუარები ქართველთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა
ცეცხლისმსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი‖.
V საუკუნის ოციან წლებში, ქართლის მეფე გახლდათ არჩილი (თრდატის შტო).. ქართული
წყაროები, რამდენადმე განსხვავებულ ცნობებს იძლევიან მისი მეფობს შესახებ. მაგალითად, ,,მოქცევაჲ
ქართლისაჲს‖ თანახმად არჩილი ეგუება ქართლში სპარსელთა ბატონობას და ,,მოგუნი მოგუთას
მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა‖. მაგრამ, ჯუანშერის თანახმად კი მეფე არჩილმა ,,განაცხადა
მტერობა სპარსთა; გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-
მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით და წარძღუანებითა ჯუარისათა
იწყო ბრძოლად სპარსთა‖.
სპარსეთის შაჰს რანსა და მოვაკანში ჰყადათ დანიშნული ერისთავი ბარზაბოდი, რომლის
დაქვემდებარებაშიც ჰყოფილა ქართლის სამეფოც. ბარზაბოდმა კოალიციური ჯარით გაილაშქრა მეფე
არჩილზე, მაგრამ იგი დამარცხდა. არჩილს რანიც კი დაულაშქრავს. ეს დაპირისპირება, მათ შორის,
დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს დამთავრდა იმით, რომ მეფე არჩილის ძე მირდატს შეჰყვარებია
ბარზაბოდის ქალიშვილი და ცოლად შეურთავს იგი.

55
არჩილის შემდეგ მოღვაწეობდა მირდატი, რომელიც V საუკუნის 30-40-იან წლებში განაგებდა
ქართლის სამეფოს. ისიც ცდილობდა ქვეყნისათვის სუვერენიტეტის მოპოვებას, მაგრამ ამ ეტაპისათვის ეს
ვერ მოხერხდა.
V საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში სპარსეთის შაჰმა იეზდიგერდ II-მ (438-457 წწ.) თავის
ქვეშევრდომ ქვეყნებს და მათ შორის ქართლსაც, უბრძანება სამხედრო ბეგარის სახით გამოეყვანათ
ჯარები და დახმარებოდნენ სპარსელებს შუა აზიაში ქუშანების წინააღმდეგ ბრძოლაში. 449 წელს
სპარსეთმა დაამარცხა ქუშანები, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველი მეომრები სამშობლოში არ
დააბრუნა. აშკარა იყო, რომ შაჰი შეგნებულად არ აბრუნებდა მათ უკან, რათა ქართლის მეფე მირდატს არ
დახმარებოდნენ ისინი ქვეყნის სუვერენიტეტის მოპოვებაში.
პარალელურად, სპარსელებმა ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკურად წელში გატეხვის მიზნით
აქ თავიდან ჩაატარეს აღწერა და ახალ საგადასახადო სისტემაში ეკლესიაც შეიყვანეს. თანაც
გადასახადები უკიდურესობამდე დაამძიმეს. ამაზე მეტყველებს სომეხი იტორიკოსის ელიშეს (V ს.)
ჩანაწერები, რომ ირანელებს ,,თვითონაც დიდად უკვირდათ საიდან მოდის მთელი ეს განძი, ან როგორ
არის კიდევ ეს ქვეყანა შენებულიო‖. ცხადი იყო, რომ ირანელები ცდილობდნენ ამიერკავკასიის ქვეყნები
დაეკნინებინათ, როგორც სამხედრო ტვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად და ისინი ბრძოლას
უცადებნენ ქრისტიანულ ეკლესიასაც.
ამრიგად, V საუკუნის პირველ ნახევარში სპარსეთმა გაააქტიურა თავისი დამპყრობლური
პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ. სპარსელებმა 428 წელს გააუქმეს მეფობა სომხეთში. აშკარა იყო,
რომ ანალოგიური პერსპექტივა ელოდა ქართლსაც. სპარსეთის შაჰმა მეტად აგრესიული რელიგიური
პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან გადაწყვიტა ქართლში, ალბანეთსა და სომხეთში მაზდეანობის
(ცეცხლთაყვანისმცემლობის) გავრცელება. შაჰის კარზე დაიბარეს ქართველი, ალბანელი და სომეხი
დიდაზნაურები. ქართველებს შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სომეხი ისტორიკოსის
ლაზარ ფარპეცის (V ს.) თანახმად ,,ქართველთა ქვეყნიდან (წავიდნენ) ბდეშხი აშუშა და ამ ქვეყნის სხვა
ტანუტერები‖.ამასთან ერთად შაჰს თავისთან მძევლად დაუტოვებია სომხეთის მარზპანის ვასაკ სიუნის
ორი ვაჟი.
სამივე ქვეყნის წარმომადგენელს შაჰმა ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება
მოსთხოვა. დიდაზნაურები იძულებული გახდნენ შაჰის პირობა მიეღოთ და მოჩვენებით უარეყოთ
ქრიასტიანობა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოექცეოდნენ თავიანთ
რწმენაზე. შაჰი ამით არ დაკმაყოფილდა. უკან გამობრუნებულ დიდებულებს მან მოგვები
(ცეცხლთაყვანისმცემელთა ქურუმები) გამოაყოლა. მოგვებს უნდა დაეწყოთ მაზდეანობის ქადაგება,
ეკლესიების დახურვა, ქრისტიანი ღვთისმსახურების განდევნა, სპარსული წეს-ჩვეულებების გავრცელება.
შაჰმა თავისთან მძევლები დაიტოვა, რომელთა შორისაც იყო არშუშა პიტიახში. მარტო სომხებს შაჰმა 700
მოგვი გამოაყოლა. ქართლს, ალბანეთსა და სომხეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა. შაჰის განზრახვის
შესრულების შემთხვევაში ეს ქვეყნები სპარსეთის პროვინციებად გადაიქცეოდნენ. ჩამოსვლისთანავე
მოგვებმა აქტიური საქმიანობა დაიწყეს შაჰის დავალების შესასრულებლად. ყოველივე ამას სომხეთსა და
ალბანეთში დიდი აჯანყება მოჰყვა. თავიდან აჯანყება წარმატებით განვითარდა, მაგრამ სპარსეთმა
მოახერხა მისი ჩახშობა.
ამ 450-451 წლების აჯანყებაში ქართლის სამეფოს მონაწილეობა არ მიუღია. რით იყო ეს
გამოწვეული. იმის გამო, რომ წყაროებში ამის შესახებ არაფერი არ წერია, ჩვენ გამოვთქვამთ რამოდენიმე
არგუმენტიებულ ვარაუდს – 1) ქართლი შედარებით უფრო შორს მდებარეობდა სპარსეთიდან ვიდრე
ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოები ალბანეთი და სომხეთი, შესაბამისად იგი ნაკლებ ჩაგვრას
განიცდიდა; 2) სპარსელებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს ერთის მხრივ მეფე და ფეოდალები და მეორეს
მხრივ უთანხმოება შეიტანეს საკუთრივ ფეოდალებს შორის და დაქსაქსეს ქვეყანა; 3) სპარსეთში მძევლად
მყოფი არშუშა პიტიახშის გამო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ; 4) სომეხი
ისტორიკოსის ელიშეს ცნობით სომხეთში აჯანყების ერთ-ერთმა მეთაურმა ვასაკმა ,,დაარღვია
ერთიანობა ქართლის ქვეყნისა სომხეთთან‖. იგი განუდგა აჯანყებულებს და ყველგან დააგზავნა ცრუ
ცნობები, რომ აჯანყება განწირულია, მას აზრი არა აქვს და აჯანყებას არავინ უჭერს მხარს. ვასაკმა გზაც

56
კი გადაუკეტა აჯანყებულთა დასახმარებდ წამოსულ ჰუნთა ჯარს. ამაში მას ქართლის მთიელთა ჯარიც
ეხმარებოდა.
Aაჯანყების დამარცხების მიუხედავად შაჰი იძულებული გახდა თავის განზრახვაზე ხელი აეღო
და მან ამიერკავკასიაში აღადგინა სარწმუნოებრივი თავისუფლება, შეამსუბუქა სამხედრო ბეგარა და
გადასახადები.
451 წელს გაიმართა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო მონოფიზიტობა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიასა (ბიზანტია) და ქართლში დიოფიზიტობა იყო აღიარებული. ირანი
ყოველთვის უჭერდა მხარს იმ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში იდევნებოდა.
ამ შემთხვევაში ირანმა მხარი მონოფიზიტობას დაუჭირა.

$6 ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში. ვახტანგ გორგასალი

V საუკუნის მეორე ნახევარი უმნიშვნელოვანესი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ, მის
შესახებ მეტად მცირე ცნობებმა მოაღწია ჩვენამდე. ამ პერიოდს ეხება რამდენადმე ,,მოქცევაჲ
ქართლისაჲს‖ მატიანე. მაგრამ, მასში არცერთი სიტყვით არ არის მოხსენიებული ის დიდი ბრძოლა,
რომელიც ვახტანგ გორგასალმა აწარმოვა ირანელთა წინააღმდეგ. არსებობს ვახტანგ გორგასალისადმი
მიძღვნილი სპეციალური საისტორიო თხზულება ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა‖, რომელიც ეკუთვნის
ჯუანშერს. მაგრამ ეს თხზულება დღეისათვისაც კი არასაკმარისადაა შესწავლილი. ბოლომდე არაა
დადგენილი თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა იგი. საინტერესოა ამ წყაროზე არსებული ცნობილი
მონაწერი, რომ ,,ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამით-
ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისგან ვიდრე აქამომდე აღწერე ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან
წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან‖. ტექსტში მოხსენიებული არჩილი
ქართლის ერისმთავარი იყო VIII საუკუნის პირველ ნახევარში. ჯუანშერიც მოხსენიებულია ,,არჩილის
ცხოვრებაში‖, ამიტომ ისტორიკოსთა ნაწილი მას VIII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს. თუმც ქართულ
ისტორიოგრაფიაში უფრო მეტად გაზიარებულია მოსაზრებ, რომ ჯუანშერი არის XI საუკუნის მოღვაწე.
მეტად მნიშვნელოვანი წყაროა აგრეთვე იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის მარტვილობა‖. იმის გამო,
რომ ძეგლი ჰაგიოგრაფიული ხასიათისაა, მასში საქართველოს ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე ცოტა
რამაა ნათქვამი. თუმც ისტორიკოსი ლაშა ჯანაშია მიიჩნევს, რომ მასში პოლიტიკური მნიშვნელობის
უაღრესად გასათვალისწინებელი ცნობებია დაცული. მეტად მნიშვნელოვანი ცნობები აქვს შემონახული
V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ლაზარ ფარპეცის, მაგრამ, ისინი მხოლოდ ვახტანგ გორგასლის მიერ,
ირანელთა წინააღმდეგ აჯანყებას შეეხებიან. ამავე პერიოდის შესახებ გარკვეული ცნობები მოეპოვება
ბიზანტიელ ისტორიკოსს პრისკე პანიონელს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ როდის გამეფდა ვახტანგ
გორგასალი, არ მოგვეპოვება. ჯუანშერის თანახმად, მირდატის (ვახტანგის მამის) გარდაცვალებისას
ვახტანგი შვიდი წლისა ყოფილა. ვახტანგის მეფობა დაემთხვა ქართლის ისტორიის მეტად მძიმე ხანას.
450–451 წლების სომხეთსა და ალბანეთის აჯანყების შემდეგ ირანელები ზოგიერთ დათმობაზე წავიდნენ.
მაგრამ ძალიან მალე დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები ამიერკავკასიაში და ისევ დაიწყეს
ქრისტიანობის დევნა და ცეცლხლთა-ყვანისმცემლობის გავრცელება. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის
ბავშვობისას მცხეთაში მოსულა ცეცხლმსახურთა ეპისკოპოსი ბინქარანი, რომელიც დაუფარავად
ქადაგებდა თავის რწმენას. მეტად აქტიურად დაიწყეს ირანელებმა დამორჩილებული ქვეყნების შინაგან
საქმეებში ჩარევაც. 428 წელს ირანელებმა მეფობა გააუქმეს სომხეთში. 463 წელს კი ირანელებმა
დაამარცხეს ალბანელები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდნენ მათ და მეფობა
გააუქმეს ალბანეთში. სომხეთში მეფობის გაუქმების შემდეგ ეს ირანის მეორე დიდი გამარჯვება იყო
ამიერკავკასიაში.

57
ირანის შაჰი ამ დროს იყო პეროზი (459–484 წწ.), რომლის დროსაც ირანს ხანგრძლივი ომი ჰქონდა
გაჩაღებული შუა აზიაში. ეს ომი შაჰმა პეროზმა დაიწყო თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ. 468
წელს მან სძლია კიდარებსა და ქუშანებს, მაგრამ ჰეფთალებთან სასტიკად დამარცხდა. პეროზმა მთელი
თავისი ჯარი დაკარგა, თვითონ კი ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან განთავისუფლება მან შეძლო მხოლოდ
უზარმაზარი გამოსასყიდის გადახდითა და თავისი ვაჟის, კავადის, მძევლად დატოვებით. კავადს ორ
წელიწადს მოუხდა ჰეფთალებთან ყოფნა, სანამ პეროზი მთლიანად არ გადაიხდიდა გამოსასყიდს. ამან
ბუნებრივია ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო ირანელების მიერ დამორჩილებულ ქვეყნები (მათ შორის
ქართლიც), რომლებსაც, ცხადია, გადასახადსაც და ჯარსაც გაათკეცებით გადაახდევინებდნენ.
მეფე ვახტანგს მდგომარეობა გართულებული ჰქონდა ქვეყნის შიგნითაც. ირანელთა პოლიტიკის
წყალობით, ფეოდალთა ნაწილი სრულებით არ ეპუებოდა მეფეს. ამ მხრივ აღსანიშნავია ,,შუშანიკის
მარტვილობაში‖ მოხსენიებული ქვემო ქართლის პიტიახში, ვარსქენი. ის 466 წელს გამგზავრებულა
პეროზის კარზე და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, უარუყვია ქრისტიანობა და მაზდეანობა მიუღია.
ვარსქენის თავის სამფლობელოში, სავსებით შეუზღუდველი მმართველი ყოფილა. სარწმუნოებრივ
ნიადაგზე მას გაემიჯნა ცოლი, შუშანიკი, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი გვარის
შვილი, 450-451 წლების სომხეთის აჯანყების გმირის, სახელგანთქმული ვარდან მამიკონიანის ასული.
შუშანიკს ხანგრძლივი წამებითა და სიმტკიცით სახელი გაუთქვამს მთელს ქართლში. შუშანიკის
სიკვდილის წინ მის სანახავად მისულა უმაღლესი საზოგადოებაც – ,,აზნაურნი დიდნი და ზეპურნი
დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი‖. ამრიგად, ვარსქენისა და შუშანიკის
დამოკიდებულება შორს გასცდა ოჯახურ ფარგლებს და მან, რამდენადმე სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობა მიიღო. მიუხედავად ამისა, ვარსქენი არავის არ ერიდება: სცემს თავის ძმას ჯოჯიკს,
რომელიც გამოექომაგა შუშანიკს; ჯოხს დაატრყამს ერთ ხუცესს; თვით უმაღლესი სამღვდელოებაც კი
ერიდება პიტიახშის რისხვას. ვარსქენის ეს შეუზღუდველი ძალაუფლება და სრული შეუვალობა, ალბათ,
ძირითადად ეყრდნობოდა ირანელების ძალას. ირანელები, ჩანს, ქართლის მეფეს უპირისპირებდნენ
ვარსქენსა და მის მსგავს ქართლის ფეოდალებს. უეჭველია, ვარსქენი მეფის ოპოზიციაში მდგომი
ფეოდალების ერთ-ერთი ბელადი იყო.
ირანელები ხელს უწყობდნენ ბრძოლას თვით სამეფო სახლშიც. ჯუანშერის თანახმად, ვახტანგი
და მისი დები დარჩენილები იყვნენ ბაქარ მირიანის ძის შტოსაგან, ,,ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს
ნათესავისაგან რევისა, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი, და ცხოვნებოდეს რუსთავს ციხე-
ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა‖. ამრიგად, ჯუანშერს შემონახული აქვს
ცნობა ამ პერიოდში სხვა შტოს წარმომადგენლების არსებობის შესახებ და მას აშკარად უარყოფითი
დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ.
ჯუანშერის თანახმად როდესაც V საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე
მირდატი, მისი ძე ვახტანგი 7 წლისა იყო. ვახტანგის მცირეწლოვნობის დროს ქვეყანას დედამისი
საგდუხტი განაგებდა. 10 წლის იყო ვახტანგი, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიიდან ალანები გადმოვიდნენ,
ააოხრეს ქართლი და ტყვედ წაიყვანეს ვახტანგის და მირანდუხტი. ,,მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა
ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი, ურიცხუნი მოტყუენეს ქართლი თავიდგან მტკურისად ვიდრე
ხუნანამდე, და მოაოხრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თვინიერ კასპისა. ხოლო ქალაქი კასპი
შემუსრეს და ტყუე ჰყვეს, და წარიყვანეს დაი ვახტანგისი მირანდუხტ... ჩავლეს რანისა და მოვაკანისა
(ქუეყანა), წარტყუენეს იგიცა და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თუით გზა სცესდარუბანდელთა,
და შევიდეს ოვსეთს გამარჯვებულნი‖. ამრიგად, ოვსები დარიალის გადმოსასვლელებით გადმოსულან
ამიერკავკასიაში და დაულაშქრავთ ქართლის სამეფო. დაახოებით 448 წლისათვის პრისკე პანიონელის
თანახმად ჰუნებსაც დაულაშქრავთ ამიერკავკასია. ,,ჰუნებმა მთები გადალახეს და მიდიაში შევიდნენ,
რბევა-რბევით რომ ისინი ქვეყანაში დათარეშობნენ, სპარსელთა ბრბო მოვიდა და მთელი ჰაერი აავსო
ისრებით ისე, რომ თავს წამომდგარი ხიფათის შიშითიმათ უკან დაიხიეს და მთებზე გადმოვიდნენ...
რადგან ეშინოდათ, რომ მტერი დაედევნებოდათ, ისინი სხვა გზით გაბრუნდნენ და წყალქვეშა კლდიდან
ამოსული ალის შემდეგ გაიარეს იქით... და შინ მივიდნენ‖. ჰუნები ამიერკავკასიაში დარუბანდის გზით
შემოვიდნენ. ტექსტში მოხსენიებული ,,მიდია‖, იგივე მიდია-ატროპატენა, ანუ თანამედროვე სამხრეთ

58
აზერბაიჯანი უნდა იყოს. ხოლო უკან ,,სხვა გზით‖ კასპიისპირეთის გავლით უნდა გაბრუნებულიყვნენ,
რადგან აქ მოხსენიებულია ,,წყალქვეშა კლდიდან ამოსული ალი‖, რომელშიც თანამედროვე ბაქოს
ნავთობი უნდა ვიგულისხმოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ამიერკავკასიაში, ზემოთ ნახსენები ოვსთა
ლაშქრობა, სწორედ ჰუნთა ამ ტალღას შემოგყოლოდა. ამიტომაც ქარტველთა მეხსიერებაში იგი ოვსთა
ლაშქრობად შემორჩა.
მოგეხსენებათ, რომ ალანები, იგივე ოვსები, ირანულენოვანი წარმოშობის ხალხი იყო. IV
საუკუნეში ჰუნებმა დაამარცხეს ალანები. ალანთა ნაწილმა თავი შეაფარა ჩრდილოეთ კავკასიას. სწორედ
ამის შემდეგ ჩნდებიან ისინი ჩრდილო კავკასიაში.
როგორც, ჩანს ამ მოვლენებში ბიზანტიის იმპერიამ გარკვეული საფრთხე იგრძნო და შეეცადა
ჩრდილო კავკასიური გადმოსასვლელების საიმედოდ ჩაკეტვა და თანამედროვე აფხაზეთში მათ
დამატებითი ჯარები ჩააყენეს. ,,მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა
ეგრისწყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყალთაგან ვიდრე ციხე-გოჯამდე‖.
ირანელებმა V საუკუნის I ნახევარში ქართლს მეტად მძიმე გადასახადი _ სამხედრო ბეგარა _
დააკისრეს. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელებთან ერთად საომრად წასულიყვნენ.
ვახტანგ გორგასალიც რამდენიმე წელი ქართველ ჯართან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. ამ
დროს შაჰი პეროზი ებრძოდა ჰუნ კიდარიტებს, რომლებიც ბინადრობდნენ თანამედროვე ავღანეთის
ჩრდილოეთით და უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამხრეთ მხარეებში. ქარტლში ვახტანგ გორგასალი
დაბრუნდა დაახლოებით 466 წელს.
სამშობლოში ვახტანგ გორგასალი მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა _ გაეთავისუფლებინა
ქვეყანა ირანელთა ბატონობისაგან. ამისთვის, პირველ რიგში, საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების
განმტკიცება, ორგული დიდაზნაურების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეების შეძენა.
მეფე ვახტანგი შეეცადა, ჯერ ჩრდილო კავკასიური გადმოსასვლელები ჩაკეტა საიმედოდ. მანამდე
ამ გადმოსასვლელებს სპარსელები აკონტროლებდნენ. ქართლი, რომ აჯანყებოდა სპარსეთს ისინი ამ
გზით ჰუნთა ჯარს გადმოიყვანდნენ და ქართლს ზურგიდან შეუსევდნენ. ორ ფრონტზე ბრძოლა
ვახტანგს ძალიან გაუჭირდებოდა. მან შეკრიბა ქართლის ჯარი, რომელსაც დაეხმარა მისი ბიძარანის
ერისთავი ვარაზ-ბაკური 12 000 ჯარით. ეს კოალიციური ჯარი დაბანაკებულა მუხრანის ველზე და
ხერკში, რომელიც მდებარეობს დღევანდელ საჯურამოს მიდამოებში. ამის შემდეგ ,,წარვიდა ვახტანგ და
დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი‖. შემდეგ კი მეფე ვახტანგი ,,წარემართა
სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა, მაშინ მეფეთა ოვსეთისათაAშეკრიბნეს სპანი
მათნი და მოერთეს ძალი ხაზარეთით და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და
ჩავლი ველსა ველსა ოვსეთისასა... და დაიბანაკეს ორთავე სპათა ამიერ და იმიერ‖. ისინი დაბანაკებულან
მდინარე თერგთან. ჯუანშერის ცნობით ,,მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. Mოისრნეს და
ტყუე იქმნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს... მერმე განიბნივნეს
ტყუევნად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხვი... და მეფენი
ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასიათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს‖.
ყოველივე ამის შემდეგ მეფე ვახტანგმა ,,დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი,
რომელთა ჩუენ დარიალისად უწოდთ. და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი, და დაადგინნა მცველად
მახლობელნი იგი მთეულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა
თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა‖. ღაც შეეხება ამ ტექსტში მოხსენიებულ ,,ყივჩაღებს‖ იგი
მერმინდელი ჩამატებული უნდა იყოს.
მეფე ვახტაგი წინაშე იდგა სრულიათ ქართველთა, ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
გაერთიანების ამოცანა. ამისათვის კი საჭირო იყო დასავლეთ საქართველოში დაბანაკებული
ბიზანტიელების დამარცხება. ბიზანტია, ირანის ეს დაუძინებელი მოწინააღმდეგე, თავისი პრობლემებით
იყო დაკავებული. იმპერია უდიდესი ძალისხმევის წყალობით ახერხებდა საკუთარი ტერიტორიების
დაცვას ,,ბარბაროსებისაგან‖. Uუფრო მძიმე მდგომარეობა იყო დასავლეთ რომის იმპერიაში. 476 წელს
,,ბარბაროსებმა‖ აიღეს რომი და დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მართალია ბიზანტია
დასუსტებული იყო, მაგარმ მას ჯერ კიდევ შესწევდა ძალა დაემარცებინა ქართველთა დაქსაქსული

59
ლაშქარი. სწორედ ამ მიზნით გადავიდა მეფე ვახტანგი დასავლეთ საქართველოში. იგი აქ, დღევანდელი
ქლუხორის ზეკარის გადასავლეთით უნდა გადასულიყო. მემატიანეს თქმით ,,მეფემან განუტევნა
ნიჯადნი (მოკავშირენი) სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნნა დაი მისი
მირანდუხტ და ტყუე იგი ყოველი გზასა დარიალისასა, და თუით სპითა დიდითა ქართლისათა
წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა‖.
ამრიგად, 16 წლის იყო ვახტანგ გორგასალი, როდესაც ქართველებმა საპასუხო ლაშქრობა
მოაწყვეს ჩრდილო კავკასიაში, დაამარცხეს ალანები და გაათავისუფლეს ტყვეები. ბრძოლის დროს მეფემ
პირადად განგმირა მოწინააღმდეგის რამდენიმე საუკეთესო მეომარი. ვახტანგ გორგასალმა ქართველი
მეომრები ჩააყენა ციხეებში და საიმედოდ ჩაკეტა ჩრდილოეთიდან მომავალი გზები. ჯუანშერის
მიხედვით, ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ციხე-გოჯამდე მიაღწია და
დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ ბიზანტიელთა ბატონობისაგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც
ააშენა მნიშვნელოვანი ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთიც.
ჯუანშერის თანახმად ,,უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი
ყოველი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდე, და ხევნი რომელიც მოსგმანან ღადოთა‖. ამრიგად, მეფე
ვახტანგს არა მარტო კლარჯეთი, არამედ აჭარა, სამცხე და არტაან-ჯავახეთიც შემოუერთებია ქართლის
სამეფოსათვის. ეს უნდა მომხდარიყო V საუკუნის 70-იან წლებში.
ამის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა უდიდესი ყურადღება მიაქცია ეკლესიას. ,,მოქცევაჲ
ქართლისაჲს‖ შატბერდული რედაქციის თანახმად ,,წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა და შემდგომად
რაოდენისამე ჟამისა მოიქცა და მთავარ ეპისკოპოსი იყო მიქაელ და მან მიამთხჳა ფერჴი პირსა მეფისასა
ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთს და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან
კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ და
ღირსი. და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან. და დასუა პეტრე კათალიკოზი‖.
აღნიშნული საკითხზე უფრო ვრცელი ცნობები არის დაცული ჯუანშერთან, რომლის თანახმად
მეფე ვახტანგს ადრევე ადრევე ჰქონდა გადაუწყვეტია ქართლში ეკლესიის რეორგანიზაცია და აქ
კათალიკოსობის დაწესება. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგი ირანის შაჰის ბრძანებით ირანელთა ჯართან
ერთად ბერძნენთა წინააღმდეგ ბრძოლობდა და იქ გაუცნია მას პეტრე (მომავალი კათალიკოსი) და
სამოელ წინასწარმეტყველი, რომელსაც უწინასწარმეტყველებია მისთვის, რომ პეტრე ქართლის
კათალიკოსი გახდებოდა. ეს მართლაც ასე მოხდა, რომელზეც ქართლის მთავარეპისკოპოსს მიქაელს
,,დაუმძიმდა მას ზედა, და იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად‖, რომელსაც ვახტანგისთვის შეუთვლია:
,,შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ესავ‖. ვახტანგმა შეუთვალა, რომ იგი კათალიკოსის ჩამოყვანას
ბიზანტიიდან მართლაც აპირებდა. ,,ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა
შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი‖. მეფე
ვახტანგი მაინც მივიდა მასთან ,,და გარდაჴდა საჴედარსა, რათამცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა.
და განძრა მან ფერჴი, და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი‖. განრისხებულმა
ვახტანგმა მიქაელი კონსტანტინეპოლის პატრიარქთან გაუგზავნა და ქართლის კათალიკოსად აკურთხეს
პეტრე და მასთან ერად თორმეტი ეპისკოპოსი.
ქართული წყაროებიდან არ ჩანს, თუ რა იყო მიზეზი მეფე ვახტანგისა და მთავარეპისკოს მიქაელის
დაპირისპირებისა. შესაძლოა იგი მეფის მოწინააღმდეგე დასის ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო.
ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალობის მინიჭებით და კათალიკოსობის დაწესებით ვახტანგი
ერთდროეულად რამოდენიმე მიზნს მიღწევას ცდილობდა. 1) ეკლესიის დამოუკიდებლობა ქვეყნის
პოლიტიკური სუვერენიტეტის ერთგვარი გარანტი იქნებოდა; 2) ამით მეფე საერო ხელისუფლებასაც
აძლიერებდა; 3) ოპოზიციურად განწყობილ ფეოდალებს შესუსტებდა, სავარუდოდ მათი ერთ-ერთი
ლიდერის, მიქაელის, ჩამოცილებით და სხვ.
წყაროებიდან ირკვევა, რომ ვახტანგმა ქართლში 12 ეპისკოპოსიც ჩამოიყვანა. ზოგი ეპისკოპოსი მან
ალბათ შეცვალა ამ ჩამოყვანილებით და ზოგიერთი ახალი საეპისკოპოსოც დააწესა. 12 ჩამოყვანილი
ეპისკოპოსიდან მეფე ვახტანგმა დანიშნა კახეთ-კუხეთ-ჰერეთში. ეს ქმედება იმით უნდა აიხსნას, რომ ეს

60
მხარე სამეფო სახლის სხვა შტოს წარმომადგენელთა კუთვნიება იყო და ერთგვარი ბირთვი იყო
ოპოზიციონერთა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
თუკი ქართლში თავიდან სულ ოცამდე საეპისკოპოსო იყო: მცხეთის, სამთავისის, რუისის,
ნიქოზის, წილკნის, თბილისის, მანგლისის, ბოლნისის, ცურტავის, ჭერემის, რუსთავის, ნინოწმინდის,
ხორნაბუჯის, ბოდბესი, ჩელთას, აწყვერის, წუნდას, ახიზის, ერუშეთისა და სხვა, 506 წლისათვის
ქართლში 33 საეპისკოპოსოა, რაც მეფე ვახტანგის დიდი დამსახურება გახლავთ.
რაც შეეხება ქარლის ეკლესიის ავტოკეფალიის და კათალიკოსის დანიშვნის თარიღს უნდა ითქვას,
რომ 472 წელს ,,შუშანიკის წამებაში‖ ჯერ კიდევ მთავარეპიესკოპოსი არის მოხსენიებული, მაგრამ უკვე
506 წლის ერთი საეკლესიო კრების საბუთებში უკვე კათალიკოსი არის მოხსენიებული. ამიტომ, ეს
უმნიშვნელოვანესი მოვლენა, სადღაც 70-80-იან წლებში უნდა მომხდარიყო.
ირანელებს მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნით. ესენი იყვნენ დიდაზნაურები, რომლებიც
ეწინააღმდეგებოდნენ მეფის ხელისუფლების განმტკიცებას. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი ერთ-
ერთი მათგანი იყო, მაგრამ ყველაზე ცნობილი და გავლენიანი. 482 წელს მეფის ბრძანებით ვარსქენი
მოკლეს. ლაზარ ფარპეცის თანახმად ,,ქართლის ქვეყანაში მოხდა შფოთი და არეულობა. ვახტანგმა
მოკლა ურჯულო ბდეშხი ვაზგენი მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელს‖. ეს ირანელთა წინააღმდეგ
აჯანყების ნიშანი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს სპარსელებს აუჯანყდა ალბანეთიც და შაჰმა სომხები აიძულა ამ
აჯანყების ჩაქრობაში მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ, როგორც კი ქართლი აუჯანყდა სპარსეთს სომხებმა
მათი მხარე დაიკავეს უმალ. ეს განაპირობა რამოდენიმე მიზეზმა: 1) ვახტანგ გორგასალს უდიდესი
პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა და მისი გამჭრიახობისა სჯეროდათ სომხებს; 2) მეფე ვახტანგი
საუბრობდა, ამ აჯანყებაში, ჰუნების ჩართვაზე, რომელთაც უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი
ჰქონდათ და შესწევდათ ძალა და უნარი სპარსელების დამარცხებისა.
აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხები ცნობილი სომეხი დიდებულის ვაჰან მამიკონიანის
მეთაურობით. მათ უნდა შეერთებოდნენ ჰუნების დაქირავებული ჯარი. ჰუნებმა პირობა დაარღვიეს და
მხოლოდ 300 კაციანი ჯარი გამოგზავნეს. 483 წელს სპარსელება ორი უდიდესი ლაშქრი გამოგზავნეს
აჯანყებული ქართველებისა და სომხების დასამარცხებლად. ქართლში მოსულ სპარსელთა ჯარს
მეთაურობდა მიჰრანი. სომხეთში კი ატრნერსე. შომხებმა დაამარცხეს სპარსელები. წინდახედულმა მეფე
ვახტანგმა თავი აარიდა მათთან დაპირისპირებას და ქართლისა და სომხეთის საზღვარზე არსებულ
მთებს შეაფარეს თავი. ვაჰან მამოკონიანი სომეხთა ჯარით მოვიდა ვახტანგის დასახმარებლად და ისინი
დაბანკდნენ კანგარის მთებში, რომელიც მდებარეობდა ქართლის სამეფოს სამხრეთ საზღვარზე.
მეფე ვახტანგი ცდილობდა, დაერწმუნებინა სომხები და ჩასულიყვნენ ბარში სპარსელთა
წინააღმდეგ საბრძოლველად. მას ასეთი ხერხისათვის მიუმართავს ქართველთა და სომეხთა ჯარიდან
გაუგზავნია მზვერავები, რომლებმაც შორიდან დაინახეს, ვახტანგის მიერ, ხელოვნურად, წინასწარ
მოწყობილი ჰუნთა ბანაკი. ვახტანგის თქმით თითქოს თავის მხრივ ჰუნებსაც არ სჯეროდათ ამ
აჯანყებაში სომეხთა მონაწილეობის ამბავი. ისინი თითქოს ამბობდნენ, ერთი აჯანყებული სომხები ბარში
ჩამოიყვანეთ, ჩვენ გვაჩვენეთ და მერე თქვენ განზე გადექით და სპარსელებს საკუთარი ძალებით
დავამარცხებთო.
ამ მოტივით ჩამოიყვანა ვახტანგმა სომხები ბარში. ჰუნები, რომარ გამოჩნდნენ ლეგენდარულმა
ქართლის მეფემ, ვახტანგმა, დაარწმუნა სომხები, რომ საკუთარი ძალებითაც შესძლებდნენ სპარსელების
დამარცხებას.
ქართველთა და სომეხთა ლაშქარი დაბანაკდა ჭარმანაინის ველზე, რომელიც მდებარეობდა
გარდაბანში მტკვრის პირას. მარცხენა ფრთაზე იდგა ქართველთა ლაშქარი, ცეტრსა და მარჯვენა ფრთაზე
კი სომხები. თითქმის დამარცხდნენ სომხები, რომ უეცრად სომეხთა ნაწილმა უღალატა მეფე ვახტანგს და
ბრძოლის ველი მიატოვა. ამ ბრძოლაში დამარცხდა ვახტანგი, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდებოდა.
ამას სპარსელებიც კარგად ხვდებოდნენ და მომდევნო 484 წელს სომხეთში დიდი ჯარი გამოგზავნეს
ზარმიჰრ ჰაზარავუხტის მეთაურობით. ვაჰან მამიკონიანმა თავი აარიდა მასთან ბრძოლას და ჭანეთს
შეაფარა თავი. მას ფეხდაფეხ დაედევნა სპარსელები. ბასიანში მისულ სპარსელ სარდალს პეროზისაგან

61
ბრძანება მიუვიდა, რომ ,,ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრო, ან მოეკლა, ანდა იმ ქვეყნიდან განედევნა‖.
ჰაზარავუხტი მართლაც გადავიდა ქართლში, მაგრამ ვახტანგმა მასთან ომს აარიდა თავი და ეგრისში
გადავიდა. ამრიგად, 482-484 წლების აჯანყება მარცხით დამთავრდა, რომლის მთავარი მიზეზი ღალატი
იყო.
შაჰი პეროზი 484 წელს ჰეპტალიტებთან გამართულ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა და სპარსელთა
ჯარები მთლიანად განადგურდა. სპარსეთში ჯერ გამეფდავალარში (484-488 წწ.), ხოლო შემდეგ პეროზის
შვილი კავადი (488-531 წწ.). 484 წელს ჰაზარავუხტი იძულებული გახდა სპარსეთში წასულიყო. სპარსეთი
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და იძულებული გახდა ამიერკავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში
გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ. მათ პირობა დადეს, რომ სომხეთში ქრისტიანებს აღარ დევნიდნენ.
485 წელს აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად დანიშნეს. შპარსელებმა მეფობა
აღადგინეს ალბანეთშიც. თუ, რა დათმობაზე წავიდნენ სპარსელები ქართლთან მიმართებაში ჩვენ
დანამდვილებით არ ვიცით, თუმც გარკვეულ დათმობებზე ისინი აუცილებლად წავიდოდნენ. ქართლში
დაბრუნებული მეფე ვახტანგი კვლავ იწყებს ბრძოლას სპარსელთა წინააღმდეგ.
სირიელი ისტორიკოსის იეშუ სტილიტის თანახმად შაჰ კავადს ომი დაუწყია ბიზანტიასთან,
მაგრამ ჯერ სომხეთი დაულაშქრავს და დაუმარცხებია იგი. კავადმა, როგორც ჩანს, ამ დროს ქართლიც
დალაშქრა. ამას ადასტურებს ჯუანშერის ცნობა, რომ შაჰს შეუთვლია ვახტანგისათვის ბიზანტიასთან
ომში დახმარებოდა. ვახტანგს უპასუხიამისთვის, რომ ,,უთხარით მეფესა ხუასროს: პირველად განემზადე
ბრძოლად ჩუენდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად‖. ამის შემდეგ ,,და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა
ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს
იორსა ზედა‖. უჯარმის ბრძოლა ვახტანგისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ჯუანშერის თანახმად ,,და
ცისკარი რა აღეღებოდა, (ვახტანგი) დაესხა და შევლო ვიდრე პალამდე მეფისა. შევიდა კარავსა შინა
(სპარსთა) მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე ბარტამ მოკლა (ვახტანგმა) და მუჰკუეთა თავი
მისი. და მუნ შინა სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე.
სძლო ვახტანგ სპარსთა მათ‖. დამარცხებულნი სპარსელნი ,,და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა
რუსთავს. და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტუად. და წარვიდა
უჯარმოს‖. მეფე ვახტანგი ამავე ციხეში გარდაიცვალა. ,,ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელი აგებულ იყო
ვახტანგ გორგასლისაგან რომელსა შინა თ თ აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა‖.
სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მეფე ვახტანგის გარდაცვალების ამბავი დაცულია აგრეთვე მეორე
ქართულ წყაროშიც. კერძოდ, არსენ ბერის (XII ს.) თზულებაში ,,ცხოვრებაი ნინოისი‖-ს თანახმად ,,დიდი
ვახტანგ... მოიკლა სპარსთა ბრძოლასა შინა მონაყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ჯაჭვისაი
ღლიასა ქუეშე და აღიპყრა რაი ხრმალი თუისი, რაითა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან
ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე და მით მოკუდა‖. ვახტანგი დაკრძალეს ,,მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა
შინა სუეტსა თანა... არს საფლავი მისი წინაშე სუეტისა ცხოველისა და ზედა საფლავსა მისსა წერილ არს
ხატი მისი, სწორი ჰასაკისა (სიმაღლისა) მისისაი‖. ქართულმა ეკლესიამ ვახტანგ მეფე წმინდანად შერაცხა
და მისი ხსენების დღედ 30 ნოემბერი (13 დეკემბერი) დააწესა.
ჯუანშერეის თანახმად ,,ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა
კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: ,,მე ესე-რა წარვალ
წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა
მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს
სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ".
და რქუა ყოველთა წარჩინებულთა: ,,თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენითკეთილნი ჩემნი,
რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო,და მე ჴორციელებრითა დიდებითა
გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა
ნუ დაუტეობთ".
და რქუა ძესა თჳსსა დაჩის: "შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია გჳრგჳნი მეფობისა
ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და
საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი

62
თჳთ ძმათა შენთა დედისა არს, იგი აქუნდეს მათ, და იყვნენ შენდა ერის-თავად მორჩილებასა ქუეშე
ნათესავისა შენისასა.
და მოუწოდა ნასარს, ერის-თავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერის-თავსა კლარჯეთისასა, და
ბივრიტიანს, ერის-თავსა ოძრჴისასა, და მათ მიათუალა ცოლი თჳსი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა
ერქუა ლეონ და მირდატ, და შეავედრნა მათ სამთა-ვე ერის-თავთა ცრემლითა და შეხედვებითა
ღმრთისათა.
მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა,
ისხმიდეს ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკუდილსა თავისა თჳსისასა; და ჴმისაგან ტირილისა და
გოდებისა იძრვოდა ქუეყანა; და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთჳს მოიკლა. და
მოკუდა ვახტანგ, და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს
ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისაგან დაპყრობით. და საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი,
სწორი ასაკისა მისისა. აწ რომელ არს აბჯარი და სამოსელნი მისნი მისგან უფრო საცნაურ არს‖.
ჯუანშერის სიტყვებით ვახტანგ გორგასალი 60 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ის, რომ V
საუკუნის მეორე ნახევრში მოღვაწეობდა ეს უდაოა, მაგრამ სამწუხაროდ, წყაროებმა არ შემოგვინახეს მისი
მოღვაწეობის ზუსტი წლები. ისტორიკოსი ვახტანგ გოილაძე, ვარაუდობს რომ იგი 491 წლის ახლო
ხანებში უნდა გარდაცვლილიყო. იგი ეყრდნობა სირიელი ისტორიკოსის იეშუ სტილიტის ცნობას, რომ
ბერძენ-სპარსელთა ომში დაიჭრა სასიკვდილოთ მეფე ვახტანგი და ეს ომი მიმდინარეობდა სწორედ 491
წელს. ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ მოსაზრებას საპატიო ადგილი უჭირავს, მაგრამ უფრო მეტად
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბერძენ-სპარსელთა ომი მიმდინარეობდა 502-506 წლებში და სწორედ
ამ შუალედი უნდა გარდაცვლილიყო მეფე ვახტანგიც. ისტორიკოსი ს. გორგაძე მიიჩნევდა, რომ ვახტანგ
გორგასალი გარდაიცვალა 503 წელს, ივ. ჯავახიშვილი ამბობს 502 წელს (უფრო მეტად ეს თარიღია
გავრცელებული).

$7 სამეფო ხელისუფლების გაუქმება ქართლში

VI საუკუნე სამხრეთ კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 391 წელს რომის იმპერიამ
გააუქმა დასავლეთ სომხეთს, ხოლო 428 წელს ირანის შაჰმა კავად I-მა (488-531 წწ.) მეფობა გააუქმა
სომხეთში. ირანმა 510 წელს მეფობა გააუქმა ალბანეთშიც.
ქართლში ჯერ კიდევ რჩებოდა მეფობა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ირანი მალე ქართლსაც შეუტევდა.
მეფე ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ქართული წყაროების მიხედვით, ,,დაჯდა საყდარსა
მისსა ძე მისი დაჩი‖, იგი ,,მოქცევაი ქართლისაის‖ ცნობით ,,უჯარმელადაც‖ იწოდებოდა. მემატიანეს
მიხედვით ,,ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოხრებულ იყვნეს ყოველნი ხევნი
ქართლისანი, თვინიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა. და განასრულნა ზღუდენი
ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ‖. ამრიგად, დაჩიმ დაუწყო
მოოხრებული ქართლის აღშენება და მასვე დაუმთავრებია მეფე ვახტანგის დაწყებული საქმე-სამეფოს
დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანა. დაჩის აუშენებია მარიამ-წმიდის (ანჩისხატის) ეკლესია
,,მისა ზე, ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაი ეკლესიაი აღაშენეს‖.
დაჩის მეფობა არ იყო მშვიდობიანი. მისი მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ქართლის სამეფოს
თანდათანობითი დაშლა. ,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად, მეფე დაჩის ნახევარძმებმა, ლეონმა და
მირდატმა, ქართლის ერისთავთა დახმარებით ,,დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა
ვახტანგ. და დასხდნენ წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვის ოძრხეს. და არა ეწოდა მათ
მეფედ, არამედ ერისთავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისა‖. მართალია,
ფორმალურად ქართლის სამეფო ჯერ კიდევ ერთიანია, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარადაა.

63
მეფე დაჩის შვილიშვილის ფარსმანის მოღვაწეობის პერიოდში ირანელები დაესხენ თავს ქართლს
და დაარბიეს იგი ,,ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი... და ფარსმან
დაუწერა მას [შაჰს] მორჩილება და მსახურება და წარვიდა სპარსთა მეფე‖. მართალია ირანელებმა ვერ
გააუქმეს მეფობა ქართლში, მაგრამ ,,მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი
დაჩისანი ჰმორჩილებდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა‖.
VI საუკუნეში ქართლში მეფობდნენ მეფენი შემდეგი თანმიმდევრობით დაჩი, ბაკური, ფარსმანი,
ფარსმანი (―სხვაი‖), ბაკური. მაგრამ, ბიზანტიური წყაროები, ამ პერიოდის, სხვა სახელის მქონე მეფეებს
ასახელებენ ქართლის სამეფოში. კერძოდ, პროკოფი კესარიელის თანახმად 523 წელს ქართლის მეფე
გახლავთ გურგენი, ხოლო იოანე მალალას (VI ს.) და თეოფანე ჟამთააღმწერლის (IXს.) თანახმად 527-535
წლებში ქართლში მეფობს ძამანარძე ,,იბერიელთა მეფე ძამანარძე მოვიდა კონსტანტინეპოლში
კეთილსანდო იუსტინიანე მეფესთან მეუღლითა და დარბაისლებითურთ; მან სთხოვა იუსტინიანეს,
მიეღო იგი რომაელების მოკავშირედ და ჭეშმარიტ მეგობრად. მეფემაც შეიწყნარა ეს თხოვნა, დიდი
პატივი სცა მასაც და მის დარბაისლებსაც... და გაისტუმრა ისინი მშვიდობით მათ საკუთარ
სახელმწიფოში‖. ძალიან საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ეს განსხვავება?! ამ კუთხით მნიშვნელოვანია
XII საუკუნის ძეგლი შიო მღვიმელის მეტაფრასული ,,ცხოვრება‖, რომელშიც ბიზანტიის იმპერატორ
იუსტინიანეს (527-565 წწ) თანამედროვე ქართლის მეფედ ფარსმანია დასახელებული, რომელიც
ზემოთმოტანილი სიის მიხედვით ფარსმან ,,სხვაი‖ უნდა იყოს. ეს საკითხი გამოიკვლია ისტორიკოსმა
ვახტანგ გოილაძემ. Mისი აზრით, ბიზანტიური წყაროების ზამანაზი თუ ძამანარძე იგივე ქართული
წყაროების ფარსმანია. გამოდის, რომ ქართული და ბიზანტიური წყაროები ერთმანეთს თანხვდებიან.
ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ ქართლში მეფობა 535 წელსაც კი არ არის გაუქმებული. ამ
,,განსხვავებასთან‖ დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს
შეიძება გამოეწვია ქართლის ორად გაყოფას და შესაძლოა ქართლის სხვადასხვა მმართველებთან
გვქონდეს საქმე.
თუ ქართლისათვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, სულ სხვაგვარად უყურებდნენ ამ ქვეყანას
დასავლეთ საქართველოში. ლაზებისათვის ირანი პირველ რიგში ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და
ლაზიკის შესაძლო მოკავშირედ აღიქმებოდა. როგორც ჩანს, ამით იყო ნაკარნახევი, რომ ლაზიკის მეფის
შვილმა წათემ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, როცა ლაზთა მეფე გარდაიცვალა, წათე მიხვდა, რომ
წარმართ მეფეს ქრისტიანულ სამეფოში ვერ აიტანდნენ და კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათე I
ქრისტიანი ავიდა სამეფო ტახტზე. 523 წელს ,,იუსტინეს მეფობის დროს ლაზთა მეფე წათი გაჯავრდა და
ჩამოშორდა სპარსეთს... მივიდა იუსტინე მეფესტან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და
სხთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა‖. წათეს პოლიტიკური ორიენტაციის
შეცვლამ, ბუნებრივია, ირანის შაჰის განრისხება გამოიწვია. მან მცირეოდენი ჯარი გაგზავნა ლაზიკაში.
წათემ ბიზანტიის იმპერიას სთხოვა დახმარება. ბიზანტიის იმპერატორი ამ დროს იყო იუსტინიანე I (527-
565 წწ). ლაზებმა და ბიზანტიელებმა დაამარცხეს ირანელები. იუსტინიანემ შესანინავად იცოდა, რომ თუ
ირანელები ლაზიკას დაიკავებდნენ, ბიზანტიის მდგომარეობა მძიმე იქნებოდა, ამიტომ, იმპერატორმა
დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ციხეებში _ სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზორები
ჩააყენა. შაჰი კავადი ვერ ეგუებოდა ლაზიკას დაკარგვას და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზანტიასთან
დაუწყია მოლაპარაკებები. სპარსელთა წარმომადგენელი ბიზანტიაში ყოფილა ვინმე სეოსი (შიოში),
რომელსაც პროკოფი კესარიელის თანახმად ბიზანტიელებისთვის განუცხადებია, რომ ,,კოლხიდა,
რომელსაც ახლა ლაზიკე ეწოდება, ძველთაგანვე რომ სპარსელთა ქვეშევრდომი იყო, რომაელებს ძალით
უჭირავთ, უსამართლოდ‖. ანალოგირი ხასიათის ცნობა დაცულია აგრეთვე იოანე მალალასთანაც.
სირიელი ქრონისტის, ზაქარია რეტორის ცნობით, ამ მოლაპარაკებაში, ბიზანტიის მხრიდან
მონაწილეობდა ბიზანტიელი სარდალი ფარსმან კოლხი. კავადი 523 წელს აპირებდა ლაზიკაში
ლაშქრობას, ქართლის მეფე გურგენის აჯანყებას რომ არ შეეშალა ხელი მისთვის.
ლაზიკის დაკარგვის გამო 528-532 წლებში ირანსა და ბიზანტიას შორის მიმდინარეობდა ომი.
თავიდან იგი სპარსელთა წარმატებით მიმდინარეობდა. ბიზანტიური წყაროების თანახმად 528 ,,წელს
სპარსელთა მეფემ ომი დაუწყო ლაზთა მეფეს წათის იმის გამო, რომ უკანასკნელი რომაელთა მხარეზე

64
გადავიდა, და, აი, იუსტინიანე მეფემ გაუგზავნა მას დამხმარე ჯარი და სამი სტრატელატი, ველიზარი,
კვირიკე და ირინე. იმათ იბრძოლენ და დამარცხდნენ; მეფე გაჯავრდა სტრატილატებზე იმის გამო, რომ
ერთმანეთისადმი შურის გამოგამარჯვება ხელიდან გაუშვეს. მან გადაყენა ისინი და პეტრე, თავისი
ნოტარი გაგზავნა სტრატელატად; პეტრე ლაზებთან ერთად შეება სპარსელებს და დაამარცხა ისინი:
მრავალი სპარსელი გაჟლიტეს‖.
531 წელს ირანის შაჰი გახდა ხოსრო I ანუშრვანი. იუსტინიანესა და ხოსროს მმართველობის
პერიოდში მათმა ქვეყნებმა თავიანთი ძლიერების ზენიტს მიაღწიეს. იუსტინიანე რომის იმპერიის
აღდგენაზე ოცნებობდა და აქტიურ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა. Mმან დაამარცხა ოსტგოთების
სამეფო და აპენინის ნახევარკუნძულის დაკავებაც კი შეძლო, თუმცა, არც ირანი და არც ბიზანტია
გადამწყვეტი შეჯახებისათვის არ იყვნენ მზად, რის გამოც 532 წელს მათ ,,უვადო ზავი‖ დადეს
ერთმანეთში. ,,უვადო ზავმა‖ ქართლი კვლავ ირანელთა გამგებლობის ქვეშ დატოვა. ისინი ,,შეთანხმდნენ
ერთმანეთთან საზავო პირობებში, სახელდობრ, რომ ორივე მხარე დააბრუნებდა იმ ადგილებს,
რომლებიც ამ ომში ერთმანეთს წაართვეს... რომაელებმა მისცეს სპარსელებს ფარანგიონი და ბოლონის
სიმაგრე, და თან ფულიც, ხოლო სპარსელებმა რომაელებს – ლაზიკის სიმაგრეები‖.
ფარანგიონისა და ბოლონის სიმაგრე მდებარეობდა სპერისა და ბასიანის პროვინციების
საზღვარზე (მდინარეების ჭოროხისა და არაქსის სათავეებთან). ის ამ ეტაპისათვის შედიოდა
პერსარმენიის შემადგენლობაში. ხოლო, ლაზიკის უკან დაბრუნებულ ციხე-სიმაგრეებში, გარდა სკანდესა
და შორაპნის ციხეებისა ,,სპარსელებისაგან უკან ჩამორთმეული სიმაგრები სკანდისი, სარაპანისი,
მუხირისი და ლისირი‖-ც უნდა ვიგულისხმოდ.
იუსტინიანე ხვდებოდა, რომ ეს ზავი დროებითი იყო და დასავლეთ საქართველოს გამაგრება
დაიწყო. ბიზანტიელებმა ლაზიკაში შეიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალა და ააგეს ძლიერი ციხე-
სიმაგრე პეტრა (ციხისძირი). Lლაზები იმის გამო, რომ ბიზანტიელებმა ჯარი ჩაუყენეს, განაწყენდნენ.
ლაზებისათვის ეს აუტანელი იყო. მათ გადაწყვიტეს სპარსელებს მიმხრობოდნენ და ჩუმად გაუგზავნეს
ელჩები ირანის შაჰს ხოსროს.
სულ სხვა ვითარება იყო ქართლში. ირანის შაჰმა ქართლის მეფე გურგენს ქრისტიანობის უარყოფა
და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. პროკოპი კესარიელის თანახმად შაჰმა კავადმა ქართლის მეფე
გურგენს შეუთვალა, რომ ,,კავადს უნდოდა ძალით მოექცია ისინი (იბერები) თავისი სარწმუნოების
წესებზე და მეფე გურგენს შეუთვალა სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო
მიღებული, და მიცვალებულებიც მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა
და ძაღლებისათვის გადაეგდო, ამიტომაც გურგენმა მოინდომა იუსტინე მეფის მხარეს გადასულიყო და
პირობა მიეღო, რომ რომაელები არასდროს სპარსელების ხელში არ ჩააგდებდნენ იბერებს. იმანაც
(იუსტინემ) დიდის სიამოვნებით მისცა ეს პირობა‖. მეფე გურგენი ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების
სამზადისს შეუდგა. ამ მიზნით, მან დაიწყო იუსტინე კეისართან (518-527 წწ.) საიდუმლო მოლაპარაკება.
მაგრამ, გურგენის აჯანყება 523 წელს მარცხით დასრულდა და გურგენმა თავი ბიზანტიას შეაფარა. ამის
მიზეზი იყო ის, რომ იუსტინემ სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა მას ,,ასევე გურგენმა რომ დაინახა,
რომ ის სუსტია სპარსელთა იერიშის ატანისათვის, რადგან რომაელების მიერ გამოგზავნილი დამხმარე
ძალები საკმაო არ იყო, ლაზიკეში გაიქცა იბერთა ყვლა დიდებულითურთ... ლაზიკის საზღვრებში რომ
მივიდნენ, აქ გაჩერდნენ და ძნელგასასვლელი ადგილებით დაცულნი იგერიებდნენ მტერს. სპარსელები
კი დაედევნენ მას, მაგრამ მაინცდამაინც ვერაფერი დააკლეს, რადგან საქმეს აფერხებდა ძნელგასასვლელი
ადგილები. შემდეგ იბერები ბიზანტიაში ჩამოვიდნენ‖.
გურგენი თავისი ოჯახით უკან აღარ დაბრუნებულა. მისი შვილები პერანი და ბაკური და
შვილიშვილი ფაზა, სამხედრო სამსახურში შევიდნენ და ისინი ბიზანტიის ცნობილი სარდლები გახდნენ.
ქართლში ამის შემდეგ უკიდურესობამდე დაიძაბა. პროკოფი კესარიელის თანახმად მეფე
გურგენის აჯანყების ,,დროიდანარც სპარსელები აძლევდნენ ნებას მათ საკუთარი მეფე ჰყოლოდათ,
თუმცა არც იბერები ემორჩილებოდნენ სპარსელებს თავიანთი ნებით, არამედ დიდი ეჭვითა და
უნდობლობით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ცხადი იყო, რომ იბერებს ძალიან უჭირდათ ასეთ

65
მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განძრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი შეძლებდნენ ოდესმე
შესაფერი დრო ეხელთათ‖.
ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი იზიარებს პროკოფი კესარიელის ცნობას და ქართლში მეფობის
გაუქმების თარიღად 523 წელს ასახელებს. თუმც, ისტორიკოსთა მეორე ნაწილი იზიარებს იოანე
მალალასა და თეოფანე ჟამთააღმწერლის მონაცებს და ამბობს, რომ ქართლში მეფობა არ უნდა
გაუქმებულიყო 535 წლამდე მაინც. ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია VI საუკუნის უცნობი
ავტორის ,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში‖ დაცული ცნობა, რომ როდესაც ევსტათი ქართლში
ჩამოვიდა ,,ხოსროს მეფობის მეათე წელი‖ იყო და ამ დროს ქართლში იჯდა ირანელი მოხელე მარზპანი.
ხოსრო I ირანის შაჰი გახდა 531 წელს, გამოდის 541 წელს ჩამოსულა ქართლში ევსტათი და ამ
დროესათვის ქართლში მეფობა ნამდვილად გაუქმებული იყო. თუკუ ჩვენ ქართველ ისტორიკოსთა მეორე
ნაწილის მოსაზრებას გავიზიარებთ, გამოდის, რომ ქართლში მეფობა სადღაც 535-541 წლებში უნდა
გაუქმებულიყო. ამას მოჰყვა ბუნებრივი მოვლენა ,,მოქცევაი ქართლისაის‖ მიხედვითაც ,,და ვითარცა
მეფობაი დაესრულა ქართლსა შინა სპარსნი განძლიერდეს.‖ ქართლში მეფობის გაუქმებაში ქართველ
ერისთავების ხელიც ერია, რომლებიც ვერ იტანდნენ ძლიერ ხელისუფალს, რომელიც ზღუდავდა მათ
სეპარატისტულ განკერძოებულობისაკენ სწრაფვას. სპარსელებსაც გამოუყენებიათ ეს მომენტი და შემდეგ
აღუთქუა ,,კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთაოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესრეთ
წარიბირნა ლიქნითა და განდგეს ერისთავნი‖.
ირანელებმა პირველ რიგში ჩრდილო კავკასიური გადმოსასვლელები ჩაკეტეს, რათა ქარტველებს
მომთაბარე ტომების დახმარება არ გამოეყენებინათ. ქვეყნის ეფექტური მარვის მიზნით შაჰმა მთელი
ირანი 4 ადმინისტრაციულ ერთეულად ანუ კუსტაკად (სპარსულად ქუსტებად) დაყო. კუსტაკი
აერთიანებდა ,,შაჰრებს‖. იყო ქუსტი ხორასან (აღმოსავლეთი), ქუსტი ხორვარან (დასავლეთი), ქუსტი
ნემროზ (სამხრეთი) და ქუსტი აპახტარ (ჩრდილოეთი). ქართლი ჩრდილოეთ კუსტაკის შემადგენლობაში
შედიოდა. აქ იყო გაერთიანებული სულ 13 ასეთი ქვეყანა, მათ შორის ატროპატაკანი (ადარბადაგანი),
სომხეთი, ქართლი, ალბანეთი, ბალასაკანი (მუღანის ველი არაქსის ქვემო წელზე) და სხვ. თითოეულს
მართავა ,,მარზპანი‖ (―ოლქის მმართველი‖). ისინი კი ემორჩილებოდნენ კუსტაკის უფროსს ,,სპასპეტს‖.
ირანელებმა ქართლის ძირითადი ქალაქები ირანელ ციხისთავებს გადასცეს და აქ თავიანთი ჯარები
ჩააყენეს.
მარზპანს დიდი უფლებები ჰქონდა. ამას ადასტურებს ,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობა‖,
რომლის თანახმადაც როდესაც მცხეთის ციხისთავს უსტამს დასასჯელად მიუყვანეს ევსტათი, მას
უთქვამს ,,ამის კაცისა პატიჟი მე არარაჲ ჴელ-მეწიფების, არცა აღებმაჲ ძელსა, არცა პყრობილებაჲ, არამედ
წარუძღუანო ეგე ტფილისს ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზაპანისა, და, რაჲ-იგი შეჰგვანდეს,
მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას ჴელ-ეწიფების სიკუდილი და ცხორებაჲ‖.
ირანელებმა მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობეზე ქართველი ერისთავებიც დანიშნეს.
ცბიერი შაჰი ცდილობდა ამ გზით შეენარჩუნებინა მას ქართლის სამეფო. ,,ევსტათი მცხეთელის
მარტვილობა‖-ში დაცულია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ცნობა, რომ როდესაც შაჰმა ქართლის მარზპანი
თავისთან დაიბარა მასთან გამოსამშვიდობებლად მისულან ,,შეკრბეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ
ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლის პიტიახში და სხვანი
სეფეწულნი‖. ამ ცნობაზე დაყრდნობით ისტორიკოსთა ნაწილი ,,მამასახლისს‖ ქვეყნის უზენაეს
მმართველად ანუ მეფედ გვისახავენ, რაც ჩვენი აზრით არ უნდა იყოს სწორი. ,,მამასახლისი‖ მარზპანის
მოადგილე უნდა ყოფილიყო.
იარანელებმა სისრულეში მოიყვანეს მათი წადილი და ერთიანი ქართლის სამეფო დაშალენ
საერისთავოებად ,,განდგეს ერისთავნი და თვისთვისა ხარკსა მისცემდეს‖. ,,ქართლის ცხოვრების‖
თანახმად ,,უწყო ზრახვად ერისთავთა ქარტლისათა: აღუთქუა კეათილი დიდი, და დაუწერა
საერისთაოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა და განდგეს
ერისთავნი‖. ამით ირანელები ცდილობენ ადგილობრივი ერისთავების ,,გულის მოგებას‖ და
საერისთავოებზე მათი შეუვალი უფლებების კანონიზირებას. მაგრამ, რის ხარჯზე ხდებოდა ეს?! განა
ქართლის ერთიანობა არ იყო ქვაკუთხედი ქვეყნის სიძლიერისა და გაძლებისა საუკუნეების

66
განმავლობაში გარს მოჯარული სხვადასხვა დამპყრობელთაგან თავის გადარჩენისა?! მაგრამ,
საუბედუროდ ქართლის ერისთავთა ნაწილს ეს არ ესმოდა და მათი ვიწრო ეგოისტური მისწრაფებანი და
მათი ლტოლვა პოლიტიკური განკერძოებულობისაკენ ძირს უთხრიდა ჩვენ ქვეყანას... მეორეს მხრივ
ირანის იმპერია ცდილობდა დაექუცმაცებინა ერთიანი ქართლის სამეფო, რათა გაადვილებოდა მას
ქვეყნის მართვა.
ქართლში ირანელთა მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სოციალურად ყველა ფენის
წარმომადგენელი უკმაყოფილო იყო ირანელთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკის გადახდით.
ირანელთა უღლის სიმძიმემ ყველა შეაწუხა და მათ შორის ის ერისთავებიც, რომლებმაც თავის დროზე
შეუწყვეს ხელი ქართლის დაპყრობაში.
VI საუკუნის 30-იან წლებში სირიიდან ქართლში მოვიდნენ საეკლესიო მოღვაწეები. მათ
,,ასურელი მამები‖ ეწოდა. ესენი იყვნენ: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო
მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოს სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე
წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, ისიდორე სამთავრელი და
ელია დიაკონი. (ზოგი ცოტა ადრე მოვიდა და ზოგი ცოტა გვიან). სწორედ ასურელმა მამებმა ჩაუყარეს
საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას საქართველოში. ამასთანავე მათი მიზანი იყო ქრისტიანობის
განმტკიცება. იმ დროს, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ირანელები მძლავრობდენ, მათ მიერ
დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მძლავრ კერებად იქცნენ.

$8 ,,დიდი ომიანობა‖ ეგრისში

B ბიზანტიასა და ირანის დაპირისპერება ეგრისში ანუ ლაზიკაში ხანგძლივ 20 წლიან (52-


562 წწ.) ომში გადაიზარდა. ომმა ქვეყანას ნგრევა და უბედურება მოუტანა. ეს ომი დეტალურად აქვს
აღწერილი პროკოფი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი იყო
იუსტინიან I (527-565 წწ.), ხოლო ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი (531-579 წწ.).
ბიზანტიელები 532 წლის ,,უვადო ზავს‖ იმედის თვალით არ უყურებდნენ და შეუდგნენ ომის
სამზადისს. იმპერატორმა იუსტინიანემ ახალი ჯარები გამოგზავნა ეგრისში და აქ მყოფი ციხეების
გამაგრება დაიწყო. კერძოდ, გამაგრებულ იქნა ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი, ანუ არქეოპოლისი.
შემდეგ, ეგრისის სამხრეთ საზღვარზე, ზღვასთან ახლოს იუსტინიანეს ბრძანებით, ააგეს ციხე-ქალაქი
პეტრა (თანამედროვე ციხისძირი). პეტრაში ჩადგა ბიზანტიელთა მთავარი გარნიზონები და აქვე იყო
მათი სარდალი პეტრე სტრატეგოსი, რომელსაც ეგრისიში მდგარი ბიზანტიელთა მთელი ჯარები
ემორჩილებოდნენ. მაგრამ სტრატეგორი პეტრე ,,ვერცხლისმოყვარეობაში ჩავარდა და მეტად უდიერად
ეპყრობოდა ყველას‖, ამიტომაც კეისარმა იგი უკან წაიყვანა და მის ნაცვლად გამოგზავნა იოანე-ციბე.
პროკოფი კესარიელის სიყვებით ,,სტრატეგოსობამდე მიაღწია სხვა არაფრით, გარდა იმისა, რომ ყველაზე
უფრო საზიზღარი იყო და ყველაზე უფრო მოხერხებული ფულის საშოვნელად უსამართლო
საშუალებათა გამოგონებაში. ის იყო, რომ რომაელთა და ლაზთა ყველა საქმეები გაამრუდა და
არივდარია‖. ციბემ ეგრისის ეკონომიკაზე სრული მონოპოლია დააწესა. იგი ეგრიში შემოსატან ან გასატან
საქონელს ჯერ თვითონ ყიდულობდა იაფად და შემდეგ ძვირად ყიდდა.
რომის იმპერიის აღდგენა ძველ საზღვრებში დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა
დიდი თანხები იხარჯებოდა ხაზინიდან სამეფო კარის ფუფუნებაში ცხოვრებისათვის. პროკოფი
კესარიელის მონათხრობით, რომელიც მან თავის `საიდუმლო ისტორიში‖ გადმოგვცა, იუსტინიანე
საკმაოდ მკაცრი მმართველი ყოფილა. გარდა ამისა გამუდმებული ომებასაგან დაცლილი ხაზინის შევსება
მას გადასახადების ზრდით განუზრახავს. გადასახადები ისე გაუზრდია იმპერატორს, რომ შემოსავალს
ლამის აღემატებოდა თურმე. ამის დასტურად პროკოფი კესარიელს მოყვანილი ჰყავს ერთი მაგალითი,

67
რომ ბიზანტიაში იყო მდიდარი და შეძლებული კაცი, რომელსაც დიდი ფლოტი ჰყავდა. ერთ დღეს
ცეცხლი გაჩენილა და გემები სულ დასწვია მას. მიუხედავად იმისა, რომ ერთის შეხედვით, მან დიდი
ზარალი ნახა და უნდა დანაღვლიანებულიყო, სინამდვილეში გახარებული წასულა სახლში, რადგან ამ
გემებიდან მიღებული შემოსავალი თურმე ბევრად ნაკლები ყოფილა, ვიდრე ამ საქმიანობისათვის
იუსტინიანეს მიერ დაწესებული გადასახადები. პროკოფი კესარიელის ეს ცნობა იმის დასტურადაც
გამოდგება, რომ თუკი აქამდე ეგრისში მყოფი სტრატეგოსების პეტრესა და იოანე-სციბეს თვითნებობა
მომხვეჭელობად და ,,ვერცხლისმოყვარეობად‖ იყო შეფასებული, შესაძლოა, ამ დავალებებს ისინი თვით
იმპერატორიდანაც კი Gრებულობდნენ.
როგორც ცნობილია, ბიზანტიური ისტორიოგრაფია ტენდენციურია და შესაძლებელლია რაღაც
უკმაყოფილება პროკოფისა და იუსტინიანეს შორისაც ყოფილიყო და ამით იყოს გამოწვეული
იმპერატორის ეგრე ცუდად დახასიათება. მაგრამ ფაქტია, რომ ბიზანტიის მოსახლეობა ღატაკდებოდა და
მათი უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. ამის დასტურია 532 წელს კონსტანტინეპოლში მომხდარი
დიდი აჯანყება, რომელიც ისტორიაში ნიკეს აჯანყების სახელითაა ცნობილი. აჯანყებულები
გამოდიოდნენ შეძახილებით ,,ნიკა‖ (ბერძნ. ნიშნვს გაიმარჯვე). აჯანყებას დიდი სისხლისღვრა მოჰყვა.
აჯანყებულებმა სერიოზული საშიშროება შეუქმნეს იუსტინიანეს ტახტს. აჯანყებულთაგან იმპერატორის
ხელისუფლება იუსტინიანეს მეუღლემ თეოდორამ იმით მოახერხა, რომ აჯანყება უმაგალითო
სისასტიკით ჩაახშო. თუკი იმპერატორი ადგილობრივებს ასე ავიწროვებდა რა გასაკვირია, რომ მის მიერ
ეგრისში დანიშნულ სტრატეგოსებს ეს იუსტინიანესთან შეთანხმებით გაეკეთებინათ და ლაზთა თვალის
ასახვევად შეეცვალა მას სტრატეგოსი პეტრე. თუ ეს ასე არ იყო როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ
შემდეგი სტრატეგოსი იოანე-ციბე წინაზე უფრო უარესი აღმოჩნდა?!
ბიზანტიელთა ბატონობით შეწუხებულმა ლაზებმა მათ წინააღმდეგ ომის დაწყება განიზრახეს და
დახმარება ირანის შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. გუბაზის ელჩებმა შაჰს მოახსენეს ,,უნდა ვთქვათ ზოგიერთი
ბოროტების შესახებ, რაც ჩვენს წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა ჩაიდინეს. ჩვენს მეფეს მეფობის
მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ძალა-უფლება და საქმეები კი თვითონ მიითვისეს. მეფე
მოსამსახურეს დაემსგავსა, მას განმკარგულებელი სტრატეგის ეშინია. აუარებელი ჯარებიც ჩაგვიყენეს,
მაგრამ იმისთვის კი არ ჩაუყენებიათ რომ დაიცვან ჩვენი ქვეყანა,-მოსაზღვრე ხალხებისგან, მაგრამ ჩვენ
ხომ სხვა არავინ გვაწუხებს გარდა რომაელებისა. არამედ იმისათვის, რომ დავემწყვდიეთ ჩვენ , როგორც
ციხეში, და რათა ჩვენს ქონებას დაპატრონებოდნენ ―.
გუბაზის ელჩებმა ირანის შაჰს სთხოვეს დახმარებოდნენ ეგრისელებს ჯარით. თანაც ისინი
ესაუბრებოდნენ ხოსროს იმ სარგებლიანობის შესახებ რასაც ეგრისში დამკვიდრება მოუტანდა მათ. მათი
სიტყვებით ,,სპარსელების ძალას თქვენ გაზრდით უძველესი სამეფოთი და მისი საშუალებით
განდიდდება თქვენი ხელმწიფის ღირსებაც. ჩვენი ქვეყნის ზღვით - კი რომაელების ზღვას
დაუკავშირდებით, თქვენ ნებაზე იქნება დამოკიდებული რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ
წელიწადს არბიონ რომაელების მიწა-წყალი ... თქვენ ალბათ იცით რომ ლაზების ქვეყანა დღემდე
კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა ―.
,,შეიზიზღეთ მწარე მიმძლავრება, თქვენს მეზობლად რომ აღმართულა ჩვენზე, და თქვენ იქმთ
სამართლიანობის ღირსეულ საქმეს, რომელზე ზრუნვაც მუდამ მამაპაპეული წესი იყო სპარსელებში.
უსამართლობის არ ჩამდენი ხომ არ ჩაითვლება სამართლიან ადამიანად, თუ ის ხსვების მიერ ჩაგრულებს
არ დაიცავს ხოლმე, როდესაც ეს მის ხელთ არის‖.
ამის შემდეგ გუბაზის ელჩებმა გააგრძელეს სათქმელი, რომელშიც რომაელებს აძაგებდნენ ისინი
,,ჩვენ მეფეს ხომ მეფობის გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ხოლო ძალაუფლება საქმეში თვითონ
მიითვისეს: მეფეც მოსამსახურის ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის ეშინია. უამრავი
ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიცვან ეს ჩვენი ქვეყანა შემაწუხებელთაგან
(მოსაზღვრეებიდან სხვა ხომ არავინ გვაწუხებდა ჩვენ, გარდა რომაელებისა), არამედ რათა დავემწყვდიეთ
ჩვენ როგორც სადილეგოში და ჩვენს ქონებას დაჰპატრონებოდნენ‖.
სიტყვის დასასრულს, ელჩებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ირანის შაჰს ის სარგებლობა, რომელსაც
მას ეგრისი მოუტანდა ,,სპარსელთა ძალას თქვენ შემატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით

68
თქვენი ჰეგემონიის ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას
დაუკავშირდებით: აქ თუ ხომალდებს ააგებ, მეფევ, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს, რომ ბიზანტიის
პალატს მიაღწიო... უნდა დავუმატოთ ისიც, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე
ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა მიწა-წყალი. თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა
დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა. მაშ, როდესაც სამართლიანობა
გიკარნახებს, ხოლო სარგებლობა თვალსაჩინოა, ვფიქრობთ, მოკლებული იქნება ყოველგვარ გონიერებას,
თუ ეს სიტყვები არ იქნება მიღებული‖.
ირანის შაჰისათვის ლაზიკაში გაბატონება ბევრს ნიშნავდა. ჯერ ერთი, რომ ამით ხოსრო I ზურგს
მოუშლიდა ქართლს ,,რადგან იბერებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი, ვისთანაც ისინი განდგომის
შემთხვევაში თავს გადაირჩენდნენ‖, მეორეს მხრივ, მოიპოვებდა გასასვლელს შავ ზღვაზე და ზღვიდანაც
შეძლებდა ბიზანტიაზე თავდასხმას. ამიტომაც ხოსრო I სიამოვნებით დათანხმდა ლაზების წინადადებას.
მემატიანის თქმით ,,ხოსროს ღირსშესანიშნავ მონაპოვრად მიაჩნდა კოლხეთის მტკიცედ დასაკუთრება,
რადგანაც მისი აზრით ეს ირანის ძალაუფლებას დიდ სარგებლობას მოუტანდა. იბერიაც ხომ მომავალში
სავსებით მორჩილი იქნებოდა, რადგანაც იბერიელებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი, ვისთანაც ისინი,
განდგომის შემთხვევაში თავს გადაირჩენდნენ... აგრეთვე ჰუნებიც სპარსელების სახელმწიფოს
ვეღარასოდეს დაარბევდნენ, თვითონ ხოსრო კი ამ ჰუნებს გაცილებით ადვილად მიუსევდა რომაელების
სახელმწიფოს , როცა ეს მისთვის სასურველი იქნებოდა―.
ირანის შაჰმა ხმა გაავრცელა, ჰუნების წინააღმდეგ მივდივარ სალაშქროდო. ირანელეების ჯარმა
სწრაფად გაიარა ქართლი. Lეგრისის საზღვარზე ირანელებს ლაზი მეგზურები დახვდენენ და 542 წელს
ხოსრო პირველი დიდი ჯარით დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ხოსროსთან ლაზიკის მეფე გუბაზ
II გამოცხადდა. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებული ლაშქარი ციხე-სიმაგრე პეტრასკენ დაიძრა,
რომელიც ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი იყო. პროკოფი კესარიელის თანახმად
ირანელთა და ეგრისელთა გაერთიანებულმა ჯარმა პეტრას ერთ-ერთი კოშკის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს,
რომელიც ჩამოანგრა. ბიზანტიელები ამან ძალიან შეაშინა და ხოსროსთან გამართეს მოლაპარაკება. თუკი
მათ ირანელები უვნებლად გაატარებდნენ და თავიანთ ქონებასაც გაატანდნენ პატრას ციხის
დაუთმობდნენ ბიზანტიელები ირანელებს. ხოსროს იოანე-ციბეს ქონების გარდა მართლაც სხვა
არაფრისათვის უხლია ხელი.
ამრიგად, დიდი ბრძოლების შედეგად პეტრა აღებულ იქნა. ამ დროს შაჰმა შეიტყო, რომ
ბიზანტიელთა დიდი ჯარი ბიზანტიელთა სარდალ ველიზარის მეთაურობით ირანში შეჭრილიყო.
ხოსრომ პეტრაში თავისი გარნიზონი დატოვა და თვითონ ირანში დაბრუნდა.
ბიზანტიის იმპერიას გაურთულდა მდგომარეობა დასავლეთშიც. ოსტგოთებმა რამდენიმე მარცხი
აგემეს ბიზანტიელებს იტალიაში. ბიზანტიელებს შეიძლება იტალია დაეკარგათ. Aასეთ ვითარებაში
იუსტინიენემ დაზავება შესთავაზა ხოსროს. თავის მხრივ, დაზავება ირანსაც აწყობდა, რათა უფრო
განემტკიცებინა მოპოვებული პოზიციები. 545-546 წლებში ირანსა და ბიზანტიას შორის ხუთწლიანი
ზავი დაიდო.
ირანის შაჰმა ეგრისში საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო. ხოსრო კარგად ხვდებოდა, რომ
თავისუფლების მოყვარე ლაზები ბიზანტიელთა უღელს ირანელთა უღელზე არ გაცვლიდნენ და მალე
მათაც მოიშორებდნენ თავიდან რომ ,,ლაზებისადმი ნდობა მას ძალიან ნაკლებად ჰქონდა‖. შაჰს კი
დასავლეთ საქართველოში მტკიცედ უნდოდა ფეხის მოკიდება. ხოსროს აზრით, ერთადერთი გზა
დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდებისა აქაური მოსახლეობის აყრა და აქ ირანული ტომების
ჩამოსახლება იყო. ამ გეგმის განხორციალების პირველი ნაბიჯი გუბაზის მკვლელობა უნდა ყოფილიყო.
უმეფოდ დარჩენილი ლაზების დამარცხება კი ადვილი იქნებოდა. სწორედ მეფის მოსაკლავად
ირანელებმა ლაზი დიდებული ფარსანსი შეარჩიეს, რომელიც გუბაზზე იყო განაწყენებული. ფარსანსმა
გადამწყვეტ მომენტში დაივიწყა გუბაზის მიმართ პირადი წყენა და გუბაზს ყოველივე მოახსენა.
ირანელთა ბატონობით უკვე მოსახლეობაც იყო შეწუხებული. გუბაზი მიხვდა, რომ ირანელები
ბიზანტიელებზე უფრო სახიფათონი იყვნენ. გადაწყდა ომის დაწყება ირანელთა ქვეყნიდან განსადევნად.
დახმარება ლაზებმა ბიზანტიელებს სთხოვეს.

69
იუსტინიანემ მოახერხა იტალიაში არსებული პრობლემების მოგვარება და მზად იყო ირანის
წინააღმდეგ ომი განეახლებინა. იუსტინიანემ 549 წელს ბიზანტიელთა 7 ათასი ჯარი და ჭანების
ათასეული გამოგზავნა პეტრას ასაღებად სარდალ დაგისთეს მეთაურობით.
ხოსრომ პეტრაში მყოფი თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გამოგზავნა
ლაზიკაში მერმეროეს სარდლობით. ბიზანტიელთა სარდალმა დაგისთემ შეცდომა დაუშვა. Mმეტად
მცირერიცხოვანი რაზმი გაგზავნა ლიხის ქედის გადმოსასვლელების დასაცავად. ის მოახლოებულ
საფრთხეს ვერ გრძნობდა და იუსტინიანეს წერილებს უგზავნიდა სადაცაა პეტრას ავიღებ და ჩემთვის და
ჩემი ძმისათვის საჩუქრები გაამზადეო. პეტრაში მყოფმა ირანელთა მცირერიცდოვანმა რაზმმა,
ბიზანტიელთა ყურადღება რომ მოედუნებინა და თანაც დრო მოეგო, ცბიერი სიტყვებით ქალაქის
დაუბრკოლებლად ჩაბარება აღუთქვამდა დაგისთეს.
ირანის ჯარმა, ფაქტობრივად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა ლაზიკაში
გადასვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს.
ირანელები, რომ პეტრაში მოვიდნენ ქალაქის კედლები სანახევროდ დანგრეული იყო. 1500
კაციდან ხოლოდ 350 იყო, ხოლო აქედან 150 თუ გამოდგებოდა საბრძოლველად. მერმეროეს უთქვამს: რა
საცოდავია რომის სახელმწიფო, თუ მას 150 ირანელის დამარცხება არ შეუძლიაო. მერმეროემ პეტრაში
3000 ირანელი ჯარისკაცი ჩააყენა და მათ დიდი სურსათის მარაგი დაუტოვა. მერმეროემ ეგრისში 5000
ჯარისკაცის დატოვა, ხოლო დანარჩენი 25 000 კაცით სომხეთში გადავიდა და დვინის მახლობლად
დაიბანაკა.
ირანელებმა კვლავ გაამაგრეს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა
გუბაზის მეთაურობით სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ირანელებმა დატოვეს ლაზიკა და
ქართლში დაბრუნდნენ.
550 წელს შაჰმა ახალი ჯარი გაგზავნა დასავლეთ საქართველოში ხურიანეს სარდლობით.
ირანელებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირას მუხურისის ხეობაში დაიდეს ბანაკი. მდინარის მეორე
ნაპირას ლაზთა და ბიზანტიელთა ჯარები დადგნენ. ლაზებმა მოითხოვეს, რომ პირველად ისინი
შემბოდნენ მტერს. ,,ლაზები შეუძლებლად თვლიდნენ რომაელებთან ერთად დარაზმულიყვნენ, ისინი
ამტკიცებდნენ, რომ რომაელები ბრძოლაში წასვლით არც სამშობლოსათვის იგდებენ თავს საფრთხეში,
არც ნათესავებისათვის, მათ კი საფრთხე მოელით შვილებისათვის, ცოლებისათვის და სამშობლო
ქვეყნისთვის. ასე რომ, იმათ თავიანთი ცოლებისა უნდა შერცხვეთ, თუ მტრებისაგან დამარცხებული
იქნებიან. ამიტომ ისინი აუცილებლად თვლიდნენ მოეპოვათ ვაჟკაცის სახელი...‖. მეფე გუბაზმა
გამამხნევებელი სიტყვით მიმართა ლაზთა ჯარს ,,მე არ ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-
დარიგებით მოგმართოთ თქვენ აღსაფრთოვანებლად. ვინაიდან, მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება
აღარ ესაჭიროება იმათ, ვინც გარემოებითაა უკვე აღფრთოვანებული. საფრთხე არსებობს ხომ
ცოლებისთვის, შვილებისთვის, სამშობლო ქვეყნისთვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის, რის გამოც
სპარსელებმა ჩვენზე იერიში მოიტანეს... დე, ნუ აღიგვება სახელი ლაზთა. ძნელი არ არის, ვაჟკაცებო,
სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომელთაც ხშირად გაგვიმარჯვნია მათზე ხელჩართულ
ბრძოლაში... ერთხელ დამორჩილებული სიამაყე, ჩვეულებრივ, ვეღარ აღორძინდება. მაშ, იქონიეთ ეს
მხედველობაში და შეებრძოლეთ მოწინააღმდეგეს აღვსილნი კეთილი იმედებით‖.
ლაზები ეკვეთნენ მტერს და ბრძოლის დროს დაჭრეს ირანელთა სარდალი ხურიანე. პირდაპირ
კისერში მოხვდა ისარი მას, ცხენიდან მიწაზე დაეცა და გარდაიცვალა. Mმტერი აირია, ლაზების შეტევას
ვერ გაუძლო და დამარცხდა. ირანელთა დამარცხების მიუხედავად დასავლეთ საქართველოში ვითარება
მაინც მძიმე იყო.
განრისხებული ლაზები კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ იუსტინიანესთან და ბიზანტიელი
სარდალი დაგისთე დაასმინეს-თქვენი სტრატეგოსი ირანელების მოსყიდულს ჰგავსო, რადგან პეტრას
აღების დროს დაუდევრად იქცეოდაო. კეისარმა, ვითარება რომ არ გაემწვავებინა ეგრისში, დაგისთე
ციხეში ჩააგდო და მის ნაცვლად სომხეთის სტრატეგოსად 70 წლის გამოცდილი მხედარმთავარი ბესა
გამოგზავნა აქ. ბესა რომ მოვიდა ეგრისში მას აქ სპარსელთა ახალი ჯარი დახდა ნაბედის მეთაურობით.
ირანელებმა ამჯერად იერიში არქეოპოლისზე (ციხეგოჯი) მიიტანა, მაგრამ ვერ აიღო. როგორც ჩანს,

70
ლაზთა ნაწილი კვლავ პროირანული ორიენტაციისა იყო. ირანელთა სარდალმა გუბაზსაც შესთავაზა
ირანელების მხარეზე გადასვლა. გუბაზი ისევ პრობიზანტიური ორიენტაციისა დარჩა. ბიზანტიელები კი,
თავის მხრივ, უზნეოდ იქცეოდნენ. ირანელებთან ბრძოლაში დამარცხებულები ლაზთა სოფლებს
არბევდნენ და აჩანაგებდნენ.
550 წელს ხოსრომ ეგრისში ახალი სარდალი გამოგზავნა დიდი ჯარით. სპარსელებმა ეგრისში
შეეცვალეს საბრძოლო ტაქტიკა და ისინი ბიზანტიელებისა და ლაზებისაგან განდგომილ აფხაზთა
ქვეყანაში ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას.
ამ დროს აბაზგია ორად იყო გაყოფილი _ აღმოსავლეთად და დასავლეთად, რომელთაც მთავრები
ედგა სათავეში. ეს მთავრები ლამაზ ბავშვებს იტაცებდნენ და ჰყიდნენ. ბავშვების მამებს კი მათზე შური
რომ არ ეძიათ ხოცავდნენ. აბაზგები აღაშფოთა მათი მთავრების ამ საქციელმა. როგორც ჩანს ირანელებს
ამ არეულობის გამოყენება სურდათ აბაზგიაში. აბაზგიის ციხეებში ბიჭვინთასა და ცხუმში რომაელთა
გარნიზონები იდგნენ. როდესაც ირანელები შეიჭრნენ აბაზგიაში რომაელებმა ეს ციხეები სულ
დაანგრიეს, რათა ის ირანელებს არ ჩავარდნოდა ხელში და ისე მიატოვეს აბაზგია. მაგრამ ვერც
ირანელებმა ვერ მოიკიდეს აქ ფეხი.
ბიზანტიის კეისარმა გადაწყვიტა მთელი აბაზგია დაეპყრო. პროკოპი კესარიელი თანახმად ,,ამ
ძალადობის გამო აბაზგები პირდაპირ აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. იმის შიშით, რომ ამიერიდან
რომაელთა მონებად არ გამხდარიყვნენ, მათ კვლავ დაიყენეს თავისთვის მთავრები, აღმოსავლეთის
ნაწილისათვის ოფსიტეს სახელად, ხოლო დასავლეთისათვის სკეპარნა‖. აბაზგიის მოსახლეობამ მათ
წინააღმდეგობა გაუწია და თანაც დასახმარება სთხოვეს ირანეელებს. ეს რომ ბიზანტიელებმა გაიგეს
აბაზგიის გასამაგრებლად დიდი ჯარი გაგზავნეს. აბაზგელები მიუვალ ტრაქეას (გაგრა) ციხეში
გამაგრდნენ. ბიზანტიელთა ჯარმა აიღო ეს ციხე. აბაზგებმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს და
ბიზანტიელებს თავგანწირულად შეებრძოლენ, ,,ხოლო დანარჩენები ან ფერფლად იქცნენ გადამწვარ
სახლებთან ერთად, ან მტრის ხელში ჩავარდნენ. რომაელებმა დაატყვევეს მთავართა ცოლები მთელი
მათი შთამომავლობით, ციხის გალავანი კი მიწასთან გაასწორეს და მთელი მიწა-წყალი უდაბნოდ აქციეს.
ასე დაბოლოვდა აბაზგების განდგომა‖. სწორედ ამ დროს მივიდნენ ირანელები აბაზგიაში, რომელთა
დახმარებითაც ბიზანტიელები დამარცხდნენ. ირანელები კარგად ხედავდნენ, რომ აბაზგები არც
ირანელთა უღელს შეეგუებოდნენ და ყველა დიდებულის ოჯახიდან მძევლები წაიყვანეს. 550 წლის
აბაზგების აჯანყებამ უდიდესი ნგრევა მოუტანა საქართველოს ამ მხარეს.
ბიზანტიელებმა ბესას მეთაურობით ამის შემდეგ, 551 წელს, პეტრას შემოადგნენ. მასში
გამაგრებული ირანული გარნიზონი თავგანწირვით იცავდა თავს. პეტრას უკანასკნელი ირანელი
მცველები, დაახლობით ხუთას კაცამდე, ციხის აკროპოლისში გამაგრდნენ და ბიზანტიელთა ტყვეობაში
სიცოცხლეს ცეცხლში დაფერფვლა არჩეს. ,,მაშინ ნათელი გახდა, თუ რაოდენ მნიშვნელობას აძლევდა
ხოსრო ლაზიკეს: მას ყველაზე უფრო სახელოვანი ჯარისკაცები გამოერჩია და პეტრას მცველ რაზმში
დაენიშნა; იარაღიც იმდენი გამოეგზავნა, რომ, როდესაც ის რომაელებმა ხელთ იგდეს, როგორც ნადავლი,
თითოეულ ჯარისკაცს ხუთი კაცის საჭურველი შეხვდა‖.
პეტრას ციხე აიღეს ბიზატიელებმა და იგი სულ მიწასთან გაასწორეს. ირანელთა ჯარმა, რომელსაც
მერმეროე ედგა სათავეში ჯერ კიდევ არ იყო პეტრასთან მოსული რომ გაიგო ციხის აღების ამბავი და
გეზი არქეოპოლისისაკენ აიღო, მაგრამ პირველად სკანდის ციხე-სიმაგრე აღადგინა. მემატიანე თქმით
ეგრისში ,,რომელიც ყველგან დაქანებული ნაპრალებითა და დაბუჩქებული ძნელსავალი ადგილებით იყო
დასერილი და ისე დაფარული უღრანი ტყეებით, რომ მსუბუქად დატვირთულ კაცსაც კი გაუჭირდებოდა
წინათ აქ გავლა, ისე გაესწორებინათ, რომ არათუ მთელმა მათმა ცხენოსანმა ჯარმა გაიარა იქ
დაუბრკოლებლად, არამედ სპილოებიც გაატარეს, რამდენიც სურდათ‖.
აქ ირანელებს დამხმარე საბირების ტომის ჰუნები მოუვიდნენ, 12 000 კაცის ოდენობით. მათმა
სიმრავლემ მერმეროე ძალიან შეაშინა და მხოლოდ 4 000 კაცი დაიტოვა, დანარჩენები კი დიდად
დასაჩუქრა უკანვე გაისტუმრა.
არქეოპოლისის მცველ რაზმში ბიზანტიელებს 3 000 კაცი ჰყავდათ. დანარჩენები ფაზისის
შესართავთან იყვნენ დაბანაკებულებიაქვე იყო ჭანების 8 000 კაციანი რაზმიც. მემატიენეს თქმით ბასამ

71
,,როგორც კი მან პეტრა იაღო, მეტი აღარ ისურვა ბრძოლა და პონტოელებსა და არმენიელებში გაემართა
და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აეღო იქაური მიწა-წყლიდან: ამ გაუმაძღრობით
რომაელთა საქმეები კვლავ გააფუჭა. ის რომ მაშინვე, როდესაც გაიმარჯვა და პეტრა აიღო, ლაზებისა და
იბერების საზღვრებზე მოსულიყო და დაეცვა იქაური ძნელსავალი ადგილები, სპარსელთა ჯარი, ჩემი
აზრით, ლაზიკებში ვეღარ შემოვიდოდა. ამის ნაცვლად კი სტრატეგოსმა დაუდევრობა გამოიჩინა ამ
საქმისადმი და თითქმის საკუთარი ხელით ჩააბარა მტერს ლაზიკე‖.
ირანელთა სარდალმა მერმეროემ რომ შეიტყო, ბიზანტიელების მთავარი ძალები ფაზისის
შესართავთან იყვნენ დაბანაკებულნი, გადაწყვიტა ჯერ ისინი დაემარცხებინა და არქეოპოლისს გვერდის
ავლით მათ წინააღმდეგ გაემართა ,,ის უმჯობესად თვლიდა ჯერ ესენი გაენადგურებინა და ისე
შემოერტყა ალყა არქეოპოლისისათვის, რათა ისინი ზურგში არ მოქცეულიყვნენ და სპარსელთა
ჯარისათავის ზიანი არ მიეყენებინათ. ბიზანტიელი სარდლები შეშინდნენ, ვაითუ, მტრის შემოტევას ვერ
გავუმკლავდეთო, სასწრაფოთ ჩასხეს ჯარი ნავებში და მდინარე ფაზისის მეორე მხარეს გადაიყვანეს.
ირანელები იძულებული გახდნენ უკან გამობრუნებულიყვნენ და არქეოპოლისს გარშემოდგომოდნენ.
ციხე-ქალაქის აღებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა ბიზანტიელები მტრისაგან მოულოდნელად
ციხიდან გამოიჭრნენ და ირანელებს დაერივნენ. მტერმა 4000 ჯარისკაცი, სამი სარდალი და ოთხი დროშა
დაკარგა და სასწრაფოდ მუხურისისაკენ, ე. ი. ქუთაისის ქვეყნისაკენ დაიხია. მოხირისი ერთი დღის
სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალს მჭიდროდ დასახლებულ სოფელს.
კოლხიდის მიწა-წყალზეც ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ
კარგად ხარობენ‖. აქ მისულმა მერმეროემ ქუთაისის ციხე შეაკეთა და საზამთროდ იქ დაბანაკდა. ამით მან
ლეჩხუმთან და სვანეთთან შემაერთებელი გზები შეკრა და ქუთაისის მახლობლად მდებარე
სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი უქიმერიონის ციხეში გამაგრებულ, ანტიბიზანტიურად
განწყობილი, ეგრისელები სურსათით მოამარაგა. 554 წელს მერმეროე გარდაიცვალა.
551-552 წლებში ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის ხუთწლიანი ზავი გაფორმდა.
ოფიციალურად მეფე გუბაზი ბიზანტიელთა მომხრე იყო, მაგრამ ეგრისელები პროირანულ
ორიენტაციაზე იდგნენ. მემატიანეს თქმით ,,დანარჩენი ლაზები, რომელნიც რომაელი ჯარისკაცებისაგან,
საშინლად იყვნენ შეწუხებულნი, განსაკუთრებით კი ჯარის სარდლებისაგან იყვნენ შევიწროებული,
მეტწილად სპარსელების მომხრეობას იჩენდნენ. არა იმიტომ რომ სპარსელობა მოსწონდათ, არამედ
რომაელების ბატონობისგან თავის დაღწევა სურდათ‖.
553 წელს მეფე გუბაზს სპარსელებთან რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა. ამ ბრძოლებში
ბიზანტიელები პასიურობდნენ, სწორედ ამის გამო გუბაზ მეფე მათ საჯაროდ ლანძღვა ,,რომაელი
სარდლები უჭკუო, უქნარა და მშიშარა ხალხიაო‖. იუსტინიანემ ბესა თანამდებობიდან გადააყენა და
მთელი ქონებაც ჩამოართვა. ამჯერად, ბიზანტიელი სარდლები მარტინე და რუსტიკე გადაურჩა კეისრის
რისხვას და ისევ ეგრისში დარჩნენ. ამ სარდლებმა გადაწყვიტეს მეფე გუბაზი მოეკლათ. 554 წელს
ბიზანტიელმა სარდლებმა მეფე გუბაზი სათათბიროდ შეიტყუეს ხობის წყალთან და ვერაგულად მოკლეს
იგი. მეფე გუბაზის მოკვლის შემდეგ ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს ონოგურის ციხეზე. მათი აზრით
ამ ციხის აღება ძნელი არ უნდა ყოფილიყო და რაც მთავარი იყო გამარჯვებულებს კეისარი დანაშაულს
აპატიებდა. თუმც, ამ უნიჭო მხედარმთავრებმა აქაც მარცხი იწვნიეს. ბიზანტიელთა 50 000 ჯარი
სპარსელთა 3 000 ჯარმა დაამარცხა.
აგათია სქოლასტიკოსი თანახმად ,,ლაზთა მთელი ლაშქარი აღელდა ამ ამბის გამო და ისეთმა
უკმაყოფილებამ შეიპყრო ისინი, რომ გადაწყვიტეს ამიერიდან აღარ შეერთებოდნენ რომაელებს და არც
მათთან ერთად ელაშქრათ. როდესაც გუბაზის გვამი, თანახმად მათი წესისა, დაკრძალეს, ბრძოლაში
მონაწილეობა აღარ მიიღეს, როგორც უაღრესად შეურაცხყოფილებმა და სამშობლოს დიდების
დამკარგველებმა‖. მემეტიანე იქვე განაგრძობს ,,ძლიერსა და მამაცს ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა
ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ... იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე
არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის
სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე
ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით‖.

72
ამ ამბებმა ეგრისელები ძალიან შეშფოთა და ერთ ხეობაშ დიდი კრება მოიწვიეს. დაისვა საგარეო
ორიენტაციის საკითხი _ ეგრისელები პრობიზანტიურ ორიენტაციაზე დარჩენილიყვნენ თუ,
პროირანულზე გადასულიყვნენ. კრება ფაქტიურად ორ ნაწილად გაიყო. ირანული ორიენტაციის მომხრე
გახლდათ აიეტი, ხოლო ბიზანტიურისა _ ფარტაძი.
აიეტმა მიმართა აღშფოთებულ ეგრისელებს `რომაელები, რომ სიტყვებითა და გეგმებით
გვეპყრობოდნენ უსამართლოდ, ჩვენც კარგს ვიზამდით, რომ მუდამ ამგვარივე საშუალებებით დაგვეცვა
თავი; მაგრამ ეხლა ნუთუ მისაღებია, რომ ამ დროს როდესაც ისინი ყველაფერში საშინლად გვექცევიან,
სამაგიეროს გადახდის საშუალებას ვკარგავთ იმაზე, რომ ვყოყმანობთ და ვთათბირობთ? ხომ არავის
შეუძლია იმის მტკიცება, თითქოს მტერი ბოროტ ქცევაში ჯერ არ იყოს შემჩნეული, და თითქოს მხოლოდ
ეჭვები არსებობდეს, რომ ის ამგვარ აზრებსა და ზრახვებს ატარებს; არც საბუთების მოგონებაა საჭირო
მისი, ვითომდა დაფარული, ვერაგობის დასამტკიცებლად. საკმარისია გავიხსენოთ სახელოვანი გუბაზი,
რომელიც ასე საცოდავად იქნა მოსპობილი... გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ
ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ. ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ
ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო. ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ
წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ, მტრებად
ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება. თუ ჩვენ
ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და გულხელდაკრეფილნი
რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს... მე ვინატრიდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს
თავისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ
საქმიანობაში როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს.
მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის ან ბედის უკუღმართობის, ან ორივეს წყალობით ისეთს
უძლურებაში ჩავვარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ, უმჯობესია იმათ ხელში
ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებსა და
მოკავშირეთა მიმართ‖.
აიეტის სიტყვამ აღაშფოთა ხალხი და ისინი ირანულ პოზიციებზე გადასვლას აპირებდნენ.
სწორედ ამ დროს გამოვიდა პრობიზანტიური პოზიციების დამცველი ფარტაძი, რომელმაც სიტყვით
მიმართა იქ შეკრებილ ხალხს ,,ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულმა
და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიათ. უძლეველი რაღაც არის მჭერმეტყველება და ის
თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს
სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დაუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის
ნამდვილ ვითარებას ემყარება...
ახლა საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი, რაც მოხდა და დასრულდა და უკვე აღარ შეიძლება
დაბრუნებულ იქნას. ნუ ავყვებით მსჯელობის დროს მოწოლილ ბოღმას და გულისტკივილს, რომ არ
დავკარგოთ მოსაზრების უნარი და არ გავაბუნდოვანოთ ჩვენი მსჯავრი: შევინარჩუნოთ უნარი უკეთესის
არჩევისა... არც რომაულ რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მათ მეფეს არ
მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ... უმართებულო იქნებოდა, ჩემის აზრით, და ამასთანავე
მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს,
რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და
ცხოვრება... ყველაზე უფრო ცუდი ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ
მართლმორწმუნეობას და წმინდათა საიდუმლოთა უმწიკვლელობას. აბა, რას დაემსგავსება ჩვენი
საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი
საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ... გუბაზი რომ აქ იყოს,
მოგვიწოდებდა, არ მივცემოდით სასოწარკვეთილებასა და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ
გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა
უბედურება და არაფერი სასირცხვო და მამაპაპური წესების შემბღალავი არ ჩაგვედინა... მე იმ აზრისა
ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ,
ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი

73
უთანხმოება რომაელებთან, თუკი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი
იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ‖.
ეგრისელები ისევ პრობიზანტიურ ორიენტაციაზე დარჩნენ. კეისარმა ეგრისის მეფედ დანიშნა
გუბაზის უმცროსი ძმა წათე II. კეისარმა ეგრისში საქმის გამოსაძიებლად გაგზავნა სენატორი ათანასე.
ხოლო გუბაზ მეფის მკვლელობაში ეჭვმიტანილები რუსტიკე და მისი ძმა იოანე ქალაქ აფსარუნტის
ციხეში მოათავსეს. მცირე ხნით ამ ეჭვმიტანილთა გასამართლება გადაიდო, რადგან ეგრისში მერმეროეს
ნაცვლად დანიშნული ახალი მხედარმთავარი ნოხარაგანი ჩამოვიდა ახალი ირანული ჯარებით.
ამავე პერიოდში დიდი აჯანყება მოხდა აფშილეთშიც. ეგრისის მეფის ერთ-ერთმა დიდებულმა,
რომელიც მასზე იყო განაწყენებული, ღალატით გადასცა სპარსელებს აფშილების მეტად სტრატეგიული
ციხე წიბილი (წებელდა). მაგარმ, ვერც სპარსელებმა შეინარჩუნეს იგი. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ამ
ციხისთავის ცოლს, რომელიც ტომით აფშილი გახლდათ. ქალის ღირსების შეურაცხყოფა
აფშილებისათვის მიუღებელი და აუტანელი იყო, ისინი შეიჭრნენ ციხეში და იქ მყოფი ყველა სპარსელი
ამოწყვიტეს. ამრიგად, სპარსელებმა დასაყრდენი ვერც აფშილეთში ნახეს.
ბიზანტიელთა სასტიკემ 555 წელს აჯანყება გამოიწვია მისიმიანეთშიც. საქმე იმაში იყო, რომ
ეგრისის ახალ მეფეს წათეს ბიზანტიიდან თან ჩამოჰყვა სტრატეგოსი სოტერიქე მის ორ შვილთან ერთად.
მას იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა დასავლეთ ამიერკავკასიაში მცხოვრები მოკავშირე
ტომებისათვის ფული დაერიგებინა. ის გაემართა მისიმიანელთა ქვეყანაში და მივიდა მდინარე
კოდორთან არსებულ ბუქლოოსის ციხესთან. მისიმიანელები ფიქრობდნენ, რომ ფარულად ამ ციხის
ალანთათავის გადაცემას აპირებდა სოტერიქე და მოსხოვეს სასწრაფოდ დაეტოვებინა ეს ციხე.
,,უსამართლობის მოყენება განგიზრახავს ჩვენთვის, სტრატეგოსო. არც სხვას უნდა მისცე ნება, ჩვენი
ქონება წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. თუ ეს შენ მართლა არ გიდევს გულში,
საჩქაროდ გადაბარგდი აქედან და შენ იქ სურსათი არ მოგაკლდება: ჩვენ მოგიტანთ ყველაფერს‖.
სოტერიქემ ეს პირად შეურაცყოფად ჩათვალა და მისიმიანელები ჯოხით აცემინა. ,,ეს რომ მოხდა,
სატერიქე არ ფიქრობდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა რამე სამტრო დატრიალებულიყო; ის ფიქრობდა,
რომ თუ თავის მონებს მათ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო დასჯიდა, ამას მისთვის საშიში არაფერი
მოჰყვებოდა, და ამიტომ დარჩა ამ ქვეყანაში და, რომ დაღამდა, სრულიად უდარდელად, ისე რომ
მცველებიც არ დაუყენებია, დაიძინა.
იმავე ღამეს აღელვებული ხალხი ზვავად მოასკდა ბიზანტიელთა ბანაკს და ყველა ამოხოცეს, მათ
შორის სოტერიქეც და მისი შვილებიც. ამის შემდეგ მისიმიელები ირანელთა მხარეზე გადავიდნენ და
დახმარება ითხოვეს. 556 წელს ბიზანტიელები კვლავ მოვიდნენ ამ ქვეყანაში 4 000 ჯარით და ისე
გამხეცდნენ, რომ ქალებიცა და ბავშვებიც კი არ დაზოგეს. მისიმიელებმა ისევ ბიზანტიელთა მორჩილება
არჩიეს და სოტერიქესათვის წართმეული ფულიც უკანვე დააბრუნეს. სამაგიეროდ, ბიზანტიელებმა ,,ნება
მისცეს მისიმიელებს კვლავ თავიანთ ნებაზე ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და ძველებური ცხოვრება
განეახლებინათ‖.
პარალელურად ირანელები ცდილობდნენ ქალაქ ფაზისის (ფოთის) დაპყრობას ნახორაგანის
მეთაურობით. ამ ბრძოლაში ირანელებს 60 000 ჯარი ჰყავდათ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. მათი 10-12
ათასი მეომარი ბრძოლის ველზე დაეცა. 555 წელსვე ირანელებმა ფაზისზე ლაშქრობამდე ციხე-გოჯთანაც
განიცადეს დამარცხება. ერთი წლის განმავლობაში ირანელთა ორი დიდი მარცხი ირანის შაჰისათვის
მიუღებელი იყო. მან ნახორაგანი ირანში დაიბარა და საშინელი სასჯელით დასაჯა და ცოცხლად
გაატყავებინა კეფიდან ფეხებამდე.
როგორც კი დროებით მშვიდობა ჩამოვარდა ეგრისში კეისარმა ბიზანტიური კანონების მიხედვით
განიხილა მეფე გუბაზის მკვლელობაში ეჭვმიტანილების საქმე. ცბიერმა ბიზანტიელებმა განზრახ მთელი
პომპეზურობით აწარმოვეს სასამართლო პროცესები და სახალხოდ გამოუცხადეს გუბაზის მკვლელებს
გამტყუნებელი განაჩენი. მათთვის ხალხის თანდასწრებით უნდა მოეკვეთათ თავები. რუსტიკე და მისი
ძმა იოანე ჯორებზე შესხეს და ისე გამოატარეს ეგრისის ქუჩებში. განზრახ ხალხი განცვიფრებაში
მოჰყავდა მათ წინამძღოლს, რომელიც შემზარავი ხმით გაჰკიოდა. ისეთი ,,სპექტაკლი‖ დადგეს ცბიერმა

74
ბიზანტიელებმა, რომ როცა მეფე გუბაზის მკვლელებს ყელები გამოსჭრეს, ეგრისელებს ცრემლებით
ჰქონდათ თვალები აღვსილი და გაბრაზებამაც გადაუარათ.
556-557 წლებში ომი ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის ზავით დასრულდა. მაგრამ,
საომარი მოქმედებები ამის შემდეგაც გაგრძელდა. 562 წელს ომი დამთავრდა. ირანელებმა დასავლეთ
საქართველო ბიზანტიას დაუთმეს 50 წლით. 575 წელს ბიზანტიელებმა სვანეთიდაც გააძევეს ირანელები
და მთელ დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდნენ.
ოცწლიანი ომის შემდეგ ლაზიკამ თავი ვერ დააღწია ბიზანტიის ვასალობას. Lავირები გზით
ქვეყნის სამშვიდობოზე გამოყვანის გეგმა ჩაიშალა და ლაზიკამიქცა ბიზანტიისა და ირანის
ანგარიშსწორების ადგილად, რამაც დიდი ნგრევა მოუტანა მას.

$9 ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა.


ერისმთავრობის დაწესება

დასავლეთ საქართველოში განცდილმა მარცხმა, ბუნებრივია, შეასუსტა ირანელთა პოზიციები


აღმოსავლეთ საქართველოშიც. თავის დროზე, მეფობის გაუქმებას ქართლში დიდად შეუწყო ხელი
დიდაზნაურთა მოღალატურმა საქმიანობამ. მათ თავიანთი მიზნები ჰქონდათ, კერძოდ, დაუფლებოდნენ
იმ მიწებს მუდმივად, რომლებიც მეფისაგან დროებით სამართავად ჰქონდათ მიცემული. მეფის
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდაზნაურებს მოკავშირედ ირანელები მოევლინენ. Qქვეყნის
შიგნით არსებულმა ამ წინააღმდეგობამ ირანელებს საკუთარი ზრახვების აღსრულება გაუადვილა. ახლა,
როცა ქართლში მეფე აღარ იყო და დიდაზნაურებს მიწების დიდი ნაწილი ჰქონდათ ჩაგდებული,
მათთვის მიუღებელი გახდა ირანელთა ბატონობა, ისინი მზად იყვნენ აჯანყებულიყვნენ
დამპყრობლების წინააღმდეგ.
562 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის მორიგი 50 წლიანი ზავი გაფორმდა. ამ ზავის პირობების
თანახმად ყველა სადაო ტერიტორია ირანს ერგო წილად. ამით უკმაყოფილო ბიზანტია ცდილობდა
ხელსაყრელი დრო შეერჩია და ეს ზავი დროზე ადრე დაერღვია. მართლაც, 571 წელს სომხეთში დიდი
აჯანყება დაიწყო ირანელთა წინააღმდეგ, მას ვარდენ მამიკონიანი მეთაურობდა. აჯანყებულ სომხებს
ქართველებიც შეუერთდნენ გურგენის წინამძღოლობით. აჯანყებულები კარგათ ხვდებოდნენ, რომ
საკუთარი ძალებით ირანელებს ვერ დაამარცხებდნენ და დახმარება სთხოვეს ბიზანტიის კეისარს
იუსტინე II-ს (565–578 წწ.). ბიზანტიელებმა ეს ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს და აჯანყების მეთაურებს
კეისარმა განუცხადა ,,რომ, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იქნებოდა, ყოველგვარ საშუალებას
იხმარდა, რათა დაეპყრო თვით მათი სამშობლო ქვეყნები; თუ ის ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ომი,
ამ აჯანყების მოთავეებს და მათ ნათესავებს, იმათ, ვინც მოისურვებდა რომაელების სახელმწიფოს
მოქალაქეობას, არასდროს არ გასცემდა‖.
იუსტინე II დამამცირებლად მიაჩნდა 562 წლის ზავის პირობისამებრ ყოველწლიურად 30 000
ოქროს მანეთის ირანელთათვის გადაცემა, რათა შაჰს უზრუნველეყო ჩრდილო კავკასიური
გადმოსასვლელების საიმედო ჩაკეტვა. კეისარი ამას ხარკად აღიქვამდა და ძალიან ეჩოთირებდა.
ბიზანტიელთა ხელშეწყობით ეს აჯანყება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. 572 წელს სომხებმა
ქალაქ დვინში დაამარცხეს ირანელთა ჯარი და მარზპანი სურენი მოკლეს. თავის მხრივ ქართველებმაც
დაამარცხეს ირანელთა ჯარი, რომელსაც გოლონმიჰრანი ედგა სათავეში. გოლონმიჰრანმა ჯერ დალაშქრა
სომხეთი და ,,სომხეთში ამოწყვიტა ყველა მამაკაცი. Mას შემდეგ ულაშქრია ქართლში, სადაც
დამარცხებულა.
576-577 წლებში კეისარმა იუსტინემ ხოსრო I შესთავაზა ახალი საზავო პირობები შეემუშავებინათ,
რადგან რეალურად 562 წლის საზავო პირობები ძალაში აღარ იყო და ბიზანტიამ მთელ რიგ წარმატებებს
მიაღწია კავკასიაში. ბუნებრივია, იუსტინე II ცდილობდა ეს მიღწევები იურიდიულად ასახულიყო ახალ

75
ზავში. თავის მხრივ ირანს ქართლისა და სომხეთის დაკარგვა ძალიან უჭირდა, რადგან ამითG ის
სერიოზულ პოზიციებს დათმობდა კავკასიაში. ხოსრო I ითხოვდა ამ აჯანყების მეთაურების გადაცემას,
რაზეც იუსტინე II სასტიკ უარს ეუბნებოდა მას. Kეისარმა ისეთი ერთგულება გამოიჩინა აჯნყების
მეთაურებისადმი, რომ ერთი თქმა ისიც კი უთქვამს ირანელებისათვის, რომ ,,მზად იყო დაეთმო
სპარსელებისათვის პერსარმენია (ე.ი. სპარსეთის სომხეთი) და იბერია‖, ოღონდ, აჯანყებულების
გაცემაზე იგი სასტიკ უარს აცხადებდა და მოითხოვდა ბიზანტიაში წასვლის მსურველი სომხები და
ქართველები ირანელებს არ შეეჩერიბან. ცბიერი შაჰი კარგად ხვდებოდა, ,,რომ გარდა მცირეოდენი
მმართველი პირებისა, რომელნიც აჯანყებას მეთაურობდნენ, არც ერთი პერსარმენიელი და იბერი არ
წავიდოდა უცხო ქვეყანაში სამშობლოს სიყვარულის გამო, რომელიც ადამიანებში ბუნებით არის
ჩანერგილი და გამჯდარი‖.
ირანსა და ბიზანტიას შორის ზავი თითქმის გაფორმებული იყო, რომ მოულოდნელად
ბიზანტიელები დამარცხდნენ სომხეთში, რომლის შემდეგაც ხოსრომ ზავის პირობები ისევ დაამძიმა.
Iუსტინეს შემდეგ ბიზანტიაში კეისარი გახდა ტიბერიუსი (578–582 წწ.), რომელმაც ირანის შაჰს
შეუთვალა ,,მე მსურს ზავი და ვესწრაფი მას, როგორც ღმერთის ნიჭს, თითქოს თვით ბუნება თქვენს
მეგობრობას მოითხოვს ჩემგან. ამიტომ მზადა ვარ უარი ვთქვა მთელს პერსარმენიაზე და იბერიაზე იმათ
გარდა, ვინც სპარსელთა არმენიიდან და იბერთაგან ჩვენს ქვეშევრდომობას მოისურვებს‖. ხოსრო ამ
წინადადებაზეც კი არ იყო თანახმა და ჯიუტად აჯანყების მეთაურთა გადაცემას მოითხოვდა. ვითარება
შეიცვალა ხოსრო I-ის გარდაცვალების შემდეგ. ირანის ახალი შაჰი გახდა ჰორმიზდი IV (579–590 წწ.),
რომელიც იძულებული შეიქნა შეგუებოდა ქართლში ადგილობრივი მმართველობის აღდგენას, თუმცა,
ქართლის ერისმთავარი შაჰის ვასალი გახდა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართველებმა და სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს.
ერისთავებს მეფე აღარ სურდათ, რადგან მეფეს ისინი უნდა დამორჩილებოდნენ. ხელშეუხებელი უნდა
ყოფილიყო ერისთავთა უფლებები დასაკუთრებულ მიწებზე. ასეთ ვითარებაში დიდაზნეურებმა
მათთვის მისაღები გამოსავალი მოძებნეს. Qქვეყნის ნომინალურ მმართველს ეწოდა არა მეფე, არამედ
ერისმთავარი. ერისმთავარი იყო ,,პირველი თანასწორთა შორის‖, მისი ხელისუფლება მხოლოდ
სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად. ერისმთავარს არ შეეძლო ურჩი ერისთავების გადაყენება და
დასჯა, მიუხედავადა ამისა, ის მაინც ქვეყნის მმართველად ითვლებოდა. პირველ ერისმთავრად აირჩიეს
გუარამი. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲს‖ თანახმად ,,ნელად-რე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად
გუარამ‖. ჯუანშერის თანახმად კი ამაში კეისრის ხელი ურევია ,,ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ
შეითქუნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე
ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნეს
ერისთავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთაოსა შეუცვალებელად‖.
ბაგრატიონთა საგვარეულოს მემატიანის სუმბატ დავითისძის მიხედვით გუარამი ბაგრატიონი
იყო, რომელიც ებრაელთა მეფეების დავითისა და სოლომონის შთამომავლად მიიჩნევა. ფარნავაზიანთა
სამეფო დინასტიის შემდეგ (ქართლში მეფობის გაუქმების გამო), ბაგრატიონები მეორე სამეფო გვარი იყო,
რომელმაც სამეფო ტახტი XIX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა. ბიზანტიის იმპერატორმა გუარამს
კურაპალატის წოდება უბოძა.
ამ პერიოდის პოლიტიკურ ისტორიას ერთგვარად კიდევ უფრო ნათელს ხდის ქართლში
მოჭრილი მონეტები. გურგენის მორვაწეობის პერიოდში, VI საუკუნის 80-იან წლებში ქართლში მოჭრილ
მონეტის შუბლზე გამოსახულია ჰორმიზდ IV, ხოლო ზურგზე კი აზდეანობის სიმბოლო _ ღვთაებრივი
ცეცხლი, რომელსაც მცველები იცავენ. ამ მონეტასთან დაკავშირებით ნუმიზმატი დ. კაპანაძე აღნიშნავს,
რომ ქართულ მონეტაზე მაზდიანური სიმბოლოს გაჩენა – პოლიტიკური მნიშვნელობის აღმნიშვნელი
უნდა იყოსო. როგორც, ჩანს ირანის გავლენა ამ დროს ქართლში ისევ მნიშვნელოვანი ყოფილა. მომდევნო
მონეტაზე უკვე საკურთხეველზე არსებული ჯვარია გამოსახული, რაც აქ ირანელთა პოზიციების
შესუსტებაზე უნდა მეტყველებდეს. ქართლის ახალმა ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მოჭრა ახალი მონეტა,
რომლის კიდეზე ასომთავრული ნიშნებით დააქარაგმა თავისი სახელი, მონეტის მთავარ ადგილას კი

76
ისევ ჰორმიზდ IV გამოსახული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სტეფანოზი თავიდან ისევ ირანს
ემორჩილება.
590 წელს დიდი არეულობა მოხდა ირანში, შაჰი ჰორმიზდ IV ტახტიდა ჩამოაგდეს და მოკლეს.
ამაში ირანის სარდლის ბარამ ჩუბინის ხელი ერია. ,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად ,,კეისარმა წარმოსცა
განძი დიდი გუარამ კურაპალატსა თანა, და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს
ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი ქარტველთანი, და შეგზავნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ჰყო ეგრე:
ჰამოიყვანნა ოვსნი, დურზუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერისთავნი ქართლისანი. შევიდეს
ადარბადაგანს, დაუწყეს ტყუენვად. და ესევითარნი ჭირნი და უცალობანი მოიწივნეს სპარსთა ზედა.
მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი, რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ეს ეწყო თურქთა სპარსეთს
შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა საბა თურქთა მეფე,
და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს შეიქცეს და
წარვიდეს შინა. და ჩრდილონი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილინი, წარმოვიდს იგინიცა შინა‖.
ამ წყაროში მოხსენიებული თურქები გახლდათ VI საუკუნის მეორე ნახევრში ცენტრალურ და შუა
აზიაში წარმოქმნილი თურქთა კაგანატი, რომლებას 565 წელს დაუმორჩილებია სოღლი. 589 წელს გუარამ
კურაპალატის შუამავლობით საერთო ენა გამონახეს ბიზანტიამ და თურქთა კაგანატმა. მათ ერთგვარი
კოალიციური ჯარი ჩამოაყალიბეს ირანის წინააღმდეგ. ამან ირანი ძალინ მძიმე დღეში ჩააგდო. 589 წლის
მაისში თურქები (ხაზარები) თავს დაესხნენ ირანის ადარბადაგანს. მართალია ირანელებმა შეძლეს მათი
დამარცხება, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ეხლა მათ თავს დაესხა ქართველთა და ჩრდილო
კავკასიაელთა კოალიციური ლაშქარი გუარამ კურაპალატის მეთაურობით. პარალელურად,
ბიზანტიელებმა შეუტიეს შუამდინარეთს და კეისრის წაქეზებულმა არაბებმა ირანის სამხრეთ-
დასავლეთი ტერიტორიები დალაშქრეს. ყველაზე დიდი დარტყმა, ამ დროს, ირანს მიაყენა თურქებმა
აღმოსავლეთის მხრიდან. ეს ტერიტორიები დალაშქრა სავე-შაჰმა (ქართული წყაროების მიხედვით საბა
თურქმა), რომელიც გახლდათ ,,ჩინეთის თურქთა‖ მეთაური. მან ჰერათამდეც კი მიაღწია. ჰურმიზდ IV
მათ შესაჩერებლად გაგზავნა გამოცდილი სარდალი ბარამ ჩუბუნი, რომელიც გახლდათ სომხეთისა და
აზერბაიჯანის მარზპანი ანუ, ფაქტობრივად, ირანის ჩრდილოეთი კუსტაკის გამგებელი. 12 000 კაციანი
რაზმით ბარამ ჩუბუნმა დაამარცხა თურქები და მათი მეთაური სავე-შაჰი თავისი ხელით მოკლა.
ამრიგად, ბარამ ჩუბუნმა ირანი იხსნა სრული განადგურებისაგან. ირანიდან წასულან აგრეთვე
ბიზანტიელები, ქართველები და არაბებიც.
თუკი 589 წელს ირანი იხსნა სრული განადგურებისაგან ბარამ ჩუბინმა, ეხლა იგი
დაუპირისპირდა შაჰ ჰორმიზდს. ამან დიდი არულობა გამოიწვია ირანში. ირანელმა დიდებულებმა
ჰურმიზდი გადააყენეს და მოკლეს. ტახტზე მოკლული შაჰის შვილი, ხოსროვ ფარვიზი (591-628 წწ.)
ავიდა, რომელიც ბარამ ჩუბინმა დაამარცხა და ერთი წელი იგი გახდა ირანის შაჰი. გაქცეული ხოსროვ
ფარვიზი ბიზანტიაში მივიდა და მავრიკე (582-602 წწ.) იმპერატორს სთხოვა დახმარება. ბიზანტიის
იმპერატორმაც არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა ჩარეოდა მისი მტრის საშინაო საქმეებში. მან ხოსროვ
ფარვიზს თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად და ჯარით დაეხმარა ტახტის დაბრუნებაში. იმპერატორის
დახმარების სანაცვლოდ შაჰმა ბიზანტიას 591 წელს დაუთმო შუამდინარეთის, სომხეთისა და ქართლი
თბილისამდე. შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართლი მალე მთლიანად
განთავისუფლდა ირანელთა ბატონობისაგან. Aამ დროს ერისმთავარი იყო სტეფანოზ I (591-604/605 წწ.).
ბიზანტიის იმპერატორმა მას პატრიკიოსის ტიტული უბოძა. ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ
სტეფანოზის ძმა დემეტრე, შვილი ადარნასე და შვილიშვილი ქობულ-სტეფანოზიც კი.
სტეფანოზ I-ის მმართველობისას აიგო მცხეთის ჯვრის ტაძარი. როდესაც ნინომ ქართლი
გააქრისტიანა, მისი მითითებით გაკეთდა სამი ხის ჯვარი. ერთი მათგანი დაიდგა მცხეთის პირდაპირ
მთაზე. სწორედ ამ მთაზე დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ტაძარი ისე აშენდა, რომ ნინოს დროს
აღმართული ჯვარი შიგნით მოექცა.
VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში დატრიალებულმა მოვლენებმა კვლავ შეცვალა ძალთა
თანაფარდობა კავკასიაში.

77
$10 საქართველო VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის
I ნახევარში

602 წელს კონსტანტინეპოლში სამხედრო გადატრიალება მოხდა. მავრიკე ტახტიდა ჩამოაგდეს და


ასისთავი ფოკას გახდა ბიზანტიის კეისარი (602-610 წწ.). ირანის შაჰმა ხოსრო II-მ მოიმიზეზა, რომ მას,
ადრე, ბიზანტიის იმპერატორი მავრიკე დაეხმარა აჯანყების ჩახშობაში და ამ მოტივით თავადაც ჩაერია
ბიზანტიის იმპერიის საქმეებში. სინამდვილეში ეს მხოლოდ საბაბი იყო. 603 წელს ხოსრომ ომი
გამოუცხადა ფოკას. 604 წელს ირანელებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ბიზანტიელები მარცხს
მარცხზე განიცდიდნენ. 604 წელს ირანელებმა აიღეს მესოპოტამიის ქალაქი დარა, 607 წელს კი ქალაქი
თეოდოსიოპოლი (თანამედროვე არზრუმი). 609 წელს დაიკავეს მთელი მესოპოტამია. 610 წელს
ირანელებმა გადალახეს მდინარე ევფრატი და აიღეს ანტიოქია, სირია, ფინიკია, სომხეთი, კაპადოკია და
პალესტინა. 618 წელს კი ხოსრომ დაიკავა ეგვიპტე. ეგვიპტე ბიზანტიის იმპერიისათვის პურის ბეღლად
ითვლებოდა და მისი დაკარგვა ძალიან გაუჭირდა.
ბიზანტიის მმართველმა სენატის პარტიამ ფოკა ტახტიდან ჩამოაგდო და ტახტზე ავიდა აფრიკის
ეგზარქოსის შვილი ჰერაკლე (610-641წწ.). თავიდან ჰერაკლეს მმართველობის პერიოდში ბიზანტიის
სამხედრო მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმე იყო. სწორედ ამ დროს ქართლი ისევ ირანელთა ხელში
გადავიდა.
VII საუკუნის დასაწყისის ქართლის ისტორიის აღსაადგენად უმნიშვნელოვანესი წყაროა სომხურ
ენაზე შედგენილი ე.წ. ―ეპისტოლეთა წიგნი‖, რომელშიც 606-608 წლებში სომეხ-ქართველთა საეკლესიო
განხეთქილების ამსახველი წერილებია დაცული. ამ საეკლესიო განხეთქილების შესახებ კი
მნიშვნელოვანი წყაროებია IX საუკუნის მოღვაწე არსენ დიდი კათალიკოსის ნაშრომი „განყოფისათჳს
ქართლისა და სომხითისა― და X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ნარკვევი ,,ისტორია
განყოფისა ქართველთა სომეხთაგან‖.
451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ დაირღვა კავკასიის ქვეყნების სარწმუნეობრივი ერთობა.
სომხეთში მონოფიზიტობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებით გართულდა ვითარება VII საუკუნის დასაწყისში.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 605 წელს ცურტავის ეპისკოპოსო მოსე (წარმშობით სომეხი),
რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, სომხეთში გაიქცა და დახმარება ითხოვა. მოსემ სომეხთა
კათალიკოსის მოადგილეს ვრთანეს ქერდოლს წერილი მისწერა, რომ თითქოს ქართველები სდევნიდნენ
მას. კჳრიონ კათალიკოსი ეპისტოლედან კი სრულიად საწინააღმდეგო რამ ჩანს „მე ის (ე. ი. მოსე
ცურტაველი) არ გამომიძევებია, არამედ ჩემთან დავიბარე და, რადგან მისი ზოგიერთი სულმდაბალი
საქციელის შესახებ გავიგე, მისი დარიგება და შეგონება მინდოდა ისე, როგორც მოწაფეს შეშვენის. მაგრამ
ჩემ მოწოდებაზე ის არ გამოცხადდა, არამედ თავისი ეკლესია მიატოვა და ღამე ჩუმად გაიპარა―-ო. მოსეს
დაცვა თავს იდვა სომხეთის კათალიკოსმა აბრამმა. გაიმართა მიწერ-მოწერა სომხეთის კათალიკოს
აბრამსა და ქართლის კათალიკოსს კირიონ I-ს შორის.
ირანის შაჰი ხოსრო II-ის ცდილობდა ქართველები მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადაეყვანა,
ამით იგი შეძლებდა ქართლი ბიზანტიური ორბიტიდან გამოეყვანა, რადგან მონოფიზიტობა ბიზანტიაში
მწვალებობად იყო გამოცხადებული. ირანის შაჰი ცდილობდა ამაში სომხები გამოეყენებინა. სწორედ
ამით უნდა აიხსნას ის, რომ სომეხთა კათალიკოსი აბრაამი ქართლის კათალიკოსს პირველსავე
ეპისტოლეში აშკარად პროვოკაციულ კითხვას უსვამდა: ,,არის რაღაც, რომელიც დაუჯერებლად
გვეჩვენა: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა-მეფის მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით
თანამოზიარეს გაშორდე, მართლაც რომ ძლიერ მძიმეა‖.
შაჰის მიერ სომხეთში ამავე მისიით იყო გამოგზავნილი ეროვნებით სომეხი, ჰირკანიის მარზპანი
სმბატ ბაგრატუნი. მას შაჰიდან დავალებული ჰქონდა სარწმუნოებისა და ეკლესიათა წესრიგში მოყვანა.
Mან კირიონ კათალიკოოს თავის წერილში მოაგონა ის დრო, როდესაც სომხებსა და ქართველებს ერთი
სარწმუნოება ჰქონდათ და მოუწოდებდა კათალიკოსს სომეხთა სარწმუნოებაზე გადასვლას „ჩვენი ორი
ქვეყნის აღსარებაში, რომელიც სასწაულებრივი დაფუძნებით უფლის უშიშარი და გულადი მოღვაწის
გრიგოლისაგან დამყარებულ იქმნა, ახალსახეობა ნუ იქმნება―-ო. კათალიკოსი კირიონი ქართლის

78
მთავრებთან და ერისთავ ადარნასესთან ერთად თავიდან ირიდებდა ამ პროვოკაციულ კითხვებს და
საფრთხეს არიდებდა ქართლს. ეპისკოპოსი მოსე სმბატ ბაგრატუნს ქართლის დალაშქვრას სთხოვდა.
სბატის აზრით კი ,,და თუ იმავე სიხელეს იქნებიან და ჩვენთან ერთობისაგან განეშორებიან, მათი სისხლი
უფალმა ღმერთმა მათი თავისაგან მოიძიოს და ჩვენ უბრალო ვიყოთ. მომწერეთ, თუ როგორ გათავდება
ეგ საქმე. თუ დაუმორჩილებლობის შესახებ შევიტყობთ და უფალი ღმერთი მარჯვე დროს მოგვცემს, ვინ
იცის, იქნებ აქვე მიიღებს საზღაურს ღმრთისაგან ხორციელ უფალთა ხელით‖. კათალიკოს კირიონს
თავის საპასუხო ეპისტოლეში მიუწერია, რომ გრიგოლმა „ჩვენ მართლმადიდებელი სარწმუნოება
გვასწავლა, რომელიც თითონ იერუსალემში ისწავლა. ეს განგვიმტკიცა და უცდომელი ჩვენი და თქვენი
სარწმუნოებაც სწორედ ეს არის―-ო. აბრაამ სომეხთა კათალიკოსმა კი უპასუხა ,,თქვენ ეხლაც
თავმომწონედ გვწერთ რომ წმ. გრიგოლმა ჩვენსა და თქვენ მამებს იერუსალემის სარწმუნოება მოსცაო და
ჩვენ (ეხლაც) იმასვე მივდევთ. მაგრამ კარგად გამოიძიეთ და მაშინ დაინახავთ, რომ არამცთუ იგივე
სარწმუნოება არ გიპყრიათ, არამედ თქვენცა და ყველა სხვებმაც წმ. ქალაქის (ე. ი. იერუსალემის)
მცხოვრებლებითურთ ის შესცვალეთ, ჩვენ კი ეხლაც იერუსალემის სარწმუნოება გვაქვს―-ო. ამაზე
კირიონ კათალიკოსმა უპასუხა, რომ მსოფლიო ეკლესიის ავტორიტეტის უარყოფა დაუშვებელია და
შეუძლებელია მხოლოდ აბრაამის ნათქვამი იყოს ჭეშმარიტება. კირიონის თქმით ,,ქართველებსა და
სომხებს ერთმანეთში თანხმობა ჰქონდათ, წმიდისა უფლისა გრიგოლის მთელსავე სამწყსოს თანხმობა
ჰქონდა იერუსალემის სარწმუნოებასთან, რომელსაც ჰრომაელნი მისდევენ, და სხვა რამე სიტყვა-საუბარი
იქ არ შეჭრილა. ეხლა კი საიდან-ღა გაჩნდა? რომის მამამთავარი წმ. პეტრეს საყდარზე ზის,
ალექსანდრიისა — წმ. მარკოზ მახარებლისაზე, ანტიოქიისა — წმ. ლუკა მახარებლისაზე,
კოსტანტინეპოლისა — წმ. იოანე მახარებლისაზე და იერუსალემისა — ძმისა უფლისა წმ. იაკობისაზე. რა
სარწმუნოებაც მათ ჰქონდათ და ჩვენ და ჩვენ მამებს გადმოგვცეს და რასაც ჩვენ აქამომდე ვიცავდით, ამას
ეხლა როგორ მივატოვებთ და თქვენ როგორ დაგიჯერებთ―? და თუნდაც სხვა უამრავ მართლმადიდებელ
ეპისკოპოზებს, მეფეებს, მთავრებსა და მთელ მართლმადიდებელ ქვეყნიერებას როგორ შეიძლება რომ
თავი დავანებოთ და მარტო თქვენთან გვქონდეს ერთობა―-ო?.
მოსე ცურტავის ეპისკოპოსის საკითხი მალე მიივიწყეს და წინ წამოიწია უმთავრესმა
პრობლემებმა, კერძოდ, სომხური ეკლესია ბრალი დასდო ქართულ ეკლესიას რწმენის დამახინჯებაში.
ირანის ცბიერი შაჰები რელიგიურ მომენტს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ. მათი აზრით
ქართველები სპარსეთის ქრისტიანებსა და სომხებს არ უნდა ჩამოშორებოდნენ და მონოფიზიტები უნდა
გამხდარიყვნენ. ანალოგიური ხასიათის მოწოდება ისმის აბრაამ სომეხთა კათალიკოსის კირიონისადმი
მიწერილ ეპისტოლედანაც. აბრაამი წერს ,,ერთი რამეა, რაც დაუჯერებლადაც კი გვეჩვენა: რისთვის უნდა
ჰქონდეს მეფეთა-მეფის ქვეშევრდომს სიყვარულის ერთობა უცხო სახელმწიფოსთან და მკვიდრ
თანამორწმუნეებს კი ჩამოჰშორდეს? ეს მეტად სამძიმოაო‖.
ქართლის კათალიკოსი ძალიან ჭკვიანურად და ფრთხილად მოქმედებდა. პოლიტიკური
სიტუაცია ქართლისათვის საზიანო იყო. მონოფიზიტობის უკან ირანი იდგა. დიოფიზიტური ბიზანტია
ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდა და მისი დახმარების იმედი ქართლს არ ჰქონდა. კირიონმა
შესანიშნავად გაართვა თავი შექმნილ მდგომარეობას, დაიცვა დიოფიზიტობა და საშუალება არ მისცა
მოწინააღმდეგეს გამოეყენებია მისთვის სასურველი მდგომარეობა. კათალიკოსი წერდა აბრაამს ,,ჩვენი
და თქვენი მამები მეფის ქვეშევრდომნი იყვნენ და იერუსალემის სარწმუნოებრივ აღსარებას მისდევდნენ.
ამნაირადვე ჩვენც და თქვენც, თუმცა მეფეთა-მეფის ქვეშევრდომნი ვართ, იერუსალემის სარწმუნოებას
აღვიარებთ და მივდევთ... ეხლა უფრო ბედნიერი ვართ ვინც მეფეთა-მეფის ქვეშევრდომად ვიქეცით,
რადგან მას შემდგომ, რაც ცა და ქვეყანა არსებობს, არც ერთი მბრმძანებელი არ ყოფილა, რომელსაც
ყოველი ეროვნებისათვის თავისი სარწმუნოების აღსარების უფლება მიეცეს, როგორადაც ამ
მბრძანებელმა მეტადრე კი ჩვენ ქრისტიანთა სარწმუნოების (აღსარება) დაგვიტოვა... მეფეთა-მეფე
რომაელთა ისეთივე მბრძანებელი არის, როგორიც არიელებისაა―-ო.
საბოლოოდ ეს კონფლიქტი 607/608 წელს საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა. სომეხთა
კათალიკოსმა აბრააამმა 608 წელს გამოსცა ,,საყოველთაო ეპისტოლე‖, რითაც ქართველებთან და
ალბანელებთან სომხებს ყოველგვარი კავშირი აეკრძალათ, გარდა ყიდვა-გაყიდვისა. არსენ კათალიკოსის

79
ნაშრომში ,,განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა‖ საუბარია, რომ ,,საყურადღებოა, რომ არსენი არას
ამბობს 596 წლის დვინის კრებაზე, რომელზედაც რამდენთამე სომხეთის ეპისკოპოსთა დაადგინეს:
ყოველი კავშირი მოისპოს ქართველებთანო, გარდა აღებ-მიცემობის კავშირისაო. რის მომასწავებელია ეს,
თუ არა იმისი, რომ ამ კრების დადგენილობას დიდს ყურადღებას არ აქცევდნენ, არც სომეხნი და არც
ქართველნი‖. აღნიშნულთან დაკავშირებით აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ,,ამიერიდან
ქართველთა და სომეხთა შორის ის სარწმუნოებრივი კავშირიც გაქრა, რომელიც წინათ მათ აერთებდა და
ასე თუ ისე აძლიერებდათ: პოლიტიკურ-კულტურული გეზისა და სიმპათიების გაყრასთან ერთად მათი
სარწმუნოებრივი სარბიელის გზებიც ერთმანეთს დაშორდნენ‖.
ამ დროს ქართლის ერისმთავარი იყო ადარნასე, რომელმაც 602-603 წლებში შეცვალა სტეფანოზ I,
ხოლო 599 წელს ქართლის კათალიკოსის ბართლომეს გარდაცვალების შემდეგ ქართლის ეკლესიის
საჭეთმპყრობელი გახდა კირიონი, რომელიც მანამდე სომხეთში მოღვაწეობდა.
შაჰმა ხოსრო II 614 წელს აიღო იერუსალიმი. ხოსრომ აქედან გაიტაცა ,,ძელი ცხოვრებისა‖, ანუ
ჯვარი, რომელზეხ ქრისტე აწამეს. 616 წელს ხოსრომ მოიწვია კრება და დაადგინა, რომ ის
სახელმწიფოები, რომლებიც ქრისტიანულ მრწამს მისდევდნენ და ირანს ემორჩილებოდნენ ამიერიდან
სომეხთა სარწმუნოებაზე (მონოფიზიტობაზე) უნდა გადასულიყვნენ.
Aმან დიდი არეულობა გამოიწვია ქართლში. ირანელთა აგრესია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა
და კათალიკოსი კირიონი ერისმთავარ ადარნასესთან ერთად იძულებული გახდა ქართლი
დაეტოვებინა. ირანელებს ქართლის ერისმთავრად დაუნიშნავთ ვინმე ვარსამუსე (//ვარსამუშა). ამას
ადასტურებს თეოფანე ჟამთააღმწერელი, რომლის თანახმადაც როდესაც 628 წელს თბილი დაეცა
ჰერაკლე კეისარმა დაატყვევა ვარსამუსე. კათალიკოსმა კირიონმა და ერისმთავარმა ადარნასემ კახეთს
შეაფარეს თავი. მემატიანეს თქმით ჰერაკლე კეისრის ქართლში ლაშქრობის წინ იგი კახეთის
ერისმთავარი იყოვო. მკვლევარ ზ. ალექსიძეს ვარაუდით კირიონი ქართლიდან გაქცევის შემდეგ ეგრისში
გადავიდა და ამ ქვეყნის მიტროპოლიტობას შეუდგა, რომელსაც იგი ადრეც ითავსებდა. ზ. ალექსიძეს
აზრით ეს კირიონი უნდა იყოს ის კიროს ფაზისის მიტროპოლიტი, რომელიც 623 წლიდან არის
დაფიქსირებული ბერძნულ წყაროებში.
610 წელს ბიზანტიაში ახალი გადატრიალება მოხდა. იმპერატორი გახდა ჰერაკლე (610-641 წწ.).
იმპერატორ იუსტინიანეს გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის იმპერია თანდათან დასუსტდა და
დაკარგა დასავლეთის ტერიტორიები. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გააქტიურდნენ გერმანული ტომები
და გახშირდა მათი თავდასხმები ბიზანტიის დასავლეთ რეგიონებზე. ჯერ კიდევ 568 წელს
ლანგობარდები დეუფლენ ჩრდილოეთ იტალიას. ამას ემატებოდა ბიზანტიაში სლავების ლაშქრობები,
რომლებმაც ააოხრეს და დაიკავეს ბალკანეთის ნახევარკუნძული. ამას ემატებოდა რელიგიურ ნიადაგზე
დაპირისპირება კონსტანტინეპოლის პატრიარქსა და რომის პაპს გრიგოლ დიდს (590-604 წწ.) შორის.
მართალია, იმ პერიოდისათვის განხეთქილება არ მომხდარა ქრისტინულ სამყაროში და ეკლესია
ინარჩუნებდა ერთიანობას, მაგრამ მსოფლიო ეკლესიის მეთაურის ტიტულისათვის ბრძოლამ
უკიდურესად გაამწვავა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება.
ჰერაკლემ პირველ რიგში ქვეყანაში ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმა ჩაატარა.
ჰერაკლე კეისარმა, აღმოსავლეთ რომის იმპერიას ოფიციალურად უწოდა ბიზანტია. თანდათან
ლათინურის ნაცვლად ქვეყანაში მკვიდრდება ბერძნული ენა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული
ტერმინით ბასილევსებად იწოდებიან. საბოლოო ჯამში კეისარმა ბერძნული სახელმწიფო ჩამოაყალიბა.
ის შეეცადა ტახტის განმტკიცებას.
ბიზანტიის სახელმწიფოში VII საუკუნის დასაწყისში იმპერატორები ორჯერ ჩამოაგდეს
ტახტიდან, ამან საერთაშორისო არენაზე მკვეთრად დასცა მისი სახელი. შინააშლილობების გამო
ბიზანტიამ ვეღარ მიიცალა საგარეო პოლიტიკისათვის და ამით ირანის წისქვილზე დაასხა წყალი.
ჰერაკლე კეისარმა სპარსელთაგან მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება დაისახა მიზნად. ამ
დროს ბიზანტიის არმია მოშლილი და ამდენი წაგებებისაგან მორალურად წელში გატეხილი იყო. ქვეყნის
ხაზინა კი, გაუთავებელი შინა აშლილობის გამო დაცარიელებული გახლდათ. ყოველივე ეს გახდა

80
მიზეზი იმისა, რომ გარდა სპარსელებისა ბიზანტიის საზღვრებს სლავური და თურქული მოდგმის
ტომებიც არბევდნენ უკვე.
ჰერაკლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დახმარება სთხოვა ეკლესიას. კონსტანტინეპოლის
პატრიარქმაც მიხვდა რა, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე იდგა, ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და
კეისარს გადასცა. კეისარმა საგარეო მოკავშირის ძებნის მიზნით 619 წელს ზავი შეკრა ავართა ხაკანთან,
რომლის შედეგადაც სლავური ტომები ჩასახლდნენ ბალკანეთში.
ჰერაკლე 622 წელს შეუდგა ახალი ძლიერი არმიის ჩამოყალიბებას. იმპერატორმა დატოვა
დედაქალაქი და ჩავიდა ბითვინიაში, რომელიც იყო ბიზანტიის პროვინცია შავი ზღვის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში. სწორედ აქ ჩამოაყალიბა მან ბრძოლისუნარიანი არმია და გადავიდა საომარ
მოქმედებებზე. კეისარმა 622 წელს ზედიზედ დაამარცხა სპარსთა შენაერთები კაბადოკიაში, ალბანეთსა
და სომხეთში. 623-624 წლებში ჰერაკლე თავისი ჯარით ალბანეთში დარჩა გამოსაზამთრებლად. სწორედ
აქ მივიდნენ მასთან ლაზების, აბაზგების და იბერიელების ლაშქარი დასახმარებლად.
625 წელს ირანის შაჰმა ხოსროვ ფარვიზმა ავართა ხაკანი კონსტანტინეპოლის წინააღმდეგ
ლაშქრობაზე დაიყოლია და მას დამხმარე ჯარიც გაუგზავნა. მომდევნო 626 წელს ავარები 300 000-იანი
ჯარით კონსტანტინეპოლს ჩრდილოეთიდან მიუახლოვდნენ. ავარებმა 12 მოძრავი კოშკი ააგეს, ზედ
საალყო მანქანები დააყენეს და კონსტანტინეპოლი ალყაში მოაქციეს. ბიზანტიელებმა მომხდურ მტერთან
დიპლომატიური მოლაპარაკება სცადეს და მოციქულები გაუგზავნეს ხაკანს. მათ დიდი თანხის
გადახდის სანაცვლოდ ალყის მოშლა მოითხოვეს. ხაკანმა ისინი თავხედური პასუხით გაისტუმრა: ან
ფრინველებად გადაიქეცით და გაფრინდით, ან თევზებივით წყალში შეცურეთ, რადგან არაფერი
გეშველებათო. ავარებმა ირგვლივ მდებარე სოფლები სულ გააჩანაგეს და სურსათის გარეშე დარჩნენ.
ხაკანმა ახლა ზღვიდან სცადა ქალაქში შეჭრა, მაგრამ ბიზანტიელებმა ხაკანის მოკავშირე სლავების
ფლოტი მთლიანად გაანადგურეს. საბოლოოდ კონსტანტინეპოლი გადარჩა.
თვითონ ჰერაკლე კეისარი, 627 წლის შემოდგომაზე, კონსტანტინეპოლის ალყის დროს ლაზიკაში
იმყოფებოდა. ამის შემდეგ ჰერაკლე კეისარმა ახალი მოკავშირე მოძებნა, ესენი იყვნენ სპარსთა
დაუძინებელი მტრები ხაზარები.
ხაზართა კაგანატი ჩამოყალიბდა 651 წელს. ხაზრთა ეს თურქულენოვანი ტომები თავიდან
ემორჩილებოდნენ ევრაზიის სტეპებში და მახლობელ აღმოსავლეთში მომთაბარე თურქთა ხაკანს, მაგრამ
VII საუკუნის 30-40-იან წლებში დასავლეთ თურქთა კაგანატში დიდი არეულობა დაიწყო. სწორედ ეს
გამოიყენეს ხაზარებმა და გადმოვიდნენ ჩრდილო კავკასიაში. მათ დაიკავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია
და VII საუკუნის 70-იან წლებში მათი სახელმწიფო მოიცავდა ჩრდილო კავკასიის მთელ დაბლობს,
ყირიმს და გადაჭიმული იყო კასპიისა და აზოვის ზღვებს შორის.
ქართველი მემატიანეს თქმით ჰერაკლემ ,,მიერ წარავლინნა მოციქულნი ძრუენითა მრავლითა
მეფისა მიმართ თურქთაისა. ხოლო მეფემან თურქთამან დიდად შეიწყნარნა მოციქულნი ერაკლესნი და
მოსცა მას აღთქუმაი ერთობისაი‖. დაახლოებით ასეთივე ცნობა არის დაცული მოვსეს კალანკატუაცთანაც
ჰერაკლემ ,,აღჭურვა და მოამზადა ერთი თავისი დიდებულთაგანი, ჭკვიანი და განსწავლული კაცი
სახელად ანდრე და გაგზავნა ის ჰონებთან, ჰპირდებოდა, რომ ურიცხვსა და უთვალავ განძეულობას
უბოძებდა მათ, თუ დაეხმარებოდნენ დიდ შურსძიებაში‖. ხაზარები დათანხმდნენ ჰერაკლე კეისრის
მაცდურ წინადადებას და ,,ჩრდილოეთ მეფის ნაცვალმა, რომელიც მეორე კაცი იყო სამეფოში, სახელად
ჯებუ ხაქანმა... იმ ნახარართან (ანდრესთან) ერთად შეთანხმების განსამტკიცებლად გაუგზავნა ათასამდე
მხედარი, რჩეულნი სიმამაცით და ძლიერნი მშვილდოსნობით. Iსინი მოულოდნელად გაემართნენ ჩორის
კარისკენ (დარუბანდისკენ), არაფრად ჩაააგდეს სპარსეთის მეფის ქალაქის მცველი რაზმები, რომლებიც
დიდი კარის დასაცავად იყვნენ დაყენებულნი და როგორც არწივები ისე გაფრინდნენ დიდ მდინარე
მტკვრისაკენ. არავის ინდობდნენ, ვინც მათ წინააღნდეგ გამოვიდოდა. გეზი აიღეს ქართველთა და
ეგერთა ქვეყნებისაკენ. გადალახეს დიდი ზღვის ნაპირები და მიაღწიეს სამეფო კარს. წარუდგნენ დიდ
კეისარ ჰერაკლეს. თითოეული წესების მიხედვით განამტკიცეს ფიცი ერთმანეთში‖.
ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების ურთიერთობა კარგად აქვს აღწერილი აგრეთვე VIII_IX
საუკუნეების ბიზანტიელ ისტორიკოს თეოფანე ჟამთააღმწერელს თავის `ქრონოგრაფიაში‖. თეოფანეს

81
თანახმად, VII საუკუნის 20-იან წლებში `ხაზარებმა გადმოლახეს კასპიის კარები, ადრაბიგანი
(ადარბადაგანი) და ქვეყანაში შეიჭრნენ თავიანთი სარდლის ზეიბელის მეთაურობით, რომელსაც თავისი
თანამდებობით მეორე ადგილი ეჭირა ხაკანის შემდეგ. რომელ ადგილებსაც გაივლიდნენ ხოლმე ისინი,
ყველგან ატყვევებდნენ სპარსელებს და ქალაქებსა და სოფლებს ცეცხლში ხვევდნენ. მეფე ჰერაკლემ
დატოვა ლაზიკა და ხაზარებთან შესახვედრად გაემართა. ზიებელმა რომ დაინახა ის, გაემართა მისკენ,
ყელზე მოეხვია მას და თაყვანი სცა. სპარსელები კი ყველაფერ ამას ხედავდნენ ტიფლისიდან‖.
ხაზარებმა თავიდან უზარმაზარი ჯარები გამოგზავნეს, რომელსაც მეთაურობდა ხაკანის
ძმისწული, რომელიც შათის ტიტულს ატარებდა, ანუ საუფლისწულოს მფლობელი იყო. ხაზარებმა
დალაშქრეს ალბანეთი და ადარბადაგანი, საიდანაც დიდძალი ნადავლი წაიღეს. მოვსეს კალანკატუაცის
თქმით ,,ალვანეთის ქვეყნის ყველა საზღვარი და ატრპატაკანის ერთი ნაწილი მახვილის პირით
გაანადგურა‖ ხაზარებმა. ამის შემდეგ მათ აიღეს დედაქალაქი პარტავი (ბარდავი), რომლის შემდეგაც
გეზი აიღეს ქართლისაკენ.
ამის შემდეგ ჯიბღუ ხაკანმა გადაწყვიტა თვითონ ჩართულლიყო ირანელთა წინააღმდეგ
ბრძოლაში. ხაზარებმა თავდაპირველად დარუბანდი აიღეს. ამის შემდეგ ალბანეთიც გაასწორეს მოწასთან
და 40 000 ჯარით თბილისისაკენ გამოემართნენ, სადაც გამაგრებული იყო ირანის გარნიზონები. მოსე
კალანკატვაცის თქმით 627 წლის შემოდგომაზე ,,დაიძრა ნიაღვარი მოვარდნილი და მდინარე
ადიდებული ქართველთა ქვეყნისაკენ, გარს შემოადგა და ალყა შემოარტყა ნებიერს, მოვაჭრესა და
სახელგანთქმულ დიდ ქალაქს ტფილისს‖. თბილისთან ხაზარებს ჰერაკლე კეისარი შეუერთდა
ლაზიკიდან გადმოსული დიდი ჯარები. როგორც გადმოგვცემს X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი მოვსეს
კალანკატუაცი თავის `ალვანთა ქვეყნის იასტორია‖-ში, იმ წელს ვერ მოხერხდა თბილისის აღება.
ჰერაკლე კეისრისა და ჯიბღუ ხაკანის კოალიციურმა ჯარმა გადაწყვიტა მდინარე მტკვრის გადაკეტვა და
მისი თბილისზე მიშვება, თუმც ეს სისრულეში ვერ მოიყვანეს. ირანელთა ცნობილმა სარდლმა
შარგაპაგის მეთაურობით ქალაქში დამატებით ათასი რჩეული ჯარისკაცი შეიყვანა. თბილისის
ქართველEL მეციხოვნეებს თვით მთავარი ვარსამუსე ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ირანელ სარდალთან
ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეებს.
ხაზართა და ბიზანტიელთა ჯარებმა დიდი ზარალი ნახეს თბილისის კედლებთან და გადაწყვიტეს
ამჯერად გაცლოდნენ ქალაქს. თბილისის დამცველებმა, მათზე დაცინცის მიზნით, უზარმაზარი გოგრა
მოიტანეს, რომელზეც ჯიბღუ ხაკანის დამახინჯებული სახე გამოსახეს და ციხის გალავანზე დადეს.
მემატიანეს თქმით ,,აი, თქვენი მეფე-ჴელმწიფე, მობრუნდით, თაყვანი ეცით. ეს ჯებუ ხაკანია‖, –
გაიძახოდენ ისინი და გოგრას შუბებით ჩხვლეტდნენ. ასევე მასხრად აუგდიათ მათ კეისარიც ,,ვაცისა
წუერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს‖. 628 წელს ხაზარები კვლავ შემოადგნენ თბილისს. აიღეს
ქალაქი და საშინლად მოაოხრეს. მემატიანეს თქმით ,,როდესაც შეწყდა ხმა ტირილისა და ვაებისა და
აღარავინ გადარჩა ცოცხალი, მაშინ მათაც გაიგეს, რომ დაძღნენ მათი მახვილნიც‖. თბილისის მკვიდრნი
,,სიმხნევედაკარგულნი იმალებოდნენ ზოგი სახლლის სახურავებზე, ზოგი წყალსადენ მილებში, ბევრიც
წმოდა ეკლესიის თაღებში‖. ხოლო თბილისის ციხისთავს ტყავი გააძვრეს ,,გაავსეს თივით და გალავნის
ზემოთ Hამოჰკიდეს‖. მოსე კალანკატვაცის თქმით, ხაზარებმა, დიდძალი განძი წაიღეს თბილისიდან.
627 წელს კეისარი სპარსეთში შევიდა და ნინევიასთან სპარსელები სასტიკად დაამარცხა. ირანის
შაჰი ხოსრო სასწრაფოდ შესდგომია ახალი ომისათვის მზადებას, მაგრამ ამასობაში ქვეყანაში არეულობა
დაწყებულა. სპარსთა ორ სარდალს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. მათგან ერთ-ერთმა სარბარაზმა
ჰერაკლეს სთხოვა დახმარება. ჰერაკლემაც არ გაუშვა ეს შემთხვევა ხელიდან და მას ჯარი მიაშველა.
შეთქმულებმა ხოსროვი მოკლეს და ტახტზე აიყვანეს სარბარაზი, რომელმაც ჰერაკლეს შეჰფიცა, რომ არ
განაახლებდა ბიზანტიელების წინააღმდეგ ომს და ერთგულების ნიშნად უკან დაუბრუნა წმოდა ჯვარი,
რომელიც ჰერაკლემ 629 წელს საზეიმო ვიტარებაში დააბრუნა იერუსალიმში.
იმავე 628 წელს დაიდო ზავი ირანსა და ბიზანტიას შორის. ამ ზავით ჰერაკლემ დაიბრუნა
სომხეთი, სირია, მესოპოტამია, ეგვიპტე და ქართლიც. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ თბილისის
აღებამდე წყაროები ასახელებენ ბიზანტიის მხარეზე მებრძოლ იბერიელებს. სავარაუდოა, რომ ეს იყო
ქართლიდან დევნილი ადარნასე ერისმთავარი (კახეთში აფარებდა თავს) თავისი სამხედრო რაზმით.

82
ჰერაკლემ ვერ შეძლო დიდხანს ესარგებლა თავისი გამარჯვების შედეგით, რადგან მსოფლიოს ახალი
დამპყრობლები _ არაბები მოევლინენ.
VIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის იმპერიას საგარეო ურთიერთობები გართულებული ქონდა.
ბიზანტიაში არაბთა შემოსევებს სლავების მარბიელი ლაშქრობებიც ემატებოდა და ქვეყანა მძიმე
მდგომარეობაში იყო. სტაბილურობა არც ქვეყნის შიგნით სუფევდა. როდესაც ბიზანტიაში ჰერაკლეს
დინასტია დაემხო, დაიწყო არეულობა და მხოლოდ 20 წლის განმავლობაში ექვსი იმპერატორი შეიცვალა.
717 წელს ლეონ III (717-740 წწ.) ბიზანტიის იმპერატორი გახდა. იმავე წელსვე იმპერიას დიდი
საფრთხე დაემუქრა, კერძოდ მის დედაქალაქ კონსტანტინეპოლს ზღვიდან და ხმელეთიდან ალყა
შემოარტყეს არაბებმა. ალყა ერთ წელიწადს გაგრძელდა და 718 წელს ბიზანტიელთა გამარჯვებით
დამთავრდა. უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენას არა მარტო ბიზანტიისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტს თავისი მნიშვნელობით 732 წელს კარლოს მარტელის
მიერ პუატიესთან არაბების დამარცხება თუ შეედრება.
ლეონ III-ემ თავისი ბრძანებით სათავე დაუდო ხატთმებრძოლეობას, რის გამოც დაწყებული
დაპირისპირება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა და თითქმის მთელი საქრისტიანო მოიცვა.
იმპერატორის ეს ბრძანება მდგომარეობდა იმაში, რომ იმპერიაში აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მისივე
ბრძანებით ხატები უნდა გამოეტანათ ეკლესიებიდან. იმპერატორის აზრით, ხატების თაყვანისცემა იგივე
კერპმსახურება იყო. ამან განარისხა ეკლესიის მსახურები. იმპერატორმა კი სპასუხოდ ეკლესია-
მონასტრებს მიწები და ქონება ჩამოართვა.
787 წელს ნიკეაში გაიმართაAVII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც აღდგენილ იქნა
ხატთთაყვანისცემა. მაგრამ ამის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო საბოლოოდ აღდგენილი
ხატთთაყვანისცემა, რომელიც მხოლოდ 843 წლის 11 მარტს განხორციელდა. ეს დღე ეკლესიაში
მართლმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას.
უამრავმა ომმა დაასუსტა ბიზანტიის იმპერია. პოლიტიკურ დაძაბულობას ემატებოდა
დაპირისპირება რომის პაპებსა და იმპერატორებს შორის.
ბიზანტია მაკედონური დინასტიის მმართველობის პერიოდში. ბიზანტიის იმპერიის დასუსტება
შეაჩერეს მაკედონური დინასტიის იმპერატორებმა. ამ დინასტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა
ნიკიფორე ფოკამ თვით არაბებიც კი დაამარცხა და წაართვა მათ ხმელთაშუა ზღვის კუნძულები და
დაკარგული ტერიტორიები აზიაში.
მაკედონური დინასტიის იმპერატორებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ბასილი II (976-1025 წწ.).
ტახტზე ასვლისთანავე მას დაპირისპირება მოუხდა აჯანყებულ ბიზანტიელ დიდებულ ბარდა
სკლიაროსთან. იმპერატორს თავიდან გაუჭირდა მისი დამარცხება და როგორც გიორგი მთაწმიდელის
თხზულებიდან ჩანს ქართველთა 12 000-იანი ჯარის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა. თუმც
ტენდენციური ბიზანტიური ისტორიოგრაფია და მისი წარმომადგენელი გიორგი კედრენე ამ აჯანყების
ჩაქრობაში ქართველების გადამწყვეტ როლს საერთოდ უარყოფს.
X საუკუნეში ბიზანტიის იმპერია დიდ სიძნელეებს წააწყდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,
სადაც მას ბულგარეთის ძლიერი სამეფო დაუპირისპირდა. ბასილი II-ს 30 წლიანი ომი დასჭირდა
ბულგარელების დასამარცხებლად. იმპერატორი საშინელ სისასტიკეს იჩენდა ბულგარელების მიმართ.
მისი ბრძანებით ტყვედ ჩავარდნილ 15 ათას ბულგარელს დასთხარეს თვალები, მხოლოდ ყოველ მესამეს
დაუტოვეს ცალი თვალი და ასე გააბრუნეს უკან. ბასილი II-ს სწორედ ამის გამო ეწოდა
ბულგართმმუსვრელი. ბასილ II დაპირისპირება და ომები ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგაც.

83
$11 არაბთა შემოსევები საქართველოში და ბრძოლა
მის წინაღმდეგ

სახალიფოს წარმოქმნა და არაბთაA პირველი დაპყრობები. არაბთა სამშობლო ძირითადად


არაბეთის ნახევარკუნძულია, რომელიც ძირითადად მშრალ სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებს უკავია.
არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე უდაბნოს კლიმატია. ნალექების სიმცირის გამო (100 მმ.
წელიწადში) ის ღარიბია მდინარეებით. მეჩხერია მცენარეული საფარი თვით ოაზისებშიც კი. არაბეთს
დასავლეთიდან ეკვრის მეწამულ ზღვას, სამხრეთიდან – ინდოეთის ოკეანეს, აღმოსავლეთიდან –
სპარსეთის ყურეს. არაბეთის მთელ ამ ტერიტორიაზე გმოყოფენ ორ მკაფიოდ განსხვავებულ არეს, ესენია:
1) თიხამას – სანაპირო რაიონები; 2) ნეჯდის – უდაბნოებით გარემოცული ცენტრალური პლატო.
არაბები ძირითადად მისდევდნენ მესაქონლეობას. მათ ყავდათ აქლემები, ცხენები და ცხვრები.
ახ.წ. VI საუკუნეში არაბთა ბევრ ტომს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ქონდათ თავიანთ ამ
ჯოგებთან ერთად მომთაბარეობდნენ. ამ მომთაბარე არაბებს ბედუინებს ეძახდნენ. ისინი თავს
ირჩენდნენ აგრეთვე საშუამავლო ვაჭრობით. ბედუინებს თავიანთ აქლემთა ქარავნებით გადაჰქონდათ
სავაჭრო საქონელი არაბეთის მშრალ სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში. ასეთი ცხოვრების წესი არაბებს
რამდენადმე ეამაყებოდათ ნამდვილ ბედუინად ისინი ითვლებოდნენ, რომელთა ძირითად ქონებას
აქლების ჯოგი შეადგენდა. ისენი ზაფხულს ჭებთან, ან წყაროებთან ახლოს ატარებდნენ. წლის დანარჩენ
დროს კი უდაბნოში ხეტიალობდნენ. მათ მთავარ ქონებას წარმოადგენდა თხის ბეწვისაგან მოქსოვილი
კარავი.
არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მეწამული ზღვის გაყოლებაზე
შედარებით მაღალი ნალექიანობით გამოირჩეოდა არაბეთის სხვა ტერიტორიებისგან. აქ მდებარეობდა
ბედნიერი არაბეთი ანუ იემენი. მეწამური ზღვის მიმდებარე რაიონებში არაბები მისდევდნენ სოფლის
მეურნეობას. აქვე გადიოდა ძველი სავაჭრო გზა ბიზანტიიდან დაწყებული აფრიკასა და ინდოეთში
დამთავრებული. სწორედ ამ სავაჭრო გზამ მეწამული ზღვის გაყოლებაზე მდიდარი ოაზისების
ჩამოყალიბება განაპირობა. ამ ოაზისებში ძირითადად არაბები ცხოვრობდნენ, რომლებიც ბინადარ
ცხოვრებას ეწოდნენ. ამ სავაჭრო გზაზე ჩამოყალიბდა არაბთა საკმაოდ ძლიერი ქალაქი მექა. მომთაბარე
ბედუინები ოაზისებში მცხოვრებლებს რამდენადმე ქედმაღლურად უყურებდენ. ბედუინებს ნამდვილ
არაბებად ოაზისებში მცხოვრები არაბები არ მიაჩნდათ.
არაბ ტომებს არ ქონდათ ერთიანობა. ისინი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ტომობრივ-
გვაროვნულ კავშირებში იყვნენ გაერთიანებულნი. მიუხედავად საერთო ენისა არაბ ტომებს არ ქონდათ
საერთო სახელწოდება. ისინი გამუდმებით ესხმოდნენ თავს ერთმანეთს, სტაცებდნენ საქონლს და ბოლო
არ უჩანდა მათ შორის საუკეთესო საძოვრების ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლას. ამას ადასტურებს
ბერძენი ისტორიკოსის დიოდოროს სიცილიელის მონათხრობიც, რომლის თანახმადაც არაბები ძვ.წ. I ს-
შიც ცხოვრობდენ ღია ცის ქვეშ და სამშობლოს უწოდებდნენ უსიცოცხლო მიწას სადაც არც მდინარეები
და არც უხვი წყაროებია
მუჰამედი და მისი მოძღვრება. მუჰამედი დაიბადა 570 წელს. ის იზრდებოდა მექაში, ღარიბი
ვაჭრის ოჯახში. მუჰამედს მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპა. მუჰამედი სიღარიბეში იზრდებოდა და
თავს ძირითადად ირჩენდა იმით, რომ იყო მწყემსი და აქლემების გამცილებელი. მუჰამედი შემდეგ
მდიდარი ქვრივის სავაჭრო ქარავნის მეთაური გახდა. მოგვიანებით კი მან ამ ქვრივზე იქორწინა.
მუჰამედი ამ სავაჭრო ქარავანთან ერთად შორეულ ქვეყნებში მოგზაურობდა. სწორედ ამ მოგზაურობის
დროს გაეცნო ის იუდეველებსა და ქრისტიანებს. სწორედ მათგან გაიფო მუჰამედმა, რომ ღმერთი იყო
ერთი.
არაბებში არსებობს გადმოცემა იმის შესახებ რომ 40 წლის მუჰამედმა დაიწყო ახალი რელიგიის
ისლამის ქადაგება. მუჰამედს უნდა ჩაეგონებინა არაბებისათვის, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი
ალაჰი. მუჰამედმა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო თავისი ქადაგებანი. ის თავის თავს უწოდებდა ღვთის
ალაჰის მოციქულს. მუჰამედის მიერ ნაქადაგარი ახალი რელიგია დღეისათვის ისლამის
სახელწოდებითაა ცნობილი. სიტყვა ისლამი ნიშნავს ,,ღვთისადმი მინდობას‖. ისლამის მიხედვით მოსე

84
და იესო ქრისტეც არიან ღვთის მოციქულები, ხოლო მუჰამედი ღმერთის უკანასკნელი მოციქულია
დედამიწაზე.
მექაში მცხოვრები მდიდარი ვაჭრებისათვის მიუღებელი იყო მუჰამედის ნაქადაგარი ახალი
მოძღვრება. ისინი დასცინოდნენ და დევნიდნენ მუჰამედს. ამან განაპირობა ის, რომ 622 წელს მუჰამედი
მექადან მედინაში გაიქცა. ამ გაქცევით, ჰიჯრით იწყება არაბული წელთაღიცხვა. მედინაში მუჰამედმა
ბევრი მომხრე გაიჩინა. 630 წელს მან 10 000 მიმდევართან ერთად აიღო ქალაქი მექა. ქააბაში მან კერპები
დაამსხვრია და მექა წმინდა ქალაქად გამოაცხადა. მუჰამედის მიერ ნაქადაგარმა ახალმა რელიგიამ
ისლამმა, რომელიც ერთ ღმერთს ალაჰს აღიარებდა შესაძლებელი გახადა არაბული ტომების ერთ
სახელმწოფოდ გაერთიანება. მუჰამედი მთელი გაერთიანებული არაბეთის სასულიერო და საერო
მეთაურად იქნა გამოცხადებული. მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს, რომელიც დაკრძალულია
იქვე. მოგვიანებით მის საფლავზე ააგეს დიდი მეჩეთი. ამ დროისათვის ისლამი თითქმის მთელ არაბეთში
იყო უკვე გავრცელებული.
მუჰამედის მთელი ქადაგებანი და წინასწარმეტყველება გადმოცემულია მუსლიმთა წიგნში
ყურანში. ის გახლავთ მუსლიმთათვის არა მარტო წმინდა წიგნი არამედ ისლამური სამართლის
ძირითადი სახელმძღვანელოც. ყურანი შედგება 114 თავისაგან ანუ სურასაგან.
მუსლიმთა რწმენით რელიგია ისლამი მის მიმდევრებს უსიტყვო მორჩილებას ავალდებულებს.
მორწმუნე მუსლიმი კი ვალდებულია შეასრულოს ისლამის 5 აუცილებელი მოთხოვნა: 1) ერთი ღმერთის
აღიარება. 2) დღეში ხუთჯერ უნდა წარმოთქვას ლოცვა. 3) უნდა გაიღოს მოწყალება ღარიბთა და
უპოვართათვის. 4) მარხვის თვეში, რამადანში არ მიიღოს საკვები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. 5)
ყველა მუსლიმი ვალდებულია სიცოცხლეში ერთხელ მოილოცოხ წმინდა ქალაქი მექა.
მუსლიმთა აზრით ყველაზე დიდი მადლი ალაჰის წინაშე არის ურჯულოების წინააღმდეგ
ბრძოლა _ ,,საღვთო ომი‖ ანუ ჯიჰადი, რომელიც მიზნად ისახავს ისლამის გავრცელებას და ის მუსლიმის
წმინდათა წმინდა მოვალეობად ითვლება.
სახალიფო-არაბთა იმპერია. 632 წელს, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ არაბეთში დაიწყო
ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას მართველობის პერიოდი. ესენი იყვნენ: აბუ-ბექრი (632-634 წწ.), ომარი
(634-644 წწ.), ოსმანი (644-656 წ.) და ალი (656-661 წწ.). თვითონ სიტყვა ,,ხალიფ‖ არაბულად ნიშნავს
,,ნაცვალს‖, ,,მოადგილეს‖, ანუ სახალიფოს მუჰამედის ნაცვლები _ ხალიფები განაგებდნენ. ისინი იყვნენ
როგორც მუსლიმთა რელიგიური წინამძღოლები, ასევე უმაღლესი საერო ხელისუფალნიც. არაბთა
ლაშქარს ხელმძღვანელობდნენ ამირები, რომლებიც შემდეგ დაპყრობილი ქვეყნების გამგებელნი
ხდებოდნენ. მსოფლიო ისტორიას არაბთა ბატონობამ ღრმა კვალი დაამჩნია. მათ მიერ დაპყრობილი
ხალხების ნაწილმა მიიღო ისლამი და არაბული ენა. ზოგი ამის შემდეგ გაარაბდა კიდეც. თუმცა, თავის
მხრივ, არაბებმაც შეითვისეს დაპყრობილი ხალხების კულტურული მიღწევები.
არაბების დაპყრობებს რამდენადმე ხელს უწყობდა ისიც, რომ დაპყრობილი ქვეყნები მათ
განმანთავისუფლებლად მიიჩნევდნენ, თანაც არაბული ,,უღელი‖ თავიდან არ იყო ისეთი მძიმე წინა
დამპყრობლებთან შედარებით. ამის დასტურია არაბი მემატიანის აბუ იუსუფის (731-795 წწ.)
მონათხრობი დაპყრობილი ქვეყნებისადმი არაბთა დამოკიდებულების შესახებ: `როდესაც არაბმა
ხალიფამ ქრისტიანული სახელმწიფო დაიპყრო, ამ სახელმწიფოს მცხოვრებლების სიცოხლეს არავინ
ხელყოფდა, ქალაქებში ქრისტიანულ ტაძრებს არ ანგრევდნენ, ნება ეძლეოდათ დღესასწაულების დროს
ჯვრები გამოესვენებიათ, მაგრამ არ უნდა აეშენებიათ ახალი ეკლესია; გზადაკარგული მუსლიმისათვის
გზა ეჩვენებინათ. მუსლიმთა შეკრების ადგილას არ გამოეტანათ ჯვარი და არ მოერეკათ ღორები. აბუ
იუსუფის თანახმად, როცა ქრისტიანებმა დაინახეს, რომ მუსლიმები სიტყვას პატიოსნად ასრულებდენ,
ისინიც მუსლიმთა მტრებს თავიანთ მტრებად აღიქვამდნენ და ეხმარებოდენ მათ წინააღმედ ბრძოლაში‖.
პირველი ხალიფების დროს არაბები სერიოზულ წარმატებებს აღწევდნენ. ბიზანტია და ირანი
ურთიერთბრძოლების შედეგად დასუსტებულები იყვნენ და არაბები ორთავეს ამარცხებდნენ. არაბების
სასარგებლოდ კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებდა: დაპყრობილი ხალხები მათ განმათავისუფლებლად
მიიჩნევდა. არაბებმა VII საუკუნის 30-იან წლებში დაიკავეს: დამასკო, იერუსალიმი, ანტიოქია, მთელი
შუამდინარეთი და ეგვიპტე.

85
პირველი ხალიფა აბუ-ბექრის დროს არაბებმა ერთდროულად დაუწყეს ბრძოლები, როგორც ირანს
ასევე ბიზანტიასაც. 633 წელს არაბთა ლაშქარი შეიჭრა ერაყში, 637 წელს სასანიდური ირანის დედაქალაქი
ქტეზიფონი. 652 წელს კი მათ მთელი ირანი ჰქონდათ უკვე დაპყრობილი და ინდოეთამდე იყო მათი
საზღვრები გადაჭიმული. 634 წელს სირიაში არაბებმა დაამარცხეს იქ მყოფი ბიზანტიელთა ლაშქარი.
ასევე დაამარცხეს არაბებმა ბიზანტიელები 636 წელს მდინარე იორდანის მახლობლად. ამით, ბიზანტიის
იმპერატორმა ჰერაკლემ, ფაქტობრივად დაკარგა სირია-პალესტინა. ასე ნელ-ნელა ფართოვდებოდა
არაბთა იმპერია, ისინი ფლობდნენ უკვე მესოპოტამია და ეგვიპტესაც. არაბები კავკასიასაც
მოუახლოვდნენ.
არაბთა მიერ საქართველოს დაპყრობა. 640 წელს არაბებმა აიღეს სომხეის დედაქალაქი დვინი. 642-
643 წლებში არაბებმა ქართლის დაპყრობაც განიზრახეს. მათ ელჩი გამოგზავნეს ქართლში და შესთავაზეს
ან დამორჩილება ან აყრა და სხვა ქვეყანაში გადასახლება. ქართველებმა მორჩილებაზე უარი თქვეს.
არაბებმა ქართლის დალაშქვრა განიზრახეს, მაგრამ ზამთარმა შეუშალათ ხელი.
654 წელს არაბებმა სომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელი სარდალი მავრიანოსი, რომელმაც თავს
ქართლში გაქცევით უშველა. არაბები მავრინიოსს დაედევნენ და ქართლის საზღვრებში შემოვიდნენ.
ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: მან არბთა სარდალს ჰაბიბ
იბნ-მასლამას დაზავება სთხოვა. ირანი აღარ არსებობდა, ბიზანტია განცდილი მარცხის გამო
ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში მარტოდ დარჩენილი ქართლის ბრძოლას
აზრი აღარ ჰქონდა. ქართველებსა და არაბებს შორის დაიდო ,,დაცვის სიგელი‖. რომლის თანახმადაც
ქართველები იხდიდნენ გადასახადს ერთ კომლზე ერთ დინარს. მათ არ ჰქონდათ უფლება გადასახადის
შემცირების მიზნით კომლები გაეერთიანებინათ, ხოლო არაბებს პირიქით _ კომლი გაეყოთ. თუ
ქართველი მიიღებდა ისლამს, ის გადასახადებისაგან განთავისუფლდებოდა. ქართველები ვალდებული
იყვნენ დახმარებოდნენ არაბებს, ჩამორჩენილი მუსლიმი მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე.
სამაგიეროდ არაბები დაიცავდნენ ქართგველებს სხვათა შემოსევებისაგან. თუ არაბთა არყოფნის დროს
ქართველები ვინმეს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,დაცვის სიგელის‖ უშუალოდ თავდაპირველმა დედანმა ჩვენამდე არ
მოაღწია და იგი ჩვენ შემოგვინახა IX საუკუნეში მოღვაწე არაბმა ისტორიკოსებმა ბალაძორმა და ტაბარმა
თავაინთ თხზულებებში.
VII საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა მცირე აზია. ხალიფა ომარმა
აიღო იერუსალიმი. მან გასცა ბრძანება სოლომონის ტაძრის ადგილზე აშენებულიყო მეჩეთი. ეს მეჩეთი
დღემდე მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ ითვლება.
ომარის გარდაცვალების შემდეგ ხალიფა გახდა ოსმანი, ხოლო მის შემდეგ მუჰამედის საყვარელი
ქალიშვილის, ფატიმას ქმარი ალი. ამის შემდეგ არაბეთის ერთიან სახალიფოში დაიწყო შიდა არეულობა
და მუსლიმები გაიყო ორად: შიიტებად და სუნიტებად. შიიტები წმინდა წიგნად და ჭეშმარიტი
მოძღვრების წყაროდ მხოლოდ ყურანს მიიჩნევდნენ, ხოლო სუნიტები გარდა ყურანისა აღიარებდნენ
სუნას, სადაც შეკრებილი იყო გადმოცემები მუჰამედის შესახებ. ხალიფა ალი, რომელიც შიიტებს
განეკუთვნებოდა მოკლეს. სუნიტების მეთაურმა მუავიამ (661-668 წწ.) დედაქალაქი სირიიდან დამასკოში
გადაიტანა. სწორედ მუავიადან იღებს სათავეს ომაიანების დინასტია. ომაიანების დინასტიის
მმრთველობის პერიოდში არაბებმა გააფართოვეს საზღვრები ევროპაში. მათ შეძლეს ჩრდილოეთ აფრიკის
დაპყრობაც და შეერივნენ იქ მცხოვრებ ბერბერებს. მათი შთამომავლები მავრების სახელით არიან
ცნობილი. მავრებმა 711 წელს გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკიდან გადავიდნენ ევროპაში.
არაბებმა 711 წლიდან 731 წლამდე თითქმის მთლიანად დაიპყრეს ვესტგოთების ესპანეთი. ესპანეთის
დაპყრობის შემდეგ არაბები ფრანკებს დაესხენ თავს. მათი დამარცხებით არაბები მთელი ევროპის
დაპყრობასაც შეძლებდნენ. არაბების შეჩერება მოხერხდა 732 წელს, როდესაც პუატიესთან ბრძოლაში
ფრანკებმა, კარლოს მარტელის მეთაურობით დაამარცხეს და შეაჩერეს ისინი. ამით ევროპა გადარჩა
არაბულ უღელს. მაგრამ ესპანეთი საუკუნების განმავლობაში არაბულ უღელქვეშ დამორჩილებული
დარჩა.

86
VIII საუკუნეში არაბეთში ომიანების დინასტიას აუჯანყდნენ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილებში
მცხოვრებლები. 750 წელს აბულ-აბასმა, რომელიც გახლდათ არაბული სამხედრო ძალების
მხედარმთავარი დაამარცხა ომიანების საგვარეულო, რომელიც შემდეგში სრულიად ამოხოცა. ომიანების
დინასტიიდან გადარჩა მხოლოდ აბდურაჰმანი, რომელიც ესპანეთში გაიქცა. აბდურაჰმანმა ესპანეთში
კორდოვას სახალიფოს დაუდო საფუძველი. აბულ-აბასმა ომიანების დინასტიის ამოხოცვის შემდეგ თავი
არაბთა ხალიფად გამოაცხადა და ტახტი ბაღდადში გადაიტანა, რომელიც მდინარე ტიგროსზე იყო
აშენებული. აბულ-აბასმა საფუძველი დაუდო არაბეთში აბასიანების დინასტიას, რომელიც მათ სწორედ
აბულ-აბასის სახელის მიხედვით ეწოდათ.
სახალიფოში ამტყდარი შინაომებით, ისარგებლეს ქართველებმა და VII საუკუნის 80-იანი წლებში
ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა, არათუ ქართლიდან განდევნა არაბები, არამედ სომხეთიდანაც
გააძევა ისინი. ,,ქართველთა მთავარმა ნერსემ განდევნა ბარაბა, სომხეთში მდგარი არაბთა ჯარის
სარდალი, სასტიკი განადგურებით გაჰფანტა მისი ჯარი და გააქცია იგი‖.
არაბთა დროებითი დასუსტებით ისარგებლა ბიზანტიამაც და, VII საუკუნის მეორე ნახევარში
მეფობა გააუქმა ლაზიკაში (ეგრისში) და მის მმართველს პატრიკიოსის ტიტული მიანიჭა. ბიზანტიელთა
აგრესიულმა პოლიტიკამ აჯანყება გამოიწვია. პატრიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ 697 წელს არაბები
დასავლეთ საქართველოში გადმოიყვანა. ეგრისელებმა ნაცად ხერხს მიმართეს და ერთ დამპყრობელს
მეორე დამპყრობელი დაუპირისპირეს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ხაზართა პერიოდული
შემოსევები.
686 წელს ბიზანტიელებმა და არაბებმა ზავი გააფორმეს, რომლის თანახმადაც სომხეთისა და
ქართლის ქვეყნებიდან შემოსული ხარკი შუაზე უნდა გაეყოთ, მაგრამ ქართველები არც ერთს
ემორჩილებოდნენ და არც მეორეს. 688 წელს იუსტინე II კეისარს ლეონტის მეთაურობით ამიერკავკასიაში
საკმაოდ დიდი ლაშქარი გამოუგზავნია, რომ აქ ბიზანტიის პროტექტორატი აღმდგარიყო.
ამიერკავკასიაში პერველობისათვის იბრძოდა აგრეთვე ხაზარებიც. სიმონ ჯანაშიამ, სრულიად
სამართლიანად უწოდა ამ ბრძოლას ,სამი მხრით ხმლის ქნევა‖.
საქართველო VIII საუკუნეში. VIII საუკუნის დასაწყისში სახალიფოში შინაომები დამთავრდა და
არაბებმაც განაახლეს დაპყრობები. VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა ხელისუფლებას დაემორჩილა
როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთ საქართველო. არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე-
გოჯში. ბიზანტია ცდილობდა თავისი ზეგავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარი
გამოგზავნა ეგრისში. ბიზანტიელებმა ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს. არაბმა მეციხოვნეებმა შეძლეს მათი
იერიშის მოგერიება. არაბებმა დამატებითი ძალები გამოგზავნეს ციხე-გოჯში. ბიზანტიელებმა თავი
აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან დაიხიეს. თუმც ბიზანტიელებმა მაინც შეძლეს თავისი პოზიციების
ნაწილობრივ აღდგენა _ დაიქვემდებარეს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები
აბაზგები და აფშილები.
მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში. ხაზარები არაბთა
შემოსევებისაგან თავის დაცვის მიზნით საპასუხო ლაშქრობებს აწყობდნენ სამხრეთ კავკასიაში. VIII
საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ქართლში მოვიდა არაბი სარდალი ჯარაჰი. მის მთავარ მიზანს
ხაზარების დამარცხება წარმოადგენდა. ჯარაჰმა 724 წელს განაახლა ,,დაცვის სიგელი‖, გაზარდა ჯიზია
(ერთ სულზე ერთი დინარი) და დააწესა ახალი გადასადი ,,შეუთანხმდა ის მათ მიწებზე, ვენახებსა და
წისქვილებზე... რომ გადაიხდიან ამ წისქვილებისა და ვენახებისათვის წელიწადში 100 დირჰემს
ერთდროულად‖. არაბებსა და ხაზარებს შორის მიმდინარე ომში საშინლად აოხრდა და გაპარტახდა
ქართლი, გაწყდა მოსახლეობა, დაეცა ეკონომიკა. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა უმძიმეს
მდგომარეობაში აგდებდა ქვეყანას. გატანჯულმა მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა აჯანყების მოწყობა.
728-729 წელს არაბთა სარდალმა მასლამამ დარიალის გზით ილაშქრა ხაზარეთში, მაგრამ
უამინდობის გამო ეს ლაშქრობა წარმატებული არ აღმოჩნდა. მეორე წელს ხალიფამ კავკასიაში ისევ
ჯარაჰი გამოგზავნა, რომელმაც იმავე წელს ილაშქრა ხაზარეთში და მდინარე ვოლგის ქვემო წელზე
გაშენებული ქალაქი ალ-ბეიდა აიღო. ამის საპასუხოდ, 730 წელს ხაზართა დიდი ჯარი ქართლში

87
დარიალის გზით გადმოვიდა. ქართლის ერისმთავარი მათ უჩვენებდა არაბების რაზმების განლაგების
ადგილებს, რის შედეგადაც ხაზარებმა დაამარცხეს არაბები.
კავკასიის და ხაზარების საბოლოოდ დასამორჩილებლად ხალიფა ჰიშამმა (724-743 წწ.) 120 000
არმია გამოგზავნა თავისი ბიძაშვილის მერვან იბნ-მუჰამედის (იგივე მურვან ყრუს) სარდლობით. 735
წელს მურვან ყრუ საქართველოში შემოვიდა. ქართლის აოხრების შემდეგ იგი დასავლეთ საქართველოში
გადავიდა. შეიპყრო და აწამა არგვეთის მთავრები _ დავითი და კონსტანტინე. ძმებმა უარი თქვეს
ისლამის მიღებაზე და მოწამებრივად აღესრულენ. ,,შეუკრნეს ხელნი და ფეხხნი და ქედთა მათთა
დაჰკრნეს ლოდნი მძიმენი და ესრეთ შთაყარეს იგინი მდინარესა მას ფასონსა, რომელ არს ენითა
ქართულითა რიონი‖. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. მურვანმა აიღო ციხე-გოჯი,
ცხუმი და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც ქართლის ერისმთავარი მირი და მისი ძმა არჩილი
იმყოფებოდნენ. მათ ეხმარებოდათ აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან
გამობრუნდნენ.
არაბთა ამ ლაშქრობის შემდეგ აოხრდა მთელი საქართველო. არაბებმა ქართლში უკვე თავიანთი
მოხელე _ ამირა (უფროსი) დანიშნეს მართველად. ქართლის ერისმთავრის თანამდებობა არ გაუქმებულა,
უბრალოდ, ერისმთავარი დაექვემდებარა თბილისში მჯდომ ამირას. უმნიშვნელოვანეს ციხეებში არაბთა
გარნიზონები ჩააყენეს. საქართველოს დალაშქვრის შემდეგ მურვანმა ჩრდილო კავკასიაში ხაზარებიც
დაამარცხა და 743-744 წლებში უკან გამობრუნდა. მალე იგი ხალიფაც გახდა.
არაბებმა ქართლს სათავეში ჩაუყენეს თავისი მოხელე ამირა, რომლის ადგილ სამყოფელი
მდებარეობდა თბილისში - ,,დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფლად თჳსად;
მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰრქჳან ხარაჯა‖.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა უღელი ძალია დამძიმდა. იოანე საბანისძეს თანახმად
,,ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა
შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳირძჳირად ზღვეულნი‖.
არაბების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ედგა ერისმთავარი ნერსე II. ამის გამო 772-773 წლებში ნერსე
ხალიფასთან დაიბარეს, დააპატიმრეს და 3 წელი ტყვედ ჰყავდათ. სწორედ მაშინ დაუახლოვდა ნერსე
აბოს, რომელიც განთავისუფლების მერე თან წამოყვა ერისმთავარს ქართლში. ნერსე არ წყვეტდა თავის
ანტიარაბულ საქმიანობას, რის გამოც იძულებული შეიქნა თავისი ოჯახითურთ ხაზარებთან
გახიზნულიყო. იოანე საბანისძეს ცნობით ,,კუალად იყო განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ
ნერსჱ ერისთავსა ზედა‖. ნერსე ხაზარებისაგან დახმარებას ელოდა, მაგრამ ამაოდ _ ხაზარებმა თავი
შეიკავეს არაბების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისაგან.
იოანე საბანისძის მიხედვით არაბმა მუსლიმმა აბომ მიიღო ქრისტიანობა. ეს არაბების ისეთი
მარცხი იყო, რომ მას ბრძოლის ველზე მოპოვებული ვერანაირი გამარჯვება ვერ აანაზღაურებდა. 786
წელს Aაბოს თავი მოკვეთეს არაბებმა, იმის გამო, რომ მან არ უარყო ქრისტიანობა. მისი ცხედარი დაწვეს
და ფერფლი მტკვარში გადაყარეს.
VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა ნელ-ნელა შეირყა საქართველოში. IX საუკუნიდან კი
დაიწყო არაბთა სახალიფოს დაქვეითება. ამის მიზეზი იყო მრავალი: 1) არაბმა ხალიფებმა ვერ შეძლეს
დაპყრობილი ხალხების ერთი რელიგიით გაერთიანება; 2) ამასთან ხშირი იყო შინააშლილობები
სახალიფოს შიგნითაც; 3) ამირები დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ და ცდილობდნენ არ
დამორჩილებოდნენ ხალიფას; 4) არაბების მიერ დაპყრობილი ხალხები განვითარების სხვადასხვა
საფეხურზე იმყოფებოდნენ; 5) მსოფლიოში დაწყებულმა ფეოდალიზაციის პროცესმაც რამდენადმე
იქონია გავლენა სახალიფოს დაშლაზე;
ბაღდადის ხალიფას მხოლოდ მესოპოტამია დარჩა.
XI საუკუნის შუა ხანებში შუა აზიიდან მოსულმა მომთაბარე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს არაბთა
სახალიფოს დიდი ნაწილი.
შუა საუკუნეების ისლამური კულტურის ცენტრი გახლდათ არაბთა სახალიფო. Aამ კულტურის
შექმნაში მონაწილეობას ღებულობდა როგორც არაბები, ასევე ამ სახალიფოს შემადგენლობაში მყოფი სხვა
ქვეყნები: ირანი, სირია, ეგვიპტე, პალესტინა, მესოპოტამია და შუა აზია. იმის შემდეგ, რაც არაბებმა

88
დაიპყრეს აზიის უზარმაზარი ტერიტორიები, ჩრდილოეთ აფრიკითა და გიბრალტარის სრუტით
გადავიდნენ ევროპაში ისლამური კულტურა გავრცელდა თითქმის მთელ მაშინდელ მსოფლიოში.
მთლიანად ისლამურ სამყაროში X საუკუნეში ათზე მეტი ქალაქი არსებობდა, თითოეულ
მათგანში 100 000 ადამიანი ცხოვრობდა. ამ პერიოდისათვის ევროპაში მხოლოდ კონსტანტინეპოლი იყო,
რომელიც 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოითვლიდა. რაც იმის მანიშნებელია, რომ ისლამური სამყაროს
ქალაქები (ბაღდადი, კაირო, დამასკო) ბევრად აღემატებოდნენ რიცხობრივად ევროპულ ქალაქებს.
განსაკუთრებული მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა ესპანეთში არსებული ქალაქი კორდოვა,
რომელშიც ძირითადად არაბები ცხოვრობდნენ. კორდოვაში X საუკუნეში ცხოვრობდა 115 000 ადამიანი,
იყო 600 მეჩეთი, 80 სკოლა, 17 უმაღლესი სასწავლებელი და 20 ბიბლიოთეკა, რომლებიც ცალ-ცალკე
100 000-მდე წიგნს ითვლიდა.
ისლამურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეჩეთს. მეჩეთი მათთვის იყო
სამლოცველო ადგილი. მასთან ახლოს აშენებდნენ მინარეთებს, რომლებიც მაღალ კოშკებს
წარმოადგენდნენ. მეჩეთთან არსებობდა მედრესეები (სკოლები). აქვე იყო ბიბლიოთეკა და სასამართლო.
მეჩეთი, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილი ხუროთმოძღვრული ძეგლიც გახლავთ.
ისლამურ სამყაროში არქიტექტურის თვალსაზრისით საინტერესო მეჩეთებია: იერუსალიმის, დამასკოს,
ბაღდადის, კორდოვას, სამარასა და კაიროში აგებული მეჩეთები.
არაბების მიერ აგებული საერო თუ სასულიერო ხასიათის ნაგებობანი შემკული იყო ლამაზი
ჩუქურთმითა და მოზაიკით. რომელთა შორის გამოირჩევა ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კერძოდ
კი გრანადაში აშენებული ალ-ჰამუბრას სასახლე.
იმის გამო, რომ ისლამი კრძალავს ადამიანისა და ცხოველის გამოსახვას, ამიტომ ისლამურ
სამყაროში მხატვრობა და ქანდაკება თითქმის არ განვითარებულა. მხატვრობა მხოლოდ წარმოდგენილია
წიგნის მინიატურის სახით.
რაც შეეხება არაბულ ლიტერატურას ის არა მარტო ისლამური კულტურის, არამედ მთელი
მსოფლიოს კულტურულ მონაპოვრად ითვლება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია არაბული
კრებული ,,ათას ერთი ღამე‖. ეს კრებული IX-XV საუკუნეებში დაიწერა. აგრეთვე აღსანიშნავია სპარსული
პოეზია, რომლის შედევრადაც ითვლება ფირდოუსის პოემა ,,შაჰ-ნამე‖ (,,წიგნი მეფეების შესახებ‖).
აღნიშნული პოემა 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა და თავისი ფაბულით წარმოადგენს საგმირო ეპოსს
და ერთგვარად ირანის ისტორიის ქრონიკაც გახლავთ.
ფირდოუსის გვერდით სპარსული პოეზიის გამოჩენილი მოღვაწეები არიან ჯალალ ედ-დინ რუმი
და ომარ ხაიამი.
არაბებმა დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში. მათ შექმნეს
დღევანდელი ალგებრის სისტემა და განავითარეს ციფრები, რომელთაც დღესაც ვიყენებთ მათემატიკაში.
ასევე განსაკუთრებული იყო არაბების დამსახურება და მიღწევები მედიცინაში. შუა აზიაში მოღვაწე
მეცნიერის იბნ-სინას (ავიცენას) წიგნი _ ,,სამკურნალო მეცნიერების კანონი‖ სასწავლო სახელმძღვანელოს
წარმოადგენდა ევროპის უნივერსიტეტებში XVI საუკუნემდე.
ფასდაუდებელია არაბი ვაჭრებისა და მოგზაურების როლი გეოგრაფიის განვითარებაში. ისინი
აღწერდნენ ისლამური სამყაროს იმ სავაჭრო გზებსა და ქვეყნებს, სადაც მოგზაურობდნენ. სწორედ არაბმა
მოგზაურებმა ერთ-ერთმა პირველებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწა მრგვალია.

89
თავი VI საქართველო IX _ XI საუკუნეებში.
სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება

საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს


იმით იყო გამოწვეული, რომ ქართლი წარმოადგენდა ქვეყნის ცენტრს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან
რეგიონს და ნებისმიერი შემოტევის დროს პირველ დარტყმას არაბებისაგან სწორედ ქართლი იღებდა.
არაბებმა ვერ მოიკიდეს მტკიცედ ფეხი დასავლეთ საქართველოში, ასევე უჭირდათ მათ კახეთის
მთიანეთის შენარჩუნებაც. არაბთა სახელმწიფო უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული: ევროპაში,
აფრიკასა და აზიაში. უზარმაზარი იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი იყო. სახალიფო
წარმოადგენდა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგარი ქვეყნებისა და ხალხების ისეთ
გაერთიანებას, რომლის სიმტკიცე მხოლოდ სამხედრო ძალაზე იყო დამოკიდებული. VIII საუკუნის
ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება, რაც საქართველოშიც საგრძნობი გახდა. არაბთა წინააღმდეგ
წარმოებული ბრძოლების პერიოდში საქართველოში იწყება სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება.

$1 კახეთი სამთავრო

არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ-მასლამას (654 წ.) სამხედრო ოპერაციების შედეგად, წანარები,
აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მცხოვრებლებთან ერთად, მათი მოხარკენი ხდებიან, მაგრამ VIII
საუკუნის შუა წლებში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცხოვრებლებმა, ჩანს, შეუწყვიტეს არაბ
დამპყრობლებს ხარკი. ამიტომაც, არაბებს 754 წლის ახლო ხანებში მოუხდათ ამ მთიანი რაიონების
მცხოვრებლების _ წანარების ხელმეორედ დახარკვა.
წანარები ერთ-ერთი კახური ტომია, რომლის პირველსაცხოვრისი დარიალის ხეობაში
(დაახლოებით ახლანდელ ხევში) ლოკალიზდება. არაბული წყაროებიდან ჩანს, VIII საუკუნის
ბოლოსათვის წანარები ამ დროს საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდნენ და არაბ სარდალს ჰუსეინს
მათთან ბრძოლა გასჭირვებია. ჰუსეინმა ხალიფასაგან დამხმარე ძალაც კი მოითხოვა და ხალიფამ მას
20 000-იანი დამხმარე რაზმი გამოუგზავნა. არაბთა ჯარის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა და მათ
გაიმარჯვეს. წანარებმა ამ ბრძოლის დროს 16000 კაცი დაკარგეს. თუმცა საბოლოოდ VIII ს. 80-იან წლებში
კახეთი მაინც ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამთავროდ. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად
წანარებმა მეზობელი მხარეების შემოერთებაც მოახერხეს.
VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში არაბთა სახალიფო დასუსტდა და
დაიწყო მისი დაშლა. წანართა გამოსვლები იწყება, დაახლოებით 749-750 წლებში, სწრორედ მაშინ,
როდესაც სახალიფოში დაიწყო დიდი სამოქალაქო ომი და შეიცვალა დინასიტია. არაბთა იმპერიის
დასუსტება-დაშლის ნიშნები ყველაზე მეტად შორეულ პროვინციებში იგრძნობოდა. ერთ-ერთი ასეთი
შორეული პროვინცია კი გახლდათ საქართველო და, კერძოდ, წანარეთი.
მაგრამ, მხოლოდ ხელსაყრელ საგარეო პირობებს, არ გამოუწვევია სამთავროს ჩამოყალიბება და
მისი დამოუკიდებლად არსებობა. საამისო ნიადაგი, ბუნებრივია პირველ რიგში, ქვეყნის საშინაო
პოლიტიკურ ვითარებაშია საძიებელი.
კახეთის მომავალი სამთავროს ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნებში საკმაოდ დიდი სამშენებლო
მუშაობა წარმოებდა. დაახლოებით ამ პერიოდში იქნა აგებული უჯარმა, ბოჭორმა, კვეტარი, ვერონას
ციხე, ჟალეთი, სიონი (ივრის ხეობის), სიონი (ყაზბეგის რაიონის), ახალციხე (ხევში) და მრავალი სხვა. ეს
კახეთის სამთავროს ეკონომიკური სიძლიერის უტყვი დასტურია.
VIII საუკუნის ბოლოსათვის კახეთის სამთავრო ტერიტორიულად არ მოიცავდა იმ მიწა-წყალს,
რაც გვიანფეოდალურ ხანაში კახეთის სამეფოს სახით არსებობდა და რასაც ჩვენ დღეს კახეთს ვუწოდებთ.
კახეთის სამთავრო ტერიტორიულად მოიცავდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანს. ამ სამთავროს სამხრეთ-

90
აღმოსაველეთიდან ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. საზღვარი კახეთ-ჰერეთს შორის ამ დროს
დაახლოებით ხუნანის სამხრეთიდან იწყებოდა. დასავლეთიდან კახეთის სამთავროს მდ. არაგვი და
თბილისის საამირო ესაზღვრებოდა.
თავდაპირველად კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი აღმოსავლეთ ქართლის ჩრდილო
რაიონებში იწყება, რომელიც შედარებით ნაკლებად იქნა დაზარალებული არაბებისაგან. მათ დაიწყეს
ბრძოლა არაბული უღლის გადაგდებისა და აქ სამთავროს ჩამოყალიბებისათვის. ამ ბრძოლის სათავეში
ედგა წანარები, რომელნიც ცხოვრობდნენ დღევანდელი ყაზბეგის რაიონში. მათ სწორედ აქედან დაიწყეს
შეტევა არაბების წინაღმდეგ კეხეთის მიმართულებით.
კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პერიოდში ამ პოლიტიკური ერთეულის ცენტრი შეიძლება
ყოფილიყო ციხე ქალაქი უჯარმა, მაგრამ უჯარმამ მალე დაკარგა მნიშვნელობა და სამთავროს ცენტრი
თიანეთში იქნა გადატანილი. ამ დროისათვის თიანეთის რაიონი საკმაოდ დაწინაურებული მხარეა. აქ
მრავლადაა ციხე-სიმაგრეები (ბოჭორმა, უჯარმა, ვერონა, კვეტერა და სხვ.). ივრის ხეობა მჭიდროდ
დასახლებული რაიონია. უჯარმიდან ზევით, დაახლოებით იმ რაიონამდე, სადაც ივრის ხეობა არაგვის
ხეობას ემიჯნება, ივრის ორივე ნაპირას დიდი რაოდენობითაა პატარა ეკლესიები.
სახელწოდება კახეთი, კახეთის საერისთავოდან თავდაპირველად კახეთის სამთავროში
გაერთიანებულ კახეთ-კუხეთზე გადადის, ხოლო შემდეგ კახეთის მთავრების მიერ დაპყრობილ და
თავის სამთავროსთან შემოერთებულ ჰერეთის სამთავროზეც. ამიერიდან ეს გაერთიანებული კახეთ-
ჰერეთის სამეფო კახეთად იწოდება. სწორედ ამითაა გამოწვეული ის გარემოება, რომ გაერთიანების ხანის
ქართულ წყაროებში ტერმინები ―კახეთი‖, ―კუხეთი‖ და ―ჰერეთი‖ ხშირად ერთმანეთს ენაცვლება.
კახეთის მთავრები ქართულ წყაროებში ქორეპისკოპოსის ტიტულით იხსენიებიან, რომელიც
თავდაპირველად არჩევითი იყო. მაგრამ ეს არჩევითობა იმავე IX საუკუნეში ქორეპისკოპოსთა
დადგინების თანახმად მემკვიდრეობითი წესით შეიცვალა.
გაერთიანებული კახეთის სამთავრო ადმინისტრაციულად დაყოფილია ორ საერისთავოდ.
პირველია: ისტორიული კუხეთი, რომელიც ერთ საერისთავოს შეადგენდა ცენტრით რუსთავში, ხოლო
მეორე იყო ისტორიული კახეთი რომელთა ცენტრიც იყო კვეტერასა და პანკისში.
Aამრიგად, VIII საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო კახთა ქორეპისკოპოსით
სათავეში.
ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად, კახეთის დამოუკიდებელი სამთავროს გამოყოფა ქართლის
ერისმთავართა საგვარეულოს გადაშენებას უნდა უკავშირდება. ,,787 წელს მოკუდა ჯუანშერ ერისთავთ-
ერისთავი და შემდგომად მისსა განდგა გრიგორი მთავარი... განდგა გრიგორი მთავარი და ამან დაიპყრა
კახეთი, კუხეთი და გარდაბანი‖. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვითცნობით, გრიგოლი 787-827 წლებში
იყო მთავარი. გრიგოლი ებრძვის ტაო-კლარჯეთის მთავარს აშოტ კურაპალატს, რომელსაც ეგრის-
აფხაზეთის მეფე თეოდოსი ეხმარება. Gრიგოლისა და აშოტის ამ ბრძოლის შემდეგ საქართველოში
პირველად ილაშქრა არაბმა სარდლმა ხალიდ იაზიდის ძემ, რომელიც განხორციელდა 829-830 წლებში.
ვახუშტის ცნობით, ამ დროს კახეთის ქორეპისკოპოსი გრიგოლის მემკვიდრე ვაჩეა (827-839 წწ.), რომელიც
,,მატიანე ქართლისა‖-ის წყაროში დაჩის სახელწოდებით არის მოხსენიებული. ვაჩეს შემდეგ
ქორეპისკოპოსი გახდა სამოელი (839-861 წწ.). ამ სამოელის ქორეპისკოპოსობის დროს ხალიდ იბნ-
იაზიდმა მეორედ და მესამედ ილაშქრა საქართველოში, რომელიც, არაბული წყაროების თანახმად, 840-
842 წლებში მოხდარა. ამავე პერიოდში დალაშქრა საქართველო ბუღა თურქმაც (853 წ.). სამოელის შემდეგ
კახეთის ქოპეპისკოპოსები იყვნენ გაბრიელი (861-881 წწ.), ფადლა (882–893 წწ.), კვირიკე (892–918 წწ),
ფადლა (918–929 წწ), რომლის შემდეგ ქოპეპისკოპოსი გახდა კვირიკე II (929-976წწ). შედეგ კი დავითი
(976-1010 წწ.), რომელიც შეცვალა კვირიკე III დიდად წოდებულმა (1010 -1039 წწ.). მას . სომეხი
ისტორიკოსი იოანე კათალიკოსი (X ს. ) ,,დიდ ქორეპისკოპოსს‖ უწოდებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვახუშტი
ბატონიშვილი უნდა ცდებოდეს, როდესაც იგი კვირიკე III-ეს გარდაცვალების თარიღად 1039 წელს,
რადგან ქართული წყაროების თანახმად, როდესაც ბაგრატ IV-ემ 1037 წელს თბილისისათვის დაიწყო
ბრძოლა კვირიკე III დიდი ხნის გარდაცვლილი იყო ,,მას ჟამსა (ე.ი. 1037 წ.), მოკლულ იყო დიდი მეფე
კახთა, კუირიკე, ოვსისა ვინმე მონისა მიერ‖.

91
კახეთის საქორეპისკოპოსო ჩართული იყო ბრძოლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთიანი
ქართული მონარქიის აღდგენას. ის არა ერთხელ დაულაშქრავს როგორც არაბებს ისე ქართულ სამეფო-
სამთავროთა მეთაურებს.
908-914 წლებში აბულ-კასიმმა ილაშქრა კახეთში და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები.
კახეთის ქორეპისკოპოსები ცდილობდნენ ჰერეთის სამთავროს ხარჯზე გაეფართოვებინათ თავიანთი
საზღვრები. ეს ბრძოლა ყოველთვის წარმატებული არ იყო. IX საუკუნის დასასრულს ჰერეთის მეფემ
გრიგოლ ჰამამმა კახეთის სამთავროს ნაწილი მიითვისა, მაგრამ X საუკუნის დასაწყისში კახეთმა
დაიბრუნა წართმეული მიწა-წყალი და თვითონ გადავიდა შეტევაზე. თუმც დამოუკიდებლად ვერ
გაბედეს ჰერეთზე ლაშქრობა და დახმარება სთხოვეს ეგრის-აფხაზეთის სამეფოს. მართლაც ეგრის-
აფხაზეთის მეფე გიორგიმ (922-957 წწ.) დალაშქრა კახეთი, რომლის დარბევა შემდეგ გააგრძელა გიორგის
ძე ლეონმა (957-967 წწ.). კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკემ დროებით მორჩილება გამოუცხადა ლეონს.
ლეონის გარდაცვალების შემდეგ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში დაიწყო არეულობა, რომელსაც ხელს
უწყობდნენ კახეთის ქორეპისკოპოსებიც.
კახთა ქორეპისკოპოსები ცდილობენ ქართლის დაპყრობასაც, მაგრამ მათ წინ აღუდგა დავით
კურაპალატი ,,რაჟამს ცნეს მოსულა მისი (დავით კურაპალატის) კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და
დაუტევეს ქართლი‖.
X საუკუნის 50-60-იან წლებში კახეთის საქორეპისკოპოსომ მართალია განიცადა დამარცხება
ეგრის-აფხაზეთსა და ჰერეთთან ბრძოლაში, მაგრამ საუკუნის ბოლოსათვის მან გარკვეულ წარმატებას
მიაღწია. კერძოდ, კახეთის საქორეპისკოპოსომ დაიკავა შიდა ქართლის ციხეები გრუასა და წირქუალი.
სწორედ ამავე დროსვე, მან შემოიერთა ჰერეთის სამეფოც.
არსებობს მოსაზრება, რომ კახეთის პირველი ქორეპისკოპოსი გრიგოლი გვარად იყო ბაგრატიონი.
მისი გარდაცვალების შემდეგ (837-881 წწ.) ქორეპისკოპოსები ხდებიან გარდაბანელი დონაურები,
რომლის შემდეგაც (881-1037 წწ.) ქორეპისკოპოსები ხდებიან არევმანელები. გამოთქმული მოსაზრების
თანახმად არევმანელი პირველი ქორეპისკოპოსი იყო გრიგოლის შთამომავალი და შესაბამისად
გახლდათ გვარად ბაგრატიონი. კვირიკე III-ის გარდაცვალების (1037 წ.) შემდეგ კახეთის სათავეში
მოვიდა მისი დისწული, ტაშირ-ძორაკერტის მეფის დავით ბაგრაიონის ძე გაგიკი და საფუძველი ჩაეყარა
კვირიკიანების დინასტიას. ამ დინასტიას ასრულებს აღსართან III, ხოლო კახეთში უკანასკნელი
ქოპეპისკოპოსის ტიტულის მატარებელი გახლდათ დავით III. ყოველივე ამის შემდეგ, XI საუკუნიდან,
კახეთს უზენაესი მმართველები ატარებენ ,,კახთა და რანთა მეფის‖ ტიტულს.
კახეთის სამეფო იმთავითვე მოექცა ბაგრატ III-ის ყურადღების არეში. ბაგრატი ჯერ კახეთის მიერ
მიტაცებულ ქართლის ციხეებს მოითხოვს ქორეპისკოპოს დავითისაგან, მაგრამ დავითი არ თმობს
ქართლის ციხეებს. მაგრამ, დავითის გარდაცვალებისთანავე, 1010 წელს, ბაგრატ მეფემ დაიკავა ჰერეთიცა
და კახეთიც.
ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I-მა (1014-1027 წწ.) დაკარგა კახეთი და ჰერეთი. გიორგი I-მა
ქვეყნის საგარეო პრობლემების მოგვარებას და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას მიუძღვნა
მთელი თავისი მეფობა. კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის ბრძოლას აწარმოებდა საქართველოს
შემდეგი მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.). მისი მეფობის პერიოდში კახთა და რანთა მეფე გახლავთ
კვირიკე, რომელსაც აუგია ბოდოჯის სასახლე და თავის რეზიდენციად უქცევია. ბაგრატ IV-ს კი ეს
სასახლე გადაუწვავს, რომლის შემდეგაც სამეფოს პოლიტიკურმა ცენტრმა გადაინაცვლა თელავში.
ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით ,,არს თელავი, რომელი ჰყო კვირიკემ პირველ გამეფებულმან კახეთს
და ერეთს, სასახლე დიდი, ვითარცა ქალაქი‖.
ქყვეყნის პოლიტიკურ ცენტრად თელავის გამოცხადება ეკონომიკური მოტივებითაც იყო
განპირობებული. თელავში განვითარებული არის მიწათმოქმედება, ყველაზე მეტად კი მევენახეობა.
თანაც თელავი ბაგრატ IV-ის შედარებით შორს იყო და ძნელად მისაწვდომი.

92
$2 ჰერეთი სამთავრო

კახეთის აღმოსავლეთით VIII საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიქმნა ჰერეთის ქართული


სამთავრო. მისი ჩამოყალიბება ქრონოლოგიურად მოხდა ქართულ ადრეფეოდალურ სამეფო-სამთავროთა
პარალელურად. ჰერეთი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ერთ-
ერთ საერისთავოს, შემდეგ კი იგი შედიოდა ქართლის საერისთაოს შემადგენლიბაში. VI საუკუნეში
ქართლის საერისმთავროს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციულ-პოლიტიკური
ერთეული კახეთისა და ჰერეთის სახით. მემატიანეს თქმით ,,და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი
დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. და
დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს, და იყვნეს მორჩილებასა გუარამ
კურაპალატისასა‖.
ჰერეთის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოლყალიბება დაახლოებით VIII საუკუნის დასასრულს
უნდა მომხდარიყო. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ჰერეთის სამთავროს შექმნას ქართლის
ერისმთავრის ჯუანშერის გარდაცვალებას უკავშირებს, რომლის სიკვდილის თარიღად ის 787 წელს
მიიჩნევს. ჰერეთის ფეოდალური სამთავროს შექმნა საქართველოს ადრინდელი ფეოდალიზმის იმ ეტაპს
უკავშირდება, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება მთელი რიგი ასეთი ფეოდალური
პოლიტიკური ერთეულები.
ჰერეთის ტერიტორიას ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრება‖ ასე განსაზღვრავს: ,,ხოლო ჰეროსს
მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა თავიდგან ვიდრე ტყე-ტბამდენ; რომელსა აწ
ჰქვიან გოლგოლა, და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა
და უწოდა სახელი თუისი ჰერეთი; და მის გამო ჰქვიან ჰერეთსა ჰერეთი, და აწ მას ადგილსა ჰქვიან
ხორანთა‖. წყაროს მტკვრის ჩრდილოეთი ნაწილი მტკვრის მარცხენა სანაპირო უნდა იყოს; მცირე
ალაზნის თავი, მდინარე ივრის შესართავია, ტყე-ტბა კი თელავთანაა, ე.ი. იორ-ალაზნის შესართავიდან −
თელავამდე. ამგვარად, ჰერეთის სამთავროს საზღვრებია სამხერთ-დასავლეთიდან მტკვარი, ჩრდილო-
აღმოსავლეთიდან კავკასიონი. უკიდურესი სამხრეთი პუნქტია იორ-ალაზნის შესაკრებელი, ხოლო
უკიდურესი ჩრდილოეთი − თელავი. ვახუშტი ბაგრატიონი აზუსტებს ამ ცნობებს. საზღვარი ჰერეთსა და
კახეთს შორის შტორის, თურდოსა და სამების ხევებზე გადისო.
ჰერეთის მთავრები უნდა იყვნენ ბაგრატიონთა დინასტიის ერთერთი შტოს წარმომადგენლები. IX
საუკუნის ბოლოს ჰერეთის მთავარი იღებს მეფის ტიტულს _ ,,რანთა მეფე‖ (,,არან შაჰი‖).
ჰერეთიც მმართველებიდან ცნობილია საჰლ იბნ-სუმბატის ძე (IX საუკუნის დასაწყისი-852 წელი),
რომელიცმაც თავის შვილთან, ადარნასესთან (852-875 წწ.) ერთად დალაშქრა ალბანეთის მარჯვენა
სანაპირო. ჰერეთის მმართველთაგან საჰლის შემდეგ ცნობილია გრიგოლი (ჰამამი) (875-897 წწ.), რომელიც
მოღვაწეობდა IX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და რომელმაც 893 წელს მიიღო ,,მეფის‖ ტიტული. X
საუკუნის დასაწყისში ჰერეთში მეფობს ადარნასე პატრიკი (IX საუკუნის ბოლო-X საუკუნის 40-იან
წლებამდე). მის შემდეგ კი მისი შვილი იშხანიკი (X ს. 40−50-იან წწ.). ქვეყნის თანამმართველი გახლდათ
იშხანიკი დედა, დინარ დედოფალი. იშხანიკის შემდეგ, ჰერეთში მეფობს მისი ძე იოანე სენექერიმი (X ს.
60-იან წლებიდან-X საუკუნის ბოლომდე). სამწუხაროდ, მის შემდეგ ჰერთა მეფენი წყაროებში აღარ არიან
მოხსენიებულნი
ჰერეთი ხშირად მონაწილეობდა ქართულ საეფო-სამთავროთა შორის წარმოებულ ბრძოლებში.
915-920 წლებში ეგრის-აფხაზეთის მეფემ კონსტანტინემ და კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკემ
დალაშქრენ ჰერეთს. ამ ბრძოლაში ჰერეთის მეფე ადარნასე დამარცხდა და ჰერეთის ციხეთა ნაწილი
კონსტანტინემ და კვირიკემ დაიკავა. კონსტანტინეს ერგო ჰერეთის შემდეგი ციხეები არიში და გავაზი, ე.
ი. მის ხელში გადავისა ჰერეთზე გამავალი, ბარდავიდან მომავალი დიდი სავაჭრო გზის მნიშვნელოვანი
ნაწილი. კვირიკემ კი დაიკავა ორჭობის ციხე.
X საუკუნის შუა ხანებში არაბთა შემოსევებმა ძალიან დაასუსტა კახეთის სამთავრო, რომლითაც
ისარგებლეს ჰერთა მეფეებმა და დაიბრუნეს დაკარგული მიწები. დაახლოებით X საუკუნის 60-იან
წლებში, როდესაც კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე ეგრის-აფხაზეთის სამეფოდან იცავდა თავს, ჰერეთის

93
მეფე იოანე სენექერიმმა კახეთს შეუტია და დაიკავა მის ნაწილი, რის გამოც მან წანართა მეფის ტიტულიც
კი მიიღო. ამავე იოანე სენექერიმმა, შემოიერთა მტკვრის მარჯვენა ნაპირის ალბანეთი, რის გამოც მას
,,ალბანეთის სამეფოს აღმდგენელის‖ წოდება მიენიჭა.
ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჰერეთის ისტორიისათვის, რომელიც სათანადოდ
გახლავთ შეფასებული თანამედროვეთა ისტორიოგრაფიაშიც.
ჰერეთის ჩამოყალიბება დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით, გარდა სხვა საგარეო
და საშინაო პოლირიკური ფაქტორებისა განაპირობეს ჰერეთის ეკონომიურმა განვითარებამაც. ჰერეთის
ეკონომიურ დაწინაურებაზე VIII–IX საუკუნეებში მეტყველებენ ისტორიული ჰერეთის მიწა-წყალზე
შემორჩენილი მატერიალური კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლები. სამთავროს ხელსაყრელი
პირობები თავიდანვე უწყობდნენ ხელს აქ მარცვლეული კულტურების, მესაქონლეობისა და სოფლის
მეურნეობის ინტენსიური დარგების: მებაღეობა-მევენახეობის განვითარებას. ჰერეთზე გადიოდა ერთ-
ერთი მთავარი გზა, რომელიც ამიერკავკასიის ხალიფას მოხელის რეზიდენციას ბარდავს
საქართველოსთან აკავშირებდა, რაც ერთგვარად უწყობდა ხელს ამ მხარის ეკონომიკურ დაწინაურებას.
ჰერეთის სამთავროს საკმაო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც სამთავროს
ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ ხანის მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები ადასტურებენ. ჰერეთის
სამთავრო არაბთა მსოფლიო სატრანზიტო ვაჭრობაში საკუთარი საქონლითაც კი მონაწილეობდა.
ადმინისტრაციულად ჰერეთი საერისთავოებად იყო დაყოფილი. ვახუშტი ჰერეთში ოთხ
საერისთავოს ასახელებს: ,,ერისთავი შტორისა, ერისთავი ხურნაბუჯისა, ერისთავი ვეჯინისა, ერისთავი
მაჭისა‖. ,,მატიანე ქართლისა‖-ის თანახმად XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-მ დალაშქრა კახეთ-
ჰერეთს და ‖შეიპყრნა: სტეფანოს ვარჯანისძე, პანკისის ერისთავი, და ვაჩე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის
ერისთავი; და ჯედი; დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა‖.
საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანაში (IX-X სს.) ჰერეთის საკუთარი გავლენის ქვეშ
მოქცევას და მასზე თავისი ხელისუფლების გავრცელებას ენერგიულად ცდილობენ ეგრის-აფხაზეთის
მეფეები, კახთა ქორეპისკოპოსები, გაერთიანებული საქართველოს მეფეები... მეორე მხრივ, როგორც
ცნობილია, ჰერეთის მიმართ ასეთ ტენდენციას სომხეთიც ამჟღავნებდა. ჰერეთი საბოლოოდ ერთიანი
ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
ჰერეთში ქრისტიანობა სახელმწფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა. შომეხი ისტორიკოსის
მოვსეს ხორენაცის თანახმად წმიდა ნინოს ქრისტიანობა ,,კასპიის კარამდე‖, ანუ დარუბანდე უქადაგია.
მემატიანენი მას ჰერეთის განმანათლებლადაც მიიჩნევენ.
ვახტანჰგ გორგასლის დროს დაარსებული 12 საეპისკოპოსოდან 2 ჭერემისა და ხორნაბუჯისა
ჰერეთში იყო. შემდეგ საუკუნეებში ჰერეთში სეპისკოპოსოთა რაოდენობა 8 აღწევს.
ჰერეთში სამონასტრო ცხოვრების აყვავება სირიელი მამების სახელს უკავშირდება. ჰერეთში
მოღვაწეობდნენ შემდეგი სირიელი მამები: დავით გარეჯელი, იოსებ ალავერდელი, აბიბოს ნეკრესელი,
სტეფანე ხორსელი. მათ აქ დააარსეს მრავალმთის, ნეკრესის, ხორსის, ალავერდის და სხვა სავანეები,
რომლებიც ქართველთა უმნიშვნელოვანეს კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. ჰერეთი ეკლესია
ქართლის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყო გაერთიანებული.
ჰერთა ეთნიკური კუთვნულების საკითხისათვის. პირველად ტერმინი ჰერი მოიხსენიება ანტიკურ
წერილობით წყაროებში. ის მოხსენიებულია კლავდიოს პტოლემაიოსთან (II ს.), იპოლიტე რომაელთან
(III ს.), ევსევი კესარიელთან (IV ს.), გიორგი სინგელოზთან (VIII ს.). ქართულ წყაროებში ჰერთა შესახებ
ცნობები დაცულია იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებაში‖, ლეონტი მროველთან, ექვთიმე
მთაწმინდელთან, ვახუშტი ბატონიშვილთან და სხვ. მაგრამ სამწუხაროდ, ქართული და უცხოური
წერილობით წყაროები განსხვავებულ ცნობებს იძლევიან ჰერთა ეთნიკურ კუთვნილებაზე.
იპოლიტე რომაელს და მათზე დაყრდნობით ქართველ მემატიანეებს (ლეონტი მროველი, ექვთიმე
მთაწმინდელი, ვახუშტი ბატონიშვილი) ქართველები და ჰერები სხვადასხვა წარმომავლობის ხალხებად
მიაჩნიათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებში იპოლიტე რომაელის
მოსაზრებას ბევრი არ იზიარებდა, მათი აზრით ჰერებსა და იბერებს საერთო ეთნარქი ჰყავდათ.

94
იმის გამო, რომ ჰერთა ეთნიკური კუთვნულების საკითხი დღემდე არაა ბოლომდე გარკვეული ამ
საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული.
ქართველ მკლევართა ნაწილი ა. ხახანაშვილი, ბ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, თ. პაპუაშვილი და
სხვები, ჰერებს ქართველურ ან ქართველთა მონათესავე ტომებად მიიჩნევს. ქართულ ისტორიოგრაფიაში
გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ჰერები ქართველების მეზობლად მცხოვრები ალბანური
ტომია რომელიც, ნელ-ნელა ქართლის სამეფოს ზეგავლენის ქვეშ მოიქცა. ამ მოსაზრებას ამტკიცებენ
შემდეგი ქართველი მკვლევარები გ. მელიქიშვილი, გ. ნიორაძე, დ. მუსხელიშვილი და სხვ.
ჩვენი აზრით, ჰერთა ეთნიკური კუთვნულების საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა
უნდა მიენიჭოს ჰერეთის მატერიალური კულტურის ძეგლებს, უძველეს არქეოლოგიურ ნაშთებს და
ხუროთმოძღვრებას. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ ჰერეთის მატერიალური კულტურის
ძეგლები, მიუხედავად თავისი ლოკალური და კუთხური თავისებურებებისა, ზოგადქართულია.

$3 ეგრის-აფხაზეთის სამეფო

განსხვავებულ ვითარებაში ხდება აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბება. საქართველოს უკიდურეს


ჩრდილო-დასავლეთში არაბთა ბატონობა თითქმის არ დამყარებულა (მურვან ყრუმაც კი ანაკოფიის იქით
წასვლა ვერ მოახერხა). აქ ძირითად მოწინააღმდეგედ ბიზანტია ითვლებოდა. VIII საუკუნის ბოლოს
იწყება აფხაზთა საერისთაოს გაძლიერება. თავდაპირველად ამას ხელსაც კი უწყობდნენ ბიზანტიელები,
რათა გაძლიერებული საერისთავო არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინათ.
დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნის ბოლოს წარმოიქმნა ახალი ერთიანი სახელმწიფო,
რომელიც ცნობილია ეგრის-აფხაზეთის სამეფოს სახელწოდებით. ,,ქართლის ცხოვრების‖ ავტორები მას
,,აფხაზეთს,’’ ან ,,აფხაზთა სამეფოს‖ უწოდებდნენ, სომხური წყარო (იოანე კათალიკოსი) კი _ ,,ეგრისს,’’
ვახუშტი ბატონიშვილი კი აღნიშნავს: ,,ეგრისის ქვეყანა ანუ აფხაზეთისა‖-ო. თანამედროვე სამეცნიერო
ლიტერატურაში მას დაუმკვიდრდა ,,ეგრის-აფხაზეთი"-ს სახელი, რამდენადაც მასში გაერთიანდა
აბაზგია (აფხაზეთი) და ლაზეთი (ეგრისი).
საკუთრივ ,,ეგრის-აფხაზეთის’’ სამეფო მემკვიდრე იყო არა მარტო ეგრისის, არამედ ქართლის
საერისმთავროსიც, რამდენადაც VII-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში (გარდა აბაზგიისა)
დამყარებული იყო ქართლის ერისმთავართა პოლიტიკური გავლენა.
ეგრისის (ლაზეთის) სამეფო VI საუკუნის მეორე ნახევრიდან დასუსტდა და დაკარგა თავისი
სუვერენული ძალაუფლება აბაზგიზე, აფშილეთზე, მისიმიანეთზე, სანიგეთზე და სვანეთზე, რომლებიც
წარმოადგენდნენ დასავლეთ საქართველოს სამთავროებს. ხოლო ქართების განსახლების მხარეები:
მუხირისი _ სამოქალაქო (ქუთაისის რაიონი) და არგვეთი ეგრისს გამოეყო და ქართლის ერისმთავარს
დაექვემდებარა. გაძლიერებულმა ქართლის ერისმთავრებმა (რომლებმაც 591 წლის ბიზანტია-ირანის
ზავით მოიპოვეს ირანისაგან დამოუკიდებლობა და ბიზანტიური ტიტულებიც მიიღეს), ბიზანტიის
მხარდაჭერით თავის გავლენაში მოაქციეს ეგრისი (ლაზეთი). ,,ქართლის ცხოვრებაში‖ ასახული
ქართული ისტორიული ტრადიციით, ქართლის ერისმთავრები დაეუფლნენ მთელ დასავლეთ
საქართველოს, აბაზგიის არქონატის გარდა. ეს უკანასკნელი უშუალოდ ბიზანტიას ექვემდებარებოდა,
მისი გამგებელი არქონტი კი ბიზანტიის მოხელე გახლდათ.
ამრიგად, დასავლეთ საქართველოში ეგრისმა დაკარგა ჰეგემონობა. VII-VIII საუკუნეებში აქ
ჰეგემონობისაკენ მიისწრაფოდა ორი პოლიტიკური ძალა: ბიზანტიის მიერ შექმნილი და გაძლიერებული
აფხაზთა სამთავრო (აბაზგიის არქონატი) და ბიზანტიისავე მფარველობაში მყოფი ქართლის
საერისთავო. ამ ორი პოლიტიკური ძალის (აფხაზეთის სამთავროს და ქართლის საერისმთავროს)
მეტოქეობას დასავლეთ საქართველოში წერტილი დაუსვა არაბთა ბატონობის დამკვიდრებამ ქართლში,

95
რომელსაც შედეგად მოჰყვა აქ ერისმთავართა ხელისუფლების დაკნინება. პოლიტიკური ჰეგემონობა და-
სავლეთ საქართველოში აფხაზთა მთავარს დარჩა, ქართლის ერისმთავარმა VIII საუკუნის მეორე
ნახევარში დათმო ასპარეზი დასავლეთ საქართველოში.
ლეონტი მროველის თანახმად თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასახლებული ყოფილა
ქართველური ტომებით. ლიხის მთიდან მდინარე ყუბანამდე იყო ეგროსის წილი – ,,ხოლო ეგროსს მიეცა
ქვეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით მთა მცირე, რომელსაცა აწ ჰქვიან ლიხი,
დასავლით ზღვა, ჩრდილოთ მდიმარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწვდების წვერი კავკასისა, ხოლო
ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი, აწ მას ადგილსა ჰქვია ბედია―. თეიმურაზ
ბატონიშვილის ცნობით აფხაზეთს ეგრისი უწოდეს ქართლოსის ძმის – ეგროსის სახელის გამო. მისი
აზრით, ეგროსი აფხაზთა და მეგრელთა საერთო წინაპარი იყო. აფხაზი გახლდათ ეგროსის შვილიშვილი
და სწორედ ამის გამო ეწოდათ აფხაზებს აფხაზები.
მცირე ხაზარეთის მდინარე ეს იგივე მდინარე ყუბანია, ხოლო მაშინდელი ეგრისის ცენტრი ბედია
კი ამჟამად თანმედროვე აფხაზეთში მდებარეობს. ლეონტი მროველი საერთოდ არ ახსენებს ტერმინს
,,აფხაზეთი―. როგორც ჩანს, ის მისი მოღვაწეობის პერიოდში (XI ს.) არ არსებობდა. ვახუშტი
ბატონიშვილის თანახმად ტერმინი ,,აფხაზი― შედარებით მოგვიანებით ჩნდება – ,,ხოლო
ანაკოფიის დასავლეთით არს აფხაზეთი, პირველად წოდებული აგრეთვე ეგრისი, რამეთუ ვინაითგან
წილი ეგროსისა არს ზღვამდე, მის გამო ეწოდა ,,ეგრი―–ვე, არამედ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა
ბერძენთა, მას უწოდეს აბასა, ხოლო ქართველთა – აფხაზეთი―. რას გულისხმობს ვახუშტი ბატონიშვილი
სიტყვა განდგომაში? როდესაც მეფე ფარნავაზმა ძვ.წ. IV-III საუკუნეებში საფუძველი ჩაუყარა ერთიან
ქართულ სახელმწიფოს, ,,ელინების― შიშით მასში შესვლაზე უარი თქვეს მდინარე ეგრისწყლის იქით
მცხოვრებმა ქართველებმა, რომელსაც ქართველი ისტორიკოსი მათ ღალატად უთვლის. მოგვიანებით ეს
ტერიტორიები შევიდა ლაზიკის შემადგენლობაში. მაგრამ, ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს ბიზანტიის
იმპერიამ ლაზიკისაგან გამოყო კოდორის ჩრდილოეთით მდებარე მხარე და მისი სამეფოს შემადგენელ
ნაწილად გამოაცხადა. ასე ჩამოყალიბდა აფხაზთა საერისთაო. ,,ქართლის ცხოვრების― თანახმად
საზღვარი ქართლის სამეფოსა და საბერძნეთს შორის ახ.წ. V საუკუნეში გადიოდა მდინარე ეგრისწყალზე:
,,გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანა ზღვის პირისა, რომელ არს აფხაზეთი, და რქუა
ესრეთ: ,,ეგრის წყალიდან ვიდრე მდინარე მცირისა ხაზარეთისა – ესე საზღვარი არს საბერძნეთისა
ალექსანდრობითგან―. ალექსანდრეში რა თქმა უნდა ალექსანდრე მაკედონელი იგულისხმება. ამრიგად,
ახ.წ. V საუკუნეში ეგრისწყლის იქით, მდინარე ყუბანამდე არსებული ტერიტორია ქართული წყაროებით
ქართველური ტომებითაა დასახლებული (წინააღმდეგ შემთხვევაში მას ღალატად არ ჩაუთვლიდნენ
ფარნავაზის დროინდელ საქართველოდან განდგომას) და საბერძნეთის შემადგენლობაში შედის.
მაგრამ ეს (ბერძნებისადმი კუთვნილება), როგორც ჩანს, უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ამის
თქმის საშუალებას გვაძლევს ჩვენ ის მრავალრიცხოვანი ქართული და უცხოური წყაროები, რომლებიც ამ
ტერიტორიაზე ისევ ქართველურ ტომებს ასახელებენ. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება
საუბარი.
,,ქართლის ცხოვრების― თანახმად, როდესაც მეფე ვახტანგ გორგასალმა ცოლად შეირთო კეისრის
ქალიშვილი, მას იმპერატორმა მზითევად გამოატანა ეგრისწყალსა და მდინარე კლისურას შორის
არსებული ტერიტორია: ,,დაუწერა ეგრისწყალსა და კლისურას შუა ქვეყანა მზითვად―.
ამრიგად, ამ ქორწინების შემდეგ ისტორიული საქართველოს ნაწილი შემოსულა საქართველოს
შემადგენლობაში. სინამდვილეში, საქმე სხვაგვარად იყო. ვახტანგ გორგასალმა ჩრდილო კავკასიაში
ლაშქრობის შემდეგ გადმოვიდა დასავლეთ საქართველოში და მდინარე ყუბანიდან მდინარე
ეგრისწყალამდე არსებული ტერიტორია დაიკავა. ეს მიწები ბიზანტიის იმპერიას თავისად მიაჩნდა.
იმპერატორმა, მზითევის სახით, სწორედ ამ ტერიტორიის ნაწილი გადასცა ქართლს. ვახტანგ გორგასალმა
კი მდინარე კლისურას იქეთ არსებული ტერიტორია, ვინემ მდინარე ყუბანამდე, უკან დაუბრუნა
იმპერატორს: ,,და სხვა აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა―. როგორც ჩანს, საქართველოს ამ ძველ
კუთხეს ამ დროისათვის უკვე რქმევია აფხაზეთი.

96
VII საუკუნეში დაწყებულმა არაბთა შემოსევებმა ძალიან დაასუსტა ბიზანტიაც და საქართველოც.
სწორედ ამიტომაც ბიზანტიამ გეზი აიღო მისი სავარაუდო მოკავშირისა და ანტიარაბული
კოალიციის წევრის, საქართველოს გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ეს დროებითი და კონკრეტული
ისტორიული ვითარებიდან მოტანილი საჭიროებით იყო ნაკარნახევი. ამას ქართული მხარეც კარგად
ხედავდა და ცდილობდა სიტუაცია მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
,,ქართლის ცხოვრება‖ (ჯუანშერი ,,მატიანე ქართლისა’’) აფხაზთა მთავრის ლეგიტიმურ უფლებას
დასავლეთ საქართველოს გამგებლობაზე ასაბუთებს მის დანათესავებით ქართლის ერისმთავართა
სახლთან.
ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდისათვის ბიზანტია ქართული სახელმწიფოს მიმართ დიდ
დათმობებზე მიდიოდა. ,,ქართლის ცხოვრების― თანახმად, იმპერატორმა აფხაზთა ერისთავს ლეონს
უბრძანა: ,,ყოვლადვე საზღვართა ქართლისათა ჩვენგან ქმნილ არს ვნება ... ამიერითგან ნუღარამცა
ხელმწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათდა ეგრისათა― ამ დროს არაბებს გამოქცეული ქართლის
ერისთავი მირი და მისი ძმა არჩილი აფხაზეთს აფარებდნენ თავს. მირი თავის საერისთაოს უყოფს თავის
7 ქალიშვილს და ძმა არჩილს, ოღონდ იმ პირობით, რომ სიძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართლის
საერისთაოს წარჩინებული. მირი თავის ძმას არჩილს უტოვებს ანდერძს: ,,რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე
ვარ უძეო, აწ რადგან მოიყვანიან მამათა ჩვენთა ცოლნი ასულნი ერითავთა ჩვენთანი, მისცენ მათ ასულნი
ჩემნი და განუყვენ მათ ქეყანანი ქართლისანი―.
მეფე მირის 7 ქალიშვილიდან 6 უშუალოდ შეირთენ ცოლად ქართლის ერისთავებმა. მეშვიდე
ქალიშვილის შერთვა მოისურვა ლეონ აფხაზთა ერისთავმან. მაგრამ მირის მიერ დატოვებული ანდერძის
თანახმად, სიძე აუცილებლად ქართლის ერისთავი უნდა ყოფილიყო და ლეონს მისი შერთვის უფლება
არ ჰქონდა. გამოსავალი იყო აფხაზთა საერისთავოს ქართლთან შეერთება. მაგრამ მისცემდნენ კი ამის
უფლებას ლეონს ბიზანტიელები? წყაროებიდან ირკვევა, რომ ლეონს დამოუკიდებლობა ჰქონდა
მოპოვებული და ბიზანტიას აღარ ემორჩილებოდა. მასაც გადაუწყვეტია ისტორიული სამართლიანობის
აღდგენა და აფხაზეთის საერისთაოს ქართლის საერისთაოსთან გაერთიანება–,,მომცა მე კეისარმან ქვეყანა
ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქვენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ
ჩემთ კლისურითგან ვიდრე მდინარე დიდად ხაზარეთად, სადაც დაწვდების წვერნი კავკასიისა ამის.
შემრთე მეცა მონათა შენთა თანა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს―. სწორედ
ამის შემდეგ ლეონმა ცოლად შეირთო მირის ქალიშვილი გურანდუხტი. ლეონმა მირის სხვა სიძეებისაგან
განსხვავებით მიიღო გვირგვინი.
ამრიგად, ძველი ქართული ისტორიული ტრადიცია ეგრის-აფხაზეთის მეფეებს მიიჩნევს ქართლის
ერისმთავრების მემკვიდრეებად დასავლეთ საქართველოში. იმავე ქართულ ისტორიულ ტრადიციას
ასაბუთებს ვახუშტი ბატონიშვილიც. ის საუბრობს: ,,ძმისწულმან ლეონ აფხაზთა ერისთავისამან
მეორემან ლეონ დაიპყრა სრულიად ეგრისი და იწოდა მეფედ აფხაზთა ... ‖. ვახუშტი ბატონიშვილი
ლეონის გამეფების თარიღად მიიჩნევს 787 წელს.
შემდეგი ეტაპი დასავლეთ საქართველოს გაერთიანების პროცესისა ასახულია ,,ქართლის
ცხოვრებაში‖, რომლის მიხედვით ბიზანტიის ვასალი, აფხაზთა მთავარი ლეონ II გადაიქცა ერთიანი
დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელ მონარქად _ ეგრის-აფხაზეთის მეფედ. ეგრის-აფხაზეთის
სამეფოს ტერიტორიამ მოიცვა მთელი დასავლეთ საქართველო. Mმისი დასავლეთი საზღვარი იყო
პონტოს (შავი) ზღვა, აღმოსავლეთის საზღვარი – ლიხის მთა, სამხრეთის – აჭარა-ახალციხის, ანუ
მესხეთის ქედი, ხოლო ჩრდილოეთისა კი _ კავკასიონის ქედი. ჩრდილო-დასავლეთით ის მოიცავდა
სამხრეთ ჯიქეთს ნიკოფსიითურთ, სამხრეთ-დასავლეთით – ჭოროხის ხეობას.
ამ ამბების შემდეგ გაძლიერდა ჩრდილო კავკასიაში არსებული ხაზართა სახელმწიფო. ამან კიდევ
უფრო დაასუსტა ბიზანტიელთა ზეგავლენა ზოგადად დასავლეთ ამიერკავკასიაში. ბიზანტიელთა
კონკურენტი ხაზარები გამოიყენა აფხაზთა ერისთავმა ლეონ II–მ და მასთან დაიჭირა ახლო
ურთიერთობა–,,ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, განდგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით
ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისად მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ
ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითს მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და

97
ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ–იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ
იყო ჯუანშერ და შემდგომად ამისა ჯუანშერიცა მიიცვალა―.
წყაროს თანახმად ლეონ II–ს ხაზართა დახმარებით განუდევნია ბიზანტიელები საკუთრივ
აფხაზეთის საერისთაოდან და ეგრისიც კი შემოუერთებია. აქ ორი კითხვა იბადება: 1. მან თავის თავს
მეფე უწოდა. ჰქოჰდა კი მას ამის უფლება? 2. ვინ არიან წყაროში მოხსენიებული იოვანე და ჯუანშერი? ეს
ორი კითხვა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. წყაროში მოხსენიებული იოვანე და
ჯუანშერი გახლავთ ქართლის ერისთავის, მირის ძმის, არჩილის შვილები. თვითონ მირი კი უძეოდ
გარდაიცვალა. ამრიგად, მეფობა ლეონმა მიიღო ქართლიდან, რადგანაც ერთადერთი გამგრძელებელი
მმართველი დინასტიისა ის გახლდათ. ამრიგად, აფხაზთა სამეფო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,
ქართლის სამეფოს მმართველი დინასტიის გამგრძელებელი გახლავთ.
აფხაზთა სამეფო, რომელმაც მთელი დასავლეთ საქართველო მოიცვა, იყო ჩვეულებრივი
ქართული სამეფო. მასში უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ ქართველური ტომები.
ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ეგრის–აფხაზთა სამეფო დაიყო რვა საერისთაოდ:
,,1. დასვა აფხაზეთს და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი ვიდრე ზღამდე და ხაზართა მდინარემდე.
2. დასვა ცხუმს და მისცა ეგრის–იქით ანაკოფია
ალანითურთ.
3. დასვა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთი
ცხენისწყლამდე.
4. ვინაიდან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი
ჭოროხის სამხრეთისნი და განუდგნენ ოძრახოს
ერისთავს. უწოდა გურია და დასვა მუნ ერისთავი
თვისი.
5. დასვა რაჭა–ლეჩხუმს.
6. დასვა სვანეთსა.
7. შორაპანისავე ... ლიხამდე სრულიას არგვეთისა.
8. დასვა ქუთათისს ვაკისა ... რიონის დასავლეთით
ცხენისწყლამდე.
მანვე აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე ჰყო საყდართა აფხაზთა მეფისა...―.
ვახუშტი ბატონიშვილის ეს ცნობა მრავალმხრივაა საყურადღებო. ჯერ ერთი ის, რომ აფხაზთა
სამეფო რომ ტიპიური ქართული სახელმწიფო გახლდათ, ამაზე მეტყველებს დედაქალაქად ქუთაისის
გამოცხადება და არა რომელიმე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქისა. გარდა ამისა, საერისთაოებად
დაყოფის პერიოდში საკუთრივ აფხაზთა საერისთაო ეწოდა ცხუმის ჩრდილოეთით არსებულ
ტერიტორიას, ხოლო ცხუმსა და მის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას ეწოდებოდა ეგრისი. ამიტომაც,
სავსებით სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მას ეგრის–აფხაზთა სამეფო, როგორადაც მას მოიხსენიებს
ვახუშტი ბატონიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო დიდი მეცნიერის ნიკო ბერძენიშვილის სიტყვები:
,,ჰეროსის, ქართლოსის და ეგროსის ხვედრი ქვეყნები – მათ შორის სვანეთი, აფხაზეთი ... ყველა ესენი
,,ქართველები― იყვნენ და ეს არა მარტო კონფესიური თვალსაზრისით, არამედ ფეოდალური კულტურის
თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით, ამდენადვე, აქ არ შეიძლება სხვადასვა ეროვნებაზე, როგორც
ეთნოკულტურულ ცნებაზე, საუბარი. როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო
იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი,
როგორც ქართლი და ქართლელი―.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თავის ნაშრომში ,,ქართველთა გააფხაზება უძველესი
აფხაზეთი ქართული წყაროების თანახმად―, წერს, რომ ,,ქრისტესშობამდე პირველი ათასწლეულის
მეორე ნახევარში თანამედროვე აფხაზეთის და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ზღვისპირა
ტერიტორიები დასახლებული ყოფილა ჰენიოხებით, აქაელებით და კერკეტებით, არც–ერთი აღნიშნული
ტომი არ მიიჩნევა ადიღეურ ტომად, ისინი უფრო ქართველურ სამყაროს უკავშირდებიან―.

98
მეცნიერი ივ. ჯავახიშვილი თავის ,,ქართველი ერის ისტორიაში― საუბრობს კოლხეთში
მცხოვრები ტომების შესახებ. მისი გამოკვლევებით კოლხეთის სახელმწიფოში, რომელიც მოიცავდა
მთელ დასავლეთ საქართველოს, ბინადრობდა ქართველთა სამი შტო: ლაზ–მეგრელები, აფშილ–აფხაზები
და სვანები – ,,თუ პროკოფი კესარიელისა და სხვათა ზემოთ მოყვანილ ცნობებს დავაკვირდებით,
შევამჩნევთ, რომ კოლხეთში ლაზებს სამხრეთი, ზღვის პირა ნაწილი, ეკავათ და მათი მოსახლეობა
რიონის ჩრდილოეთითაც ყოფილა, მაგრამ V-VI სს. ლაზების სოფლები და ქალაქები რიონის სამხრეთით
სრულებით ამოვარდნილი ყოფილა და მცხოვრებნი მხოლოდ რიონის ჩრდილოეთით ბინადრობდნენ.
ლაზების აღმოსავლეთით და თვით ლაზთა შორისაც მეგრელებიც იქნებოდნენ, მათი მოსახლეობა,
ალბათ, იბერიის საზღვარამდე ანუ ციხე სკანდა–შორაპნამდე აღწევდა. კოლხეთის ჩრდილოეთი
მაღლობი ადგილები აფშილებსა და აფხაზებს სჭერიათ; პირველთა ქვეყანაში ციხე წიფელდა ყოფილა,
ხოლო უკანასკნელებს მთა ადგილებში უცხოვრიათ. აფშილთა და აფხაზთა აღმოსავლეთით
მდებარეობდა სვანეთი და სკვიმნია. როგორც ვხედავთ, კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს
ეკუთვნოდა: ლაზ–მეგრელებს, აფშილ–აფხაზებს და სვანებს. პოლიტიკური ბატონობა ლაზთა
ანუ მეგრელთა ხელში ყოფილა და ყველანი მათი მეფეების უზენაესს უფლებას
ემორჩილებოდნენ, თუმცა თითეულ ტომს საკუთარი მთავარიცა ჰყოლია. ძველად, როგორც ეტყობა,
უპირატესობა და ძალა კოლხების ხელში იქნებოდა, – ეს იქედან ჩანს, რომ მთელ ამ ქვეყანას მათ
თავიანთი სატომო სახელი – კოლხეთი – მიანიჭეს; ლაზები მერე გაძლიერებუილან―. ლაზ–მეგრელთა და
სვანთა ქართველობა სადაო არაა. ივ. ჯავახიშვილს სრულიად სამართლიანად აფშილ–აფხაზებიც
ქართველური წარმოშობის ტომებად მიაჩნია.
ზ. ანჩაბაძის თანახმად, IX-X საუკუნეების ,,ქართლი–ს ცხოვრებასა― თუ უცხოურ წყაროებში
მოხსენიებულ აფხაზთა მეფეების, აფხაზების თუ აფხაზთა სამეფოს ქვეშ იგულისხმებიან დასავლეთ
საქართველოს, ეგრის-აფხაზეთის მეფენი, დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი (მეგრელ-ჭანები,
ქართები, სვანები, საკუთრივ აფხაზები) და დასავლეთ საქართველო, ანუ ეგრის-აფხაზეთის სამეფო.
ჩვენ მართებულად მიგვაჩნია ამ სახელმწიფოს ეწოდოს ეგრის-აფხაზეთის სამეფო და მის მეფეებს
ეგრის-აფხაზეთის მეფენი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა. ასეთი სახელწოდება
ისტორიულ ტრადიციას არ ღალატობს, რადგან IX-X საუკუნეების რიგი წყაროები ამ სახელმწიფოს, მისი
შინაარსიდან გამომდინარე, ეგრისს, მის მეფეებს კი ეგრისის მეფეებს, ხოლო მის მცხოვრებლებს
ეგრისელებს უწოდებდა.
სახელწოდება ,,ეგრის-აფხაზთა სამეფო‖ უკეთ გამოხატავს ამ სახელმწიფოს როგორც
შედგენილობას, ისე არსებით შინაარსსაც.
ეგრის-აფხაზეთის სამეფო ქრისტიანული სახელმწიფო იყო. პროკოფი კესარიელის ცნობით
აბაზგებმა და ჭანებმა ქრისტიანობა მიიღეს იუსტინიანე კეისრის დროს (VI ს.), იუსტინიანემ მათ
ღვთისმშობლის ტაძარიც აუშენა. ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად
უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო დამკვიდრებული.
თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში არსებული ეპარქიები (საეპისკოპოსოები)
კონსტატინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეების დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო,
რომ IX-X საუკუნეების მიჯნაზე მომხდარიყო დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოების მცხეთის
კათალიკოსისადმი დამორჩილებულიყო. ეს უდიდესი მოვლენა იყო. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს
პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღოდა ქვეყნის ეკლესიური გაერთიანება, ანუ მთელი საქართველოს
დამორჩილება მცხეთის კათოლიკოსისადმი.
დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრები IX-X საუკუნეებში იქცნენ ქართული
მწიგნობრობის კერებად. X საუკუნეში მარტვილის ტაძარში მოღვაწეობდა ცნობილი მთარგმნელი და
ჰიმნოგრაფი, ჭყონდიდის მკვიდრი სტეფანე სანანოისძე. დასავლეთ საქართველოდან იყო მიქაელ საბაწმ-
ინდელის მარტვილობის ,,აბუკურას‖ ავტორი. Aაქ მოღვაწეობდა ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი.
Aაქ შეიქმნა ,,აფხაზთა ცხოვრება‖, ანუ მეფეთა მატიანე და მრავალი სხვა.

99
ეგრის-აფხზეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი
მიმართლება: 1. ბრძოლა ბიზანტიის აგრესიის წინააღმდეგ; 2. ბრძოლა არაბი დამპყრობლების
წინააღმდეგ; 3. ბრძოლა ალან-ოსებთან; 4. მონაწილეობა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
ბიზანტიის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეგრის-აფხაზეთის
სამეფოს საგარეო პოლიტიკაში. VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ლეონ II-ემ გაათავისუფლა დასავლეთ
საქართველო ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან. Eეს კი უბრძოლველად არ მომხდარა. ამ ბრძოლაში
ლეონ II-ეს ხაზარები დაეხმარნენ. მიუხედავად ამისა ბიზანტიას არ შეეგუა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს
დაკარგვას. მარტო IX საუკუნის 30-40-იან წლებში ბიზანტიამ რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო ეგრის-
აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა ეს ლაშქრობა ბიზანტიელების დამარცხებით მთავრდებოდა.
მარტო 842-844 წლებში აფხაზეთში მოწყობილ ლაშქრობაში, ბიზანტიელებმა 40 ათასი კაცი დაკარგეს.
რადგანაც პირდაპირი ლაშქრობით ვერ ახერხებდნენ ბიზანტიელები წარმატების მიღწევას, ამის
გაკეთებას ცდილობდნენ ეგრის-აფხზეთის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ დინასტიურ ბრძოლებში.
Aაქ ბიზანტიის იმპერატორები მხარს უჭერდნენ სამეფო ტახტის იმ პრეტენდენტს, რომელიც ბიზანტიის
მხარეს დაიჭერდა, თუმცა ხშირად ვერც ამ შემთხვევაში აღწევდნენ ისინი წარმატებას.

$5 ტაო-კლარჯეთის სამთავრო

ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეტის სამთავრო. არაბებთან წინააღმდეგობის გამო IX


საუკუნის დასაწყისში ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა მიატოვა ქართლი და თავის
ოჯახთან და მომხრეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. აშოტმა
აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული არტანუჯი და თავის რეზიდენციად აქცია იგი. ,,პოვა
კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელიც პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით
არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ციხედ, და
წინა-კერძო მისსა, ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა
პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად‖.
აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე დაიწყო მოღვაწეობა ამ მხარეში უდიდესმა ქართველმა სასულიერო
მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი პიროვნების საქმიანობამ ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის
სამთავროს გაძლიერებას. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ აშოტ ბაგრატიონისა და გრიგოლ
ხანძთელის მოღვაწეობიდან იწყება ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. ეს ტერიტორია აშოტს
შემთხვევით არ აურჩევია: უპირველეს ყოვლისა ამ მხარეში ის მოიპოვებდა ბიზანტიის მფარველობას და
მხარდაჭერას არაბების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამ მხარეს მოხერხებული მდებარეობა ჰქონდა. ის
ესაზღვრებოდა სომხურ მიწებს, სახალიფოს და ბიზანტიის მცირეაზიურ სამფლობელოებს. აქვე იყო
ბაგრატიონთა დომენიც.
აშოტი აქედან განავრცობს თავის ხელისუფლებას მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე.
კერძოდ, იმ პროვინციებზე, რომელნიც შემდეგ სამთავროს შემადგენლობაში შევიდნენ. აშოტის დროს
სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი,
არტაანი. აშოტი აფართოებს სამთავროს საზღვრებს.
აშოტ ბაგრატიონის მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული
ადრეფეოდალური პოლიტიკური ერთეული ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ტაო-კლარჯეთის
სამთავროს ან ,,ქართველთა სამეფოს‖ სახელწოდებით. ზოგი ავტორის მოსაზრებით, მას IX
საუკუნისათვის ,,ქართველთა საკურაპალატო‖, ხოლო X ს. დასაწყისიდან ,,ქართველთა სამეფო‖ ერქვა.
ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატის ტიტული მიანიჭა. ფორმალურად აშოტს ბიზანტია
მფარველობდა. რეალურად მას თავისი ძალებით უხდებოდა ბრძოლა სამთავროს გაძლიერებისათვის.
აშოტის პოლიტიკას მოწინააღმდეგენი ჰყავდათ სამთავროს შიგნითაც. სუმბატ დავითის ძის მიხედვით
აშოტი ღალატით მოკლეს 826 წელს. მას დარჩა სამი ძე: ადარნასე, ბაგრატი და გუარამი.

100
ეჭვს არ იწვევს ცნობა აშოტის მიერ შიდა ქართლის ნაწილის დაპყრობის შესახებ, მაგრამ, ჩანს, ეს
შიდა ქართლი ვერ შეინარჩუნეს მისმა მემკვიდრეებმა, რადგან აშოტის გარდაცვალების შემდეგ ქართლი,
რომელიც სომხეთთან და ჰერეთთან ერთად 829 წელს აქ მოსულმა არაბმა სარდალმა ხალილ იაზიდის ძემ
დაიპყრო. აშოტის შვილებს საკუთრივ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თემებიღა დარჩათ.
კურაპალატობა და ტაო-კლარჯეთის მმართვლობა ერგო აშოტ ბაგრატის ძეს. აშოტის შთამომავლობა ორ
შტოდ გაიყო: არტანუჯელ (ადარნასეს მემკვიდრეები) და ტაოელ ბაგრატიონებად (ბაგრატის
შთამომავლობა, მომავალი ერთიანი საქართველოს მეფეები). ტაოს შტოც, თავის მხრივ, ორად იყოფა.
გუარამის შთამომავლობა ბაგრატიონთა შიგნით ამტყდარი შინაომების დროს ამოწყდა. აშოტის
გარდაცვალების შემდეგ სამთავრო დასუსტდა და ტერიტორიების ნაწილი დაკარგა. 888 წელს ბაგრატ
კურაპალატის შვილიშვილმა ადარნასე II-მ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. შუმბატის თანახმად
,,ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ (ნაცვლად) მის მოკულულისა, და ამან
ადარნასემ, ძემან დავით მოკულულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა
პირველ ეპისკოპოს ბანელ‖. დაახლოებით ამავე პერიოდში აარსებენ არტანუჯელი-კლარჯი
ბაგრატიონები შავშეთში ტბეთის ახალ საეპისკოპოსო კათედრას. ,,აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან
გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი
ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა
წმიდისათა‖. ადარნასეს შემდეგ ,,ქართველთა მეფობა‖ მის შვილზე, დავით II-ზე გადავიდა, რომელიც
923-937 წლებში მოფობდა. 937-945 წლებში მეფობდა დავით II-ის ძმას ბაგრატი, რომლისგანაც ეს პატივი
მისი ძმის (სუმბატის) ვაჟიშვილზე ბაგრატზე გადავიდა, და ამ ბაგრატის შტოში დამკვიდრდება
საბოლოოდ ―ქართველთა მეფობა‖ (ბაგრატ III). ამავე ტაოს შტოს განაყოფია ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი
და დავით ერისთავთ-ერისთავი, რომელსაც ტაოს მეფეს უწოდებენ.
აშოტ ბაგრატიონმა ვრცელი და ძლიერი სამთავრო შექმნა, მას დიდ ანგარიშს უწევდნენ მისი
თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები, დიდად აფასებდნენ, აგრეთვე
მემკვიდრეებიც. აშოტის დროს განსაკუთრებით აღზევდა ბაგრატიონთა გვარი და სათანადოდ
დასაბუთდა კიდეც ამ გვარის პოლიტიკური ხელისუფლების კანონიერება. საეკლესიო ტრადიცია
ბაგრატიონებს თვლის ბიბლიური მეფეების, დავითის და სოლომონის შთამომავლებად. გრიგოლ
ხანძთელი ასე მიმართავს აშოტ კურაპალატს ,,დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა
შვილად წოდებულო ხელმწიფეო‖. ქართულ სინამდვილეში შექმნილი ეს გადმოცემა გაიზიარეს ჩვენმა
მეზობელმა ხალხებმა, სომხებმა, ბიზანტიელებმა, რასაც იოანე დრასხანაკერტელისა და კონსტანტინე
პორფიროგენეტის შრომებში დაცული ცნობები ადასტურებენ. ბაგრატიონთა გვარის შემდგობ აღზევებას
ამ გადმოცემის სათანადო დამუშავება-დახვეწა მოჰყვა. XI საუკუნეში იქმნება ისტორიკოს სუმბატ
დავითის ძის საგანგებო თხზულება, ბაგრატიონთა სრული გენეალოგიით, მათი ბიბლიური წარმოშობისა
და სამეფო ხელისუფლების თუ პოლიტიკური ბატონობის ვრცელი იდეოლოგიური დასაბუთებით.
აშოტ კურაპალატის მეორე-მესამე თაობაში ცხარე ბრძოლაა სამთავროს ფარგლებში მოქცეულ ორ
ძირითად სამთავრო სახლს შორის, საზღვრების დადგენისათვის. მესამე თაობის შემდეგ კი – ამ ორი
ძირითადი შტოს სამფლობელოს საზღვრები მეტ-ნაკლებად უკვე დადგენილია. ქართეელთა მეფობას
ტაოს შტო დაიმკვიდრებს, ხოლო კლარჯეთისა – არტანუჯელ-კლარჯეთის ხელმწიფობას.
ქალაქი არტანუჯი იყო არტანუჯელ-კლარჯი ხელმწიფეების რეზიდენცია. ქართველთა მეფეებისა
კი ბანა უნდა იყოს. ბანაში მშენებლობას ეწევა ადარნასე II ბაგრატიონი (პირველი ―ქართველთა მეფე‖).
ტაოს ბაგრატიონები აშენებენ ძირითადად ტაოში (ბანა, ოშკი, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია)
კლარჯი-არტანუჯელები კი – კლარჯეთში, სამცხეში, შავშეთში.
როგორც ჩანს, ნომინალურად უფროსობა ტაოს შტოში იყო და ,,ქართველთა მეფობაც‖ მათ
დაიმკვიდრეს. ფორმალურად კლარჯეთის სახლი ემორჩილებოდა ტაოს სახლს, მაგრამ ფაქტიურად ის
დამოუკიდებლობით სარგებლობდა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ორივე
სამთავრო სახლი სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. სამთავრო სახლის ასეთი დაქსაქსვა
დიდად უშლის ხელს და აფერხებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საბოლოო გაერთიანებას.

101
ადრეშუასაუკუნეების საქართველოს გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორისაა დავით III
დიდი. დავითი მოღვაწეობა მოუხდა ისეთ მხარეში, სადაც არაქართული ეთნიკური ელემენტი
საგრძნობლად ძლიერი იყო. მისი სამფლობელო იმიერ ტაო ქართლისათვის განაპირა ქვეყანას
წარმოადგენდა, ის ბერძნულ-სომხურ გარემოცვაში იმყოფებოდა და იქ ბიზანტიისა და არაბთა
სახალიფოს ინტერესების შეჯახება აშკარად გამოკვეთილი იყო. მიუხედავად ამისა, დავით III კი
მეზობელ სახელმწიფოთა მიმართ თანასწორი პარტნიორისა და ზოგჯერ მხსნელის როლშიაც კი
გამოდიოდა, ამიტომაა, რომ მას მაღალ შეფასებას აძლევენ მისი თანამედროვე ქართველი და უცხოელი
ავტორები.
X საუკუნის მეორე ნახევარში, როცა დავით III მოღვაწეობდა (966-1000/1001 წწ) ,,ქართველთა
სამეფო‖ ფაქტიურად სამ პოლიტიკურ ერთეულად იყო დაყოფილი. დავით III ეკუთვნოდა იმიერტაო,
თორთუმი და ჩრდილოეთ ბასიანი. მან ,,ქართველთა სამეფოს‖ მეთაურის ოფიციალური ქართული და
ბიზანტიური ტიტულები შედარებით გვიან მიიღო. ის 979 წელს გახდა კურაპალატი, ხოლო 994 წელს
ქართველთა მეფე. იქამდე 966-979 წლებში დავითს ჰქონდა მეორე რანგის ქართული და ბიზანტიური
ტიტულები: ერისთავთ-ერისთავი და მაგისტროსი, რომელიც მან მიიღო თავისი უფროსი ძმის ბაგრატის
გარდაცვალების შემდეგ. X საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დავით III-მ დიდი როლი შეასრულა
ბიზანტიის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, რის შედეგად კიდევ უფრო მეტად გააფართოვა თავისი
სამფლობელოები. 976-979 წლებში ტახტზე ახლადასულ იმპერატორს ბასილი II-ს (976-1025 წწ) აუჯანყდა
მცირე აზიის მმართველი ბარდა სკლიაროსი. ამიტომ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დავით III-სთან
დახმარების თხოვნით. დავით III დათანხმდა დახმარებოდა ბიზანტიას იმ პირობით, თუ
საკომპენსაციოდ იმპერია მას გადასცემდა ტერიტორიებს არაქს-ევფრატისა და ვანის ტბის რაიონებში.
ბიზანტიამ მიიღო ეს პირობა და დავითს საგამგებლოდ თავისი სიცოცხლის განმავლობაში გადაეცა ე.წ.
,,ზემონი ქვეყანანი‖: კარინი, სამხრეთ ბასიანი, ხალტო-არიჭი, სევუქის ციხე, ამავე დროს მიანიჭა
კურაპალატის ტიტული, რითაც ოფიციალურად აღიარა ,,ქართველთა სამეფოს‖ მეთაურად.
X საუკუნის 80-90-იან წლებში უაღრესად დაიძაბა დავით დიდის ურთიერთობა ბიზანტიასთან.
ამის უმთავრესი მიზეზი იყო ბიზანტიის აგრესიული კურსის გაგრძელება სამხრეთ კავკასიაში. ვითარება
გაამწვავა იმანაც, რომ დავით კურაპალატმა მხარი დაუჭირა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა
ფოკას. 989 წელს ბასილი II-მ ბარდა ფოკას აჯანყება ჩაახშო და ილაშქრა დავით კურაპალატის
წინააღმდეგ, დავით დიდი იძულებული გახდა ბიზანტიის ვასალობა ეღიარებინა და თავისი
სამფლობელოც ანდერძით იმპერატორისათვის გადაეცა. მიუხედავად ბიზანტიასთან ურთიერთობის
გართულებისა, დავით მეფე ამ ხანებში აგრძელებს აქტიურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მიმართული
იყო ,,ქართველთა სამეფოს‖ გაფართოებისა და ქართული გავლენის გამტკიცებისაკენ. ამ მიზნით მან
რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო ვანის ტბის რაიონში: 990 წელს აიღო ქალაქი მანასკერტი, 997
წელს ილაშქრა ხლათზე, 998 წელს დავითის მხედრობამ სომეხთა ლაშქრთან ერთად დაამარცხა
ადარბადაგანის საამიროების კოალიცია, რომელიც ცდილობდა დავით დიდის უკუგდებას ვანის ტბის
რაიონიდან. ამ ლაშქრობების შედეგად ,,ქართველთა სამეფოს‖ ტერიტორია დიდად გაფართოვდა. მის
მოსახლეობას ქართველების გარდა შეადგენდნენ სომხები. დავით III დიდად ზრუნავდა თავის
სახელმწიფოში ქართული ენის, კულტურისა და სულიერების აღმავლობასა და არაქართულ რეგიონებში
მის გავრცელება-დანერგვაზე. ის აწარმოებდა ახლადშემოერთებული მიწების კოლონიზაციას, იქ
ქართველებისა და სომხების დასახლებას. ამ პოლიტიკის გამოვლინება იყო ,,ქართველთა სამეფოს‖
სომხურ მოსახლეობაში მართლმადიდებლობის გავრცელების მცდელობა. კერძოდ, ვალაშკერტის
მართლმადიდებლური საეპისკოპოსოს დაარსება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მცხეთას
ექვემდებარებოდა.
დავითი აქტიურ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეობასთან ერთად დიდ კულტურულ
საქმიანობას ეწეოდა, მისს სახელს უკავშირდება ოშკის ხახულის, პარხალის, ოთხთა ეკლესიის
დიდებული ტაძრების მშენებლობა, არაერთი ძვირფასი ხელნაწერის გადაწერა. ერთ ძველ დოკუმენტში
დავით დიდს ―მართლმადიდებლობის თვალი‖ ეწოდება. ამრიგად, დავით დიდი კურაპალატის

102
მოღვაწეობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა როგორც საქართველოს, ისე მთლიანად ამიერკავკასიის
ისტორიაში.

$6 თბილისის საამირო

თბილისის საამირო არაბთა მიერ საქართველოში შექმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური


ერთეული იყო. არაბი ავტორების ცნობით, თბილისის საამირო არაბთა სახალიფოს დიდი პროვინციის ე.
წ. ―არმენიის‖ (ე. ი. ამიერკავკასიის) ერთ-ერთი ოლქი იყო და თბილისის ამირა ამ ,,არმენიის‖ ვალის, მის
არაბ მოხელეს ემორჩილებოდა. თბილისის ამირას უშუალოდ ხალიფა ნიშნავდა, თუმცა არმენიის ვალის
მიერ ამირას დანიშვნის შემთხვევებიც არის.
თავდაპირველად თბილისის ამირას მთელი აღმოსავლეთი საქართველო ექვემდებარებოდა,
მაგრამ VIII-IX საუკუნეთა მიჯნიდან, ქართული დამოუკიდებელი სამთავროების შექმნასთან ერთად,
საამიროს ტერიტორია თანდათან იზღუდება. ყველაზე მტკიცედ ამირები ქვემო ქართლში იყვნენ
ჩამდგარნი და შედარებით დიდხანს შეინარჩუნეს შიდა ქართლიც, მაგრამ IX საუკუნეში შიდა ქართლი
ამირებმა დაკარგეს და ის ქართველ მეფე-მთავართა შორის ბრძოლის ორბიექტად იქცა.
სამხრეთით თბილისის ამირას ეკუთვნოდა ციხეები ბირთვისი, ორბეთი და ფარცხისი,
დასავლეთით საამიროს თრიალეთი ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთი საზღვარი ძირითადად მტკვარზე
გადიოდა, თუმცა, ჩანს, მტკვრის აღმოსავლეთ ნაპირზე თბილისს ეკუთვნოდა ისნის ველი, ,,ავჭალა და
აქედან დაწყებული მტკვრის პირი მდინარის დინების ჩაყოლებით, თვით ივრის პირამდეც კი‖.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროს, როდესაც ტაშირი და ქართველთა ველი სომეხთ ეპყრათ და
ლორე-ტაშირის მეფეთა საჯდომი ციხე-სიმაგრე სამშვილდე იყო, მაშინ დმანისი, ეტყობა, თბილისის
საამიროს შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ამის წინააღმდეგ გაილაშქრა X საუკუნის დასასრულს
დავით ტაშირის მეფემ და აიღო დმანისი, მაგრამ XI საუკუნეში დმანისი ისევ თბილისის ამირებს
ეკუთვნის. ჩანს ამირასა და ლორე-ტაშირის მეფეებს შორის ბრძოლა ქვემო ქართლის ხელში
ჩაგდებისათვისაც მიმდინარეობდა.
თბილისს არაბთა მფლობელობის პერიოდშიც არ დაუკარგავს დიდი სავაჭრო ქალაქის
მნიშვნელობა და აქ იმდროინდელი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან იყრიდნენ თავს ვაჭრები.
ირკვევა, რომ თბილისის გარდა ამირები ისხდნენ რუსთავში და დმანისში. ისინი აქ
საქარტველოში არაბთა მძლავრობის პერიოდში დამკვიდრდნენ და, ისინი, თბილისის ამირას
ემორჩილებოდნენ, ე. ი. მის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ. გარდა ამისა თბილისის ამირას
ექვემდებარებოდნენ, უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულების განმგებელნიც. ასეთი მოხელე
უნდა იყოს დიღმის ხევის განმგებელი ჰომად კიტრის ძე, რომელიც 853 წლის ახლო ხანებში მაჩხანში
(დიღმის ხეობა) აშენებული ეკლესიის წარწერაში არის მოიხსენიებული.
თბილისის ამირას კარზე, სხვა მოხელენიც იყვნენ, მაგალითად, შურტა, რომელსაც ევალებოდა
ქალაქში წესრიგისა და უშიშროების დაცვა. ასევე იყო მუჰთასიბი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა
ქალაქში არსებულ ბაზრში წესრიგის დაცვა, ქუჩების კეთილმოწყობა, ვალების ამოღება და სხვ.
თბილისის საამიროს კარზე არსებობდა სამდივანმწიგნობრო, ეს საქმე სპეციალურ მოხელეს ამიდს
ევალებოდა, რომლის ფუნქციებში შედიოდა სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან საქმიანი
ურთიერთობასა და მიწერ-მოწერაზე თვალყურის დევნება, საბუთების შედგენა და სხვ. გარდა ამისა,
მასვე ევალებოდა, ამირას კარზე რთული სამოხელეო აპარატის გაძღოლა.
თბილისი, არაბთა მფლობელობის პერიოდშიც, დიდი მნიშვნელობის სავაჭრო ქალაქი გახლდათ,
სადაც იმდროინდელი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოდიოდნენ ვაჭრები. ვაჭრები ქალაქში
შემოტანილ საქონელზე ბაჟს და სხვადასხვა სავაჭრო გადასახადებს იხდიდნენ. თბილისში ბაჟისა და
სავაჭრო გადასახადების საკითხი არაბთა მფლობელობის პერიოდიდან ევალებოდა მუშრიბს.

103
თბილისის ამირასა და ამ მრავალრიცხოვანი სამოხელეო აპარატის შენახვა ევალებოდა საამიროს
მოსახლეობას. ამ მოხელეთა სასარგებლოდ დაწესებული გადასახადების დადასტურებაა XI — XII
საუკუნეებში ქართულ საბუთებში მოხსენიებული საამირო, საშურტაო, სარაისო, საამიდო, საგუსტასიბო
და სხვა გადასახადები. არაბთა მიერ დაკისრებული გადასახადების ხარაჯასა და ჯიზიას გადახდა
ფულით ხდებოდა და იგი მძიმე ტვირთად აწვა საქართველოს მოსახლეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არაბთა მფლობელობის დამყარებით არ გაუქმებულა
ადგილობრივი საგადასახადო სისტემა. ამას ემატებოდა არაბთა სასარგებლოდ დაწესებული
გადასახადებიც, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვა საქართველოს მოსახლეობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომლობრივ გადასახადის ჯიზიას ყველა კომლი ერთნაირად არ
იხდიდა, რადგან კომლები საგრძნობლად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ეკონომიური შეძლებით,
რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემაში, ,,არაბულ ხარკს
უნდა შეეტანა გაცილებით უფრო ღრმა რღვევა ცალკე ეკონომიურ ჯგუფებში, ვიდრე ეს ხდებოდა წინათ‖.
საქართველოს მოსახლეობას არაბების მიმართ სხვა ვალდებულებებიც ევალებოდა, ,,მათს სხვადასხვა
ნატურალურ ვალდებულებაში შედიოდა ქალაქების კედლების, სასახლეების, მშენებლობა, გზების
გაყვანა, სარწყავი არხების მოვლა, ხიდების შენება-შეკეთება და სხვა‖.
თბილისში საკუთარი მოხელე ამირა არაბებს VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან უნდა ჰყოლოდათ.
VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ვლინდება არაბთა სახალიფოს
დასუსტებისა და დაშლის ნიშნები, სახალიფოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლას
იწყებენ თბილისის ამირებიც.
მაგალითად, ხალიფა ალ-ამინი (809-813 წწ.) ავალებს არმენიის ვალის თბილისის ამირა ისმაილის
დასჯას. არაბი ისტორიკოსის ი ა კ უ ბ ი ს ცნობით, ამ გადამდგარ ამირას დაამარცხებს და დააპატიმრებს
ხალიფას მიერ არმენიის ვალიდ დანიშნული უსეიდ იბნ-იაზიდი, რომელიც შემდეგ შეიწყალებს მას და
გაათავისუფლებს.
თბილისის ამირების განდგომისაკენ სწრაფვა არც ამის შემდეგ შენელებულა, რაც სახალიფოს
ცენტრალური ხელისუფლებისაგან შესაბამის რეაქციას იწვევდა. მაგალითად, ი ს ჰ ა კ ი ბ ნ-ი ს მ ა ი ლ
ი ბ ნ-შ უ ა ბ ი (ქართული წყაროების საჰაკი) 23 წლის განმავ-ლობაში ხალიფასაგან დამოუკიდებლად
მართავს ქალაქ თბილისს და მის მიმდგომ ქვეყანას. საჰაკი კიდევ უფრო ენერგიულად იბრძვის
დამოუკიდებლობისათვის ოცდაათიანი წლების დამდეგს იგი უკვე აღარ ემორჩილება ხალიფას და
ითვისებს აქაურ ხარკს‖. არაბ და ქართველ ისტორიკოსებს დაწვრილებით აქვთ აღწერილი ბუღა თურქის
(853 წ) ბრძოლა საჰაკთან, თბილისის გადაწვა და საჰაკის დატყვევება ,,აქა ჟამნი გარდასრულ იყუნეს
მოამადის გამოჩინებითაგან ორას ცხრამეტი, მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა, რომელი გამოეგზავნა
ამირ-მუმნს ბაღდადით სპითა დიდითა, და შემუსრა ყოველი სომხეთი და ტყუე ყუნა ყოველნი მთავარნი
მათნი. მოვიდა და მოადგა ტფილისის ქალაქსა, რამეთუ არა მორჩილობდა სააკ ამირა. მოკლა სააკ.
შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი‖. მიუხედავად საჰაკის
მოკვლისა, თბილისში ხალიფების ხელისუფლების აღდგენა ვერ ხერხდება.
უკვე IX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ზის ამირა ჯაფარი, რომელიც დასაბამს აძლევს
თბილისის ამირების ჯაფარიანთა დინასტიას. ჯაფარიანებმა შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო შუაბიანთა
,,სახლის‖ ამირათა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა — საჰაკმა. მათ თბილისის ამირობა
ჯაფარიანთა ,,სახლის‖ მემკვიდრეობით კუთვნილებად აქციეს.
თბილისში ამირას დანიშვნის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართლის ერისმთავარი.
ამიერიდან ერისმთავარი იქცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლად ამირას კარზე. მაგრამ,
ეტყობა, გარკვეულ დრომდე, ქართლის ერისმთავარი ამირას კარზე გავლენით სარგებლობდა.
მიუხედავად იმ დიდი კონფლიქტისა, არაბებმა მაინც ვერ გააუქმეს აქ ერისმთავრის ხელისუფლება.
ქართლის ერისმთავარი ნერსე 772-773 წლებში არაბებმა ჯერ ბაღდადში გაიწვიეს და სამ წელს
პატიმრობაში ამყოფეს, მაგრამ შემდეგ ისევ ერისმთავრად გამოუშვეს. ნერსემ მაინც ვერ შეძლო არაბებთან
მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება და ის ისევ დაიბარეს ბაღდადში. ამჯერად, ნერსემ გაქცევა
გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ არაბებმა არც ამის შემდეგ გააუქმეს ერისმთავრის ხელისუფლება

104
ქართლში და ერისმთავრად ნერსეს დისწული, სტეფანოზი დანიშნეს, მაგრამ IX საუკუნისათვის, ჩანს,
ქართლის ერისმთავრის მნიშვნელობა სუსტდება და არაბები აუქმებენ კიდეც ამ ხელისუფლებას.
IX საუკუნის დასაწყისიდან თბილისის საამირო და ახლად შექმნილი ქართული სამეფო-
სამთავროები ერთმანეთის მეტოქეებად გამოდიან საქართველოს შიდა რაიონებისათვის ბრძოლაში.
მაგრამ ფაქტიურად თბილისის საამირო მხოლოდ თავის დასაცავად იბრძვის, თუმცა უშედეგოდ, რადგან
თანდათან კარგავს თავის მიწებს. იმავე დროს, საამირო იწყებს ბრძოლას სახალიფოსაგან
დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
IX საუკუნის 80-იანი წლებიდან თბილისში, ჯაფარიან ამირათა მემკვიდრეობითი ხელისუფლება
მყარდება, რომელიც XI საუკუნიდან თანდათან საქართველოს მეფეთა გავლენაში ექცევა.

$7 საქართველო X-XI საუკუნეების მიჯნაზე


(დავით კურაპალატი, ბაგრატ III)
ერთიანი ფეოდალური მონარქიის შექმნა

საქართველოს ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანებაზე იყო დამოკიდებული ქართველი ერის


მომავალი. გაერთიანების აუცილებლობას რამოდენიმე ფაქტორი წარმოშობდა. Uპირველად ეს იყო
საგარეო ფაქტორი _ მრავალრიცხოვანი მტერისაგან თავის დაცვა. მართალია, ამ პერიოდში სუსტდებოდა
და იშლებოდა სახალიფო, მაგრამ არაბებს ჯერ კიდევ შესწევდათ ძალა მძიმე დარტყმა მიეყენებინათ
საქართველოსთვის. ბიზანტიის იმპერია ძლიერდებოდა და ცდილობდა დაკარგული გავლენის
დაბრუნებას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც მოითხოვდა ერთიანი მონარქიის არსებობას. რაც
მთავარია, საქართველოს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებში შედიოდა ქვენის გაერთიანება. ამ
პროცესის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩებოდა საგარეო მტრის (არაბები, ბიზანტია,
შემდგომში თურქ-სელჩუკები) არსებობა. ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის საკმაოდ მძიმე იყო
და რამდენიმე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა.
ერთიანი ქართული მონარქიის ჩამოყალიბება საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან
შედარებით, რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობადა. თუკი სხვა სახელმწიფოეში ბძოლა
მიმდინარეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებს შორის და ამ ბრძოლაში გამარჯვებულის ეგიდით
ხდებოდა ქვეყნის გაერთიანება. საქართველოში, მართალია დაპირისპირება იყო სამეფო-სამთავროებს
შორის, მაგრამ გადამწყვეტი იყო ბრძოლა შიდა ქართლისათვის. ქართველთა ცნობიერებაში
დამკვიდრებული იყო, რომ ვინც შიდა ქართლს გააკონტროლებდა მას ჰქონდა უფლება ყოფილიყო
ერთიანობის მედროშე. რამ გამოიწვია შიდა ქართლისადმი ქართველთა ასეთი განსაკუთრებული
დამოკიდებულება? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: 1) შიდა ქართლი გეოგრაფიულად მდებარეობდა
საქართველოს ცენტრალურ ადგილას, რაც მას ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის ფუნქციებს
ანიჭებდა. მასზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები და ის ამ გზების ერთგვარი კვანძი
იყო. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, რადგან იგი სხვადასხვა გზებით
უკავშირდებოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოსთან იგი
უკავშირდებოდა სურამის უღელტეხილით; ტაო-კლარჯეთის სამეფოს-მტკვრის ხეობით; ჩრდილოეთით
ის უკავშირდებოდა კავკასიას დარიალის გზით; კახეთს-გომბორით; სამხრეთით კი-სომხეთს და სხვ. 2)
შიდა ქართლში მდებარეობდა ძველი ქართული სამეფო სახლის დომენი. ქართველთა ცნობიერებაში კი
ამას ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს იყო ერთგვარი ფარნავაზისეული საქართველოს აღდგენის
სურვილი, რომელიც რამდნადმე რომანტიკულ საბურველში იყო გახვეული და თითოეული ქართველის
ცნობიერებაში ღრმად იყო ჩაბეჭდილი. 3) აქვე მდებარეობდა ქართული ქრისტიანობის ცენტრი მცხეთა,
რომლის გარშემოც ხდებოდა ქართველის ერის კონსოლიდაცია.

105
აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ (826 წ.) ტაო-კლარჯეთის სამთავრომ ვერ შესძლო
შიდა ქართლის შენარჩუნება და მას 829 წელს კვლავ არაბები დაეუფლენ. ამ პერიოდში სახალიფოს
მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მის ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები მიმდინარეობდა. ხალიფას
აღარ ემორჩილებოდნენ ადგილობრივი ამირები. ამ გზას დაადგნენ თბილისის ამირებიც, რომელთაგან
ყველაზე ცნობილია საჰაკი. იგი 23 წელი მართავდა თბილისის საამიროს.
IX საუკუნის შუა ხანებში დიდი აჯანყება დაიწყო არაბთა წინააღმდეგ სომხეთში. აჯანყების
ჩასახშობად, საჰაკის დასამორჩილებლად და, საერთოდ, კავკასიაში არაბთა პოზიციების
განსამტკიცებლად, ხალიფამ გამოგზავნა ბუღა თურქი. ბუღა სასტიკად გაუსწოდა აჯანყებულ სომხებს და
თბილისისკენ დაიძრა. მან საჰაკს ელჩი გამოუგზავნა და დამორჩილება შესთავაზა, რაზეც საჰაკმა ცივი
უარი განაცხადა. ბუღა საქართველოში შემოვიდა და თბილისს შემოადგა. მის მოკავშირედ გვევლინება
ბაგრატ აშოტის ძე. ბაგრატ კურაპალატი ცდილობდა არაბთა დახმარებით განემტკიცებია თავისი
პოზიციები. მისი უმცროსი ძმა გუარამ მამფალი კი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატორი იყო.
ბუღას წინააღმდეგ მოქმედებდნენ კახეთის ქორეპისკოპოსი და აფხაზთა მეფე. 853 წლის 5 აგვისტოს
ბუღამ თბილისი აიღო და გადაწვა. საჰაკის მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნა. თბილისის აღების
შემდეგ ბუღამ თავისი სარდალი ზირაქი გაგზავნა აფხაზთა მეფის წინააღმდეგ. Eეს უკანასკელი
დამარცხდა და უკან დაიხია. სწორედ ზირაქმა დაატყვევა ქართველი დიდაზნაური კონსტანტი-კახი.
კონსტანტი კახმა უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რისთვისაც ის სიკვდილით დასაჯეს.
914 წელს საქართველოში შემოიჭრა სამხრეთ Aაზერბაიჯანის არაბი ამირა აბულ-კასიმი. ის ჯერ
თბილისს მოადგა, შემდეგ კახეთში გადავიდა. ასევე ააოხრა ქართლი და სამცხე. აბულ-კასიმის
ლაშქრობამ, რომელიც არაბთა უკანასკნელი შემოსევა იყო საქართველოში, დიდი ზიანი მოუტანა
ქვეყანას, მაგრამ საქართველოში არაბთა ბატონობის აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო.
ქვეყნის გაერთიანებას ხელს უშლიდა ბიზანტიაც. ბიზანტიის იმპერატორები ცდიობდნენ შუღლი
ჩამოეგდოთ ბაგრატიონთა ცალკეულ წარმომადგენელთა შორის და ამ გზით დაესუსტებინათ
ქართველთა სამეფო. თუკი ამის საშუალება მიეცემოდა, ბიზანტია აქტიურად ერეოდა აფხაზთა სამეფოს
საქმეებშიც.
IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტს იკავებს ბასილი I. მან ჩაუყარა საფუძველი
მაკედონელთა დინასტიას, რომლის წარმომადგენლებმაც შესძლეს აღედგინათ ბიზანტიის ძლიერება.
თუკი აშოტ I-ის დროს ბიზანტია ხელს უწყობდა ტაო-კლარჯეთის გაძლირებას არაბთა საწინააღმდეგოდ,
არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ ბიზანტიისთვის უკვე მიუღებელი გახდა ძლიერი ქართული
სამეფო-სამთავროების და, მით უმეტეს, გაერთიანებული საქართველოს არსებობა. ბიზანტია თავად
აპირებდა ამ რეგიონში გაბატონებას და ცხადია, ძლიერი საქართველო არ სჭირდებოდა.
IX საუკუნის 60-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შიდა ქართლი დაიკავა
აფხაზთა მეფემ გიორგი I-მა. სამეფო-სამთავროებს შორის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
შიდა ქართლს., რომლის ცენტრი უფლისციხე იყო, ამიტომ მის დაუფლებას ცდილობდნენ აფხაზთა
მეფეები, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები და კახეთის ქორეპისკოპოსები. ამ ბრძოლაში ნელ-ნელა
გამოიკვეთა აფხაზთა სამეფოს უპირატესობა.
აფხაზთა მეფეებმა ვერ შესძლეს დიდხანს შეენარჩუნებინათ შიდა ქართლი. Aამის მიზეზი
აფხაზთა სამეფოს შიგნით ამტყდარი ბრძოლა იყო. შიდა ქართლის უდიდესი სტრატეგიული
მდებარეობის გამო აფხაზთა მეფეებმა კიდევ სცადეს მისი დაბრუნება. X საუკუნის დასაწყისში ქართლში
აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ ილაშქარა და აქ თავისი ერისთავი დააყენა. აქედან მოყოლებული აფხაზთა
მეფეებს შიდა ქართლი აღარ დაუთმიათ.
922 წელს აფხაზთაA სამეფო ტახტზე ავიდა გიორგი II. ის ხელს უწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში
ქრისტიანობის გავრცელებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მადლობას უხდიდა მას ამ დამსახურების
გამო.
აფხაზთაA მეფე გიორგი II-მ კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა, დაამარცხა იგი და
თითქმის მთელი კახეთი დაიკავა. კვირიკე ქორეპისკოპოსი ციხეში იყო ალყაშემორტყმული. როგორც კი
აფხაზთა მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, კვირიკე ქორეპისკოპოსმა ქართლის აზნაურების

106
დახმარებით შესძლო სამთავროს დაბრუნება. ქართლის აზნაურებს არ სურდათ გიორგი II-ს მტკიცე
მმართველობას დამორჩილებოდნენ და ყველანაირად ცდილობდენ მის დასუსტებას. გიორგი II არ
აპირებდა კახეთზე უარის თქმას და ამჯერად იქ თავისი ძე ლეონი გაგზავნა. ლეონმა დაიწყო ბრძოლა
კახეთისათვის, მაგრამ 957 წელს გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი (957-967 წწ.) ქუთაისში დაბრუნდა
ტახტის დასაკავებლად. ლეონის დროს აფხაზთა მეფეებს ემორჩილებოდა ჯავახეთიც.
ლეონის შემდეგ მისი ძმა, დემეტრე (967-975 წწ.) გამეფდა. დემეტრეს მალევე აუჯანყდა თავისი ძმა
თეოდოსი. დემეტრემ შეიპყრო თეოდოსი და თვალები დასთხარა. დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, 975
წელს, თეოდოსი მაინც ავიდა ტახტზე, რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ არსებობდა.
თეოდოსის გამეფებისთანავე კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხეს შემოადგნენ.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქართველთათვის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების იდეა
ყოველთვის იყო ცხოველმყოფელი. ფარნავაზის დროს ჩამოყალიბებული ერთიანი საქართველო
ისტორიული ბედუკუღმართობის გამო იშლებოდა, მაგრამ ისევ ერთიანდებოდა.
X საუკუნის 70-იან წლებში ეგრის-აფხაზეთის მეფემ ქართლის ერისთავად დანიშნა იოანე
მარუშისძე. შიდა ქართლის დიდაზნაურები, რომლებსაც ტბელების საგვარეულო ედგა სათავეში
ცდილობდნენ ეგრის-აფხაზეთის მეფეებისაგან გათავისუფლებას.
ქართულ სამეფო-სამთავროთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების საკითხი, გარკვეულ წილად,
უკვე მომწიფებული იყო. ეს ის დრო იყო, როცა ბიზანტიას საკუთარი პრობლემები აქვს და
საქართველოსათვის აღარ ეცალა. არაბებიც და ხაზარებიც დასუსტებულნი იყვნენ. საჭირო იყო სწრაფი,
მაგრამ ამავე დროს წინდახედული ნაბიჯების გადადგმა და ამ ხელსაყრელი ვითარების სათანადოდ
გამოყენება. ამ იდეის ირგვლივ ქართული პოლიტიკური ძალების გაერთიანება დაკავშირებულია ივანე
მარუშის ძის სახელთან. მან კარგად იცოდა, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეეძლო საქართველო
გაერთიანებინა, ჰქონდა საამისო ძალაცა და ავტორიტეტიც, იყო დავით III ბაგრატიონი. დავითი ტაოელ
ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა. X საუკუნის II ნახევარში მოღვაწე ქართველ მეფე-მთავრებს შორის იგი
ყველაზე ენერგიული, ძლიერი და ჭკვიანი იყო. ,,მატიანე ქართლისაი‖ მოგვითხრობს: ივანე მარუშის ძემ
,,წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა. აწვია რათა გამოილაშქროს, ძალითა მისითა
აღიღოს ქართლი ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისასა‖. ბაგრატი დავით კურაპალატის შვილობილი,
ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის შვილიშვილი, აფხაზთა მეფის უშვილო თეოდოსის დის შვილი იყო.
აქედან გამომდინარე, ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე იყო და ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა. არანაკლები მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ბაგრატის პიროვნული თვისებებიც. 975 წელს
დავი კურაპალატმა ქართლში მმართველად ბაგრატ III დასვა. უფლისციხეში შეკრებილ აზნაურებს კი
მოახსენა ,,ესე არს მკვიდრი ტაოსი ქართლისა და აფხაზეთისა შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ
მოურავი ამისა და თანაშემწე, ამას დაემორჩილნეთ ყოველნი‖. ბაგრატი ამ დროს არ ყოფილა
სრულწლოვანი.
დავით კურაპალატმა დატოვა ქართლი და ტაოში გაბრუნდა. ამით ისარგებლეს ქართლის
აზნაურებმა. წააქეზეს კახელები, რომელთაც კვლავ დალაშქრეს ქართლი, ტყვედ ჩაიგდეს ბაგრატი, მისი
მამა გურგენი და დედა გურანდუხტ დედოფალი. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და კახეთის
ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა. კახელებმა შებრძოლება ვერ გაბედეს და ბაგრატი დედ-
მამასთან ერთად გაათავისუფლეს.
978 წელს ივანე მარუშის ძის ინიციატივითვე ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და
ქუთაისში მეფედ ეკურთხა. ,,მეფე აფხაზთა‖ _ ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც მან მიიღო. თავისი
ბიძა თეოდოსი 980 წელს ბაგრატმა ტაოში გაგზავნა. ეს გახლდათ ქვეყნის ერთიანობისაკენ გადადგმული
მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
რა იყო საქართველოს გაერთიანების ხელშემწყობი ფაქტორები? 1)ერთიანი ძალებით გარს
მომდგარი სხვადასხვა დამპყრობლების მოგერიება. ეს ერთგვარი თვითგადარჩენის აუცილებელი პირობა
გახლდათ. თუმც ამასთან ერთად 2)ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება ხელს შეუწყობდა ერთიანი
ეკონომიკური, გამჭირვალე სივრცის ჩამოყალიბებას. მოიშლებოდა შიგა საბაჟოები, რაც აბრკოლებდა
ეკონომიკის განვითარებას. აღდგებოდა ისტორიული, ეროვნული პროდუქტის მომოცვლის ტრადიციები

107
მთასა და ბარს შორის. ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთგვარი ბალავარი გახდებოდა,
რომლითაც ასე იყო დაინტერესებული საქართველოს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი.
ერთიანი ქართული მონარქიის გაერთიანების სპეციფიურობა და თავისებურება გახლდათ ის,
რომ 1) ევროპის სახელმწიფოებში ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესში აქტიურ როლს თქალაქები და
ამაშობდნენ მოქალაქეთა ფენები, რაც საქართველოში არ გამოირჩეოდა თავისი აქტიურობით. 2)
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთიანი სახელმწოფოების ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა გვიანი
ფეოდალიზმის ხანაში. საქართველოში კი იგი განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შეიქმნა.
მართალია, ქართულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მხარს არ უჭერს ქართველ
ფეოდალთა ნაწილი (რადგან ამით მათი უფლებები შეიზღუდებოდა), მაგრამ ერთიანი ეროვნული
ცნობიერება და ,,კულტურული ერთობა‖ გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყნის პოლიტიკური
გაერთიანებისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების
პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ქრისტიანობამ. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობამ
არა ერთხელ იხსნა ქართველი ერი განადგურებისაგან მანამდეც და ამის შემდეგაც. ეს იყო ერთგვარი
იდეოლოგიური იარაღი ისლამური, თუ სპარსულ-მაზდეანური ცივილიზაციებთან ბრძოლის დროს
თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისა ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში. საქართველოს
კონსოლიდაციის პროცესში ქრისტიანობის როლსა და მნიშვნელობას, მართლაც რომ ჩინებური ახსნა
მოუძებნეს ჩვენმა წინაპრებმა ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა
ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების‖.
X საუკუნის 70-იან წლებში ტაო-კლარჯეთის უზენაეს მმართველად ითვლებოდა ქართველთა
მეფის ტიტულის მფლობელი ბაგრატ II ( ბაგრატ III-ის ბაბუა), მაგრამ რეალურად ყველაზე ძლიერი იყო
მისი ბიძაშვილი, ტაოს მფლობელი დავით III, რომელიც კურაპალატის ტიტულს ატარებდა, ამიტომ
სწორედ დავით კურაპალატს სთხოვა დახმარება ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ.
976 წელს აჯანყდა ბიზანტიის იმპერატორის ერთ-ერთი სარდალი, მცირე აზიელი დიდებული,
კურაპალატი ბარდა სკლიაროსი. მას მხარი დაუჭირეს ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პირებმა,
მიმდებარე ოლქების მაჰმადიანმა მფლობელებმა, ტარონის მთავრის შვილებმა გრიგოლმა და ბაგრატმა,
ჯეჰანისა და მელიცენის სომხურმა თემებმაც. მალე მათ დაიპყრეს კაპადოკია, ანტიოქია თუ ნიკეა და
თითქმის მთელი მცირე აზია. მან კონსტანტინეპოლისაკენ აიღო გეზი, რამაც დიდი საფრთხის წინაშე
დააყენა საიმპერატორო კარი. ბარდა სკლიაროსმა იმპერატორ ბასილი II-ის მხედრობა ორგზის დაამარცხა
ლაპარასა და რანგავაში. მან იმპერატორის ერთი მხედარმთავარი სახელად ლეონ პროტოვესტიახი
დაატყვევა, ხოლო მეორე პეტრე ფოკა კი სიცოცხლეს გამოასალმა. ბასილი II და მისი ძმა კონსტანტინე
მცირეწლოვნები იყვნენ. მაკედონელთა დინასტიას დიდი საფრთხე შეექმნა. აჯანყების ჩახშობა ბარდა
ფოკას დაევალა, რომელიც იმ დროისათვის ბერად იყო აღკვეცილი და ქვეყნიდან იყო გაძევებული. მან
დაივიწყა პირადი წყენა ბიზანტიის იმპერატორისადმი და დაუპირისპირდა ბარდა სკლიაროსს. თუმც,
უნდა ითქვას, რომ მას ძალები არ ჰყოფნიდა. საჭირო იყო დახმარების ძიება ქვეყნის გარეთ. გიორგი
მთაწმინდელი (XI საუკუნე) თავის თხზულებაში ,,ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი― წერს: ,,მას ჟამსა
იქმნა განდგომილებაი სკლიაროსისაი და ხმელეთი კერძო ყოველი დაიპყრა და მეფენი და დედოფალი
შემწყუდეულნ იყვნენ ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა, და ამას რაი შინა იყვნენ,
განიზრახეს, ვითარმედ ,,ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს‖. დავითთან
საშუამდგომლოდ კონსტანტინოპოლში დაიბარეს ცნობილი ქართველი სარდალი თორნიკე. რომელიც
ბერად იყო აღვეცილი ათონის მთაზე. დავითმა 979 წელს 12 ათასი ქართველი, თორნიკესა და ჯოჯიკის
სარდლობით გააგზავნა ბიზანტიის საიმპერატორო კარის დასახმარებლად. ბარდა სკლიაროსი
დამარცხდა და ამაში ლომის წილი ითამაშეს ქართველთა ლაშქარმა. Aნალოგიურად არის ეს ამბები
მოთხრობილი ,,მატიანე ქართლისაის‖ წყაროშიც. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით ტენდენციური ისტორიკოსები ბიზანტიელი გიორგი კედრენე და სომეხი ადონცი
აკნინებენ ქართველთა როლს ამ აჯანყების ჩაქრობასთან დაკავშირებით. ეს მოსაზრებები არ არის
გაზიარებული თანამედროვე პერიოდის ისტორიოგრაფიაში. გაწეული დახმაების სანაცვლოდ ბიზანტიის
იმპერატორმა დავით კურაპალატს მიწები უწყალობა (თუკი ქართველთა როლი არ იქნებოდა

108
გადამტყვეტი, ამ აჯანყების ჩაქრობაში, გამორიცხულია რაიმე გადაეცა სხვის მიწებზე დახარბებულ
ბიზანტიელებს დავით მესამესათვის) კარინი, ხალტო არიჭი კლესურითურთ, ბასიანი, სევუქი, ჰარქსი და
აპაჰუნიქსი. ოღონდ ერთი პირობით-ეს მიწები დავითის მფლობელობაში იქნებოდა მის
გარდაცვალებამდე, შემდეგ კი კვლავ ბიზანტიის კუთვნილება გახდებოდა. ,,მატიანე ქართლისაი‖-ს
წყაროდან ირკვევა, რომ იმპერატორის მიერ გადაცემული ტერიტორიები, გარდა ჰარქსისა და
აპაჰუნიქსისა, დავით III-ს მოღვაწეობის პირველ წლებში კიდეც ეკუთვნოდა მას და იგი ბიზანტიას
წაურთმევია მისთვის. იმის შემდეგ კი, როცა იმპერიას გაუჭირდა დროებით დაბრუნებას პირდებოდა
დავითს. ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანადაა აღნიშნული, რომ ამ მიწებზე უძველესი
დროიდან ქართველური ტომებით ბინადრობდნენ, რომელიც სტრაბონის თანახმად ხალიბებითა და
მოსინიკებით იყო დასახლებული. Aკადემიკოსები ნიკო ბერძენიშვილი და გიორგი მელიქიშვილი
მიიჩნევენ, რომ ტოპონიმი ,,კარინი‖, რომლის ფუძეც გახლავთ ,,კარი‖, სამხრეთის მიმართულებით
ქართული სახელმწიფოს რეალულ კარს წარმოდგენდა.
აღნიშნული პირობა, როგორც სჩანს, არ აკმაყოფილებდა დავითს. ეს იყო იმის მიზეზი, რომ დავით
კურაპალატი 987 წელს ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მიემხრო. ფოკა ალბათ
ბიზანტიის იმპერატორის მიერ დროებით მფლობელობაში გადაცემული მიწების მემკვიდრეობით
დამტკიცებას დაპირდა. იაჰია ანტიოქიელის თანახმად, დავითთან მოსალაპარაკებლად ბარდა ფოკას
ვაჟი ნიკიფორე კოჭლი მისულა უშუალოდ.
ბასილი II იძულებული გახდა კიევის მთავარ ვლადიმირისათვის ეთხოვა დახმარება და აღუთქვა,
რომ მიათხოვებდა თავის დას _ ანას. ვლადიმირმა ჯარი გამოუგზავნა ბასილის. იმპერატორმა დახმარება
მიიღო, მაგრამ პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ კიევის მთავარმა მის წინააღმდეგ
გაილაშქრა. ბასილი II იძულებული გახდა კიევის მთავრისათვის და მიეთხოვებინა, ოღონდ კიევის
მთავარს გაქრისტიანება მოსთხოვა. 988 წელს ვლადიმირი გაქრისტიანდა და ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოაცხადა რუსეთში. ბასილი II-მ დაამარცხა ფოკა. იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
გამარჯვებული იმპერატორი დავით კურაპალატის სამფლობელოსკენ დაიძრა. 990 წელს იმპერატორ
ბასილ II ჯაკ რუსის სარდლობით ლაშქარი გამოუგზავნია დავითის წანააღმდეგ. დავითს სხვა
გამოსავალი არ ჰქონდა, იძულებული გახდა დაეწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც მისი
გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიის იმპერატორს უტოვებდა. დავითი, როგორც
ჩანს, ამ ხერხით დროის მოგებას ცდილობდა და იმოდევნებდა, რომ მომავალში ვითარების შეცვლას
შეძლებდა.
1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა. ,,მატიანე ქართლისაი‖ შემდეგნაირად ახასიათებს
მას: ,,იყო პირველად ღვთის მოყუარე და გლახაკთა მოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირუხსენებელი,
ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთმოყვარე და ფიჩოსანთ მოყვარე, ყოველთათვის კეთილის
მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა‖. ბასილი II სასწრაფოდ შემოვიდა ტაოში და დავითის
სამფლობელოები დაიკავა. ბიზანტიის იმპერატორთან მივიდნენ ბაგრატ III და მამამისი გურგენი.
ბასილიმ ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს კი უფრო დაბალი ტიტული-მაგისტროსობა უბოძა
(იმპერატორი ამით მამა-შვილის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მიაღწია).
დავით კურაპალატის სამფლობელოს დიდი ნაწილი ბიზანტიის იმპერიას დარჩა. ბაგრატმა დავითისაგან
მემკვიდრეობით მხოლოდ ,,ქართველთა მეფის ― ტიტული მიიღო (თავად დავით კურაპალატს ეს
ტიტული 994 წელს ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ ერგო).
ბაგრატ III გადაწყვიტა შიდა ქართლი საიმედოდ შემოიმტკიცებინა. 980 წელს იგი გადავიდა
ლიხთიმერეთში, რომელსაც მოღრისთან დახვდნენ ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით
და დიდი ბრძოლა გაუმართეს მას. ამ ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და შიდა ქართლის მმართველად
ერთგული მოხელეები დააყენა, უშუალოდ უფლისციხე კი მის დედას ჩააბარა. ამის შემდეგ ბაგრატი
დაბრუნდა დასავლეთ საქართველოში. მაგრამ აქაც არეული დახვდა სიტუაცია. ბაგრატმა პოლიტიკური
სიმტკიცე გამოიჩინა, ურჩ ფეოდალებს თანამდებობები ჩამოართვა და ისინი თავისი ერთგული პირებით
ჩაანაცვლა.

109
ბაგრატს არტანუჯელ-კლარჯი ხელმწიფეების სახით მეფობის მრავალი კონკურენტი ყავდა,
რომელბიც ერთიანი ცენტრალური ხელისუფლებისადმი ერთგულებას არ იჩენდნენ. ქვეყნის
ინტერესებიდან გამომდინარე ბაგრატმა ისინი გზიდან ჩამოიცილა. 1011-1012 წლებში ფანასკერტის
ციხეში მიიწვია სადარბაზოდ და თმოგვის ციხეში გამოკეტა. საიდანაც არცერთი არ გამოსულა ცოცხალი.
ბაგრატმა ბაგრატიონთა ამ შტოს ყველა წარმომადგენელი ამოწყვიტა. გადარჩა მხოლოდ ის ვინც
ბიზანტიაში გაქცევით უშველა თავს.
ბაგრატ III არ ინდობდა საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებს. ის მკაცრად გაუსწორდა
ბაგრატიონთა საგვარეულოს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ, მათი
ნაწილი შეიპყრო და ციხეში ჩასვა. ნაწილი კი ბიზანტიაში გაიქცა.
ბაგრატი შეეცადა კლდეკარის, ურჩი ყმა, ერისთავი რატი ბაღვაში სანიმუშოდ დაესაჯა, მაგრამ
დავით ტაოელს უთხრეს, რომ სინამდვილეში ბაგრატი მის წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას.
დავითმაც უზარმაზარი ჯარი გამოიყვანა საბრძოლველად. ეს, რომ ბაგრატმა გაიგო თვითონ ეახლა
დავითს და თავისი რეალური მიზნის შესახებ მოახსენა. აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანად
მოგვარდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული ამ ინციდენტთან
დაკავშირებით. ისტორიკოსთა უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ ბაგრატ III არ აკმაყოფილებდა იმიერტაოს
ფაქტიური დამოუკიდებლობა. ფაქტიური იმიტომ, რომ მის მართველ დავითს თავი საკმაოდ
დამოუკიდებლად ეჭირა და რეალურალ ბაგრატის ხელისუფლება იმიერტაოზე არ ვრცელდებოდა.
შესაზლოა ბაგრატს დავითის მორჩილებაში ყოლა ჰქონოდა ჩაფიქრებული. ნაწილი ისტორიკოსებისა კი
იზიარებს მემატიანეს მიერ მოტანილ ვერსიას.
ბაგრატმა ამ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში დაიმორჩილა
და მის ნაცვლად აქ დანიშნა ზვიად მარუშიანი. რატი ბაღვაში კი თავის საგვარეული მამულში არგვეთის
დასახლდა.
1008 წელს გარდაიცვალა გურგენი. მისმა ძემ ბაგრატ III-მ მემკვიდრეობით მიიღო შავშეთი,
კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერ ტაო.
ბაგრატ III დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კახეთისა და ჰერეთის შემოერთებას. ორწლიანი
ბრძოლის შემდეგ, 1008-1010 წლებში, ბაგრატმა შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და იქ თავისი ერისთავები
დანიშნა. ამის შემდეგ ბაგრატ III-ს ეწოდა მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა.
კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ საქართველო გაუმეზობლდა განძას, რომლის ამირა
ფადლონ I-ლი (985-1031 წწ.) რამდენჯერმა შეეცადა შეეტია კახეთ-ჰერეთისათვის. ბაგრატ III-მ ფადლონი
სასტიკად დაამარცხა. იგი შამქორის ციხეში ჩაიკეტა და დაზავება ითხოვა. საბოლოოდ, განძის საამირო
საქართველოს ვასალად იქცა.
ბაგრატ III მოჭრა ქართული მონეტა წარწერით ,,ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე‖. მანვე
შექმნა ქვეყანაში სამართლის ნორმები, რომელიც თავმოყრილი იყო ,,ბაგრატის სამართალში‖.
1014 წელს ბაგრატ III გარდაიცვალა. მეფე დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში.
ქართველი მემატიანეს თქმით ,,ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა
ხელმწიფეთა,.. დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი
დაწყნარება ქვეყანისა‖. ხოლო ,,შემდგომად დიდისა ვახტანგ გორგასლისა, არავინ გამოჩენილა სხუა
მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა‖.
ბაგრატ III-მ თავის მემკვიდრეებს დაუტოვა გაერთიანებული საქართველო, რომლის
შემადგენლობაში არ შედიოდა მხოლოდ თბილისის საამირო და ქვემო ქართლი.

110
$8 მეფე გიორგი I (1014_1027 წწ.)

ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი 12 ან 16 წლის ვაჟი გიორგი I. მეფის
მცირეწლოვნობით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და ეს მხარე კვლავ ჩამოაშორეს ერთიან
საქართველოს. ამ დროს კახეთის მეფე კვირიკემ (1010-37 წწ) შეძლო ჰერეთის შემოერთებაც და ქართველი
მემატიანე მას უწოდებს `დიდი კვირიკე რანთა და კახთა მეფე~-ს. გიორგი I-ს შეეძლო დაეწყო ბრძოლა
კახეთ-ჰერეთის კვლავ შემოსაერთებლად, მან თბილისის ამირას დასამორჩილებლად, მაგრამ მეფეს
საქართველოს ერთიანობისათვის ყველაზე საშიშად ბიზანტია მიაჩნდა.
XI-საუკუნის დასაწყისში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გეოპოლიტიკური
მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. არაბთა სახალიფო დაიშალა პატარ-პატარა მაჰმადიანური
საამიროებად და იგი უკვე ვეღარ უწევდა ბიზანტიას სერიოზულ კონკურენციას. სწორედ ამიტომაც
ბასილ II შეცვალა თავისი დამოკიდებულება ამიერკავკასიის ქვეყნების და მათ შორის საქართველოსთან
მიმართებაში. თუკი იგი არაბთა მძლავრობის პერიოდში დაინტერესებული იყო ქართული სახელმწიფოს
გაძალირებით ეხლა საქმე სულ სხვაგვარად იყო. არაბების დასუსტების შემდეგ, როდესაც რეალურად
დადგა საქართველოს გაერთიანების საკითხი და ბიზანტიას იმდენად აღარ ჭირდებოდა ქართველთა
სამხედრო რესურსები, სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე დიდი წინააღმდეგი მისი გაერთიანებისა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბიზანტიის იმპერიას ქრისტიანობა და ერთმორწმუნეობა, საუბედუროდ,
მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდერსაც ეს მას სჭიდრდებოდა...
ეს იყო ბიზანტიის იმპერიის რეალური პოლიტიკური პლათფორმა, საიდან ის ამოდიოდა, მაგრამ
ოფიციალურ საერთაშორისო დიპლომატიაში იგი საქართველოსთან მიმართებაში აფიქსირებდა,
კეთილგანწყობილი სახელმწიფოს პოზიციას, რომელიც, თითქოს დაინტერესებული ერთიანი
საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით საერთაშორისო არენაზე. ბიზანტია ორმაგი სტანდარტის
პოლიტიკას ახორციელებდა, _ ოფიციალურად საქართველოს კეთილმოსურნე სახელმწიფოს როლს
ირგებდა და რეალურად შიგნიდან ამღვრევდა მის პოლიტიკურ სიტუაციას. იგი აქეზებდა, ცენტრალური
ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციურად განწყობილ დიდებულებს. ბიზანტია ყველა ღონეს მიმართავდა,
რათა არ მომხდარიყო ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის ინტერესთა თანხვედრა და
ანტიბიზანტიური კოალიციის ჩამოყალიბება.
ბასილ II ცდილობდა იმიერ ტაო ტერიტორიების შენარჩუნებას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა იმპერიისათვის, რადგან ამით ჯერ ერთი ფაქტობრივად საქართველოს მოეშალა სამხრეთ-
დასავლეთ ზღუდე და მეორეს მხრივ იმიერ ტაო წარმოადგენდა იმ საიმედი საყრდენს საიდანაც
შესაძლებელი იყო გაკონტროლებულიყო მთელი კავკასიის გეოპოლიტიკური ველი.
X საუკუნეში ბიზანტიის იმპერია დიდ სიძნელეებს წააწყდა ბალკანეთის ნახევარ-კუნძულზე,
სადაც მას ბულგარეთის ძლიერი სამეფო დაუპირისპირდა. ბასილი II-ს (976-1025 წწ.) 30 წლიანი ომი
დასჭირდა ბულგარელების დასამარცხებლად. იმპერატორი საშინელ სისასტიკეს იჩენდა ბულგარელების
მიმართ. მისი ბრძანებით ტყვედ ჩავარდნილ 15 ათას ბულგარელს დასთხარეს თვალები, მხოლოდ ყოველ
მესამეს დაუტოვეს ცალი თვალი და ასე გააბრუნეს უკან. ბასილი II-ს სწორედ ამის გამო ეწოდა
ბულგართმმუსვრელი.
ასეთ ძლიერ და სასტიკ მოწინააღმდეგეს შეებრძოლა გიორგი I. გიორგიმ ისარგებლა იმით, რომ
ბასილი ბულგარელებს ებრძოდა და დაიკავა იმიერ ტაო_დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელო.
ბულგარელებზე გამარჯვების შემდეგ ბასილი საქართველოსკენ გამოემართა. გიორგი I შეეცადა
კოალიცია შეექმნა ბასილი II-ის წინააღმდეგ. საქართველოს მეფე დაუკავშირდა ეგვიპტის სულთანს ალ-
ჰაქიმს, მაგრამ ალ-ჰაქიმი მოკლეს. მის მკვლელობაში ბიზანტიელთა ხელიც ერია.
ბასილი II-მ გადაწყვიტა მოულოდნელად დასხმოდა თავს გიორგი I და გაენადგურებინა
ქართველტა ქვეყანა. მან ხმა გაავრცელა, რომ თითქოს ასურეთში მიდიოდა სალაშქროდ სამზადისის,
ამისათვის სურსათიც კი გააგზავნა ანტიოქიაში, მაგრამ მოულოდნელად თავისი უზარმაზარი ლაშქრით
საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I-მა მაინც მოასწრო ჯარების შეკრება და მოწინააღმდეგეები ბასიანის
ველზე შეხვდნენ ერთმანეთს. მემატიანეს სიტყვით `ხოლო მეშვიდე წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა

111
ბასილი მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხო თესლთა ურიცხვთა, ხოლო
გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღმდგომად მისსა.~ გიორგი I-ის გამეფებიდან მეშვიდე წელი
გამოდის 1021.
მოწინაამდეგენი კარგა ხანს ვერ ბედავდნენ ერთმანეთში ომის დაწყებას. ქართველმა ჯარმა
დაიწყო უბრძოლველად უკან დახევა, ისინი ოლთისისაკენ გაეშურნენ. ქართველებმა რამოდენიმეჯერ
მოახერხეს ბიზანტიელების დამარცხება. გადამწყვეტი ბრძოლა 1021 წელს მოხდა სოფელ შირიმნთან.
გიორგის კახეთ-ჰერეთის ლაშქარიც ეხმარებოდა, მაგრამ ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯვებით
დასრულდა. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა ოლთისიდან უკან დახეული ქართველთა ჯარის
უკანა კერძი და ბიზანტიელთა ავანგარდი ერთმანეთს შეეჯახა კოდაში. ამ ბრძოლაში ქართველები
დამარცხდნენ. მატიანეს თქმით ,,... გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა
საბერძნეთისათა და უცხო-თესლითა ურიცხჳთა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინა-
აღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთა-ვე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ-დღე, და არი მიმართეს
ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა
კოლას, და გამოუდგა კუალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეკრბეს უკანა-მავალნი
გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი, და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქჳან შირიმნი. და
მოისრნეს ორ-კერძო-ვე მრავლად, მოკლნეს ერის-თავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი და
ხურსი.’’
ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა მეფე გიორგიც. მეფის სიმამაცე მემატიანეს საგანგებოდ აქვს
აღნიშნული. ,,მატიანე ქართლისაი‖ გვაუწყებს, რომ გიორგი ,,ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ,
ვითარცა უხორცო―. ბასილმა ააოხრა თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან გაბრუნებული ტრაპიზონში
დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. G
მეფე გიორგიმ ელჩები გაუგზავნა ბასილ II და ზავის წინ თავისი პირობები გააცნო. ამან ბასილი
იმდენად განარისხა, რომ უბრძანა შუბზე ჩამოეცვათ ეს პირობები და ეჩვენებინათ ხალხისათვის, როდის
იყო დამარცხებული უყენებდეს პირობებს გამარჯვებულსო.
გიორგი I დროის მოგებას ცდილობდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ამასობაში ბიზანტიაში
აჯანყება დაიწყო ქსიფესა და ფოკას მეთაურობით. აჯნყებულებს ურთიერთობა ჰქონიათ გიორგი I-თან.
Bბასილმა დაამარცხა მეამბოხეები და ფოკას მოკვეთილი თავი გიორგის გამოუგზავნა. Gგიორგი I
იძულებული გახდა 1023 წელს ზავი დაედო ბიზანტიელებთან. ზავის თანახმად იმიერ ტაო კვლავ
ბიზანტიელებს რჩებოდათ. მათ გადაეცათ აგრეთვე კიდევ 14 ახალი ციხე. ამასთან ერთად,
კონსტანტინოპოლში სამი წლით მძევლად გააგზავნეს უფლისწული ბაგრატ გიორგის ძე. ,,და მისცა
გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელ პირველ გაეცნეს
აზნაურთა დაუცალნა და მისცნა; სხუანი-ცა ციხენი პირველ მიცემულნი და უკანის თოთხმეტნი; და
ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო
რომელნი-მე ამა ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და
წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლის-წული მძევლად ძე გიორგი მეფისა ჩუენისა.
აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: "წელსა მესამესა გამოგიგზავნო; ძე შენი". და იყო. სამ წელ ქალაქსა
სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა..~
ბაგრატი საქართველოში დაბრუნდა 1025 წელს. იმ წელსვე გარდაიცვალა ბასილ II-ც. ბიზანტიის
იმპერატორი გახდა კონსტანტინე VIII-ს (1025-28 წწ.), რომელსაც ბაგრატის უკან დაბრუნება სურდა. მას
ბაგრატის უკან დაბრუნებაც უბრძანებია, მაგრამ იგი უკვე სამშობლოში იყო გადმოსული და ეს მან ვერ
მოახერხა.
გიორგი I ჰყავდა ორი მეუღლე. პირველად მან იქირწიონა სომეხ მარიამზე. ხოლო, ისტორიკოს
სკილიცეს გადმოცემით, დაახლოებით 1026 წელს, გიორგი დაქორწინებულა მეორედ და მას ცოლად
შეურთავს ოვსთა მეფის ასული ალდე. ამ ქორწინების ირგვლივ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი
მოსაზრებაა გამოთქმული. ჩვენ ყველაზე მართებულად მიგვაჩნია პროფესორ ზურაბ პაპასკირის
ვარაუდი. იგი ამ ქორწინებას საგარეო პოლიტიკური კუთხით განიხილავს. მისი აზრით მეფე გიორგი I-ი
ანტიბიზანტიური კოალიციის ჩამოყალიბებას ცდილობდა და არაა გამორიცხული ასეთი კავშირები

112
მოეძებნა ოვსთა მეფესთანაც, რომელზე დაყრდნობითაც იგი მთელი ჩრდილო კავკასიური ძლების
გამოყვანასაც შეძლებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს, დინასტიურ ქორწინებასთან
1027 წლის 16 აგვისტოს თრიალეთში გარდაიცვალა გიორგი I. მას დარჩა ოთხი შვილი _ ბაგრატი
და დემეტრე, ორი ქალიშვილი _ გურანდუხტი და კატაი. მეხუთე ქალიშვილი მართა კი მას ადრე
გარდაეცვალა. მემატიანეს თქმით ,,გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ
სიყრმისასა, რომელ არა-ვინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა
და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა, ქრონიკონსა
ორას ორმოცდაშჳდსა, თუესა აგჳსტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა
ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკჳდრთა მამულისა და
სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისათჳს.
წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.’’ მეფე ქუთაისში დაკრძალეს.

$9 მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.)

გიორგის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი მცირეწლოვანი 7 წლის ძე ბაგრატ IV. ბაგრატს
ურთულესი მემკვიდრეობა ხვდა წილად. ქვეყანას ჰქონდა, როგორც საშინაო ისე საგარეო პრობლემებიც.
საშინაო პრობლემებიდან აღსანიშნავია კახეთ-ჰერეთისა, იმიერ ტაოს და თბილისის შემოერთების
საკითხი. ამას ემატებოდა ოპიზიციურად განწყობილი ურჩი ფეოდალები, რომლებიც წინააღმდეგი
იყვნენ ცენტრალური ხელისუფლებიოს გაძლიერებისა. საგარაე პრობლემებიდან კვლავ აქტირი იყო
საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის დარეგულირების საკითხი.
1028 წელს საქართველოში ბიზანტიელთა ჯარი შემოიჭრა. ბიზანტიელებმა იგივე ტერიტორიები
დაარბიეს, რაც თავის დროზე ბასილი II-მ. ამის შემდეგ მეფე კლდეკარის ციხეს შემოადგა. კლდეკარის
მიუდგომელი ციხე იყო და ერისთავმა ლიპარიტ IV ბაღვაშმა შეძლო ბიზანტიელთა დამარცხება. ამ
შემოსევის დროს აზნაურთაA ნაწილი მტერს მიემხრო, კერძოდ არჯევან ოლოლოისძე და ჩანჩახი
ფალელი, რომლებმაც თავიანთი ციხეებიც კი დაუთმეს ბიზანტიელებს. თუმცა, საქართველოს გმირი
დამცველებიც ჰყავდა, თუნდაც საბა მტბევარი, რომლებმაც ბიზანტიელებს ბრძოლა გაუმართეს და
შავშეთში შესვლის საშვალება არ მისცეს. ,,...საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო
სხუა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთ-გულობა
ბაგრატ აფხაზთა მეფისათჳს. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა.’’
ამ შემოსევიდან რამოდენიმე წლის შემდეგ კონსტანტინოპოლში ელჩობა ჩავიდა მარიამ
დედოფლის მეთაურობით და 1031 წელს მოხერხდა ბიზანტიასთან ზავის დადება. მემატიანეს თქმით
,,შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა,
საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს
თჳსისა, ვითარცა არს ჩუეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათჳს მის ცოლისა. ამის ჟამში
იყო წმიდა გიორგი მთა-წმიდელი მთარგმნელი, თან ახლდა დედოფალს მარიამს, ქრისტეს აქათ ჩ~ჲჱ. და
ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით:
მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი
კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი. მო-რა-იწია მარიამ დედოფალი
მამულსა ძისა თჳსისასა, ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისა. აღასრულეს ქორწილი,
უკურთხეს გჳრგჳნი ბანას. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს
შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, დაჲ
დორღოლელისა‖.
1032 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ თბილისიდან ამირა
გამოიტყუეს და შეიპყრეს. შეპყრობილი ამირა ჯაფარი მეფეს მიგვარეს და თბილისის დაკავება

113
შესთავაზეს. Lლიპარიტ ბაღვაში ერთ-ერთი უდიდესი ფეოდალი იყო. მისი სამფლობელოები უშუალოდ
ესაზღვრებოდა საამიროს. თბილისის დაკავების შემდეგ ლიპარიტი ახალი ტერიტორიების დაკავებას
გეგმავდა. Lლიპარიტის მოწინააღმდეგეებმა, სავარაუდოდ, მცირეწლოვან ბაგრატს ამირას გაშვება ურჩიეს
და მეფემაც ჯაფარი გაათავისუფლა. ხუთი წლის შემდეგ 1037-1040 წლებში, კვლავ ლიპარიტის
ინიციატივით, ბაგრატ IV-მ თბილისს ალყა შემოარტყა. ამირა მზად იყო გაქცეულიყო, მაგრამ,
ლიპარიტისგან მალულად, მეფეს დიდებულთა ნაწილმა ამირასთან დაზავება ურჩია. ბაგრატი ამირას
დაუზავდა. მეფის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, იმანაც იმოქმედა, რომ გავრცელდა ხმა, თითქოს ამირას
დასახმარებლად დიდი ჯარი მოდიოდა. მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ლიპარიტის მოწინააღმდგე
დიდებულთა მიერ მეფის გადაბირება იყო.
ლიპარიტ IV, როგორც ჩანს, ძლაზე ენერგიული და ჭკვიანი მოღვაწე იყო. ბაგრატ IV-ის მეფობის
დასაწყისში იგი მეფის ერთგულია. თბილისის შემოერთების ორი უშედეგო ცდის შემდეგ მკვეთრად
გაფუჭდა ურთიერთობა მეფესა და ლიპარიტს შორის. კლდეკარის ერისთავი მალე აშკარად აუჯანყდა
მეფეს.
1045 წელს გარდაიცვალა თბილისის ამირა ჯაფარი. თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს შესთავაზეს
ქალაქის ჩაბარება. ამ დროისათვის ბაგრატი აფხაზეთში იყო გადასული და იქ ბიზანტიის ხელში მყოფი
ანაკოფიის ციხის აღებას ცდილობდა. იმის გამო, რომ თბილისის შემოერთების საკითხი უფრო
მნიშვნელოვანი იყო ბაგრატმა ანაკოფიის ციხესთან დატოვა თავისი ჯარი ნაწილი აფხაზეთის ერისთავს
ოთაღო შერვაშიძის მეთაურობით და თვითონ თბილისისაკენ გაეშურა.
მემატიანე თქმით, ბაგრატს დიღმის ველზე შეეგებნენ თბილელი ბერები, დარბაზის ყრმანი,
ქალაქის მოსახახლეობა და საზეიმოდ მიართვეს მას თბილისის კლიტენი. მაგრამ ქალაქის, საქართველოს
მეფისათვის გადაცემის წინააღმდეგნი იყვნენ, თბილისის მუსულმანური არისტოკრატია, რომლებიც
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ისნის ციხეს აფარებდნენ თავს. მათი წინააღმდეგობის დაძლევა
ბაგრატისათვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა და თბილისის საკითხი შეიძლებოდა სასიკეთოდ
გადაწყვეტილიყო, მაგრამ მეფეს დაუპირისპირდა ლიპარიტ ბაღვაში. ეს დაპირისპირება საბედისწერო
აღმოჩნდა და თბილისი ისევ ერთიანი საქართველოს მიღმა დარჩა.
1048 წელს თბილელმა ბერებმა (უხუცესებმა) ისევ გადასცეს ბაგრატს ქალაქი. ამ დროისათვის
ლიპარიტი სელჩუკებს ჰყადათ დატყვევებული, მაგრამ 3 წლის შემდეგ, 1051 წელს, ლიპარიტმა თავი
დააღწია სელჩუკთა ტყვეობას და მეფემ ისევ დაკარგა თბილისი.
თბილისის საკითხი კიდევ უფრო მეტად გაართულა კავკასიაში თურქ-სალჩუკთა გამოჩენამაც.
ვითარება შემდეგ ნაირად განვითარდა, 1062 წელს თბილელმა ბერებმა ქალაქი შესთავაზეს შედადიდ
აბულ ასვარს, მაგრამ მან ბაგრატ მეფის შიშით უარი განაცხადა ქალაქის დაკავებაზე. ამის შემდეგ ბერებმა
ქალაქი კახთა მეფე აღსართანს გადასცეს. ბაგრატ IV-მ აღსართანისგან გამოისყიდა თბილისი და თავისი
წარმომადგენელი შიხნა გამოაგზავნა აქ, ქალაქში კი მეციხოვნენი ჩააყენა. ამრიგად, თბილისში ორი
ხელისუფლება არსებობდა _ ქალაქის საშინაო მმართველობის სადავეები ბერების ხელში იყო, ხოლო
ბაგრატი წარმოადგენდა უზენაეს მართველს ნომინალური უფლებებით. თბილისის შემოერთების
საკითხი ისევ ჩაიშალა. ამჯერად ეს სელჩუკების სახელს უკავშირდება, რომლებმაც 60-იანი წლების
ბოლოს დაიკავეს ქალაქი.
მაფე ბაგრატ IV ცდილობდა შემიეერთებინა კახეთ-ჰერეთი. ამ დროს კახეთის მეფე იყო კვირიკე
(1010-37 წწ.), რომელმაც XI საუკუნის I მეოთხედში შემოიერთა ჰერეთიც. ბაგრატ IV-მ XI საუკუნის 40-იან
წლებში აიღო კვირიკეს სამეფო სასახლე ბოდოჯი და გადაწვა იგი, იგივე. კახეთ-ჰერეთის შემოერთება
ამჯერად ჩაიშალა ლიპარიტ ბაღვაშის გამო და მეფე იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო.
Bაგრატი ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. XI საუკუნისის 60-
იანი წლების დასაწყისისათვის მან თითქმის მთელი კახეთ-ჰერეთი აიღო, მაგრამ თურქ-სელჩუკთა
გამოჩენამ ეს საქმე კიდევ ერთხელ ჩაშალა.
ლიპარიტს ზურგს უმაგრებდა ბიზანტია, რომელიც ამ გზით ცდილობდა საქართველოს საქმეებში
ჩარევას. ერთი პერიოდი ბიზანტია შეეცადა ბაგრატ IV-ის დაეპირისპირებინა მისი ნახევარძმა დემეტრე.
ეს უკანასკნელი გიორგი I-ის ვაჟი იყო ოსთა მეფის ასულისაგან. 1054 წელს (ზოგის მოსაზრებით 1051

114
წელს) ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში წავიდა რათა ბიზანტიის იმპერატორის შუამდგომლობით
მოეხერხებინა ლიპარიტის შემორიგება. ქართველთა მეფე 3 წლის განმავლობაში საპატიო ტყვეობაში
ჰყავდა იმპერატორს. ამ პერიოდში კი საქართველოს ფაქტიურად ლიპარიტი მართავდა. ბაგრატ IV,
როგორც ჩანს ძალიან ფრთხილობდა და მან ბიზანტიაში წასვლის წინ მისი ძე გიორგი II მეფეს აკურთრხა.
ლიპარიტი ისე გაკადნიერდა, რომ ერთხელ ნაკურთხი გიორგი II რუისის ტაძარში მეორედ აკურთხებინა
მეფედ. ამითმან ხაზი გაუსვა თავის უზენაესობას და მეორეს მხრივ ფაქტობრივად მცირეწლოვანი მეფის
რეგენტად, ანუ აღმზრდელად გამოცხადა თავი. Lიპარიტი ცდილობდა ლეგიტიმაცია მოეხდინა თავისი
ძალა-უფლებისა ქავეყანაში.
იმპერატორმა ,,შეარიგა‖ ბაგრატი და ერისთავი. Lლიპარიტი ცნობდა ბაგრატ IV-ეს თავის მეფედ
და პატრონად, მაგრამ ამავე დროს იგი ხდებოდა მთელი სამხრეთ საქართველოს (მესხეთის) მთავარი
ბერძნული ტიტულატურით `არხონტი~.
ლიპარიტ ბაღვაშის ასეთი გაძლიერება არ მოეწონათ სხვა დიდაზნაურებს. 1058 წელს მესხმა
აზნაურმა სულა კალმახელმა შეიპყრო ბაგრატ IV მის ვაჟთან ივანესთან ერთად და მეფეს მიგვარა.
Lლიპარიტი ბერად აღკვეცეს და ბიზანტიაში გაგზავნეს. შემდგომში იგი ათონის ივერთა მონასტერში
მოღვაწეობდა. ლიპარიტის ერთი შვილი ნიანია სომხეთში გარდაიცვლა, ხოლო ივანეს ბაგრატ IV-მ
დაუტოვა არგვეთის და გადასცა ქართლის მამულებიც.
XI საუკუნის 40-იან წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მახლობელ აღმოსავლეთში.
გამოჩნდნენ ახალი დამპყრობლები_თურქ-სელჩუკები. თურქები ცხოვრობდნენ კასპიის ზღვის
აღმოსავეთით, მდინარეების სირ-დარიასა და ამუ-დარიას აუზებში. მათი ძირითადი საქმიანობა იყო
მესაქონლეობა. იმის გამო, რომ საქონლისთვის საჭირო იყო საძოვრები, ისინი ხშირად მომთაბარეობდნენ.
ეს დაქსაქსული თურქული ტომები გააერთიანა სელჩუკმა, რომელიც ერთ-ერთ თურქულ ტომთა
კავშირის მეთაური გახლდათ. გაბატონებული გვარის მიხედვით, ამ გაერთიანებაში შემავალ ტომებს
თურქ-სელჩუკებს უწოდებენ. X საუკუნის ბოლოს სელჩუკებმა მიიღეს ისლამი. XI საკუნის დასაწყისში
სელჩუკები შუა აზიიდან დაიძრნენ, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერდნენ თოღრულ-ბეგის (1037-
1063 წწ.) დროს. მან 1038 წელს დაიკავა აღმოსავლეთ ირანის ქალაქი ნიშაპური, ხოლო 1040 წელს
ღაზლევიანთა დამარცხების შემდეგ, გახდა აღმოსავლეთ ირანის-ხორასნის პროვინციის ბრძანებელი.
1055 წელს მათ არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი აიღეს და ხალიფამ სელჩუკის ერთ-ერთი
შთამომავალი თოღრულ-ბეგი სულთნად აღიარა. სწორედ თოღრულ-ბეგი ითვლება `დიდ სელჩუკთა‖
სახელმწიფოს დამაარსებლად. განსაკუთრებით გაძლიერდნენ სელჩუკები ალფ-არსლანისა (1063-1072 წწ.)
და მალიქ-შაჰის (1072-1092 წწ.) დროს. სელჩუკების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ისპაანი.
თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ლაშქარი ძირითადად შედგებოდა მსუბუქად აღჭურვილი
ცხენოსანი მეომრებისაგან, რომელთა მთავარი იარაღიც გახლდათ მშვილდ-ისარი და ხმალი.
მოგვიანებით დაპყრობითი ომების წარმოების შემდეგ სალჩუკებმა მეტი სამხედრო გამოცდილება მიიღეს
და ქვეითი და მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი ჯარიც ჩამოაყალიბეს. მიუხედავად ამისა, მსუბუქად
აღჭურვილი თურქი მხედრები ტრადიციულად კვლავ წარმოადგენდნენ თურქ-სელჩუკთა სამხედრო
ძალების ავანგარდს. ამ მეწინავე რაზმების მეომრებს თურქულად აქინჯიები ეწოდებოდათ, რაც
თავდამსხმელს ნიშნავს.
1064 წელს სელჩუკები საქართველოში შემოიჭრენ. მათ თავად სულთანი ალფ-არსლანი
სარდლობდა. მან ჯერ თავისი ვაჟი მალიქ-შაჰი და დიდი ვაზირი ნიზამ ალ-მულქი გაგზავნა სამხრეთ
საქართველოს დასალაშქრად, ხოლო შემდეგ მთელი თავისი ლაშქრით თვითონაც საქართველოსკენ
დაიძრა. სამდღიანი ალყის შემდეგ მათ აიღეს ახალქალაქი. მემატიანე თქმით ,,შევიდეს ქალაქად თურქნი
და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი
ახალქალაქისა სისხლითა‖. გიორგი ხუცესმონაზონის თქმიოთ,,არათუ ახალქალაქისა მკვიდრნი
მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეფოსა ჩუენისანი ძჳრ-
ძჳრად მოისრნეს და წარწყმდეს, რომლისა მიერ ღვთის მსახური მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებათა
შთავარდა‖. მიღწეული წარმატების მიუხედავად, სულთანი საქართველოდან სომხეთში გაბრუნდა.

115
ალფ-არსლანმა მოციქული გაუგზავნა ბაგრატს და მისი დისწული სთხოვა ცოლად.
პარალელურად მან აიღო ანისი, ჩამოართვა იგი ბიზანტიელებს და თავის მოხელეს მანუჩარ აბულ-
ასვარის ძეს გადასცა.
ბაგრატ IV-ის დისწული ამავე დროს ტაშირ-ძორაკეტის მეფის კვირიკეს ძმისწულიც იყო და
ბაგრატმა მას თხოვა ამ საკითხზე თანხმობა, მაგრამ კვირიკემ უარი განაცხადა. ბაგრატმა ეს მიზეზად
გამოიყენა და კვირიკე და მისი ძმა სუმბატი შეიპყრო. 1066 წელს მეფე ბაგრატმა თვისი დისწული ალფ-
არსლანს შერთო ცოლად. ბაგრატმა თავისი ასული მართა კი ბიზანტიას გაათხოვა. ამით ბაგრატი
ცდილობდა ორივე მხრივ განემტკიცებინა პოზიციები.
ანისის გამგებელი აბულ-ასვარი საქართველოს შემოესია, საპასუხოდ მეფე ბაგრატ IV-მ 1067/8
წელს არანში ილაშქრა და ბარდავი დაარბია. საპასუხოდ ალფ-არსლანმა 1068 წელს საქართველოს
შემოესია. ამ დროს ბაგრატ IV კახეთში იმყოფებოდა მის შემოსაერთებლად. როდესაც სულთანი ჰერეთში
შემოვიდა ბაგრატი იძულებული გახდა კახეთიდან ქართლში დაბრუნებულიყო.
ბაგრატის მოწინააღმდეგენი _ კახეთის მეფე აღსართანი რომელმაც ისლამიც მიიღო და ხარკიც კი
აღუთქვა; ტაშირ-ძორაკეტის მეფე კვირიკე და თბილისის ამირა ჯაფარი ალფ-არსლანის მხარეს
გადავიდნენ. მათი კოალიციური ჯარები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. დაარბიეს ზემო
იმერეთი და სვერის ციხე ალყაში მოაქციეს, სადაც გამაგრებულნი იყო ქართველთA მთავარი ძალები.
თურქებმა სვერის ციხის აღება მაინც მოახერხეს. მემატინეს თქმით ალფ-არსლანმა ამჯერად ,,დაყო ექუსი
კჳრა‖. ამ ლაშქრობამ დიდი ნგრევა მოუტანა საქართველოს. დაინგრა მრავალი სოფელი და ქალაქი.
ამასობაში დაზამრთა კიდეც. მეფე ბაგრატმა ივანე ლიპარიტის ძე მიუგზავნა ალფ-არსლანს და ზავის
გაფორმება შესთავაზა. სულთანმა ხარკი მოითხოვა, რაზეც ქართველთა მეფემ უარი განაცხადა.
წასვლის წინ ალფ-არსლანმა თბილისი და რუსთავი განძის პატრონს ფადლონს გადასცა. 1069
წლის გაზაფხულზე ბაგრატ IV-მ დაამარცხა ქართლში შემოჭრილი ფადლონი და იგი დაატყვევა.
ბაგრატმა აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა იგი თბილისის ამირათა შთამომავალს სითილარაბს.
ალფ-არსლანის მოთხოვნით ბაგრატმა ფადლონი ტყვეობიდან გაათავისუფლა, სამაგიეროდ კი გაგის
ციხე ჩამოართვა მას. ფადლონი ამის შემდეგაც არ ისვენებდა და მეფე ბაგრატმა მისი საგანგებოდ დასჯა
გადაწყვიტა. ამისათვის მან კოალიციუი ჯარი ჩამოაყალიბა. მას დიდი ლაშქრით დაეხმარა მისი
ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი. უფლისწულ გიორგის მეთაურობით. მეფე ბაგრატმა ,,მოაოჴრა
განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ‖.
XI საუკუნეში ომებით გამოფიტულ იმპერიას სათავეში ჩაუდგა კომნენოსთა დინასტია,
რომლებმაც ერთი საუკუნის გამნავლობაში კვლავ შეძლეს იმპერიის ძლიერების აღდგენა.
XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის იმპერია მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოთა რიცხვს
ეკუთვნოდა, მაგრამ მის სიძლიერეს ძირს უთხრიდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები. ამას
ემატებოდა საგარეო პოლიტიკაშიც ზოგიერთი გაუთვლელი ნაბიჯებიც, განსაკუთრებით ამიერკავკასიის
მიმართულებით. მან რეალურად ვერ გათვალა სელჩუკთა სახით არსებული საფრთხის საშიშროება და
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსა და სომხეთის სახით ჰყოლოდა სტრატეგიული მოკავშირე, პირიქით
მოიქცა. მთელი XI საუკუნის პირველი ნახევარი მათთან ომებში გაატარა. ერთ-ერთი მიზეზი რამაც
განაპირობა ბიზანტიელების სასტიკი მარცხი სელჩუკებთან ომში ესეც იყო.
სელჩუკებს დაპირისპირება მოუხდათ ბიზანტიელებთანაც. იმ დროს ბიზანტიის იმპერატორი
რომან დიოგენისი იყო. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1071 წელს. ბიზანტიის იმპერატორი 40-
50 ათასიანი ჯარით დაიძრა ბიზანტიის აღმოსავლეთი საზღვრებისაკენ, რომელსაც 50 000 მეომრით
უახლოვდებოდა სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი. გადამწყვეტი ბრძოლის წინ, ქალაქ მანასკერტთან,
იმპერატორს უღალატა ზოგმა სარდალმა. ისინი თავისი რაზმებით უკუიქცნენ და ომს განერიდნენ. რომან
დიოგენისი დარჩენილი 30-35 ათასი მეომრით შეება სელჩუკებს, მაგრამ მტრის ალყაში მოექცა,
დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. 1174 წლის საზავო მოლაპარაკებით ბიზანტიამ თურქ-სელჩუკებს
დაუთმო აღმოსავლეთ პროვინციების დიდი ნაწილი. ამის შემდეგ სულ რამდენიმე წელიდაში თურქებმა
დაიპყრეს მცირე აზია, სადაც ასობით ათასი მომთაბარე დასახლდა. საქართველო მარტოდმარტო დარჩა
სელჩუკთა ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

116
1072 წელს ბაგრატ IV გარდაიცვალა. მეფე ჭყონდიდში დაკრძალეს.

$10 მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.)

Bბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფე გახდა მისი შვილი გიორგი II.
გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ 1073 წელს გიორგი II-ს აუჯანყდნენ დიდებულები. ივანე
ბაღვაშმა კახელების დახმარებით ქსნის პირი დაიკავა, ვარდან სვანთა ერისთავმა კი ეგრისი დაარბია,
ხოლო ნიანია ქუაბულისძე ისე გაკადნიერდა, რომ სამეფო ქალაქ ქუთაისის საჭურჭლე გაძარცვა.
Mემატიანეს თქმიტ ,,თავადთა ამის სამეფოსა ნიანია ქუაბულის-ძემან, და ივანე ლიპარიტის ძემან, და
ვარდან სუანთა ერისთავმან, რეცა თუ იკლეს რამე სიყრმით გიორგი მეფისთა და აუშალეს ქუეყანა: ივანე
მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს
შიგა; და ვარდან გაადგინნა სუანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგრო‖.
მეფემ ამბოხებულების შემორიგება მათი დასაჩუქრებით მოახერხა და თითოეულს ახალი
სამფლობელო უწყალობა. ,,მეფემან სძლოს სიკეთითა, სიბრძნითა, და ძჳრ უჴსენებელ იქმნა‖. მეფე
გიორგიმ ივანე ბაღვაშს უბოძა სამშვილდე, მის ძეს ლიპარიტს გადასცა ლოწობნის ციხე, ნიანია
ქუაბულისძე კი თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს ერგო ასკალანა და სხვ.
ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად ფეოდალებმა ამით შეამოწმეს
მეფე გიორგი, თუ რამდენად მტკიცე იყო ცენტრალური ხელისუფლება. მეფეს მეტი სიმტკიცე უნდა
გამოეჩინა და აღეკვეთა ეს ქმედება. რათა ყველას სცოდნოდა, რომ ცენრალური ხელისუფლებისა და
ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ღალატი დაუსჯელი არ დარჩებოდა. თუმც იდტორიკოსთა ნაწილი ამ
საკითხთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებულად ფიქრობს. მათი აზრით ,,გიორგის ასეთი
დამოკიდებულება აჯანყებისადმი გამოწვეული უნდა იყოს იმ მძიმე საფრთხით, რომელიც ქვეყანას
ემუქრებოდა. გარს მომდგარი მტრის წინააღმდეგ მას, ჩანს, ქვეყნის შიგნით მშვიდობის დამყარება
სურდა, მაგრამ არ გაუმართლდა‖. ჩვენი აზრით ხელისუფალს რათქმა უნდა მოეთხოვება სიფრთხილე,
მაგრამ ამ მომენტში მეფეს უფრო მკაცრი სანქციები უნდა განეხორციელებინა, ვინემ აჯანყებულთა
დასაჩუქრება იყო. მეფის მიერ დასაჩუქრებულმა ივანე ლიპარიტის ძემ გაგის ციხე განძის ამირა
ფადლონს მიჰყიდა და საქართველოში მალიქ-შაჰის ლაშქრობის დროს მის მხარეს გადავიდა ,,მიაგება
ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა, და დაყო მის თანა მცირედი ხანი‖. მალიქ-შაჰმა
მოარბია ქართლი და აიღო განძა, რომელიც მის ერთგულ სარანგს ჩააბარა. სულთანმა სარანგს 48 000
ჯარი დაუტოვა დ ქართლის დალაშქვრა უბრძანა. 1074/75 წელს მეფე გიორგიმ ფარცხისთან გამართულ
ბრძოლაში სარანგი დაამარცხა.
ამის შემდეგ მემატიანეს თქმით მეფე გიორგიმ ,,წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა
აფხაზეთისა და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა და არტანისა‖. ამ საკითხთან დაკავშირებით
ქართულ ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიკოსთა ნაწილი
იზიარებს მემატიენეს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველომ ბიზანტიელები
დაამარცხა და ბრძოლით დაიბრუნა ისტორიული სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს
მიწები. თუმც ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით XI საუკუნის 70-იან წლებში საქართველოსა და
ბიზანტიას შორის არანაირი ბრძოლა არ მომხდარა. იმის გამო, რომ თურქ-სელჩუკები გაძლიერდნენ და
ბიზანტიას მათთან ბრძოლაში საიმედო პარტნიორი სჭირდებოდა ამიერკავკასიაში ბიზანტიამ
უბრძოლველად დაუბრუნა საქართველოს უკან ადრე მის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიები.
1076 წელს ქართველებმა აიღეს ქალაქი კარი. ეს ქალაქი მეფეს საქართველოში ჩამოსულმა
ცნობილმა ბიზანტიელმა სარდალმა გრიგოლ ბაკურიანისძემ გადასცა. გრიგოლ ბაკურიანსიძე იმ
ქართველთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბიზანტიაში მოღვაწეობდნენ. გრიგოლმა დიდ
წარმატებას მიაღწია ბიზანტიის სამხედრო სამსახურში. იგი იყო დასავლეთის დიდი დომესტიკოსი

117
(სარდალი) და ატარებდა სევასტოსის ტიტულს. გრიგოლ ბაკურიანისძემ დიდად შეუწყო ხელი ალექსი
კომნენოსს საიმპერატორო ტახტზე ასვლაში. იგი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლის დროს.
დიდი გავლენით სარგებლობდა იმპერიაში გიორგი II-ის და დედოფალი მარიამი. მარიამი ჯერ
იმპერატორ მიხეილ VII-ის, შემდეგ კი იმპერატორ ნიკიფორე III-ის მეუღლე იყო. მარიამ დედოფალი
დიდ მფარველობას უწევდა ქართულ მონასტრებს. მან საკმაოდ დიდი მამულები შესწირა ათონის ივერთა
მონასტერს. მართალია გრიგოლ ბაკურიანისძემ კარი გიორგი II-ს გადასცა, მაგრამ ქალაქი ფაქტობრივად
ბიზანტიელებს აღარ ეკუთვნოდათ და ქართველებმა კარი ბრძოლით წაართვეს სელჩუკებს. კარის აღებას
სულთნის ახალი ლაშქრობა მოყვა.
მალიქ შაჰმა საქართველოში მრავალრიცხოვანი ჯარებით გამოგზავნა ამირა აჰმადი, რომელმაც
ციე-ქალაქი კარიც აიღო და ჯავახეთში მყოფი ქართველთა ლაშქარიც დაამარცხა. მათ საქართველოდან
წაიღეს ,,საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვერცხლისანი,
ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი
აიხუნეს იავარად და წარვიდესა‖. დამარცხებულმა მეფე გიორგიმ დასავლეთ საქართველოს შეაფარა
თავი. სელჩუკები ,,მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი. და დღესა ივანობისასა
ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და
ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი‖. მათ გადაწვეს
ქალაქები ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთი. მემატიანეს თქმით ,,მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს, თუ
სადღა ვინ დარჩომილი იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი
დიდი თურქობა, რამეთუ ქორონიკონი იყო სამასი‖. ამრიგად, საქართველოში 1080 წლიდან დაიწყო
,,დიდი თურქობა‖. აღმოსავლეთ საქართველოს განსაცდელი დაემუქრა. სელჩუკები მომთაბარე
მეცხოველეობას მისდევდნენ. ეს მხარე შეიძლება სელჩუკთა საძოვრებად გადაქცეულიყო. გიორგი II-ს
მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალები აღარ ყოფნიდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმმით
,,არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა, მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი
და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა‖. მისი სიტყვით, ასეთი საშინელი უბედურება
საქართველოს არასოდეს დასტეხია თავს. ეკლესიანი თურქებმა თავის ცხენთა სადგომად აქციეს,
წაიბილწა წმინდა ადგილები, დაიხოცნენ ეკლესიის მსახურნი, ―მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქნეს,
ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და
მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლის ნაკადულთა,
მრწყველნი ქუეყანისანი‖.
1083 წელს მეფე ისპაანში ეახლა მალიქ-შაჰს და ხარკის გადახდის პირობით ზავი ითხოვა. მალიქ
შაჰმა ,,ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის... და სამეფო მისი განათავისუფლა
ზედამარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა
აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თჳსად
სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა და რათა აართვან კახეთი‖.
Aმის შემდეგ მეფე გიორგიმ ,,ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად, და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და,
ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლია―. მემატიანეს თქმით ,,ხოლო მეფესა გიორგის მოეჴსენა ნადირობა
აჯამეთისა, არასდროს ზრუნავდეს სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ
ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი,
რომელი მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღემდე. ხოლო თჳთ გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა
აფხაზეთად―. ამრიად, მეფემ ვერც კახეთი ვერ აიღო და დასავლეთ საქართველოს შეაფარ ისევ თავი.
კახეთის მეფემ აღსართანმა ხელმეორედ მიიღო ისლამი და მალიქ-შაჰმა კახეთი მას უბოძა,
როგორც უფრო სანდო პარტნიორს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ხარკს იხდიდნენ, თურქ-სელჩუკები მაინც განაგრძობდნენ
ქვეყნის რბევასა და აოხრებას. ამას ზედ დაერთო დიდი მიწისძვრა. მემატიანეს თქმიმთ ,,შეძრა ქუეყანა
საფუძველითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა
დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქეს და დაზულეს,
და იქმნეს საფლავ მას შინა მკვდრთა. რომელთა თმოგჳცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე. კახაბერი ძე

118
ნიანისი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის,
რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ‖.
შექმნილ უმძიმეს ვითარებაში 1089 წელს სამეფო კარზე მიიღეს გადაწყვეტილება _
ჩამოეშორებინათ გიორგი II ქვეყნის მართვისაგან და ტახტზე აეყვანათ მისი 16 წლის ძე დავით IV.
,,ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათAმანა, დიდმან სახელითა და
უდიდესმან საქმითა‖ _ ასე აფასებს დავითის ისტორიკოსი დავით IV-ის ტახტზე ასვლას. გიორგი II-მ
ამის შემდეგ კიდევ თითქმის ოცი წელი იცოცხლა.

$11 ჯვაროსული ომები

თურქ-სელჩუკები ისე გაძლიერდნენ, რომ XI ს-ის II ნახევარში დაიკავეს პალესტინა და


იერუსალიმი. აქ მყოფი ქრისტიანები კი ძლიერ შეავიწროვეს. ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი
კომნენოსმა (1081-1118 წწ.) რომის პაპს ურბან II (1088-1099 წწ.) თურქების წინააღმდეგ დახმარება არა
ერთხელ სთხოვა. რომის პაპმაც ბიზანტიელ ელჩებს აღუთქვა დახმარება. პაპმა ურბან II-ემ 1095 წელს
საფრანგეთის ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრებაზე ქრისტიანებს აღმოსავლეთში ლაშქრობისაკენ
მოუწოდა და ევროპაში მომხდარი ყველა უბედურება მიაწერა იმას, რომ ურჯულო თურქებს წმინდა
მიწები ქონდათ დასაკუთრებული. ურბან II წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა: `აღმოსავლეთში თქვენს
ქრისტესმიერ ძმებს თავს დაატყდათ დიდი უბედურება. ურწმუნოები ავიწროებენ ქრისტიანებს,
იტაცებენ მათ მიწებს, ძარცვავენ ეკელესიებს. წმინდა მიწას თავისუფლება სწყურია და შველას ითხოვს.
ამიტომ მოგმართავთ ღვთის სახელით: ყველას, ვინც აღმოსავლეთში საომრად წავა, ცოდვები
მიეტევება. ყველა, ვინც წმინდა ბრძოლაში დაიღუპება, სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს. მიწა,
რომელზედაც თქვენ ცხოვრობთ, მწირია, ძლივს არჩენს იმას, ვინც მას ამუშავებს. ამიტომ ებრძვით
ერთმანეთს ერთმორწმუნე ძმები. იქ კი, აღმოსავლეთში, მიწიერი სამოთხეა, მიწიდან რძე და თაფლი
მოედინება. ვინც აქ ღატაკია, იქ იპოვის სიმდიდრეს, ვინც აქ არ არის ღვთის მეგობარი, იქ მისი მებრძოლი
გახდება. დაე, შეწყდეს ბრძოლა თქვენს შორის, დადექით ერთად წმინდა საფლავის გამოსახსნელად,
წაართვით იგი უწმინდურ ხალხს‖.
პაპის ამ მიმართვას საყოველთაო გამოხმაურება მოჰყვა მთელ ევროპაში. მომდევნო 1096 წლის
გაზაფხულზე საფრანგეთიდან და გერმანიიდან კონსტანტინეპოლისაკენ დაიძრა უზარმაზარი მასა
გლეხებისა, მაწანწალებისა და შარაგზის ყაჩაღებისა. მაგრამ ისინი თურქ-სელჩუკებმა გაანადგურეს. 1097
წლის გაზაფხულზე მუსლიმთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართნენ ევროპელი რაინდები. ისინი
ერთმანეთს შეხვდენ კონსტანტინეპოლთან და აქედან მცირე აზიაში გადავიდნენ. სადაც დაიწყეს ბრძოლა
მათ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ამრიგად დაიწყო ჯვაროსნული ომები.
ჯვაროსნებს, რომლებიც სირიისკენ მიმავალ გზაზე ქალქ დორილეუმთან ახლოს იყვნენ
მოულოდნელად თავს დაესხა კონიის სულთანი ქილიჩ-არსლანი. მომხდარი შეტაკება აღწერილი აქვს
საფრანგეთის, კერძოდ შარტრის ეპისკოპოსს ფულკერიუსს, რომელიც ჯვაროსანთა ომების უშუალო
მონაწილე გახდა. მისი თხრობით ჯვაროსნებს 60 000-იანი ჯარი ყავდათ, ხოლო თურქ-სელჩუკებს
150 000-იანი. ამ ბრძოლაში ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს.
1097-1099 წწ-ში ჯვაროსნებმა ზედიზედ აიღეს მუსლიმთა ყველაზე გამაგრებული ქალაქები მცირე
აზიის სანაპიროზე და იქ სამეფო-სამთავროები დააარსეს. განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ომები იყო
ქალაქ იერუსალიმთან. ჯვაროსნებმა იერუსალიმის ალყა დაიწყეს 1099 წლის 7 ივლისს. იერუსალიმის
აღება არ იყო ადვილი. მას მაღალი კედელი და განიერი თხრილი ქონდა შემოვლებული. იერუსალლიმს
იცავდა არაბთა 1000 კაციანი გარნიზონი. ქალაქის კედლებზე მდებარე ლოდსატყორცნები თივისა და
ბამბის ტომრებით იყო დაფარული. იაფას ნავსადგურში იტალიელმა ვაჭრებმა მოიტანეს ხის მორები,
რომლისგანაც სპეციალურ მოხელეებს ბორბლებიანი საალყო კოშკები დაამზადებინეს. 1099 წლის 15

119
ივლისს ჯვაროსან მეომართა ერთმა ნაწილმა მოახერხა იერუსალიმის მაღალ კედელზე აცოცება და იქ
მყოფ ბამბის ტომრებს ცეცხლი წაუკიდა. ისეთი კვამლი დადგა, რომ იერუსალიმის მცველი არაბები სულ
მხუთავ ცეცხლში გაეხვივნენ. არაბი მეციხოვნების ყურადღების მოდუნება გამოიყენეს ჯვაროსნებმა და
იერიშით გარღვიეს ქალაქის დაცვის ზოლი და ქალაქი აიღეს. ამრიგად, 1099 წლის 15 ივლისს
ჯვაროსნებმა იერუსალიმში შესვლა მოახერხეს და სამი დღის მანძილზე 70 000 მუსლიმი გაწყვიტეს.
უფლის საფლავის ეკლესიაში კი საზეიმო წირვა-ლოცვა გადაიხადეს. ამრიგად, ჯვაროსანთა პირველი
ლაშქრობა წარმატებული გამოდგა. ჯვაროსნებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი სამეფო-სამთავროები,
რომელთა შორის პირველობა იერუსალიმის სამეფოს ეკუთვნოდა. მას ვასალურად ემორჩილებოდნენ
დანარჩენი საგრაფოები და სამთავროები.
პირველი წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსნებმა არაერთი ჯვაროსნული ლაშქრობა
მოაწყვეს, მაგრამ პირველი ლაშქრობასავით წარმატებული ვერ გამოდგა ისინი. ჯვაროსნებმა მარცხი
განიცადეს თურქებისაგან. მათ საწინააღმდეგოდ რომის პაპები ახალ ახალ ძალებს აგზავნიდნენ
აღმოსავლეთში. XI-XIII სს-ში სულ ჯვაროსანთა 8 ლაშქრობა მოეწყო: პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
მოეწყო 1095_1099 წლებში (რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი).
მუსლიმთა წინააღმდეგ უფრო მეტად ორგანიზებული ბრძოლებისათვის რაინდებმა
ჩამოაყალიბეს კავშირები ანუ ორდენები. ამ ორდენებს თავიანთი შიგაგანაწესი ჰქონდათ. 1118-1119
წლებში ჩამოყალიბდა ტამპლიერებისა და იოანიტების (ჰოსპიტალიერების) ორდენები. ცოტათი
მოგვიანებით ჩამოყალიბდა გერმანულენოვან რაინდთა კავშირი, რომელიც ტევტონთა ორდენის
სახელწოდებითაა ცნობილი. მოგვიანებით ამ რაინდთა ორდენებმა თავიანთი საქმიანობა ევროპაში
გადაიტანეს.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრომა მოეწყო 1147-1149 წლებში. XII საუკუნის 30-იან წლებში
მუსლიმებმა რამდენიმე ქალაქი წაართვეს ევროპელ რაინდებს. ამას მოჰყვა ჯვაროსანთა ახალი
ლაშქრობა, რომელსაც მეთაურობდნენ საფრანგეთის მეფე ლუი VII და იმპერატორი წმინდა რომისა
კონრად III. ამ ლაშქრობაში ჯვაროსნები დამარცხდნენ. 1171 წელს ეგვიპტის სულთანმა სალადინმა თავის
ტახტის ქვეშ გააერთიანა ეგვიპტე, სირია და შუამდინარეთი. ამრიგად, ჯვაროსნებს ნაცვლად პატარ-
პატარა თურქული სასულთნოებისა, დაუპირისპირდა დიდი ამბიციების მქონე ისლამური სახელმწიფო.
თავიდან ჯვაროსნებსა და სალადინს შორის არ იყო დაპირისპირება, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ეს
მოჩვენებითი მშვიდობა დაარღვია. 1187 წელს ერთმა ევოპელმა რაინდმა დაარბია სავაჭრო ქარავანი,
რომელშიც იმყოფებოდა თვით სალადინის და. ამით აღშფოთებულმა სულთანმა საღვთო ომი
გამოაცხადა ჯვაროსნებს. დაპირისპირება ჯვაროსნებსა და სალადინს შორის გარდაუვალი გახდა. მათ
შორის ბრძოლა მოხდა 1187 წლის ზაფხულში გალილეაში, ქალაქ ტიბერიადის სიახლოვეს. ამ ბრძოლაში
ჯვაროსნები ალყაში მოექცნენ და სალადინმა ისინი თითქმის მთლლიანად ამოჟლიტა. ამ დროს
დატყვევებულ უამრავ დიდებულს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა იერუსალიმის უკანასკნელი მეფე გი დე
ლუზინიანი. ამავე 1187 წლის შემოდგომაზე სალადინმა იერუსალიმის ასაღებად გაილაშქრა. ამ დროს
ქალაქში მხოლოდ ორი მებრძოლი რაინდი იყო დარჩენილი. სალადინმა სიცოცხლის შენარჩუნების
სანაცვლოდ იერუსალიმის მოქალქეებს დანებება მოსთხოვა, მაგრამ მოქალქეები არ დათანხმდენ ამ
წინადადებას. იერუსალიმის მკვიდრებს იმედი ქონდათ, რომ გარედან მიიღებდნენ დახმარებას. იმის
შემდეგ, რაც სალადინმა საალყო მანქანებით გაარღვია ქალაქის კედელი, ქალაქელებმა დაიწყეს მასთან
მოლაპარაკება. სალადინმა მათ შემდეგი პირობები წაუყენა: ქალაქი უნდა დაეტოვებია 40 დღის
განმავლობაში ყველა ქრისტიანს, გარდა რამდენიმე ღვთისმსახურისა. ხოლო ვისაც თავისუფლად
უნდოდა ქალაქიდან გასვლა მათ ეს უნდა გამოესყიდათ _ ყოველ მამაკაცს ამისთვის უნდა გადაეხადა 20
ოქრო, ყოველ ქალს _ 10 ოქრო, ბავშვს კი _ 5 ოქრო. ის ვინც იერუსალიმში დარჩებოდა 49 დღის შემდეგ
სალადინის მონა ხდებოდა. ასეთი უბედურობის დროს იერუსალიმის მრავალმა მდიდარმა მოქალაქემ
გაიღო თანხა ღარიბებისათვის და იხსნა თანამოქალაქენი სალადინის ტყვეობისაგან. თუმც უნდა ითქვას,
რომ სალადინმა სიტყვა შეასრულა. ყოველ ქუჩაზე მან ჩააყენა თავისი ჯარისკაცები, რათა წესრიგი
დაეცვათ და ვერავის გაებედა ქრისტიანთა გაძარცვა და მკვლელობა. ყოველივე ამის შემდეგ 1187 წლის 2
ოქტომბერს იერუსალიმში ზეიმით შევიდნენ მუსლიმები.

120
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო 1189-1192 წლებში. მთავარი მიზანი ამ ჯვაროსნული
ლაშქრობის დროს იყო 1187 წელს ეგვიპტის სულთანის სალადინის მიერ დაპყრობილი იერუსალიმის
დაბრუნება. ამ ჯვაროსნული ლაშქრობის წარუმატებლობა განაპირობა გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ I
ბარბაროსას, საფრანგეთის მეფე ფილიპე II-ს და ინგლისის მეფე რიჩარდ I-ს შორის არსებულმა
დაპირისპირებამ. ფრიდრიხ I ბარბაროსა ამ ლაშქრობის დროს მცირე აზიის პატარა მდინარეში დაიხრჩო.
მეოთხე ჯვაროსნნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1202-1204 წლებში. აღნიშნული ლაშქრობა
ეგვიპტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვენეციის დოჟის ოთხმოც წელს გადაცილებულ ენრიკო
დანდალოს აქტიური ჩარევით კონსტანტინეპოლისაკენ დარჩა მიმართული. ჯვაროსნებმა აიღეს
კონსტანტინეპოლი და მის ადგილზე ჩამოაყალიბეს ლათინთა იმპერია.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1217-1221 წლებში. ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში
მონაწილეობდნენ უნგრეთის მეფე ანდრია, კარდინალი პელაგიუსი, იერუსალიმის მეფე იოანე და
კვიპროსის მეფე ჰუგო. ამ ჯვაროსნული ლაშქრობის მთელი წარმატება იმით ამოიწურა, რომ აიღეს
ეგვიპტის ქალაქი დამიეტა. მაგრამ ის მალევე დაკარგეს.
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1228-1229 წლებში. წმინდა რომის იმპერატორმა
ფრიდრი II შეძლო ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკება და ქალაქ იერუსალიმის დაბრუნება. მაგრამ
ჯვაროსნებმა იერუსალიმი მალევე 1244 წელს დაკარგეს.
მეშვიდე (1248-1254 წწ.) და მერვე (1270-1291 წწ.) ჯვაროსნულ ლაშქრობებს მეთაურობდა
საფრანგეთის მეფე ლუი IX, მაგრამ მისი ორივე ლაშქრობა მარცხით დასრულდა.
ბოლო ლაშქრობების დროს აშკარა გახდა ჯვაროსანთა გარდაუვალი მარცხი. პაპების
მოწოდებებიც აღარ იწვევდა მხარდაჭერას. მცირე აზიაში დახმარების გარეშე დარჩენილი ჯვაროსნები კი
ზედიზედ კარგავდნენ ტერიტორიებს. 1291 წელს ჯვაროსნებმა პალესტინაში დაკარგეს უკანასკნელი
დასაყრდენი ქალქი აკრა.

$12 კულტურა IV_XI საუკუნეებში

IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საქართველოში საფუძველი


ჩაუყარა ახალ ქართულ ქრისტიანულ კულტურას.
შეიცვალა წელთაღრიცხვის სისტემა. ქართული ტრადიციით, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს
შობამდე გავიდა 5604 წელი. ეს პერიოდი დაიყო 532 წლიან მოქცევებად. მოქცევის თითოეულ წელს
ეწოდა ქორონიკონი.

5604 5072 4540 4008 3476 2944 2412 1880 1348 816 284 0 248 780 1312 1844

IX-XI საუკუნეებში საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული


მდგომარეობა იყო. არსებობდა რამდენიმე სამეფო-სამთავრო, რომელთა შორისაც მიმდინარეობდა
ბრძოლა პირველობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. ამას ემატებოდა არაბთა, ბიზანტიელთა და
თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები, მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც აღმავლობის გზაზე იდგა, რაც
კულტურასაც დაეტყო. ქართული კულტურა თავისი განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს.
ქართული დამწერლობა. ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა. ღვთისმსახურების აღსრულება
მოითხოვდა ქართულად ნათარგმნი საეკლესიო ლიტერატურის არსებობას. ეს ხელს უწყობდა ქართული
ლიტერატურის განვითარებას, რაც შეუძლებელი იყო ქართული დამწერლობის ფართოდ გამოყენების

121
გარეშე. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუში აღმოჩენილია პალესტინაში.
ქართული მონასტრის ნანგრევებში და თარიღდება V საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს
ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონის წარწერა (493-494 წწ).
ქართული დამწერლობის უძველეს სახეს ეწოდება მრგლოვანი ანუ ასომთავრული. სწრაფი წერის გამო და
საწერი მასალის ეკონომიის მიზნით შეიცვალა ასოთა მოხაზულობა და შეიქმნა ნუსხური, რომლის
შემდეგი განვითარებაა მხედრული.
მწერლობა. პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის
ნაწარმოები ,,შუშანიკის წამება‖ (V საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი (ცურტაველი). VI
საუკუნეში უცნობი ავტორის მიერ დაიწერა ,,ევსტათი მცხეთელის წამება‖, რომელშიც მოთხრობილია
მცხეთაში მოსული ევსტათის ამბავი. ევსტათიმ დაუტევა ცეცხლთაყვანისმცემლობა და გაქრისტიანდა,
რის გამოც ის სპარსელებმა აწამეს, მაგრამ ქრისტიანობა ვერ დაათმობინეს. VIII საუკუნეში დაწერა იოანე
საბანისძის ,,წამებაი წმიდისა და ნეტარისა ქრისტეისა ჰაბოისი‖.
IX საუკუნეში დაიწერა ,,მოქცევაი ქართლისაი‖. მართალია თხრობა იწყება აზოთი და მოდის VIII
საუკუნის ბოლომდე, მაგრამ თხზულების ძირითადი ნაწილი ეხება ნინოს მიერ ქართლის
გაქრისტიანებას.
XI საუკუნე მეტად ნაყოფიერი აღმოჩნა საისტორიო მწერლობისათვის. ამ დროს დაიწერა ლეონტი
მროველი ,,მეფეთაA ცხოვრება‖, რომელიც აღწერს საქართველოს ისტორიას დასაბამიდან V საუკუნის
დასაწყისამდე. ჯუანშერის ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა‖ _ V სუკუნის შუა ხანებიდან VIII საუკუნის
ბოლომდე. უცნობი ისტორიკოსის ,,მატიანე ქართლისაი‖ _ IX-XI საუკუნეების ისტორია და სუმბატ
დავითის ძის ,,ცხოვება და უწყება ბაგრატიონთა‖.Eეს თხზულებები XII საუკუნეში შევიდნენ ,,ქართლის
ცხოვრების‖ კრებულში.
IX საუკუნეში ნუსხურ დამწერლობას სრულად ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა. X საუკუნეში უკვე
ჩნდება ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის ტენდენცია. ამ დროს შეიქმნა ქართული მწერლობის
მნიშვნელოვანი ძეგლები: უცნობი ავტორის ,,კონსტანტი-კახის მარტვილობა‖ (IX საუკუნე), ,,კოლაელ
ყრმათა წამება‖ (IX საუკუნე), სტეფანე მტბევარის ,,მიქელ-გობრონის წამება‖, გიორგი მერჩულეს
,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება‖. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფები: იოანე ზოსიმე, იოანე
მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, ფილიპე, სტეფანე ჭყონდიდელი და სხვა.
განათლება და ფილოსოფიური აზროვნება. საქართველოში ყოველთვის დიდი ყურადღება
ექცეოდა სწავლა-განათლებას. IV საუკუნეში ფაზისთან არსებობდა ცნობილი საგანმანათლებო ცენტრი,
სადაც განათლების მისაღებად ჩამოდიოდნენ ბიზანტიიდანაც. აქ მიიღეს განათლება ცნობილმა
ფილოსოფოსებმა თემისტიოსმა და მისმა მამამ ევგენიოსმა. IV საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა
სწავლული და ფილოსოფოსი, ქართული სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი ბაკური. უცნობი
მიზეზების გამო ბაკური სამშობლოდან წასულა და ბიზანტიაში ცხოვრობდა. მას იქ საკმაოდ დიდი
სახელი და გავლენა მოუპოვებია. იგი იყო იმპერიის ერთ-ერთი ცნობილი მხედართმთავარი. ბაკური
განთქმული ყოფილა განათლებით, ფილოსოფიური აზროვნებით, სამართლიანობით და ვაჟკაცობით. V
საუკუნეში სახელი გაითქვა ცნობილმა ფილოსოფოსმა და საეკლესიო მოღვაწემ პეტრე იბერმა,
ერისკაცობაში მურვანოსმა. ის მცირეწლოვანი იყო როცა მძევლად წაიყვანეს ბიზანტიაში. იმპერატორის
სასახლიდან გაპარვის შემდეგ იგი იერუსალიმში ჩავიდა სადაც აღიკვეცა ბერად. საბოლოოდ პეტრე
პალესტინაში დამკვიდრდა და ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. პეტრე იბერი დიდი სახელით
სარგებლობდა მთელს ბიზანტიაში. მის სახელას უკავშირდება ქართული მონასტრების დაარსება
პალესტინაში. განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი პეტრე იბერის პიროვნების მიმართ, რაც ცნობილმა
ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ გამოთქვა თვალსაზრისი პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე
არეოპაგელის იგივეობის შესახებ. არეოპაგიტულმა თხზულებებმა სწრაფად დაიწყო გავრცელება და
ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მათ დიდი გავლენა იქონიეს შუასაუკუნეობრივ აზროვნებაზე.
VI-VII საუკუნეებში პალესტინაში მოღვაწეობდა იოანე მოსხი (მესხი).
ხელოვნება. ქრისტიანობამ ხუროთმოძღვრებასა და მშენებლობას ახალი მოთხოვნები წაუყენა.
უნდა აგებულიყო ეკლესიები. მის ნიმუშად კი აღებული იქნა ბაზილიკები. ქართული ბაზილიკის ერთ-

122
ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა. V საუკუნეში აშენდა ბოლნისის სიონი, ურბნისი,
თბილისის ანჩისხატი. საქართველოში შეიქმნა ბაზილიკების თავისებური ტიპი, ე.წ. ,,სამეკლესიანი‖
ბაზილიკები. მათში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა სვეტებით, არამედ კედლებით. ამ ტიპის
ეკლესიებია: ნეკრესი და ქვემო ბოლნისი.
VI საუკუნეში იწყება გუმბათოვანი ტაძრების მშენებლობა. ამ დროს აიგო შიო მღვიმის ძველი
ეკლესია და ძველი გავაზი. VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისში კი აშენდა ქათული
ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი ნიმუში _ მცხეთის ჯვრის ტაძარი.. საქართველოში შეიქმნა ამავე
ტიპის რამდენიმე ძეგლი: ატენის სიონი, მარტვილი და ძველი შუამთის დიდი ეკლესია. ყველა მათგანში
გუმბათი ემყარება კედლებს. მაგრამ უკვე წრომის ტაძარში (VII საუკუნე) გუმბათი ოთხ სვეტზე დგას.
ამავე პერიოდში აიგო იშხანი (ხელახლა აშენდა IX-XI საუკუნეებში) და ბანა.
საერო დანიშნულების შენობა-ნაგებობებიდან აღსანიშნავია უჯარმა, თბილისის ნარიყალა და
ციხე-გოჯი. საქართველოში განვითარებას იწყებს რელიეფური ქანდაკება, რომლის ერთ-ერთი პირველი
ძეგლია ბოლნისის სიონი. აქ გამოსახულია ხარის თავი რქებს შუა ჯვრით. გაცილებით უფრო რთული
კომპოზიციაა მცხეთის ჯვარზე. აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახულია ერისმთავრების (სტეფანოზ I,
ადარნასე, დემეტრე, სტეფანოზ II) გამოსახულებები. შთამბეჭდავია კარიბჭის თავზე მოთავსებული
,,ჯვრის ამაღლების― სცენა.
VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აიგო გურჯაანის ყველაწმინდა, საქართველოში ერთადერთი
ორგუმბათიანი ტაძარი. ამავე პერიოდში აშენდა წირქოლისა და არმაზის ეკლესიები ქსნის ხეობაში. ისინი
აღსანიშნავია იმით, რომ გუმბათები გარედან არ ჩანს. ამ ეკლესიებს ჩვეულებრივი ორფერდა გადახურვა
აქვთ, გუმბათი კი მხოლოდ შიგნიდან შეიძლება დაინახო. ასეთი არქიტექტურული ფორმა სხვაგან არ
გვხვდება.
X საუკუნეში აიგო ოპიზა, კუმურდო, ოშკი, ხახული, ბედია, კვეტერას კომპლექსი. X-XI
სუკუნეებში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები, როგორიცაა აწყური და ხერთვისი.
XI საუკუნეში აშენდა საქართველოში სამი ყველაზე დიდი ტაძარი. ქუთაისში ააგეს ბაგრატის
ტაძარი. მის იატაკზე მოთავსებული წარწერიდან ირკვევა, რომ ის დამთავრებულა 1003 წელს.
1010-1029 წწ-ში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის ლოცვა-
კურთხევითYააგო სვეტიცხოვლის ტაძარი (ტაძარი აშენდა იმ ადგილას, სადაც ჯერ მირიანმა ააშენა ხის
ეკლესია, ხოლო შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკა). XI საუკუნეშივე კახეთში აშენდა ალავერდის
ტაძარი.
XI საუკუნეშივე აშენდა სამთავისი, ნიკორწმინდა, მანგლისი, ხცისი, სავანე და სხვა. განვითარების
მაღალ დონეს მიაღწია ოქრომჭედლობამ. აღსანიშნავია ატენის სიონის (XI ს.) მოხატულობა. ადიშისა და
ჯრუჭის სახარების მინიატურები. ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია ბედიის ბარძიმი.
სწავლა-განათლებისა და კულტურის-ცენტრები. კულტურის განვითარებაში უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭებოდა ეკლესია მონასტრებს. სწორედ ეკლესიებსა და მონასტრებში ხდებოდა
ორიგინალური ნაწარმოების შექმნა, ძველი ხელნაწერების გადაწერა, ბერძნულიდან, არაბულიდან და
სირიულიდან თარგმნა, სწავლა-განათლების მიღება. საქართველოში ეკლესია-მონასტრები ყველგან
მრავლად იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტაო-კლარჯეთი. (აქ იყო აგებული ხანძთა, ოპიზა,
შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა.), ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის გრიგოლ ხანძთელს.
ქართული მონასტრები შეიქმნა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი პირველია
პალესტინაში მოქმედი საბაწმინდის ლავრა. X საუკუნის მეორე ნახევარში დაფუძნდა ქართული
სამონასტრო კოლონია სინას მთაზე. სწორედ აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ჰიმნოგრაფები: იოანე-ზოსიმე
და იოანე მინჩხი. მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული
ულუმბოს მონასტერი მცირე აზიაში. X საუკუნის ბოლოს იოანე მთაწმინდელმა საფუძველი ჩაუყარა
ქართულ მონასტერს ათონის მთაზე. ივერთა მონასტრის დაფუძნებასა და გაძლიერებაში უდფიდესი
წვლილი მიუძღვის თორნიკე ერისთავს, ბერობაში იოანეს. იოანე მთაწმინდელის შემდეგ მონასტრის
წინამძღვარი გახადა მისი ძმა ექვთიმე. სწორედ ექვთიმემ თარგმნა ქართულიდან ბერძნულად ,,სიბრძნე
ბალაჰვარისა‖ (ეს არის ბუდას ცხოვრების შესახებ შექმნილი ძეგლის ქართული ვერსია. მისი ქართულად

123
მთარგმნელის ვინაობა უცნობია). ექვთიმემ თარგმნა ბერძნულიდან ქართულად: ,,დავითნი‖, ,,სახარება‖
და სხვა. ექვთიმე წმინდანად შერაცხა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბიზანტიის ეკლესიამაც.
ექვთიმე ათონელის საქმიანობა განაგრძო უდიდესმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ გიორგი
მთაწმინდელმა (1009-1065 წწ). Gგიორგი მთაწმინდელი თრიალეთში დაიბადა, იგი აღიზარდა ხახულის
მონასტერში, საიდანაც კონსტანტინოპოლში წავიდა სასწავლებლად და 12 წელი იმყოფებოდა
ბიზანტიაში. სამშობლოში დაბრუნებული ხახულის მონასტერშივე აღიკვეცა ბერად. მოღვაწეობდა შავ
მთაზე, მოილოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები და ამის შემდეგ დამკვიდრდა ათონის მთაზე.
სწორედ გიორგი მთაწმინდელმა დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1057 წელს ანტიოქიის
პატრიარქის წინაშე, როდესაც ბიზანტიელებმა დააბეზღეს ქართველები, თითქოსდა საქართველოს
ეკლესიას არათუ დამოუკიდებლობა არ ეკუთვნის, არამედ, საერთოდ, ქართველთა სარწმუნოება
გაურკვეველი არისო. მან საქართველოში ყოფნის დროს შეკრიბა 80 ობოლი ბავშვი და ათონის ივერთა
მონასტერში წაიყვანა. Gგიორგი მთაწმინდელის კალამს ეკუთვნის თხზულება ,,ცხოვრება ნეტარისა
მამისა ჩვენისა იოვანესი და ეფთვიმესი‖. მანვე თარგმნა: ,,დავითნი‖, ,,ახალი აღთქმა‖, ,,დიდი
კურთხევანი‖, ,,დიდი სვინაქსარი‖, ცალკეული ჰაგიოგრაფიული თხზულებები და ჰიმნოგრაფიული
ძეგლები. Gგიორგი მთაწმინდელმა სულ 60-ზე მეტი ნათარგმნი შრომა დაუტოვა შთამომავლობას.
გიორგი მათაწმინდელის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ გიორგი მცირემ (ხუცესმონაზონმა).
1083 წელს ბიზანტიაში, პეტრიწონში (დღევანდელ ბულგარეთში, სოფელ ბაჩკოვოს მახლობლად)
ქართველებისათვის მონასტერი დაარსა გრიგოლ ბაკურიანისძემ. პეტრიწონის მონასტერი, რომლის
წესდებაც (ტიპიკონი) თავად გრიგოლმა დაწერა, ქართული კულტურის მძლავრ კერად იქცა. გარკვეული
პერიოდის მანძილზე აქ მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი. პეტრიწონის ტიპიკონის თანახმად ის მხოლოდ
ქართველთა მონასტერი უნდა ყოფილიყო.
ქართული მონასტერი არსებობდა მცირე აზიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ მთაზე. აქ
მოღვაწეობდა ცნობილი მწიგნობარი და მთარგმნელი ეფრემ მცირე. მან თარგმნის თავისი
განსაკუთრებული სტილი შექმნა. ეფრემ მცირემ სხვადასხვა სახის 70-მდე თხზულება თარგმნა. მათ
შორის აღსანიშნავია: ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებანი, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და
ბასილი დიდის ნაშრომები, ცალკეული ჰაგიოგრაფიული თხზულებები და სხვა მრავალი. ეფრემ მცირეს
მიერ დაწერილი თხზულებებიდან აღსანიშნავია ,,უწყებაი მიზეზისა ქართველთა მოქცევისაი თუ
რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების‖.
საყოველთაოდ ცნობილი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. რომლის მშენებლობაც XI
საუკუნის 20-იან წლებში ექვთიმე მთაწმინდელის მითითებით დაიწყო პროხორე ქართველმა. მონასტრის
მშენებლობას ხელს უწყობდნენ ბაგრატ IV და მისი დედა მარიამი.
XI საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიაში დაარსდა მანგანის აკადემია, რომელიც მალე მოწინავე
სასწავლო ცენტრად იქცა. მანგანის აკადემიაში ქართველებიც სწავლობდნენ. იქ მიიღეს განათლება ეფრემ
მცირემ, იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა.

თავი VII საქართველო XII საუკუნესა და


XIII საუკუნის დასაწყისში

$1 დავით IV აღმაშენებელი (1089-1125 წწ.)

დავითის გამეფება. ცვლილებები საერთაშორისო ვითარებაში. ,,ამიერითგან იწყეს ნიავთა


ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ
თვითო სახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა
მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმამან, დავით‖- ასე აგვიწერს
დავით აღმაშენებლის გამეფებას მისი ისტორიკოსი.
დავით IV-ის გამეფების ჟამს უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი საქართველოში. სამეფო
ხელისუფლება, ფაქტობრივად, მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. კახეთ-ჰერეთი

124
კვლავ დამოუკიდებლობას იჩემებდა, თბილისი კვლავ მაჰმადიან ამირებს ეპყრა, ქართლი და სამხრეთ
საქართველო კი თურქ-სელჩუკთაგან იყო მრავალგზის აოხრებული. მოსახლეობა იძულებით ტოვებდა
თავის საცხოვრებელ ადგილებს და მთაში იხიზნებოდა ან ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს.
დავითმა აზნაურთაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და
ანადგურებდნენ მათ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში.
დავით აღმაშენებლმა შესანიშნავად იცოდა, რომ თურქ-სელჩუკთა განდევნა და ქვეყნის
გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისა და ურჩი დიდებულების
დასჯის გარეშე. სამეფოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდებულთა შორის კვლავ გამოირჩეოდა
ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტ V. დავითმა დაატყვევა კლდეკარის ერისთავი.
ლიპარიტმა მოინანია დანაშაული და მეფემაც გაათავისუფლა იგი. მეფე მალე დარწმუნდა, რომ
ლიპარიტი ისევე არ გამოსწორდებოდა, როგორც ,,კუდი ძაღლისა არა განემართების, არც კირჩხიბი
მართლად ვალს‖. დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა,
კლდეკარი კი თავის ერთგულ მოხელეს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის
ციხის პატრონი ძაგანი დასაჯა ურჩობისათვის. დავითმა ამით დაანახა დიდებულებს, რომ ის არ
მოითმენდა ორგულობას.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი
ვითარებაც. 1092 წელს გარდაიცვალა სულთანი მალიქ-შაჰი და მის მემკვიდრეებს შორის ტახტისათვის
სასტიკი ბრძოლა დაიწყო. სელჩუკთა სახელმწიფო არც მანამდე იყო ერთიანი. XI ს-ის 70-იანი წწ-ის
ბოლოს მას გამოეყო რუმის სასულთნო. მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ დაშლის პროცესი კიდევ
უფრო დაჩქარდა. უმთავრესი მაინც ის იყო, რომ თურქ-სელჩუკთა ყურადღება ჯვაროსნების წინააღმდეგ
ბრძოლაზე იქნა გადატანილი.
1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს გაელაშქრათ
აღმოსავლეთისაკენ და გაეთავისუფლებინათ ურჯულოთაგან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი. პაპის
სიტყვებით ევროპის ქვეყნებზე თავს დამტყდარი ყველა უბედურების (მოუსავლიანობა, შავი ჭირის
ეპიდემია, ომები) ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ უფლის საფლავს მუსლიმები დაჰპატრონებოდნენ. ამ
დროს ევროპაში საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციალი არსებობდა. ძალზე იყო გაზრდილი რაინდთა
რიცხვი.
1096 წელს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან რაინდები აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ. დაიწყო ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში _ ჯვაროსნული ლაშქრობები. რაინდებზე ადრე
იერუსალიმისაკენ დაიძრენ ღატაკთა და უსახლკაროთა ბრბოები. ცხადია, მათ სელჩუკებთან ბრძოლა არ
შეეძლოთ და პირველსავე შეტაკებაში სასტიკი მარცხი იწვნიეს. ევროპიდან დაძრული რაინდები
ერთმანეთს კონსტანტინეპოლთან შეხვდნენ. ბიზანტიის იმპერატორი ამ დროს ალექსი I კომნენოსი იყო.
მან მოახერხა დროებით შეეჩერებინა იმპერიის დაცემა. ალექსი კომნენოსი სელჩუკთა წინააღმდეგ
ჯვაროსანთა გამოყენებას ფიქრობდა. უზარმაზარი სამხედრო ძალის (დაახლოებით 100 000 რაინდი)
თავმოყრა კონსტანტინეპოლში სახიფათო იყო და ბიზანტიელებმა რაინდები სასწრაფოდ გადაიყვანეს
მცირე აზიაში. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა წარმატებით დაგვირგვინდა, ჯვაროსნებმა 1098 წელს
აიღეს ანტიოქია, 1099 წელს კი სასტიკი ბრძოლის შემდეგ გაათავისუფლეს იერუსალიმი. ხმელთაშუა
ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯვაროსნებმა თავიანთი სამეფო-სამთავროები დააარსეს (იერუსალიმის
სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები).
დავით IV-მ ისარგებლა იმით, რომ თურქ-სელჩუკებს მთელი ყურადღება ჯვაროსნებისკენ
ჰქონდათ გადატანილი და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა მათ.
დავით აღმაშენებლის რეფორმები. საერთაშორისო ვითარების შეცვლასაქართველოს
სასარგებლოდ, რათქმაუნდა, მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, ჯვაროსანთა ვერანაირი წარმატება
ვერ იხსნიდა საქართველოს უმძიმესი მდგომარეობიდან. საჭირო იყო საკუთარი ძალისხმევა.
თურქ-სელჩუკთა შემოსევებისა და სამეფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად თითქმის
მთლიანად მოშლილი იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემა. საჭირო იყო რეფორმების გატარება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საეკლესიო რეფორმის გატარება. ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ

125
თავისი დაღი დაასვა საქართველოს ეკლესიასაც. საეკლესიო პირთა ნაწილი უღირსი იყო, ნაწილი კი
მეფის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს. საეკლესიო რეფორმის გატარება ჯერ კიდევ ბაგრატ IV-მ სცადა
XI საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა დიდი ქართველი საკლესიო მოღვაწე
გიორგი მთაწმინდელი. მაშინ მეფის განზრახვა ვერ განხორციელდა, რადგან შესაბამისი პოლიტიკური
ვითარება არ არსებობდა. დავით IV-მ გადაწყვიტა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში და 1103/1104 წელს
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე ეკლესიაში მოკალათებული ორგული თავადები ეკლესიიდან
განკვეთა. მან პირადი ნიჭით დაჯილდოებული და ქვეყნის პატრიოტი პირები დანიშნა სასულიერო
თანამდებობებზე.
რუის-ურბნისის კრების შემდეგ ეკლესიამ დიდად გაიფართოვა თავისი ღვაწლი და სახელმწიფო
საკითხებსაც წყვეტდა (ჭყონდიდელისა თუ სხვა სამი ბერის (მონაზონის) საშუალებით).
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან მცირეოდენი ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი
გადაწყვეტილებები მიიღო. მან შექმნა მწიგნიბართუხუცეს-ჭყონდიდელის ახალი თანამდებობა.
მწიგნობართუხუცესი იყო მეფის კანცელარიის უფროსი, ჭყონდიდელი კი ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი ეპისკოპოსი. ამ ორი თანამდებობის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა სწორედ ახალი
თანამდებობა, რომელსაც შეეძლო ჩარეულიყო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეებში.
მწიგნობართ-უხუცეს-ჭყონდიდელს ემორჩილებოდა ,,სააჯო კარი‖ ანუ უმაღლესი სასამართლო. პირველ
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად მეფემ დანიშნა თავისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი.
იმავე ხანებში დავით აღმაშენებელმა ცალკეული რეფორმატორული გარდაქმნებით საბოლოოდ
ჩამოაყალიბა მტკიცედ ფორმულირებული უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა-სავაზირო, რომელიც
შესდგებოდა 8 ვაზირისაგან. 1. მწიგნობართუხუცესი, იგივე პირველი ვაზირი, მეფის ყველაზე ახლობელი
პირი ,,ვითარცა მამა‖. არც ერთი საქმე მის გარეშე სავაზიროში არ გადაწყდებოდა. იგი იყო აგრეთვე
უზენაესი მოსამართლე. ის ვითარცა ჭყონდიდელი, განაგებდა რელიგიურ საქმეებსაც. მასვე ეკითხებოდა
მოაჯეთა ყოველი თხოვნის, საჩივრისა და მატერიალურად თუ სულიერად გაკითხვა-განჩინების საქმენი.
საჩივრითა და სათხოვართა გასარჩევად მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დანიშნული ჰქონდა ყოველი
ორშაბათი დღე. 2. მანდატურთუხუცესი, შინაგან საქმეთა ვაზირი. მას ემორჩილებოდა მთელი საპ-
ოლიციო სამსახური და დავით აღმაშენებელისაგან ახლახანს შემოღებული მსტოვართა (მზვერავთა)
მრავალრიცხოვანი, მტკიცე ორგანიზაცია. ამათ არაფერი დაემალებოდათ ,,არცა სამეფოსა შინა მისთა
მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა საქმე ქმნილი, კეთლი გინა სიტყვა ბოროტი თქმული‖.
მანდატურთუხუცესს მეორენაირად სახლთუხუცესსაც უწოდებდნენ. 3. ამირსპასალარი, სამხედრო
საქმეთა ვაზირი და სარდალი ,,სპასალართუხუცესი‖ და ,,თავადი ლაშქართა‖. 4. მეჭურჭლეთუხუცესი,
ფინანსთა გამგე – ვაზირი, 5. მსახურთუხუცესი, სამეფო სასახლის კარის შინა სამსახურთა გამგევაზირი.
პირველ ხანებში მსახურთუხუცესი უმცროს ვაზირად ითვლებოდა და სათათბირო ხმის უფლებით
სარგებლობდა, მაგრამ შემდგომ ისიც სავაზიროს სრულუფლებიანი წევრი ხდება გადამწყვეტი ხმის
უფლებით. 6. ამირახორი, ამირსპასალარის პირველი თანაშემწე, უმცროსი ვაზირი, სათათბირო ხმით, 7.
მეჯინიბეთუხუცესი, ამირსპასალარის თანაშემწე, უმცროსი ვაზირი, სათათბირო ხმით. 8. ჩუხჩარხი,
მეფის პირადი სპასპეტი და მეაბჯრეთუხუცესი, ,,მონა-სპის’’ სარდალი, უმცროსი ვაზირი, სათათბირო
ხმით.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნას, რაც საშვალებას აძლევდა მეფეს
სცოდნოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნითა და გარეთ.
აღნიშნული ხანის ქართული ნუმიზმატიკური მასალის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის
პირველ ნახევარში დაიწყო. შემდეგ ამ საკითხს ყურადღებას აქცევდნენ და საგანგებო შრომებს
უძღვნიდნენ ფრანგი მეცნიერი ვ. ლანგლუა, გამოჩენილი რუსი ნუმიზმატი ე. პახომოვი, ინგლისელი
ქართველოლოგი დ. ლენგი და სხვა. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ
მეცნიერებს. დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ფულის რეფორმის შესახებ ძვირფას ცნობას იძლევა
არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი.
დავით აღმაშენებელმა გააგრძელა ვლაქერნის გამოსახულებიანი მონეტების მოჭრა, რომელიც
ადრე იყო, მაგრამ შემდეგ მანვე დაუსვა წერტილი ამ ტიპის ფულის შემდგომ წარმოებას. ბაგრატ IV-ისა

126
და გიორგი II-ის მონეტებთან შედარებით ვლაქერნის გამოსახულება აქ გაუხეშებულია. დავით
აღმაშენებლის მონეტის წონამ ადრინდელი მონეტების წონასთან შედარებით ერთი-ხუთათ იკლო. წონის
დაკლება თანდათანობით ხდებოდა და სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს მძლავრმა და ზეაღმავალმა ეკონომიკურმა პოტენციალმა ფულის საფუძვლიანი
შეცვლა მოითხოვა. საჭირო იყო ფული, რომელიც ფართო მიმოქცევაში იქნებოდა არა მხოლოდ ქვეყნის
შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, XII საუკუნის პირველ მეოთხედში, ეს
სამონეტო ტიპი ძირფესვიანად იცვლება. შეიცვალა ფაქტურა და წარწერების შინაარსი. XII საუკუნის
პირველ მეოთხედში საქართველოს სამეფო კარმა გაატარა მნიშვნელოვანი ფინანსური ღონისძიებები, რაც
შემდეგში გამოიხატა: 1. შეცვალა მონეტის ტიპი, 2. მონეტის ტიპის არსებით ცვლილებასთან ერთად
განმტკიცდა ფულის კურსი.
თავისთავად ფინანსური რეფორმის მთელი არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ ამიერიდან
უზრუნველყოფილი იყო ფულის მყარი მიმოქცევა. ფულის სისტემის გაუმჯობესება აპირობებდა
ეკონომიკის წარმატებით განვითარებას. ამდენად, დავით აღმაშენებლის მიერ ეკონომიკაში გატარებული
ღონისძიებები, მისი პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ
აღორძინებას ემსახურებოდა.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო ძლიერი ჯარის გარეშე. დავითმა
თავიდანვე დაიწყო სამხედრო რეფორმის განხორციელება. მან შექმნა მეფის პირადი გვარდია _ მონასპა.
დავითის დროს საქართველოს ლაშქარი სამ ნაწილად იყოფოდა. ეს იყო მონასპა, ქალაქებსა და ციხეებში
მდგომი გარნიზორები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი, რომელზეც მოდიოდა მთელი სიმძიმე. სამხედრო
რეფორმა დამთავრდა 1118 წელს, როდესაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაღები ჩამოასახლა.
სავარაუდოა, რომ დავითმა პოლიტიკური მოსაზრებით შეირთო ცოლად ყივჩაღდა ერთ-ერთი მთავრის
ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.
ყივჩაღები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. X საუკუნის შუა ხანებში ისინი დაიძნენ
დასავლეთისაკენ და დაიკავეს უზარმაზარი ტერიტორია მდინარე დუნაიმდე, თუმცა ერთიანი
სახელმწიფოს შექმნა ვერ მოახერხეს. ყივჩაღების საქართველოში გადმოსახლებას ის აბრკოლებდა, რომ
მათ ბრძოლები ჰქონდათ ოსებთან. დავითი გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოსები ყმადნაფიცობის
პირობით დაიმორჩილა. დავით აღმაშენებლის დროს კიდევ უფრო ძლიერდება საქართველოს გავლენა
ჩრდილოეთ კავკასიაზე. იქ ვრცელდება ქართული დამწერლობა, ქართული ენა, კულტურა და
ქრისტიანობა. დავითმა მშვიდობიანად გადმოიყვანა ყივჩაღები. ოსეთში მეფეს თან ახლდა გიორგი
მწიგმობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც სწორედ იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. ყივჩაღდა 40 000
ოჯახის გადმოსახლებით, რომლებიც მეფეს თითო ოჯახზე თითო მეომარს აძლევდა, დავითი რამდენიმე
საკითხს წყვეტდა ერთდროულად: იზრდებოდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, ყივჩაღთა ჯარის
გამოყენება შეიძლებოდა როგორც საგარეო მტრის, ასევე ცალკეული ურჩი ფეოდალის წინააღდეგაც.
გარდა ამისა, სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლდებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და
ისინი აღარ მოსწყდებოდნენ სამეურნეო საქმიანობასა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის წინსვლას
შეუწყობდა ხელს. სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი საქართველო საიმედოდ იქნებოდა დაცული
შემოსევებისაგან, ეს კი ქვეყნის აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა.
ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ქვეყნის გაერთიანება. 1104 წელს ქვეყნის მომხრე
კახელმა დიდებულებმა შეიპყრეს კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ
მეფე კახეთ-ჰერეთში გადავიდა და ეს მხარე შემოიერთა. განძის ათაბაგმა იგრძნო ის საფრთხე, რომელიც
საქართველოს გაერთიანებით ემუქრებოდა და დიდი ჯარი გამოგზავნა ქართველების წინააღმდეგ. 1105
(1104) წელს დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ერწუხთან ბრძოლაში.
1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს
მახლობელი ციხეებიც. 1115 წელს განთავისუფლდა რუსთავი. 1117 წელს დავით IV-ემ საქართველოს
უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში აიღო. 1118 წელს მეფემ სელჩუკებს წაართვა
ლორე. ყველასათვის ცხადი იყო, რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერი.

127
1118 წელს, იერუსალიმის ჯვაროსნული სამეფოს ტახტზე ავიდა ბალდუინ II. იმავე ხანებში
თურქული სახელმწიფოთაგან გაძლიერდა ბაღდადის, მარდინის, ალეპოსა და მაიფარაკინის ამირა ნეჯმ
ად დინ ილღაზი, რომელმაც დიდი ,,საღვთო ომი’’ გამოუცხადა ჯვაროსნებს. ამავე პერიოდს ემთხვევა
საქართველოს გაძლიერებაც, რომელმაც სერიოზულად შეაშფოთა სელჩუკები. მათ გადაწყვიტეს ერთხელ
და სამუდამოდ წელში გაეტეხათ საქართველო. მით უმეტეს, რომ თურქებმა რამდენჯერმე მოახერხეს
ჯვაროსანთა დამარცხება. სელჩუკთა სარდალმა ილ-ღაზმა 1119 წელს დაამარცხა ანტიოქიის მთავარი
როჟერი. თავად როჟერი და სხვა მრავალი ჯვაროსანი ბრძოლის ველზე დაიღუპა. სავარაუდოა, რომ ამ
ბრძოლის შემდეგ მოხდა საიდუმლო შეხვედრა დავით აღმაშენებელსა და იერუსალის მეფე ბოლდუინ II-
ს (1119-1131) შორის, რომელზეც ჩვენ იოანე ბატონიშვილი მოგვითხრობს. საინტერესოა, რომ პარიზის
ღვთიშობლის ტაძარში ინახებოდა დავით აღმაშენებლი ჯვარი, რომელიც ძელი ცხოველისაგან იყო
დამზადებული.
1120 წლის 7 მაისს ქართველებმა დაიწყეს შეტევა აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ
ტერიტორიებზე. აქ მათ აიღეს ყველა მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, მათგან უმთავრესნი-ლიზანი,
ქურდევანი, ხიშტალანთი. იმავე, 1120 ზაფხულსა და შემოდგომაზე ქართველებმა კიდევ რამდენიმეჯერ
დაამარცხეს თურქები ირანსა და სომხეთში. ნოემბერში დავითი სამხრეთ-დასავლეთისაკენ გაეშურა. მის
შეტევას უნდა აღეკვეთა ალეპოელი სულთანის ილღაზის განაზრახი ლაშქრობანი ბალდუინის
ჯვაროსნულ სამფლობელოთა დასაპყრობად. ქართველები მიადგნენ აშორნიას, საიდანაც სულ ახლოს
იყო ილღაზის საბრძანებლონი-მარდინი და მაიფარაკანი. აშორნიაში დიდძალი თურქობა იდგა.
ქართველებმა მისვლისთანავე მიიტანეს იერიში, რომელიც თურქთა განადგურებით გათავდა.
აშორნიიდან ქართველები სირიის საზღვრებში შეიჭრნენ და თურქული ბანაკები დაიფრინეს. დავითი
ალეპოსაკენ მიიწევდა, ილღაზის რეზიდენციისაკენ, მაგრამ მსტოვრებმა აცნობეს, რომ ზურგიდან
თურქთა ურდო შემოჭრილიყო და საჭირო იყო სწრაფად უკან გამობრუნება. გამობრუნდა დავითი,
სევგელმელჯთან წამოეწია საქართველოსაკენ მომავალ თურქებს და ისე ასწვიტა, რომ ,,არა დაუტევა
მოტირალი კარავთა მათთა‖. ასე გასრულდა 1120 წელი, ქართველებმა ათზე მეტი წარმატებული ბრძოლა
გადაიხადეს.
ქართველი ერის სამართლიანი ბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია დიდგორის ბრძოლას.
მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და
ორგანიზატორი ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი, სულთანიMმაჰმუდ მუჰამედის ძე (1117-1131 წ.წ.) ჩანს.
მან მიმართა მაჰმადიანებს ,,ვინც კი სადმე იყო დამასკოდან და ალეპოდან მოკიდებული, ყველას,
მოლაშქრეებს შემძლებელს’’ მონაწილეობა მიეღო საქართველოს წინააღმდეგ ომში. დავით აღმაშენებლის
ისტორიკოსის მიხედვით ,,სულტანმა მოუწოდა არაბეთის მეფეს დურბეიზს სა-დაყას ძეს და მოსცა ძე
თავისი მალიქი და ყოველი ძალი მისი და აჩინა სპ-ასალარად ელღაზი ძე არდუხისი...და უბრძანა...ამათ
თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირათა’’.
კოალიციური ლაშქრის რაოდენობა სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის მიხედვით
შეადგენდა 560 000 კაცს. ანტიოქიის სამთავროს კანცლერის, ფრანგი გოტიეს ცნობით, კოალიციურ
მოლაშქრეთა რიცხვი 600 000-ს აღწევდა. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარი დიდგორის
ბრძოლისას 300000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
იმავე გოტიეს ცნობით, დავით აღმაშენებელი 80000 მხედრით გავიდა საბრძოლველად. ეს
მონაცემიც გაზვიადებული ჩანს. უფრო დასაჯერებელია მათეოს ურჰაეცის საკმაოდ დეტალური ცნობა
საქართველოს ლაშქრის რაოდენობის შესახებ. მის მიხედვით, დავით აღმაშენებელმა დიდგორის
ბრძოლაში საომრად გაიყვანა 55600 მოლაშქრე, აქედან 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 500 ალანი და 100
ევროპელი მეომარი. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე გამოყვანილი ლაშქრის უდიდეს
უმრავლესობას (ორ მესამედს) ქართველები შეადგენდნენ. ბრძოლა გაიმართა დიდგორში. ანტიოქიის
კანცლერის გოტიეს მიხედვით, მეფე დავითს ბრძოლის წინ გასამხნევებელი სიტყვით მიუმართავს
ჯარისთვის და უკან წასასვლელი ხეებით ჩაუხერგავს, რომ უკან არ გაქცეულიყვნენ ქართველი მეომრები.

128
1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე
უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. დავით აღმაშენებელმა მტერი აიძულა ბრძოლა გაემართა ვიწრო
ხეობაში, სადაც ის ვერ გამოიყენებდა თავის რიცხობრივ უპირატესობას. უდიდესი მნიშვნელობისა
გახდათ დავითის მიერ მოფიქრებული გეგმა, რომელმაც ლომის წილი ითამაშა მტრის განადგურებაში.
კერძოდ, დავითის გეგმის თანახმად 200 მეომარი გამოეყო ქართველთა ჯარს და მტრისკენ გაემართა.
მოწინააღმდეგის ჯარმა იფიქრა, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ და უბრძოლველად შეუშვეს ჯარის
შუაგულში. ამ 200 გულადმა მეომარმაც, რომლებმაც თავი გასწირა, მაგრამ მეფის ჩანაფიქრი შეასრულა,
იშიშვლა ხმალი და შიგნიდან დაერია მტერს. ამან დაბნეულობა და არეულობა შეიტანა თურქ-სელჩუკთა
ლაშქარში. დავითმაც არ დააყოვნა და ამ დროს დაესხა თავს მოწინააღმდეგის ჯარს. მტერმა ვერ გაუძლო
ქართველთა თავგანწირულ იერიშს და უკუიქცა. ქართველები 3 დღის მანძილზე მისდევდნენ გაქცეულ
მტერს და დიდი ალაფი ჩაიგდეს ხელში. ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა‖-ს ავტორი გადმოგვცემს,
რომ ,,ამათ ესე-ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-
დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთა-მე პირნი, და
რომელთა-მე ჴელები, და რომელნი-მე სრულიად; და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი
მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თჳსა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.
მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა, და მოსცა ძე თჳსი მალიქი
და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუსისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე. და
უბრძანა თურქმანობასა სადა-ღა-ცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ, ყოველსა მჴედრობად
შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა.
ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი.
შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღჳსა, რომლითა
აღივსო ქუეყანა, და აგჳსტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თჳთ
ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან
გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო,
რაბამ რა-მე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ
თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, -- ამათ ყოველთათჳს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა
ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსა-ვე.
რამეთუ პირველსა-ვე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწეოდა,
და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად
წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა,
რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგჳთხრობდეს სასწაულსა ამას
მთავარ-მოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი,
და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯჳთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი,
მთანი და ღელენი მძორებითა. ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და
ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხჳთა
უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თჳთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა
და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, -- რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს
აღწერად! და რამეთუ გლეხთა იხილე-მცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ. და სხუათა
გოლიათთათჳს რად-ღა რა-მცა გჳნდოდა თქმად.
ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი
გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკუე უმიროსსა და არისტოვლის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა,
რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და
პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორი, მერმე-ცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და
მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან
ვესპასიანე ტიტოჲს-მიერნი მეტომეთა თჳსთა-ზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინათგან ამათ ნივთნი
საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳს-ცა მის ჴელოვნებითა რიტორობისათა
განავრცელნეს, ვითარცა იტყჳს თჳთ სადა-მე ალექსანდრე: "არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა

129
მიემთხჳე მაქებელსა უმიროსს". რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერა-რა
ღირსი ქებისა იქმნა ხოლო მეფისა დავითისი ესე-ოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და
ვერ-ცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგომად. ჰქონებოდეს-მცა ამათ ბრძენთა თხრობათა
ნივთად საქმენი დავითისნი, და მათ-მცა აღწერნეს ჯეროვნად მათისა-ებრ რიტორობისა, და მაშინ-ღა-მცა
ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა. და ესენი ესე-ოდენ.
ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსა-ვე ომსა, ოთხას წელ ქონებული
სპარსთა, და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო
სამას ორმოცდაორი‖.
დიდგორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაწყდა თბილისის ბედიც. 1122 წელს დავითმა
თბილისი გაათავისუფლა და დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა. დავითმა მფარველობა
აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებს ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
მუსლიმებს დავითმა დაუწესა ყველაზე დაბალი გადასახადი _ 3 დინარი, ებრაელები იხდიდნენ 4
დინარს, ქართველები კი–5 დინარს. დემეტრე I-ის დროს, 1153-1154 წლებში, თბილისში მყოფი არაბი
ისტორიკოსი ალ-ფარიკი წერს, რომ თავად ბაღდადშიც ვერ იხილავთ მუსლიმებისადმი ისეთ კარგ
მოპყრობას, როგორც ეს თბილისში არისო.
1123 წელს მეფე დავითმა გაათავისუფლა დმანისი. 1123 წელს შარვანში შეიჭრა სულთანი მაჰმუდი
და დავითს შემოუთვალა, რომ გამოდი და გაშლილ ველზე შემებრძოლეო. მეფე სასწრაფოდ გაიჭრა
მტრის წინააღმდეგ 50 000-იანი მხედრობით. სულტანს შეშინებია და უკან დაუხევია უბრძოლველად.
1124 წელს დავითმა დაიკავა შარვანი. იმავე წელს მეფეს დახმარებისათვის მიმართეს ანისელებმა
და ქალაქის გათავისუფლება სთხოვეს. ანისი 60 წლის განმავლობაში მუსლიმთა ხელში იყო. 1124 წელს
დავით აღმაშენებლმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიები საქართველოს
შემოუერთა.
საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. მან
თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა ,,ნიკოფსიითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთითგან...
არეგაწადმდე‖... მეფე დაკრძალეს გელათის მონასტერში. საქართველოს ეკლესიამ დავით IV
აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) დააწესა.

$3 მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.)

დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ 1125 წელს სამეფო ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა
ძემ დემეტრე I-მა. ,,ქართლის ცხოვრების‖ თანახმად ,,სრულ ყო რა დავით სრბა მეფობრივი ქრონიკონსა
სამას ორმოცდახუთსა, და მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა საუკუნოდ, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა
დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე, და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჴელითა. დაიპყრა სამეფო ტახტი და
საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქების-მოყუარეთათჳს. იტყჳს სოლომონ-ცა
მეფე: ,,ჟამნი არიან მშჳდობისანი სარწმუნოება მეფეთა, პირველად მოშიში იყო ღმრთისა. სჳანი და
გამარჯუებული, სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი, და გლახაკთა მოწყალე, ობოლთა და
ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა. მღდელთა და მონაზონთა კეთილის-მყოფელი,
შემწირველი სოფელთა და აგარაკთა დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად
მოუბარი, უხჳ და მბოძებელი‖. ჩანს, რომ დემეტრე გამეფებამდეც დიდი მამის მხარდამხარ აქტიურად
მონაწილეობდა ქვეყნის გაძლიერებისათვის წარმოებულ ბრძოლებში. მემატიანეს თქმით ,,ოდეს ჯერ არა
იყო მეფე, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ
ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და ტყჳთა
ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას

130
ორმოცდაათი), თავი ყოვლისალაშა გიორგის-დროინდელი მემატიანი სპარსეთობისა, დაჴოცნა და
ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი. ერთგულთა შემწყნარებელი იყო და
შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი. ვინათგან არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-
ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა ,,რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად".
ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა...‖.
მათეოს ურჰაეცის სიყვებით: ,,ხოლო სომეხთა წელთაღრიცხვის 574 წელს გარდაიცვალა
ქართველთა ქვეყნის კეთილმსახური და წმინდა მეფე დავითი. მის ტახტზე დასვეს მისი ძე დემეტრე, კაცი
მხნე და ღვთისმოყვარული, მსგავსი თავისი მამის დავითისა ყოველი კეთილი საქმით‖.
მეფე დემეტრე I აზერბაიჯანელი ისტორიკოსის ზ. ბუნიატოვის თანახმად 1093 წელს უნდა
დაბადებულიყო. თუმც მკვლევარ ნ. ასათიანს იგი 1095-1096 წლებში დაბადებულად მიაჩნია. დემეტრეს
დედა იყო ეროვნებით სომეხი, რომლის ბიოგრაფიული ცნობები სამწუხაროდ წყაროებმა არ შემოგვინახა.
მათეოს ურჰაეცის თანახმად ,,ჰყავდა აგრეთვე მეფე დავითს ერთი ღვიძლი შვილი სომხის ქალისგან
რომელსაც ერქვა დემეტრე‖. დემეტრეს ჰყავდა ორი და _ თამარი და კატაი და ძმა ვახტანგი. ზოგადად ამ
პერიოდის ისტორიის შესახებ წყაროთა სიმცირე Aაშკარად თვალში საცემია. თუმც არსებულა
ფილოსოფოს იოანე ჭიმჭიმელის მიერ დემეტრე I-ი მიძღვნილი თზულება ,,შესხმა-მოთხრობა‖,
რომელმაც ჩვენდე არ მოღწია ,,მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა
ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა
დამდებლისა და ზღუათა ზღუამდინ მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა
ცხოვრებასა აღმოჩენ; იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა‖. რამდენი ასეთი წყარო
დაიკარგა კიდედვ ვინ იცის... აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი სინანულით აღნიშნავდა, რომ ,,მისი
ცხოვრება და თავგადასავალი საიდუმლოებით არის მოცული, ხოლო მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტა
რამ ვიცით. ამიტომ ხეირიანად არც კი ჩანს, რაზე იყო დამყარებული ამ მეფის დიდი სახელი‖.
დემეტრეს მემკვიდრეობით ერგო მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი, შავი ზღვიდან კასპიის
ზღვამდე გადაჭიმული სახელმწიფო. მართალია, სელჩუკთა ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობდა,
მაგრამ საქართველოს სამხრეთის საზღვრებთან წარმოიშვა რამდენიმე მაჰმადიანური სახელმწიფო,
რომელთაც შეეძლოთ საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო ძალის გამოყვანა.
დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველო თავს იკავებდა აქტიური საგარეო პოლიტიკის
წარმოებისაგან და ძირითადად დავითის მიერ დატოვებული საზღვრების დაცვას ცდილობდა. მეფემ
თავისი ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.
ლაშა გიორგის დროინდელი ისტორიკოსის თქმით ,,ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი: ოდეს
დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო, ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არსადა
იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენა-არტანი და ზენა-არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა,
და ტაოს ნაპირნი‖. სწორედ ამ განაპირა ადგილების მოშენება და აღორძინება იყო აუცილებელი, რადგან
ბრძოლების დროს სწორედ ეს ადგილები გავერანდნენ ძირითადად.
საგარეო ასპარეზზე ძირითადი ბრძოლები დემეტრე I დმანისის, ანისისა და შარვანის გამო
უწევდა. დმანისი საქართველოს მალევე დაუკარგავს და იგი სელჩუკებს დაუკავებიათ. 1125 წელს
ვარდანის ცნობით ,,დემეტრემ არა მხოლოდ შეინარჩუნა მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, მან
მიუმატა კიდეც მას დმანისი და ხუნანი―. ხუნანი 1128 წელს შემოუერთებია დემეტრეს, ხოლო დმანისი კი
საბოლოოდ 1130 წელს შესულა საქართველოსELშემადგენლობაში. სწორედ ამის გამო საქართველოს
წინააღმდეგ გაილაშქრა ხლათის სულთანმა ნასირ ად-დინ სუქმან II-მ, მაგრამ დემეტრემ იგი დაამარცხა.
დიდი ბრძოლები იყო აგრეთვე ანისის გამოც, რომელიც მეფე დავით IV 1124 წელს დაიკავა, ხოლო
მისი მაჰმადიანი ამირა მანუჩეს შვილი აბულსუარი ოჯახთან ერთად დაატყვევა და საქართველოში
ჩამოიყვანა. მეფემ ანისი სამართავად გადასცა აბულეთსა და მის ძე ივანეს. ისტორიკოს ვარდანის ცნობით
,,მამისა და ძმების თავგადასავალი და დავით მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო თუ არა, მამისეული
ქალაქის ანისის სათხოვნელად მოვიდა და თხოვნით მიმართა აბულეთსა და ქალაქის უხუცესებს. და
რაკი ქალაქი თურქთაგან დიდს გაჭირვებაში იყო, ამიტომ აბულეთმა დაუთმო იგი (ანისი ფადლონს)‖.
ფადლონ IV-მ ანისი 1126 წელს დაიკავა. მასვე აუღია დვინი და განძაც. მათე ურჰაელის თანახმად მეფე

131
დემეტრეს ანისში მყოფი ქრისტიანების პირობების დაცვა მოუთხოვია და ,,მანუჩეს შვილებმა (ე.ი.
ფადლონმა და მისმა მემკვიდრეებმა) დასდეს მტკიცე ფიცი, რომ წმინდა კათოლიკე, რომელიც ანიში
მდებარეობდა, სამუდამოდ სომხებს ექნებოდათ და არ შეუშვებდნენ მასში ტაჭიკებს ან სხვა მუსულმან
ხალხს‖. იმის გამო, რომ საქართველომ იტვირთა ქრისტიანთა მცველის მისია, ამიტომაც ეს იყო მთავარი
მოთხოვნა საქართველოს ხელისუფალის მხრიდან, რომელიც შესრულდა კიდეც.
ამრიგად ანისი დმეტრემ შედადიანებს დაუბრუნა ყმადნაფიცობის პირობით და აქ მყოფი
ქრისტიანების უფლებების დაცვით. 1153-1154 წლებში ანისი დაკავება უცდია არზრუმის მმართველს
ამირა სალდუხს, მაგრამ იგი მეფე დემეტრემ დაამარცხა და დაატყვევა, რომელიც 100 000 დინარის
სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ქალაქი ისევ შედადიანებს დარჩათ.
დიდი ბრძოლები მიმდინარებდა აგრეთვე შარვანის გამოც. Dემეტრე იძულებული გახდა 1129-
1130 წლებში ,,შარვანის ქვეყანა ორად გაყვეს. აღმოსავლეთ ნაწილში შარვან შაჰის უფლება აღადგინეს და
ეს ქვეყანა ამიერიდან, ისევე როგორც დარუბანდის ქვეყანა, საქართველოს მეფის მიმართ ყმადნაფიცის
მდგომარეობაში იმყოფებოდა. შარვანის დასავლეთი ნაწილი კი საარიშიანოს შემოუერთეს, ე.ი. საკუთრივ
საქართველოს საზღვრებში შემოიყვანეს. ასე რომ, ამიერიდან საკუთრივ საქართველოს ჩრდილო-
აღმოსავლეთის საზღვარი ქალაქ შამახიის ახლოს, მისგან ოდნავ დასავლეთით, მდინარე თეთრწყალზედ
(ახლანდელი აყსუ) გადიოდა‖. დემეტრემ შარვანის შაჰად თავისი დის რუსუდანის ქმარი მანუჩეჰარ II
დასვა.
ამრიგად, მეფე დემეტრე იძულებული გახდა მაინც წასულიყო გარკვეულ დათმობებზე და
ანისისა და შარვანის აღმოსავლეთი რაიონები ყმადნაფიცობის პირობით დაებრუნებია თავისი ძველი
პატრონებისათვის.
საქართველოს გაძლიერებას ვერ ურიგდებოდნენ მაჰმადიანი მფლობელები. 1137 წელს
აზერბაიჯანის ამირა გახდა შემს ად-დი ელდიგუზი, რომელიც რანისათვის ებრძოდა დემეტრეს.
1138/1139 წელს რანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეს გამოიყენა მეფე დემეტრემ და განძა აიღო. დემეტრემ
I-მა გამარჯვების ნიშნათ განძის ქალაქის კარები ჩამოახსნევინა და გელათის მონასტერს შესწირა. მხითარ
გოშის ცნობით განძა მართალია დემეტრემ დაიკავა, მაგრამ როდესაც დემეტრემ თავისი ასული
რუსუდანი სულთანს მიათხოვა ცოლად განძა მზითევში მიუცია მისთვის.
საინტერესოა, შედიოდა თუ არა დარუბანდი დემეტრეს დროს საქართველოს შემადგენლოაში.
დავით აღმაშენებლის ანდერძის თანახმად მან საქართველოს საზღვრები გააფართოვა ,,დარუბანდის
ზღვამდე‖. ეს ადგილი მართლაც, რომ ბუნდოვანია, რადგან გარკვევით არ ჩანს შედიოდა თუ არა
უშუალოდ დარუბანდი საქართველოს შემადგენლობაში?! ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ არაბი
ისტორიკოსის ალ-ფარიკის ნაწერებში. სადაც საუბარია, რომ 1154/1155 წლებში იგი საქართველოში
იმყოფებოდა და მეფე დემეტრემ მას მისი სამფლობელო შემოატარა. ამ შემოვლის დროს ისინი იყვნენ
აგრეთვე დარუბანდშიც, რომლის მმართველად ალ-ფარიკი დემეტრეს სიძეს მუზაფარს ასახელებს. აქვე
უნახავს მას დიდგორის ბრძოლის დროს ქართველთა მიერ დატყვევებული ერთ-ერთი სამხედრო პირი.
ვითარება დაიძაბა საქართველოს საშინაო პოლიტიკაშიც. როგორც, კი 1125 წელს დემეტრე
გამეფდა მის წინააღმდეგ შეთქმულების სამზადისი დაიწყეს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების
მოწინააღმდეგე ფეოდალებმა. ამის გამო საკმაოდ დაიძაბა ვითარება ქვეყნის შიგნით. ეს ფეოდალები
ცდილობდნენ ამ აჯანყებისათვის გარკვეული იურიდიული საფუძველი მოეძემნათ და როგორც
აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი ამბობს გააყალბეს დავით IV-ის ანდერძი და ჩასწორების შემდეგ მან ასეთი
სახე მიიღო დემეტრემ ,,ძმა მისი გაზარდოს. და თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ-იყოს ცვატა (ვახტანგი),
შემდგომად მისსა მეფე-ჰყოს მამულსა ზედა―. 1130 წელს მოწყობილი ეს აჯანყება დემეტრემ ჩაახშო და ძმა
ვახტანგი სასტიკად დასაჯა და იგი დააბრმავა.
უფლისწულ ვახტანგს მეფე დემეტრეს წინააღმდეგ აჯანყებაში მხარს უჭერდა ივანე აბულეთის ძე,
რომელიც ამჯერად გადაურჩა სასჯელს. მან 1131 წელს დალაშქრა გარნისი. თუმც საბოლოოდ მეფე
დემეტრემ ივანე აბულეთის ძე მაინც დასაჯა. ივანეს ძე თირქაში შაჰ არმენთან გაიქცა, რომელმაც
არშარუნიკის ოლქი უბოძა მას. თირქაში ისე გაკადნიერდა, რომ საქართველოზე თავდასხმაც კი გამედა.
საბოლოოდ დემეტრემ იგი დაატყვევა.

132
მეფე დემეტრეს ჰყავდა ორი ვაჟი დავითი და გიორგი. წესის თანახმად მეფობა ერგებოდა უფროს
შვილ დავითს, მაგრამ თავად მეფე უპირატესობას ანიჭებდა უმცროს შვილ გიორგის.
დავითს, როგორც ჩანს, სერიოზულად ეშინოდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მას არ
ერგებოდა და რამდენჯერმა სცადა დემეტრეს ტახტიდან გადაყენება. მან 1150 წელს მეფის წინააღმდეგ
მოაწყო აჯანყება, მაგრამ დამარცხდა. 1155 წელს მან საწადელს მიაღწია. დემეტრე ტახტიდან გადადგა და
ბერად აღიკვეცა. სამეფო ტახტი დავით V-მ დაიკავა, რომელმაც ენერგიულად დაიწყო მეფობა. მან
თანამდებობებზე დანიშნა თავისი მომხრეები. მან ტყვეობიდან გაანთავისუფლა ივანე აბულეთის ძის
შვილი თირქაში და იგი ამირსპასალარად დანიშნა. დავით V გამეფებიდან 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ლაშა გიორგის დროეინდელი მემარტიანეს სიტყვებით ,,და დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს
თუე და მოკუდა. შემდგომად მისსა დაჯდა ძე მისი-ვე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.
ამას-ვე წელსა დემეტრე მეფე მოკუდა, და დაჲ დემეტრესი თამარ, თიღჳსა აღმაშენებელი, იგი-ცა
შემონაზონებული გარდაიცვალა. და დაჲ მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო. ამის
დავითის შვილი და გიორგის ძმის-წული დემეტრე დარჩა, და ოდეს ორბელნი უკუ-ადგეს გიორგი
მეფესა, იგი თანა-უკუ-იტანეს და ლორეს შედგეს. მუნით გამოასხნა ორბელნი მეფემან, და იპყრნა და
დაჴოცნა. და დემეტრე კლდე-კართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს და მოკუდა და მცხეთას
დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვა ნეს მისგან-ვე კურთხეულსა ახალსა
მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი. დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მოჰკუეთა
ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობისა მისისასა, და მეტეხთა დადვა ფიცის არ გატეხისათჳს‖.
ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს თანახმად გამოდის, რომ მეფე დავითი საკუთარი
სიკვდილით გარდაცვლილა. მაგრამ, რამდენადმე განსხვავებულ ცნობებს იძლევა ,,ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანი‖-ს ავტორი. მისი თქმით ,,დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა,
ორ ძე ებადესა, რომელთა დავით და გიორგი [ეწოდებოდა სახელა]. მარჩეველი ძისა უმცროსისა
მლარწველი მკიცხველი იქმნა, ვითარ ისააკი იაკობისდამი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან
დავითის დღეთა შემცირებითა სრულ ყო პირველ მამისა. და მამამან ძითური ძე ტკბილი, შემგუარი
მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა -- მზე მნათობთა შორის;
ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის; აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის; სპანდიარ,
თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის; სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის‖.
გამოდის, რომ მეფე დემეტრესა და მის შვილ დავითს შორის გარკვეული კონფლიქტი ყოფილა და
დემეტრე ,,და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულ ყო პირველ
მამისა‖. სავარაუდოდ ეს კონფლიქტი 1155 წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც შვილმა მამა დემეტრე
ტახტიდან ჩამოგდო. მართალია ლაშა გიორის დროინდელი მემატიანე მალავს ამ ფაქტს და დავითი
მისით გარდაიცვალაო წერს, მაგრამ მეორე ქართველმა მემატიანემ მამა-შვილს შორის დაპირისპირების
ამბავი მაინც გაამჟღავნა.
ქართული წყაროები აშკარად ძალიან ბევრ ფაქტს მალავენ მაგრამ მათზე საუბრობს სომხური
წყაროები, კერძოდ სტეფანოზ ორბელიანი და ვარდან დიდი. სტეფანოზ ორბელიანის თანახმად მეფე
დემეტრე გარდაიცვალა და გამეფდა მისი ძე დავითი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მან სიკვდილის
წინ თავისი მცირეწლოვანი ძე დემნა ივანე ორბელს და სხვა დიდებულებს ჩააბარა, ხოლო მეფე დავითმა
მისი ძმა გიორგი დემნას მეურვედ დანიშნა, მანამ სანამ იგი სრულწლოვანი არ გახდებოდა. სტეფანოს
ორბელიანის თანახმად, ,,აღსრულების ჟამს დავითმა მოიხმო კათალიკოსი და დიდ-დიდნი დიდებულნი,
თავისი ძმა გიორგი და თავისი მცირეწლოვანი ყრმა დემნა. მან წინ დაიდო მაცხოვრის ხატი,
ცხოველმყოფელი ჯვარი, წმინდა სახარება და თქვა: ‖ ჰოი, დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედ
იცით, თუ როგორ იღვაწა მამაჩემმა თქვენთვის, და კვლავ განაახლა ეს სამეფო; და სიკვდილის ჟამს დიდი
აღთქმითა და წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო. ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ,
ძმაო ჩემო, გიორგი, არც წილი და არც სიტყვა არ გეკუთვნის ამ ტახტისათვის. აწ, როგორც მამაჩემმა მე
მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადვე მე ჩემ პირმშოს დემნას ვუწყალობებ მას ყველა
თქვენთაგანის მოწმეობით, ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადექ ჩემს ადგილზე და დაეუფლე ქვეყნის

133
ძალთმთავრობას. და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობისა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება
ჩემი ყრმა‖. შემდეგ მან მოიხმო, ივანე, სმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის
დაცვა, ყრმას ხელი შეახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ
ემზაკვრათ ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფედ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა, თვით
აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანა გელათს‖. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ
მეფე დავითი თავისი მცირეწლოვაი შვილის მეურვედ გიორგის არ დანიშნავდა, რადგან ძმებს შორის,
ტახტის გამო, აშკარა დაპირისპირება იყო. სწორედ ამიტომაც მას სტეფანოზ ორბელიანის ეს ცნობა
არასანდოდ მიაჩნია. კიდევ უფრო მეტად სენსაციურია ისტორიკოს ვარდანის მონათხრობი. მისი თქმით,
მეფე დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძე დავითი, რომელიც მოაკვლევინა მისმა ძმა
გიორგიმ ორბელებს. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სომხური წყაროები ტენდენციურია და
ერთმანეთისადმი განსხვავებულ ცნობებს გადმოგვცემენ, არაა გამორიცხული ამ საკითხთან
დაკავშირებით ,,სიმართლის მარცვალი‖ იყოს მათში შემოახული, რადგან მეფე გიორგის გამეფების
შემდეგ ორბელთა საგვარეულო არნახულად დაწინაურდა მართლაც. ,,ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანი‖-ს ავტორიც ტყუილად არ იტყოდა, რომ მეფე დემეტრე ევედრებოდა ,,ღმერთმან
დავითის დღეთა შემცირებითა‖-ო.
დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ კვლავ დემეტრე I გამეფდა. 1156 წელს დემეტრე I
გარდაიცვალა. მეფე გელათის მონასტერში დაკრძალეს.
XVIII საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე ანტონ კათალიკოსის თქმით დემეტრე I
იყო,,სიბრძნის მოყვარე, ღვთისმეტყველი, ბრძენი, რიტორი და პიიტიკოსი‖,,,გამომთქმელი იყოსტიხთა, მ
აღალშაირთა, რომელნიც დღეს ჩანან აღწერილად‖. დემეტრე
მeფეს ეკუთვნის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილიყველასათვის კარგად ცნობილი საგალობელი ,,შ
ენ ხარ ვენახი‖.

$4 მეფე გიორგი III (1156-1184 წწ.)

დემეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი უმცროსი ძე გიორგი III, რომელსაც ცოლად
ჰყავდა ოსთა მეფის ხუდანის ასული ბურდუხანი. ამ დროისათვის დემეტრე I-ის უფროსი ძის, დავით V-
ის ძე დემეტრე (დემნა) მცირეწლოვანი იყო. ლაშა გიორგის დროენდელი მემატიანეს თანახმად ,,დაჯდა
მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათჳს,
კეთილის-მსახური ღმრთისა. საყდართა, ეპისკოპოსთა მეუდაბნოვეთა, მღდელთათჳს კეთილის-
მყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა და ცოტათაგან, გლახაკთა და ქურივთათჳს მოწყალე იყო
და ერთგულთათჳს უხჳ და მბოძებელი იყო. სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი,
მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს‖.
,,ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს ავტოროს თქმით კი ,,ამან რა იპყრა
შარავანდედი მეფობისა, შჳდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გჳრგჳინთა,
აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სულისათა: აგარიანთა,
ისმაიტელთა და მამადიანთა პირველად წყალობისა მიმფენმან იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და
ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეშეთა -- ჴელ ყო
შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველი ჴევნები კლდოვანი და
ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა‖.
გიორგი III-ის დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეონდა სომხეთისათვის. გიორგიმ
რამდენიმეჯერ დაიკავა დმანისი და სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი, თუმცა, საბოლოოდ მათი
შემოერთება თამარის დროს მოხდა. ლაშა გიორგის დროენდელი მემატიანეს სიტყვებით ,,აიღო ანისი
(გიორგიმ), ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა.

134
შეიპყრა სალდუხი, ამოსწყჳტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი
არა აითუალვოდა. და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი.
უშიშად ჰქონდეს განძას სულტანი და ხლათის სულტანი. და შამისა, ჯაზირისა და არდოხისძე
სალდუხი გააქცივნა და დაჴოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა ლაშქრითა სპარსეთისათა, დაარბია
შავშეთი, კლარჯეთი და გავალის ჯარს ესრე დაჴოცნეს, რომელ მოამბე ერთი-ცა ვერ წავიდა‖.
ქართული წყაროებიდან, რომელშიც გიორგი III-ზეა საუბარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია
,,ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖, რომელშიც ქრონოლოგიურად არის
დალაგებული ფაქტები. ამ წყაროდან ირკვევა, რომ მეფე გიორგის დიდი ბრძოლები ჰქონდა ანისისათვის,
დვინისთვის, შარვანისათვის, არზრუმის მფლობელთან, ხლათის მფლობელ შაჰ არმენთან, სამხრეთ
აზერბაიჯანის, ალ-ჯაბალისა და ისფაჰანის გემგებლის შამს ად-დინ ილდეგიზიდთან, მარაღის
პატრონთან, დიარბექირის, აზერბაიჯანის და ჰამადანის კოალიციურ ჯართან, დარუბანდის ამირებთან,
თურქთა ურდოებთან და სხვ.
გიორგი III მეფობის პერიოდში ისევ აქტიური იყო ანის საკითხი. ,,ისტორიათა და აზმათა
მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს ავტორის თანახმად 1161 წელს ,,რომლისა ჯავრისაგან აღ[ი]ძრა
ნაღველ-ფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შარიარმან სულტანად
მწოდებელმან თავისამან მაწვეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა
გარდმანისათა: არდოხის ძე, რომელი პაპის მისისაგან დიდგვართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან,
ლაშქრობათა შინა სპა-მრავლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთი ძე ლტოლვილ ყო;
სალდუხ სელჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა მეპატრონეთა
და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მჴეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და
მიუწდომელითა ძალითა და უჰამრავითა ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა
ზედა მბრძოლი მაშქერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.
ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან გიორგი ნაჭარმაგევსა სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან
და ზეს გამომდებელმან წყობათა შინა, იჴმნა დასნი და დასნი და ზედადამმართველმან ერთმანერთთა
ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა.
და ვითარ ითქმის, გმირი სრბად გზასა. შეირტყა და წარემართა და სუფევდა", არღა დამხედველი
მცირეთა, და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთ-იმერთა და
ვიეთთამე ამერთაცა მინდობილი წყალობათა შემძლისა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდარ
მაკიდოვნელისა, და ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და თუალავს სიმრავლესა
გარემომდგომთა მტერთასა. არცა განმლეობასა მტერთასა მახვილთა ელვისა, გარდამავალი მთათა
შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართ-უხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი,
რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითასა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისათჳს სიმცროსათჳს
სპათასა. არა დამორჩილდა მჴნე მჴნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა
ღუაწლთა და გჳრგჳნსა, თჳთ სეხნაი ვითაცა მიმსგავსებული გიორგი: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა
ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთნი სძლივნა უძლეველმან მჴედარმან, მართობთაცა შინა
გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან გარდასლვითა მლოცველმან და
მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღსაჭურველეს მიმცემელმან იოვანესდა ძელისა
ცხოვრებისა მიძღუანვად. და ამჴედრდეს გულითა განჴშრვებულითა და ურთიერთას განამჴნობდეს. და
შვილნი ცხოვრებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.
ხოლო მეფემან მტკიცედ აზევებულმან ჰუნესა ზედა ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და
სწავლა გულსა მჴედართასა, ვითარმედ: ,,კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად
კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს. სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ
ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და
ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა
განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს
ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან
ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა -- ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ

135
უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა
მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ
ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ
ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა".
და წარმომთქუმელმან უკანასკნელთა-ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა
ლიპარიტს, ბექასა სურამელს. ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა თანა მბრძანებელმან, მუნცა
ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: "მოყმენი იგიცა ვჯობთ, რომელმანცა უმსწრაფეს უხეთქნეთ
დროშის მქონესა, და დაცემითა მისთა დავსცეთ ბანაკი ნავალისი, მასმიეს და კედრისა
შთამოსულთა". ანისისათვის წარმოებულ ამ ბრძოლაში გიორგი III მხნედ იბრძოდა ,,თჳთ მეფე… სდევდა
მრავალგზის გამომცვლელი რაზმთა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი
მისნი თანაშემწეობდეს‖. ქართველებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს და ,,და კუალად შემქცეველთა
იხილეს… სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა,
ოქროთაჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა‖. მეფე გიორგიმ 3
დღე დაჰყო ანისთან, იქ თავისი ერთგული ამირა დანიშნა და ,,პირითა მხიარულითა წარმოავლინა
მახარობელი წინაშე ფილოსოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ‖… ქართველთა ეს
წარმატება ,,მიესმა სულტანსა ხუარსნისას და ერაყისასა, და ხალიფას მპყრობელსა დიდისა
ბაბილოვნისასა და ცრუ სჯულისა მდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა... და
შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემო კერძოსა ქუეყანასა სომხითისასა, და მოადგეს ციხესა გაგისასა. აიღეს
იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი. ცნა ესე სახელგანთქმულმან და უძლეველმან მჴედარმან და
უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და
ამერთამან, და გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა
და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქეთცა სიკეთე და სისრულე დაუსრულებელი, და მომართეს
და გავიდეს [ადგილთა] მათ, ლაშქართასა. და ვითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა
ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს. ვითარმედ: "არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი
გიორგისი და მისთა ლაშქართა და უფროსღა გაგის შინა მყოფთა განვლეს წყალი ეკლეცისა, რომელსა შინა
მსწრაფლ მსრბოლობამან და ჯარმან [შეაყენა ისინი], და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი, დაუწყეს
ჩამოყრა...
და არა მიუშუეს მეტყუელთა ამისთა; ,,ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა,
ნუღარა აღზევებულ მკადრებლობ ღმრთისა". ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი.
გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად ეგო, გამყრელი
ლაშქართა თჳსსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა‖. ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა
მეფე გიორგი. საქართველოს ამ გამარჯვებებმა განარისხა ისლამური სამყარო. 1163 წელი საკმაოდ მძიმე
იყო ქართველთათვის. მეფე გიორგის არზრუმის წინააღმდეგ მოუწია ომის წარმოება. იბნ-ალ ასირის
თანახმად ,,გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და არზან არ-რუმის მფლობელ მეფე სალთიკს შორის.
ქართველებმა სძლიეს მოწინააღმდეგეს და გაანადგურეს სალთიკის ლაშქარი. თვითონ სალთიკი
შეიპყრეს და ტყვეობიდან მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც მისმა დამ შაჰ-ბანუვარმა, რომელიც
ცოლად ჰყავდა ხლათის მპყრობელ ჰაშ არმენ ბენ სუქმან ბენ იბრაჰიმ ბენ სუქმანს, ქართველთა მეფეს
ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა და ძმის განთავისუფლება სთხოვა‖. იმავე 1163 წელს ქართველებს 50 000
კოალიციურ ჯართან მოუწია ბრძოლა. მემატიანეს თქმით ,,შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი
ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად, მომტყუებელი ძალისა მოვიდა და
მოადგა კართა ანისისათა, და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა
განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განამზადნა საბრძოლველნი და
მანქანანი, დამრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარეთთა ქუეყანათამან. ესე ამბავი ვითარ
მოისმა ქუეყანასა ამას, და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა, მონადირე და
მხიარული, დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა... ინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და
განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავ-მაგრისა, სუე-ამაღლებულისა მეფისა
წარმმართველმან… ამას ზედა ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა

136
სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: ,,ნუ უკუე, მეფევ, ჟამი არს ომისა, და ჟამი არს
სივლტოლისა, ვინათგან ყოველსავე საქმესა ჟამი მიაჩანს... აწ ჩუენცა თავსმდებელთა ვიჴუმიოთ
სივლტოლა, და კუალად შემძლევმან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა". გიორგიმ
თავი აარიდა განსაცდელს, რადგან იგი მცირედი ლაშქრით იყო სანადიროდ წასული და ტყვედ რომ
ჩავარდნოდა მათ ვინ იცის ქვეყანას რა უბედურება დაატყდებოდა თავს. ათაბაგ ელდიგუზმა მეფე
გიორგის დაზავება თხოვა. საქმეში ჩაერია აგრეთვე ხორასნის სულთნის ცოლყოფილი მეფე გიორგის და
რუსუდანი. გიორგიმ ანისი დაუბრუნა მას ყმადნაფიცობის პირობით. მემატიანეს თქმით ,,შემდგომად
ამისა უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳსისა ყმად. და თჳთ შემოეხუეწა
ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა, და ითხოვა ზავი. აქეთ დედოფალი
რუსუდან, და[ჲ] მათი, სულტნის ცოლყოფილი ჩამოდგა, და შეიქმნა მშჳდობა და ზავი ჟამ რაოდენმე‖. ეს
შეთანხმება უნდა მომხდარიყო 1165 წელს, რომელიც ძალაში დარჩა 1174 წლამდე. XII საუკუნის 70-იან
წლებში მეფე გიორგიმ დაამთავრა ბრძოლების ერთ-ერთი ეტაპი და დროებით მშვიდობამ დაისადგურა
საქართველოში. როგორც ჩანს ქართველთა რეგულარული ჯარები განვითარების იმ ეტაპზე იყვნენ, რომ
უბრძოლველად ყოფნა მათთვის წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამიტომაც ,,და ვინათგან უღონო იქმნეს
ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფეოსანი, მკადრებელნი [იტყოდეს] ესრეთ: ,,არა არს ღონე დარჩომისა
ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა" და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და
ესრე სახედ ილაშქრა ლიხთ-იქით. ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა შინა
პაემან-შემქმნელმან უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისიცა და ბანისა, მესხთა და
თორელთა -- კარისა და აშორნისა, და ამირ-სპასალარსა და სომხითართა -- აქეთ ვიდრე განძამდის; თჳთ
ხასაგანიანთა, ლიხთ-იმერთა და ქართველთა -- განძას დამართებით მტკურის მტკურის პირი იმიერ და
ამიერ ხოლთამდის, ჰერთა და კახთა -- ალაზნის. შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი
უცხო ლაშქრობა, რომლისა სი[გ]რძე არაოდეს ვის ეხილვა‖... ეს ლაშქრობა მიზნად ისახავდა როგორც
ალაფის აღებას ისე მოწინააღმდეგეთა დაზვერვასაც. 1173 წელს მეფე გიორგი III დახმარება თხოვა
დემეტრეს დისშვილმა შარვან შაჰმა აღსარათანმა, რომელსაც დარუბანდის ამირები ავიწროვებდნენ.
გიორგიმ დახმარება აღმოუჩინა მას და დაამარცხა ისინი. ქართველთა მეფეს ამ ბრძოლაში ეხმარებოდა
საქართველოში მეუღლესთან ერთად სტუმრად ჩამოსული ბიზანტიის მომავალი იმპერატორი
ანდრონიკე კომნენოსი, რომელსაც თავი უსახელებია ამ ბრძოლაში. მემატიანეს სიყვით ,,მოვიდა ოდეს
ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შენიერითა, თანა შვილებითურთ და
დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა
მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მ\მადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყჳსი
სახლის-შვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა
საჯდომნი სიახლესა საყდრისა თჳსისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისასა, რომელი
მეფე იყო შარვანისა და ზღჳს პირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა
შვილ-ყოფად ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე დაჭირებული
დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეიყარა ლაშქარი იმიერით და ამიერით, თჳთ ძმა ბერძენთა მეფისა
ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოჴრა ქუეყანა
მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა თჳთ მჭვრეტელობასა შინა
მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თჳთ მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი იგი
მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან, მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო
შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით და გამარჯუებული იშუებდა და
იმოთხვიდა საყოფელთა მისთა‖. 1177 წელს გიორგი III-ის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. დავით
UV-ის ძე დემნა უფლისწული გამეფებას შეეცადა. ამ განზრახვის შესრულებაში მას ხელს უწყობდა მისი
სიმამრი, საქართველოს ამირსპასალარი ივანე ორბელი. აჯანყებას მიემხრო დიდებულების ნაწილი,
რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მეფის მტკიცე ხელისუფლებით.
თავდაპირველად ივანე ორბელმა ძმების დავითისა და გიორგის დაპირისპირების დროს გიორგის
მხარე დაიჭირა, რის შედეგადაც იგი ამირსპასალარი გახდა. ამავე დროს დემნა უფლისწულს ივანე
ზრდიდა, რომელიც შემდეგ მისი სიძე გახდა. ქართული სამართლის მიხედვით უფლისწულს, რომელსაც

137
მისი ქვეშევრდომის ასული ეყოლებოდა ცოლად მეფობისაკენ მიმავალი გზა ავტომატიურად ჰქონდა
მოჭრილი. შესაძლოა ეს ქორწინება ივანე ორბელისა და მეფე გიორგის ურთიერთშეთანხმებით
მომხდარიყო. ივანე ორბელისათვის გარდა ამირსპასალარობისა ანისის მმართველობაც სურდა, რომელიც
უშუალოდ ესაზღვრებოდა ლორე-ტაშირს მიწებს, რომელიც ივანე ორბელს ეკუთვნოდა, როგორც
ამირსპასალარს. ვარდან დიდის თქმით, 1174 წელს ივანე ორბელმა სთხოვა გიორგი III-ს ანისის მისთვის
გადაცემა. მეფე გიორგიმ ანისი აიღო და იგი ივანეს გადასცა სამართავად, მაგრამ ამ უკანასკნელს მეფის
მოხელეობა აღარ აკმაყოფილებდა და ანისში პოლიტიკური ხელისუფლება სურდა. ამ მიზნით ივანე
ორბელმა მაჰმადიანური სარწმუნოების მქონე პოლიტიკური ერთეულების მმართველებთან დაიწყო
კავშირ-ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ანისის მკვიდრმა მოსახლეობამ მტერს არ მისცა საშუალება
აეღოთ ქალაქი, მეფე გიორგიმაც ოპერატიულად იმოქმედა, მან შეძლო მოულოდნელი თავდახმის
მოგერიიება და მტერზე გამარჯვების მოპოვება. ბუნებრივია მეფე გიორგიმ ანისი ჩამორთვა ივანე
ორბელს. სწორედ ამას მოჰყვა 1177 წლის შეთქმულებაც. Mეფეს გარდა ივანე ორბელისა და დემნა
უფლისწულისა დაუპირისპირდა ორბელთა საგვარეულოს დიდი ნაწილი, გარდა ამისა იბანე ვარდანის
ძე, შოთა ძე ართავაჩოსძისა, ერისთავი ქართლისა სუმბატ ლიპარიტის ძე, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ
ივანეს ძე, ანანია დვინელი, დიდი გამრეკელი, მხარგძელი, მემნა ჯაყელი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე,
ჰასან კაენის პატრონი და სხვა მრავალი. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს შაჰ არმენს და აზერბაიჯანის
ათაბაგს ელდიგუზის ძეს, მაგრამ გიორგი მეფის შიშით მათ დახმარებაზე უარი თქვეს. ივანე ორბელმა
30 000 ჯარი შეაგროვა. ეს ამირსპასალარ ივანედან არ გაკვირვებია მეფე გიორგის, რადგან მორიგი
საწვრთნელი ვარჯიში ეგონა. აჯანყებულები გეგმავდნენ გიორგის მოულოდნელად შეპყრობას და დემნას
გამეფებას. Mაგრამ ეს მეფემ შეიტყო და თბილიში შეასწრო მათ.
ეს აჯანყება კარგად არის გადმოცემული ქართულ წყაროებშიც. ლაშა გიორგის დროენდელი
მემატიანეს თანახმად ,,ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩჳდმეტი. და აფხაზეთი,
სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი
უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთ-ვე შარვანის სახლი‖. ,,ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა
შარავანდედთასა‖-ს ავტორის თქმითკი ,,ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და
საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა,
სახელით დემეტრე, სახე-კეთილი და ყოვლითა ჴელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა
მათისა, გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახე-უკლებობათა და
ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხოვრებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და
გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს. მცნებათასა, ვითარ თანაშთამამავლობა და გუართა
უბედურობა ამის სამეფოსა კაცთა. ვინათგან დავითცა. მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა
მამისა მის დემეტრესსა ამოსწყჳტნა ამის სამეფოსა დიდებულნი რომელნიმე ექსორია-ქმნითა, რომელნიმე
სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა, აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა
მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა:
სამცხეთართა, ჰერეთთა, კახეთთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა
განდგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი‖... აჯანყებულებმა ქალაქგარეთ მყოფი მეფის
დატყვევება გადაწყვიტეს, მაგრამ განზრახვა ვერ განახორციელეს. გიორგიმ მოახერხა თბილისში
დაბრუნება და თავისი მომხრეების შეგროვება. მეფესთან ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ყივჩაღთა
ჯარის სარდალი ყუბასარი 500 მეომრით. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებს საკმაოდ დიდი
სამხედრო ძალა გააჩნდათ (30 ათასი კაცი). მათ მერყეობა დაეტყოთ. ისინი შეეცადნენ დახმარება მიეღოთ
ქვეყნის გარედან და ელჩებიც კი გაგზავნეს მაჰმადიან მფლობელებთან. ამასობაში ინიციატივა ხელში
აიღო გიორგი III-მ. Aაჯანყებულებს შეუტია. პირველი მარცხის შემდეგ ამბოხებულთა შორის
განხეთქილება დაიწყო, მათი ნაწილი მეფის მხარეზე გადავიდა (მათ შორის იყო სარგის მხარგრძელიც).
დემნა უფლისწული და ივანე ორბელი ლორეს ციხეში ჩაიკეტნენ. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს.
აჯანყებულები მეფეს დანებდნენ. დემნა უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს.
უფლისწული სასჯელს გადაყვა. დემნა მცხეთაში დაკრძალეს. სასტიკად გაუსწორდა გიორგი III
ორბელებს. ივანე ორბელი სიკვდილით დასაჯეს. ამ საგვარეულოდან გადარჩა მხოლოდ ის, ვინც

138
საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა ან გაქცევა მოახერხა. მემატიანეს თქმით ,,და შემყრელმან
ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა ყოფობასა შინა, იოტნა გააქცივნა,
შეიხუეწნა ციხესა ლორისასა, და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს
სარგის მჴარგრძელი, შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და
შეიტკბო მეფემან, და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და
ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად
მისად და სხუა თემისა და თემის: მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თჳთ გაზრდილი მისი
მეჯინიბეთ-უხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი
და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. და შეიქმნეს ჟამნი ფიცხელნი და
კუეთარკუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და
სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი, და ლეკნი. შეიპყრნეს[...] და
გრიგოლ ასათის ძე, ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა, თჳთ ჴრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა
ცხენისათა შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრებლად მთხრებლისად,
და თანა შოთაცა, ძე ართავაჩოსძისა. ესენი ვითარცა შინათ-გამცემალნი განზრახ განგებითა ჴელთ
იპყრნეს, წამოსრულთა მოასხეს წინაშე მეფისა, მარჯუება-აღმატებულისა. და გაიხარეს სიხარულითა
დიდითა ფრიად, ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა. მაშინ მეფე აგარას მყოფი აღვიდა
და მოდგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ.
მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისაგანვე იყვნეს ჴელისუფალნი, და ანანია
დვინელი; ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთასა. დაღაცათუ უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე
უქმადვე უკუნ აქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი.
დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან და მომართა თავისავე ბიძასა. და
ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს ციხესა შინა, გამოასხეს მსგავსად სუისა და ეტლისა მათისა.
აიღო ლორე და დაიმჭირა თავისა თჳსისათჳს. ხოლო მას ჟამსა თჳთ მორჭმული და ზეამაღლებული
წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა [ზედა] და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თჳთ
მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა‖.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფემ დააწინაურა თავისი ერთგული მომხრეები, რომელთაგან
ზოგიერთი დაბალი სოციალური წარმოშობის იყვო. ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი გახდა
ყუბასარი, ხოლო მსახურთუხუცესი _ აფრიდონი.
გიორგი III-ს ვაჟი არ ყავდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ასული
თამარი, რაც იშვიათი მოვლენა იყო იმ პერიოდის მსოფლიოსათვის. გიორგიმ გადაწყვიტა თავის
სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდეგ მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ
თანამოსაყდრედ აკურთხა თამარი. ამის შემდეგ მამა-შვილი ერთად მართავდნენ სამეფოს. ლაშა გიორგის
დროინდელი მემატიანეს თანახმად ,,და მოსცა ღმერთმან შვილი გჳრგჳნის ცოლსა თანა ბურდუხანს,
მსგავსად აღთქმით შობილისა, ვითარ ანნას სამოელი, რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე და
მრავალი მშჳდობა დღეთა მისთა‖. ,,ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს
ავტორის სიტყვით კი ,,შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლით სამეფოთ მისით
შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევსა. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა
დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და
ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა.
განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა
მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა
იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა. და დაისუა მარჯვენით მისსა მეფე და
დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა,
რომელსა ხადა მთად ღმრთისად, მთად პოსილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა
თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ. და მდიდარნი
ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა‖.

139
იმავე წელს გიორგი III-სა და თამარის ინიციატივით მოიწვიეს კრება, რომელზეც გადაწყდა, რომ
სასტიკად დაესაჯად ქვეყანაში მომრავლებული ქურდები და ავაზაკები. კრების გადაწყვეტილებით
დამნაშავეები სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ. შეიქმნა ,,მპარავთმძებნელთა‖ საგანგებო სამსახური. ამ
ღონისძიებებმა ქურდობა და ყაჩაღობა საგრძნობლად შეამცირა ქვეყანაში. 1184 წელს გიორგი III
გარდაიცვალა. მეფე გელათში დაკრძალეს ,,და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს კახეთისასა,
თუესა მარტსა ოცდაშჳდსა, სამშაბათსა ვნებისასა. და დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან, და მას-ვე
წელსა გელათს წაიყვანეს‖..
,,ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს ავტორის თანახმად მეფე
გიორგის გარდაცვალების ჟამს ვაზირები იყვნენ ,,იხილეს მიქაელ პატრიაქი ყოველთა ებისკოპოზითერთ
მდგომი ვაზირი ანტონი, და ამირსპასალარი ყუბასარ. და სხუანი ჴელისუფალნი. ყუთლუ-არსლან
მეჭურჭლეთ-უხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთ-უხუცესი, აფრიდონ მსახურთ-
უხუცესი, ივანე[...] და დიდებულნი აზნაურნი მონანი და მოყმენი თანა პორფირი და გჳრგჳნი სკიპტრითა
და საჭურველითა სჳანად ჴმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე
მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხეები აწყუედილი და ოჴერ-ქმნილი‖.

$5 საქართველო თამარის მეფობის დროს

საშინაო ვითარება თამარის მეფობის დასაწყისში. 1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების
შემდეგ, თამარმა ერთპიროვნულად დაიწყო ქვეყნის მართვა. საქართველოს ისტორიაში სამეფო ტახტზე
ქალი პირველად ავიდა. ბასილი ეზოსმოძღუარი წერს თავის ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა‖-ში
,,დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა,
ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს
ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა
ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და
შემდგომითი-შემდგომად აქონ‖.
მეფე თამარმა პირველი რაც გააკეთა ეს იყო ის, რომ მან წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან
ჩამოიყვანა ღირსი მამა ნიკოლაოზ გულაბერიძე, რომელსაც სთხოვა საეკლესიო კრება მოეწვია:
,პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა
სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი
სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა
საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი
აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.
ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო
მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად
განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა
სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბნა ყოველნი ერთსა
სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ
ეუბნებოდა:
,,წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად
წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და
დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე
მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა
გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე
განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა
საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა
მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური".

140
ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა
ღმრთივ-განბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ-ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და
წარვიდა პალატად თჳსად.
ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყუელნი
მთიებნი უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა
ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და
ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს,
დაღაცათუ ფრიად იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე
ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი წესნი
განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი‖. ამჯერად ვერ მოხერხდა ნიკოლოზ გულაბერიძის ქართლის
კათალიკოსად დანიშვნა. მეფე თამარის ამ სურვილს წინ აღუდგა კათალიკოსი მიქაელი, რომელსაც
მემატიანეს თქმით ,,ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან‖.
როდესაც მიქაელი გარდაიცვალა ,,მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი
ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა დიდი
და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს‖.
დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის დროს გავლენადაკარგულმა დიდებულებმა
გადაწყვიტეს, ამ მდგომარეობით ესარგებლათ და ძველი მდგომარეობა დაებრუნებინათ. დიდებულებმა
ხელმეორედ აკურთხეს თამარი მეფედ, რათაA ამით ხაზი გაესვათ თავიანთი გავლენისათვის. მემატიანეს
თქმით ,,აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა [მამა]-პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი
ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გჳრგჳნი, და აღიღეს ჴმა მგალობელთა
და ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ-მფლობელობისა, და მოაჴსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი
გამოჩენილი კოსტანტინესთჳს. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთ-
იმერითგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნსა თავსა სამეუფოსა, აწჳეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი,
მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის-ძე, მიღებად გჳრგჳნისა, და ცალის-კერძისა. კახაბერი,
ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყვეს მოჴელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანის-ძეთა,
საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოღება და დადება ჴრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა,
ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედო-
ქმნილთა. თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. და დაიპყრა ჟამიერად
თჳთოეულმან თჳსი ადგილი. თამარ შჳდ-მნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წამოაჩინნა და
აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არს-საჩენნი და განსუენებად სცა მეშჳდესა‖. ამ საკითხთან
დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მეორედ კურთხევა არ უნდა
ნიშნავდეს რითიმე მეფის დამცირებას და საკუთარ უზენაესობაზე ხაზის გასმას. ასეთი შემთხვევა
მანმდეც იყო საქართველოში. მაგალითად დემეტრე I-ი დავით IV-ემ სიცოცხლეშივე აკურთხა
თანამოსაყდრედ და ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო მახვილიც შემოარტყა მას წელზე, მაგრამ
დავითის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე ხელმეორედ აკურთხეს მეფედ ისევ. ჩენ ვფიქრობთ, რომ
ყოველი პრობლემა მთლიანობაში უნდა იქნეს განხილული და მისი ერთიანი კონტექსტიდან
ამოგლეჯილად განხილვა არ იქნება სწორი. მარტო ამ მაგალითის შედარებით არ იქნება სწორი დასკვნის
გაკეთება პასუხზე _ ცდილობდნენ თუ არა ფეოდალები მეფე თამარზე თავისი ზეგავლენის მოხდენას?!
თუ შევხედავთ, რომ თამარ მეფეს შემდეგაც არა ერთი მოთხოვნა წაუყენეს დიდებულებმა შესაძლოა მისი
მეორედ კურთხევაც მათი უზენაესობაზე ხაზის გასმა ყოფილიყო.
მათ თამარს გიორგი III-ის დროს დაწინაურებული დაბალი სოციალური წარმოშობის
მოხელეების გადაყენება მოსთხოვეს. თამარმა დიდებულებს დაუთმო და ორი ვაზირი: ამირსპასალარ-
მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენა. მაგრამ მოგვიანებით
ვაზირებად მეფე თამარმა დანიშნა ერგთულნი, პატრიოტნი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი
ქრისტიანები. მემატიანეს სიტყვით ,,ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს
დავით, და სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან, არამედ
აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თჳსისა მთავართა, და

141
განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით,
რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა
განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი,
უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ, ეკლესიათა და
მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა
და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს
ჭყონდიდი სამთავისი, კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს,
არავე დაეცეს.
იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს. სარგის
ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა
დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ
თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და
ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი
ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ
მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა
გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.
და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს
მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად
ბრძნად და მართლად განგებისათჳს‖. ერისთავებად კი მეფემ დანიშნა ,,და ერისთავნი მის ჟამისან ისენი
იყვნეს: ბარამ ვარდანის-ძე -- სუანთა ერისთავი; კახაბერი კახაბერის-ძე -- რაჭისა და თაკუერის --
ერისთავად; და ოთაღო შარვაშის-ძე -- ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე -- [არგუეთის ერისთავად]; და
ოდიშის ერისთავად ბედიანი. ლიხთ-ამერით: ქართლის ერისთავად -- რატი სურამელი; და კახეთის
ერისთავად -- ბაკურ-ყმა ძაგანის-ძე; და ჰერეთის ერისთავად -- გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა
მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის-ძესა და მცირედ-ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის
ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ჴელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და
სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ჴელის-უფალნი, ტაძრისა და
საყდრისა სამეუფოსა წინაშე მდგომელნი, განაჩინეს წესისაებრ სახლისა‖. მემატიანე უწონებს თამარს ამ
გადაწყვეტილებას და ამბობს ,ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად
წარმართებანი თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს,
ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან
შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს. და თამარ საქმეთაგან‖.
ამ მოვლენიდან სულ მცირე დრო იყო გასული, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა
სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა.
ისანში, სამეფო სასახლის გვერდით, უნდა დაეარსებინათ ე.წ. ,,კარავი‖. ,,კარავში‖ შეკრებილი
დიდებულები გადაწყვეტდნენ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, და ამის შესახებ აუწყებდნენ
მეფეს. მეფეს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულება ევალებოდა. ,,ისტორიათა და აზმათა
მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს ავტორის თქმით ,,ყუთლუარსლან, ცხოვარმან ჯორის სახ[ედ] ორ
ბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა
განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა და თქუა:
"დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი,
ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული
ჩუენი.
ესე ვიეთ საწყენელ იყო -- დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი -- ესრეთ
იწყინა, და გაიკჳრვა, და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა
ჴელით გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანაზრახველ მყოფელმან ერთგულთა და საკუთართა
მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-რსლან, მეჭურჭლეთ-უხუცესი და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და
სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული.

142
და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზად-
გამყუელობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს თამარს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე
ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არა მიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა
შემობმად გარნა ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ [ექმნებოდა]
მბრძოლთა მათ მისთა, და ვის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად
წინააღმდგომთა… და ამას შინა თამარ, წარმგზვნელმან ორთა საპატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო
ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი, და ერთი კრავაჲ ჯაყელი, დედა
აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხჳსა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი
ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-ცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან
და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნების-მყოფლობისა მათისა". ამ გეგმის განხორციელების
შემთხვევაში ძალზე იზღუდებოდა მეფის ხელისუფლება. ბუნებრივია, თამარს არ შეეძლო ყუთლუ-
არსლანის წინადადების მიღება. მეფის ბრძანებით ყუთლუ დააპატიმრეს. მეჭურჭლეთუხუცესს მრავალი
მომხრე ჰყავდა. მათ თავიანთი მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში
შეიარაღებული გამოსვლით იმუქრებოდნენ. თამარმა გაათავისუფლა ყუთლუ-არსლანი და მის
,,თანაშეფიცულებთან‖ გააგზავნა ორი საპატიო მანდილოსანი: კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი.
მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. ,,კარვის‖ დაარსების იდეა ჩაიშალა. სამაგიეროდ, შედარებით
გაუფართოვდა უფლებები სამეფო დარბაზს. ამიერიდან მეფე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას
იღებდა დარბაზის ,,ერთიანობითა და თანადგომით‖. ამგვარად, სამეფოში მოხერხდა სიმშვიდის
აღდგენა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით მკვეთრად
განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყუთლუ-არსლანის
დასი ცდილობდა მეფე თამარისათვის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება დაეტოვებინათ და
საკანონმდებლო ფუნქციები თვითონ მიეთვისებინათ. მაგრამ ისტორიკოსთა ნაწილი ასე არ ფიქრობს.
აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილმა საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო თავის ,,ქართველი ერის ისტორიაში‖
ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას. იგი წერს ,,ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთ-უხუცესი, ანივაზირი
ყოფილა; მასასადამე, შეუძლებელია იგი გაფიცულ დიდგვარიან აზნაურთა იმ ჯგუფში ყოფილიყო,
რომელიც თავის თავს ,,უპატივოდ და უსახელოდ გასულად‖ სთვლიდა და გულნატკენი იყო, უმაღლეს
მოხელეობას არ გვაღირსესო. მეჭურჭლეთ-უხუცესი ყუთლუ-არსლანი თავისი შესანიშნავი
მოთხოვნილებით მაშინ გამოსულა, როდესაც გაფიცულმა დიდგვარიანებმა აზნაურებმა მისი
თანამოსამსახურენი ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთ უხუცესი დაამხეს და მათი ადგილის
დაჭერის გამო მეამბოხეებს ჯერ კიდევ ცილობა ჰქონიათ. გაფიცულ დიდგვაროვანთა ჯგუფს მიემხრო,
თუ მარტო თავის პოლიტიკურ თანამოაზრეთა დახმარების იმედით ჰქონდა გული მაგარი _ არა ჩანს,
მაგრამ ეს კი ცხადია, რომ იგიც თურმე ,,და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა
მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული‖ ყოფილა.
სამწუხაროდ, ყუთლუ-არსლანის წოდებრივ ჩამომავლობაზე გარკვეული ცნობები არ არის
შემონახული. უძველეს ხელნაწერში თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულება ამ ალაგას დამახინჯებულია,
მაგრამ იქაც ყუთლუ-არსლანი ,,ბიჭა‖-დ არის წოდებული და ეს გარემოება, მაინც-და-მაინც მის
მაღალწოდებრიობას არ ამტკიცებს. ..ქართლის ცხოივრების‖ შესწორებულ და სრულ ხელნაწერებში, ხომ
ყუთლუ-არსლანი ,,გვარითა უაზნოთა‖ იმ წრის წევრად არის მოხსენებული, რომელსაც ,,აღამაღლებს
სიმდიდრე‖, მაშასადამე, დაბალი წოდებითგან გამოსული სიმდიდრით განდიდებულად არის
ცნობილი.ამას გარდა ჩევნ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყუთლუ-არსლანი გიორგი III გაავეზირა და
მეჭურჭლეთუხუცესობა მისცა. განსაკუთრებით საგულისხმიეროა, რომ იგი ვაზირად დემნად განდგომის
დათრგუნვის შემდგომად ჩანს; ალბათ იმ დიდგვარიან აზნაურთა ჯგუფს არ ეკუთვნოდა, რომელმაც
ივანე ორბელის მეთაურობით დემნას განდგომა მოაწყო; პირიქით, იგი გიორგი III პოლიტიკის მომხრე
უნდა ყოფილიყო. Mაგრამ ამასანავე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა
გაფიცვის დროსყუთლუ არსლანი დასამხობ ვაზირთა სიაში მოხსენებული არ არის, მაშასადამე, იგი
გაფიცულთათვის იმდენად საძულვევლი არ ყოფილა‖... ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიკოსი ივ.

143
ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სპარსეთში ,,კარავის‖-ს მსგავსი ორგანო არ ყოფილა და ქართველ
ისტორიკოსსაც იგი კონკრეტული სახით არ უნდა ჰქონოდა წარმოდგენილი. ისტორიკოსთა ნაწილი
მიიჩნევს, რომ ,,წესი‖ ძველ ქართულ იურიდიულ ტერმინოლოგიაში უმთავრესად წესდებას, კანონთა
კრებულს ნიშნავდა, თუმცა მას სხვა შინაარსიც ჰქონდა ტრადიციის, ჩვეულების გაგებით. ასეთ
შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ტერმინი ,,სპარსთა წესი‖, თამარის ისტორიკოსის აზრით, ნიშნავდეს
რაიმე ლიტერატურულ ძეგლს, საკანონმდებლო ნორმას ან ტრაქტატსაც კი, რომლის პრინციპები
სპარსულ წესად იგულისხმება. თუ ეს ასეა, პირველ რიგში, ბუნებრივია, უნდა გაგვახსენდეს ნიზამ ალ-
მულქის განთქმული ,,სიასათ-ნამე‖ - წიგნი მმართველობის შესახებ. ―სიასათ-ნამე‖, როგორც ცნობილია,
წარმოადგენდა ტრაქტატს, თუმცა შეიცავდა იმ აზრებსაც, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებასაც
წარმოადგენდნენ ნიზამ-მულქისა და მალიქ-შაჰის ცნობილი რეფორმები ირანში. ერთგან ,,სიასათ-ნამეში‖
მისი ავტორი რჩევას იძლევა, რომ ჭეშმარიტი ხელმწიფე ,,ვალდებულია ამა თუ იმ გადაწყვეტილების
მიღებამდე ეთათბირებოდეს მეცნიერებსა და ბრძენ ხალხს და არაა კარგი არც ერთი საქმე დათათბირების
გარეშე‖. ხომ არ ფიქრობს თამარის ისტორიკოსი, რომ ყუთლუ-არსლანის მოთხოვნა (მაფემ არაფერი არ
უნდა მოიმოქმედოს პირადი სურვილისამებრ, მან მხოლოდ კარვისელთა თათბირზე მიღებული
გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს) ნიზამ ალ-მულქთან დაცული მოთხოვნის (ე.წ. სპარსთა წესის)
ანალოგიაა? კატეგორიული ფორმით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ, როგორც არ უნდა
იყოს, ერთი კი ცხადია, რომ ტერმინი ,,სპარსთა წესი‖ ერთპიროვნული მმართველობის მომხრე თამარის
ისტორიკოსს ყუთლუ-არსლანის მიერ წამოყენებული პროგრამის უარყოფით ფერებში წარმოსადგენად
ჭირდება‖.
ისტორიოგრაფიაში სადაოა აგრეთვე ყუთლუ-არსლანისა და მის დასელთა სოციალური ვანაობა.
ისტორიკოსთა ნაწილი (მ. ჯანაშვილი, ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა, გ. სოსელია და სხვ. ) ყუთლუ-
არსლანს დიდგვაროვან ფეოდალად თვლიან. მათი მთავარი არგუმენტია 1184 წელს მომხდარი ფაქტი,
როდესაც ოპოზიციურად განწყობილმა დიდგვაროვნებმა უგვაროების თანამდებობიდან
განთავისუფლება მოითხოვეს, იქ ყუთლუ-არსლანის სახელი არ გაჟღერებულა. უფრო მეტიც სწორედ ამ
გამოსვლის შემდეგ ყუთლუ-არსლანმა ამირსპასალარის თანამდებობა მოითხოვა. მეორე ნაწილის აზრით
(ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ს. კაკაბაძე, შ. მესხია და სხვ.) კი იგი დაბალი სოციალური წარმოშობისა
უნდა იყოს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მემატიანეს სიტყვაზე, რომ ყუთლუ-არსლანი შედარებულია
,,ბიჭს‖, რომელიც ჯორივით ორბუნოვანია. ამ სიტყვებზე დაყრდნობით ისინი აგრძელებენ მსჯელობას _
ბიჭი ძველ ქართულად ნიშნავს უკანონო შვილს, ხოლო ჯორი ცხენისა და ვირის შვილია. მათი აზრით
ცხენი მაღალი სოციალური წარმოშობის ფენების სიმბოლო უნდა იყოს ვირი კი დაბალისა. როგორც ჩანს
ყუთლუ-არსლანს მამა დიდგვაროვანი ჰყოლია და დედა სავარაუდოდ დაბალი წოდების
წარმომადგენელი. ქართული სამრთლის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში შვილი მაინც ყმად ითვლებოდა.
ჩვენი აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი უნდა ვეძიეოთ თვითონ მემატიანეს
სიტყვებში, რომელიც პირდაპირ წერს, რომ ყუთლუ-არსლანი ,,გვარითა უაზნოთა‖ იმ წრის
წარმომადგენელია, რომელსაც ,,აღამაღლებს სიმდიდრე‖. ამიტომ კითვაზე პასუხი თუ რომელი
სოციალური წრეს მიეკუთვნება ყუთლუ-არსლანი მემატიანე პირდაპირ პასუხს იძლევა.
ამავე დროს აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ ,,ყუთლუ-არსლანი გიორგი III გაავეზირა და
მეჭურჭლეთუხუცესობა მისცა‖-ო. მკვლევარი, როდესაც ამას წერდა ალბათ გულისხმობდა, რომ გიორგი
III-ემ ყველა უგვარონი დანიშნა თანამდებობეზე, რადგან ამით დიდებულთა შემოტევა ძირიანად
აღმოეფხვრა. მაგრამ, წყაროებში არსად არ წერია, რომ დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ გიორგი III
ყუთლუ-არსლანი დანიშნა თანამდებობაზე. არც ვაზირთა შემადგენლობა იყო მხოლოდ უგვაროთა
წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. მემატიენე საუბრობს მხოლოდ რამდენიმე პირზე (ყუბასარზე
და აფრიდონზე) და არა ყველაზე. ყოველ შემთხვევაში არაფერს წერს ყუთლუ-არსლანზე. ჩვენი აზრით არ
უნდა შევიტანოთ ეჭვი მემატიანეს სიტყვებში და ყუთლუ-არსლანი ,,გვარითა უაზნოთა‖ იმ წრის
წარმომადგენელია, რომელსაც ,,აღამაღლებს სიმდიდრე‖, რომელიც, როგორც ჩანს მისაღები იყო იმ
პერიოდის დიდებულთა წრეშიც.

144
უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეფის გათხოვების საკითხი, რადგან მისი მეუღლე მეფის
შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი იქნებოდა. მემატიანის ცნობით, ერთ-ერთ თათბირზე, ადგა ,,ამირა
ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან, და მეტყველმან თქვა: `მე ვიცი შვილი ხელმწიფისა
ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა‖. XII საუკუნის ბოლოს რუსეთში რამდენიმე სამთავრო არსებობდა. მათ
შორის ერთ-ერთ იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მთავარ
ანდრია ბოგოლიუბსკის დროს. სწორედ ანდრიას ვაჟზე, იურიზე შეჩერდა დიდებულთა არჩევანი.
ანდრია მოკლეს, რის შემდეგაც მთავრის ტახტი ხელთ ჩაიგდო იურის ბიძამ ვსევოლოდმა. ბიძისაგან
დევნილი იური ყივჩაღებთან იყო თავშეფარებული. იურის ჩამოსაყვანად გაიგზავნა თბილისელი
დიდვაჭარი ზანქარ ზორაბაბელი. 1185 წელს იური, რომელსაც ქართველებმა გიორგი რუსი უწოდეს,
საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს. თამარი წინააღმდეგი იყო ასეთი სწრაფი
ქორწინების, თვლიდა, რომ გიორგი რუსი უნდა გამოეცადათ. თამარი ბოლოს მაინც დაყვა დარბაზის
გადაწყვეტილებას. იური ანდრიას ძის ჩამოყვანის წინააღმდეგი იყო ქართველ დიდებულთა ნაწილი. მათ
თავიანთი კანდიდატი ყავდათ, ეს იყო ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე I კომნენოსის ძე ალექსი.
მალე გიორგიმ მისი პიროვნული უარყოფითი თვისებები გამოავლინა და მისი სამეფო კარზე დატოვება
შეუძლებელი გახდა. 1187 წელს გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს. ,,ისტორიათა და აზმათა
მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖-ს ავტორის თანახმად ,,[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა
პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და
ასწრაფობდეს ამის პირისათჳს. არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: ,,კაცნო ვითარ ღირს [არს]
შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა
ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი".
ხოლო იგინი წინააღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისა უნაყოფოებასა
დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა, და ირემსა
ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და
ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.
რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და
მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.
არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან და გამოაჩნდებოდეს რუსსა
სკჳთურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა,
რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად და [თქუმად], რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.
ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა რუსისათა,
გარნა სხუა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთჳს პირველთა
რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.
ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბძანა სარწმუნოთა
მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთჳსცა თჳსი პირის-
პირ იწყო მხილებად მისდა, არამედ უფროს განძჳნდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-
მოძურცული. ვითარ იტყჳს წერილი, ,,ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა". არა თუ ოდენ არა
შეიგონა, არამედ უძჳრესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა
აღმოგდებითა ტანჯნა.
შეუძნდა ესე ყოველი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: ,,დაღათუ საღმრთოსა
სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე ,,არა განშორებად პირველსა საწოლსა", არამედ რომელმან არა დაიცვას
საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და
მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი
აღმეკრა შენ მიერი".
ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა
საწყალობელად განაძეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამჴობითა, რაოდენ
შუენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.

145
კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკჳდრად
სახლისა თდსისა‖.
ერთი წლის შემდეგ, 1188 წელს, თამარმა ხელმეორედ იქორწინა დავით სოსლანზე. დავითი
თამარის მამიდის, რუსუდანის აღზრდილი იყო. ქართველი მემატიანეს თქმით ,,იყო უკუე შვილი ოვსთა
მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა
შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა
უსწორო და მშჳლდოსნობითა შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი
ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა
მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.
შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი
განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხოვრებისანი მაშინვე
იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ
ჩნდა წინააღმდგომი‖.
გიორგი რუსისგან განსხვავებით, ქართველები დავით სოსლანს კარგად იცნობდნენ. ვახუშტი
ბატონიშვილის მიხედვით დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი მამრობითი ხაზით ე.ი.
ბაგრატიონი. იგი იყო გიორგი პირველის მეორე მეუღლის ალდეს ოვსთა სამეფო შტოს წარმომადგენლის
შვილთა შვილი (დემეტრე-დავითი-ათონი-ჯადარონი-დავითი).
ბიზანტიაში გაძევებული გიორგი რუსი არ აპირებდა მშვიდად შეგუებოდა თავის ბედს და 1191
წელს მან სცადა საქართველოში დაბრუნება. M,,ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი
მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს
მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს
სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა‖. გიორგი რუსს, როგორც ჩანს, საკმაოდ
ჰყავდა მომხრეები, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. დიდებულების ნაწილმა
მხარი დაუჭირა გიორგი რუსს და თამარის წინააღმდეგ აჯანყდა. აჯანყებულებმა გიორგი რუსი მეფედ
გეგუთში აკურთხეს და შემდეგ თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. ამ მეტად მძიმე ვითარებაში თამარმა
მოახერხა თავისი მომხრეების შემოკრება და აჯანყებულების დამარცხება. გიორგი რუსის
თანამზრახველები თანამდებობიდან გადააყენეს და მამულები ჩამოართვეს.
1193 წელს გიორგი რუსმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოში შემოჭრა. ამჯერად იგი ჰერეთის
მხრიდან გამოჩნდა. გიორგი რუსს მხარი აღარავინ დაუჭირა და იგი ადვილად დაამარცხეს.
თამარის ეპოქის საშინაო-პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა
ქართველ მთიელთა ცნობილი აჯანყება. მიუხედავად სახელმწიფოებრიობის საერთო გაძლიერებისა,
მთაში დიდხანს ინახავდნენ თავს წინაფეოდალურ და ადრეფეოდალურ სოციალურ ურთიერთობებს, რის
გამოც ძნელდებოდა მთის რეგიონის ცენტრალურ ხელისუფლებისადმი დამორჩილება.
ამ ნიადაგზე წარმოშობილად უნდა ვიგულისხმოთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ-
ფხოველთა (დღევანდელი ფშავ-ხევსურთა წინაპრების) და დიდოელთა დიდი აჯანყება, რომელიც XIII
საუკუნის 10-იანი წლების დამდეგს უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამეფო მხედრობის მიერ, რომელსაც
სათავეში ედგა ამირსპასალარ-ათაბაგი ივანე მხარგრძელი, ეს აჯანყება სამთვიანი ბრძოლის შემდეგ
სასტიკად იქნა ჩახშობილი.
საგარეო პოლიტიკა. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დამდეგს
საქართველო მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი აქტიურ
მონაწილეობას იღებდა საერთაშორიაო ცხოვრებაში და საკუთარ პოლიტიკას ატარებდა. დავით
აღმაშენებელი, ქართველთა ლაშქრის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს უშუალოდ უერთებდა თავის სამეფოს -
ყმადნაფიცობა (ვასალობა) მისთვის მიუღებელი იყო. მისი მემკვიდრენი ამგვარი პოლიტიკური
ღონისძიების გამგრძელებლები აღარ აღმოჩნდნენ. მხოლოდ გიორგი III იყო დავითის საგარეო
პოლიტიკური კურსის შედარებით აქტიური მიმდევარი, მაგრამ ვერც მან მოახერხა აღებული საგარეო
პოლიტიკური კურსის ბოლომდე განხორციელება. იგი იძულებული გახდა დავით აღმაშენებლის დროს
შემოერთებული შარვანის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ეცნო,

146
შარვან შაჰები თავისი უფლებებით აღედგინა და ყმადნაფიცობის საფუძველზე საქართველოს სამეფო
ხელისუფლებისთვის დაექვემდება-რებინა. ჩანს, ყმადნაფიცობის პრინციპი, რომელსაც სასტიკად
ებრძოდა დავით აღმაშენებელი, თანდათანობით ღრმად იკიდებდა ფეხს და თამარის მეფობის წლებში
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ნიშან-თვისებად იქცა.
თამარის გამეფების პირველსავე წლებში ქვეყნის შიგნით მიმდინარე მწვავე ბრძოლებით
ისარგებლეს მაჰმადიანურმა პოლიტიკურმა ერთეულებმა და დაიწყეს განუწყვეტელი თავდასხმები
მოსაზღვრე რაიონებში. ,,მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუეყანასა პალაკაციოს
და ძაღლის ხევად წოდებულსა‖. ქართველებმა შემოსეული მტერი გამრეკელ კახას ძის მეთაურობით
განდევნეს. იმავე ხანებში სამხრეთ საქართველოს - შავშეთსა და კლარჯეთს შეესივნენ ―კარნუქალაქელნი,
შამელნი და თურქნი გარმიანისანი‖. მტრის შემოსეული ლაშქარი დაამარცხა და განდევნა სამხრეთ
საქართველოს ჯარმა გუზან აბულასანის ძე ტაოელისა და ბოცო ჯაყელის მეთაურობით.
მტრის შემოსევათა აღკვეთის მიზნით საქართველოს ჯარი თვითონაც ლაშქრობდა მეზობელ
მხარეებში. ასეთი იყო გიორგი რუსის ლაშქრობა კარისა და კარნიფორის ქვეყანაში, მხარგრძელების
ლაშქრობა დვინს, ლაშქრობა გელაქუნს და სხვ. 1185 - 1186 წლებში.
ქართველთა ლაშქარმა 1192-1193 წლებში თამარის მემკვიდრის - ლაშა გიორგის დაბადების
აღსანიშნავად ილაშქრა ბარდავს. გამარჯვებული ჯარის დიდი ნადავლით დაბრუნების შემდეგ მოეწყო
ლაშქრობა არზრუმს. ქართველთა ლაშქარმა დავით სოსლანის მეთაურობით სძლია ძლიერ
მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ გელაქუნისკენაც გაილაშქრეს, გაიარეს ხაჩენი და ბაილაყანამდის მიაღწიეს,
შემდეგ მოარბიეს არეზის პირის თურქ-სელჩუკები, განძას მიადგნენ და აქედან შამქორამდე მთელი რიგი
ტერიტორიები დალაშქრეს.
1193-1194 წლებისათვის ზაქარია ამირსპასალარისა და მისი ძმის ივანე მსახურთუხუცესის
მეთაურობით ქართველთა ლაშქარი გაემართა ,,მორბევად რახსის პირისან. ქართველთა ლაშქარს გზად
დვინელთა, ბიჯნელთა და ამბერდელთა მეკობრეები შეხვდნენ. ძლიერ ბრძოლაში ქართველებმა
გაიმარჯვეს და შინ დიდი ნაალაფარით დაბრუნდნენ. ასევე წარმატებით დასრულდა გელაქუნის და
გორალაუქის მოსარბევად მოწყობილი ლაშქრობა. ქართველთა მიერ თურქული მოდგმის ტომებზე
განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად საქართველოს განაპირა ტერიტორიებიდან თურქთა ნაშთები
იდევნებოდა. ამიერიდან მტრები ისე ადვილად ვერ ბედავდნენ საქართველოზე თავდასხმას. ―და ვერცა
თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს‖.
ქართველთა ლაშქრის სისტემატური წარმატებანი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო
საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერით. ამასთანავე მნიშვნელოვანი გარემოება იყო
მოწინააღმდეგე საამირო-სასულთნოების დაკნინება-დაქუცმაცებულობაც. ქართველთა ლაშქრის მიერ
შევიწროებული მუსლიმანური პოლიტიკური ერთეულები ხელსაყრელ დროს ელოდნენ საქართველოს
წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად.
ამ პერიოდისათვის აზერბაიჯანის ელდეგიზიდების დინასტია მძლავრ პოლიტიკურ ერთეულს
წარმოადგენდა ერაყის სელჩუკთა სახელმწიფოში. ელდეგიზიდების დინასტიის წარმომადგენლის
მუზაფერ ად-დინ ყიზილ-არსლანის დროს (1186-1191 წწ.) ათაბაგთა სახელმწიფო ვრცელ ტერიტორიას
მოიცავდა. პირველ ხანებში ყიზილ-არსლანი ერთგულებასა და პატივისცემას იჩენდა ერაყის სელჩუკთა
სულთნის რუქნ ად-დინ თოღრულ III-ისადმი (1176 - 1194). მაგრამ მალე მათ შორის მტრობა ჩამოვარდა
და ყიზილ-არსლანმა სულთან რუქნ ად-დინ თოღრულს მთელი ძალაუფლება წაართვა. 1191 წელს
ყიზილ-არსლანი მოკლულ იქნა და მისი სამფლობელოები მისმა ძმისწულებმა გაიყვეს. ძმებს შორის
ჩამოვარდნილი მტრობის შედეგად ყიზილ-არსლანის ნაშვილებმა აბუ-ბექრმა დაამარცხა თავისი ძმები
და მათ ტერიტორიებს დაეპატრონა. აბუ-ბექრის მიერ შევიწროებული ერთ-ერთი ძმა - არანისა და
გელაქუნის პატრონი ამირ-მირანი შარვანის შაჰს შეეხიზნა. ,,შირვან-შაჰმა იგი კარგად მიიღო,
პატივისცემითა და მოწყალებით მოეპყრო და თავისი ქალიც მასზე დააქორწინა‖. შარვან შაჰი კი
საქართველოს მეფის ყმადნაფიცი იყო. ამას პირდაპირ აღნიშნავს არაბი ავტორი ჰუსეინი. მისი სიტყვით,
მშირვან-შაჰიც საქართველოს მორჩილებაში იყო შესული‖ და ამირ-მირანი შარვან შაჰთან დამოყვრებით
გარკვეულ ურთიერთობას ამყარებდა საქართველოსთან.

147
შარვან შაჰს შეფარებულ და სიძედ მოკიდებულ ამირ-მირანს არც აქ ასვენებდა აბუ-ბექრ ათაბაგი.
იგი შარვან შაჰსაც ავიწროებდა. აბუ-ბექრი შარვან შაჰსა და ამირ-მირანს ―ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და
გააქცივნა‖. ამ თავდასხმის შემდეგ შარვან შაჰმა და ამირ-მირანმა საქართველოს სამეფო კარს თავი
―შეავედრეს‖ და აბუ-ბექრის წინააღმდეგ გალაშქრება თხოვეს, რადგანაც ,,უღონო იქმნეს შარვანშა და
ამირ-მირან‖ აბუ-ბექრის შემოტევისაგან თავის დასაცავად. ამირ-მირანი საქართველოს
ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ ელაშქრათ სპარსეთში და თვითონ დაესვათ იქ გამგებლად. იგი
საქართველოს სამეფო კართან დანათესავებას ესწრაფოდა. ჰუსეინის ცნობით, ამირ-მირანი საქართველოს
ხელისუფალთ თხოვდა დახმარებას და აღუთქვამდა: ―მე თუ გავიმარჯვე და განვდევნე იმ ქვეყნებიდან,
სადაც ის (აბუ-ბექრი) იმყოფება, მაშინ ჩემს მიერ აღებული ქვეყნები თქვენია. თქვენ რომელი გსურთ, ის
აიღეთ‖.
საქართველოს სამეფო ხელისუფლებას ხელსაყრელი შემთხვევა ეძლეოდა აქტიურად ჩარეულიყო
სამხრეთ აზერბაიჯანის საქმეებში და იქ თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა. ჩანს, ამ ღონისძიების
გატარება ქართველი პოლიტიკოსებისათვის საკმაოდ ძნელი და, რაც მთავარია, ამჯერად მათთვის
ხელსაყრელი არ უნდა ყოფილიყო. სამაგიეროდ, ამირ-მირანს აღუთქვეს დაკარგული ტერიტორიების
დაბრუნების საქმეში დახმარების აღმოჩენა. ასეთი სამსახურის შედეგად ამირ-მირანიც საქართველოს
ყმადნაფიცი ხდებოდა.
აბუ-ბექრ ათაბაგს მხედველობიდან არ გამორჩენია ქართველ-შარვანელთა მოლაპარაკება მის
წინააღმდეგ. ათაბაგი განსაკუთრებით მოემზადა ომისათვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში
თავშეფარებულ აღსართან შარვან შაჰისა და მისი სიძის ამირ-მირანის დასასჯელად მოდიოდა.
ამასთანავე, იგი ქართველ მონაპირეთა განუწყვეტელი თავდასხმებითაც იყო შეწუხებული და
გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული ლაშქრობის მოწყობა. ამ მიზნით მან
დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფას მიმართა. ხალიფამ მას მხარი დაუჭირა და უხვად გაიღო თანხები
ამ ღონისძიებისათვის და ამასთანავე მოუწოდა მთელ მუსლიმანურ სამყაროს. ამ ღონისძიებათა შედეგად
აბუ-ბექრ ათაბაგმა თურქთა ურიცხვი ლაშქარი შემოიყარა და საქართველოს წინააღმდეგ გამოემართა.
ქართველთა მხედრობა სასწრაფოდ შეიყარა და აღსართან შარვან შაჰისა და ამირ-მირანის
სამხედრო ძალებთან ერთად აბუ-ბექრ ათაბაგის წინააღმდეგ გაემართა. ჰუსეინის ცნობით, ქართველებს
,,შეუერთდნენ აგრეთვე ერანის ჯარებიდან ისინიც, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ მელიქი
(საქართველოს მეფე) თავისთვის ხელსაყრელ პირობებში მათ თავისთან რაიმე ადგილს მისცემდა.
თურქმენებიდანაც ერთი ჯამაათი შეგროვდა. ესენი ყველანი ერთად გაემართნენ აბუ-ბექრ ბინ ათაბაგ
მუჰამედ ფეჰლივანის წინააღმდეგ ისეთი ჯარით, რომელსაც ცა და დედამიწა ვერ იტევდა‖.
როდესაც ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი ქალაქს მიუახლოვდა, აბუ-ბექრ ათაბაგმა
,,პოზიცია დაიკავა და ომისათვის მოემზადა‖. ციხე-ქალაქ შამქორთან ორი უზარმაზარი ლაშქარი
ერთმანეთს შეება.
1195 წელს შამქორის ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აბუ-ბექრი. ბრძოლაში
განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა. შალვამ ხალიფას
გამოგზავნილი დროშა იგდო ხელთ, რომელიც შემდეგ გელათის მონასტერს შესწირეს. ამ გამარჯვებამ
ერთხელ კიდევ დაანახა ყველას საქართველოს ძლიერება.
შამქორის მცხოვრებლებმა საქართველოს მეფეს ―მოართუნეს კლიტენი‖ და ამით მას მორჩილება
გამოუცხადეს. მეფემ ქალაქთან ერთად მისი გარეუბნებიც დაიჭირა, მაგრამ ქალაქი თავისთვის არ
დაუტოვებია _ გარკვეული პოლიტიკური დამოკიდებულების საფუძველზე იგი ამირ-მირანს გადასცა,
თვითონ კი თავისი ლაშქრით განძას გაემართა.
განძა ამირ-მირანის ყოფილი ტერიტორია იყო და საქართველოს სამეფო კარს მისი უკან
დაბრუნება და თავისი ხელდებულისათვის - ამირ-მირანისათვის გადაცემა უნდოდა. ქართველთა
მხედრობამ შამქორის ომის დამთავრებისთანავე ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა _ განძა
მოხარკეობის საფუძველზე ამირ-მირანს გადასცა. ამიერიდან განძის განმგებელი ამირ-მირანი
საქართველოს მოხარკედ იქცა.

148
ქართველებმა შემოიერთეს აგრეთვე მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქები: ანისი (1999 წელს), ბიჯნისი
(1201 წელს) და დვინი (1203 წელს). მთელი XII საუკუნის მანძილზე საქართველოს სამეფო ხელისუფლება
დაჟინებით ცდილობდა მაჰმადიანთა მფლობელობისაგან ანისის, დვინისა და სხვა ქალაქების
განთავისუფლებას. მათთვის ნათელი იყო ის სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც ამ ქალაქებს
ენიჭებოდა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ეკონომიკაში. არანაკლები პოლიტიკურ-ეკონომიკური
მნიშვნელობა ჰქონდა შარვანის ვაჭრობით სახელგანთქმულ ქალაქებს - შემახას, შაბურანს, დარუბანდს,
რომელთა დაუფლებით საქართველოს სამეფო ხელისუფლება დღენიადაგ დაინტერესებული იყო.
საქართველოს სამეფო ხელისუფლების ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური მისწრაფებანი განხორციელდა XII-
XIII საუკუნეების მიჯნაზე. პოლიტიკურად გაერთიანებულმა და ეკონომიკურად გაძლიერებულმა
საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა აღმოსავლეთ და დასავლეთ
ამიერკავკასიის სავაჭრო გზები, კერძოდ, დვინ-არზრუმისა და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო გზები,
რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების საქმეში.
სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური გეგმების განხორციელებას წინ
ეღობებოდა გაძლიერებული მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო. მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო
განსაკუთრებით გაძლიერდა სულთან რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰის (1196 - 1204) დროს, წყაროების
ცნობით, მის დროს მცირე აზიის სელჩუკების ძლიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მაჰმუდ ქერიმუდდინ
აყსარაილის ცნობას იმის შესახებ, რომ ―რუქნ ად-დინის სულთნობით ქვეყნად დიდებული ხანა დაიწყო‖,
ადასტურებს ―ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის‖ ავტორიც. მისი სიტყვით, რუქნ ად-დინი
―უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულთანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა
და კაბადუკიასა. ვიდრე პონტოდ ზღუადმდე‖. ასევე საგანგებოდ უსვამს ხაზს იბნ-ბიბი რუქნ ად-დინის
ძლიერებას და აღნიშნავს, რომ ყილიჩ არსლანის მემკვიდრეთაგან ისეთი სიძლიერისათვის არავის
მიუღწევია, როგორსაც რუქნ ად-დინმა მიაღწია.
რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰმა თავისი მოღვაწეობის მცირე პერიოდში უპირველეს ამოცანად
დაისახა მამის _ ყილიჩ არსლან II-ის (1156-1192 წწ.) მიერ ცალკეულ სამთავროებად დანაწილებული
პროვინციების გაერთიანება. მან თითქმის აღადგინა მთელი იმპერია. ქვეყნის შიგნით ხელისუფლების
განმტკიცების შემდეგ შეუდგა მზადებას მეზობელ ქვეყნებზე სალაშქროდ. მისი უმთავრესი ამოცანა
სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება იყო.
რუქნ ად-დინი სასულთნო ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ საგანგებოდ მოემზადა
საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ. მან ―მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი
ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი‖.
იბნ-ბიბის ცნობით, საქართველოში ლაშქრობის წინ რუქნ ად-დინმა პროვინციებში მყოფ თავის
ძმებს ლაშქრობისათვის მზადყოფნის თაობაზე აუწყა. უპირველეს ყოვლისა, მისი ძმა მელიქი მოღის ედ-
დინ თოღრულ შაჰი მოვიდა თავისი ლაშქრით, ასევე სულთნის სიძე - ერზინჯანის მელიქი ფაჰრ ედ-
დინი მას შეუერთდა.
რუქნ ად-დინმა 1201 წელს სასწრაფოდ გაილაშქრა არზრუმს, გადააყენა მისი გამგებელი და იქ
თავისი ძმა - მოღის ედ-დინ თოღრულ შაჰი დანიშნა. ამით ბოლო მოუღო სალთუკიდების დინასტიას და
ქვეყანაც სელჩუკთა სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია. მალათიის გამგებლის - თავისი ძმის მოღის ედ-
დინ თოღრულ შაჰის არზრუმში დანიშვნით სათავე დაუდო სელჩუკთა ახალ დინასტიას. მოღის ედ-დინ
თოღრულ შაჰი დიდხანს განმგებლობდა სელჩუკთა ქვეყანაში და მას ქართველთაგან იცავდა.
საომარი სამზადისის დასრულების შემდეგ რუქნ ად-დინმა წერილი გამოუგზავნა თამარს.
წერილი შეურაცმყოფელი შინაარსის იყო. მასში ყველა ქალი, მათ შორის თამარიც, რეგვენად იყო
მოხსენიებული. ის საქართველოზე გამოლაშქრებით იმუქრებოდა და ცოცხლად დატოვებდა მხოლოდ
იმათ, ვინ ქრისტიანობაზე უარს იტყოდა და გამუსლიმანდებოდა. მემატიანეს სიტყვით რუქნ ად-დინმა
,,მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა წერილ იყო სახე
ესევითარი:

149
"მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა
ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა
თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან
საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა".
,,და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო
სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად
ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან
უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად
მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა,
რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა".
კიდევ უფრო თავხედური იყო ელჩის გადმოცემული ზეპირი დანაბარები, რომ თუ ქრისტიანობას
დატოვებდა თამარი, სულთანი მას ცოლად დაისვამდა, თუ არა, ხარჭად გაიხდიდა. ამით აღშფოთებულმა
ამირსპასალარმა ზაქარია მძრგრძელმა სილა გააწნა ელჩს. ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა და ძლივს
მოასულიერეს.
საპასუხო წერილში თამარი აუწყებდა რუქნ ად-დინს, რომ ,,ძალსა ღმრთისა ყოვლისა
მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან, და პატიოსნისა
ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან
სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს; არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა
ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს?
შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა.
ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა
მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა.
რომელსა შენ ჰგმობ.
ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა
თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა
განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი
მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს მსახური ჩემი,
რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა
სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან".
რუქნ ად-დინისა და მისი ელჩის მოულოდნელი და თავხედური მოთხოვნების საპასუხოდ
საქართველოს ჯარი ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდის‖ სწრაფად შეიყარა და ბასიანისაკენ გაემართა. თვით
თამარ მეფემ სამცხემდე მიაცილა ლაშქარი. ქართველთა მხედრობის გეგმა იყო, მტერს თავის ბანაკშივე
მოულოდნელად თავს დასხმოდნენ. ქართველთა ჯარი დავით სოსლანის მეთაურობით დაიძრა მტრის
წინააღმდეგ.
ქართველი მემატიანეების გადმოცემით, საქართველოს ლაშქარი სამ ნაწილად იყო დაყოფილი.
ქართველთა ლაშქრის წინამებრძოლებად ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ახალციხელი შალვა და
ივანე თორელნი იყვნენ. ერთი ფრთა აფხაზებისა და დასავლეთის ლაშქარს ეჭირა, მეორე კი ჰერეთ-
კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს რაზმებს: მერთ კერძო აფხაზნი და იმერნი, და ერთ კერძო
ამერნი და ჰერ-კახნინ.
1202/1203 წელს ბასიანის ბრძოლაში ქართველებმა სასტიკი მარცხი აგემეს მტერს. თავი ისახელეს
შალვა ახალციხელმა, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა. ქართველებმა ხელთ იგდეს დიდძალი ტყვე და
ალაფი. ტყვედ ჩავარდნილი რუქნ ად-დინიდს ძმა ჯორის ერთ ნალში გაცვალეს. რუქნ ად-დინის
დამარცხებამ თამარს საშუალება მისცა უფრო აქტიური პოლიტიკა გაეტარებინა სამხრეთ-დასავლეთით.
1204 წელს ქართველთა ლაშქარმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-ქალაქი კარი აიღო. კარის
ქართველთა ხელში გადასვლას ქვეყნისათვის უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა
ჰქონდა. კარი იმთავითვე თურქ-სელჩუკთა დასაყრდენი და ერთგვარი პლაცდარმი იყო საქართველოსა

150
და ამიერკავკასიის ქვეყნებზე თავდასხმისათვის. ამასთანავე, კარს დიდი სავაჭრო ეკონომიკური
მნიშვნელობაც ჰქონდა. იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა და ფეოდალური
საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ევროპელი რაინდების მიერ შექმნილ სახელმწიფოებს
მძიმე ბრძოლების გადახდა უწევდათ მაჰმადიანთა წინააღმდეგ. 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-
ად-დინმა (სალადინმა) იერუსალიმი დაიკავა. დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად მოწყობილმა
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შედეგები ვერ გამოიღო. XII საუკუნის ბოლოს გართულდა ვითარება
ბიზანტიის იმპერიაშიც, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლა ტახტისათვის. ამ დროს ვენეციაში
იკრიბებოდნენ IV ჯვაროსნული ლაშრობის მონაწილეები. ვენეცია კონსტანტინოპოლის უპირველესი
სავაჭრო მეტოქე იყო. ვენეციელებმა გადაწყვიტეს ეს რაინდები ბიზანტიის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
1204 წელს ჯვაროსნებმა იერიშით აიღეს კონსტანტინოპოლი. მათ გაძარცვეს და დაარბიეს ქალაქი.
ბიზანტიის იმპერია რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
ბიზანტიაში მიმდინარე პროცესებით ისარგებლეს ქართველებმა და 1204 წელს დალაშქრეს შავი
ზღვის სახრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია, რომელიც ძირითადად ქართული წარმომავლობის ტომებით
იყო დასახლებული. საქართველოს ლაშქარმა აიღო ქალაქები: ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი და
სხვა. ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში საქართველოში აღზრდილი,
ბიზანტიის იმპერიაში დამხობილი კომნენოსთა კანონიერი დინასტიის წარმომადგენელი ალექსი ჩაუდგა.
ტრაპიზონის იმპერია საქართველოს გავლენის სფეროში მოექცა.
1206 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი. თამარმა იმავე წელს თანამოსაყდრედ დასვა თავისი ძე
ლაშა-გიორგი.
ამავე ხანებში არდებილის სულთანმა საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრა. იგი მოულოდნელად
დაესხა თავს ანისს, გაანადგურა, მოსახლეობა დახოცა და კვლავ ერანში დაბრუნდა. საქართველოს სამეფო
კარი იძულებული იყო არდებილის სულთნის დასასჯელად სასწრაფოდ ჯარი შეეყარა და
გალაშქრებულიყო. ქართველთა ლაშქარი სასტიკად გაუსწორდა არდებილის სულთანს, იგი სიკვდილით
დასაჯეს, მისი ცოლ-შვილი ტყვედ წამოასხეს და დიდი ნადავლით, გამარჯვებულნი საქართველოში
დაბრუნდნენ.
არდებილში გალაშქრებამ ქართველთა მხედრობა დაარწმუნა, რომ მთელს ირანში არ არსებობდა
ერთიანი ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველთა ლაშქარს გამკლავებოდა. იმისათვის, რომ მახლობელ
აღმოსავლეთში ეცნოთ საქართველოს სამხედრო ძლევამოსილება, ―ცნან ყოველთა სპათა
აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი‖, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეწყო
შორეული ლაშქრობა ირანს. ეს იყო თამარის მეფობის დროს უკანასკნელი დიდი ლაშქრობა. ქართველთა
ხელისუფლების მიერ წამოწყებული ღონისძიება _ ირანს გალაშქრება მთელ რიგ პოლიტიკურ
ეკონომიკურ მიზნებს ისახავდა.
აშნიშნული ლაშქრობა მოეწყო 1210-1211 წლებში. ლაშქრობა წარმატებული გამოდგა.
ქართველებმა აიღეს: თავრიზი, ყაზვინი და სხვა ქალაქები და ირანის შუაგულამდე მიაღწიეს. ალაფითა
და ნადავლით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შეძლო და უკან დაბრუნდა. ეს ლაშქრობა, ცხადია,
მიზნად არ ისახავდა ირანის დაპყრობას. ეს იყო ფეოდალურ სამყაროში მიღებული ჩვეულებრივი
მარბიელი ლაშქრობა. ლაშქრობის მიზანი იყო საქართველოს სამხედრო ძლიერების კიდევ ერთხელ
დემონსტრირება და ალაფის მოპოვება.
საქართველოს სამეფო კარის საგარეო-პოლიტიკური კურსი აშკარად მიუთითებდა იმას, რომ
საქართველო პრეტენზიას აცხადებდა ბიზანტიის ადგილი დაეკავებინა. ,,ამიერიდან საქართველო არა
მარტო აღმოსავლეთის ქვეყნების გამათავისუფლებლის, არამედ დასავლეთის კულტურის დამცველის
როლში გამოდიოდა‖. საქართველოს სამეფო ხელისუფლება ალექსანდრე მაკედონელისა და ავგუსტ
კეისრის საქმეთა ისტორიულ მემკვიდრედ ცხადდებოდა. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს სამეფო
დროშაზე ―გორგასლიანისა‖ და ―დავითიანის‖ გვერდით გაჩნდა ―ალექსანდრიანიცან‖ და ―ავღუსტიანიც‖.
ქართული ფეოდალური მონარქიის საგარეო პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ტერიტორიების
ერთიორად გაზრდამ და გავლენის სფეროების გადიდებამ თავისი ასახვა პოვა ერთიანი საქართველოს

151
მეფეთა ტიტულატურაში. თუკი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III ―მეფედ‖,
―აფხაზთა მეფედ და კუროპალატად‖ ან კიდევ ―მეფეთა მეფედ‖ იწოდებოდა, თამარი ―აბხაზთა და
ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა
აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმპყრობელის‖ ტიტულს ატარებდა.
ამრიგად, თამარის მეფობაში აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად XII ს. უკანასკნელ
მეოთხედსა და XIII ს. დასაწყისში საქართველოსთან დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმით იყო
დაკავშირებული აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვის
სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო. თამარმა ―იპყრნა ზღჳთ პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და
სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიის იმერნი და ამერნი ხაზარეთამდის და სკჳთეთამდის‖.
თამარი გარდაიცვალა 1210 წელს (არსებობს მოსაზრება, რომ თამარი უნდა გარდაცვლილიყო 1207
ან 1213 წელს). მეფის მემატიანის მიხედვით, თამარი გელათში დაკრძალეს. არსებობს ცნობა, რომ
შემდგომში, შესაძლოა, მეფე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაასვენეს. ქართულმა ეკლესიამ თამარ
მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა. ,,ისტორიათა და აზმათა
მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა‖ ავტორის სიტყვით ,,მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა.
მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი [ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა...
ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა
გამარჯუებისა‖.
$6 საქართველოს სახელმწიფო მმართველობა; ეკონომიკური და სოციალური განვითარება XI-XIII
საუკუნეში

ერთიან ქართულ მონარქიას სათავეში იდგა მეფე ბაგრატიონთა საგვარეულოდან.


გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახლდათ ბაგრატ III. ქართველი მეფეები გარკვეული
პერიოდის განმავლობაში ატარებდნენ ბიზანტიურ ტიტულებს. თუმც, დავით IV-მ გამეფებისთანავა
უარი განაცხადა ყოველგვარ ბიზანტიურ ტიტულზე. საქართველოს მეფეები ერთპიროვნულად,
შეუზღუდავად მართავდნენ სახელმწიფოს. ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების გადასწყვეტად
საქართველოში იკრიბებოდა დარბაზი. დარბაზის წევრებს შორის მკაცრად დაცული იყო იერარქია.
ყველაზე საპატიო წევრები (ვაზირები, კათალიკოს-პატრიარქი, მოძღვართ-მოძღვარი) ოქროთი მოჭედილ
სელებზე იჯდნენ, სხვები _ ჩვეულებრივ დასაჯდომებზე. იყო მოხელეთა ნაწილი, რომელნიც საერთოდ
ფეხზე იდგა. დარბაზის სხდომებს, როგორც წესი მეფე თავჯდომარეობდა. დარბაზობა ორი სახის იყო-
,,დიდი წესით‖, რომელზეც საზეიმო სხდომები ეწყობადა და ,,უმცროსი წესით‖, რომელზეც ძირითადი,
საჭირბოროტო საკითხები განიხილებოდა მხოლოდ. დარბაზის ფუნქციებში შედიოდა ყველა საშინაო და
საგარეო საკითხების განხილვა. ქვეყნის ყოველდღიური მართვა სავაზიროს მეშვობით ხორციელდებოდა.
თამარ მეფის დროს ქვეყანაში ექვსი ვაზირი იყო (ვაზირი არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს
მრჩეველს, თანაშემწეს).
პირველი ვაზირი იყო მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი. მას დიდი უფლებები ჰქონდა და
სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფეროში შეეძლო ჩარეულიყო, მას ემორჩილებოდა 26 მწიგნობარი.
შემდეგი ვაზირი იყო ამირსპასალარი. რომლის მთავარი მოვალეობა ჯარის სარდლობა და
სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა იყო, მას ერთად-ერთს ჰქონდა უფლება მეფესთან თათბირის დროს
ხმალი არ მოეხსნა. მისი პირველი თანაშემწე იყო ამირახორი.
მანდატურთუხუცესი დაახლოებით იმავე ფუნქციებს ასრულებდა, რასაც დღეს შინაგან საქმეთა
და ფოსტის მინისტრები. მისი ხელისუფლების ნიშანს ოქროს კვერთხი წარმოადგენდა მისი თანაშემწე
იყო ამირეჯიბი.
მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა სახელმწიფო ხაზინასა (საჭურჭლეს) და ფინანსებს. მის
თანაშემწეს ერქვა ნაცვალი.
მსახურთუხუცესი იყო მეფისა და მისი იჯახის წევრების ქონებისა და მეურნეობის
გამგებელი.

152
ათაბაგი იყო ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი. ეს თანამდებობა საქართველოში XIII ს-ში გაჩნდა
და გარკვეულ წილად დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, რადგან ათაბაგი მომავალი
მეფის აღმზრდელი იყო და ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი.
ადგილობრივ მმართველობას ერისთავები ანხორციელებდნენ, რომელთაც ასევე თავიანთი
ხელქვეითი მოხელეები ყავდათ.
არსებობდა მონაპირეთა სპეციალური თანამდებობა, რომელთაც ევალებოდათ სახელმწიფო
საზღვრის დაცვა.
დამორჩილებული ტერიტორიები ან უშუალოდ შედიოდა სამეფოს შემადგენლობაში, როგორც
მაგალითად ჩრდილოეთ სომხეთი და დასავლეთ შარვანი, ან ყმადნაფიცობის პირობით
ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეს. ყმადნაფიც ქვეყნებს ევალებოდათ ხარკის გადახდა და
საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყვანა. სამაგიეროდ ქართველები აცავდნენ მათ სხვათა
შემოსევებისაგან.
ეკონომიკური და სოციალური განვითარება XI-XIII საუკუნეში. ქვეყნის გაერთიანებამ და
დამპყრობელთა განდევნამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითრებას. სოფლის მეურნეობის
განვითარებასთან ერთად მაღალ დონეს აღწევდა ხელოსნობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობა, რომელიც
იწვევდა ახალი ქალაქების დაარსებას და ძველის განახლებას.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა. სოფლები ეკუთვნოდა
მეფესა და მისი იჯახის წევრებს, ცალკეულ ფეოდალსა და ეკლესიას. შესაძლოა ერთ სოფელში სხვადასხვა
გლეხს სხვადასხვა მეპატრონე ყოლოდა. გლეხს ჰქონდა თავისი ,,საგლეხო ფუძე‖ ანუ მიწა, რომელიც
შედგებოდა სახნავ-სათესისა და ბაღ-ვენახისგან. ზოგჯერ ერთ ფუძეზე ორი ან მეტი ოჯახი ცხოვრობდა.
სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყო ახალი სახვნელი იარაღის ,,დიდი ქართული გუთნის‖
გამოყენებამ. ასეთ უღელში რვა-ათი უღელი ხარი იყო შებმული და გაცილებით უკეთ ხნავდა მიწას,
ვიდრე მისი წინამორბედი ერქვანი. დიდი ყურადღება ექცეოდა სარწყავი არხების მშენებლობას. არხები
გაყვანილი იყო კახეთში (ალაზნის, 119 კმ), მუხრანში, სამგორში.
საქართველოში უდიდესი ტრადიცია ჰქონდა მევენახეობას. არსებობდა ვაზის 500-მდე ჯიში.
არანაკლებ განვითარებული იყო მარცვლეული კულტურების მოყვანა. თესავდნენ ხორბლის სხვადასხვა
ჯიშს, ქერს, ფეტვს. განვითარებული იყო მებაღეობა-მებოსტნეობაც. ფართოდ იყო გავრცელებული
მესაქონლეობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიზდევდნენ მეაბრეშუმეობას. XI-XIII საუკუნეებში
საქართველოში იზრდება ქალაქების როლი. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო თბილისი, ქუთაისი,
ახალციხე, ახალქალაქი, თმოგვი, ხუნანი, არტანუჯი, ჟინვანი, გორი, თელავი, სამშვილდე, ოძრხე,
დმანისი და სხვა. Q ქალაქის მცხოვრებთა დიდ ნაწილს შეადგენდნენ ვაჭრები და ხელოსნები.
სავარაუდოა, რომ ამ დროს უკვე არსებობდა ცალკეული სპეციალობის მქონე ხელოსანთა გაერთიანებები,
რომელთაც ყავდათ თავიანთი უფროსები და ჰქონდათ თავიანთი წესები.
საქართველოში გავრცელებული იყო ხელოსნობის შემდეგი დარგები: ოქრომჭედლობა,
დურგლობა, კალატოზობა, მეჭურჭლეობა,Qმჭედლობა, მეთუნეობა, მეპურეობა, წიგნის გადაწერა და
აკინძვა, მეხამლეობა, ქსოვა და კერვა, რკინის მჭედლობა და სხვ.
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, არაბებთან, რუსეთთან,
ეგვიპტესთან, სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან.
მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ გლეხები და მსახურები. გლეხი ამუშავებდა, როგორც
თავის საგლეხო ფუძეს, საიდანაც მოწეული მოსავლის ნაწილს თავის ბატონს აძლევდა, ასევე ფეოდალის
მიწასაც. მსახურის ძირითადი მოვალეობა იყო ბატონის ხლება და მისთვის სხვადასხვა დავალებებისა და
სამსახურის შესრულება.
საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო აზნაურთა ფენაც, რომელსაც თავის მხრივ ყავდა პატრონი,
რომელიც მეფე, ეკლესია ან ფეოდალი შეიძლება ყოფილიყო.
გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში დიდებულებს (დიდაზნაურებს). მათ
ეკუთვნოდათ დიდი მიწები, და მაღალი სახელმწიფო თანამდებობები.

153
$6 ქართული კულტურა XII საუკუნესა და
XIII საუკუნის დასაწყისში

ქვეყნის კულტურული დონე, დამოკიდებული მის პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ


მდგომარეობაზე. შესაბამისად, განვითარებული ფეოდალური ხანის საქართველოში, კერძოდ XII
საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის ძლიერი ფეოდალური ქართული მონარქიის დაწინაურებული
მდგომარეობა აისახა მის კულტურულ განვითარებაზეც.
განათლება. საქართველოში უძველესი დრიოდან უდიდესი ყურადღება ჰქონდა დათმობილი
განათლებას, ქართული სკოლები, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან გახლდათ სახელგანთქმული,
თუმცა საქართველოს რთული პოლიტიკური ვითარების გამო სხვადასხვა ეპოქაში განათლების საქმეც
სხვადასხვაგვარად იყო წარმოდგენილი.
ქართვალთა წიგნიერებისა და მაღალი კულტურული განვითარების მაჩვენებელია IV საუკუნეში
ფოთის მახლობლად არსებული კოლხეთის რიტორიკული სკოლა, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან
ერთად უცხოელებიც ჩამოდიოდნენ და იღებდნენ განათლებას. ეს კი უდაოდ სწავლა-განათლების ძველი
ქართული ტრადიციების აშკარა დასტურია. სავარაუდოდ, ეს სკოლა ერთადერთი არ იყო
საქარვთველოში. სრულიად მართებულია მოსაზრება, რომ საქართველოში რიტორიკული სკოლების
პარალელურად სხვადასხვა ქალაქში არსებობდა სხვა სახის, მაგალითად დაწყებითი საფეხურის
სკოლებიც. არ არის შემთხვევითი, რომ, მაგალითად, ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთას, ხანძთის და
სხვა მონასტრებთან ხშირად გვხვდება შენობები, რომლებიც აქვე არსებული სკოლებისათვის თუ
სემინარიებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურის მაღალი განვითარება
გარკვეულ წილად განაპირობა სწავლა-აღზრდის იმ ხელშემწყობმა პირობებმაც, რაც საერთოდ ახლავს
ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენთვის საინტერესო პერიოდში სკოლები ძირითადად ეკლესია-
მონასტრებთან არსებობდა და ქრისტიანული იდეოლოგია განსაზღვრავდა მომავალი თაობის აღზრდის
მთავარ მიმართულებებს. ამ სკოლებში ასწავლიდნენ თეოლოგიას, ჰიმნოგრაფიას, ლიტურგიკას,
ისტორიას და ქართულ მწიგნობრობას. ამას პარალელურად, გავრცელებული იყო კერძო (საშინაო)
სწავლება სამეფო კარისა და დიდგვაროვანი ფეოდალების ოჯახის შვილებისათვის. საქართველოში
დიდი ტაძრები არა მარტო საკულტო-სამონასტრო დანიშნულებისანი გახლდათ, არამედ ამავე დროს
სასწავლო-სასკოლო ცენტრებსაც წარმოადგენდნენ.
უნდა ითქვას, რომ XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში სასკოლო
განათლების დაწინაურებას ხელი შეუწყო ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ.
უამრავმა ქართველმა მიიღო განათლება ბიზანტიის სკოლებში, ზოგიერთი იმათგანი კი შემდგომ
დიდ საზოგადო მოღვაწედ ჩამოყალიბდა. მაგალითად: ეფრემ მცირე. ცნობილია, რომ გიორგი
მთაწმინდელმა 80 ქართველი ყმაწვილი წაიყვანა ბიზანტიაში განათლების მისაღებად და ივერთა
მონასტერში სამსახურისთვის.
მეფე დავით IV აღმაშენებელი დიდად იღწვოდა ქართველი ერის განათლებაზე, როგორც სომეხი
ისტორიკოსი ვარდან ბარძაბერდეცი წერს დავითი ,,ძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის
ხალხზე‖. ცოდნის მიღების მიზნით, საქართველოს მეფეს ორმოცი ბავშვი აურჩევია და ბიზანტიაში
გაუგზავნია, იმ მიზნით, რომ მათ შეესწავლათ ენები, შეესრულებინათ თარგმანები და ჩამოეტანათ ისინი
საქართველოში. სხვადასხვა ხალხებში მიღწეული ცოდნის სიმაღლეებთან ზიარება აუცილებელი იყო
ქართველთათვისაც.
დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოში, როგორც ჩანს, არაერთი სკოლა და აკადემია
ფუნქციონირებდა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა გელათს. მემატიანის ცნობით დავით
აღმაშენებელმა 1106 წელს გადაწყვიტა მონასტრის აშენება, რომელიც აღემატებოდა მანამდე არსებულ
მონასტრებს თავისი ,,სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმართლითა, და მოქმნულობისა
შეუსწორებლობითა‖. ეს იყო გელათი, სადაც დაფუძნდა ქართული განათლების და კულტურის
უმნიშვნელოვანესი კერა – გელათის აკადემია (უნივერსიტეტი). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

154
თქმით გელათი გახლდათ ,,ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა
კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუათ ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა
წესთა...‖ როგორც ჩანს, გელათი საერო-ფილოსოფიური და სასულიერო განათლების მნიშვნელოვანი კერა
გახდათ. ამავე დროს, გელათის აკადემია საქართველოს განვითარებული ფეოდალიზმის ხანის პირველი
უმაღლესი სასწავლებელია.
დავით აღმაშენებელი გელათის აკადემიის პერსონალის შერჩევას მაღალი კრიტერიუმებით
უდგებოდა _ ,,სიწმინდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა‖.
მეფემ გამოძებნა და ,,შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა‖.
გელათის აკადემია დაარსებულია 1106-1110 წლებში, ე.ი. ტაძრის მშენებლობის გასრულებამდე, ხოლო
გელათის მონასტრის მთელი კომპლექსი დემეტრე პირველის დროს იქნა დასრულებული.
1114 წელს გელათის აკადემიაში მოღვაწეობა დაიწყო ქართველმა სასულიერო მოღვაწემ,
ფილოსოფოსმა, მწერალმა და ჰიმნოგრაფმა არსენ იყალთოელმა. იგი წყაროებში არსენ ვაჩესძედაა
მოხსენიებული. იგი წარმოშობით იყალთოდან ყოფილა, განათლება კი ბიზანტიაში მიუღია. იგი ერთხანს
შავ მთაზე მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. არსენ იყალთოელი თეოფილე
ხუცესმონაზონთან და იოანე კარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში. იქვე, გელათში,
უთარგმნია მას ,,დიდი სჯულისკანონი‖. გელათის აკადემიას, როგორც წყაროებიდან ჩანს,
მოძღვართმოძღვარი ედგა სათავეში.
გელათის აკადემიაში, ისე როგორც იმდროინდელ უმაღლეს სკოლებში, ისწავლებოდა
მეცნიერების შვიდი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და
ასტრონომია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იმდროინდელი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში,
კერძოდ გელათის აკადემიაში, გარდა დასახელებული შვიდი ძირითადი საგნისა, ისწავლებოდა
მედიცინაც, რომ XII საუკუნის დასაწყისში თარგმნილი სამკურნალო ხასიათის ,,წიგნი სააქიმო‖ სასწავლო
დანიშნულების სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო, რომელიც გელათის აკადემიაში მედიცინის საგნის
სწავლების საქმეს ემსახურებოდა.
ამ ხანის საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები, გელათის
გარდა, სხვაგანაც იყო, კერძოდ: იყალთოში – იყალთოს აკადემია. იყალთოს აკადემიის დამაარსებელი და
მისი პირველი ხელმძღვანელი (რექტორი) იყო არსენ იყალთოელი, რომელიც XII საუკუნის ოციან წლებში
გელათიდან იყალთოში გადასულა.
ამ პერიოდის საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები სხვაგანაც უნდა ყოფილიყო
დაარსებული. მაგალითად, გრემში. შესაძლოა ასეთი ცენტრები სხვაგანაც ყოფილიყო, რაც სავსებით
ბუნებრივია და შეესაბამება საქართველოს ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს, მაგრამ, სამწუხაროდ,
ცნობებს მათ შესახებ ჩვენამდე არ მოუღწევია.
ქართული მწიგნობრობის კერები საზღვარგარეთ. ფეოდალური საქართველოს სამეფო
ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საზღვარგარეთ არსებულ კულტურულ
ცენტრებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დავით აღმაშენებელი გამოირჩეოდა. მან ,,აღავსო ზღუა და ხმელი
ქუელის საქმემან მისმან, რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ
სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა,
შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი,
და მყოფნი იერუსალიმისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა, კუალად უშორესცა ამათსა,
რამეთუ მთასა სინასა… აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალათასეული‖.
საზღვარგარეთ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენა დავით
აღმაშენებლის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი ნათელი დასტურია საერთაშორისო
მასშტაბით. ამ ცენტრებისადმი დიდ ყურადღებას იჩენდა მეფე თამარიც. იგი მრავალ შესაწირავს
აგზავნიდა იქ. ქართველ მორწმუნეებს უყურადღებოდ არ ტოვებდა ალექსანდრიიდან სინას მთამდე,
სადაც თავის სარწმუნო ხალხს აგზავნიდა.
საზღვარგარეთის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებში (ივერიის მონასტერი
ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში, ჯვრის მონასტერი

155
იერუსალიმში და სხვ.) ფართო ლიტერატურულ-ფილოსოფიური და მთარგმნელობითი მუშაობა იყო
გაშლილი. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა არაერთი ორიგინალური ნაწარმოებიც. ქართულ ენაზე ითარგმნა
მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობდა ეროვნული
მეცნიერებისა და მწერლობის აღმასვლას.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებიდან შორს გაითქვეს სახელი გიორგი მთაწმინდელმა, ეფრემ
მცირემ, გიორგი ხუცეს მონაზონმა და მრავალმა სხვამ.
ხელოვნება და ხუროთმოძღვრება. XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში,
აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ ხანაში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე
მნიშვნელოვანი და დიდი ტაძრები. XII საუკუნის საქართველოში შექმნილ ძეგლებიდან განსაკუთრებით
აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, სვეტიცხოველი მცხეთაში, ალავერდის კათედრალი კახეთში,
სამთავისის ტაძარი ქართლში, ნიკორწმინდის მონასტერი რაჭაში და სხვ. XII საუკუნისაა გელათის
მონასტრის დიდი ტაძარიც, თიღვის გუმბათოვანი ეკლესიაც, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები
და სხვ.
ერთიანი ქართული მონარქიის პირველი მეფის – ბაგრატ III-ის დროს საქართველოში აიგო
ქუთაისის ტაძარი, რომელიც ბაგრატის ტაძრის სახელითაა ცნობილი. ამ ტაძრის მშენებლობა 1103 წელს
დაუმთავრებიათ ,,ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქრონიკონი იყო 223‖. მისი სამხრეთისა და დასავლეთის
კარიბჭეები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. მიუხედავად იმისა, რომ XVII საუკუნის ბოლოს
საქართველოში შემოჭრილმა თურქებმა დაანგრიეს გუმბათი, კამარები, XIX საუკუნეში დაინგრა
დასავლეთის კარიბჭეც. წინათ ტაძარი მოზაიკით უნდა ყოფილიყო შემკული. დღეისათვის ტაძარი
აღდგენილია და აკვირვებს მნახველს თავისი მშვენიერებით.
სვეტიცხოვლის ახლანდელი ტაძარი, ძირითადა XI საუკუნის პირველი მესამედის (1010-1029)
წლებშია აგებული. იგი ქართლის კათალიკოსის _ მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარ არსაკიძეს
აუგია. მიუხედავად გარკვეული დაზიანებებისა და შემდგომ შეკეთებისა, სვეტიცხოველმა შეინარჩუნე
თავისი მშვენიერება.
რაც შეეხება ალავერდს იგი ყველაზე მაღალ ტაძრად ითვლებოდა საქართველოში ამ პერიოდში
აგებულ ტაძრებს შორის. იგი ძირითადად პირვანდელი სახითაა დღემდე შემორჩენილი. ქართულ
ტაძრებს შორის გამორჩევა აგრეთვე სამთავისის ტაძარი, რომელიც 1030 წელსაა აგებული ვაჩე ყანჩაელის
ძის - ილარიონ სამთავნელის მიერ. ძეგლზე შესრულებულია ბრწყინვალე ჩუქურთმები. სამთავისი
პრაქტიკულად წინაბორბედია განვითარების იმ საფეხურისა, რომელიც XII საუკუნის ქართულ
ხურმოთმოძღვრებაში გამოვლინდა საქართველოში.
XII საუკუნის ქართულ ტაძრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იშხანს, რომელიც ივანე
მორჩაისძემ გადააკეთა და შეამკო ჩუქურთმებით. ასევე მნიშვნელოვანია ნიკორწმინდის, სამთავროს
კათედრალის, მანგლისის ტაძარი. ამ დროს აგებული ერთნავიანი ეკლესიებია: ხცისი-1102 წელი, ფოკა,-
1046 წელი, ქორეთი-1000 წელი და სხვ.
XII საუკუნეშია აგებული გელათის სამონატრო კომპლექსი. იგი შედგება ღვთისმშობლის
სახელობის დიდი ტაძრის, წმინდა გიორგის ეკლესიის, სამრეკლო და აკდემიის შენობებისაგან.
მთავარი ტაძრის კედლები და კამარები გახლავთ მოხატული. საკურთხევლის კონქში კი
ღვთისმშობლისა და ორი მთავარანგელოზის მოზაიკური გამოსახულებაა. გელათის მოზაიკისა და
ფრესკების შერწყმა უნიკალური და განუმეორებელია.Mმოზაიკის ყველა დეტალი დიდი ოსტატობითაა
შესრულებული.
დავით აღმაშენებლის ბრძანებითაა ააგებული შიომღვიმის ზემო ეკლესიაც (ღვთისმშობლის
მიძინების ტაძარი). დავით აღმაშენებლის ასულს – თამარს, აუგია თიღვის (შიდა ქართლის, ახლანდელი
ზნაურის რაიონი) გუმბათოვანი ეკლესია. იმავე პერიოდშია აშენებული ეკლესია საორბისში.
XII საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში აიგო
გუმბათოვანი ტაძრები. ,,ეს ეკლესია ტაძრები დასახლებული ცენტრებისაგან საკმაოდ მოშორებით, ტყიან
ხეობებშია აგებული. ისინი წინა საუკუნის გრანდიოზულ ტაძრებთან შედარებით უფრო მომცროა.
ძეგლთა ამ ჯგუფში დეკორატიულობა და რაფინირება მწვერვალს აღწევს, მაღალ დონეზეა ოსტატობა.

156
ტაძართა ფასადებზე თანდათან ქრება წინანდელი თაღები, ეფექტი ემყარება კედლის კონტრასტულ
დაპირისპირებას, უხვად მოჩუქურთმებულ სარკმელთა საპირეებთან. შეცვლილია შენობის
პროპორციები: გუმბათის ყელი შენობასთან შედარებით ძლიერ აზიდულია‖. ასეთი ტიპის ტაძრებიდან
აღსანიშნავია იკორთა (1172 წ.), ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, დმანისის კარიბჭე,
ერთაწმინდა და სხვ. Aამავე ტიპის ტაძრებს მიეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი – ტიმოთესუბანი
და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიებიდან აღსანიშნავია აგრეთვე საყდარი ხრამის ხეობაში, მაღალაანთ
ეკლესია, კაზრეთი და გუდარეხი, ლურჯი მონასტერი.
XII საუკუნეში აგებულ საერო ნაგებობათა შორის გამორჩეულია გეგუთის სასახლე. სასახლე
საკმაოდ დიდი ზომისა გახლდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძირითადი სამეფო სასახლეები სატახტო
ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში კიდევ უფრო გრანდიოზული იქენებოდა.
გეგუთის გარდა სამოქალაქო სახლების ნაშთები აღმოჩენილია დმანისისა და სამშვილდის
ნაქალაქარებშიც და გუდარეხის სამონასტრო ანსამბლშიც. სტილის თვალსაზრისით საერო შენობები
ახლოს დგანან საეკლესიოსთან, მათი განსხვავება ძირითადად მაინც ფუნქციურ ხასიათს ატარებს.
ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსებს. კერძოდ, დავით გარეჯსა და ვარძიას. მოგეხსენებათ,
რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და ვითარდებოდა მთელი შუა საუკუნეებისა
მანძილზე. იგი რამდენიმე მონასტრისაგან შედგება. კერძოდ, დავითის ლავრა, ბერთუბანი, უდაბნო,
ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური და სხვ. კლდეში მრავალი სენაკია გამოკვეთილი, აქვეა სატრაპეზო,
ეკლესია, სამლოცველო. ბევრი მათგანი კი მოხატულია.
ვარძიის კომპლექსის მშენებლობა გიორგი III დაიწყო და დაასრულა მისმა ასულმა მეფე თამარმა.
სენაკთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ვარძიას მტრისაგან თავდაცვის ფუნქციაც ჰქონდა
დაკისრებული, თუმც იგი საუკუნეების შემდეგ ვერ გადაურჩა შაჰ-თამაზის გამანადგურებელ
ლაშქრობებს. ვარძიაში არის თამარისა და გიორგი III პორტრეტები.
ვარძიის მახლობლად მთებში გამოკვეთილია ვაჰანის ანუ ვანის ქვაბები. შემორჩენილია კლდეში
გამოკვეთილი სხვა კომპლექსებიც. მაგალითად სამსარის გამოქვაბული ჯავახეთში.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიომღვიმე-
სხალტბის წყალსადენი, რომელიც აგებულია თამარის დროს, ბესლეთისა (სოხუმთან) და დანდალოს
(აჭარაში) ხიდები. ვირტუოზულ დონეზე იყო განვითარებული ციხე-სიმაგრეების მშენებლობის საქმეც.
მათ ქართველები მიუვალ კლდეებზე აშენებდნენ, რომ მოხერხებულად დაეცვათ გზები, ხეობები და
ქალაქები. ნიშანდობლივია, რომ ციხე-სიმაგრეები ისეა შერწყმული კლდეებთან, რომ ერთი მთლიანის
შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ პერიოდის ქართული ციხეებიდან აღსანიშნავია ხერთვისი, აწყური,
ოქროსციხე, თმოგვი და სხვ.
სახვითი ხელოვნება. XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან აღმავლობას
აღწევს საქართველოში სახვითი ხელოვნება. XII საუკუნეში განსაკუთრებით დაწინაურდა
ოქრომჭედლობა. სახეზე გვაქვს ბრწყინვალე ორნამენტით შემკული ნივტები. ორნამენტულობის
თვალსაჩინო ნიმუშია გელატინს ხახულის ხატი, რომელიც მსოფლიო ოქრომჭედლობის უნიკალურ
შედევრად ითვლება, იგი XII საუკუნის პირველი ნახევრში უნდა იყოს სესრულებული. თამარის დროს
მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ოქრომჭედლები – ბექა და ბეშქენ ოპიზრები. ბექა ოპიზრის შექმნილია
წყაროსთავის სახარების ყდა და ანჩისხატის მოჭედილობა. ბეშქენ ოპიზრის ნახელავია ბერთის სახარების
ყდა. ამ პერიოდის საქართველოში ოქრომჭედლობის რამდენიმე სტილის არსებობა შეიმჩნევა. გვაქვს
მთელი რიგი სკოლებისა – ოპიზის, ტბეთის, გელათის. ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები არაფრით
ჩამოუვარდება ბიზანტიურს, ბევრი მათგანი კი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო მასშტაბითაც.
XII საუკუნეში მნიშვნელოვანი წინსვლა ჩანს კედლის მხატვრობაშიც. შემორჩენილია დავით
აღმაშენებლის მხატვრის, ე.წ. ,,მეფის მხატვრის თევდორეს― მიერ მოხატული სვანეთის ტაძრები: იფარის
,,თარინგზელ― (1096 წ.), კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (ლაგურკა) 1111 წ. წმ. გიორგისა–ნაკიფარში
(1130 წ.).

157
ხოლო მაცხვარიშის ეკლესიის მხატვრობის შემოქმედია XII საუკუნის პირველ ნახევრში მოღვაწე
მხატვარი მიქაელ მაღლაკელი. ამას გვაუწყებს შემორჩენილი საკტიტორო წარწერა, სადაც გარკვევითაა
ნათქვამი, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მეთხუთმეტე წელს (ე.ი. 1140 წ) ,,ხელითა
მიქაელ მაღლაკელისათა―.
უმნიშვნელოვანესია აგრეთვე ატენის სიონის მოხატულობა, რომელიც XI საუკუნის უნდა იყოს
შესრულებული. შესაძლოა, რომ ატენის სიონის მოხატულობაში დავით IV აღმაშენებელი პირველად
აისახა როგორც საქართველოს მეფე. საერთოდ, ატენის სიონის მოხატულობა XI საუკუნის ქართული
მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ შესანიშნავ ძეგლად ითვლება.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში მონუმენტური მხატვრობის
გამორჩეული ძეგლები ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი, ახტალა და სხვ. აღსანიშნავია ისტორიულ
პირთა, განსაკუთრებით, თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია
გამოსახული, რომლის წინ მისი მამა გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი
III და ლაშა-გიორგიაცაა გამოსახული. ბეთანიაში მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან
ერთად. ამათგან, ვარძიის პორტრეტი უადრესი უნდა იყოს, ბერთუბნისა კი ყველაზე გვიანდელია.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში ადგილი ჰქონდა ხელნაწერი წიგნების
გაფორმებას, მინიატურებს. შემორჩა შუა საუკუნეების წიგნის მხატვრული გაფორმების ხელოვნების
იშვიათი ნიმუშები. ამ ხანის ქართული წიგნებისათვის დამახასიათებელია ლამაზი კალიგრაფია,
მრავალფეროვანი ორნამენტი და დახვეწილი მინიატურული მხატვრობა.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განვითარდა გამოყენებითი
ხელოვნებაც. ამ დროის მაღალ დონეზეა შესრულებული კერამიკული და ლითონის ჭურჭელი.
ლიტერატურა. ამ პერიოდის საქართველოში, როგორც სასულიერო ისე საერო მწერლობა,
განვითრების მაღალ დონეს აღწევს. XI საუკუნიდან ფართოდ გაიშალა საქრისტიანო ლიტერატურის
ქართულად თარგმნის საქმე და ამავე დროს იქმნება ორიგინალური ნაშრომებიც. გიორგი ათონელმა
ღვთისმეტყველების დარგის სამოცზე მეტი ნაშრომი თარგმნა. მათ შორის ადრე ნათარგმნი წიგნებიც.
მაგალითად, ,,დავითნი―, ,,სახარება―, ,,წიგნი სამოციქულო―. ხელახლა უთარგმნია, შეუჯერებია და
გაუსწორებია ისინი ბერძნულ ტექსტებთან. შესანიშნავად თარგმა მან ,,ბიბლია―. მის კალამს ეკუთვნის
ორიგინალური ნაშრომიც ,,ცხორება იოანესი და ეფთიმესი―, რომელშიც იმ პერიოდის პოლიტიკური და
კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცნობრებს შეიცავენ.
საქართველოს ულტურულ ცხოვრებაშის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეფრემ მცირეს. მისი
ორიგინალური შრომებიდან მნიშვნელოვანია ,,მოსახსენებელი მცირე სვიმეონისთვის ლოღოთეტისა―.
ეფრემ მცირეს ნათარგმნი შრომებიდან აღსანისნავია: ,,ეკლესიასტე―, ,,ცხოვრება იოანე დამასკელისა― და
სხვ. ეფრემ მცირის მოწაფემ არსენ იყალთოელმა თარგმნა გიორგი ამარტოლის ,,ხრონოგრაფია―, ,,დიდი
სჯულის კანონი―, ,,დოღმატიკონი― და სხვა მრავალი საღვთისმეტყველო ნაწარმოები.
XII საუკუნის დასაწყისიდან ფართოდ ვითარდება ქართული საერო მწერლობა, შეიქმნა საერო
პოეზია. ამ დროს დაიწერა პროზაული ნაწარმოებები: ,,ამირანდარეჯანიანი―, ,,ვისრამიანი― და სახოტბო
პოემები-ჩახრუხაძის ,,თამარიანი― და შავთელის ,,აბდულმესიანი―. ამ პერიოდშივე შეიქმნა ქართული
კულტურის ნადვილი შედევრი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი―.
ისტორიოგრაფია, ფილოსოფია, სამართალი. XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში
განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია საისტორიო მწერლობამ. ამ დროს მოღვაწეობდნენ მსოფლიო
დონის ქართველი ისტორიკოსები. იუსეთები, როგორივ იყვნენ: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, სუმბატ
დავითის ძე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ბასილ ეზოსმოძღვარი და ,,ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანის― ავტორი და სხვ.
XI საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის თხზულებაში ,,ცხოვრება ქართველთა და
პირველთაგანა მამათა და ნათესავთა― ცდილობს გადმოგვცეს ქართველ ტომთა წარმოშობის, ქართული
ენისა და დამწერლობის წარმოშობის საკითხი, საქართველოში სამეფო ხელისუფლების წარმოშობა და
სხვ. ლეონტი მროველმა საქართველოს ისტორია მეხუთე საუკუნემდე მოიყვანა.

158
ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი თავის თხზულებაში ,,ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ
გორგასალისა― ფაქტობრივად აგრძელებს ლეონტი მროველის თხრობას.
ამავე პერიოდშივე მოღვაწეობდა სუმბატ დავითის ძე, რომელსაც ბაგრატიონთა საგვარეულოს
ისტორიკოსს უწოდებენ. მის კალამს ეკუთვნის ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა―. მემატიანე
გადმოგვცემს ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორიას. ამასთან, საგულისხმოა ავტორის კონცეფცია
ბაგრატიონთა მეფობის უპირატესობის შესახებ დიდგვაროვან აზნაურთა ხელისუფლებასთან
შედარებით.
,,მატიანე ქართლისა―-ს ავტორი უცნობია. მან მოგვცა საქართველოს ისტორია VIII საუკუნიდან XI
საუკუნის 80-იან წლებამდე. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება _ ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა
დავითისი― _ სრულიად ახალი ეტაპია ქართულ ისტორიულ აზროვნებაში. მაღალი ეროვნული
თვითშეგნების ავტორი მეფის მომხრეთა დასს ეკუთვნის და ძლიერი სამეფო ხელისუფლების
პოზიციების დამცველია. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას ისტორიკოსი გვიხატავს სხვადასხვა დროის
მსოფლიო ისტორიული მოღვაწეებთან შედარების საფუძველზე, რაც ხაზს უსვამს მის მაღალ
განსწავლულობაზე.
ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია თამარის ორ
ისტორიკოსს. ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი―, როგორც ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, ,,არც
ერთ სხვა საუკეთესო ქართულ საისტორიო ძეგლს არ ჩამოუვარდება. ამასთანავე, იგი დიდი ნდობის
ღირსიც არის და ამის გამო ისტორიისთვის ძვირფას წყაროდ უნდა ჩაითვალოს―. თამარის მეორე
ისტორია _ ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი― შინაარსობრივად და კონცეფციურად XII საუკუნის
ქართული საისტორიო მწერლობის დიდი წარმატების უდაო მაჩვენებელია.
ძველი საქართველოს საისტორიო აზროვნების უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს
,,ქართლის ცხოვრების― არსებობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, თანდათან იქმნებოდა და
პირველად კრებული სწორედ XII საუკუნეში უნდა შემდგარიყო. ნ. ბერძენიშვილის მართებული
შეფასებით: ,,ქართლის ცხოვრება‖ სახარებასა და ,,ვეფხისტყაოსანთან‖ ერთად იყო ფეოდალური
საზოგადოების სამი წმიდა წიგნი.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია
ფილოსოფიურმა მეცნიერებამ, რომლისთვისაც ზოგადად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერო კულტურის
განვითარებას და მის მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განვითარებული იყო
სამართლებრივი კულტურაც. იგი სავსებით შეესაბამებოდა სახელმწიფოებრიობის განვითარების
უმაღლეს დონეს. ამ პერიოდის იურისპუდენცია საკმაოდ დახვეწილია, გამოკვეთილია სამართლის
სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცა გახლავთ ,,დანაშაულის სუბიექტური მხარე,
დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობა, დამამტკიცებელ საბუთთა სისტემა, სასჯელთა სისტემის
ჰუმანიზაცია, საჯარო საწყისების მიხედვით სასჯელთა შეფარდების პრაქტიკა‖.
ქართული სამართლის თეორიის განვითარების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ექვთიმე
მთაწმინდელმა (955-1028 წწ.), რომელმაც XI საუკუნის დასაწყისში ბერძნულიდან თარგმნის საფუძველზე
და ქართული მასალის გამოყენებით შექმნა ,,მცირე სჯულის კანონი―, რომელიც იმდროინდელი
ქართული საეკლესიო სამართლებრივი კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია. ნიშანდობლივია, რომ
,,მცირე სჯულის კანონს― დართული აქვს ექვთიმე მთაწმინდელის შეხედულებები ბოროტმოქმედების
შესახებ. აქ წარმოდგენილია მკვლელობის ზოგადი იურიდიული ცნებების განმარტებანი და სხვ.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული სამართლის საბუთებში არ არის
დაკანონებული სისხლის აღება. ამ ხანის საქართველოში განვითარებული ჩანს პროცესუალური
სამართალიც. სასამართლოს შემადგენლობაში არიან წარმოდგენილნი საზოგადოების სხვადასხვა ფენის
წევრებიც, მათ შორის ,,მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი―.
აღსანიშნავია, რომ XI-XII საუკუნეებში, გიორგი III-მდე, ქართული კანონმდებლობა
განსაკუთრებული ჰუმანურობით გამოირჩეოდა. მართლმსაჯულება გაურბოდა სიკვდილით დასჯას,
მაგრამ გიორგი III, შექმნილი ვითარების გამო, იძულებულია გახდა შემოეღო სიკვდილით დასჯა, თანაც

159
ძალზედ შეზღუდული რაოდენობის დანაშაულისათვის. საქართველოში სიკვდილით ისჯებოდა მეფისა
და სახელმწიფოს ღალატისათვის, მეფის პირადი-საჯარო შეურაცხყოფისა და მეკობრეობისათვის. მეფე
თამარის დროს მართლმსაჯულებამ პრაქტიკულად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხვადასხვა
დამასახიჩრებელი სასჯელიც, მათ შორის დასაჭურისება და დაბრმავება.
ამრიგად, XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება,
განათლება და კულტურა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად უმაღლეს
დონეზე იყო განვითარებული. სწორედ ამ დროს შეიქმნა, მსოფლიო დონის, ეპოქალური ხასიათის
ნაშრომები, რომლებსაც განასუკთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიოს ხალხთა კულტურულ
საგანძურში და რომლითაც დღემდე ვამაყობთ ჩვენ. ამ პერიოდის ქართული კულტურა გახლდათ
ნამდვილი ოქროს ხანის შესაბამისი...…
საქართველოს ეკლესია IV-XII საუკუნეებში. IV საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში
უდიდესი როლი დაეკისრა საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას. ქვეყანაში
მიმდინარე პროცესები აისახებოდა ეკლესიაზე და თავის მხრივ, ეკლესიაც დიდ გავლენას ახდენდა
საქართველოში მომხდარ მოვლენებზე.
ქართული ეკლესიის პირველი მამამთავარი იყო იოანე, რომელიც კონსტანტინოპოლიდან
გამოგზავნეს.
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უდიდესი მოვლენა მოხდა V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ
გორგასლის მეფობის დროს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი. პირველ
კათალიკოსად ეკურთხა პეტრე.
პირველი, ეროვნებით ქართველი კათოლიკოსი იყო საბა I (VI ს-ის 20-30-იანი წლები). VI
საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს კათალიკოს ევლალეს დროს მოვიდნენ საქართველოში ასურელი
მამები.
მართალია, კათალიკოსობის დაწესების შემდეგ ქართლის ეკლესია ავტოკეფალური გახდა, მაგრამ
კიდევ გარკვეული ხნის მანძილზე ანტიოქიის პატრიარქი ადასტურებდა ქართლის საეკლესიო
კრებისმიერ არჩეული პირის კათალიკოსობას. პირველი კათალიკოსი, რომელსაც არჩევის შემდეგ აღარ
დასჭირდა ანტიოქიის დასტური, იყო VIII საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწე გრიგოლ II.
X საუკუნის II ნახევარში მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა საქართველოს ყველა ეპარქია.
საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავარი, რომელიც მოიხსენიება უკვე პატრიარქის
ტიტულით, იყო მელქისედეკ I, მას ეწოდა ,,უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქი‖.
საქართველოში საეკლესიო რეფორმა გაატარა დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო
კრებაზე. ამ დროს კათოლიკოს პატრიარქი იყო იოანე VI.
უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე,
რომელიც XII საუკუნის 50-იან წლებში გახდა კათალიკოსი.

160
თავი VIII საქართველო XIII – XV საუკუნეებში

$1 გიორგი IV. მონღოლთა პირველი გამოჩენა

1210 წელს (ზოგიერთი ცნობით 1207 ან 1213 წელს) საქართველოს სამეფო ტახტზე თამარის ძე
გიორგი IV ავიდა. გიორგის მეორე სახელიც ჰქონდა _ ლაშა და ისტორიაშიც მეფე ორი სახელით შევიდა _
ლაშა-გიორგი. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს თქმით ,,შემდგომად გარდაცვალებისა თამარ
მეფეთ-მეფისა, წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გჳანმან მრისხანებისათჳს.
და მოსწრაფემან მოწყალებისათჳს, მოსცა მშობელისა-ვე მსგავსი მისგან-ვე შობისა ლაშა.
თორმეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყუავილი ყოველთა
ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკოლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანი გონებითა,
მოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და
მღდელთა მათითა პატივითა, მშჳდი და განურისხებელი ბუნებითა, შჳდთა სამეფოთა მეფე მონისა-ცა
ერთისა მათრაჴისა არა მკრველი, მშჳლდოსანი და ცხენოსანი გულოვანი და შემმართებელი, რომელ
მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიჴადნა სიმცროსა-ვე შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი.
ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათჳს, დაჭირებულთა განმკითხველი,
ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა‖. ჟამთააღმწერელიც საქებარი
სიტყვებით ახასიათებს მეფე გიორგის ,,ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა
მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი
მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა
წლისა...
შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო ტანითა ძლიერი,
მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება; და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ
იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-
მოყუარესა დედასა მისსა, დაუშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი
მახლობელნი მათნი მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და
კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა იშუებდა,
იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება‖.
თამარის გარდაცვალებამ და საქართველოს სათავეში ახალგაზდა მეფის მოსვლამ საქართველოს
ყმადნაფიც ქვეყნებს გადგომის სურვილი გაუჩინა. პირველმა განძამ გაბედა და ხარკის გადახდაზე უარი
განაცხადა. საჭირო გახდა განძის კვლავ დამორჩილება. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო,
რათა სხვა ყმადნაფიცებს განდგომილისთვის არ მიებაძად. ქართველთა ლაშქარი განძისკენ დაიძრა.
ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის გადაწყვეტილებით განძას ალყა შემოარტყეს. ალყა გაჭიანურდა. ლაშა-
გიორგის, როგორც ჩანს, ქალაქის სწრაფად აღება სურდა და აქტიური სამხედრო ოპერაციების მომხრე
იყო. მეფემ 4 ათას კაცთან ერთად ქალაქის გარშემოვლა გადაწყვიტა. განძელებმა, როგორც კი დაინახეს,
რომ მეფე მცირერიცხოვან ამალასთან ერთად მოსწყდა ლაშქრის ძირითად ნაწილს, გააღეს ქალაქის
კარები და თავს დაესხნენ ქართველებს. Mმეფემ თავის რაზმთან ერთად უკან არ დაიხია, რიცხვმრავალ
მტერს არ შეუშინდა. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. მალე ბრძოლაში ქართველთა მხედრობის ძირითადი
ნაწილიც ჩაება. განძელები უკუიქცნენ და ქალაქში ჩაიკეტნენ. ჟამთააღმწერელი მისთვის ჩვეული
ენაწყლიანობით მოგვითხრობს ამ ამბებს ,,მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი,
ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და
ამერთა.
ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს,
ვითარმედ: "დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი,
გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა
დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი".

161
მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ
წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და მოადგეს
ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა
ბრძოლად ჩალიბად, აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად
ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა,
ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.
ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს; რამეთუ ერთ-კერძო
მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო
აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ
მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს.
და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა, ეგრეთვე სპანი
მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს: "სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და
დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა" და მყის
მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა
უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი
მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე
ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.
ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს
ვიდრე კართამდე ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად, და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი
მოსრნეს‖. ბრძოლის შემდეგ დიდებულებმა საყვედურით მიმართეს მეფეს. მეფემ ,,უმეცრად
ქმნულისათვის შენდობა ითხოვა‖. ქალაქის ალყა გაგრძელდა. განძის ათაბაგი იძულებული გახდა კვლავ
დამორჩილებოდა საქართველოს მეფეს და ხარკის გადახდა იკისრა.
მეფე გიორგიმ თავისი ყურადღება საქართველოს სამხრეთის საზღვარს მიაპყრო, დარგან განძის
მსგავსად მათაც მოინდომეს ყმადნაფიცობიდან თავის დაღწევა. 1219 წელს მეფე გიორგიმ დაამარცხა
ისინიც. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს თქმით ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა
ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევა-შემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან
შეუცოდებელობასა შინა წყობისნი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთ-გულად
სახლისა მისისა, ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან
მისითა ჴრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და
მეომარი. მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას
კართამდის, აიღო შანქორი‖.
მეფეს გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა დიდებულებთან. განძასთნ მომხდარი ინციდენტი
პირველი დაპირისპირება იყო მათ შორის. დაპირისპირება შემდგომში კიდევ უფრო გამწვავდა. ლაშა-
გიორგი, როგორც ჩანს, საკმაოდ თავისუფალი პიროვნება იყო. მეფის აზრები, შეხედულებები და
მისწრაფებები, გარკვეულწილად, მიუღებელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის. ამას ისიც
ემატებოდა, რომ ლაშა-გიორგი ერთპიროვნულად, თავისი დიდი წინაპრის დავით აღმაშენებლის
მსგავსად აპირებდა ქვეყნის მართვას და დიდებულების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებდა.
ჟამთააღმწერლის მიხედვით მეფემ დაიახლოვა ,,თანამოჰასაკენი‖, რომელსაც მემატიანე რინდებს
იწოდებს. მეცნიერთა შორის არ არის ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ ეს რინდები
და რა საქმიანობას ეწეოდნენ. თავად სიტყვა რინდი სპარსულად ნიშნავს ლოთსა და შფოთისთავს.
ჟამთააღმწერელთან მოხსენიებული რინდები, სავარაუდოა, რომ იყვნენ აღმოსავლეთში გავრცელებული
ერთ-ერთი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის წევრები. დიდებულები მეფის პირად
ცხოვრებაშიც ჩაერივნენ, როდესაც ლაშა-გიორგიმ ველისციხელი გლეხის ქალი შეიყვარა და თავის
სასახლეში მოიყვანა. გიორგი IV-მ საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია. ერთიანი საქართველოს მეფეებს
მანამდე ცოლად მოყავდათ მეზობელი სახელმწიფოების სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები. რაც
მთავარია, ველისციხელი ქალი გათხოვილი იყო. ლაშა-გიორგის ის ძალიან უყვარდა და მის გაშვებას არ
აპირებდა. მალე მათ ვაჟიც შეეძინა და მას დავითი დაარქვეს. დავითი უკანონო შვილად ითვლებოდა და

162
ქართული სამართლის მიხედვით ის ვერასოდეს დაიკავებდა საქართველოს სამეფო ტახტს. მემატიანეს
სიტყვით ,,ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია.
განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედის წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა
თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად
მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა თაფლუჭისა, ტფილის[ს] მყოფი, წარიყვანეს რინდთა
თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღჳნით
უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე
ხედვისაგან უხედვო ყვეს.
ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და
ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან. ,,არა თავს ვიდებთო, ეტყოდეს, შენსა
მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ". ხოლო
მეფემან შეინანა და აღუთქუა სიმტკიცეთა მიერ არარასა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ
აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმისა
მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი
ფრიად ქმნულ-კეთილი, და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და
ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად. და მუცლად იღო
დედაკაცმან მან და შვა ყრმა, რომელსა უწოდეს სახელად დავით. ესე დავით იგი არს, რომელი
შემდგომად დიდთა განსაცდელთა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს‖. რამდენიმე
წლის შემდეგ დიდებულებმა და სასულიერო პირებმა ლაშა-გიორგის ,,წარგვარეს ქალი იგი, დედა
დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს‖. მეფე ერთგული დარჩა თავისი სიყვარულისა და ცოლი
აღარასდროს შეურთავს. მეფეს უფრო მეტი დაკვირვება მართებდა, რადგანაც უკანონო შვილი, რომელიც
ქართული სამართლის მიხედვით არ ითვლებოდა კანონიერ მემკვიდრედ, ამას სამომავლოს შეიძლება
სამოქალაქო ომიც კი მოჰყოლოდა... ჟამთააღმწერელი, ამ ამბებიდან ახლო მომავალში საქართველოს თავს
დამტყდარ უბედურებას სწორედ ასეთ გამოუსწორებელ ცოდვებს უკავშირებს...
სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც
ახდენდა გავლენას. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი
სახელმწიფო იყო. ჯვაროსნები დახმარებას თხოვდნენ გიორგი IV-ს და იმედის თვალით შეყურებდნენ
საქართველოს.
1217 წელს დაიწყო V ჯვაროსნული ლაშქრობა. ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის
მისაღებად სერიოზულად ემზადებოდნენ საქართველოში. ჯვაროსანთა ეს ლაშქრობა ძირითადად
მიმართული იყო ეგვიპტეში მდებარე დამიეტას წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის მთავარსარდალი გახლდათ
კარდინალი პელაგიუსი. ჯვაროსნებმა თავდაპირველად გარკვეულ წარმატებებსაც კი მიაღწიეს,
ამიტომაც ეგვიპტის სულთანმა მალიქ ალ-ქამილმა მათ წინადადებით მიმართა, თუკი ჯვაროსნები
დამიეტას აღებაისაგან თავს შეიკავებდნენ დიდ დათმობებზე წავიდოდა ისიც. მიუხედავად ამისა
კარდინალ პელაგიუსის დაჟინებით 1219 წელს დამიეტა ჯვაროსნებმა მაინც აიღეს, მაგრამ ამის შემდეგ
განხეთქილება მოხდა ჯვაროსანთა რიგებში. ჯვაროსანთა ნაწილი არ იზიარებდა პელაგიუსის სამხედრო
გეგმებს და ეგვიპტის შუა გულში შეჭრას ანიჭებდა უპირატესობას. პელაგიუსი ბოლომდე ერთგული
დარჩა თავისი ჩანაფიქრისა. მან თავისი გეგმების განსახორციელებლად ახალი მოკავშირეების ძებნა
დაიწყო. მას დასახმარებლად ჩინგიზ ყაენისთვისაც კი მიუმართავს. 1221 წელს პელაგიუსს ახალი ჯარები
მიუვიდნენ, მაგარამ მიუხედავად ამისა ისინი ეგვეპტელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და იმავე წლის
სექტემბრის ბოლოს დამიეტა საერთოდ დაკარგეს. სწორედ ამავე პერიოდში სთხოვეს ჯვაროსნებმა
დახმარება მეფე გიორგი IV. საბრძოლველად გიორგის უშუალოდ პელაგიუსი იწვევდა, დამიეტიდან მას
პაპის სახელით სათანადო რჩევა და ბრძანებაც კი მოუვიდა. გიორგიმაც თანხმობა განაცხადა, რამაც
გაახრა ჯვაროსნები. ისინი იმედის თვალით უყურებდნენ ქართველთა ძლევამოსილ ლაშქარს. სწორდ
ამიტომაც ჯვაროსანთა წრეებში კვლავ განახლდა ლეგენდა იოანე პრესვიტერზე. თუკი მანამ
ლეგენდარულ იოანედ ჯვაროსნები დავით IV და დემეტრე I სახავდნენ, ეხლა ამ ლეგენდარულ
პიროვნებად მათ გიორგი IV დასახეს.

163
ქართველთა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა ისე აქტიურ ფაზაში შევიდა რომ ფრანგმა
ჯვაროსანმა რაინდმა დე-ბუამ წერილიც კი მისწერა საფრანგეთში მყოფ ბეზანსონის არქიეპისკოპოსს,
რომელშიც ვკითხულობთ შემდეგს: ,,ღირსსა, ქრისტეს მიერ მამასა და მეუფესა ა[მადეოს]. ღვთის
განგებით ბეზანსონის არქიეპისკოპოსს მორჩილი მსახური გ. დე ბუა, ამინ.
... უწინარეს ყოვლისა იცოდენ, რომ იერუსალიმის სამეფომ მიაღწია დაზავებას სარკინოზებთან
და ანტიოქიის მთავარსაც, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ურიცხვ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა
როგორც ბაბილონის სულთნისაგან, ისე არმენიის მეფისაგან, ზავი აქვს დადებული სხენებულ
სულთანთან.
მოისმინეთ აგრეთვე სხვა ახალი (ამბები), რომელნიც გაოცების ღირსნი არიან: გაიგეთ და სანდო
მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მიითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც
გეორგიანებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად
აღსდგენენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს სამასი ციხე-სიმაგრე და ცხრა დიდი ქალაქი. ამათგან
უმტკიცესნი ხელუხებლად დატოვეს და თვითონ დაიკავეს, დანარჩენნი კი ნაცარტუტად აქციეს.
დასახელებულ ქალაქთაგან ერთ-ერთი ევფრატზე მდებარე ურწმუნოთა ქალაქებს შორის ყველაზე
ცნობილი და დიდი იყო. ამ ქალაქის მბრძანებელი, ბაბილონის სულთნის ძე, ზემოთხსენებულმა
ქრისტიანებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს, თუმცა იგი მათ აურაცხელ ოქროს ფულს აღუქვამდა.
კიდევ რა უნდა ვთქვა დაწვრილებით: ისინი, რომლებიც მოვიხსენიე, მოვლენ წმინდა
იერუსალიმის გასათავისუფლებლად და დაიმორჩილებენ ურწმუნოთ, სახელგანთქმულია მათი
თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსია ალექსანდრე მაკედონელისა შემართებითა და მოკრძალებულობით,
რწმენით კი არა. ამ ახალგაზრდას მიაქვს დედამისის, უძლიერეს დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან
თამარს მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუბარებია: როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და
მისი ძვლები უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმა პატივისმცემელს, მას
გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-
სურვილის მიუხედავად~.
ამ წერილთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული ქართულ ისტორიოგრაფიაში.
მათი დასკვნით ამ წერილს უფრო იდეოლოგიური დატვირთვა უნდა ქონდა და ჯვაროსნების გამხნევებას
ისახავდა მიზნად.
ის ფაქტია, რომ მეფე გიორგი IV მართლაც აპირებდა ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის
მიღებას, მაგრამ ყველაფერი მონღოლთა გამოჩენამ ჩაშალა.
მონღოლები და მათი დაპყრობითი ომები. მონღოლები ცენტრალურ აზიაში ცხოვრობდნენ.
1206 წელს მდინარე ონონთან გამართულ ყურულთაიზე მონღოლთა ყაენად აირჩიეს თემუჩინი და მას
ჩინგიზი უწოდეს. ჩინგიზ-ყაენმა დიდი სამხედრო-ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა. მან დაყო
დუმნებად (თითოეულ ასეთ ერთეულს 10 000 მხედრის გამოყვანა ევალებოდა). პირადად ჩინგიზ-ყაენს
10 000-იანი გვარდია ყავდა. ჯარში სასტიკი დისციპლინა სუფევდა. მონღოლთა სამხედრო ტაქტიკის
ძირითადი ელემენტები იყო: მოწინააღმდეგის წინასწარი დაზვერვა, მისი შეტყუება ხელსაყრელ
ადგილას, სწრაფი მანევრირება და მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის ცალ-ცალკე განადგურება. ჩინგიზ-
ყაენის მეთაურობით მონღოლებმა 1211-1215 წლებში ორჯერ მოაწყვეს ლაშქრობა ჩინეთის ჩრდილოეთ
ტერიტორიებზე და მეორე ლაშქრობის დროს აიღეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი. ჩინეთში ცინების
დინასტია დაემხო და იგი მონღოლებს შეუერთდა. ძალიან მალევე მონღოლებმა აგრეთვე აიღეს ჩინეთი
და შუა აზიაში გამოჩნდნენ. აქ მათ ხორეზმის სამეფოსთან მოუხდათ შეტაკება.
ხორეზმი განსაკუთრებით გაძლიერდა მუჰამედის დროს. მუჰამედის მეფობის პერიოდში
ხორეზმის სახელმწიფო მოიცავდა: შუა აზიას, ჩრდილოეთ ირანს და ავღანეთის ნაწილს. ხორეზმის შაჰის
ვასალი იყო აზერბაიჯანის ათაბაგი. მიუხედავად იმისა, რომ მოჰამედს (1200-1220 წწ.) უზარმაზარი
სამხედრო ძალა ემორჩილებოდა, მან ვერ მოახერხა სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მონღოლთათვის.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდათ ის რომ მოჰამედის ჯარები ძირითადად დაკომპლექტებული
იყო ყივჩაღთა და თურქმანთა რაზმებისაგან, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ვერ ენდო იგი. ჩინგიზ-
ყაენის ლაშქარმა გაანადგურა ხორეზმის სამეფო. მუჰამედი კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაემალა

164
მონღოლებს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა მუჰამედის
ვაჟი ჯალალ ად-დინი. ჩინგიზ-ყაენმა თავის საუკეთესო სარდლებს _ ჯებესა და სუბუდაის დაავალა
მოეძებნათ გაქცეული მუჰამედი. მათ, ამავე დროს, უნდა დაეზვერათ ის ქვეყნები, რომელთა
დაპყრობასაც მონღოლები მომავალში აპირებდნენ. სწორედ ჯებე და სუბუდაი მოადგნენ საქართველოს.
1220 წლის ზამთარში მონღოლები აზერბაიჯანში შევიდნენ. ათაბაგმა მათ დიდძალი საჩუქრები
მიართვა, ხარკი გადაუხადა და დაუზავდა. მონღოლები საქართველოს სამეფოს ფარგლებში შემოიჭრენ.
პირველივე ბრძოლა მათი გამრჯვებით დასრულდა, თუმცა მათ საქართველოს სიღრმეში შესვლა არ
უცდიათ. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიენეს სიტყვებით ,,და შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე
ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა
და პირველი წყლულება მათგან იქმნა‖.
1221 წელს მეორე ბრძოლისათვის ქართველები უკეთ მოემზადენ. ლაშა-გიორგიმ 90 000-იანი
ჯარი შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. ჟამთააღმწერელის თქმით, ლაშა გიორგიმ ,,მოუწოდა სპათა თჳსთა,
იმერთა და ამერთა და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მჴედარი‖. გრიგოლ აკნეცის მიხედვით კი
ქართველებს 60 000 ჯარი ყავდათ. ჟამთააღმწერელის თანახმად, ეს ბრძოლა მოხდა ,,წყალსა ზედა
ბედრუჯსა და აწ საგიმად წოდებულსა‖, კირაკოს განძაკეცი კი ამ ბრძოლის ადგილად ხუნანის ველს
ასახელებს. მონღოლებმა ჩვეული ხერხი იხმარეს _ ჯარი ორად გაყვეს. ერთი ნაწილი ქართველებს
შეებრძოლა და მალე უკუიქცა. ქართველები გაქცეულ მონღოლებს დაედევნენ. სწორედ ამ დროს
ბრძოლაში ჩაება მონღოლთა ჩასაფრებული ჯარი, რომელსაც არ ელოდნენ ქართველები და დამარცხდნენ.
მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა მესამე ბრძოლაც. ამის შემდეგ მათ დატოვეს საქართველო
,,განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ყივჩაყეთს, რომელთა ბრძოლა აჰკიდეს და მრავალგან
შემოებნეს ყივჩაყნი, და ყოველგან თათარნი მძლე ექმნნეს‖. ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულმა
მონღოლებმა 1223 წელს მდინარე კალკასთან სასტიკად დაამარცხეს რუსთა და ყივჩაღთა
გაერთიანებული ლაშქარი, შემდეგ ჩრდილოეთიდან შემოუარეს კასპიის ზღვას და უკან დაბრუნდნენ
ჩინგიზ-ყაენთან.
მონღოლებთან ბრძოლაში განცდილი რამდენიმე მარცხი სერიოზული დარტყმა იყო
საქართველოსათვის. უკვე Aძალიან დიდი ხანია ქართველებს დამარცხების სიმწარე არ განეცადა.
როგორც ჩანს, საქართველოს სამხედრო მოღვაწეებმა ყოველივე მომხდარიდან სათანადო დასკვნები არ
გამოიტანეს. შემდგომში განვითარებულმა მობლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს ძლიერების ხანა
წარსულს ჩაბარდა.
მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა თავად ლაშა-გიორგიც. ვარაუდობენ, რომ სწორედ
ბრძოლაში მიღებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა მეფე 1222 წელს.
გიორგი IV-ის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე მისი და
რუსუდანი იყო. უკვე მეორედ საქართველოს სამეფო ტახტი ქალმა დაიკავა.

$2 საქართველო რუსუდანის მეფობის პერიოდში

რუსუდანის გამეფება. 1223 წელს რუსუდანი საქართველოს მეფე გახდა. თამარის შემდეგ ქალის
გამეფება საქართველოსათვის აღარ იყო უცხო მოვლენა, მაგრამ თამარსა და რუსუდანს შორის იყო
მნიშვნელოვანი განსხვავება. თამარს ამზადებდნენ მეფობისათვის. ის ექვსი წელი მამასთან ერთად
მართავდა სახელმწიფოს და ქვეყნის მართვის ცოდნასა და გამოცდილებას ეუფლებოდა. რუსუდანი კი
მეფობისთვის მზად არ იყო, რადგან, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი ოდესმე ერთადერთი
კანონიერი მემკვიდრე გახდებოდა. სამწუხაროდ, რუსუდანს არც პიროვნული თვისებები აღმოაჩნდა
მეფობის შესაფერისი.

165
მეფე რუსუდანის გამეფებისთანავე 1223 წელს ამიერკავკასიაში მონღოლთა მიერ დევნილი
ყივჩაღები გამოჩნდნენ. კირაკოს განძაკეცის თანახმად ყივჩაღებს საქართველოში ცხოვრება
მოუწადინებიათ, მაგრამ ამაზე მათ მეფე რუსუდანმა უარი უთხრა. იბნ ალ-ასირის თანახმად ყივჩაღებმა
ალყაში მოაქციეს ქართველთა მფლობელობაში მყოფი ქალაქი ყაბალა და იქაურობა დაარბიეს. ივანე
ათაბაგი ქართველთა ჯარით ქალაქ ყაბალას დასაცავად გაეშურა, მაგრამ მას მოულოდნელად თავს
დაესხა ყივჩაღები და ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. გათამამებულმა ყივჩაღებმა, კიდევ
ერთხელ დაარბიეს საქართველოს მოსაზღვრე მხარეები. რის შემდეგაც ქართველთა მრავალათასიანმა
ჯარმა სასტიკად დაამარცხა ისინი.
ამრიგად, რუსუდანის მეფობის პირველი წლები თითქოს ცუდს არაფერს უქადდა ქვეყანას.
ქართველები კვლავ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდნენ. ქართველებს
არც ამჯერად დასცალდათ. საქართველოს საზღვრებს ჯალალ ად-დინი მოადგა.
რუსუდაის მეფობის პერიოდში 1228-1229 წლებში მოეწყო მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა. იგი
თავდპირველად წარმატებით მიმდინარეობდა. რომის იმპერატორმა ფრიდრი II ეგვიპტის სულთანთან
მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო ქალაქ იერუსალიმის გამოხსნა მუსლიმებისაგან. თუმც ესეც არ
აღმოჩნდა ხანგრძლივი და ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1244 წელს დაკარგეს ისევ.
ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა რუსუდან მეფემ,
რომელმაც წერილიც კი მიწერა რომის პაპს ჰონორიუს III, `... უფალი ღმერთის იმედი მაქვს, თუ შენდამი
გამოგზავნილი წერილის გამო ტკბილად განეწყვე ჩვენს მიმართ და ალბათ, იკითხავ ჩვენს
მდგომარეოპბას, ვაუწყებთ შენს უწმინდესობას, რომ ძმა ჩემი _ ქართველი მეფე _ გარდაიცვალა და მისი
სამეფო მე დამრჩა...
დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან მივიღე შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი
ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო. ეს თავად მისი სურვილიც იყო და წასასვლელადაც
ემზადებოდა, მაგრამ, თუ თქვენც გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი
ზარალი მიაყენა ჩვენს ხალხს. ექვსი ათასი კაცი ამოგვიწყვიტა. ჩვენ მათგან საფრთხეს არ ველოდით,
რადგან ისინი ქრისტიანები გვეგონა. მაგრამ როგორც კი მივხდით, რომ ისინი კეთილი ქრისტიანები არ
იყვნენ, მაშინვე შეერთებული ძალებით შევუტიეთ მათ, ოცდახუთი ათასი კაცი დავუხოცეთ, ბევრი ხელთ
ვიგდეთ, დანარჩენი გავდევნეთ ჩვენი მიწებიდან. ამის გამო დავრჩით და ლეგატის მითითებისამებრ ვერ
წამოვედით.
დიდად გავიხარეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ შენი ბრძანებით იმპერატორს (იგულისხმება
სიცილიის მეფე (1197-1250 წწ.), და შემდეგ გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ II (1220-1250 წწ.). მართებს,
წმინდა ადგილების დასახსნელად ახლა სირიაში გადავიდეს. მოგვწერეთ ჩვენ, თუ როდის უნდა წავიდეს
იმპერტორი და ჩვენც გავაგზავნით ჩვენ მხედარმთავარს ივანეს ჩვენი ჯარით ქრისტიენების
დასახმარებლად, წმინდა საფლავის გასათავისუფლებლად. ჩამოვლენ იმ ადგილას, სადაც მათ უბრძანებთ
ჩასვლას....‖.
1224 წელს პაპმა ჰონორიუს III საპასუხო წერილი მოსწერა რუსუდანს `... ვაქებთ უფლისმიერ შენს
(იგულისხმება მეფე რუსუდანი) მისწრაფებას...‖. იგი, დიდ მადლობას უხდიდა მეფე რუსუდანს
თანაგრძნობისა და ერთგულებისათვის. მაგრამ ჯალალ ად-დინის საქართველოში გამოჩენის გამო
რუსუდანმა ვერ მოახერხა მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება.
ბრძოლა ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. ხორეზმშმის შაჰმა მოჰამედმა შეცვალა გადაწყვეტილება
და თავის მემკვიდრედ ოზლაღ-შაჰის ნაცვლად ჯალალ ად-დინი გამოაცხადა. მოჰამედი 1220 წელს
გარდაიცვალა, რომლის შემდეგაც ჯალალ ად-დინი ხორეზმში ჩავიდა, მაგრამ დიდებულებმა არ მიიღეს
იგი. ამიტომაც ჯალალ ად-დინი თავის საუფლისწულო მამულში _ ღაზნაში წავიდა, სადაც მან
კოალიციურ პრინციპზე ჩამოყალიბებული ლაშქარი ჩამოაყალიბა და მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლა
დაიწყო. მათ შორის პირველი დაპირისპირება მოხდა ფერვანის ველზე, მდინარე ფანჯშირის ხეობაში
(თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე), რომლიდანაც ჯალალ ად-დინი გამოვიდა გამარჯვებული. მან
დაამარცხა მონღოლთა 30 000 რაზმი, რომელსაც მონღოლთა სარდალი შიქი-ყუთუყუ ედგა სათავეში.
ჯალალ ად-დინის ლაშქარში სამხედრო ალაფის გაყოფის გამო უთანხმოება მოხდა და რამოდენიმე

166
ამირამ მიატოვა იგი. თავის მხრივ, ფერვანის ველზე განცდილი მარცხის გამო განრისხებულმა ჩინგიზ
ყაენმა მონღოლთა მთელი ჯარები დაძრა ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა მდინარე
ინდისაკენ დაეხია და შეეცადა თავი აერიდებინა მონღოლებთან დაპირისპირებისათვის, მაგრამ ჩინგიზ
ყაენმა გზა მოუჭრა და აიძულა იგი ბრძოლაში ჩამბულიყო. ეს ბრძოლა გაიმართA 1121 წლის 25 ნოემბერს
მდინარე ინდის სანაპიროზე. ამ ბრძოლაში ჯალალ ად-დინი გადარჩა და თავს მდინარის გადაცურვით
უშველა. მასთან ერთად გადარჩა მხოლოდ 4 000-მდე მეომარი. ამ ამბებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ
1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა.
მართალია, ჯალალ ად-დინი ამ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ იგი ფარ-ხმალის დაყრას არ
აპირებდა. იგი ჩავიდა ირანში, სადაც მისი ხელისუფლება ცნო ფარსისა და ქერმანის ოლქებმა და ირანის
ერაყმა.
უნდა ითქვა, რომ ჯალალ ად-დინი კარგი სარდალი, მაგრამ ცუდი დიპლომატი და პოლიტიკოსი
აღმოჩნდა. მან ერთიანი ანტიმონღოლური კოალიციის შექმნის მაგივრად, პოტენციური მოკავშირეების
რბევა და აწიოკება დაიწყო.
ჯალალ ად-დინმა 1225 წელს აზერბაიჯანზე მოაწყო ლაშქრობა და თითქმის უბრძოლველად
დაიკავა იგი. შეშინებულმა აზერბაიჯანის ათაბაგმა უზბეგმა საკუთარი ოჯახი თავრიზში დატოვა და
თვითონ ალინჯის ციხეს შეაფარა თავი, სადაც მალევე გარდაიცვალა კიდეც.
ყოველივე ამის შემდეგ ჯალალ ად-დინმა გადაწყვიტა საქართველო დაელაშქრა. იბნ ალ-ასირის
თანახმად ჯალალ ად-დინი ამბობდა `საქართველოში უნდა ვილაშქრო და მათი ქვეყანა დავიპყროო‖.
თავის მხრივ ქართველებმაც იგრძნეს საფრთხე და ჯერ კიდევ ათაბაგ უზბეგის სიცოცხლეში
შეუთავაზებიათ მისთვის კოალიციურ პრინციპზე ჯარის ჩამოყალიბება და ჯალალ ად-დინის
წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა, მაგრამ უშედეგოდ.
ქართველები მოემზადნენ ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ ისტორიკოს
ნასავის თანახმად ჰყოლიათ 60 000 ჯარი, ხოლო ჯუვეინის ცნობით ქართველთა ლაშქარი 30 000 მეომარს
ითვლიდა. ჟამთააღმწერელის თანახმად კი ჯალალ ად-დინს ჰყოლია `კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი‖.
ძალები აშკარად არათანაბარი იყო, თუმც ქართველები მიჩვეულნი იყვნენ ასეთ ბრძოლებს.
ეს ბრძოლა მოხდა, 1225 წლის აგვისტოში, სოფელ გარნისთან (სომხეთში). მეფე რუსუდანმა
ქართველთა ჯარი ათაბაგს ივანე მხარგრძელს ჩააბარა. ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ამ
ბრძოლაში ქართველთა მარცხის მიზეზებს რამდენადმე განსხვავებულად გადმოქვცემენ ქართული და
უცხოური წყაროები. ჯუვეინის თანახმად ქართველთა მარცხის მიზეზი იყო ჯალალ ად-დინის ლაშქრის
მოულოდნელი თავდასხმა. მემატიენეს თქმით `სანამ ქართველები ხელს აღმართავდნენ საომრად,
სულთანი თავს დაესხა და კარგი გამარჯვება მოიპოვა მათზე‖. ჟამთაღმწერელი კი რამდენადმე
განსხვავებულად მოგვითხრობს ამ ბრძოლის შესახებ `თქმული ესე ყოველთა ეკეთა და აღიღეს
დედაწული და ყოველი სიმდიდრე მათი, და წარმოვიდეს (ჯალალ ად-დინი _ ს.ა.), და მოიწივნეს
ადარბადაგანსა კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი. და მოიწივნეს ქუეყანად მჴარგრძელთა, რამეთუ ივანე
ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშესდა, მანდატურთ-უხუცესისათჳს. და ესე
ხუარაზმელნი მოვიდეს წელსა მესამესა ლაშა-გიორგის მიცვალებითგან ტყუენვად და მოოჴრებად
ქუეყანათა დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს მეფესა
რუსუდანს წინაშე, მოაჴსენეს მოსლვა ხუარაზმელთა და თჳთ დიდისა სულტნისა ჯალდინისა ჴოცად და
მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩჳლთა ყრმათა
რიდებდეს. ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა
იმერთა და ამერთა, და მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა
მიმჴცოვნებულ იყო, ... განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა სჳანი, და
წარავლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.
ხოლო მოიწივნეს დვინსა და ამობერდს. და დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა რქჳან
გარნისი, და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა განეწყო სულტანი ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან
განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი

167
ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა
წინამბრძოლობა.
ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერჴი ივანე ათაბმან. იტყჳან,
ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჵი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და
ძჳრად მომწეუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყლველი! ...
ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: ,,დაახლოებულ ვართ სულტანსა და
სპათა მისთა, და ჩუენ დიდად. უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინა გჳც. წარმოიმალონ მჴნეთა სპათა
მეფისათა და სიმჴნემან შენმან" ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა.
ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნეს და
წყობათა შინა სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მჴეცნი ზედა
მიეტევნეს, და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და
ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი
ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს ... თორელთა და მათ თანა მრავალთა
სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყჳან ამას
ყოფად და არა თუ შიშითა‖.
და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუჴოცეს ცხენნი, და ქუეითნი მჴნედ
იბრძოდეს. და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად
ომი, ჴრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი. ხოლო
შალვა მუნვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდეთა
შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა. ხოლო შალვა წარიდგინა სულტან
ჯალალდინსა წინაშე, რომელი იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგანელთა, და მოაჴსნეს სულტანსა
ახოვნება და წყობათა შინა სიქველე მისი. ხოლო მან არა მოკლა, არამედ თჳსთა თანა იპყრა დიდითა
პატივითა, და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი, და თავადთა თჳსთა თანა პატივ სცა. ხოლო
შემდგომად წელიწდისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისათჳს სჯულისა‖. ამრიგად,
მემატიანეს თანახმად ბრძოლის ბედი ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის შეცდომამ გადაწყვიტა. მან
დახმარება დროზე არ გაუგზავნა ახალციხელებს, როდესაც ეს უკანასკნელები ომში ჩაებნენ და ძირითადი
ძალებისაგან დახმარებას ითხოვდნენ. ქართველთა მეწინავე ჯარი განადგურდა. ივანე ახალციხელი
დაიღუპა (კლდიდან ასხლეტილმა ლოდმა იმსხვერპლა), შალვა კი ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ
ამირსპასალარმა მთავარი ლაშქრის ომში ჩაბმა უაზრობად ჩათვალა. ჟამთააღმწერელის სიტყვით:
ამირსპასალარს შურის გამო არ დაუხმარებია შალვა და ივანე ახალციხელებისათვის ჯარი.
ამირსპასალარის ასეთი თვითნებობა მეფის სისუსტის ბრალია უდაოდ. ამ ბრძოლაში ქართველთა
დანაკლისი დიდი იყო, იბნ ალ ასირის თანახმად, მათ 20 000 მეომარი დაეღუპათ.
ჯალალ ად-დინმა დვინი აიღო და თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მას თან ყავდა დატყვევებული
შალვა ახალციხელი, ეს უკანასკნელი მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის
გეგმებს ატყობინებდა, ამას ისიც დაემატა, რომ შალვამ უარი თქვა ისლამის მიღებაზე. ჯალალ ად-დინის
ბრძანებით შალვა ახალციხელი სიკვდილით დასაჯეს. გადმოცემის თანახმად, სწორედ შალვა
ახალციხელს ეძღვნება სიმღერა ,,შავლეგო‖. რუსუდანმა დედაქალაქი დატოვა და ქუთაისში გადავიდა,
ქალაქის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოსძეებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად, ჯალალ
ად-დინმა თბილისი აიღო. გამარჯვებულმა ხვარაზმელებმა სასტიკად ააოხრეს ქალაქი, გაჟლიტეს 100 000
კაცი. ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქის, ბოლოს და
სხუათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და
წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა
მეფემან ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღჳმელი.
და ესრეთ რა ძლიერად ჴელთ იგდო ქალაქი (თბილისი-ს.ა.) სულტანმან (ჯალალ ად-დინმა _ ს.ა.),
კუალად იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძჳნვარედ მოსრვიდა, რომელ
სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ჴნარცუნი მოკლულთა მიერ და უმრავლეს მკუდართა მტკუარსა
შეუტეობდეს ამას თანა არავე დამშჳდნა ცუდ-რჯული იგი და ბილწი: მოიგონა სხუაცა სიბოროტე,

168
რომლისა ჴსენება სირცხჳლ მიჩნს, რამეთუ გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ ვითარ
განვარისხეთ მოწყალე და შეეწყნარებელი ღმერთი არა შეწყალებად ჩუენდა; იწყო რღუევად ეკლესიათა,
ვიდრე საფუძველადმდე აღფხურა, რომლისათჳს იკადრა და ჴელ-ყო სიონისა გუმბადსა შემუსრვად და
ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელი-იგი ჴიდითა მაღლითა და გრძლითა განჴიდა
აღლსვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და ყოვლად წმიდისა
ღმრთისმშობელისა, რომელი სიონს მკჳდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ჴიდისა შესავალსა დადებად
პირაღმართ, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით
დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ჰყონ, წარკუეთა თავთა. და ვითარ
აღასრულებდეს ბრძანებულსა ამას, მოიყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ
ყოფად.მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავს-დებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და
დატევებად სჯულისა ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს
გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს. სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ
ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.
ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად სომხითისა და
კამბეჩიანისა და იორის პირთა. ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს,
კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.
და გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა, რამეთუ ორ
წელ პირველ აღაოჴრეს ქუეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს, და აოჴრებდეს ქუეყანათა ამათ
ზემოჴსენებულთა, არღარა იყო შენებულება თჳნიერ ციხეთა და სიმაგრეთა‖… ჟამთააღმწერელის
თანახმად საქართველოზე თავს დატეხილი ეს უბედურება იყო ქართველთა ცოდვების გამო. მისი თქმით
,,გარნა იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან, და მიიქცეს ყოველნი სიბოროტედ. და ვითარ არა
გამოიცადეს ღმერთი, ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ჴოცად წარმართთა მიერ.
რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა წესსა ძმისა თჳსისასა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა.
ამისთჳს აღდგეს ბოროტნი უდიდესნი‖.
თბილისის აღებას რამდენადმე განსხვავებულად მოგვითხრობენ იბნ ალ-ასირი და ნასავი. იბნ
ალ-ასირის თანახმად ჯალალ ად-დინმა თბილისის აღებისას შემდეგი სამხედრო ხერხი გამოიყენა. მან
3 000 რაზმით ქალაქს მიუახლოვდა და ქართველები საფარისაკენ გაიტყუა, სადაც მას მრავალათასიანი
რაზმი ჰყავდა ჩაყენებული. ქართველბი დამარცხდნენ და თბილისისაკენ გამოიქცნენ. ჯალალ ად-დინი
მათ ფეხდაფეხ მიჰყვა, ქართველებთან ერთად შევიდა ქალაქში და 1926 წლის 9 მარტს აიღო იგი.
ანალოგიური ცნობები არის დაცული ნასავთანაც.
თბილისის აღების შემდეგ ჯალალ ად-დინი სხვა ქვეყნების დასამორჩილებლად გაემართა. ამით
ისარგებლეს ქართველებმა და მცირე ხნით თბილისი გაათავისუფლეს. ჯალალ ად-დინი კვლავ
თბილისისკენ გაეშურა, ქართველებმა ქალაქი მიატოვეს.
1228 წელს ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ ქართველებმა ჩრდილო კავკასიელი ხალხების
გამოყენება სცადეს. ჟამთააღმწერელი თქმით, მეფე რუსუდანმა ,,მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა,
იმერთა და ამერთა‖. ამავე დროს მან მგანუხუნა კარნი დარიალისანი და გარდამოიყუანნა ოსნი,
დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი‖. ამ ცნობას ადასტურებს უცხოური წყაროებიც ნასავი,
ჯუვეინი და რაშიდ ად-დინი. ნასავის თანახმად ამ კოალიციურ ჯარის რაოდენობა 40 000 კაცს ოდნავ თუ
აღემატებოდა. ბოლნისთან მომხდარ ამ ბრძოლის წინ ჯალალ ად-დინმა მოახერხა ყივჩაღებთან
მოლაპარაკება, მათ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიიღეს. ნასავის თანახმად ამის შემდეგ კოალიციური
ჯარის რაოდენობა განახევრებულა. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ამ გამარჯვების
მიუხედავად, ჯალალ ად-დინის მდგომარეობა არ იყო სანუგეშო.
1230 წლის 14 აპრილს ჯალალ ად-დინმა აიღო ხლათი. ეს იყო მისი უკანასკნელი წარმატება.
მონღოლებმა კვლავ განაახლეს დაპყრობითი ომები. XIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ისინი
უკვე აზერბაიჯანში გამოჩნდნენ. ჯალალ ად-დინმა მონღოლებთან ბრძოლაში მარცხი იწვნია და 1231
წელს დევნილობაში დაიღუპა. მემატიანეს თქმით ,,სულტანი ჯალალდინ მოიკლა, და აქა შინა
დასრულდა სრულიად ჴელმწიფობა მაღალი. ცნა რა მოკუდინება სულტნისა ხუარაზმელის ძისა, ყიასდინ

169
სულტანმან მოიყვანა კაცი იგი, რომელმან მოიღო სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი სულტნისა, ძნიად
საპოვნელითა თუალითა შემკული. განკჳრდეს ყოველნი მხილველნი, ხოლო კაცი იგი მომკლველი
სულტნისა ცეცხლითა დაწუეს‖. მონღოლთა ახალმა ბრძანებელმა უგედეი ყაენმა (1229-1241 წწ.)
მონღოლთა ახალი ჯარები გამოგზავნა ამიერკავკასიის მიმართულებით.
მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობა. ჯალალ ად-დინის შემოსევებმა საქართველო
მნიშვნელოვნად დაასუსტა, რამაც საქმე გაუადვილა მონღოლებს.
როდესაც, 1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაცვალა მონღოლთა იმპერია წილად ხვდა მის ოთხ ძეს,
რომელიც ჯერ კიდევ 1224 წელს იქნა მათ შორის განაწილებული. მათ ჯერ კიდევ ჩინგიზ ყაენმა დაუსახა
მომავალი პერიოდის დასაპყრობი ტერიტორიები. ამ საკითხთან დაკავშირებით წერს ჟამთააღმწერელი,
რომ ,,გარნა ვაჴსენოთ პირველ ჴსენმბულისა ჩინგის-ყაენისა. ვითარცა მოიწივნეს თათარნი ქუეყანასა
ჩუენს, მეოტი სულტანი ჯალალდინ ივლტოდა და დაუტევა სამეფო, მისი, ადვილად ჴელთ იგდეს
თურანი, სათურქეთი და ყოველი ხუარასანი. და განჰყო ოთხად ლაშქარ, თჳსი და განაჩინნა შვი\ლნი
ოთხნი ყაენად:
პირმშოსა (ჯუჩის) მისცა ნახევარი ლაშქარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ვიდრე
ბნელეთადმდე, ოსეთსა, ხაზარეთს, რუსეთსა ვიდრე ბორღართა და სერბთამდე, კავკასთა ჩრდილოთა
ყოველთა მკჳდროვანთა, ვითარცა მითქუამს.
ხოლო მეორესა შვილსა ჩაღათას მისცა ლაშქარი და უიღურთა ქუეყანა სამარყანამდე და ბუხარა
ვიდრე ალმუთის ქუეყანამდე. ვგონებ, ესე არს თურან მესამესა შვილსა ოქოთას მისცა თჳთ მისი ტახტი
საჯდომა და ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუთაყისა ქუეყანა და ხატაეთი.
და მეოთხესა შვილსა თული ერქუა; ამას მისცა ლაშქარი და ოქოთას ზედამოკიდებით ქუეყანა
აღმოსავეთით.
ესე ოთხნი განაჩინნა ყაენად და ამცნო: წელიწადსა შინა ერთხელ ოქოთასას მივიდოდენ ძმანი
მისნი უხუცესნი ყურულთისა საქნელად, ამად რომე ტახტი მისი ოქოთას მისცეს‖.
ჯუჩი ჩინგიზ ყაენზე ადრე გარდაიცვალა და მონღოლთა ლაშქარი ,,წარავლინა‖ მისმა ძემ ბათომ,
რომელმაც სისრულეში მოიყვანა. ჯუჩიზე დაკისრებული მისია. 1229 წელს მონღოლებმა დიდ ყაენად
უგედეი აირჩიეს. სწორედ მის სახელს უკავშირდება მონღოლთა ახალი დაპყრობითი ომები. უგედეიმ
ირანის მიმართულებით მონღოლთა 40 000 ჯარი გააგზავნა, რომელსაც სათავეში ჩორმაღან ნოინი
ჩაუყენა. მას თან ახლდნენ აგრეთვე მონღოლი ამირები, დუმანებისა და ათასეულების მეთაურები.
ჟამთააღმწერლის თქმით, უგედეიმ `მოუწოდა ოთხთა ერისმთავართა, რომელთა ქართველნი ნოინობით
უხმობენ, სახელით: ჩორმაღანსა უპირველესსა და მეორესა ჩაღატას, იოსურსა, ბიჩოსა. და ამათ ათი ათას-
ათასი კაცი მისცეს დედაწულითა მათითა‖. ამჯერად მონღოლები არც დასაზვერად და არც დასარბევად
მოდიოდნენ, მათი მიზანი ირანისა და ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა გახლდათ.
მონღოლებმა ძალიან მალე შეძლეს ირანის დაკავება და გეზი ამიერკავკასიისაკენ აიღეს.
მონღოლებმა `აღიღეს თავრეჟი და მიმდგომი მისი ქუეყანა. და მეორესა წელსა წარვიდეს ბარდავს, განძას
და მურღანს‖. მათ 1235 წელს შეძლეს განძას აღება. საიდანაც ისინი შამქორს მიადგნენ, რომელიც
საქართველოს ეკუთვნოდა და უშუალოდ ვარამ გაგელის საგამგეო ტერიტორიაში შედიოდა, მაგრამ
გარდმანის ციხეში მყოფმა ვარამმა არც თვითონ მიეშველა შამქორელებს და არც თავის ძეს მისცა ამის
უფლება. მონღოლებმა შამქორიც აიღეს და გარდმანის ციხეც. თვითონ ვარამ გაგელი კი კირაკოს
განძაკეცის თქმით ღამით გაიპარა და თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა. ამასვე ამბობს
ჟამთააღმწერელიც `ვარამ გაგელმა შეივლტოდა ქუთაისსო.
რუსუდანი თბილისში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც 1235 წელს მონღოლები
საქართველოს შემოესივნენ. მეფემ თავი ისევ ქუთაისს შეაფარა, ქალაქის დაცვა კი ციხის თავს მუხას ძეს
დაავალა, რომელმაც მეფის დანაბარები ზუსტად შეასრულა: მტრის გამოჩენისთანავე ქალაქი გადაწვა და
მიატოვა. მონღოლების წინააღმდეგ ერთიანი გენერალური ბრძოლის გამართვა ვერ მოხერხდა, რადგან
ყველა დიდებული თავიანთ ციხეებში ჩაიკეტა. ჟამთააღმწერლის სიტყვით ,,ხოლო ნოინნი ესე
ზემოჴსენებულნი შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს,
ტაოს, კოლას, არტანს, ანისს, და მოეფინეს მსგავსად მკალთა ოჴრებად და ჴოცად, და არსად იყო ლხინება,

170
უწყალოდ მოისრვოდა ყოველი ესე ქუეყანა. მანდატურთ-უხუცესი შანშე შეივლტოდა ქუეყანად აჭარისა,
და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, და ეგრეთვე
ჰერნი, კახნი, სომხითარ-ქართლელნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, -- ყოველნი
ივლტოდეს ციხეთა და მთათა, ტყეთა და სიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთს‖. დიდებულთა
ნაწილმა მონღოლებთან მოლაპარაკება გამართა. პირველი ამირსპასალარი ავაგ მხარგრძელი დაუზავდა.
მის მაგალითს სხვებმაც მიბაძა. ერთადერთი ვინც წინააღმდეგობა გაუწია მტერს ყვარყვარე ჯაყელი იყო,
მაგრამ მისი ბრძოლა თავიდანვე განწირული იყო. ყვარყვარემ მეფეს დაზავების ნებართვა სთხოვა და
დასტურის მიღების შემდეგ ბრძოლა შეწყვიტა. ჟამთააღმწერლის თანახმად ,,ამათ და ბოროტთა ხედვიდა
ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა, წარმოავლინა მოციქული ბარდავს, სადა დაებანაკათ
ზემოჴსენებულთა მათ მთავართა, რომელთა ზამთრის აქუნდა საყოფელად ბარდავი და ზაფხულის --
გელაქუნისა მთანი და არარატისანი, რამეთუ მაშინ აეღო ანისი ჩორმაღანს; ამათ წარმოუვლინა ავაგ
მოციქული ზავისა თხოვად და თქუა მათ წინაშე მისლვა, ხილვა, და მსახურება, და ხარაჯის მიცემა, და
დადება ქუეყანისა მისისა, და ითხოვა ფიცი და სიმტკიცე. ხოლო მათ გაიხარეს და სიხარულით
შეიწყნარეს მოციქული ავაგისი, და ფიცთა მიერ მტკიცეთა გულსავსე ყვეს...
ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს
თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და
ფილასოფოსი და მრავალღონე, ხოლო მესხნი სათნოებისათჳს. მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს.
ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან
შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა.
ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა
ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, და იგიცა
მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება
მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და
დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი‖.
1238-1239 წლებში მონღოლებმა შეძლეს ანისისა და კარის აღებაც.
ამრიგად, XIII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მონღოლებმა დაიპყრეს აღმოსავლეთ
საქართველო, მაგრამ დასავლეთ საქართველოში მათ ფეხიც კი ვერ შედგეს.
მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა თვით რუსუდანმაც, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი
არსაიდან ჩანდა. მეფე რუსუდანმა წერილი მისწერა რომის პაპ ჰონორიუს III-ს და დახმარება სთხოვა.
პაპმა მას საპასუხო წერილი მისწერა 1240 წლის იანვარში. სადაც ის წერდა, რომ ,,რომის ეკლესიის
მხედრობა ვერ მოდის შესაწევნად თათრების წინააღმდეგ‖,რადგან ჩვენც სარკინოზებს ვეომებითო.
როდესაც ევროპიდიდან დახმარების იმედი გადაეწურა რუსუდანს მან მთელი თავისი ყურადღება
გადაიტანა რუმის სელჩუკთა სახელმწიფოზე, რომელიც ემზადებოდა მონღოლების წინააღმდეგ
საომრად. ამან გარკვეული იმედის ნაპერწკალი გაუღვივა ,,ხავს მოჭიდებულ‖ მეფეს. რუმის სელჩუკთა
სახელმწიფო საქართველოსთან დანათესავებული გახლდათ და გამარჯვების შემთხვევაში მათთან
ურთიერთობა უფრო მომგებიანი იქნებოდა. თუმც ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ რუმის
სელჩუკთა სახელმწიფოს თავისი პრაგმატული, პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა ამიერკავკასიაში. ეს
ნათელი გახდა ჯერ კიდევ XIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. მოვლენები შემდეგ ნაირად
განვითარდა. 1231 წელს მონღოლთა ჯარმა ჩორმაღან ნოინის მეთაურობით სივანის მიდამოები მოარბია.
ეს ფაქტიურად რუმის სასულთნოზე თავდასხმას ნიშნავდა. რუმის სულტანმაც ალა ად-დინ ქეიყობადმა
(1219-1237 წწ.) ჯარი ჯარი დაუპირისპირა მათ, რომელსაც თავისი სარდალი ქემალ ად-დინ ქამიარი
მეთაურობდა. მონღოლებმა თავი აარიდეს მათთან ბრძოლას, მაგრამ რუმის სასულთნოს ჯარებმა
არზრუმამდე სდიეს მათ. იქედანკი საქართველოზე გამოილაშქრეს. მიზეზად რუმის სულთAნი იმას
ამბობდა, რომ მეფე რუსუდანი მონღოლებს რუმის წინააღმდეგ აქეზებსო. 1232 წელს რუმის თურქთა
ჯარი სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა და ერთი კვირის განმავლობაში 30-მდე ცეხე-სიმაგრე აიღო,
რასაც თან სდევდა მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევაც. ამჯერად რუსუდანმა მათთან დაზავება
გადაწყვიტა და ქემალ ად-დინ ქამიარს სთხოვა შეეწყვიტა საქართველოს აოხრება. თანაც რუსუდანმა

171
გამოთქვა სურვლი მისი ქალიშვილი მიეთხოვებინა სულტნის მემკვიდრეზე, რაც მოწონებულ იქნა
რუმშიც. ხუთი წლის შემდეგ, 1237 წელს, მართლაც თავისი ქალიშვილი თამარი დააქორწინა სულტნის
ტახტზე ახლად ასულ მელიქ ყიას ედ-დინ ქეიხუსრევზე. ამ დროს რუმის სასულთნოს ჯარის მეთაური
ჟამთააღმწერელის თანახმად იყო `აფხაზი‖ დარდინ შარვაშიძე. მასთან ერთად მაღალი სამხედრო
თანამდებობა ეკავა აქ შალვა ახალციხელის ვაჟს ფარხადავლას. მაგრამ, ყველაზე დიდი უბედურება ის
იყო, ქართველები არა მარტო რუმის სულტნის ჯარის არამედ მონღოლთა მხარესაც იბრძოდნენ. ეს
ბრძოლა მოხდა 1243 წლის 26 ივნისს არზრუმისა და ერზინკანს შორის მდებარე ქოსე-დაღის ველზე.
რუმის სულტანმა ყიას ედ-დინ ქეიხუსრევმა უზარმაზარი (400 000-იანი, სხვა ცნობით 160 ათასიანი) ჯარი
გამოიყვანა, რომლის მარჯვენა ფრთასაც ქართველი სარდლები დარდინ შარვაშიძე და ფარხადავლა
თორელი მეთაურობნენ. მონღოლებმა მათ საპირისპიროდ თავიანთ მარცხენა ფრთაზე, მონღოლთა
რჩეულ ჯართან ერთად, ქართველთა ლაშქარი დააყენეს. ამ ბრძოლის ბედიც სწორედ ამ ფრთაზე
გადაწყდა. ქართველი ჟამთააღმწერელი დაწვრილებით მოგვითხრობს ამ ბრძოლას: ,,გულისჴმა ყო რა
მეფემან რუსუდან, რომელ წარიღეს ქუეყანა ამიერი თათართა, განიზრახა, რათა წარმოავლინოს ძე თჳსი
დავით და მოანდოს თათართა, და აღიღოს სიმტკიცე უვნებლობისა. და წარავლინეს მოციქულად
თათართა შანშე, და ავაგ, და ვარამ, და ჰერეთის ერისთავი შოთაი, რომელსა მანის ფერობისათჳს
კუპრობით უჴმობდეს.
ვიდრე წარმოავლენდა მეფე ძესა თჳსსა, ინება აღმჴედრებად დიდსა სულტანსა ყიასდინს ზედა,
ნათესავით სალჩუქიანსა, რათა დაიმორჩილონ, რომელსა აქუნდა საბერძნეთი. და წარავლინეს ბიჩოი
ნოინი, და თანა-წარიყვანნა დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი. ვითარ მიიწივნეს ქუეყანასა
სევასტიას და ეზინკისასა, იწყეს ოჴრებად. მაშინ სულთანმან ყიასდინ მოუწოდა ყოველთა სპათა და
შემოიკრიბა მჴედრები თჳსი კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი, და განაჩინნა მჴედართა
თავად შარვაშის-ძე აფხაზი, სახელით დარდინ, რომელი სიმჴნისა მისისათჳს პირველვე დიდსა დიდებასა
აღეყვანა და მტკიცედ ეპყრა სჯული, ამას თანა ფარადავლა, თორელისა ახალციხელისა შალვას ძე,
რომელი ლტოლვილი წარსრული იყო სულტანსა წინაშე, კაცი მჴნე და წყობათა შინა სახელოვანი, -- ესენი
მჴედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინნა. და მოეახლა, მახლობელად მათსა დაიბანაკა. ვითარ
ესმა თათართა მოსლვა სულტნისა წყობად მათდა, ესე-ზომ განლაღებულ იყვნეს და განრისხნეს, რომელ
ამისი მსმენელი ბიჩოი ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა, მუნ მყოფთა, მოსლვასა სულტნისასა, და
იხილა ძის-წული ყუარყუარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი
ბრძოლათა შინა, და ჴმა უყო ბიჩოი და რქუა: ,,მახარობელად ვიდრემე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი,
რამეთუ დიდსა სულტანსა ასმიეს მოსლვა ჩუენი და ხლებულ არს, და ესერა ახლოს დაუბანაკებიეს
დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალე ეგულების წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩუენდა".
ესმა რა ესე სარგისს, განკჳრვებულმან რქუა: ,,უწყი წყობათა შინა სიმჴნე და გამარჯუება თქუენი,
ჵი ნოინო, გარნა სიმრავლისათჳს მათისა არას ვგონებ სახარულევანსა". ხოლო ბიჩოი განიღიმნა და რქუა:
,,არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩუენ მოღოლთასა. რათგან მოგუცა ღმერთმან ძლევა, არად
შეგჳრაცხიეს სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა
აღვივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად, და ვიხილოთ ვითარ ვებრძვით მტერთა", --
ეზომ განლაღებულ იყვნეს ყოველთა ნათესავთა ზედა.
ვითარ განთენა და მოვიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მჴედარი,
და განაწყუეს რაზმი. აქათ თათართა განაწყუეს რაზმი, და ურჩეულესნი მათნი მარცხენასა მჴარსა
დააწესნეს. ესრეთ აქუნდა წესად, უმჯობესთა ვიდრემე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან, ამის ძლით,
რომელ სხუანი ნათესავნი ყოველნი უმჯობესთა და უმჴნეთა მარჯუენით აქუნდა დაწესებითა, რათა
ურჩეულესნი ურჩეულესთა შეემთხჳვნენ. ხოლო დროშათა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლისა
დამოღურილობასა მტერთასა.
ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლ ყვეს და ვითარცა დაეახლნეს
ურთიერთას. იწყეს თათართა ჴმითა მაღლითა თქმად, აჰლა, აჰლა, აჰლა, რომელი ძნელად
სათარგმანებელ არს და უცნაურ, და სამსა ვიდრემე ჯერასა აქუნდა წესად თქმა ამისი: აჰლა, აჰლა, აჰლა,
და მყის მიეტევნიან. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმჴნეს ძლიერად ეწყუნეს. და იქმნა ომი სასტიკი,

172
და მოსწყდა ურიცხჳსიმრავლე სპათაგან სულტანისათა, სადა სახელოვანიცა შარვაშის-ძე დარდანი,
აფხაზი, მჴედართ-მთავარი მათი, მოიკლა და ივლტოდეს სპანი სულტნისანი. და დევნა უყვეს რა
თათართა და ქართველთა, ურიცხჳ მბრძოლი მოსრეს, და შეიპყრნეს. ხოლო ახლციხელი სულტნისა მიერ
მოიკლა, შურითა ქართველთათა. ესოდენ ეწყუნეს პირველ, ვითა განკჳრდეს ყოველნი მჴედართ-
მთავარნი მათნი ძლიერად ბრძოლობასა ქართველთასა. ამისთჳს სიყვარულსა და პატივსა და ნიჭსა წინა-
უყოფდეს, და ქებასა შეასხმიდეს. ხოლო აღივსნეს ქართველნი და თათარნი ყოვლითა სიმდიდრითა,
ოქროთა და ვეცხლითა, სასმურითა და სამზარეულოთა ოქროსა და ვეცხლისათა, უცხოთა ლარითა და
სამოსლითა. ცხენისა, ჯორისა და აქლემისა არა იყო რიცხჳ, რაზომი აღიღეს‖
ისტორიკოს გრიგოლ აკანელის თქმით ბრძოლის ბედი იმ ფრთაზე გადაწყდა, სადაც ქართველი
მებრძოლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: `როდესაც გამწვავდა ბრძოლა, მამცმა და სახელოვანმა
შალვას ძემ (ფარხადავლამ) გააბრუნა თათარი და მრავალი მათგანი ამოწყვიტა. მაგრამ ქართველმა
მთავარმა გაგის მფლობელის, დიდი ვარამის ძემ... სახელად აღბუღამ, რომელიც მხნედ შეებრძოლა
სულტნის ჯარს სომეხთა და ქართველთა აზნაურთაგან შემდგარი ჯარით, გააბრუნა სულტნის ჯარის
მარჯვენა ფრთა. მრავალ ამირასა და დიდებულს თავი მოჰკვეთა, რითაც ფრიად დაამწუხრა სულტანი‖.
რუმის ჯარმა უკან დაიხია, რომლის დროსაც თავი იჩინა ღალატმა. ამასვე აპირებდა ფარხადავლა
ახალციხელიც, მაგრამ სულტანმა შეიტყო და სიკვდილით დასაჯა.
მონღოლები უკან დაედევნენ მათ და აიღეს ქალაქები: ერზინკა, კესარია, იკონია. დამარცხებულმა
რუმის სულტანმა ზავი ითხოვა. მან მონღოლთA სასარგებლოდ ხარკის გადახთაც კი იკისრა. უკან
გამობრუნებულმა მონღოლებმა ხლათიც აიღეს.
საქართველოში დაბრუნებულმა მონღოლებმა რამოდენიმე ადგილას მუდმივი ბანაკებიც გაიჩინეს.
ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის
მეთაურობით ბათო ყაენთან გაემგზავრა. ბათო ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი იყო. სწორედ ბათო
სარდლობდა მონღოლებს 1236-1242 წლებში იმ დიდი დაპყრობითი ლაშქრობებისას, რომლის დროსაც
მათ დაიმორჩილეს მთელი რუსეთი, შეიჭრენ პოლონეთსა და უნგრეთში. სწორედ მან შექმნა ,,ოქროს
ურდო‖, რომელიც მოიცავდა დასავლეთ ციმბირს, რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილს და ყირიმს.
1243 წელს საქართველომ ზავი დადო მონღოლებთან. საქართველო ოქროს ურდოს
მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად სამეფო ხელისუფლება საქართველოში ხელუხლებელი
რჩებოდა. მეფეს ტახტზე დიდი ყაენი ამტკიცებდა. აღმოსავლეთ საქართველოში ქართულ
ხელისუფლებასთან ერთად მონღოლი მოხელეები და სარდლები (ნოინები) უნდა მდგარიყვნენ თავიანთი
ჯარებით. დასავლეთ საქართველო კი ამ მხრივ თავისუფალი იყო. ქართველებს უნდა გადაეხადად ხარკი
_ 50 000 პერპერა. საჭიროების შემთხვევაში ქართველებს უნდა გამოეყვანათ სამხედრო ძალა.
მონღოლებთან ზავით ქართველებმა შეინარჩუნეს ქვეყნის ერთიანობა. რუსუდანი
თბილისში დაბრუნდა და მისი ძე დავითი მონღოლთა ყაენთან გაგზავნა ყარაყორუმში.
1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა.
უმეფოდ დარჩენილი ქართველები მონღოლებმა ალამუთის ასაღებად წაიყვანეს, რომლის
აღებაბასაც შვიდი წელი მოუნდა. ალამუთელებმა ღამით ფარულად მოკლეს მონღოლთა ნოინი ჩაღატა.
ჟამთააღმწერელის თანახმად მონღოლებმა ,,მაშინ თქუეს ყოველთა: ,,ვინათგან ქართველნი დიდსა ჭირსა
შინა არიან ჩუენ მოალთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა"... ხოლო იგინი აღშფოთებულნი,
სიკუდილისათჳს პატრონისა განძჳნებულნი, წარმოემართნეს ბანაკისა მიმართ ქართველთასა, რამეთუ
მახლობელად ჩაღატა ნოინისასა დაბანაკებულ იყვნეს. და ვითარ მომართეს, განკრთეს ქართველნი, და
უღონოებასა მოეცვნეს, და არა უწყოდეს, რამცა ყვეს, ხოლო ზოგნი ომისა მიმართ განემზადებოდეს, და
ზოგნი აყენებდეს, რამეთუ ფრიად მცირე იყვნეს. მაშინ გრიგოლ სურამელი, ქართლისა ერისთავი,
იტყოდა: ,,არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდის
მოგუწყუედენ, და თუ არ ვებრძვით, ჩუენ წარჩინებულთა ოდენ ვგონებ მოკუდინებად, და უმჯობეს
მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი. გარნა შევრდომა ღმრთისა ჯერ არს, რამეთუ
არავინ არს მჴსნელი ჩუენი, თჳნიერ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, და ყოვლად-წმიდა მშობელი მისი,
მარადის ქალწული მარიამ, რომელი მარადის მცველი არს მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩუენ

173
ქრისტიანეთა. აწ ყოველთა სამ-სამი მუჴლი მოიდრიკეთ, შევრდომით, ყოვლად-წმიდისა
ღმრთისმშობელისა მიმართ, და რომელთა უწყით თქჳთ შესხმა ესე მისი: ,,მოწყალებისა კარი განგჳღე,
კურთხეულო ღმრთისმშობელო", და შემდგომი.
სწორედ ამ ლოცვის შემდგომ ჟამთააღმწერელის თანახმად ყველამ თვალნათლივ იხილა
სასწაული ,,ვითარ აღასრულეს ლოცვა ესე, სავედრებელი და ქება ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა,
და მოახლებულ იყვნეს ბარბაროზნი იგი, უწყალოდ მსპოლავნი ქართველთა მაშინ გამოვიდა კაცი ერთი
ლერწმოანით, რომელსა აქუნდა ლახუარი წუდილი, შეღებული სისხლითა. და ლახუარი იგი აღიპყრა ზე,
და ძლიერად ჴმა ყო: ,,მან ქუშტემ ჩაღატაი", რომელ არს ენითა სპარსულითა, ,,მე მოვკალ ჩაღატა". ვითარ
იხილეს თათართა, მიეტევნეს. ხოლო იგი ივლტოდა ლერწმოანთა მიმართ, ხოლო მათ შეუდვეს ცეცხლი
ლერწამსა და გამოიყვანა ცეცხლმან ლერწამთაგან კაცი იგი, და მოიყვანეს ჩარმაღან, იოსურსა და ბიჩუსა
წინაშე. ხოლო იგინი ჰკითხვიდეს, ვითარ მოაკუდინა ჩაღატა ნოინი. და მან ესრეთ აუწყა: ,,მე ვარ
მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. მათ მულიდთა თავადთა მომცეს ოქრო ფრიადი, რათა თქუენგან
ვინმე მოვაკუდინო ოთხთა მაგათგან. წარმოვედ მოვკალ და დავიმალე". და იგინი ეტყოდეს: ,,რა იყო
მიზეზი გამოსლვისა შენისა და ყივილი მაღლად, სიკუდილი დიდისა ნოინისა, ვინათგან დამალულ
იყავ". და კუალად მულიდი მიუგებდა: ,,ლერწამთა იმათ უჴშირესთა შევედ და დავიმალე; მყის მოვიდა
დედაკაცი ვინმე სიტურფე-აღმატებული და მრქუა მე: ,,რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი და დაიმალე,
და აწ მრავალი სული მოკუდების მიზეზად შენდა და იგი უბრალონი მოსწყდებიან" და მე ვარქჳ: ,,რა
ვჰყო, დედოფალო?"
ხოლო მან მრქუა: ,,აღდეგ და შემომიდეგ მე; წარვედ და თქუ, რამეთუ შენ მოჰკალ კაცი იგი, და
განარინე ურიცხჳ სული სიკუდილისაგანი": ხოლო მე მსწრაფლ აღვდეგ და შეუდეგ, სადა-იგი მომიყვანა
წინაშე თქუენსა. ვითარ ჴმა ვყავ და მიხილეთ, დედაკაცი იგი უჩინო იქმნა, და არა უწყი ვინა მოსრულ
იყო, და მე ესე-რა ვარ წინაშე თქუენსა. ვითარ ესმა სიტყუა კაცისა მისგან თათართა, განკჳრდეს და კაცი
იგი მულიდი ჴრმლითა ორად განკუეთეს, და ესრეთ იჴსნა ერი თჳსი ყოვლად-წმიდამან
ღმრთისმშობელმან და განარინა უმსჯავროსა სიკუდილისაგან…‖
მონღოლთა სამხედრო-ადმინისტრაციული სისტემა საქართველოში. მონღოლთა სახელმწიფოს
შემადგენლობაში საქართველო შევიდა როგორც ცალკე სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული
,,გურჯისტანის ვილაიეთის‖ სახით. მონღოლებმა საქართველო ცნეს როგორც ამიერკავკასიის
ქრისტიანული გაერთიანება, მას ჩამოაცალეს ვასალური მუსლიმანური ქვეყნები. ილხანთა სახელმწიფოს
ჩამოყალიბებამდე (1256 წ.) დაპყრობილ ვილაიეთებს, ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოს და სხვ.
მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. საქართველოს ვილაიეთს განაგებდა
მონღოლი დიდმოხელე არღუნ აღა. ვასალური დამოკიდებულების საფუძველზე მონღოლები
დაპყრობილი ქვეყნებისაგან ლაშქრობებში ერთგულ მონაწილეობასა და ხარკის უკლებლივ გადახდას
მოითხოვდნენ. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა. დადგა უმეფობის ხანა, რადგან ტახტის მემკვიდრე
დავით რუსუდანის ძე ურდოდან ჯერ კიდევ დაბრუნებული არ იყო. მონღოლებმა ახლა კი ქვეყნის
შინაური ადმინისტრაციაც მონღოლურ წესზე მოაწყვეს. ეს ახლად შემოღებული მმართველობა
ადგილობრივ სამხედრო ხელისუფალთა (ერისმთავართა) სრულ ბატონობას ამყარებდა, რაც მკვეთრად
ეწინააღმდეგებოდა ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემას. მონღოლებმა მთელი საქართველო რვა
დუმნად (10 000) დაყვეს. დუმანი სამხედრო ერთეული იყო, ამასთან, მას სამოქალაქო ფუნქციაც
ეკისრებოდა. ყველა სამოქალაქო ხელისუფალი დუმნის თავს, მხედართმთავარს ემორჩილებოდა.
საქართველოს ვილაიეთს მეომარ-მოლაშქრენი ამ დუმნების მიხედვით უნდა გამოეყვანა და სამონღოლო
ხარკიც ამ ფარგლებში შეეკრიბა. დუმნისთავებად ადგილობრივი მსხვილი მთავრები იქნენ დადგენილნი.
ქართული წყაროს თანახმად, პირველ დუმანში შედიოდა ჰერეთი, კახეთი და კამბეჩანი ვიდრე
თეთრწყლამდე, შემახიის მთებამდე. ამ ოლქის დუმნისთავად ეგარსლან ბაკურციხელი დაინიშნა. მეორე
დუმანს ქვემო ქართლი და მისი აღმოსავლეთი თემები (შამქორამდე) შეადგენდა. ის მსახურთუხუცესს
ვარამ გაგელს დაუქვემდებარეს. მესამე დუმნის მეთაური მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი იყო.
იგი განაგებდა სომხურ თემებს. მეოთხე დუმანს _ ქართლს (შიდა ქართლი) მეთაურობდა ქართლის
ერისთავთერისთავი გრიგოლ სურამელი; _ მეხუთეს უფროსობდა გამრეკელ-თორელი, რომლის

174
საგამგეოში ჯავახეთი შედიოდა. მეექვსე დუმანი აერთიანებდა დანარჩენ მესხეთს კარნუ ქალაქამდე
(არზრუმამდე). მას მეთაურობდა ყვარყვარე ციხისჯვარელი-ჯაყელი. დასავლეთ საქართველო ორ,
მეშვიდე და მერვე დუმნებად დაყვეს; მათ უფროსებად ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი დანიშნეს.
თითოეული ქართული დუმანი მონღოლთა ნოინებს დაუქვემდებარეს. მართალია ამ დუმნებმა დიდხანს
ვერ იარსებეს, მაგრამ მათ საკმაოდ შეარყიეს საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა.
კოხტასთავის შეთქმულება. მონღოლთა ბატონობა სულ უფრო მძიმდებოდა. ქართველები არ
აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას. ჯავახეთში კოხტასთავზე ,,შეკრბეს
ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას თავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ
გაგელი, ყუარყუარე, კუპარი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართეელნი, თორელ-გამრეკელი, სარგის
თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი‖. მათი მიზანი დიდი აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა
შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე
დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს შეკრება. დაპატიმრებულები
ანისში წაიყვანეს. ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე
დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. ის ორ მსახურთან ერთად ანისში წავიდა.
ჟამთააღმწერლის თანახმად ,,და ვითარ მოეახლა პაემანი, მივიდა დადიანიცა ცოტნე, ლაშქრითა, მათდა
ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოსა, და ვითარ აუწყესწარსხმა ყოველთა
მთავართა საქართველოსათა ანისად, და შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა,
მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა
ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა…
რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნეს ნოინნი, და ესე წარჩინებულნი, მოედანსა შინა დაკრულნი
მჴრითა, შიშუელნი მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ
მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი, გარდაჴდა ჰუნისაგან, და დააბნია. სამოსელი თჳსი,
განშიშულდა, და შეიკრნა მჴარნი, და დაჯდა წარჩინებულთა თანა. და ვითარ იხილეს თათართა,
განკჳრდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა, და
განიძარცუა სამოსელი თჳსი, და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა". რამეთუ კეთილად მეცნიერნი
იყვნეს ცოტნესი, რომლისათჳს განკჳრდეს თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს, და ჰკითხვიდეს
მიზეზსა მუნ მისლვისა მისისასა.
ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: ,,ჩუენ ყოველნი ამად, შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა
თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, -- ესე იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა
შეგურაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე
სიკუდილისა უქმნიეს; მეცა მათ თანა მოვკუდე; რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ,
მათ თანა ვიყო. და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან ნოინთა, განკჳრდეს სათნოებისათჳს მისისა და თქუეს:
"ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან, და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით
მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თჳსი მოყუარეთათჳს და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თჳსი
სიკუდიდ, -- არა არს სიცრუე მათ შინა, და ამის ძლით უბრალოდ ვპოვებთ. ამისთჳს განუტეოთ
ყოველნი". რქუეს ცოტნეს: ,,განდგომილება ვგონეთ თქუენ ქართველთა, და აწ ვინათგან ჰყავ სათნოება
კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ. და განუშვნეს ყოველნი ესე
წარჩინებულნი‖. ცოტნეს თავდადებამ ქართველი ტყვეები სიკვდილისაგან იხსნა.
ტახტის მემკვიდრის მონღოლთა ყაენთან გამგზავრების შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ
დავით რუსუდანის ძის შესახებ კვლავ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ ქართველებს. უმეფობის გაგრძელება
აღარ შეიძლებოდა. დიდებულები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ზოგიერთი მათგანი
(ეგარსლან ბაკურციხელი) გამეფებასაც კი აპირებდა. ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთადერთი
მემკვიდრე იყო ლაშა-გიორგის ვაჟი დავითი, რომელიც რუმის სასულთნოში იმყოფებოდა (რუმის
სულთანზე იყო გათხოვილი რუსუდანის ასული თამარი). მართალია, ის უკანონო შვილად ითვლებოდა,
მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა. ქართველმა დიდებულებმა დავით გიორგის ძე რუმიდან ჩამოიყვანეს
და ისიც ყაენთან გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად. კოხტასთავის ეს შეთქმულება 1246/1247 წელს უნდა
მომხდარიყო.

175
$3 აღმოსავლეთ საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში

ორმეფობა. მონღოლური გადასახადების დაწესება. მონღოლთა ყაენთან ჩასულ დავით გიორგის


ძეს იქ დახვდა თავისი მამიდაშვილი დავით რუსუდანის ძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მეფედ
დამტკიცებას ელოდა. ამრიგად ყაენის კარზე საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი
აღმოჩნდა. ორივეს თავისი არგუმენტები ჰქონდა და მეფედ დამტკიცებას ითხოვდა. ლაშა-გიორგის ძის
მომხრეები ამბობდნენ, რომ მეფობა არ ეკუთვნოდა ქალის (რუსუდანის) შვილს და ტახტზე გიორგი IV-ის
შვილი უნდა ასულიყო. დავით რუსუდანის ძის მომხრეები ხაზს უსვამდნენ, რომ, მართალია, რუსუდანი
ქალი იყო, მაგრამ ის კანონიერ მეფედ ითვლებოდა და მის შვილს ტახტი კანონიერად უნდა რგებოდა.
დავით ლაშას ძე უკანონო შვილი იყო და, რადგან, ქართული სამართლით მას ტახტი არ ერგებოდა,
მოითხოვეს დავის მონღოლური წესით გადაწყვეტა. მონღოლებს რომ ნდომებოდათ, ცხადია, შეძლებდნენ
დავის გადაწყვეტას ერთ-ერთი მათგანის სასარგებლოდ, მაგრამ მათ საქართველოს დასუსტება
აწყობდათ. იმ იმედით, რომ მათ შორის მუდმივი კონფლიქტი იქნებოდა, საქართველოს მეფედ ორივე
დავითი დაამტკიცეს. ლაშა-გიორგის ძეს ,,ულუ‖ ანუ უფროსი უწოდეს, რუსუდანის ძეს ,,ნარინი‖ ანუ
უმცროსი. ჟამთAაღმწერელი შემდეგ ნაირად ახასიათებს მათ ,,ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა
დიდ და ახოვან და სხჳლ და მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელი, და მალე-მრწმენ, და
შემნდობელ ბოროტის მყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა
ჰაეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერჴითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი
ნადირთა. ენა-ტკბილ და სიტყჳერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მჴნე, და ლაშქრობათა შინა გამგონე, და
სამართლის მოქმედ, უმეტესობის მოღუაწე‖.
1247 წელს ორივე მეფე თბილისში ჩამოვიდა. მონღოლების იმედი არ გამართლდა, მათ შორის
კონფლიქტი არ ყოფილა. დავით ულუ (1247-1270) და დავით ნარინი (1247-1293) ერთად მართავდნენ
საქართველოს და გამოსცემდნენ ბრძანებებს.
მონღოლური გადასახადები და სამხედრო ბეგარა XIII საუკუნის 50-იანი წლებიდან
მონღოლთა სახელმწიფოში დიდი ქვეყნების დაპყრობები ძირითადად დამთავრდა. ამიტომაც რბევითა
და ალაფით შეძენილმა შემოსავალმა იკლო, არსებული საგადასახადო სისტემა უკვე ვერ
უზრუნველყოფდა უზომოდ დიდი მონღოლური იმპერიის შესახებ ხარჯებს. საჭირო შეიქნა
გადასახადების გადიდება და სამხედრო ორგანიზაციის მოწესრიგება.
გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულებათა ახლად განსაზღვრისათვის საჭირო იყო
მონღოლებს ზუსტად სცოდნოდათ, თუ დაპყრობილ ქვეყნებს რა რაოდენობის ჯარისა და გადასახადის
გადახდა შეეძლოთ. ამ მიზნით მათ ყველა თავიანთი სამფლობელო აღწერეს. გადასახადების ზუსტი
ნიხრების დადგენა ამასთანავე ითვალისწინებდა მოხელეთა თვითნებობის ალაგმვასაც, რომლებიც
აღრიცხვის გარეშე ადვილად ახერხებდნენ გადასახადების მითვისებას, რითაც მონღოლთA ხაზინა
ზარალდებოდა.
აღწერა მოხდა 1254 წელს მანგუ ყაენის დროს. მას ხელმძღვანელობდა არღუნ-აღა. მონღოლებს
აუწერიათ ყველაფერი (ადამიანები, პირუტყვი, ხეები, მიწა, ყანა, ვენახი, ბაღი, ბოსტანი, სათევზაო
ადგილები - მდინარეები, ტბები, ზღვები და სხვ.), რასაც კი შემოსავლის მოცემა შეეძლო, რაკი
მონღოლებს ლაშქარში წასაყვანი მამაკაცები აინტერესებდათ, ამიტომ დავთარში შეუტანიათ 15-დან 60
წლამდე ასაკის მამაკაცებიც.
მონღოლებმა გადასახადი დაადვეს ყველას და ყველაფერს: სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს,
ხელოსნებს, მეთევზეებს, მაღაროში მომუშავეთ, მიწას, მიწის ნაყოფს, ვაჭრობას და ა. შ. გაათავისუფლეს
მხოლოდ მოხუცნი, ბავშვები, ქალები, ყოველგვარი რელიგიური კულტის მსახურნი, ეკლესია და მათი
მიწა-წყალი (ესენი დავთარში არ შეიტანეს).
მთელს მონღოლთა იმპერიაში დადგენილია სულ 40-მდე სახეობის გადასახადები. ოღონდ, ყველა
ერთდროულად მოქმედი არ იყო, მათ შორის მხოლოდ ძირითადი გადასახდელები წარმოადგენდნენ
მუდმივს და საყოველთაოს. საქართველოს ვილაიეთში ამ პერიოდისათვის მოქმედებდა თოთხმეტზე

176
მეტი სახეობის გადასახადი, რომელთაც საკუთარი სახელწოდებანი ჰქონდათ, ხოლო ქართველები მათ
ზოგადად ―სათათროს‖ უწოდებდნენ.
ჟამთააღმწერელის სიტყვით ,,ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელი
უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება განსწორება და აღთუალვა ყოვლისა ქუეყანისა, და პოვა კაცი ვინმე,
ნათესავით ოირიდი, სახელით არღუნ, სამართლის მოქმედი და ფრიად მართლის-მეტყუელი. და ღრმად
გამგონე და განმზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს,
ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, აღმოსავლით ვიდრე ჩრდილოეთამდე და ხატაეთამდე, რათა
აღთუალოს და განაჩინოს მჴედარი და მეომარი ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა,
ღირსებისაებრ მათისა ულუფა, რომელ არს ძღუენი მიმავალთა გზად და ქირა ცხენისა და საპალნისა. და
ვითარ განჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს, ყბილ ყაენს წინაშე. რათა მანცა
ესრეთ განაჩინოს ჴელსა ქუეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესრეთ, ქმნად,
და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა და განუწესა იგივე წესი. და მივიდა
ტახტსა ჩაღატასსა და უშანს წინაშე, თურანს, და განაწესა და განაგო მანდაური ყოველი, და გამოვლო
ჯეონი, და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგუარსა, და განაგო ესრეთვე. და მოიწია ყაენს ულოს
წინაშე. და მან პატივით შეიწყნარა, და წარმოავლინა საქართველოსა, მეფეს დავითს წინაშე, და
საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მისსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა
მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი, და იწყეს
აღწერად კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა,
რომლისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან
დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არსცხრა ბევრი და განაწესეს
ძღუენი სოფლისაგან: ათასისა მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა
მთავარსა ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესრეთ
განუწესა. და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს, და ყოველგან.
ამან არღუნ განაწესა. რა იგი ჯერ იყო ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლის
მოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა
ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი
განათავისუფლნა‖.
მ ა ლ ი ეწოდებოდა სოფლის მეურნეობაზე დადებულ გადასახადს. იგი აიღებოდა როგორც
ნატურით, ისე ფულადად. მალი, ზოგიერთ შემთხვევაში დაახლოებით წლიური შემოსავლის 60
პროცენტს უდრიდა.
ყ ა ფ ჩ ე რ ი ქართულად ―საბალახე‖ - აიღებოდა პირუტყვიდან - ყოველ ას სულზე ერთი სული
(მომდევნო ხანებში მონღოლები ამ გადასახადს ფულადაც იღებდნენ 1 - 10 დინარამდე).
ულუფა განკუთვნილი იყო მონღოლი მოხელეების სასარგებლოდ. ძღვენს შეაწერდნენ
სოფელს, რომელსაც ათასეულისთავისათვის (ნოინისათვის) თითო კრავი და თითო დრაჰკანი უნდა
გაეღო, ხოლო ათიათასისთავისათვის (დუმანნოინისათვის) ერთი ცხვარი და ორი დრაჰკანი. სოფელში
მოსული მონღოლი მოხელის ცხენის ქირაც, ―მიზდი‖, სოფელს უნდა გადაეხადა, დღეში სამი თეთრის
რაოდენობით.
ტ ა მ ღ ა (დამღა) იყო სავაჭრო გადასახადი 3 პროცენტის რაოდენობით, ე. ი. ყოველ 100 თეთრის
ნასყიდობაზე აიღებოდა 3 თეთრი. ტამღას იხდიდნენ ვაჭრები და ხელოსნები.
ს ა ი ა მ ე ითვალისწინებდა როგორც შრომით, ისე ნატურით ვალდებულებას. მონღოლებმა
გზებზე სადგურები (იამები) ააგეს, სადაც გზად მიმავალი მონღოლი მოხელის დასახვედრად და ღამის
გასათევად ცხენები, საკვები და სხვა საჭირო რამ უნდა ყოფილიყო მომარაგებული. ამ იამებს
ადგილობრივი გზის ახლომახლო მდებარე საიამე სოფლები ემსახურებოდნენ. მათ ეკისრებოდათ იამების
შეკეთება-მშენებლობაც.
―უ ლ ა ყ ი ‖ საფოსტო ცხენის გადასახადი იყო.
―ს ა ტ უ ზ ღ უ ე ‖ სოფლიდან აიღებოდა. ტუზღუ იკრიბებოდა მონღოლთა იმპერიის სხვა
ქვეყნებშიც. როგორც დადგენილია, ეს გამოსაღები შეიცავდა ძვირფასეულ ქსოვილებს და ნივთებს.

177
ადგილობრივი ფეოდალი ვალდებული იყო ასეთი ძვირფასი ნივთები, ანუ ―თარღუ‖ (ტუზღუ) მიერთმია
აქ მობრძანებული მაღალი თანამდებობის პირისათვის, ან ყაენის ოჯახის წევრისათვის. თარღუს ზომა
განსაზღვრული არ იყო, იგი ფეოდალის სახელით მიერთმეოდა მონღოლ დიდებულს, მაგრამ საამისო
თანხას ან თვით ნივთებს (თუ ამ ადგილას ვაჭარ-ხელოსნები ესახლნენ) იგი სოფლიდან კრეფდა.
ჰულაგუ ყაენმა (1256-1265 წწ.) ჯარის შესანახად შემოიღო კიდევ ერთი ახალი გადასახადი
―თ ა ღ ა რ ა დ ‖ წოდებული. თაღარი ძირითადად საკვები პროდუქტებისაგან შედგებოდა. მას კრეფდნენ
სოფლებში სალაშქროდ მიმავალი ან დაბანაკებული მონღოლი ჯარის გამოსაკვებად. თაღარის ზომა და
რაოდენობა სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა იყო. კირაკოს განძაკეცის ცნობით, თაღარი შედგებოდა
შვიდი სხვადასხვა გამოსაღებელისაგან. თითოეულ პიროვნებას, ვინც კი სახელმწიფო დავთარში იყო
შეტანილი, უნდა გადაეხადა: 100 ლიტრა პური, 50 ლიტრა ღვინო, 2 ლიტრა ბრინჯი, 3 თოფრაკი, 2 თოკი,
1 ისარი, 1 ნალი, 1 თეთრი. ამას გარდა, მას უნდა გადაეხადა 20 პირუტყვზე 1 პირუტყვი და 20 თეთრი
(ვერცხლის ფული). ეს გადასახადი მოქმედებდა უმთავრესად საქართველოს სომხურ თემებში.
ნ ე მ ა რ ი წარმოადგენდა არარეგულარულ გადასახადს, რომელსაც სახელმწიფო კრებდა მაშინ,
როცა მას დამატებითი ხარჯი მოსდიოდა ან ფული ესაჭიროებოდა. ნემარის ზომა და შინაარსი
იცვლებოდა.
თ ა რ ხ ი იყო ვალდებულება, როცა სახელმწიფო დროდადრო (მაგ. მოუსავლიანობის პერიოდში
და ა. შ.) აიძულებდა მოსახლეობას მიეყიდა დაბალ ფასებში ხაზინისათვის მეურნეობის პროდუქტები
(―თარხი‖), ანდა პირიქით, როცა სახელმწიფოს ფული ესაჭიროებოდა, იგი აიძულებდა ვაჭრებს,
მოქალაქეებს, გლეხებს შეესყიდათ ხაზინიდან ―თარხი‖ მაღალ ფასებში.
თ ე რ ნ ა გ ი რ ი ს ზუსტი შინაარსი დადგენილი არაა. ის იყო საქალაქო კარის ბაჟი.
საელჩო იყო მონღოლი მოხელის ელჩის საჭიროებისათვის დაწესებული ულაყისა და
ულუფის გადასახადი. ელჩი იგზავნებოდა ურდოდან ადგილობრივ უმაღლეს ხელისუფალთან, მეფის
კარზე, ნოინთან და ა. შ., სახელმწიფო მნიშვნელოვანი საქმეების მაცნედ. ელჩს და მის მახლობლებს
მოგზაურობისას მომსახურებას უწევდა იამები, საიდანაც მათ ეძლეოდათ საჭირო რაოდენობის ულაყი
და საგზაო ულუფა (სასმელ-საჭმელი), ზოგჯერ ელჩი გზაზე თვითონ იღებდა უშუალოდ
მოსახლეობისაგან ყოველივე ამას. ელჩთა მიმოსვლის სიხშირის გამო საელჩო ულუფისა და ულაყის
გადასახადი მძიმედ აწვა დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას.
ბ ა ჟ ი იყო საგზაო გადასახადი, რომელიც აიღებოდა სავაჭრო-საქარავნო გზებზე, ქუჩებსა და
ხიდებზე სავაჭრო საქონლის გასატარებლად. ბაჟის სიდიდე დამოკიდებული იყო სავაჭრო ტვირთის
რაობასა და სიდიდეზე, ამასთან, სატრანსპორტო პირუტყვის რაოდენობასა და გვარობაზე (აქლემი,
ვირი...). მთავარ გზებსა და ქალაქებში სპეციალურ მოხელეებს ევალებოდათ ბაჟის აღება მეკობრეებისაგან
გზების დაცვა. საფიქრებელია, მათვე ჰქონდათ დაკისრებული მგზავრების დაზვერვა სახელმწიფოს
უშიშროების მიზნით.
დაპყრობილ ქვეყნებში მონღოლებს შემოღებული ჰქონდათ შრომითი ვალდებულების კიდევ
ერთი სახეობა - ―ბ ე გ ა რ ა ‖. ეს იყო გლეხებზე დაკისრებული იძულებითი მუშაობა სასახლეების,
გზების, სარწყავი არხების მშენებლობებზე, ამასთან, მომთაბარე-მეჯოგეებისათვის ტყეების გაჩეხვა,
პირუტყვისათვის საკვების მომზადება, მწყემსვა და ა. შ.
ყაზან ყაენის დროს (1295-1304 წწ.), როცა ილხან-მონღოლებმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად
აღიარეს, არამუსლიმან მოსახლეობაზე დააწესეს სულადი გადასახადი ჯ ი ზ ი ა , რომელსაც იხდიდნენ
ქრისტიანები, ებრაელები, ზოროასტროს მიმდევარნი და სხვ. ამიერკავკასიაში ჯიზია პირველად ამავე
ყაზანმა შემოიღო 1295 წელს, მაგრამ 1296 წელსვე გააუქმა იმის შიშით, რომ იგი ადგილობრივ ქართველ
და სომეხ ფეოდალებთან ურთიერთობას გაამწვავებდა.
მონღოლები ყველა ამ გადასახადს ძირითადად ფულის სახით კრებდნენ.
ყოველწლიურად მონღოლური ს ა მ ხ ე დ რ ო ბ ე გ ა რ ა საქართველოში შემდეგი ხასიათისა
იყო _ ―ცხრასა გლეხსა სრულსა მიწისა მქონებელსა ერთ ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოხდა
სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მხედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არს ცხრა ბევრი‖.

178
ამგვარად, ცხრა სრულფუძიან გლეხის კომლს ერთი მოლაშქრე უნდა მიეცა. და ასე, ამ წესით
საქართველოდან სულ ცხრა ―ბევრი‖, ანუ 90 000 სული მეომარი შედგენილა, ე. ი. მონღოლური სამხედრო
დანაყოფების მიხედვით ცხრა დუმანი. რასაკვირველია, საქართველოდან გამოსულ მოლაშქრეთა რიცხვი
მარტო ამით არ ამოიწურებოდა. ამას უნდა დავუმატოთ მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები
(აზნაურები, დიდებულები...), რომელთათვის ლაშქრობა პროფესიულ-მემკვიდრეობითი ვალდებულება
იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ დაპყრობილი ქვეყნებიდან მონღოლებს, როგორც
წესი, ვარგის მამაკაცთა 20 პროცენტი გაჰყავდათ. ანალოგიური ვითარება უნდა ვიგულისხმოთ
საქართველოს მიმართაც (სამხედრო აღწერის მონაცემების მიხედვით მაშინდელ საქართველოში
შეიძლება 5 მილიონამდე მოსახლე ვივარაუდოთ). მონღოლურ სამხედრო ბეგარას ―ყ ა ლ ა ნ ი ‖
ეწოდებოდა. მონღოლები თითქმის სულ ომობდნენ და ქართველებსაც სულ უწევდათ მონაწილეობის
მიღება მათ ომებში. ეს, რა თქმა, უნდა დიდ მსხვერპლს ითხოვდა. მონღოლთა ჯარში ხშირი იყო
ეპიდემიები, რომლებიც საქართველოშიც ვრცელდებოდა (ერთ-ერთი ასეთი ეპიდემიის დროს
გარდაიცვალა დავით ულუს უფროსი ძე გიორგი). ხშირად ქართველებს ძალიან ხანგრძლივად
უხდებოდათ სამშობლოს დატოვება. ირანში, ალამუთის ციხისთვის წარმოებული ბრძოლის დროს,
ქართველთა ლაშქარი შვიდი წლის მანძილზე იყო სამშობლოს მოწყვეტილი.
აღწერამ ახალი გადასახადები დააწესა, ძველი დააზუსტა ან გაადიდა და სამხედრო
ბეგარაც გააფართოვა. ამ გადასახადებმა და სამხედრო ბეგარამ ქვეყანა ―ააოხრა‖ და ―გააღარიბა‖.
აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ. საქართველო ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის
მიმდინარე ბრძოლის დროს. დაახლოებით 1249 წელს, მონღოლთა წინააღმდეგ, თბილისში აჯანყება
მოეწყო, რომელსაც მეფე ულუ დავითი მეთაურობდა. ისინი აჯანყების დეტალებს ათAნხმებდნენ,
როდესაც ეს ამბავი ახლო მდებარე მონღოლთა ჯარის მეთაურმა გაიგო და ისნი დაატყვევა.
დაპტყვევებულთა შორის იყო თვით მეფე დავით ულუც. მოგვიანებით, გამოსასყიდის გადახდის შემდეგ,
მონღოლებმა ისინი გაანთავისუფლეს. ამრიგად თბილისის აჯანყებაც მარცხით დასრულდა.
1259 წელს მონღოლებმა ომი დაუწყეს ეგვიპტეს, რომელშიც ქრთველები იძლებით ღებულობდნენ
მონაწილეობას. ჟამთააღმწერლის თანახმად ,,და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო ამჴედრება ეგჳპტეს ზედა
და მოუწოდა მეფესა დავითს ყოვლითა სპითა მისითა, და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია
შუამდინარედ და იწყო ოჴრება ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა ეგჳპტისასა.
აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა, და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა, ყოვლით მჴედრებით
მისით, და მოვიდეს თათარნი და განვლეს მდინარე. რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა
მდინარისასა, და წინა მიეგებნეს. სულტანი წინაგანეწყო, და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მეფე და
სპანი მისნი წინამბრძოლობდეს ძლიერად, და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი. ხოლო
ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა, და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ-დღე პირსა ევფრატისასა, სადა-
იგი იყო ქალაქი მცირე, მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ-კერძო
კლდე იყო და ერთ-კერძო მინდორისა ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე
ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე
დაწესებულთა: ,,არა არს ღონის-ძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა ამის. მნებავს, რათა აღვმჴედრდეთ და
გარე-მოვიცვათ ქალაქი ესე, და ვითარ ძაღლთა ვიწყოთ ყივილი და ყვირილი". და ვითარ ესმა ესე,
განკჳრდეს და ამჴედრდეს, და ვითარ ძაღლთა იყივლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე
საკჳრველი, რამეთუ განსქდა ქალაქი ორგან: ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისაკენ, და მოისპო სული
ურიცხჳ. ესრეთ ჴელთ იგდო, და წარვიდა შამად და შუამდინარედ, და მოეგებნეს ყოველნი მკჳდრნი
შუამდინარისანი და შამისანი სავსენი ურიცსჳთა ძღუნითა.
ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავლით ჟამითგან
იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნეს, და ესრეთ სავსენი
ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს
და მოვიდეს მუნით ტფილისად, სავსენი სიხარულითა‖. ასე უაზროდ, მონღოლთა ინტერესებს
ეწირებოდა ქართველთა სიცოცხლე...

179
მონღოლთA ბატონობა ძალიან მძიმე იყო. დამპყრობთა წინააღმდეგ პირველად დავით VI ნარინი
აჯანყდა. მან 1259 წელს დაამარცხა საქართველოში მყოფი მონღოლთა ჯარი, მაგრამ მიხვდა, რომ
მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლას დიდხანს ვერ შეძლებდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
მეფემ ქუთაისს შეაფარა თავი. ამ დროიდან სამეფო რეალურად ორად გაიყო.
1260 წელს აჯანყდა დავით VII ულუ. დიდებულთაგან მეფეს მხარი მხოლოდ სარგის ჯაყელმა
დაუჭირა. ასეთ ვითარებაში აჯანყების დაწყება უაზროდ ჩანდა, მაგრამ დავით ულუმ თავისი განზრახვა
არ შეცვალა. მიზეზები ამისა უამრავი იყო. ჟამთააღმწერელი მათზე განსაკუთრებულ ყურადღებას
ამახვილებს. მისი თქმით ,,ხოლო შემდგომად ამისა, ნება ყაენმან ამჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა
და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი ძისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა წარსლვად
ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი
განეწესა, რაცა განისყიდებოდეს ტფილისს ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას
ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა, და დაეტევა ტფილისს, რომელი
ესოდენ უწესოებად მიიწია, რომელ თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას
ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ შეიწრებული მეფე იგონებდა:
"უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა", და კერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა
ლაშქრად მისრეთს. და ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა
თანაგანმზრახთა მისთა, და რქუა: "უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა;
უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა, მისრეთს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი. რამეთუ ნება
კაცად-კაცადსა ზედა იყვნეს, და მე არღარა მნებავს მონება თათართა, მძლავრებისათჳს ხოჯა-აზიზისა,
რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს ვიდებ ესოდენსა შეურაცხებასა".
ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაამტკიცებდეს და რომელნიმე არა, გარნა
ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება; და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ
სურამელი, და კახა ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და
უმრავლესნი ჰერ-კახნი. ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება სცა და წარვიდა
განდგომად, და მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა
სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის, და წარმოიყვანა სამცხეს სახლსა მისსა,
და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და
ქუეყანათა მისთა, გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათჳს. ხოლო მეფემან არა ინება, და დაჰყო
ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფებოდეს
სამცხესა. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა ავაგისსა, ბიჯნისს‖.
ამრიგად, გადამწყვეტი ბრძოლის დროს მონღოლების მხარეზე ბევრი ქართველი დიდებული
იბრძოდა, რამაც გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი. დამარცხებული მეფე და სარგის ჯაყელი შეეცადნენ
სამცხეში გამაგრებულიყვნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დასავლეთ საქართველოს შეაფარეს თავი. ქუთაისში
ორი მეფე აღმოჩნდა ერთდროულად. ჟამთააღმწერელი დეტალურად მოგვითხრობს ამ ანტიმონღოლური
აჯანყებების შესახებ. მისი თქმით მოვლენები შემდეგ ნაირად განვითარდა ,,ამას შინა მოვიდა ყაენი ულო
განმარჯვებული ბრძოლისაგან სულტანისა მეგჳპტელისა... იკითხა საქმე დავითისი, და ცნა
განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა და აჩინა მჴედართ-მთავრად, და მისცა
მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთ, რომელნი ერჩდეს მას, რათა წარჰყვენ არღუნ ოირიდსა, და
მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს, და ბძოლა უყონ, წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა, შემოვლო
განძა და სომხითი, და მოიწია ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი
საქართველოსანი, და წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს
მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა, და ვინცა
დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა. შეკრიბნა მცირედნი კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა
მჴედართ-მთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და
სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი,
საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსრველი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა
მეფისა.

180
და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს და დადგეს ჴევთა. ხოლო
არღუნ შემოვლო ქართლი, და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი,
და არღუნ დადგა შინდარას, და წინამბრძოლნი მივიდეს ტაშის-კარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა,
რომელ არს შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და
გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი. არა უწყოდეს მოახლება არღუნისი, და წარემართნეს
და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი, ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა, და
განვიდეს სივიწროისაგან, წინამავალნი იხილნეს რაზმი თათართა, და წინა განეწყუნეს ქართველნიცა, და
მყის ზედა მიეტევნეს მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი, და მოსწყჳდნეს მრავალნი
სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს თათართა მათ მესხნი, რომელ მცირედნიღა განერნეს და
შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა, და სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა
მახჳლისათა, რამეთუ მჴედართ-მთავარი სარგის და სპა მეფისა ვერღარა მოილოდინეს, ამისთჳს რომელ
თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესრეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა
სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნეს სარგისს და ლაშქართა. ხოლო ვითარ იხილა
სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, განიხარა, გარნა მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა
ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კუალად სურვიელ იყო განწყობისა მესხთა. წარემართა
არღუნს ზედა, გულითა ქველითა, ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა, და კუალად ქართველსა სპასა
ზედა მისლვასა მხილველი ივლტოდა, გარნა აყენებდეს ქართველნი წარჩინებულნი, და არა უტევდეს
სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა, ვითარმედ: ქართველნი ,,მეცნიერნი ვართ
ომისა მათისანი, ჩუენ ვბრძოდით თქუენ წილ". და ესრეთ ძლით არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა, და
განაწყო მჴედარნი.
ვითარ დაეახლნეს ურთიერთას, ზედა-მიეტევნეს მესხნი განლაღებულნი, ხოლო სარგის ჯაყელი
უპირველეს ყოველთასა მიუჴდა რაზმსა, და უმჴნესი მათი ჩნდა ბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან
ქუეყანად დასცა, და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისარვოდეს არღუნის სპისაგან, და სივლტოლად
მიდრკეს. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და ვითარ არს ჩუეულება თათართა ლტოლვა
და გარე-უკუნქცევნა, ანაზდად გარე-უკუნიქცეს. მაშინ სულმოკლე-ქმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდეს
მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდეს, ცოდვათა ჩუენთა
სიმრავლითა განწირნა ღმერთმან და მისცნა ჴელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰჴოცდეს, და
მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა, რომელ მცირედნიღა ძლით განერნეს, და სდევნეს ახალდაბის
ჴიდამდე გინა უმეტესცა, ხოლო ზოგნი ტყუედ წარყვანებულ იქმნეს, გურკელელი მურვან და სხუანი
მრავალნი.
და ესრეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე, განმარჯუებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდეს
მეფეს წინაშე, აწყუერს, მეყჳსთა თჳსთათჳს მტირალნი. რამეთუ უმრავლესნი მოესრნეს, და დაშთომილ
იყვნეს მცირედნი. და დაჰყო მეფემან ზამთარი ნახევარი სამცხეს, და გარდვიდა შავშეთს და კლარჯეთს
და წარვიდა ნიგალისჴევს. და ვითარ მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმან იგივე არღუნ
დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნეს ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თუესა
ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნეს არღუნს და რომელნიმე წარჰყვეს მეფესა.
და ესრეთ იწყო ოჴრებად და ტყუენვად სამცხესა და მოადგა ციხის-ჯუარსა, და უწყო ბრძოლა ძლიერად,
რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს, და
მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ-მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-
ადგილად მოსწყჳდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხის-ჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და
წარვიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წარსლვა დვინათგან ყაენი თურანისა ქუეყანასა
მყოფი ბრძოლად მოსრულ არს ხუარასანს. და ესრეთ იჴსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქუეყანა სამცხისა,
რომელ ოც დღე ძლით იყო არღუნ სამცხეს.
ხოლო მეფე დავით კუალად მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და ვითარ იხილა სამცხე მოოჴრებული,
მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ
სარგის ჯაყელ-ციხისჯუარელმან მოაჴსენა, ვითარმედ: სამცხე ,,მცირე არს და არა კეთილი სადგომი

181
მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ
სწორად ორთავე არს სამეფო იგი და ესეცა‖...
დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ნაწილმა დავით ულუს გამოყენება სცადა დავით ნარინის
წინააღმდეგ. ამან უმძიმესი ვითარება შექმნა. მემატიანეს თქმით ,,და წარვიდეს და მივიდეს ქუთათისს
(დავით ლაშა-გიორგის ძე _ ს.ა.), სადა-იგი წინა მიეგება რუსუდანის ძე, და კეთილად ისტუმრა, და
დაყვეს წელიწადი ერთი. გარნა კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე ლაშას
ძესა დავითს, არამედ ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა.
მაშინ ეზრახნეს კახაბერის-ძესა რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქუაბულის-ძეთა, ფარაჯანიანთ
სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ყონ მეფედ, რომელნი ერჩდესცა, და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით,
და რომელნიმე წარმოუდგეს ლაშას ძესა, და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი,
ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი
წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხჳ უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში.
რომელ მპარავი და ძჳრის-მოქმედი არა იპოვებოდა. და სუანნი განიყვნეს ორად. გარნა არას ავნებდეს
ურთიერთას ორნივე დავით და დავით, დაღაცათუ ლაშქართა არა ენება, ამისთჳს რომელ არა გასცემდეს
ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა. ესრეთ იყო აშლილობა და შფოთნი მრავალნი იმერით.
მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს
თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთათისი ორად, და თავადნი და ერისთავნი
ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი; გარნა ხუამლისა
ქუაბსა რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭჳ იგი
სახელდებული, სალმასური, და თუალი იგი პატივცემული გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი,
რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, -- ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა. და აქა იქმნა
განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო,
და დაიშალა ლაშქარი და მსახურება თათართა.
ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნსა, რათა წარავლინოს მოციქული მეფის
წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა‖.
დავით ულუმაც მონღოლებთან შერიგება გადაწყვიტა და სარგისთან ერთად ჰულაგუ ყაენს
ეახლა. ყაენის წინაშე მთელი დანაშაული თავის თავზე სარგის ჯაყელმა აიღო. მონჯოლები ალბათ
სასტიკად დასჯიდნენ განდგომილებს, რომ არა იმ დროს არსებული ვითარება. ყოველივე ეს შემდეგ
ნაირად მომხდარა ,,ვითარ მიიწივნეს ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი გიორგი,
და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ, შესუმითა ოქროსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა, და
მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსა ეჯნობითცა უწოდეს, ხოჯა
აზიზცა მისცეს ჴელთა მეფისათა: ენებოს, მოკლას და, თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ
არქუნ, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯუარისა თაყუანისმცემელი, და მან
უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა გიორგის. თჳთ მივიდა ენუქ დავითს წინაშე,
შეჰფიცა და წარიყვანა ძე მისი გიორგი. შევიდეს ტფილისს, და მუნ მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და
ერისთავნი საქართველოსანი, და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თჳთ
მეფობაცა. არღუნ მოიღო ძღუენი ურიცხჳ გიორგის წინაშე, და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს, და მერმე
წარვიდეს ეჯენს წინაშე, და მიიწივნეს ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯნის ცოლსა ტონღუზ-ხათუნს,
რამეთუ იყო იგი მაღლისა ჴელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, სჯულითა ქრისტეანე და
მართლმადიდებელი. ამისთჳს პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუნს, რომელი იგიცა
ქრისტეანე იყო...
ხოლო თანა წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა
ესეცა სათნოება, რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა, ვითარმედ: ,,მეფესა
მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ", და არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა
მეფე გარე-უკუნქცევად. ხოლო იგი არა ერჩდა, და ეტყოდა: ,,ნუ იყოფინ ქმნად ესე ჩემ მიერ, რათა შევიქცე
შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან ყოველნი კაცნი იტყჳან: განზრახვითა
სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე.

182
ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰჴდების გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა
ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ თანა დავრჩე". დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი
ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.
და წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე, ბარდავს… და ვითარ ჯდა მეფე
მუჴლ-მოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: ,,რად ჰქმენ განდგომა ჩემი,
და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედსა?
დაკარგული და სიკუდილად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ
დაგადგინე".
მაშინ, ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა უკანით კერძო სარგის ჯაყელისა,
ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა. და იხილა სარგის
ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე. იგი არა შეშინდა, არამედ უშიშად
აღდგა და წარსდგა ყაენს წინაშე, განმწირველი თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა
წილ, და მუჴლ-მოყრილი ეტყოდა: ,,მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას". ხოლო მან
ჰკითხა: ,,პაპა სარგის შენ ხარა?", რამეთუ პაპა სარგისს უწოდდეს თათარნი, და მან რქუა: ,,იგი ვარ". რქუა
მას: ,,რაისათჳს განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები?". ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა,
წარმოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელი ფრიად უყუარდა ულის, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო
კაცი იგი გონიერი, და ენა-კეთილი, სიტყჳთა მარჯუე ყაენს წინაშე მეტყუელებად.
მაშინ სარგის მიუგო: ,,დიდო ყაენო, არა იყო სხუა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი,
ქალაქი და სოფელი, მან დაიჭირნა ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღჳვნა. ბედნიერო ყაენო,
არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქუენი ქრთამითა. ამის მიზეზისათჳს მე
წარვიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე, ვითარცა აწ კითხვასა ღირს
მყო. ესეცა უწყოდი, ყაენო, რომელ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ ქართველთანი. ამისთჳს
არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფის მიმართ ხოჯა-აზისისგან
ვერღარა დავსთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არს; მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა".
და განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგუარად უბნობა, რომელთა არა არს ჟამი თქმათ და წერად.
და მეფეცა მრავალსა რასმე იტყოდა, და ენუქ არქუნ და დიდი იგი ნოინი სხდეს შუა და სადუნი იგი
კეთილად თარგმნიდა, და კაზმევდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენა-მძიმე იყო მცირედ,
მანკაბერდელი სადუნი კეთილ-მეტყუელებდა, და ყოველნი მოელოდეს ბოროტის ყოფასა მეფისათჳს, და
სიკუდილსა სარგისისსა‖.
XIII საუკუნია 50-იან წლებში ჩინგიზ-ყაენის შვილიშვლმა ჰულაგუმ თავი დამოუკიდებელ
მმართველად გამოაცხადა. ჰულაგუს ილხანის (ტომის ხანის) ტიტული მიანიჭეს. ასე ჩამოყალიბდა
ილხანთა სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა: ავღანეთს, თურქმენეთს, ირანს, სამხრეთ კავკასიას, ერაყს,
მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს. ილხანებს თავიდანვე სასტიკი ბრძოლა ჰქონდათ ოქროს ურდოსთან,
რომელიც მოიცავდა დასავლეთ ციმბირს, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ყირიმს. ამ ბრძოლაში დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ილხანებს ჭირდებოდათ ქართველთა სამხედრო ძალა, რათა
ჩაეკეტათ ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელები. მონღოლებს ასევე ჭირდებოდათ
პიროვნება, ვინც ქართველთა ლაშქარს სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი კი დავით ულუ შეიძლებოდა
ყოფილიყო. ამიტომ შეიწყალა ჰულაგუმ იგი. ქართველებს კიდევ ერთი მძიმე მოვალეობა დაეკისრათ –
სიბაზე დგომა (სიბა გამაგრებულ თავდაცვით ზღუდეს ერქვა). სიბაზე მდგომ ქართველთა ლაშქარს
ოქროს ურდოს ჯარი უნდა შეეჩერებინა. ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ ორჯერ დაამარცხა ჰულაგუ და
1265 წელს 300 000 ჯარით საქართველოში შემოიჭრა. საშინლად აოხრდა კახეთი და ჰერეთი, განადგურდა
ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიც იყო ხორნაბუჯი და რუსთავი. მემატიანეს თქმით ,,და ვითარ
მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვა[ნ]შასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა
რომელსა უწოდიან ჩაღანუსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი. და შეკრეს [ღ]ობითა წყლის პირი, რომელსა
სიბად უწოდეს. რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა
დგომად თათართა და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე და გაზაფხულ წარვიდიან
საზაფხულოთა სადგურთა. ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა

183
წარგზავნილნი, ხუთარ, ყული და ბალაღა, დაიპყრნა ყაენმან ულო. და მოკლნა სამნივე, და დაიპყრა
ქუეყანა მათი, და ყოველი სიმდიდრე მათი. და ვითარ ცნეს სიკუდილი პატრონთა მათთა საბერძნეთს
მდგომთა დედაწულითა, რომელთა თავადი იყო ალათემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და
დედაწულითა, და ივლტოდა, და მომართა სამცხის კერძო. ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა
ალათემურისი, დევნა უყვეს და მოეწივნეს, და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს, და მრავალი კაცი მოკლეს
ულოს ლაშქრისა. და, რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლის მთათა მოსვლამდე ათორმეტჯერ
მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს, და ათორმეტჯერვე ალათემურ მოერია და გააქცივნა.
და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა, რომელსა ჰქჳან გლინავი. და მუნ დახუდა მურვან
გურკელელი, მახუნჯაგის ძე, წინა შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და
კნინღა მოაკუდინეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას.
ყაენს წინაშე წარსხმა, ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანნა და მოასხნა სამცხეს, და მოასხნა გურკელის
ჭალას, და ესრეთ განსცნა: წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგუელსა და შალვას ბოცოს ძესა, და
ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალათემურ და
მიჰგუარონ ულო ყაენს. და წარმოემართნეს, და სცნა ესე ალათემურ, აიყარა ბარგითა და დედაწულითა,
და გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო, შემოიარა ელასის შემოღმართი. და მივიდა
ოშორას ქუეშეთ, ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი მუნ დაუდგა წინა, რომელნი
იხილნა რა, მორიდნა სარგის და ბოცოს ძე, და ლაშქარნი ერთ-კერძო მოსდევდეს, და გურკელელი მურვან
მართლ-კუალსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკელელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე
და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდეს არცა შუელად გურკელელისა.
შეიბნეს ძლიერად, სძლეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა
გურკელელი. ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარს გავიდეს და
მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი
მოთხრობად, ყოველგან ალათემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყოველგან
ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა. შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწეო მეფე ღუნძთა, და
სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს,
და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარღომობით უჴმობდეს, ესე იგი არს უფროსთანი გინა
უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად, და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე
შეკრეს, და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს‖.
სწორედ ამ დროს ასპარეზზე გამოდის ბასილი ჭყონდიდელი. ქართულ ისტორიოგრაფიაში
მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებაა გამოთქმული მის შესხებ. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით
ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელის აგრარულმა პოლიტიკამ, რაც ნიშნავდა ეკლესიისთვის შეწირული
მიწების უკან ,,გამოწირვას‖, მეფეს ურთიერთობა გაუმწვავა ეკლესიასთან. სწორედ ამის გამო 1263 წლის
ახლო ხანებში გამართულა საქართველოში, კერძოდ კი მცხეთაში საეკლესიო კრება. მაგრამ ისტორიკოსთა
მეორე ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მათი აზრით ამირსპასალარის ბრალი უნდა ყოფილიყო
ყოველივე ეს.
ამ საკითხთან დაკავშირებთ არსებობს ჟამთააღმწერელის ცნობა, რომ ,,ხოლო ვითარ ამათ
საქმეთაგან უბრალო არს მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა
ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა,
რამეთუ ვითარ თჳსთა ხედვიდა. და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქნს თანაეყო. ამისთჳს შესმენილ
იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა დამოკიდება. დამოჰკიდეს
ძელსა შუა-ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალე-მორწმუნე და ლიტონიცა‖. ამრიგად მემატიანე საუბრობს
მხოლოდ ,,სეფეთა ქუეყანათა‖-ს აწყენინაო და ტექსტში საუბარიც კი არ არის ბასილი ჭყონდიდელის
მიერ ეკლესიისთვის შეწირული მიწების უკან ,,გამოწირვის‖ შესახებ. ჟამთააღმწერელის თანახმად
ბასილი საერთოდ არ იყო გარეული ამ საქმეში.
ამ საკითხის განსახილველად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია 1263 წლის კრების მასალები,
რომლებმაც თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოაღწია. იგი მხოლოდ XVII-XVIII საუკუნის
ხელნაწერებშია შემონახული. საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია უკმაყოფილებას გამოხატავს დავით

184
ულუსადმი, რომელმაც ეკლესიის კუთვნილი მიწები ეკლესიასთან შეუთანხმებლად გადასცა საერო
პირებს. საეკლესიო დადგენილები თანახმად `ვიცით, რომე მრავალნი კადრებენ ჟამსა ძნელბედობასა და
საჭიროებასა, მაგრა ამის უძნელბედესნიც ყოფილან მაშინ ჟამნი, ოდეს დიდი კათოლიკე ეკლესიაი
შენებულა, ჰასრე, რომე ჯაფარ ამირად ჯდომილა თფილისს და ქალაქი სპარსთა ჰქონებია და თუით
რაიმცა მიზეზი არავინ კადრა საყდართა ქვეყნის ქონებისა და დარღვევის მნებებელმან...
არღარავისაგან გვაქვს პატივი, არც სჯულსა და არც ებისკოპოსთა, არც მონაზონთა, არც ხუცესთა,
არც მღვდელთა, არც მიჰრონსა, არც ქორეპისკოპოსთა, ყველაი ყველასა უპატიოდ, შეურაცხად, გინებით
და ბასრობით ვჰყავთ... რომელი მეფე იქნების უპატიომყოფელი, შეურაცხად მხსენებელი ებისკოპოსთა
და მონაზონთა?... და თუ თქვენ უპატიოდ გყავთ, ვინმცა არა შეურაცხ-გვყვნა, ვინმცა არა გვაგინა, ვინმცა
არა უპატიოდ და ჰავად დაგვხადნა?... მქმნელნი ვართ: არცა მიჰრონსა გავხსნით, საქართველოს
ეკლესიათა დავბეჭდავთ, ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათლვისა და სამკუდროთა ზიარებისაგან~.
ეს მუქრა საქართველოს ეკლესიაის სისრულეში არ მოუყვანია.
კრების ამ დადგენილებაში საინტერესოა ფრიად მისი რამოდენიმე ნაწილი, პირველი `ვინცა ვინ
დაკრულვილა... მამული დასჭირვია და ლაშქართა შიგან არა შეშვებულა~. ,,ხელმწიფის კარის გარიგების‖
თანახმად `ამირსპასალარი საბატიო ვეზირი არის და თავადი ლაშქართა და უამისოდ ქვეყანა არ
გაიცემის, არცა ვინ სამამულოდ შეიწყალების~. ამრიგად, 1263 წლის საეკლესიო კრება თავისი კრიტიკის
ობიექტად თვლის იმ ვეზირს, რომელსაც ხელი მიუწვდება ,,ქვეყნის (მამულის) გაცემაზე‖ და არის
,,თავადი ლაშქართა‖. ეს პირდაპირი მინიშნებით გახლავთ ამირსპასალარი. თანაც, როგორც ტექსტიდან
ირკვევა ,,დაკრულვილს‖ მეფემ ,,მამული‖ უნდა ,,დაუჭიროს‖. ,,ხელმწიფის კარის გარიგების‖ თანახმად
კი მეფე ,,ქვეყნის‖ ,,გაცემა‖ ,,არ გაცემას‖ თავისი ვაზირის ამირსპასალარის ხელით ახორციელებდა.
მეორეს მხრივ საყურადღებოა ამ საეკლესიო კრების შემდეგი ნაწილი, რომ `აწ თუ ვის დავჰკრულავთ
გამოაჭენებს თქვენსა დარბაზსა და თქვენთა ვაზირთა მოჰმართებს~. გამოდის, რომ ისინი მეფის
,,ვაზირზე‖ მიანიშნებენ პირდაპირ. საქართველოს მაშინდელი მთავრობა შედგებოდა შვიდი ძირითადი
წევრისაგან `ოთხი მონაზონი~ და `სამი ვეზირი~-საგან. `დარბაზს ათქს ოთხთავე: მოძღვართ-მოძღვარსა,
კათალიკოზთა, ჭყონდიდელსა და სამთა ვაზირთა: ათაბაგსა, ამირ სპასალარსა და მანდატურთ-
უხუცესსა~. ამრიგად, ვაზირი ,,ჭყონდიდელი‖ ნამდვილად არ გახლავთ და ის ამირსპასალარი უნდა
ყოფილიყო.
განხეთქილება მოხდა მეფესა და სარგის ჯაყელს შორისაც (დიდებულთა ნაწილმა დაარწმუნა
მეფე, რომ ყაენი სარგის ჯაყელის გამეფებას აპირებდა). დავითმა სარგისი დაატყვევა, რაც სამწუხაროდ
დიდ შეცდომას წარმოადგენდა. ამ უკანასკნელმა დახმარება ყაენს თხოვა. ყაენის მოთხოვნით მეფე
იძულებული გახდა სარგისი გაეთავისუფლებია. მეფისაგან თავის დაცვის მიზნით სამცხის მთავარმა
მონღოლთა მფარველობა ითხოვა. ყაენმა სარგისის თხოვნა შეიწყნარა და სამცხე ,,ხასინჯუდ‖ აქცია.
,,ხასინჯუს‖ მიწები პირდაპირ ყაენს ემორჩილებოდა და მასში ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე და
გადასახადის ამკრეფი ვერ შედიოდა. 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა, ის გახლდათ
პირველი საშიში პრეცენდენტი, რომელიც ფაქტობრივად ერთიან ქართული მონარქიის დაშლას
მოასწავებდა. საქართველო სამ ნაწილად გაიყო.
1270 წელს დავით VII ულუს სიბაზე დგომისას ეპიდემია შეეყარა და გარდაიცვალა.

$4 დემეტრე II თავდადებული (1270-1289 წწ.)

დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ აბაღა ყაენმა მეფედ მისი 11 – 12 წლის ძე დემეტრე II
დაამტკიცა (1270_@1289 წწ.). ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ხოლო ვითარცა აღიზარდა მეფე დიმიტრი, და
იწყო საურავთა საქმეთა კეთილ განგებად, რამეთუ იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, თერითა ჰაეროვან,
შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და
შეწყობილ სამჴედროთა წესითა. სრული ცხენოსანი და მშჳლდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და

185
მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი‖. ყაენმა
დემეტრეს მეურვედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. იგი იყო გასომხებული ქურთი, რომელიც შემდეგ
გაქართველდა. თავიდან სადუნი ავაგ ათაბაგის ყმა აზნაური იყო. ავაგის გარდაცვალების შემდეგ ავაგის
ერთადერთი ქალიშვილისა და მამულის მეურვედ სწორედ იგი დასახელდა.
სტეფანოზ ურბელიანის თანახმად ახალ გამეფებულ დემეტრეს ტარსაიჭ ორბელი დაუნიშნავს
ათაბაგად, მაგრამ შემდეგ ათაბაგობა და ამირსპასალარობა მოუვერაგებია სადუნ მანკაბერდელს.
დემეტრეს მცირეწლოვნობის დროს სამეფოს ფაქტობრივად ათაბაგ-ამირსპასალარი სადუნი განაგებდა.
სადუნი მხარგრძელების ყოფილი ყმა (აზნაური) გახლდათ, რომელმაც ყაენის წყალობითა და
მედროვეობით დიდი ქონება მოივერაგა. მონღოლები სწორედ ასეთ მედროვეებს ეყრდნობოდნენ ხოლმე
დაპყრობილ ქვეყნებში. მათი უპირველესი საქმიანობა ხომ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თვალთავლი
გახლდათ. მემატიანეს თქმით, ახლაგაზრდა დემეტრე II ,,ხელთა შინა სადუნისთანა იყო, რამეთუ ფრიად
განადიდა სადუნი ყაენმა‖. სადუნმა ისარგებლა მეფის მცირეწლოვანებით და თავდაპირველად ქალაქები
თელავი, ბელაქანი და სხვა მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩაიგდო ხელში. სადუნი აგრძელებდა თავისი
პრაგმატული ინტერესების სისრულეში მოყვანას და, როდესაც მონღოლებმა დემეტრე II დიდი თანხის
გადახდა მოთხოვეს ეს მან გადაიხადა, სამაგიეროდ მის ხელში გადავიდა დმანისი მისი მიმდებარე
ტერიტორიებით. სადუნმა ისიც კი შეძლო, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით
უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი კარი (ყარსი) მის ხელში გადავიდა, რომელიც თავის რეზიდენციად
აქცია. სადუნ მანკაბერდელმა ცოლად შეირთო ახალციხელის ასული და მზითვის სახით კარის
მახლობლად მდებარე ქვეყანასაც დაეუფლა. ის ისე გაკადნიერდა, რომ მეფე დემეტრე II-ეს და თამარიც კი
შეირთო ცოლად. ეს შემდეგ ნაირად მოხდა. დემეტრეს და თამარი არღუნ ნოინის შვილზე იყო
გათხოვილი, მაგრამ როგორც კი თამარი მისმა მეუღლემ თბილისში ჩამოიყვანა ის მას გაექცა და
მთიულეთს შეაფარა თავი. თამარს არ სურდა წარმართი მონღოლის ცოლობა. სადუნი მონღოლური
წესების თანახმად მოიქცა და თამარი გამოისყიდა მისი მეუღლისაგან. ამრიგად, იგი მეფის სიძე გახდა და
შეეცადა ლეგიტიმაცია მოეხდინა მის მიერ მოვერაგებული ქონებისა. ჟამთააღმწერელის თქმით ,,გარნა
ესრეთ ჴელთა შინა სადუნისთა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმან. და იურვა მეფის
დიმიტრისგან თელავი და ბელაქანი, და მრავალნი ქუეყანანი, და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა
საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისია არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლობა, არცა
დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან. და ესრეთ აღშენდა საქართველო და მოირჭუნა…
და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხჳ მეფესა, განზრახვითა სადუნისითა. რქუა
მეფესა სადუნ: ,,უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა". ისმინა მეფემან, და უნებლიად მისცა
დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდნა სადუნი…
...და ვითარ ცნა შვილმან არღუნისმან, წარმოვიდა სახლად დიდად მეფისა, და ცოლი მისი
დაუტევა ტფილისს. ხოლო იჴმია დამან მეფისამან თამარ სივლტოლა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა ვითარ
უსჯულო და წარმართი. მაშინ სადუნმან ცნა, ვითარმედ არღარა ნებავს დასა მეფისასა ქმრად შვილი
არღუნისი, ამისთჳს დაევაჭრა, რათა მოჰყიდოს დაჲ მეფისა, და ევედრა ყაენს აბაღას, ხოლო იგი ერჩდა და
მოჰყიდა. ხოლო მეფემან მისცა დაჲ თჳსი სადუნსა…
…ესე უწესო ქმნა, რომელ სამნი ცოლნი მოიყვანნა სადუნ თჳსად. ამისთჳს განწირა კათალიკოსი
ნიკოლოზ, კაცი მოხუცებული და მართლმკუეთელი, გარნა მძლავრებისაგან სადუნისა ვერ უძლო
განყენებად, არამედ ფრიად შეაჩუენებდა‖.
მეფე დიმიტრი II სამი ცოლი ჰყავდა. მისი პირველი ცოლი გახლდათ ტრაპიზონის კეისრის
ასული, რომლისგანაც მას ოთხი ვაჟი დავითი, ვახტანგი, მანუელი, ლაშა და ერთი ქალი რუსუდანი
ჰყოლია. მეფის მეორე ცოლი იყო მონღოლი სოლღარი, რომლისგანაც მას ეყოლა ორი ვაჟი ბაადურ და
იადგარ და ქალი ჯიგდახათუნი. რაც შეხება მის მესამე ცოლს ის ბექა ჯაყელის ასული ნათელა გახლდათ,
რომელთანაც მას ერთადერთი ვაჟი გიორგი შეეძინა, რომელიც ისტორიაში შევიდა ―ბრწყინვალე‖-ს
სახელწოდებით.
სწორედ ამ სამი ცოლის შერთვის გამო დემეტრე გაკიცხა კათალიკოსმა ნიკოლოზმა და რომ ვერა
შეასმინა რა ბოლოს გადადგა კიდეც. ჟამთააღმწერლის თქმით ,,... დიდად განრისხებული ნიკოლოზ

186
კათალიკოსი ფრიად აბრალებდა, და ღმრთისა სასჯელთა თუალ-უხობასა აქადებდა. რამეთუ მუნ ყოფასა
დიმიტრისსა ქმნა ბოროტი…
აქამომდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და
მოწყალებისა და მოსამართლეობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და
კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა, და აღერია
წარმართთა. და ისწავნა საქმენი მათნი, უძღებებისა და სიძვისა, გულის-სიტყჳსა უკანა შედგომილმან
მოიყვანნა ცოლნი სამნი, ერთი ბექას ასული, და სხუა რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და
ურიცხუთა კეთილთა მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ
კათალიკოსი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. ამისთჳს დაუტევა
კათალიკოსობა, და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოსად და
თჳთ წარვიდა მამულად თჳსად‖.
ამის შემდეგ მთაწმინდიდან საქართველოში ჩამოვიდა ბასილი მონაზონი, რომელიც ასევე
წინაღუდგა მეფის სამ ცოლიანობას, როგორც უაღრესად არაქრისტიანულ საქციელს. არც მას უსმინა
მეფემ. ჟამთააღმწერელის თანახმად მაშინ ბასილმა უწინასწარმეტყველა დემეტრე II მეფობის დაკარგვა
და სიკვდილი, როგორც ღვთის რისხვა ჩადენილი დანაშაულისათვის ,,მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით
ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოსისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა
მადლითა განბრწყინვებული… ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: ,,უკეთუ დაუტევნეს უწესონი
ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი"… და უკეთუ ყოვლად-
წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქენენ პირველნი საქმენი
შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა, და შეურაცხ-ყვენ
სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და
შვილნი შენნი მიმოდაიბნიენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა
ესერა შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლად-წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და
აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ". ხოლო მეფემან
განკჳრვებულმან არა მიუგო სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი‖. მართლაც,
ყოველივე წინასწარმეტყველებისამებრ აუსრულდა მეფეს...
დემეტრეს მაშინ მოუწია მეფობა, როდესაც საქართველოს საზღვრები აღარ იყო უკვე გადაჭიმული
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. საქართველოს აღმოსავლეთი საზღვარი შემახიის თამამდე აღწევდა და
მდინარე თეთრი წყლის სანაპიროს მიუყვებოდა. სამცხე არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, ის
ხასინჯუთ იყო გამოცხადებული. რაც შეეხება სამხრეთ საზღვარს იგი ძველებურად მოიცავდა ანისს და
კარს. მეფე დემეტრე ცდილობდა კვლავ ძველ საზღვრებში აღმდგარიყო საქართველო და ამისათვის იგი
იყენებდა ქვეყნის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო ვითარებას ,,მაშინ განუდგეს ყაენს დარუბანდელნი
და წარვიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა მეფესა დიმიტრის, და წარყვა და შევიდეს დარუბანდს და ვერ
წინააღუდგეს დარუბანდელნი, და ივლტოდეს სიმაგრესა ციხისასა, რომელსა ანიყად უწოდდეს, და გარე
მოადგეს, და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ იყო ფრიად
მაგარი. აღიჭურა მეფე, და სპა მისი, გარე-შეეხჳვნეს და შეუჴდეს ციხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი
უპირველეს ყოველთა გავიდა, და წარუღეს ციხე, და თავადნი მათნი დაჴოცნეს, და წარმოიღეს ტყუ და
განძი და დედაწული მათი ურიცხჳ, და ციხე დაწუეს. ყოველსა ხედვიდა ყაენი. თჳთ მეფისა აქუნდა
მტერობა, სთხოვა ჯაჭჳ სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წარმოვიდეს შინა‖.
1273 წელს მონღოლებმა ხელახლად ჩაატარეს აღწერა და გამოირკვა, რომ ზოგადად და მათ შორის
საქართველოშიც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო შექმნილი. ჟამთააღმწერელის
თქმით ,,ამათ ჟამთა კუალად მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხვნეს ყოველნი საბრძანებელნი
ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქუეყანა და ცნას ვითარნი ქუეყანა აღშენდა, გინა აოჴრდა. აღთუალა
ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესი მოოჴრებულ იყო, და უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის
ვაკენი მოოჴრებულ იყო გამოსლვასა მას თათართასა, ოდეს გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა‖. სწორედ
ამიტომაც, მემატიანეს თქმით, დემეტრე II ხშირად დადიოდა გადაცმული და გასცემდა მოწყალებას
,,მეფეთა გინა სხუათა კაცთა. რამეთუ აქუნდა ჩუეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის

187
ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის. და
ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა. და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა
შეემთხჳვნენ მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთ-ყრა ფრიადი, რამეთუ ათას
ხუთასი მუჴლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ განშუენებული და განათლებული
იყო‖... მიუხედავად ასეთი სიდუხჭირიდა მეფე დიმიტრიმ მაინც შეძლო მეტეხის ღვთისმშობლის
ეკლესიის აგება, ,,ამანვე (დიმიტრიმ-ს.ა.) აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად
მეტეხთაღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზუარნი, და
განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი, და განაგო განგებითა კეთილითა‖.
ასეთ მძიმედღეში ჩავარდნილ ქვეყანას 1275 წლის 10-13 აპრილს საშინელი მიწისძვრა დაატყდა
თავს. ჟამთააღმწერელის სიტყვით ,,და დიდსა ოთხშაბათსა შეიძრა მძაფრიად ქუეყანა, სამხილებელად
უსჯულოებათა ჩუენთათჳს; და კუალად ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა, და არავინ გულისჴმა ყო, რათამცა
წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი, და ვითარ მოიწია პარასკევი ვნებისა უფლისა, კუალადცა
შეიძრა. დაყუდდა, და არღარა იქმნა. და ვითარ მოიწია შაბათი, და იქმნა სამ ჟამად ხვალისა დღე ჯერ იყო
სიხარული აღდგომისათჳს უფლისა და ყოველნი მოელოდეს სიხარულსა, ესოდენ რისხვით მოხედნა
ღმერთმან ქუეყანასა, სიმრავლისათჳს უსამართლოებათა ჩუენთასა, რამეთუ საფუძველითურთ შეიძრა
ქუეყანა და შეძრწუნდა ესოდენ რომელ დაიქცეს საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი, ციხენი, სახლნი,
ნაშენებნი მოოჴრდეს, მთანი და ბორცუნი მაღალნი დაიზულეს, კლდენი სახედ მტუერისა დაიგალნეს, და
მიწა განიპო, და შავი წყალი მსგავსი კუპრისა აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეცნიან და ირყეოდიან ძრვასა
ქუეყანისასა. რომლისათჳს საყდარი აწყუერისა დაიქცა, რამეთუ ყოვლად-წმიდა აწყუერისა
ღმრთისმშობელი, ლიტანიობით მესუენებული, საშუალ საყდრისა ესუენა; გუმბათი ჩამოიჭრა, და ვითარ
ქუდი კაცისა ესრეთ თავსა დაერქუა, და დარჩა უვნებელად, ძლიერებითავე მისითა. ესე რისხვა საშინელი
სამცხესა ოდენ მოიწია, ვიდრე თჳსა ერთისა ჟამთამდე, გარნა სხუაგან არასადა ევნო; მცხეთის საყდარიც
დაიქცა, სამცხეს ურიცხჳ სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა
დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო‖.
მეფე დიმიტრის ძალიან ხშირად უხდებბოდა სიბაზე დგომა და მონღოლთA გაუთავებელ
ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ხელს უშლიდა მას ქვეყნის მართვაში. ილხანთა საყაენოს
განსაკუთრებით ინტენსირი ბრძოლები ჰქონდათ ეგვიპტესთან. ეს ბრძოლა 1259 წელს დაიწყო და 1277
წელსაც კი გრძელდებოდა. ამ გაუთავებლ დაპირისპირებაში ქართველთA სისხლიც იღვრებოდა. 1277
წლის 16 აპრილს მონღოლები დამარცხდნენ ეგვიპტელებთან, ანლოგიურად დამთავრდა 1280 წელს
მონღოლთA მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიაც, რომელშიც 30 000 ქართველი, სომეხი და ბერძები
ღებულობდა მონაწილეობას. ამ ბრძოლებში მრავალი ქართველი დაიღუპა. 1281 წელს, ეგვიპტელთა
წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, თვით დიმიტრი II ღებულობდა მონაწილეობას 5 000 ქართველთა
ჯარით და ქალაქ ამასიასთან ის ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ბრძოლის ველზე კი ქართველთა
უმეტესობა დაეცა. ჟამთააღმწერელი დეტალურად გადმოგვცემს ამ მოვლენებს ,,და ვითარ გარდაჴდა
წელიწადი, ინება ყაენმან აბაღა წარსლვა ეგჳპტედ, ანუ დაიპყრას, ანუ მოხარკე ყოს. მოუწოდა ყოველთა
სპათა მისთა და მეფესა დიმიტრის და სპათა მისთა, წარსლვად და ბრძოლად ეგჳპტისა სულტნისა…
აიყარნეს მიერ და წარვიდეს ეგვიპტის კერძო, და მივიდეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების ამასია და
ამო, და დაიბანაკეს მახლობელად ქალაქისა მის. და ეცნა სულტანსა ნასირ მელიქს მოსლვა თათართა,
წარმოსრულ იყო ყოვლითა ძალითა მისითა, და მოვიდა იგიცა. და ვითარ იხილა მანგუ დემურ სულტანი
და სპა მისი, ამჴედრდა და წინა-განეწყო. ხოლო მეფე დიმიტრი, დაღათუ ჯერეთ არა სრულ იყო დღითა
ბრძოლათათჳს, ევედრა მანგუ დემურს, რათა წინამბრძოლად განაჩინოს იგი და სპა მისი, რომლისათჳსცა
ისმინა. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ოდესვე ყოფილთა და გარდასრულთა ბრძოლათა
უდიდესი. ხოლო ვინათგან უწყოდა სულტანმან წყობათა შინა მჴნედ წინადაუდგრომლობა მეფისა და
სპათა მისთა, ამისთჳს რჩეული მჴედარი თორმეტი ათასი თანა იყოლია და წინაშე დაიყენა ორთა თანა
მთავართა მჴნეთა, რათა განძლიერებასა და შენივთებასა ბრძოლისასა უკანასკნელ მიმტევებელთა სძლონ
და აოტნენ ქართველნი. განძლიერდა ომი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. მაშინ მსწრაფლ ზედა
მოეტევნეს მეფესა ყარა-სონღულ და იაყუბ აფრაშ, ათორმეტი ათასითა რჩეულითა მჴედრითა. და

188
კუალად იქმნა სასტიკობა ესევითარი, რომელ ორასი მჴედარი წინმბრძოლად განეწესნეს მეფესა და
სრულიად მოისრნეს, თჳნიერ სამთა კაცთასა და ცხენთასა და თჳნიერ მეფისა, გარნა მოიკლა ყარა-
სონღულისა მიერ შუბითა ჰუნე მეფისა. ხოლო მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და
უმრავლესნი მეგჳპტელნი მოისრნეს და მეფეცა ცხენ-მოკლული ძლიერად იბრძოდა. ხოლო ვითარ იხილა
მეფე სიქანალის ძემან, აბაშმან, მყის აღსუა მეფე ჰუნესა თჳსსა. ვითარცა იხილეს ქართველთა ამჴედრება
მეფისა, მაშინ ყოველნი ამჴედრდეს, და მეოტ იქმნეს ყარა-სონღულ და იაყუბ, ათორმეტ ათასთა თჳსთა
თანა. ხოლო ლტოლვილ იქმნეს აქათ პირველ ნოინნი და თათარნი, და თჳთ მანგუ დემურ უკმოიქცა
ლტოლვით, ყოველთა თანა სპათა მისთა. მაშინ უღონოქმნილთა ქართველთაცა სივლტოლა იჴუმიეს.
განგებითა ზეგარდამოთა მეფე დაცულ იქმნა, დაღაცათუ უმრავლესნი ქართველნი მოისრნეს‖. ამას
ემატებოდა ისიც, რომ ქართველები ილხანთა და ოქროს ურდოს შორის ატეხილი ომებშიც ხშირად
იღუპებოდნენ. დემეტრე II 1289 წლამდე, ფაქტიურად მის გარდაცვალებამდე, ებრძოდა ოქროს ურდოს.
მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ საილხნოში უფლისწულებსა და ნოინებს შორის აჯანყებებმაც
იმატა და სამწუხაროდ ქართველებიც იძულებით იყვნენ ჩათრეულნი ამაში.
1281 წელს სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფემ სადუნის ძეს,
ხუტლუ-ბუღას ათაბაგობა ჩამოართვა და მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა, რითაც ეს უკანასკნელი
გადაიმტერა.
1282 წელს გარდაიცვალა ყაენი აბაღა. იმავე წელსვე ტახტზე ავიდა მისი ძმა თეგუდარი,
რომელმაც მაჰმადიანური სახელი აჰმედი დაირქვა. იმის გამო, რომ იგი სუსტი მართველი იყო მას 1284
წელს ნონების უმრავლესობა განუდგა. მათ ყაენად სურდათ აწ უკვე გარდაცვლილი აბაღას ძე არღუნი.
მათ შორის ატეხილ ბრძოლებში დიმიტრი ჯერ აჰმადის მხარეზე იბრძოდა, ხოლო შემდეგ მან არღუნის
მხარეზე დაიჭირა. ამ დაპირისპირებიდან არღუნი გამოვიდა გამარჯვებული და მან დიმიტრი მეფეს
დაუმტკიცა ,,ყოველი სამეფო მისი და სახლი ავაგ ათაბაგისა‖.
ილხანთა სამეფოში ხშირი იყო შინაომები და მათში დემეტრე II-ც აღმოჩნდა ჩართული. ამ
შეთქმულებას პირველი ემირი ბუღა ამზადებდა არღუნ ყაენის წინააღმდეგ. ბუღას გაუგეს და იგი
სიკვდილით დასაჯეს. რაც შეეხება ბუღას სიკვდილით დასჯის თარიღს, მასთან დაკავშირებით, ქართულ
ისტორიოგრაფიაში სხვადასვა მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიკოსთა უმეტესობა ძირითადად
ეყრდნობიან ჰამდალლაჰ ყაზვიის ცობას. მისი თქმით ბუღა ყაენ არღუნს განუდგა და იგი ჭარმაღუნის ძის
ჯუშქაბ ბატონიშვილის არღუნის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცადა. მაგრამ, ჯუშქაბ ბატონიშვილს
შეეშინდა და ყოველივე ეს არღუნს აცნობა, რომელმაც სიკვდილით დასაჯა იგი. ჰამდალლაჰ ყაზვიის
თანახმად, ეს მოხდა 687 წელს, ჰიჯრით ზილიჰაჯე-ს თვეში, რომელიც აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის
თანახმად უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 1288 წლის 27 დეკემბერი _ 1289 წლის 26 იანვარი. მაგრამ,
ჟამთააღმწერელი რამდენადმე განსხვავეულ თარიღს გვთავაზობს ,,და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი
მრავალნი და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწია, რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა
მათითა, რომელი იქმნების მარტსა თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინი, და დაესხნეს ბუღას და
შეიპყრეს, და აღიღეს. ყოველი სიმდიდრე მისი, და მოიყვანეს წინაშე ყაენისა, და მან მსწრაფლ ბრძანა
განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინა ბუღა, და ყოველნი ნათესავნი მისნი‖.
ყაენთან დაიბარეს დემეტრეც. დარბაზს დემტრესთვის ურჩევია არ წასულიყო ყაენთან და ან
მთიულეთში გახიზნულიყო ან დასავლეთ საქართველოში წასულიყო. მაგრამ დემეტრე II-ის აზრით ყაენი
ამით ძალიან განრისხდებოდა და შურს იძიებდა საქართველოს მოსახლეობაზე. Aამიტომ, მეფემ გადადგა
ნაბიჯი, რომლითაც იმთავითვე განწირული იყო. მემატიანეს თქმით ,,აღაღო მეფემან პირი თჳსი და
ბრძანა: "ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა
ჩემისათა... აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე
მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა
შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული
ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი
და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს... რა
სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა

189
განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე
მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს".
ხოლო ვითარ ესმათ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და მოძღუართა და მთავართა, განკჳრდეს,
თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ პასუხი უგეს: "არა არს ნაცვალი შენი,
მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან.
თუ ქუეყანაცა დაშთების, რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა
მთიულეთისათა, ანუ აფხაზთასა…
ვითარცა ესმა მეფესა, თქუა: "თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს იტყვით, გარნა
მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან, და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე
დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა, და არ დავიშლი ურდოს წასვლასა". მაშინ განკჳრვებულნი
ყოველნი აღდგეს, და რქუა აბრაჰამ კათალიკოსმან: "არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა,
რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა
ერისათჳს, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ,
რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: "უფროს ამისსა
სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს". და უკეთუ ერთისა მოყუსისა[თჳს]
სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს".
მეფე გაემგზავრა საილხნოში მთავრების, კათალკოს აბრამის და მის პატარა შვილ დავითთან
ერთად. მას მრავალი საჩუქარიც წაუღია, რათა ყაენი თავის ერთგულებაში დაერწმუნებინა. მაგრამ,
ყაენის რეზიდენციასთან მიახლოების შემდეგ დიმიტრი დააპატიმრეს და ქონება ჩამოურთვეს. შემდეგ კი
მას მთელი მისი ქონება ააწერინეს და თბილისში საგანგებოდ გამოგზავნილი მოხელის მეშვეობით
ყველაფერი წაართვეს.
არღუნ ყაენი თავს იკავებდა დემეტრეს სიკვდილით დასჯისაგან, რადგან მონღოლთათვის
სასურველი მეფობის კანდიდატი არავინ ჩანდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სადუნის ძე ხუტლუ-ბუღა და
არღუნს მეფედ დავით ნარინის ძის ვახტანგის კანდიდატურა შესთავაზა. მემატიანის თქმით ,,და მოიწია
ხუტლუბუღა ლიხთ-იმერით, და მოაჴსენა ყაენსა, ვითარმედ დავით მეფე წარმოვლენს ძესა თჳსსა
მსახურებად შენდა და სპათა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ ხოლო ვითარ ცნა ყაენმან, კუალად
დააპატიმრა მეფე დიმიტრი. და ვითარ გარდაჴდა ორი დღე, კუალად შეიპყრეს მეფე და ძე მისი მცირე
ყრმა დავით ცალკე, და წარჰყვა თანა მღდელ-მონაზონი გაზრდილი მისი მოსე. და არგნითა სცეს მეფესა,
და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად აქუნდთ, რა არგნითა სციან, არღა
მოაკუდინიან. გარნა არა დამშჳდნა გულისწყრომა მისი. წარიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსა
დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხვიდეს, უკეთუ თანაეწამა განზრახვასა ჩინქიშან-ბუღასსა, და ვერა
ბრალი პოვეს. და წარვიდა ვინმე ნოინი ყაენს წინაშე, რათა არა მოკუდინოს მეფე, და ვერ აღასრულა
სათხოველი მისი. და მოიწივნეს ათორმეტნი მჴედარნი ყაენისნი, რათა წარიყვანონ და სიკუდილსა
მისცენ‖. დემეტრეს ბედი გადაწყდა და 1289 წლის 12 მარტს, შაბათ დღეს, დილის 10 საათზე მეფეს თავი
მოკვეთეს. ჟამთააღმწერელის თანახმად ეს მოხდა ,,ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა, და
მეათორმეტე თჳსა ებრაელთა მიერ ნისანად წოდებული, და ჩუენ მიერ მარტად‖.
დემეტრე თავდადებული ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (25) მარტი
დააწესა. იგივე ბედი ელოდა მის შვილ დავითსაც. მაგრამ, მეფის კარის მღვდელმა მოსემ სთხოვა
მონღოლთA მხედარმთავარ ტოღაჩარ ნოინს და მისი შუამდგომლობით დავითი გადაურჩა სიკვდილს.
დემეტრე II-ის თავმოკვეთილ გვამს სპეციალურად დარაჯობდნენ მონღოლი დარაჯები, რათა ის
ქართველებს არ წაეღოთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, აბრაამ კათალიკოსმა და მოსე მღვდელმა
მაინც მოახერხეს დემეტრე II თავდადებულის გვამის ფარულად საქართველოში გადასვენება. მათ
მოსყიდულ კაცებს მოუპარავთ მეფის ცხედარი და საქართველოში გადმოუტანიათ. დემეტრე II
თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძარში. ჟამთააღმწერელის სიტყვით
,,ხოლო გუამი იგი პატიოსანი დიმიტრი მეფისა დასცვეს მრავალ დღე, რათა არა წარიღონ ქართველთა. და
ესრეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა. ხოლო იყვნეს მრავალნი წარჩინებულნი
საქართველოსანი, და ვერვინ იკადრა გამოთხოვად გუამი მეფისა. მაშინ კათალიკოსმან და მოსე იყიდეს

190
კაცნი, და მოსეცა თანა-წარჰყვა, და მოიპარეს ღამით გუამი დიმიტრი მეფისა. მაშინ, განგებითა
ზეგარდამოთა, გამოჩნდეს კაცნი ტფილისელნი, რომელთა აქუნდა თევზი წარსაღებელად, და თევზთა
თანა იტჳრთეს და მოიღეს მცხეთას, და მუნ დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა‖.
არც არღუნ ყაენს და არც ხუტლუ-ბუღას შერჩა დემეტრე II სიკვდილით დასჯა. ყაენი არღუნი
კეთრით დაავადდა და 1291 წელს იგი ნოინებმა მოკლეს. იმავე წელსვე ახალი ყაენი ავიდა საილხნოს
ტახტზე სახელად ქეღათუ (1291-1295 წწ.). რაშიდ ედ-დინის ცნობით სწორედ ყაენ ქეღათუმ 1293 წლის
აგვისტოში სიკვდილით დასაჯა ხუტლუ-ბუღა.
დემეტე II-ის ნაცვალ ყაენმა მეფედ დავით ნარინის ძე ვახტანგი II (1289-1292 წწ.) დაამტკიცა.

$5 დასავლეთ საქართველო და სამცხის სამთავრო


XIII საუკუნის მეორე ნახევარში

1259 წლის მონღოლთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების შემდეგ დავით ნარინი დასავლეთ
საქართველოში გადავიდა. მას ოთხი ძე ჰყავდა ვახტანგი, კონსტანტინე, მიქაელი და ალექსანდრე. დავით
ნარინმა ილხანთა სახელმწიფოს მტრებთან დაიჭირა ახლო ურთიერთობა. უცხოური წყაროებიდან
ირკვევა, რომ დავით ნარინი დაუკავშირდა ეგვიპტეს და 1264/1265 წლებში დესპანი გაუგზავნა ეგვიპტის
სულტან ბეიბარს ხოლო 1268 წელს კი წერილი. გარდა ამისა დავით ნარინი დაუკავშირდა საილხნოს
მეორე მტერს ოქროს ურდოს და მან თავშესაფარი მისცა, აბაღა ყაენის დამხობის მომწყობ, ოქროს ურდოს
უფლისწულს თეგუდარს. მემატიანე წერს, რომ თეგუდარის ლაშქრის გასამასპინძლებლად დავით ნარინს
ერთ ჯერზე დაუკლავთ: 500 ძროხა, 600 ცხენი, 2000 ცხვარი, ღორი, ღვინო კი განუზომლად დიდი
დაუხარჯავთ. დავით ნარინს თავისთან შეუფარებია ილხანთა ყაენ აბაღადან დევნილი ღალღური.
ილხანთა ყაენი ცდილობდა დავით ნარინი შემოერიგებინათ. მაგრამ, არაფერი რომ არ
გამოუვიდათ მის თავიდან მოცილებას გეგმავდნენ.
ჟამთააღმწერელის თანახმად ღალღური დაკავშირებია რაჭის ერისთავ კახაბერ კახებერის ძეს და
ჩუმად აბაღა ყაენთან ჩასულან. მათ დავით ნარინის დატყვევების გეგმა შეუთავაზებიათ ყაენისთვის. ეს
ქმედება იმით იყო მოტივირებული, რომ ღალღურს ამით ყაენთან შერიგება სურდა, ხოლო კახებერ
კახებერის ძე კი დავით ნარინთან დაპირისპირებული იყო. ეს აბაღას ინტერესებშიც შედიოდა და მათ 30
000 მონღოლი მეომარი გამოატანა. სავარაუდოდ, 1270-1278 წლებში აბაღამ ღალღურისა და კახაბერ
კახებერის ძეს მეშვეობით ორი დიდი შეთმულება მოუწყო დავით ნარინს. პირველად, კახაბერ
კახაბერისძემ მონღოლთA 30 000 ჯარს მეგზურობა გაუწია და ისე გადმოიარეს მათ თრიალეთი, ლიხის
მთა და ჩავიდნენ ქუთაისში ეს ქართველებს ვერ გაუგიათ. ისინი მოულოდნელად დაესხნენ თავს
ქუთაისში მყოფ დავით ნარინს, რომელიც ამ დროს აბანოში ყოფილა და ძლივს გადარჩენილა სიკვდილს.
ორი წლის შემდგ ღალღურმა და კახაბერ კახაბერის ძემ კიდენ ერთი შეთქმულება მოუწყვეს დავით
ნარინს, მაგრამ ამჯერადაც მოეცარად ხელი მათ. რაჭის ერისთავმა მოინანია თავისი ცოდვები და დავით
ნარინმაც მიუტევა მას. მაგრამ, რაჭის ერისთავს მესამეჯერაც დაუპირებია მისთვის შეთქმულების
მოწყობა. იგი ფარულად დაუკავშირდა აღმოსავლეთ საქართველოში მყოფ მონღოლ ნოინ ალიყანს,
რომლისთვისაც მას ცოცხლად შეპყრობილი მეფე უნდა გადაეცა. მაგრამ, დავით ნარინი, როგორც ჩანს
ფრთხილობდა და შეიტყო შეთქმულების შესახებ. ამჯერად მან აღარ შეიწყალა რაჭის ერისთავი და იგი
სასტიკად დასაჯა. მას თვალები ამოსწვეს, ცალი ხელი და ცალი ფეხი მოსჭრეს. ხოლო, მისი
მემკვიდრეები კი საქართველოდან კონსტანტინოპოლში გადაასახლეს.
დავით ნარინი ცდილობდა ქართული გავლენა აღედგინა ტრაპიზონის სამეფოზე. მოგეხსენებათ,
რომ ტრაპიზონის სამეფო უძველესი პერიოდიდანვე ქართველური ტომებით, ლაზებით იყო
დასახლებული. იგი როგორც სამეფო ჩამოყალიბდა მეფე თამარის მოღვაწეობის პერიოდში 1204წელს,
მაშინ როდესაც ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი. მაგრამ, ტრაპიზონის სამეფოზეპრეტენზიას

191
აცხადებდა ერთის მხრივ ბიზანტიის იმპერია და მეორეს მხრივ მონღოლები. მონღოლებს 1244 წელს
ბრძოლა ჰქონდათ იკონიის სელჩუკიან სულთანთან და მის მოკავშირეებთან, რომელთა შორისაც
გახლდათ ტრაპიზონის სამეფოც. ამ ბრძოლაში მონღოლებმა გაიმარჯვეს და დამარცხებულებმა ხარკის
გადახდა იკისრეს. ამგვარად, ტრაპიზონის სამეფოც მონოლთა მოხარკედ და მისი გავლენის ქვეშ მყოფ
სახელმწიფოდ იქცა. ამრიგად, საქართველოს ტრაპიზონის სამეფოში საკმაოდ დიდი კონკურენტები
ჰყავდა. თუმც ქართველთა სასარგებლოდ მოქმედებდა ის, რომ ტრაპიზონის სამეფოში მოსახლეობის
ეთნიკური შემადგენლობა, დიდი უპირატესობით, ჭარბობდა ბერძნულს და თანაც სასახლის კარი,
უმეტესობა, ქართველებით იყო დაკომპლექტებული. გარდა ამისა ტრაპიზონის სამეფო დინასტია
ნათესაურად იყო საქართველოსთან დაკავშირებული.
საქართველოს დასუსების პეიოდში ბიზანტიის კეისარი შეეცადა თავისი გავლენა გაევრცელებინა
ტრაპიზონის სამეფოზე. მან ტრაპიზონის მეფე იოანეს (1282-1297 წწ.) თავისი ასული შერთო ცოლად. ეს
ეს ბიზანტიურო გავლენის ზრდაზე მეტყველებდა, მაგრამ ბიზანტიელი ისტორიკოსი მიქაელ
პანარეტოსის თანახმად დავითYნარინი 1282 წელს ქართულ ჯართან ერთად შეიჭრა ტრაპიზონის
სამეფოში და ქალაქ ტრაპიზონის გარდა ყველა ტერიტორია აიღო. მაგრამ, ქალაქის აღება გადამწყვეტი
მნიშვნელობისა იყო და მისივერ აღება მთავარი მიზნის რეალიზებაში მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი
გახდა. ამ ლაშქრობის წარუმატებულობაზე მეტყველებს ისიც, რომ მომდევნო, 1283 წელსაც იოანე არის
ტრაპიზონის მეფე. თუმც ქართველები არ ეგუებოდნენ შექმნილ სიტუაციას და იოანეს ნაცვლად მისი და
თეოდორა გაამეფეს ქართული ჯარის დახმარებით. თუმც იოანემ ისევ შეძლო ტახტის უკან დაბრუნება.
იოანეს შემდეგ ტრაპიზონიში მეფე გახდა მისი ძე ალექსი (1297-1330 წწ.), რომელსაც სამცხის მთავარმა
ბექამ თავისი ასული შერთო ცოლად. ეს ქართული დასის გამარჯვებას ნიშნავდა ტარაპიზონის სამეფოში.
ჟამთააღმწერელის თანახმად ალექსის ბექასათვის გადაუცია ჭანეთი. ამავე პერიოდში იგი წარმატებით
იგერიებდა თურქებს. ალექსის გარდაცვალების შემდეგ ტრაპიზონის სამეფოში გამეფდა მისი ძე
ანდრონიკე (1330-1332 წწ.), რომელსაც საკუთარი პროქართული ორიენტაციის ძმები აზახულტუ და
აღბუღა დაუხოცია. ანდრონეკეს შემდეგ ტახტზე ადის მისი რვა წლის ძე მანუელი, მაგრამ ბიზანტიის
იმპერატორის დახმარებით მეფობა ალექსის ვაჟმა, ანუ მანუელის ბიძამ ბასილმა ჩაიგდო ხელში (1333-
1340 წწ.). ბასილი გაუსწორდა ტრაპიზონის სამეფოში არსებულ ქართული ორიენტაციის დასს და
მემატიანეს თქმით მან ,,დიდი დუქსი ლეკის ჭაჭინჭეოსი და მისი ძე დიდი დომესტიკოსი ჯაბა
სიცოცხლეს გამოასალმა‖. თუმც ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოში ქართული გავლენის აღდგენისათვის
ამის შემდეგაც გრძელდებოდა.
იმის შემდეგ რაც 1292 წელს გარდაიცვალა დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომელიც ,,ყოველი
საქართველოს‖ მეფედ იყო ნაკურთხი, მასზე დარდს მომდევნო 1293 წელს გადაყვა დავით ნარინიც.
ჟამთააღმწერელის სიტყვით ,,ვითარცა ცნა დავით, დიმიტრი მეფის ძემან, სიკუდილი ვახტანგისი,
განმწარდა სიკეთისა და სიჭაბუკისა მისისათჳს, და იგლოვა წესისაებრ, და ფრიად პატივ-სცა, და
წარგზავნა გელათს სამარხოსა მეფეთასა. ვითარცა ესმა მამასა მისსა, მეფესა დავითს, სიკუდილი
სასურველისა და ყოველთა მიერ შეყუარებულისა ძისა მისისა ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და
მწუხარებათა მოიცვეს, რამეთუ შეუძლებელ არს. მითხრობად თჳთოეულისა გარდა ესოდენ მოიცვა
მწუხარებამან რომელ ვერღარა პოვა ლხინება. და შემდგომად მცირეთა წელთა მანცა შეისუენა,
პატიოსნითა სიბერითა აღსავსე[მან] და დაუტევა სამნი ძენი, პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე
მიქელ, და უმრწამესი ალექსანდრე, რომელი უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან
კოსტანტინეპოლისამან და საბერძნეთისა მპყრობელ[ისა]მან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე,
პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქელ, და დაიპყრა ქუეყანა რაჭისა და
არგუეთი, და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოჴსენებულ არიან, და არა ყვეს
მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან‖.
რაც შეეხება სამცხის სამთავროს აქ შედარებით უკუთესი პოლიტიკური და ეკონომიკური
მდგომარეობა იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ 1266 წელს სამცხე ხასინჯუთ გამოცხადდა და იგი
განთავისუფლდა გადასახადებისაგან, თანაც უშუალოდ ყაენს ექვემდებარებოდა. პოლიტიკურმა
სტაბილურობამ და ეკონომიკურმა აღმავლობამ გამოიწვია მოსახლეობის მომრავლება და ახალი

192
სოფლების მშენებლობა. ადგილი ჰქონდა მიგრაციებსას. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
გადასახადებისაგან უაღერსად შეწუხებული მოსახლეობა მასიურად გადმოდიოდა საცხოვრებლად
სამცხეში. ამავე პერიოდში აქ ჩვენ სახეზე გვაქვს ეკლესია-მონასტრების ინტენსიური მშენებლობაც.
ამ აღმავლობის პარალელურად სამცხის მთავრები აღარ ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეს
და არც საერთო ქართულ საქმეში ღებულობდნენ მონაწილეობას. როდესაც დავით VIII-ემ სამცხის
მთავარი ბექა თბილისში დაიბარა საერთო ქართულ საქმეზე სასაუბროდ მემატიენს თქმით ბექამ ,,არა
ინება მოსლვად რამეთუ ფრიად განდიდებული იყო‖. პოლიტიკური დაქუცმაცებულობა უაღრესად
აუარესებდა საქართველოს საერთო პოლიტიკურ სურათს.
სამცხის მთავრებმა შეჩლეს მოეგერიებინათ თურქული ტომების შემოსევები. ბექას მთავრობის
პერიოდში სამცხეში შემოიჭრა თურქები, რომლებმაც მოაოხრეს ბასიანი და ტაო. ტაოს ერისთავმა ზაზა
ფანასკერტელმა ვერ შეძლო მათვის წინააღმდეგობის გაწევა. თურქებმა საზამთროდ დაბანაკდნენ,
ზაფხულში კი პარხლის მთებში დაიდეს ბინა. იქედან მათ განზრახული ჰქონდა სამცხისა და ქართლის
დალაშქვრა. მაგრამ, ბექამ შეაგროვა 12 000 მეომარი და მტერს ვაშლოვანთან გაუმართა ბრძოლა. მან
შეძლო თურქების დამარცხება და ისინი ქალაქ სპერიდანაც გამოდევნა.
XIII საუკუნის მიწურულს სამცხეში შეიქმნა კანონთა კრებული ,,წიგნი სამართლისა კაცთა
შეცოდებისა ყოველთავე‖, რომელიც ბექამ შეადგინა და მისმა შვილიშვილმა აღბუღამ გააგრძელა და
შეავსო. ეს კანონთა კრებული მთელ საქართველოში მოქმედ სამართლის წიგნად იქცა. სწორედ ბექა
ჯაყელიოს სახელს უკავშირდება აგრეთვე ერთიანი საქართველოს ბრწყინვალე მეფის გიორგი V
გაზარდა.

$6 საქარველო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე

მეფობა ვახტანგ II. მეფე დავით ნარინს (1247-1293 წწ.) ოთხი ვაჟიშვილი ჰყავდა. ამათგან უფროსი
იყო ვახტანგი, რომელიც მამას თანამოსაყდრედ ჰყავდა გამოცხადებული. ხუტლუ-ბუღა არღუნ ყაენის
დავალებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და შესთავაზა დავით ნარინს მისი ძე ვახტანგი
აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გამხდარიყო. ვახტანგს დასავლეთ საქართველოცცც ერგებოდა
მემკვიდრეობით და გამოდიოდა, რომ იგი ერთიანი საქართველოს მეფე გახდებოდა. თუმც ამ
მომხიბლავი წინადადების უკან მონღოლთა მზაკვრული ჩანაფიქრიც იმალებოდა. ამით მონღოლთა
ბატონობა დასავლეთ საქართველოზეც გავრეცელდებოდა. რათქმა უნდა ამას გამოცდილი პოლიტიკოსი
დავით ნარიც მიხვდა, მაგრამ აქ გამოჩნდა მისი დიდი პატრიოტიზმი და მან საქართველოს გაერთიანება
უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და თანხმობა განუცხადა მონღოლთA ყაენს. ხუტლუ-ბუღამ დავითის ძე
ვახტანგი ილხანთა ყაენს არღუნთან ჩაიყვანა, რომელმაც იგი ,,ყოველისაქართველოს‖ მეფედ აკურთხა და
ცოლად მისი და ოლჯათი შერთო. ჟათააღმწერელი დადებითად ახასიათებს მეფე ვახტანგ II. მისი თქმით
,,ხოლო ვითარ მოვიდა მეფე ვახტანგ ქართლს შემოკრბეს კათალიკოსი და ეპისკოპოსნი, და მთავარნი, და
დაადგეს გჳრგჳნი მეფობისა თავსა მისსა, და დასუეს ტახტსა სამეფოსა, და აღასრულეს წესი კურთხევისა.
და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე, თჳნიერ ჯაყელ-ციხისჯუარელისა ბექასი,
და განიხარეს ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა: "რომელ მოგუეცა ნათესავი მეფეთა ჩუენთა,
პატიოსანი, ღმრთისმოყუარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მჴნე, და სამჴედროთა ზნითა
აღვსავსე". ხუტლუ-ბუღამ მოივერაგა ათაბაგობაც. მემატიანეს სიტყვით ,,ამან აღიყვანა პატივსა
ათაბაგობისასა და ამირსპასალარობისასა ხუტლუბუღა, და მიუბოძა ორივე ჴელი და განგება სამეფოთა‖.
მეფე ვახტანგს მეფობისათვის საჭირო აღზრდის წესი ჰქონა გავლილი. მისი აღმზრდელი იყო ცნობილი
მეცნიერი ფარსმანიშვილი.
ხუტლუ-ბუღა მიხვდა, რომ მეფე ვახტანგ II-ს მტკიცე ხული ჰქონდა და მას არ მისცემდა უფლებას
თვითნებურად მიეღო გადაწყვეტილებანი, მითუმეტეს, რომ ვახტანგმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა
მონღოლთა ყაენის კარზეც. ხუტლუ-ბუღა შეეცადა, რომ საქართველოს მეფედ, ვახტანგის ნაცვლად,
დემეტრე II-ეს მცირეწლოვანი ძე დავითი აეყვანა, რადგან ასაკით პატარა დავითს მის ჭკუაზე ატარებდა.

193
ტყაროებიდან არ ჩანს ხუტლუ-ბუღა დავითთან შეთანხმებული იყო თუ არა, მაგრამ დავითი ცდილობდა
გამეფებას და ამაში მას ხელს უწყობდა ოვსთა მეფის ძე ფარეჯანი. ხუტლუ-ბუღას ეს მცდელობა არ
გამოუვიდა, რადგან ყაენი მძიმე ავად გახდა და ნოინებმა მას ამის ამის უფლება არ მისცეს.
ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ვითარ სნეულობდა არღუნ ინება ხუტლუბუღა რათა დავით მეფე ყოს და
მოდგამი მისი კერძო, და ეცადა ნოინთა წინა, რათა წარუღონ მეფობა ვახტანგს. ტაჩარ თანა-შეეწეოდა
დავითს, და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან, იგიცა ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთჳს საბრჭოდცა
წარდგეს, თუ რომელსა მართებს მეფობა. ხოლო სხუათა მთავართა ქართველთა არა სთნდა მეფობა
დავითისი, რამეთუ მტკიცედ დგეს ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა, ამისთჳს არა მოსცეს მეფობა
დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა მოსცეს დავითს‖. გამოდის, რომ მონღოლ ნოინებს
გარდა ქართველმა დიდებულებმაც მხარი ვახტანგ
II დაუჭირეს და დავითი რომ არ გაენაწყენებიათ მას ,,ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა
მოსცეს‖.
ჟამთააღმწერელის სიყვით იმის გამო, რომ არღუნ ყაენმა დაღვარა წმიდა დიმიტრი მეფის სისხლი
ღმერთმა რისხვა მოუვლინა თავს ,,და ვითარ გარდაჴდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენს
არღუნს, რამეთუ განჴმეს ყოველნი ასონი მისნი, და მოლპესცა ჴორცნი, და ძუალნი აღმოსცჳვდეს, და
განიყარა ყოველი გუამი მისი, და იყო ნახვა მისი უშუერ და საზარელ, და კნინღა მიმსგავსებულ იყო
მკუდარსა… და ვითარ განძლიერდა ზეგარდამო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი განგრძელდებოდა
ოთხისა თჳსა ჟამთა, განრღუეული -- თავით ფერჴადმდე, მოეწყინა ნოინთა, შეკრბეს და ზედა მიეტევნეს,
და კარავსა შინა მოშთობისა მიერ სიკუდილსა მისცეს, მასვე დღესა და ჟამსა, რიცხუსა თჳსასა, ათორმეტსა
მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი და სანატრელი ცხებული ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი
მოიკლა. საცნაურ იქმნა, ვითარმედ ამისთჳს მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომელ დასთხია
სისხლი უბრალო მრავალი. და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა ჴელის შეხებად‖.
YAEN ყაენ არღუნის გარდაცვალების შემდეგ საილხნოს სათავეში ჩაუდგა არღუნის ძმა ქეღათუ (1291-
1295 წწ.). არღუნთან ერთად მემატიანეს სიტყვით გარდაცვლილა ყველა ,,რომელნი მეფისა (დემეტრე II-
ს.ა.) სიკუდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს‖. ამის შემდეგ, როგორც ჩანს შეიცვალა
მონღოლთა კარზე ნოინების განწყობა დემეტრეს ძე დავითისადმი ,,და ნოინნი დავითისკენ იყვნეს‖.
მაგრამ ახალმა ყაენმა ქეღათუმ ,,შეიყუარა კეთილად ვახტანგ‖. თუმც მხირე ხნის შემდეგ 1292 წელს მეფე
ვახტანგ II გარდაიცვალა ,,მაშინ შეედვა მცირე რამე სენი ვახტანგ მეფესა, რომლისა მიერ შეისუენაცა. და
მოკუდა მეფე ვახტანგ, სამ წელ ოდენ მეფე ყოფილი საღმრთოთა და საკაცობათა შინა საქმეთა სრული და
შემკობილი, რამეთუ აღმზრდელიცა კეთილი და მეცნიერი ესუა, ფარსმანის შვილი‖. ვახტანგი დასავლეთ
საქართველოში გადაასვენეს და გელათინს მონასტერში დაკრძალეს. შვილზე დარდს გადაყვა დავით
ნარინიც.
მეფობა დავით VIII. ვახტანგ II გარდაცვალების შემდეგდავით დემტრე ძემ ამოთქვა სურვილი
მეფობისა, მაგრამ ქეღათუ ყაენი არ ენდობოდა დემეტრე II თავდადებულის ძეს. მას უნდა დაემტკიცებინა
თავისი ერთგულება ყაენისათვს და დროც შესაფერისი დადგა ამისათვის. მემატიანეს თქმით ,,დაჯდა რა
ქეღათუ ტახტსა ზედა, განდგა ქალაქი საბერძნეთისა ტუნღუზალო: რა საბერძნეთით მოსრულ იყო
ქეღათუ, ჰგონეს უცალოება ყაენისა, და განდგეს. მაშინ მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და მეფის
დიმიტრის ძესა დავითს, და მთავართა... თჳთ წარვიდა, და დავით ძე დიმიტრისი თანა-წარიტანა. და
ვითარ მიიწივნეს ტუნღუზალო ქალაქსა, გარემოადგეს ოთხ თუე, და ვერ-რა ავნეს. და ვითარ მისჭირდა,
მეხუთესა თუესა იწყეს ძლიერად ბრძოლად; რამეთუ დავით და მცირედნი ქართველნი ბრძოდეს;
წარიღეს ქალაქი და შიგან შევიდეს... და აღიღო ხარაჯა და საჭურჭლე ურიცხჳ, და მიერ წარმოვიდა...
ხოლო ვითარ მოიწია ყაენი შინა, მოუწოდა დავითს და რქუა: ,,ვინათგან დასდევ თავი შენი მსახურებად
ჩემთჳს, და სდგახარ ერთგულობასა ჩემსა ზედა მომიცემია მეფობა და სამეფო შენი ყოველი". და
წარმოგზავნა ტფილისს, და დასუა ტახტსა მამისა მისისასა, და თანა წარმოატანნა სპანი საქართველოსანი,
შანშე და ხუტლუბუღა, და ყოველნი დიდებულნი‖ . ამრიგად, დავიმა მონაწილეობა მიიღო მცირე აზიაში
არსებული ქალაქის ტუნღუზალას (თანამედროვე დენიზლი) მიერ მოწყობილი აჯანყების ჩაქრობაში და
ქეღათუ ყაენის გულიც მოიგო. მონღოლური წესების თანახმად მეფე დავითს ცოლად შერთეს ვახტანგ II-

194
ის ცოლყოფილი ოლჯათი, რომელიც ამავე დროს ქეღათუ ყაენის და გახლდათ. დავითთან არ
გამოცხადდა ბექა სამცხის მთავარი, რომელიც დიმიტრი II მანდატურთუხუცესად ჰყავდა დანიშნული.
მართალია ბექა არ გამოცხადდა მეფესთან, მაგრამ მასთან გამოგზავნა მისი ძე სარგისი, რომელმაც
დავითსს დაუბრუნა უკან დემეტრეს მიერ მიბარებული ქონება ,,და მოუწოდეს სამცხით ბექასა, და მან
არა ინება მოსლვად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თჳთ არღარა წარვიდის არცა ყაენს წინაშე და
არცა მეფის თანა, არამედ წარმოუვლინა ძე თჳსი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი
ნამარხევი, რომელ აქუნდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტყელიცა იგი დიდფასისა.
მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის წინაშე და დასუეს მეფე ტახტსა
ზედა, და აკურთხეს კათალიკოსმან აბრაჰამ და ეპისკოპოსთა‖.
სწორედ ამ დროს მოხდა ოვსთა დიდი აჯანყება ქართველთა წინააღმდეგ. ჟამთააღმწერელის
თანახმად ,,ხოლო მუნ ყოფასა ფარეჯანისა, იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად და ტყუენვად
ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თჳსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლს ერისთავისა
ბეგას ძესა ამადას წინაშე ყოველნი ქართველნი და მოდგეს გორსა. და მრავალგზის შეებნეს, და ქალაქსა
შინა. მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწუეს გორი სრულიად. და ვითარ მისჭირდა
ოვსთა ციხიდაღმან გარდმოუშუეს საბლით კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა
შეეწივნენ. ვითარცა ესმათ, ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის
ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი
განასხნა და აღფხურნა‖. ამრიგად, ოვსთა დაწყებული აჯანყების ჩაქრობა ითავა ქართლის ერისთავთ-
ერისთავმა ბექა სურამელის ძე ჰამადამ. მას ალყაში მოუქცევია გორში გამაგრებული ოვსები, რომლებსაც
დახმარება მონღოლებისათვის უთხოვნიათ. მონღოლებმა კი ,,შუელა ქმნეს‖ და ქართველებს მათი
განდევნის უფლება არ მისცეს.
1295 წელს ქეღათუ ყაენის წინააღმდეგ დიდი აჯნყება მოეწყო. ყანმა მეფე დავითს უბრძანა
ქართველთაა ჯარით დახმარებოდა მას, მაგრამ დავითმა ცოცხალს ვეღარ მიუსწრო მას. ჟამთააღმწერელი
დეტალურად აღწერს ამ აჯანყებას. მისი სიტყვით ,,და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი,
რომელნი თუქალისაგან ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი
მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომლისა ძმა
ბუღა მოეკლა თუქალს. ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის. შვილის ყაზანის თანა, რომელსა აქუნდა
მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად.
შეკრბეს ესე ყოველნი, და წარმოემართნეს ბრძოლად ბაიდოსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა,
მოუწოდა მანცა ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფლ... მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანბანს,
შეკრბეს ურთიერთას და სწორი ძლევა იქმნა, უკუდგეს ორნივე და გაიყარნეს, რამეთუ ყაზან მუნ არა იყო,
ნავროზ და ხუტლუბუღა წარმოევლინეს. ნავროზ ჴელთ იგდეს და ძლიერი ბრძოლა ყო ჯალირმან, და
წარვიდა ყაზან ხუარასნით. ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს, რათა განუტეო, და ფიცით დაუმტკიცა, რათა
ყაზან ჴელ-შეკრული მოსცეს. ირწმუნა და განუტევა... მაშინ კუალად წარმოემართა ყაზან, უმრავლესითა
სპითა, უგრძნეულად, და უჟანს დაესხა ბაიდოს. შეკრეს და მოაშთუეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი...
და ვითარ ცნა სიკუდილი ბაიდო ყაენისა, თუქალ ივლტოდა და მივიდა სამცხეს, ბექასას, რომელი
მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე. და შვილი წარგზავნა მეფისა დავითს წინაშე, და
მას შევედრა. და ვითარ მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელ არს თავრეზი, წარმოუვლინა მოციქული
მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ
იურვეს, რათა შეუნდონ. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა, და მისცეს თუქალი. ვითარ ცნა
ყურუმჩი წარყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა ყაენ ყაზანისსა ნაჴიდურს, და წარგუარა თუქალი,
და მოკლა, სიკუდილისათჳს ბაიდოსა, ძმისა მისისა‖.
ამრიგად, ილხანთა ყაენი გახდა ბაიდუ, რომლის ერთ-ერთი მოხრე გახლდათ თუკალ ნოინი. ამ
უკანასკნელმა ელჩი გაუგზავნა მეფე დავითს, რომელიც ახლა მას და ერთგულების ფიცი მისცა.
მონღოლებისათვის მნიშვნელოვანი იყო ქართველთა სამხედრო პოტენციალი და ისინი კეთილად
ექცეოდნენ დავითს, რომელსაც თუკალ ნოინმა თავისი და მისცა ცოლად. ბაიდუ ყაენს დაუპირისპირდა

195
არღუნ ყაენის ძე, ხორასნის გამგებელი ყაზანი. მათ შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა და ყაზან ყაენმა
შეძლო ბაიდუ ყაენის მოკვლა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ რამოდენიმე თვე იმეფა.
ჟამთააღმწერელი ყაზან ყაენს ახასიათებს, როგორც კეთილ და სიმარლის მოყვარულ მმართველს.
მისი თქმით ,,ბოროტთა საქმეთა მისთთჳს იყო ყაზან ფრიად რამე კეთილ და უბოროტო გონება და
სიმართლის მოქმედ, უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა, ესოდენ, რომელ ჯაჭჳ განება ორთა შეშათა
ზედა და ეჟუნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი უღონონი და უქონელნი, ყაენისა და ნოინთა წინა
მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი მივიდოდენ და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭუსა, და ესმოდის ყაენსა ჴმა
ეჟუანთა და ცნის, რომელ სასჯელი უც გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა რომელი თჳთ განიკითხის
პირისპირ. ესოდენ უყუარდა სამართალი, რომელ დღეთა მისთა არა იქმნებოდა მალი და უსამართლობა,
არა დიდთა -- და არცა მცირეთაგან‖.
მონღოლური წესების მიხედვით ყაზან ყაენმა (1295-1304 წწ.) ბაიდუ ყაენის მომხრეების დასჯა
დაიწყო. შეშინებულ თუკალ ნოინს სამცხისათვის შეუფარებია თავი, მისი ძე კი მეფე დავითთან
იმალებოდა. ყაენმა უბრძანა დავითს შეფარებული თუკალი და მისი ძე გადაეცა, მაგრამ დავითმა მათ
შორის შუამავლობა იკისრა და მათთვის პატიება ითხოვა. გაბრაზებულმა ყაზან ყაენმა ,,და მოსცა პირი და
ბეჭედი უვნებელობისა‖ და მეფე დავითმაც ,,მისცეს თუქალი‖. თუქალი სიკვდილით დასჯას მაინც ვერ
გადაურჩა. მეფე დავითმა გადაწყვიტა ყაზან ყაენთან მოეწესრიგებინა სიტუაცია და მემატიანეს სიტყვით
,,და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე, რომელი შეევედრა თვსთა მთავრის
ფარეჯანისა, რომელი იდვა ციხესა ატენისასა, რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან‖. ეს იყო სწორი
ნაბიჯი, რომელიც მეფემ გადადგა.
1297 წელს ყაზან ყაენმა დავითი ურდოში დაიბარა. იგი ვერ ენდობოდა ქართველთა მეფეს,
რადგან ეს უკანასკნელი მოკლული ბაიდუ ყაენის მომხრე იყო. დარბაზის წევრებმა მეფე დავითს წასვლა
ურჩიეს, რადგან კარგად იცოდნენ წაუსვლელობას რა შედეგიც მოჰყვებოდა. მაგრამ, დავითი ყაზან
ყაენთან არ გამოცხადდა და თავი მთილურეთს შეაფარა. ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ამათ ჟამთა
წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან, და იწყო მის წინაშე დავით მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა,
და მოიწია კახეთს და ჰერეთს. მივიდეს ჰერ-კახნი დიდებულნი და აზნაურნი დავით მეფის წინაშე,
ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი, და მოისარი რჩეული, მსგავსი
მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა,
დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს, და განეზრახა ვაზირთა: "უკეთუ წარვიდე ურდოსა, გინა არა". დაუმტკიცეს
ვაზირთა წარსლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ აქუნდა შიში თათართა
ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუდგა ჟინვანს შეკრა სიბა, და მცველნი დაუდგინნა. ხოლო
მეფე დავით მთიულეთს დგა, და წარავლინა ძმა თჳსი ურწამესი ვახტანგ ელჩად წინაშე დიდისა ბათოს
შვილის შვილისა ყაენისა, და უქადა გზა გამოსლვად ყაენის ზედა, და მან კეთილად შეიწყნარა, და უქადა
ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი‖.
მეფე დავითის ასეთი საქციელის მიზეზად ჟამთააღმწერელი ასახელებს შემდეგს ,,გარნა მეფემან
ვერ გულს-იდგინა წარსლვა ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული თუქლისი. და კუალად
სხუაცა იყო შიში ურდოს წარსლვისა, რამეთუ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი, მტერი
იყო ყოველთა ქრისტიანეთა; რამეთუ ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატევებასა, დაჰპატიჟებდა და
მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისასა. და კუალადცა რამე ბოროტი აქუნდა… ესე
ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყაენისა განაგებდა საქმეთა საურავთა, და აქუნდა მტერობა ქრისტიანეთა...
ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ: წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური-ნათესავი მისი, რათა
მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსაც… პირველად უკუე წარმოვიდა, და მოიწია ნახჭევანს,
იწყო რღუევად ეკლესიათ. მოიწია რისხვა ყოვლად-წმიდისა ვარძიის ღმრთისმშობელისა მას ზედა,
რომელ მოვიდოდა მოსაოჴრებლად ვარძიისა ღვთისმშობელისა და პატიოსნისა ჯუარისა დასამჴობლად.
ამისთჳს მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწუა ძუალითურთ. ესრეთ
საკჳრველებითა დაიცვა სამყოფი თჳსი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ხოლო ნავროზს. ზედაცა მოიწია
რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისსდა ყაენი ყაზან უსამართლობისათჳს‖. ამრიგად, მეფე დავითის
ურდოში წაუსვლელობის მიზეზი გარდა ბაიდუ ყაენთან ურთიერთობის გამო გამოწვეული შიშისა

196
ყოფილა ისიც, რომ ახლად გამაჰმადიანებულ მონღოლებს მისთვისაც არ მოეთხოვათ სარწმუნოეის
შეცვლა, რომლის დაცვაც მეფისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო.
ყაზან ყანმა როგორც კი გაიგო მეფე დავითის განგომის ამბავი საქართველოში გამოგზავნა თავისი
სახლეგანთქმული სარდალი ხუტლუშაჰ ნოინი, რომელმაც დაიკავა თბილისი და მეფე დავითთან დაიწყო
მოლაპარაკება. იგი ქართველთა მეფისაგან ითხოვდა ყაზან ყაენისადმი ერთგულებას და ოქროს
ურდოსადმი თავისი კეთილგანწყობის შეცვლას. მეფე დავით VIII მოსალაპარაკებლად ,,წარმოგზავნა
კათალიკოსი აბრაჰამ, ბურსელი ივანე და ტფილისის. ყადი, და ითხოვნა მძევალნი და ფიცად მიჰპირდა.
ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ მათისა, და მისცეს მძევლად ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა
არფა და სხუათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა, და სიმტკიცე უვნებელობისა‖. ამის შემდეგ
მეფე დავითი მივიდა ხუტლუშაჰ ნოინთან და ყაენთან წასვლის პირობა დადო მან. მონღოლთა სარდალი
უკან დაბრუნდა და დავითმაც მძელვლები დაასაჩუქრა და ისე მიაბრუნა უკან. თუმც, გაზაფხულზე
როდესაც დაიბარეს დავითი ურდოში მან ,,არა ინება წარსლვად, რამეთუ აქუნდა შიში‖. მეფე დავითმა
ისევ ,,წარავლინა ძმა მისი ბადურ დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად
წარმოავლინა მჴედართ-მთავარი ხუტლუბუღა, სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და კუალადცა აწჳეს
მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოსი აბრაჰამ, ყადი
ტფილისისა და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს
ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს უვნებელად, და მომართეს შესლვად
მთიულეთს‖. მონღოლებმა ,,მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს,
ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა
ქუეყანათა. ტყუე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა რავდენ პოვეს, და მიეცა
ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს‖. ამავე დროს ხუტლუშაჰ ნოინს ხელში ჩაუარდა ოქროს
ურდოდან დაბრუნებული ქართველთა ელჩობა, რომელსაც მეფე დავითის ძმა ვახტანგი მეთაურობდა.
დატყვევებული ვახტანგი ყაზან ყაენს მიგვარეს. როგორც ჩანს ვახტანგი მონღოლებმა მეფე დავითს
დაუპირისპირეს და იგი მეფედ დანიშნეს. როდის უნდა მომხდარიყო ეს? საქართველოში
ნუმიზმატიკური მეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა თამარ ლომოურმა თავის სტატიაში ,,დავით
XII-ის და ვახტანგ III-ის ფულები‖ (,,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე’’ 1948. ტ. 15.B) ვახტანგ
III პირველი გამეფობა დაათარიღა 1298-1299 წლებით. იგი ამის დასტურად ასახელებს საქართველოში
1298 წელს მოჭრილ ვერცხლისა და სპილენძის მონეტებს, რომელიც ადასტურებენ ამ წლებში ვახტანგის
საქართველოში მეფობას. მაგრამ, ვახტანგის ხელისუფლება მხოლოდ
ქვემო ქართლსა და სამცხე-საათაბაგოზე ვრცელდებოდა. ამრიგად, მონღოლებმა მეფე დავითის
ხელისუფლება დააქუცმაცეს და შეასუსტეს. თუმც, მეფე დავითმა შეძლო ვახტანგის შეპყრობა და იგი
ჟინვალის ციხეში მოათავსა. მონღლობმა კიდევ ერთხელ გაუგზავნეს მოციქულები დავით VIII, რათA მან
ერთგულება შეჰფიცოს ყაზან ყანს და არ გამოატაროს ოქროს ურდოს ჯარები ილხანთა საყაენოს
წინააღმდეგ საბრძოლველად. დავით VIII და ილხანთა ყანმა ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ყვეს ფიცი და
აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი დედოფალი, და ძმა მისი უმრწამესი მანოველ, და
კათალიკოსი აბრაჰამ და დედოფალი ცოლი მეფისა, ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და
იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს რა ურდოსა, იხილნა ხუტლუბუღა და პატივითა შეიწყნარნა. მსწრაფლ
უკურიდა და მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი ოლჯათ
და კუალად დამშჳდდა მოოჴრებული ქუეყანა‖. მაგრამ მეფე დავითმა მაინც გააგზავნა ოქროს ურდოში
ელჩები მისი მეორე ძმის ბაიდუს ხელმძღვანელობით. დავითი სთავაზობდა ოქროს ურდოს ყაენს
ელაშქრათ ილხანთა წინააღმდეგ და მათ ჯარებს უბრძოლველად გამოატარებდა არაგვის ხეობაში. ამაზე
გაბრაზებულმა ყაზან ყაენმა 1299 წელს დავითის მეორე ძმა გიორგი გაამეფა. თანაც დარუბანდის
გადმოსასვლელების დასაცავად გაგზავნა ჯარები ემირ ნურინის მეთაურობით, ხოლო მეფე დავითს
დაუპირისპირა ნოინები ბურუმჩი და ერინჯი.
რაც შეეხება მეფე დავითის ძმას გიორგის იგი იზრდებოდა ბაბუას иуйфы კარზე, რომლის
სამფლობელო გადაჭიმული იყო ,,ტასის-კარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე: სამცხე, აჭარა,
შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისჴევი, ხოლო ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან კომნინოსმან კირ

197
მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა; ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა
და კარი, ამათ შორის ქუეყანანი და ციხენი, არტანუჯი, და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და
დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი, ყოველნი მას აქუნდეს‖... თუმც ,,იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ
ტფილისისა‖. საქართველოს დიდი ნაწილი ისევ დავით VIII ემორჩილებოდა.
1300 წელს ყაზან ყაენმა მონღოლთA დიდი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ხუტლუშაჰ ნოინის
მეთაურობით. მათ ,,მოაოჴრეს ქართლი უბოროტესად‖. დავითი ხადას ხეობაში იყო გამაგრებული.
სამწუხაროდ, ქართველ ფეოდალთა ნაწილმა უღალატა მეფე დავითს და მონღოლების მხარე დაიჭირა.
მათ შორის იყო ,,ქუენიფლეველი შალვა‖, ,,ივანეს ძე შანშე, და… მესხნი ლაშქარნი, რომელნი
წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი‖. გარდა ამისა
მომღოლებს მხარს უჭერდა აგრეთვე ,,ოვსთა მთავარი ბაყათარ, და მუხნარს მდგომი თათარი
ბანთანაღუთ‖. თავის მხრივ დავითს გარდა მთიელებისა უერთგულეს ,,სურამელი აჰმადა, და ამირეჯიბი
აბაზას-ძე ჭილა, და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი‖. იქნა ომი ფიცხელი. მონღოლებმა მეგზურად
დაადგინეს ,,ქუენიფლეველი შალვა‖, რომელმაც მონღოლთა ჯართან ერთად ,,შევიდეს გზასა ხუარაზმის
ჴევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ჴევთა, რომელ არს ლომისა‖. ეს რომ დავითმა
გაიგო ციკარის მიუვალ ხეობაში გამაგრდა. მონღოლებმა ,,მიმართეს გუელეთს… და გარე-მოადგეს
სტეფან-წმიდასა სოფელსა… ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი, და
რომელიმე წარავლინა ცხავტით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო.
მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინნა
მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს
ვიწროსა გზასა კაცი მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან.
შეიპყრეს ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი
ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და
იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი
რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა
მალი, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა ნაომარი‖. ხუტლუშაჰ ნოინმა უკან დაიხია, მაგრამ სანამ ურდოში
წავიდოდა მანამ ,,დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს
ქართლი, და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე‖.
მომდევნო 1301 წელს თბილისში ისევ მოვიდა მონღოლთა ჯარი ხუტლუშაჰ ნოინის
მეთაურობით. როგორც ჩანს მთიულები დაიღალენ გაუთავებელი ბრძოლებით და ,,განკრთეს და
ეძიებდეს ღონესა, რათა განერეს პირისაგან თათართასა, ქუეყანა თუღა სადამე დაშთომილ იყო‖.
მოახსენეს მეფეს, რომ წასულიყო ყაზან ყაენთან და დაზავებოდა მას. თითქოს ისიც დათანხმდა, მაგრამ
მეფე დავითს ,,შიში აქუნდა თათართა, და დადგა გუელეთს‖. ამდენი ბრძოლებით დაღლილმა ქართლის
დიდებლთა ნაწილმა ზურგი შეაქცია მას. ჟამთააღ,წეელის სიტყვით ,,ხოლო ვითარ იხილეს დიდებულთა
მოოჴრება, უმრავლესნი წარვიდეს, კითხვითა მეფისათა, დაცვისათჳს ქუეყანისა. ხოლო ხუტლუბუღა
კეთილად შეიწყნარებდა ვინცა მოვიდოდა. კუალად მოაოჴრა ქუეყანა ქართლისა ზემოჴსენებული,
თჳნიერ მთიულეთისა, და წარვიდა ურდოსა‖.
მეფე დავითმა გადაწყვიტა მოღალატე ,,ქუენიფლეველი შალვა‖ დაესაჯა სანიმუშოდ.
შეშინებულმა შალვამ მეფესთან შუამდგომლობა სთხოვა ,,სურამელსა მსახურთ-უხუცესსა [და]
ქართლისა ერისთავს ჰამადას‖. მხოლოდ მაშინ შეუნდო მეფე დავითმა შალვას როდესაც ,,გარდაიყარა
თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: "ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა".
1302 წელს მეფე დავითის ძმა ვახტანგი გამოიპარა ჟინვალის ციხედან და მივიდა ივანე
ბურსელთან. საიდანც შეუთვალა დავითს, რომ "არა-რა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა
ჩემისა, აწე არა წარვალ ურდოსა, მტერთა მისთა თანა, არამედ წარავლინე კაცი წინაშე მეფისა ძმისა ჩემისა
და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს, და ფიცით შემაჯერებს, რომე არა ავი მიყოს და არა შემიპყრას,
მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს". დავითმა შემოირიგა იგი. ვახტანგი წავიდა ყაზან
ყაენთან, რომელმაც საქართველოს მეფედ დაადგინა იგი ,,და წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა
უძლიერესითა, და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და

198
სამცხის ბატონის ბექას შვილი, სარგის სპასალრი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი,
რამეთუ შანშე პირველვე იყო მუნ‖.
მეფე დავითი მიკრისის სენით დაავადდა, რომლის გამოც მას არ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება
და მან ვახტანგს ჯავახეთი დაუთმო. 1304 წელს ყაზან ყაეი გარდაიცვალა, რომლის შემდეგაც საილხნოს
ტახტზე ავიდა ოლჯაითუ (1304-1317 წწ.), რომლის მაჰმადიანური სახელიც იყო მუჰამედ ხუდაბანდე.
თვითონ მეფე ვახტანგმა კი 1308 წლამდე იმეფა და მონღოლთა გაუთავებელ ბრძოლებში გაატარა თავისი
ცხოვრება. 1306 წელს მონღოლთA ჯარს გილნთან ბრძოლაში თან ახლდნენ ვახტანგ III, სამცხის მთავარი
ბექა, ,,ოვსნი გორს მსხდომნი‖, ჯავახიშვილი და გამრეკელი თავ-თავიანთი ჯარებით. ამ ბრძოლაში
ქართველთა ლაშქარი ისე დაზარალებულა, რომ ყოველი ათიდან ძლივს გადაურჩა ორი სიკვდილს. 1308
წელს ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ვახტაჰგ III გარდაიცვალა და დაკრძალეს დმანისში. 1311 წელს კი
მეფე დავით VIII-ც გარდაიცვალა.

$7 საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში.


გიორგი V ბრწყინვალე

მონღოლთა ბატონობის შედეგები. მონღოლთა ბატონობამ უმძიმესი შედეგები მოუტანა


საქართველოს. დაირღვა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობა. XIV ს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ
საქართველოში მონღოლებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს დემეტრე II-ის შვილები: დავით VIII, გიორგი
V, ვახტანგ III. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე კონსტანტინე
გამეფდა (1293-1327 წწ.), მაგრამ რაჭა-ლეჩხუმსა და არგვეთს კონსტანტინეს ძმა მიქაელი დაეუფლა.
დამოუკიდებელი მმართველი იყო ბექა ჯაყელი, რომელსაც ემორჩილებოდა ქვეყანა ტაშისკარიდან
ბასიანამდე.
აჯანყებებმა დამპყრობელთა წინააღმდეგ, მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობამ,
საქართველოში გავრცელებულმა ეპიდემიებმა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. ქვეყანა
იქცა ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის ბრძოლის ასპარეზად. განადგურდა სოფლები და ქალაქები.
დაეცა ვაჭრობა და ხელოსნობა. ოქროს ურდოს შიშით საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან გამავალი
დიდი სავაჭრო გზა კიდევ უფრო სამხრეთით გადაიტანეს, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს
ეკონომიკაზე. ქვეყნის ძირითად მწარმოებელ ფენას _ გლეხობას, მეუნეობის გაჩანაგების გამო გადასახა-
დების გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა. გახშირდა ხიზნობა _ გლეხების აყრა და სხვა ადგილებში
დასახლება. მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი რჩებოდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო
სამცხეში. მოიშალა წესრიგი ქვეყნის შიგნით, რაც განსაკუთრებით იგრძნობოდა მთიან რეგიონებში.
შექმნილი სიტუაციით ისარგებლეს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებმა ოსებმა და ქართლში შემოსევები
დაიწყეს. მათ ქალაქ გორის დაკავებაც კი მოახერხეს. სოციალურმა და ეკონომიურმა კრიზისმა მთელი
მონღოლთა სახელმწიფოც მოიცვა. ამიტომაც თვითონ მონღოლებიც დაინტერესებულნი იყვნენ
გაეერთიანებინათ საქართველო, რათა ქართველთა სამხერო პოტენციალი დასუსტებული ყაენებისათვის
მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა კვლავაც. თანაც თუ საქართველო შედარებნით მოძლიერდებოდა ის
უფრო ეფექტურად შეძლებდა გადასახადების გადახდას მათთვის. მონღოლებმა დავითის
გარდაცვალების შემდეგ მეფედ დანიშნეს მისი ძე გიორგი. ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ხოლო ესე
გიორგი წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენს. წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყნარა,
და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. ამან ყაენმან წარმოუვლინა მოციქული დავითს და სთხოვა
შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი, იგიცა მოსცეს, და წარმოგზავნეს ურდოსა, და ყაენმან

199
მოსცა მეფობა და ტფილისი, და უჩინა საზღვარად და საქმის მოურავად დიდი გიორგი, და მივიდეს
ტფილისს. და ამას წელსა მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა...
…ხოლო აღესრულა მესამესა წელსა მეფე დავით, გარჯილი სენთა მწარეთა მიერ, და დაფლეს
სამარხოსა მეფეთასა მცხეთას, და დაუტევეს და ნაცვლად მისად ძე მისი მცირე გიორგი, ორ წელ მეფე
ქმნული‖. როგორც ამ წყაროდან ირკვევა გიორგი VI მცირესათვის (1311-1318 წწ.) მონღოლებს მისი ბიძა
გიორგი V დაუნიშნავთ ,,საქმის მოურავად‖. სწორედ იმავე წელსვე, ანუ 1311 წელს გარდაცვლილა სმცხის
მთავარი ბექა, რეომელსაც მემატიანე ახასიათებს, როგორც ,,კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთე-
აღმატებული საღმრთო-საკაცობოთა შინა საქმეთა, და უმეტეს სამართლის მოქმედებითა; ეკლესიათა და
მონასტერთა მაშენბლობითა, სოფლისა კეთილად მორწმუნეობითა, და გლახაკთა უზომოთა
მიცემითა‖. ხოლო გიორგი მცირეს მეფობა არ გაგრძელებულა დიდხანს, იგი იყო მხოლოდ ,,ორ წელ მეფე
ქმნული‖.
მონღოლებს, ჯერ კიდევ გიორგი VI მცირეს მმართველობის პერიოდში,ზემოთ ნათქვამი
მიზეზების გამო, სურდათ საქართველოს გაერთიენაბა. ჟამთააღმწერელის სიტყვით ,,ამან ოლჯათ
სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და ზაალ მელიქი ვინმე სპარსი ხუარასნელი, და
ახრუნჩი, მამის ძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა
შინა გიორგისსა, და აჩინეს ამათ შანშე მჴარგრძელი და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი.
მივიდეს ჯავახეთს, მიერ კოხტის თავსა, და აწუევდეს სარგისს და ყუარყუარეს გამოსლვად, და არა
ინებეს‖. ამრიგად, ჟამთააღმწერელის თანახმად ეს უნდა მოხდარიყო XIII საუკუნის 10-იან წლებში,
მაგრამ სარგისისა და ყუარყუარეს გამო იგი სისრულეში ვერ იქნა მოიყვანილი.
ამავე პერიოდში მოხდა ქართველთა და ოვსთა დაპირისპირება. ოვსები ისე გაკადნიერდნენ, რომ
მათ გორიც კი მიიტაცეს, მაგრამ გიორგი V ბრწყინვალემ დაამარცხა ისინი. ოვსებთან ქართველების ეს
დაპირისპირება 1314-1317 წლებში უნდა მომხდარიყო. ჟამთააღმწერელი განსაკუთრებით ამახვილებს
ყურადღებას ამ ამბებზე და წერს ,,...იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად და ტყუენვად ქართლისა,
და ქალაქი გორი წარტყუენეს და თჳსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლს ერისთავისა ბეგას ძესა
ამადას წინაშე ყოველნი ქართველნი და მოდგეს გორსა.
და მრავალგზის შეებნეს, და ქალაქსა შინა. მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიცა, და
დაწუეს გორი სრულიად. და ვითარ მისჭირდა ოვსთა ციხიდაღმან გარდმოუშუეს საბლით კაცი და
წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმათ, ჩამოდგეს შუა, შუელა
ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდის მეფეთა შორის
ბრწყინვალემან დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა‖. სამი წელი დაჭირდა
ქართველებს რათა გორი და შიდა ქართლი მთლიანად გაენთავისუფლებინათ ოვსებისაგან.
გიორგი V იძულებული იყო მონღოლთა სასარგებლოდ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა
ბრძოლებში. 1315-1316 წლებში მონღოლებს ბრძოლები ჰქონა რუმის გამგებლის მაჰმუდ ფარვანის
წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებაში გიორგი V-აც მიუღია მონაწილეობა. ჟამთააღმწერელის თანახმად
,,ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგეს ოლჯათ სულტანსა ფარმანის შვილნი
და ქალაქი დიდისა კონისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან სპითა მისითა საბერძნეთს, და თანა-
წარატანნა ქართველნიცა. და წარჰყვა გიორგი ჩოფანს. ხოლო გოგაზილა მალაქ, შანშე და ზაქარია არა
წარჰყვეს თანა, წარვიდეს და აიყარნეს, და ტფილისს შევიდეს. და წარიტანეს თანა მეფე გიორგი
საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი
ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა
ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა
ყოველნი ქართველნი. ესრეთ მოიმორჩილნა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი მისნი, და მოქცევასა
წელიწადისასა მივიდა შინა‖. მონღოლთა ამ ლაშქრობას მეთაურობდა ჩობან ნოინ, რომელსაც
მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გიორგი V-ან. ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ გიორგი
საქართველოში დაბრუნდა.
1316 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა ოლჯაითუ ყაენი (1304-1317 წწ.). მომდევნო 1317 წელს კი
ყაენი გახდა ოლჯაითუს ძე აბუსაიდი (1317-1335 წწ.), რომელიც ჟამთააღმწერელის სიტყვით ამ დროს 7

200
წლისა უნდა ყუფილიყო. მისი თქმით ,,... და სთულის ჟამსა, ვითარ მივიდა ჩოფან ყაენს წინაშე, და
მცირედღა დაჰყო, ვითარ თუეცა ერთ, მოკუდა ოლჯათ სულტანი და დაუტევა ძე მცირე, ვითარ შჳდისა
წლასა, სახელით მუსაით‖.
სწორედ ამავე პერიოდში 1318 წელს სამეფო ტახტი, უკვე მეორედ და საბოლოოდ, დემეტრე II-ის
უმცროსმა ძემ გიორგი V-მ დაიკავა. ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ხოლო ესმა რა გიორგი მეფესა
სიკუდილი ყაენისა და მის წილ დადგინება მუსაითისა, წარვიდა ურდოსა და, მივიდა რა ურდოსა მეფე
გიორგი, განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი
მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასნი.
და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა
თქმად‖.
ვახუშტი ბატინიშვილის თანახმადურდოდან მობრუნებული გიორგი 1318 წელს თბილისში
აკურთხეს მეფედ.
ჟამთაღმწერელი დადებითად არის ანწყობილი მის მიმართ და ახასიათებს მას როგორც ,,ხოლო
ასულმან ბექასამან ნათელ უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა. და
განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან; ვითარცა
მარგალიტისათჳს თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა
კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელეწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა‖. დემეტრე II სიკვდილით დასჯის
შემდეგ შეშინებული მისი შვილები გაიხიზნენ საქართველოს სახვადახვა მხარეში. დემეტრეს ძე გიორგი
კი ჟამთააღმწერელის თანახმად ,,უმრწემესი ძე მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმა ბექასმან, წარიყუანა
პაპამან მისმან მექამან და აღზარდა საკვირველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, ვითარცა ქვემორე
სიტყუამან ცხადყოს‖.
გიორგი V ბრწყინვალე (1299, 1318-1346 წწ.). გიორგი V-ის ტახტზე ასვლის დროს ქვეყანაში
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. გიორგი კარგად ხედავდა, რომ მონღოლების ძლიერება წარსულს
ჩაბარდა და ადრე თუ გვიან მათი სახელმწიფო დაინგრეოდა. საჭირო იყო ფრთხილი და გონიერი
პოლიტიკა, რათა საქართველო ამ ნანგრევებში არ აღმოჩენილიყო. მეფემ შეცვალა დამოკიდებულება
ილხანებთან: უარი თქვა აჯანყებებზე და ილხანთა ყაენებთან დაპირისპირებაზე. გიორგი V-მ კარგი
ურთიერთობა დაამყარა ილხანთა საყაენოს პირველ ემირთან ჩობანთან. ეს უკანასკნელი ყაენ აბუ-საიდის
მცირეწლოვნების გამო, ფაქტობრივად, თვითონ მართავდა ქვეყანას. გიორგიმ ჩობანისაგან უფლება
მიიღო თავად აეკრიფა ხარკი. ეს მნიშნელოვანი მოვლენა იყო. გადასახადის ამკრეფი მოხელეები
ყოველთვის თვითნებობდნენ და დაწესებულზე მეტ გადასახადს ითხოვდნენ. ზოგჯერ ერთსა და იმავე
გადასახადს რამდენჯერმე კრეფდნენ.
თავის მხრივ, ჩობან ნოინიც დაინტერესებული იყო გიორგი V-თან კარგი ურთიერთობით. ეს
საშუალებას მისცემდა მას ქართველთა სამხედრო ძალის იმედი ჰქონოდა.
ქართველი დიდებულები მეფის მტკიცე ხელისუფლებას დიდი ხანია გადაჩვეულნი იყვნენ.
გიორგის რადიკალური ღონისძიებების გატარება მოუხდა. მეფის ბრძანებით კახეთში, ცივის მთაზე,
სადარბაზოდ მოიწვიეს ურჩი ერისთავები, შეიპყრეს ისინი და სიკვდილით დასაჯეს. ჟამთააღმწერელის
თქმით ,,ამის გიორგი მეფის ცხოვრება რაც არ სწერია, ამისგან კიდე ვერ ვპოეთ; ესოდენ გვეუწყა: ამის
გიორგი მეფის ჟამში ჩინგიზ ყაენთა მტერობა აღუჩნდათ და წახდენ. და იმერეთს ნარინ დავითის
შვილნიც ერთმანერთზედ აღდგენ, და რა დრო დაიცა მეფე გიორგიმ, ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი,
რომელ[ნ]იც ჩინგიზთ მიუდგენ, კახეთს ცივზედ მოაწვივა და ამოსწყჳტა, იმერნი და ამერნი გაიერთა, და
დაიპყრა ნებისაებრ ყოველი საქართველო‖.
დავით ნარიის გარდაცვალების შემდეგ ჯამეფდა მისი ძე კონსტანტინე (1293-1327 წწ.). მას
ფაქტიურად არ ემორჩილებოდა მისი ძმა მიქაელი, რომელმაც დაიკავა რაჭა და არგვეთი. კონსტანტიეს
გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძმა მიქაელი (1327-1329 წწ.). როდესაც ისიც გარდაიცვალა გიორგი
V გადავიდა დასავლეთ საქართველოში, დაიკავა ქუთაისი და დიდებულები დაიმორჩილა. მიქაელის ძე
ბაგრატს შორაპნის ერისთავობა უბოძა. 1334 წელს მეფემ სამხრეთ საქართველოს შემოერთებაც მოახერხა,
მან თვითონ დანიშნა სამცხის გარდაცვლილი მთავრის სარგისი ძე ყუარყვარე. და ქვეყნის ერთიანობა

201
აღადგინა. მემატიანეს თქმით გიორგიმ ,,იმიერნი და ამიერნი გაიერთა და დაიპყრა ნებისაებრ ყოველი
საქართველო‖.
XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V-ის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება. ცხადია,
რომ მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგის აღდგენა ეკლესიაშიც იყო საჭირო.
1327 წელს ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით მოკლეს ემირი ჩობანი, რის შედეგაც საილხანოში
შინააშლილობა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი V-მ და მონღოლთა ჯარი საქართველოდან გააძევა,
რითაც დასრულდა მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა. მემატიანეს თქმით ,,მაშინ იცა ჟამი
ბრწყინვალემან მეფემან გიორგი და განასხნა თათარნი საქართველოსაგან, რომელიმე გონიერებითა,
რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსრნა ყოველნი საზღვართაგან თვისთა‖. ამრიგად, მეფე
გიორგის მონღოლთა ნაწილი დიპლომატიური ხერხებით, ზოგიც კი ომით გაუძევებია. 1335 წელს
აბუსაიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ილხანთა ისედაც დასუსტებული სახელმწიფო დაიშალა
ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ პოლიტიკურ ერთეულებად, რომლებიც დროგამოშვებით
არღვევდნენ ხოლმე ქართველთა ყურადღებას.
ამრიად, შეიძლება ითქვას, რომ მონღოლთა ბატონობას საქართველომ XIV საუკუნის 30-იან
წლებში, მონღოლთა საუკუნოვანი უღლის შემდეგ დააღწია თავი, მაგრამ 1357 წლამდე საქართველოში
ვრცელდბოდა ილხანურ-მუსლიმანური ზედწერილობითა და იკონოგრაფიით მოჭრილი მონეტები,
ამიტომაც ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ფორმალურად მაინც ემორჩილებოდა
მონღოლებს. ჩვენი აზრით, მთავარია ქვეყანამ მოიპოვოს პოლიტიკური და ეკონომიკური
დამოუკიდებლობა (რელიგიური დამოუკიდებლობა საქართველოს მონღოლთა ბატონობის პერიოდშიც
ჰქონდა შენარჩუნებული, მონღოლები არ ერეოდნენ ქვეყნის რელიგიურ საკითხებში), დაიცვას თავისი
სუვერენიტეტი საგარეო ასპარეზზე და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საშინაო საკითხები. ეს ყოველივე
გიორგი V ბრწყინვალის დროს მიღწეული იყო, ამიტომაც ვფიქრობთ საკამათო აქ არაფერი არაა და
გიორგი V არის ის მეფე, რომელმაც შეძლო საქართველოსათვის მოეტანა დამოუკიდებლობა და
გაეერთიენებინა იგი.
საქართველოს საზღვრებში ისევ შედიოდა ტერიტორიები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ოსები,
დურძუკ-ღუნძნირანი, ყარაბაღი და შარვანი ლეკებითურთ ,,კუალად მოხარკედ აქუნდა და არღარა იყო
წინააღმდეგი და ურჩი მისი‖. სამხრეთ-დასავლეთით საზღვარი აღწევდა ,,ვიდრე სპერამდე და
ზღვამდე‖, ხოლო სომხეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.
გიორგი V-მ აღადგინა ქვეყნის ერთიანობა, განამტკიცა სამეფო ხელისუფლება და იხსნა ქვეყანა
სრული განადგურებისაგან, ამის გამო მას მადლიერმა შთამომავლობამ ,,ბრწყინვალე‖ უწოდა. ვახუშტი
ბატონიშვილის თქმით ,,ხოლო ამისთვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი გიორგი ბრწყინვალე... იყო ივერია
დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა
თვისითა კუალად შემოიკრიბნა... ვითარცა აღმაშენებელმან განავსნა და აღაშენა ქუეყანანი...სძლო
ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და
მეცნიერებითა თვისითა დაამშვიდნა...―
გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა 1346 წელს. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ძე დავით IX
(1346_1360 წწ.)
ღონისძიებანი ცენტრალური მმართველობის აღდგენა-მოწესრიგებისათვის. გიორგი V-ის
ბრძანებით და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი _ ,,ძეგლის დადება‖, რომელიც
განკუთვნილი იყო ქართლის მთიანეთისათვის. სამართლის ძეგლის შექმნა განაპირობა მთაში არსებულმა
მძიმე ვითარებამ. ეს ვითარება ასახულია აგრეთვე XIV საუკუნის ბოლოს შედგენილ წყაროში ,,ძეგლი
ერისთავთა‖, რომელიც ქსნის ერითავთა საგვარეულო მატიანესაც წარმოადგენს.
ქართლის მთიანეთში შექმნილი მძიმე ვითარება მრავალმა მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში
აღსანიშნავია მაინც ფსიქოლოგიორი მომენტი, მთიელთა ამაყი ბუნება, რომელსაც უჭირს დაემორჩილოს
ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას. მთას თავისი დაუწერელი კანონები ჰქონდა, ჰყავდა ხევისბერები,
ძალაში იყო სისხლის არების წესი და სხვ. ამრიგად ეს იყო ერთგვარი ჩაკეტილი თვითრეგულირებადი
სისტემა, რომელიც მტკივნეულად აღიქვამდა ფეოდალიზმის დანერგვას და სუბორდინაციას. მეორეს

202
მხრივ, მთილთა სწრაფვას პოლიტიკური განკერძოებულობისაკენ ერთგვარად უბიძგა დავით VIII,
რომელიც არაგვის ხეობას აფარებდა თავს და თვითონაც არ ემორჩილებოდა მონღოლთა მიერ დანიშნულ
საქართველოს ახალ მეფეს. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ქსნისა და არაგვის მთიელები კლავდნენ მეფის
მოხელეებს (ერისთავებს, გამგებლებს, გადასახადის ამკრეფთ). თავს არიდებნენ სალაშქრო
ვალდებულებებსაც. გახშირდა თემებსა და სოფლებს შორის დაპირისპირებანი. მთაში გავრცელებული
იყო მეკობრეობა, პირუტყვის პარვა და ზოგადად ქურდობა.
მეფე გიორგიმ თვითონ შემოიარა მთელი ეს ტერიტორია და ადგილზე შეისწავლა ვითარება.
შემდეგ მოიწვია დიდი დარმაზი, რომელსაც ესწრებოდნენ ამ ხეობათა ხევისბერებიც და მხოლოდ ამის
შემდეგ მიიღო მან კანონი, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა ვითარება აქ. ამ კანონის მოქმედების
არეალი ვრცელდებოდა ხადა-ცხაოტიდან დარიალამდე, მოიცავდა ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიასა
და მის საყმო-საგლეხო ტერიტორიას და ცხრაძმისხევს. საერთო ჯამში ეს კანონი ვრცელდებოდა არაგვისა
(,მთიულეთი და ხევი) და ქსნის (ცხრაძმა) ხეობებზე.
,,ძეგლის დადება‖ ითვალისწინებდა მთის საზოგადოების ყოფასაც. თითოეული
დანაშაულისათვის დადგინდა სასჯელის ფორმა. ამ კანონის თანახმად სისხლის ანაზღაურება
შეიძლებოდა ფულით, უძრავი ქონებით და დამნაშავის ,,გაძევებით‖. კანონი ითვალისწინებდა მთიელთა
ამაყ ხასიათს და დაზარალებულს აღელვების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელი არ
დაედებოდა.
ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი _ ,,ხელმწიფის კარის
გარიგება‖. მასში განსაზღვრული იყო სამეფო კარის ეტიკეტი, სხვადასვა მოხელეთა უფლებები და
მოვალეობები. ,,კარის გარიგებაში― წარმოდგენილი მართვა-გამგეობის სისტემა სრულყოფილია მაღალი
ფეოდალური წყობილების შესაფერისად. მეფესთან _ ―ხელმწიფის კარზე‖ _ მოქმედებს ―დარბაზი‖ და
ვაზირთა საბჭო _ ―სავაზირო‖, დადგენილია დარბაზობისა და ვაზირობის წესები, საზეიმო ―დარბაზობა‖
_ ―პურობის‖ ცერემონიალი, უცხოელთა მიღების ეტიკეტი და სხვ.; მეფე გამოყვანილია ერთმმათრველად,
რომლის ბრძანებას ემორჩილება ყველა და ყველაფერი; სახელმწიფოს ერთმმარველობა ადგილებზე
წარმოდგენილია საქვეყნოდ გამრიგე მოხელეების _ ―ერისთავების‖ სახით, ხოლო საეკლესიო
მმართველობა ―ეპისკოპოსების― სახით ორი კათალიკოსით სათავეში (დასავლეთ საქართველოს _
―აფხაზთა კათალიკოსი‖ და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი _ ,,ქართლის კათალიკოსი‖).
მთლიანად სახელმწიფო დაქვემდებარებულია დარგობრივ-საუწყებო ცენტრალური მოხელეების
გამგებლობას: არის სულ ექვსი ასეთი მოხელე-ვაზირი, მოქმედებენ სხვა არავაზირი ცენტრალური
მოხელენიც. ,,კარის გარიგებაში― დაწვრილებითაა აღნუსხული ამ დიდმოხელე-ვაზირთა უფლება-
მოვალეობანი და მათი ხელქვეითი დაწესებულებანი. ცალკეა გამოყოფილი უმაღლესი განათლების
დარგი, რომელიც არცერთ უწყებას არ ექვემდებარება: გელათის უმაღლეს სკოლას (აკადემიას)
მოძღვართ-მოძღვრის მეთაურობით მინიჭებული აქვს ავტონომია.
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არის მეფის საზრუნავის უშუალო
შემსრულებელი და მისი წარმომადგენელი. მის აპარატში ამ პერიოდისათვის სულ 26 მწიგნობარია. მათ
შორის ―საწოლის მწიგნობარი‖ ყველაზე უფროსია და თანაშემწედ ითვლება, შემდეგ მოდის ―ზარდახნის
მწიგობარი‖ და დანარჩენი 24 ―მწიგნობარი‖. მწიგობართუხუცესის უფლებას შეადგენს სხვა ვაზირთა
სამმართველო უწყებების შემოწმება და მათ საქმეებში მონაწილეობის მიღება. დაწესებულებათა
შემოწმების მიზნით მწიგნობართუხუცესი წელიწადში ერთხელ, ალბათ ერთდროულადაც, ახდენს მათ
აღწერას. ...მწიგობართუხუცესს დაკისრებული აქვს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, იგი
არჩევს სააპელაციო საქმეებს და ამასთან სპეციალურად ―ქვრივებისა და ობოლთა‖ საჩივრებს, მას
თანამშრომლობას უწევენ საწოლის მწიგნობარი და ზარდახნის მწიგნობარი. მწიგობართუხუცეს-
ჭყონდიდელი წარმოადგენს ეკლესიაში უმაღლეს სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას. ომისა და
მშვიდობიანობის საკითხებში მწიგნობართუხუცესის მაღალი კომპეტენცია, უეჭველია.
მწიგნობართუხუცესის უწყება მთავარი მონაწილე იყო სახელმწიფო დოკუმენტების (სიგელების)
შედგენა-გაცემის საქმეში.

203
ა თ ა ბ ა გ ი, ვაზირად იქცა თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში. ათაბაგის სამოქმედო
ასპარეზი მხოლოდ მეფის ოჯახით შემოიფარგლებოდა. მას, როგორც თავისებური მოვალეობის მოხელეს
(უფლისწულის აღმზრდელი), ჩაბარებული არ ჰქონდა ცალკე დარგი. ამიტომაც ხელმწიფის კარზე მას
მოხელეები არა ჰყავდა.
ა მ ი რ ს პ ა ს ა ლ ა რ ი (სამხედრო მინისტრი) არის ,,თავადი ლაშქართა‖, ე. ი. ჯარის უფროსი.
ამიტომ პირველი სიტყვა ომის თუ ჯარის საკითხებზე თათბირისას, მას ეკუთვნის.
მანდატურთუხუცესი სასახლეში ვაზირობისა და დარბაზობის დროს
ობერცერემონმაისტერის მსგავს მოვალეობას ასრულებდა. ევალებოდა სახელწიო წესრიგზე სამხედრო-
საპოლიციო თვალყური და მეფის სახასო მეურნეობაში მომუშავე პერსონალზე ზედამხედველობა.
მანდატურთუხუცესის ხელქვეითი მოხელეებია: ,,მანდატურნი‖, ,,ამირეჯიბი‖ და ―განმგეთუხუცესი‖.
მანდატურთუხუცესისა და მის უშუალო ხელქვეითთა სახელისუფლო ნიშანი არგანია (ჯოხი), რომელსაც
ისინი ატარებენ მოვალეობის შესრულების დროს.
მეჭურჭლეთუხუცესი მართავს ყველა ფინანსურ საქმეს სახელმწიფოს მასშტაბით.
ასევე მეფის კარზე გამგებელია ―საჭურჭლისა‖ (სანიადაგოდ სახმარებელი და სახარჯავი ხაზინა),
რომლის მოხელეებად ითვლებიან: ―საჭურჭლის ნაცვალი‖, ―მუშრიბი‖, და ―მეჭურჭლენი‖ (―დარბაზს
მყოფი მეჭურჭლენი‖ და ―ქალაქის მეჭურჭლენი‖). ამის გარდა, მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარება
ყველა ქალაქის ―ამირები‖, ვაჭრები და ვაჭრობა-აღებ-მიცემობა, სავაჭრო გადასახადები, ბაჟი, მეფის
―სავაჭრო‖ და საჭურჭლის შემოსავალ-გასავალი...
მსახურთუხუცესი სამეფო კარის შინასამეურნეო საქმეებისა და სახასო-საკუთარ
ადგილ-მამულების გამგებელია. ―მისი ხელისა არის სალარო, საწოლი, მესაწოლეთუხუცესი,
მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი, ციცხვთუხუცესი, მეხელადენი‖.
,,ს ა ვ ა ზ ი რ ო ს ‖ (ვაზირთა საბჭოს) მეფე დროდადრო საჭიროებისამებრ იწვევს. ,,კარის
გარიგებაში― მკაცრად არის ნორმირებული სავაზიროს შემადგენლობა, ჯდომის წესი და ―ვაზირობის‖
(თათბირის) საქმეებში დამსწრეთა კომპეტენიცები.
დარბაზი ―მართველობის კოლეგიალური დაწესებულებაა, რომელშიც იმ პერიოდში
მონაწილეობდნენ შემდეგი მაღალი საერო და საეკლესიო ხელისუფალნი: კარზე მყოფნი - ვაზირნი,
საქვეყნოდ გამრიგენი - ერისთავები, კათალიკოსები (აფხაზეთისა და ქართლის), მოძღვართ-მოძღვარი
(გელათის აკადემიის რექტორი), ეპისკოპოსები და სამეფო დიდი მონასტრების (გელათის, გარეჯის და
სამცხის ) წინამძღვარნი უფროსი ბერ-მონაზვნებითურთ. დაწესებულია ―დარბაზობის‖ (დარბაზის
სხდომის) ორნაირი წესი: ―დიდის წესითა‖ და ―უმცროსითა‖, რომელთა არჩევა მეფის ნება-სურვილზეა
დამოკიდებული. ,,დარბაზის― უფლებას შეადგენდა კანონმდებლობა. დარბაზი მეფის უფლებებს ვერ
ზღუდავდა (საქმე პირიქით იყო).
,,დ ი დ ი დ ა რ ბ ა ზ ო ბ ი ს‖ მოწვევის მუდმივ დროდ დადგენილი ყოფილა დიდი საუფლო
დღესასწაულები: შობა, აღდგომა და სხვა. ამიტომაც დიდი დარბაზობა უფრო საზეიმო სხდომად ჩანს,
სადაც დარბაზის ნამდვილი წევრების გარდა ესწრებიან კარის სხვა მოხელეებიც. დარბაზის წევრთა
(―დარბაისელთა‖) დასაჯდომი ადგილები განაწილებულია მოხელეთა უფროს-უმცროსობის მიხედვით.
დიდ დარბაზობას მოჰყვება ―პურობა‖.
საქართველოს ეკლესია ორი უმაღლესი მეთაურით არის წარმოდგნილი - ქ ა რ თ ლ ი ს ა და
აფხაზეთის კ ა თ ა ლ ი კ ო ს ე ბ ი თ . ორივე კათალიკოსი სამეფო კარზე ერთნაირი პატივით
სარგებლობს. ორივე ზოგიერთი პატივით გათანაბრებულია მოძღვართმოძღვართან და
მწიგნობართუხუცესს- ჭყონდიდელთან. ამიტომ ქმნიან ―ოთხთა მონაზონთა‖ ჯგუფს.
დარბაზის წევრთა შორის ერთადერთი მ ო ძ ღ ვ ა რ თ მ ო ძ ღ ვ ა რ ი ა (გელათის უმაღლესი
სასწავლებლის უფროსი), რომელიც ყველაზე დიდი მორალური ავტორიტეტით სარგებლობს. მეფე
მოძღვართმოძღვარს ყველაზე დიდი ღირსებით მიესალმება (ნოხის პირს შეეგებება და სხვ.).
ასეთი იყო ცენტრალური მმთართველობის (სახელმწიფოს კარის) მოქმედი სისტემა და
ორგანიზაცია საქართველოში XIV საუკუნის პირველ ნახევარში. ამ სისტემის პრინციპები ადრევე იყო
შემუშავებული და გამოყენებული, მაგრამ მონღოლების ბატონობამ მას დიდი ზიანი მიაყენა.

204
საქართველოს მთავრობის ღონისძიებები, რომლებიც ,,კარის გარიგებაში― აისახა, ემსახურებოდა ამ
სისტემის აღდგენა-გამტკიცებას და გაუმჯობესებას. ეს იყო აუცილებელი ზომა ქვეყნის პოლიტიკური
მთლიანობის უზრუნველყოფისათვის. მაგრამ წარმატება ამ მხრივ უფრო მეტად ეკონომიკურ
აღორძინებაზე იყო დამოკიდებული.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეფე გიორგი ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებაზე. მან პირველ რიგში ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების აღორძინებას. ასევე დიდი
ყურადღება დაეთმო ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთისაკან მიმავალ სავაჭრო გზებსაც, რომელთაც
გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა უდიდესი ეკონომიკური დატვირთვაც ჰქონდა. საქართველოს
თავისი კუთვნილი ადგილი ჰქონდა მსოფლიო შრომის დანაწილების პროცესში.
XIII საუკუნის მიწურულს მონღოლებმა ახალციხეში დააარსეს ზარაფხანა,სადაც იჭრებოდა
ვერცხლის ფული ყაზან ყაენის (1295-1304 წწ.) ზედწერილობით. 1337 წელს კახეთის ქალაქ ყარაღაჯში
დაარსდა ახალი ზარაფხანა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მოქმედებდა. აქ მუსლიმანური მონეტები
იჭრებოდა. ამ ფულის პარალელურად გიორგი V მოიჭრა ვერცხლის მონეტა, რომელსაც გიორგაული
თეთრი ეწოდა. თავდაპირველად ის ძირითადად ქვეყნის საშინაო ბაზარზე გამოიყენებოდა, თუმც
მიმოქცევის არეალი და მნიშვნელობა ნელ-ნელა ფართოვდებოდა. ამაზე მეტყველებს XIV საუკნის 80-იან
წლებში ბექა-აღბუღას ათაბაგ-ამირსპასალარის შედგენილ სამართლის წიგნში დანაშაულის საზღაურად
მისი დაწესება ,,დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი‖. ეს მონეტა ქართულ წყაროებში
,,გიორგაულის‖ სახელითაც მოიხსენიება. სამწუხაროდ, ეს მონეტები დრემდე აღმოჩენილი არ არის, რაც
აძლევს ზოგ მკვლევარ-ნუმიზმატს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ქართული
ფული, არამედ ,,გიორგის ჟამის‖ მონღოლური მონეტა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვარაუდი არაა სწორი და
მეტი ნდობით უნდა მოვეკიდოთ იმ მრავალ წყაროს, რომლებმაც შემოგვინახა ჩვენ ამ ფულის არსებობის
ისტორია. ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა ,,კირმანეული თეთრი‖, რომელიც
ტრაპეზუნტის ვერცხლის ასპრების მინაბაზი გახლდათ.
გიორგი V-ის დროს აღმავლობა განიცადა საქართველოს მეურნეობის ცალკეულმა დარგებმაც.
განსაკუთრებით განვითარდა მევენახეობა-მეღვინეობა. ამას ადასტურებს ,,ხელმწიფის კარის გარიგებაში‖
დამოწმებული სპეცისლური მოხელის (მეღვინეთუხუცესი) არსებობა. იგი განაგებდა სამეფი ზვრებს.
საქართველოში არსებიბდა სპეციალური საღვინე გადასახადი კულუხი. მეღვინეთუხუცესს
ემორჩილებოდა ,,საღვინე‖, სადაც მუშაობდნენ საღვინის ხელისუფალნი : ,,მეღვინენი‖, ,,საღვინის
მოლარე‖, ,,მემარნე‖, ,,მეზვერენი‖ და სხვ. ზვრებში სამუშაოებზე კონტროლს საპოლიციო მოხელენი –
მანდატურები ახორციელებდნენ.
საქართველოში განვითარებული იოყო აგრეთვე მეხილეობა, მესაქონლეობა, მემინდვრეობა და
სხვ.
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას ხელს უწყობდა სავაჭრო
კავშირურთიერთობები გენუასა და ვენეციასთან.
საგარეო პოლიტიკა. საშინაო მდგომარეობის მოწესრიგების შემდეგ გიორგი V-ეს აქტიური
საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალება მიეცა. წყაროებიდან ირკვევა, რომ მას უზარმაზარი
საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა. XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ელ-ომარის ცნობით ეგვიპტის
სულთანი თავის წერილებში გიორგი V ახასიათებდა, როგორც დიდ პოლიტიკოსს ―... სახელოვანი და
სახელგანთქმული... მეფეთა შორის საუკეთესო, ქართველთა სულთანი, ზღვათა და სრუტეთა განძის
მფლობელი... რუმისა და ირანის ქვეყანათა მფარველი, იონიელთა მემკვიდრე‖ და სხვ. ―იერუსალიმის
წმინდა ადგილების განმადიდებელი, ქრისტიანთა საყრდენი, რომის პაპის მეშველი, მუსლიმანთა
მეგობარი... სულთანთა უგულითადესი მეგობარი‖.
გიორგი ბრწყინვალემ დიდი ყურადღება მიაქცია იერუსალიმის ქართული სავანეების
დაბრუნების საკითხს. XIII საუკუნეში იერუსალიმში მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები
მუსლიმებმა მიიტაცეს. 1305 თუ 1310 წელს დავით VIII შეძლო ჯვრის მონასტრის უკან დაბრუნება.
მაგრამ, ქრისტეს ,,აღდგომის‖ ეკლესია, ,,გოლგოთა‖ და ქრისტეს ,,საფლავი‖ (ერთი სამონასტრო
კომპლექსი) ისევ მუსლიმებს რჩებოდათ. მეფე გიორგიმ 1316 და 1320 წლებში ელჩები გაგზავნა ეგვიპტის

205
სულთანთან. იგი თხოვდა ქართული სავანეების დაბრუნებას და ქრისტიანთათვის შეურაცმყოფელი
წესების გაუქმებას. ამ წესის თანახმად, ქრიასტიან მლოცველებს, დამცირების მიზნით, ორივე ფეხი
ცხენის ერთ მხარეს უნდა ჰქონოდათ. თუკი სულთანი ამას გააუქმებდა გიორგი საჭიროების შემთხვევაში
სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა.
მეფე გიორგის ეგვიპტის სულთანთან ელჩად გაუგზავნია პიპა ქსნის ერისთAვის შვილი
დეკანოზი იოანე ბანდაისძე. სულთანმა უსმინა გიორგი ბრწყინვალეს და გადაეცათ ქრისტეს წმინდა
საფლავის ტაძრის გასაღები. ქართველი მლოცველები გაუნთAვისუფლებია გადასახადებისაგან და
უფლება მიუციათ ცხენზე ამხედრებული, გაშლილი დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში. ეგვიპტის
სულთანმა ქართველებს უფლება მისცა აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში. გაუქმდა ქრისტიანთა
შეურაცმყოფელი წესიც.
გიორგი V-ეს ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც სირია-
პალესტინის ,,წმინდა მიწის‖ გამოსახსნელად 30 000 მეომრით დახმარებას პირდებოდა. 1332-1333 წლებში
გიორგი ბრყინვალესთან ჩამოვიდნენ საფრანგეთის მეფის გამოგზავნილი ელჩები რიკარდო მერჩერი
(რიშარ მერსიე) და ალექსანდრე ინგლისელი.
გირგი V-ეს მიმოწერა და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან.
რომის პაპი თავის ეპისტოლეებში თბილისს ახასიათათებს, როგორც ,,მეტად შესანიშნავ, ხალხმრავალ,
მარჯვე და მდიდარ ქალაქს‖.
საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. გიორგი ბრწყინვალე
ცდილობდა საქართველოს თავისი გავლენა აღედგინა ტრაპიზონში. 1332 წელს ტრაპიზონში
ბიზანტიელებმა ბასილი გაამეფეს, რომელსაც ცოლად შერთეს ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე III-
ის უკანონო შვილი ირინე. ბასილს დიდი სისასტიკე გამოუჩენია დაუხოცავს ტრაპიზონის მთავრობის
დიდი მოხელენი დიდი დუქსი ლეკის ჭიჭანჭეოსი, მისი მეუღლე სარიკენა და შვილი დიდი
დომესტიკოსი ჯაბა და ტრაპიზონიდან გაუძევებია მისი ძმისშვილი კეისარი მანუილი. როგორც ჩანს
ისინი პროქართული ორიენტაციის დასის წარმომადგენლები იყვნენ. მიქაელ პანარეტოსის ცნობით
ბასილი კეისარს აუჯანყდა მისი და ანახუტლუ, რომელიც წავიდა ,,ლაზიკაში‖ და 1341 წელს ქართველთა
ჯარის დახმარებით გარდაცვლილი ბასილის მეუღლე ირინე ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა.
ბიზანტიელებმა ანახუტლუს ტახტიდან ჩამოგდება დააპირეს და მას დაუპირისპირეს მიხეილ კომნენოსი,
მაგრამ ქართველთA ჯარის დახმარებით მოხერხდა ბიზანტიელთა შემოტევის მოგერიება. ანახუტლუს
მეფობამ დიდხანს არ გასტანა და იგი ერთი წლის შემდეგ, 1342 წლის სექტემბერში, პრობიზანტიურმა
დასმა იგი ტახტიდან ჩამოაგდო და მის მომხრეებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. კეისარი გახდა იოანე
მიხეილს ძე კომნენოსი. მიუედავად ამისა გიორგი ბრწყინვალე მაინც აგრძელებდა ბრძოლას
ტრაპიზონისათვის...
გიორგი ბრწყინვალეს დაპირისპირება ჰქონდა აზერბაიჯანთან. 1338 წელს საქართველოში
შემოიჭრა აზერბაიჯანის მმართველი ჩობანიდი ჰასან ქუჩუკი (ჰასან მცირე). იგი მალე დაუპირისპირდა
არაბეთის ერაყის მეფეს ჰასან ბუზურგს (ჰასან დიდი, ჯალაირიდი,). სამწუხაროდ, მათ შორის ომის
არენად იქცა აზერბაიჯანი და საქართველოს განაპირა მხარეები. ჰასან ქუჩუკს ებრძოდა მისი ძმაც მელიქ
აშრაფიც, რომელიც ერთ-ერთი დამარცხების დროს, 1342 წელს, სქართველოში შემოიჭრა. 1343 წელს ჰასან
ქუჩუკი მისმა ცოლმა მოკლა, მაგრამ მისი ადგილი მისმა ძმამ მელიქ აშრაფმა დაიკავა. ამის შემდეგ
საქართველოსა და აზერბაიჯაის ურთიერთობები შედარებით გამოსწორდა.

206
$8 საქართველო XIV საუკუნის მეორე ნახევარში

დავით IX (1346-1360 წწ.). გიორგი V ბრწყინვალეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფე


გახდა მისი ძე დავით IX. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დავით IX მეუღლე ყოფილა სინდუხტარი,
რომელიც სამცხის მთავრის აღბუღას და გახლდათ. დავითმა თავისი ერთი ქალიშვილი გულშარი იოანე
ქსნის ერისტავს მიათხოვა, მეორე გულქან-ხათუნი კი 1378 წელს ტრაპეზუნის იმპერატორის უმცროს ვაჟს
მანუელს გააყოლა ცოლად. ორთავე ეს ქორწილი პოლიტიკური ელფერის მატარებელი გახლდათ. დავით
IX მეფობის შესახებ ჩვენამდე ძალიან მწირმა ცნობებმა მოაღწეია. 1349-1350 წლებში საქართველო
დალაშქრა ირანის ილხანმა ანუშირვანმა. დავითი იძულებული გახდა მისთვის 400 000 დინარი
გადაეხადა ხარკის სახით. ამ დროს საქართველოში გავრცელებულა შავი ჭირი, რომელიც იმ
პერიოდისათვის მთელ მსოფლიოში ყოფილა გავრცელებული. ქართულ ისტორიოგრაფიაში
გამოთქმული ვარაუდის თანახმად სწორედ ამ შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერლა გიორგი ბრწყინვალე. ამ
პერიოდში საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ,,სიკვდილიანობის‖ ერთ-ერთი
დამადასტურებელია 1348 წელს ერთი საეკლესიო წიგნის (პარაკლიტონის) ანდერძის გადამწერ ავგაროზ
ბანდაისძის ცნობა ,,დ ი დ ი ს ა სიგლახაკესა და ეტრატისა სიძვრესა და
შფოთსა და უცალობასა შინა წელსა მ ა ს, რომელსა იყო ს ი კ უ დ ი ლ ო ბ ა,
ქორონიკონი იყო ლვ‖ (1348 წ.).
მიხედავად ამ სიძნელეებისა დავით IX 1350 წელს თმოგვის ციხის ზღუდენი განუახლებია,
როგორც ეს ამ ციხეზე გაკეთებული წარწერებიდან ირკვევა.
ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად 1357 წელს საქართველოში მზის დაბნელება ყოფილა.
1360 წელს დავით IX ქუთაისში გარდაიცვალა და გელათში დაკრძალეს. სამწუხაროდ მისი
მეფობის შესახებ სხვა ცნობებს ჩვენმადე არ მოუღწევია.
ბაგრატ V (1360_1393). 1360 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე დავით IX-ის ძე ბაგრატ V ავიდა.
ვახუშტი ბატონიშვილი ცნობით იგი დიდი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. ტრაპეზონელი ბერძენი
ისტორიკოსი მიქელ პანარეტოსის თანახმად კი იგი ,,უსახელოვანესი მხედარმთავარი‖ გახლდათ. XIV
საუკუნის სომხურ წყაროში ბაგრატი ,,ძლევამოსილ მამაც მეფედ‖ არის დახასიათებული. მეფე ბაგრატმა
შეძლო საქართველოს ერთიანობის შენარჩუნება ყმადნაფიცი ქვეყნების ჩათვლით. მიქელ პანარეტოსი მას
,,ქართველთა და აფხაზთა‖, ანუ მთელი საქართველოს მეფეს უწოდებს. რაც შეეხება საქართველოს
სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს აკადემიკოსი თ. უსპენსკი მიიჩნევს, რომ ტრაპიზონის სამეფოს
შემადგენლებოში შედიოდა თერმოდონითგან მოყოლებული თითქმის ფაზისამდე არსებული
ტერიტორია. გამოდის, რომ შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა თითქოს ტრაპიზონის სამეფოს ეკუთვნის ამ
პერიოდისათვის. მაგრამ მიქელ პანარეტოსთან დაცული ერთი ცნობა სულ სხვა დასკვნის გამოტანის
საშუალებას გვაძლევს. იგი წერს ,,ლაზიკაში გავემგზავრეთ ხმელეთსა და საზღვაო ძალითურთ
კეისართან ერთად, მის დედა დედუფალთან და მეფის ასულთან, დიდ კომნენ კვირ-ანნასთან ერთად,
რომელიც იბერთა და აფხაზთა მეფე კურ-ბაგრატს პანკრატოანს მისთხოვდა თანამეცხედრედ მაკრიალის
სანახებში. უკან მიმავალი კი ხელმწიფე იძულებული იყო ლარახონითგან პარხალში ლიმნის გზით
მისულიყო და ხალდიამდე მიეღწია‖. მიქელ პანარეტოსის თზულების ამ მონაკვეთიდან კარგათ ჩანს, რომ
ისინი საქორწინოდ მიდიან ,,ლაზიკაში‖ და კერძოდ ,,მაკრიალის‖ ხეობაში. ამრიგად, ბაგრატ დიდის
მეფობის პერიოდში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ტრაპიზონის სამეფოსთან გასდევდა
მაკრიალის ხეობას. უშუალოდ მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი და მესხეთი საქართველოს
შემადგენლობაში შედიოდა. ქალაქი ანისი და მისი ოლქიც საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული.
ჩრდილოეთით დვალეთსა და ოსეთზეც ბაგრატ მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა.
მეფე ბაგრატის პირველი ცოლი გახლდათ ელენე, რომლისგანაც მას შეეძინა ორი ძე გიორგი და
კონსტანტინე. დედოფალი ელენე 1366 წელს გარდაიცვალა შავი ჭირის ეპიდემიის დროს. ბაგრატს მეორე
ცოლად შეურთავს ტრაპიზონის მეფის იოანე ალექსი III-ის ასული ანა, რომლისგანაც მას ეყოლა დავითი.
1361/1362 წელს საქართველოში დიდი აჯანყება მოხდა, სვანეთის ერისთავმა ვარდანისძემ იერიში
ქუთაისზე მიიტანა გაძარცვა და გადაწვა იგი. ბაგრატ V-ემ დაატყვევა ვარდანისძე და მის ნაცვლად

207
გელოვანი დანიშნა. ვარდანისძე კი მეფემ მოგვიანებით შეიწყალა და გურიის ერისთავად დანიშნა. მარი
ბროსსეს თანახმად ,,ბაგრატის მეფობის მეორე წელს სვანებმა აიღეს და დასწვეს იმერეთის დედა-ქალაქი.
ეს რომ მეფემ გაიგო, გადავიდა იქ ჯარით, შეკრებილთ ივერიის ყველა კუთხიდამ და მოსვლისთანავე
სვანები მსწრაფლ დაბრუნდნენ თავის ხეობაში. მათი ერისთავი ვარდანიძე მეფემ გააგზავნა გურიაში,
სადაც ის შეიქმნა წინაპრად მთავრის გვარისა გურიელებისა, ხოლო სვანეთში ერისთავად მეფემ
გელოვანი დანიშნა‖. მარი ბროსსესთან დაცულია აგრეთვე ფრაგმენტალური ცნობები ბაგრატ მეფის
დროინელი საქართველოს ისტორიის შესახებ. კერძოდ იგი წერს, რომ ,,მეფემ აგრეთვე დაამარცხა და
უკუაქცია თურქნი, სამცხეში შემოსულნი ყვარყვარე ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1361
წელს მოხდა. მეფე ბაგრატმა ყვარყვარეს ადგილზე დანიშნა იმისი შვილი ბექა, რომელიც მას
მანდატურთუხუცესად ჰყავდა... 1375 წელს გიორგი დადიანი მოკვდა და ბაგრატმა დანიშნა დადიანად
შვილი მისი ვამეყი‖.
ამ პერიოდში მცირე აზიში მომთაბარე თურქებმა დალაშქრეს სამცხე და გაძარცვეს იგი. მეფე
ბაგრატმა 12 000 ჯარი შეაგროვა სასწრაფოდ და სამი დღის შემდეგ მდინარე არაქსთან დაეწია თურქებს.
ქართველებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს თურქთაA ჯარი. 1373 წელს თურქებმა კიდევ ერთხელ
დალაშრეს საქართველო. ქართველებმა ბრძოლა ჯავახეთში სოფელ ალასტანთან გაუმართეს მათ. ამ
ბრძოლაში გარდაიცვალა ,,პროვინციის‖ მეფე გიორგი ალასტანელი და ქსნის ერისთავი ქვენიფნეველი.
თუმც, ეს არ იყო ქართველთა გადამწყვეტი დამარცხება. საქართველო ჯერ ძლიერი სახელმწიფო
გახლდათ, მაგრამ 1386 წელს ვითარება მკვეთრად შიეცვალა, როდესაც საქართველოს თემურ-ლენგი
შემოესია.
თემურ ლეგნი და მისი სახელმწიფო. XIII-XIV საუკუნეებში მონღოლები ჩამოსახლდნენ შუა
აზიაში და შეერივნენ თურქული მოდგმის ადგილობრივ მოსახლეობას, რომლისგანაც შეითვისეს მათი
ადათ-წესები და მიიღეს ისლამი. XIV საუკუნის შუა ხანებისათვის შუა აზიის მოსახლეობის
მნიშვნელოვანი ნაწილი გათურქებული მონღოლები იყვნენ. ეს ტერიტორია ჩინგიზ ყაენის ვაჟს, ჩაღატას
მემკვიდრეებს ერგოთ. ამ მემკვიდრეებს შორის დაიწყო შინაომები. რომლის შედეგადაც შუა აზიის
ტერიტორიაზე რამდენიმე დამოუკიდებელი თურქულ-მონღოლური სახელმწიფო წარმოიშვა. ამათგან
ერთ-ერთი იყო მავერანაჰრი, რომლის ცენტრად იქცა ქალაქი სამარყანდი. მავერანაჰრში ძირითადად
ცხოვრობდნენ ბარლასთა ტომის გათურქებული მონღოლები. 1336 წელს ბარლასთა ტომის ბელადს,
თარაღაი ბეგს, შეეძინა ვაჟი, სახელად დაარქვეს თემური, იგი თემურ ლენგის სხელითაა ცნობილი. ის
გახდა უდიდესი დამპყრობელი და მან შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო.
თემურმა ახალგაზრდობაშივე შემოიკრიბა თავზეხელაღებული მეომრები და ხან მეზობელ
სამფლობელოებს ესხმოდა თავს, ხან ვაჭართა ქარავნებს ძარცვავდა. თემური თავიდანვე ჩანდა, რომ
ცბიერი პოლიტიკოსი იქნებოდა და მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მიმართავდა. თავიდან
თემური 1362 წელს სამარყანდის მაშინდელი მფლობელის თუღლუყ ხანის სამსახურში შევიდა. მაგრამ
მალე მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ამის შემდეგ ის თუღლუყის მოქიშპე ბალხის ხანის
ჰუსეინის სამსახურში გადავიდა. თემურმა ბალხის ხანის ჰუსეინის და შეირთო ცოლად და ამით მისი
ნდობა დაიმსახურა. თემური იმავე 1362 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში ფეხში ძალიან მძიმედ დაიჭრა და
საბოლოოდ დაკოჭლდა. მას შემდეგ ეწოდა ლენგი რაც სპარსულ-ტაჯიკურ ენაზე კოჭლს ნიშნავს. მალე
მან მიიღო ემირის ტიტული.
XIV საუკუნის 60-იან წლებში თემურ ლენგმა და მისმა ცოლის ძმამ ჰუსეინმა, ერთობლივი
ძალებით შეძლეს ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება და 1366 წელს ისინი სამარყანდის ბრძანებელნი
გახდნენ. 1370 წელს თემურ ლენგმა ყოფილი მოკავშირე ჰუსეინიც ჩამოიშორა გზიდან, ის სიკვდილით
დასაჯა და თვითონ მთელი მავერანაჰრის ბრძანებელი გახდა.
თემურ ლენგი იყო ძალიან საასტიკი ადამიანი, რომელიც სადისტური შურისძიებით
უსწორდებოდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. ის ჩინგიზ ყაენის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა.
ამიტომ მას პირველ რიგში მთელი შუა აზია უნდა გაეერთიანებინა. 1372 წელს მან დაიპყრო მეზობელი
ხორეზმის სახანო. ამის შემდეგ დაიწყო 15 წლიანი ომი ოქროს ურდოს მბრძანებელ თოხთამიშთან,
რომელიც მისი მთავარი მეტოქე გახდა. მრავალგზის ლაშქრობის შემდეგ მან გაანადგურა მთელი

208
ვოლგისპირეთი და შეარყია ოქროს ურდოს ძლიერება. ის საშინელი მტარვალი გახლდათ. მან ქალაქ
ისპაჰანის აღების შემდეგ 70 000 ადამინს თავი მოკვეთA და მათგან გორაკი აღმართა. ინდოეთში 100 000
ადამიანი ამოხოცა სრულიად უმიზეზოდ თავიანთი ცოლ-შვილის წინ. ქალაქ ისფაზარში კოშკის
მშენებლობისას მან 2 000 ადამიანი ცოცხლად ჩააყოლა შიგ. სივას აღების შემდეგ კი თემურვ ლენგმა 4 000
სომეხი ცოცხლად დაამარხვინა.
1380-1385 წლებში მან დაიპყრო ავღანეთი და ირანი. მოგვიანებით ილაშქრა ინდოეთში და
დაანგრია ქალაქი დელი. 1386 წლისთვის ის ამიერკავკასიას მოადგა. 1386-1403 წლებში თემურ ლენგმა
რვაჯერ ილაშქრა საქართველოში და ათეულ ათასობით ქართველი ამოხოცა, 60 000 კი ტყვედ წაიყვანა.
თემურ ლენგმა 1402 წელს ანკარასთან დაამარცხა თურქ-ოსმალები და სამარყანდში დაბრუნდა.
ის ჩინეთზე სალაშქროდ ემზადებოდა, თუმცა 1405 წელს გარდაიცვალა. გაუგონარი სისატიკითა და
დაპყრობითი ომების შედეგად შექმნილი სახელმწიფო თემურ ლენგის გარდაცვალებისთანავე დაიშალა.
Nთემურის მემკვიდრეებიდან ყველაზე ცნობილი იყო მისი შვილისშვილი ულუგ ბეგი, რომელიც
მავერანაჰრს განაგებდა.
თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობათა გამომწვევი მიზეზები. თემურ ლენგის
საქართველოში ლაშქრობებთან დაკავშირებით არსებულ წყაროებს შორის გარკვეული
აზრთასხვადასვაობაა ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომაც, ჩვენც სიფრთხილით ვეკიდებით ამ
საკითხების გაშუქებას. რიგ საკითხებში ჩვენ უფრო სანდოდ ბერი ეგნატაშვილისის ,,ახალი ქართლის
ცხოვრება‖ გვესახება, რომელსაც ძირითადად ეყრდნობა აგრეთვე დიდი ქართველი ისტორიკოსი
ვახუშტი ბატონიშვილიც. მაგრამ, ფარსადან გოგრგიჯანისძესთან დაცულია რიგი ისეთი ცნობებისა,
რომელიც სხვა წყაროებში დაფიქსირებული არაა. ამიტომაც მისი გათვალისწინება აუცილებელია.
Aაღნიშნულ საკითხს საგანგებოდ შეეხო მარი ბროსეც თავის ,,საქართველოს ისტორიაში‖. ამ საკითხთან
დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია შერიფ ედდინ ალი იეზდის ნაშრომი და თომა მეწობელის ,,ლანგ-
თემურის ისტორია‖ და სხვ. თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობებთან დაკავშირებით არა ერთი
მოსაზრება არის გამოითქმული თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც.
თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობების მიზეზებთან დაკავშირებით, რამდენიმე
განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით
,,და ამიერითგან გაძლიერდა ლანგ-თემურ და პოვა ჟამი წარმართებული საქმისა თჳსისა და დაიპყრა
რომელიმე ქუეყანა და წარემართებოდა საქმე მისი კეთილად, ვითარცა არს ჩუეულება საწუთოსა ამის
სოფლისა, და იყო რჯულითა სუნი.
წარმოემართა და მოიწია სომხითად. და მოაოჴრა სომხითი და ტყუე-ყო, და ჭირი დიდი მოწია
მათ ზედაო, რამეთუ თჳსად მიიმძლავრნა იგინი და ყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.
და წარვიდეს მუნითგან და მიიწივნეს კარსა, და იპყრნა და მოსრნა ყოველნივე, რამეთუ ვერვის
ძალ-ედვა წინააღდგომა მისი სიმრავლისაგან სპათასა. და დაიბანაკა და დაიზამთრა მუნვე. და იყო
ზამთარი ფიცხელი.
ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.
და შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო
აბოცი და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს
წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳდრნი მის ადილისანი
და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი‖. ამრიგად, ბერი ეგნატაშვილი, ზოგადად, თემურ
ლენგის ლაშქრობების მიზეზად თვლის ისტორიის ფილოსოფიურ ასპექტს, რომ ,,ვითარცა არს ჩუეულება
საწუთოსა ამის სოფლისა‖, ალბათ თემურ ლენგი მას წარმოუდგენია როგორც მოვლენილი ღვთის
სასჯელი დანარჩენი მსოფლიოსათვის. ამასთან ერთად თვით თემურის ლაშქრობების პირად მოტივზეც
საუბრობს იგი. ეს მისი სიტყვით გახლავთ ისლამის მთელ მსოფლიოში გავრცელების წადილი
,,რჯულითა სუნი‖. საქართველოში ლაშქრობების რაიმე კონკრეტულ მიზეზს ბერი ეგნატაშვილი არ
ასახელებს. თემურ ლეგნგის საქართველოში ლაშქრობების მეზეზებთან დაკავშირებით რამდენადმე
განსხვავებულ ცნობებს გვაძლევს ფარსად გორგიჯანიძე. მისი თქმით ,,ქართველთაგანს თავრიზს
მჯდომს თემურს ამბავი მოუვიდა: ქართველნი მოუხდნენო ნახჩვანსა, სულთან მაჰმადის შვილს, სულთან

209
თაჰირს, ალინჯის ციხე წაართვესო და არაზს-გაღმართი სულ დაიჭირესო. ამ ანმბავზედ თემურ
ხელმწიფე ნამეტნავად გაჯავრდა და ასრე ბრძანა: სამის, ოთხის დღის სავალის გზას ზედანო, რადგან ამ-
რიგი გაბედულება აქვთო, დიდი შეუპოვრობაც ექნებისო. სრულ თავის ლაშქარს უბრძანა, ათმან
ცხენოსანმან სამი კაცი გამოარჩივეთო, ცხენ-კაციან კარგი და შემძლე და ხელ-გამამავალი, ძალით
ძრიელი და წლით ახალი ვაჟკაცი იყოსო და ათის გზის საგზალი აიღონო‖. ამრიგად, ისტორიკოს
ფარსადან გორგიჯანიძის თანახმად საქართველოში თემურის ლაშქრობათა მიზეზი თითქოს ქართვლთა
გამოწვევის ბრალი ყოფილა, რომ დალაშქრა საქართველოს ჯარმა ნახიჭევანი. ჩვენი აზრით საქმე ასე
მარტივად არ უნდა ყოფილიყო. ფარსადან გორგიჯანიძის მიზეზი ჩვენ უფრო მეტად საბაბად შეიძლება
მივიჩნიოთ, თუკი ამას საერთოდ ჰქონდა ადგილი.
თემურ ლენგის კარის მემატიანე შერეფ ადდინ ალი იეზდი არსად არ წერს, რომ ამ პერიოდში
ქართველებს ნახჭევანი დაელაშქრათ და მითუმეტეს ეს გამხდარიყოს თემურის საქართველოში
ლაშქრობის მიზეზი. იგი ამახვილებს ყურადღებას თემურის სარწმუნოების გავრცელების ნებაზე,
რომელიც მისი აზრით მთავარი მიზეზი გახლავთ მისი ლაშქრობებისა. ერთ-ერთი პირველი ვინც
კრიტიკულად მიუდგა შერეფ ადდინ ალი იეზდის მიერ შემოთავაზებულ თემურ ლენგის ლაშქრობათა
მიზეზების ახსნას გახლავთ მარი ბროსსე. იგი მიიჩნევს, რომ თემურ ლენგს ამ შემთხვევაში პოლიტიკური
მიზნები ამოძრავებდა, რადგან საქართველო მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიურად დასუსტებული იყო
იგი მაინც მნიშვნელოვან პოლიტიურ ერთეულს წარმოადგენდა. ჩვენი აზრით, სწორედ მარი ბროსსეს
მოსაზრება გახლავთ ყველაზე უფრო მართებული, თუმც ამას ჩვენ მივამატებთ იმასაც, რომ თემურ
ლენგის საქართველოში ლაშქრობათა მიზეზები გარდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ერთეულის
მნიშვნელობისა გამოწვეული იყო საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობით, სტრატეგიული
მნიშვნელობის გადმოსასვლელებზე კონტროლით, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებდა ქართველი
მეფეები იგივე თემურ ლენგის წინააღმდეგაც და ამას ემატებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური
კურსის თემურის გეგმებთან წინააღმდეგობაში მოსვლა. კერძოდ ის, რომ საქართველო, რომელიც
ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაჭიმული და ემორჩილება მისი ყველა ყმადნაფიცი, იგი ისევ
ცდილობს თავისი ზეგავლენა გაავრცელოს მთელ კავკასიაზეც. ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს
შექმნა, რომელიც ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ერთეული იქნებოდა მთელ ამ სივრცეში, მსოფლიო
იმპერიის შექმნის იდეით შეპყრობილ თემურ ლენგს ბუნებრივია ერთ-ერთ მთავარ გადასალახავ
წინააღმდეგოად დაესახებოდა.
თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. თემური საქართველოში 1386 წლის გვიან
შემოდგომაზე შემოიჭრა. ამ დროს კავკასიონზე უკვე თოვლი იდო და თოხთამიშს ბაგრატის დახმარება
გაუჭირდა. ბერი ეგნატაშვილი ,,ახალიქართლის ცხოვრებაში‖ წერს, რომ ,,და შემდგომად ზამთრისა
წარმოემართა (თემურ ლენგი-ს.ა.) ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი
და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა.
რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳდრნი მის ადილისანი და
შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი‖. ეს რომ მეფე ბაგრატმა გაიგო თბილისში გამაგრდა
ქართველთა ჯარით. მემატიანეს თქმით ,,და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა
ტფილისისასა. და, რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძჳნდა და დაუმძიმდა წინააღდგომა
მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და
მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისსა. და
გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი
ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და
უფროისად მოსწყდეს. სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისსა. და შემდგომად ამისა
მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა, და
სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა
მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა, და თჳთ დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ.
ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა
პატიმრად‖. ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე წერს, რო თემურ ლენგმა თბილისის აღებისას

210
ზარბაზნები გამოიყენაო. თემურ ლენგმა შეძლო თბილისში შესვლა. ფარსადან გორგიჯანიძის თქმით
მეფე ბაგრატი ზედა ციხეში გამაგრებულა და იქედან განაგრძობდა დაპირისპირებას. თუმც, საბოლოოდ
მეფე ბაგრატი ,,უვნებლობის ფიცისა და პირის‖ დადების შემდეგ თემურ ლენგს ჩაბარდა. სპარსული
წყაროებიდან ზუსტად არ ჩანს რამდენი ხანი მოანდომა თემურ ლენგმა თბილისის აღებას, მაგრამ ის კი
ჩანს, რომ მას ქალაქი იოლად ვერ აუღია. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად თბილისის ალყა 6
გაგრძელებულა, რაც ჩვენი აზრით არ უნდა იყოს სწორი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუკი თემურ
ლენგი გვიან შემოდგომაზე შემოვიდა საქართველოში, როდესაც კავკასიონზე უკვე თოვლი იდო, რომ
თოხთამიშს ბაგრატისათვის დახმარება არ აღმოეჩინა, გამოდის, რომ იგი საქართველოში შემოსულა
სადღაც ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის თვეში და აქედან ექვსი თვე გამოდის, რომ მთელი ზამრის
განმავლობაში მიმდინარეობდა თითქოს თბილისის აღებისათვის ბრძოლა. არადა თითქმის ყველა
წყაროში მითითებულია, რომ თემურ ლენგმა თბილისის აღების შემდეგ ზამთარი გაატარა ყარაბაღში,
სადაც მას თან ჰყავდა დატყვევებული მეფე ბაგრატი. ამრიგად თემურ ლენგს 6 თვე ნამდვილად არ
მოუნდომებია თბილისის ასაღებად, თუმც მისი აღება მას ძალიან გასჭირვებია. მიქელ პანარეტოსის
თანახმად თემურ ლენგმა 1386 წლის 21 ნოემბერს აიღო თბილისი. ტყვედ ჩავარდა მეფე ბაგრატი,
დედოფალი ანა და უფლისწული დავითიც. დამპყრობლებმა თბილისი გადაწვეს და გაძარცვეს, წაიღეს
აურაცხელი სიმდიდრე და მათ შორის ქართველი მეფეების საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიოთეკა.
თბილისის აღების შემდეგ თემურმა თავისი რაზმები ქვეყნის ასაოხრებლად სხვადასხვა მიმართულებით
გაგზავნა. ბერი ეგნატაშვილის თანახმად ,,მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა
თჳსთაგანი რჩეული, და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თჳთ
ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და ქალაქთა, მოსრვა
პირითა მახჳლისათა ყოველთავე მუნ მკჳდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა. და ჟამსა მას იყო ქორანიკონი
ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.
და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოჴრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და
დაარღჳვეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს მუნით ქუაბთა-ჴევს, და შეიპყრეს მუნ
მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა
წმიდისა ქუაბთა-ჴევისა ღ(მრ)თის-მშობელისასა. და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს
რომელიცა იყოფებოდეს ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების
შინაგანიატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან.
და აღიყარნეს მუნითგან და წარვიდენ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და შენობა, მოსრეს და
აღაოჴრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუის[ს]ა და მოიცვეს იგიცა, და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა
ღ(მრ)თაებისა ძირითურთ აღმოფხურეს, და მოაოჴრეს. ყოველივე ქუეყანა.
და წარმოვიდეს მუნითგან, და ჩამოვლეს კახეთი და იგიცა აღაოჴრეს და დაწვეს და წარვიდეს.
და იყო მუნ ჟამ რაოდენმე, ხოლო წარვიდა მუნითგან და მივიდა შაქის. და მიერთნეს ყოველნივე
მკჳდრნი მის ადგილისანი, დიდებულნი და მცირენი, კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-
მაზანდარელნი‖.
ამ ენით აღუწერელი სისასტიკის შემდეგ თემურ ლენგი გამოსაზამთრებლად ყარაბაღში
დაბანაკდა. მას აქვე ჰყავდა დატყვევებული ბაგრატ V. ბაგრატმა მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და ამ
გზით თავი გაითავისუფლა. სინამდვილეში ძალიან წუხდა თემურ ლენგის მიერ საქართველოში
დაწრიალებული უბედურებების გამო და გეგმავდა მასზე შურის ძიებას. მემატიანეს თქმით მეფე ბაგრატი
,,იტყოდა გულსა შინა თჳსსა: ,,რა ვსცე ძილი თუალთა, არცა განსუენება ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის არა
ვიძიო მათ ზედა შური". მეფე ბაგრატმა ,,ჰრქუა ლანგ-თემურს: ,,ვინათგან ვსცან კეთილად სიმტკიცე
რჯულისა შენისა, აწ მეცა მოქენე ვარ, რათამცა სრულიად მორჩილ ვყვნე რჯულისა თქუენისა მკჳდრნი
საქართველოსანი სრულიად. უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი
სპათა თქუენთანი, და წარვალ თემთა და სამეფოთა ჩემთა, და მოვხადო კაცთა მყოფთა მთის
ადგილისათა: მთიულთა, ოვსთა, დუალთა, სუანთა, აფხაზთა და ყოველთავე მუნ მყოფთა, და მე
დავარწმუნებ სჯულსა თქუენსა". თემურ ლენგს ძალინ გაუხარდა მეფე ბაგრატის ეს ნათქვამი ,,და მოსცა
საბოძვარი ურიცხჳ, და სპანი, ვითარ თორმეტი ათასი, და სარდალი უჩინა, და წარმოააჩინა მეფე ბაგრატ

211
საქართველოსა ზედა‖. საქართველოში წამოსულმა ბაგრატ V-ს თემურ-ლენგმა თან თავისი 12 000
მეომარი გამოატანა. ბაგრატი დაუკავშირდა თავის ვაჟს გიორგის, შეატყობინა, თუ სად უნდა
ჩასაფრებოდნენ ქართველები მტერს. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით ,,ვითარცა მოიწივნეს კერძოთა და
არეთა საქართველოსათა, მაშინ გაგზავნა ჩინებული და სარწმუნო აზნაური რუს ეგნატაანთაგანი, და
საიდუმლოდ მიუწერა მეფემან ბაგრატ ძესა თჳსსა გიორგის ესრეთ, ვითარმედ: ,,მე მოვალ სპითა ლანგ-
თემურისათა და თქუენცა შეიყარეთ სპანი საქართველოსანი და მზირად წინა შეგუეეთხჳენით ერთსა
სიმაგრესა და ვიწროთა გზათა ზედა, და მეცა მოვალ თქუენ თანა, და უქმნათ წინაუკანა, და მოვსრათ
პირითა მახჳლისათა, და ვიძიოთ შური პირველი, რომელ ჰყვეს მათ ჩუენ ზედა". გიორგიმ ზუსტად
შეასრულა ჩანაფიქრი ,,და ყო ეგრე, ვითარცა მიუწერა მამამან ძისმან, და შემოიყარნა სპანი
საქართველოსანი რჩეულნი, და დაუმზირდა გიორგი ერთსა ვიწროთა გზათა და სიმაგრეთა ზედა. რა
მიიწივნეს მეფე ბაგრატ და სპანი ლანგ-თემურისანი, მაშინ მიივლტოდა მეფე ბაგრატ ძისა თჳსისა თანა.
და განეწყუნეს წინა-უკმო, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ლომნი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი.
მოსრეს და ამოსწყჳტეს სრულიად თათარნი. და მოკუდა კაცი თორმეტი ათასი თათართაგანი, და არარა
ევნო სპათა საქართველოსათა. და იძიეს შური პირველი. და წარვიდა თჳსად მეფე ბაგრატ და ძე მისი
გიორგი გამარჯუებული‖.
ქართველებმა მტრის ლაშქარი მთლიანად გაანადგურეს. ცხადი იყო, რომ თემური შურს იძიებდა
და ბაგრატ V-მ მზადება დაიწყო. მოსახლეობა მთაში გახიზნა, ჯარი კი საომრად მოამზადა. 1387 წელს
თემურ-ლენგი მეორედ შემოიჭრა საქართველოში. მემატიანეს თქმით დიდი ომი გაუმართეს მას
ქართველებმა ,,და ვითარცა მოიწია ლანგ-თემურ საქართველოსა შიგან, დახუდეს მეფე ბაგრატ და
ქართველნიცა შეყრილნი. და მიეტევნეს ერთმანერთსა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა იმიერ და
ამიერ კაცი ურიცხჳ და უფროსად თათარნი ორი ზომა მოისრა ომსა მას შინა. და სპათა სიმრავლისაგან
თათართასა მძლე ექმნე; თათარნი, მიიქცეს. და ივლტოდეს ქართველნი სიმაგრეთა და ხიზანთა თჳსთა
თანა, და რომელიმე შეიპყრეს, დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, და ყოველივე მოსრეს პირითა მახჳლისათა.
ხოლო ქართველნი წინავე უწყოდეს მოსვლა ლანგ-თემურისა და ყოველივე შელტოლვილ იყვნეს მთასა
კავკასიისასა. და მოჰყვნენ თათარნი თანა, შემოვიდეს საქართველოში, მოითარეშეს, მოაოჴრეს და დაწვეს
წმიდანი ეკლესიანი და აღაოჴრე ქუეყნები, და ხიზანი ვერა დააჴელეს‖.
მართალია თემურ ლენგმა დაამარცხა ქართველები, თუმცა ქვეყნის სიღრმეში აღარ შემოსულა,
რადგან დასაპყრობი ჰქონდა ირანის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, აზერბაიჯანში თოხთამიში იყო
შემოჭრილი.
ამ ლაშქრობის შემდეგ თემურმა დატოვა საქართველო და 7 წელი აღარ გამოჩენილა. 1394 წელს
თემურ-ლენგი კვლავ მოადგა საქართველოს. ამ დროს საქართველოს მეფე გიორგი VII იყო.
გიორგი VII (1393_1407 წწ.). 1393 წელს გარდაიცვალა ბაგრატ V და ტახტზე ავიდა მისი ძე გიორგი
VII. სწორედ მას მოუხდა სასტიკი ბრძოლები თემურ-ლენგთან. მეფე გიორგიმ VII-ემ მთელი
საქართველო ,,იმერნი და ამერნი‖ ,,დაიპყრა‖. რასაც 1394 წელს თემურ ლენგის მესამე ლაშქრობა მოჰყვა
საქართველოში.
ბერი ეგნატაშვილის თანახმად თემურ ლენგს შემოუთვლია მეფე გიორგისათვის ,,მე ვარ მეფე
შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი, და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და
უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა
შენსა". თემურ ლენგის მოციქულს გიორგიმ ასეთი პასუხი გასცა ,,მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ, და
არცა ძალ-უც მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე,
იყოსმცა დიაცი და არა კაცი". ბერი ეგნატაშვილის თქმით თემურ ლენგმა თითქოს ამლაშქრობის დროს
აიღო თბილისიც ,,ხოლო ლანგ-თემურ მიადგა ციხესა ტფილისისასა. და განამაგრეს ციხე, რამეთუ
იდგნენ რაოდენ[ნ]იმე ქართველნი შინაგან ციხესა. და მოადგნენ გარე, აღიღო ციხე და გალავნები ციხისა
და გარემო სიმაგრენი ყოველ[ნ]ივე ქართლისანი, და შეაყენა შიგან სპანი თჳსნი და თჳსად
იპყრა‖. საქართველოში თემურ ლენგის მესამე ლაშქრობა უნდა მოხდარიყო 1394 წელს. გამოდის რომ
სწორედ ამავე წელსვე აუღია მას თბილისიც. თემურ ლენგის მიერ თბილისის აღებას ადასტურებს
ვახუშტი ბატონიშვილიც, რომელიც ძირითადად ბერი ეგნატაშვილის მონათხრობს მისდევს.

212
განსხვავებული ერთადერთი ის არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილი თბილისის აღების წლად 1387 წელს
გვთავაზობს. თომა მეწობელის თანახმად თემურ ლენგმა თბილისი მეორედ აიღო ხორასნისა და
თავრეჟის ააღების შემდეგ, რომელიც მისი აზრით უნდა მომხდარიყო 1387 წელს. მარი ბროსეს აზრით
,,1293 წელს მეორედ იღებს (თემურ ლენგი-ს.ა.) ტფილისსს, თათრებისამცხეს თავს ესხმიან, თვით
თემური კი _ შიდა ქართლს‖. თემურ ლენგის მიერ საქართველოს აოხრება დასტურდება ბერი
ეგნატაშვილის თხზულებიდაც. იგი წერს თემურ ლენგი ,,არავე დასცხრა მოოჴრებისაგან საქართველოსა,
წარგზავნა ხოჯა შიხალი და წარატანა თანა სპანი მრავალნი. და ერთსა მჴარესა, ჯანიბეგის მამულის
კერძო, გაგზავნა ამირჯანშა და გაატანა სპა ურიცხჳ და თითო-თითოს მჴარესა გააყენნა სარდლები და
სპანი ურიცხუნი და უბრძანა, რაოდენიცა ნახონ ურჩნი და განდგომილნი თჳსნი, ყოველივე მოსრან და
მოაოჴრონ ადგილიცა მისი. და უბრძანა ესრეთ: "რომელნიცა შეიპყრობთ მეფესა გიორგისა და მოიყვანს
ჩემ თანა, მივანიჭებ წყალობასა და საბოძვარსა ურიცხუსა".
და წარვიდენ სპასალარნი და სპანი მისნი და მოაოჴრეს ყოველი ქუეყანა და ვერ შეიპყრეს მეფე
გიორგი. და რომელნიმე შეიპყრნეს ყმანი მეფის გიორგისანი და ჰკითხვიდენ, თუ სადა არს გიორგი მეფე.
ხოლო მათ არარა იცოდენ, და ვერა გაიგეს რა მეფის გიორგისა, შემოიქცენ და მოვიდნენ ლანგ-თემურისა
თანა და მოაჴსენეს ვერ-შეპყრობა მეფისა. დაჭმუნდა ლანგ-თემურ დაჭმუნვებითა დიდითა და აღიყარნეს
და წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ყარაბაღად‖. ჩვენი აზრით თემურ ლენგის მიერ თბილისის
მეორედ აღება უნდა მომხდარიყო 1387 წელს, როგრც ამას ვარაუდობს ვახუშტი ბატონიშვილიც. რადგან,
1394 წელს თემურ ლენგის საქართველოში მოწყობილი ორი ლაშქრობა კონკრეტულ მიზნებს ისახავდა.
პირველი ლაშქრობა, რომელიც სამცხის დასარბევად იყო გამიზნული, უფრო მეტად ნადავლის მოპოვებას
ისახავდა მიზნად. მეორე ლაშქრობა, რომელიც არაგვის ხეობის ,,მოოხრებით‖ დასრულდა კი იმ ჩრდილო
კავკასიური გადმოსასვლელების საიმედოდ ჩაკეტვას გეგმავდა, საიდანაც გადმოდიოდა თემურ ლენგის
დაუძინებელი მტერი ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში. ამიტომაც, 1394 წელს თემურ ლენგ თბილისი არ
უნდა ეღო. 1387 წელს კი თემურ ლენგის ლაშქრობის მთავარი მიზეზი იყო ის შურისძიება, რომელიც მას
მეფე ბაგრატისადმი ამოძრავებდა 12 000 ჯარის ქართველთა მიერ ამოხოცვის გამო. ამიტომაც თემური არა
სტარატეგიული ობიექტების არამედ უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკური ცენტრის აღებით
იქნებოდა დაინტერესებული, რადგან ქართველთათვის ეს უფრო მეტად ,,გულში ლახვრის ჩარტყმად‖
აღიქმებოდა. ეს კი მტარვალ თემურ ლენგს ჭეშმარიტ შურისძიებად მოეჩვენებოდა.
1394 წელს თემურ-ლენგის სარდლებმა დალაშქრეს სამცხე და ახალციხე აიღეს. იმავე წილის
შემოდგომაზე კი თავად თემურმა არაგვის ხეობაში ილაშქრა. ქართველებმა ძლიერი წინააღმდეგობა
გაუწიეს მტერს, მაგრამ თავადაც დიდად დაზარალდნენ. ბერი ეგნატაშვილის თანახმად თემურ ლენგი
,,წარემართა ზემო ქართლსა ზედა. ჩადგა და აღაოჴრა ქუეყანა და ამოსწყჳტა მრავალი სული. დაარღჳვნა
წმიდანი ეკლესიანი, ხატნი და ჯუარნი და, რაოდენნიცა შეიპყრნა კაცნი ქრისტეანენი...
გარდმოვლო მუნით და ჩამოდგა მანგლისს და დადგა თუესა ორსა მუნ... და მოიყვანა სარდალი
ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თჳსითა წარსვლა. და რაჟამს
წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კუალად სხუასა სპასპეტსა წარსვლად და მიშუელებად
მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი უჴმობდეს თათართა, და თემთა მათა, და
იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს. სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს
ადგილნი და ციხენი და სიმაგრენი, და ტყუე ვერა მოიჴელეს, და სხუანი შენობანი მის ადგილისანი
მოაოჴრეს ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა...
და შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა ჴევსა არაგჳსასა,
შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოჴრა და აღიღო სიმაგრენი ყოველივე არაგჳსა, და კაცი ვერა მოაჴელა,
დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქუეაყანა სიასი და სხუანი ქუეყანანი მრავალნი‖.
1395 წელს თემური ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. მდინარე თერგის პირას ბრძოლა გაიმართA
თემურსა და თოხთამიშს შორის. ოქროს ურდოს ყაენი დამარცხდა და მისი ჯარი ბრძოლის ველიდან
გაიქცა. თემურ-ლენგმა საგანგებოდ დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის კალთებზე მცხოვრები ხალხები.
დაანგრია იქ ქრისტიანული ტაძრები და მოსახლეობაში ძალით დაიწყო ისლამის გავრცელება. აქამდე
ქრისტიანული ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ამის შემდეგ კი

213
ვითარება მკვეთრად შეიცვალა. გამარჯვებული თემურ-ლენგი შუა აზიაში დაბრუნდა, საიდანაც
ინდოეთის დასაპყრობად გაემგზავრა.
თემურის ინდოეთში ლაშქრობით ისარგებლა გიორგი VII-ემ და აზერბაიჯანში ილაშქრა. უკვე
რამდენიმე წელი იყო, რაც თემურ-ლენგის ჯარებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული ალინჯის ციხისთვის.
ქართველებმა დაამარცხეს მოალყეები. მეციხოვნეებს სურსათი და იარაღი დაუტოვეს, გარნიზონი
გააძლიერეს და ციხის დაცვა ქართველ აზნაურებს მიანდეს (ქართველებმა ალინჯის ციხიდან თან
წამოიყვანეს იქ თავშეფარებული უფლისწული თაჰერი. თაჰერი თემურ-ლენგის მიერ ერაყის
ტერიტორიაზე განადგურებული სახელმწიფოს უფლისწული იყო). ქართველთა ლაშქარმა მოარბია ახლო
მდებარე სანახები და დიდი ალაფი იგდო ხელთ.
ინდოეთის დამორჩილების შემდეგ თემურ-ლენგი საქართველოსკენ გამოემართა. 1399 წელს იგი
კახეთ-ჰერეთში შეიჭრა და ერთი თვე აოხრებდა და არბევდა ქართველებს. 1400 წელს თემურ-ლენგი
100 000 ჯარით კვლავ დაიძრა საქართველოსკენ. მან გიორგი VII-ს უფლისწულ თაჰერის გადმოცემა
მოთხოვა. გიორგის თემურისთვის მკვახე უარი უთქვამს. ფარსადან გორგიჯანიძის თანახმად, მეფე
გიორგიმ თემურ ლენგს შეუთვალა ,,არ არის ჩვენი ნათესავთ წესიო, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე
მივსცეთო‖. საპასუხოდ შარაფ ად-დინ ალი იეზდის ცნობით, თემურ ლენგმა თავის მებრძოლებს
უბრძანა, რომ ,,საღვთო ომად მკლავი აღემართათ ბოროტსა და ცდომილ ხალხზე, მათი სადგომ-
საცხოვრებელი გაენადგურებინათ, ხოლო ხეები და ყანები კი ძირიანად ამოეთხარათ მოსული ნაყოფითა
და მოწეული თავთავიანად‖. თემურ ლენგმა გოგჩის ტბასთან მედგარი წინააღმდეგობისა და
თავდადებული ბრძოლის მიუხედავად დაამარცხა ქართველები. ბერი ეგნატაშვილის თანახმად მეფე
გიორგის ამ ბრძოლაში ქართველთა მთელი ძალები ,,იმერნი და ამერნი და მესხნი და ყოველივე
საქართველო‖ ჰყოლია მობილიზებული ჩრდილო კავკასიურ ტომებთან ერთად. მემატიანეს თქმით
გიორგის ამ ბრძოლაში მხარში ედგნენ ,,სრულიად კავკასნი‖. მეფემ ისეთ ადგილას დაუწყო ბრძოლა
ოწინააღმდეგეს, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარს ქარი სილას აყრიდ თვალებში. ბერი ეგნატაშვილის
სიტყვით ქართველებმა ,,მოსრნეს და ამოსწჳტეს სპანი მრავალნი ლანგ-თემურისანი ესრეთ, რომე
ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხუევია სპათა ლანგ-თემურისათა‖. საბოლოოდ კი მტრის
რიცხობრივმა უპირატესობამ გადაწყვიტა ბრძოლის სასწორის ბედიც. ქარველები დამარცხდნენ.
ქართველთა ამ დამარცხების მიზეზად სომეხი ისტორიკოსი თომა მეწობელი ღალატით ხსნის. იგი წერს,
რომ ქართველები ,,ქურდულად გაეყარნენ მეფეს და წავიდნენ ბოროტ მფლობელთან, რომელსაც ტყეში
მიმავალი გზები უჩვენეს‖.
თემურის ურდოები შეესივნენ ქვემო ქართლს, შემდეგ აიღეს თბილისი, დალაშქრეს ქსნის ხეობა,
არაგვის ხეობა და სამცხე. ნეზამ ად-დინ შამის თანახმად ,,ქართველებს თავი მაღალ მთებსა და
გამაგრებულ მღვიმე ქვებისათვის შეეფარებინათ და ძნელად მისადგომ ადგილებში თავშესაფრები და
სიმაგრეები აეგოთ თავდაცვის მიზნით. ომში გამოცდილი მეომრები სიმხნისა და მამაცობის ზღვარს
გადადიოდნენ, ზანდუკებში სხდებოდნენ, ზანდუკებს თოკით დაბლა უშვებდნენ და გამოქვაბულბებს
რომ გაუსწორდებოდნენ, ისრით, მოკიდებულ ნავთიან ქოთნებს ესროდნენ და უწვავდნენ ხის ნაგებობეს;
ურწმუნოებიც თავგანწირვით იბრძოდნენ სიკვდილის შიშით‖. ანალოგიური ცნობა დაცულია ფარსადან
გორგიჯანიძესთანაც.
1401 წელს თემურ-ლენგი კვლავ მოადგა საქართველოს საზღვრებს. მან გიორგის მორჩილება და
ხარკის გადახდა მოსთხოვა. ამ დროისათვის თემურს 11 წლიანი ალყის შემდეგ ალინჯის ციხე უკვე
აღებული ჰქონდა. გიორგიმ თემურ-ლენგთან ელჩად თავისი ძმა კონსტანტინე გაგზავნა. დაიდო ზავი,
რომლის პირობითაც საქართველო იხდიდა ხარკს, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოეყვანა ჯარი.
ქართველები ვალდებული იყვნენ დაეცვათ მუსლიმები და ქრისტიანული რიტუალები აშკარად არ უნდა
შეესრულებინათ მუსლიმურ ქვეყნებში. თემურ-ლენგი სანაცვლოდ ქართველებს ქრისტიანობის
შენარჩუნებას ჰპირდებოდა.
ამ დროისათვის ვითარება შეიცვალა მცირე აზიაში. დიდ წარმატებას მიაღწიეს ოსმალებმა. თურქ-
ოსმალთა სახელმწიფოს XIII ს-ის ბოლოს საფუძველი ჩაუყარა ოსმან-ბეიმ. მანვე დაუდო სათავე ოსმანთა

214
დინასტიას და ამ სახელმწიფოსაც ოსმალეთი (იგივე თურქეთი) ეწოდა. XIII საუკუნეში ოსმალებმა ნელ-
ნელა დაიკავეს მცირე აზია და გადავიდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
1402 წელს თემური ოსმალთა წინააღმდეგ დაიძრა. მემატიანეს თქმით ,,დაიჭირა ბურსას მჯდომი
ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის
გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი ერთი ოსმან სახელითა და სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობა, განიმრავლა
მრავალი საქონელი მეკობრობითა და მით შემოიყარა მრავალი კაცი. და დაიპყრა არაბისტანი და ტახტად
ჰქონდა ბურსა და დაჯდა მუნ და ვიდრე ბაიაზით ხონთქრადმდე ძეთა მისთა ეპყრათ ბურსა. და ესე
ბაიაზით ხონთქარი დაიპყრა ლანგ-თემურ და ჩასუა რკინის ყაფაზაში და რკინის ყაფაზით ატარებდა, და
თემი მისი ლანგ-თემურ დაიპყრა. და კეისარმანც მოართო ძღუენი და მისცა ხარაჯა ლანგ-
თემურს‖. ოსმალთაამ დამარცხებით კონსტანტინეპოლის დაცემა მთელი 50 წლით გადაიდო. ამ დროს
თემურ ლენგს შეატყობინეს, რომ თორთუმის ციხეში 200 ქართველი იყო გამაგრებული, ისინი არც ხარკს
იხდიდნენ და მუსლიმებსაც ავიწროებდნენ. ციხის წინააღმდეგ 25 000-იანი ჯარი გაიგზავნა. ციხის აღება
მხოლოდ მეექვსე დღეს მოახერხეს მოალყეებმა. ცოცხლად გადარჩენილი მეციხოვნეები აკუწეს და ციხე
დაანგრიეს. იმავე წელს თემურმა დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ოსმალთა სულთანი ბაიაზეთი.
1403 წელს თემურ-ლენგი მერვედ შემოიჭრა საქართველოში. გიორგი VII-ემ სცადა მოლაპარაკება.
ორი წლის წინ თემურ-ლენგს თავად სურდა საქართველოსთან ზავის დადება, რადგან მას ოსმალები
ყავდა დასამარცხებელი.
თემურ-ლენგი პირველად ბირთვისის ციხეს მიადგა, რომელიც დიდი ბრძოლების შედეგად აიღო.
ნეზამ ად-დინ შამის თქმით, რომელიც პირადად ესწრებოდა ბირთვისის ციხის აღებას წერს, რომ
,,ქვეყნიერების მომვლელი მოგზაურები უფრო ძლიერსა და მიუვალ ციხეს ვერ ასახელებდნენ, ხოლო
ძლევამოსილი მოლაშქრეები, რომლებსაც ათასობით სიმაგრე დაეპყროთ სხვადასხვა კუთხეში, ერთხმად
აღიარებდნენ, რომ ამაზე უფრო ძლიერი ციხე ჯერ არსად შეგვხვედრიათ‖. ბერი ეგნატაშვილი შემდეგ
ნაირად მოგვითხრობს ამ ციხის აღებას ,,და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და იყო მაშინ ციხისთავად
სახელით ნაზალ და ოცდაათნი თავადნი ჩინებულნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი
ქართლისანი. და მაშინ სპანი ლანგ-თემურისანი ზარობდეს ციხისა მისგან, რამეთუ მრავალგზის მრავალი
ჭირი ენახათ ქართველთაგან და, ვითარცა კანჯარი ლომთაგან ეგრეთ თრთოდენ ქართველთაან რამეთუ
ერთი ქართველი ათსა მათგანსა წარიქცევდა და იცოდნენ ციხისა მის სიმაგრე და საზრდელთა სიმრავლე.
მაშინ განმზრახთა თჳსთა თანა არჩივა ლანგ-თემურ, და ცდილობდნენ, თუ რამ ეყო ციხისა
მისთჳს. ესრეთ ურჩივეს მათ, რამეთუ იციან სულად ყოველმან კაცმან, უკეთუ შემოადგება ლანგ-თემურ
ციხესა რომელსამე, არა მოეშუების, რომე არა აღიღოს. და დაასკუნეს შემოდგომა ციხისა მის და აღება.
მაშინ მიუდგნენ სპანი ლანგ-თემურისანი ციხესა მას და გამოვიდსნენ სპანიცა ციხოსანნი და შემოუტივეს
სპათა ლანგ-თემურისათა.
ჰყვანდა ლანგ-თემურს უკან ჯარი დამალული და უკ-მოეცალნენ თათარნი. მაშინ მიეტევნეს
ციხოვანნი და მოსწყჳტეს და ყვეს მრავალი ზიანი. მაშინ დიდად განძჳნდა ლანგ-თემურ და ბრძანა
ორისავე კუთხის ციხის აგება. და თჳთ მიადგა კარსა ციხისასა და მუნცა ბრძანა აგება ციხისა. და რა
გამოვიდა კჳრა ერთი, და შეიგნეს დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა
ციხოვანთა. და იყო მუნ კლდე ერთი და მუნითგან პოვეს მცირე რამე აღსავალი.
მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი, და მან მოიჴელოვნა
და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი და დაკლა მუნ ამისთჳს, რომე ესე შეეტყო
ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს
ქართველნი უშიშრად. მაშინ უჩუენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა
ჴელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული და მან
კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა, და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა
და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს
და სპათა მისთა. და რა სცნეს ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ბრძოდეს თავ-
გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყჳტეს ჯარი ლანგ-თემურისანი მრავალნი, და ბოლოს
დარჩა გამარჯუება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა და აღიღო ციხე იგი. და მოართუნეს

215
მრავალნი დიდებულნი აზნაურნი დარჩენილნი ლანგ-თემურს და წარკუეთნეს ყოველთავე თავნი‖. ამის
შემდეგ თემურ-ლენგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. აოხრდა და განადგურდა საქართველოს ეს
მხარეც. ქართველები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. თემურ-ლენგს უჭირდა წინსვლა.
დამპყრობლები იმერეთსაც კი ვერ გასცდნენ. ამასობაში კი ზამთარი მოახლოვდა. თოვლი თემურ-ლენგის
ჯარს დასავლეთ საქართველოში ჩაკეტავდა, ეს კი ძალზე სახიფათოO იყო. ასეთ პირობებში თემური
დათანხმდა ზავს. ახალი ზავის პირობებით საქართველო ხდებოდა ვასალური ქვეყანა. ქართველები
იხდიდნენ გადასახადს. საქართველოს თემურ-ლენგის მოთხოვნით უნდა გამოეყვანა დამხმარე ჯარი,
სამაგიეროდ თემურმა საქართველო ცნო ქრისტიანულ სახელმწიფოდ. ეს ქართველი ერის მნიშვნელოვანი
მონაპოვარი იყო.
ამის შემდეგ თემურს საქართველოში აღარ ულაშქრია. 1405 წელს თემურ-ლენგი გარდაიცვალა.
მის მიერ შექმნილი სახელმწიფო მალევე დაიშალა. მემატიანე თქმით თემურ ლენგი ,,მოვიდა
თურქისტანში და მუნ მოკუდა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა‖.
თემურ-ლენგის ლაშქრობებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს. აოხრდა და განადგურდა
თითქმის მთელი ქვეყანა. თემურ-ლენგის ურდოები კაფავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ბაღ-ვენახებს.,
ჭრიდნენ ხეებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, სოფლებს, ქალაქებს, სასტიკად უსწორდებოდნენ
მოსახლეობას. განადგურდა მეურნეობა, მოიშალა ქვეყნის მართვა-გამგეობა, უაღრესად დასუსტდა
სამეფო ხელისუფლება. იმის აშენებას და აღდგენას, რაც თემურ-ლენგმა დაანგრია ხანგრძლივი დრო და
მშვიდობა სჭირდებოდა. ყველაფერი კი პირიქით მოხდა. საქართველოს საზღვრებთან ერთ დამპყრობელს
მეორე ცვლიდა და მშვიდობიანი აღმშენებლობის პერიოდი აღარ დადგა. თემურ-ლენგის შემოსევებმა
წელში გატეხა საქართველო. ამის შემდეგ ქვეყანამ ფეხზე დადგომა ვეღარ შეძლო.

$9 საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში

თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრძოლები დაიწყო მის მემკვიდრეებს მირანშაჰს,


ომარსა და აბუბექრს შორის. ბერი ეგნატაშვილის თქმით ,,და მაშინ განუყო ძეთა თჳსთა თემნი და
ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი. და მიერითგან
ვერღარა შესძინეს ძეთა მისთა ქართლად მოსვლა, რამეთუ იყო ურთიერთას შინა შური და ჴდომა. და
დაიწყო ქართლმან შენობა‖. ამით ისარგებლა მეფე გიორგი VII და საქართველოს ციხეებში ჩაყენებული
მონღოლები ქვეყნიდან განდევნა. გარდა ამისა გიორგიმ ალატაღთან დაამარცხა მირზა ომარი 15 000
ჯარი. ამით შარვან შაჰ შეიხ იბრაჰიმმა ისარგებლა და შარვანში ხელისუფლება განიმტკიცა. შემდეგ
პერიოდში ქართველთა მოკავშირედ იქცა.
მეფე გიორგიმ საქართველოს საზღვრებთან მყოფ თურქმანებს შეუტია (თურქმენები ამ დროს
სამხრეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ). გიორგიმ შირვანშაჰთან
ერთად თურქმანების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა გადაწყვიტეს. მაგრამ, გიორგი VII თურქმანებთან
ბრძოლაში დაიღუპა 1407 წელს.
სამეფო ტახტი გიორგი VII-ს ძმამ კონსტანტინე I-მა (1407_1412 წწ.) დაიკავა. ამ დროისათვის
ძლიერდება შავბატკნიან თურქმანთა ბრძანებელი ყარაიუსუფი (შავი იუსუფი). შავბატკნიან
თურქმანთა აგრესიული ზრახვები სამხრეთ კავკასიისკან იყო მიმართული. მათგან თავის
დასაცავად საქართველოს მეფე კონსტანტინე I-მა, შირვანშაჰმა და შაქის მმართველმა კოალიცია შექმნეს.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1412 წელს. ყარა-იუსუფმა გაიმარჯვა, კონსტანტინე ტყვედ ჩავარდა.
მეფესთან ერთად ტყვედ ჩავარდა 300 აზნაური. კონსტანტინეს ტყვეობაში მეტად ამაყად ეჭირა თავი. ამან
ძალიან აღაშფოთა და გააღიზიანა ყარა-იუსუფი. მისი ბრძანებით საქართველოს მეფეს თავი მოკვეთეს.
1412 წელს გამეფდა კონსტანტინე I-ის შვილი ალექსანდრე I (1412_1442 წწ.). ალექსანდრეს ერთ-
ერთი მთავარი საზრუნავი იყო სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და სეპარატისტულად განწყობილ

216
ფეოდალთა დამორჩილება. განსაკუთრებით აქტიურობდა ივანე ათაბაგი, რომელიც 1415 წელს
საქართველოდან სამცხე-საათაბაგოს გამოყოფას აპირებდა. ივანე მხოლოდ პოლიტიკური
დამოუკიდებლობისთვის არ იბრძოდა. იგი ცდილობდა სამცხე-საათაბაგო ეკლესიურადაც მოეწყვიტა
ერთიანი საქართველოსაგან. ალექსანდრე I-მა შეიპყრო გამდგარი ათაბაგი და სამცხე დაიმორჩილა.
ალექსანდრე 1414 წელს დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და იქაური მთავრებიც (დადიანი,
შარვაშიძე) დაიმორჩილა.
1416 წელს ახალციხე დალაშქრა ყარა-ყოინლუს თურქმანებმა. ამ ბრძოლებს მრავალი ქართველი
შეეწირა. 1421 წელს ალექსანდრე I დაუკავშირდა შაქისა და შარვანის მმართველებს, აგრეთვე ირანის
მფლობელებს შაჰ რუხს და კოალიციური ჯარებით დაამარცხეს ყარა-იუსუფის ვაჟი ისკანდერი.
ალექსანდრემ თურქების მიერ მიტაცებული მიწებიც კან დაიბრუნა.
1431 წელს ალექსანდრე I-მა ლორე გაათავისუფლა თურქმანთაგან. იგი 1386 წელს თემურ ლენგის
პირველი ლაშქრობის შემდეგ იყო მოწყვეტილი ერთიან საქართველოს. 1434-1435 წლებში მეფე
ალექსანდრემ შემოიერთა სივნიეთიც (დღევანდელი ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები).
სივნიეთის აღების დროს დიდი როლი ითამასა ბეშქენ ორბელმა, რომელსაც ალექსანდრემ ლორე
გადასცა. ლორე ორბელთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ მათ გიორგი III ჩამოართვა იგი
შეთქმულებაში მხილების შემდეგ.
ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა თემურ-ლენგის დროს დანგრეული ქალაქები, სოფლები,
ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. ამ მიზნით 1425_1440 წლებში საქართველოში დაწესებული
იყო სპეციალური გადასახადი (კომლზე 40 თეთრი). შემოსული თანხები ქვეყნის აღდგენას ხმარდებოდა.
ბერი ეგნატაშვილის ცნობით ,,და ამა ალექსანდრე მეფემან მატა სხუათა მეფეთა ქართლისათა სიკეთითა,
რამეთუ იყო კაცი მეცნიერი და მოშიში ღმრთისა, და ესმოდა გული მოოჴრებისათჳსწმიდისა კათოლიკე
ეკლესიისა, და არა აქონდა ღონე აღშენებისა, ამისთჳს რომე ქუეყანა ლანგ-თემურისაგან მოოჴრებული
იყო, საუნჯე არღარა ჰქონდა. მოიპოვა ღონე ესევითარი და დასდვა იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და
კახთა, კომლზედ ექუსი შაური. ყოველსა წელიწადსა ამა მალს გამოართმევდა და ამით იწყო შენებად
მცხეთისა და რუის ღმრთაებისა საყდრისა, და დაშურებოდა დიდად და ხანსა რაოდენსამე შინა
აღასრულა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა. და შესწირნა სოფელნი და აგარაკნი იმერთა და ამერთა,
ზემო ქართლსა და კახთა‖. ერთ-ერთ სიგელში ალექსანდრე წერს, რომ ,,რაოდენნი საქართველოს ციხენი,
საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ ჩუანსა
ჟამსა ამოგვიკვეთიაო’’. 1424 წლისათვის ალექსანდრე I დაუმთავრებია გარეჯის უდაბნოს ტაძრის
აღდგენა. ხოლო 1431 წელს სვეტიცხოვლისა.
ალექსანდრე I ცდილობდა მოკავშირეები მოეძებნა. ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე იყო ეგვიპტე.
საქართველოს და ეგვიპტეს საკმაოდ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ
ერთმენეთთან. ეგვიპტის სულთანი ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველოში არ ჩაგრავდნენ და არ
ავიწროებდნენ მუსლიმებს. თავის მხრივ, საქართველოს მეფე ანალოგიურ დამოკიდებულებას
მოითხოვდა ქრისტიანებისადმი. სწორედ ამან განაპირობა, რომ იერუსალიმში არსებულ ქართულ
მონასტრებს და იქ მყოფ ქართველ ბერებს ჰქონდათ საშუალება მშვიდობიანი საქმიანობისათვის.
ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან კიდევ უფრო დაიძაბა. 1440 წელს საქართველოში
შემოიჭრა ყარა-იუსიფი მემკვიდრე ჯეჰან შაჰი. მან აიღო ქალაქი სამშვილდე. ისტორიკოს თომა
მეწობელის თანახმად, მან აქ 1664 ქართველს თავი მოკვეთა და მინრეთი დადგა, ხოლო 9 400 ადამიანი
ტყვედ წაიყვანა.
მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყნის შიგნითაც. სამეფო ხელისუფლებას სულ უფრო უჭირდა
სეპარატისტულად განწყობილ ფეოდალთა დამორჩილება. შექმნილ ვითარებაში სამეფო კარმა მიიღო
გადაწყვეტილება _ ურჩ ერისთავთა ნაცვლად ქვეყნის ცალკეულ მხარეთა მართველობა სამეფო
საგვარეულოს წარმომადგენლებისათვის გადაეცა. ნათესაობა უნდა გამხდარიყო ქვეყნის მტკიცე
ერთიანობის შენარჩუნების გარანტი. რეალურად ამ ღონისძიებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.
უთანხმოება იყო მეფის ოჯახშიც. 1442 წელს ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა.

217
საქართველოს მეფე გახდა მისი ძე ვახტანგ IV (1442_1446 წწ.). თავისი ხანმოკლე მეფობა ვახტანგმა
თურქმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა.
1446 წელს საქართველოს სამეფო ტახტი დაიკავა ვახტანგ IV-ის ძმამ გიორგი VIII-მ.
ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება. ალექსანდრე I-ის დროს მოეწყო ქართველთა
პირველი ელჩობა დასავლეთ ევროპაში. 1438 წელს იტალიის ქალაქ ფერარაში გაიხსნა საეკლესიო კრება.
კრების სხდომების ნაწილი ქალაქ ფლორენციაში გაიმართა, ამიტომ იგი ფერარა-ფლორენციის საეკლესიო
კრების სახელითაა ცნობილი. საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ დასავლეთისა (კათოლიკური) და
აღმოსავლეთის (მართმადიდებლური) ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. კრების მიზანი იყო
ეკლესიათა გაერთიანება რომის პაპის ევგენი IV მეთაურობით. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოდან
წარგზავნილი სასულიერო და საერო პირებიც; ბიზანტიის იმპერატორი იოანე VII; რუსეთის
მიტროპოლიტი ისიდორე და სხვ.
დელეგაციათა დიდი ნაწილი, მათ შორის ბიზანტიის წარმომადგენლებიც, იძულებული გახდნენ
ხელი მოეწერათ ეკლესიათა გაერთიანებისათვის. ბიზანტიიდან წარგზავნილებმა იმიტომ მოაწერეს ხელი
ეკლესიათა გაერთიანების უნიას, რომ ევროპისაგან დახმარების მიღებას ელოდნენ ოსმალთა წინააღმდეგ
ბრძოლაში. მოლოდინმა არ გაამართლა. უნიის ხელმოწერამ იმპერიაში კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.
ქართველმა დესპანებმა ხელი არ მოაწერეს გაერეთიანების აქტს. ისინი კრების მიმდინარეობისასაც
გამოდიოდნენ ეკლესიათა გაერთიანების წინააღმდეგ. ქართველი ელჩების ყოფნას ფერარა-ფლორენციის
საეკლესიო კრებაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ ერთი, ქართველმა ელჩებმა დაიცვეს
მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესები, და მეორეც, ქართველები უშუალოდ გაეცნენ ევროპაში
არსებულ ვითარებას და კარგად შეეძლოთ დაენახათ, თუ რა დახმარების გაწევა შეეძლო ევროპას.

$10 კონსტანტინეპოლის დაცემა და


მის მიერ გამოწვეული ცვლილებები

კონსტანტინეპოლის პირველი დაცემა მოხდა IV ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ქალაქის


აღებაზე მნიშვნელოვანი წყაროა რობერ დე კლარის `კონსტანტინეპოლის დაპყრობა‖ და გიუნთერ
პარიზელის `კონსტანტინეპოლის აღების ისტორია‖. რომელიც როგორც წყაროებიდან ირკვევა ის
ვენეციია და ევროპელი ჯვაროსანი რაინდების ბრალი ყოფილა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის
დაწყება განაპირობა იმან, რომ 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ჯვაროსნებს წაართვა
წმინდა ქალაქი იერუსალი. ამიტომაც რომის პაპმა მოუწოდა ევროპელ ჯვაროსნებს ქალაქი კვლავ
გაენთავისუფლებინათ და უკან დაებრუნებინათ. IV ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1202-1204
წლებში. ის ძირითადად ეგვიპტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეგვიპტეში გადასასვლელად
ჯვაროსნებს სჭირდებოდათ გემები, რომელიც მათ აუგო ვენეციამ 85 ათასი მარკის სანაცვლოდ.
ჟვაროსნებს კი ეს თანხა არ გააჩნდათ. მაშინ ვენეციის დოჟმა ენრიკო დანდოლომ, რომელსაც
ეკონომიკურად ბიზანტია უწევდა კონკურენციას სასიკვდილოდ გასწირა ის და კონსტანტინეპოლს
ჯვაროსნები შეუსია. ეს ვენეციის ცბიერ დოჟს პირდაპირ არ განუხორციელებია. როგორც გაუნტერ
პარიზელის წყაროდან ირკვევა მას ჯვაროსნებისათვის ეგვიპტეში ლაშქრობამდე ჯერ დალმაციის ქალაქ
ზადარის აღება მოუთხოვია. ამ წინადადებას ჯვაროსნები თავიდან არ დათანხმებიან, მაგრამ შემდეგ იმის
გამო, რომ ადრიატიკის ზღვისა და გემების მფლობელები ვენეციელები იყვნენ ისინი დაჰყოლიან მათ
დაჟინებულ მოთხოვნას. სამ დღიანი ალყის შემდეგ ქალაქი ზადარი იქნა აღებული. როგორც რობერ დე
კლარის წყაროდან ირკვევა, სწორედ ამის შემდეგ, ვენეციის ცბიერ დოჟს მიუმართავს ჯვაროსნებისათვის,
რომ გერმანიის იმპერატორის კარზე მე ვნახე ბიზანტიის იმპერატორის ისააკ II-ის (1185-195 და 1203-
12045 წწ.) ვაჟი, რომელსაც ერთ-ერთმა ძმამ უკანონოდ წაართვა ტახტი. ვენეციის დოჟმა ჯვაროსნებს
სწორედ ამ რეალური ტახტის მემკვიდრის ტახტზე დასმა მოსთხოვა. ჟვაროსნებმა თანხმობა განაცხადეს.

218
ისტორიკოსთა ნაწილი კონსტანტინეპოლის პირველ დაცემას ძირითადად ვენეციის ცბიერ დოჟს
უკავშირებენ. მაგრამ ვგონებ ბიზანტიელი ისტორიკოსის ნიკიტა ქონიატეს ისტორია, რამდენადმე
შეგვაცვლევინებს ამ შეხედულებაზე აზრს. წყაროს თანახმად: `ლათინები (იგულისხმება ჯვაროსნები)
უტიფრად ძარცვავდნენ (იგულისხმება კონსტანტინეპოლი) არა მხოლოდ მოქალაქეთა ქონებას, არამედ
ღვთისადმი შეწირულსაც. შეუძლებელია კაცმა ირწმუნოს, რა უმსგავსობას სჩადიოდნენ ისინი
ეკლესიაში. ძვირფასი საკურთხეველი დაამსხვრიეს და ნაწილ-ნაწილ გაიყვეს. ასევე მოექცნენ სხვა
საეკლესიო განძეულობასაც _ გაიტაცეს თითქოს ნადავლი ყოფილიყოს‖. ამ წყაროს წაკითხვის შემდეგ
აშკარა ხდება, რომ არა მარტო ვენეციელი დოჟის სურვილით მომხდარა კონსტანტინეპოლის აღება,
არამედ ამაში ავანტიურისტი ევროპელების სურვილებიც იყო გარეული. რომლებმაც მკვეთრად
გადაუხვიეს ქრისტიანული გზიდან და ავაზაკებად იქცნენ.
კონსტანტინოპოლი ჯვაროსნებმა აიღეს 1204 წელს და ბიზანტიის ადგილზე ჩამოყალიბდა
ჯვაროსნული სახელმწიფო _ ლათინთა იმპერია, რომელმაც 1261 წლამდე იარსება. მცირე აზიაში
გადასულმა ბერძნებმა ადგილობრივ ხალხთან ერთად, რომლებიც ნიკეის სახელმწიფოში
ერთიანდებოდენ დაიბრუნეს კონსტანტინოპოლი და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია. მაგრამ ძველი
სიძლიერე და დიდება მას უკვე აღარ ქონდა.
უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის დაპყრობა მეტად მიმზიდველი იყო ყველა
დამპყრობლისათვის, რადგან მასზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ორი დიდი სავაჭრო
მაგისტრალი: 1. ევროპიდან სამხრეთ-დასავლეთ აზიისკენ მიმავალი გზა და 2. ხმელთაშუა ზღვის
აუზიდან შავიზღვისპირეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისკენ.
ოდესღაც ბიზანტიის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ესპანეთიდან
ირანამდე იყო გადაჭიმული, მაგრამ XV საუკუნის შუა ხანებისათვის ბიზანტიის იმპერატორთა ხელში
მხოლოდ ქალაქი კონსტანტინოპოლი გახლდათ, რომელსაც რამდენიმე ბერძნული კუნძული და პატარა
ოლქი ემორჩილებოდა მხოლოდ.
ისედაც დასუსტებულ ბიზანტიის იმპერიას განადგურებით ემუქრებოდა ოსმალთაA
სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ რაც 1451 წელს სულთანი გახდა
მეჰმედ II. სწორედ მან გადაწყვიტა აეღო კონსტანტინოპოლი და ამით საბოლოოდ დაესვა წერტილი
ბიზანტიის სახელმწიფოსათვის. როგორც გიორგი ფრანძესი ამბობს თავის `დიდი ქრონოკა‖-ში მეჰმედ II
ამბობდა: ,,ამ ქალაქის დაპყრობით (იგულისხმება კონსტანტინეპოლი) ყველა წინაპარს ვაჯობებ, რადგან
ვერცერთმა ვერ შეძლო ეს‖.
ჯერ კიდევ 1452 წელს, ოფიციალურად ბიზანტიის კუთვნილებად გამოცხადებულ ბოსფორის
სრუტის ევროპულ სანაპიროზე, მეჰმედ II-ემ ააგო ციხე-სიმაგრე. მის პირდაპირ აზიურ ნაპირზე კი უკვე
ჰქონდათ ოსმალებს აგებული ანალოგიური დანიშნულების ნაგებობა. იმის გამო, რომ ეს ორი ციხე-
სიმაგრე აკონტროლებდა ბოსფორის სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილს ამით ოსმალებს ეძლეოდათ
საშუალება გაეკონტროლებინათ შავ ზღვაში შემავალ-გამომავალი ყველა გემი, რაც მათ პოლიტიკურ
ზეგავლენასთან ერთად ეკონომიკურ სიძლიერესაც ზრდიდა.
1453 წლის აპრილში მეჰმედ II დიდი ჯარით, რომელიც 200-300 ათას კაცს ითვლიდა მიადგა
კონსტანტინოპოლის კედლებს, რომელიც ხმელეთიდან და ზღვიდანაც ალყაში მოაქციეს. ოსმალებს,
როგორც ისტორიკოსი აშიკ ფაშა-ოღლუ გვეუბნება თავის `ოსმანთა დინასტიის ისტორიაში‖ 400-მდე
ხომალდი გამოუყვნიათ ბიზანტიელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორ
კონსტანტინე IX-ს მხოლოდ 7 000 მეომარი ყავდა _ 5 000 ბერძენი და 2 000 იტალიელი მოქირავნე.
ქალაქის დამცველთა საზღვაო ძალები 20-იოდე გემისგან შედგებოდა. ბრძოლა კონსტანტინეპოლის
კედლებთან უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალაქის დასახმარებლად მოვიდა 3 იტალიური და 1
ბიზანტიური ხომალდი, რომლებსაც ბოსფორის სრუტის შესასვლელთან ოსმალთა 150 გემისგან
შემდგარი ფლოტი დაუპირისპირდა, მაგრამ იტალიელმა და ბერძენმა მეზღვაურებმა მოახერხეს
ნავსადგურში შესვლა. მათ რამდენიმე ოსმალური გემიც კი ჩაძირეს. ომი კონსტანტინოპოლთან 2 თვე
გაგრძელდა. ოსმალებს კარგი არტილერია ჰყავდათ, რომელიცA ყოველდღე ბომბავდა
კონსტანტინოპოლის კედლებს. უნდა ითქვას, რომ ოსმალების მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა და

219
საბოლოოდ 1453 წლის 29 მაისს სულთნის მეჰმედ II-ის არმია კონსტანტინოპოლში შევიდა. მათთან
უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე IX. ოსმალები 3
დღე ძარცვავდენ ქალაქს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოწყვიტეს და 60 000 ადამიანი მონად აქციეს.
მეჰმედ II-მ კონსტანტინეპოლი, რომელსაც თურქები ინსტანბულს (სტამბულს) ეძახდნენ
ოსმალების იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა. თითქმის დაცარიელებულ ქალაქში მან მცირე აზიელი
თურქები და ნაწილობრივ თავისი ქვეშევრდომი ბერძნები, სომხები და ებრაელები ჩააასახლა. მას შემდეგ
კოსტანტინეპოლის ისტორია თურქეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდება.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყების მიზეზები. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
დაწყება მიზეზთა გარკვეულ ჯაჭვთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში მისი დაწყება განაპირობა იმ
საერთაშორისო ვითარემაბ, რომელიც შეიქმნა XV საუკიუნის შუა ხანებში. კერძოდ, 1453 წელს ოსმალებმა
აიღეს კონსტანტინეპოლი და ამით აღმოსავლეთისაკენ მიმავალი საზღვაო და სახმელეთო სავაჭრო გზები
გადაკეტეს. ოსმალები იქცნენ ევროპის ბაზარზე აღმოსავლური საქონლის ერთადერთ მიმწოდებლებად,
ანუ მონოპოლისტებად. შესაბამისად, კონკურენციის არქონის პირობებში მათ მიერ შემოტანილი
საქონელი ევროპის ბაზარზე ძალიან გაძვირდა. ამან გამოიწვია ევროპის ეკონომიკური პოტენციალის
გარკვეული დაქვეითება. ევროპელებმა დაიწყეს აღმოსავლეთთან და კერძოდ, ინდოეთთან
დამაკავშირებელი ახალი საზღვაო გზების ძიება.
ევროპის სახელმწიფოებს სურდათ ანტიოსმალური კოალიციის მოწყობა, მაგრამ შიდა
უთანხმოების გამო ეს ვერ მოხერხდა. ამრიგად, ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის აღება და
აღმოსავლეთისაკენ მიმავალი გზების გადაკეტვა გახლდათ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყების
ერთ_ერთი მთავარი მიზეზი.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებას ხელი შეუწყო ევროპაში მომხდარმა ტექნიკურმა
პროგრესმაც. ამ პერიოდში მოხდა კომპასის სრულყოფა და გამოგონილ იქნა ახალი სწრაფმავალი გემები _
კარაველები, რომლებსაც არა მარტო ზურგ ქარის დროს, არამედ გვერდ ქარის დროსაც შეეძლო
გადაადგილება. ევროპაში საკმაოდ განვითარდა სამხედრო ტექნიკა. XV საუკუნეში ევროპაში იყენებდნენ
საალყო და საველე ზარბაზნებსაც. დაიხვეწა ხელით სასროლი იარაღი. ხმარებაში შემოვიდა მუშკეტები,
რომლებიც 200 ნაბიჯზე ისროდნენ ზუსტად.
XV საუკუნეში ევროპაში საკმაოდ განვითარდა საქალაქო ცხოვრება. ტექნიკური მიღწევების
(ახალი დაზგა-დანადგარების) მრეწველობაში დანერგვამ გამოიწვია მეტალურგიის განვითარება.
დაიწყეს ქვანახშირისა და რკინის მადნის ამოღება.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ჯაჭვისებურად იქნა ერთმანეთზე გადაბმული რის გამოც
ევროპამ დაიწყო ახალი საზღვაო გზების მოძიებაზე ფიქრი, მით უფრო, რომ ის მზად იყო დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენებისათვის. ეს მზადყოფნა იმაში გამოიხატებოდა, რომ ახალი გზების ძიების
მიზეზსა და სურვილს გარდა, ამის რეალურად მიღწევის საშუალება და საჭიროებაც გააჩნდა.
Eვროპელები, ალბათ, ვერც კი წარმოდგენდნენ თუ რა დიდ წარმატებებს უქადდა მათ დიდი
გეოგრაფილული აღმოჩენები, რომ ამით გაიზრდებოდა არა მარტო გეოგრაფიული საზღვრები და
აღმოჩნდებოდა ამერიკა, არამედ სამომვლოდ მკვეთრად შეიცვლებოდა მსოფლიო პოლიტიკაც.
საინტერესოა, რომ ევროპელები, კერძოდ კი სკანდინავიელი ნორმანები, პირველად XI საუკუნის
დასაწყისში გადასახლდნენ ისლანდიასა და გრელანდიაში და იქიდან გადავიდნენ ჩრდილოეთ
ამერიკაში, მაგრამ ეს აღმოჩენა დანარჩენი ევროპისათვის ცნობილი არ გახდა და მალე ის
სკანდინავიელებმაც მიივიწყეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი სიშორის გამო ევროპა ჯერ არ იყო მზად
ამერიკასთან ურთიერთობისათვის.
XV საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს საქართველოში მოვიდა ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი
იმპერატორის კონსტანტინე XI-ის ელჩი, რომელმაც გიორგი VIII-ის ასული ითხოვა იმპეატორის
საცოლედ. მოსალოდნელი ქორწინება ჩაშალა იმპერიის დაცემამ. თვით იმპერატორი კი
კონსტანტინეპოლის დაცვისას დაიღუპა.
ბიზანტიის დაცემამ და თურქეთის გაბატონებამ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე
საქართველო მოწყვიტა ევროპას. ჩაიკეტა საქართველოს სამხრეთით გამავალი სავაჭრო გზაც. 1461 წელს

220
ოსმალებმა ტრაპიზონი აიღეს. ვითარება კატასტროფული გახდა მას შემდეგ, რაც 1475 წელს ოსმალებმა
ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიც დაიკავეს. შავი ზღვა ,,ოსმალეთის ტბად‖ იქცა და ევროპასთან
ყოველგვარი კონტაქტები შეწყდა. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ევროპელები იწყებენ
აღმოსავლეთისაკენ (ინდოეთისაკენ) მიმავალი ახალი გზების ძიებას. ამან ბიძგი მისცა დიდ
გეოგრაფიულ აღმოჩენებს. 1498 წელს პორტუგალიელი ზღვაოსანი ვასკო და გამა აფრიკის შემოვლით
მივიდა ინდოეთში. მის შემდეგ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძირითადი ვაჭრობა ამ საზღვაო
გზით წარიმართა. სახმელეთო გზამ კი საქართველოდან კიდევ უფრო შორს სამხრეთით გადაიწია.
საქართველო ამ გზებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.
ოსმალეთის გამატონებამ შეცვალა საგარეო-პოლიტიკური ორიენტირებიც. ოსმალები
ევროპისათვის უდიდეს მტრად იქცნენ. Yყველა, ვინც კი მათი რეალური მეტოქე იქნებოდა, მომავალში
შეიძლება ევროპის მოკავშირე გამხდარიყო. ეს ადგილი დაიკავა ირანმა.
ბიზანტიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლურ სამყაროში პირველობის პრეტენზია მოსკოვის
სამთავრომ წამოაყენა. შემუშავდა ,,მესამე რომის‖ თეორია (,,მეორე რომი‖ კონსტანტინეპოლი იყო).
,,მესამე რომი‖ ანუ მოსკოვი თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა და ამ
უკანასკნელთა იმედებიც, გარკვეულწილად, მოსკოვს დაუკავშირდა. მონღოლთა ბატონობისაგან
გათავისუფლების შემდეგ რუსეთი იწყებს ბრძოლას ტერიტორიული გაფართოებისათვის და სულ უფრო
აქტიურად მოიწევს სამხრეთისაკენ.
ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლისა და ტრაპიზონის აღების შემდეგ საქართველოს უდიდესი
საფრთხე დაემუქრა. ქრისტიანული, მაღალკულტურული ბიზანტიის ნაცვლად საქართველოს
დაუმეზობლდა მაჰმადიანური, უაღრესად აგრესიული სახელმწიფო _ ოსმალეთი.

$11 საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში

საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები. თემურ-


ლენგის ლაშქრობებმა საქართველოს მიაყენა ის გამოუსწორებელი ჭრილობა, რომლის ბოლომდე
მოშუშება ქვეყანამ ვერ შეძლო. მიუხედავად მეფე ალქსანდრე I მცდელობებისა ქვეყანამ თავიდან ვერ
აიცილა სამეფო-სამთავროებად დაშლა, რომლის მიზეზები პოლიტიკურთან ერთად საძიებელია მის
სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებშიც. აჯადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ ,,ამ ხანის
საბუთებში ქალაქის, სოფლის, ფუძის, სახლისა და ვენახის გვერდით ჩნდება და ხშირად გვხდება
ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნაფუძარი, ნასახლარი, ნავენახარი, პარტახი და სხვა ამის მსგავსი ტერმინები.
ცხოვრების სინამდვილემ წარმოშვა ეს ქვეყნის გაოხრების მომასწავებელი სიტყვები, ურომლისოდაც
საქართველოს მაშინდელი მდგომარეობისა და მეურნეობის პირობათა დასათაურება შეუძლებელი იყო‖.
გამუდმებულმა ომებმა მიშვნელოვნად შეამცირა საქართველოს მოსახლეობა, შეწყდა ინტენსიური
მეურნეობა, რომელიც ფეოდალიზმის ხანის ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენდა. დაქვეითდა
საქალაქო ცხოვრება. 1475 წელს თბილისში იმყოფებოდა ამბროჯო კონტარინი, რომელიც წერს, რომ
,,ტფილისი ცნობილი იყო თავისი სიდიდითა და სიმდიდრით, მაგრამ ახლა სულ დანგრეულია...‖
პროფესორი ნოდარ ასათიანი წერს, რომ ,,შავიზღვისპირა ქალაქები: ბათუმი, ფოთი, სოხუმი მხოლოდ
უმნიშვნელო ციხესიმაგრეებს ან უბრალო დაბებს წარმოადგენდნენ, ხოლო ისეთი სახელგანთქმული
ქალაქები, როგორც იყვნენ სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი _ ამ დროეისათვის საბოლოოდ
გაქრნენ, როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ხელოსნური წარმოების და სავაჭრო ცენტრები. თითქმის
მთლიანად შეწყდა ქვეყნის ცალკეულ კუთხეებს შორის სამეურნეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა‖.

221
ასეთი ეკონომიკური დაქვეითების ფონზე საქართველოში იზრდებოდა გადასახადები. XV
საუკუნეში 5-6-ჯერ გაიზარდა გადასახადი XII საუკუნესთან შედარებით, ეს კი კიდევ უფრო მეტ მძიმე
ტვირთად აწვებოდა ისედაც წელში გატეხილ მწარმოებელ მოსახლეობას.
სათავადოთა აღმოცენება. ზემოთ აღნიშნულმა კრიზისმა განაპირობა აგრეთვე ცენტრალური
ხელისუფლების შესუსტება და სამეფო-სახასო მიწებზე კონტროლის დაკარგვა. მსხვილი ფეოდალები და
დიდებულები თითქმის აღარ ემორჩილებიან მეფეს და ცალკე სათავადოს აყალიბებენ. მეფეს არ შეეძლო
სათავადოებში სამართლის წაერმოება და არც საშინაო საქმეებში ჩარევა.
თავადი გახლდათ ამა თუ იმ ფეოდალური საგვარეულოს მეთაური. სათავადოთა აღმოცენება
საქართველოში XV საუკუნეში ხდება და იგი მსხვილ ფეოდალთა აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი სათავადოებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ,,გაყრილობის პროცესი
შეყრილობის პროცესს უთმობს ადგილს‖. ანუ, XV საუკუნეში არსებული სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა კერძო, ინდივიდუალური მეურნეობის განვითარების საშუალებას არ იძლეოდა და საჭირო
დარჩა მისი გამსხვილება ცალკეული მსხვილ ფეოდალთა ქვეშ.
სათავადო, გარდა სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობისა პოლიტიკურ შეუვალობასაც
აღწევს და იგი ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული.
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ქართლის სამეფოში იყო შემდეგი მსხვილი სათავადოები-ქსნისა
და არაგვის, საამილახორო, საციციანო და საბარათიანო. კახეთში ყველაზე ძლიერი თავადები გახლდათ
ჩოლოყაშვილები, სამცხე-საათაბაგოში კი შალიკაშვილები.
სათავადოს სათავეში ედგა თავადი. ამ საგვარეულოს სხვა წევრები კი თავადიშვილებად
იწოდებოდნენ. წვრილი და საშუალო ფეოდალები, ანუ აზნაურები ემორჩილებოდნენ თავადებს, მცირე
ნაწილი კი მეფეს. სათავდოები, ფაქტიურად საქართველოს გაერთიანების წინადროინდელი სამთავროთA
სისტემის ახალი ფორმით აღორძინება გახლდათ და საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისითაც
რეგრესული მოვლენა იყო. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სათავდოები ქვეყნის დიფერენციისაკენ
გადადგმული ნაბიჯი გახლდათ.
გიორგი VIII (1446-1466 წწ.). ოსმალეთის მეზობლობა არც ისე საშიში იქნებოდა, საქართველო,
რომ ძლიერი და მტკიცედ გაერთიანებული ქვეყანა ყოფილიყო. ყველაფერი კი საპირისპიროდ მოხდა.
გიორგი VIII-ის დროს დაშლის პროცესი შეუქცევადი გახდა. 1447 წელს, ივანე ჯაყელის გარდაცვალების
შემდეგ, სამცხეში გამთავრებისათვის ერთმანეთს დაუპირისპირდა მისი შვილები აღბუღა და ყვარყვარე.
თავიდან ყვარყვარემ სძლია ძმას და სამცხის მთავარი გახდა, მაგრამ აღბუღამ მეფე გიორგის სთხოვა
დახმარება, რომელმაც დააპატიმრა ყვარყვარე და სამცხე აღბუღას ჩააბარა. 1451 წელს აღბუღა
გარდაიცვალა და მეფემ ათაბაგობა ისევ ყვარყვარეს უბოძა, რომელმაც გიორგი VIII წყენა ჩაიდო გულში
,,უსამართლოდ‖ დაპატიმრებისათვის. საქართველოში სეპარატისტულ ზრახვებს ყველაზე მეტად
სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი ავლენდა. ყვარყვარე თითქმის აღარ ემორჩილებოდა გიორგი VIII-ს.
მან კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს ეკლესიის მთლიანობის დარღვევა, მაგრამ კათალიკოს-
პატრიარქი დავით IV (1445-1459 წწ.) ენერგიულად აღუდგა წინ ამ პროცესს და ეკლესიის ერთიანობა
შეინარჩუნა.
XV საუკუნის 50-იან წლებში ევროპაში დაიწყო დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. მასში
მონაწილობა უნდა მიეღო ქართველებსაც. ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II ელჩი
ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელიც 1456-1457 წლებში ნამყოფი იყო საქართველოში და და აქაურობას
შედარებით კარგად იცნობდა. გიორგი VIII-მ და ქართველმა მთავრებმა კოალიციაში მონაწილეობაზე
თანხმობა განაცხადეს და უკან გაბრუნებულ ლუდოვიკო ბოლონიელს თავიანთი ელჩები გააყოლეს.
გიორგი VIII 100 000 ჯარის გამოყვანის პირობას იძლეოდა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 30 000
ჯარით და 30 კატარღით ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობას გეგმავდა ტრაპიზონის მეფე
დავითი. ამას ემატებოდა კილიკიის სომხეთის მეფე 20 000 ჯარით. ანტიოსმალურ კოალიციაში
მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა აგრეთვე უზუნ-ჰასანიც.

222
1460 წელს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მანტუაში, რომელზეც მთავრი განსახილველი
საკითხი ანტიოსმალური კოალიცის ჩამოყალიბების საკითხი გახლდათ. მაგრამ, ევროპის სახელმწიფოთა
მმართველებმა, მხოლოდ დაპირებებს იძლეოდნენ და რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამთ მათ.
ევროპაში გამგზავრებული ქართველი ელჩები გახლდათ _ მეფე გიორგის ელჩს წარმოადგენა
ნიკოლოზ თბილელი; ყვარყვარე ათაბაგის ელჩი იყო ქასადანი (ფარსადანი?); ამას ემატებოდა
ტრაპეზუნის მეფე დავითისა ელჩი მიხეილი; კილიკიის სომხეთის მთავრისა _ მორალი და უზუნ ჰასანისა
_ მაჰმედი.
ეს ელჩები შეხვდნენ უნგრეთის მეფეს, რომის საღვთო იმპერიის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს
(დაესწრენ ახალი მეფის ლუდოვიკო XI-ის კურთხევას), რომის პაპს და მილანის ჰერცოგს. მიუხედავად
ამისა, ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.
სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა საქართველოს მეფე და მთავრები
ერთმანეთს შორის მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა
დაარღვია.
1461 წელს ყვარყვარე ათაბაგმა მეფე გიორგის დაუპირისპირა თეთრბატკნიან თურქმანთა
ბრძანებელი უზუნ ჰასანი, რომელმაც შეძლო საქართველოს მეფის დამარცხება. სამაგიოროს მან ლორე
მიისაკუთრა.
1462 წელს გიორგი VIII-ს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში
მეფე დამარცხდა და ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. გიორგი VIII-ემ ვითარების
გამოსწორება სცადა და სამცხის მთავრის ყვარყვარის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ 1465 წელს ფარავნის
ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ამით ისარგებლა იმერეთის მეფემ ბაგრატმა, გადმოვიდა
აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისი დაიკავა. იმ იმედით, რომ გიორგი და ბაგრატი
ურთიერთბრძოლით დასუსტებოდნენ, ყვარყვარემ გიორგი გაათავისუფლა. გიორგი VIII კი 1466 წელს
კახეთში გადავიდა და კახეთის მეფედ გამოაცხადა თავი.
აღ-ყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მეთაურის უზუნ ჰასანის ლაშქრობები საქართველოში.
საქართველოს სამხრეთით ერთმანეთს ებრძოდა თურქმანთაA ორი ტომი _ შავბატკნიანები და
თეთრბატკნიანები. XV საუკუნის II ნახევარში გაიმარჯვეს თეთრბატკნიანებმა. მათმა მმართველმა უზუნ-
ჰასანმა მრავალჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. თუმცა, როცა თვით
უზუნ-ჰასანს ჭირდებოდა, იგი საქართველოს მოკავშირედაც გამოდიოდა ოსმალთა წინააღმდეგ
ბრძოლაში.
აღ-ყოინლუს სამეფოს შემადგემლობაში ამ დროს შედიოდა სამხრეთი აზერბაიჯანი (სეფიანების
გარდა), ყარაბაღი, ქურთისტანი, ირანისა და არაბეთის ერაყი, ტერიტორია ხორასნიდან სპარსეთის
ყურემდე. 1472 წელს ქართლიდან მეფე კონსტანტინე II-ეს მიერ გაძევებული თავადები, ბარათაშვილები
და სხვები მივიდნენ უზუნ ჰასანთან, რომელიც ამ დროს ემზადებოდა ოსმალთა წინააღმდეგ
საბრძოლველად. თავის მხრივ ოსმალებს მწვავე ბრძოლები ჰქონდათ ვენეციასთან, რომელიც ძალიან
მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი და ეძებდა მოკავშირეს. 1472 წელს ვენეციელმა ელჩმა კატერინო
ძენომ დახმარება უზუნ ჰასანს სთხოვა, რომელიც დათანხმდა მას.
1473 წელს გამართულ პირველ ბრძოლაში უზუნ ჰასანმა დაამარცხა ოსმალები, მაგრამ იმავე წელს
გამართულ მეორე ბრძოლაში იგი ოსმალებმა დაამარცხეს. ოსმალებთან განცდილი მარცხისა და ზარალის
ასანაზღაურებლად უზუნ ჰასანს საქართველო დაურბევია. ქართველებმა ხარკის გადახდა იკისრეს. 1477
წელს უზუნ ჰასანმა კვლავ დაარბია საქართველო. ამის მიზეზად იგი ასახელებდა ქართველთა მიერ
ხარკის გადახდის დაგვიანებას. ამ ლაშქრობის შემდეგ უზუნ ჰასანმა თბილისში თავისი გარნიზონი
დატოვა და 5 000 კაცი ტყვედ წაიყვანა. 1478 წელს უზუნ ჰასანი გარდაიცვალა. აღ-ყოინლუს სამეფოში
არეულობა დაიწყო.
იაყუბ ყაენის ლაშქრობები საქართველოში. უზუნ ჰასანის გარდაცვალების შემდეგ აღ-ყოინლუს
სამეფოს მმართველი გახდა მისი ძე იაყუბ-ყაენი, რომელმაც 1482 წელს დალაშქრა სამცხე. ბერი
ეგნატაშვილის თქმით ,,და ვითარცა ესრეთ იქმნა... მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხჳთა ერითა და უბრძანა
ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ და მოიცვეს სრულიად და იავარ-

223
ჰყვეს ქუეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ჰბრძოდეს დიდხან და
ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ჴელთა მესხნი
დარბაისელნი ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს
აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა ინებეს‖. ამრიგად,
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იაყუბ-ყაენმა მაინც შეძლო ახალციხისა და ქალაქ აწყურის აღება.
მაგრამ საკუთრივ ციხე მათ ვერ აუღიათ. ბერი ეგნატაშვილის თქმით ციხეში გამაგრებულმა ქართველებმა
,,აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს და
მან გაიხარა ფრიად და აღუთქუა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს
ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მჴეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა, და ერი
ურიცხჳ დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახჳლითა, ხოლო სხუანი ტყუედ წარიყვანნეს‖.
ყოველივე ამ ენით აუწერელი სისასტიკის შემდეგ კი ,,ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა,
შემკობილი თუალთა მიერ პატიოსანთა, ცოდვათა ჩუენთაგან ტყუე-ჰყვეს და მიჰგუარეს უსჯულოსა მას
მთავარსა. ხოლო მას ფრიად განუკჳრდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თუალთა, და ბილწითა
ჴელითა თჳსითა განძარცუა შემკობილება ხატისა‖. ამრიგად ბერი ეგნატაშვილის თქმით მათ აწყურის
ხატიც გაუძარცვავთ. ყვარყვარე ჯაყელმა მისი ძე მიუგზავნა თირქმანებს და შესთავაზა ხარაჯა. მაგრამ,
აქვე უნდა ითქვას, რომ იაყუბ-ყაენის მიერ გაგზავნილმა ჯარმა დმანისსა და სომხით-საბარათიანოში
ქართველებთან ბრძოლაში მარცხი განიცადეს.
1487 წელს იაყუბ-ყაენმა საქართველოში ახალი ჯარი გამოგზავნა ხალილ-ბეგ ბეგთაშის
სარდლობით. მათ დავალებული ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიებს დარბევა და ახალი ციხე-
სიმაგრეების მშენებლობა. ბერი ეგნატაშვილის თქმით მათ ქართლში ორი ციხის ,,ქაოზიანთა და
არჯაყალისა‖ მშენებლობა დაუწყიათ. თუმც ქართველები არ აძლევდნენ მათ ამის უფლებას ,,იწყინეს
ბარათიანთა და არ დაანებეს, და აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშუელა
ლაშქარი ხალიბეგს. შეიყარნეს და მოადგესტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს, რამეთუ
სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა‖. თბილისთან
გამართულ ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს თურქმანები. მემატიენს თქმით ,,მერმე შეიყარნეს
ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შუელა. მეფემან გაგზავნა ციცის-
შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღუეს წინა
ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცეს,
ასრე რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა
პირთამდის‖. უკან დახეული თურქმანები ქართველებმა კიდევ ურჯერ დაამარცხეს. ბერი ეგნატაშვილის
სიტყვით ,,რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა
ლაშქარსა ომითა და ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩეს ნებითა და
შეწევნითა ღმრთისათა.
ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხუენილი და ორბეთისა ძირსა დადგნენ. ეცადნეს
თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის‖.
1488 წელს ყარაბაღში მყოფ იაყუბ-ყაენს მოახსენა მისმა სარდალმა, რომ ციხების მშენებლობა
დასრულებულია და თბილისის ასაღებად ახალი ჯარი სჭირდებოდა. დიდი ბრძოლების შემდეგ
თურქმანებმა აიღეს კოჯრის ციხე და დაარბიეს ქართლის სოფლები. თუმც ქართველები მთებში იყვნენ
გახიზნულნი და იქ თურქმანებმა ვერ შეაღწიეს.
1489 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II ნიჩბისის წყალზე იყო დაბანაკებული და იაყუბ-ყაენის
წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა სამცხსი მთავარს და კახეთის მეფეს, მაგრამ მათ ბრძოლაში
მონაწილება არ მიიღეს. კონსტანტინემ, მხოლოდ საკუთარი ძალებით თურქმანებთან შებრძოლება
უაზროდ ჩათვალა და 1489 წელს თურამანებმა თბილისი უბრძოლველად აიღეს ფაქტიურად. თუმც, 1490
წელს იაყუბ-ყაენი გარდაიცვალა და მის ქვეყანაში დიდი არეულობა დაიწყო. ეს ხელსაყრელი ვითარება
გამოიყენა მეფე კონსტანტინემ და თურქმანები საერთოდ განდევნა ქართლიდან, ხოლომათი აგებული
ციხეები დაანგრია.

224
საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად. 1466 წლიდან, მართალია, ბაგრატ VI ქართლ-
იმერეთის მეფედ ითვლებოდა, მაგრამ იგი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყო. ქართლში
გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე მეფობდა. XV საუკუნის 70-იან წლებში ბაგრატმა ქვეყნის
ერთიანობის საწინააღმდეგო ღონისძიება გაატარა და დასავლეთ საქართველო ეკლესიურად ჩამოაშორა
მცხეთის საკათალიკოსო ტახტს.
1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა. მისმა ძემ ალექსანდრემ ტახტის დაკავება ვერ შეძლო.
ალექსანდრე ბაგრატის ძის წინააღმდეგ გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები. კონსტანტინე II
ცდილობდა თავისი გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ყვარყვარე ჯაყელთან
განცდილმა მარცხმა საშუალება არ მისცა გაეგრძელებია ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. 1483
წელს არადეთის ბრძოლაში ყვარყვარე ჯაყელმა დაამარცხა ქართლის მეფის ჯარი. ამით ისარგებლა
ალექსანდრე ბაგრატის ძემ და იმერეთში თავი მეფედ გამოაცხადა. კონსტანტინე II არ აპირებდა
შეგუებოდა ქვეყნის დაშლას. მან 1490 წელს თბილისში სამეფო დარბაზი მოიწვია და შეკრებილებს რჩევა
კითხა. მემატიანეს თქმით მეფე კონსტანტინემ „შემოიკრიბნა კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და
წარჩინებულნი თუისნი და განიზრახვიდა, თუ რაAჰყონ განდგომილებისათ ქუეყანათა და ვითარ მოაგონ
კუალად მეფობასავე თუისსა―. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად დარბაზს ურჩევია მეფისთვის
შეგუებოდა ქვეყნის დაშლას, ამის შემდეგ საქართველოს დაშლა ოფიციალურად გაფორმდა „ვინაითგან
მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თუისთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად
ათაბაგისა სამცხელნი, ამისთუის არა განგიზრახავთ ბრძოლასა; რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა,
არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე
შენსა―. როგორც დ. გვრიტიშვილი წერს: „ის რაც უკვე ფაქტიურად მომხდარი იყო, დარბაზმა
იურიდიულად გააფორმა, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა დაადასტურა―.
1491-1492 წლებში საქართველოს მეფეებმა და სამცხე-საათაბაგოს მთავარმა ხელი მოაწერეს საზავო
ხელშეკრულებას და მათ შორის სახელმწიფო საზღვრები დააწესეს.
იმ დროს, როდესაც საქართველოს უდიდესი საგარეო საფრთხე დაემუქრა, ქვეყანა
დაქუცმაცებული აღმოჩნდა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად ბაგრატიონებით სათავეში და
სამცხის სამთავროდ ჯაყელების მეთაურობით.

$12 სოციალური და ეკონომიკური ვითარება და კულტურა


XIII-XV საუკუნეებში

სოციალური ვითარება. XIII-XV საუკუნის ძნელბედობამ მკვეთრად შეცვალა საქართველოში


არსებული სოციალური ვითარება. ყველაზე მეტად დაზარალდა გლეხობა. თითქმის სამსაუკუნოვანმა
განუწყვეტელმა ომიანობამ გამოიწვია გლეხების რიცხობრივი შემცირება. მატერიალური სიდუხჭირე
ყველა ფენას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა გლეხობა. გაიზარდა გლეხთა ექსპლუატაცია.
მათ უხდებოდათ დამპყრობლების მიერ დაწესებული ხარკისა და ტრადიციული საბატონო
გადასახადების გადახდა. გლეხების მიერ თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება
იყო ხიზნობა. სახელმწიფო ცდილობად დაპირისპირებოდა ამ მოვლენას. ბექა-აღბუღას სამართლის
მიხედვით მებატონეს გაქცეული გლეხი უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა თუკი, მას ეძებდა, 30 წლის
მანძილზე, თუ არ ეძებდა, შვიდი წლის მანძილზე. ამავე დროს თუ გაქცეული ყმა გადაწყვეტდა
დაბრუნებულიყო ძველ ბატონთან, მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა ახალ ბატონს.
რამდენადმე გაუარესდა მსახურთა უფლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა
მსახურთა ფენა გლეხობასთან შედარებით მაინც უკეთეს მდგომარეობაში იყო. ბექა-აღბუღას სამართლის
მიხედვით მსახურის სისხლი შეფასებული იყო 1000 თეთრად, ხოლო გლეხისა _ 400 თეთრად.
გაუარესდა ვაჭრებისა და ხელოსნების მდგომარეობაც.
კატასტროფულად შემცირდა აზნაურთა ფენა. ეს გამოიწვია იმან რომ აზნაურების ძირითადი
საქმიანობა სამხედრო სამსახური იყო. საქართველოში ხშირი ომიანობის გამო აზნაურთა მთელი გვარები

225
ამოწყდა. გაუარესდა აზნაურთა ეკონომიკური მდგომარეობაც. ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით
საპატიო აზნაურს ჰქონდა სასახლე, ციხე და კარის ეკლესია. მისი სისხლი 20 000 თეთრად იყო
შეფასებული. თუ ის დაკარგავდა თავის მამულებს, მისი შთამომავლები ორი თაობის მანძილზე
ინარჩუნებდნენ სოციალურ სტატუსს, ხოლო თუ მესამე თაობაშიც ვერ გამოსწორდებოდა ვითარება,
შთამომავალი ხდებოდა ქვემო აზნაური, რომლის სისხლიც 12 000 თეთრად იყო შეფასებული.
დიდებულების სისხლი 40 000 თეთდად იყო შეფასებული. XV საუკუნეში საქართველოში იწყება
სათავადოების ჩამოყალიბება. სათავადო მოიცავდა გარკვეულ ტერიტორიას თავისი ციხე-სიმაგრეებით,
სასახლეებით, ეკლესია-მონასტრებით. სათავადოს თავში იდგა თავადი. მას ემორჩილებოდნენ საკუთარი
საგვარეულოს წარმომადგენლები: თავადისშვილები და ასევე აზნაურები, მსახურები და გლეხები.
თავადის ხელში იყო მთელი ძალაუფლება: პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სამხედრო და
სასამართლო. სათავადო, ფაქტობრივად, ნახევრად დამოუკიდებელი სამფლობელო იყო. მისი არსებობა
ხელს უშლიდა ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას.
ეკონომიკური მდგომარეობა. მუდმივმა ომებმა, მონღოლთა ასწლოვანმა ბატონობამ, თემურ-
ლენგის შემოსევებმა მთლიანად დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა.
ქვეყანაში დაეცა სოფლის მეურნეობის დონე. დაზარალდა ქალაქები. ეკონომიკურად გაუჭირდა
თითქმის ყველა ფენას. მონღოლთა ბატონობის დროს ეკონომიკურად ყველაზე კარგ მდგომარეობაში
ეკლესია იყო. რომელთაც არანაირ გადასახადს არ ახდევინებდნენ მონღოლები.
ქალაქების განადგურებამ გამოიწვია ვაჭრობისა და ხელოსნობის დაცემა. ეკონომიკის
გამოცოცხლება დაიწყო გიორგი V-ის დროს. რაზეც მიუთითებდა ქართული ვერცხლის ფულის მოჭრა.
ეკონიმიკის აღორძინების მცდელობა იყო მეფე ალექსანდრე I-ის დროსაც, მაგრამ საერთო ვითარება მაინც
ვერ შეიცვალა. გამუდმებული ომიანობის შედეგად დაიცალა სოფლები და განადგურდა ბევრი ქალაქი
(რუსთავი, ხორნაბუჯი). XV საუკუნის ბოლოს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმეს
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კულტურა XIII_XV საუკუნეებში. საქართველოში შექმნილმა უმძიმესმა პოლიტიკურმა,
ეკონომიკურმა და სოციალურმა ვითარებამ გავლენა იქონია ქართულ კულტურაზე.
სწავლა-განათლება. ქვეყნის კულტურის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა თბილისი. ეკლესია-
მონასტრების დანგრევამ, რა თქმა უნდა, ბევრი სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრი
მოშალა. ამ პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა ლარგვისის მონასტერი (ქსნის
ხეობაში). მონასტერზე ზრუნავდნენ ქსნის ერისთავები. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და
გადამწერები, მამა-შვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანდაისძეები. მწიგნობრობისა და განათლების
მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა მძოვრეთი (საციციანოს ცენტრი). აქ მოღვაწეობდა ზაზა
ფანასკერტელ-ციციშვილი, რომელმაც შექმნა კარაბადინი.
მოღვაწეობას განაგრძობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული მონასტრები.
ქართველი მეფეების მიერ განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერი,
სადაც ამ პერიოდში დაიწერა ლუკა იერუსალიმელის და ნიკოლოზ დვალის მარტვილობა.
ძნელბედობის მიუხედავად მაინც მოქმედებდა პეტრიწონის მონასტერი. აქ მოღვაწეობდნენ
ტაოელი ძმები _ ათანასე და ოქროპირ ეგნატისშვილები.
ისტორიოგრაფია. XIII_XV საუკუნეებში შეიქმნა და ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ისტორიული
ხასიათის ნაწარმოებმა. ლაშა-გიორგის მეფობის დროს შეიქმნა უცნობი მემატიანის ისტორიული
თხზულება, რომელშიც აღწერილია დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი IV-ის მეფობა.
ნაწარმოები სულ რამდენიმე გვერდისაგან შედგება, მაგრამ იგი შეტანილ იქნა ,,ქართლის ცხოვრების‖
კრებულში.
ამავე პერიოდში შეიქმნა თხზულება, რომლის ავტორი ივანე ჯავახიშვილის თანახმად უნდა იყოს
ჟამთააღმწერელი. Eეს ნაწარმოები შეიცავს ასი წლის ისტორიას (გიორგი IV-ის გამეფებიდან გიორგი V-ის
გამეფებამდე). XIV საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა ავგაროზ ბანდაისძის ,,ძეგლი ერისთავთა‖. ეს
არის ქსნის ერისთავთა საგვარეულო ისტორია. XV საუკუნის ბოლოს ანა დედოფლის (ალექსანდრე I

226
კახთაA მეფის) ბრძანებით გადაიწერა ,,ქართლის ცხოვრება‖, რომელიც დღეისათვის ,,ქართლის
ცხოვრების‖ ხელნაწერთა შორის უძველესია.
ლიტერატურა. XIII საუკუნეში მოღვაწეობდა აბუსერიძე ტბელი, რომელმაც დაწერა ,,სასწაული
წმიდისა და მთავარმოწამისა გიორგისანი‖. XIII საუკუნის ბოლოს მაკარი მესხმა სირიულიდან თარგმნა
,,პეტრე იბერიელის ცხოვრება‖.
XIII საუკუნეში დაიწერა ,,ლუკა იერუსალიმელის წამება‖. ლუკა მუხაისძე იყო ჯვრის მონასტრის
წინამძღვარი. როდესაც მონასტერი მუსლიმებმა მიიტაცეს, ლუკამ არ უარყო ქრისტიანობა, რის გამოც ის
სიკვდილით დასაჯეს. XIV საუკუნეში შეიქმნა ,,ნიკოლოზ დვალის წამება‖. ნიკოლოზი იერუსალიმის
ჯვრის მონასტერში მოღვაწე ბერი იყო. მოძღვრის მიერ დამასკოში წარგზავნილი ნიკოლოზი შეიპყრეს და
ქრისტიანობისადმი ერთგულების გამო თავი მოკვეთეს.
ხელოვნება. XIII-XV საუკუნეებში ხუროთმოძღვრული ძეგლების დიდი ნაწილი შენდებოდა
სამცხეში. თუმც, შენება მიმდინარეობდა სხვაგანაც. დემეტრე II-ეს დროს აშენდა მეტეხის ღვთიშობლის
სახელობის ტაძარი, ასევე გერგეტის სამება. სამცხეში აიგო: საფარის წმინდა საბას ეკლესია, ზარზმა,
ჭულე, ბიეთი. ალექსანდრე I-ის დროს აღადგინეს სვეტიცხოველი და სხვა ძეგლები.
ამავე პერიოდში შეიქმნა: უბისის მოხატულობა; საფარის, ზარზმის, ჭულეს, ხობის, გელათის
ფრესკები; ჯრუჭის დავითნის მინიატურები. ოქრომჭედლობის ნიმუშებიდან მნიშვნელოვანია
ანჩისხატის კარების შიდა პირის მოჭედილობა.
XIII-XV საუკუნეები ქართული კულტურისათვის მძიმე პერიოდია.
საქართველოს ეკლესია XIII-XV საუკუნეებში. საქართველოს ეკლესია ყოველთვის
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართველი ერის ცხოვრებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭებოდა ეკლესიას ძნელბედობის დროს. ლაშა-გიორგის მიერ ,,ველისციხელი ქალის― მოყვანის
წინააღმდეგი, დიდებულებთან ერთად, იყო საეკლესიო პირებიც. ქვეყანაში შექმნილი მძიმე
მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების გზაზე დემეტრე II ცდილობდა მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა
ჰქონოდა სხვადასხვა ძალასთან. ამ პოლიტიკამ კვალი დააჩნია მის პირად ცხოვრებასაც. მეფეს სამი ცოლი
ჰყავდა: ტრაპიზონის იმპერატორის ასული, მონღოლთა ნოინის შვილი და ბექა ჯაყელის ქალიშვილი.
მემატიანე გადმოქვცემს რომ ამას ძალიან აღუშფოთებია კათალიკოსი. იმის გამი, რომ მეფეს ვერ შეასმინა
ვერაფერი, ნიკოლოზს დაუტოვებია კათალიკოსობა და მისი ხელით უკურთხებია ახალ კათალიკოსად
მეფის ჯვრისმტვირთველი აბრაჰამი. ამ პერიოდში ჩამოვიდა საქართველოში ათონის ივერთა
მონასტრიდან ბასილი მონაზონი, რომელიც ასევე კიცხავდა მეფეს ამ ,,უწესობის‖ გამო. დემეტრე II-ეს
მეფობის დროს მოღვაწეობდა გარეჯელი ბერი პიმენ სალოსი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ,,ლეკთა
წარმართობისაგან‖ მოქცევაში. ჟამთააღმწერელის თანახმად ,,ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენ
სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა და დაემკჳდრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი
ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა
დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოჴრებელის-ძე, ნათესავით მესხი‖.
ერთიანი საქართველოდან გამოყოფის ტენდენციები ყველაზე მეტად სამცხის ათაბაგების
საქმიანობაში შეინიშნებოდა. ისინი ეკლესიური მთლიანობის დარღვევასაც ცდილობდნენ, რასაც
ყოველთვის წინ აღუდგებოდნენ ხოლმე საქართველოს კათალიკოსები. XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე,
ივანე ათაბაგის წაქეზებით, აწყურის (მაწყვერელმა) ეპისკოპოსმა, რომელიც სამხრეთ საქართველოში
ყველაზე დიდი პატივით სარგებლობდა შეწყვიტა ლოცვებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის
მოხსენიება. ალექსანდრე I-ის ღონისძიებებმა (ივანე ათაბაგის შეპყრობამ, სამცხეში გადასვლამ და ურჩი
ერისთავების გადაყენებამ) შეაჩერა დაწყებული პროცესი.
1438-1439 წლებში ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ ქართველებიც. ამ დროს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო დავით III. წარგზავნილებს შორის იყვნენ მიტროპოლიტი
გრიგოლი და მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი იოანე.
XV საუკუნის 50-იან წლებში ყვარყვარე ჯაყელმა კვლავ სცადა სამცხის ეკლესიური გამოყოფა. მას
წინ აღუდგა კათალიკოს-პატრირქი დავით IV, რომელმაც რადიკალურ გზებს მიმართა, იგი ჩავიდა

227
სამცხეშიAდა საფარაში განდგომილი მღვდელმსახურები შეაჩვენა და განკვეთა. ისინი იძულებული
გახდნენ მოენანიებინათ და ერთგულების პირობა დაედოთ.
კათალიკოს-პატრიარქ დავით IV-ეს დროს დასავლეთ საქართველოში მყოფმა ანტიოქიის და
იერუსალიმის პატრირქმა მიქაელმა აფხაზეთის კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი
მთავარეპისკოპოსი იოვაკიმე. აქამდე არსებული წესით აფხაზეთის კათოლიკოსს მცხეთის კათალიკოს-
პატრიარქი აკურთხებდა. ამის შემდეგ ეს იერარქიული დამოკიდებულება მოიშალა. აფხაზეთის
კათალიკოსის რეზიდენცია იყო ბიჭვინთაში. სეპარატისტული მისწრაფებები იყო კახეთშიც.
სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და საქართველოს პოლიტიკური დაშლის ჟამს
საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

თავი IX საქართველო XVI-XVIII საუკუნეში

$1 ქართლის სამეფო XVI საუკუნეში

კონსტანტინე II (1478-1505 წწ.). XVI საუკუნის დამდეგს საქართველო მეტად მძიმე


მდგომარეობაში იყო. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სამეფო-
სამთავროები ურთიერთბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი და თანაც ერთმანეთისაგან განსხვავებული
საგარო-პოლიტიკური კურსი ეჭირათ. ქართლს უმთავრესი საფრთხე XV საუკუნის ბოლოს
თეთრბატკნიანი თურქმანებისგან ელოდა. მათ რამდენჯერმე დალაშქრეს ქართლი. კონსტანტინე II-ის
მოწოდებას-ერთად ებრძოლათ მტრის წინააღმდეგ, ქართველი მეფე-მთავრები არ გამოეხმაურნენ.
მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ ისარგებლა თურქმანთა შორის დაწყებული შინაომებით და მოახერხა
მათი განდევნა ქართლიდან. კონსტანტინემ 1493_1494 წლებში ელჩი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს და
ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის მიღება სთხოვა. 1495 წელს კონსტანტინემ ასევე გაგზავნა
ელჩები ესპანეთის მეფე ფერდინანდსა და დედოფალ იზაბელასთან. ქართველი ელჩები დიდი პატივით
მიიეღეს ესპანეთში და რომის პაპთანაც, მაგრამ რეალური დახმარება ქართლის მეფეს არ აღმოუჩინეს.
ამ დროისათვის აღყოინლუს სამეფო ორ ნაწილად იყო გაყოფილი რომლებსაც უზუნ ჰასანის
შვილები ალვენდი და მურადი ედგნენ სათავესში. მათ დაპირისპირება ჰქონდათ არდებილის (პროვინცია
სამხრეთ აზერბაიჯანში) მფლობელი ისმაილთან. 1500 წელს სიფიანებბა ორი დიდი ლაშქრობა მოაწყვეს
სამცხე-საათაბაგოსა და შირვანში და დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ისმაილმა დახმარება
ქართლისა და კახეთის მეფეებსა და სამცხის მთავარს სთხოვა. ისმაილი ქართველებს შეჰპირდა, რომ
გამარჯვების შემთხვევაში გაათავისუფლებდა მათ ხარკისაგან, რომელსაც ისინი თურქმანებს უხდიდნენ.
გადამწყვეტ ბრძოლაში თურქმანთა წინააღმდეგ ისმაილის ჯარის ძირათად ნაწილს ( 9000 კაცს)
ქართველები შედგენდნენ (სამ-სამი ათასი ქართლიდან, კახეთიდან და სამცხიდან), თავად ისმაილს
მხოლოდ 7000 მეომარი ჰყავდა. 1501 წელს შარურთან მომხდარ ბრძოლაში ისმაილისა და ქართველთა
ჯარებმა დაამარცხეს ალვენდ აღყოინლუს სამხედრო ქ ვედანაყოფები და ისმაილი ზეიმით შევიდა
თავრიზში. მან თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. 1503 წელს ისმაილმა შეძლო მურად აღ-ყოინლუც
დაამარცხაც და ამით აღ-ყოინლუს სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ამრიგად, ეს
ბრძოლა ისმაილის გამარჯვებით დამთავრდა. ყიზილბაშური ირანის პირველმა სეფიანმა შაჰმა
ისმაილ I-მა (იგი არდებილის შეიხის სეფი ედ-დინის შთამომავალი იყო და იმოტომ იწოდებოდა
სეფიანად) მალე უზარმაზარ ტერიტორიაზე, ამუ-დარიიდან ევფრატამდე, განავრცო თავისი
ძალაუფლება.
დავით X (1505-1525 წწ.). 1503-1505 წლებში ქართლის სამეფო კარზე არსებული დაპირისპირების
გამო კონსტანტინე II ბერად აღიკვეცა. 1505 წელს ქართლში კონსტანტინე II-ის ძე დავით X გამეფდა. მეფე
დავითს მისი ძმა გიორგი ტახტს ეცილებოდა და საბოლოოდ 1525 წელს იგი აიძულა ბერად
აღკვეცილიყო, თუმც ვერც გიორგიმ შეინარჩუნა დიდხანს სამეფო ტახტი.

228
1509 წელს ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-
1510 წწ.). მან თავდაპირველად გორის აღება განიზრახა. ეს მეფე დავით X შეატყობინეს, მაგრამ იგი
საბრძოლველად არ გამოვიდა. ამით ისარგებლა ალექსანდრე II და გორი დაიკავა. იმერთა მეფემ
ალექსანდრე II შეძლო ქართლის მთელი ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის ლიახვის ხეობამდის მაინც
დაკავება. ამ ლაშქრობის მიზეზს ვახუშტისეული ბატონიშვილი შემდეგ ნაირად ხსნის „ხოლო
შემდგომად კოსტანტინე მეფის გარდაცვალებისა, მოიხსენა ალექსანდრე მეფემან შური პირველი,
შემოიკრიბნა სპანი, გარდაუხდა ქართლს. შეუძნდათ ესე ყოველთა და ეტყოდნენ მეფესა დავითს
ბრძოლასა მისსა. არამედ დავით მეფემან არა ინება, მეტყუელმან მათმან: „რამეთუ მიეგების მეშფოთეთა
შფოთი―, ხოლო ალექსანდრემ აღიღო გორი და დაიპყრა თუით―. ამასთან დაკავშირებით, აკადემიკოსი
ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ კონსტანტინე მეფის გარდაცვალების
თარიღად წყაროები 1503, 1504 და 1505 წ. სდებენ და უკანასკნელს ვახუშტიც ჭეშმარიტად სთვლის, მაშინ
თავისთავად იბადება კითხვა, რომ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ 4 წელიწადი იყო გასული
ალექსანდრეს ქალაქ გორის ასაღებად გამოლაშქრებამდე, იმ დროისათვის საკმაოდ ხანგრძლივი
მანძილია, რომ იმერეთის მეფის ეს სამხედრო მოქმედება მარტო კონსტანტინე მეფისადმი შურისძიების
წყურვილის შედეგად გვეცნა. უფრო საფიქრებელია, რომ აქაც მეფეთ-მეფობისა და ორისავე ტახტისა,
ლიხთიმერეთისა და ლიხთამერეთის მპყრობელობის განხორციელების იგივე წადილი უნდა იყოს
მისაჩნევი―. ეს მოსაზრება ცოტა ხნის წინ მკვლევარმა მ. კაპანაძემ გაიზიარა. იგი წერს. „ამ ციტატიდან
ჩანს, რომ ალექსანდრე მეფის მიერ ქართლში წარმოებული სამხედრო მოქმედება და დავით ქართლის
მეფის პასიურობა მიუღებელი იყო ქართლის სამეფო კარის წევრებისა და დიდი თავადებისთვისაც,
რადგან თუკი ალექსანდრე მეფე წარმოებულ სამხედრო ოპერაციას წარმატებით განახორციელებდა და
ქართლში გამარჯვების მოპოვებით ამ ორ სამეფოს კვლავ შეაერთებდა, ამით მათ მიერ დიდი ხნის
ბრძოლით მოპოვებული უფლებები შეიზღუდებოდა. ამიტომ იყო, რომ „საქართველოების― კვლავ ერთ
სამეფოდ გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების ყოველგვარ მცდელობას წინ
ეღობებოდნენ―.
ვითარება გამწვავდა ქართლსა და კახეთს შორისაც. კახეთის მეფე გიორგი II-ემ (ავ-გიორგიმ)
რამდენჯერმე ილაშქრა ქართლში. მემატიანეს თქმით ,,ხოლო რაჟამს მოკლა გიორგიმ მამა თჳსი
ალექსანდრე, მაშინ თჳით დაიპყრა კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშჳდობის-
მყოფელი და სათნო ღმრთისა. ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმა გიორგი, ბაგრატ და ალექსანდრე და
მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო შური მახჳლითა ავ-
გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა ზედა. ხოლო ეკრძალებოდა
სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-
გიორგი და უჴდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო
ქართლი მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თჳთ მეფე დავით შეწყუდეულ
ყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე იგი ატენისა. და წარვიდა სახედ
თჳსად, და წარიღო ნატყუენავი მრავალი‖.
ავ-გიორგის ლაშქრობათა გამო შეწუხებულმა დავითის ძმებმა მიმართეს მეფეს `ამიერითგან
ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე
მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩუენისათა დამონებულ იყვნეს.
და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს
სრულიად მიმძლავრებად თუისად. და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ‖.
ანალოგიურად წერს `სწავლული კაცნი‖ და ვახუშტი ბატონიშვილიც. მკვლევარი ანანი ჯაფარიძე კი
პირიქით დადებით შეფასებას აძლევს მეფე დავითის პასიურობას ავ-გიორგისთან დაკავშირებით, რადგან
ამით, ანანიას თქმით, დავით მეფე თავიდან ირიდებდა ქართველთა შორის სისხლისღვრა. ამ მოსაზრებას
ჩვენაც ვეთანხმებით.
ავ-გიორგის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დავით X-ის ძმა ბაგრატი. ბაგრატმა
მეფისაგან საუფლისწულოდ მუხრანი ითხოვა და საფუძველი ჩაუყარა ბაგრატიონების მუხრანბატონთა
შტოს ,,სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა,

229
და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ
წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტუერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა მუნ‖. ეს,
რომ ავ-გიორგიმ გაიგო ამ ციხეს ალყა შემოარტყა და სამ თვიანი ალყის შემდეგ ბარატს შეუთვალა
,,ვინათგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყუდეულ ხარ და არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება
უღჳნობითა და შეიძღუენ ღჳნო ესე და სუ ამისაგან ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღჳნო
ახარებს გულსა კაცისასა". ამის პასუხად კი ბაგრატმა ორაგულის თევზი გაუგზავნა და შეუთვალა
,,ეგეოდენი ჟამი არს, ვინათგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა და არა მოგსლვიან ორაგული და
ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩუენი. აწ მიირთჳ ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს
აღება ციხისა ამის". მიხვდა ავ-გიორგი, რომ ხანგრძლივი ალყითა მტუერის ციხის აღებას ვერ შეძლებდა
და ბაგრატს სურსათ-სანოვაგე ჰქონდა ციხეში. ამიტომაც, იქ გაჩერება უაზროდ ჩათვალა და ისევ კახეთს
მიაშურა. თუმც, ცოტა ხანში მან 1513 წელს ისევ დალაშქრა ზემო ქართლი და დიდი ნადავლით
ბრუნდებოდა უკან, რომ მას გზაში ჩაუსაფრდა ბაგრატი. ბარი ეგნატაშვილის თანახმად ,,სცნა რა ესე
ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი თჳსნი და დაუმზირდა ჴევსა მას,
რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ
იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და
ვითარცა მოიწია მუნ, სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და
მსწრაფლ დაემჴუა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თჳთ ბაგრატ, და შეიქმნა
სარტყელი და შეუკრა მჴარნი.
ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგუნილ, რქუა ავ-გიორგი ბაგრატს: ,,ვის ეკადრება შეპყრობა და
შეკრვა მჴრისა?" და რქუა ბაგრატ ავ-გიორგის: ,,ჯერეთ ესე მოვაწიე შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა
მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ, რეგუენი და ჭკუა-მცირე".
ავ-გიორგი ციხეში გამოკეტა, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. მემატიანეს თქმით ,,ხოლო სცნა რა
სიკუდილი მისი მეფემან დავით, შეწუხნა. მაშინ აღიღეს გუამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა
მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და
კეთილად მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათჳს‖. ავ-გიორგის დარჩა ძე ლევანი,
რომელიც თავს აფარებდა სახლ-უხუცეს გარსევან ჩოლოყასვილთან.
დავით X-ემ ისარგებლა გიორგის დატყვევებით და კახეთი დაიკავა, თუმცა სულ რამდენიმე
წლით. მეფე დავითმა უფლისწულ ლევანის მოსაძებნად კახეთში გაგზავნა ბაგრატი და ქსნის ერისთავი.
კახელმა თავადებმა შეშინდნენ და ლევანი წაიყვანეს ,,მოსკოვისა კნიაზთანა‖, ხოლო ლევანის დედა
გადამალეს მაღრანის ციხეში. ბაგრატი და ქსნის ერისთავი მივიდნენ გარსევან ჩოლოყაშვილთან,
რომელმაც დიდი პურობა გაუმართა მათ და მეორე დღეს დაიფიცა, რომ ლევანი ,,არა არს სახლსა ჩემსა,
და რომელიცა იხილეთ თუალითა თქუენითა სხუა არავინ არს სახლსა შინა ჩემსა". რამოდენიმე წლის
შემდეგ ლევანი დაბრუნდა კახეთში ,,სპითურთ რუსით‖ და ოჩინოს ციხეში გამაგრდა. ამის შემდეგ ,,მაშინ
კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს და გაიბატონეს. და
დაიპყრა კახეთი ლევან‖.
1518 წელს შაჰისმაილი ნახიჩევანში იმყოფებოდა, როდესაც მასთან სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III
გამოცხადდა, რომელიც შაჰმა დივ-სულთან რუმლუს რაზმთან ერთად საქართველოს დასარბევად
გამოგზავნა. დივ-სულთან რუმლუს რაზმმა სამცხე უბრძოლველად გაიარა, საიდანაც ქართლში გადავიდა
და გორი და სურამი აოღო. დავით X სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით მისი ძე რამაზი შაჰის
სარდალთან გაგზავნა და დიდი ძღვენი მიართვა. ქართლის მეფემ ყოველწლიური ხარკის გადახდა
იკისრა. ქართლში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს კახელმა თავადებმა და ავ-გიორგის ძე
ლევანი გაამეფეს. დავით X-ემ ძალით სცადა კახეთის შენარჩუნება, მაგრამ მარცხი იწვნია. 1520 წელს
ქართლში კვლავ შემოიჭრა ყიზილბაშები. მემატიანეს თქმით ,,ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხუნი სპანი
ოსმალთანი, და მოაოჴრეს სრულიად სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს მუნითგან და
მოვიდეს ქართლს. და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად. და
ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა, ამისთჳს რომე ძლიერად
შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა

230
მოციქული მეფემან დავით ამილახორი და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე‖. მაგრამ, არცა მით
გამოვიდა რაიმე. მაშინ ,,რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კუალად დაიპყრა ლევან კახეთი. და შემოეყარნეს
კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შჳდის‖. ბერი ეგნატაშვილის ამ ცნობიდან ირკვევა, რომ
ლევანს ურთიერთობა დაუმყარებია ,,მოსკოვისა კნიაზთანა‖ და ,,სპითურთ რუსით‖ დაუბრუებია
კახითის მეფოა. ვფიქრობთ, რომ ეს მონაკვეთი მერმინდელი პერიოდის ჩანამატი უნდა იყოს, რადგან. ამ
პერიოდში რუსეთი ჯერ კიდევ არ არის ის სამეფო, რომელსაც შეეძლებოდა ამიერკავკასიის საქმეებში ასე
აქტიური ჩარევა. რუსეთი ამ პერიოდისათვის კავკასიის ,,მეზობელი‖ სახელმწიფოც კი არ არის. რუსეთს
სამეფომ თავისი საზღვრები მოგვიანებით ივანე IV (1547-1584 წწ.) მეფობის პერიოდში გაიფართოვა.
შემოიერთა ყაზანისა და ასტრახანის სახანოები. ვოლგისპირა კაზაკის რაზმის ატამანის ერმაკის
ხელმძღვანელობით დაიწყო ბრძოლა ციმბირის სახანოსათვის, რომელიც ასევე შემოერთებულ იქნა.
მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეძლებდა იგი ამიერკავკასიის და კერძოდ კახეთის სამეფოს საქმეებში
ჩარეულიყო.
ლევანმა გურიის ერისთავ მამიას (1512_1534 წწ.) სთხოვა დავით X წინააღმდეგ ომში დახმარება.
მამია გურიელი სამცხის გავლით ქართლში გადავიდა. მეფე დავითსა და გურიელს შორის ბრძოლა მოხდა
მოხისთან და დავითის გამარჯვებით დასრულდა. გურიელმა მუხრანისაკენ აიღო გეზი, სადაც მას
ლევანიც შეუერთდა. დავით X გადაწყვიტა ორი მხრიდან მიეტანა მათზე იერიში. თვითონ ნიჩბისში
დადგა და იქიდან აპირებდა მუხრანში მყოფ ძალებზე თავდასხმას, ბაგრატ მუხრანბატონსა და
ამილახორს კი, ბაზალეთიდან უნდა შეეტიათ მათვის. მაგრამ, საქმე ბრძოლამდე არ მისულა. გურიელმა
დავით მეფეს შეუთვალა: მე აქ იმისათვის მოვედი, რომ თქვენსა და ლევანს შორის მშვიდობა დავამყარო
და გევედრებით `რათა ჰყოთ ზავი და სიყვარული თქუენ შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი
გარემოსა ვითარცა ყეენი, რომელი იპყრობს ქუეყანათა‖. მეფე დავითს საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქმა ბასილVI-მ (1517_1531 წწ.), ეპისკოპოსებმა და დიდმა ფეოდალებმა დაზავება ურჩიეს.
დავითიც დაუზავდა მათ.
გარდა ამისა მეფე დავით იძულებული იყო ყიზილბაშების თავდასხმა მოეგერიებინა. მაგრამ,
დავითი მათთან ბრძოლაში დამარცხდა. მტერმა აიღო თბილისი და ქალაქში თავისი გარნიზორი ჩააყენა.
1524 წელს ისმაილი გარდაიცვალა, რომლის შემდეგ დავით X-ემ ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით
და თბილისი გაათავისუფლა. 1525 წელს დავით X ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. წესისა და
კანონის მიხედვით მეფე მისი ძე ლუარსაბი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ტახტზე დავითის ძმა გიორგი IX
(1525-1527 წწ.) ავიდა. ლუარსაბმა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) დახმარებით მოახერხა
ქართლის ტახტზე ასვლა. ლუარსაბმა 1526 წელს ცოლად შეირთო ბაგრატ III ასული თამარი და იმავე
წელსვე მან ბაგრატს გადასცა ალი, სურამი და ახალდაბა (თანამედროვე ქარელისა და ბორჯომის
რაიონების ნაწილიდ და ხაშურის რაიონი). 1527 წლიდან ლუარსაბი ქართულ წყაროებში მეფედ
მოიხსენიება. გიორგი IX ამის შემდეგაც ცდილობდა ისევ ქართლის მეფე გამხდარიყო, მაგრამ ვერ შეძლო.
გიორგი IX ამ საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა.
ლუარსაბ I (1527-1556 წწ.). ბერი ეგნატაშვილის თქმით ,,უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი
ბრძოლა არა ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი
არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხრმლისა მისისაგან არიან‖. ფრსადან გორგიჯანიძე წერს, რომ
,,ლუარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოვლის საქართველოს მეფეთა და თავადთა ზედან...თავად კარგი
სარდალი იყო და მერმე გულოვანი, უხვი...ომში კოხტა და უშიშარი, მაგარი ქრისტიანი. ურუმთა და
ყიზილბაშთა ნამეტნავად მისგან ეშინოდათ...თვითან სხვათა ყმობის თქმა არ იკადრა‖. აკადემიკოსი ნ.
ბერძენიშვილი, მეფე ლუარსაბ I-ის მოღვაწეობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით
ხაზგასმით ,,ქართლის ეს მრავალწლოვანი უმაგალითო ბრძოლა მხოლოდ მის საკუთარ კუთხურ
ინტერესებს კი არ ემსახურებოდა, არამედ მთელი საქართველოს დამოუკიდებლობას‖.
ქართლის მეფე ლუარსაბ I კარგად, ხედავდა რომ რამდენიმე ნაწილად დაშლილ საქართველოს
უდიდესი საფრთხე ელოდა. ოსმალეთი და ირანი საქართველოს დაპყრობისათვის აქტიურად
იბრძოდნენ. შექმნილ მდგომარეობაში აუცილებელი იყო მტკიცე კავშირი მეფეებს შორის. ლუარსაბ I და
იმერეთის მეფე ბაგრატ III შეთანხმებულად მოქმედებდნენ. როდესაც 1535 წელს ბაგრატ III-ემ სამცხე

231
დაიმორჩილა, იმავე დროს ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიკავა. სამწუხაროდ სხვა ქართველი მეფე-მთავრები
ლუარსაბსა და ბაგრატს მხარს არ უჭერდნენ.
მეფე ლუარსაბი საქართველოს ორი დიდი იმპერიის ოსმალეთისა და ირანის აგრესიიდან იცავდა.
ეს უაღრესად მძიმე თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობდა ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთ
დაპირისპირების ფონზე.
ოსმალეთის იმპერიას სათავეში იდგა სულთანი. იგი ითვლებოდა უმაღლეს საერო ხელისუფლად,
აგრეთვე ყველა მუსლიმის რელიგიურ მეთაურად და ამავე დროს ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებული
ძალების მთავარსარდლად. ოსმალეთში სახელმწიფო რელიგიად მაჰმადიანური სარწმუნოების
სუნიტური მიმდინარეობა იყო. იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სხვა რელიგიური აღმსარებლობის
ხალხი განიცდიდა რელიგიურ ჩაგვრას.
ოსმალეთი სელიმ I_ის (1512-1520 წწ.) დროს საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ხანგრძლივი
ომების შედეგად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა: სირია, პალესტინა, ლიბანი, ეგვიპტე,
მუსლიმთა საღვთო ქალაქები _ მექა და მედინა, ალჟირი და მისი მიმდებარე რეგიონები. სელიმ I-ის ვაჟმა
სულეიმან I-მა, რომელიც 1520-1566 წლებში ედგა ოსმალეთს სათავეში ქვეყნის საზღვრები კიდევ უფრო
გააფართოვა და დაიპყრო ქალაქი ბელგრადი და კუნძული როდოსი. მანვე დაიპყრო აგრეთვე უნგრეთი.
სულეიმან I-მა დაამყარდა მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობა საფრანგეთთან. ეს საფრანგეთ-ოსმალთა
პოლიტიკური ბლოკი დაუპირისპირდა ესპანეთსა და ავსტრიას. ამრიგად, ოსმალეთმა მთელი თავის
ყურადღება გადაიტანა ევროპის მიმართულებით. ამან მისი ყურადღება მნიშვნელოვნად მოადუნა
საქართველოსთან მიმართებაში, რამაც ხელსაყრელი ვითარება შექმანა ქართულ სამეფო-სამთავროთა
განვითარებისათვის.
1536 წელს სულთან სულეიმან I ირანის მიმართულებით განახორციელა ერთი ლაშქრობა,მაგრამ
ამის შემდეგ მთელი თავის ყურადღება ევროპა-აფრიკის მიმართულებით გადაიტანა. ამით ისარგებლა
ირანის შაჰმა თამაზმა (1524_1576 წწ.), რომელმაც გადაწყვიტა თავისი პირველობა ამიერკავკასიაში
გაენაღდებინა. 1538 წელს ყიზილბაშებმა დაიპყრეს შირვანი, რომელიც სეფევიდების პროვინციად _
საბეგლარბეგოდ იქცა. შირვანის დამორჩილების შემდეგ შაჰ-თამაზმა გადაწყვიტა საქართველო დაეპყრო.
მან 1541 წელს 12 000 ლაშქრით დალაშქრა ქართლი. რიგორც, ჩანს მეფე ლუარსაბი გრძნობდა შაჰ-
თამაზიდან წამოსულ აგრესიას და სავარაუდო მოკავშირეებს ეძებდა. 1540 წელს ლუარსაბ მან
ოსმალეთის სულთანს ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა, მაგრამ სულთანმა
ქართლის მეფეს დახმარება არ აღმოუჩინა. შაჰ-თამაზი თბილისს მოადგა და ქალაქი აიღო. ჯარის ნაწილი
მან გორის, ნაწილი კი ქვემო ქართლის მიმართულებით გაგზავნა. სადაც ზოგიერთი მოღალატე თავადის
წყალობით აიღო ბირთვისის ციხე. მეფე ამ დროს თავის ოჯახთან ერთად მცხეთაში იყო გარდაცვლილი
მცირეწლოვანი შვილის დასაკრძალად. ლუარსაბმა მტერს პარტიზანული ბრძოლა გაუმართაA და დიდი
ზარალი მიაყენა მას. შაჰ-თამაზმა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, ვერც ლუარსაბი დაატყვევა და ვერც
ქართლი დაიმორჩილა.
1545 წელს სოხოისტას ბრძოლაში ოსმალთა წინააღმდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს ლუარსაბ I-
იც ეხმარებოდა. მაგრამ ბრძოლა ქართველთა მარცხით დამთავრდა და იმერეთის მეფემ სამცხე დაკარგა.
ლუარსაბ I-მა მოახერხა ჯავახეთის შენარჩუნება. სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრო III-მ ქართლის მეფის
წინააღმდეგ შაჰ-თამაზს სთხოვა დახმარება. 1547 წელს ყიზილბაშებმა ჯავახეთი და ქვემო ქართლი
დალაშქრეს და ააოხრეს. მიუხედავად ამისა ლუარსაბ I ბრძოლას არ წყვეტდა. ყიზილბაშთა ამ
ლაშქრობასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვეპოვება რამდენიმე წყარო, რომლებშიც ქართულ სამეფო-
სამთავროთა მმართVელების პოზიციებზეა საუბარი. ამკუთხით აღსანიშნავია ისტორკოსის ფარსადან
გორგიჯანიძის ცნობა, რომ `კახეთის ბატონი ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ ძღვნითა და კარგის
ფეშქაშით ყაენთან მოვიდნენ, ის ლაშქრობა ერთგულად იმსახურეს‖. ისქანდერ მუნშის მიხედვით კი შაჰ-
თამაზთან გამოცხადდენ `ლევან-ხანი, კახეთის, ზაგემისა და გრემის მმართველი, და ბაში-აჩუკის მეფე
ბაგრატი, რომელიც ხალხში ბაქრათის სახელით არის ცნობილი, ქვეყნის საფარველ სასახლეში მოვიდნენ,
ფეშქაში, და ბაჯო და ხარაჯ მიართვეს და ამ იღბლიან ლაშქრობაში მონურად ემსახურებოდნენ
ძლევამოსილ ამალას‖.

232
ისტორიკოსთა ნაწილი, ამ წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ კახეთის მეფე ლევანი და
იმერეთის მეფე ბაგრატი ამ ლაშქრობაში ეხმარებოდნენ შაჰ-თამაზსს. ამ საკითის ჭეშმარიტების
დადგენაში ჩვენ გვეხმარება ჰასან რუმლუსთან დაცული ცნობები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდა
ამ ომში და უფრო სანდო უნდა იყოს იგი. ჰასან რუმლუ წერს, რომ შაჰ-თამაზთან ქართველი მეფეები
მხოლოდ საქართველოდან წასვლის შემდეგ მივიდნენ. ამრიგად, გამოდის რომ, კახეთისა და იმერეთის
მეფეებს ლუარსაბ I-ის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვფიქრობთ, ჰასან რუმლუს ეს ცნობა
უტყუარი უნდა იყოს, რადგან მოტყუების არანაირი საბაბი მას არ აქვს.
ლუარსაბ I კარგად ხვდებოდა, რომ სამცხე-საათაბაგო იყო მთელი საქართველოს თავდაცვის ის
პირველი ზღუდე, რომლის დაკარგვის შემთხვევაში მტერს გზა ეხსნებოდა როგორც, დასავლეთ, ისე
აღმოსავლეთ საქართველოსაკენ.
ამასთან დაკავშირებით, აკადემიკოსი ნიკოლოზ ბერძენიშვილი წერს, რომ „ლუარსაბი ხედავდა,
რომ სამხრეთ-დასავლეთის მხრით საქართველოს ალაყაფის კარები ერღვეოდა. ასეთ გარემოებაში
ქართლის მეფემ გადაწყვიტა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა, რომ ოსმალეთის შემდგომი
აგრესიისათვის ამ მიმართულებით გზა შეეკრა―. ეს მოსაზრება გაზიარებულია ქართულ
ისტორიოგრაფიაში. ამიტომ, ლუარსაბ I-მა 1551 წელს დაიკავა სამცხე-საათაბაგოს ნაწილი. ამის
საპასუხოდ შაჰ-თამაზის მესამე შემოსევა მოჰყვა. ქაიხოსრო ათაბაგმა კი, ქართლის მეფის წინააღმდეგ
ირანის შაჰს თხოვა დახმარება. იგი წერდა შაჰ-თამაზს ,,ლუარსაბ მეფე შევიდა ქაიხოსროს
სამფლობელოში და ტერიტორიები დაიკავა, ხოლო ისქანდერ ფაშა კიდევ არტანუჯის მიმართულებით
ავითარებს შეტევას და ირანის შაჰმა უნდა ილაშქროს სამცხეში‖.
შაქში მყოფმა შაჰ-თამაზმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი მესამე ლაშქრობა მოაწყო. მან
მოარბია სამცხე, რომლის შემდეგაც ისქანდერ ფაშამ არტანუჯის ციხეს თავი მიანება და უკან გაბრუნდა.
სამცხიდან ირანელები ქართლშიც გადავიდნენ. ჰასან რუმლუს ცნობით, ირანელები ქართლში მხოლოდ
საბარათიანოს ტერიტორია დაარბიეს და ქართლის სიღრმეში არ შესულან.
ყიზილბაშებმა უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მოახერხეს ვარძიის აღება. ვარძია გაძარცვეს, იქ
მყოფი ქართველები და მათ შორის მყოფი ბერებიც თითქმის სულ ამოწყვიტეს. ამის შემდეგ შაჰმა
მარბიელი რაზმები შეუსია ქართლს, მაგრამ ლუარსაბის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ლუარსაბმა
სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ყიზილბაშებს. ირანის შაჰმა ლორე და ბამბაკი ქაიხოსრო ათაბაგს უბოძა
და თავისი ლაშქრით ქართლიდან ყარაბაღში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა ამ ბრძოლებმა სამცხე
ძალიან დაანგრია.
1553 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი საბრძოლო ოპერაციები დაიწყო. ამ
დაპირისპირებაში ოსმალები, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ სამცხის ათაბაგის პოზიციას. სულთანმა იცოდა, რომ ათაბაგი პროირანული ორიენტაციისა
იყო და ამიტომაც მოზომა სათქმელი. იგი ითხოვდა არა პოზიციის მისდა სასარგებლოდ შეცცლას
(რომელიც მას მიუღწეველად ეჩვენებოდა), არამედ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. ოსმალთა ელჩს
აღუთქვა ნეიტრალური პოზიციის დაკავება ათაბაგმა, მაგრამ ოსმალთა ეს ელჩი ვიღაცამ გზაში მოკლა.
ისტორიკოსი ე. მამისთვალიშვილი სრულიად მართებულად მიიჩნევს, რომ ეს ელჩი შესაძლოა მოეკლათ
ქართლისა და იმერეთის მეფეთა დაკვეთით, რათა ათაბაგის ავტორიტეტი შეელახათ ამით. სამცხე,
რომელიც ხშირად ღალატობდა ქართულ საქმეს, ამის შემდეგ შესაძლოა სათანადოდ დასჯილიყო იგი.
1554 წელს შაჰ-თამაზი მეოთხედ შემოიჭრა საქართველოში. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი წინა
ლაშქრობებთან შედარებით. ირანელებმა ჯერ ქვემო ქართლი დაარბიეს, შემდეგ კი შიდა ქართლი
დალაშქრეს. მიუხედავადდიდი მცდელობისა მეფე ლუარსაბი ვერ დაატყვევეს. პირიქით, გმირი მეფე
პარტიზანული ბრძოლებით მოსვენებას არ აძლევდა მათ. მტერმა აიღო გორის ციხეს და ატენის ციხეს
შემოარტყა ალყა. ატენის ციხეში იმყოფებოდა მეფის დედა. ყიზილბაშებმა ტყვედ ჩაიგდეს ერთ-ერთი
გლეხი და აიძულეს ის წყარო ეჩვენებინა, საიდანაც ციხე წყლით მარაგდებოდა. უწყლოდ დარჩენილი
გარნიზონი მტერს დანებდა. შაჰ-თამაზმა ტყვედ იგდო დედოფალი, რომელმაც ირანისაკენ წასულმა
გზად თავი მოიწამლა. ირანელებმა ქართლიდან 30 000 ტყვე წაიყვანეს. მეფე ლუარსაბმა იმერეთის მეფე
ბაგრატთან შეფარა დროებით თავი.

233
1554 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობდა.
მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო გახლდათ. ამასთან დაკავშირებით,
აღსანიშნავია უნგრელი ორიენტალისტის ლ. ფეკეტეს მიერ თურქეთის არქივში ნაპოვნი ისტორიული
დოკუმენტი. ეს გახლავთ ირანის შაჰის თამაზის დიდმოხელეების სევინდუქ ბეგის და უსტაჯლუ შაჰ-
ყული ბენ ჰამზას წერილი არზრუმის მმართველ აია ფაშასადმი, რომელიც გაგზავნილია 1554 წელს, 30
ოქტომბრის შემდეგ, ანუ მაშინ როცა შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში უკვე მომხდარია.
წერილის ავტორები საუბრობენ, რომ ქართლის და იმერეთის მეფეები სარგებლობენ ორი მეტოქე
მუსლიმანური სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებით. ამიტომაც, ისინი ურჩევენ სულთანს, რომ
უბრძანოს იმერთა მეფეს, რათა მან დაატყვევოს ქართლის მეფე და გაგზავნოს იგი შაჰ-თამაზთან. ირანმა
და ოსმალეთმა მართლაც შეძლეს პრაქტიკულად საერთო ენის გამონახვა, რომლის პირდაპირი შედეგი
გახლავთ 1555 წელს 29 მაისის ამასიის ზავი. ამ ზავის თანახმად ირანს ერგო: ქართლი, კახეთი და
აღმოსავლეთ მესხეთი (ახალციხის ჩათვლით). ოსმალეთს გადაეცა: იმერეთი, სამეგრელო (ოდიში),
გურია, დასავლეთ მესხეთი _ ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი), ლაზისტანი (ტრაპიზონისა და
ტირიბულის საზღვრამდე). ირანმა შეინარჩუნა მთელი აზერბაიჯანი, და სომხეთის აღმოსავლეთი
ნაწილი და სომხეთისავე დასავლეთი (ვანის ტბის რაიონი); ოსმალეთს ერგო არაბეთის ერაყი; სასაზღვრო
ზონა _ ყარსის ოლქი კი გაუკაცრიელებული უნდა ყოფილიყო, მისი მოსახლეობა ირანში უნდა
გადაესახლებინათ; თვითო ყარსის ციხე-სიმაგრე კი მიწასთან გაასწორეს. ამასიის ზავის შემდეგ ირანი და
ოსმალეთი აღარ დაუშვებდნენ საქართველოს გაერთიანებას.
1556 წელს ქართლში ირანელები შემოიჭრნენ. ბრძოლა მოხდა სოფელ გარისთან. ბრძოლის ველზე
ქართველებს ლუარსაბ I-ის ძე სვიმონი მეთაურობდა. მტერი დამარცხდა და გაიქცა. ერთ-ერთი გაქცეული
რაზმი იმ გორაკზე აღმოჩნდა, საიდანაც მოხუცი მეფე ლუარსაბი ბრძოლას დასცქეროდა. მტერთან
შეტაკების დროს ლუარსაბ I-ს ცხენი წაექცა, სწორედ ამ დროს ყიზილბაშებმა ის სასიკვდილოთ დაჭრეს.
ლუარსაბი დაკრძალეს მცხეთაში.
სვიმონ I (1556-1600 წწ.). ქართლის სამეფოს ტახტი 1556 წელს ლუარსაბის ძემ, 19 წლის სვიმონ I-მა
დაიკავა. სვიმონმა გადაწყვიტა თბილისი გაეთავისუფლებინა და დახმარება კახეთის მეფე ლევანს
სთხოვა. კახეთიდან მოსულ ჯარს ლევანის ძე გიორგი სარდლობდა. ყიზილბაშებმა თბილისში
დამატებითი სამხედრო რაზმები შეიყვანეს. 1561 წელს ქართველებმა ციხედიდთან (ძეგვის მახლობლად)
ბანაკი გამართეს და თბილისზე შეტევისათვის ემზადებოდნენ. აღდგომის ღამე 6 აპრილი იყო.
ქართველთა საყარაულო რაზმის მეთაურმა, რომელიც მუხათგვერდთან იდგა, მთელი თავისი რაზმით
წირვაზე დასასწრებად წავიდა. ყიზილბაშები კი მალულად სწორედ ამ გზით მიადგნენ ქართველთა
ბანაკს და მოულოდნელად დაესხნენ თავს. ბრძოლის დროს მოკლეს გიორგი. კახელები ბრძოლის ველს
გაერიდნენ. სვიმონი იძულებული გახდა უკან დაეხია.
1559 წელს სიმონ მეფემ ცოლად შეირთო კახეთის მეფე ლევანის ასული ნესტან-დარეჯანი.
ისტორიკოსი ე. მამისთვალიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ქორწინება ანტიირანული კოალიციის შექმნის
აშკარა ცდა იყო.
მეფე სიმონს მისი ძმა დავითი დაუპირისპირდა და 1562 წელს შაჰ-თამაზთან ჩავიდა ყაზვინში.
იგი გამაჰმადიანდა და დაუთ-ხანად იწოდა.
სიმონ მეფე ცდილობდა აეღო თბილისი, სადაც დაუთ-ხანიც იმყოფებოდა. 1567 წელს თბილისთან
ახლოს გაიმართა ბრძოლა მეფე სიმონსა და დაუთ-ხანს შორის. ამ უკანასკნელს მოღალატე ქართველების
გარდა ირანელებიც უჭერდნენ მხარს. ამ ბრძოლაში მეფე სიმონი გამოვიდა გამარჯვებული. 1568 წელსაც
გაიმართა მათ შორის ბრძოლა თბილისის მახლობლად და ამჯერადაც სიმონი გამოვიდა ამ ბრძოლიდან
გამარჯვებული.
სწორედ ამას მოჰყვა, მომდევნო 1569 წელს, ირანის შაჰის მიერ ჩამოყალიბებული კოლიციური
ჯარის ლაშქრობა ქართლში. შაჰ-თამაზმა თავი მოუყარა შაქის, ყარაბაღის და საშამხლოს ჯარებს და
საქართველოში გადმოისროლა. ყიზილბაშები ქართლს შემოესივნენ. მტერს მეგზურობას
მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი უწევდა. ბრძოლა ფარცხისთან მოხდა. ბრძოლის დროს მეფე
მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მოსწყდა ქართველთა ძირითად ლაშქარს. ყორღანაშვილმა იცნო მეფე

234
და ირანელებს შეატყობინა. ირანელებმა სვიმონი ტყვედ ჩაიგდეს და ირანში გაგზავნეს. სვიმონმა უარი
განაცხადა ისლამის მიღებაზე. ქართლის მეფე ალამუთის ციხეში გამოკეტეს. მოღალატე ყორღანაშვილი
საჩინო ბარათაშვილმა კლდიდან გადააგდო.
1569-1578 წლებში ქართლის მეფედ სვიმონის გამაჰმადიანებული ძმა დაუდ-ხანი (დავით XI)
ითვლებოდა თუმცა მას რეალურად თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა.
1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს და იმავე წელს დაამარცხეს ყიზილბაშები.
ოსმალები სამცხის გავლით ქართლში შემოვიდნენ. მათი სარდალი ლალა მუსტაფა-ფაშა თბილისს
მოადგა. იგი დაუკავშირდა იმერეთის მეფე გიორგის და შესთავაზა შემდეგი წინადადება. თუკი, მეფე
გიორგი მას დაეხმარებოდა თბილისის აღებაში, სამაგიეროდ ლალა მუსტაფა-ფაშა მას თბილსში
გააბატონებდა. ამავე დროს ლალა მუსტაფა-ფაშა დაუკავშირდა ალექსანდრე კახთა მეფესაც და დახმარება
სთხოვა თბილისის აღებაში. მკვლევარი მ. სვანიძე, სავსებით მართებულად აღნიშნავს ამ ფაქტთან
დაკავშირებით, რომ `თუ მხედველობაში მივიღებთ ამ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას,
მაშინ სავსებით ნათელი გახდება, რომ ლალა მუსტაფა ფაშას სურდა ამ გზით კიდევ უფრო მეტად
გაეღრმავებინა ქართლ-კახეთ-იმერეთის სამეფოებს შორის არსებული შუღლი და მტრობა‖. კახეთისა და
იმერეთის მეფეებმა არ მიიღეს მონაწილეობა თბილისის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში, მაგრამ
ლალა მუსტაფა-ფაშამ მაინც მოახერხა და ქალაქი აიღო. ოსმალებმა მთელი ქართლლის დაკავებაც კი
შეძლეს. ოსმალებს მცირე რაზმით დაუპირისპირდა ერეკლე მუხრანბატონის ძე და დიდი ზიანი მიაყენა
მათ. ოსმალებმა თბილისის (ქართლის) საბეგლარბეგო დააარსეს და იგი ჩააბარეს კასტამონიის
სანჯაყბეგს სოლაქ ფერჰად ფაშას ძე მეჰმედ ბეგს. დაუთ-ხანი სულთანს ეახლა და მორჩილერბა
გამოუცხადა. დაუთ-ხანი ოსმალეთში დარჩა და იქ შეადგინა მან სამკურნალო წიგნი ,,იადაგარ დაუდი‖.
ოსმალებმა ქართლის ცეხეებში თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს. ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ
კავკასია დაკარგა. ირანის შაჰი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ირანელებმა
გადაწყვიტეს სვიმონი გაეთავისუფლებინათ, რადგან ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ სვიმონი ოსმალთა
წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შექმნილ ვითარებაში ეს ირანის ინტერესებშიც შედიოდა.
1578 წელს ქართლში დაბრუნებული სვიმონი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში.
მას თან ჩამოჰყვა ყიზილბაშთა 5 000 ჯარი ალი ყული ხანის სარდლობით. სიმონი პირველ რიგში
თბილისის განთავისუფლებას შეეცადა. ქართლის მოსახლეობამ სურსათი დაუმალა მათ და ქალაქის
მთელი გარნიზონი შიმშილობდა. მაგრამ, მალე ლალა მუსტაფა-ფაშა ქართლში დაბრუნდა და თბილისის
გარნიზონები დამატებითი ძალებით გაამაგრა. მიუხედავად ყველაფრისა მეფე სიმონი თავდადებით
ებრძოდა, როგორც ქართლში დაბანაკებულ ოსმალებს ისე მოღალატე ქართველებსაც. მოღალატე
ქართველთა ნაწილი ქართლიდან გაიქცა და კახეთსა და იმერეთის სამეფოს შეაფარა თავი. მეორე ნაწილი
კი მეფემ დაატყვევა. დატყვევებულთა შორის იყვნენ ვახტანგ მუხრანბატონი, რომელიც კეხვის ციხეში
მოათავსა; ბარძიმ ამილახორი და ქსნის ერისთავი. მოგვიანებით მეფემ ისინი შეიწყალა და
გაანთავისუფლა, თუმც მათ ქონება ჩამოართვა.
1579 წელს მეფე სიმონმა ყიზილბაშებთან ერთად თბილისზე მიიტანა იერიში და იგი ალყაში
მოაქცია. ალყა 4 თვე გაგრძელდა და თბილისში მდგომი ოსმალთა გარნიზონი მძიმე დღეში ჩავარდა.
იმავე წელს ლალა მუსტაფა-ფაშამ თბილისში მდგომი ოსმალური გარნიზონის დასახმარებლად 20 000
ჯარი გამოგზავნა დამასკოს ფაშას მეთაურობით. მეფე სიმონმა ყიზილბაშთა ჯართან ერთად დმანისის
ვიწროებში გაუმართა ოსმალთა ამ ჯარს ბრძოლა. თავიდან გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს
გადმოიხარა, მაგრამ შემდეგ ოსმალთა ჯარის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა და ამ ბრძოლაში
ისინი გამოვიდნენ გამარჯვებული. ოსმალებმა ალი ყული ხანი დაატყვევეს. ოსმალებმა თბილისის
ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა გადააყენეს და მის ნაცვლად დანიშნეს ჰაჯიბეგიზადე აჰმად ფაშა. ოსმალებს ეს
ლაშქრობები საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, თუმც მათ მეფე სიმონის დაყვევება და ქართლის საბოლოო
დაპყრობა მაინც ვერ შეძლეს. ამით ძალიან უკმაყოფილო იყო სულთანი მურად III, რომელმაც ლალა
მუსტაფა-ფაშა მთავარსარდლობიდან კი გადააყენა. სულთანმა გადაწყვიტა გარკვეულ დათმობაზე
წასულიყო მეფე სიმონთან მიმართებაში. მურად III ოსმალთა აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლად
დროებით დანიშნა ხუსრევ ფაშა, რომელმაც წერილი გაუგზავნა სიმონ მეფეს. ამ წერილის შინაარსი

235
გახლდათ შემდეგი: ოსმალეთის სულთანი თანახმა იყო ქართლი სამართავად გადასცემოდა მეფე სიმონს
,,ფადიშაჰის ლივას‖ სტატუსით. ეს იყო ოსმალთა დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა
სიმონის მოტყუებას. საქმე იმაში იყო, რომ თუკი სიმონი ამ წინადადებაზე თანხმობას განაცხადებდა,
მაშინ იგი ავტომატიურად ხდებოდა ოსმალური პროვინციის, ლივას, მოხელე ანუ ფაშა. მეფე ამით უარს
ამბობდა ქართული სამეფოს მეფობაზე. სწორედ ამიტომაც მეფე სიმონმა უარი განაცხადა ამ
შემოთავაზებაზე. გაწბილებულმა სულთანმა 1580 წელს აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლად სინან
ფაშა დანიშნა, რომლის მთავარი მისია საქართველოს დაპყრობა იყო. ამ დროისათვის თბილისი მეფე
სიმონს ისევ ალყაშემორყმული ჰქონდა. სინან ფაშამ გადატყვიტა თბილისში მდგომ ოსმალთა
გარნიზონისათვის დამხმარე ძალები გაეგზავნა, მაგრამ მათ ქართველები დაესხნენ თავს და მრავალი
მეომარი დაუხოცეს. ოსმალთა ჯარის ნაწილმა მაინც მოახერხა თბილისში შესვლა. სინან ფაშამ თბილისის
ბეგლარბეგის ჰაჯიბეგიზადეს ნაცვლად გიორგი ბეგი დანიშნა. ეს გიორგი ბეგი უნდა იყოს იმერეთის
მეფის გიორგის შვილი, რომელიც ოსმალურ წყაროებში უსუფ ფაშას სახელითაც არის ცნობილი. ამ
საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო ცნობა არის დაცული ,,მესხურ მატიანეში‖. სადაც წერია, რომ
`მას უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, ტფილის წავიდა და ორნივ თან გაჰყვნეს. პატრონი
ყვარყვარე თრიალეთიდამ მოებრუნვებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა და პატრონი მანუჩარ თან
წაეტანა‖. მკვლევარი მ. სვანიძე ფიქრობს, რომ სინან ფაშამ ყვარყვარეს შუამავლობით იმერეთის მეფეს
შესთავაზა მისი შვილის თბილისის ბეგლარბეგის თანამდებობაზე დანიშვნადა, რომელიც გიორგი
მეფისათვის მისაღები იყო. გარდა ამისა მ. სვანიძე კიდევ უფრო შორს მიდის და საკმაოდ
არგუმენტირებულად ვარაუდობს შემდეგს, რომ: `ის გარემოება, რომ ქართლის (თბილისის)
ბეგლარბეგად დანიშნული იქნა გამაჰმადიანებული, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი და
არა თურქი მოხელე, ნიშნავს ოსმალეთის უკანდახევას და დათმობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამით
სულთანი თიშავდა მის წინააღმდეგ მებრძოლძალებს, უპირისპირებდა რა ერთი მეორეს სიმონ ქართლის
მეფეს და იმერეთის მეფეს გიორგის‖. რომ მეტი ვერაფერი განაწყო ოსმალთა სულთანმა და რომ
ვერაფრით ვერ მოახრია ქედი საქართველოს მაშინ შეეცადა იგი ქართული ძალები დაეპირისპირებინა
ერთმანეთისათვის.
თბილისში მყოფმა სინან ფაშამ ვერაფრით ვერ შეძლო სიმონის დატყვევება და იგი სამცხეში
წავიდა. გზად მას თავს დაესხნენ ქართველები და მრავალი მეომარი დაუხოცეს.
1581 წელს არზრუმში მყოფ სინან ფაშასთან მივიდნენ მეფე სიმონის ელჩი და შაჰის ელჩ
ნაბუთაღასთან ერთად. ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, რომ მეფე სიმონი ცდილობდა ოსმალეთთან
გაეფორმებინა ზავი, იმ პირობით, რომ ქართლი შეინარჩუნებდა სამეფოს სტატუსს და სამაგიეროდ მეფე
სიმონი ხარკს გადაუხდიდა ოსმალებს. მეფე სიმონის ელჩი 1582 წელს სტამბულშიც კი ჩავიდა, მაგრამ
საბოლოოდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.
ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ დაუთ-ხანისა და მეფე სიმონის დაპირისპირების დროს
ალექსანდრე კახთა მეფე დაუთ-ხანს უჭერდა მხარს და მან სიმონის ცოლისძმები დახოცა. 1580 წელს მეფე
ალექსანდრე კახთა ლაშქართან ერთად ქართლში შემოიჭრა. იგი დიღომში მყოფ სიმონ მეფეს
მოულოდნელად დაესხა თავს. სიმონი მცირეოდენი ამალით იყო და თავი აარიდა მასთან ბრძოლას.
ალექსანდრემ მოარბია იქაურობა და მარტყოფის მიმართულებით წავიდა. სიმონმა ამასობაში შეკრიბა
თავისი ჯარი და მეფე ალექსანდრეს ჯარს დაეწია. ბრძოლა გაიმართა ჭოტორს. სიმონი გამარჯვებული
გამოვიდა ამ ბრძოლიდან. ალექსანდრემ გაქცევით უშველა თავს. კახელ დიდებულთა უმეტესობა მეფე
სიმონმა ტყვედ აიყვანა. ბერი ეგატაშვილის თანახმად მეფე სიმონმა ტყვეები სვეტიცხოველში წაიყვანა და
ფიცი დაადებინა, რომ „ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს
კაცსზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო―. ანალოგიური შინაარსის ცნობებია დაცული ვახუშტი
ბატონიშვილთანაც („ღმერთმან ნურას ჟამს მისცეს ძლევა კახთა ქართველთა ზედა―). ამის შემდეგ მეფეს
კახელიდიდებულები დაუსაჩუქრებია და ისე გაუშვია უკან.
ირანსა და ოსმალეთს შორის დაიწყო საზავო მოლაპარაკება, რომლის გამოც საბრძოლო
ოპერაციები დროებით შეჩერდა. ირანელებმა გადაწყვიტეს ქართლში ისევ აღედგიათ თავიანთი
პოზიციები. ირანის შაჰი კარგათ ხვდებოდა, რომ მეფე სიმონის მორჩილება მოჩვენებითი იყო და

236
ცდილობდნენ ქართლის მეფე მორჩილებში ჰყოლოდათ. სწორედ ამიტომაც ირანელებმა მეფე სიმონს
მისი ქალიშვილის მიცემა სთხოვეს ცოლად უფლისწულ ჰამზამირზასათვის. სიმონმა თავი ისე მოაჩვენა
ირანელებს თითქოს ამ წინადადებით იგი ძალიან აღვფრთოვანებული იყო, მაგრამ სინამდვილეში მის
სისრულეში მოყვანას აჭიანურებდა სხვადასხვა მიზეზებით. ირანელებიც მიხვდნენ მას და სამხედრო
მუქარის გზით აიძულეს იგი, რომ პირობისათვის აღარ გადაეხვია. უფრო მეტიც, შაჰმა, სიმონი აიძულა
მისი ძე ლუარსაბი გაეგზავნა მძევლად ირანში. შაჰმა მეფე სიმონი და კახთა მეფე ალექსანდრე შეარიგა და
ჯვარზე და სახარებაზე ფიცი დაადებია, რომ ისინი ირანელებს არასოდეს უღალატებდნენ და
იბძოლებდნენ ოსმალთა წინააღმდეგ.
თბილისის ოსმალთაგან განთავისუფლება მეფე სიმონის მთავარი ამოცანა იყო და მან ამ მიზნით
კოალიციური ჯარი შეაგროვა, რომელშიც გარდა კაზხეთისა მონაწილებდნენ საშამხლოსა და დაღესტნის
ჯარებიც. თბილისის აღება მათ ინტერესებშიც შედიოდა, რადგან ამიერკავკასიაში ოსმალთა მთავარი
საყრდენი სწორდ რომ ეს ქალაქი იყო. 1582 წელს ოსმალთა სულთნის ბრძანებით თბილისში მყოფი
ოსმალური გარნიზონის დასახმარებლად 20 000 ჯარი გამოგზავნა ჰადიმ მეჰმედ ფაშას მეთაურობით,
რომელიც არზრუმიდან ჯერ ახალქალაქში ჩავიდა ათაბაგ მუსტაფა (მანუჩართან). ამ უკანსაკნელს
მეგზურობა უნდა გაეწია ქართლში მიმავალ ოსმალთა ჯარისათვის.
1582 წელს ქართლში ოსმალთა 20 000-იანი ჯარი შემოვიდა, რომელსაც სამცხის
გამაჰმადიანებული ათაბაგი მუსტაფა (მანუჩარი) მოყვებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად,
სამწუხაროდ, ოსმალებს მეფე სიმონის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში დასავლეთ საქართველოს მეფე-
მთავრებიც ეხმარებოდნენ. მემატიანეს თქმით `მაშინ განზრახითა ათაბაგისათა შემოიკრიბნა გიორგი
მეფემან სპანი და მოიყვანა დადიან-გურიელიცა სპითა მათითა; ვინათგან აქუნდათ ერთობა და
ბრძანებულიცა იყო ხონთქრისა, მიუხდნენ შიდაქართლს, ვერასადაჰპოვნეს ხიზანნი და დაწვნეს
სრულიად გაღმა-გამოღმართნი. მერმე უკუ მოიქცნენ და მოვიდნენ უვნოდ‖. ამ ფაქტთან დაკავშირებით
მკვლევარი მ. რეხვიაშვილი წერს, რომ `გიორგი მეფე ალბათ შიშობდა, რომ თუ იგი არ დაეთანხმებოდა
ოსმალთა სარდლის წინადადებას. ეს უკანასკნელი მას მიუსევდა გურიელსა და დადიანს, რომლებიც
მუდამ მიისწრაფოდნენ, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ იმერეთის მეფისაგან და
საამისოდ არც დამპყრობელთა სამსახურს ერიდებოდნენ‖. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასავლეთ საქართველოს
მეფე-მთავრებს არ უნდა ეხელმძღვანელათ ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებით, როცა საქმე ზოგად
ქართული ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. ისინი უნდა ამაღლებულიყვნენ პირად ამბიციებზე და
პირად კეთილდღეობაზე ფიქრზე მაღლა და მოეძებნათ საერთო ენა მეფე სიმონთან და მეფე
ალექსანდრესთან. თუკი, მხოლოდ მებრძოლ ქართლს ვერ მოახრევინეს ქედი იმ პერიოდის ორმა
უძლიერესმა იმპერიამ ოსმალეთმა და ირანმა, გაერთიენებული ქართული სამეფო-სამთავროები
შეძლებდნენ საკუთარ თავში მოეძებნათ ის ძალა, რომელიც ამ იმპერიებს აიძულებდა უფრო მეტ
დათმობაზე წასულიყვნენ და მეტ-ნაკლებად თანსწორუფლებიან სახელმწიფოთ ჩაეთვალათ საზავო
პირობებზე შეთანხმების დროს.
მიუხედავად ამისა მუხრანთან სვიმონმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები. ამ მარცხის შემდეგ
ოსმალთა სულთანმა თბილისის ბეგლარბეგი გადააყენა და მის ნაცვლად დაიშნა ომარ ფაშა. სამცხეში
დაბრუნებულმა ოსმალო სარდლებმა მარცხი მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა განიზრახეს.
მანუჩარმა და მისმა მხლებლებმა შეძლეს ბრძოლით გაეღწიათ ოსმალთა ბანაკიდან. მანუჩარი ისევ
გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო.
ამ პერიოდში კიდევ ერთხელ დაიწო საზავო მოლაპარაკებები ქართლს, ირანსა და ოსმალეთს
შორის, მაგრამ რეალური შედეგი მან არ გამოიღო.
ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ მეფე სიმონმა შეძლო მცირე ხნით თბილისი აეღო და
გაენთავისუფლებინა ოსმალებისაგან. ეს ცნობა დაცულია ვახუშტი ბატონიშვილთან. იგი წერს, რომ 1583
წელს `სიმონ მეფე მოადგა ტფილისს, მცირეს ხანსა შინა წარიღო და მოსწყუიდნა სრულიად ოსმალნი‖.
ანალოგიური ცნობა დაცულია აგრეთვე ,,სწავლულ კაცთა‖ მონათხრობშიც. რაც შეეხება თბილისის
აღების წელს ზოგიერთ ქართულ წყაროში იგი 1586 წლით არის დათარიღებული. ამიტომაც,
დანამდვილებით მეფე სიმონის მიერ თბილისის აღების წელის დადგენა ვერ ხერხდება. თუ

237
გავითვალისწინებთ იმას, რომ მეფე სიმონი ამ მოვლენებიდან ძალიან მალე იგი ისევ იბრძვის თბილისის
ასაღებად, გამოდის, რომ მას ეს ქალაქი ძალიან ცოტა ხნით დაუკავებია და შემდეგ ისევ დაუკარგავს მას.
1588 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის წინასწარი დაზავება მოხდა. იმავე წელს მეფე სიმონიც
დაუზავდა ოსმალებს. სიმონმა ჯერ ფერჰად ფაშასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც შემდეგ
სულთანმა დაამტკიცა. ამ ხელშეკრულების თანახმად სულთანმა სიმონი სცნო ქართლის არა ფაშად
არამედ მეფედ. მეფე სიმონი ინარჩუნებდა უფლებას მეფომა მემკვიდრეობით გადაეცა თავის შვილზე და
ამასთან ერთად ოსმალები არ უნდა ჩარეულიყვნენ ქართლის საშინაო საქმეებში. ოსმალებს რჩებოდათ
ქართლის ის ციხეები, რომლებშიც მათ ამ ხელშეკრულების გაფოემების მომანტში ჰყავდათ თავიანთ
გარნიზენები ჩაყენებულნი. სიმონის ხელლისუფლება კი ქართლის დანარჩენ ტერიტორიაზე
ვრცელდებოდა. გარდა ამმისა, მეფე სიმონს ოსმალებისათვის ყოველწლიურად უნდა ეხადა ხარაჯა
100 000 ოქროს სახით. ამ ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთმა ოფიციალურად სცნო სიმონი ქართლის
ქრისტიან მეფედ, ეს კი უდაოდ სიმონის გმირული ბრძოლის დამსახურება იყო.
1590 წლის 21 მარტს სტამბულში ოსმალეთსა და ირანს შორის დაიდო ზავი. ირანის ახალი შაჰი
აბაზ I (1587-1629 წწ.) იძულებული იყო მთელი საქართველო ოსმალებისათვის დაეთმო. გარდა ამისა
ოსმალეთს გადაეცა აღმოსავლეთ სომხეთი; ჩრდილო და სამხრეთი აზერბაიჯანი არდებილისა და
თალიშის გამოკლებით; ქურთისტანისა და ლურისტანის ნაწილები; ამ ზავის შედეგად ოსმალეთის
გაძლიერებამ ევროპის ქვეყნებიც შეაშფოთა. დაიწყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. რომის პაპმა
წერილები გაუგზავნა სვიმონ I-ს და კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა. ქართლის მეფე სიხარულით
შეხვდა ამ ამბავს და ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან წერილები გაგზავნა, თუმცა რეალური შედეგის
მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა.
სვიმონი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს გორის ციხეს. ალყა 9 თვე
გაგრძელდა. დიდმარხვის დღეები იყო. ოსმალებმა ამის გამო ყურადღება მოადუნეს, რადგან იცოდნენ,
რომ ქართველები დიდმარხვის დროს ბრძოლას ერიდებოდნენ, სწორედ ამით ისარგებლა სვიმონმა და
1599 წელს გორი გაათავისუფლა. ჯერი თბილისზე მიდგა. შეშინებულმა ოსმალებმა 1600 წელს თბილისის
დასახმარებლად ჯარი გამოგზავნეს თავრიზისა და ვანის ბეგლარბეგ ჯაფარ ფაშას სარდლობით.
სვიმონმა ვერ შესძლო მთელი ლაშქრის შეკრება და მცირერიცხოვანი ჯარით მტერს გადაუჭრა გზა, რათა
ოსმალები თბილისში არ შეეშვა. ბრძოლის წინ ქართველებმა ზიარება მიიღეს და ერთმანეთს
გამოემშვიდობნენ. ბრძოლა ხუთ საათს გაგრძელდა. ოსმალთა რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი
გაიტანა და ქართველებმა უკან დაიხიეს. ფარცხისთან, ვიწრო გზაზე, ვიღაცამ შემთხვევით მეფის ცხენს
თავისი ცხენი დაატაკა და სვიმონი ცხენითურთ საფლობში ჩავარდა. ერთ-ერთმა მოღალატე თავადმა
მეფე იცნო და ოსმალთა სარდალს მოახსენა. ოსმალებმა დახოცეს მეფის მცველი ქართველები, სვიმონი
ტყვედ ჩაიგდეს და ოსმალეთში გაგზავნეს. სულთნის ბრძანებით ოსმალები სამი დღე ზეიმობდნენ
სვიმონ I-ის დატყვევებას.
1611 წელს სვიმონი ტყვეობაში გარდაიცვალა. ქართველებმა დიდი საფასური გაიღეს და მეფე
საქართველოში გადმოასვენეს. სვიმონ IOსვეტიცხოველში, ლუარსაბ I-ის გვერდით დაკრძალეს.
1600 წელს ქართლის ტახტი სვიმონის ძემ გიორგი X-ემ დაიკავა.

$2 კახეთის სამეფო XVI საუკუნეში

ალექსანდრე I (1476-1511 წწ.). ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-ემ, XV


საუკუნის 60-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, მხოლოდ კახეთის შენარჩუნება და იქ
გამეფება მოახერხა. გიორგი VIII კახეთში გიორგი I-ის სახელით მეფობდა. გიორგიმ კახეთის სამეფოში
ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა _ გააუქმა საერისთაოები და კახეთი სამოურავოებად დაყო.
ლაშქრის ორგანიზაციის თვალსაზრისით ქვეყანა ოთხ სადროშოდ დაყო. ქართლისა და იმერეთისაგან
განსხვავებით, კახეთში სადროშოების სათავეში ეპისკოპოსები იდგნენ. ეპისკოპოსები მეფეებს უფრო

238
ერთგულად ემსახურებოდნენ, ვიდრე თავადები. ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად გიორგიმ „მაშინ მოსპო
ერისთავნი... და დასხნა მოურავნიდიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარცა არიან დღემდე: მოურავნი
ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა ჭიურისა, შილდა-ყვარლისა, მარტყოფისა,
გრემისა, პანკისისა, და სხვანიცა― გიორგის, როგორც მეფის მხრიდან ეს უაღრესად მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება გახლდათ.
1476 წელს კახეთის მეფე გიორგი I გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძემ ალექსანდრე I-მა დაიკავა.
თუმც ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი მიიჩნევს, რომ მეფე გიორგის შემდეგ კახეთში მეფობდა ჯერ მისი
ძე ვახტანგი, რომელიც ჯერ არაგვის ხეობაში გახდა ,,პროვინციის მეფე‖. შემდეგ კი ცდილობდა მთელი
კახეთის მეფე გამხდარიყო, რის გამოც მას კონფლიქტი ქონდა ალექსანდრე კახთა მეფესთან. ბერი
ეგნატაშვილი ვახტანგის მეფობის წლებს არ აკონკრეტებს და წერს რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების
შემდეგ გამეფდა მისი ძმა ალექსანდრე I ,,ამასვე წელიწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა
მის წილ კახეთს ძმა მისი ალექსანდრე‖, რომელსაც მეფე ძალიან დადებითად ახასიატებს. მისი თქმით
,,ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყუარე, დიდად შემწე წმიდათა ეკლესიათა,
შემამკობელი ხატთა და ჯუართა. ამან ალექსანდრე და დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან
ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული აღუშენა ალავერდსა სამჴრენი და გუმბათნი, და
დაასატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად
ამისა ყოველნივე საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკუნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო
სამკაულნი‖.
სწორედ ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი იმ პოლიტიკას, რომელსაც მთელი საუკუნის
მანძილზე მისდევდნენ მისი შთამომავლები. ალექსანდრე I ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა
კახეთში მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველეყო და მტრის შემოსევები თავიდან აეცილებინა. ამ მიზნით
მეფე დათმობაზე მიდიოდა და კარს მომდგარი მტრის წინაშე ხარკს კისრულობდა, მოჩვენებით
ერთგულებას ეფიცებოდა, ოღონდ კი სამეფო დაეცვა. ასეთი პოლიტიკის გამო კახეთის მეფეეები ხშირად
მხოლოდ თავიანთი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
ალექსანდრე კახთა მეფე პირველი იყო ქართველ პოლიტიკოსთა შორის, რომელმაც კავშირი
დაამყარა რუსეთთან. 1483 და 1491 წლებში მან ელჩობა გაგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან.
რეალური დახმარების მიღება იმ დროს მოსკოვის დიდი მთავრისაგან შეუძლებელი იყო. რუსეთი სულ
სამი წლის განთავისუფლებული იყო მონღოლთა 200 წლოვანი უღლისაგან. რუსეთი არც ჩრდილო და
არც სამხრეთ კავკასიაში იმ ხანად რეალურ ძალას არ წარმოადგენდა, მაგრამ მას დიდი უპირატესობა
ჰქონდა სხვებთან შედარებით, რადგან ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო. ეს უნდა გამხდარიყო,
ალექსანდრე I-ის აზრით, გარანტი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს.
ასეთი ვარაუდი მოკლებული აღმოჩნდა რეალობას. რუსეთს მართლმადიდებლობა მხოლოდ მაშინ
ახსენდებოდა, როდესაც კონკრეტული მიზნის მისაღეწვად მართლმადიდებელი ხალხების გამოყენება
სჭირდებოდა.
ალექსანდრეს უფროსი ძე გიორგი ეჭვიანობდა, რომ მამა მეორე ვაჟს _ დიმიტრის ანიჭებდა
უპირატესობას. კახეთის უფლისწული გიორგი არბევდა ქართლის სამეფოს ტერიტორიებს, რასაც მეფე
ალექსანდრე უშლიდა მას. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით ,,მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი
ევედრებოდეს: ,,რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს
შენთჳს კახეთიცა". მიუხედავად ამისა უფლისწულმა გიორგიმ მაინც არ მოიშალა ქართლის დარბევა.
ერთ-ერთი ასეთი ქართლის დარბევის მცდელობის წინ მეფე ალექსანდრე და უფლისწული დიმიტრი
საფურცლესთან წინ გადაუდგნენ გიორგის და დაუშალეს ბოროტი განძრახვის სისრულე შიმოყვანა და
მაშინ გიორგიმ ჩაიდინა ენით აღუწერელი საIნელება, მემატიენეს თქმით ,,გიორგი და ღალატით მოკლა
მამა თჳსი ალექსანდრე საფურცლეს ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა
ალავერდს შიგნით საყდარსა უკანა ეკუდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თჳსი დიმიტრი და დასთხარა
თუალები... და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს
შემოეხუეწა. და იყო რაოდენიმე ხანი. ამის მოქმედებისათჳს ავ-გიორგი უწოდეს‖. ეს მოხდა 1511 წელს.
მამის მკვლელი გიორგი ისტორიაში ავ-გიორგის სახელით შევიდა. ავ-გიორგის მეფობა ორ წელიწადს

239
გაგრძელდა. იგი 1513 წელს ქართლში ლაშქრობისას შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს, სადაც მალევე
გარდაიცვალა. კახელმა თავადებმა ავ-გიორგის შვილი, კახეთის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ლევანი
გადამალეს. შემდგომში მათ ისარგებლეს ქართლში ყიზილბაშების შემოსევით და 1518 წელს ლევანი
კახეთის მეფედ აკურთხეს.
ლევანი (1518-1574 წწ.). მეფე ლევანს ცოლად ჰყავდა გურიელის ასული თინათინი, რომლიდანაც
ლევანს ჰყავდა ორი ძე ალექსანდრე და ვახტანგი.
კახეთის მეფე ლევანი ცდილობდა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა. ამავე დროს ლევანმა
სამეფოს გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა. მან შაქი დალაშქრა. შაქი ირანის ვასალი იყო და მისი დაცვა
შაჰმა იკისრა. კახეთის წინააღმდეგ ყიზილბაშთა ჯარი დაიძრა. ლევანი იძულებული გახდა ყიზილბაშებს
დამორჩილებოად და კახეთი სეფიანთა სახელმწიფოს ვასალი გახდა. ამის შემდეგ ლევანი სულ იმას
ცდილობდა, რომ ყიზილბაშთა ლაშქრობები ქვეყნისათვის აერიდებინა. ლევანმა ეს ამოცანა შესანიშნავად
შეასრულა. მისი მეფობის დროს კახეთში მშვიდობა იყო. ლევანმა დაიმორჩილა ფშაველები, ხევსურები
და თუშები. კახეთის მეფემ მოაგვარა ურთიერთობა შამხალთან. შამხალი დაღესტნის ტერიტორიაზე იყო.
1534 წელს ოსმალებმა დაიპყრეს სომხეთი და სამხრეთი აზერბაიჯანი. შარვან-შაჰმა ოსმალეთის
მხარე დაიჭირა, მაგრამ 1535 წელს იგი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. ქვეყანაში არეულობა დაიწყო,
რომლითაც ისარგებლა შაჰ-თამაზმა და 1538 წელს შარვანი დაიკავა. ამან კახეთზე უარყოფითად
იმოქმედა, რადგან ირანის სახელმწიფო მიუახლოვდ მას. ირანის შაჰი ქართლს ებრძოდა. იმის შიშით,
რომ მებრძოლ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა შაჰი კახეთის მეფის ლევანის ფორმარულ
მორჩილებაზეც თანახმა იყო.
ირანის შაჰს შაჰ-თამაზს შაქის მმართველი დერვიშ მაჰმად-ხანი ეურჩებოდა. შაჰმა გადაწყვიტა
იგი დაესაჯა. მისი დასჯის მიზნით შაჰი დაუკავშირდა შირვანის შაჰს აბდულა-ხან უსტაჯლუს და
კახეთის მეფეს ლევანს. შაქზე ლასშქრობა 1551 წელს განხორციელდა. დერვიშ მაჰმად-ხანი ჯერ გიშის
ციხეში შეიკეტა და იქიდან სცადა წინააღმდეგობის გაწევა მათვის, მაგრამ არაფერი რომ არ გამოვიდა
ციხიდან გამოვიდა და ისე სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმც აც ამან უშველა მას. შაქის მთავარი
შირვანშაჰმა და კახეთის მეფემ ლევანმა დაატყვევეს და მოკლეს. 1551 წელს შაქის სახელმწიფოს არსებობა
დასრულდა, იგი ირანის პროვინციად გადაიქცა. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ამ ამბებთან
დაკავშირებით წერს, რომ „მართალია, კახთა ბატონმა მოუსვენარი და მარბეველი შაქის დასჯაში
მონაწილეობა მიიღო და ამით გული მოიოხა, მაგრამ თუ ლევან მეფე მთელ ამ საქმის შედეგს
ჩაუკვირდებოდა, მას უნდა ეგრძნო, რომ საქართველოს მდგომარეობა სპარსთა შაქში გაბატონებით
წინანდელთან შედარებით გაცილებით უფრო გაუარესდებოდა და ამიტომაც საზიანო იყო―.
ამასიის ზავის შემდეგ შაჰმა კახეთის მეფეს წუქეთი ჩამოართვა. კახეთს უკვე რეალური საფრთხე
დაემუქრა დაღესტნის მხრიდან, რადგანაც წუქეთი დაღესტნის მოსაზღვრე მხარე იყო. ლევანმა შაჰს
თავისი ერთგულების დამტკიცების მიზნით 1558 წელს შვილი იესე გაუგზავნა. იესე 1559/1560 წლებში
გაამაჰმადიანეს და ისა-ხანი უწოდეს. მან შაჰის კარზე დიდი თანამდებობა მიიღო. მაგრამ, მალე მან
უარყო ისლამი და ირანიდან გაქცევა დააპირა. იგი დააპატიმრეს და 1562 წელს ალამუთის ციხეში ჩასვეს.
ამასობაში, ჩრდილოეთ კავკასიის მისადგომებთან რუსეთი გამოჩნდა. რუსეთის მეფე ივანე IV
მრისხანემ თავისი ყურადღება კავკასიასაც მიაპყრო.
1533 წელს რუსეთის დიდი მთავარი ივანე IV გახდა. ივანეს მცირეწლოვნობის გამო ქვეყანას მისი
დედა განაგებდა. 7 წლის იყო ივანე IV, როცა დედამისიც გარდაიცვალა. ქვეყნის მართვა ბოიარების
(დიდი ფეოდალების) ხელში აღმოჩნდა. 1547 წელს, პირველად რუსეთის ისტორიაში, ივანე მრისხანე
მეფედ აკურთხეს და ,,ცარ‖ უწოდეს (,,ცარ‖ მომდინარეობს ბიზანტიური ,,კეისარიდან,‖ რუსულად
,,ცეზარიდან‖). ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავს ბიზანტიის მემკვიდრედ თვლიდა
(ბიზანტიიდან მიითვისეს რუსებმა სახელმწიფო გერბი _ ორთავიანი არწივი). ივანე მრისხანემ
სახელმწიფოში მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. მან გააძლიერა სამეფო ხელისუფლება და
დაიწყო რუსეთის სწრაფი ტერიტორიული ზრდა.
ივანე მრისხანე აქტიურ პოლიტიკას ატარებდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. კახეთის მეფე ლევანმა
1561 წელს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ივანე მრისხანესთან. მალე ჩრდილოეთ კავკასიაში

240
რუსთა ხუთას კაციანი რაზმი მოვიდა. რაზმის ნაწილი არაგვის ხეობაშიც შევიდა, რომელიც ლევანმა
საშამხლოს მოსაზღვრე ციხეებში ჩააყენა. ამ ფაქტს პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ რუსთა
მცირე რაზმი რეალურად არაფერს წარმოადგენდა. ივანე IV-ემ მდინარე თერგის ხეობაში ციხე-
სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. რუსეთის გააქტიურებამ თურქეთისა და ირანის შეშფოთება გამოიწვია.
მათ სასწრაფოდ მოსთხოვეს რუსეთს ციხე-სიმაგრეების დანგრევა და ჯარის გაყვანა. ამავე დროს
თურქეთის წაქეზებით ყირიმელი თათრები რუსეთში შეიჭრნენ, მოსკოვამდეც მიაღწიეს და ქალაქის
ნაწილი გადაწვეს. ივანე IV ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებისათვის ომში იყო ჩაბმული.
თურქეთთან და ირანთან ურთიერთობის გართულება საშიში იყო, სწორედ ამიტომ ივანე IV-ემ
პოზიციები დათმო. კახეთიდან ჯარი გაიყვანა და თერგის ხეობაში აგებული ციხე-სიმაგრეებიც
დაანგრია.
ამრიგად, რუსეთის ცდა, ჩარეულიყო კავკასიის საქმეებში, მარცხით დამთავრდა. თურქეთმა და
ირანმა პოზიციები არ დათმეს.
1574 წელს ლევან კახთა მეფე გარდაიცვალა.
ალექსანდრე II (1574-1605 წწ.). ლევანის გარდაცვალების შემდეგ კახეთში ბრძოლა ატყდა
ტახტისათვის. მეფე ლევანს მეორე ცოლიდან შამხლის ასულიდან შეძენილი შვილები ჰყავდა
გამორჩეული და მათზე აპირებდა მეფობის ტახტის გადაცემას. მაგრამ, მისმა ძემ ალექსანდრემ, რომელიც
მეფე ლევანს პირველი ცოლის გურიელის ასულიდან ჰყავდა შეძენილი სძლია თავის ნახევარძმებს და
1574 წელს კახეთის ტახტი დაიკავა. მათ განადგურებაში მას დახმარება აღმოუჩინა ქართლიდან დაუთ
ხანმა. ალექსანდრე II ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა. 1578 წელს, თბილისის აღების შემდეგ, კახეთს
ლალა ფაშა მიადგა. კახეთის მეფემ ხარკის გადახდა და სულთნის ვასალობა იკისრა. ამ გზით კახეთი
მშვიდობიანად გადარჩა. 1578 წელს შაჰმა ალექსანდრეს გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი (იესე) შაქის
მმართველად დანიშნა. აშკარა იყო, რომ შაჰი ალექსანდრეს მისსავე ძმას უპირისპირებდა. სწორედ
ამიტომაც ალექსანდრემ ილაშქრა შაქში, ძმა დაამარცხა და მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა.
ისტორიკოსი ისქანდერ მუნშის თანახმად „ალექსანდრე ხანმა, რომელიც თავისი სწორი
მსჯელობით და გამჭრიახობით უგამოჩინებულესი ადამიანი იყო ახალგაზრდათა და მოხუცთა შორის და
ეშმაკობისა და მოხერხების მხრივ ბებერი მგელი იყო, ქართლის მეფის სიმონის საწინააღმდეგოდ
გადასწყვიტა, რომ მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ოსმალებისათვის მორჩილების გამოცხადება...
ოსმალეთის ხონთქარს ერთგულებას უცხადებდა... თუმცა ოსმალებს დამორჩილდა ალექსანდრე, მაგრამ
მომავლის ფიქრიც ჰქონდა, კაცს შაჰის კარზე გზავნიდა, ერთგულებას უცხადებდა ხელმწიფეს, ძღვენსა
და საჩუქრებს აგზავნიდა და ხელმწიფური წყალობის ღირსი ხდებოდა―. ისქანდერ მუნშის ამ
შეფასებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა მკვლევარმა მ. სვანიძემ. იგი წერს, რომ: „მართალია,
ისქანდერ მუნში ალექსანდრე კახთა მეფის საქმიანობას ირანული თვალსაზრისით აშუქებს. მაგრამ იგი
ძირითადად სწორ შეფასებას აძლევს ალექსანდრეს პოლიტიკურ საქმიანობას და მის დიპლომატიურ
ნიჭს―. ამასთან დაკავშირებით აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა შემდეგს `ხერხიანი,
გეგმაშეწონილი პოლიტიკით ალექსანდრემ იმას მაინც მიაღწია, რომ ოსმალო დამპყრობელი კახეთის
შიგნით არ შეუშვა, ხონთქარი კახეთიდან ყოველწლიურ მცირე ხარკს დაკმაყოფილდა. კახეთ-ოსმალეთს
შორის ამის შემდეგ, მართალია, `პატრონყმური სიყვარული‖ არ ჩამოვარდნილა, მაგრამ არც მშვიდობა
დარღვეულა‖. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კახეთის მეფის ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით არც ის უნდა
დავივიწყოთ, რომ ქართლის გმირული ბრძოლის ხარჯზე მიაღწია ალექსანდრე II ირანის შაჰისა და
ოსმალთა სულთნის კეთილგანწყობას...
ამასობაში კავკასიით კვლავ დაინტერესდა რუსეთი. თუ რუსეთი საშამხლოს (დაღესტანს)
დაიკავებდა, იგი უშუალოდ გაუმეზობლდებოდა კახეთს და დაღესტნელთა თავდასხმები აილაგმებოდა.
თავის მხრივ, რუსეთისთვისაც სასურველი იყო კახეთის მოკავშირეობა. 1585 წელს კახეთში, რუსეთის
მთავრობის დავალებით, დიპლომატიური მისიით იმოგზაურა ასტრახანის მეთოფეთა ასისთავმა
დანილოვმა. მან კახეთის მეფეს ჩამოუტანა რუსეთის მეფის თევდორე ივანეს ძის სიგელი, რომელშიც
ეწერა, რომ რუსეთის მეფე ალექსანდრე II სთავაზობდა მფარველობას და პოლიტიკურ კავშირს. 1587
წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ემ ხელი მოაწერა რუსეთის მეფისადმი ,,ფიცის წიგნს‖. 1589 წელს

241
რუსეთის მეფე თევდორემ კახეთის მეფეს ,,წყალობის სიგელი‖ გამოუგზავნა, რითაც დაადასტურა ,,ფიცის
წიგნის‖ პირობები. რუსეთს უნდა დაეცვა კახეთი მტრებისაგან. თავის მხრივ, კახეთი უნდა დახმარებოდა
რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო მოქმედებების დროს. თუმცა, რუსეთს ეხლაც არ ძალუძდა წინ
აღდგომოდა ირანისა და ოსმალეთის აგრესიას და რეალურად დახმარებოდა კახეთს.
კახეთი, ფაქტობრივად, კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან (რუსეთი,
ირანი, თურქეთი) კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა და სამივეს ვასალობას აღიარებდა. XVI ს-ის
ბოლოსათვის ეს პოლიტიკა თითქოს ამართლებდა. სხვა ქართული სამეფოებისაგან განსხვავებით, კახეთი
აღმავლობას განიცდიდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კახეთში მშვიდობის შენარჩუნებას დიდად
განაპირობებდა ქართლის შეურიგებელი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ. ირანი და ოსმალეთი
იმის შიშით, რომ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა და ერთობლივი ძალით არ გამოსულიყვნენ, კახეთის
მეფეებს შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ, მოჩვენებითი ყმობით
კმაყოფილდებოდნენ. ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის კახეთის მეფეებმაც, რომ სიმშვიდე კახეთში
დროებითი იყო. ქართლის განადგურების შემდეგ კახეთის ჯერიც დადგებოდა. ამიტომაც ამყარებდნენ
კახეთის მეფეეები კავშირს რუსეთთან.

$3 იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში

ალექსანდრე II (1484-1510 წწ.). ალექსანდრე II მოღვაწეობის პერიოდში იმერეთის სამეფოში


შეიიშნება დაშლის პროცესი. იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-ემ მოახერხა თავის ძალაუფლება
გაევრცელებინა გურიაზე, სამეგრელოზე, აფხაზეთსა და სვანეთზე. დასავლეთ საქართველო თითქმის
მთლიანად იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, თუმცა, მთავრების მორჩილება მეტწილად ფორმალური
იყო.
XV საუკუნის 90-იან წლებში იმერეთის სამეფოში დიდი დაპირისპირება მოხდა ცალკეულ
თავადებს შორის. ეს კონფლიქტი დაახლოებით 7 წელი გრძელდებოდა. ამ კონფლიქტის შესახებ ჩვენამდე
მოაღწია 1503 წლით დათარიღებულმა ერთმა საბითმა სახელწოდებით „წიგნი ალექსანდრე მეფისა
სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე―. სავარაუდოდ ეს საბუთი ამ კონფლიქტის
დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ უნდა იყოს შედგენილი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „სრულიად
ეცერს აქეთ, რაც სუანეთი არის― (ბალს ზემო სვანეთი), დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ბარს
ყოფილა მოწყვეტილი. სვანეთის ეს ნაწილი რაჭა-არგვეთის თავადებმა სარგის ჯაფარიძის მეთაურობით
მოაქციეს ეკონომიკურ ბლოკადაში, რის გამოც სვანები ბარს მოწყდნენ და სასტიკ გასაჭირში ჩავარდნენ.
სვანებს საქართველოს სხვა მხარეებში წასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. ბლოკადაში მოქცეულმა
სვანებმა ეცერის დადეშქელიანებთან და რუჩეგიანებთან მისვლა გადაწყვიტეს და მათ ოდიშის
ერისთავთან შუამავლობა სთხოვეს. ამ უკანასკნელს ალექსანდრე იმერთა მეფესთან უნდა გაეწია
შუამავლობა, რათ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებულიყო. დადიანმაც არ დაყოვნა და
ალექსანდრე II-ან ჭყონდიდელი გაგზავნა და ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში დახმარება თხოვა.
ალექსანდრემ საპასუხოდ ასეთი განცხადება გააკეთა `მეფეთა მეფესა პატრონსა ალექსანდრეს,
ჯაფარიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო. თუ ჯაფარიძის სისხლს გარდიხდიანო, სუანთ გზას მივცემო,
და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძეს საქმეს არ გარდავწყუეტო‖. ამის შემდეგ სვანები
და დადიანი გეგუთში შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს ჯაფარიძეთა სისხლში სვანები
გადაიხდიდნენ `გლოლას ზედათ, ცენას იქით, ოსეთს აქათ სრულად მთიულეთის თემი‖. სვანებმა
გადასახადების გადახდაც იკისრეს. თავის მხრივ ჯაფარიძეებსაც ემართათ სვანების სისხლი და მათ
სვანებს დაუთმეს `ლაშხეთის სოფელი და ციხე, ხერიას ცხრა კუამლი კაცი‖.
ეს კონფლიქტი მართალია მშვიდობიანად მოგვარდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ იმეეთის სამეფოს
ერთიანობა აშკარად კითხვის ქვეშ იდგა.

242
იმერეთის მეფე ალექსანდრე II ცდილობდა თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა არა მხოლოდ
დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართლშიც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და გორი აიღო.
ქართლის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდინარე ლიახვამდე იმერეთის მეფის ხელში აღმოჩნდა.
ალექსანდრემ დიდხანს ვერ შეძლო ქართლის შენარჩუნება, რადგან შეატყობინეს, რომ იმერეთს
ოსმალეთის ჯარი დასხმოდა თავს. 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი, დაანგრიეს გელათის
ეკლესია და ბაგრატის ტაძარი. ეს ოსმალეთის პირველი შემოსევა იყო იმერეთში. Aლქსანდრემ მიატოვა
გორი და უკან გაბრუნდა, მაგრამ მტერი წასული დახვდა. ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა
იმერეთს. მათ შორის სამცხე-საათაბაგო მდებარეობდა. ათაბაგები საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით
ოსმალებს გზას უხნიდნენ. 1510 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძე
ბაგრატ III ავიდა.
ბაგრატ III (1510-1565 წწ.). ბაგრატ III ლუარსაბ I-ეს დაეხმარა ქართლში გამეფებაში და სანაცვლოდ
ქართლის დასავლეთი ნაწილი (ალი, სურამი, ახალდაბა) მიიღო. მეფე ბაგრატს მისი მცროსი ძმა ბახტანგი
განუდგა. იგი იმერეთის დიდებულთა ნაწილის თანხლებით ქართლში გადავიდა, როგორც ჩანს ვახტანგს
სურდა მამის ალექსანდრე II მიერ შემოერთებული ქართლის ნაწილის დაკავება. ცენტრალური
ხელისუფლებიდან უფლისწულის განდგომა, რომელსაც იმერეთის დიდებულთა ნაწილიც უჭერდა მხარს
დაუსჯელად არ უნდა დარჩენილიყო, თორემ შეიძლებოდა ამას სხვა აჯანყებანისც მოჰყოლოდა.
ამიტომაც, 1513 წელს მეფე ბაგრატი ქართლში გადავიდა და მოხირისთან ძმებს შორის ბრძოლა გაიმართა.
ამ ბრძოლაში უფლისწულ ვახტანგს მხარს უწერდა ატაბაგი მზეჭაბუკი. მიუედავად ამისა მეფე ბაგრატმა
შეძლო მატი დამარცხება. ძმებს შორის დაპირისპირებაში ქართლის მეფე დავითი ჩაერია, ბაგრატი და
ვახტანგი დაზავდნენ და იმერეთში გადავიდნენ.
ბაგრატ III კარგად ხვდებოდა, რომ იმერეთის სამეფოს უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა
ოსმალეთის მხრიდან. ამ დროისათვის ოსმალებმა ჯიქების ტომი დაიმორჩილეს და უშუალოდ
გაუმეზობლდნენ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთიდან. ბაგრატმა გადაწყვიტა ჯიქეთის
განთავისუფლება ოსმალეთისაგან. 1533 წელს მეფის ინიციატივით ოდიშისა და გურიის მთავრებმა _
მამია III დადიანმა და მამია I გურიელმა ჯიქეთში ილაშქრეს. მათ იმერეთის სამეფოდან წარგზავნილი
მეომრებიც ეხმარებოდნენ, თუმც უშუალოდ მეფე ბაგრატს ამ ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიუღია.
მართალია პირველი ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ შემდგომში მთავრები
დამარცხდნენ. უთანხმოება მოხდა დადიანსა და მის სამხედრო რაზმს შორის. რის შედეგადაც დადიანის
მებრძოლების დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა. ბრძოლის დროს მამია დადიანი ტყვედ ჩავარდა და
მოწინააღმდეგემ ის მოკლა. ბრძოლის დროს გარდაიცვალა მამია გურიელის ვაჟი გიორგი. გურიელი,
მისი ძმები და ლაშქრის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მოგვიანებით ესენი აფხაზეთის (დასავლეთ
საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქმა მალაქია I-მა გამოისყიდა. თუ ვინ იყო მოღალატე და მთავრი
დამნაშავე ამ ბრძოლაში ამასთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ჩვენ ამ შემთხვევასი ვემხრობით მკვლევარ ბ. ლომინაძის მოსაზრებას, რომ მოღალატე ცანდია ინალიფა
უნდა ყოფილიყო. ღალატის მოტივიც საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. კერძოდ, ცანდია ინალიფა
აფხაზეთიდან გახლდათ და სრულიად შესაძლებელი იგი შერვაშიძესთან ყოფილიყო შეთანხმებული,
რომელიც მიისწრაფვოდა პოლიტიკური განკერძოებულობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეფე ბაგრატს
უფრო მეტად უნდა მიექცია ყურადრება ამ ინციდენტისათვის, გამოეძიებინა ღალატის ჭეშმარიტი
მიზეზი და გაეტარებინა შესაბამისი ზომები. ეს ქმედება დიდად წაადგებოდა სამეფოს კიდევ უფრო
მეტად გაერთიანებას და სამომავლოდ ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა ყველა იმათთვის, ვინც
დააპირებდა მეფისათვის ეღალატათ. თუმც, როგორც ჩანს მეფე ბაგრატს მრავალი გარსმოჯარული მტერი
ჰყავდა მოსაგერიებელი და არ ეცალა ამ საშინაო საქმეებისთვის.
1533 წელს ოსმალეთსა და ავსტრიას შორის ზავი დაიდო და იმავე წელსვე სულთანმა ომი
განაახლა ირანთან. ეს ბრძოლები თავიდან ოსმალთა წარმატებით მიმდინარეობდა. აშკარა გახდა, რომ
ოსმალეთი საქართველოსაც დაარბევდა. მოგეხსენებათ, რომ სამცხე იყო ის კარი, რომლიდაც
მოწინააღმდეგეს გზა ეხსნებოდა, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოსაკენ. ამიტომ
საჭირო იყო სამცხის საიმედოდ ჩაკეტვა, რათა საქართველოს სხვა მხარეები გადარჩენილიყივნენ

243
ოსმალთა აგრესიისაგან. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობა არის დაცული ,,სწავლულ კაცთა‖
ნაშრომში, რომ `ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა და რა სცნა ესე მპყრობელმან იმერეთისამან
ბაგრატ, შეიყარა სპა თუისი იმერელნი და მიუვლინა კაცი კახაბერსა გურიელსა, და მოჰყვა იგიცა
ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუხდენ ყუარყუარე ათაბაგსა მურჯახეთს‖. ამ ცნობის თანახმად ათაბაგმა
ყვარყვარე III-ემ კავშირი დაამყარა სულთან სულეიმან პირველთან. ამრიგად შეიქმა საშიშროება, რომ
ოსმალები შეიძლება უბრძოლველად გამოეტარებინა ათაბაგს, ეს შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო
საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისათვის. ამიტომაც, მეფე ბაგრატმა გადაწყვიტა ელაშქრა სამცხეში
და საქართველოს კარი საიმედოდ ჩაეკეტა. ,,სწავლულ კაცთა‖ ცნობის თანახმად მეფე ბაგრატი `ეზრახა
დადიან-გურიელსა და აღუთქვა გურიელსა რომელიცა ეპყრა პირველ სამცხისანი. ესე განიხარა
გურიელმან და მიერთო ბაგრატს. ხოლო დადიანი უნებლიეთად შიშისათ მოერთო იგიცა ბაგრატს‖. 1535
წლის 12 აგვისტოს ბაგრატ III გურიის და ოდიშის მთავრების მხარდაჭერით სამცხეში შეიჭრა.
მურჯახეთთან (ახალქალაქის მახლობლად) გამართულ ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა. ათაბაგი
ყვარყვარე III ჯაყელი ტყვედ ჩავარდა და გარდაიცვალა. სამცხე-საათაბაგო იმერეთის მეფის ხელში
აღმოჩნდა. ბაგრატ III-ემ გურიელს აჭარა და ჭანეთი გადასცა. ამ ნაბიჯით მეფემ გურიელი მოიმადლიერა,
მაგრამ დადიანი გაანაწყენა. სამცხის თავადების ნაწილმა იმერეთის მეფის მორჩილება ვერ აიტანეს და
ოსმალებს მიმართეს დახმარებისათვის. სამცხის გავლენიანი თავადი ოთარ შალიკაშვილი ოსმალეთის
სულთანს ეახლა, თან წაიყვანა ყვარყვარეს მცირეწლოვანი შვილი ქაიხოსრო და სულთანს სთხოვა
მისთვის სამფლობელო დაებრუნებინა.
1536 წელს ოსმალთა სულთნის ბრძანებით სამცხის წინააღმდეგ დაიძრა არზრუმის ბეგლარბეგი
მეჰმედ ხანი თავის ლაშქართან ერთად. მეფე ბაგრატმა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმც
ოსმალებმა შეძლეს ტაოსა და კლარჯეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე ოლთისის, ართვინის, კისკიმის
და ნარმანის სანჯაყები დაეარსებინათ. . `ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოსმალები სამცხე-საათაბაგოს
ტერიტორიაზე სანჯაყებს აარსებენ. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ოსმალებმა დაიწყეს სამცხეში
დაპყრობილ ტერიტორიაზე თავისი მმართველობისა და წესების დანერგვა _ ქვეყნის გაოსმალება‖.
სულთან სულეიმან I-ს ძირითადი ყურაღება ეგვიპტესა და ევროპისაკენ ჰქონდა მიმართული და
სამცხე-საათაბაგოსთვის არ ეცალა. თუმცა, ბაგრატ III კარგად ხვდებოდა, რომ საბოლოოდ სულთანი არ
შეეგუებოდა სამცხის დაკარგვას. იმერეთის მეფე 1541 წელს ქართლში შემოსულ შაჰ-თამაზს ეახლა და
ოსმალეთის წინააღმდეგ შემწეობა სთხოვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია მკვლევარ მ. რეხვიაშვილის შეხედულება, რომელიც
ბაგრატ III-ის შაჰ-თამაზის მიმართ გადადგმულ ნაბიჯს ეხება: ,,აქ ძირითადი მაინც ისაა, რომ ბაგრატს
სწორი პოლიტიკური ალღო ჰქონდა. ოსმალეთის მოძალების ვითარებაში ერთადერთ რეალურ ძალად,
ვინც შეიძლებოდა ამ უკანასკნელთ დაპირისპირებოდა, ირანის შაჰი იყო. თანაც ირანი, ტერიტორიული
სიშორის გამო, იმერეთის მიმართ იმ მიზნებს ვერ დაისახავდა, რასაც ოსმალეთი. სამცხის დაპყრობილი
ნაწილი ამის თვალნათელი მაგალითი იყო, ამიტომ სავსებით გამართლებული იყო ბაგრატის აღნიშნული
ნაბიჯი‖.
1543 წელს თურქეთის სულთანმა 22 000-იანი ჯარი გამოგზავნა ბაგრატ III-ის წინააღმდეგ,
რომელსაც არზრუმის მმართველი მუსა ფაშა სარდლობდა. ბაგრატმა გურიელის მხარდაჭერით ოსმალები
დაამარცხა. მეფეზე განაწყენებულმა ლევან დადიანმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო.
ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, შაჰ-თამაზმა ბაგრატს `მოსცა ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა
დიდპატივცემული და მოვიდა სამცხესვე, აღიღო ციხენი სამცხისანი და დაიპყრა თუისად‖. მ.
რეხვიაშვილს მიაჩნია ის, რომ, როდესაც 1543 წელს ოსმალთა 22 000 ჯარი შემოიჭრა სამცხეს
ტერიტორიაზე, მაშინ ოსმალებმა ალყა შემოარტყეს ოლთისის ციხეს. ოლთისი კი, 1536 წელს ერთ-ერთი
სანჯაყის ცენტრად იყო გადაქცეული. `ე. ი. ბაგრატს მართლაც უკან დაუბრუნებია თურქების მიერ
დაკავებული ციხეები‖ და ამაში გარკვეული დამსახურება შაჰ-თამაზს მიძღვის.
1545 წელს სულთანმა ახალი ჯარი გამოგზავნა სამცხეში არზრუმისა და დიარბექირის ფაშების
სარდლობით. ლევან დადიანი ისევ არ დაეხმარა ბაგრატს, სამაგიეროდ იმერეთის მეფეს ქართლის მეფე
ლუარსაბ I დაეხმარა, რომელიც მუდამ დღე ზრუნავდა სრულიად ქართულ სამეფო-სამთავროთა

244
კეთილდრეობისთვის. `სწავლულ კაცთა‖ თანახმად მეფე ბაგრატმა `დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა
ლუარსაბს... ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა ზედა,
არამედ თუით რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძუინებოდა
საქართველოსათუის, ვითარცა მამასა შვილთათუის, და შეიყარა სპა თუისი და წარვიდა ბაგრატთანა‖.
ბერი ეგნატაშვილის ცნობით კი `ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა
საქართველოსათუის, და ეძუინებოდა უსჯულოთა ზედა-მოსვლისათუის და დაკნინებად საქრისტეანოსა.
მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა, რამეთუ ამან მეფემან
ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი
არა თანა-შემწე ექმნეს და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთუის, ვითარცა მამა შვილთათუის ტკბილ არს
და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთუის და არა ძუირის მოხსენე‖. ამ საკითხთან
დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობებიც `არამედ ლუარსაბ
მეფესა, თუმცა არავინ შემწეოდა განძლიერებისა მისისათუის, გარნა ლუარსაბს ეძუინებოდა ტყუეობა
საქართველოსი, შემცირება და განხეთქილება თუისთაგან და მტერთა მიერ, რათა არა იქმნას
მაჰმადიანად. ამის მიზეზისათუის შემოიკრიბნა სპანი და წარვიდა შეწევნად ბაგრატისად‖.
ეს ბრძოლა მოხდა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა ტრადიციისამებრ ლაშქრის
მეწინავეობა მოინდომეს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო მათ უარი მიიღეს. მესხებმა საერთოდ უარი
თქვეს ბრძოლაზე. ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ოსმალებმა ამ გამარჯების შემდეგ სამცხის
ათაბაგად დასვეს ქაიხოსრო II (1545_1573 წწ.). დამპყრობლებს ურჩია ოთარ შალიკაშვილმა `რამეთუ
ეტყოდა ოსმალთა: `უკეთუ დაიპყრათ ციხენი. გერჩდენ ქუეყანა ესე საუკუნოდ‖, ვინაითგან ეშინოდა
ბაგრატისაგან კუალად დაპყრობისა, რამეთუ ბაგრატს ჰყვა მწედ მეფე ქართლისაცა‖. ოსმალებმაც
გაითვალისწინეს ეს რჩევა და სამცხის ციეების გამაგრება დაიწყეს.
მომდევნო, 1546 წელს ბაგრატმა იდევ ერთხელ დალაშქრა სამცხე, მაგრამ იქ მყოფმა ოსმალებმა
დაამარცხეს იგი. უკან დაბრუნებულმა ბაგრატმა სამცხიდან იმერეთში აწყურის ღვთისმშობლის ხატი
წაასვენა.
სოხოისტას ბრძოლიდან არც ისე დიდი დრო არ იყო გასული, რომ ათაბაგ ქაიხოსრომ, ბერი
ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად ბაგრატ მუხრაბატონის ასული დედისიმედი
შეირთო ცოლად. ამ ქორწინებას შესაძლოა ღრმა პოლიტიკური სარჩული ჰქონოდა.
ბაგრატ III შეეცადა ურჩი ლევან დადიანი დაემორჩილებია და 1548 წელსხონში სადარბაზოდ
მოწვეული შეიპყრო. ბაგრატმა გურიელს შესთავაზაერთად ელაშქრა ოდიშზე, მაგრამ გურიელი არ ენდო
და საერთოდ არ ეახლა მეფეს. ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ,,სწავლულ კაცთა‖ შემდეგი
ცნობა, რომ მეფე ბაგრატმა `გაუგზავნა გურიელსა კაცი და ესრეთ შეუთვალა: `დადიანი დავიჭირე და
ხელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოსო და ნახევარი ჩემიო‖. და რა ესმა ესე
გურიელს, იფიქრა და თქუა ესრეთ: `დადიანი შეუპყრია და ოდიშს დაიპყრობს და მერმედ ჩემს ქუეყანასა
წამართმევსო და სულ გაიერთებსო, _ ეგრეთაცა სწადდა ბაგრატს და აღარ მიუდგა გურიელი‖.
ანალოგიური ცობა არის დაცული ვახუშტი ბატონიშვითანაც. მისი თქმით `ენება ბაგრატს ხელთგდება
მისიცა და ჰყოს ყოველი იმერეთი ერთ საბრძანებლად ვითარცა პირველ‖. მიუხვდა გურიელი მეფეს
ჩანაფიქრს და შეუთვალა მას `ოდეს ვეწყუენით ოსმალთა, მიერ ჟამითგან მიზეზობენ და უმეტეს ათაბაგი;
აწ უკეთუ დაუტეო ქუეყანა ჩემი, მოვიდნენ და მიმიღონ. ამით ვერ ძალ მიცს მოსლვა, გარნა განგიზრახავ,
რათა შემოიმტკიცო დადიანი ფიცით და განუტეო‖. ამ პასუხმა მეფე ბაგრატი გააბრაზა. მას ჯერ სურდა
დადიანისათვის თვალები დაეთხარა, მაგრამ ამას შეიძლებოდა ოდიში დიდი არეულობა გამოეწვია და
მალევე გადაიფიქრა. მეფემ დადიანი გელათის სამრეკლოში გამოკეტა. ბაგრატის გაძლიერება არც სამცხის
ათაბაგს ქაიხოსროს აძლევდა ხელს. ათაბაგ ქაიხოსრომ კავშირი დაამყარა იმერელ თავად ხოფილანდრე
ჩხეიძესთან, რომელმაც ათაბაგის სურვილით გელათის სამრეკლოში გამოკეტილი ლევან დადიანი
გამოაპარა და ახალციხეში ჩაიყვანა. მკვლევარები მ. კაპანაძე და ს. ხოსიტაშვილი ვარაუდობენ, რომ
ათაბაგ ქაიხოსრო II ადრიდანვე ჰქონდა კავშირი ლევან დადიანთან და დადიანი სწორედ ამის გამო არ
ესმარებოდა მეფე ბაგრატ სამცხეში წარმოებულ ბრძოლებში.

245
ლევან დადიანი გურიელს დაუზავდა და მისი დახმარებით კვლავ დაიბრუნა სამთავრო. ბაგრატ
III-ის ქვეშევრდომობიდან გამოვიდა ოდიშიც და გურიაც. ამრიგად დასავლეთ საქართველო დაიყო
რამდენიმე ნაწილად. ამავე პერიოდში იწყება დასავლეთ საქართველოში ტყვეთა სყიდვა. ბაგრატ III-ემ
სცადა აღეკვეთა ტყვეებით ვაჭრობა. მოიწვია საეკლესიო კრება. კრების დადგენილებით ტყვეებით
მოვაჭრეები სიკვდილით დაისჯებოდნენ. ასეთი მკაცრი სასჯელიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ტყვეთა
სყიდვის შესაჩერებლად. ოსმალეთი ყოველმხრივ უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობას. აკადემიკოსი ნ.
ბერძენიშვილი აღნიშნავს: `არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ
მიუყენებია დასავლეთ საქართველოსათვის, რამდენიც ამ `მშვიდობიან‖ ტყვეთა სყიდვამ მიაყენა მას‖.
1547 წელს ისევ განახლდა ოსმალეთსა და ირანს შორის ომები. ეს ბრძოლები ოსმალთა
უპირატესობით მიმდინარეობდა და ოსმალებმა თავრიზსიც კი შეძლეს შესვლა. 1549 წლისათვის
სულთანმა სამცხეში ლაშქრობის მოწყობის ბრძანება გასცა, რომლისთვისაც მეჰმედ ფაშას უნდა
ეხელმძღვანელა. ოსმალებმა სამცხე მართლაც დალაშქრეს და დაიკავეს ფარნაკი (ბარაკანი), ქიამხისი
(კომკისა), ფანაკი (ბანაკი), პერნაკი, ქუჩუკი, სამაღარი და ახა. ამას ქართველთა ანტიოსმალური აჯანყება
მოჰყვა. სულთანმა აჯანყებულთა დასასჯელად 1549 წლის 25 აგვისტოს 40 000 ჯარი გამოგზავნა აჰმედ
ფაშას მეთაურობით, რომლის შედეგადაც ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი მთლიანად
დაიკავეს და 1536 წელს დაარსებული 4 სანჯაყი საბეგლარბეგოდ აქციეს.
პარალელურად, ოსმალებმა ლაზეთი დაიკავეს, ბათუმში შევიდნენ და ციხე-სიმაგრის მშენებლობა
დაიწყეს. გურიელმა ოსმალებს დიდი ბრძოლა წამოუწყო და დაამარცხა ისინი. გაქცეულმა ოსმალებმა
მდინარე ჭოროხი ნავებით გადაცურეს. ამ დროს ჭოროხი ადიდებული იყო, თანაც გურიელს ნავებიც არ
ჰყავდა და მდინარის გადალახვა ვერ შეძლო. ამიტომაც ის გაქცეულებს ვერ დაედევნა. გურიელმა
გადაწყვიტა კიევ ერთხელ შებრძოლებოდა ოსმალებს და ამისათვის დახმარება სთხოვა მეფე ბაგრატს და
ლევან დადიანს. გურიელს, სავსებით სამართლინი სიტყვა შეუთვლია მათთვის, რომ „უკეთუ ამათ მიერ
წამახდინეს მას უკან თქუენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება―. ლევან დადიანმა გადაწყვიტა
დახმარებოდა სურიელს და შეკრიბა ჯარი. მეფე ბაგრატმა გურიელსა და დადიანს შორის საერთო ენის
გამონახვა თავისთვის სახიფათოდ მიიჩნია. ბაგრატმა თავისი ძმა ვახტანგი 500 კაციანი რაზმით
დადიანთან და გურიელთან გაგზავნა და ჩუმად მათ შორის უთანხმოების ჩამოგდება დაავალა. ვახტანგმა
კარგათ გაართვა ტავი დავალებას და როდესაც იგი საჯავახოში მივიდა იქიდან დადიანს შეუთვალა, რომ
`ვინაითგან ვარ ფუცებული შენდა, აწ უწყოდე თუმცა შეიკრიბნეთ შენ და გურიელი, აქუს გურიელისაგან
პირი ძმასა ჩემსა, დაგესხმის იგი, ანუ მოგაკუდინებენ და ანუ შეგიპყრობენ―. ვახტანგის ტყუილს ენდნენ
მეგრლები და „მაშინ მეგრელთა გამოიკითხეს ზაკულება ესე, უკუნ-იქცნენ ფოთიდამ და წარვიდნენ
თუისად―.ამის შემდეგ ვახტანგი გურიელთან მივიდა. გურიელმა ნავები ვერ იშოვა, რათა ჭოროხი
გადაელახა, არც დადიანის ჯარი მიუვიდა და ოსმალებთან ბრძოლაზე ხელი აიღო. ამის შედეგად,
ოსმალებმა გონიოს ციხე დაიკავეს და იგი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ პლაცდარმად
აქციეს. ხშირად გონიოს ციხედან გამოჰყავდათ ოსმალთა ჯარები ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულად
განწყობილ დასავლელ ქართველი მეფე-მთავრებს.
განსაკუთრებით გაძლიერდა ოსმალური აგრესია ამასიის ზავის (1555 წ) შემდეგ. 1557 წელს ლევან I
დადიანი ოსმალთა სულთანთან ჩავიდა და მისგან მიიღო აღიარება იმერეთის მეფისაგან სრული
დამოუკიდებლობისა. დაახლოებით ამავე პერიოდში ოსმალთა სულთანმა გურიელის იმერეთის
მეფისაგან დამოუკიებელ პოლიტიკურ ერთეულად ცნო.
1565 წელს ბაგრატ III გარდაიცვალა, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში შინა ომები იწყება.
XVI საუკუნის 60-იანი წლებში გურიის მთავრის როსტომის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე
გიორგი ოდიშის მთავრს ლევან დადიანს დაუპირისპირდა. ის დადიაის წინააღმდეგ მომხრეებს ეძებდა
და იმერეთის მეფე გიორგის (1565_1583 წწ.) დაუმოყვრა. თავის მხრივ ლევან დადიანმა კავშირი დაამყარა
იმერეთის გავლენიან თავადებთან ჭილაძეებთან და ლიპარტიანთან. ლევანის მომხრე იყო აგრეთვე
გიორგი მეფის ბიძაშვილი ხოსრო.
1568 წელს დადიანმა იანეთთან იმერთა მეფეზე მოულოდნელი დაესხა თავდასხმა განახორციელა,
მაგრამ თვითონვე დამარცხდა. იმერეთის მეფე გიორგი დადიანის დასასჯელად ოდიშსაკენ გაეშურა. მას

246
გურიელის ჯარიც ახდა თან. ლევანმა მათთან ბრძოლას თავი აარიდა და სამთავროდან გაიქცა. თუმც,
მოგვიანებით, ოსმალთა დახმარებით ოდიშის მთავრის მდგომარეობა ისევ უკანდაიბრუნა.
დროებით ოდიშისა და გურიის მთავრები შერიგდნენ, ეს მისაღები არ იყო გიორგი იმერთა
მეფისათვის. მან გადაწყვიტა ოდიშის მთავართან კარგ ურთიერთობაში მყოფი ჭილაძეთა სათავადოს
დამორჩილება და ჭილაძეთა სათავადოს მეთაური ჯავახ ჭილაძე მოაკვლევინა მან. მაგრამ, ოდიშის და
გურიის მთავრებმა გიორგის დაასწრეს, ჭილაძეთა სათავადო თავად დაიკავეს და ერთმანეთში
გაინაწილეს. 1572 წელს ლევან I დადიანი გარდაიცვალა და ოდიშის მთავარი გახდა მისი ძე გიორგი
(1572_1582 წწ.). 1573 წელს გიორგი იმერთა მეფე დაემოყვრა ოდიშის მთავარ გიორგის. მისმა ძე ბაგრატმა
ცოლად მოიყვანა გიორგი დადიანის და. ეს დანათესავება გურიის მთავარ გიორგის მიუღებელი აღმოჩდა
და მან გადაიბირა ოდიშის მთავრის ძმა მამია. იგი გურიაში ჩაიყვანა და თავისი და შერთო ცოლად. ამის
შემდეგ გიორგი გურიელი Yოდიშში გადავიდა და ზუგდიდთან გამართულ ბრძოლაში დადიანი
დაამარცხა. დამარცხებული გიორგი დადიანი აფხაზეთში გაიქცა. ოდიშის მთავარი გურიის მთავრის
სურვილისამებრ მამია გახდა.
გიორგი გურიელმა და მამია დადიანმა, გიორგი იმერთა მეფეს ზავის სანაცვლოდ ჭილაძეების
მამულიდან ოდიშის მთავარზე მიკუთვნებული ნაწილის გადაცემა შესთავაზეს. ამას მათ შორის ზავის
გაფორმება მოჰყვა. აფხაზეთში გაქცეულმა გიორგიმ აფხაზების, ჯიქების და ჩერქეზების ჯარი
გადმოიყვანა და ოდიშში მივიდა, მაგრამ მამიასა და გურიელის მიერ გამოგზავნილ ჯართან ბრძოლაში
დამარცხდა და ისევ აფხაზეთში წავიდა.
ამის შემდეგ გიორგი დადიანი დაუკავშირდა იმერთა მეფეს და მთავრის ტახტის მოპოვებაში
დახმარება სთხოვა. იმერთა მეფემ გურიის მთავართან უშუამდგომლა გიორგი დადიანს. გურიელმა ამაზე
თანხმობა განაცადა და გიორგი დადიანი ისევ ოდიშის მთავარი გახდა. დროებით, დასავლეთ
საქართველოს მყოფ სამ გიორგის შორის მშვიდობა ჩამოვარდა. თუმც ამან დიდხანს არ გასტანა.
1582 წელს გარდაიცვალა გიორგი დადიანი და ოდიშის მთავარი გახდა მისი ძმა მამიას. გიორგი
დადიანს დარჩა მემკვიდრე ლევანი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად მამია დადიანის
თხოვნით გიორგი გურიელმა შხეფის ციხეში ჩასვა. ბერი ეგნატაშვილის თანახმად კი ლევანის
დატყვევებაში გურიელს მონაწილეობა არ მიუღია და იგი მამია დადიანმა დაატყვევა. ჩვენ, უფრო
სარწმუნოდ ეს ვერსია მიგვაჩნია, რადგანაც გურიელი ლევანის სახით პოტენციური მტრის შეძენას
მოერიდებოდა უთუედ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, შხეფის ციხეში მყოფი ლევანი „ყმა იგი
უთმინოებითა ტყუეობისათა გარდმოიჭრა ციხიდამ, რეცა განსტოლვად და მოკუდა... ესე მიზეზ ჰყო
დადიანმან მამიამ გურიელსა ზედა, შემოიკრიბნა სპანი და მივიდა გურიას. ამას ეკუეთა გიორგი
გურიელიცა და ბრძოლასა იძლია გურიელი და ივლტოდა სტამბოლს―. მამია დადიანსა და გიორგი
გურიელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ბერი ეგნატაშვილი საერთოდ არ საუბრობს. 1583 წელს
მამია დადიანმა გურიის მთავრად თავისი მომხრე გურიელთა სახლის წევრი ვახტანგი დასვა. ამიტომაც
ოდიშისა და გურიის სამთავროებს შორის ამ ხნის განმავლობაში დაპირისპირება არ მომხდარა.
1583 წელსვე გარდაიცვალა იმერეთის მეფე გიორგი და ტახტზე ავიდა მისი ძე ლევანი (1583_1590
წწ.), რომელიც ამ დროს მხოლოდ 12 წლისა იყო. ლევანს საკუთარი ბიძა (მამის ძმა) კონსტანტინე
დაუპირისპირდა. კონსტანტინე გიორგი მეფის სიცოცხლეში დაპატიმრებული გახლდათ, რომელმაც
]ლევანის გამეფების შემდეგ, თავის ძესთან ერთად პატიმრობას თავი დააღწია და მემატიანეს თქმით
„დაიპყრა მან რიონის აღმოსავლეთისა კერძონი―.
1587 წელს ლევან მეფე დაუკავშირდა მამია დადიანს და მისი დახმარებით კონსტანტინე
დაამარცხა. კონსტანტინე და ლევანი მალე დაზავდნენ და კონსტანტინეს საუფლისწულო მამულები
გამოუყვეს.
1587 წელსვე გარდაიცვალა ვახტანგ გურიელი. ამ დროს გურიის ყოფილი მთავარი გიორგი
გონიოს ციხეში იმყოფებოდა, რომელიც ოსმალების დახმარებით, ისევ დაეუფლა გურიის მთავრის
ტახტს. ამ დროიდან დასავლეთ საქართველოში გახშირდა შიდადაპირისპირებანი.
ამ ვითარებით ისარგებლა ქართლის მეფე სიმონმა და მთელი დასავლეთ საქართველოს
შემოერთებას შეეცადა. პირველ რიგში კი იმერეთის შემერთEბა სურდა.

247
ამისათვის მეფე სიმონი ზემო იმერეთის ზოგიერთ თავადს დაუკავშირდა და მათგან დახმარების
პირობა მიიღო. ბუნებრივია ეს ლევან იმერთა მეფემაც შეიტყო და ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა.
მამია დადიანმა და გიორდი გურიელმა მას დახმარება არ აღმოუჩინა. 1588 წელს ქართლის მეფე სიმონსა
და იმერეთის მეფე ლევანს შორის გოფანთოსთან ბრძოლა მოხდა. ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში
გაიქცა. მაგრამ, ოსმალთA გამო მეფე სიმონმა იმერეთში დიდხანს დარჩენა ვერ შეძლო. მან ზოგიერთი
იმერელი თავადიდან მძევლები აიყვანა და ისევ ქართლში გადავიდა.
როგორც კი მეფე სიმონი ქართლში დაბრუნდა ლევანმა მეფის ტახტი დაიბრუნა. იმის გამო, რომ
სიმონ მეფესთან ბრძოლის დროს მამია დადიანმა დახმარება არ აღმოუჩინა იმერეთის მეფე, ეს
უკანსაკნელი გადაემტერა ოდიშის მთავარს.
1590 წელს მამია დადიანი თავისი ლაშქრით იმერეთში გადავიდა და ქუთაისთან დაბანაკდა, მას
მოულოდნელად დაესხა თავს ლევან მეფე იმერელთა ჯარით, მაგრამ თვითონვე დამარცხდა და ტყვედ
ჩავარდა.
1590 წელს იმერეთის მეფე გახდა როსტომ კონსტანტინეს ძე (1590_1605 წწ.). 1590 წელსვე
გარდაიცვალა მამია დადიანი და მისი ადგილი დაიჭირა მისმა ძმამ მანუჩარმა (1590-1611 წწ.). როსტომსა
და მანუჩარს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ამან გარკვეულ წილად დადიანი გააძლიერა, რომელიც
მიუღებელი იყო გიორგი გურიელისათვის. გურიელმა იმერეთში ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა.
ბაგრატი გურიელის მიერ გამაგრებულ ქუთაისის ციხეში იმყოფებოდა. გურიელს ოსმალებთან კარი
ურთიერთობა ჰქონდა და მათი დახმარებით, გარკვეულ წილად, იმერეთში თავისი პოზიციები გაამაგრა.
ამის შესახებ ცნობა მოიპოვება ვახუშტი ბატონისვილთან, რომ გურიელმა `მოიყვანნა ოსმალთა სპანი.
განსდევნა ჩიჯავაძე, აღიღო ციხე სებეკა, შემუსრა იგი და მუნ დასუა სხუა ჩიჯავაძე და მიიქცა
გურიისავე‖.
1590 წელს იმერეთის სამეფოს შემოერთება კიდევ ერთხელ ცადა ქართლის მეფე სიმონმა. მან
ქუთაისი აიღო და ბაგრატი დაატყვევა. თუმც, ოსმალთა გამო, მალევე მოუწია უკანვე დაბრუნება. მცირე
ხნის შემდეგ დადიამა აიღო ქუთაისი და ისევ როსტომ კონსტანტინეს ძე გაამეფა. მეფე სიმონმა
გადაწყვიტა იმერეთი საბოლოოდ შემოეერთებინა და 1590 წელს ისევ იმერეთში გადავიდა. მემატიანეს
თქმით `აბაშიძენი და ჩხეიძენი და წერეთლები და აწ ვინც წყალწითელას აქეთ საბატიოს კაცის შვილნი
ესახლნენ, ყველანი მეფეს სვიმონს მოუვიდნენ... ცხენისწყალს აქეთნი თავადებნი ზოგნი მოუვიდნენ და
ზოგნი არა, დადიანს მოუვიდნენ‖. მეფე სიმონმა `აღიღო ციხენი: სკანდა, კუარა, კაცხი, სუერი, შეაყენნა
თუისნი და მოადგა ქუთათისს, აღიღო იგიცა‖. მეფე სიმონს სურდა იმერეთის მეფის როსტომის
დატყვევება, რადგან მის გარდა მეფობის პრეტენდენტი იმერელ ბაგრატიონებში არ იყო და მისი
დატყვევებით იმერეთის შემოერთების საკითს გადატყვეტდა. მეფე როსტომს მანუჩარ დადიანი უჭერდა
მხარს, რომლებიც ოფშკვითს იყო დაბანაკებული. დადიანმა შუამავალი მიუგზავნა მეფე სიმონს და
როსტომთან დაზავება სთხოვა, სამაგიეროდ როსტომი ,,შენი მორჩილი იქნებაო‖. მაგრამ სიმონ I
კატეგორიულად ითხოვდა როსტომის გადაცემას. სწორედ ამ დროს იმერელ თავადთA ნაწილმა ქართლის
მეფეს უღალატა. მემატიენეს თქმით : `იმერთ, რომელთაც მეფის სვიმონისთვის ავნი იყვნენ, დადიანსა
სწერდენ _ თავს დაგვესხიო, არ შემოგებმითო, განგებ გაგექცევითო‖.
დადიანმა და როსტომმა სიმონის ლაშქარზე შეტევა მიიტანეს. იმერელი მოღალატე თავადების
გამო ქართლის მეფის ლაშქარი სრულიად აირია და სიმონ I დამარცხდა.
ოსმალთა გამო სიმონი ისევ ქართლში დაბრუნდა. მას ოსმალებთან მოუწია დაპირისპირება,
რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ, სიმონი დარწმუნდა, რომ იმერეთისა და სრულიად
დასავლეთ საქართველოს შემოერტებას ამ მომენტისათვის ვერ შეძლებდა და იმერეთის მეფე როსტომს
დაუზავდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ოსმალეთის სულთნის მურად III-ის (1574_1595 წწ.)
მიერ ქართლის მეფე სიმონისათვის გამოგზავნილი უავგუსტოესი ხელშეკრულება, რომელშიც საუბარია
შემდეგზე `როდესაც აჩიკბაშისაკენ მიემართებოდი, დახმარება ითხოვე და თბილისის ყულის ჯარიდან
დამხმარე სამხედრო ძალა მოგეცა, წახვედი და მტერზე გაიმარჯვე’’. ეს დოკუმენტი მკვლევარ მ. სვანიძის
თქმით 1588-1590 წლებში უნდა იყოს შედგენილი და უნდა წარმოადგენდეს ქართლის მეფესა და

248
ოსმალებს შორის 1588 წელს დადებული ზავის კიდევ ერთ დადასტურებას. მ. სვანიძის აზრით, ამ
დოკუმენტიდან გამომდინარე, მეფე სიმონს თითქოს იმარეთის მეფის წინააღდეგ ოსმალთა სამხედრო
ძალები გამოუყენებია. ჩვენი აზრით, მხოლოდ ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით ასეთი დასკვნების
გაკეტება არ იქნება სწორი, რადგან მეფე სიმონმა მთელი თავისი სიცოცხლე ოსმალების წინააღმდეგ
ბრძოლაში გაატარა. ქართული წყაროებიდან დასტურდება, რომ ამ პერიოდშიც რამოდენიმეჯერ მოუწია
მეფე სიმონს იმერეთის სამეფოს დატოვება, სწორედ ქართლში მყოფი ოსმალთა გამო და შეუძლებელია
მათი დახმარება მიეღო მას. ჩვენ მოსაზრებას ამყარებს მკვლევარ ნ. შენგელიას მიერ გამოქვეყნებული
თურქეთის არქივში დაცული დოკუმენტები, რომლიდანაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ იმერეთის
და მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის ბრძოლის დროს სიმონ I ოსმალებთან საკმაო
დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
XVI საუკუნის ბოლოს დასავლეთ საქართველოში დიფერენციაციის პროცესი კიდევ უფრო შორს
წავიდა და დადიანს აფხაზები თითქმის აღარ ემორჩილებოდნენ. მემატიენეს თქმით 1591 წელს
`მოუხდნენ აფხაზნი გურიას ნავებითა. ამათ ეკუეთა გურიელის ძე მამია, სძლო და მოსწყიდნა
სრულიად‖.
XVI საუკუნის მიწურულს დასავლეთ საქართველოში ოდიშის სამთავრო დაწინაურდა და თუკი
მანამ დადიანები იმერეთის სამეფოს მანდატურთუხუცესის ტიტულს ატარებდნენ, ეხლა მანუჩარ
დადიანი უკვე `ხელმწიფედ‖ იწოდება.

$4 სამცხე-საათაბაგო XVI საუკუნეში

სამცხე-საათაბაგო წარმოადგენდა ერთგვარ კარს, საიდანაც გზა იხნებოდა როგორც დასვლეთ, ისე
აღმოსავლეთ საქართველოსაკენ, სწორედ ამიტომაც ქართლისა და იმერეთის მეფეები ყოველთვის
ცდილობდნენ არ დაეკარგათ ეს სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი მხარე. სამწუხაროა, რომ თავად
სამცხის ათაბაგები თავს იცავდნენ უფრო ქართლისა და იმერეთის მეფეებისაგან, ვიდრე ირანისა და
ოსმალეთისაგან. ასე მოიქცა 1510 წელს ათაბაგი მზეჭაბუკი, რომელმაც ოსმალები უფლისწულ სელიმის
მეთაურობით გაატარა თავის სამთავროზე და გზა გაუხსნა მტერს იმერეთისაკენ.
სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი (1505-1015 წწ.) მემატიანეს თანახმად კონსტანტინე ქართლის
მეფესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა `ესე მზეჭაბუკ დაეზავა მეფესა კონსტანტინეს და პატივს სცემდა
და უსმენდა‖. მაგრამ, როგორც კი გურიელს ოსმალეთთან გაუფუჭდა ურთიერთობა, მზეჭაბუკმა
ოსმალთა მხარე დაიჭირა და გურიას შემადგენლობაში მყოფი აჭარა და ლაზეთი სამცხეს შეუერთა.
ამის შემდეგ მზეჭაბუკ ათაბაგმა მესხეთის ეკლესიის ქართული დედა-ეკლესიიდან ჩამოშორება
განიზრახა. აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი წერდა ამასთან დაკავშირებით, რომ „რა გარემოებამ და
მიზეზმა გამოიწვია ასეთი ძლიერი ცვლილება ჯერჯერობით საკმაო სიცხადით ვერ ირკვევა―. თუმც
საფიქრებელია, რომ ამის მიზეზები იყოს შემდეგი 1) ამ დროს სამცხეში ჩამოვიდა ანტიოქიის პატრიარქი
დოროთეოსი, რომელიც შემოწირულობებს აგროვებდა. როგორც ჩანს მზეჭაბუკმა გამოიყენა ეს მომენტი;
2) შესაძლოა ამაში სეფიანი ისმაილის და ზოგადად ირანის სამეფო კარის ინტრიგების ბრალიც
ყოფილიყო. თუკი ისმაილმა თავიდან გამოიყენა ქართული სამხედრო ძალები და იმ მომენტისათვის
დაინტერესებული იყო მათი გაძლიერებით. შემდეგ როცა დიდი სახელმწიფოს მმართველი გახდა
ქართულ სამეფო-სამთავროთა დასუსტება ჰქონდა განზრახული და ამის ყველაზე კარგი საშუალება მათი
ერთმანეთზე დაპირისპირება გახლდათ.
პატრიარქმა დოროთეოზმა XVI საუკუნის დასაწყისში საგანგებო დოკუმენტიც შედგინა სათაურით
`წიგნი ანტიოქიის პატრიარქის დოროთეოსისა მაწყუერელისათვის ეპისკოპოსის კურთხევის უფლების

249
მინიჭების შესახებ―, რომლის თანახმადაც სამცხის ეკლესიას თვითმწყსობის უფლება მიანიჭა. ამავე
დოკუმენტში საუბარია, რომ ტრაპიზონელ ბერძენს სიმონ მაწყვერლს „მივათუალეთ ყოველი
საბრძანებელი პატრონისა მზეჭაბუკისი, რათა ეპისკოპოზნი მისგან ეკურთხებოდენ ყოველნივე და მისსა
წესსა და ბრძანებასა ჰმორჩილობდნენ და სჯულთა მისთა ერჩდენ და მისგან იმწყესბოდენ. და
მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ და მწყევარნი მისნი წყეულ და მისდა მიგვიცემიეს
ხელმწიფებაA შეკრვისა და განხსნისა‖. ამავე დოკუმენტში ათაბაგი იწოდება „დიდისა პატრონის― და
„დიდისა მეფისა ჩუენისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა-დ―. ასე, რომ აღნიღნულ
დოკუმენტს გარდა ეკლესიური სეპარატიზმისა პოლიტიკური ელფერიც დაკრავს. სამცხის საათაბაგოში
ამ საეკლესიო სეპარატიზმს ყველა არ უჭერდა მხარს. მცხეთის საკათოლიკოსოს კუთვნილი 25 ფეოდალი
სამცხეში მკვიდრი მამულის მფლობელები იყვნენ და ისინი მზეჭაბუკის იდეებს არ იზიარებდნენ.
საბოლოოდ, სამცხე-საათაბაგო ქართულ დედა-ეკლესიას არ ჩამოშორებია. ამაზე მეტყველებს ყვარყვარე
III მიერ 1518 წელს გამოცემული საბუთი.
ამ პერიოდის, სამცხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია კონსტანტინოპოლელი რიტორის მანუილის „მოთხრობა―, რომელშიც საუბარია სამცხის
ათაბაგების ყვარყვარე II-ის, ქაიხოსრო I-ის და მზეჭაბუკის მოღვაწეობაზე. მანუელის ეს ნაშრომი
შექმნილი უნდა იყოს დაახლოებით 1515 წელს. მასში საუბარია სამცხე-საათაბაგოში არსებულ საეკლესიო
სეპარატიზმზე. ამ ,,მოთხრობაში‖ სამცხის ათაბაგთა წოდება ტრაპიზონის იმპერატორთა ტიტულატურის
ანალოგიურია. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა მკვლევარმა დ. ნინიძე. მისი
აზრით, სამცხის ათაბაგები ცდილობდნენ „დიდი კომნენოსების― პოლიტიკურ მემკვიდრეებად
ქცეულიყვნენ და საკუთრივ სამცხეს „პატარა ხელოვნური საბერძნეთის― ფუნქციები ეტვირთა. თუმც
ჩვენი აზრით, სამცხე-საათაბაგო განვითარებას მხოლოდ ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის
შემდეგად თუ ჰპოვებდა და დამოუკიდებლად `ახალ საბერძნეთად‖ ჩამოყალიბების არანაირი
პერსპექტივა მას არ გააჩნდა. საუბედუროდ პოლიტიკური განკერძოებულობისაკენ სწრაფვა
დამახასიათებელი იყო ქართულ სამეფო-სამავროებისათვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც სამცხე-
საათაბაგო გახლდათ.
1514 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დაიწყო ომი, რომელიც დროგამოშვებით 1555 წლამდე
გაგრძელდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაპყრობა იყო. სამწუხაროდ ირანისა და
ოსმალეთის ანგარიშსწორების ერთ-ერთ ადგილად იქცა სამცხე. 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირის
ველზე ოსმალებმა დაამარცხეს ირანელები. ამ ომში მზეჭაბუკს ოსმალების მხარე ეჭირა.
1515 წელს სამცხის ათაბაგის გახდა ყვარყვარე III (1515_1535 წწ.), რომელსაც ტახტს ეცილებოდა
ბიძა, მამის ქაიხოსრო I-ის ძმა მანუჩარი. ყვარყვარე III პროირანული ორიენტაციისა იყო, ხოლო მანუჩარი
ოსმალებს უჭერდა მხარს. 1516 წელს მანუჩარმა დაამარცხა ყვარყვარე III. ამ უკანასკნელმა კი
დასახმარებლად ირანის შაჰ ისმაილს მიაშურა. შაჰის ინტერესებშიც შედიოდა სამცხის სტრატეგიული
ტერიტორიის თავის საიმედო საყრდენად გადაქცევა და მან თავისი სარდალი დივ-სულთან რუმლუ
სამცხეში მიავლინა. მანუჩარმა დივ-სულთან რუმლუსთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავისი
წარმომადგენლები, რომლებიც ირანელებმა დახოცეს. ამაზე შეშინებული მანუჩარი დროებით
ოსმალეთში გადაიხვეწა. ირანელებმა აიღეს თმოგვის ციხე, რომელშიც ყვარყვარე III-ეს
მოწინააღმდეგეები იყვნენ გამაგრებული და სამცხის ათაბაგობა უბოძეს მას. მანუჩარის თხოვნით 1518
წელს სამცხეში ოსმალური ჯარები შემოვიდნენ. დაპირისპირება ყვარყვარესა და ოსმალთა ჯარებს შორის
ყარაჯა-არდაჰანში მოხდა, რომელშიც ოსმალები დამარცხდნენ.
XVI საუკუნის 30-ინი წლების დასაწყისში ოსმალებმა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლა
განაახლა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა იმერეთის მეფემ ბაგრატმა და სამცხეში შევიდა. 1535 წელს
მურჯახეთთან ბრძოლაში ყვარყვარე ტყვედ ჩავარდა და მესხეთის დიდი ნაწილი იმერეთის მეფეს
გადაეცა. სამცხის გავლენიანი თავადი ოთარ შალიკაშვილი ოსმალეთის სულთანს ეახლა, თან წაიყვანა
ყვარყვარეს მცირეწლოვანი შვილი ქაიხოსრო და სულთანს სთხოვა მისთვის სამფლობელო
დაებრუნებინა. 1543 წელს ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ლაშქრობისას ოსმალებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

250
1545 წელს სოხოისტას ბრძოლაში ბაგრატ III და ლუარსაბ I დამარცხდა. ათაბაგმა ქაიხოსრომ
(1545-1573 წწ.) სამცხე დაიკავა. ლუარსაბმა კი შეინარჩუნა ჯავახეთი. ამასიის ზავის მიხედვით სამცხის
დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო, აღმოსავლეთი ირანს. საათაბაგოში კიდევ უფრო დაამძიმა
ვითარება შინაომებმა, რომელიც დაიწყო ჯაყელებსა და შალიკაშვილებს შორის. ვითარება კიდევ უფრო
მეტად დაიძაბა 1555 წლის ამსიის ზავის შემდეგ.
ასეთ მძიმე ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამცხეში ქრისტიანობის დაცვას,
რომელიც ეროვნული იდენტობის და თვითგადარჩენის სადარაჯოზე იდგა. სამცხის ეკლესია
ტრადიციისამებრ მცხეთის საკათოლიკოსოს ნაწილი გახლდათ. სამცხე-საათაბაგოს ეპისკოპოსები
ჩვეულებისამებრ ისევ მცხეთაში იკურთხებოდნენ ამასიის ზავის შემდეგაც. ამაზე მეტყველებს 1556
წლით დათარიღებული საბა მტბევარის საერთგულო წიგნი, რომელშიც წერია შემდეგი `ესე
უკუნისამდის გასათავებელი წიგნი მოგახსენე მე, მტბევარმა საბა, თქუენ, წმიდასა კათოლიკე
სამოციქულოსა საყდარსა, თქუენსა საჭეთმპყრობელსა ქართლისა კათალიკოს პატრიაქსა დომენტის _ მას
ჟამსა, ჟამსა, როდეს გუაკურთხეთ: თქუენის საყდრის ერ[თ]გული და თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი
ვიყვნეთ. რაცა ჩუენის Aელისაგან გამოვიდოდეს, რჯულისა სიმაგრესაცა მოვიჭიროთ. ამისა გათავებისა
თავდებად თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი და სვეტიცხოველი მოგვიხსენებია‖. ამ საკითხთან
დაკავშირებით ქრ. შარაშიძე აღნიშნავს, რომ `სამცხის საეპისკოპოსოების მეთაურებს საერთგულო ფიცში
ერთი ახალი მუხლიც შეუტანიათ _ რჯულის სიმაგრის დაცვის პირობა. ეს სიმაგრე ამ დროს ძნელად
დასაცავი ჩანს. ამიტომაც დასძენს საბა მტბევარი _ `რაცა ჩუენის Aელისაგან გამოვიდოდეს, რჯულის
სიმაგრესაც მოვიჭიროთო‖.
1570 წელს ქაიხოსრო II ყაზვინში წავიდა და ირანის შაჰს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში
დახმარება თხოვა. ქაიხოსრო ირანის შაჰის კარზე თბილად მიიღეს, მაგრამ დახმარების აღმოჩენაზე თავს
იკაებდნენ. 1573 წელს ათაბაგი ქაიხოსრო ირანელთა დახმარების მოლოდინში ყაზვინშივე გარდაიცვალა.
1574 წელს სამცხის ათაბაგი გახდა მისი ქაიხოსროს ძე ყვარყვარე IV, მაგრამ რეალურად სამცხეს
ყვარყვარეს დედა დედისიმედი განაგებდა. 1576 წლის ივნისში შალიკაშვილებმა ათაბაგის წინააღმდეგ
აჯანყება დაიწყეს. მათ ამ აჯანყებაში აქტიურად ეხმარებოდნენ დიასამიძეები და სხვა დიდგვაროვნები.
სისხლიანი დაპირისპირება სამცხე-საათაბაგოში 20 თვე გაგრძელდა. ამ დაპირისპირებაში უპირატესობა
ათაბაგმა და მისმა მომხრეებმა მოიპოვა. ამ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდათ, რომ ისინი
ღებულობდნენ დახმარებას ქართლიდან, კერძოდ მათ დახმარება აღმოუჩინეს მუხრანბატონთა გვარის
ზოგიერთმა წარმომადგენელმა. თავად დედისიმედიც ამ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. მიუხედავად
ამისა აჯანყებულებს საკმაოდ ძლიერი პოზიციები ჰქონდათ სამცხე-საათაბაგოში. 1578 წლის
დასაწყისისათვის, ათაბაგის მომხრეებმა აჯანყებულთა მთავარი ციხე-სიმაგრეები, მართალია დაიკავეს,
მაგრამ შიდაბრძოლები სამცხეში ისევ გრძელდებოდა.
1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს და სამხრეთ საქართველოში შეიჭრენ ლალა
მუსტაფა ფაშას ხელმძღვანელობით. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირთან გაიმართა ბრძოლა ოსმალებსა
და ყიზილბაშ-ქართველთა გაერთიანებულ ჯარებს შორის. ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ოსმალები
გამოვიდნენ. 10 აგვისტოს მას მანუჩარ ჯაყელი ეახლა და მორჩილება აღუთქვა. მანუჩარს იმედი ჰქონდა,
რომ ოსმალები მას საათაბაგოს გადასცემდნენ და ამ მიზნით გამაჰმადიანდა კიდეც, მაგრამ ოსმალებმა
სამცხე-საათაბაგო სანჯაყებად დაანაწილეს და მანუჩარს მხოლოდ ხახულის სანჯაყი მისცეს სამართავად.
1578 წლის აგვისტოში ოსმალები სოხუმში შევიდნენ და მის ბეგლარბეგად ჩერქეზი ჰაიდარ ფაშა
დანიშნეს, მაგრამ 1581 წლის ახლო ხანებში ოსმალებმა სოხუმიდან თავიანთი ადმინისტრაცია გაიწვიეს.
ამით სოხუმის საბეგლარბეგომ არსებობა შეტყვიტა. ლალა მუსტაფა ფაშა ოსმალეთში წავიდა და
ყვარყვარე და მანუჩარი თან გაიყოლა. სულთანი გეგმავდა, თუ ათაბაგი ყვარყვარე გამაჰმადიანებაზე
უარს იტყოდა, მაშინ სულთანი სამცხის გამგებლად იმავე პირობით მანუჩარს დაიშნავდა. საბოლოოდ
ათაბაგობა მანუჩარს ერგო. 1579 წლის 25 ივნისს ოსმალეთის სულთნის ბრძანებით დაარსდა ჩილდირის
(ახალციხის) საფაშო, რომელშიც ძირითადად შევიდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. მანუჩარი
გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. ოსმალთა სულთანმა მანუჩარი დანიშნა ჩილდირის ბეგლარბეგად
(ფაშად). ყვარყვარე კი, ქრისტიანობის შენარჩუნებით, სანჯაყის გამგებლობა ებოძა.

251
1579 წელს სულთნის ბრძანებით საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჩილდირის
(ახალციხის) საფაშო, და ფაშად გამაჰმადიანებული მანუჩარი (მუსტაფა) დაინიშნა. ოსმალებმა სამცხეში
დაიწყეს თავიანთი მმართველობისა და წესების დანერგვა. ამ საკითხთან დაკავშირებით მკვლევარი მ.
სვანიძე წერს, რომ `სტამბოლიდან სამცხეში დაბრუნების შემდეგ, მანუჩარი (მუსტაფა) და ყვარყვარე
კარგად ხედავდნენ, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა: `ოსმალობის‖ შემოღება მათ ქვეყანას.
მაგრამ შექმნილ ვითარებაში, მათ არ შეეძლოთ აშკარად ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლა‖. ანალოგიური
მოსაზრებაა გამოთქმული `საქართველოს ისტორიის ნარკვევების‖ იმ პარაგრაფებში, რომლის ავტორებიც
გახლავთ არიან ვ. გუჩუა და მ. სვანიძე.
1582 წელს ოსმალთა სულთნის ბრძანებით თბილისში მყოფი ოსმალური გარნიზონის
დასახმარებლად 20 000 ჯარი გამოგზავნა ჰადიმ მეჰმედ ფაშას მეთაურობით, რომელიც არზრუმიდან ჯერ
ახალქალაქში ჩავიდა ათაბაგ მუსტაფა (მანუჩართან). ამ უკანსაკნელს მეგზურობა უნდა გაეწია ქართლში
მიმავალ ოსმალთა ჯარისათვის. მიუხედავად ამისა მუხრანთან სვიმონმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები.
სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალო სარდლებმა მარცხი მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა
განიზრახეს. მანუჩარმა და მისმა მხლებლებმა შეძლეს ბრძოლით გაეღწიათ ოსმალთა ბანაკიდან.
მანუჩარი ისევ გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. ერთი წლის შემდეგ,
1583 წელს, მან ცოლად მოიყვანა სვიმონ I-ის ასული ელენე და ამით განამტკიცა თავისი კავშირი
ქართლის მეფესთან. სამცხეში დაწყებული ამ აჯანყების შემდეგ სულთანმა ჩილდირის ბეგლარბეგად
თბილისის ყოფილი ბეგლარბეგი იუსუფ ფაშა დანიშნა. ამ უკანსკნელმა ვერ დაამარცხა მანუჩარი და და
ვერც ალყაშემორტყმულ თბილისში მყოფ ოსმალთა გარნიზონს აღმოუჩინა დახმარება, რის გამოც იგი
1583 წელს გადააყენეს ჩილდირის ბეგლარბეგობიდან და ყარსის ბეგლარბეგად გადაიყვანეს.
ოსმალებმა მანუჩარს ჩილდირის ბეგლარბეგობა შესთავაზეს. მანუჩარმა განაცხადა, იგი მხოლოდ
იმ შემთხვევაში იქნებოდა თანახმა ამ წინადადებაზე, თუკი ჩილდირის საფაშო გაუქმდებოდა და სამცხე-
საათაბაგო აღდგებოდა. გარდა ამისა მაუჩარი მოითხოვდა იგი ყოფილიყო სულთნის ვასალი ათაბაგის
ტიტულით და არა მისი ერთ-ერთი მოხელე ფაშა. ამრიგად, მანუჩარის მოთხოვნები კატეგორიული
ხასიათისა იყო, რომლის დაკმაყოფილება ძირეულად ეწინააღმდეგებოდა სულთნის კარის ინტერესებს.
1582 წელს სულთანმა აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლად ფერჰად ფაშა დანიშნა, რომელიც
1584 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოემგზავრა მრავალრიცხოვანი ჯარით. ფერჰად ფაშა ლორეს
ციხე გაამაგრა, შემდეგ კი, დმანისში შევიდა. აქედან ფერჰად ფაშამ თბილისისაკენ რეზვან ფაშა
გამოგზავნა და 20 000 ჯარი გამოაყოლა. ამ დროს ათაბაგი მანუჩარი სიმონ I Eეხმარებოდა. ეს, რომ
ფერჰად ფაშამ გაიგო რეზვან ფაშას დამატების 10 000 ჯარი გამოაყოლა. ოსმალები ხატისსოფელთან
იყვნენ დაბანაკებული, როდესაც სიმონ I-ი მათ მოულოდნელად დასხა თავს. ოსმალთა
მრავალრიცხოვნობამ მაინც თავისი ქნა და სიმონმა ოსმალთა დამარცხება ვერ შეძლო. ამჯერად
საქართველო ოსმალთა დარბევისაგან იმით გადარჩა, რომ მალე ოსმალთა ლაშქარში აჯანყებამ იფეთქა და
რეზვან ფაშა იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა.
1587 წელს მანუჩარის წინააღმდეგ ოსმალთა დიდი ჯარი დაიძრა. ათაბაგს ჯერ სვიმონ I დაეხმარა,
მაგრამ ქართლის მეფე სვიმონი მალევე იძულებული შეიქნა თავის სამეფოში დაბრუნებულიყო, რადგან
ქართლშიც შეიჭრენ ოსმალები. ოსმალებს მხარი დაუჭირეს შალიკაშვილებმა და ჯაყელების
მოწინააღმდეგე სხვა თავადებმა. ოსმალებმა ახალციხე აიღეს. მანუჩარმა სამცხე დატოვა.
1590 წელს ირან-ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო, ისევე, როგორც მთელი სამხრეთ
კავკასია, ოსმალებს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის
შემადგენლობაში. ოსმალებმა აღწერეს მთელი სამცხე-საათაბაგო ანუ ,,გურჯისტანის ვილაიეთი‖. მასში
1160 სოფელი შედიოდა. თურქებმა სამცხეში დანერგეს მიწათმფლობელობის თავისი წესი. მიწა
შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ იმას, ვინც მაჰმადიანი იყო და სულთნის სამსახურში იმყოფებოდა.
დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა.
ოსმალებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა და მათ ადგილას მეჩეთებს ხსნიდნენ. მძიმე
გადასახადები დაეკისრა ადგილობრივ მოსახლეობას. აქ მცხოვრებ არამუსლიმან ქართველ მოსახლეობას
უნდა გადაეხადა ,,ისფინჯი‖ 25 ახჩის ოდენობით. მაჰმადიანი მოსახლეობა კი, მხოლოდ 18 ან 22 ახჩის

252
იხდიდა. სამცხე-საათაბაგოს ყოველწლიურად უნდა გადაეხადა 9 672 516 ახჩი, ან მისი ღირებულების
სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
გლეხობა მასობრივად ტოვებდა სოფლებს. ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის‖
მიხედვით არანაკლებ 364 სოფელი დაცარიელებული იყო. ცარიელ სოფლებში თურქებმა დაიწყეს
არაქართველთა ჩასახლება. საქართველოს უძველეს კუთხეს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. სამცხე-
საათაბაგოში იყო აჯანყებები ოსმალთა წინააღმდეგ, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ
ხერხდებოდა.
,,გურჯისტანის ვილაიეთი‖, ,,ჩილდირის ვილაიეთი‖ და ,,ახალციხის საფაშო‖ ერთი და იგივე
ადმინისტრაციული ერთეული გახლდათ. ამ დავთრის მიხევით, სამცხე-საათაბაგო 8 სანჯაყად, ანუ
ლივად იყო დაყოფილი. ესენი გახლდათ: 1) ახალციხე; 2) ხერთვისი; 3) ახალქალაქი; 4) ჩალდირი; 4)
ფოცხოვი; 5) პეტრა; 6) ფანაკი; 7) ფანაკი; და 8) დიდი არტაანი;
თავის მხრივ ეს ლივები იყოფოდა შემდეგ რაიონებად:
1) ახალციხის– მზვარე, ჩილდირი, უდე, ქვაბლიანი, აწყური, ალთუნყალა, ოცხე,
ასპინძა და ჭაჭარაქი.
2) ხერთვისის – ხერთვისი, ტყიანი-ჯავახეთი, ბუზმარეთი.
3) ახალქალაქის – აკშეჰირი, თმოგვი, ნიალისყური.
4) ჩალდირის- ჯანბაზი, ქანარბელი, მგელისციხე.
5) ფოცხოვის – მზვარე, ჩრდილი.
6) პეტრას – პეტრა, ქაშვეთი.
7) ფანაკის - ფანაკი, ქიამხისი, ფანასკერტი.
8) დიდი არტაანის – მზვარე, ჩრდილი, ტყიანი რაიონი.
ქალაქი ახალციხე იყო ვილაიეთის გამგებლის ბეგლარბეგის რეზიდენცია. აქ პირველად
ბეგლარბეგად დაინიშნა ხიდირ ფაშა. ,,გურჯისტანის ვილაიეთი‖ ამ დავთარში ოსმალური
მიწისმფლობელობის ფორმებიდან დასახელებულია: ხასი, ზიამეთი, თიმარი, ვაკუფი, მულქი-მოურუსი,
თავისუფალი თიმარი, ჩიფთლიქი და სხვ.

$5 ქართლისა და კახეთის სამეფოები


XVII სუკუნის პირველ მეოთხედში

ქართლისა და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის დასაწყისში. XVII საუკუნის დასაწყისში


დაიძაბა ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წელს ალექსანდრე II ავად გახდა და კახეთის ტახტი დაიკავა
მისმა ძემ დავით I-მა. როდესაც ალექსანდრე გამოჯანმთელდა, დავითმა მამას ტახტი აღარ დაუთმო.
ალექსანდრე ბერად აღიკვეცა. მეფე დავითს მისმა ძმამ, უფლისწულმა გიორგიმ, შეთქმულება მოუწყო,
მაგრამ დამარცხდა. მეფე დავითი სასტიკად გაუსწორდა მათ. ირკვევა, რომ შეთქმულთაგან 12 ჭოეთის
ციხიდან გადაუყრიათ, ხუთისთვის კი თავი მოუკვეთავთ. თვითონ უფლისწულმა გიორგიმ გაქცევით
უშველა თავს. იგი მცხეთაში გაქცეულა და კათალიკოსისათვის შეუფარებია თავი. მაგრამ, ქართლის
მეფის დახმარებით მეფე დავითმა გიორგი მაინც დაატყვევა და თორღას ციხეში გამოკეტა. მეფე დავითი
საკუთარი მამის, ალექსანდრეს, მომხრეებსაც მკაცრად გაუსწორდა. მან ალექსანდრეს ერთი მომხრე
ალავერდის ეკლესიის კარებში დაააჩეხინა. ამის გამო ალექსანდრეს საშინლად დაუწყევლია დავითი,
რომელიც 1602 წელს გარდაიცვალა და ტახტი ისევ ალექსანდრე II-ემ დაიკავა. მან უფლისწული გიორგი
ციხიდან გაანთავისუფლა.
1602 წელს კახეთში დაბრუნდნენ მეფე ალექსანდრე II მიერ 1598 წელს გაგზავნილი ელჩები
თავადი სოლომონი და მდივანი ლევანი, რომლებსაც რუსეთის მეფის ბორის გუდუნოვის ელჩები
ნაშჩოკინი და ლეონტიევი ჩამოყვნენ. ამ დროს კახეთის მეფე გახლდათ დავითი. ამ ელჩების მიღებას

253
ბერად აღკვეცილი ალექსანდრეც ესწრებოდა. მთავარი განსახილველი საკითხი იყო საშამხლოს აღების
საკითხი, რომელიც რუსეთს უნდა განეხორციელებინა. მეფე დავითმა დაიფიცა რუსეთის მეფის
ერთგულებაზე. დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ისევ ალექსანდრემ დაიკავა. მას მოუვიდა
ცნობა, რომ რუსეთი არ აპირებდა საშამხლოს აღებას. ალექსანდრემ ბორის გუდუნოვის ელჩები 1603 წელს
გაამგზავრა უკან, რომელსაც საკუთარი ელჩები ბერძენი არქიმანდრიტი კირილე და მდივანი საბა
გააყოლა. ისინი 1604 წელს ჩავიდნენ რუსეთის მეფესთან, რომელმაც მართლაც დაგეგმა საშამხლოზე
ლაშქრობა. კახეთისკენ გამობრუნებულ ქართველ ელჩებს ბორის გუდუნოვმა თავისი ელჩები ტატიშჩევი
და ივანოვი გამოაყოლა თან. ამ ელჩებს მეფე ალექსანდრესათვის, რუსეთის მეფის მიერ საშამხლოზე
ლაშქრობის სამზადისის შესახებ უნდა ეცნობებინათ და როცა ეს დღეც დადგებოდა კახეთსაც უნდა
შეეტია მათთვის.
ამ დროს დაირღვა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის. 1603 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ომი
განაახლა ოსმალეთის წინააღმდეგ. პირველსავე ბრძოლებში ოსმალებმა მარცხი იწვნიეს. ირანელებმა
ერევნის ციხეს ალყა შემოარტყეს. აბას I-მა თავისთან დაიბარა ქართლის მეფე გიორგი X (1600-1606 წწ.) და
კახეთის მეფე ალექსანდრე II.
ირანის შაჰი აბას I 1587 წელს ავიდა ტახტზე. შაჰი მიხვდა, რომ იმ დროს ირანს არ შეეძლო
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა და 1590 წელს მძიმე ზავი დაიდო. აბას I-ს დრო სჭირდებოდა, რათა
რეფორმები გაეტარებინა და ქვეყანა ახალი ომისათვის მოემზადებინა. შაჰმა დაიწყო თავისი
ხელისუფლების განმტკიცება. იგი დაუპირისპირდა ყიზილბაშურ არისტოკრატიას და მათ ნაცვლად
დააწინაურა ქართველები, სომხები, ჩერქეზები. შაჰმა არმია შეაიარაღა თოფებითა და ზარბაზნებით. შაჰ-
აბას I-ის დროს ირანს 120 000 არმია ჰყავდა. მათ შორის იყო 10 000 ღულამთა ცხენოსანი კორპუსი,
რომელიც ძალით გამაჰმადიანებული ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა. 120 000
ჯარიდან 45 000 მუდმივმოქმედ რეგულარურ ჯარს წარმოადგენდა, 75 000 კი იკრიბებოდა საჭიროების
შემთხვევაში. აბას I ასევე ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებასაც. აბას I-ის დროს ირანი
ძლიერ ქვეყნად გადაიქცა.
აბას I დროს შაჰის კარზე დაწინაურდნენ ქართველები (თავად აბასმაც კარგად იცოდა ქართული).
სამხედრო რეფორმის ძირითადი გამტარებელი და ხელმძღვანელი იყო ალავერდი-ხანი, რომელიც
გამაჰმადიანებული ქართველი იყო, გვარად უნდილაძე. ალავერდი-ხანი იყო პირველი ყულარაღასი
(ყულის ჯარის – გვარდიის სარდალი). ამ რეფორმის დროს მისი ტექნიკური თანაშემწეები იყვნენ
ინგლისელი ძმები ანტონ და რობერტ შერლები, რომლებიც 1598 წელს ჩავიდნენ ირანში. ირანის
სახელმწიფოს სამსახურში დაწინაურდნენ ალავერდი-ხანის ვაჟებიც: იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი. შაჰ-
აბასის კარზე სხვა ქართველებიც მოღვაწეობდნენ, სარდალი როსტომ სააკაძე და ხოსრო-მირზა (როსტომ-
ხანი), რომელიც ისპაანის ტარუღი (მოურავი) იყო.
სწორედ სამხედრო რეფორმის გატარების შემდეგ, 1603 წელს დაიწყო აბას I-მა ომი ოსმალეთის
წინააღმდეგ. ირანის შაჰმა აიღო თავრიზი, გადალახა მდინარე არაქსი, აიღო ჯულფა და ალყაში მოაქცია
ერევნის ციხე. გიორგი X სწრაფად გამოცხადდა ერევნის ციხესთან მდგომ შაჰ-აბასთან. ალექსანდრე II-მ
ყოყმანი დაიწყო. კახეთის მეფე მოვლენების განვითარებას ელოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეახლა შაჰს.
ამისათვის აბას I-მა ალექსანრეს მისი ძე კონსტანტინე-მირზა გაუგზავნა, რომელმაც ისქანდერ მუნშის
თქმით ,,ტკბილი სიტყვით, დაპირებებითა და მუქარით დაითანხმა მამამისი, დამორჩილებოდა... და
ნებით თუ უნებლიეთ ერევანში მოიყვანა‖. ერევნის ციხე აღებულ იქნა. შაჰმა ერთგულებისა და ომში
მონაწილეობის მიღებისათვის ქართველი მეფეები დაასაჩუქრა. მათ სოფლები აჩუქა ირანში და
ჯამაგირიც დაუნიშნა. მეფე გიორგის 300 თუმნის, ხოლო მეფე ალექსანდრეს 700 თუმნის უდენობით
წელიწადში. მაგრამ სამაგიეროდ შაჰმა გიორგი X-ს მდინარე დებედას ხეობა და ლორეს მხარე, ხოლო
ალექსანდრეს კაკ-ენისელი (პროვინცია საინგილოში) დაათმობინა. ამ ტერიტორიებზე აბას I-მა
თურქმანული ტომების ჩამოსახლება დაიწყო. ამით შაჰმა კედელი მოურღვია ქართლისა და კახეთის
სამეფოებს და დიდი საშიშროება შეუქმნა მათ უსაფრთხოებას.
შაჰმა მეფე გიორგი და ნუგზარ არაგვის ერისთავი ქართლში გამოუშვა და ქართლის ციხეებში
მდგარი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. მეფე ალექსანდრე კი თან წაიყვანა ირანში. ცბიერი

254
შაჰი ამ გზით ცდილობდა საშუალება არ მიეცა ალექსანრესათვის კახეთში მყოფ რუსეთის ელჩებს
შეხვედროდა. ალექსანდრე II არყოფნის დროს სამეფოს გიორგი ბატონიშვილი განაგებდა. 1605 წლის
დასაწყისში შაჰმა ალექსანდრე კახეთში გამოუშვა და თან მისივე ძე, გამაჰმადიანებული კონსტანტინე-
მირზა გამოაყოლა. ალექსანდრეს შაჰისაგან ნაბრძანები ჰქონდა შარვანში ელაშქრა და იქ მმართველად
კონსტანტინე დაესვა. კახეთის მეფე არ ჩქარობდა შაჰის დავალების შესრულებას. კონსტანტინე-მირზას
საიდუმლო ბრძანება ჰქონდა შაჰისაგან: თუ შეატყობდა, რომ ალექსანდრე ორჭოფობდა და შაჰს
ეურჩებოდა, მოეკლა იგი და თავად გამეფებულიყო. 1605 წლის 12 მარტს ძეგამში გაიმართა თათბირი,
რომლის დროსაც კონსტანტინე-მირზამ ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა გიორგი.
ისქანდერ მუნშის თქმით ყიზილბაშებს ასევე მოუკლავთ ამ ტათბირის სხვა მონაწილენიც: რუსთველი
ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელ ანდრონიკაშვილი და სხვა 5 თავადიც. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი
მეფედ გამოაცხადა. მისი მამისა და ძმის მოჭრილი თავები აბას I გაუგზავნა და მათი გვამები კი
ალავერდის მონასტერში დაკრძალა. ეს კი ბუნებრივია ირანის გამარჯვება და რუსეთის მარცხი გახდათ
კახეთში. ამას ისიც დაემატა, რომ დაღესტნის შამხალმა დაამარცხა რუსთა 7 000 ჯარი. დაღესტნელებს ამ
ბრძოლაში ოსმალებმა აღმოუჩინეს დახმარება. ამით ცხადი ხდება, რომ ირანიცა და ოსმალებიც
მაქსიმალურად ცდილობენ კავკასიაში არ გამოჩნდეს მათი ახალი, ძლიერი, კონკურენტი, რუსეთის სახით
და ყველა ღონეს ხმარობენ რათა მას ფეხი საერთოდ არ მოაკიდებინონ აქ.
ცხადია, მამისა და ძმის მკვლელს კონსტანტინეს კახელები მეფედ არ მიიღებდნენ, მაგრამ ჯერ
აჯანყების დრო არ იყო და მათაც ერთგულად მოაჩვენეს თავი. კონსტანტინემ ყიზილბაშთა და კახელების
გაერთიანებული ლაშქრით შარვანს ილაშქრა, ალყა შემოარტყა ქალაქ შემახას, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.
კახელებმა გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ და ღამით კონსტანტინეს კარავში შეიჭრნენ, მაგრამ მამის
მკვლელმა გაქცევა მოახერხა და დახმარება შაჰს სთხოვა. აბას I ოსმალებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის
ემზადებოდა და კახეთისათვის არ ეცალა. მაშინ კონსტანტინემ ჯარი თავად დაიქირავა და კახეთის
დასამორჩილებლად დაიძრა. ალექსანდრეს რძალმა, დავითის ქვრივმა ქეთევან დედოფალმა დახმარება
ქართლის მეფე გიორგი X-ს სთხოვა. გიორგიმაც ჯარი გაუგზავნა კახელებს დასახმარებლად. კახელებმა
დაამარცხეს მტერი და კონსტანტინე მირზა ბრძოლის ველზე მოკლეს.
1605 წელსვე ურმის ტბასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა 100 000 ჯარი სინან ფაშას
მეთაურობით აბას I 60 000 ჯარმა დააამარცხა. 1606 წელს ირანელებმა აიღეს ყარაბაღი. სწორედ აქ ეახლენ
შაჰს ქეთევან დედოფლის ელჩები და ალექსანდრე II-ის შვილისშვილი, დავითისა და ქეთევანის ვაჟი
თეიმურაზის მეფედ დანიშვნა სთხოვეს. შაჰს ქართველებთან ბრძოლისათვის ჯერ არ ეცალა და
დათანხმდა თეიმურაზის მეფედ კურთხევას. 1606 წელს თეიმურაზ I ქრისტიანული წესით მეფედ
აკურთხეს. 1607 წელს თეიმურაზმა ცოლად შეირთო მამია გურიელის ასული ანა, რომლისგანაც ორი ვაჟI
ლევანი და ალექსანდრე ეყოლა მას.
აბას I განჯაც აიღო და 1606 წელს ქართლში შემოიჭრა. მან ლორესა და დმანისის ციხეები
ოსმალთა გარნიზონებიდან გაწმინდა და იქ თავისი ჯარები შეიყვანა. შეშინებულმა ოსმალებმა თბილისი
უბრძოლველად დაუთმეს მას. იმავე წელს გარდაიცვალა გიორგი X. ქართლის მეფე გიორგი X-ის ძე
ლუარსაბ II (1606-1614წწ.) გახდა.
ტაშისკარის ბრძოლა. 1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. მათ შორის იყვნენ
2 000 ყირიმელი თათარი, რომლებიც ქართულ წყაროებში ,,თათარხანის ჯარისა‖ და ,,მგლის ტყაოსანთა‖
სახელით არიან მოხსენიებულნი. ქვათახევის მონასტრის ერთი ხელნაწერიდან ირკვევა, რომ ოსმალთა
მხარს ამ დროს იბრძოდნენ სამცხის, შავშეთისა და ნიგალის ხევის ფაშები.
ლუარსაბ მეფე მცირე ამალით ცხირეთის ციხეში (შიდა ქართლი) იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს
შეიტყვეს და მეფის დატყვევება განიზრახეს. სოფელ კველთაში მღვდელი თევდორე შეიპყრეს და
ცხირეთისაკენ გზის ჩვენება მოთხოვეს. თევდორემ მტერი სულ სხვა მიმართულებით ატარა და მეფის
სამყოფელს დააშორა. როცა ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ, თევდორე ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი
თავი მოკვეთეს. თევდორეს გმირობამ ლუარსაბ II საშუალება მისცა დრო მოეგო. თბილისის მოურავმა
გიორგი სააკაძემ და სარდალმა ზაზა ციციშვილმა ჯარი შეკრიბეს და მტერს შეებრძოლენ. პირველი
ბრძოლა მოხდა სოფელ ნიაბის ბოლოს სხერტის ჭალაზე. ქართველთა მხრიდან განსაკუთრებით

255
გამოიჩინა თავი ზაქარიამ და იარალმა. ოსმალები დამარცხდნენ და მტკვრის დინებას აუყვნენ ზემოთ
გორისკენ აიღეს გეზი. ოსმალები გორში ვერ შევიდნენ, რადგან ერთ-ერთმა გორელმა სომეხმა ხიდები
აჰყარა მდინარეზე და ოსმალებმაც გააგრძელეს გზა. მაგრამ, გიორგი სააკაძემ ტაშისკართან ოსმალებს
ახალციხისაკენ მიმავალი გზა მოუჭრა და შეებრძოალ მათ. გამართულ თათბირზე გიორგი სააკაძის გეგმა
მოიწონეს და დილაადრიან შეუტიეს ოსმალებს. 1609 წელს ტაშისკართან გამართულ ბრძოლაში
ქართველებმა ოსმალები დაამარცხეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელს. ამ გამარჯვებაში დიდი
დამსახურება მიუძღოდა გიორგი სააკაძის.
1610 წელს აბას I-მა ქართლის მეფე ლუარსაბი და კახეთის მეფე თეიმურაზი ირანში დაიბარა.
ორივე ქართველი მეფე ჩავიდა შაჰთან. ლუარსაბის თხოვნით აბას I-მა თბილისი ისევ უკან დაუბრუნა
ქართლს. 6 თვის შემდეგ ლუარსაბი და თეიმურაზი უკან დაბრუნდნენ სამშობლოში.
გიორგი სააკაძის წინაპრები აზნაურები იყვნენ. გიორგის მამა სიაუში 1588 წლის დოკუმენტის
მიხედვით, მეფის სალაროს მოლარე გახლდათ, 1590 წლიდან კი თბილისის მოურავი გახდა. თვითონ
გიორგი სააკაძე კი გახდათ თბილისის, ცხინვალის და დვალეთის მოურავი. თავისი ციხესიმაგრე
გიორგის ნოსტეში ჰქონდა, საგვარეულო მონასტერი კი ერთაწმინდაში. იტალიელი მისიონერი კასტელი,
რომელმაც გიორგი სააკაძის პორტრეტი დახატა წერს, რომ ,,დიდი მოურავი, სარდალი საქართველოს
მხედრობისა, კაცი წარჩინებული, დიდი შემძლე და ყოველთა უმამაცესი, მრავალი სასახელო საქმე
მოახდინა იბერიის სამეფოში სპარსთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლის დროს‖. გიორგი სააკაძე ჯერ სიმონ
მეფეს ედგა გვერდით და მასთან ერთად იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. იგი შემდეგ ქართლის მეფის
გიორგი X-ის ერთგული გახლდათ და წლების განმავლობაში ებრძოდა დამპყრობლებს. განსაკუთრებით
დაწინაურდა გიორგი სააკაძე ქართლის მეფე ლუარსაბის მოძვაწეობის დროს. გიორგის გავლენა მას
შემდეგ კიდევ გაიზარდა, როცა ლუარსაბ II-ემ ცოლად შეირთო მისი და. გიორგი სააკაძე ცდილობდა
ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას და ფეოდალთა თვითნებობის შეზღუდვას, რაც მისი აზრით
წვრილ აზნაურებსა და გლეხებზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო. ზოგიერთი მათგანის სახელი
წყაროებმა შემოგვინახეს. ესენი გახლავთ: როსიტა გედევანიძე, მათარსი შიხაიდრიძე, პაპუნა
ვაშაყიშვილი, პაპუნა ჩივაძე, თამაზ ქარცივაძე და სხვ.
გიორგი სააკაძის გაძლიერებამ დიდი თავადები განარისხა. ისტორიკოს ბერი ეგნატაშვილის
თანახმად, თავადებს ცრუ ბრალდებები და დაბეზღება დაუწყიათ გიორგი სააკაძისა მეფესთან. მათ
შორის გამოირჩეოდა შადიმან ბარათაშვილი ,,მაშინ, თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და
რომელიცა არა იყო მოურავის მოყუარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად
სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა‖. ლუარსაბ II-ემ
დაუჯერა რასაც თავადები ეუბნებოდნენ _ გიორგის მეფობა უნდაო. 1612 წელს გიორგი სანადიროდ
დაიბარეს. განზრახული იყო ნადირობის დროს მისი მოკვლა. მოურავი მისმა ერთ-ერთმა მომხრემ ბააკა
ხერხეულიძემ დროზე გააფრთხილა. გიორგი მიხვდა, რომ მას ქართლში აღარ ედგომებოდა და სამშობლო
დატოვა _ ირანში გაიხიზნა ოჯახთან ერთად.
1612 წელს შაჰ-აბასმა, ვითომცდა სანადიროდ, თავისთან დაიბარა თეიმურაზ I და ლუარსაბ II.
მეფეები შაჰს არ ეახლენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ.
ამასობაში ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ზავის დადების შემდეგ ირანის შაჰს უკვე
შეეძლო მთელი ყურადღება საქართველოსკენ გადმოეტანა.
შაჰ-აბასის ლაშქრობები. 1613 წელს შაჰი აბას I უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრა.
მან ელჩები გაუგზავნა თეიმურაზ I-ს და მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზი იძულებული გახდა ქეთევან
დედოფალი და შვილები (ლევანი და ალექსანდრე) შაჰთან გაეგზავნა. ამის შემდეგ აბასმა თეიმურაზიც
თავისთან დაიბარა. კახეთის მეფე შაჰს არ ეახლა. აბას I-მა მძევლები ირანში გაგზავნა, თავად კი 1614
წელს კახეთში შეიჭრა. ყიზილბაშებმა ქართველები ალყაში მოაქციეს. ქართველებმა შეძლეს ალყის
გარღვევა და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. თეიმურაზი ქართლში გადავიდა და ლუარსაბ II-ეს შეხვდა.
გაირკვა, რომ შაჰისათვის წინააღმდეგობის გაწევა ქართლსაც არ შეეძლო. მეფეებმა თავი იმერეთს
შეაფარეს. შაჰმა ქართლის მეფეს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა. ლუარსაბი ენდო თავის გამზრდელს
და შაჰთან გამოცხადდა. არაქელ თავრიზელის სიტყვით ,,ეს ბოროტი, ვერაგი კაცი, რომელიც

256
ქრისტიანთა სამეფოს დაღუპვის მიზეზი გახდა, წავიდა ბაშიაჩუკში ლუარსაბთან და თეიმურაზთან,
დიდი ხნის განმავლობაში ელაპარაკა ლუარსაბს ლმობიერი, დამარწმუნებელი და მოსაწონი სიტყვებით,
მანამ, ვიდრე მის მტკიცე განზრახვას შეარყევდა‖. აბასი 50 დღე იმყოფებოდა საქართელოში. ამ ხნის
განმავლობაში საშინლად აოხრდა ქართლი, და განსაკუთრებით, კახეთი. მარტო ერწო-თიანეთიდან
ირანელებმა 30 000 ტყვედ და 40 000 მსხილფეხა საქონელი წაიყვანეს. ირანში გაბრუნებულმა აბას I-მა თან
წაიყვანა ლუარსაბ II. კახეთის მმართველად კი მან ირანში გაზრდილი და გამუსლიმანებული გიორგი
ალექსანდრეს ძის შვილი ისახანი დანიშნა, რომელსაც ვექილად კახეთის თავადი დავით ჯანდიერი
(ასლანიშვილი) დაუნიშნა.
1615 წლის 15 სექტემბერს, ალავერდობას, კახეთში დაიწყო აჯანყება ირანელების წინააღმდეგ,
რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. კახეთში სასწრაფოდ დაბრუნდა თეიმურაზ I-იც და თავად
ჩაუდგა აჯანყებას სათავეში. შაჰმა კახეთში აჯანყების ჩასაქრობად რჩეული ლაშქარი გამოგზავნა.
თეიმურაზმა 5 000-იანი ჯარით დაამარცხა ყიზილბაშთა 15 000-იანი ჯარი, რომელსაც ცნობილი
სარდალი ალი ყული-ხანი სარდლობდა.
განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად გამოემართა. აბაზ I ჯერ თბილისში
შემოვიდა და ქართლის მმართველად ბაგრატ ხანი (დაუდ-ხანის შვილი) (1616-1619 წწ.) დანიშნა. შაჰმა
თავისი ჯარები კახეთს შეუსია. თეიმურაზი იმერთში გაიხიზნა. კახეთში დარჩენილი დავით ჯანდიერი
კი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ირანელთა ჯარს აბას I-ის სიძე ისა-ხან ყორჩიბაში
მეთაურობდა.
1617 წელს ირანელებმა კიდევ ილაშქრეს კახეთში. შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების
შედეგად კახეთი საშინლად აოხრდა და განადგურდა. 100 000 ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან
ბრძოლაში, 200 000 კი გადასახლებული იქნა ირანის შიდა პროვინციებში (ძირითადად ფერეიდანში).
ფერეიდანში დღესაც ცხოვრობენ იმ დროს გადასახლებული ქართველების შთამომავლები.
გადასახლებული ქართველების ადგილზე აბასმა მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყო. 1619 წელს
ქართლის მმართველის ბაგრატ-ხანის გარდაცვალების შემდეგ შაჰმა მისი ძე სვიმონ-ხანი დანიშნა.
სვიმონი მცირეწლოვანი იყო და მეურვედ გიორგი სააკაძე დაუნიშნა. ქართლს, ფაქტობრივად, გიორგი
სააკაძე მართავდა. გიორგის დიდი გეგმები ჰქონდა. მან კავშირი დაამყარა იმერეთის მეფე გიორგი III-
სთან. 1624 წლის ბოლოს შაჰ-აბასმა გიორგი სააკაძე და მისი ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი ირანში
დაიბარა.
თეიმურაზ I ცდილობდა საიდანმე დახმარება მიეღო. რუსეთშიც კი გაგზავნა ელჩები, მაგრამ
უშედეგოდ. შაჰმა თეიმურაზის შვილები-ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა. 1622 წელს ლუარსაბ II
აბასის ბრძანებით ციხეში მოკლეს. ქართულმა ეკლესიამ მეფე ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა და მისი
ხსენების დღედ 21 ივნისი (4 ივლისი) დააწესა. შემდეგ შაჰმა ქეთევან დედოფალს მოსთხოვა
გამაჰმადიანება, მაგრამ მტკიცე უარის მიღების შემდეგ, 1624 წლის 12 სექტემბერს, შირაზში ქეთევან
დედოფალი სასტიკად აწამეს. ამბროსიო დუშ ანჟუშის თქმით ქეთევან დოფალს უთქვამს ,,რადგან
დაბადებული ვარ ქრისტიან დედ–მამისაგან და ქრისტეს სარწმუნოებაში ვარ აღზრდილი, ამიტო მზად
ვარ მოვკვდე ამ რწმენით. ევროპელი მისიონერების დაკვირვებით, შაჰ–აბასის მიერ ქეთევანისათვის
გამაჰმადიანების ან სიკვდილის სასჯელის დადება საგარეო გარემოებითაც ყოფილა გამოწვეული:
მოსკოვის მეფემ შაჰს გაუგზავნა ელჩობა, რათა ეთხოვა მისთვის გაეთავისუფლებინა ქეთევან
დედოფალი და იგი მოსკოვში გაეგზავნა ამ ელჩებთან ერთად.― შაჰ აბასმა ქეთევან დედოფალს
მიუგზავნა 3 ემისარი და იმამი ყული ხანი. შაჰი კატეგორიულად ითხოვდა, რომ დედოფალს ისლამი
მიეღო. ამას აბას I-ის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დედოფალი მაგალითის მიმცემი იყო
ქართველთათვის და მისი სულიერი გატეხვა ხმლით ბრძოლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო
მტარვალ შაჰ აბასასისათვის. არქანჯელო ლამბერტის თქმით ქეტევან დედოფალი აღიჭურვა სულიერი
იარაღით. ბერი ეგნატაშვილის თანახმად კი იგი საშინელი წამებით მოკლეს ,,გაუბეს ხელ–ფეხი და
გააშიშვლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და
გახურებული საჯები ნაგლეჯს ხორცზედ შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურეს ლურსმნები და დაუყარეს
ქვეშე და ზედ გაატარეს.― ამბროსია დუშ ანჟუშის სიტყვით ,,მოკვდა დიდებული დედოფალი და

257
წამებული ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა―. ეკლესიამ ქეთევან
დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა
ქრისტიანულ სამყაროში. პორტუგალიაში ერთ-ერთი ტაძრის კედელზე გამოსახულია ქეთევანის წამების
ფრესკა.
მარტყოფის ბრძოლა. 1625 წელს შაჰ-აბასმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ჯარი გამოგზავნა.
მას სათავეში მთელი ირანის ჯარების მთავარსარდალი, წარმოშობით სომეხი ყარჩიხა-ხანი ჩაუყენა,
რომელსაც თან ახლდა ,,ათორმეტი ხანი‖, მრავალი ამირა და სულთანი. ყარჩიხა-ხანს დავალება ჰქონდა
კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების აყრა და ირანში გადასახლება. ყიზილბაშებს თან ახლდნენ
გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. აბას I ქართველებს ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომაც თავისთან
მძევლად დაიტოვა გიორგი სააკაძის ვაჟი პაატა და ზურაბ ერისთავის მეუღლე. თურქი ისტორიკოსის
მუსტაფა ნაიმას თქმით ცბიერმა შაჰმა ,,სხვების დასანახად ყარჩიხა-ხანს უბრძანა, რომ მოურავთან
თათბირის გარეშე არც ერთი საქმე არ დაიწყოს და გააფრთხილა, რომ ელოდოს მისგან საიდუმლო
წერილსა და ბრძანებას და იმოქმედოს მის შესაბამისად‖. ირანელთა ჯარი საქართველოში თითქოს
იმიტომ მოდიოდა, რომ შაჰ აბასის შვილიშვილი, ისა-ხან ყორჩიბაშის ასული ჯაჰან-ბანუ მიეთხოვებინათ
სიმონ-ხანზე. ადრე გაზაფხულზე მტერი ქართლში შემოვიდა და მუხრანთან, აღაიანის ველზე დაბანაკდა.
ირანელები ხმას ავრცელებდნენ, თითქოს იმერეთში მიდიოდნენ სალაშქროდ. იქვე, შაჰის ბრძანებით,
კახელთა ჯარი გამოცხადდა. ყარჩიხა-ხანმა მათ მიმართა, რომ თქვენც ქრისტიანები ხართ და იმერლების
ნათესავები, ამიტომაც თქვენი ლაშქრობა არ არის საჭირო. იარაღი ცაგვაბარეთ და უკან დაბრუნდითო.
ირანელებს მუხანათური ჩანაფიქრი ჰქონდათ. ისინი კახელებს სათითაოდ ცალკე მდგომ კარავში
ეპატიჟებოდნენ, ვითომდა შაჰის საჩუქრების გადასაცემად, სინამდვილეში კი ხოცავდნენ. კახელებმა ეს
ვერაგობა შეიტყვეს და ბრძოლით მოახერხეს სამშვიდობოს გაღწევა. ამავე დროს, ლოჭინის ხევის
მიდამოებში, გიორგი სააკაძეს ხელში ჩაუვარდა აბას I-ის მიერ ყარჩიხა-ხანისადმი გამოგზავნილი
წერილი, რომელშიც მუსტაფა ნაიმას თქმით ეწერა, რომ ,,შენ რომ კორუჯიბაში ხარ, გმართებს
დათვალიერების მიზნით შეგროვილი ქართველები მთლიანად ამოხოცო. მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი.
რაც უნდა დაგიჯდეს, უნდა მოკლა‖.
ამის შემდეგ გიორგი სააკაძე საიდუმლოდ დაუკავშირდა ქართველებს და 1625 წლის 25 მარტს,
ხარება დღეს, დილით ადრე მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მტრის 30 000-იან ჯარს დაესხნენ თავს.
Gგიორგი სააკაძემ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. მისმა ვაჟმა ავთანდილმა კი ყიზილბაშთა სარდლის
შვილი. A ამრიგად, ირანელთა ჯარი სარდლობის გარეშე დარჩა. ქართველებმა ბრწყინვალე
გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ 3 000 ირანელმა უშველა თავს გაქცევით. რამდენიმე დღეში თითქმის
მთელი ქართლ-კახეთი გაიწმინდა დამპყრობლებისაგან. გიორგი სააკაძემ თეიმურაზ I ქართლ-კახეთის
მეფედ მოიწვია. იმავე დროს მან ირანელთა წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყება
შესთავაზა ოსმალთა დიდ ვეზირს, რომელსაც ყიზილბაშთა მოკვეთილი თავები, დროშები და ძვირფასი
საჩუქრები გაუგზავნეს ქართველებმა.
ამ მარცხმა შეაშფოთა შაჰ აბასი. ისქანდერ მუნშის თქმით ,,ჯანყი და შფოთი, რომელიც
ბედკრული, დაკარგული მოურავ ქართველის უმადურობისა და აჯანყების და ამბოხების გამო ატყდა,
უდიდესი შედეგი მოჰყვა მას და დიდი ზარალი და ვნება შეხვდა და ხვდება ხალხს‖. იბრაჰიმ ფეჩევის
სიტყვით კი ,,ორმოცი წლის განმავლობაში ასეთი დიდი ზარალი (შაჰს) არ მოსვლია‖. ამ აჯანყებამ ირანის
იმპერიის სხვა დაპყრობილი ხალხებიც აამოძრავა.

258
$6 ქართლისა და კახეთის სამეფოები
XVII საუკუნის მეორე მეოთხედში

ქართლ-კახეთის სამეფო თეიმურაზ I-ის მეფობის დროს. მარაბდის ბრძოლა. მარტყოფის ველზე
განცდილმა მარცხმა განარისხა აბას I. მან მძევლად მყოფ პაატას თავი მოკვეთა და გიორგის გამოუგზავნა.
40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მძიმე მარცხი არ განეცადა. ქართველების სამაგალითოდ დასასჯელად
შაჰმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და სარდლად თავისი სიძე ისა-ხან ყორჩიბაში დაუნიშნა. მასთან ერთად
უნდა ელაშქრათ ქართლ-კახეთის წინააღმდეგ შირვანის მმართველს ყაზან-ხან ჩერქეზსს, ერევნისა და
აზერბაიჯაის ბეგლარბეგებს ამირგუნე-ხანს და შაჰბენდე-ხანს.
1625 წლის ივნისის ბოლოს ირანელები ქართლში შემოვიდნენ და მარაბდის ველზე დაბანაკდნენ.
ქართველთა 20 000-იანი ლაშქარი კოჯორ-ტაბახმელას ვიწრობებში იყო გამაგრებული. გიორგი სააკაძის
გეგმით, ქართველებს მტერი ვიწროებში უნდა შეეტყუებინათ და იქ გაენადგურებინათ. გაშლილ ველზე
მტერს შეეძლო თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება. ირანელებს 12 000 მარტო მეთოფე
ჰყავდათ. თავადების ნაწილი არ იზიარებდა გიორგის ამ გეგმას და ბრძოლის დაუყოვნებლივ დაწყებას
ითხოვდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბარათაშვილები, რადგანაც ყიზილბაშები ქვემო ქართლში
იდგნენ და მათ მამულებს აოხრებდნენ.
1625 წლის 1 ივლისს, დილით, თეიმურაზ I-ის მეთაურობით ქართველები შეტევაზე გადავიდნენ.
ირანელებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს. მტრის ჯარი აირია და ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა.
ქართველთა ჯარის ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა, მეორე ნაწილი კი მტრის ალაფს ინაწილებდა
და ბრძოლა მოთავებული ეგონათ. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა მოვიდა.
Aმას ზედ დაერთო ისიც, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა
თეიმურაზ მეფე მოკლესო. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ქართველები დამარცხდნენ. დაღუპულთა
შორის იყვნენ დავით ჯანდიერი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა
მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვა. მარაბდის ბრძოლაში დაიღუპა 14 000 ყიზილბაში და 10 000
ქართველი მეომარი.
ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით პარტიზანული ბრძოლები გააჩაღეს და დიდი ზიანი
მიაყენეს მტერს. მარტო ქსნის ხეობაში 12 000-იანი მტრის ლაშქარი გაანადგურეს. გადარჩაA მხოლოდ
მცირე რაზმი, რომელსაც ხოსრო-მირზა (მომავალი ქართლის მეფე _ როსტომ ხანი) მეთაურობდა.
საბოლოო ჯამში, ირანის შაჰმა უდიდესი სამხედრო მარცხი განიცადა. მისი არმიის ნახევარი
(დაახლოებით 60 000 კაცი) საქართველოში განადგურდა. აბაზ I მიხვდა, რომ ძალით ის ქართველებს ვერ
დაამარცხებდა და პოლიტიკა შეცვალა. შაჰმა თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. შამაგიეროდ,
თეიმურაზმა თავი ირანის ვასალად აღიარა. ქართველ თავადთა ნაწილი ირანელების მხარეზე გადავიდა.
უთანხმოება ჩამოვარდა თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორისაც. გიორგი სააკაძემ დახმარება
იმერეთის მეფე გიორგის სთხოვა და სამაგიეროდ მისი შვილის ალექსანდრეს ქართლ-კახეთში გამეფება
შესთავაზა. თეიმურაზმა კი გადაიბირა გიორგი სააკაძის ცოლის ძმა ზურაბ არაგვის ერისთავი. 1626 წლის
შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე ერთმანეთს შეებრძოლენ. გიორგი
სააკაძე დამარცხდა და თავის მხლებლებთან ერთად ოსმალეთში გაიხიზნა. გიორგი სააკაძე მალე
დაწინაურდა სულთნის სამსახურშიც, მაგრამ 1629 წელს გიორგის, მის ვაჟს ავთანდილსა და მასთან მყოფ
40 ქართველს ღალატი დააბრალეს და დიდი ვეზირის ბრძანებით თავი მოკვეთეს. იმავე წელს
გარდაიცვალა აბას I-იც. ისპაანის ტარუღამ ხოსრო მირზამ ჯარის დახმარებით შაჰის ტახტზე დასვა აბას
I-ის შვილისშვილი სეფი I. ამის შემედგ ხოსრო მირზა ირანის შაჰის სეფი I-ის უახლოესი პირი გახდა.
აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ირანში ორი ქართული დაჯგუფება დაუპირისპირდა
ერთმანეთს. ერთ დაჯგუფებაში შედიოდნენ ხოსრო-მირზა და როსტომ-ხან სააკაძე. მეორეში ძმები
უნდილაძეები. ამ დაპირისპირებაში ჩაება თეიმურაზიც. თეიმურაზმა განჯა-ყარაბაღში ილაშქრა. ამ
ლაშქრობაში მას მხარს უჭერდა დაუდ-ხან უნდილაძე. ეს ირანის შაჰის წინააღმდეგ ომის დაწყებას
ნიშნავდა. უნდილაძეებს გეგმა ჰქონდათ, რომლის თანახმადაც ირანის ტახტზე სეფი I-ის ნაცვლად უნდა
დაესვათ აბას I-ის უმცროსი ძე, რომელიც იმამყული-ხან უნდილაძესთან ერთად იზრდებოდა.

259
შაჰმა სეფი I-მა ქართლში მმართველად ხოსრო მირზა გამოგზავნა, კახეთში კი სელიმ-ხანი.
ქართველთა ორ დაჯგუფებას შორის არსებული დაპირისპირება უნდილაძეთა განადგურებით
დამთავრდა.
როსტომი (1633-1658 წწ.). ხოსრო-მირზას ქართლში გამეფების თარიღთან დაკავშირებით
ქართულ წყაროებში განსხვავებული წლები წერია. იგი მერყეობს 1632-1634 წლებს შორის. ჩვენი აზრით
უფო მისაღები უნდა იყოს 1633 წელი. იგი, როდესაც ქართლში გამეფდა როსტომ-ხანი დაირქვა. ბერი
ეგნატაშვილის თანახმად ამავე წელს კახეთის მეფედ შაჰს დაუნიშნავს ,,სალიმ-ხანი‖. თეიმურაზ I-მა თავი
იმერეთს შეაფარა. როსტომი ქართლში გამეფებისას 67 წლისა იყო. ირანის სამეფო კარი როსტომს თავის
მოხელედ _ ,,ვალად‖ მიიჩნევდა (ირანში ოთხი ვალი იყო: გურჯისტანის, არაბისტანის, ლურისტანისა და
ქურთისტანის). როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე Gგორის, სურამისა და ალავერდის ციხეებში
ყიზილბაშური გარნიზონები ჩააყენა. ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანისძის თქმით „ქართველთა
თავადნი და აზნაურნი სრულ მიუვიდნეს და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს‖, თანაც „თანმოყოლილ
თავადთა და აზნაურთა თავიანთ მამული უბოძა‖.
როსტომ-ხანმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო გორჯასპი აბაშიშვილის
ასული ქეთევანი, რომელიც, როგორც ჩანს მალევე გარდაცვლილა. ამის შემდეგ. როსტომმა ცოლად
შეირთო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657 წწ.) და მარიამი, რომელიც ბერი ეგნატაშვილის
თანახმად ,,ესე ესუა ცოლად სვიმონს გურიელს‖. ამრიგად საქართველოში ორი დაჯგუფება შეიქმნა:
როსტომ მეფე და ლევან დადიანი დაუპირისპირდა თეიმურაზ I-სა და იმერეთის მეფე გიორგი III-ს,
რომლის ძესაც ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ასული. თეიმურაზ I-მა სცადა ქართლის დაბრუნება, მაგრამ
ვერ მოახერხა. როსტომ მეფემ დადიანს შაჰის მიერ გამოგზავნილი შაჩუქარი გადასცა, რომელიც 50 000
მარჩილს შეადგენდა და ასევე უთხრა, რომ შაჰს 1000 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნავს დადიანისათვის.
ამიერიდან, დადიანი ირანის შაჰის მორჩილი შეიქმნა და ისქანდერ მუნშის ცნობით დადიანს ირანში
ელჩებიც გაუგზავნია.
ხოზრო-მირზა გახლდათ ქართლის მეფის სიმონ I ძმის დაუთ-ხანის უკანონო შვილი. მის შესახებ
რამენადმე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ისტორიკოსთა
უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი დაიბადა ისპაანში დაუთ-ხანის ირანში ყოფნის დროს. აღიზარდა იქვე,
დაბადებიდანვე მუსლიმანი იყო და შეიძლება გასპარსელებულიც. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი
წერს, რომ ,,... როსტომ მეფე თავისი აღზრდითა და ზნე-ჩვეულებით უფრო სპარსელი იყო ვიდრე
ქართველი, პოლიტიკურად სპარსეთის სახელმწიფოს ყურმოჭრილი ყმა და მისი პოლიტიკის ერთგული
განმახორციელებელი იყო‖.
ხოსრო-მირზასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს გამოთქმული მკვლევარ
გულქან ჟორჟოლიანს. იგი წერს, რომ: ხოსრო-მირზა დაიბადა ქართლში და 1587-1600 წლებამდე
ცხოვრობდა საქართველოში. 1585-1587 წლებში იგი თავის მამა დაუთ-ხანს ახდა ოსმალეთში. მისი აზრით
ხოსრო-მირზა 1587 წლამდე (შესაძლებელია 1600 წლამდეც) გახლდათ ქრისტიანი. მას ჰანათლებაც
ქართლში უნდა მიეღო.
ხოსრო-მირზას ირანის შანის ჯარზე გამოუჩენია თავი და ისპაანის ტარუღი, ანუ მოურავი
გამხდარა. აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ხოსრო-მირზამ შაჰის შვილიშვილი შაჰ სეფი ირანის ტახტზე
აიყვანა. ამას ისე გაუზრდია მისი ავტორიტეტი, რომ ვახუშტი ბატონიშვილის თქმით მას ,,ნაჭვიდა ყაენი
ურიცხვსა და უხმობდა მამად‖.
უნდა ითქვას, რომ ხოსრო-მირზას, ანუ როსტომის ქართლში გამეფებით ერთგვარი
კომპრომისული ვითარება შეიქმნა ქართლსა და ირანს შორის. ირანის შაჰი სცნობდა ბაგრატიონთა
დინასტიის მეფობას ქართლში, ოღონდ მაჰმადიანობის მიღების პირობით, ხოლო ქართლის მაჰმადიანი
მეფე თავის მხრივ ირანის ვასალად აღიარებდა თავს.
ამ კომპრომისთან დაკავშირებით მკვლევარ ჟორჟოლიანს მოჰყავს ჟ. შარდენის ერთი ცნობა,
რომელშიც წერია, რომ ასეთი სახის კომპრომისი ქართლსა და ირანს შორის ჯერ კიდევ 1614 წლიდან იყო
ძალაში და იგი არ უნდა უკავშირდებოდეს როსტომ-ხანის სახელს.

260
გარდა ამისა, განსაკუთრებით რადიკალური მოსაზრებებია გამოთქმული როსტომ-ხანის
პოლიტიკურ მოღვაწეობის შეფასებასთან დაკავშირებით. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს,
რომ ,,... ქართლში მოსვლისთანავე (როსტომ-ხანში-ს.ა) სახელმწიფოს ბატონ-პატრონის საღმა გრძნობამ
გაიღვიძა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მზრუნველობას შეუდგა. ამ ნიადაგზე მასა და სპარსეთის
ჯარის სარდლობას შორის თითქმის პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე შეურიგებელი უთანხმოება
ჩამოვარდა, რადგან სპასალარი დაუნდობლად ეპყრობოდა ქვეყანას და პირად მტრულ გრძნობასაც კი ვერ
იკავებდა, პირადი ხასიათის შურისძიებასაც არ ერიდეოდა. მაგალითად, როდესაც ფარსადან ციციშვილი
სარდალთან (როსტომ სააკაძესთან-ს.ა.) ძველი მტრობის შიშით სხვებთან ერთად მორჩილების
გამოსაცხადებლად ვერ მოვიდა, ეს გარემოება დაიხვია ხელზე და ,,იწყინა‖. ისარგებლა შემთხვევით,
,,საციციანოს ლაშქარი გაუძახა, დაარბევინა და მრავალი ტყვე მოასხეს‖. ამ საქციელმა მეფე ააღელვა. თუ
უკიდურესი საჭიროება არ ატანდა ძალას, ის იარაღითა და ძალდატანებით პოლიტიკური საქმის
გაკეთების მომხრე არ ყოფილა, რადგან კარგათ ესმოდა, რომ შინაურობაში ცეცხლითა და მახვილით
მოქმედება ქვეყნის აოხრებას უწყობდა ხელს...
როსტომ მეფემ თავისი წინდახედული, მშვიდობიანი ქცევით ქართლელნი დაამშვიდა‖... ამის
შემდეგაც ივანე ჯავახიშვილი, თავის ,,ქართველი ერის ისტორიაში‖ (IV, თბ., 1967) ვრცლად საუბრობს
როსტომ მეფის დაქორწინების ამბებზე და აშკარად სიმპათიითა მის მიმართ განწყობილი. მხოლოდ
საუბრის დასასრულს ის წერს, რომ ,,ვითარცა სპარსეთში აღზრდილსა და მაჰმადიანს როსტომ მეფეს
ქართული წესისა და ზნე-ჩვეულებებისა ბევრი არა ესმოდა რა და თავის ყოფა-ცხოვრებაში ის ხშირად
უფრო სპარსულ-მაჰმადიაურს წესს მისდევდა და იცავდა და ამით ქართველთა ეროვნულ-
სარწმუნოებრივი გრძნობა არა-ერთხელ შელახულა‖. მართალია ამას, წერს, მაგრამ მკვლევარი მხოლოდ
ერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანით იფარგლება, რაც დამაჯერებლობას არ იწვევს. როსტომ ხანის
პოლიტიკისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არის დაფიქსირებული ,,საქართვეოს ისტორიის
ნარკვევებში‖ (IV, თბ., 1973), ,,საქართველოს ისტორიის‖ ორტომეულში (თბ., 2008), ,,საქართველოს
ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე)‖ ოთხტომეულში (III, თბ.,2012), სადაც წერია,
რომ ,,ქვეანაში მშვიდობიანობის დამყარების შემდეგ როსტომი და ქართველები აღმშენებლობით მუშუბას
შეუდგნენ‖. სხვა აკადემიურ გამოცემებშიც როსტომ მეფე დადებით ფერებშია დახატული. აქ ცალსახად
ყველგან წერია, რომ როსტომის მეფობის დროს დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. დაბრუნდა
გახიზნული მოსახლეობა, აღდგა ქალაქები, გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა. ქართლმა დაისვენა
ყიზილბაშთა გამანადგურებელი შემოსევებისაგან. როსტომმა ქართულ სამოხელეო თანამდებობებს
მხოლოდ სახელები შეუცვალა და მათ ირანული სახელები დაარქვა, თუმცა, თანამდებობათა
დანიშნულება უცვლელი დატოვა. ქვეყანაში ქრისტიანობა არ იდევნებოდა, მაგრამ გარკვეულწილად
ვრცელდებოდა ირანული წეს-ჩვეულებები. როსტომის დროს ქართლისა და კახეთის ტახტზე
ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ ადიოდნენ. აკადემიკოს
ნიკო ბერძენიშვილის თქმით ,,როსტომმა სწორედ ამით გაიმარჯვა, რომ ქართველობას შეურიგებელი
ბრძოლა არ გამოუცხადა. როსტომის ღონისძიებები ქართულ საზოგადოებრივსა და სამეურნეო წყობას არ
შეხებია... არც ქრისტიანობა განიცდიდა მის დროს ქართლში აშკარა დევნას‖.
მაგრამ, ძველ წყაროებში როსტომ-ხანი აბსოლიტურად განსხვავებულად არის დახატული.
მათალია, გარეგნულად იყო სიმშვიდე ქვეყანაში და ეკონომიკაც ვითარდებოდა, ეკლესიებსაც
აშენებდნენ, მაგრამ ნადგურდებოდა ყველაზე მთავარი, ის რაც ქართველებს აძლევდა მის სახეს,
Mმთავარი დარტყმა როსტომ-ხანმა მიიტანა სულიერებაზე _ ეროვნულობასა და სარწმუნოებაზე,
რომელიც უმთავრესი გახლდათ. ბერი ეგნატაშვილის თქმით „და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და
რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყუარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყუარება, ჯამაგირი და
სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი
და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდნენ და რაყმით იშოვნიდეს მამულებსა.
...ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები, [შემოიღო] მოფენილობა, სმა-
ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავდა

261
სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წმინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეშაობა და დედათა თანა
აღრევა.
კუალად ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლლიერდნენ
თათარნი და კადნიერებდნენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყუარენი წესისა
მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა
მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი,
მათ არას პატივს სცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.
და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ.
მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდნენ ქართველნი დარბაისელნი, და მათსა ეგრეთვე იყოლიეს
მუტრიბნი და მრავალნი მხევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა.
და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა
უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან,
განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდნენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ
და არარას ზრუნვიდენ შვილისათვის.
და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყუის სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ
ობოლნი და ქურივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.
ხოლო, სამღვდელონი ეპისკოპოზნი ამათი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა,
თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთუის არღარას ზრუნვიდენ სამღცდელონი კრებულნი. ხოლო
აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხუანიცა რომელნიმე მოოხრებულნი
ეკლესიანი აღაშენა.
და კუალად აღაშენა გატეხილი-ხიდი.
და იყო სმისა და ჭამის მოყუარე და გასცემდა [არა] მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა
ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნენ ფუფუნეულ და ხორცთ-მოყუარე,
რამეთუ თუით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა
თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნენ მუყუარენი ღვინისა და ზმისა და შუებისა და
განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და
განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის
ზრუნვიდენ ყოველნივე―. ამრიგად ვითარება ბევრად უფრო სხვაგვარად ყოფილა, ვინემ ზემოთ
ჩამოთვლილი ისტორიკოსები მიიჩნევენ მას...
ისტორიკოსი მარი ბროსსე მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში მოღვაწე საქართველოს კათალიკოსი
ევდემონ დიასამიძე მხარს უჭერდა თეიმურაზის ქართლში გამეფებას და იგი სპარსოფილ და
ქრისტიანობის მოძულე როსტომ-ხანს ებრძოდა. ბროსსსეს თქმით ,,1636 წლის ახლო ხანებში
კათალიკოსმა ევდემონ დიასამიძემ, რომლის ძმისწული ცოლად ჰყავდა დავითს, თეიმურაზის შვილს,
ქართლში გასამეფებლად თეიმურაზი მიიწვია. მეფე მივიდა მუხრანს და შემოიერთა არაგვის ერისთავი
ზაალი; მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ როსტომმა დაიჭირა ქალაქი გორი და დაამარცხა ყველა თავისი
მტერიო, უკუ იქცა კახეთს და რამდენისამე წლის განმავლობაში დამშვიდებით იყო. კათალიკოსი
ღალატისათვის სიკვდილით დასჯილ იქნა...‖ ამასვე ადასტურებს ბერი ეგნატაშვილიც. მისი თქმით
,,მაშინ გამოხდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ
ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოშაჩვილმან გიორგიმ და ზოგმან რომელმანმე
ქართველმაცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოსი ევდემოზ...
ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იხმეს: ,,კუალად
მოდი ქართლში და გაგაბატონებთო‖. როსტომ მეფეს გაუგია ეს, შეთქმულნი დაუმარცხებია და სასტიკად
დაუსჯია ისინი ,,ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია
და ტყუე-ყო და ხანსა, რაოდენსამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა
და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა
და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თუისისა ქუეყნიდამე, თუინიერ ზაალ ერისთავისა და
იოთამ ამილახორისა.‖ ამრიგად, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე

262
მდგომ კათალიკოს ევდემონ დიასამიძეს სიკვდილი, სხვა ქართველებთან ერთად როსტომ-ხანის ბრალი
ყოფილა და როგორ შეიძლება იგი ჩვენ რაიმე ნაირად დადებით პოლიტიკურ მოღვაწედ მივიჩნიოთ.
ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილიც ნეგატიურადაა გაწყობილი როსტომ მეფისადმი, იგი წერს, რომ
როსტომ მეფე ცდილობდა სპარსული ,,ხერხიანობით‖ და მზაკვრობით ,,გაეთათრებინა ქართლი‖. მისი
თქმით ,,ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ
მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყუარობდნენ მორთუასა. და ამა მცირედითა მისაცემითა
დაიერთგულა და შემოიყარნა ქართველნი, რამეთუ მაშინ იყვნენ ქართველნი გულწრფელნი და
გამოუცდელნი ყიზილბაშის ხერხისა და ტყუილისაგან, და ესე როსტომ მეფე იყო კაცი ხერხიანი და
ილათიანი და მცდელი საქმისა. და მას ჟამსა ვინცა ვინ ქართველნი იყვნენ ყიზილბაშში დატყუევებულნი
და გათათრებულნი, ყოველნივე წარმოიყვანა ქართლში და სწადოდათ გათათრება ქართლისა. და იყო
წესსა ზედა ყიზილბაშისასა და გაარიგა რიგი სახლისა თუისისა ყიზილბაშურად და განაწესა მოხელენი
და გამრიგენი თათარნი, და არცა მოშალა ქართველი მოხელე, და იქცეოდა დიდებულად‖.
მეუფე ანანია ჯაფარიძეს სიყვით „როსტომის დროს ქართულმა ეკლესიამ სახელმწიფოში დაკარგა
ის ადგილი, რომელიც მას IV საუკუნიდან მოყოლებული ეჭირა, მისი მმართველობის შემდეგ ქართული
ეკლესია ქვეყანაში აღარ იყო უმთავრესი და უპირველესი ეკლესია. მისი უფლებები შეილახა და სხვა
არაქართულ ეკლესიებს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, მისი მრევლი (სახელმწიფოს მიერ შექმნილი თუ
ობიექტური პირობების გამო) სხვადასხვა არაქართულ ეკლესიას, კერძოდ, სომხურსა და კათოლიკურს
გადაუნაწილდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, გამაჰმადიანებულ ქართველთა შესახებ. სწორედ ამიტომ
ამბობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: „ყოველდღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი სომხდებიან,
და უფრო მომეტებული მათგანი მაჰმადის სარწმუნოებასაც ღებულობენ―. კათოლიკურ და სომხურ
ეკლესიებს ერთმანეთთან ომიც კი ჰქონდათ ქართველი მრევლის გადანაწილებისას.― მისი დასკვნით „თუ
ადრე სპარსეთთან უშუალო ბრძოლისას ქართველები მაღალ სულიერებას, ქართველობასა და ეროვნული
კულტურის სიწმინდეს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ძლიერ ზარალდებოდნენ მატერიალურად, ახლა
მატერიალურად აღარ ზარალდებოდნენ, რის ფასადაც ქართული კულტურა და სულიერება კნინდებოდა,
ქვეყანა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების გზას დაადგა.― ამ პერიოდის ქართლში ჩვენ სახეზე
გვაგვს ბრძოლა ქრისტიან თეიმურაზსა და სპარსოფილ როსტომს შორის, რომელსაც ლიქნითა და
მზაკვრობით სურდა ქართლის გადაგვარება და გაყიზილბაშება. ანანიას ზუსტი მიგნებით „სწორედ ამ
პიროვნებას, საქართველოს წეს-ჩვეულებათა შემშლელსა და ქართველობისათვის ძირის გამომთხრელს,
ებრძოდა ქრისტიანი მეფე თეიმურაზი. როსტომ მეფეს ზოგიერთი კარგი საქმეც გაუკეთებია
ქვეყნისათვის, რათა ქართული მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა. საბოლოოდ თეიმურაზი
დამარცხდა, რაც „ქართველობის― დამარცხებასაც ნიშნავდა―.
1634 წელს თეიმურაზი კახეთში გადავიდა და სელიმ-ხანი იქედან გააძევა. თეიმურაზი
ცდილობდა ქართლში გამეფებულიყო და ამისათვის იგი ებრძოდა როსტომ მეფეს. მეფე როსტომს
ყიზილბაშთა დამხმარე ჯარი მიუვიდა, რომლითაც მან კახეთში მყოფ თეიმურაზსს შეუტია. 1635 წელს
თეიმურაზი იძულებული გახდა შერიგებოდა როსტომს და ფარსადან გორგიჯანისძის თქმით
თეიმურაზს როსტომისთვის „წიგნიც ასე მოეწერა: ... ყიზილბაშთაგან მრავალი ძალი და უსამართლო
მჭირსო. თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამეო, შიშით მიქნიაო და თქვენი თავადები რომელიც ჩემთან
არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰსეფი ყაენს ვაახლებო და შვა
შემოდითო, ჩემს აოხრებულს სამკვიდროს მამულზედ დაგვაყენონო‖. ამის გამგონე როსტომმა კახეთში
ლაშქრობას თავი მიანება და ქართლში გაბრუნდა. ირანის შაჰი მოწონებით შეხვდა ამ ამბავს და
თეიმურაზს „ათასი თუმანი თეთრი და ათასი თუმნის ხალათი გამოუგზავნეს― და კვლავ სცნო ქრისტიანი
თეიმურაზი კახეთის მეფედ. თავის მხრივ თეიმურაზს შაჰისათვის გაუგავნია მისი ასული თინათინი.
შაჰ-სეფმა მართალია იგი ცოლად შეირთო, მაგრამ მოგვიანებით დამთვრალა და ბრძანება გაუცია მისი
დახრჩობის შესახებ.
1636, 1637 და 1638 წლებში თეიმურაზმა კიდევ რამოდენიმეჯერ მოუწყო აჯანყება როსტომს. მას
ამ აჯანყებაში ეხმარებოდა ქართლის რამოდენიმე თავადიც ნოდარ ციციშვილისა და ზაალ ერისთავის

263
მეთაურობით. ერთ-ერთი ამ აჯანყების დროს როსტომი აბანოში იმყოფებოდა და გაქცევით უშველია
თავისათვის.
როსტომის წინააღმდეგ ბრძოლაში თეიმურაზს რუსეთის იმედი ჰქონდა და 1635 წელს ელჩები
გაგზავნა რუსეთის მეფეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ცნობა მოეპოვება მარი ბროსსეს. მისი
თქმით 1634 წელს თეიმურაზმა, რომელიც ძალიან შეავიწროვა როსტომ მეფემ და სპარსელებმა ელჩები
გაგზავნა რუსეთში ,,მან გაგზავნა კუკოსონის მიტროპოლიტი ნიკიფორე, რომელიც უფრო ბერძენი უნდა
ყოფილიყო; ნიკიფორე მივიდა მოსკოვს და 1636 წლის ოკტომბერში და თეიმურაზის აქამომდე გაჩუმებას
ამართლებდა მით, რომ არაგვის ერისთავი, რომლის სამფლობელოზე მოდის გზა ჩრდილოეთისკენაო,
განუდგა კახეთს; რომ თეიმურაზმა უარი უთხრა ყეენს თავის ქალის მითხოვებისა და თავისი შვილის
დავითის დაქორწინებისა ზემოხსენებულის იმამ-ყული ხანის ქალზე. ნიკიფორემ დასძინა, რომ მეფე
განუდგა სპარსებს და რამდენჯერმე წარმატებით შეესია შირვანსა და ადერბეიჯანს, მაგრამ შემდეგ მაინც
იძულებული შეიქმნა მიეთხოვებინა თავისი ქალი თინათინი შაჰისთვისაო. მეისტორიე ისკანდერ-მუნში
მიაწერს თეიმურაზის ასულის მითხოვებას შაჰ-სეფისადმი იმის მეფობის დასაწყისს, ხოლო ქალის
გაგზავნას 1634 წელს‖. თეიმურაზის ელჩი ნიკიფორე 1637 წელს დაბრუნდა უკან და თან წამოჰყვა
რუსეთის მეფის ელჩი თეოდორე თეოდორეს-ძე ვოლკონსკი, მაგრამ სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინეს
თეიმურაზს.
იმის შემდეგ, რაც მეფე თეიმურაზმა რუსეთიდან დახმარება ვერ მიიღო იმედის თვალით
უყურებდა ოსმალეთიოს მიერ 1635 წელს ირანის წინნაღმდეგ დაწყებულ ბრძოლას, მაგრამ 1639 წელს მათ
შორის ზავი დაიდო და აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ანუ აღმოსავლეთ საქართველო ირანს
ერგო და დასავლეთ საქართველო კი ოსმალეთს.
1642 წელს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახორმა, ნოდარ ციციშვილმა, გიორგი გოჩაშვილმა,
რევაზ ბარათაშვილმა, სომხეთის მელიქმა ყორხმაზბეგ ათაბეგიშვილმა და სხვებმა კიდევ ერთი
შეთქმულება მოუწყვეს როსტომს. მათ სურდათ როსტომის ნაცვლად ქართლში გაემეფებინათ
თეიმურაზი. ეს აჯანყება გასცა სომხეთის მელიქმა. ამ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ყოფილა
კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე, რომელიც როსტომმა ჯერ დაატყვევა და შემდეკ კი მოკვლევინა.
ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დრედ დააწესა 4 (17) ოქტომბერი.
1648 წელს როსტომი კახეთში შეიჭრა. ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ, დაიღუპა თეიმურაზ I-
ის ვაჟი დავითი. ფარსადან გორგიჯანისძის სიტყვით „ბატონს თეიმურაზს ყველგნით ღონე მოეღო, აღარც
სითმე მშველი და აღარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელათ ცხენი და ჯორი,
აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდეს და მეფეს როსტომს ბატონის
თეიმურაზის დაჭირვას ეპატიჯებოდნენ‖. როსტომს თვითონ თეიმურაზის შეპყრობაც შეეძლო, მაგრამ
მას საშუალება მისცა იმერეთში გადასულიყო. როსტომმა კარგად იცოდა, რომ სანამ თეიმურაზი
ცოცხალი იყო და სანამ ყიზილბაშებს მისი აჯანყების შიში ექნებოდათ, ისინი როსტომს თავისუფალი
მოქმედების მეტ საშუალებას მისცემდნენ. ირანის შაჰმა კახეთიც როსტომს უბოძა და ქართლ-კახეთი
კვლავ გაერთიანდა. თეიმურაზი ბრძოლას არ წყვეტდა 1649 და 1653 წლებში მოსკოვში გაგზავნა ელჩები,
მაგრამ რეალური შედეგი არც ამან გამოიღო. ბოლოს თეიმურაზმა 1653 წელს თავისი ერთადერთი
მემკვიდრე _ შვილიშვილი ერეკლეც მიავლინა მოსკოვში.
1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და სელიმ-ხანს გადასცეს. 1658 წელს როსტომი
გარდაიცვალა. იგი ირანში, ყუმში დაკრძალეს, იქ, სადაც აბას I იყო დაკრძალული. როსტომს შვილი არ
ჰყავდა და ტახტზე ავიდა მისი ნაშვილები, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი ვახტანგ
V.
1658 წელს თეიმურაზ I მოსკოვში გაემგზავრა. რუსეთიდან თეიმურაზმა რეალური
დახმარება ვერ მიიღო და იმერეთში დაბრუნებული სკანდის ციხეში ბერად აღეკვეცა. როდესაც ქართლის
მეფე ვახტანგ V-ემ იმერეთში ილაშქრა, თეიმურაზი მას ჩაუვარდა ტყვედ. მთელი ცხოვრება
ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე ირანში გაგზავნეს. ისლამის მიღებაზა უარის თქმის შემდეგ
თეიმურაზი ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს 74 წლის თეიმურაზ I გარდაიცვალა.
ქართველებმა მეფის ნეშთი ჩამოასვენეს და ალავერდში დაკრძალეს.

264
$7 ქართლისა და კახეთის სამეფოები
XVII საუკუნის მეორე ნახევარში

ბახტრიონის აჯანყება. XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უმძიმესი ვითარება შეიქმნა
კახეთში. ირანის შაჰი აბას II-ემ კახეთში დაიწყო მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება. ჩამოასახლეს
დაახლოებით 80 000-მდე თურქმანი. თურქმანები ყოველმხრივ ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ
ქართველებს. კახეთს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. თურქმანები ძირითადად მესაქონლეობას
მისდევდნენ და მათ მხოლოდ საძოვრები აინტერესებდათ. ისინი ანადგურებდნენ კახეთის მეურნეობის
ტრადიციულ დარგებს.
ირანის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა: ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძინა
ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა _
ზეზვა გაფრინდაულის მეთაურობით. ხევსურებმა _ ნადირა ხოშარაულის მეთაურობით და ფშაველებმა _
გოგოლაურის თავკაცობით. თურქმანებს კახეთში ორი ძლიერი გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ:
ბახტრიონის ციხე და ალავერი, რომელიც ასევე ციხე-სიმაგრედ ექციათ. აჯანყება 1660 წელს მოხდა.
არაგვის საერისთაოს ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავების ჯარი ახმატეში
შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხესთან მოვიდნენ თუშები, ფშაველები და ხევსურები. კახელები კი ბიძინა
ჩოლოყაშვილის მეთაურობით ალავერდს მიადგნენ. ქართველებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა
და ალავერდს და ორივე აიღეს. შემდეგ კი კახეთში ჩამოსახლებულ თურქმანებს შეუტიეს. მათი ნაწილი
ამოწყვიტეს ნაწილი კი ქვეყნიდან განდევნეს. კახეთი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა.
შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-მ ზაალ არაგვის ერისთავი მოაკვლევინა. შალვა, ელიზბარი
და ბიძინა კი შაჰს ეახლენ, რათა ამით მაინც დაეცხროთ აბაზ II-ის მრისხანება. ბახტრიონის აჯანყების
მეთაურები აბას II-ის ბრძანებით თურქმანებს გადასცეს დასასჯელად. მემატიანეს თქმით „მაშინ დიდად
მხნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტეს ბიძინა ჩოლოყაშვილი სუფრაჯი―, რომელიც
„განამხნობდა შალვას და ელიზბარს და ეტყოდა: `ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ
მივსცეთ თავი ჩვენი ქრისტესათვის სიკვდილსა, რამეთუ სიკვდილი უნებლიედ თანაგვაც და ვერავინ
წინააღუდგების სიკვდილსა, აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა~. სამთავე უდრტვინველად
ეწამა სარწმუნოებისა და სამშობლოს გულისთვის თურქმანთა ხელით „და აღსასრული სარბიელი
წამებისა მიიღეს და იქმნეს ვითარცა სხვანი პირველნი მოწამენი, გვირგვინოსან და აწ იხარებენ ზეცისა
სასუფეველსა შინა~. 1662 წელს თურქმანებმა ქართველი მამულისშვილები წამებით დახოცეს. ისინი
სამშობლოში გადმოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ეკლესიამ შალვა, ელიზბარი და ბიძინა
წმინდანებად შერაცხა.
ვახტანგ V (1658-1675 წწ). ბახტრიონის აჯანყების დროს ქართლის მეფე ვახტანგ V იყო. ვახტანგი
ჯერ კიდევ როსტომ-ხანის სიცოცხლეში წავიდა ირანში. იქ გამაჰმადიანდა და შაჰნავაზი ეწოდა.
ვახტანგმა შაჰ აბას II ბრძანებით ცოლად შეირთო, როსტომ მეფის ქვრივი მარიამ დედოფალი. ამ დროს
ვახტანგს ცოლად ჰყავდა ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული როდამი, რომლისგანაც მას 8
შვილი ჰყავდა. ამათგან 6 გახლდათ ვაჟი _ არჩილი, გიორგი, ალექსანდრე, ლევანი, ლუარსაბი, სოლომონი
და 2 ქალიშვილი _ ანუკა და თამარი. ვახტანგ მეფის ასული ანუკა შაჰ აბას II შეირთო ცოლად, ხოლო
მეორე ასული თამარი გივი ამილახვარის მეუღლე გახლდათ. ვაჟებიდან ალექსანდრე კი ირანის შაჰის
კარზე იზრდებოდა. ვახტანგ V გახლდათ მუხრანბატონთა დინასტიიდან. ბახტრიონის აჯანყების შემდეგ
ვახტანგ V-ეს კახეთიც დაემორჩილა.
ამ დროს საკმაოდ აირია ვითარება იმერეთის სამეფოში. იმერეთს რეალურად დარეჯანი
განაგებდა. მისმა მმართველობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმერეთის სამეფოში და იმერელ
თავდთა ნაწილმა (ვამიყ დადიანმა და სხვამ) ქართლის მეფე ვახტანგ V მიიწვიეს იმერეთში. მეფე
ვახტანგმა და ვამიყ დადიანმა 1660 წელს შუაზე გაიყვეს იმერეთის სამეფო და საზღვრად მდინარე
ბუჯისწყალი გაიხადეს. დადიანმა მეფე ვახტანგს დანათესავება შესთავაზა და მისი ასული ცოლად
აღუთქვა ვახტნგის ძე არჩილს, მაგრამ შემდეგ პირობა დაარღვია და დადიანმა თავისი ასული ცოლად
იმერელ თავად ბეჟან ღოღობერიძეს შერთო.

265
ამის შემდეგ მეფე ვახტანგ V-ემ კავშირი დაამყარა დემეტრე გურიელთან (1660-1664 წწ.) და ზემო
იმერეთის ზოგიერთ თავადთან, რომლებმაც ბეჟან ღოღობერიძე სიცოცხლეს გამოასალმეს და ვახტანგი
ქუთაისში მიიწვიეს. დადიანმა ვერ გამედა ვეხტანგისათვის წინააღმდეგობა გაეწია და ამ უკანასკნელმა
აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები. ამ ციხეში მყოფი თეიმურაზ I ვახტანგმა დაატყვევა და იარანში
გააგზავნა. ამის შემდეგ ვახტანგ მეფემ აიღო ქუთაისი და დალაშქრა ოდიში. მან აიღო ზუგდიდი და
ტყვედ აიყვანა ვამიყ დადიანის ცოლ-შვილი. მეფე ვახტანგმა ოდიშის მთავრად ლევან II-ის ძმისწული
შამადავლე იოსების ძე დანიშნა, რომელმაც ბიძის საპატივცემულოდ ლევან III (1661-1684) დაირქვა.
ვახტანგ V-ემ მას ცოლად შერთო მისი ძმისწული თამარი.
1661 წელს მეფე ვახტანგმა იმერეთის მეფედ თავისი შვილი არჩილი გამოაცხადა. ეს მიუღებელი
გახდა ოსმალეთისათვის და სულთანმა ირანი აიძულა, 1663 წელს, არჩილ ვახტანგის ძე ქართლში
წაეყვანა. იმერეთში ისევ გამეფდა ბაგრატ IV.
1664 წელს შაჰმა კახეთის მეფედ არჩილი დაამტკიცა. არჩილმა 1667 წელს ცოლად შეირთო
თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ბაგრატ IV-ის ნაცოლები ქეთევანი, რომელლიც იმ დროს ახალციხეში იყო
მძევლად წაყვანილი ახალციხის ფაშას მიერ. მეფე ვახტანგმა მის გამოსასყიდად 20 000 მარჩილი
გადაიხადა. ამ ქორწინებით არჩილი ცდილობდა თავისი უფლებების ლეგიტიმაცია მოეხდინა კახეთის
ტახტზე.
არჩილის მეფობის დროს კახეთი ეკონომიკურად მოღონიერდა და რამდენადმე მოხერხდა ლეკთა
თარეშის აღკვეთაც. მიუხედავად ამისა, კახელი თავადები არჩილს მაინც უკანონო მეფედ მიიჩნევდნენ,
რადგანაც ის ქართლელი ბაგრატიონი იყო და თვალი თეიმურაზ I-ის შვილისშვილისაკენ, ერეკლესაკენ
ეჭირათ.
1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში დაბრუნდა. ის სულეიმან შაჰმა (1666-1694 წწ.)
თავისთან დაიბარა. ვახუშტი ბატონიშვილის აზრით ერეკლე შაჰმა ,,ვახტანგ და არჩილ მეფისათა
მეტოქედ‖ მიიწვია ირანში. არჩილმა იფიქრა, რომ შაჰი ერეკლეს კახეთის მეფედ დაამტკიცებდა, ამიტომ
მამის უკითხავად მიატოვა კახეთი და კვლავ იმერეთში გამეფებას შეეცადა.
შაჰს უყურადღებოდ არ დარჩენია ეს მოვლენები და მან თავისთან დაიბარა ვახტანგ V.
შაჰი იმიტომაც იყო დამატებით კიდევ განაწყენებული მეფე ვახტანზე, რომ მისი მეორე ძე ლუარსაბი,
რომელიც რაჭის მფლობელის სიძე გახლდათ, ახალციხეში იმყოფებოდა და ცდილობდა იმერეთის მეფე
გამხდარიყო. ვახტანგმა ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა, თვითონ კი ირანში წავიდა.
1675 წელს ირანში მიმავალი ვახტანგ V გზაშივე გარდაიცვალა. იგი ყუმში დაკრძალეს.
გიორგი XI და ერეკლე I. ვახტანგის ნაცვლად ქართლის მეფედ მისი ძე გიორგი XI, ანუ შაჰნავაზ II
(1677-1688 წწ.) დაინიშნა. იმავე 1677 წელს კახეთის მეფედ შაჰმა დანიშნა გორჯასპი კახაბრიშვილი,
რომელიც გამაჰმადიანდა და სახელად მიიღო ბეჟან ხანი. 1683-1703 წლებში კი კახეთი ყიზილბაშ ხანებს
გადაეცად სამართავად.
გიორგი XI ცდილობდა ირანელთაA უღლის გადაგდებას. ის დახმარებას სთხოვდა ოსმალებს,
ხოლო XVII ს-ის 80-იანი წლების ბოლოს რომის პაპსაც დაუკავშირდა, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ
გამოიღო. გიორგი მხარს უჭერდა უმცროსი ძმის არჩილის იმერეთში გამეფებას. შაჰმა ქართლის მეფეს
მისი ძმის არჩილის შეპყრობა მოსთხოვა. გიორგიმ ბრძანება არ შეასრულა. უფრო მეტიც, გიორგიმ ირანის
მომხრე ქართლის თავადებს შეუტია და კახეთის დაკავებასაც შეეცადა. ამის საპასუხოდ შაჰმა მეფე
გიორგი 1688 წელს ტახტიდან გადააყენა და ქართლის მეფედ ერეკლე I დანიშნა (1688-1703 წწ.).
ერეკლე I თითქმის 30 წელი უცხო ქვეყანაში (ჯერ რუსეთში, შემდეგ ირანში ცხოვრობდა).
რუსეთში ერეკლე ნიკოლოზის სახელით იყო ცნობილი. იგი დაახლოებული იყო მეფე ალექსი მიხაილის
ძესთან. ალექსისა და ნატალია ნარიშკინას (პეტრე I-ის დედის) ქორწილში 25 წლის ერეკლე ქორწილის
მსვლელობის მთავარი განმკარგულებელი ,,ტისიაცკი‖ იყო. 1674 წელს იგი ძალინ ცივად გამოისტუმრეს
რუსეთიდან. იმის გამო, რომ ერეკლე I უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა, ის კარგად ვერ ერკვეოდა ქვეყანაში
შექმნილ ვითარებაში. მეფე ქართლის თავადებს არ ენდობოდა და ყველგან თავის მომხრეებს ნიშნავდა. ის
შეეცადა ხელისუფლების განმტკიცებას, მაგრამ დასაყრდენი არ ჰქონდა. Aამას ემატებოდა ისიც, რომ
გიორგი XI 1691 წლიდან მოყოლებული 4 წელი იბრძოდა ქართლის ტახტის დაკავებისათვის. საბოლოოდ,

266
გიორგი ირანშიც კი წავიდა შაჰთან სათხოვნელად. 1703 წელს ირანის შაჰმა ჰუსეინმა ქართლის მეფედ
კვლავ გიორგი XI დანიშნა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა, არამედ ირანის სპასალარობა და
ყანდაარის (პროვინცია ავღანეთში) ბეგლარბეგობა უბოძა. გიორგის დაევალა ავღანელთა წინააღმდეგ
ბრძოლა. ქართლის მმართველად (ჯანიშინად) გიორგი XI-ის ძმის, ლევანის შვილი ვახტანგი დაინიშნა.
იმავე 1703 წელს შაჰმა ერეკლე I კახეთის მეფედ დანიშნა. ერეკლეც ირანში დაიტოვა. ის ყულარაღასად
იქნა დანიშნული. კახეთის მმართველი კი ერეკლე I-ის ძე დავითი გახდა.

$8 დასავლეთ საქართველო და
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში

დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში. XVII საუკუნეში დასვლეთ საქართველო რამდენიმე


პოლიტიკურ ერთეულად იყო დაშლილი. ცალკე იყო იმერეთის სამეფო. დამოუკიდებლები იყვნენ
ოდიშისა და გურიის მთავრები,. აფხაზეთი ჯერ კიდევ ოდიშის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ
შარვაშიძეები ცდილობდნენ დამოუკიდებელი სამთავრო ჩამოეყალიბებინათ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა
სულ უფრო ძლიერდებოდა ოსმალთა აგრესია. ამ დროს იმერეთის მეფე იყო გიორგი III (1604-1639 წწ.).
სწორედ მასთან აფარებდნენ თავს შაჰ-აბას გამოქცეული ლუარსაბ II და თეიმურაზ I.
1609 წელს მამიმა II გურიელმა (1600-1625 წწ.) ილაშქრა აჭარაში დაბანაკებულ ოსმალთა
წინააღმდეგ და აჭარა შემოიერთA ისევ. პიეტრო დელა ვალეს თანახმად მანუჩარ დადიანმა (1590-1611 წწ.)
თუ მამია II გურიელმა, შესაძლოა ორივემ ერთად ,,კაზაკებს კაცი გაუგზავნეს და თურქეთთან საომარი
მიზნით თავიანთი ტერიტორია და კავშირი შესთავაზეს. აგრეთვე ოქროს პატარა ჯვრები გაუგზავნეს და
ისინიც (კაზაკები) არა ერთხელ წასულან თავიანთი საზღვაო ფლოტით კოლხეთის სანაპიროებისაკენ და
ალერსიანი მასპინძლობაც დახვედრიათ აქ. კაზაკები ამ ფლობელების სავაჭრო გემებსაც მფარველობდნენ
ზღვაზე, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მიმოდიოდნენ‖.
დასავლეთ საქართველოში მეფე-მთავრებს შორის ურთიერთობა გართულდა XVII საუკუნის 20-
იანი წლების დასაწყისში, როდესაც ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.) რეალურად გახდა ოდიშის
მმართველი. ლევანის დედა კახთა მეფის ალექსანდრე II-ის ასული იყო. ლევან II დადიანი ენერგიული
და ჭკვიანი მმართველი გახლდათ და დიდი ხნის მანძილზე დასავლეთ საქართველოში ყველზე
გავლენიან ხელისუფლად ითვლებოდა. ლევან II ცდილობდა მთელ დასავლეთ საქართვერლოზე
გაევრცელებია თავისი ჰეგემონობა. ლევან II დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ეს. გიორგი III
თეიმურაზს დაუმოყვრდა და მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ, ლევან II ქართლის მეფე როსტომ-ხანს
დაუმოყვრდა.
1620 წელს იმერეთის მეფის გიორგი III-ის ძემ ალექსანდრემ თავის ცოლ თამარს ღალატში დასდო
ბრალი და იგი შვილთან ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამიერიდან უთანხმოება ჩამოვარდა
იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს შორის. ეს უთანხმოება გამოიყენა ლევან დადიამა და
იმერეთის მეფის საწინააღმდეგოდ გურიელს დაუჭირა მხარი. ეს კავშირი ქორწილითაც იქნა
გამყარებული. 1621 წელს ლევან დადიანის და მარიამი ცოლად შეირთო მამია II გურიელის ძე სიმონმა.
იმავე, 1621 წელს, ლევან დადიანმა ცოლად შეირთო აფხაზთაAმთავრის შარვაშიძის ასული. ამრიგად,
ლევანმა აფხაზეთთანაც დაამყარა პოლიტიკური კავშირი.
იმერეთის მეფე გიორგი III ამ პოლიტიკურმა კავშირებმა შეაშფოთა და ოდიშის სამთავროს
დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ 1623 წელს დადიანმა დასწრო და ქუთაისთან ახლოს, კოჭორაულთან
გამართულ ბრძოლაში იმერეთის მეფე დამარცხდა.
1623 წელს ლევნ დადიანმა მეუღლე თამუინიას, რომელიც შარვაშიძის ასული გახლდათ, ღალატი
დასწამა პირველ ვაზირ პაპუნა წულუკიძესთან. დადიანმა მას ცხვირი მოსჭრა, აფხაზეთი დარბია და იგი
მშობლებს დაუბრუნა. ამიერიდან დადიანი და შარვაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდა.

267
ლევანმა ცოლად შერთო ჭილაძის ასული დარეჯანი, რომელიც ბიძამისს, ოდიშის ყოფილ
მმართველს გიორგი ლიპარტიანსს წაართვა. ბრძოლა გარდაუვალი იქნებოდა ოდიშში, მაგრამ გიორგი
უეცრად გარდაიცვალა.
ლევან დადიანს დიდი აჯანყება მოუწყო ვეზირმა პაპუნამ. ლამბერტის თანახმად მას მხარს
უჭერდა იმერეთის მეფე გიორგი III, შარვაშიძე და გურიელიც კი. შეთქმულები გეგმავდნენ ლევან
დადიანის მოკვლას და მისი ძმის იოსების დადიანად დასმას. ამ თავდასხმისას ლევანი შემთხვევით
გადარჩა, რომელიც სასწიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. ლევანმა შეიპყრო საკუთარი ძმა იოსები და მას
თვალები დასთხარა და დაარბია აფხაზეთი. ამის შემდეგ დალაშქრა გურია და შეიპყრო სიმონ გურიელი,
რომელსაც მამა მამია II ჰყავდა მოკლული და ისე იყო გურიის მთავარი გამხდარი. ლევანმა სიმონს
თავალები დასთხარა და მისი ცოლ-შვილი ოდიშში წაიყვანა. ლევანმა გურიის მთAვრად მამიას ძმა
მალაქია (1625-1639 წწ.) დასვა. ამიერიდან გურია და აფხაზეთი დადიანს ემორჩილებოდა. ამის შემდეგ,
ლამბერტის სიტყვით ,,დაიმორჩილა თუ არა აფხაზეთი და გურია, დადიანმა იმერეთის დაჭერაც
მოისურვა.... ამ განზრახვით დადიანს განუწყვეტელი ომი ჰქონდა იმერეთთან, თუმცა აქამდე თავისი
წადილი ვერ შეისრულა, რადგან იმერეთის მეფე გამაგრდა ქუთაისის ციხეში და მის სიმაგრეს დადიანმა
ვერ სძლია, მაგრამ მაინც ისე დაასუსტა იმერეთის სამეფო, რომ სამეგრელოს ბევრად ჩამოუვარდებოდა
ძალ-ღონით‖.
საბოლოოდ, 1634 წელს ლევან II დადიანმა დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო იმერეთის მეფე გიორგი
III. მეფის გამოსახსნელად გიორგის შვილმა ალექსანდრემ ლევანს ტერიტორიები დაუთმო მდინარე
ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე ჭილაძეებისა და მიქელაძეების საგვარეულო მამულები. ლევან
დადიანის მოთხოვნით ქალაქ ჩხარში მცხოვრები სომეხი და ებრაელი ვაჭრები ლევანმა ზუგდიდის
მახლობლად რუხში გადაასახლა. ლევანს ამით სურდა სამთავროში ვაჭრობის განვითარება. იმერეთის
მეფე გიორგი III 1639 წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ალექსანდრე III (1639-1660 წწ.).
ლევან დადიანის ირანთან დაახლოებამ გააღიზიანა ოსმალეთი. სულთნის გაღიზიანება
გამოიწვია იმანაც, რომ ლევანი ეხმარებოდა დონელ კაზაკებს, რომლებიც პერნამენტულ ლაშქრობებს
აწყობდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს სანაპირო ზოლსა და მათ ფლოტზე. ისინი არბევდნენ ასევე
სამეგრელოს სანაპიროებსაც. 1634 წელს ამას მოჰყვა ოსმალთა ლაშქრობა კოდორის მიმდებარე
ტერიტორიაზე. მათვე დაარბიეს დრანდის მონასტერი. მომდევნო, 1635 წელს, სულთან მურად IV
ოსმალთა მრავალათასიანი ჯარით შემოიჭრა ამიერკავკასიაში და მიადგა ერევნის ციხეს. მან ლევანსაც
შემოუთვალა მიეღო მინაწილეობა ამ ლაშქრობაში, მაგრამ დადიანმა არ ისმინა მისი ბრძანება და უარი
შეუთვალა სულთანს. გარდა ამისა ლევს გართულებული ჰქონა ურთიერთობა ახალციხის ფაშასთან და
დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ამიტომაც დადიანმა 1636 წელს მღვდელი გაბრიელ გეგენავა
ელჩად მიავლინა რუსეთში, მეფე მიხეილ თედორეს ძესთან. ლევანი მოითხოვდა რუსეთს დახმარება
აღმოეჩინა ოსმალთა აგრესიის მოსაგერიელბლად და კაზაკებს აღარ დაერბიათ ოდიშის სამთავროს
სანაპიროები. ლევანის ელჩი თითქმის 2 წელი გააჩერეს თერგის ციხეში და ძალიან ცივად მიიღეს
მოსკოვში. 1639 წელს დადიანი ელჩი დაბრუნდა ოდიშში, რომელსაც თან ჩამოჰყვა რუსეთის მეფის
ელჩები ფეოდოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი. მათ ჩამოიტანეს რუსთა მეფის წერილი, სადაც ეწერა, რომ
მიხეილ თედორეს ძე მფარველობას ჰპირდებოდა ოდიშის მთავარს. დადიანმა მიხვდა, რომ რუსთა
ხელმწიფე რაიმე კონკრეტულ დახმარებას მას არ აღმოუჩენდა და მოსული ელჩები მხოლოდ 6 თვის
შემდეგ მიიღო და უსაყვედურა მათ რომ თავისი ელჩი ,,სამი წელი ტყვეობაში ჰყავდათ‖. თანაც, დადიანმა
არა გამოთქვა სურვილი რუსთა ხელმწიფის ერთგულებაზე დაეფიცებინა. 1640 წელს რუსთა ელჩებმა
დატოვეს ოდიში. ამრიგად, დადიანის ცდა დაახლოებოდა რუსეთის სამეფოს ჩაიშალა.
ლევან დადიანი მეფე ალექსანდრე III მართველობის პერიოდშიც არბევდა იმერეთის სამეფოს.
შეშინებულმა იმერეთის მეფემ ქუთაისს დიდი ზღუდე შემოავლო და მას შეაფარა თავი. დადიანი ჩეეცადა
ქუთაისის აღებას. ლევანმა მის ერთ-ერთ ფრანგ ტყვეს 30-მდე ზარბაზანი დაამზადებინა და ოდიშის
ჯართან ერთად მიადგა ქუთაისს. ზარბაზნებით საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, მაგრამ მისი აღება
მაინც ვერ შეძლო. ამის შემდეგაც არაერთხელ დალაშქრა იმერეთის სამეფო ლევან დადიანმა.

268
1646 წელს დადიანმა გადაწვა იმერეთის ქალაქი ჩიხორი, დაანგრია ქალაქი ჩხარი და იმერეთის
მრავალი სოფელი. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი ოდიშის სამთავროში და თან წაიყვანა მრავალი
ტყვე.
დადიანის ლაშქრობა მოგერიებას შეეცადა იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის ძმა მამუკა,
რომელიც მცირე ჯარებით მოულოდნელად ესხმოდა თავს ლევანის ჯარებს და დიდ ზიანს აყევებდა მათ.
თუმც, დადიანმა შეძლო მისი ტყვედ აყვანა. საქმეში ჩაერია თეიმურაზ I, რომელმაც შუამოვლობა იკისრა
ალექსანდრესა და ლევს შორის, მაგრამ ამითაც არ გამოვიდა რაიმე. იმერეთის მეფე ალექსანდრემ ძმის
მამუკას გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარი ერთადერთი ვაჟი ბაგრატიც კი გაუგზავნა ლევანს
მძევლად, მაგრამ დადიანმა ეს უკანასკნელიც დიდი ხნით თავისთან დაიტოვა.
1649-1651 წლებში ალექსანდრემ და თეიმურაზმა რუსეთის მეფეს სთხოვეს დახმარება. ისინი
მოითხოვდნენ რუსეთს ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ გამოიგზავნა კაზაკები. არც ამ ელჩობას
მოჰყოლია რაიმე შედეგი.
ლევანი ისევ განაგრძობდა იმერეთის სამეფოს დარბევას. მან ქუთაისიც კი გადაწვა და
ალექსანდრე III ძმა მამუკას თვალები დასთხარა, რომელიც 1653 წელს გარდაიცვალა კიდეც.
მეტად დაიძაბა ლევან II დადიანის ურთიერთობა აფხაზეთთანაც. XVII საუკუნეში აფხაზეთში
მკცეთრად იცვლება მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. მთებიდან ზღვისპირეთში სახლდებიან
ადიღეური ტომები, რომელნიც თავინთ თავს ,,აფსუას‖ უწოდებენ. ჩამოსახლებული აფსუები
განვითარების შედარებით დაბალ დონეზე იდგნენ, მათი ძირითადი საქმიანობა პრიმიტიული
მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ნადირობა და ძარცვა-ყაჩაღობა იყო. აფსუებმა, აფხაზეთში _ ძირძველ
ქრისტიანულ კუთხეში წარმართობა მოიტანეს და გაავრცელეს. შარვაშიძეები, რომლებიც ჯერ კიდევ
ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დროიდან აფხაზეთის ერისთავები იყვნენ, იძულებული შეიქნენ
შეჰგუებოდნენ შექმნილ ვითარებას და ცდილობდნენ დამოუკიდებელი სამთავროს შექმნას.
ჩამოსახლებულთა შემოტევას წინ აღუდგა ლევან დადიანი. ოდიში რომ დაეცვა აფხაზეთის მხრიდან
შემოსევებისაგან, ლევან დადიანმა ცხუმის (სოხუმის) მახლობლად ზღვიდან მთამდე ააგო კედელი. ამ
თავდაცვის ნაგებობას ყოველთვის ოდიშის სამთავროს ჯარი იცავდა. ლევან II შეძლო აფსუების
შემოტევების შეჩერება. ლევან II დადიანის მმართველობის პერიოდში ოდიშის სამთავრო გაძლიერდა
როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.
ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ გაძლიერდა შარვაშიძეები. მათ ნელ-ნელა გააფართოვეს
აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიები აღმოსავლეთით და XVII საუკუნის ბოლოს მდინარე კოდორამდე
მოაღწიეს. ამავე პერიოდში გაძლიერდა ოსმალების აგრესია დასავლეთ საქართველოში. ოსმალებმა
თავინთი გარნიზონები ქუთაისშიც კი ჩააყენეს. ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ,,ტყვეთა სყიდვასაც‖.
გარდაიცვალა იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660 წწ.), რომლის შემდეგაც იმერეთში
მამეფდა მისი ძე ბაგრატ IV (1660-1681 წწ.). მან ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ძის დავითის ასული
ქეთევანი. ამ ქალის ცოლად შერთვა ურჩევია მეფე ბაგრატის დედინაცვალს, დარეჯან დედოფალს.
ფარსადან გორგიჯანიძის თქმით დარეჯანი ,,თვიოთონ მეფეც იყო და დედოფალიცა. ბაგრატს არაფერი
ეკიტხებოდა‖. ამ ამბებიდან 6 თვის შემდეგ დარეჯან დედოფალმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან
ჩამოაგდო და თვალები დასთხარა ბაგრატს. დარეჯან დედოფალმა ქმრად შეირთო ვახტანგ ბაგრატიონი
(ჭუჭუნიაშვილის ზედწოდებით), რომელიც იმერეთის ბაგრატიონების შორეული ნათესავი გახდლათ.
იმერეთს რეალურად დარეჯანი განაგებდა. მისმა მმართველობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია
იმერეთის სამეფოში და იმერელ თავდთა ნაწილმა (ვამიყ დადიანმა და სხვამ) ქართლის მეფე ვახტანგ V
მიიწვიეს იმერეთში. მეფე ვახტანგმა და ვამიყ დადიანმა 1660 წელს შუაზე გაიყვეს იმერეთის სამეფო და
საზღვრად მდინარე ბუჯისწყალი გაიხადეს. დადიანმა მეფე ვახტანგს დანათესავება შესთავაზა და მისი
ასული ცოლად აღუთქვა ვახტნგის ძე არჩილს, მაგრამ შემდეგ პირობა დაარღვია და დადიანმა თავისი
ასული ცოლად იმერელ თავად ბეჟან ღოღობერიძეს შერთო.
ამის შემდეგ მეფე ვახტანგმა კავშირი დაამყარა დემეტრე გურიელთან (1660-1664 წწ.) და ზემო
იმერეთის ზოგიერთ თავადთან, რომლებმაც ბეჟან ღოღობერიძე სიცოცხლეს გამოასალმეს და ვახტანგი
ქუთაისში მიიწვიეს. დადიანმა ვერ გამედა ვეხტანგისათვის წინააღმდეგობა გაეწია და ამ უკანასკნელმა

269
აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები. ამ ციხეში მყოფი თეიმურაზ I ვახტანგმა დაატყვევა და იარანში
გააგზავნა. ამის შემდეგ ვახტანგ მეფემ აიღო ქუთაისი და დალაშქრა ოდიში. მან აიღო ზუგდიდი და
ტყვედ აიყვანა ვამიყ დადიანის ცოლ-შვილი. მეფე ვახტანგმა ოდიშის მთავრად ლევან II-ის ძმისწული
შამადავლე იოსების ძე დანიშნა, რომელმაც ბიძის საპატივცემულოდ ლევანი დაირქვა. ლევან III 1661-
1684 წლებში მართავდა ოდიშს. მეფე ვახტანგმა მას ცოლად შერთო მისი ძმისწული თამარი, რომელიც
მოგვიანებით დიდი ცილობის საგანი გახდა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა შორის.
ვამიყ დადიანმა სვანეთს შეაფარ თავი, რომელივ მეფე ვახტანგის მომხრემ, ლეჩხუმის მფლობლმა
ხოსია ლაშხიშვილმა დაკვეთით მოაკლევინა. მეფე ვახტანგს ეახლა აფხაზეთის მთავარი შარვაშიძეც და
მორჩილება გამოუცხადა მას. 1661 წელს მეფე ვახტანგმა იმერეთის მეფედ თავისი შვილი არჩილი
გამოაცხადა, ხოლო იმერეთის ყოფილი მეფე, უსინათლო ბაგრატ IV ვახტანგმა ქართლში წაიყვანა, სადაც
იგი ფაქტიურად საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა. ეს მიუღებელი გახდა ირანისა და ოსმალეთისათვის.
1639 წლის ზავით დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ეკუთვნოდა. სულთანმა ვახტანგის მოქმედება
თავის შინაურ საქმეებში ჩარევად მიიჩნია და ირანი აიძულა, 1663 წელს, არჩილ ვახტანგის ძე ქართლში
წაეყვანა. იმერეთში ისევ გამეფდა ბაგრატ IV.
ამ ამბების შემდეგ არჩილი კიდევ ოთხჯერ გამეფდა იმერეთში: 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და
1698 წლებში. თუმც ტახტის შენარჩუნება ვერ შეძლო მან. ის დახმარებას სთხოვდა რუსეთის სამეფო კარს,
1682-1688 წლებში რუსეთშიც კი იმყოფებოდა, მაგრამ რეალური დახმარება მან ვერ მიიღო. 1699 წელს
არჩილი გადასახლდა რუსეთში, სადაც ის გარდაცვალებამდე, 1713 წლამდე ცხოვრობდა. მას მოსკოვის
გარეუბანში, სოფელ ვსესვიატსკოეში მამულები უბოძეს და დაასახლეს.
XVII საუკუნის ბოლოს დასავლეთ საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა.
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში. სამცხე საათაბაგოს უდიდესი ნაწილი ოსმალებს ჰქონდათ
დაპყრობილი, მაგრამ ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ კვლავ გრძელდებოდა. ათაბაგი მანუჩარ II
ცდილობდა ოსმალეთსა და ირანს შორის არსებული წინააღმდეგობები გამოეყენებინა და ირანის
დახმარებით ოსმალეთი განედევნა. ამ მიზნით, დაახლოებით 1605 წელს, მანუჩარი ირანში იმყოფებოდა
აბას I-თან. აბას I-საც აწყობდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების ხელში ჩაგდება და ის
დახმარებას ჰპირდებოდა მანუჩარს. თუმც, სინამდლილეში, შაჰს სამცხის სრული დაპყრობა ჰქონდა
განზრახული.
ისქანდერ მუნშის ცნობით მანუჩარი და მისი მეუღლე ელენე ცდილობდნენ რათა ოსმალებს
გაეუქმებინათ ჩილდირის საფაშო და აღედგინათ სამცხე საათაბაგო, რომელიც მათი ძისათვის გადაეცათ
ათაბაგის ტიტულით და სამაგიეროდ ხარკის გადახდას კისრულობდნენ ისე, როგორც საქართველოს სხვა
კუთხეები, მაგრამ სულთანმა უარი განაცხადა.
მანუჩარ II-ის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა მისი
მეუღლე, სვიმონ I-ის ასული ელენე. ელენემაც დახმარებისათვის ირანს მიმართა. 1607 წელს ელენემ
ქართლის სამეფოს ჯარის დახმარებით მოახერხა ახალციხის აღება. ოსმალთა სარდალი იუსუფ ფაშა 150
ოსმალთა მეომრით ტყვედ ჩავარდა. ამ ბრძოლაში ყიზილბაშთა რაზმიც მონაწილეობდა. ახალციხის
დაკავების შემდეგ შაჰ აბას I-მა ათაბაგად მანუჩარის ვაჟი 16 წლის მანუჩარ III ცნო. შაჰს სურდა სამცხის
მოსახლეობის გულის მოგება. 1608 წელს ოსმალებმა ჯელალ ფაშას მეთაურობით ახალციხე ისევ უკან
დაიბრუნეს.
1603-1612 წლებში შაჰ აბასმა ვერ შეძლო სამცხის დაკავება. 1612 წლის 20 ნოემბერს სტაბულში
ირანსა და ოსმალეთს შორის გაფორმებული ზავით აღმოსავლეთ მესხეთი (ახალციხითურთ) ოსმალეთს
ერგო. მაგრამ, არც ამის შემდეგ შეტყვეტილა ბრძოლა მათ შორის. 1618 წელს ოსმალებმა ირანელთა
წინააღმდეგ ბრძოლები განაახლა. ოსმალები გეგმავდნენ შეჭრილიყვნენ სამხრეთ აზერბაიჯანში და
აეღოთ ქალაქი არდებილი. შემდეგ უნდა ელაშქრათ ქართლში აერღოთ თბილისი და თეიმურაზ I
გაემეფებინათ, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს. 1618 წელს აზერბაიჯანში, სერაფის ველზე ოსმალეთსა და
ირანს შორის გაფორმდა ზავი, რომელიც 1613 წლის 20 ნოემბრის ზავის პირობების აღდგენას
ადასტურებდა. 1618 წლის ზავმა, მართალია უშუალოდ საომარი ვითარებები შეაჩერა, მაგრამ
დიპლომატიური დაპირისპირება მაინც გრძელდებოდა. 1619 წელს შაჰის ელჩი ჩავიდა სტამბულში და

270
დაიწყო საზავო მელაპარაკება. ამ მოლაპარაკების დროს დიდ ყურადრებას უთმობდა ოსმალეთი სამცხის
კუთვნილების საკითხს. 1619 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის მორიგი ზავი გაფორმდა, რომლის
თანახმადაც აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მთელი სამცხე-
საათაბაგო ერგო ოსმალეთს.
1623 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული ზავი ისევ დაირღვა და ირანის ჯარებმა აიღო
ბაღდადი, ხოლო 1624 წელს კი ახალციხე. ამჯერად შაჰმა ხელისუფლება მანუჩარს აღარ ჩააბარა, მან აქ
თავისი მოხელე სელიმ-ხან შამსედინლუ დანიშნა, რომელიც სამცხის გაყიზილბაშებას შეუდგა. ცხადი
გახდა, რომ ირანისა და ოსმალეთის ზრახვები სამცხესთან დაკავშირებით არაფრით განსხვავდებოდა
ერთმანეთისაგან.
1625 წლის მარაბდის ბრძოლაში მანუჩარ III ათაბაგმა მიიღო მონაწილეობა და იგი ირანელთა
წინააღმდეგ იბრძოდა. მარაბდის ბრძოლისა და ქსნის ხეობაში ყიზილბაშთა განადგურების შემდეგ
გიორგი სააკაძე სამცხეში გადავიდა. 1625 წელს ასპინძასთან მან დაამარცხა ირანელები, აიღო აწყურისა
და ხერთვისის ციხეები. ამის შემდეგ ახალციხე თავისით დატოვეს ირანელებმა. გიორგი სააკაძემ
დახმარება სთხოვა სულთანს. სულთანიც დაპირდა დახმარებას, მაგრამ რეალურად არაფერი გააკეთა.
სულთანს აწყობდა, რომ ირანელებს ჯარის ნაწილი საქართველოში გამოეგზავნათ, რითაც
შემცირდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი ირანელების ძალა. გიორგიმ სამცხე მალე დატოვა და
ქართლში დაბრუნდა. მანუჩარ III იძულებული გახდა სულთანს ხლებოდა და მორჩილება
გამოეცხადებინა. სულთანმაც მანუჩარი ქრისტიანად დაამტკიცა ათაბაგად. უკან გამობრუნებული
მანუჩარ III გზაში მისმა ბიძამ ბექა(საფარ ფასამ) მოაწამლინა. 1628 წელს მანუჩარ III-ის მკვლელი საფარ
ფაშა სულთანმა ჩილდირის საფაშოს გამგებლად დანიშნა.
1627 წელს ირანმა ახალციხე ისევ აიღო და სამცხე-საათაბაგოდან განდევნა ოსმალები. ამის
შემდეგ შაჰმა სულთანს 1555 წლის ამასიის ზავის პირობების აღდგენა შესთავაზა, მაგრამ ოსმალები
სამცხე-საათაბაგოს დაკარგვას ან, ვინმესთან გაყოფას არ აპირებდნენ.
1629 წელს შაჰ აბას I გარდაიცვალა და ირანში გარკვეული არეულობა დაიწყო. ამით ისარგებლეს
ოსმალებმა და 1630 წლიდან ირანელთა წინააღმდეგ ომში უპირატესობა მოიპოვეს. 1635 წელს სულთანმა
დიდი ჯარები გააგზავნა, რათა ერაყიდან და სამხრეთ კავკასიიდან ირანელები საბოლოოდ განედევნა. ეს
წელი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა ოსმალებისათვის. მათ აიღეს ერევანი, ანისი, თავრიზი,
ახალციხე და სამცხე-საათაბაგოს სხვა რამოდენომე ციხე. თავის მხრივ, ოსმალთა წინააღმდეგ,
ირანელებმაც მოაწყო საპასუხო ლაშქრობა და 1635 წელსვე აიღეს ერევანი, ხოლო 1636 წელს შაჰის
ბრძანებით როსტომ ხანმა ლაშქრობა მოაწყო ახალციხეზე, მაგრამ მან მარცხი განიცადა. ოსმალებმა 1638
წელს აირეს ბაღდადი და ომიც დასასრულს მიუახლოვდა.
1639 წლის 17 მაისს სოფელ ზოჰაბში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად
მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალებს დარჩათ. მოსახლეობის ნაწილი სამცხეს ტოვებდა. ნაწილი
იძულებული გახდა გამაჰმადიანებულიყო. გარკვეულმა ნაწილმა კი შეძლო მართლადიდებლობის
შენარჩუნება. ამ დროიდან იწყება კათოლიკობის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში. ეს იმით იყო
განპირობებული, რომ ოსმალები კათოლიკებს ნაკლებად ავიწროებდნენ. საქართველოს სხვა
ტერიტორიების მიმართ ძალაში დარჩა მათ შორის 1612, 1618 და 1619 წლებში გაფორმებული ზავების
პირობები.

271
$9 დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები და
სამცხე-საათაბაგო XVIII საუკუნეში

დასავლეთ საქართველო XVIII საუკუნეში. XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში


საკმაოდ მძიმე საშინაო და საგარეო ვითარება იყო. დასავლეთ საქართველოს დიფერენციაციის პროცესი
შორს იყო წასული. იმერეთის მეფეს არ ემორჩილებოდა ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის მთავრები.
უფრო მეტიც მეფეს თვით იმერელი თავადებიც განუდგნენ, რომელთა შორის გამოირჩეოდა რაჭის
ერისთავი და აბაშიძე. ეს ოსმალთა წისქვილზე ასხამდა წყალს და აქტიურად ერეოდა დასავლეთ
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქმე იქმდეც კი მივიდა, რომ იმერეთის მეფეს, ოდიშის,
გურიისა და აფხაზეთის მთავრებს სულთანი ამტკიცებდა.
მიუხედავად ამისა ოსმალთა გარნიზონი XVIII საუკუნის დასაწყისში მხოლოდ ქუთაისსა და
სოხუმის ციხებში იყო ჩაყენებული. ქართველთა შეთანხმებული პოლიტიკის შემთხვევაში ოსმალებს
ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ აქ ფეხის მოკიდება, მაგრამ სამწუხაროდ საერთო ენის გამონახვა და
პირადი ამბიციების დაძლევა ვერ მოხერხდა.
XVIII საუკუნე იმით დაიწყო, რომ 1701 წელს გიორგი აბაშიძემ და გიორგი ლიპარტიანმა მოკლეს
იმერეთის მეფე სიმონი და მის მაგივრად გაამეფეს მამია III გურიელი. თუმც, 1702 წელს იგი გადადგა და
გურიაში დაბრუნდა. ამის შემდეგ იმერეთს განაგებდა გიორგი აბაშიძე, ხოლო გიორგი ლიპარტიანმა
გიორგი აბაშიძის დახმარებით დაამარცხა აფხაზთა მთავარი და აფხაზეთი დაიმორჩილა. გიორგი
აბაშიძემ, დადიანმა, გურიელმა და აფხაზთა მთავარმა ახალციხის ფაშას ხარკის გადახდა შეუწყვიტა,
რომელმაც სულთანი ჩააყენა ამის შესახებ საქმის ყურში.
ამის საპასუხოდ, 1703 წელს ოსმალთა სულთნის ბრძანებით დიდი ჯარი შეიჭრა დასავლეთ
საქართველოში მის საბოლოო დასამორჩილებლად. ამ ჯარს არზრუმის ფაშა მეთაურობდა. ოსმალებმა
თითქმის მთლიანად დაიკავეს გურია, იმერეთი, სამეგრელო. ხელფასის გადაუხდელობის გამო,
ოსმალთA ჯარი აჯანყდა, რასაც სულთნის კარზე გადატრიალება მოხდა. სულთანი გახდა აჰმედ III,
ხოლო აჯანყებულებმა დიდვეზირად დასვეს გურჯი ახმედ ფაშა. სწორედ ამის გამო ოსმალთა ჯარმა
საომარი მოქმედებები შეწყვიტა და დასავლეთ საქართველო დატოვა. მართალია, დასავლეთ საქართველო
გადაურჩა სრულ დაპყრობას, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთული იყო. ომის შედეგად აოხრდა ქვეყანა.
სასტიკი შინაომები მიმდინარეობდა იმერეთის ტახტის დასაკავებლადაც. ოსმალებმა გიორგი აბაშიძეს
იმერეთის მოკლული მეფის სიმონის ძმა გიორგი VI ალექსანდრეს ძე აშვილებინეს და ის უკანასკნელი
იმერეთის მეფედ გამოაცხადეს. გიორგი მეექვსეს შესახებ მემატიანე წერს, რომ იგი იყო ,,ცუნდრუკი,
მომხვეჭელი, ანგაარი, ვერცხლის მოყვარე‖. სწორედ ამიტომაც ფეოდერთი აწილი მას დაუპირისპირდა
და 1711 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდო. იმერეთის მეფედ მამია III გურიელი გამოაცხადეს ისევ. გიორგი
VI დახმარება აღმოუჩინა წერეთლებმა, აგიაშვილებმა და რაჭის ერისთავმა. გიორგი VI ჯერ ქართლში
გადავიდა და ვახტანგ VI შეხვდა, ხოლო შემდეგ ვახტანგის შუამდგომლობით ახალციხის ფაშასთან
ჩავიდა. ამ უკანასკნელმა 1712 წელს გიორგი VI ჯარი გამოაყოლა, რომლის მეშვეობითაც იგი იმერეთის
მეფე გახდა ისევ. 1713 წელს მამია III გურიელმა ისევ წაართვა ტახტი გიორგი VI, მაგრამ 1714 წელს ისევ
გიორგი VI გახდა იმერეთის მეფე. 1717-1719 წლებში იმერეთის მეფე გახლდათ გიორგი IV გურიელი. 1720
წელს აბაშიძეებმა მოკლეს გიორგი VI. ამ უკანასკნელის ძე ალექსანდრე ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის
კარზე იმყოფებოდა, რომელიც ახალციხის ფაშას და ვახტანგი VI-ის წყალობით 1721 წელს იმერეთის მეფე
გახდა. 1722 წელს გარდაიცვალა გიორგი აბაშიძეც.
ალექსანდრე V (1721-1752 წწ.) იმერეთში გამეფებისთანავე ოსმალებმა დაიკავეს შავი ზღვის
მთელი აღმოსავლეთ სანაპირო. თურქეთის გარნიზორები იდგა: ბათუმში, ციხისძირში, ქობულეთში,
გრიგოლეთში, ფოთში, სოხუმში და სხვ. ამრიგად დასავლეთ საქართველოს მოესპო ზღვაზე გასასვლელი.
ქვეყნის შიდა რაიონებში ოსმალებს ეკავათ: ქუთაისი (500 იანიჩარითა და აარტილერიით), ბაღდადის (100
იანიჩარითა და აარტილერიით), შორაპნის ციხეები. ალექსანდრე V-ემ შეეცადა მოკავშირე მოეძებნა
ოსმალთა წინააღმდეგ და მან ამ მიზნით 1722 წელს თავისი ელჩი გაგზავნა რუსეთში, მაგრამ ამაოდ. ამას

272
ემატებოდა ურჩი ფეოდალების მიერ მეფის კუთვნილი ტერიტორიების ხელში ჩაგდების
განუსაზღვრელი შემთხვევები.
1723 წელს საქართველოში იწყება ,,ოსმალობა‖. ამიერიდან ქართულ სამეფო-სამთავროებს
ფაქტიურად ახალციხის ფაშა განაგებდა. სულთნის დიდი სურვილის მიუხედავად ოსმალებმა დასავლეთ
საქართველოს სრული დამორჩილება მაინც ვერ შეძლეს. უფრო მეტეც 1725 წელს რაჭის ერისთავმა, ბეჟან
დადიანმა და ზურაბ აბაშიძემ ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყების მომზადება დაიწყეს. მართალია იგი
უშედეგოდ დამთავრდა მაგრამ ესეც კი ატყობინებდა სულთანს, რომ იგი დასავლეთ საქართველოს
სრულიად დაპყრობას ვერ შეძლებდა. 1728 წელს ოსმალებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ანტიოსმალური
ბრძოლების მედროშე ბაჟAნ დადიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფოს გამგებლობის
სადავეები მთლიანად გადავიდა ალექსანდრე V-ის ხელში, რომელმაც გააძლიერა ცენტრალური
ხელისუფლება. ის დაუმოყვრდა მამია IV გურიელს, შემოიმტკიცა წერეთლებისა და აგიაშვილების
საგვარეულოები.
1730 წელს ოსმალებმადალაშქრეს აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მდებარე მთიელი ტომები.
ამ ლაშქრობაში ალექსანდრე V-ემ ოსმალთა მხარე დაიჭირა და გადაიკიდა ოდიშისა და აფხაზეთის
მთავრები. ოსმალებმა დაარბიეს ოდიში და ილორის ცნობილი ეკლესია გადაწვეს. აქედან ისინი
აფხაზეთში შეიჭრნენ, რომლის შემდეგაც ოსმალებმა ჯიქეთისაკენ აირეს გეზი. ალექსანდრე V მიხვდა,
რომ დიდი ჩეცდომა ჩაიდინა ოსმალების მხარე, რომ დაიჭირა და მათ გზიდან გამოეპარა, ამას დაერთო
აფხაზეთში მოწყობილი ანტიოსმალური აჯანყება და ოსმალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ
საქართველო.
ოსმალების მხარეზე ბრძოლა ალექსანდრე V ქართველებმა არ აპატიეს და დიდი შეთქმულება
მოუწყვეს. ოტია დადიანმა, მისმა ძმა კაცომ, რაჭის ერისთავმა, ზურაბ და ლევან აბაშიძეებმა, მამია IV
გურიელმა, ერისთავმა გედევანმა, მერაბ წულუკიძემ და სხვამ 1732 წელს ალექსანდრე V ჩიხორთან დიდი
ბრძოლა მოუწყვეს, მაგრამ თვითონვე დამარცდნენ. ალექსანდრემ ოტია დადიანი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ
ახალციხის ფაშას მოთხოვნით გაანთავისუფლა. იმერეთის მეფემ ტახტის პრეტენდენტს მამუკა
ბატონიშვილს საჭილაო და სამიქელაო გადასცა, რომელმაც ჩიჯავაძის ტერიტორიებიც მიიტაცა და
ალექსანდრეს აღარ დაემორჩილა.
1735 წელს აღმოსავლეთსაქართველოში ,,ოსმალობა‖ ,,ყიზილბაშობამ‖ შეცვალა. ალექსანდრე V არ
დაემორჩილა ირანს და უფრო მეტიც 1737 წელს შაჰისაგან დევნილი შანშე ქსნის ერისთავი შეიფარა. მეფემ
შანშესთან ერთად რუსეთში საკუთარი ელჩიც გაგზავნა, რომლებიც მხოლოდ 1740 წელს დაბრუნდნენ
უკან. ამ ელჩობამ ალექსანდრეს არაფერი მოუტანა.
1741 წელს დადიანმა, ზურაბ აბაშიძემ, რაჭის ერისთავმა და აფხაზთა მთავარმა ახაციხის ფაშას
დახმარებით ალექსანდრე V გადააყენეს და იმერეთში გაამეფეს მისი ძმა გიორგი. ალექსანდრე ქართლში
გადავიდა, საიდანაც იგი დაუკავშირდა ნადირ შაჰს, რომელმაც მას შუამდგომლოა გაუწია ახალციხის
ფაშასთან და ამ გზით ხელისუფლება ისევ უკან დაიბრუნა.
ამის შემდეგ ალექსანდრ V მამუკა ბატონიშვილი ეცილებოდა მეფობაში. 1746 წელს მამუკამ კიდევ
ერთხელ მოახერხა იმერეთის ტახტის დასაკუთრება, მაგრამ 1749 წელს ალექსანდრემ ახალციხის ფაშას
დახმარებით მოახერხა მეფობის დაბრუნება. 1752 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა
მისი ძე სოლომონ I.
სოლომონ I (1752-1784 წწ.). გამეფებისთანავე სოლომონმა აკრძალა ,,ტყვეთა სყიდვა‖, რომლის
გამო და ტახტის მისაკუთრებისათვისაც მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისივე ბიძები _ მამუკა და
გიორგი, საკუთარი ბაბუა ლევან აბაშიძე, მამია IV გურიელი, რაჭის ერისთავი როსტომი და დედაც კი.
მათ მოახერხეს სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება. სოლომონ I-მა ახალციხის ფაშას დახმარებით მალევე
დაიბრუნა ტახტი და თავის ირგვლივ შემოიკრიბა წვრილი თავადები და აზნაურები. მეფე სოლომონმა
დასაჯა აჯაყების მონაწილენი. მან გურია დალაშქრა და მამია IV-ის ნაცვლად მისი ძმა გიორგი გაამთავრა
აქ. მართალია ამის შემდეგ მამია IV გურიის მთავრობა ისევ დაიბრუნა, მაგრამ იგი მეფის მორჩილი გახდა.
მეფემ ასევე შეავიწროვა აბაშიძეები. სოლომონმა იქორწინა კაცია II დადიანის და მარიამზე და ამით

273
ოდიშის სამთავროს ერთგულება მოიპოვა. ამ ეტაპისათვის დაუსჯელი დარჩა რაჭის ერისთავი როსტომი,
რომელიც ისე გაკადნიედა, რომ რაჭის გარდა იმერეთის სოფლებიც კი მიიტაცა.
სოლომონ მეფე კარგი პოლიტიკოსი გახლდათ. 1757 წელს როდესაც ქართლს ლეკები
შემოესივნენ, სოლომონ I-მა თავისი ჯარი დაახმარა თეიმურაზ II. გარდა ამისა სოლომონი იყენებდა
იმერეთის სამეფოში ფეოდალთა შორის არსებულ დაპირისპირებას და თავის მომხრეებს წერეთლებს,
აგიაშვილებს, იაშვილებს, ლორთქიფანიძეებს, მაჭავარიანებს წულუკიძეებს და სხვებს აწინაურებდა. მან
გლეხთა დიდი ნაწილი გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან. მანვე დაადგინა გადასახადების
ზუსტი ზომები.
სოლომონი კარგად ხედავდა, რომ მანამ ვერ შეძლებდა იგი იმერეთის სამეფოს საშინაო
საკითხების დაწყნარებას და ვერ მოსპობდა ტყვეთა სყიდვას, მანამ სანამ იმერეთის მთავარ ციხეებსა და
ტერიტორიაზე იქნებოდა ოსმალთა ჯარები ჩაყენებულნი. ბოროტების სათავე სწორედ მათგან მოდიოდა.
მეფემ სწორედ მათი ქვეყნიდან განდევნა დაისახა მთავარ მიზნად. იმავე 1757 წელს, ოსმალთა ქვეყნიდან
განდევნი მიზნით, სოლომონი საიდუმლოდ შეუდგა ჯარების მობილიზებას და მან დახმარება სთხოვა
ოდიშისა და გურიის მთავრებს კაცია II დადიანსა და მამია IV გურიელს. ამ საიდუმლო სამზადისის
შესახებ გაიგეს როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ, რომლებმაც მეფის გეგმები ხრესილის
ველზე დაბანაკებულ ოსმალებს მოახსენეს. 1757 წელს სოლომონ I-ის დასამორჩილებლად იმერეთში
ოსმალთა დიდი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ჯარის ძირითადმა ნაწილმა ხრესილის ველს მიაშურა.
ბრძოლის დაწყების წინ სოლომონმა ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები,
რათა ოსმალებს დახმარება არ მიეღოთ. 1757 წლის 14 დეკემბერს ქართველები შეტევაზე გადავიდნენ.
ოსმალთა რიგებში ლევან აბაშიძე (სოლომონის ბაბუა) და როსტომ რაჭის ერისთავი იმყოფებოდნენ. მეფე
სოლომონმა გლეხთა თითო კომლიდან თითო მეომარი გამოიყვანა. მას დახმარება აღმოუჩინა იმერეთის
თავდთა და აზნაურთა ნაწილმა და ოდიშისა და გურიელის ჯარებმა. ოდიშის ჯარების რიგებში
იმყოფებოდნენ სამურზაყანოელებიც. ხრესილის ველზე გამართულ ბრძოლაში სოლომონმა ხმლით
განგმირა ოსმალთა ჯარის მხედარმთავარი, რომლის ადგილი ლევან აბაშიძემ დაიჭირა. ძალიან მალე
ოსმალთა რიგებში დაიწყო არეულობა. ლევან აბაშიძე ბრძოლაში დაიღუპა. ოსმალთა ჯარი გაიქცა და
გამარჯვება სოლომონს დარჩა. ამ გამარჯვებას იმერეთის სამეფოს წინსვლისათვის დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა. სულთნის ბრძანებით, ამ ბრძოლაში დამარცხების გამო, ახალციხის ფაშა ჰაჯი-აჰმედი დაახრჩვეს
და მის ადგილას დანიშნეს ჰაჯი-აჰმედის ბიძაშვილი ჰასანი.
1758 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II, კახეთის მეფე ერეკლე II-მ, და იმერეთის მეფე სოლომონ
I-მა დადეს ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ. იმავე 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ
დალაშქრა იმერეთი. მართალია მან დიდი ზიანი მიაყენა მას, მაგრამ საბოლოოდ იქ ფეხის მოკიდება ვერ
შეძლო.
1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ I-მა საგანგებო საეკლესიო კრება მოიწვია. მას ესწრებოდნენ
საერო ფეოდალები. მათ შორის იყო დადიანი და გურიელი. ამ კრების თანახმად აღდგენილ იქნა
ქუთაისის კათედრადა მას გადაეცა საქუთათლოს ყმა-მაული. ეკლესია განთავისუფლებული იქნა ყველა
სახელმწიფო გადასახადისაგან. კრება გაგრძელდა მომდევნო დღეს, 5 დეკემბერსაც. კრების
გადაწყვეტილებით ,,ტყვეთა სყიდვაში‖ მონაწილე პირები ეკლესიამ შეაჩვენა, ხოლო მეფე კი მას
სიკვდილის დაისჯით ემუქრებოდა. კრების დადგენილებაში საუბარია, რომ ,,...ახალციხის ფაშამ ასეთი
საშინელი და საზარელი სიტყვა შემოგვითვალა... ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო. ახლა ამაზედ ასე
ერთპირობით დაგვიმტკიცებია ღვთის შუამდგომლობით, რომ სანამდის სული გვედგას, ეს საქმე ჩუჱნგან
არ იქნეს, არც მაშინ ერთმანეთს /ვ/უსუსტოთ, კიდეც ერთმანეთს მი/ვ/უდგეთ, კიდეც მეფე სოლომონის
მორჩილი და ბრძანების აღმასრულებელი ვიქნეთ... ამ საქმეზედ ჩვენი თავი არ დავიშუროთ‖.
1760 წელს ახალციხის ფაშამ უბრძანა მეფეს, რათა იმერეთის სამეფოში ისევ აღმდგარიყო ,,ტყვეთა
სყიდვა‖, მაგრამ სოლომონმა ამაზე უარი განაცხადა. სოლომონ I განუდგაა მისი ბიძაშვილი თეიმურაზ
მამუკას ძე, რომელსაც იმერეთის მეფობა სურდა. მოღალატე თეიმურაზმა ოსმალებთან გამართა
მოლაპარაკება. თუკი ოსმალები მას იმერეთში გაამეფებდნენ თეიმურაზი სულთანს აღუთქვმა იმერეთში
,,ტყვეთა სყიდვის‖აღდგენას. სწორედ ამის შემდეგ, ოსმალებმა იმერეთის სამეფოში გაახშირეს

274
ლაშქრობები. 1760 წელს ოსმალთა 20 000 ჯარი შემოიჭრა იმერეთში, მაგრამ სოლომონმა დაამარცხა
ისინი. სამი წლის შემდეგ ოსმალთა 13 000 ჯარმა ერზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით დალაშქრა
იმერეთი, მაგრამ ისევ დამარცხდა ისინი. ოსმალთა ამ დამარცხებას ახალციხის ფაშას გადაყენება მოჰყვა.
იმავე, 1763 წლის ოქტომბერში ოსმალებმა კიდევ ერთი ლაშქრობა მოაწყვეს იმერეთში, რომელსაც
სათავეში ედგნენ სერასკირ სარი-აბდულა რიმან ფაშა და ახალციხის ვალი ვეზირ ჰასან ფაშა, ტუმც
სოლომონმა მჯერადაც შეძლო მათი დამარცხება. ამის შემდეგ ოსმალებმა აღმოსავლეთიდან შეეცადნენ
მოეწყოთ თავდასხმა იმერეთის სამეფოზე, მაგრამ ერეკლე II არ მისცა მათ ამის საშუალება. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ერეკლე II მანდეც ეხმარებოდა მეფე სოლომონს ოსმალების წინააღმდეგ ომში.
განრიცხებულმა სულთანმა 1764 წელს იმერეთის სამეფოში გამოგზავნა მრავალათასიანი ჯარი,
რომლებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას ახალციხისა და ერზრუმის გარდა კიდევ 6 საფაშოს
კოალიციური ჯარები, ერთი ვერსიით ამ ჯარების რაოდენობა 100 000 აღწევდა. მათ თან ახლდათ
სოლომონის ბიძაშვილი მოღალატე თეიმურაზი, რომელსაც იმერეთის მეფობა სურდა და გამოირჩეოდა
თავისი პროოსმალური პოზიციით. ამ ლაშქრობის წინ ოსმალებმა ერეკლე II სოლომზე აღმოჩენილი
დახმარებების გამო მუქარა შეუთვალეს. ისინი გეგმავდნენ ერეკლე გამოეთიშათ და მას დახმარება არ
გაეწია იმერეთის ჯარისათვის, მაგრამ ერეკლემ იუარა სოლომონისათვის წარსულში დახმარების
აღმოჩენის შესახებ და თავის ელჩს მუქარით სავსე პასუხი დააბარა. როგორც ჩანს ამის შემდეგ ოსმალები
ქართლ-კახეთზე ლაშქრობასაც აპირებდნენ, რომ საქმეში არ ჩარეულიყო რუსეთის ელჩი
კონსტანტინეპოლში. რუსეთის კატეგორიული მოთხოვნით ოსმალებმა ქართლ-კახეთის დალაშქვრაზე
ხელი აიღეს.
1765 წელს ოსმალთა მრავალათასიანმა კარმა აიღო გურია. მათ გადააყენეს მამია გურიელი და
მთავრად დასვეს მისი ძმა გიორგი V. ამის შემდეგ ოსმალები ოდიშის ტერიტოეიაზე შევისნენ და
აიძულერს დადიანი გამოსაზამთრებლად საკმარისი სურსათი მიეცა მათთვის. 1766 წელს ოსმალები
იმერეთის სამეფოში შეიჭრნენ. მათი მხარე დაიჭირეს მოღალატე თავად-აზნაურებმა. ოსმალებმა
დაიჭირეს ქვემო იმერეთი და ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღეს სვერის ციხე. იმავე წელსვე ოსმალებმა
ქუთაისში მეფედ დასვეს სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი. სოლომონ I მოდინახეს ციხეს შეაფარა
თავი და მისი შეპყრობა ოსმალებმა ვერ შეძლეს. იმავე 1766 წელს ოსმალებმა იმერეთი დატოვეს და
თეიმურაზსს 4 000 ჯარი დაუტოვეს. როგორც კი ოსმალებმა ქვეყანა დატოვეს, სოლომონმა დაიბრუნა
მეფობა. თიმურაზი გაიქცა. ოსმალებს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობები ძვირად
უჯდებოდა და შედეგი არანაირი არ იყო, ამიტომ სულთანის ინტერესებშიც შედიოდა იმერეთის
მეფესთან ზავის გაფორმებაც, მაგრამ ყოველივე ამას პორტასათვის გარეგნული ბრწყინვალება მაინც
უნდა ჰქონოდა. ოსმალებსა და იმერეთის სამეფოს შორის შუამავლობა ერეკლე II იტვირთა. მან და
სოლომონ I ძმა იოსებმა თავისი ელჩები გაგზავნა სულთანთან. სოლომონ I-ის უკომპრომისო ბრძოლის
შედეგად, 1767 წელს, ოსმალეთმა იმერეთი ცნო არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ სამეფოდ.
თანაც ხელშეკრულებაში საუბარიც კი არ ტყვეთა სყიდვის აღდგენაზე, რაც უდაოდ სოლომონ მეფის
დამსახურება გახლდათ. ამ ზავში აღნიშნული იყო, რომ იმერეთის სამეფო ვალდებული იყო წელიწადში
ერთხელ სულთნისათვის გაეგზავნა 60 ქალი. შესაძლო იყო ეს ქალები არ ყოფილიყვნენ ქართველები,
მაგრამ ამ ვალდებულების გადახდის დრო, რომ დადგა სოლომონმა უარი განაცხადა მის აღსრულებაზე.
1768 წელს სოლომონმა საბოლოოდ დაამარცხა თავისი ბიძაშვილ თეიმურაზი და ციხეში
გამოკეტა იგი. მეფემ როსტომ რაჭის ერისთავიც დაატყვევა და სასტიკად დასაჯა, ერისთავსა და მის ძეებს
თვალები დასთხარა. მისი საერისთაო კი გააუქმა.
1768 წელს სოლომონ I-მა თავისი ელჩი მაქსიმე ქუთათელი გაგზავნა რუსეთში. რუსეთი ამ დროს
ომს აწარმობდა ოსმალეთთან და დაინტერესებული იყო კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ საომარი
მოქმედებებით, რის გამოც საქართველოში გენერალ-მაიორი გოტლიბ-კურტ ჰენრიხ ფონ ტოტლებენის
მეთაურობით ჯარი გამოგზავნეს. 1769 წელს ტოტლებენი უკვე იმერეთში იყო. ქართველებისა და
რუსების ჯარმა შორაპნის ციხე აიღო. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ იმერეთში ოსმალები
შეიჭრენ და მათ დასახვედრად წავიდა. ერეკლე II ტოტლებენს ახალციხეზე ლაშქრობა შესთავაზა.
თავიდან ტოტლებენი დათანხმდა, მაგრამ აწყურის ციხესთან უღალატა მას და ქართლში დაბრუნდა.

275
ტოტლებენის ეს ღალატი რუსეთის საიმპერატორო კართან შეთანხმებული ქმედება გახლდათ. ქართულ
ისტორიოგრაფიაში ეს ქმედება ძირითადად შეფასებულია მაინც, როგორც ტოტლებენის პირადი
ავანტიურა. თუმც, სავსებით სამართლიანად გენერალის ამ ქმედებაში რუსეთის საიმპერატორო კარის
წინასწარ დაგეგმილი და გააზრებული გეგმის სისრულეში მოყვანის მცდელობას ხედავს ისტორიკოსი
პროფესორი ო. ჯიბაშვილი. მისი თქმით ,,კავკასიაში თავის გამოჩენა ტოტლებენისათვის ერთგულების
ტესტის ჩაბარებას უდრიდა, თანაც, რუსეთის გარდა, მას თავშესაფარი არსად გააჩნდა. ასეთ პირობებში
ერთხელ უკვე სახელგატეხილ გრაფს შეუძლებელია რაიმე სარისკო ნაბიჯი გადაედგა და რუსეთის
ინტერესების საზიანოდ, რასაც ხშირად უყენებენ ბრალდებად ისტორიოგრაფიაში, თვითნებურად
დაპირისპირებოდა ოფიციალურ მოკავშირეს. მით უმეტეს, საბრძოლო მოქმედებების დროს ეღალატა
მისთვის.
პირიქით, ტოტლებენი აწყურის ავანტიურაზე იმიტომ წავიდოდა, რომ ერეკლეს გეგმები არ
შეესაბამებოდა რუსეთის მთავარსარდლობის სტრატეგიულ გეგმებს‖. ამ მოსაზრებას, რომ ტოტლებენის
ავანტიურა არა მისი პირადი, არამედ რუსეთის საიმპერატორო კარის შეკვეთა იყო, ადასტურებს
მკვლევარ ვ. მაჭარაძესთან დაცული ტოტლებენის მიერ გაგზავნილი წერილი რუსეთის
იმპერატორისადმი. სადაც საუბარია შემდეგზე: ,,ჩემს მიერ მრავალგზის გამოგზავნილ დეპეშებსა და
რელაციებთან დაკავშირებით არავითარი საპასუხო რეზოლუცია არ მიმიღია და აქედან გამოდინარე
ხუთი თვეა გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფები, მით უფრო, რომ უკვე დადგა ხელსაყრელი დრო
ახალციხისა და თურქეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ. თუ მომარაგებული არ ვიქნები უზენაესი
განკარგულებებითა და მითითებებით, მე ძალა არ შემწევს თავად შევადგინო მომავალი კამპანიისათვის
აუცილებელი გეგმა. ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამი იქნება როცა თქვენს განკარგულებას მივიღებ.
გავბედავ დაგარწმუნოთ, რომ ღვთის ნებით მე მომეცემა საშუალება იგი შევასრულო და ამით თქვენი
წყალობა და ნდობა დავიმსახურო‖. ამის შემდეგ გენერალი ტოტლებენი ეკითხებოდა რუსეთის
საიმპერატორო კარს, თუ როდის გამოუგზავნიდნენ მას 6 000-მდე ჯარისკაცს საქართველოში
დივერსიების მოწყობის, ერეკლე II მეორესა და საქართველოს საბოლოოდ დასამორჩილებლად.
ამრიგად, ერეკლე II-ის მიერ დაგეგმილი ეს ლაშქრობა, ტოტლებენის წყალობით, თავიდანვე
განწირული გახლდათ.
რუსები იმერეთში ხელახლა ასპინძის ბრძოლის შემდეგ გადავიდნენ. სოლომონმა შორაპნის,
ცუცხვათის და ბაღდადის ციხეებიდან განდევნა ოსმალები და ქუთაისიც დაიკავა. მალე ტოტლებენი
რუსეთში გაიწვიეს. ახალმა რუსმა სარდალმაც არ გაითვალისწინა იმერეთის მეფის გაფრთხილება, რომ
ზაფხულში ფოთის აღება არ ივარგებდა (კოლხეთის ჭაობის გამო). ამის არ გათავალისწინებამ უამრავი
ჯარისკაცი ციებ-ცხელებით დააავადა. 1772 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა იმერეთი და საერთოდ
საქართველოც.
1774 წლის 10 ივლისს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული იქნა საზავო ხელშკრულება
(ტრაქტატი), მდინარე დუნაის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში. ამ ზავით
რუსეთის სახელმწიფომ მოიპოვა გასასვლელი შავ ზღვაზე. ხოლო ამ ზავის 23 მუხლი პირდაპირ ეხებოდა
დასავლეთ საქართველოს, რომელშიც ეწერა შემდეგი: ,,საქართველოსა და სამეგრელოში მდებარე
ციხეები: ბაღდადი, ქუთაისი და შორაპანი, რომლებიც რუსეთის იარაღით არიან მოპოვებულნი,
რუსეთისაგან იმათ კუთვნილად იქნება აღიარებული, ვისაც ისინი ძველტაგანვე ეკუთვნოდნენ; თუ ეს
ქალაქები ნამდვილად ძველთაგანვე, ან დიდი ხანია, ბრწყინვალე პორტას ექვემდებარებოდნენ, მის
საკუთრებად იქნებიან ცნობილნი; ამ ტრაქტატის გაცვლისშემდეგ, დათქმულ დროს, რუსეთის ჯარები
გამოვლენ დასახელებული პროვინციებიდან _ საქართველოდან, სამეგრელოდან. ბრწყინვალე პორტა,
თავის მხრივ, ტრაქტატის პირველი არტიკულარის შესაბამისად ვალდებულებას იღებს ყველა იმათი
სრული ამნისტია გამოაცხადოს, რომლებმაც მას ომის მიმდინარეობის დროს ამ მხარეში რაიმე
შეურაცყოფა მიაყენეს. ბრწყინვალე პორტა საზეიმოდ და სამუდამოდ ამბობს უარს ხარკად ჭაბუკებისა და
ქალიშვილების მოთხოვნასა და ყოველგვარსხვა გადასახადებზე: პორტა ვალდებულებას კისრულობს არც
ერთი მათგანი არ ჩათვალოს თავის ქვეშევრდომად, იმათ გარდა, რომლებიც მას ძველთაგანვე
ეკუთვნოდნენ: ქართველებისა და მეგრელების მფლობელობაში მყოფ ყველაციხეს და გამაგრებულ

276
ადგილას და ტოვებს მათ გამგებლობასა და დაცვაში; ასევე არავითარი სახით არ შეავიწროვებს
ქართველთა სარწმუნოებას. მონასტრებსა და ეკლესიებს, არ შეუშლის ხელს ძველი ეკლესია-მონასტრების
შეკეთებას და ახალთა აგებას, ჩილდირის ვალმა და სხვა გამგებლებმა თუ ოფიცრებმა არ შეავიწროვონ
ისინი ისეთი მოთხოვნებით, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი მამულების დაკარგვა. მაგრამ რადგანაც
დასახელებული ხალხები ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომები არიან, ამიტომ რუსეთის იმპერია
შემდეგში მათ საქმეებში სრულიად არ უნდა ჩაერიოს და არც შეავიწროვოს ისინი‖. ამრიგად ქუჩუკ-
კაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში რუსეთი ოფიციალურად იცავდა საქართველოს ინტერესებს.
1776 წელს სოლომონმა გურიელის ჯარების დახმარებით ოდიშის სამთავრო დალაშქრა და
დადიანი დაიმორჩილა. იმავე წელსვე მას ერთგულება გამოუცხადა გიორგი V გურიელმაც. 1778 წელს
სოლომონს აუჯანყდა თავისი შვილი ალექსანდრე. რომელიც ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
1779 წლის ბოლოს ,,შეიყარა სრულიად აფხაზეთი თავისის ბატონებით შერვაშიძეები, ჯიქი,
ალანი და ჩერქეზი, სხვანი კიდევ უცხო ჯარები იყო... ცხენოსანი და ქვეითი.... ჯაბახანით, თოფხანით,
ზარბაზნებით‖ და თავს დაესხა ოდიშსს. კაცია დადინმადახმარება სთხოვა მეფე სოლომონს, რომელმაც
იმერეთისა და გურიისს ჯარებით დახმარება აღმოუჩინა მას. ეს ბრძოლა გაიმართა რუხის ციხესა და
ზუგდიდს შორის. ამიტომაც იგი ისტორიაში შევიდა, როგორც რუხის ბრძოლა. ამ ბრძოლაში
ქართველებმა მტერი დაამარცხეს.
ამის შემდეგ ოსმალებმა შეტევა აჭარა-გურიის მხრიდან დაიწყეს. 1781-1783 წლებში ოსმალებმა
დასავლეთ საქართველოში ახალი ციხეების აგება დაიწყეს. 1784 წელს აჭარის სანჯაყის გამგებელი
აბულბეგ ხიმშიაშვილი სულთნის ბრძანებით გურიაში შეიჭრა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ
გურიელთან თავს აფარებდა სოლომონ მეფის სიძე თავადი თავდგირიძე. ეს უკანასკნელი იმერეთის
მეფეს ეხმარებოდა ქვემო გურიის ოსმალთაგან განთავისუფლებაში. გურიელმა ხიმშიაშვილის ჯარები
დაამარცხეს და სამთავროდან განდევნეს. მეფემ საპასუხო ღონისძიებები გაატარა. ქართველებმა დაიკავეს
ქობულეთის მხარე და ბათუმამდე მივიდნენ. უკან დაბრუნებისას, ციხისძირთან, ქართველები
ჩასაფრებულ მტერს წააწყდნენ და მეფე ძვლივს გადაურჩა ტყვეობას. 1784 წლის 23 აპრილს სოლომონ I
გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას სიხარულით შეხვდნენ ოსმალები. სოლომონ II თქმით მეფე სოლომონ
I გახლდათ ,,დიდ სახელოვანი, ქვეყანასა ჩვენთა უშჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურთ აღმფხვრელი და
ქრისტესთვის მრავალგზის სისხლ დათხეული, იმერთა მეორე აღმაშენებელი‖. ასევე ახასიათებს მას
ერეკლე II ძმა ვახტანგიც. მისი სიტყვით ,,კეთილმსახურებისა ტრფიალ და სიმხნესა შინა ჩინებულ,
სიმდაბლისა მოყვარე და სიტკბოებით მოალერსე მხილველთა თვისთა. ამან დასაჯნა და დაამდაბლნა
სამეფოსა შინა თვისთა წინააღმდეგნი მეშფოთარნი და ქვეყნის ამრევნი გვამნი და ჰყო მშვიდობა
იმერეთსა შინა. სძლია სერასკერსა ხონთქრისასა, აგრეთვე ლეკთა დიდთა მხედრობათა შთასრულსა
იმერეთად. განყარა მუნ მყოფნი თურქნი, აღმოკვეთა კნინღა ორნი დიდი ბოროტმოქმედებანი სრულიად
იმერეთსა შინა, ესე იგი კაცთა კვლა და მპარაობა. გარნა მესამე უბოროტესი ესე იგი ტყვის სყიდვა დროსა
თვისსა სრულიად უჩინო ჰყო‖. ხოლო 1809 წელს დაწერილ ერთ დოკუმენტში იგი დახასიათებულია,
როგორც ,,მეფე დიდი სოლომონ, რომელმან სამეფოჲთ თვისით გასდევნა მრავლით ჟამითგან მკვიდრნი
ბილწნი მახმედიანნი და იწვადა ჴრმალი მისი ძლიერი ზურგთა მათ ზედა და შეღება მიწა საძაგითა
სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვის სყიდვა იმერეთს სამარადისოთ, განანათლა სამეფო თვისი
კეთილად, განაშვენა სამღუდელონი, აღაყუავა ეკლესიანი ყოველნი‖. ჩვენს მეხსიერებაში მეფე სოლომონი
რჩება როგორც უდიდესი პატრიოტი, ღვთისა და სამშობლოსათვის თავგანწირული გმირი. რამდენადმე
სიმბოლურია მისი დაწერილი სიტყვებიცL,,გარჯილ ხმალს, ქრისტიანობისათვის აღლესულს, მოსვენება
არ ჰქონია და ჯერ არ დასძინებია‖.
გმირი მეფე გელათში დაკრძალეს. Gგარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სოლომონ I-მა თავის
მემკვიდრედ ძმისშვილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა. რომელიც ამავე დროს ერეკლე II-ის
შვილისშვილიც იყო. დავითის დედა ელენე ერეკლეს ასული იყო. სოლომონის გარდაცვალების დროს
დავით არჩილის ძე 12 წლის იყო და ბაბუასთან იზრდებოდა. ამით ისარგებლა სოლომონ I-ის
ბიძასშვილმა დავით გიორგის ძემ და იმერეთის სამეფო ტახტი დაიკავა.

277
სამცხე-საათაბაგო XVIII საუკუნეში. სამწუხაროდ, მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში სამცხე
ოსმალთა დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ოსმალებმს საკმაოდ დიდი
საქართველოს მიწები ჰქონდა მიტაცებული, რომელიც შედიოდა 4 ეიალეთის ანუ საბეგლარბეგოს
შემადგენლობაში. ესენი იყო: 1) ჩილდირია, ანუ ახალციხის; 2) ტრაპიზონის; 3) ერზერუმის; 4) ყარსის;
ისინი თავის მხრივ იყოფოდნენ შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: არტაანის, ისპირის, ბასიანის,
შავშეთის, აჭარის, არტანუჯის, ფოცხოვის, ბანას, გონიის, მაჭახელის და სხვ. ოსმალთა ეიალეთებს
ორთუღიანი ან სამთუღიანი ფაშები ედგნენ სათავეში. ზოგიერთ მათგანს ვეზირის ტიტულიც ჰქონდა.
საქართველოში ჩამოყალიბებულ ამ 4 ეიალეთიდან, ანუ საბეგლარბეგოდან პოლიტიკური პირველობა
ერზერუმის ფაშას ხელში იყო. ომების დროს ამ 4 საბეგლარბეგოს ჯარებს სწორედ იგი
მთავარსარდლობდა.
სამხრეთ საქართველოს ძირითადი ნაწილი ახალციხის (ჩილდირის) ფაშას ექვემდებარებოდა. მას
ემორჩილებოდა ჯავახეთისა და კოლის ფაშები და რამდენიმე სანჯაყ-ბეგი. მოგვიანებით,
გამაჰმადიანებული ჯაყელები ათაბაგებად აღარ იწოდებოდნენ, მათ ამ ტიტულით მხოლოდ ქართველები
ისხენიებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი სამხრეთ საქართველოს თავიანთ საგანმგეო
ტერიტორიად თვლიდნენ. ეს კარგად იცოდნენ ოსმალებმაც და მთავარ ციხეებში იანიჩართა რაზმები
ჰყავდათ ჩაყენებულნი. ხშირად ამ ოსმალთა მეციხოვნეებსა და ადგილობრივ ხელისუფალთა შორის
დაპირისპირებაც კი იყო.
ქალაქი ახალციხე ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახლდათ. ახალციხის საფაშოში
მისდევდნენ მიწათმოქმეეებას. აქ მოჰყავდათ ღომი, სიმინდი, ხორბალი, ქერი, ბამბა, თამბაქო, სელი.
საკმაოდ იყო განვითარებული მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მებაღეობა და მებოსტნეობა. სამცხე
გამოირჩეოდა პირუტყვის სიმდიდრით, განსაკუთრებით ცხვრის სიჭარბით. ჯავახეთის საფაშო კი
სამხრეთ საქართველოს პურის ბეღელს წარმოადგენდა. მიწათმოქმედება, მებარეობა, მებოსტნეობა,
მევენახეობა და მესაქონლეობა განვითარებული იყო აჭარაში, ერუშეთში, შავშეთში, ლივანის ხეობაში,
ჭანეთში და სხვაგან.
სამცხეში განვითარებული იყო ხელოსნობა და შინამრეწველობა. აქ ხდებოდა ლითონის მოპოვება
და მისი პრიმიტიული წესით დამუშავება. აჭარასა და ჭანეთში საკმაოდ განვითარებული იყო ხუროობა
და აქაური მოხელეები საქართველოს სხვადასხვა მხარეეებში მიჰყავდათ სამუშაოდ. ჭანეთში
განვითარებული იყო გემთშენებლობაც. ახალციხის საფაშოში განვითარებული იყო ფეიქრობა. ისინი
ამზადებდნენ აბრეშუმის, ბამბისა და შალის ქსოვილებს. ამ მხარის ეკონომიკურ განვითარებს ხელს
უწყობდა აქ გამავალი სავაჭრო გზებიც, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობდა აქ არსებული ქალაქების
(რიზე, ხოფა, ათინა, კოლა, ქედა და სხვ.) დაწინაურებას. აქვე უნდა ითქვას, რომ მთელ XVIII საუკუნეში
სამხრეთ საქართველოში ვაჭრობის განვითარებას აფერხებდა, დამოუკიდებლობის დაკარგვა და
ოსმალთა დაქვემდებარებაში ყოფნა.

$10 ქართლისა და კახეთის სამეფოები


XVIII საუკუნის პირველ ნახევარში

ქართლი ვახტანგის ჯანიშინობის დროს. 1703 წელს ქართლის ჯანიშინად (მმართველად)


დანიშნულმა ვახტანგმა თავიდანვე ენერგიული ღონისძიებები გაატარა სამეფო ხელისუფლების
განმტკიცების მიზნით. მან გადააყენა ერეკლე I-ის მიერ დანიშნული მოხელეები და მისი ერთგულები
დანიშნა. ვახტანგს სჭირდებოდა ეკლესიის მხრიდან მხარდაჭერა 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო
კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მისი ძმა დომენტი.
სამეფო ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შეიქმნა ,,მცველთა ჯარი‖, რომელიც
თავადიშვილების, აზნაურებისა და მსახურებისაგან კომპლექტდებოდა. ისინი სახელმწიფოსაგან

278
ღებულობდნენ ხელფასს. ,,მცველთა ჯარი‖, ძირითადად, თავადების ურჩობის აღსაკვეთად იყო
შექმნილი.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ვახტანგმა საკანონმდებლო სფეროში. მისი ბრძანებით
შეიქმნა ,,დასტურლამალი‖. მასში დადგენილი იყო მოხელეების უფლება-მოვალეობანი,
მიწათმფლობელობის ფორმები, გადასახადების რაოდენობა და სხვა მრავალი პრაქტიკული საკითხი.
ვახტანგის ბრძანებითვე შეკრიბეს ძველი ქართული და უცხოური სამართლის წიგნები. თვითონ
ვახტანგმა შეადგინა კანონთა კრებული _ ,,სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა‖, რომელიც მთელ
საქართველოში მოქმედებდა.
1709 წელს ავღანეთში დაიღუპა ვახტანგის ბიძა, ქართლის მეფე გიორგი XI. იგი წარმატებით
იბრძოდა აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ. გიორგი XI თან ახლდა 2 000 ქართველი. ავღანელთა
ბელადმა მირ ვეისმა გიორგის დანათესავება შესთავაზა და ნადიმზე მიიპატიჟა. გიორგი ენდო და მივიდა
მცირე რაზმით. ავღანელებმა გიორგი XI ღალატით მოკლეს და მას უპოვნეს მკერდზე ჩამოკიდებული
ჯვარი, რომელიც შაჰს გაუგზავნეს იმის დასტურად, თუ როგორი ,,ერთგული‖ იყო გიორგი XI შაჰისა.
შაჰმა ქართლის მეფედ ვახტანგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა და ისიც ავღანელების წინააღმდეგ გააგზავნა.
ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი დარჩა.
ამავე პერიოდში ვახტანგმა გადააყენა თბილისის ყიზილბაში ციხისთავები და მათ ნაცვლად
ქართველები დანიშნა. ვახტანგმა კარგად შეარჩია დრო. დასუსტებული ირანის დაცვას ავღანელების
შემოსევებისაგან ქართველები ხელმძღვანელობდნენ. ასეთ ვითარებაში შაჰი ყიზილბაში ციხისთავების
შეცვლაზე რეაგირებას არ მოახდენდა.
ვახტანგმა 1709 წელს თბილისში დააარსა სტამბა. მანამდე 1705 წელს, მოსკოვში არჩილმა დაბეჭდა
,,დავითნი‖. თბილისში სტამბის დაარსების საქმეში დიდი დახმარება გაუწია ანთიმოზ ივერიელმა.
ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქის კარზე იზრდებოდა.
როდესაც ვლახეთის მთავარმა იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა მისთვის გაეგზავნათ სასტამბო საქმის
მცოდნე პირი, პატრიარქმა ანთიმოზი გაგზავნა. ანთიმოზმა რუმინეთში რამდენიმე სტამბა დააარსა.
ანთიმოზმა დიდი სახელი მოიპოვა ვლახეთში და ვლახეთის მიტროპოლიტიც გახდა. იგი აქტიურად
იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, მოითხოვდა, რომ მღვდელმსახურება რუმინულ ენაზე
ყოფილიყო. რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანთიმოზი წმინდანად შერაცხა. ანთიმოზ
ივერიელმა საქართველოში გამოგზავნა თავისი მოსწავლე მიხაი იშტვანოვიჩი. თბილისის სტამბაში
ვახტანგმა პირველად ,,სახარება‖ დაბეჭდა. სამი წლის მანძილზე თბილისში დაიბეჭდა 14 წიგნი. 1712
წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი’, რომელიც დაიბეჭდა ვახტანგის რედაქციითა და
კომენტარებით.
1709 წელს ირანში გარდაიცვალა ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ მისი ძე დავით II
(1709-1722 წწ.) დანიშნა.
1711 წელს ყანდაარის (ქალაქი ავღანეთში) იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორის
ქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერად შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს ვახტანგი თავის
ამალასთან ერთად ირანში გაემგზავრა. ვახტანგს თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ
დანიშვნისათვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო. ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა,
შაჰმა იგი დაატყვევა. ქართლი შაჰმა ვახტანგის ძმას, გამაჰმადიანებულ იესეს გადასცა. იესე ვახტანგის
საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა. ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეძებნათ
და ვახტანგი ქრისტიანად დაესვათ ქართლის ტახტზე. ამ მისიით გაემგზავრა ევროპაში სულხან-საბა
ორბელიანი. სულხან-საბა შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV. სულხანმა შემწეობა რომის პაპსაც
სთხოვა. მაგრამ ამან ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთის მხრივ, ევროპის
ქვეყნები ირანს თურქეთის მოწინააღმდეგე ძალად განიხილავდნენ, მეორეს მხრივ კი სულხანის
ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ირანს შორის,
ხელშეკრულება კი ორივე მხარეს აკმაყოფილებდა.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა 1714 წელს პიერ დ არნუ, მიერ შედგენილი მემორანუმი
ლუდივიკო XIV-თვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ: `მემორანდუმი იმის შესახებ თუ რისი გაკეთება

279
შეიძლება რომის კათოლიკური სარწმუნოებისა და ვაჭრობის დამყარებისათვის საქართველოსთან და იმ
ხალხებთან, რომლებიც მათ მეზობლად არიან... მართალია, როგორც ჩანს, სულხან-საბამ საფრანგეთში
თავისი მოგზაურობა მხოლოდ საკუთარი გულისწადილით წამოიწყო, ჩვენ მაინც გვგონია, რომ მის
წინადადებებსა და ზრახვებს და ყველაფერ იმას, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს,
ადგილი უნდა დაეთმოს ერთ-ერთ უდიდეს პროექტში, რომელიც შეიძლება შედგენილიყო თანამედროვე
ვითარებაში, იმისათვის რომ გავრცელებულიყო რომის კათოლიკური სარწმუნოება... ეს დაეხმარებოდა
უბედურებაში ჩავრდნილ მთავრებს, გაეძლიერებინათ მეფე ლუი XIV-ის ქვეშევმრდომთა ვაჭრობა, ძირს
დაიცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და ამით მათი ძლიერება შეემცირებინათ, გაეწიათ მათთვის
კონკურენცია ინდოეთში, საიდანც გამოაქვთ მთელი სიმდიდრე, მოწიწებაში ჰყოლოდათ
პორტუგალიელები, ეიძულებინათ იქ ინგლისელები, რომ შიში ჰქონოდათ და პატივი ეცათ ჩვენთვის და
ასევე ჰყოლოდათ თურქები და სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში. სულხან-საბას როგორც ჩანს
გავლენა აქვს საქართველოში: ხალხზე და სამეფო ოჯახზე; ისიც ჩანს, რომ იგი იგი მეტად
კეთილგანწყობილია რომის კათოლიკური სარწმუნოებისადმი იმ იმედით, რომ მასში გააერთიენოს
თავისი ქვეყნის ყველა ხალხი... ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა იგი საფრანგეთში _ გამოითხოვოს
მისიონერები... ის ამბობს, რომ საქართველოს მეფეს, ვახტანგს, ყველაზე მეტად ის სურს, რომ მაგალითი
მისცეს თავის ქვეშევრდომებს. გარდა ამისა ეს მეფე თავისი მეუღლის მხრიდან ენათესავება სამ მთავარს _
დედოფლის ძმებს, რომლებიც ჩერქეზეთს მართავენ. მარტივი იქნება შემდგომში ყველა ამ ხალხის ჩვენ
სარწმუნოებაზე მოქცევა, რომლებიც მათ ემორჩილებიან და რომლებსაც კავკასის ქედის მთელი უკანა
მხარე უკავიათ...
ეხლა რაც შეეხება სხვა გეგმებს, რომელიც შეიძლება გვქონდეს საქართველოს მიმართ. მემ გონია,
რომ სულხან-საბას მიზნადა აქვს ვაჭრობის შესახებ სხვა წინადადებების შემოთავაზება, რაც იმაში
მდგომარეობს, რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი, რომელსაც გილანისა და შემახიის
პროვინციებში აწარმოებენ. ისინი აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები არინ სპარსეთში... მე დავავალე
მას შეედგინა რუკა, რომელიც ამასწინათ გამოგიგზავნეთ. მართლაც ამ რუკუდან და ახსნა-
განმარტებებიდანაც, რომლებიც ამის შესახებ მივიღე, გავიგე, რომ სომხები იძულებულნი არიან, რომ
ხმელეთით იარონ, თურქეთის გავლით შავ ზღვაზე, რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ
ორი პროვინციიდან სმირნამდე, სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოზე გავლით გზა
სამი მეოთხედით შემცირდებოდა. კითხვას, სომხები, რომლებიც მოგებას არია დახარბებული, ამ გზით
რატომ არ დადიან, როცა ეს გზა უმოკლესიცაა და ნაკლებ ხარჯებს მოითხოვსო, სულხან საბა ასე
პასუხობს: _ ეს ხალხი არ არის ჩვენი მფარველობის ქვეშ და ისინი ვერ ბედავენ, რომ გარისკონ და
გადაიარონ ისეთ ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, რადგან მის მოსახლეობას არასანდოდ თვლიან, აქ
არ არის ქარვასლები, როგორიც თურქეთშიაო... სულხან-საბა ამბობს, ვახტანგი თვითონ წამოიწყებდა ამ
ვაჭრობას და ჩაიტანდა აბრეშუმს კონსტანტინეპოლში, თუკი შეძლებდა თავისი სამფლობელოების
დაბრუნებასო. მისი თქმით, ძნელი არ იქნებოდა, თუ საფრანგეთის მეფე მოწყალებას მოიღებდა და
დაადასტურებდა, რომ დაინტერესებულია საქართველოს მეფით. ამ ღრმა პატივისცემის გამო, რომლითაც
სპარსეთის შაჰი განმსჭვალულია მისი უდიდებულესობის მიმართ, ადვილად შეიძლებოდა შაჰისთვის
იმის ახსნა, რომ ის თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ამ საქმით, რომ უფრო მეტი აბრეშუმი
გაესაღებინა... ბატონი სულხან-საბა, როგორც ჩანს კარგად ოცნობს სპარსეთის სამეფო კარს და მას ეს
წინადადება, ჩანს, არ წამოუყენეია ვახტანგისათვის შეტყობინების გარეშე, ის ფიქრობს, რომ საფრანგეთის
მეფის მხრიდან ამგვარი სამსახური მისთვისვე იქნება სასარგებლო.
ყველა საფუძველი გვაქვს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროექტს წარმატება ექნებოდა... გარდა ამისა,
ჰოლადილთა მრეწველობა თუ არ ჩავარდებოდა, მკვეთრად მაინც შემცირდებოდა, რაც მნიშვნოლოვნად
გაზრდიდა წარმოებას საფრანგეთში და ისინი თვითონ გახდებოდნენ იძულებულნი, რომ ჰოლანდიაში
აბრეშუმი მარსელიდან მიეღოთ ტრანზიტით, რაც მოგებას მოუტანდა საფრანგეთის მეფის ქვეშევდომებს.
ამას შეიძლება დაემატოს ვაჭრობა ცვილით, მატყლით, ტყვიით ან ენდროს ფესვით, რომელიც წითელ
საღებავს იძლევა და ის, როგორც ამბობენ, უხვად მოიპოვება საქართველოს ბაზრებზე, სადაც
საფრანგეთისათვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა გაესაღებინათ თავისი მაუდის ნაწილი სხვა

280
საქონელთან ერთად‖. მიუხედავად ასე მიმზიდველი და ერთის შეხედვით სარფიანი წინადადებისა
სულხან-საბა ორბელიანის ეს მგზავრობა წარუმატებლად დამთავრდა მაინც.
ვახტანგი მიხვდა, რომ დახმარებას ვერსაიდან მიიღებდა, თანაც იესეს მმართველობით
შეწუხებული მოსახლეობა მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედებს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო
მაჰმადიანობა და შაჰმა ის ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა ქართლში.
ქართლი ვახტანგ VI მეფობის პერიოდში. ქართლში დაბრუნებულ ვახტანგს ქვეყანა მძიმე
მდგომარეობაში დახვდა. განსაკუთრებით ზარალდებოდა ქვეყანა დაღესტნელთა თავდასხმებისაგან. ჯერ
კიდევ ირანში ყოფნის დროს ვახტანგ VI-სთან კავშირი დაამყარა რუსეთის მეფის პეტრე I-ის ელჩმა არტემ
ვოლინსკიმ, რომლის შეფასებითაც `მთელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი
მიმაჩნია. ქართველები ნამდვილი მეომრები არიან. მე გამიგია, რომ საქართველოში ლაშქრის შეკრება 15-
20 ათასამდე შეიძლება. ირანში, როგორც წესი, სპასალარებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებიან.
ასევე მეტწილად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. ადრე, ჯერ
კიდევ დიდი შაჰ-აბასის დროს და აგრეთვე ახლანდელი შაჰის სხვა წინაპრების დროსაც, ირანელებს
თურქებთან, ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა
მეშვეობით აქვთ მოპოვებული... თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები
ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან
განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.
ირანელების კავალერია ქართველებს ვერასოდეს გაუმკლავდება, სამჯერაც რომ სჭარბობდეს
რიცხობრივად, ხოლო თუ ჩვენ ქართველთა ჯარს 20 რეგულარულ ესკადრონს მივუმატებთ,
ქართველებთან ერთად მთელ სპარსეთსაც ადვილად დავლაშქრავთ‖. საქართველოში დაბრუნების
შემდეგ ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის შეთანხმება დაიდო.
პეტრე I (1696-1725 წწ.) დროინდელი რუსეთი. პეტრე I ენერგიული და ბრწყინვალე მეფე
გახლდათ, რომელიც სახელმწიფოს ყველა სფეროში ატარებდა რეფორმებს.
პირველ რიგში აღსანიშნავია პეტრეს მიერ რუსეთიდან დიდი ელჩობის ევროპაში გაგზავნა,
რომლის მიზანიც ის გახლდათ, რომ რუსეთი გაცნობოდა ევროპის ტექნიკურ და კულტურულ მიღწევებს.
ელჩობაში რუსეთის მეფეს თან ახლდა მისი მეგობარი, ვახტანგ V-ის ძის, არჩილ მეფის შვილი
ალექსანდრე. პეტრეს მითითებით ალექსანდრემ ევროპაში საარტელერიო საქმე შეისწავლა. რუსეთში
დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე დაინიშნა რუსეთის არმიის არტილერიის უფროსად.
პეტრე I-ი დიდ მზრუნველობას იჩენდა რუსი ახალგაზრდების მიმართ, მათში განათლების
ამაღლების მიზნით. ის აგებდა ახალ სასწავლებლებს, სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებებს.
განათლების მისაღებად პეტრე I რუს ახალგაზრდებს საზღვარგარეთაც გზავნიდა.
პეტრე I ცდილობდა წერა-კითხვა მასიურად გავრცელებულიყო ხალხში და ამ მიზნით მან
ხუცურ-სლავური შრიფტი სამოქალაქო ანბანით შეცვალა, რომელიც ბევრად უფრო ადვილი იყო.
პეტრე I დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებს. მის დროს
რუსეთის სახელმწიფოში აშენდა უამრავი მანუფაქტურა და გაფართოვდა ვაჭრობა. ვაჭრობის
განვითარების მიზნით ქვეყანაში განვითარდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაიწყო ახალი გზების გაყვანა
და სამდინარო არხების მშენებლობა.
პეტრე I-ის სახელს უკავშირდება ახალი ქალაქის სანკტ-პეტერბურგის მშენებლობაც. ის პეტრე I-მა
ბალტიის ზღვისა და ნევის შესართვთან ააგო. 1721 წელს კი სანკტ-პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქად
გამოცხადდა.
მნიშვნელოვანი იყო რუსეთისათვის პეტრე I-ის მიერ გატარებული სახელმწიფო რეფორმები.
კრძოდ, პეტრე I-მა სახელმწიფოს მმართველობის სფეროში შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მან
შექმნა მეფის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო _ სენატი და 12 კოლეგია. თითოეული კოლეგია კი
მმართველობის რომელიმე დარგს ხელმძღვანელობდა. რუსეთში ჩამოყალიბდა სამხედრო, საადმირალო,
საგარეო საქმეთა და სხვა კოლეგიები.

281
პეტრე I-ის რეფორმები შეეხო რუსეთის ეკლესიასაც. მან გააუქმა ქვეყანაში პატრიარქობა და
რუსული სამღვდელოება სასულირო კოლეგიას _ სინოდს დაუქვემდებარა, რომელსაც საერო პირი
ხელმძღვანელობდა.
პეტრე I-მა რუსეთი 8 გუბერნიად დაჰყო, რომელსაც გუბერნატორები მართავდნენ, ისინი დიდი
უფლებებით სარგებლობდნენ. გუბერნიათა რიცხვი რუსეთში ამის შემდეგ კიდევ გაიზარდა.
პეტრე I-მა გააძლიერა ბატონყმობა, რის შედეგადაც, მემამულეთა მდგომარეობა ქვეყანაში
განმტკიცდა.
მის სახელს უკავშირდება აგრეთვე რუსეთში სამხედრო რეფორმის გატარებაც. პეტრე I-მა
ჩამოაყალიბა ახალი არმია, რომლის რიგით ჯარისკაცებად გლეხობა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა
გაიწვია. ოფიცრობას კი თავადაზნაურებისაგან არჩეული პირები შეადგენდა.
პეტრე I-მა 1700-1721 წლებში აწარმოა ომი შვედების წინააღმდეგ, რომლის მიზანიც გახლდათ
ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება და ევროპისაკენ მიმავალი ,,ფანჯრის გაჭრა‖. ეს ომი
ჩრდილოეთს ომის სახელითაა ცნობილი. რუსეთის მოკავშირეებად დანია და პოლონეთი გამოვიდა.
თავდაპირველად რუსეთი ამ ომში დამარცხდა და შვედების მეფე კარლოს XII-ემ სძლია მას. კარლოსმა
ჯერ რუსეთის მოკავშირე დანია დაამარცხა, ხოლო შემდეგ, 1700 წელს ნარვასთან _ რუსეთის ჯარი.
ტყვედ ჩავარდა ალექსანდრეც. რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისი განთავისუფლება, მაგრამ იგი
გზაში გარდაიცვალა. შვედების მეფემ ამ ომის შემდეგ არასწორი დასკვნა გამოიტანა, მისი აზრით, მან
რუსეთი საბოლოოდ დაამარცხა, ამიტომ რუსები ვეღარ გაბედავდნენ მის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმც
პეტრე I არ აპირებდა ასე ადვილად დანებებას და ქვეყანაში ჩატარებული დიდი რეფორმების შემდეგ,
1709 წელს, პოლტავასთან (უკრაინაში) გენერალურ ბრძოლაში დაამარცხა შვედების არმია.
ამის შემდეგ პეტრე I-მა ჩამოაყალიბა ახალი ფლოტი და საზღვაო ბრძოლებშიც სძლია შვედებს.
1721 წელს რუსეთსა და შვედეთს შორის გაფორმდა ზავი, რომლის თანახმადაც პეტრე I-მა, როგორც ამ
ომში გამარჯვებულმა ბალტიისპირეთში დაკავებული ტერიტორიები მიიერთა. ამრიგად, ამ ომიდან
საბოლოოდ გამარჯვებული რუსეთი გამოვიდა, რომელმაც აისრულა თავისი საუკუნოვანი ოცნება და
ევროპისკენ გაჭრა დერეფანი. პეტრე I ამის შემდეგ რუსეთის იმპერატორად გამოცხადდა და რუსეთი
იმპერიად იქცა.
ვახტანგ VI მიერ საქართველოს დატოვება. ამის შემდეგ პეტრემ ხელში ჩაიგდი კასპიის
ზღვისპირეთში გამავალი სავაჭრო გზები. 1722 წელს ზაფხულში პეტრემ კასპიის ზღვისპირეთში
ლაშქრობა დაიწყო და ამის შესახებ ვახტანგ VI-ს აცნობა. ვახტანგმა 40 000 ჯარი შეკრიბა და განჯასთან
დაბანაკდა. აქ უნდა დალოდებოდა ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორს.
ამ დროს ირანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ირანის
დედაქალაქ ისპაანს. ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა, რომელიც ირანელთა გვარდიის
სარდალი იყო. საბოოლოოდ ავღანელებმა ისპაანი აიღეს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც
პეტრე I-მა ირანის წინააღმდეგ ილაშქრა, ვახტანგ VI მოკავშირეობა შესთავაზა ოსმალეთის სულთანმაც.
რომელიც ასევე ირანის წინააღმდეგ აპირებდა ბრძოლის დაწყებას.
ვახტანგი გულწრფელად ენდობოდა პეტრეს. პეტრეს კი თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და
ქართლის სამეფოს ბედი არ ადარდებდა. რუსეთმა დაიკავა დარუბანდი, მაგრამ შემდგომი ლაშქრობა
აღარ გააგრძელა. ვახტანგ VI ამაოდ ელოდა განჯაში პეტრეს, დამოუკიდებლად კი ვერ გადაწყვიტა
დაეწყო ომი ირანის წინააღმდეგ.
ირანის ახალმა შაჰმა ქართლის მეფობა ერეკლე I-ის ძეს კონსტანტინეს გადასცა.
გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის მეფე გახდა თავისი ძმის დავით II-ის გარდაცვალების შემდეგ.
1723 წელს კონსტანტინემ ლეკების დახმარებით თბილისი აიღო. მაგრამ მალე ქართლში ოსმალები
შემოიჭრნენ. ოსმალებმა დაიკავეს თბილისი და მთელი ქართლი. დაიწყო ,,ოსმალობა‖. ასეთ ვითარებაში,
1724 წელს, ვახტანგ VI 1 200 კაცთან ერთად რუსეთში წავიდა. იმავე წელსვე რუსეთმა სცნო აღმოსავლეთ
საქართველოს დაპყრობა თურქეთის მიერ. პეტრე I-ს ვახტანგ VI-ს მიღებაც არ სურდა. ვახტანგს
პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ მანამ, სანამ კვლავ არ გართულდა რუსეთ-ირანის ურთიერთობები.

282
ოსმალობა და ყიზილბაშობა. ამის შემდეგ პეტრე I-მა ხელში ჩაიგდი კასპიის ზღვისპირეთში
გამავალი სავაჭრო გზები. 1722 წელს ზაფხულში პეტრემ კასპიის ზღვისპირეთში ლაშქრობა დაიწყო და
ამის შესახებ ვახტანგ VI-ს აცნობა. ვახტანგმა 40 000 ჯარი შეკრიბა და განჯასთან დაბანაკდა. აქ უნდა
დალოდებოდა ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორს.
ამ დროს ირანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ირანის
დედაქალაქ ისპაანს. ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა, რომელიც ირანელთა გვარდიის
სარდალი იყო. საბოოლოოდ ავღანელებმა ისპაანი აიღეს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც
პეტრე I-მა ირანის წინააღმდეგ ილაშქრა, ვახტანგ VI მოკავშირეობა შესთავაზა ოსმალეთის სულთანმაც.
რომელიც ასევე ირანის წინააღმდეგ აპირებდა ბრძოლის დაწყებას.
ვახტანგი გულწრფელად ენდობოდა პეტრეს. პეტრეს კი თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და
ქართლის სამეფოს ბედი არ ადარდებდა. რუსეთმა დაიკავა დარუბანდი, მაგრამ შემდგომი ლაშქრობა
აღარ გააგრძელა. ვახტანგ VI ამაოდ ელოდა განჯაში პეტრეს, დამოუკიდებლად კი ვერ გადაწყვიტა
დაეწყო ომი ირანის წინააღმდეგ.
1723 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში გაფორმდა რუსეთ-ირანის ხელშეკრულება
(პეტერბურგის ტრაქტატი), რომლის თანახმადაც რუსეთს გადაეცა დერბენტი და ბაქო მისი მიმდებარე
ტერიტორიებით კასპიის ზღვის სანაპიროზე, გილიანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის პროვინციებში.
ამ ტრაქტატში შეეძლო პეტრე I ირანის შაჰი დაეთანხმებინა, რომ ქართლილს მეფედ ხელშეუხებლობის
პირობით დარჩენილიყო ვახტანგ VI, მაგრამ მას ამისათვის თავი არ გამოუდვია.
ირანის ახალმა შაჰმა ქართლის მეფობა ერეკლე I-ის ძეს კონსტანტინეს გადასცა.
გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის მეფე გახდა თავისი ძმის დავით II-ის გარდაცვალების შემდეგ.
1723 წელს კონსტანტინემ ლეკების დახმარებით თბილისი აიღო. მაგრამ მალე ქართლში ოსმალები
შემოიჭრნენ. ოსმალებმა დაიკავეს თბილისი და მთელი ქართლი. დაიწყო ,,ოსმალობა‖. მეფე ვახტანგი
ცხინვაში გაიხიზნა. ამ დროს არზრუმის ფაშამ ვახტანგიდან მოითხოვა, რომ მას ეცნო ოსმალთა ბატონობა
ქართლზე და სამაგიეროდ მეფე ქართლის ტახტს ისევ დაიბრუნებდა. ვახტანგს დარბაზის სხდომა
მოუწვევია და მის წევრებს მოუთხოვიათ მიეღო მეფეს არზრუმის ფაშას წინადადება. ამ დარბაზში
სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ რუსეთის იმპერატორის პეტრე I წარმომადგენლები ტოლსტოი და
თურქესტანიშვილი, რომლებიც სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ ქართლის ოსმალებთან დაკავშირებისა.
მათი თქმით რუსთა ჯარი ძალიან მალე მოვიდოდა მეფე ვახტანგის დასახმარებლად. ვახტანგ VI დროის
მოგების მიზნით დაიწყო ოსმალებთან მოლაპარაკება.
1724 წლის 12 ივნისს სტამბოლში გაფორმდა რუსეთ-ოსმალეთის ზავი (სტამბოლის ტრაქტატი),
რომლის თანახმადაც რუსეთს კასპიის ზღვის სანაპიროები ერგო, ხოლო ოსმალებს აეკრძალა მთელი
ირანის დაპყრობა. სამაგიეროდ, რუსეთის იმპერიამაღიარა ქართლისა და კახეთის სამეფოების ოსმალთა
სულთნის ხელში გადასვლა.
პეტრე I, ამ სტამბოლის ტრაქტატით, უკვე მეორედ გაწირა და უღალატა ვახტანგ VI-ეს.
1724 წელს ვახტანგის ძე ბაქარმა თრიალეთში მყოფი ოსმალთა 500 კაციანი რაზმი თითქმის
მთლიანად ამოხოცა. ოსმალთა მხარე დაიჭირა ვახტანგ VI-ის ძმამ იესემ, რომელმაც ისლამი მიიღო და
ოსმალებს აღმოუჩინა დახმარება ქართლში ფეხის მოკიდებისათვის, სამაგიეროდ ოსმალებმა იგი
ქართლის მეფედ დანიშნეს. ამავე დროს ოსმალებმა ქართლში იესესთან ერთად კიდევ ერთი ლაშქრობა
მოაწყვეს. მემატიენეს თქმით ,,ვერ წინა-აღუდგა ბაქარ, არამედ შევიდა მთათა შინა, ხოლო ოსმალნი
მოვიდნენ გორს, მოარბიეს გარემონი, დაიპყრეს გორი. უკუქცეულთა შთავლეს საამილახორო, მუხრანი
და მოვიდნენ ტფილისს. შემდგომად კვალად წინა-ძღოლითა იესესითა მოვიდნენ ქცხინვალს, მოსწვეს და
მოსტყვევნეს ოსმალთა და წარვიდნენ‖. ასეთ ვითარებაში, 1724 წელს, ვახტანგ VI 1 200 კაცთან ერთად
რუსეთში წავიდა. იმავე წელსვე რუსეთმა სცნო აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა თურქეთის მიერ.
პეტრე I-ს ვახტანგ VI-ს მიღებაც არ სურდა. ვახტანგს პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ მანამ, სანამ
კვლავ არ გართულდა რუსეთ-ირანის ურთიერთობები.
ოსმალობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა ქართლის მოსახლეობის სოციალურად ყველა ფენის
წარმომადგენელს.

283
კახთა მეფე კონსტენტინემ სცადა ოსმალებისათვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მათთან
ბრძოლაში დამარცხდა. უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა ლეკებს დარჩათ სათარეშოდ. დამპყრობლებმა
ქართველებს ხარკის გადახდა დააკისრეს. მოსახლეობა ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილს და
გარბოდა. მიწის დიდი ფართობი აღარ მუშავდებოდა. იდევნებოდა ეკლესია. 1732 წელს ოსმალებმა
კახთას მეფე კონსტანტინე მოკლეს და მეფედ მისი ძმა თეიმურაზ II დასვეს.
ირანში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ავღანელებმა დაამარცხეს შაჰი, რომლითაც ოსმალებმა
ისარგებლეს 1725 წელს დაიკავეს ყაზვინი, არდებილი და ირანის სხვა ქალაქებიც. რუსეთის იმპერატორმა
ეკატერინე I (1725-1727 წწ.) შაჰ-თამაზს შესთავაზა გილანში რუსული ჯარების ჩაყენება, რომელსაც თან
წაჰყვა ვახტანგ VI, რომელსაც ქართლის სამეფოს დაბრუნების გარკვეული იმედები გაუჩნდა. ვახტანგი
კასპიისპირეთში, კერძოდ რეშტში 1726 წლის 10 სექტემბერს ჩავიდა. აქამდე ციტა ხნით ადრე, 1725 წელს
ავღანელებმა მირ-მაჰმუდის წინამძღოლობით სეფიანთა შაჰების მამრობითი სქესის წარმომადგენლები
ამოხოცეს, გადარჩა მხოლოდ შაჰ-თამაზი. იმავე, 1725 წელს მირ-მაჰმუდი მისივე ახლობლებმა მოკლეს
და ირანის შაჰად გამოაცხადეს მოკლულის ბიძაშვილი ეშრეფი. ამ უკანასკნელმა, მომდევნო 1726 წელს
ოსმალთა დამარცხება შეძლო. 1727 წელს ირანის შაჰ ეშრეფსა და ოსმალებს შორის გაფორმდა
ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ირანმა ოსმალეთს დაუთმო აზერბაიჯანში, ქურთისტანსა და
ხუზისტანში ოსმალების მიერ დაკავებული ტერიტორიები. სამაგიეროდ, ოსმალებმა ეშრეფი ცნო
დანარჩენი ირანის შაჰად. ეშრეფ შაჰმა გადაწყვიტა რუსებისაგან გაენთავისუფლებინა გილანი და
კასპიისპირეთის სხვა ტერიტორიები, მაგრამ შაჰი რუსებთან ყველა ბრძოლაში დამარცხდა. ირანი
იძულებული გახდა რუსეთთან ახალი ხელშეკრულება (ტრაქტატი) გაეფორმებინა, რომელიც 1729 წლის
13 თებერვალს გაფორმდა ქალაქ რეშტში. ამ ტრაქტატის მესამე მუხლის თანახმად რუსეთმა ირანს
დაუბრუნა მაზანდარანისა და ასტრაბადის პროვინციები, მაგრამ კასპიისპირეთში რუსეთის მიერ ირანის
დანარჩენი დაპყრობილი ტერიტორიები ისევ რუსეთს დარჩა. ამ ამ ტრაქტატის დროს გახსენებია რუსეთს
ვახტანგ VI.
ამასობაში ვითარება შეიცვალა ირანში. XVIII საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მაზანდარანში
გაქცეულმა შაჰ-თამაზმა ავღანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად სამზადისს შეუდგა, რომელსაც
ეხმარებოდა მისი სარდალი ნადირ-ხანი. 1729 წლის 13 ნოემბერს შაჰ-თამაზმა და ნადირ-ხანმა
დაამარცხეს ეშრეფი. 1730 წელს კი ნადირმა შეძლო ავღანელთა ირანიდან განდევნა. 1731 წელს, როდესაც
ნადი-ხანი ავღანეთში იმყოფებოდა, ოსმალთა ჯარმა შაჰ-თამაზი დაამარცხეს. იმავე 1731 წელს ჰამადანში
ოსმალეთსა და იარანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (ჰამადანის ზავი), რომლის თანახმადაც
საზღვარი ოსმალეთსა და ირანს შორის მდინარე ქრაქსზე გადაინაცვლა. მთელი საქართველო ოსმალთა
შემადგენლობაში დარჩა.
შაჰ-თამაზმა მომდევნო, 1732 წლის 21 იანვარს რუსეთთან გააფორმა ახალი რეშტის
ხელშეკრულება (რეშტის ტრაქტატი), რომლის თანახმადაც რუსეთმა ირანს დაუბრუნა გილანისა და
ასტრაბადის პროვინციები. აქვე საუბარია, რომ ,,მტკვრისპირა პროვინციები‖ უნდა დაბრუნებოდა ირანს.
ამ ტრაქტატის მერვე მუხლის თანახმად ირანის შაჰი ჰპირდებოდა ვახტანგ VI-ეს ქართლის ტახტის
დაბრუნებას, იმის შემდეგ, რაც ირანის პროტექტორატი აღსდგებოდა ქართლზე.
1732 წელს ნადირ-ხანმა შაჰ-თამაზი ტახტიდან ჩამოაგდო და ირანის შაჰად მისი რვა თვის აბასი
გამოაცხადა. ნადირ-ხანი კი ამ აბასის რეგენტი გახდა. იმავე, 1732 წელს ნადირ-ხანმა ოსმალთა
წინააღმდეგ ილაშქრა და აიღო ჰამადანი. მან ქერმანშაჰთან ოსმალები სასტიკად დაამარცხა, კერძოდ
40 000 მეომარი გაანადგურა და 20 000 ტყვედ წაიყვანა. ირანელებმალყაში მოაქციეს ბაღდადიც. 1733
წლის დეკემბერში ნადირ-ხანსა და ოსმალთა ფაშას აჰმედს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის
თანახმადაც ირანს უკან დაუბრუნდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორია, მათ შორის
ქართლიცა და კახეთიც. თუმც, ოსმალთა სულთანმა ამ ზავის პირობები არ სცნო და ირანელთა
წინაარმდეგ ომი ისევ განაახლა.
1734 წელს ნადირ-ხანმა აიღო შემახა და მოსთხოვა რუსეთის იმპერატორს ანა ივანეს ასულს
დარუბანდი და ბაქო უკან დაებრუნებინა. 1735 წლის 10 მარტს, განჯაში, რუსეთსა და ირანს შორის
გაფორმდა ხელშეკრულება (განჯის ტრაქტატი), რომლის თანახმადაც ისევ ძალაში დატოვეს 1732 წლის 21

284
იანვრის რეშტის ხელშეკრულება და დამატებით რუსეთმა ირანს გადასცა დარუბანდი და ბაქო. რეშტის
ხელშეკრულების ძალაში დატოვება იმას ნიშნავდა, რომ ირანის შაჰი ვახტანგ VI ქართლის ტახტზე
დაბრუნებას კვლავ აღუთქვამდა.
1735 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაწყებული ომი 1739 წლამდე გაგრძელდა.
დაპირისპირების მთავარი მიზეზი ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში
გაბატონება იყო. 1736 წელს რუსებმა აიღეს ყირიმის სახანოს დედაქალაქი ბახჩისარაი აზოვის ციხე-
სიმაგრე. რუსებისათვის წარმატებული აღმოჩნდა აგრეთვე 1737 წელიც, მათმა ჯარებმა დაიკავეს მდინარე
დნესტრის შესართავთან მდებარე ოჩაკოვის ციხე-სიმაგრე. 1739 წელს კი მდინარე დნესტრთან მდებარე
სტავუჩანთან რუსებმა დაამარცხა ოსმალებისა და ყირიმის სახანოს კოალიციური ჯარები. ამის შემდეგ,
1739 წლის 18 სექტემბერს ბელგრადში რუსებსა და ოსმალებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის
თანახმადაც ოსმალებმა რუსებს გადასცა აზოვი, ოღონდ იმ პირობიღ, რომ მათ აქ სამხედრო-
საფორტიფიკაციო ნაგებობები არ უნდა აეგო. ამ ზავით ოსმალებს დარჩა ყველა ციხე-სიმაგრე, რომელიც
მდებარეობდა ჩრდილო და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, მათ შორის აფხაზეთში, სამეგრელოსა და
გურიაში მდებარე ციხე-სიმაგრეებიც.
1731 წელს არაგვის ერისთავმა ბარძიმმა წერილი მისწერა ვახტანგ VI-ეს ,,ოსმალები დასუსტდნენ
და დრო დადგა ქართლის დაჭერისა... ურუმი ასე დასუსტდა, რომ ბაღდადი წაართვეს. ორასი კაცი არ
არის ქართლში, მანამდე მე ეს გზა მიჭირავს, მობრძანდით‖, მაგრამ ვახტანგი არ გამოჩნდა. 1733 წელს
ამჯერად ქსნის ერისთავმა შანშემაც მოიწვია ვახტანგი ქართლის მეფედ. იგი წერდა ,,თუ ეს ქვეყანა
გინდათ, დრო ეს არის‖. თუმც ამაოდ. ამავე პერიოდში ნადირ-ხანმა თავისთან დაიბარა ვახტანგ VI და
ქართლის ტახტს შეპირდა. ვახტანგი არც ნადირს არ ეახლა. იგი 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში.
ქართლში დიდი ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო გივი ამილახვარის მეთაურობით.
აჯანყებულებმა ოსმალებისაგან გაანთავისუფლეს გორის ციხე. ოსმალებმა მარცხი განიცადეს კახეთშიც.
ამიტომაც, მათ ქართლ-კახეთის დასარბევად მოიწვიეს დაღესტნელთა ჯარებიც. თავის მხრივ თეიმურაზ
II დახმარება სთხოვა ირანის შაჰ-თამაზს, რომელმაც დახმარებაზე თანხმობა განაცხადა. შეშინებულმა
ოსმალებმა ყარაღაჯის ციხე მიატოვეს და გაიქცნენ. თეიმურაზმა იერიში მიიტანა ჭარზე. იგი
სტარტეგიულ ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის აღების შემთხვევაში დაღესტნელთა წინააღმდეგ
ბრძოლა შედარებით უფრო გააადვილდებოდა. ეს ბრძოლაც თეიმურაზისა და ყიზილბაშთა
გაერთიანებული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. პარალელურად ქართლის ჯარმა წარმატებით
აწარმოვა ბრძოლა თბილისისათვის.
1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირმა თავისთან დაიბარა ქართლ-კახეთის თავადები. მრავალი
მათგანი დაატყვევა. ქართლ-კახეთის მმართველად კი თეიმურაზის ძმის დავითის ძე ალექსანდრე
დანიშნა, რომელსაც ნადირ-შაჰმა გადასახადების გადახდა დაავალა. ამრიგად, ,,ოსმალობა‖
,,ყიზილბაშობამ‖ შეცვალა. 1736 წელს ნადირ-ხანმა მუღანში თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. მან ახალი
ხარკის 3 300 თუმანის გადახდა და თავისი იარაღით 5 ნოქრის გამოყვანა დააკისრა ქართლს, რომელსაც
მოჰყვა ირანელთა წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა ,,უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე , ამილახვარი
გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი‖. შაჰმა
შეთქმულთა წინააღმდეგ ჯარები გაგზავნა, მაგრამ ამ ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ.
ირანელებმა მოტყუებით დაატყვევეს შეთქმულები, მხოლოდ შანშე ქსნის ერისთავი გადარჩა. 1737
წელს ირანელებმა დიდი ჯარი დაუპირისპირეს მას და შანშე ჯერ იმერეთში გადავიდა, იქედან კი
რუსეთში წავიდა. მოგვიანებით იგი ისევ დაბრუნდა სამშობლოში და ბრძოლა ირანელთა წინაარმდეგ
ისევ განგრძო.
თეიმურაზ II თავისი ასული ქეთევანი ცოლად გააყოლა ნადირ-შაჰის ძმისშვილს _ ალი ყული-
ხანს. 1737-1739 წლებში ნადირ-შაჰმა ინდოეთში ილაშქრა. ამ ლაშქრობაში მას თან ახლდა თეიმურაზ II-ის
ძე ერეკლე, რომელიც ამ დროს 15 წლისა იყო. ნადირ-შაჰმა 1741 წელს საქართველო აღწერა და პაპუნა
ურბელიანის თანახმად დიდი გადასახადები დააკისრა. თეიმურაზმა შაჰს გადასახადების მოხსნა სთხოვა
და მანაც 1742 წელს კახეთი ამ გადასახადებისაგან გაანთავისუფლა.

285
ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყებას გივი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. იგი ოსმალებს
დაუკავშირდა და მათგან დახმარებას ელოდა, მაგრამ 1743 წელს ირანელები ამარცდებდნენ ოსმალებს
ბრძოლაში და ამილახორს მათი დახმარების იმედი გადაეწურა. ამილახორს ფეოდალებიც განუდგნენ.
ამრიგად, ეს აჯანყება თავიდანვე განწირული იყო. მიუხედავად ამისა ამილახორის აჯანყება გარკვეულ
წილად ნადირ-შაჰს აიძულებდა ქართლ-კახეთის მიმართ ნაკლებად მკაცრი ყოფილიყო. ამ აჯანყების
ჩაქრობა შაჰმა თეიმურაზ II-ეს დაავალა, რომელიც იმავე წელსვე შეასრულა მან.
1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე კახეთის მეფედ დაამტკიცა.
1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით მეფედ აკურთხეს. 1632
წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე ავიდა.

$11 ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70-იან წლებში

თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ის მეფობა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ
საქართველოს დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ცნობები დაცულია 1770 წლის 5 აპრილს შედგენილ
აღწერის მასალებში. ამ დოკუმენტის თანახმად ქართლ-კახეთში, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის, ყაზახ-
შამშადილუს და ბამბაკის ჩათვლით ცხოვრობდა 42-43 ათასი კომლი. თუ მათ რიცხვს 5-ზე
გავამრავლებთ, მივიღებთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემს, რომელიც წარმოადგენს 210-215 ათასი
ადამიანს. ამ აღწერის მასალებთან შედარებით განსხვავებულ რიცხვს ასახელებს მკვლევარი ვ.
ჯაოშვილი. იგი 1770 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ვარაუდობს 330 677 მცხოვრებ ადამიანს.
რაც შეეხება ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო რესურსებს. ამავე 1770 წლის 5 აპრილის
მასალების მიხედვით ერეკლე II შეეძლო 23 000-იანი ჯარის გამოყვანა. ეს, მაშინ როდესაც ერეკლეს
გაანგარიშებით ახალციხის საფაშოს მხოლოდ 5 000 ჯარის შეკრება შეეძლო; ყარსს შეეძლო გამოეყვანა
2 000 მებრძოლი; ბაიაზეთს შეეძლო 1500 კაცის გამოყვანა; ერევნის სახანოს კი _ 2 000; განჯას _ 3 000;
ყარაბაღს სომხის მელიქების ჩათვლით _ 6 500; შაქს _ 3 000; ჭარ-ბელაქნის თემებს _ 5-6 ათAსი; მრავალ
ეთნიკურ დაღესტანს კი მაქსიმუმ შეეძლო გამოიყვანა _ 22 000 ჯარი; ამრიგად, სათითაოდ აღებულ ამ
პოლიტიკურ ერთეულებს არცერც არ სესწევდა იმის ძალა დაემარცხებინა ქართლ-კახეთის სამეფოს
ჯარები. ამას ემატებოდა ქართველთა მაღალი ბრძოლის უნარიანობა და თვით ერეკლე II საკმაოდ
მაღალი მხედარმთავრული ნიჭიც.
ქართლში თეიმურაზის, ხოლო კახეთში ერეკლეს გამეფების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველო
ფაქტობრივად გაერთიანდა. მამა-შვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ნადირ-შაჰი თურქეთს
ეომებოდა. ქართლი და კახეთი ირანის მოკავშირედ ითვლებოდნენ. ოსმალეთის წაქეზებით გახშირდა
აღმოსავლეთ საქართველოში დაღესტნელთა ლაშქრობები. თურქეთთან ომის დამთავრების შემდეგ
ნადირ-შაჰმა გადასახადები გაუზარდა დაპყრობილ ქვეყნებს, მათ შორის ქართლსა და კახეთსაც.
გადასახადების გაზრდას აჯანყებები მოჰყვა. ნადირ-შაჰი იძულებული გახდა ქართლ-კახეთისათვის
ხარკი შეემცირებინა. შაჰმა ერეკლე II დაიბარა ირანში, მაგრამ შაჰთან თეიმურაზი წავიდა. 1747 წელს
ნადირ-ხანი შეთქმულებმა მოკლეს. დაიწყო ირანში ბრძოლა ტახტისათვის, მაგრამ ტახტს დიდხანს
ვერავინ ინარჩუნებდა. ერთი პერიოდი თეიმურაზის სიძე (ქალიშვილის ქმარი) ადილ-შაჰიც დაეუფლა
ტახტს, მაგრამ მცირე დროით.
თეიმურაზ II-მ ირანში გამგზავრების წინ ქართლის მართვა-გამგეობა ერეკლე II-თან
ერთად, ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შვილს აბდულა-ბეგსაც ჩააბარა. მაგრამ აბდულა-ბეგი ერეკლეს
დაუპირისპირდა და ერეკლემ დაამარცხა ის. 1748 წელს ქართლმა და კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა
ხარკი ირანს (100 მეომარი და რამდენიმე ქალი). 1749 წელს თეიმურაზი საქართველოში დაბრუნდა. შაჰმა
თეიმურაზს ყაზახ-ბორჩალოს მხარე გადასცა. იმავე წელს ერეკლე II სააბოლოოდ განდევნა
ყიზილბაშური გარნიზონი თბილისიდან.

286
1749 წელს ერევნის სახანოს მომთაბარე თურქმანული ტომები შეესივნენ მაჰმად-ხანის
მეთაურობით. ერევნის ხანმა დახმარება თეიმურაზსა და ერეკლეს სთხოვა. სამაგიეროდ, ამ ლაშქრობის
ხარჯების დაფარვა და ყოველწლიური ხარკის გადახდა დაპირდნენ. ქართველებმა დაამარცხეს
თურქმანები და ამის შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის ვასალი გახდა და მის მფარველობაში
შევიდა. ამის შემდეგ ნახიჩევანის სახანოც შევიდა ქართლ-კახეთის მფარველობაში. ამ დროს სამხედრო
თვალსაზრისით გაძლიერდა ყარაბაღის ფანა-ხანი, რომელიც ავიწროვებდა განჯის სახანოს. განჯის
შავერდი-ხანმა დახმარება თეიმურაზსა და ერეკლეს სთხოვა. განჯის აღების შემთხვევაში ყარაბაღის
ფანა-ხანი გაძლიერდებოდა და ქართლ-კახეთსაც შეუქმნიდა საშიშროებას. ამიტომაც მისი დამარცხება
ქართველი მეფეების ინტერესებშიც შედიოდა. თეიმურაზ II დაეხმარნენ განჯის სახანოს ჯარები,
გულისტანის მელიქი თამაზი და სხვები. ამ ლაშქრობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ,,იმერნი, ოსნი,
კავკაზნი, ერევნელნი, ყაზახნი, შამშადინნი, ლეკნი, რომელნი მონებდნენ კახ-ბატონს‖. ამ კოალიციურმა
ჯარმა მდინარე არაქსის სანაპიროსთან შეებრძოლა ფანა-ხანის ჯარებს და დაამარცხა ისინი. განჯის ხანმა
ამ ლაშქრობის საფასური მთლიანად ვერ დაფარა და თეიმურაზმა და ერეკლემ მას შამშადილის მხარე
ჩამოაცილეს.
ამრიგად, თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ეს მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ და მათი ვასალები
გახდნენ: ერევნის, განჯის და ნახიჩევანის სახანოები. 1749 წელს ოსმალეთში მყოფი რუსეთის ელჩი
ნეპლიუევი, მოსკოვში გაგზავნილ მოხსენებაში წერდა, რომ ერეკლე II მთელი საქართველოსა და
კავკასიაში მდებარე მეზობელილ პროვინციების ,,აბსოლიტური ხელმწიფე გახდა‖ და ამან ძალიან
შეშფოთა სულთანიო.
მამა-შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა. სამწუხაროდ, შაქი-შარვანის ხანის აჯი-ჩალაბის
ღალატის გამო, 1751 წლის 15 თებერვალს სუსხიან ორშაბათს მდინარე აგრი-ჩაიზთან ქართველებმა
მარცხი იწვნიეს.
ამასობაში თეიმურაზსა და ერეკლეს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩდა, ეს იყო სამხრეთ
ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელი აზატ-ხანი, რომელსაც პრეტენზიაც კი ჰქონდა ირანის
შაჰობაზე. ერეკლემ 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის ახლოს) 3000 ჯარით აზატ-ხანის 18 000 ჯარი
დაამარცხა.
1752 წელს განჯასთან იდგნენ ქართლ-კახეთის, განჯის, ერევნის, ყარაბაღის, ნახიჩევანის და სხვა
სახანოთა გაერთიენებული ჯარები და შაქში ლაშქრობას აპირებდნენ. თეიმურაზ II შეიტყო, რომ მის
ჯარში მყოფ ხანებს ფარული კავშირი ჰქონდათ დამყარებული აჯი-ჩალაბთან. თეიმურაზმა ეს მოღალატე
ხანები შეიპყრო, მაგრამ მათი ჯარების გამოიყენა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ერეკლემ და თეიმურაზმა
უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ შაქის მართველმა მათ წინ გადაუდგა და აიძულა შებძოლებოდა.
ქართველებს ამ ბრძოლაში ერევნის ხანმაც უღალატა და აჯი-ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ
მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია და საეჭვო გახადა სამხრეთ-აღმოსავლეთ
კავკასიაში მათი პირველობა. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება. მართლაც, 3 თვიანიმზადების შემდეგ 1752
წლის 1 სექტემბერს თულქითაფასთან ერეკლემ დაამარცხა აჯი-ჩელები და მისი ჯარი მთლიანად
გაანადგურა.
მიღწეული წარმატებების მიუხედავად კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა ,,ლეკიანობის‖ პრობლემა.
დაღესტნელებმა რამდენიმე სერიოზული ლაშქრობაც კი მოაწყვეს. 1754 წელს ნურსალი-ბეგმა
მრავალათასიანი ჯარით დაარბია კახეთი, საიდანაც არაგვის საერისთავოში გადავიდნენ დამჭადისჯვრის
ციხე ალყაში მოაქციეს. მეფე ერეკლემ შეძლო მათი დამარცხება. 1755 წელს ავარიის ხანმა ქართლ-კახეთის
დასარბევად მთელი ჭარ-ბელაქანის ჯარები გამოიყვანა, მას ამ ლაშქრობაში ეხმარებოდნენ თარღუს
საშამხლოს და ყაზიყუმუხის მფლობელი სურხაი-ხანის ჯარებიც. საერთო ჯამში მათი კოალიციური
ჯარი 20 000 მეომრისაგან შედგებოდა. მათ დალაშქრეს კახეთი, მაგრამ ყვარელთან ერეკლე II-ემ
დაამარცხა ნურსალ-ბეგის მეთაურობით შემოჭრილი დაღესტნელები.
ამის შემდეგ ლეკთა შედარებით მცირერიცხოვანი ჯარები არბევდნენ ქართლ-კახეთის სოფლებს.
1757 წელს დაღესტნელთა 4 000 ჯარი შეიჭრა ზემო ქართლში. 1759 წელს კი დაღესტნელთა 8 000 ჯარმა

287
კოხტა ბელადის მეთაურობით დაარბია ლიახვის ხეობა. ერეკლემ შეძლო სწრაფი რეაგირება და ჯარის
შეკრება, დაამარცხა ისინი და ქვეყნიდან განდევნა.
1758 წელს თეიმურაზ II-ს, ერეკლე II-ეს და იმერეთის მეფე სოლომონ I-ს შორის გაფორმდა
ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ.
თეიმურაზ II და ერეკლე II კარგად ხვდებოდნენ, რომ ირანთან და ოსმალეთთან ყველაფერი
საბოლოოდ გარკვეული არ იყო და დამოუკიდებლად მათ მოგერიებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომაც
გადაწყდა 1760 წელს თეიმურაზ II თავად გამგზავრებულიყო რუსეთში. ქართულ ისტორიოგრაფიაში
გამოთქმულია მოსაზრება, რომ თეიმურაზ II-ის რუსეთში წასვლის წინ მომხდარი დაპირისპირება და
კომფლიქტი ერეკლე II-თან დიპლომატიური სვლა ყოფილიყო, რადგან ირანის შაჰთან ერეკლე II
თავისგასასამართლებელი საბუთი ჰქონოდა, რომ თითქოს ერეკლე უშლიდა მას რუსეთში წასვლას და
თეიმურაზი თვითნებურად წავიდა იქ. ისტორიკოსი, პროფესორი ი. ცინცაძე მიიჩნევს, რომ თეიმურაზის
რუსეთში გამგზავრება ქართლ-კახეთის სამეფო კარის მიერ შემუშავებული დიდი გეგმის ნაწილი იყო.
თეიმურაზმა რუსეთის იმპერატორს საკმაოდ კარგი გეგმა შესთავაზა: ქართველები შეიჭრებოდნენ ირანში
და რუსეთისათვის სასურველ კანდიდატს დასვამდნენ შაჰად. ამ დროს რუსეთი ომს აწარმოებდა
ევროპაში და უარი განაცხადა ამ გეგმაზე. 1762 წელს თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში, ის
ასტრახანში დაკრძალეს, ვახტანგ VI-ის გვერდით. ამის შემდეგ ერეკლე II გაერთიანებული ქართლ-
კახეთის მეფე გახდა.
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 60-იან წლებში. ხანგრძლივი ბრძოლა შაჰის
ტახტისათვის ირანში ქერიმ-ხან ზენდის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც 1762 წელს თითქმის
მთელი ირანი გააერთიანა. ქერიმ-ხანმა ერეკლე II თეიმურაზის რუსეთში წასვლის გამო განმარტებების
გაკეთება მოსთხოვა, რომელზეც ერეკლე II შეუთვალა მას, რომ თეიმურაზ II რუსეთში თვითნებურად
წავიდა და 100 000 მანეთის ზარალიც მოგვაყენაო, თანაც Aშედეგი არაფერი არ მოიტანაო. ამ პასუხმა,
როგორც ჩანს ქერიმ-ხანი არ დააკმაყოფილა და 60 000 ჯარით აპირებდა ქართლ-კახეთის სამეფოს
წინააღმდეგ საომრად წამოსვლას. თუმც ირანის შაჰი მაინც ერიდებოდა ერეკლე II საკმაოდ ძლიერი
სამხედრო ძალებთან დაპირისპირებას. თანაც ქერიმ-ხანის წინააღმდეგ ირანში აჯანყება დაიწყო ზექი-
ხანმა და სხვა ხანებმაც ერკლეს მხარე დაიჭირეს. ამიტომაც, ირანის შაჰმა საბოლოოდ თავი შეიკავა
ერეკლე II წინააღმდეგ ბრძოლის წამოწყებას. 1763 წელს ერეკლემ ქერიმ-ხანს 1760 წელს დატყვევეუბული
აზატ-ხანი გაუგზავნა, რომელიც ქერიმ-ხანის სერიოზული კონკურენტი იყო ირანის ტახტისათვის
ატეხილ ბრძოლაში. ამით ერეკლემ ახალი შაჰის კეთილგანწყობა დაიმსახურა, რომელმაც ერეკლე
ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა. შაჰი შეურიგდა აგრეთვე ერეკლე II მიერ გავლენის დამყარებას
ამიერკავკასიის სახანოებზე.
1760 წელს ერეკლე II ყარაბაღის ხანი დაახმარა და განჯაზე ქართლ-კახეთის ბატონობა
განამტკიცა, ხოლო ფანა-ხანი თავის გავლენას დაუმორჩილა. ქართლ-კახეთის სამეფოს უზენაესობა
აღიარეს შაქის, შამახიის, ყარაბაღისა და ნახჩევანის პოლიტიკურმა ერთეულებმაც.
ერეკლე II მკაცრი საშინაო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მკაცრი ხელისუფლება მიუღებელი
აღმოჩნდა თავადებისათვის და მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა.
შეთქმულებს ერეკლე II-ის ნაცვლად ტახტზე ვახტანგ VI-ს უკანონო შვილი პაატა ბატონიშვილი უნდა
აეყვანათ. შეთქმულება შემთხვევით გამჟღვნდა 1765 წელს და მისი მონაწილეები შეიპყრეს. შეთქმულები:
პაატა ბატონიშვილი, ელიზბარ თაქთაქისშვილი, დავით აბდულა-ბეგის ძე სიკვდილით დასაჯეს. თავად
ციციშვილს ენა მოკვეთეს, ხოლო ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოჭრეს და კოჭის ძარღვები
გადაუჭრეს. შეთმულები სასტიკად იქნა დასჯილი, რათა სხვებისთვის ეს მაგალითი ყოფილიყო.
შეთქმულთა რაოდენობა უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათი ვინაობის შესახებ ჩვენ
დაწვრილებითი ცნობები არ მოგვეპოვება.
იმის შემდეგ რაც XVIII საუკუნის 60-იან წლებში გაძლიერდა ქართლ-კაეთის სამეფო, ამან
,,გამოაცოცხლა ახლო აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების, უპირატესად, ქრისტიანების,
განმათავისუფლებელი მოძრაობა (სომხები, აისორები, ქურთთა ზოგიერთი ტომი, ანატოლიელი
ბერძნები და სხვ.), რომლებიც იმ დროს საქართველოს დახმარებით ფიქრობდნენ თავისუფლების

288
მოპოვებას და ერეკლეს მფარველობას მოითხოვდნენ‖. ერეკლე II საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა ევროპის
სახელმწიფოებშიც.
ამრიგად, მკვლევარ მ. სამსონაძის აბსოლიტურად სწორი შეფასებით ქართლ-კახეთის სამეფო ,,ამ
პერიოდში რეგიონის ყველაზე ძლიერ ერთეულად გამოიყურებოდა. მისი სამხედრო პოტენციალი,
ეკონომიკური წყობა, სოციალური ურთიერთობა თუ გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობას
ქმნიდა‖.
ასპინძის ბრძოლა. 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. იმერეთის მეფე სოლომონ I თავისი
ელჩის ქუთაისელი მიტროპოლიტის მაქსიმე აბაშიძის პირით რუსეთს სთხოვდა დახმარებას და ომში
ჩაბმის მზადყოფნას გამოთქვამდა. ეს რუსეთის იმპერატორს ეკატერინე II-საც აწყობდა და საქართველოში
გამოგზავნა ჯარი გენერალ ტოტლებენის ხელმძღვანელობით. ერეკლემ ტოტლებენს ახალციხეზე
ლაშქრობა შესთავაზა.
1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები გაერთიანდნენ. რუსთა 1200 კაციან
რაზმს გენერალი ტოტლებენი, ხოლო ქართულ ლაშქარს კი, რომელიც დაახლოებით 7 000 კაცს
შეადგენდა ერეკლე II მეთაურობდა. 24 მარტს მათი გაერთიანებული ჯარები ბორჯომის ხეობით
ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს სადგერის ციხე აიღო, 17 აპრილს კი აწყურის ციხეს შემოარტყა
ალყა. აქ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან
აწყურის ძნელად მისადგომი ციხის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, თანაც
ახალციხის აღება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის ციხის საკითხსაც. გენერალმა
ტოტლებენმა კი აწყურის ციხის აღება დაიჩემა და იერიშისათვის მომზადება დაიწყო, მაგრამ მან ხელი არ
შეუშალა ახალციხის ფაშა, რომელმაც და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2 000-კაციანი დამხმარე რაზმი
შეიყვანა.
19 აპრილს ტოტლებენმა უღალატა ერეკლეს და თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან
დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ეკერლე II-მ შეძლო
მათი უკუაგდება და ასპინძისკენ დაიძრა იგი. ახალციხის ფაშამ 1 500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა
და ხერთვისის ციხეებიდან და ერეკლეს ჯარებს გზა მოუჭრა, თუმც ერეკლემ შეძლო ამ რაზმის
დაამარცხება. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადმა ძალებმა მოიყარა თავი. ოსმათა და დაღესტნელთა 8
000 გაერთიანებული ჯარის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლა დააცალა. ერეკლეს ბრძანებით
ღამით აღაბაბა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორბაჩალოელმა ფარულად გადახერხა
უკან დასახევი ხიდის თავხეები, რომლითაც მათ უკანდასახევი გზა მოეჭრა.
20 აპრილს ერეკლემ თავისი ჯარები საბრძოლველად განალაგა. ქართველთა მარჯვენა
ფრთას სარდლობდა დავით ორბელიანი, მარცხენას სარდლობდა გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში
მეფე გიორგი XII), ცენტრს კი თვით ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა.
ბრძოლა ერეკლეს მითითებით ქართველებმა ელვისებური შეტევით დაიწყეს. მოწინააღმდეგემ
ვერ გაუძლო ამას და უკან დახევა დაიწყო ხიდისაკენ, მაგრამ თავხეებგადახერხილმა ხიდმა მათ ვერ
გაუძლო და ჩაინგრა. ისინი ადიდებულ მტკვარში ჩაცვივდნენ. ოსმალთა და დაღესტნელთა
გაერთიანებული ჯარების დანაკლისი საკმაოდ დიდი იყო, ბრძოლის ველზე მათი 4 000 მებრძოლო
დაეცა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამოდენიმე ცნობილი ფაშა და
ბეგიც. ამ ბრძოლაში, ერეკლემ პირადად გამოასალმა სიცოცხლეს ლეკთა მეთაური კოხტა-ბელადი.
ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და სამხედრო ალაფი.
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 70-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე II,
მხოლოდ საკუთარი ჯარებით შეძლო ოსმალთა ჯარის დამარცხება, მაგრამ იმის გამო, რომ ტოტლებენი
ერეკლეს საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა ქართლში (ის ქართლელ თავადებს იმპერატორის
ერთგულებაზე აფიცებდა და თანაც ციხეების დაკავებაც დაიწყო), ერეკლე იძულებული გახდა ქართლში
დაბრუნებულიყო. ტოტლებენს ერეკლე II-ს ტახდიდან გადაყენებაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ არ
გამოუვიდა. საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივით
ყოფილიყო ნაკარნახევი, როგორც ზემოთ ვნახეთ იგი რუსეთის იმპერატორის დაკვეთას ასრულებდა.
1772 წელს რუსთა ჯარებმა დატოვეს საქართველო. მათი ჯარის ყოფნამ საქართველოში არავითარი

289
სარგებლობა არ მოუტანა ერეკლეს. ერთადერთი, რეგულარული ჯარის შექმნის იდეა მიაწოდა. 1774 წელს
დაწესდა ,,მორიგე ჯარი‖. ქართლ-კახეთის სამეფოს ყველა მამაკაცი. მიუხედავად თავისი სოციალური
სტატუსისა, ვალდებული იყო თავისი ხარჯით წელიწადში ერთი თვით წასულიყო ჯარში. ამან ერეკლეს 5
000-იანი ყოველთვის მზადმყოფნი მოლაშქრე მისცა. ,,მორიგე ჯარის‖ სარდალი და სულისჩამდგმელი
ერკელეს ძე ლევან ბატონიშვილი იყო. ,,მორიგე ჯარმა‖ განსაკუთრებით კარგი შედეგი გამოიღო
ლეკიანობის აღსაკვეთად. Mმორიგე ჯარის შექმნაში გარკვეული საფრთხე დაინახეს ქართლის თავადების
ერთმა ნაწილმა. ისინი აშკარა უკმაყოფილების გამოხატვას ერიდებოდნენ, მაგრამ ელოდნენ ხელსაყრელ
დროს. ეს დროც მალე დადგა _ 1781 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოულოდნელად გარდაიცვალა ლევან
ბატონიშვილი. მისი შემცვლელი სხვა ბატონიშვილი აღარ მოიძებნა. ყოველწლიურად იწყო შემცირება და
ბოლოს საერთოდ შეწყდა მორიგ ჯარში გამოსულთა რიცხვი. Eეს იყო ერეკლეს პოლიტიკის აშკარა
მარცხი.
1779 წელს ერეკლე II ერევნის სახანო დალაშქრა და ერევანი დაარბია. ერეკლემ რამდენიმე ათასი
სომეხი საქართველოში გადამოასახლა. მან არ გააუქმა ერევნის ხანის თანამდებობა, მაგრამ მასთან ერთად
მისი სიძე იოანე მუხრანბატონი დანიშნა გუბერნატორად. ეს მრავალი მიზეზით იყო განპირობებული.
ჯერ ერთი იმით, რომ ერევნის დაპყრობა სურდა ირანის შაჰს, რომელიც შემდეგ შეავიწროვებდა ქართლ-
კახეთსაც. გარდა ამისა სომეხი პოლიტიკოსები ცდილობდნენ რუსებს აღედგინა სომხეთისა და
ალბანეთის აწ უკვე გაუქმებული სამეფოები. აქ თუ რუსეთი მყარად მოიკიდებდა ფეხს კავკასიის
გეოპოლიტიკური სივრცე საკმაოდ დაიძაბებოდა და გარკვეული საშიშროება შეექმნებოდა ქართლ-
კახეთის სამეფოსაც. ამავე მიზეზებით 1780 წელს ერეკლეს კიდევ ერთხელ დაულაშქრავს ერევანი.
სწორედ ამ დროს, როდესაც მეფე ერეკლე ერევანში იბრძოდა გამოჩნდა ქართლის ტახტის
პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე. აღნიშნულთან დაკავშირებით აბსოლიტურად სწორი მოსაზრება
გამოთქვა აკადემიკოსმა ნ. ბერძენიშვილმა. მისი თქმით ,,ჩანს, რუსეთის კარი შეშფოთებულია ერეკლეს
პოლიტიკური ნაბიჯებით. უეჭველია, რუსეთი შეეცდება სათანადო ღონისძიებანი მიიღოს, რომ ერეკლეს
გეზი შეაცვლევინოს...‖
1779 წელს ქერიმ-ხანი გარდაიცვალა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა ირანში.
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ერეკლე II ევროპასთან სცადა ურთიერთობის
დამყარება. ერეკლე ძირითადად ფულის მიღებას გეგმავდა ევროპის სახელმწიფოებიდან. მან ვენეციის
სენატს და ავსტრიის იმპერატორს ორჯერ გაუგზავნა ელჩი, ერთი ოსმალეთის და მეორე რუსეთის
გავლით, მაგრამ ორივე გზაში გარდაიცვალა. 1782 წლის 8 ოქტომბერს ვენეციის სენატისადმი
გაგზავნილი წერილის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: ,,....ჩვენის სათხოვარის ჰაზრი ეს არის, რომ
ერთის პოლკის ჯარის ჯამაგირი გვებოძოს, რომ კაცი ჩვენ ვიშოვოთ, და იმ ჯამაგირით ის ჯარი გავაწყოთ
ევროპის რიგზე, რომ მტერი ამ ჯარის რიგს საბოლოოთ რომ სცნობს, ვერას დროს ჩვენს მტრობას ვეღარ
გაბედავს‖. ასეთივე შინაარსისა გახლდათ მეორე წერილიც.
ავსტრიისაკენ მიმავალი მეორე ელჩი ერეკლე II სპეციალურად გაატარა რუსეთის სამეფოზე. ამით
მან პროვცირება გაუკეთა იმპერატორ ეკატერინე II, რადგან ავსტრიასთან ურთიერთობის დამყარება
გააღიზიანებდა რუსეთის პოლიტიურ ელიტას და შეეცდებოდნენ დაეჩქარებინათ ქართლ-კახეთის
მფარველობაში შეყვანა...

$12 ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის


80-90-იან წლებში

გეორგიევსკის ტრაქტატი. XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში რუსეთი და ავსტრია ამუშავებდნენ


,,საბერძნეთის პროექტის‖ სახელით ცნობილ გეგმას, რომლის თანახმადაც ევროპიდან უნდა განედევნად
ოსმალები და აღმდგარიყო საბერძნეთის იმპერია. ამ იმპერიის მეფედ უნდა დანიშულიყო რუსეთის

290
სამეფო კარის წარმომადგენელი. მოლდავეთი და ვლახეთი უნდა გაერთიანებულიყო ერთ სხელმწიფოდ,
რომლის სახელიც უნდა ყოფილიყო დაკია და იგი რუსეთზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. რუსეთი
გეგმავდა ყირიმის შემოერთებას, ქართლ-კახეთის მფარველობაში შეყვანას და ამიერკავკასიაში ორი
ბუფერული სახელმწიფოს სომხეთისა და ალბანეთის შექმნას. ამიერკავკასიის სივრცეში პირველობის
მოპოვებას რუსეთი ერეკლე II დახმარებით გეგმავდა.
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დამდეგისათვის რუსეთმა გადაწყვიტა ყირიმის სახანოს
შეერთების საკითხი და მთელი ძალები მობილიზებული იქნა შავი ზღვის აუზში. აშკარად გამოიკვეთაA
რუსეთის ინტერესები კავკასიაში. სამხრეთ კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ ოსმალეთსა და ირანს
რუსეთიც შეემატა. რუსეთი ამ პერიოდისათვის ამ სამ სახელმწიფოს შორის ყველაზე ძლიერი იყო.
საქართველოს მოსახლეობა ამ დროისათვის 700-800 ათას კაცს არ აღემატებოდა. ერი ფიზიკური
განადგურების საფრთხის წინაშე იდგა. ამიტომ არჩევანი _ ცუდსა და უარესს შორის შედარებით ნაკლებ
,,ცუდზე‖ გაკეთდა. ერკლე II-მ მფარველად რუსეთის სახელმწიფოს გაჩენა განიზრახა. თავის მხრივ,
რუსეთიც მოხარული იქნებოდა, თუ სამხრეთ კავკასიაში პლაცდარმს გაიჩენდა და უბრძოლველად
გადმოლახავდა კავკასიის ქედს.
ამრიგად, დაინტერესება ორივე მხრიდან იყო, მაგრამ რუსეთს სურდა, რომ საქმე ისე წარმოეჩინა,
თითქოს ხელშეკრულების დადების ინიციატორი ერეკლე II იყო. Aმიტომ, 1782 წელს, ერეკლემ
ოფიციალური თხოვნით მიმართა ეკატერინე II-ს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღებასთან
დაკავშირებით. შემუშავდა ხელშეკრულების (ტრაქტატის) პროექტი, რომლის ტექსტი ეკატერინე II-მ და
ერეკლე II-მ მოიწონეს. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში
ტრაქტატს ხელი მოაწერეს: რუსეთის მხრიდან – პავლე პოტიომკინმა, ხოლო ქართლ-კახეთის მხრიდან –
იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. ამ ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის
მფარველობაში შევიდა.
ტრაქტატის ტექსტი შედგებოდა პრეამბულის, 13 ძირითადი და 4 სეპარატიული მუხლისაგან, ანუ
არტიკულარისაგან. ტრაქტატის პირობების თანახმად: ქართლ-კახეთის მეფეს ამტკიცებდა რუსეთის
იმპერატორი. რუსეთი არ ერეოდა ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში; საგარეო ურთიერთობები ქართლ-
კახეთის მეფეს უნდა შეეთანხმებია რუსეთთან. საიდუმლო მუხლების თანახმად ქართლ-კახეთში უნდა
მდგარიყო 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი. საჭიროების დროს კი გამოიგზავნებოდა დამატებითი ძალები.
რუსეთი ასევე ეცდებოდა დაებრუნებინა მტრისაგან მიტაცებული ქართული მიწები.
1784 წლის 24 იანვარს ტრაქტატის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II-მ და
ეკატერინე II-მაც. ერეკლე II იმედოვნებდა, რომ ამ ტრაქტატის დადების შემდეგ ქვეყანა სულს
მოითქვამდა და დაცული იქნებოდა, მაგრამ ერეკლე ცდებოდა. რუსეთს, ისევე, როგორც საქართველოს
სხვა დამპყრობლებს, არ ჭირდებოდა ერთიანი და ძლიერი საქართველო. გეორგიევსკის ტრაქტატის
დადებამ გააღიზიანა როგორც ირანი და ოსმალეთი, ასევე ევროპის დიდი სახელმწიფოები ინგლისი და
საფრანგეთიც კი. 1783 წლის ხელშეკრულებამ საქართველოს არანაირი სარგებლობა არ მოუტანა, ხოლო
ზიანი კი უამრავი. ერეკლე II-ს ირანსა და ოსმალეთთან გარკვეული პოლიტიკური ,,სტატუს ქვო‖ ჰქონდა
მიღწეული, რაც ქართველთა დიპლომატიური სკოლის ბრწყინვალე მიღწევა იყო. Mმაგრამ, რუსეთთან
ურთიერთობით პოლიტიკური წონასწორობა აშკარად დაირღვა და ნათელი იყო, რომ ახლო მომავალში
ქართლ-კახეთი ახალ თავდასხმებს მიიღებდა.
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში. 1783 წელს ეკატერინე II ყირიმის
ნახევარკუნძული შემოიერთა და აქედან საბოლოოდ განდევნა ოსმალები. იმავე წელსვე მან
მფარველობაში შეიყვანა ქართლ-კახეთის სამეფო და ყუბანის მხარე. გარდა ამისა რუსეთმა კიდევ უფრო
განიმტკიცა თავისი პოზიციები ყაბარდოში. რუსეთი გეგმავდა კავკასიის სივრცეზე ბატონობის
დამყარებას, კონსტანტინეპოლის არებას და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკავებას. ამ
უკანასკნელისათვის ბრძოლები კიდევ უფრო დრამატული იყო, მომდევნო, მთელი XIX საუკუნის
განმავლობაში.
პირველი სერიოზული დარტყმა, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფომ გეორგიევსკის ტრაქტატის
შემდეგ მიიღო, დაღესტნელთა შემოსევა იყო. 1785 წელს ომარ-ხანის წინამძღოლობით დაღესტნელთა

291
ლაშქარი ქართლ-კახეთს შემოესია. რუსეთმა რეალური დახმარება არ აღმოუჩინა. ერეკლე II-ემ ომარ-ხანს
ხარკის გადახდა აღუთქვა.
ერეკლე II მიხვდა, რომ რუსეთზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა. ამიტომ მან ელჩი გააგზავნა
ეგვიპტეში, სადაც ამ დროს ქართველი მამლუქების ხელში იყო ძალაუფლება. ერეკლეს ელჩი
სიამოვნებით მიიღეს, მაგრამ რეალური დახმარება არ აღმოუჩინეს. 1786 წელს გაიმართა თათბირი,
რომელზეც განიხილეს საგარეო ორიენტაციის საკითხი, მაგრამ საგარეო კურსის შეცვლა არ მოხდა.
1787 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსეთმა ქართლ-კახეთიდან ჯარი გაიყვანა. ჯარის
გაყვანა რუსეთმა იმით ახსნა, რომ ამით ქართლ-კახეთს მიეცემოდა საშუალება მოეგვარებინა
ურთიერთობა მეზობლებთან. 1791 წლის 29 დეკემბერს იასში რუსეთსა და ოსმალეთს შორის გაფორმდა
საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი), რომლის თანახმადაც ოსმალეთმა სცნო 1783 წლის გეორგიევსკის
ტრაქტატის პირობები, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთი შევიდა რუსეთის მფარველობაში. ამ
ტრაქტატის მეხუთე მუხლის თანახმად ოსმალეთი დებდა პირობას, რომ ამიერიდან ახალციხის ფაშა
აღარ დაესხმოდა თავს ქართლ-კახეთის სამეფოს. დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში კი ძალაში
დარჩა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის პირობები.
1789 წელს დავით არჩილის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის მიმდინარე ბრძოლისაგან
დაღლილი იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები ჩავიდნენ ერეკლე II-თან და შესთავაზეს იმერეთის
შეერთება. მაგრამ ერეკლე II-მ განაცხადა, რომ ის ვერ წაართმევდა ტახტს თავის შვილიშვილს. 1789 წელს
იმერეთში დავით არჩილის ძე გაამეფეს, რომელიც სოლომონ I-ის პატივსაცემად სოლომონ II-ედ იწოდა.
1790 წელს ერეკლე II-ის მდივნის სოლომონ ლიონიძის ძალისხმევით დაიდო ,,ტრაქტატი
ივერიელთა მეფეთა და მთავართა‖. ამ ხელშეკრულებით იმერეთის მეფე სოლომონ II, სამეგრელოს
მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სვიმონ გურიელი აღიარებდნენ ერეკლეს უპირატესობას
და მასვე ანდობდნენ რუსეთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნენ 1783 წლის
გეორგიევსკის ტრაქტატს.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-მ ორი ბრძანება გამოსცა, რომლებმაც გაართულეს
ვითარება ქვეყნის შიგნით. 1791 წელს გამოსული ბრძანებით მემკვიდრეობა გადადიოდა ძმიდან ძმაზე. ეს
სამეფოში მუდმივი არეულობის მიზეზი იქნებოდა. მეორე ბრძანებით მეფემ საუფლისწულოები გამოუყო
თავის ვაჟებს. ამან კი, ფაქტობრივად, დაშალა ქართლ-კახეთის სამეფო.
კრწანისის ბრძოლა. ქართლ-კახეთს რეალური საფრთხე ემუქრებოდა ირანიდან და მისი
მმართველი აღა-მაჰმად-ხანიდან, როგორც ჩანს ეს ყველაფერი რუსეთის ფარული რეჟისურითა და
წაქეზებით ხდებოდა, რადგან რუსეთს აწყობდა საქართველოს დასუსტება, რომელსაც ამჯერად ამას
ირანის ხელით მიაღწევდა და შემდეგ ქართველებს არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას მოახვევდა
თავს.
ზ. ჭიჭინაძე ბაგრატ ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ კავკასიის სამხედრო
ხაზის სარდალი გუდოვიჩი ირანის შაჰს აქეზებდა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ და ამ ყოველივეს იგი
აკეთებდა ასტრახანელი სომეხი ვაჭრების ხელით. ამ სომეხი ვაჭრების ხელით გუდოვიჩი იარაღსა და
ფულსაც კი უგზავნიდა ირანის შაჰ აღა-მაჰმად-ხანს. ამ ცნობას ადასტურებს სტამბულში მყოფი რუსეთის
რეზიდენტიც, რომელიც წერდა იმპერატორ ეკატერინე II, რომ ოსმალებში ხმები დადის, თითქოს ჩვენ
საიდუმლოდ ვიყავით ირანის შაჰთან შეთახმებული და თითქოს მათვის ოფიცრებიც კი გაგვეგზავნოს
არტილერიის გასამართავადო.
ამ პრობლემას ეხმიანება ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის წერილები, რომელშიც
საუბარია, რომ რუსეთი მთელ საქართველოში ცდილობდა ერეკლე II მტრებთან გამოეძებნა საერთო ენა,
რომლებიც ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის სიტყვით „იმ დროს, მთელს საქართველოში მეფის
ირაკლის მტრები ჩუმად დაწანწალებდნენ და ხალხს აშინებდნენ, აღა-მაჰმად ხანი ორასი ათასი ჯარით
მოდის, დაიხიზნენით, თორემ სულერთიან წაგლეკამსო. ამისთანებს ბევრს შეშინებულს სიტყვებს
ეუბნებოდნენ და ის გულწრფელი ხალხნიც შიშით იყურებოდნენ და მაგარს ადგილებში შედიოდნენ:
ეგებ იქ სიცოცხლე მაინც გადავირჩინითო―. ასეთი ჭორების დათესვით რუსეთი ქაოსურ სიტუაციას
ქმნიდა ქართლ-კახეთის სამეფოში. ამას ემატებოდა სომხების ინტერესები ქართლ-კახეთის სამეფოს

292
დასუსტებისა. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის თანახმად „მეფის გიორგის შინაურმა სანდო მდივანმა
ელიაზარ ფალავანდიშვილმა მითხრა, ორქივატერი იოსებ (არღუთინსკი) საქართველოში რომ მოვიდა,
ჩვენი პირველი თავადები მისულიყვნენ იმასთან სანახავად, სხვადასხვა ლაპარაკში ეთქოთ იმისთვის
გულის წრფელითა: თქვენო უწმინდესობავ, მართლა თქუენის დახმარებით წამოვიდა აღა-მაჰმად-ხანი
საქართველოზე? იმას ხუმრობით გაეკეთებინა და გაცინებით ეთქვა: ეგ მართალი რათ იქნება, მაგრამ ამას
იქით ჩვენ სომხები უნდა ვიყვნეთ საქართველოში და საქართველო ჩვენი უნდა იყოსო. თუმცა
ორქივატერმა ხუმრობით თქუა, მაგრამ კი მართალი თქუა. სწორეთ მართალია. სწორეთ თავიანთთვის
უნდათ საქართველო. ჯერ ჩუენ წაგვახდინონ და მასუკან ჩუენის წახდენითა ისინი გაძლიერდენო.
ელიაზარ ფალავანდიშვილის სიტყვა არის ესა―.
სწორედ ამის შემდეგ, 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა.
ირანის 35 000 ჯარი 8 სექტემბერს დაბანაკდა სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის
ტბას შორის, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ე.წ. სარვანის მინდორზე. აღა-მაჰმად-ხანს ამ ლაშქრობისას
თან ახლდნენ განჯის ხანი ჯავადი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი.
ერეკლემ იცოდა ამ ლაშქრობის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლო სათანადო ზომების მიღება და საჭირო
ღოპნისძიებების გატარება. ერეკლეს მხოლოდ 5 000 ჯარი ჰყავდა. ამთგან 2 000 იმერელი ჯარისკაცი იყო,
რომელსაც მეთაურობდა სოლომონ II.
სოღანლუღის ვიწრო გასასვლელებით თბილისამდე მისვლა ირანელებისათვის სახიფათო იყო,
ამიტომაც სომეხი მელიქების კონსულტაციით აჯობებდა, თუ ირანელები თელეთიდან შინდის-
ტაბახმელასაკენ წავიდოდნენ და იქედან დაეშვებოდნენ კრწანისის ველზე. იქედან კი, სეიდაბადის
გავლით მიადგებოდნენ თბილისს.
როგორც ჩანს, ერეეკლე II ამოიცნო მტრის მოძრაობის სავარაუდო მარშუტი და 10 სექტემბერს
ქართველთა ჯარი (ოთარ ამილახვარის, იოანე მუხრანბატონის და ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები
და იმერეთის ჯარი ზურაბ წერეთელის მეთაურობით) და არტილერია განალაგა თაბორის ქედის სამხრეთ
ფერდობთან, შინდისის მიდამოებში და გადატყვიტა მიზანში ამოეღო თელეთის ქედის ჩრდილოეთი
ფერდობი, რადგან მტერი სწორედ ამის გავლით უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველზე. 10 სექტემბრის
ბრძოლას ქართველთა მხიდან სარდლობდა დავით ბატონიშვილი. როგორც კი ირანელებმა თელეთის
ქედის გადმოლახვა დაიწყეს ქართველებმა ზარბაზნით ცეცხლი გაუხსნეს და დიდი ზიანი მიაყენეს მათ.
ამის შემდეგ ერეკლე II და მისმა შვილიშვილმა სოლომონ II ხელჩართული ბრძოლა წამოუწყეს
ირანელებს და დაამარცხა ისინი. 10 სექტემბერს გამართულ ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ. აღა-
მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ ერეკლეს
მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა.
აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ჯარი 14 ნაწილად დაჰყო და 11 სექტემბერს კრწანისის ველზე
ირანელებმა შეტევა დაიწყეს. შაჰმა გადაწყვიტა თბილისზე შეტევა ორი მხრიდან განეხორციელებინა.
5 000 კაცს მან უბრძანა თელეთის გზით წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, ხოლო ძირითადი
ძალები კი სოღანლუღის ვიწროებით მიიწევდა ქალაქისაკენ. ქართველებს იგივე პოზიციები ეჭირათ, რაც
წინა დღეს 10 სექტემბერს. 11 სექტემბერს ქართველთა ჯარს თვით ერეკლე II სარდლობდა. ქართველთა
მარჯვენა ფრთას დავით ბატონიშვილი სარდლობდა, ხოლო მარცხენა ფრთას და მეწინავე რაზმს იოანე
ბატონიშვილი მეთაურობდა. ერეკლე II სარეზერვო ძალები ოთარ ამილახვარისა და თავისი ვაჟიშვილის
ვახტანგის რაზმები შემახლებულ ადგილზე დააბანაკა. მან იმერელთა 1 000 კაციანი რაზმის მის მარჯვნივ
დააბანაკა, 500 იმერელი ჯარისკაცი მობილიზებული იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება
აღმოეჩინა მეზარბაზნეებისათვის.
სოღანლუღიდან წამოსულ აღა-მაჰმად-ხანს ქართველებმა გზა მოუჭრეს და წინ წასვლის
საშუალება არ მისცეს. მაშინ შაჰმა მდინარე მტკვარი გადაცურა, რომლის დროსაც 300-მდე სპარსელი
მებრძოლი დაიხრჩო. ირანელებმა გეზი სეიდაბადისაკენ აიღეს. მათ თავს დაესხა ვახტანგ ბატონიშვილი
2 000 მებრძოლით. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ირანელთა მრავალრიცხოვნობამ
თავისი გაიტანა და მათ უკან დახევა დაიწყეს. ირანელები მოულოდნელად თავს დაესხნენ დავით
ბატონიშვილის რაზმსაც. მართალია ქართველებმა მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ძალები

293
აშკარად არათანაბარი იყო და დავით ბატონიშვილმა ზარბაზნები მტერს, რომ არ ჩავარდნოდა ხელში
ისინი წყლიან ხევში გადაყარა და უკან დაიხია.
საბოლოოდ, 11 სექტემბერს კრწანისის ველზე არათანასწორ ბრძოლაში ქართველები
დამარცხდნენ. 75 წლის ერეკლე ძალით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან შვილიშვილებმა. აღა-მაჰმად-ხანმა
აიღო თბილისი და ააოხრა.
1795 წლის 20-21 სექტემბერს ირანელებმა დატოვეს ქართლ-კახეთის სამეფო. მათ საკმაოდ დიდი
ნადავლი და 15 000-მდე ტყვე წაიყვანეს.
1797 წელს აღა-მაჰმად-ხანი მეორედ წამოვიდა ქართლ-კახეთის დასარბევად, მაგრამ იგი
შეტქმულებმა მოკლეს გზაში.
1796 წელს რუსებმა, ვითომდა ირანელების დასასჯელად, ლაშქრობა მოაწყვეს მათ წინააღმდეგ.
სინამდვილეში რუსეთს სურდა განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ერეკლე თელავში გადავიდა
საცხოვრებლად და იქვე გარდაიცვალა 1798 წლის 11 იანვარს.
ქართ-კახეთის სამეფოს გაუქმება. ერეკლე II გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი მისმა ძემ
გიორგი XII-მ დაიკავა. გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. მას მამის სიცოცხლეშივე რთული
ურთიერთობა ჰქონდა თავის ნახევარძმებთან. ერკლეს გარდაცვალების შემდეგ ეს დამოკიდებულება
კიდევ უფრო დაიძაბა. ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ.
გიორგი XII-ემ სცადა მათი დამორჩილება, მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი თავადები და აზნაურები
ძირითადად ორ ჯგუფად დაიყვნენ. ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ის ძეს დავითს. მეორენი კი
ერეკლე II-ის ძეს იულონს.
1799 წელს ქართლ-კახეთში რუსეთის ჯარის ერთი პოლკი შემოვიდა გენერალ ლაზარევის
მეთაურობით. ამ ჯარს თან ჩამოყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი XII-ის კარზე
კოვალენსკი. გიორგი XII-ის მთავარი საზრუნავი იყო, რომ მეფობა გადასულიყო მის ძეზე დავითზე. ამ
ამბავმა გიორგის ძმების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი XII-ს ოღონდ თავისი ძე გაემეფებინა და რუსეთს
ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებაც მისცა. ეს გადაწყვეტილება გიორგის ძე დავითისათვისაც კი
არ იყო ცნობილი.
1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც ქართლ-
კახეთის სამეფო უქმდებოდა და ის უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. იმავე წლის 28
დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.
ქართლ-კახეთის გამგებლად დაინიშნა დავით გიორგის ძე. 1801 წლის მარტში შეთქმულებმა მოკლეს
რუსეთის იმპერატორი პავლე I. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კავკასიის ხაზის უფროს გენერალს
კნორინგს დაავალა გაერკვია ვითარება ქართლ-კახეთში. კნორინგი ჩამოვიდა თბილისში,
გამგებლობიდან გადააყენა დავით გიორგის ძე და მმართველად დააყენა გენერალი ლაზარევი. 1801 წლის
12 სექტემბრის მანიფესტით ალექსანდრე I-მა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. ეს მანიფესტი მხოლოდ
1802 წლის 12 აპრილს წაუკითხეს სიონის ტაძრის ეზოში ალყაშემორტყმულ ქართველებს.

$13 სოციალუირი და ეკონომიკური ვითარება


XVI-XVIII საუკუნეებში

სოციალური ვითარება. საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილ


სამეფოებში: ქართლს, კახეთს და იმერეთს სათავეში იდგნენ ბაგრატიონი მეფეები. ოდიშის, გურიისა და
აფხაზეთის სამთავროების სათავეში კი დადიანები, გურიელები და შარვაშიძეები. XVI-XVIII საუკუნეები
სათავადოების არსებობის პერიოდია. სათავადოები ხან ერთმანეთს ებრძოდნენ, ხან კი ერთიანდებოდნენ
და ერთიანი ძალით იბრძოდნენ საკუთარი ინტერესების დასაცავად. თავადები მეფის ვასალები იყვნენ,
მაგრამ ზოგჯერ მეფესაც ებრძოდნენ.

294
ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით არსებობდა სამი ხარისხის თავადი: დიდებული თავადი
(მისი სისხლი 1536 თუმანად იყო შეფასებული), შუა თავადი (768 თუმანი) და მესამე ხარისხის თავადი
(384 თუმანი). ქართლში ექვსი დიდებული ანუ დიდი თავადი იყო (არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი,
ბარათაშვილი, ამოლახორი, მუხრანბატონი და ციციშვილი), იმერეთში ათი.
სამ კატეგოარიად იყოფოდნენ აზნაურებიც: გადიდებული აზნაური ანუ დიდი აზნაური (მისი
სისხლი 192 თუმანად იყო შეფასებული), შუა აზნაური (96 თუმანი) და ცალმოგუი აზნაური (48 თუმანი).
აზნაურები ეკუთვნოდნენ მეფეებს, თავადებსა და ეკლესიას. სოლომონ I-მა სამეფო ხელისუფლების
განმტკიცების მიზნით შექმნა ახალი ინსტიტუტი _ ფიცის კაცები, რომლებიც ძირითადად იყვნენ
აზნაურები და მცირე რაოდენობით გლეხები. ფიცის კაცები ყოველი წლის 15 მაისს იკრიბებოდნენ და
ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. მეფის ბრძანებითვე ომის დროს ფიცის კაცებიდან ლაშქარში
გამოდიოდა ყველა აზნაური, გლეხიდან კი _ კომლზე ერთი კაცი. ფიცის კაცებს თავადი
ლორთქიფანიძეები ედგნენ სათავეში.
მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მსახურები (მათი სისხლი 24 თუმნად იყო
შეფასებული) და გლეხები (12 თუმანი). გლეხთა რამდენიმე კატეგორია არსებობდა. ძირითადი იყო
მებეგრე გლეხი. არსებობდა ნასყიდი ანუ უმიწოდ გაყიდული გლეხი და ხიზანი ანუ ერთი ბატონიდან
მეორესთან გაქცეული გლეხი. იყვნენ თავდახსნილი ანუ ბატონყმური ურთიერთობისაგან
გათავისუფლებული გლეხები, რომლებიც რაოდენობრივად მცირენი იყვნენ.
ხელოსანთა უმეტესობაც ყმები იყვნენ. რაც შეეხება ვაჭრებს, ისინი 4 კატეგორიად იყოფოდნენ:
დიდი ვაჭარი შუა აზნაურთან იყო გათანაბრებული. მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის ვაჭრები
გათანაბრებული იყვნენ შესაბამისად _ ცალმოგუი აზნაურთან, მსახურთან და გლეხთან.
მეფეები ცდილუბდნენ ბატონყმური რიგი დაეცვათ, არ მიეცათ საშუალება თავადებისათვის
ზღვარგადასული ექსპლუატაცია გაეწიათ გლეხებისათვის.
ეკონომიკური განვითარება. იმის გამო, რომ XVI-XVIII საუკუნეებში საქართველო ირანისა და
ოსმალეთის ხშირი თავდასხმის ობიექტი იყო და ამას ემატებოდა ლეკიანობაც, ეკონომიკა დაღმავლობას
განიცდიდა. XVI საუკუნეში ეკონომიკური განვითარების ყველაზე კარგი პირობები შექმნილი იყო
კახეთის სამეფოში. ამას დამატებით ხელს უწყობდა ისიც, რომ კახეთი ახლოს იყო გილან-შემახა-
ასტრახანის სავაჭრო გზასთან. ამ პერიოდში კახეთში დაწინაურდა ქალაქები: გრემი, ზაგემი (ძეგამი).
კახეთს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ირანთან და რუსთთან.
ქართლში ეკონომიკური აღმავლობა დაკავშირებულია როსტომ-ხანის სახელთან. მისი მეფობის
დროს თბილისი კვლავ ითვლებოდა ვაჭრობა-ხელოსნობის უმიშვნელოვანეს ცენტრად. გაიზარდა
ქალაქის მოსახლეობაც. თუ XVI საუკუნის 80-იან წლებში თბილისში 12 000 მცხოვრები იყო, XVIII
საუკუნის შუა ხანებისათვის 20 000-ს მიაღწია. ვახტანგ VI-ის დროს თბილისში 200-მდე სავაჭრო დუქანი
იყო, ერეკლე II-ეს დროს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა. თბილისის გარდა მნიშვნელოვანი ცენტრები
იყო: გორი, ცხინვალი, სურამი, ალი. ერეკლე II-ეს დროს ქართლ-კახეთში საქონელი შემოჰქონდათ
ევროპიდანაც (ესპანეთიდან და საფრანგეთიდან). ქართველი ვაჭრები დადიოდნენ: ბაღდადში,
ინდოეთში, სირიაში.
დასავლეთ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა გავლენას ახდენდა
ეკონომიკაზეც. საგარეო ვაჭრობა მთლიანად თურქეთის ხელში მოექცა. შიდა ვაჭრობის განვითარებას
ხელს უშლიდა სამეფო-სამთავროებს შორის არსებული დაპირისპირება. თუმცა ზოგიერთ ადგილას
(ხონი, რუხი, ჩხარი, ჩიხორი) იმართებოდა ვაჭრობა. ეკონიმიკური გამოცოცხლება შეინიშნებოდა
ოდოშის სამთავროში ლევან II დადიანის დროს.
სოფლის მეურნეობაში კვლავ ტრადიციული დარგები იყო განვითარებული: მარცვეული
კულტურის მოყვანა, მევენახეობა, მებაღეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა და სხვა. XVII
საუკუნეში დასავლეთ საქართველოში გავრცელდა სიმინდი.
ერეკლე II-ის დროს ქართლ-კახეთში იწყება მრეწველობის განვითარება. პირველ რიგში აღსანიშნავია
სამთამადნო წარმოება. ამ მიზნით მეფემ 2000-მდე ბერძენი გადმოასახლა ანატოლიიდან, რადგან მათ იცოდნენ

295
მადნის მოპოვება და დამუშავება. ალავედსა და ახტალაში მოიპოვებდნენ სპილენძს, ვერცხლს და, შესაძლოა, მცირე
რაოდენობით ოქროსაც კი.
ქართლ-კახეთის სამეფოში არსებობდა: ზეთსახდელი, თამბაქოს, თიხის ჭურჭლისა და აგურის
ქარხნები. თბილისში იყო იარაღის ქარხანაც. სხვადასხვა საბრძოლო დანიშნულების ნივთების გარდა აქ
ამზადებდნენ ზარბაზნებსაც.
შეიძლება ითქვას, რომ ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფო ეკონომიკური
აღმავლობის გზას დაადგა.

$14 კულტურა XVI-XVIII საუკუნეებში

XVI-XVIII საუკუნეები ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა


პოლიტიკურად დაშლილი და დაქუცმაცებული იყო. ოსმალეთისა და ირანის აგრესიის შედეგად გაწყდა
მოსახლეობის დიდი ნაწილი. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. ყოველივე ამან, ცხადია, იმოქმედა კულტურის
განვითარებაზე.
ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1629 წელს პირველი ქართული
ნაბეჭდი წიგნის გამოცემა. იტალიაში თეიმურაზ I-ის ელჩის ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ინიციატივით
დაიბეჭდა ქართულ-იტალიური ლექსიკონი.
სწავლა-განათლებისა და კულტურის კერები. განათლების მიღება ხდებოდა ოჯახებში, ან
ეკლესია-მონასტრებში. დიდი საგანმანათლებლო ცენტრები ამ დროს საქართველოში აღარ არსებობდა.
XVII ს-ში საქართველოში მრავლად ჩამოვიდნენ კათოლიკე მისიონერები. მათი მთავარი მიზანი
კათოლიკობის პროპაგანდა და გავრცელება იყო. კათოლიკე მისიონერები აარსებდნენ თავიანთ სკოლებს.
სადაც ასწავლიდნენ ქართულს, ლათინურს, იტალიურს და სხვა საგნებს. ნიჭიერ ახალგაზრდეს შემდგომ
ევროპაში აგზავნიდნენ. მათ მიერ გახსნილი სკოლები ფუნქციონირებდა თბილსში, გორში და ქუთაისში.
ერთ-ერთი მნიშვნელობანი კულტურული კერა ისევ იყო გელათი. რომლის მნიშვნელობა
განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიტანეს აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია. ამ
პერიოდში განაგრძობდა არსებობას ქართული მონატრები იერუსალიმში და ათონის მთაზე. თუმცა,
ისინი უმძიმეს მდგომარეონაში იმყოფებოდნენ. განადგურდა ქართული კულტურის ცენტრები სამხრეთ
საქართველოში.
XVIII საუკუნეში განათლებისა და კულტურის ძირითად კერებს წარმოადგენდა ეკლესია-
მონასტრები, სამეფო კარი, ცალკეული ფეოდალების ციხე-დარბაზები.
ქართლში სასწავლო ცენტრების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ვახტანგ VI-ის დროს.
დიდ ყურადღებას აქცევდა სწავლა-განათლებას ერეკლე II. 1755 წელს თბილისში, ანჩისხატის ტაძრის
ეზოში გაიხსნა სასულიერო სემინარია. მისი ხელმძღვანელი იყო ფილიპე ყაითმაზაშვილი. სემინარიაში
ასწავლიდნენ გრამატიკას, ლიტერატურას, გალობას, ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკას. 1758 წელს
სემინარია გაიხსნა თელავშიც, რომელიც 1782 წელს გადაკეთდა ფილოსოფიურ სემინარიად. მისი
პირველი რექტორი იყო გაიოზი. გაიოზმა თავდაპირველი განათლება თბილისის სემინარიაში მიიღო.
იგი იყო თელავის სემინარიის შექმნის ინიციატორი და მისი პირველი რექტორი. 1783 წლიდან რუსეთში
მოღვაწეობდა. ხელმძღვანელობდა ოსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელ კომისიას, შემდგომში იყო
ასტრახანისა და სტავროპოლის მთავარეპისკოპოსი. მის კალამს ეკუთვნის მრავალი ორიგინალური და
ნათარგმნი ნაწარმოები.
გაიოზის შემდეგ თელავის სემინარიას ხელმძღლანელობდა დავით ალექსი-მესხიშვილი. მას
ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო. წერდა ნაწარმოებებს და ლექსებს.
ქართლ-კახეთის სამეფოში არსებობდა კერძო სკოლებიც. იყო კათოლიკეთა კერძო სკოლაც.

296
არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მაშტაბით, თბილისი დიდი კულტურული
ცენტრი იყო. 1749 წელს ერეკლე II-მ აღადგინა ვახტანგ VI-ს მიერ დაარსებული სტამბა. იგი აღა-მაჰმად
ხანის ლაშქრობის დროს დაინგრა. კვლავ აღადგინა გიორგი XII-ემ.
შედარებით უფრო რთულ პირობებში არსებობდა კულტურის ცენტრები დასავლეთ
საქართველოში: გელათში, კაცხში, ნიკორწმინდაში, მარტვილში, შემოქმედში.
უდიდეს კულტურულ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში არსებული ქართული სათვისტომო,
რომელიც არჩილმა დააარსა. ქართველები მონაწილეობდნენ საკუთრივ რუსეთის კულტურულ
ცხოვრებაშიც.
ისტორიოგრაფია. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა რამდენიმე ისტორიული ნაწარმოები. XVI
საუკუნეში შეიქმნა ჯაყელების საგვარეულო მატიანე. რომელიც ცნობილია ,,მესხური დავითნის
ქრონიკის‖ სახელით. მასში აღწერილია ძირითადად სამცხე-საათაბაგოს ისტორია XVI საუკუნის 60-80-იან
წლებში. ავტორის ვინაობა უცნობია. XVII საუკუნეში ირანში მოღვაწეობდა ქართველი ისტორიკოსი
ფარსადან გორგიჯანიძე. რომელმაც დაწერა საქართველოს ისტორია XVII საუკუნის ბოლომდე. XVII
საუკუნის 30-40-იან წლებში როსტომის მეუღლის, მარიამ დედოფლის ბრძანებით გადაიწერა ,,ქართლის
ცხოვრების‖ კრებული.
XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა ქართული ისტორიული მეცნიერების ბრწყინვალე
წარმომადგენელი ვახუშტი ბატონიშვილი. მისი ნაშრომი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა‖ მოიცავს
საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XVIII საუკუნის 50-იან წლებამდე. ნაშრომი
შესრულებულია იმდროინდელი ევროპული მეცნიერების დონეზე. ვახუშტიმ ნაშრომს თან დაურთო
მთელი საქართველოს გეოგრაფიული აღწერაც. დახასიათებულია: საქართველოს ფლორა და ფაუნა,
ქართველების წეს-ჩვეულებები, ზნე და ხასიათი.
ვახტანგ VI-ს ბრძანებით შეიქმნა ,,სწავლულ კაცთა კომისია‖ ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით.
Kკომისიამ რედაქტირება გაუკეთა ,,ქართლის ცხოვრებას‖ და დაწერა XIV-XVII საუკუნეების ისტორია.
XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა სეხნია ჩხეიძე. იგი ქართლის სამეფოს მოლარეთუხუცესი იყო. მის
ნაშრომში _ ,,ცხოვრება მეფეთა‖ _ აღწერილია 1653-1739 წლების ისტორია.
სეხნია ჩხეიძის ნაშრომი განაგრძო პაპუნა ორბელიანმა. მისი ,,ამბავი ქართლისანი‖ აღწერს 1739-
1758 წლების მოვლენებს
ომარ ხერხეულიძეს ეკუთვნის ნაწარმოები ,,მეფობა ირაკლი მეორისა‖. მასში მოთხრობილია
ქართლ-კახეთის ისტორია 1722 წლიდან XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე.
აღსანიშნავია იოანე ბატონიშვილის პროექტი ,,სჯულდება‖, რომელიც მან 1799 წელს წარუდგინა
თავის მამას გიორგი XII-ს. პროქტში საუბარი იყო სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე, სათავადოების
გაუქმებაზე, არმიის რეორგანიზაციაზე, სასამართლო სისტემის დახვეწაზე. საუბარი იყო კონკრეტულ
გეგმებზე, რომელიც გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას. პროქტის მიხედვით უნდა დაარსებულიყო
აფთიაქები და საავადმყოფოები, ფოსტა, მუზეუმი, უმაღლესი სასწავლებელი, ბიბლიოთეკა და სხვა.
საინტერესოა ალექსანდრე ამილახვარის ნაშრომი ,,ბრძენი აღმოსავლეთისა‖. ნაშრომში
გადმოცემულია ავტორის შეხედულებები სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე. ავტორის აზრით,
სახელმწიფოს უნდა მართავდეს ბრძენი და ჰუმანური მეფე, მაგრამ მეფის უფლებები გაყოფილი უნდა
იყოს რამდენიმე ორგანოს შორის. უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ვაჭობას და სწავლა-განათლებას.
მეცნიერება. აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა. მან შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო,
მანვე თარგმნა ,,ვარსკლავთმრიცხველობა‖ და შეადგინა ასტრონომია-კოსმოგრაფიის მოკლე კურსი,
მეფის უშუალო თაოსნობით შესწავლილი იქნა ქართული სამართლის წყაროები., რის შემდეგაც დაიწერა
ძველი ქართული სამართლის ბრწყინვალე ძეგლები _ ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნი და
დასტურლამალი. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგაც გარკვეული პერიოდი სამოქალაქო
სამართალი ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნის მიხედვით განისჯებოდა. 33 წელი მუშაობდა სულხან-საბა
ორბელიანი ,,სიტყვის კონის‖ შექმნაზე. მისივე კალამს ეკუთვნის ,,მოგზაურობა ევროპაში‖, ,,სწავლანი‖,
,,საქრისტიანო მოძღვრება‖, ,,სიბრძნე სიცრუისა‖. სულხან-საბა ორბელიანი თან წაყვა თავის აღზრდილ
ვახტანგ VI-ს რუსეთში. გარდაიცვალა მოსკოვში.

297
ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ანტონ I. მის კალამს ეკუთვნის ,,ღრამატიკა‖ _ ქართული ენის
პირველი სახელმძღვანელო, ,,სპეკალი‖ _ ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატი. ანტონმა რუსულიდან
თარგმნა რამდენიმე წიგნი.
ლიტერატურა. აღსანიშნავია მეფე-პოეტის თეიმურაზ I-ის მოღვაწეობა. რომელიც მთელი
ცხოვრება ირანს ებრძოდა და როგორც პოეტი განიცდიდა სპარსული ლიტერატურის გავლენას.
თეიმურაზის უმთავრესი ნაწარმოებია ,,წამება ქეთევან დედოფლისა‖. ასევე მისი ნაწარმოებებია:
,,გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომისა‖, ,,თამარის სახე დავით გარეჯას‖, ,,ანბანთქებანი‖ და სხვა.
ფეშანგი ხითარიშვილს ეკუთვნის ისტორიული ხასიათის პოემა ,,შაჰნავაზიანი‖, რომელშიც
აღწერილია ვახტანგ V-ის მოღვაწეობა.
აღსანიშნავია ასევე ვახტანგ V-ის ვაჟის არჩილის ,,გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა‖.
აგრეთვე ,,გაბაასება კაცისა და სოფლისა‖, ,,საქართველოს ზნეობანი‖.
არჩილის დავალებით თბილისის მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ) დაწერა
,,დიდმოურავიანი‖. მასში აღწერიალია გიორგი სააკაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.
XVI-XVII საუკუნეებში იქმნება ,,ვეფხისტყაოსნის‖ გაგრძელებები, ხდებოდა ჩამატებანი თავად
პოემის ტექსტშიც. Aამავე პეიოდში ითარგმნა ,,ქილილა და დამანა‖. პოპულარული იყო ასევე ,,შაჰნამეს’’
ქართული თარგმანი.
ამ დროს მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი (1705-1792). ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლი და
ლეკების ტყვეობიდან თავდახსნილი დავით გურამიშვილი მოსკოვში ჩავიდა ვახტანგ VI-თან. მეფის
გარდაცვალების შემდეგ მანაც სხვებივით რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და ქართველ ჰუსართა
ასეულში შევიდა. იბრძოდა ოსმალების, შვედების, პრუსიელების წინააღმდეგ. შაბოლოოდ, დავით
გურამიშვილი დასახლდა უკრაინაში, მირგოროდში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მთელი თავისი
ნაწარმოებები მან გააერთიანა ერთ წიგნად _ ,,დავითიანი‖.
უაღრესად პოპულარული იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე პოეტი ბესარიონ
გაბაშვილი, რომელიც ბესიკის სახელითაა ცნობილი. მამამისი მღვდელი იყო და ერეკლე II-ს კარზე
მოღვაწეობდა. სამეფო კარზე არსებული ინტრიგების გამო გაბაშვილების ოჯახი იძულებული გახდა
იმერეთში გადასახლებულიყო. სოლომონ II-ემ ბესიკი გააგზავნა იასში (რუმინეთი), სადაც
მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის საზაო მოლაპარაკება. ბესიკი იასაშივე გარდაიცვალა. იგი
ძირითადად სასიყვარულო ლექსებს წერდა. მას ეკუთვნის ისტორიული ხასიათის ორი პოემა:
,,ასპინძისათვის‖ და ,,რუხის ომი‖.
ცნობილი აშუღი იყო საიათნოვა. იგი ლექსებს წერდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.
საინტერესო თზულებაა ქუთაისის მიტროპოლიტის ტიმოთე გაბაშვილის ,,მიმოსვლა‖, რომელშიც
აღწერილია მისი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.
ერეკლე II-ს კარზე არსებობდა თეატრი.
ხელოვნება. XVI-XVII საუკუნეებში, ძირითადად, ომების შედეგად დანგრეული ეკლესია-
მონასტრებისა და ციხესიმაგრეების აღდგენა ხდებოდა. თუმცა, აშენდა გრემის საქალაქო ანსაბლი. ამ
დროს აიგო არაგვის ერისთავთა რეზიდენცია ანანური. ამ დროსვე აიგო: ახალი შუამთის მონასტერი,
მჭადიჯვრის ეკლესია, ნინოწმინდისა და ანჩისხატის სამრეკლოები, როსტომის სასახლე, ქსნის ციხე.
აღსანიშნავია მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებით შემკული ,,ვეფხისტყაოსანი‖.
ვახტანგ VI-ს დროს განაახლეს თბილისის სიონის მოპირკეთება, შეაკეთეს ურბნისის და სხვა
ტაძრები. ერეკლე II-ს დროს აიგო დარეჯან დედოფლის რეზიდენცია _ ,,საჩინო‖ და ეპისკოპოსის
სასახლე ნინოწმინდის ეკლესიის ეზოში. რაჭაში როსტომ ერისთავმა ააგებინა ბარაკონის ეკლესია.

298
თავი X საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

$1 რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია

1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცველების შემდეგ, სამეფო ტახტზე ავიდა მისი უმფროსი შვილი
გიორგი XII. ერეკლეს გარდაცვალებისთანავე მის მემკვიდრეებს შორის დავა ატყდა სამეფო ტახტისათვის.
ამას ნაწილობრივ ხელს უწყობდა 1791 წელს ერეკლეს მიერ დამტკიცებული ტახტის მემკვიდრეობის
წესი. ამ წესით მეფობა გიორგის შემდეგ უნდა გადასულიყო ძმებზე უფროს-უმცროსობით. ყველაზე
უმცროსი ძმის შემდეგ მეფობა გადავიდოდა უფროსი ძმის უფროს შვილზე და ა.შ. ბატონიშვილებს
საუფლისწულო მამულები გლეხებითურთ სრულ საკუთრებაში ეძლეოდათ.
1799 წელს, როდესაც განახლდა გიორგიევსკის ტრაქტატი, გიორგი XII-მ რუსეთის იმპერატორს
თხოვნით მიმართა, რომ მემკვიდრედ მისი ვაჟი დავითი დაემტკიცებინათ. ამ გადაწყვეტილებამ მეფის
ძმები და დედინაცვალი, დედოფალი დარეჯანიც მის წინააღმდეგ განაწყო. გიორგი XII-ემ 1 200 ლეკი
დაიქირავა და თავისი დაცვა გააძლიერა, დარეჯან დედოფალს მამულები ჩამოართავა და
ბატონიშვილებს ავიწროებდა. ამას თან დაერთო ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხე. რუსეთის
იმპერატორმა პავლე I-მა დაამტკიცა გიორგი XII-ს სათხოვრის პუნქტები და ჯარიც გამოგზავნა
საქართველოში, თუმცა, იმავდროულად, საიდუმლო წერილი გაუგზავნა კავკასიის ხაზის სარდალს
გენერალ კნორინგს, რომელშიც ის სწერდა, რომ ავადმყოფი გიორგი XII-ს გარდაცვალების შემდეგ
არაფრით არ დაეშვა ტახტის მემკვიდრის მეფედ კურთხევა. პავლე I-მა 1800 წლის 18 დეკემბერს ხელი
მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსეთთან შეერთების მანიფესტს (რომელიც 1801 წლის
18 იანვარს გამოქვეყნდა რუსეთში). 10 დღის შემდეგ, 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა.
მისი მემკვიდრე დავითი რუსეთმა მხოლოდ სამეფოს მმართველად აღიარა.
1801 წლის 11 მარტს პავლე I შეთმულებმა მოკლეს. ასე რომ მან ქართლ-კახეთის სამეფოს
გაუქმების და რუსეთთან შეერთების მანიფესტის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. რუსეთის
ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კავკასიის ხაზის უფროსს გენერალ კნორინგს დაავალა
ვითრება გაერკვია ქართლ-კახეთის სამეფოში. გენერალმა კნორინგმა დავით გიორგის ძე გადააყენა
სამეფოს მმართველის თანამდებობიდან და ქვეყნის გამგებლად გენერალი ლაზარევი დანიშნა. გენერალმა
კნორინგმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურად
განუცხადა, რომ ქართლ-კახეთს არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა. ამ განცხადების საფუძველზე
იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1801 წლის 12 სექტემბერს გამოსცა მანიფესტი, რომლის ძალითაც ქართლ-
კახეთის სამეფო გაუქმდა და აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. აღნიშნული
დოკუმენტი საქართველოს მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1802 წლის 12 აპრილს.

$2 ცარისტული რუსეთის მიერ დასაველთ საქართველოს


სამთავროების გაუქმება

იმერეთის სამეფოს გაუქმება (1810 წელი). დასავლეთ საქართველოს სამთავროების გასაუქმებლად


რუსეთის ხელისუფლება მათ ჯერ მფარველობაში იღებდა, ხოლო შემდეგ იმორჩილებდა და იერთებდა.
ამას მოჰყვებოდა სამთავროების იურიდიული გაუქმებაც. რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს ისიც, რომ
XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო. სამეგრელოს,
გურიის, სვანეთისა და აფხაზეთის მთავრები აღარ ემორჩილებოდნენ იმერეთის სამეფოს და არც
ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.
XIX საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფე სოლომონ II-ს სამეგრელოს მთავარ გრიგოლ
დადიანთან ომი ჰქონდა გაჩაღებული. გრიგოლ დადიანს სამთავროს შიგნითაც არ ჰქონდა ყველაფერი

299
რიგზე, არეულობა ძლიერდებოდა და მან გადაწყვიტა თავი რუსეთის იმპერატორისათვის შეეფარებინა.
1803 წელს სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო.
ამით სამეგრელო რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა.
ქვეშევრდომობაში შესულ სამეგრელოს მთავარს უფლება ჰქონდა ტახტი მემკვიდრეობით
გადაეცა, ოღონდ მემკვიდრისათვის მთავრის ტიტული რუსეთის იმპერატორს უნდა მიეცა. სამეგრელოს
მთავარს სრული უფლება ჰქონდა განეგო ქვეყნის შინაური საქმეები და სამართალი. რუსეთის
ხელისუფლების მიერ სამეგრელოს სამთავროში გაგზავნილ იქნა რუსი მოხელე, რომელსაც მთავარი
უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა.
რუსეთმა, სამეგრელოს სამთავროს ქვეშევრდომობაში შეყვანით, ერთგვარად ვალდებულება აიღო,
რომ დაიცავდა მას იმერეთის მეფისაგან. ამრიგად, ავტომატურად, რუსეთი იმერეთის სამეფოს მტრად
იქცა. თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფოს სოლომონ II ისედაც მტრის თვალით უყურებდა. საქმე იმაში
გახლდათ, რომ იმერეთის მეფე სოლომონი აშკარად ეხმარებოდა იულონ ერეკლეს ძეს ქართლ-კახეთის
ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში.
სწორედ ამ მიზეზების გამო 1803 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა მთავარმართებელ
პავლე ციციანოვს სამხედრო ძალის გამოყენებით დაეკავებია იმერეთის სამეფო. რუსეთის ჯარების
გენერალმა ტუჩკოვმა იმერეთის საზღვარი გადალახა. სოლომონ I-ი იძულებული გახდა 1804 წელს ხელი
მოეწერა ელაზნაურის ტრაქტატზე, რომლის ძალითაც იმერეთის მეფე რუსეთის იმპერატორის
ქვეშევრდომობაში შესვლას აღიარებდა. იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. იმერეთთან
ერთად ქვეშევრდომად მიიჩნიეს გურიის სამთავროც, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი.
1804 წელს იმერეთში რუსთა ჯარის ერთი პოლკი ჩამოვიდა. ციციანოვის განკარგულებით ერთი
ბატალიონი ქუთაისში დააბანაკეს, მეორე – ხორგასა და ჭალადიდში. იმერეთის მეფე დაპატიმრების
შიშით ვარციხეში გაიქცა.
1808 წლის მარტში საქართველოს ახალმა მთავარმართებელმა ივანე გუდოვიჩმა (1806-1809 წწ.)
მიიღო იმპერატორის საიდუმლო ბრძანება _ გაეუქმებინა იმერეთში მეფობა, და მეფის ოჯახი რუსეთში
გადაესახლებინა. 1809 წელს იმპერატორის ბრძანების შესრულებას ახალი მთავარმართებელი
ალექსანდრე ტორმასოვი შეუდგა. იმერეთში მეფის ირგვლივ 6 000-იანმა შეიარაღებულმა მეომარმა
მოიყარა თავი. რუსეთის კავკასიურმა სამხედრო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საბოლოოდ გადაეჭრა
იმერეთის საკითხი. 1810 წლის 20 თებერვალს ქუთაისში საჯაროდ გამოაცხადეს იმერეთში მეფობის
გაუქმება. იმავე დღეს იმერეთში რუსეთის ჯარები სხვადსხვა მხრიდან შევიდნენ, რათა 4 000 კაცით
ვარციხეში გამაგრებული სოლომონ II ალყაში მოექციათ. რუსმა მოხელეებმა ფიცით შეპირდენ
სოლომონს, რომ თუ მოსალაპარაკებლად მთავარმართებელს შეხვდებოდა, უკან მშვიდობით
გაისტუმრებდნენ. სოლომონ II ტორმასოვთან შეხვედრისთანავე ტყვეობაში აღმოჩნდა. იგი თბილისში
წაიყვანეს, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. 1812 წლის ივნისში მთელს
იმერეთში რუსეთის საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყო, მაგრამ აჯანყებულები დამარცხდა. სოლომონ II
ტრაპიზონს შეაფარა, სადაც იგი 1815 წელს გარდაიცვალა. 1990 წელს მისი ნეშტი საქართველოში
გადმოასვენეს და დაგრძალეს გელათის ტაძარში.
გურიის სამთავროს გაუქმება (1829 წ). 1804 წელს გურიის სამთავრო რუსეთმა იმერეთის სამეფოს
ნაწილად მიიჩნია და მფარველობაში მიიღო. მაგრამ გურიელის დაჟინებული მოთხოვნით 1810 წლის 29
ივნისს რუსეთთან ცალკე ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. გურია ცალკე სამთავროს სტატუსით
შევიდა რუსეთის მფარველობაში. 1826 წლიდან, მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, გურიას
რუსეთის ხელისუფლების მითითებით მართავდა სამმართველო საბჭო, რომელსაც დედოფალი სოფიო
გურიელი მეთაურობდა. 1828-1829 წწ-ში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოფიომ ოსმალეთის სულთანს
მიმართა მფარველობაში მიღებისა და სამხედრო დახმარების თხოვნით. ოსმალეთის სულთანმა სოფიოს
არასრულწლოვანი ვაჟი დავითი გურიის ,,ხანად‖ დაამტკიცა, მაგრამ დავითის ,,ხანობა‖ ქაღალდზე
დარჩა. 1828 წლის ოქტომბერში გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა. სოფიო გურიელი ოსმალეთში გაიქცა.
1829 წლის დეკემბერში გურიის სამთავრო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის (1825-1855 წწ.) ბრძანებით გააუქმეს.

300
გურიას ჯერ თავადთა საბჭო მართვადა რუსი მოხელის თავმჯდომარეობით, ხოლო მოგვიანებით
ყოფილი სამთავრო ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმება (1865 წ). იმერეთის მეფე სოლომონ II ამაოდ ცდილობდა
სამეგრელოს სამთავროსა შემოერთებას. გრიგოლ დადიანი, რომელიც სოლომონის ნების
საწინააღმდეგოდ გახდა სამეგრელოს მთავარი, ხან ოსმალეთს სთხოვდა დახმარებას, ხან ერეკლე II-ს თუ
აფხაზეთის მთავარს. სოლომონს უკვე გადაწყვეტილი ჰქონა სამთავროს გაუქმება, რომ გრიგოლ
დადიანმა შველა რუსეთს სთხოვა და სამაგიეროდ მის მფარველობაში შესვლა აღუთქვა. რუსეთმა
დაუყოვნებლივ გამოიყენა ხელსაყრელი ვითარება და დადიანის თხოვნა დააკმაყოფილა. 1803 წლის 4
დეკემბერს სამეგრელოს სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა.
იმავე წლის ოქტომბერში სამეგრელოში რუსეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ. XIX საუკუნის
პირველი ნახევრის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება თავს იკავებდა სამეგრელოს სამთავროს
გაუქმებისაგან. ყირიმის ომის შემდეგ, 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა.
ხელისუფლებამ დრო იხელთა და რეგიონში შექმილი ვითარების გართულებაში სამთავროს
მმართველობას დასდო ბრალი.
სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ (1855-1881 წწ.) პეტერბურგში
დასახლება შესთავაზა, რათა მისი ძისა და `მომავალი მთავრისათვის‖ _ მცირეწლოვანი ნიკოსთვის,
შესაფერისი აღზრდა-განათლება მიეცა.
1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოში რუსული `დროებითი მმართველობა‖ შემოიღეს და
სათავეში რუსი გენერალი ჩაუყენეს. ეს იყო სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გაუქმება. 1867 წელს
ნიკო დადიანს ფორმარულ მთავრობაზეც უარი ათქმევინეს და სამეგრელოს სამთავრომ არსებობა
შეწყვიტა.
სვანეთის სამთავროს გაუქმება (1859 წ.) მიუდგომელი ბუნებრივი მდებარეობის გამო სვანეთი XIX
საუკუნის პირველ ნახევრის განმავლობაში რუსეთის ადმინისტრაციისათვის აუთვისებელ მხარედ
ითვლებოდა. მდგომარეობა რადიკალურად არც მაშინ შეცვლილა, როცა სვანეთის სამთავროს გვარის
ორმა წარმომადგენელმა _ ციოყ და თათარხან დადეშქელიანებმა 1833 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა
ცალ-ცალკე მიიღეს. ისინი დაპირისპირებული იყვნენ ერთმანეთთან და სვანეთის ორი ნაწილის
`მფლობელებად‖ ითვლებოდნენ. იყო რეგიონის მესამე ნაწილიც _ თავისუფალი (უბატონო) სვანეთი,
რომელიც 1840 წელს შევიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში.
ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ იმპერატორმა გადაწყვიტა, დასრულებულიყო კავკასიის
საბოლოო შეერთება იმპერიასთან. 1857 წლისთვის სვანეთში რუსთა ჯარის შეყვანა და სამთავროს
გაუქმება გადაწყდა. მეფისნაცვალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ (1856-1862 წწ.) დადეშქელიანთა გვარის
ორი შტოს შორის გაუთავებელი მტრობა გამოიყენა. შეხვედრისას სვანეთის მთავარს, კონსტანტინე
დადეშქელიანსა და ქუთაისის გუბერნატორს გაგარინს შორის შელაპარეაკება მოხდა. როცა გაგარის
ბრძანებით სვანეთის მთავრისათვის იარაღის აყრა სცადეს, კონსტანტინემ სასიკვდილოდ დაჭრა
ქუთაისის გუბერნატორი, ხოლო იქვე მყოფი რამდენიმე მოხელე დახოცა. კონსტანტინე შეიპყრეს და
სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დახვრიტეს.
1859 წელს მთავრის უფლებაზე უარი ათქმევინეს სამთავრო სახლის მეორე წარმომადგენელს
თენგიზ დადეშქელიანს. ასე დასრულდა სვანეთის სამთავროს არსებობა.
აფხაზეთის სამთავროს გაუქმება (1864 წ.) XIX საუკუნის დამდეგისათვის თურქეთს მტკიცედ
ჰქონდა ფეხი მოკიდებული აფხაზეთში. აფხაზეთის მთავარი იყო გამაჰმადიანებული ქელეშ-ბეგ
შერვაშიძე. 1808 წელს ქელეშ-ბეგ შერვაშიძის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ მისი შვილები ასლან-ბეგი და საფარ-ბეგი (გიორგი). ასლან-ბეგი პროოსმალურ
ორიენტაციას ადგა, ხოლო გიორგი _ პრორუსულს. 1810 წლის ზაფხულში რუსეთის ჯარებმა სოხუმი
აიღეს. აფხაზეთის მთავრად ოფიციალურად გამოცხადდა გიორგი შერვაშიძე, ხოლო სამთავრო რუსეთის
ქვეშევრდომობაში შევიდა. მომდევნო ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აფხაზთა
განუწყვეტელი აჯანყებები ახალი დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსი დამპყრობლები ავიწრობედნენ

301
აფხაზებს და აფხაზებიც იძულებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში. ეს მოვლენა
მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ 1864 წლის მაისში გუბაადვასთან (ახლანდელი კრასნაია პოლიანა) აჯანყებულ
აფხაზთა მცირერიცხოვანი რაზმი დანებდა რუსეთის ჯარებს. აფხაზების დამარცხების აღსანისნავად და,
ზოგადად, კავასიაში დაპყრობითი ომების დასრულების მიზნით, გუბაადვასთან ახლოს სპეციალურად
ჩავიდა მეფისნაცვალი და იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი, რომელმაც ჯარის აღლუმი ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე ყირიმის ომში რუსეთის არმიასა
და სარდლობას დიდ სამსახურს უწევდა, კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ეჭვით უყურებდა მის
მოღვაწეობას. მან არ აპატია მიხელს კავკასიის მთიელებისადმი თანაგრძნობა და საკუთარ ხალხზე
ზრუნვა ომისა და აჯანყების მძიმე პერიოდში.
1864 წლის ივნისში მიხეილ შერვაშიძე სამთავროს ტახტიდან გადაყენებულად გამოცხადდა. იგი
ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც მალე გარდაიცვალა. აფხაზეთის სამთავრომ დასავლეთ საქართველოს
სხვა სამეფო-სამთავროების ბედი გაიზიარა.

$3 რუსეთის მმართველობის დამყარება საქართველოში

1802 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა დებულება `საქართველოს


მმართველობის შესახებ‖. 1802 წლის 8 მაისს თბილისში ოფიციალურად შეუდგა ფუნქციონირებას
საქართველოს უზენაესი მმართველობა, რომელსაც `საქართველოს მართველობა ეწოდა‖. მას სათავეში
ედგა საქართველოს მთავარმართებელი. მთავარმართებლის თანაშემწედ ითვლებოდა საქართველო
მმართველი, რომელიც სამოქალაქო სფეროს განაგებდა. საქართველოს უზენაესი მთავრობა ოთხ
განყოფილებადა ანუ ექსპედიციად იყოფოდა: 1. აღმასრულებელი, 2. სამოქალაქო, 3. სისხლის სამართლის
და 4. სახაზინო ქონების. მმართველობის ყველა უწყებას რუსი მოხელეები ედგა სათავეში, რომლებსაც
თანაშემწეებად ქართველი თავადები ედგნენ. საქმის წარმოება ყველსა სახელისუფლებო ინსტანციაში
რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. საქართველოს მმართველად და აღმასრულებელი ექსპედიციის
უფროსად დაინიშნა ეროვნებით რუსი კოვალენსკი.
აღმოსავლეთ საქართველო დაიყო მაზრებად. სულ შეიქმნა ხუთი მაზრა: გორის, ლორეს,
Dდუშეთის, თელავისა და სიღნაღის. მაზრებს სათავეში რუსი სამხედრო მოხელეები _ კაპიტან-
ისპრავნიკები ედგნენ. ყოველ მაზრაში შეიქმნა სამაზრო პოლიცია და სასამართლო. ქალქის გამგებლობა
დაეკისრათ კომენდანტებს. რუსეთის საიმპერატორო კარმა დროებით ძალაში დატოვა ვახტანგ VI-ის
სასამართლო წიგნი. მაგრამ ამ სამართლის წიგნით მხოლოდ ქართული საქმეები წყდებოდა.
სასამართლოში რუსული ენა გაბატონდა.
ამრიგად, ქართლ-კახეთის რუსული მმართველობა სამხედრო-საოკუპაციო ხასიათს ატარებდა.

302
თავი XI ეროვნული მოძრაობა საქართველოში
XIX საუკუნის პირველ მესამედში

$1 ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და


შელახული ეროვნული ღირსების აღდგენისათვის
საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში

ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და შელახული ეროვნული ღირსების აღდგენისათვის


საქართველოში XIX საუკუნის დამდეგიდან იწყება. კერძოდ, 1802 წლის 12 აპრილს, როდესაც სიონში
სპეციალურად თავშეყრილ ქართველ თავად-აზნაურობას წაუკითხეს ქრთლ-კახეთის გაუქმებისა და
აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის მანიფესტი, კახეთის თავადებისა და
აზნაურების ნაწილმა რუსი ჯარისკაცების ალყა გაარღვია და თბილისი დატოვა. ეს უნდა მივიჩნიოთ
ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისად.
ქართლ-კახეთის 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა. 1802 წლის 12 აპრილს სიონის ეკლესიაში
შეკრებილ ქართველ თავად-აზნაურობას წაუკითხეს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის
ხელმოწერილი 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთის სამეფო
გაუქმებულად ცხადდებოდა და ის რუსეთის გუბერნიას უნდა შეერთებოდა. გენერალ კნორინგს
მითითება ქონდა მიღებული, რომ მანიფესტის წაკითხვის დროს სიონის ტაძარში და ტაძრის გარშემო
შეკრებილი ქართველები რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაეფიცებია. კნორინგი
ითვალისწინებდა იმასაც, რომ ამას შეიძლება მოყოლოდა გართულება. სწორედ ამიტომ სიონის ტაძარი
და მახლობელი ქუჩები რუსეთის ჯარის მიერ იყო ალყაშემორტყმული. მართლაც რუსეთის იმპერატორის
ერთგულებაზე დაფიცება არ იკადრა კახეთის თავად-აზნაურობის ნაწილმა, მათ ალყა გაარღვიეს და
კათისაკენ გაეშურნენ. აღნიშნული მოვცლენა ეროვნული მოძრაობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
შინ დაბრუნებული თავადები და აზნაურები 1802 წლის ივლისში შეიკრიბნენ კახეთში, კერძოდ,
ქიზიყში, ქელმენჩურის მიდამოებში. მათ რამოდენიმე ათასმა ქიზიყელმა დაუჭირა მხარი. ამ
პოლიტიკური გამოსვლების აქტიური მონაწილეები იყვნენ ბატონიშვილები: ვახტანგ ერეკლეს ძე და
თეიმურაზ გიორგის ძე. კახელი თავადებიდან გამოსვლაში მონაწილეობდნენ: ანდრონიკაშვილები,
ვაჩნაძეები, ჭავჭავაძეები და სხვ. შემუშავდა გეგმა რომლის მთავარი ავტორები იყვნენ დარეჯან
დედოფალი და ირანში მყოფი ალექსანდრე ერეკლეს ძე. გეგმის თანახმად უნდა გაერთიანებულიყო
იმერეთის მეფე სოლომონ II, განჯის ხანი, ახალციხის ფაშა და ჭარ-ბელაქნის ლეკები და უნდა მოეწყოთ
ერთობლივი ლაშქრობა ქართლ-კახეთში განლაგებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. გამარჯვების
შემთხვევაში ქართლ-კახეთის მეფედ უნდა დაესვათ იულონ ერეკლეს ძე. რუსეთის ხელისუფლებამ
დაასწრო აჯანყებულებს და ქელმენჩურში შეკრებილი შეთქმულების წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა.
ქიზიყელებმა რუსეთის ჯარის ბატალიონი დაამარცხეს და ფიცი დადეს იულონ ერეკლეს ძის
ერთგულებაზე. მათვე გადაწყვიტეს რუსეთის იმპერატორისათვის მიემართად. თხოვნას ხელი მოაწერა 69
თავადმა. კახელი თავადები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ 1801 წლის 12 სექტემბრის
მანიფესტთან დაკავშირებით და მოითხოვდნენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების
აღდგენას. ამავე დროს კახელი თავადები რუსეთის იმპერატორისაგან მოითხოვდნენ ქართლ-კახეთში
მეფობის აღდგენას და მეფედ იულონ ერეკლეს ძის დამტკიცებას. ქელმენჩურში შიკრიბნენ თავადები _
სიმონ და დავით ქობულაშვილები, გიორგი, დომენტი და დავით ჩოლოყაშვილები, ლუარსაბ და ომან
ჯანდიერები, რევაზ ვაჩნაძე, იოსებ ჭავჭავაძე. თვით რუსულ დოკუმენტებში საუბარია, რომ ქართველ
თავადთა მიერ მოწვეულ ყრილობაზე 40 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. გენერალი გულიაკოვი აღნიშნავს,
რომ აქ თითქმის არავის გახარებია საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლა.
აჯანყებულმა ქართველებმა რუსეთის იმპერატორის სახელზე შეადგინეს შემდეგი შინაარსის
თხოვნა: ,,უმოწყალესო ხელმწიფევ! როდესაც ერთგულებასა თქვენსა დაგვაფიცეს მყის გამოგვიცხადეს
მანიფესტით, რომ ვითომც ჩვენ მოგვეხსენებინოს კარსა წინაშე უდიდებულესისა ხელმწიფისა თქვენისა,
მეფე აღარ გვინდა და უმეფოდ შემოვსულვართ მფარველობასა (რუსეთისა) ქვეშე. ეს ფრანციელთა

303
მსგავსი რესპუბლიკობა იქნებოდა ჩვენგან. ჩვენს მეფეებს რა დაუშავებიათ ჩვენზედა, რომ უარვყოთ... ეს
ჩვენი აზრი არ არის, მაცთურთა კაცთაგან მოგონილია. ჩვენი ვედრება ეს არის, რომ ჩვენზე
მრავალგვარად გარჯილის და ღვაწლდადებული მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოთ და ანდერძის
წესით მეფე დაგვისვათ და ჩვენის მეფით თქვენს მფარველობის ქვეშ გვამყოფოთ და რაოდენ შეიძლება
იყოს ისე გვიმსახურეთ‖.
რუსეთის საიმპერატორო კარისათვის აღნიშნული მოთხოვნები მიუღებელი იყო და გადამჭრელ
ზომებს მიმართეს. გააძლიერეს თბილისის დაცვა. მათ დასაშინებლად გენერალმა ლაზარევმა XVII
პოლკის ასეულები ავლაბარში განალაგა. რუსებმა კახეთშიც დამატებითი სამხედრო ჯარები
გადაისროლეს. ჯარი გაგზავნეს აგრეთვე დუშეთის მიმართულებით. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ
რუსებისათვის ცნობილი გახდა ვახტანგ ერეკლეს ძის გეგმა, რომელიც გულისხმობდა არაგველ მთიელთა
აჯანყებას და დარიალის გზის ჩაკეტვას, რათა რუსებს დამატებითი ძალები არ მიეღოთ.
გაამაგრეს იმერეთიდან ქართლში გადმოსასვლელი გზები, რათა არ დაეშვათ იმერეთის მეფესთან
თავშეფარებული იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების კახეთში დაბრუნება. ასეთ ვითარებაში
ქელმენჩურში შეკრებილმა თავადებმა რუსეთის ჯარებისათვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობად
ჩათვალეს და შეკრებილი ხალხი დაშალეს. რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყებული თავადების ნაწილი
შეიპყრო, ნაწილმა კი თავს გაქცევით უშველა. შეპყრობილი კახელი თავადები ჯერ თბილისში ჩაიყვანეს,
მაგრამ შემდეგ დანაშაული აპატიეს და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცეს. რუსეთის
მთავრობამ საქართველოში მომხდარი აჯანყება გენერალ კნორინგს გადააბრალა და იგი თანამდებობიდან
გაანთავისუფლა. საქართველოს მთავარმართებლად და კავკასიაში მყოფი რუსეთის ჯარების
მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ციციანოვი (ციციშვილი).
1804 წლის მთიულეთის აჯანყება. 1804 წელს ქართლის მთიანეთში რუსეთის ბატონობის
წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. რუსები მთიულეთის მოსახლეობას იძულებით ამუშავებდნენ
რუსეთიდან საქართველოში შემომავალი სამხედრო გზის მშენებლობაზე. ეს ბეგარა განსაკუთრებით
აუტანელი იყო ზამთარში, რომელსაც თან სდევდა სიცივე და ზვავები. ყოველივე ამან მრავალი
ქართველის სიცოცხლე შეიწირა. რუსი მოხელეები სამუშაოდ გასულებს მათრახებით სცემდნენ. მათ 23
კაცი მოკლეს ცემით. ამიტომაც 1804 წელს იფეთქა აჯანყებამ ქართლის მთიანეთში. ამ დროს რუსეთს ომი
ჰქონდა ირანთან. ერევანთან წარმოებულ ბრძოლებში რუსებმა მარცხი განიცადეს. გენერალმა ციციანოვმა
ანანურის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლს, თორნიკე ერისთავს ჯარის გამოყვანა უბრძანა,
რომლებსაც რუსებისათვის უნდა აღმოეჩინა დახმარება იარანელთა წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში.
თორნიკემ მართლაც შეაგროვა მთიელთა ლაშქარი, მაგრამ ისინი რუსების მისაშველებლად არ წასულან,
არამედ პირიქით რუსეთის წინააღმდეგ მოაწყვეს დიდი აჯანყება. რამდენიმე თვის განმავლობაში
აჯანყებულები მთელ რეგიონს აკონტროლებდნენ. ჩამოყალიბდა ხევის, ანანურისა და ლომისის
დაჯგუფებები, თითოეული საკუთარი საბრძოლო ამოცანით. აჯანყებულთა საბოლოო მიზანი
მთიულეთში მდგომი რუსთა ჯარის ამოწყვეტა, დარიალის გზის ჩაკეტვა და რუსეთის ბატონობისაგან
გათავისუფლება იყო. აჯანყებას მხარი დაუჭირა იულონ და ფარნოზ ბატონიშვილებმა. ისინი
იმერეთიდან დაიძრნენ მთიულეთისკენ. მთავარმართებელი ციციანოვი იძულებული გახდა
ერევნისთვის ალყა მოეხსნა და მთიულეთისკენ დაძრულიყო. ჩრდილო კავკასიიდან მთიულეთს
უტევდნენ რუსთა 3 000 ჯარი, რომლებსაც თან ჰქონდათ 30 ქვემეხი. მათ მეთაურობდა გენერალ
ნესვეტაევის მეთაურობით. აჯანყებულები ალყაში აღმოჩდნენ და დამარცხდნენ. რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს
იულონ ბატონიშვილი. ფარნაოზი გადარჩა ამჯერად ტყვეობას და იგი კახეთში ჩავიდა და აქედან
შეუერთდა აჯანყებულებს, მაგრამ იგი ორივე მხრიდან რუსთა ალყაში მოექცა. რუსების გენერალმა
ნესვეტაევმა აიღო აჯანყებყლების მიერ გამაგრებული ლარსი, დარიალი, სტეფანწმინდა. მან სიონთანაც
დაამარცხა ქართველ მთიელთა ლაშქარი და 19 ოქტომბერს ანანურთან შეუერთდა ციციანოვის ჯარებს.
ფარნაოზ ბატონიშვილმა ირანში გადახვეწა დააპირა, მაგრამ ყაზახის მიდამოებში იგი რუსებმა
დაატყვევეს. იულონი და ფარნაოზ ბატონიშვილები რუსეთში გადაასახლეს. დაიჭირეს აჯანყების 300-ზე
მეტი მონაწილე.

304
1804 წლის მთიულეთის აჯანყება პირველი დიდი შეიარაღებული გამოსვლა იყო რუსეთის
ბატონობის წინააღმდეგ.
1812 წლის კახეთის აჯანყება. 1804 წელს დაწყებული რუსეთ-ირანის ომი საკმაოდ დიდხანს
გაგრძელდა. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთმა პარალელურად ომი წამოიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ.
ომისათვის საჭირო ტვირთის გადატანა დაევალა აღმოსავლეთ საქართველოს გლეხობას, განსაკუთრებით
კი კახეთს. კახეთსვე ევალებოდა ასევე ომში მონაწილე რუსების პურით გამოკვება, რაც ხშირად
ძალდატანებით ხასიათს ატარებდა. ამან გამოიწვია კახეთში შიმშილობა. ამას ემატებოდა რუსეთის
მხრიდან ძარცვა-გლეჯა, სახლ-კარის გადაწვა, ქართველი ქალების მიმართ ძალმომრეობა.
შევიწროებულმა და უკიდურესად შეურაცხოფილმა კახეთის მოსახლეობამ დაიწყო აჯანყება. აჯანყება
დაიწყო 1812 წლის იანვარში ახმეტაში და მან მთელი კახეთი მოიცვა. კახეთის ამ აჯანყების საბაბი
კარგად ჩანს კახელ გლეხთა საჩივრიდან: `სადაც კი ლაშქრობდა ხელმწიფის ჯარი, ჩვენ იქ სურსათი
უნდა მიგვეტანა ყველგან, _ გომბორში, ერევანში თუ სხვაგან. მივდიოდით სადარაჯოდ და საომრად და,
როგორც სალდათები ანთხევდნენ სისხლს, ისე ჩვენც ვიჟლიტებოდით... როცა ურმების გადასაყვანად
გაჩნდებოდნენ სალდათები, საკმარისი იყო ორი საათი დაგვეგვიანებინა ხარების შებმა, რომ დედაკაცები
გამოერეკათ და შეებათ ურმებში. ორმოცი ურმის მაგიერ ბარგიბარხანას დაუდებდნენ ოც ურემზე,
რადგან საქონელი უზომოდ დადებულ ურემს ვერ ერეოდა, მოგვცვივდებოდნენ გაბრაზებული
სალდათები და გვცემდნენ. ერთი კვირის მაგიერ თვეობით ვეყარეთ ბეგარაზე, ან ავდარი ან თოვლი
მოგვისწრებდა, საქონელი გვეხოცებოდა და შინ ცარიელ-ტარიელი ვბრუნდებოდით‖. ანალოგიურ
სურათს გვიხატავს ცარიზმის ოფიციალური ისტორიკოსი ნიკოლოზ დუბროვი (1837-1904 წწ.) რუსი
ჯარისკაცების შესახებ: `გლეხთა სახლებში პურს რომ ვერ ნახულობდნენ, ჯარისკაცები გლეხების
საქონელს და ფრინველს დაერეოდნენ და უანგარიშოდ ხოცავდნენ. ღვინოს ხომ სვავდნენ და სვამდნენ,
რასაც ვერ მოერეოდნენ, მიწაზე ღვრიდნენ და ბაღ-ბოსტნებს შეესეოდნენ და ანადგურებდნენ.
ჯარისკაცთა და ოფიცერთა ბოროტმოქმედებანი გლეხების აწიოკებით როდი ისაზღვრებოდა. ისინი
ქალებსაც არ ინდობდნენ და ქმრების თვალწინ ნამუსს ხდიდნენ‖.
აჯანყება არაგვის ხეობაშიც გავრცელდა. მთიულებმა, ხევსურებმა და ფშაველებმა აიღეს დუშეთი
და ფასანაური. ამით მათ რუსეთიდან საქართველოში შემომავალი სამხედრო გზა გადაკეტეს.
შეშფოთებულმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიწვია ჯარები ჩრდილო კავკასიიდან.
აჯანყებული კახეთის მოსახლეობა მოითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას, რომელსაც
სათავეში უნდა ჩადგომოდა ბაგრატიონთა დინასტია. მეფედ ნაგულისხმევი იყო გრიგოლ ბატონიშვილი.
საქართველოს მთავარმართებელი გენერალი პაულიჩი დაბრუნდა რუსეთ-ირანის ფრონტიდან სასწრაფო
წესით და უშუალოდ მან დაიწყო აჯანყების ჩახშობა. 1812 წლის მარტს ჩუმლაყთან ერთმანეთს
შეებრძოლნენ აჯანყებული კახელების 4000-იანი ჯარი და გენერალი პაულიჩი. ქართველები
დამარცხდნენ. ტყვედ ჩავარდა გრიგოლ ბატონიშვილიც.
მთავარმართებელი პაულიჩი გარკვეულ დათმობებზე წავიდა. მან კახეთში გააუქმა კაპიტან-
ისპრავნიკის თანამდებობა და აღადგინა მოურავობა, გააუქმა რუსული სასამართლო, და სხვა.
1812 წლის აპრილში საქართველოს მთავარმართებლად პაულიჩის ნაცვლად დაინიშნა რტიშჩევი,
რომელიც შეეცადა კახეთში საბოლოოდ ჩაეხშო აჯანყება. ამ მიზნით მან კახეთში დიდი ჯარი გაგზავნა.
რუსეთს 1812 წლის ივნისში თავს დაესხა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ მონაპარტე,
რომელმაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის არმია. შექმნილი ვითარებით სარგებლობა სცადა
ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც საგანგებოდ დაბრუნდა ირანიდან და გამაგრდა თიანეთში.
ალექსანდრემ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდა კახეთის, არაგვისა და დარიალის
მოსახლეობას. Aმრიგად, კახეთში 1812 წლის ზაფხულში აჯანყების მეორე ეტაპი დაიწყო. მაგრამ მალე
ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება აჯანყებულთათვის საზიანოდ შეიცვალა. საფრანგეთის
იმპერატორის რუსეთში ლაშქრობა ნაადრევი ზამთრის გამო კატასტროფით დასრულდა, ხოლო
კავკასიაში რუსებმა ირანის ტახტის მემკვიდრის, აბას მირზას დამარცხება შეძლეს. Aმიტომაც, კახეთის
აჯანყება საბოლოოდ განწირული აღმოჩნდა.

305
1812 წლის ოქტომბერში სოფელ შილდასთან აჯანყებულებსა და რუსეთის ჯარს შორის დიდი
ბრძოლა გაიმართა. ალექსანდრე ბატონიშვილი თავისი 6000-იანი ქართული ქვედანაყოფით დამარცხდა.
კახელებსა და რუსეთის ჯარს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1812 წლის ნოემბერში, სოფელ
მანავთან. სადაც ქართველები დამარცხდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი თიანეთში ავიდა, ხოლო იქიდან
კი შატილში გადავიდა. რუსების ჯარი მას ფეხდაფეხ მიყვებოდა და მისი შეპყრობა სურდა. 1813 წელს
დიდი ბრძოლები გაიმართა შატილში გამაგრებულ ალექსანდრე ბატონიშვილსა და რუს ოკუპანტებს
შორის. ამ ბრძოლაში რუსთა ჯარებმა მიწასთან გაასწორეს ხევსურეთის 20 სოფელი, რომელიც
თავგანწირულად იცავდა მთაში გამაგრებულ ბატონიშვილს. ალექსანდრე დაღესტანში გაიხიზნა და
იქედან კვლავ ირანს შეაფარა თავი.
1812 წლის მონაწილეთაგან სასამართლოს წინაშე 62 კაცი წარდგა, მათგან 4 მღვდელი იყო და 2
ქალი. 29 კაცს ციმბირის სამუდამო კატორღა მიუსაჯეს, 31 კაცს _ საქართველოს ფარგლებს გარეთ
ჯარისკაცად სამსახური. აჯანყების მონაწილე 2 ქალს (ეკატერინე ჩოლოყაშვილი და გულქან
ნათალიშვილი) სამუდამო მონაზვნობა მიუსაჯეს. კახეთში გაგზავნილი დამსჯელი ექსპედიციების
უფროსებს უფლება მისცეს სასამართლოს გარეშე ჩამოეხრჩოთ აჯანყების მონაწილე გლეხები, მათ შორის
თავადაზნაურებიც. აწიოკებისა და სიკვდილით დასჯის გარდა მთავრობამ გლეხობას დააკისრა დიდი
რაოდენობით პურისა და ფულის გადახდა ხელისუფლებისათვის მიყენებული ზარალის
საკომპენსაციოდ.
უნდა ითქვას, რომ აჯანყების შედეგად რუსები იძულებული გახდნენ გარკვეულ დათმობაზე
წასულიყვნენ. კერძოდ, აჯანყების შემდეგ კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა, სოფელს
ზედამხედველად ადგილობრივ ქართველ თავადს ან აზნაურს უნიშნავდნენ. გაიზარდა ქართველების
რაოდენობა ადგილობრივ მმართველობაში.
1819-1820 წლების იმერეთ-გურიის აჯანყება. 1811 წელს მცხეთის საკათალიკოსოს გაუქმების
შემდეგ საქართველოს ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი ცდილობდა იმერეთის ეპარქიების
დაქვემდებარებას. აფახაზეთ-იმერეთის საკათალიკოსოს განაგებდა მიტროპოლიტი დოსითეოს
ქუთათელი. იგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა თეოფილაქტე რუსანოვის დაჟინებულ მცდელობას _
აფხაზეთში საკათალიკოსოს დამოუკიდებლობის გაუქმებას. 1814 წელს დოსითეოსმა ვერ გაუძლო რუსი
ეგზარქოსის შემოტევებს და აფხაზეთის საკათალიკოსო გაუქმდა. 1819 წელს იმერეთში საეკლესიო
რეფორმების გატარება დაიწყო. აღნიშნული რეფორმის მიხედვით უნდა მომხდარიყო საეკლსიო ქონების
აღწერა და მისი გადასვლა რუსეთის ეკლსიის გამგებლობაში. იმერეთში უნდა შემცირებულიყო
ეპარქიების რაოდენობა, საეკლესიო აზნაურები და გლეხები სახაზინო (სახელმწიფო) უწყებას უნდა
დაქვემდებარებოდნენ. რეფორმით უკმაყოფილო იყო სამღვდელოება, რომელიც კარგავდა საეკლესიო
ქონებას და ეკლესიის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს. უკმაყოფილონი იყვნენ საეკლესიო აზნაურები,
რომლებიც, რეფორმის ძალით მიწიანა და გლეხებიანად სახაზინო უწყებაში უნდა გადაერიცხათ.
განსაკუთრებული სიმძიმე დააწვა გლეხებს, რომელსაც საეკლესიო გადასახადი ორ-სამჯერ გაუზარდეს.
თანაც გადასახადს არა ნატურით, არამედ ფულით ითხოვდნენ.
საეკლესიო რეფორმით უკმაყოფილო იმერეთის მოსახლეობა 1819 წლის ივნისში აჯანყდა,
რომელიც შემდგომ რაჭაშიც გავრცელდა. აჯანყებულებმა იმერეთისაკენ მიმავალი გზები ჩახერგეს და
სადარაჯოები მოაწყვეს. ისინი მოითხოვდნენ რეფორმის შეწყვეტას და იმერეთიდან თეოფილაქტე
რუსანოვის გაძევებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჯანყებულები თავიდან მოითხოვდნენ საეკლესიო
რეფორმის გაუქმებას, მაგრამ ამის შემდეგ აჯანყებამ აშკარად ანტირუსული ხასიათი მიიღო. იმერეთში
დაწყებულ აჯანყებაში მოსახლეობის ყველა ფენა (თავადები, აზნაურები, სამღვდელოება, გლეხობა)
მონაწილეობდა.
საქართველოს მთავარმართებელი გენერალი ერმოლოვი იმერეთში აჯანყების დაწყების
პერიოდში ჩრდილო კავკასიაში იბრძოდა. მის მოვალეობას კი ასრულებდა გენერალი ველიამინოვი,
რომელმაც იმერეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. მიუხედავად
ამისა რუსი ხელისუფალნი ფრთხილობდნენ სამხედრო ძალის გამოყენებას და გენერალმა ველიამინოვმა
იმერეთში გაგზავნა მიმართვა, რომელშიც ის იმერეთის მოსახლეობას პირდებოდა საეკლესიო რეფორმის

306
შეჩერებას და თეოფილაქტე რუსანოვის იმერეთიდან გაწვევას. ველიამინოვმა თავისი სიტყვა შეასრულა,
საეკლესიო რეფორმაც შეაჩერა და იმერეთიდან თეოფილაქტე რუსანოვიც გაიწვია. აღნიშნული მოვლენა
აჯანყებულთა დიდი გამარჯვება იყო.
1819 წლის შემოდგომაზე იმერეთში აჯანყება შენელდა, მაგრამ ის კვლავ განახლდა იმის შემდეგ,
რაც თბილისიდან იმერეთში გაგზავნილი ჯარის მეთაურმა იმერეთის მოსახლეობას ,,ცოდვების
მონანიება‖ და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხელახალი ფიცის დადება მოსთხოვა. ამას მოყვა
იმერეთში აჯანყების განახლება. აჯანყებულებმა ქუთაისისაკენ მიმავალი გზები გადაკეტეს და დაიწყეს
რუსეთის მხარდამჭერი თავად-აზნაურების დარბევა. აჯანყებულებს განზრახული ქონდათ ქუთაისის
დაკავებაც, მაგრამ ხელისუფლებამ გაამაგრა ქალაქის მისადგომები.
აჯანყებულებმა იმერეთში მეფობის აღდგენა განიზრახეს. მეფედ მას სოლომონ პირველის
ქალიშვილის, დარეჯანის, ვაჟი ივანე აბაშიძე გამოაცხადეს.
1820 წლის დამდეგს ხელისუფლებამ იმერეთში დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. იმავე წლის
მარტში რუსებმა შეიპყრეს მიტროპოლიტი ღრმად მოხუცებული დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე
გენათელი, სოლომონ პირველის ასული, ივანე აბაშიძის დედა, ბ ატონიშვილი დარეჯანი და იმერელი
თავადები. ივანე აბაშიძემ გურიას შეაფარა თავი. რუსებმა ჩაიდიეს ყოვლად უმსგავსო საქციელი, მათ
დოსითეოზ ქუთათელს თავიდან წელამდე ჩამოაცვეს ტომრები და ხელები შეუკრეს. შეპყრობილი
დოსითეოსი რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს. თბილისისაკენ მიმავალი ნაცემი მიტროპოლიტი სურამთან
გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი და ბატონიშვილი დარეჯანი კი რუსეთში
გადაასახლეს.
რუსეთის მხრიდან ჩადენილმა ამ ბარბაროსულმა ქმედებებმა იმერეთის მოსახლეობა აღაშფოთა
და აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა. აჯანყება განსაკუთრებით აქტიურობით გურიასა დაDრაჭაში
გამოირჩეოდა. გურიაში გაქცეულმა ივანე აბაშიძემ თავის ნათესავს, გურიის მთავრის ძმას ქაიხოსროს
შეაფარა თავი. აჯანყებამ სამეგრელოშიც იფეთქა, რომელსაც სათავეში ედგა სამეგრელოს მთავრის ძმა
გრიგოლ დადიანი. ივანე აბაშიძე დაბრუნდა იმერეთში და კვლავ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა
სათავეში.
თბილისიდან იმერეთში გაგზავნილი რუსეთის ჯარემი მთელი სისასტიკით გაუსწორდნენ
აჯანყებაში მონაწილე რაჭის სოფლებს. ამის შემდეგ კი დაიწყეს იმერეთის დარბევაც. ივანე აბაშიძე
დამარცხდა და თურქეთში გაიქცა. რუსეთის ჯარემბა ააოხრეს გურიაც. იმერეთის აჯანყება დამარცხდა.
აჯანყებულები რუსებმა ციხეებში გამოკეტეს და მათი ნაწილი რუსეთის სხვადასვა გუბერნიებსა და
ციმბირში გადაასახლეს, რომელთა უმრავლესობაც იქ გარდაიცვალა.
1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას, რომელიც გურიასა და რაჭაშიც ვრცელდებოდა, გახლდათ
უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიაში. აჯანყებაში, ქართველი
ერის ყველა წოდება და სოციალური ფენა მონაწილეობდა, მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა
საქართველოს განთავისუფლება რუსი დამპყ-რობლებისაგან.

307
თავი XII ცარისტული რუსეთის კოლონიური
პოლიტიკა საქართველოში

$1 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და


რუსი კოლონიზატორების მიერ ბაგრატიონთა სამეფო სახლის დევნა

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. ქართული მართმადიდებელი ეკლესია


საუკუნეების მანძილზე იდგა ქყეყნის სადარაჯოზე და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას უწყობდა
ხელს. ამიტომაც რუსეთის კოლონიური პოლიტიკა მიმართული იქნა მისი სრული გაუქმებისაკენ. 1811
წელს გაუქმდა მცხეთის საკათალიკოსო. მცხეთის კათალიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. მცხეთის
საკათალიკოსოს ეპარქიები კი რუსეთის სინოდს დაუქვემდებარეს. 1814 წელს გაუქმდა აფხაზეთის
საკათალიკოსოც. საქართველოს ეკლესიას სათავეში რუსი ეგზარქოსი ჩაუყენეს, რომელიც ქართულ
ეკლესიას განაგებდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მეშვეობით. პირველ ეგზარქოსად,
ამ რეფორმას დიდი აჟიოტაჟი რომ არ გამოეწვია, აირჩიეს ქართველი ვარლამი, მაგრამ იგი მალევე იქნა
გადაყენებული და ამის შემდეგ ეგზარქოსებად რუსი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საეკლესიო აზნაურები მათი ყმებითა
და მამულებით სახაზინო (სახელმწიფო) უწყებაში იქნენ გადარიცხულნი. ამ პოლიტიკის მთავარი არსი
იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველი სასულიერო პირები ამის შემდეგ რუსეთის ეკლესიასა და მის
ზურგს უკან ამოფარებულ იმპერიალისტური რუსეთის სახელმწიფოზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზანი კი გახლდათ ქართველი სასულიერო პირების უკიდურესად
დაკნინება და მათი ეკლესიებიდან გაშვება, რათა მათ არ მისცემოდათ უფლება თავიანთი მრევლი
ეროვნული იდეებით გამოეკვებათ.
რუსი კოლონიზატორების მიერ ბაგრატიონთა სამეფო სახლის დევნა. მრავალი საუკუნის
განმავლობაში დამპრობლების წინააღმდეგ ქართველი ერის ბრძოლას სათავეში ედგა ბაგრატიონთა
სამეფო დინასტია. სწორედ მათგან იყო მოსალოდნელი ქართველი ერის დარაზმვა ცარისტული რუსეთის
კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. მართლაც, მთელი ქართველი საზოგადოება იმედის
თვალით შესცქეროდა ერეკლე II-ის შთამომავლობას. რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ
საქართველოში ანტირუსული საქმიანობის სულის ჩამდგმელნი ბაგრატიონთა სამეფო სახლის
წარმომსადგენლები იყვნენ. მართლაც, ანტირუსული მოძრაობის სულისჩამდგმელნი იყვნენ ერეკლე II-ის
მეუღლე დარეჯან დედოფალი, ბატონიშვილები: ალექსანდრე ერეკლეს ძე, იულონ ერეკლეს ძე, ფარნაოზ
ერეკლეს ძე, დავით გიორგის ძე, თეიმურაზ გიორგის ძე და სხვა. მართალია ქართველ ბატონიშვილებს
შორის თანხმობა და ერთობა არ არსებობდა, მაგრამ ისინი დაქსაქსულნიც დიდ საშიშროებას უქმნიდნენ
ცარისტულ რუსეთს.
ამიტომაც, რუსეთის საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა ბაგრატიონთა სამეფო სახლის დევნა,
რომელიც 1801 წლიდან იქნა დაწყებული. 1801 წელს რუსეთში გადაასახლეს გიორგი XII-ს შვილები:
დავითი, იოანე, ბაგრატი და მიხეილი. 1803 წელს საქართველოს მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა
რუსეთში გადაასახლა დარეჯან დედოფალი. რუსეთში გადასახლებაზე სასტიკი უარი განაცხადა გიორგი
XII-ის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის მეუღლემ, დედოფალმა მარიამმა. ამაზე განრისხებული
რუსი გენერალი ლაზარევი მარიამის საწოლ ოთახში შეიჭრა და მისი იქედან ძალით გამოყვანა
მოიწადინა. იგი იქვე იქნა მოკლული. მარიამი კი მაინც გადაასახლეს რუსეთში. 1804 წელს რუსეთში იქნა
გადასახლებული: იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები. მათი ბედი გაიზიარა ბაგრატიონთა სახლის სხვა
წევრებმაც.
დემოგრაფიული ექსპანსია. რუსეთის სახელმწიფოს კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი
მიმართულება იყო უცხო ტომელთა ჩამოსახლება საქართველოში, რაც მიზნად ისახავდა დემოგრაფიულ
ექსპანსიას. არაქართული მოსახლეობა იმპერიის საყრდენად მოიაზრებოდა. 1803 წელს, დემოგრაფიული
ექსპანსიის მიზნით, საქართველოს მთავარმართებელმა ერევნის სახანოდან ჩამოიყვანა და თბილისსა და
ქვემო ქართლში დაასახლა 11 000 სომეხი. 1811 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთის სახელმწიფომ აიღო

308
ჯავახეთი, იქ მცხოვრები 2000 სომეხი თბილისში იქნა გადმოსახლებული. 1818 წელს საქართველოში 500
კოლონისტი გერმანელის ოჯახი შემოიყვანეს. 1828-1829 წლების ომში თურქებზე გამარჯვების შემდეგ
რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა სამცხე-ჯავახეთი. რუსეთმა იქ მცხოვრები ქართველი მუსლიმები
აიძულა ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ, მათ ნაცვლად კი ოსმალეთიდან შემოსული 30 000 სომეხი
ჩაასახლა. 1829-1831 წლებში ზემო ქართლში რუსი კოლონიზატორების მიერ იქნა ჩასახლებული 14 000
კომლი ბერძენი და სომეხი. ამათ გარდა, საქართველოში დიდი რაოდენობით ასახლებდნენ სამხედრო
სამსახურიდან დათხოვნილ რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. საქართველოში რუსეთის შიდა
გუბერნიებიდან ასახლებდნენ აგრეთვე რუს სექტანტებს სტაროვერებს და დუხობორებს. საქართველოში
ჩამოსახლებულებს საუკეთესო მიწებს აძლევდნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ ქართველებს მიწა არ
ჰქონდათ საკმარისი.
სოციალური ექსპანსია. რუსეთის სახელმწიფოს კოლონიური პოლიტიკა ითვალისწინებდა
ქართული სოციალური ურთიერთობების მოსპობას და მის ნაცვლად რუსული სოციალური
ურთიერთობების დამკვიდრებას.
ქართულმა ფეოდალურმა არისტოკრატიამ, თუ იგი მანამ მთავარ როლს თამაშობდა საქართველოს
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაკარგა
გაბატონებული მდგომარეობა. საქართველოში ადმინისტრაციულ მოხელეთა აპარატი მთლიანად რუსი
მოხელეებისაგან იქნა დაკომპლექტებული, რამაც ფეოდალური არისტოკრატია ეკონომიკურად ძალიან
დააზარალა. რუსეთის საიმპერატორო კარმა ქართული ფეოდალური კლასის ორი ფენა: თავადები და
აზნაურები ერთ კლასად _ თავადაზნაურობად _ აქცია. საქართველოში კი მათ შორის იერარქია
არსებობდა (თავადს ემორჩელებოდა აზნაური).
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გლეხობა.
ქართველ გლეხს დაეკისრა ახალი გადასახადები რუსეთის ხაზინის სასარგებლოდ. რუსეთის
ხელისუფლებამ სამეფო და საუფლისწულო გლეხები სახელმწიფო (სახაზინო) გლეხებად გამოაცხადა,
რითაც გაუარესდა მათი ყოფა. XIX საუკუნის განმავლობაში საქართველოში საბატონო გლეხების
მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ მკვეთრად გაუარესდა საეკლესიო გლეხების ყოფა.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საეკლესიო გლეხებისაგან გადასახდი ნატურის ნაცვლად ფულადი
სახით მიეღოთ, ეს კი ნატურალური მეურნეობის პირობებშიო ძალზედ ძნელი იყო.

$2 1832 წლის შეთქმულება

XIX საუკუნის პირველ ოცწლეულში ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის


წარმოებული ყველა აჯანყება თავისი ხასიათით იყო ლოკალური და არ ჰქონდა წინასწარ შემუშავებული
პროგრამა. რაც შეეხება 1832 წლის აჯანყებას ის სწორედ ამ ნიშნით კარდინალურად განხვავდებოდა წინა
აჯანყებებისაგან.
1832 წლის შეთქმულების აღმოცენება განაპირობა XIX საუკუნის დამდეგის ქართული ეროვნული
მოძრაობის ჩიხში შეყვანამ. ამას დაემატა ისიც, რომ ქართველ საზოგადოებაში ნელ-ნელა მძლავრობდა
რუსულ ხელისუფლებასთან შერიგების განწყობილება.
შეთქმულების პირველი წრეები ჩნდება პეტერბურგსა და მოსკოვში, რომლის ორგანიზატორებიც
იყვნენ საქართველოდან რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრები. 1825 წელს
პეტერბურგში დიმიტრი ბატონიშვილის თაოსნობით ყალიბდება პირველი საიდუმლო ორგანიზაცია
(წრე), რომლის წევრებიც გახლდნენ: ფარნაოზ ბატონიშვილი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავები,
ვახტანგ ორბელიანი, სოლომონ რაზმაძე და სხვები. მათი მთავარი მიზანი იყო საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენა. 1826 წელს მოსკოვშიც ყალიბდება ანლოგიური წრე ოქროპირ
ბატონიშვილის ხელმძღვანელობით. ამ წრეში გაერთიანებულნი იყვნენ: დავით ორბელიანი, სოლომონ

309
დოდაშვილი, გიორგი ერისთავი და სხვ. 1827-1829 წლებში რუსეთიდან შეთქმულების ცენტრი
თბილისში გადმოვიდა. თბილისის ცენტრის დაარსებაში დიდი როლი ითამაშეს ელიზბარ ერისთავმა,
სოლომონ დოდაშვილმა, ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა, ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებმა. მალე მათ
შეუერთდა ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი,
ფილადელფოს კიკნაძე და სხვ. თბილისის ამ ორგანიზაციას 1830-1832 წლებში ხელმძღვანელობდა
ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. შეთქმულები გეგმავდნენ, რომ
იმპერიული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი კავკასია ჩაებათ.
შეთქმულები კონსპირაციის მიზნით აწარმოებდნენ ფარულ მიმოწერას ე.წ. საიდუმლო ანბანის
მეშვეობით. მათ ჰქონდათ ორგანიზაციის წესდება ,,აქტი გონიერი‖, რომელიც ფილადელფოს კიკნაძემ
შეადგინა. ფარული საზოგადოების ახალ წევრს აუცილებლად უნდა წაეკითხა ეს წესდება.
1832 წლის შეთქმულების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ისინი წინასწარ მუშაობდნენ პროგრამაზე, თუ რა გზით უნდა მოეპოვებინათ ეს და რა უნდა მოჰყოლოდა
მას, მაგრამ პროგრამის დასრულება ვერ მოასწრეს, რაც მათ ქაოტურ მუშაობას იწვევდა. აღნიშნული
პროგრამიდან აღსანიშნავია რამდენიმე საკვანძო საკითხი:
1. ცარისტული რუსეთის ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლების გზები. უნდა ითქვას,
რომ შეთქმულებს ბოლომდე შეჯერებული ერთი გზა, რომელიც საქართველოს განთავისუფლებამდე
მიიყვანდა, არ ჰქონდათ. ფიგურირებდა რამდენიმე მოსაზრება ამ საკითხზე. შეთქმულების ერთი
ნაწილის აზრს გამოხატავდა ივანე აფხაზი, რომლის რწმენითაც ას წელზე ადრე არ შეიძლებოდა
საქართველოს რუსეთიდან გამოყოფა. ამ ხნის მანძილზე უნდა მომხდარიყო ქვეყნის გაძლიერება.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა რუსეთის კლანჭებიდან თავსახსნილი სქართველო ოსმალეთისა
და ირანის კლანჭებში მოექცეულიყო. შეთქმულთა მეორე ნაწილის აზრს ახმიანებდა გრიგოლ
ორბელიანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას შესაძლებლად მიიჩნევდა. მისი აზრით,
საქართველო შეძლებდა დამოუკიდებლობის მოპოვებას და მის შენარჩუნებასაც. რაც შეეხება შეთქმულთა
მესამე ნაწილის აზრს, ალექსანდრე ორბელიანი შემდეგნაირად გამოსატავდა: ქართელებს უნდა
დაერწმუნებინათ რუსეთის იმპერატორი, რომ საქართველოს მიეღო ავტონომიური სამეფოს სტატუსი.
2. შეთქმულების სოციალური ბაზა. შეთქმულთა აზრით, საქართველოს ყველა სოციალური ფენა
უნდა ჩართულიყო ამ მოძრაობაში.
3. 1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორთა აზრით, მათ შესაძლო მოკავშირედ შეიძლება
გამხდარიყო პოლონეთი, რომელიც რუსეთის იმპერიის კოლონიურ უღელს ვერ ეგუებოდა. მოკავშირედ
მოიაზრებდნენ ჩეჩნეთსა და დაღესტანსაც. რაც შეეხება საგარეო ასპარეზზე პოტენციურ მოკავშირედ
მიიჩნევდნენ საფრანგეთსა და ინგლისს. რაც შეეხება ოსმალეთსა და ირანს, ისინი არასანდოდ
ითვლებოდა.
4. სახელმწიფოს მოწყობის საკითხი და პოლიტიკური მმართველობის ფორმა საქართველოში.
შეთქმულები ბოლომდე ვერ შეჯერდნენ მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს
მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. ისინი ძირითადად სახელმწიფო მოწყობის სამ ფორმას
განიხილავდნენ. ესენი იყო: მონარქია, კონსტიტუციური მონარქია (შეზღუდული მონარქია) და
რესპუბლიკა. როგორც მოსალოდნელი იყო, მონარქიას ძირითადად მხარს უჭერდა ბატონიშვილები,
რომლებიც ოცნებობდნენ ბაგრატოვანთა დინასტიის აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივად მოყვებოდა
ერთიანი ქართული სამეფოს შექმნაც. კონსტიტუციური მონარქიის მხარდამჭერთა აზრით,
საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო ორპალატიანი პარლამენტი. ზედა პალატის თავმჯდომარე
იქნებოდა მეფე, წევრები კი _ მინისტრები. ქვედა პალატის დპუტატები იქნებოდნენ არჩეულნი
საქართველოს სხვადასხვა სოციალური ფენებიდან, რომლებიც დაიცავდნენ თავიანთი სოციალური
ფენის ინტერესებს. სოლომონ დოდაშვილმა წამოაყენა პროექტი, რომელშიც საქართველოს
სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმად რესპუბლიკა იყო დასახელებული.
შეთქმულთა უმრავლესობა კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდა მხარს. მეფედ შეთქმულებს
ალექსანდრე ბატონიშვილი ჰყავდათ არჩეული. ჰყავდათ სავარაუდო მინისტრების კანდიდატებიც:
ალექსანდრე ჭავჭავაძე (სამხედრო მინისტრი), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (ფინანსთა მინისტრი),

310
კონსტანტინე მუხრანბატონი (იუსტიციის მინისტრი), იაგორ ჭიბლაშვილი (შინაგან საქმეთა და
განათლების მინისტრიი) და სხვა.
1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორთა აზრით აღნიშნული გამოსვლა უნდა დაწყებულიყო
საგანგებოდ შერჩეულ დღეს, რომელიც აგრეთვე იქნებოდა მოსახერხებელი და მისაღები მათთვის. 1832
წლის ნოემბერში შეთქმულებმა შეიმუშავეს ე.წ. ,,პირველი ღამის განკარგულება‖, რომლის თანახმადაც
აჯანყებულებს უნდა დაეკავებინათ ციხე და გაენიარაღებინათ თბილისსა და მის გარეუბანში მდგომი
რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები. აჯანყებაში უნდა ჩაერთოდ საქართველოში გადმოსახლებული 500
პოლონელი. ამავე დროს აჯანყებულები შეეცადნენ ალექსანდრე ბაგრატიონის მეშვეობით
დაკავშირებოდნენ ეგვიპტის ფაშას ჩეჩნეთ-დაღესტნის ეროვნული მოძრაობის მეთაურს ყაზიმოლას.
შეთქმულებმა აჯანყების დრო რამდენჯერმე შეცვალეს. საბოლოო გეგმის თანახმად ლუარსაბ
ორბელიანის სახლში უნდა მოეწვიათ საქართველოს მთავარმართებელი და მაღალი რანგის სამოქალაქო
და სამხედრო პირები. ისინი ბანკეტზევე უნდა დაეპატიმრებინათ. ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი
ჯარისკაცების განიარაღება ადვილი იქნებოდა. პარალელურად საქართველოს ყველა რეგიონში
გავრცელდა სოლომონ დოდაშვილის მიერ შედგენილიმოწოდება, რომელშიც ეწერა შემდეგი: ,,ქართველ
ხალხს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი ენა, ზნე-ჩვეულება, სარწმუნოება. საქართველოს ჰყავდა ყოვლის
დროსა თავის ხელმწიფე და არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცა დღეს არის
მამული ესე ჩვენი. სახელი, მხნეობა და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვიც ჰქუხდა... ხოლო აწ
ვხედავთ დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისა. რაისთვის არს ესრეთ. ნუთუ ჩვენ არა ვართ
შვილნი მამა-პაპათა ჩვენთა, ნუთუ ჩვენ არ ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა... მაშ რაისათვის
ცოცხალ ვართ‖...
1832 წლის შეთქმულებმა ჯერ 6 დეკემბრისათვის დანიშნეს, მაგრამ შემდეგ 20 დეკემბრისათვის
გადადეს. აღნიშნული შეთქმულება 9 დეკემბერს მისმა ერთ-ერთმა წევრმა _ იესე ფალავანდიშვილმა
გასცა. მისი ძმა – ნიკოლოზ ფალავანდიშვილი იყო თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი. შეთქმულებმა
იესეს მისი ძმის გადმობირება დაავალეს. ნიკოლოზმა კი პირიქით, იესე დაარწმუნა, რომ შეთქმულება
მაინც განწირული იქნება და თუ ის შეთქმულებას გასცემდა, ამით საკუთარ თავს გადაარჩენდა. იესე ძმის
ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
ნელ-ნელა ამ შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირის დაპატიმრება შესძლო რუსეთის
საიმპერატორო კარმა. მათ 145 კაცზე მიიტანეს ეჭვი და გამოძიების შემდეგ გაასამართლეს 38 ადამიანი. ამ
შეთქმულების აქტიურ წევრებს ჯერ მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ შემდეგ განაჩენი შეცვალეს და ისინი
სხვადასხვა ვადით რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადაასახლეს. გადასახლებულთა შორის იყვნენ:
ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი
ყიფიანი, გიორგი ერისთავი, სოლომონ რაზმაძე და სხვა. ამ შემსუბუქებით რუსეთის ხელისუფლება
ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ 1832 წლის შეთქმულებამ უზარმაზარი კვალი დატოვა
ქართველი ერის ისტორიაში. ამრიგად, 1825-1832 წლების თავადაზნაურთა პატრიოტული მოძრაობა
საერთოქართული მასშტაბისა იყო და ასედაც შევიდა ისტორიაში.

თავი XIII საქართველოს ისტორიული ტერიტორიების


დაბრუნების საკითხი

$1 XIX საუკუნის ირან-რუსეთის და ოსმალეთ-რუსეთის


ომები და საქართველო

იმის შემდეგ რაც რუსეთის ცარისტიულმა სახელმწიფომ მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს


ანექსია, გეგმაზომიერად შეუდგა კავკასიის მიწების დაპყრობას. რუსეთისათვის არ წარმოადგენდა
სიძნელეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე არსებული წვრილი სახანოების ანექსია, მაგრამ
ამაში მათ ხელს უშლიდნენ კავკასიის ძველი დამპყრობლები _ ოსმალეთი და ირანი. მთელი XIX

311
საუკუნის მანძილზე რუსეთმა 6 დიდი ომი აწარმოა ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ორივე მხრიდან ომები დამპყრობლურ ხასიათს ატარებდა. ოსმალეთისა და ირანის
წინააღმდეგ წარმოებულ ომებში გამარჯვების შედეგად რუსეთმა შემოიერთა საქართველოს ისტორიული
ოლქები, ამიტომ ქართველები კავკაასიის ამ სამ დამპყრობელს შორის მაინც უპირატესობას რუსეთს
ანიჭებდნენ. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსათვის მებრძოლი
ოსმალეთი და ირანი ხშირად ერთმანეთს უზავდებოდნენ და მათ შორის დადებული ზავის თანახმად
საქართველოს (მათი ინტერესებისდა მიხედვით) იყოფდნენ, რუსეთის დიდი იმპერია კი მას მთლიანად
უპირებდა შეერთებას და არავისთან არ აპირებდა გაყოფას. ეს კი ობიექტურად დადებითი იქნებოდა
ქართველობისთვისაც. თუგინდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ მაინც, იქმნებოდა
პერსპექტივა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს დაშორებული ქართველების დაახლოებისა,
ერთიანი ქართული სულის აღდგენისა, რაც, ბენებრივია, იქნებოდა ერთიანი ეროვნული
ღირებულებების აღორძინების საწინდარი. სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ის, რომ ქართველი გენერლები
(გიორგი ერისთავი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ივანე ანდრონიკაშვილი და სხვ.),
ჩადგნენ რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში.
ირან-რუსეთის 1804-1813 წლების ომის შედეგები. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა 1801-1802 წლებში
მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, დაიწყო ამიერკავკასიის სხვა ტერიტორიების დაპყრობაც.
1802 წელს ყუბისა და თალიშის სახანოები იძულებულნი გახდნენ შესულიყვნენ რუსეთის
ქვეშევრდომობაში, მარამ განჯის ხანმა ანალოგიურ წინადადებაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, 1804
წელს საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა პავლე ციციანოვმა იერიში მიეტანა განჯაზე, მისი
დაპყრობის მიზნით. ამას რუსეთსა და ირანის შორის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა და იმავე, 1804
წელსვე მათ შორის ბრძოლებიც დაიწყო. ირანის ჯარებმა აღმოსავლეთ სომხეთიდან თბილისისაკენ
გაჭრას შეეცადნენ, რომლის საპასუხოდაც პავლე ციციანოვმა ერევანზე მიიტანა იერიში.რუსებმა შეძლეს
ეჩმიაძინთან ირანის ჯარების დამარცხება და ერევანი ალყაში მოაქციეს. ეს ალყა 1804-1805 წლებში
გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში რუსებმა დაამარცხეს თბილისის მიმართულებით შეტევაზე
გადმოსული ირანელთა ჯარები. ამავე დროს რუსებმა დაიკავეს ყარაბაღის, შექისა და შირვანის
სახანოები. 1812 წელს ირანელთა ჯარები ყარაბაღში შეიჭრნენ, მაგრამ ასლანდუზის მახლბლად
გამართულ ბრძოლაში რუსებთან დამარცხდნენ.
1813 წლის 24 ოქტომბერს ყარაბაღის სოფელ გულისთანში რუსეთსა და ირანს შორის დაიდო
ზავი. ამ ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად ირანმა ცნო აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოში რუსეთის მმართელობის დამყარება. იმპერიის ხელში გადავიდა აზერბაიჯანის სახანოები
(ყარაბაღი, განჯა, შირვანი, შაქი, ბაქო, დარუბანდი, ყუბა, თალიში და ბაქო) და დაღესტანი. რუსეთის
მფლობელობაში აღმოჩნდა აგრეთვე საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაკარგულ-მიტაცებული
მხარე _ საინგილო იგივე ჭარ-ბელაქანი, თუმცა ამ პერიოდში რუსეთს აქ ჯარი არ შეუყვანია. გარდა ამისა,
კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება მხოლოდ რუსეთს ჰქონდა.
ამ ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად რუსეთსა და ირანს შორის საზღვარი იწყებოდა
ადინე ბაზართან და გადიოდა მუღანის ველზე, შემდეგ მიუყვებოდა მდინარე არაქსს იმ ადგილამდე,
სადაც მას ერთვის მდინარე ქაფნაქჩაი. შემდეგ კი მათ შორის საზღვარი მიუყვებოდა ყარაბაღის, ნახჭევნის
და ერევნის სახანოების საზღვრებს და შურეგალის რაიონებიდან მდინარე არფაჩაიმდე გრძელდებოდა.
საქართველოს ისტორიული ტერიტორია საინგილო, ანუ ჭარ-ბელაქანი ირანმა რუსეთის სახელმწიფოს
დაუთმო.
ირან-რუსეთის 1826-1828 წლების ომის შედეგები. რუსეთსა და ირანს შორის ომი 1826-1828
წლებშიც მიმდინარეობდა, რომელშიც ისევ რუსეთმა გაიმარჯვა. 1826 წელს ირანის 60 000 ჯარი შეიჭრა
აზერბაიჯანში. დაიკავა ყარაბაღი და განჯა და მივიდა ბაქომდე. პარალელურად ირანელები აღმოსავლეთ
საქართველოში შემოიჭრნენ და ქალაქ თბილისს შეუქმნეს საფრთხე. რუსებმა სასწრაფოს შეძლეს ძალების
მობილიზება და შამქორთან დაამარცხეს ირანელთა ჯარები. იმავე, 1826 წლის სექტემბერში რუსებმა
ჩრდილოეთ აზერბაიჯანიდანაც განდევნეს ირანელთა ჯარები. რუსებისათვის კიდევ უფრო
წარმატებული აღმოჩნდა 1827 წელი. მათ ამ წლის განმავლობაში დაიკავეს ერევანი და თავრიზი. 1828

312
წლის იანვარში კი რუსებმა თეირანის მიმართულებით განახორციელეს შეტევა და დაიკავეს ურმია,
მარაღა, არდებილი და მიანა. ამის შემდეგ ირანის შაჰმა ზავი ითხოვა.
ამჯერად, რუსეთისა და ირანის სახელმწიფოებს შორის 1828 წლის 10 თებერვალს გაფორმდა
საზავო ხელშეკრულება (თურქმენჩაის ტრაქტატი), რომლის თანახმადაც ირანმა დაადასტურა პირობა
გულისტანის ხელშეკრულებისა, კერძოდ, ჭარ-ბელაქნის (საინგილოს) რუსეთის მფლობელობაში
გადასვლის შესახებ. შემდგომში ჭარ-ბელაქანი, ზოგიერთ სხვა ტერიტორიასთან ერთად (კაკ-ენისელი) _
ზაქათალის ოკრუგის სახით თბილისის გუბერნიაში იქნა შეყვანილი. იმპერიალისტური რუსეთის
შემადგენლობაში აღმოჩნდა აგრეთვე აღმოსავლეთი სომხეთის ტერიტორიაც (ერევნისა და ნახიჩევანის
სახანოები).
ამ ზავის მეოთხე მუხლის თანახმად დადგინდა სასაზღვრო ხაზი რუსეთსა და ირანს შორის. იგი
იწყებოდა მცირე არარატის მწვერვალის სიახლოვიდან და მიუყვებოდა მდინარე არარტს მდინარე
არაქსის შესართავამდე, შერუდის მოპირდაპირე მხარეს. ამის შედეგ სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა
მდინარე არაქსს აბას-აბადის ციხე-სიმაგრემდე. აბას-აბადის გასწვრივ მდებარე მიწები (3 1/2 ვერსის
სიგანე) უნდა გადასულიყო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. აბას-აბადიდან სასაზღვრო ხაზი
მისდევდა მდინარე არაქსს ედიბულუკის ფონამდე, შემდეგ კვეთდა მუღანის ველს და მიდიოდა მდინარე
ბოლგარუმდე. ამის შემდეგ საზღვარი მისდევდა მდინარე ბოლგარუს იმ ადგილამდე სადაც მას
უერთდებოდა მდინარეები ადინე ბაზარი და სარიყამიში. საზღვარი შემდეგ მისდევდა მდინარე ადინე
ბაზარს, შემდეკ კი მდინარე ასტარს მიუყვებოდა. ეს უკანასკნელი კი ჩაედინებოდა კასპიის ზღვაში.
ოსმალეთ-რუსეთის 1806-1812 წლების ომის შედეგები. 1806-1812 წლებში რუსეთსა და ოსმალეთს
შორის ომი ერთდროულად მიმდინარეობდა _ კავკასიისა და ბალკანეთის ფრონტებზე. 1810 წელს
რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე დუნაი და მივიდა ბალკანეთის უღელტეხილებამდე, თუმც
დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება ვერ შეძლეს. 1811 წელს რუსეთYმა რამდენჯერმე დაამარცხა
ოსმალთა ჯარები.
რუსეთის არმიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კავკასიის ფრონტზეც. ამ ომში აქტიურად
მონაწილეობდა საქართველოს მოსახლეობაც. 1809 წელს გურიის სახალხო ლაშქარმა მდინარე
მალთაყვასთან დაამარცხა თურქების ჯარი, რომელიც ტრაპიზონიდან მიდიოდა ფოთის გარნიზონის
დასახმარებლად. ამ ომში გამარჯვება რუსეთს ერგო. 1810 წელს რუსებმა იაღეს ფოთი და სოხუმი.
მომდევნო 1811 წელს კი დაიკავეს ახალქალაქი. მეომარ მხარებს შორის 1812 წლის 16 მაისს გაფორმდა
საზავო ხელშეკრულება (ბუქარესტის ტრაქტატი). ომში გამარჯვებულმა რუსეთმა ამ ზავით მიიღო
სოხუმი და მდინარე ხობის შესართავთან მდებარე რედუტ-კალე (ყულევი), აგრეთვე, ამ ორ პუნქტს
შორის მოქცეული შავი ზღვის სანაპირო. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ოსმალეთმა ოფიციალურად ცნო
ქართლ-კახეთისა და დასავლურ ქართული სამთავროების გადასვლა რუსეთის ხელში. მაგრამ 1812 წელს
უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და საფრანგეთს შორის. საფრანგეთის იმპერატორი,
ნაპოლეონ I, ემზადებოდა რუსეთზე თავდასასხმელად. ამით ისარგებლა თურქეთმა და რუსეთი აიძულა
დათმობებზე წასულიყო. ოსმალეთს დაუბრუნდა რუსების მიერ ომის დროს დაკავებული ფოთი,
ახალქალაქი და ანაპა.
ოსმალეთ-რუსეთის 1828-1829 წლების ომის შედეგები. მორიგი ომი რუსეთსა და ოსმალეთს
შორის 1828-1829 წლებში გაიმართა. ომი თავდაპირველად 1828 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე
დაიწყო. სწორედ აქ გეგმავდა რუსეთი მთავარ სამხედრო ოპერაციებს. კავკასიის ფრონტი კი რამდენადმე
მეორეხარისხოვნად ითვლებოდა. 1828 წელს რუსების ჯარებმა გადალახეს მდინარე პრუტი და
მოლდოვას სამთავროს ტერიტორიაში შეიჭრნენ. ამის შემდეგ მათ დაიკავეს იასი და ბუქარესტი. 1829
წელს რუსებმა დაიკავეს შულმისა და სილისტრიას ციხე-სიმაგრეები, გადალახეს ბალკანეთის მთები და
უბრძოლველად დაიჭირეს ანდრიანოპოლი.
წარმატებული აღმოჩნდა რუსებისათვის კავკასიის ფრონტზე წარმოებული ბრძოლებიც. ამ ომში
რუსეთის მხარეს იბრძოდა ქართული სახალხო ლაშქარი. 1828 წელს რუსეთის ჯარებმა აიღეს ყარსი,
ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე, იმავე წელვე ალექსანდრე ჭავჭავაძის სარდლობით დაიკავეს ბაიაზეთის
საფაშო. პარალელურად ქართულმა სახალხო ლაშქარმა შეტევა წამოიწყო ქობულეთ-ბათუმის

313
მიმართულებით. მიუხედავად დიდი წადილისა, რუსებმა ვერ შეძლეს ციხისძირის აღება. ომის ბედი
ბალკანეთის ფრონტზე გადაწყდა. რუსები კონსტანტინეპოლს უახლოვდებოდნენ, ამიტომაც ოსმალეთმა
ზავი ითხოვა. ეს ზავი რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1829 წლის 2 სექტემბერს ანდრიანოპოლში
გაფორმდა. ადრიანოპოლის ზავმა რუსეთს მოუპოვა ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური,
ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი, ჭაჭარაქი. უმთავრესად ეს იყო ყოფილი ახალციხის საფაშოს
მნიშვნელოვანი ტერიტორია. რუსეთის ხელში აღმოჩნდა აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო ზოლი წმიდა
ნიკოლოზის სიმაგრიდან (შეკვეთილიდან) ყუბანის შესართავამდე. შემდგომში, ახალციხისა და ახალქა-
ლაქის მაზრებში მოქცეული სამცხე-ჯავახეთის მიწები თბილისის გუბერნიაში შევიდა. ოსმალეთს დაბ-
რუნდა ომის დროს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული ყარსი, ბაიაზეთი და ერზრუმი.
ამავე ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად რუსეთსა და ოსმალეთს შორის საზღვარი
მიუყვებოდა შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული მდინარე ჩოლოქს, შემდეგ იგი მისდევდა იმერეთის
სამხრეთ საზღვრებს და აგრეთვე ახალციხისა და ყარსის საფაშოების საზღვრებს (ახალციხე და
ახალქალაქი რუსეთის საზღვრებში რჩებოდა).
ყირიმის ომი (1853-1856 წწ.) და მისი მნიშვნელობა საქართველოსათვის. რუსეთს მთელი XIX
საუკუნის მანძილზე სურდა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გამავალი დარდანელისა და ბოსფორის
სრუტეების ხელში ჩაგდება. ამით რუსეთი მთლიანად გაბატონდებოდა შავ ზღვაზე. რუსეთის
იმპერატორი კარგად ხვდებოდა, რომ მისი იმპერიის ზომაზე მეტად გაძლიერებას წინა აღუდგებოდა
ინგლისი და საფრანგეთი. ამიტომ ნიკოლოზ I შეეცადა წინასწარ მორიგებოდა ინგლისს. იმპერატორის
ვარაუდით ამ ომში საფრანგეთი ვერ ჩაერეოდა, მაგრამ მისი ეს ვარაუდები არ გამართლდა. 1853 წელს
რუსეთ-ოსმალეთსს შორის დაწყებულ ომში ინგლისიცა და საფრანგეთიც ჩაერთო და მათ ოსმალეთის
მხარე დაიჭირეს. გარდა ამისა, რუსეთისადმი აშკარად მტრული პოზიცია დაიკავა ავსტრიამ. იმის გამო,
რომ ამ ომის მთავარი ბრძოლები ყირიმის ნახავარკუნძულზე მიმდინარეობდა, ამ ომსაც ყირიმის ომი
ეწოდა.
1853 წელს საომარი მოქმედებები რუსეთმა ოსმალეთის წინააღდეგ. ერთდროულად
წამოიწყო შავ ზღვაზე, ბალკანეთის ნახევარ კუნძულსა და ამიერკავკასიაში. 1853 წლის ნოემბერში
რუსეთის ფლოტმა ადმირალ ნახიმოვის სარდლობით სინოპის ყურეში გაანადგურა ოსმალეთის ფლოტი.
ამ დამარცხებამ განაპირობა ოსმალეთის მხარეზე (1854 წ.) ინგლისის, საფრანგეთისა და სარდინიის
სამეფოს სამხედრო ფლოტის მონაწილეობა, რომლებმაც დაამარცხეს რუსები და აიძულეს ზავზე
დათანხმებულიყვნენ. კავკასიის ფრონტზე რუსეთის ჯარების სერიოზული წარმატებები ოსმალთა
წინააღმდეგ, მნიშვნელოვან წილად ქართული სახალხო ლაშქრისა და პარტიზანული რაზმების ბრძოლამ
განაპირობა. განსაკუთერებით აღსანიშნავია: იმერეთისა და გურიის მილიციელების 1853 წლის 20
დეკემბრის ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ. ოსმალები თავს დაესხნენ შეკვეთილთან ქართული
მილიციის ქვედანაყოფებს, რომელთაც მტკიცე პოზიცია ეჭირათ ჭახათის ხიდთან. მათ მიერ
მოწინააღმდეგის შეტევა ბრწყინვალედ იქნა მოგერიებული და უკუგდებული. 1853 წელს რუსების არმიამ
ოსმალები დაამარცხა ახალციხესთან, მომდევნო, 1854 წელს კი ოსმალები დამარცხდნენ მდინარე
ჩოლოქთან. 1855 წელს ოსმალებმა ჯარები შეიყვანეს აფხაზეთსა და სამეგრელოში. იმავე, 1855 წელს
რუსებმა აირეს ყარსის ციხე-სიმაგრე.
1856 წლის 18 (30) მარტს პარიზში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთს,
საფრანგეთს, ინგლისს, ოსმალეთს და სარდინიის სამეფოს შორის. პარიზის ზავის მესამე მუხლის
თანახმად რუსეთმა ოსმალეთს უკან დაუბრუნა ყარსი და ომის დროს დაკავებული ოსმალთა
სახელმწიფოს სხვა ტერიტორიებიც. თავის მხრივ რუსეთს უკან დაუბრუნეს ომის დროს დაკარგული
ნავსადგურები: სევასტოპოლისი, ბალაკლავა, კამიში, ევპატორია, ქერჩი, ენიკალე, კინბურგი და სხვ.
ყირიმის ომს რუსეთისათვის კავკასიის ფრონტზე ცვლილებები არ მოუტანია, თუმცა ქართველმა
ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო.
ოსმალეთ-რუსეთის 1877-1878 წლების ომის შედეგები. ყირიმის ომში (1853-1856 წწ.) დამარცხების
შემდეგ რუსეთი რევანშისათვის ემზადებოდა. რუსეთის სახელმწიფოს მიზანს, ხელში ჩაეგდო

314
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები და კონსტანტინეპოლი, გარდა ოსმალებისა ეწინააღმდეგებოდა
ინგლისი და საფრანგეთი.
რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი რამდენადმე დააჩქარა ბალკანეთის ნახავარკუნძულზე მცხოვრები
სლავი ერების აჯანყებამ ოსმალების წინააღმდეგ, რომელიც 1875 წელს დაიწყო. ბრწყინვალე პორტამ
აჯანყებულების წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიციები მიავლინა. რუსეთმა ოსმალებს სადამსჯელო
ოპერაციებისაგან თავის შეკავება მოსთხოვა, რაც მათ ყურად არ იღეს. ყოველივე ეს გახდა ომის დაწყების
მიზეზი და 1877 წლის აპრილში რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
საომარი ოპერაციები რუსეთსა და ოსმალეთს შორის ერთდროულად დაიწყო ბალკანეთსა და
ამიერკავკასიაში კერძოდ, საქართველოში. ამ ომმა ქართველ ინტელიგენციას აჭარისა და მთელი
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედასამშობლოსთან დაბრუნების იმედი გაუჩინა. ამასთან დაერთო
ისიც, რომ ოსმალები შეეცადნენ აჭარაში ჯარის შეკრებას და მათ საომრად გაგზავნას აჯანყებული
ბალკანელი სლავების წინააღმდეგ. აჭარლებმა ეს ბრძანება არ შეასრულეს. როგორც ჩანს, აჭარაში დიდი
ანტიოსმალური მოძრაობა იყო გაჩაღებული. ამ ომის დაწყებისთანავე საქართველოში სახალხო ლაშქრის
შედგენა დაიწყო, რომელშიც 38 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ჩაწერილი.
ომი კავკასიის ფრონტზე 1877 წლის აპრილში დაიწყო. რუსებმა აიღეს ქალაქები ბაიაზეთი და
არტაანი. ბათუმის მიმართულებით დაწყებული შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა ისევ ვერ
აიღეს ციხისძირი, სადაც ოსმალებს 35 000-იანი ჯარი ყავდათ ჩაყენებული. მარცხი განიცადა რუსებმა
აფხაზეთშიც, რომელიც მალევე იქნა გამოსწორებული და რუსებმა სოხუმი აიღეს.
განსაკუთრებით წარმატებით ვითარდებოდა ბრძოლები ბალკანეთის ფრონტზე. რუსების ჯარი
სტამბოლს მიუახლოვდა. ოსმალებმა ზავი ითხოვა. 1878 წლის 3 მარტს სან-სტეფანოში რუსეთსა და
ოსმალეთს შორის ზავი იქნა გაფორმებული. სან-სტეფანოს ზავით დამოუკიდებლობა მიიღო
ბულგარეთმა, ჩერნოგორიამ და რუმინეთმა. რუსეთს უნდა გადასცემოდა ევროპაში ბესარაბია, აზიაში კი
_ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ყარსი, ბაიაზეთი, არტაანი და რაც მთავარია _ აჭარა ბათუმითურთ)
ისტორიული ტერიტორიები. ბერლინის კონგრესზე ევროპული ქვეყნების დიპლომატიური ზეწოლის
შემდეგ რუსეთი მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. მიუხედავად ამისა, მის შემადგენლობაში შევიდა
ოსმალების მიერ მიტაცებული ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწები: აჭარა
ბათუმითურთ, შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი, კოლა-არტაანი და ოლთისი. აღნიშნული ტერიტორიები
რუსეთმა ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებად დაყო. აჭარის უდიდესი ნაწილი ბათუმის ოლქში
შევიდა, რომელიც ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. აჭარის
დედასამშობლოსთან დაბრუნება უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერისათვის. ქართველ საზოგადო
მოღვაწეთა ინიციატივით აჭარის დებუტაცია თბილისში იქნა მიწვეული და მის საპატივცემულოდ
გაიმართა ბანკეტი. აჭარიდან ჩასულებს მიესალმენ გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი
წერეთელი და სხვები. საპასუხო სიტყვა კარგი გამართული ქართულით წარმოთქვეს შერიფ-ბეგ
ხიმშიაშვილმა და ჰუსეინ-ბეგ ბეჟანიძემ.
ბათუმის საკითხი სან-სტეფანოს, ლონდონისა და ბერლინის კონფერენციებზე. რუსეთის
იმპერიისათვის მთელი XIX საუკუნის მანძილზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ბათუმის შემოერთების
საკითხი, რომელიც იმხანად თურქეთის შემადენლობაში იმყოფებოდა. 1804 წელს რუსი გენერალი
პავლე ციციანოვი წერდა იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჩორტოროცკის, რომ ბათუმი
`ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ და იგი ჩვენს ხელში უნდა იყოსო‖.
ბათუმის შემოერთების საკითხი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაისვა 1828-1829 წლების
რუსეთ-ოსმალეთის ომის დროსაც. თვით ნიკოლოზ პირველს უთქვამს, რომ `ბათუმი და ყარსი ღირს
იმად, რომ მათვის გავწიროთ რამდენიმე მილიონი‖-ო. ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა, ადრიანოპოლის
ზავით მის ხელში აღმოჩნდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი რიონის შესართავიდან ყუბანის შესართავამდე.
მაგრამ ბათუმი ისევ ოსმალების ხელში დარჩა.
რუსეთი მთელი XIX საუკუნის მანძილზე იბრძოდა ბათუმის შემოერთებისათვის, რადგანაც მისი
შემოერთების შემთხვევაში ერთის მხრივ რუსეთი შავ ზღვაზე ბრძოლის მნიშვნელოვან პლაცდარმს
დაიკავებდა და მეორეს მხრივ ბათუმის პორტის დასაკუთრება დიდ ეკონომიკურ წარმატებას უქადდა.

315
რუსეთისათვის ბათუმის შემოერთების აუცილებლობა რომ მთელი XIX საუკუნის მანძილზე
ინარჩუნებდა აქტუალობას, კარგად ჩანს XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის კაპიტან სტეპანოვის
ნაწერებიდანაც: `ოცნება ბათუმის შესახებ ხელახლა წამოიჭრა, როგორც კი გურია შევიდა რუსეთის
ქვეშევრდომობაში. ჩვენი სურვილი იყო მისი დაბრუნება, გარდა ამისა ბათუმს ჰქონდა ჩინებული
სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც საუკეთესო ყურეს, რადგან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს
მთელს სიგრძეზე ყველა დანარჩენი ხვეულები სახმელეთო ნაპირებისა, ძალზე უმნიშვნელოა და
მოწყობის გარეშე არ შეუძლია თავშესაფარი იყოს დიდი გემებისათვის‖.
განსაკუთერებით დაიძაბა ვითარება რუსეთსა და ოსმალეთს შორის XIX საუკუნის 70-იან წლებში,
აშკარად ჩანდა, რომ მათ შორის ომი გარდაუვალი იყო. ოსმალეთის ზურგს უკან ინგლისი იდგა,
რომელსაც თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი უჭერდა მხარს, რუსეთის იმპერიის
მხარდამჭერებად კი გერმანია და იტალია მოიაზრებოდა.
ომი რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1877 წლის 12 აპრილს გამოცხადდა და მიმდინარეობდა
კავკასიისა და ბალკანეთის ფრონტებზე. კავკასიის ფრონტზე ამ ორ იმპერიას შორის ატეხილი ომის
მნიშვნელოვანი საკითხი კვლავდაკვლავ ბათუმის საკითხი გახლდათ. თავდაპირველად რუსეთისათვის
განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ბალკანეთის ფრონტი, სადაც რუსების ჯარები თვით
კონსტანტინეპოლსაც კი მიუახლოვდნენ.
კავკასიის ფრონტზე 1877 წლის ივლისიდან 1878 წლის იანვრამდე რუსეთსა და ოსმალეთს შორის
მხოლოდ დაზვერვა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები წარმოებდა. რუსეთის იმპერიის
მთავარსარდლობა ბათუმის აღებას 1878 წლის 18 იანვრს შეეცადა. შეტევა ღამის სამ საათზე დაიწყო,
ორივე მხრიდან ძლიერი ცეცხლი გაიხსნა და მსხვერპლიც დიდი იყო. რუსეთის მხრიდან დაწყებული ეს
შეტევა მარცხით დასრულდა, მაგრამ ოსმალეთი იძულებული გახდა ზავი მოეთხოვა. დაძაბული საგარეო
ურთიერთობების გამო ზავი რუსეთსაც აწყობდა და 1878 წლის 3 მარტს რუსეთსა და ოსმალეთს შორის
სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სან-სტეფანოს პრელიმინარული საზავო
ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ეს ხელშეკრულება მოიცავდა 21 მუხლს და მთლიანად ცვლიდა
ბალკანეთის პოლიტიკურ სახეს.
განსაკუთრეებით მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ხელშეკრულების მე-19 მუხლი, რომელშიც
განსაზღვრული იყო ოსმალების მიერ რუსეთისათვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ გადასახდელი
თანხა ათას ოთხას ათი მილიონი მანეთის ოდენობით. იქვე ნათქვამია: `ოსმალეთში არსებული
ფინანსური კრიზისის და სულთნის სურვილის გათვალისწინებით რუსეთის იმპერატორი თანახმაა
ბრწყინვალე პორტადან გადასახდელი თანხის სანაცვლოდ მიიღოს გარკვეული ტერიტორიები‖.
მართლაც რუსეთის იმპერიას ამ ზავის თანახმად გადაეცა ტერიტორიები ბალკანეთში და კავკასიაშიც
(არდაგანი, ყარსი, ბათუმი, და ტერიტორიები სოღანლუღამდე).
რუსეთსა და ოსმალეთს შორის გაფორმებული ეს საზავო ხელშეკრულება თავიდანვე მიუღებელი
აღმოჩნდა ევროპის სახელმწიფოებისათვის, რადგან ამით რუსეთი ზომაზე მეტად ძლიერდებოდა. ჯერ
კიდევ ზავის გაფორმებამდე ავსტრია-უნგრეთმა მოითხოვა მისი გადაცემა საერთაშორისო
კონფერენციისათვის განსახილველად. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1878 წელსვე შესთავაზა რუსეთს
ცვლილებები შეეტანათ სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებაში, რათა ის მისაღები ყოფილიყო
ინგლისის მთავრობისათვისაც.
`პირველი მემორანდუმი‖-ს თანახმად, რომელიც გაფორმდა რუსეთის იმპერიასა და დიდ
ბრიტანეთს შორის ლონდონში 1878 წლის 30 მაისს, სან-სტეფანოს პრელიმინარულ საზავო
ხელშეკრულებაში შეიტანეს მთელი რიგი ცვლილებები. ეს მემორანდუმი შეეხო ბათუმსაც, მაგრამ ის
კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. ამ მემორანდუმში ბათუმთან დაკავშირებით ნათქვამია: `არ
ვეწინააღმდეგებით (იგულისხმება დიდი ბრიტანეთი) რუსეთის იმპერატორის სურვილს, რომელსაც
სურს ბათუმის პორტი და სომხეთის რიგი ტერიტორიების შეერთება. რუსეთის იმპერატორი არ მალავს
და აღიარებს, რომ შესაძლებელია რუსეთის იმპერიის საზღვრების ასეთმა გაფართოებამ გამოიწვიოს
ალბათობა იმისა, რომ ოსმალები ვერ მოისვენებენ ამ დანაკარგების გამო. მაგრამ რუსეთის იმპერატორს

316
ღრმად სწამს, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება გარანტი იმისა, რომ ოსმალები კვლავ არ შეეცდებიან ამ
დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებას, რადგან ამ ომის სიმძიმე ევროპამაც იწვნია‖.
ამ მემორანდუმშიც კარგად სჩანს, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ბათუმის საკითხს, რომ
რუსეთის იმპერია შიშობს არ დაკარგოს ის მომავალში და ოსმალეთის დამპყრობლური სურვილების
საწინააღმდეგოდ დიდი ბრიტანეთის გარანტიებიც კი მოითხოვა.
ლონდონის მემორანდუმი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ევროპა შეგუებოდა სან-სტეფანოს
საზავო ხელშეკრულებას და რუსეთისათვის დაეთმო საკმაოდ დიდი ტერიტორიები, ამიტომაც გადაწყდა
მოეწვიათ საერთაშორისო კონგრესი. რუსეთი იძულებლი გახდა დათანხმებოდა მას. მართლაც 1878 წლის
13 ივნისს ბერლინში გერმანიის კანცლერის ბისმარკის თავჯდომარეობით ოფიციალურად გაიხსნა
კონგრესი. მას ესწრებოდნენ ბალკანეთის იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც რომლებთა ტერიტორიაც
უნდა გადასცემოდა რუსეთს, მაგრამ ისინი არ მონაწილეობდნენ კონგრესის მუშაობაში.
ბერლინის კონგრესზე მრავალ მწვავე პრობლემათა შორის ერთ-ერთი გახლდათ ბათუმის
საკითხი, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისა იყო. განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული
ბათუმით დიდი ბრიტანეთი, რადგანაც მისი დასაკუთრებით რუსეთი ძლიერ პოზიციებს შეიქმნიდა შავ
ზღვაზე და შესაძლო იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაეკეტა მას, რაც დიდი ბრიტანეთის
ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა _ სოლსბერიმ ბერლი-
ნის კონგრესზე განაცხადა, რომ `ინგლისი უკანასკნელ პირობად რუსეთს განუცხადებს, რომ მან უარი
სთქვას ბათუმზეო‖. თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა ლონდონში შუვალოვმა, რომელიც აგრეთვე
ესწრებოდა ბერლინის კონგრესს, სოლსბერის ამ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:
`კონგრესის ყველა დადგენილებას რუსეთი სისრულეში მაშინ მოიყვანდა, როდესაც სულთანი ბათუმს
რუსეთს გადასცემდა‖. რუსეთის მხრიდან, ბათუმთან დაკავშირებით, ასეთი შეურიგებელი
დამოკიდებულების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბიკონსფილდმა წამოაყენა წინადადება ბათუმის
თავისუფალ ქალაქად გამოცხადების შესახებ. ამ წინადადების გამო ისე განაწყენებულა რუსეთი, რომ
შეეცადა საერთოდ ჩაეშალა ბერლინის კონგრესი, მაგრამ ბისმარკის მოქნილობით იგი იძულებული
გახდა დაჰყოლოდა დიდი ბრიტანეთის ამ წინადადებას, რათა არ გაემწვავებინა ურთიერთობა მასთან.
თუმც კარგად ხვდებოდა, რომ ბათუმის თავისუფალ ქალაქად გამოცხადებით სერიოზულ დათმობაზე
მიდიოდა.
ბერლინის კონგრესის მემორანდუმი შედგებოდა 59 მუხლისაგან, რომლებშიც მთლიანად იქნა
გადასინჯული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება. რუსეთი იძულებული შეიქნა მთელ რიგ
დათმობებზე წასულიყო. ამ კონგესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და ხაზი გაესვა ბათუმის საკითხს.
ბერლინის ტრაქტატის 58-ე მუხლით `ბრწყინვალე პორტა უთმობს რუსეთის იმპერიას აზიაში შემდეგ
ტერიტორიებს: არდაგანს, ყარს და ბათუმს პორტითურთ‖. 59-ე მუხლში კი ნათქვამი იყო, რომ `რუსეთის
იმპერატორი აცდადებს, რომ მისი სურვილი _ ბათუმის პორტო-ფრანკოდ გამოცხადებისა არის
ეკონომიკური ინტერესებით ნაკარნახევი‖ .
ბერლინის კონგრესის შემდეგაც საკმაოდ დიდხანს გაჭიანურდა ბათუმის რუსეთისათვის
გადაცემის საკითხი. ბათუმი მხოლოდ 1878 წლის 25 აგვისტოს შევიდა მის შემადგენლობაში.
ამრიგად, რუსეთმა ბერლინის ტრაქტატით აისრულა საუკუნოვანი ოცნება. მას გადაეცა ბათუმი
მისი პორტიტურთ. მართალია, ბათუმი გადაეცა პორტო-ფრანკოს სტატუსით, მგარამ ეს სტატუსი
რუსეთმა გააუქმა 1886 წელს.

317
თავი XIV ბატონყმობის გაუქმება საქართველოში და
XIX საუკუნის 60-70 წლების რეფორმები

$1 ბატონყმობის გაუქმება საქართველოში

XIX საუკუნის შუა პერიოდში რუსეთში ბატონყმურ-ფეოდალური სისტემა აშკარად აფერხებდა


ქვეყნის განვითარებას. რუსეთის ჩამორჩენილობა განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ყირიმის ომის
მსვლელობისას (1853-1856 წწ). რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ ბატონყმობის გაუქმების შესახებ
პროექტის შემუშავება დაავალა რუსეთის თავად-აზნაურობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
თავად-აზნაურობის აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა მხარს უჭერდა გლეხობის უმიწოდ
გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში ყოფილი ყმა მაინც მემამულეზე მიჯაჭვული რჩებოდა. თავად-
აზნაურობის მცირე ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ გამოსასყიდის ფასად გლეხობისათვის პირად
თავისუფლებასთან ერთად მიწაც გადაეცათ. ამ შემთხვევაში გლეხს შესაძლებლობა ეძლეოდა პირად
საკუთრებაში მყოფ მიწაზე ფერმერული მეურნეობა განევითარებინა, რაც სოფლად კაპიტალიზმის
განვითარებას შეუწყობდა ხელს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გლეხისათვის მიენიჭებინათ პირადი
თავისუფლება, გადაეცათ მცირე ნაკვეთი (ნადელი) ოღონდ გამოსასყიდის ფასად. ეს ის მიწა იყო,
რომელზეც გლეხი ისედაც სახლობდა და ფაქტობრივად ბატონყმობის გაუქმებამდეც ფლობდა, ანუ ამ
რეფორმით რუსეთში მემამულური მიწათმფლობელობა უმნიშვნელო ცვლილებებით ისევ
ხელუხლებელი რჩებოდა.
რუსეთში ბატონყმობა 1861 წელს გაუქმდა. ამრიგად, გლეხი იურიდიულად თავისუფალი გახდა.
გლეხისათვის გადასაცემი მიწის ოდენობა დგინდებოდა ცალკეულ მემამულესა და მის გლეხს შორის
მოლაპარაკებით. ზოგ შემთხვევაში გლეხს იმაზე ნაკლები მიწა ერგო, ვინემ განთავისუფლებამდე ქონდა.
ფაქტობრივად გლეხმა მიწა დაკარგა. არსებული დებულებით ის მცირეოდენი მიწაც კი, რომელიც,
გლეხმა მიიღო, საკმაოდ დიდი გამოსასყიდის ფასად უჯდებოდა. გლეხს ამ გამოსასყიდი თანხის 80 %-ს
სახელმწიფო ხაზინა უფარავდა. 20 %-ს კი თვითონ იხდიდა. იგი მას 1900 წლისათვის უნდა დაეფარა.
სანამ ყოველ კონკრეტულ გლეხსა და მემამულეს შორის მიწის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება
დაიდებოდა, გლეხი დროებით ვალდებულად ითვლებოდა. დროებით ვალდებული გლეხი ყმა აღარ იყო,
მაგრამ მას ზოგიერთი მოვალეობის შესრულება მაინც უწევდა.
ამის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი თავის კოლონიურ მხარეებშიც შეუდგა საგლეხო
რეფორმის გატარებას. საქართველოში რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით გამოკითხულ იქნა 240
მემამულე. შემუშავდა 2 პროექტი _ უმრავლესობისა და უმცირესობის. უმრავლესობის პროექტი
დიმიტრი ყიფიანის მიერ იქნა შედგენილი და მას მხარს უჭერდა 226 მემამულე. ამ პროექტის თანახმად
მიწის ის ნაკვეთი რომელიც გლეხობას ბატონყმობის დროს ეჭირა მათთვის უნდა დაეტოვებინათ
ხელუხლებლად, მაგრამ არა საკუთრების უფლებით _ მიწა კვლავ მემამულეთა საკუთრებაში რჩებოდა. ამ
მიწით სარგებლობისათვის გლეხს გარკვეული გადასახადი უნდა გადაეხადა. უმცირესობის პროექტის
მიხედვით, რომელსაც 14 მემამულე უჭერდა მხარს, გლეხობისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემას
უარყოფდნენ, თუმც ყმებს აძლევდნენ სრულ უფლებას საცხოვრებელ სახლსა და სამეურნეო
ნაგებობებზე. უმრავლესობისა და უმცირესობის პროექტისაგან განსხვავდებოდა კონსტანტინე
მამაცაშვილის მოსაზრება, გლეხებისათვის საკუთრებაში გადაეცათ მიწის ის ნაკვეთი, რომელსაც,
ფაქტობრივად ისინი ბატონყმობის გაუქმებამდე ფლობდნენ.
ბატონყმობის გაუქმებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა ილია ჭავჭავაძემაც. მან 1864
წელს სხვისი (ნიკო ჭავჭავაძის სახელით) დაწერა ,,კრიტიკული შენიშვნები‖, რომელშიც ილია
აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო გლეხებისათვის მიწის საკუთრებაში დატოვება. ის მთელი
კატეგორიულობით მოითხოვდა გლეხთა და მემამულეთა შორის ყველა იმ ძაფის გაწყვეტას, რომელიც
ყოფილ ბატონსა და ყმას ერთმანეთთან იძულებით დააკავშირებდა.
ბატონყმობის გაუქმება მთელ საქართველოში ერთდროულად არ მომხდარა. თბილისის
გუბერნიაში (აღმოსავლეთ საქართველოში) ბატონყმობა 1864 წელს გაუქმდა, ქუთაისის გუბერნიაში

318
(იმერეთი, რაჭა, გურია) _ 1865 წელს, სამეგრელოში _ 1867 წელს, აფხაზეთში _ 1870 წელს, სვანეთში _ 1871
წელს.
არსებული დებულებით საქართველოში მემამულისაგან მიწის გამოსყიდვა სავალდებულოდ არ
იქნა მიჩნეული. დროებითმა ვალდებულებამ მუდმივი ხასიათი მიიღო და იგი კანონით მხოლოდ 1912
წელს გაუქმდა, თუმცა პრაქტიკულად 1917 წლამდე იარსება.
მიუხედავად ყოველივესა ბატონყმობის გაუქმება საქართველოში მაინც პროგრესული მოვლენა
იყო.

$2 XIX საუკუნის 60-70-იანი წლების რეფორმები

რუსეთის საიმპერატორო კარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარტო ბატონყმობის გაუქმება,


რუსეთში მკვეთრ სოციალ-ეკონომიკურ აღმავლობას და კაპიტალიზმის განვითარებას ვერ
უზრუნველყოფდა. ამიტომაც XIX ს-ის 60-70-იან წლებში განხორციელდა საერობო, სასამართლო,
სასოფლო და საქალაქო მმართველობის რეფორმები.
საქართველოში გატარდა მხოლოდ სასოფლო მმართველობის, სასამართლო და საქალაქო
რეფორმები.
სასოფლო მმართველობის რეფორმა. 1865 წელს საქართველოში გატარდა სოფლის მმართველობის
რეფორმა. სოფლის მმართველობა განაგებდა სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ
დაწესებულებაში გლეხების გარდა სოფლის მოსახლეობის სხვა ფენები (თავად-აზნაურობა, ვაჭრები და
აშ.) მონაწილეობას ვერ ღებულობდნენ. სოფლის საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამოდენიმე
პატარა სოფელს. ამ სოფლის მმართველობის უმაღლეს განმკარგულებელ ორგანოს სოფლის ყრილობა
წარმოადგენდა, რომლის მუშაობაში ყოველი სასოფლო კომლის უფროსს ქონდა მონაწილეობის მიღების
უფლება. სოფლის აღმასრულებელ ხელისუფლებას მისი ყრილობის მიერ არჩეული მამასახლისი
წარმოადგენდა, რომლის მოადგილე (ნაცვალი) ძირითადად გადასახადების აკრეფით იყო დაკავებული.
არჩეულ მამასახლისს გუბერნატორი ამტკიცებდა, რომელსაც მისი გადაყენების უფლებაც ჰქონდა.
სოფლის ყრილობა ირჩევდა სოფლის მოსამართლეებსაც, რომელთაც უფლება ჰქონდათ გაერჩიათ
გლეხთა სამოქალაქო საქმეები 100 მანეთის ღირებულების ფარგლებში. რაც შეეხება სისხლის სამართლის
საქმეების გარჩევას, ამის უფლება მათ არ ჰქონდათ.
სასამართლო რეფორმა. რეფორმის გატარებამდე რუსეთის სასამართლოებს ხელისუფლების მიერ
თავად-აზნაურთა წრიდან დანიშნული პირები განაგებდნენ, ხოლო გამოძიებას პოლიციის მოხელენი
ახორციელებდნენ. ამრიგად, სასამართლო მთლიანად ხელისუფლებასა და პოლიციაზე იყო
დამოკიდებული.
1864 წელს რუსეთში სასამართლო რეფორმა გატარდა, რომლის მიხედვითაც დაწესდა ყველა
წოდებისა და სოციალური ფენისათვის საერთო სასამართლო. სასამართლო გათავისუფლდა როგორც
საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლისაგან. საქმის
ძიება პოლიციელების ნაცვლად გადაეცათ სასამართლო გამომძიებლებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა
ქონოდათ იურიდიული განათლება. რეფორმის თანახმად შემოღებული იქნა ღია სასმართლოები და
საჯარო პროცესები, რაც დემოკრატიული ელემენტების ზრდაზე მეტყველებდა. მხარეებს შეეძლოთ
თავიანთი ინტერესების დაცვა ადვოკატებისათვის მიენდოთ. ბრალმდებლად პროკურორი დაინიშნა. ამ
რეფორმის დიდ პლიუსად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ დაწესდა მოსამართლეთა არჩევითობა, რომელსაც
საბოლოო ვერდიქტი არ გამოჰქონდა. ეს ნაფიცი მსაჯულების პრეროგატივა იყო.
1868 წლიდან საქართველოში გატარდა სასამართლო რეფორმის შეკვეცილი ვარიანტი. გაუქმდა
წოდებრივი სასამართლოები და დაწესდა ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფისათვის საერთო
სასამართლო. საქართველოში არ შემოუღიათ მოსამართლეთა არჩევითობა და არ იქნა დამკვიდრებული

319
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ დამოუკიდებელი სასმართლოების ნაცვლად
შეიქმნა ხელისუფლების ინტერესების დამცველი სასამართლოები.
საქალაქო მმართველობის რეფორმა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ 1870 წელს ხელი
მოაწერა უმაღლეს ბრძანებას, რომლის თანახმადაც იმპერიაში საქალაქო მმართველობის რეფორმა უნდა
გატარებულიყო. საქალაქო თვითმმართველობაში (სათათბიროში) ქალაქის მოსახლეობა ირჩევდა
ხმოსნებს (დეპუტატებს). სათათბირო თავისი წევრებიდან ირჩევდა გამგეობას, რომელსაც ქალაქის თავი
თავმჯდომარეობდა. დიდ ქალაქებში ქალაქის თავს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებდა.
საქალაქო მეურნეობის ცალკეული დარგების ხელმძღვანელობისათვის სათათბირო ნიშნავდა მუდმივ ან
დროებიტ კომისიებს. თვითმმართველობის ფუნქციებს განეკუთვნებოდა: ქალქის კომუნალური
მეურნეობა, ქალაქის არქიტექტურა, ბაზრების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე
ზრუნვა, ადგილობრივი ვაჭრობა-მრეწველობის მეთვალყურეობა და სხვა. ამ სათათბიროს ყველა
დადგენილებას გუბერნატორი ეცნობოდა. ამით ხელისუფლებას თვითმმართველობის გაკონტროლების
საშუალება ეძლეოდა.
1874 წელს თბილისში ჩატარდა სათათბიროს ხმოსანთა (დეპუტატთა) არჩევნები. თბილისში
სათათბიროში ოთხი წლის ვადით არჩეულ იქნა 75 ხმოსანი. 1875 წელს ჩატარდა ქუთაისის სათათბიროს
არჩევნები, 1876 წელს _ გორისა და ახალციხის თვითმმართველოს არჩევნები, 1882 წელს _ ფოთის, 1888
წელს _ ბათუმის.
მიუხედავად მთელი რიგი ნაკლოვანებებისა საქალაქო მმართველობის რეფორმას მაინც დიდი
მნიშვნელობა ქონდა.

$3 საქართველოს ეკონომოკა XIX საუკუნის


60-90-იან წლებში

სოფლის მეურნეობა. სოფლად კაპიტალიზმის განვითარებას რამდენიმე მიზეზი აფერხებდა: 1.


მიწის უდიდესი ნაწილი ისევ მემამულეების ხელში რჩებოდა, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა
საშუალება ახლებური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის და დაქირავებული შრომის გამოყენებისა.
2. გლეხები მართალია განთავისუფლდა ყმობისაგან, მაგრამ ის მცირე მიწის ნაკვეთი, რომელიც მას ერგო
წილად არ აძლევდა საშუალებას დამოუკიდებლად მოეწყო მეურნეობა. 3. იმის გამო, რომ მრეწველობა
საქართველოს ქალაქებში ძალიან დაბალი ტემპებით ვითარდებოდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის
დიდი რაოდენობით ქალაქის ბაზარზე გატანას აზრი ეკარგებოდა, ვინაიდან საქართველოს ქალაქების
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალი იყო.
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ სოფლად დიდი სოციალური ცვლილებები მოხდა. მხოლოდ
დიდი მიწების მქონე მემამულეებმა შესძლეს მომგებიანი მეურენეობის აწყობა. თავად-აზნაურობის
უმეტესობა იმის გამო, რომ თავიანთ მიწაზე დიდი შემოსავალი ვერ მიიღეს ყიდდა ან ბანკში აგირავებდა
მამულს. ქართველი თავად-აზნაურების მიწები, ძირითადად, სომხურმა ბურჟუაზიამ შეისყიდა.
ქართველი გლეხებიც სამ ფენად დაიყო: უღარიბესი, საშუალო და მდიდარი.
XIX ს აუკუნის 60-90-იან წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი
მარცვლეულ კულტურას ეკავა. ეს იყო პური (ძირითადად აღმოსავლეთ საქართველო) და სიმინდი
(ძირითადად, დასავლეთ საქართველო). პური და სიმინდი ექსპორტზეც გადიოდა.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მისდევდა მეღვინეობა-მევენახეობას. მევენახეობა
განსაკუთრებით აღმავლობას განიცდიდა ქართლში, ხოლო მეღვინეობა _ კახეთში.
საქართველოს მთიან რაიონებში რადიციულად მისდევდნენ მეცხოველეობას. ამავე პერიოდში
საქართველოში აღმავლობას განიცდიდა მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოეობა, მებოსტნეობა და მეხილეობა.

320
მრეწველობა. XIX საუკუნის 60-90-იან წლებში საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება
კაპიტალისტური მანუფაქტურა და მსხვილი მანქანური წარმოება.
საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებას ხელი შეუწყო რკინიგზის მშენებლობამ. 1872 წელს
დასრულდა რკინიგზის ხაზის მშენებლობა ფოთსა და თბილისს შორის. ხოლო 1883 წელს რკინიგზის
ხაზით ერთმანეთს დაუკავშირდა თბილისი და ბაქო. იმავე წელს დასრულდა სამტრედია-ბათუმის
სარკინიგზო მაგისტრალი. მალე ამიერკავკასიის მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს დაუკავშირდა
ჭიათურა და ტყიბული.
XIX საუკუნის 60-90-იან წლებში თბილისში მუშაობდა მექანიკური ქარხანა, თამბაქოსა და
ფეხსაცმლის ფაბრიკები. თბილისის შემდეგ მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი გახდა ბათუმი.
რომლის ნავსადგურის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმის შემდეგ, რაც ბათუმი იქცა ევროპისა
და აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს პუნქტად. ბათუმის მნიშვნელობას ზრდიდა
აგრეთვე ბაქოს ნავთობის ექსპორტიც.
გაიზარდა ტყიბულის საბადოებში ქვანახშირის მოპოვება. 1879 წლიდან მანგანუმის ამოღება
დაიწყო ჭიათურაში. რომლის ინიციატორიც გახლდათ ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი
წერეთელი.
თბილისის, ბათუმის, ტყიბულისა და ჭიათურის გარდა მრეწველობის განვითარების კვალობაზე
აღმავლობას განიცდიდა ქუთაისი, თელავის, გორისა და ფოთის საქალაქო ცხოვრება.

თავი XV ეროვნული მოძრაობა საქართველოში


XIX საუკუნის II ნახევარში

$1 ეროვნული მოძრაობის პროგრამა

XIX საუკუნის 60-იან წლებიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობის ახალი და დიდი ტალღა
დაიწყო. მისი პროგრამა მდგომარეობდა შემდეგში: 1. ეროვნული მოძრაობა უნდა ყოფილიყო არა
ლოკალური (რომელსაც ადგილი ქონდა XIX ს-ის I მეოთხედში), არამედ საერთო ქართული. მთავარი
მიზანი იყო ქართველობისა და საქართველოს გადარჩენა. 2. ეროვნული მოძრაობის პროგრამას ქართველი
ერი ეტაპობრივად უნდა მიეყვანა სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე.
ეროვნული მოძრაობის ბირთვს წარმოადგენდა ქართელი არისტოკრატია, რომელიც ყველა
სოციალური ფენის და წოდების სულისკვეთებას გამოხატავდა. მათი აზრით, საერთო ქართული აჯანყება
უახლოეს მომავალში არ უნდა დაწყებულიყო. ამისათვის საჭირო იყო ხელსაყრელი საერთაშორისო
ვითარების შერჩევა. ეროვნული მოძრაობის ლიდერების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში
რუსეთის სამოცწლიანი კოლონიური პოლიტიკის დამღუპველი შედეგების ლიკვიდაცია.
XIX საუკუნის 60-80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახლდათ ილია
ჭავჭავაძე. ძირითადად სწორედ მისი შემუშავებული უნდა იყოს ამ პერიოდის ეროვნული მოძრაობის
პროგრამაც საქართველოში. ილია ჭავჭავაძე თავგამოდებით იბრძოდა აღნიშნული ეროვნული მოძრაობის
პროგრამის განსახორციელებლად. ამ საქმეში მისი თანამებრძოლნი იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ნიკო
ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. ქართულ
ისტორიოგრაფიაში მათ ,,სამოციანელებს‖ და ,,თერგდალეულებს‖ უწოდებენ, რომელნიც ასევე ,,პირველი
დასის‖ სახელწოდებითაც არიან ცნობილნი. შემდგომში მათ შეუერთდნენ სერგეი მესხი, ვაჟა ფშაველა და
სხვები.
ეროვნული მოძრაობის ქართველი ლიდერები კარგად ხვდებოდნენ, რომ მთავარი იყო ქართული
ეროვნული ცნობიერების აღორძინება, რომელსაც ცარისტულმა რუსეთმა დიდი დარტყმა მიაყენა.

321
ეროვნული ცნობიერების აღორძინების უმთავრეს პირობად ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა ქართულ
სინამდვილეში ქართული ენის დაბრუნება, ენის კანონიერი უფლებების აღდგენა და მისი სიწმინდის
დაცვა. ილია ჭავჭავაძემ თავისი ეროვნულ-საპროგრამო დებულებებში მთავარი მოთხოვნები წამოაყენა.
რომლებიც მისი სიტყვებით შემდეგნაირად ჟღერდა: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-
პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხი
გავცეთ შთამომავლობას?‖. ილია ჭავჭავაძის აზრით, ქართული ენის შენარჩუნება და მისი სიწმინდის
დაცვა ქართველი ერის სამკვდრო-სასიცოცხლო, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი იყო. იგი წერდა: `ენა
საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს‖.
ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა
განათლებას. მთავარი პრობლემა გახლდათ ის, რომ საქართველოს განათლების სისტემა
რუსიფიკატორების ხელში იყო ჩავარდნილი. აქედან გამომდინარე, რეალურად საქართველოში
დამკვიდრებული იყო რუსული სკოლები, რომლებშიც ქართველი ბავშვი ეროვნული ცნობიერების
საზრდოს ვერ იპოვიდა. სწორედ ამ მიზნით 1879 წელს დაარსებული იქნა ,,ქართველთა შორის წერა-
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება‖, რომლის მთავარი მიზანიც გახლდათ ქართული სკოლების
გახსნა. საზოგადოების დაარსების ინიციატორები იყო: დიმიტრი ბაქრაძე, გრიგოლ ორბელიანი, ილია
ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. 1885 წლიდან მოყოლებული საზოდაების უცვლელი
თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.
ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში უზარმაზარი როლი ითამაშა იაკობ
გოგებაშვილის ,,დედა-ენამ‖. ამას დაემატა იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები
,,ქართული ენის ანბანი‖ და ,,პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისათვის‖.
ეროვნული ცნობიერების ერთგვარი ბალავარი გახლდათ საქართველოს XIX ს-ის 60-იანი წლების
პრესაც. 1863 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე‖, რომელმაც მართალია
სულ ერთი წელი იარსება, მაგრამ უზარმაზარი როლი ითამაშა ქართული ეროვნული ცნობიერების
აღმავლობის საქმეში. ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო გაზეთმა ,,დროებამ‖-აც (1866-1885 წწ.).
1877-1906 წლებში გამოდიოდა ,,ივერია‖, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში. ,,ივერია‖ ნამდვილი
ეროვნული მოძრაობის და როვნული ცნობიერების გაღვივების ბირთვად იქცა იმ პერიოდის
საქართველოში. ეროვნული მოძრაობის აღორძინებისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ქონდა გაზეთ
`კვალს‖ (1893-1904 წწ.), ჟურნალ `მოამბეს‖ (დაარსდა 1894 წელს), გაზეთ `ცნობის ფურცელს‖ (1896-1906
წწ.).
ეროვნული აღორძინების საქმეში ასეთივე დიდი როლი ენიჭებოდა ქართულ თეატრს, რომელიც
თავიდანვე ეროვნულ ნიადაგზე იდგა. 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ დაარსებული პირველი
ქართული თეატრი 1856 წელს დაიხურა. ის მხოლოდ 1879 წელს იქნა აღდგენილი. დრამატური თეატრი
1880 წელს ქუთაისშიც იქნა დაარსებული.
ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებისა და ეროვნული ღირსების აღდგენისათვის ბრძოლაში
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას, რისი
ბრწყინვალე ნიმუშიც გახლავთ ილია ჭავჭავაძის `აი ისტორია‖ (1879 წ.), რომელიც მიმართულია
რუსული ხალხოსნური მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლის ივანე ჯაბადარის წინააღმდეგ. ეს
უკანსკნელი რუსეთის იმპერიალისტური მანქანის წისქვილზე ასხამდა წყალს და საქართველოს
ისტორიას არაფრის ვარგისად (სამარცხვინოდ) აცხადებდა. ილია ჭავჭავაძემ სამართლიანად უარყო ივანე
ჯაბადარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება. სომეხი და მათი თანამოაზრე მეცნიერების მხრიდან
საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ მიმართულია ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი ნაშრომი
`ქვათა ღაღადი‖, რომელიც დღესაც მეცნიერული კრიტიკის უბადლო ნიმუშია.
XIX საუკუნის 60-იან წლებში კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვამ მძიმე დღეში ჩააგდო
ქართული არისტოკრატია. ახალმა დროებამ ფულის დიდი საჭიროება წარმოშვა. არისტოკრატიის
მხოლოდ მცირე ნაწილი ღებულობდა სახელმწიფოსაგან შემოსავალს, დიდი ნაწილი კი საკუთარი მიწის
ნაკვეთებიდან აღებული თანხით საზრდოობდა. ხშირად უსახსროდ დარჩენილი ქართველი
არისტოკრატია სომხური ბურჟუაზიისაგან ფულს სესხულობდა, შემდეგ კი ვალის დასაფარად კუთვნილ

322
მიწას ყიდდა, რომლის მყიდველი, ძირითადად, ისევ სომეხი იყო. ასე იკარგებოდა ქართული მიწები და
ის სომხების ხელში ვარდებოდა. ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა შესძლეს ეპოვნათ
გამოსავალი ამ უმძიმესი სიტუაციიდან. მათ მიერ დაარსებული იქნა თბილისისა და ქუთაისის
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკები. თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი
გაიხსნა 1875 წელს, რომლის თავმჯდომარედ იქნა არჩეული ილია ჭავჭავაძე. თბილისა და ქუთაისის
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკებმა იხსნა ქართული მიწა გასხვისებისაგან. ამ ბანკების
დაარსების შემდეგ ქართული არისტოკრატია მათ აკითხავდა ფულის სასესხებლად და თუ ფულის
მსესხებელი ვალს ვერ დაუბრუნებდა მათ, მისი მამული ბანკის საკუთერება ხდებოდა და არა სომეხი
მურჟუაზიისა. თანაც ბანკის საკუთრებაში გადასული მამული, მის ძველ მესაკუთრეს, ისევ შეეძლო
დაებრუნებინა, მისი საფასურის გადახდის შემთხვევაში (ანუ მიწები არ იკარგებოდა).
ილია ჭავჭავაძისა და იმ პერიოდის ეროვნული ბირთვის წარმომადგენელთა მიერ შემუშავაბულ
პროგრამაში აშკარად არ იყო გამოკვეთილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის საკითხი. თუმც ილია ჭავჭავაძე `მგზავრის წერილების‖ (1861 წ.) გმირს, ლელთ ღუნიას,
ათქმევინებს შემდეგ სიტყვებს: `ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს‖. როგორც ჩანს ეროვნული
დამოუკიდებლობის მოპოვება იყო მათი პროგრამის საბოლოო მიზანი. მაგრამ იმ ეტაპისათვის, XIX
საუკუნის 60-80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის მიზანი, მაინც იყო ქართველი ერის მომზადება
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის.

$2 ეროვნული მოძრაობის შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობა.


მეორე დასი. ხალხოსნობა საქართველოში

XIX ს-ის 60-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ბირთვში ძირითად საპროგრამო საკითხებტან
დაკავშირებით არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ძირითადად, ამ დასის საპროგრამო დოკუმენტების
შემუშავებაში თავიდანვე გამოირჩეოდა სამი მოღვაწე: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი
წერეთელი. თუმცა, ჩვენ ის ეარ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს რითიმე ნაკლები იყოს სხვა
თერგდალეულების (დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვა) ღვაწლი
ქართველი ერის წინაშე.
XIX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგიდან სამოციანელთა საპროგრამო დებულებებში უკვე
გარკვეული წინააღმდეგობები და აზრთა სხვადასხვაობები შეონიშნებოდა. ილია ჭავჭავაძეს აშკარად
დაუპირისპირდა ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი, რომლებსაც სერგეი მესხიც მიემხრო.
საპროგრამო დებულებებში შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხმა გამოიწვია:
1. უთანხმოება თერგდალეულთა შორის დაიწყო ეროვნული მოძრაობის პროგამაში სოციალური
საკითხის ასახვასთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ თუკი მოხდებოდა ეროვნული
მოძრაობის პროგრამაში სოციალური საკითხის ასახვა, ეს ზიანს მოუტანდა ზოგადად ქართულ ეროვნულ
მოძრაობას. ზიანის მოტანა იმაში მდგომარეობდა, რომ ის გათიშავდა ერს და დააქუცმაცებდა მას. ნიკო
ნიკოლაძის, გიორგი წერეთელისა და სერგეი მესხის აზრით კი აუცილებელი იყო სოციალური
პრობლემის გადაჭრისთვის ბრძოლა.
2. უთანხმოება თერგდალეულთა შორის ეროვნული ბურჟუაზიისა და როლის განსაზღვრამაც
განაპირობა. იმის გამო, რომ XIX ს-ის 60-იან წლებისათვის ქართული ეროვნული ბურძუაზია არ
არსებობდა, ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბურჟუაზია ვერ შეასრულებდა საქართველოში
ისეთივე როლს, როგორსაც ასრულებდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ნიკო ნიკოლაძე და გიორგი
წერეთელი მიიჩნევდნენ, რომ ძალიან ახლო პერიოდში ქართული ეროვნული ბურჟუაზია
გაძლიერდებოდა და მოსპობდა ძველ სოციალურ და ეკონომიკურ წყობას და გადამწყვეტ როლს
ითამაშებდა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

323
3. თერგდალეულთა ბანაკში ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელი იქნებოდა მომავალში
საქართველოსათვის სანიმუშო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემა. ნიკო ნიკოლაძე და
გიორგი წერეთელი ყველაფერს დასავლეთ ევროპულს აღიარებდნენ. ილია ჭავჭავაძე კი ყოველგვარ
შემოტანილ ღირებულებას ქართულთან მიმართებაში განიხილავდა.
ამრიგად, თერგდალეულთა წრეში ერთი საერთო აზრი ვერ იქნა შეჯერებული. ნიკო ნიკოლაძე,
გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი დაუპირისპირდნენ ილია ჭავჭავაძეს. 1894 წელს გიორგი წერეთელმა
მათ ,,მეორე დასი‖ უწოდა. ხოლო XIX ს-ის 60-იანი წლების დამდეგის მოღვაწეებს ,,პირველი დასი‖.
ხალხოსნობა საქართველოში. ხალხოსნობა (ნაროდნიკობა) ჩაისახა რუსეთში. ის გახლდათ
სოაციალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მიმდინარეობა და მიზნად ისახავდა თანასწორთა
საზოგადოების შექმნას. რუს ხალხოსნებს თანასწორობის მიღწევად მიწაზე კერძო საკუთრების მოსპობა
და მიწის თანასწორი განაწილება მიაჩნდათ.
გამოჩენილი რუსი ხალხოსნები იყვნენ: მიხეილ ბაკუნინი, პეტრე ლავროვი, პეტრე ტკაჩოვი და
სხვა. მათი აზრით რუსეთში უნდა მოსპობილიყო არსებული პოლიტიკური, სოციალური და
ეკონომიკური სისტემა და უნდა დამყარებულიყო სოციალიზმი. ამისათვის ბრძოლის მთავარ საყრდენად
გლეხობა მიაჩნდათ. რუსი ხალხოსნების აზრით გლეხი ბუნებით სოციალისტი იყო და მისთვის მისაღები
იქნებოდა ხალხოსნების იდეები.
რუსი ხალხოსნები შეეცადნენ გლეხობის აჯანყებას, მაგრამ ვერ შეძლეს. 1874 წელს რუსმა
ხალხოსნებმა ჩამოაყალიბეს ,,სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაცია‖ (,,მოსკოველთა
წრე‖). ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი რუსი ნაროდნიკები: ლიდია ფიგნერი, სოფია
ბარდინა, ვერა ლუბატოვი და ქართველი ხალხოსნები: ივანე ჯაბადარი, მიხეილ ჩიკოიძე და ალექსანდრე
ციციშვილი. მალე ამ ორგანოიზაციის თავკაცები დაიჭირეს და 1877 წელს პეტერბურგში გაასამართლეს.
რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოშიც ჩნდება ხალხოსნური
მოძრაობა, მაგრამ საქართველოში მან დიდი ,,პოპულარობა‖ ვერ პოვა. ხალხოსნური ორგანიზაციები
საქართველოში 1873-1874 წლებში შეიქმნა. ეს ორგანიზაცია ჩამოაყალიბა პეტერბურგის სამედიცინო-
ქირურგიული აკადემიის სტუდენტმა ისიდორე ქიქოძემ და სხვებმა (ივანე ჯაბადარი, რომანოზ
ფავლენიშვილი და ეგნატე იოსელიანი) ხალხოსნებმა. საქართველოში გლეხობა გულგრილად შეხვდა
ხალხოსნების პროპაგანდას და მათ მხარი არ დაუჭირა. 1876 წელს 80-ზე მეტი ხალხოსანი დააპატიმრეს
საქართველოში. ამის შემდგ ხალხოსნურმა მოძრაობამ გაქანება ვერ პოვა საქართველოში.

$3 იმპერატორ ალექსანდრე III-ეს რეაქციული


კურსის გამოძახილი საქართველოში

1881 წელს რუსმა ხალხოსნებმა მოკლეს ლიბერალური რეფორმების გამტარებელი იმპერატორი


ალექსანდრე II. რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე III-ემ დაიწყო კონტრრეფორმების გატარება,
რომელსაც მოყვა რეაქციული ხანა.
პოლიტიკური რეაქცია იმპერიის მთელი მასშტაბით წარიმართა. განსაკუთრებით დაიწყო შეტევა
რევოლუციური და დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეთა მიმართ. ალექსანდრე III-ის რეაქციული
კურსი გულისხმობდა დაბყრობილი ერებისადმი ჩაგვრის გაძლიერებას და რუსიფიკატორული
პოლიტიკის გატარებას. იმპერატორი შეეცადა გაეუქმებია ფინეთისა და პოლონეთის ავტონომია. 1882
წელს მან გააუქმა კავკასიის სამეფისნაცვლო და აღადგინა კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობა.
ამით კავკასიამ დაკარგა ადმინისტრაციული ავტონომია. მთავარმართებელი შინაგან საქმეთა მინისტრს
დაექვემდებარა. აღდგა გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა. თბილისისა დაქუთაისის გუერნიები
პირდაპირ პეტერბუგს დაექვემდებარა. გუბერნიები დაიყო მაზრებად, რომელსაც ერთპიროვნულად
განაგებდა მაზრის უფროსი. საპოლიციო-ადმინისტრაციული მმართველობის გაუმჯობესების მიზნით

324
ქვეყანა დაიყო ნაწილებად (უჩასტკებად), რომელსაც სათავეში პრისტავი ანუ ბოქაული ჩაუდგა.
საქართველოს მთავარმართებლად 1882-1890 წლებში დაინიშნა გენერალი დუნდუკოვ-კორსაკოვი,
რომელმაც საქართველოს ეგზარქოსად დანიშნა არქიეპისკოპოსი პავლე და სასწავლო ოლქის
მზრუნველად იანოვსკი. აღნიშნული რუსი ჩინოვნიკები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ქართველი
ერის ზიზღით და მათი პოლიტიკური რეაქცია მიმართული იყო ძირითადად ქართული ეროვნული
მოძრაობის წინააღმდეგ.
მთავარი დარტყმა რუსეთის იმპერიალისტურმა ძალებმა მიიტანეს ქართულ ენაზე. ქართული
ენის დევნა დაკავშირებულია კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის კირილე იანოვსკის სახელთან. 1881
წელს იანოვსკის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად საქართველოში, ყველა ტიპის სკოლაში რუსული
ენის შესწალა უნდა დაეწყოთ პირველივე კლასებიდან. ქართული ენის სწავლება კი არასავალდებულოდ
იქნა მიჩნეული. ქართული ენა, ფაქტობრივად გაიდევნა სკოლიდან.
იანოვსკის მზაკვრული გეგმის თანახმად მეგრული ანბანი შეადგინეს რუსულის საფუძველზე.
დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულად თარგმნა. განიზრახეს სამეგრელოს ეკლესიებში ღვთისმსახურება
მეგრულ ენაზე ეწარმოებინათ. ამან აღაშფოთა მთელი ქართული საზოგადოებრიობა და განსაკუთრებით
სამეგრელოს მოსახლეობა. აშკარა იყო, რომ ამ მზაკვრული გეგმის თანახმად რუსებს სურდათ
საქართველოს კიდევ მეტად დაქუცმაცება, მაგრამ ქართველთა სწორი პოზიციების წყალობით ეს გეგმა
ჩაეშალათ.
ქართული ეროვნული მოძრაობის ბირთვი წინ აღუდგა ქართული ენის დევნა-შევიწროების
ცდებს. ამ ბრძოლას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვლი, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე
და სხვ.
XIX საუკუნის II ნახევარში მძიმე ვითარება შეიქმნა აფხაზეთშიც. აფხაზი ხალხი რუსული
კოლონიური რეჟიმის დამყარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და მათ წინააღმდეგ
ფართომაშტაბიანი შეიარაღებული აჯანყებებს აწყობდა 1821-1827; 1840-1842; 1866; 1877 წლებში,
რომლებსაც რუსები მთელი სისასტიკით ახშობდნენ. აჯანყების სისხლში ჩახშობას თან სდევდა აფხაზთა
იძულებითი მიგრაცია ოსმალეთის იმპერიაში. 1864 წელს კავკასიის მთიელი ხალხების დამარცხების
შემეგ რუსეთის მთავრობა შეუდგა მთიელთა განდევნას მშობლიური მიწა-წყლიდან, განსაკუთრებით
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. მაშინ აიძულეს ოსმალეთში გადასახლებულიყო ასობით ათასი
ჩერქეზი, უბიხი, აფხაზი, დაღესტნელი და სხვა მთიელი. სამშობლოდან განდევნილებს `მუჰაჯირებს‖
უწოდებდნენ, რაც არაბულად `გადასახლებულს‖ ნიშნავს. 1864 წელს მუჰაჯირთა შორის აფხაზთა
რაოდენოა 20 000 აღემატებოდა. დაახლოებით ამდენივე აფხაზი გადასახლდა ოსმალეთში 1866 წლის
აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხოლო 1877 წელს აჯანყების შემდეგ აფხაზეთი დატოვა კიდევ 30-40 ათასმა
ადამიანმა. მთლიანეთში ოსმალეთში გადასახლებული აფხაზების საერთო რაოდენობა 80 000
გადააჭარბა. მართალია, 15 000 კაცი უკან გაბრუნდა, მაგრამ უმრავლესობა ოსმალეთში დარჩა.
ამრიგად, რუსეთის აფხაზეთში გაბატონებასა და აფხაზთა შეიარაღებული წინააღმდეგობის
შედეგი იყო აფხაზი ხალხის დიდი ნაწილის სამშობლოდან გაძევება. XIX საუკუნის მუჰაჯირთა
შთამომავლები დღეს ცხოვრობენ თურქეთში, სირიაში, იორდანიასა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ადრე
ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ.
აფხაზეთის დაცარიელებულ ადგილებში რუსეთის ხელისუფლება ასახლებდა კოლონისტებს:
რუსებს, სომხებს, ბერძნებს, გერმანელებს და სხვა. რათა მათი სახით აქ მთავრობას ერთგული
მოსახლეობა გაჩენილიყო.
ანტიქართული პოლიტიკის განხორციელებაში დიდი იყო საქართველოს ეგზარხოსის პავლეს და
თბილისის მართლმადიდებელთა რუსული სემინარიის რექტორის დეკანოზი ჩუდეცკის როლი. მათ მიერ
სემინარიაში დამკვიდრებულმა ქართული ენისა და კულტურის დევნამ იქ მყოფ მოსწავლეთა პროტესტი
გამოიწვია. სემინარელმა სილიბისტრო ჯიბლაძემ დეკანოზი ჩუდეცკი სცემა და აივნიდან გადაგდება
დაუპირა. ჩუდეცკი მაშინ გადარჩა მაგრამ მისი ანტიქართული საქმიანობის გამო ის მოკლა სემინარიიდან
გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ
ხელისუფლების უმაღლეს პირთა თანდასწრებით წყევლით მოიხსენია ის წრე და გარემო სადაც იოსებ

325
ლაღიაშვილისნაირი ადამიანები ჩნდებიან. იოსებ ლაღიაშვილის მშობელი გარემო და წრე ქართველი ერი
და საქართველო იყო. გამოდიოდა, რომ საქართველოს ეგზარქოსი პავლე თავისივე სამწყსოს წყევლიდა.
ქართველი ერის ღირსების დაცვა თავს დიმიტრი ყიფიანმა იდო და პავლეს მიწერილ წერილში მოუწოდა
სასწრაფოდ დაეტოვებია საქართველო. ამას მოყვა ის, რომ 1886 წელს დიმიტრი ყიფიანი გადააყენეს
ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლის (წინამძღოლის) თანამდებობიდან და ქალაქ
სტავროპოლში გადაასახლეს. ღრმად მოხუცი დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს სტავროპოლშივე იქნა
მოკლული. მის მკვლელობაში ბრალი კავკასიის მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვს და
საქართველოს ეგზარქოს პავლეს დასდეს. რუსეთის ხელისუფლებამ პავლეს საქართველოში დატოვება
მიზანშეუწონლად ჩათვალა და ის 1887 წელსვე გაიყვანა აქედან.

$4 ეროვნული მოძრაობა XIX საუკუნის 90-იან წლებში.


,,მესამე დასი‖

XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგიდან ქართული ეროვნული მოძრაობა ცალკეულ


მიმდინარეობებად იშლება. ამ მიმდინარეობებიდან ყველაზე ძლიერი იყო ილია ჭავჭავაძის დასი (გაზეთ
,,ივერიის‖ ბანაკი). ისინი XIX ს-ის 60-იან წლებში შემუშავებული ეროვნული პროგრამის ერთგულნი
რჩებოდნენ და ცდილობდნენ თავის ირგვლივ გაეერთიანებინათ მთელი ეროვნული მოძრაობა. მეორე
მიმდინარეობას წარმოადგენდა ნიკო ნიკოლაძის თანამოაზრეები (ჟურნალ ,,მოამბის‖ ბანაკი). ნიკო
ნიკოლაძე კვლავ ღმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს გადარჩენა ქართულ ეროვნულ
ბურჟუაზიის გაძლიერებაზე იყო დამყარებული. ეროვნული მოძრაობის მესამე მიმდინარეობას
წარმოადგენდა გიორგი წერეთელის თანამოაზრეები (გაზეთი ,,კვალის‖ ბანაკი). გიორგი წერეთელი
თავიდანვე განიცდიდა სოციალისტური იდეოლოგიის ზეგავლენას. ის XIX ს-ის 90-იანი წლების
დამდეგისათვის იწონებდა ნაციონალ-სოციალიზმის (ეროვნული სოციალიზმის) იდეებს. მისი აზრით,
ქართველმა ერმა სოციალიზმის ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს ეროვნული ინტერესები. მაგრამ მის
პარალელურად უნდა იქნას გადაწყვეტილი სოციალისტური პრობლემებიც.
ბურჟუაზიული ურთიერთობის განვითარების პარალელურად დასავლეთი ევროპის ქვეყნებსა და
რუსეთში სულ უფრო მეტად მწვავდებოდა სოციალური საკითხი. მძიმე სოციალური და ეკონომიკური
პირობები მუშებს აიძულებდა ემოქმედა თავისი ინტერესების დასაცავად. მუშათა მხრიდან ადგილი
ჰქონდა სოციალური პროტესტის სხვა და სხვა ფორმებს (გაფიცვა, დემონსტრაცია და სხვა).
1848 წელს გამოქვეყნდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის საპროგრამო ხასიათის ბროშურა
`კომუნისტური პარტიის მანიფესტი‖. ამ ნაშრომმა საფუძლელი ჩაუყარა სოციალიზმის ერთ-ერთ
ძირითად მიმდინარეობას _ მარქსიზმს, რომელიც ჯერ ევროპაში გავრცელდა, შემდეგ რუსეთში.
მარქსიზმის ძირითადი დოქტრინა იყო პროლეტარიატის (მუშათა კლასის) დიქტატურის დამყარება.
მარქსის თეორიის მიხედვით, XIX ს-ის კაპიტალისტური საზოგადოება შედგებოდა მჩაგვრელი და
ჩაგრული კლასაებისაგან. ჩაგრული კლასების ბრძოლას სათავეში უნდა ჩასდგომოდა მუშათა კლასი-
პროლეტარიატი, რომელიც დაამხობდა ბურჟუაზიის ბატონობას, დაამყარებდა თავის დიქტატურას და
დაამხობდა კაპიტალისტურ სისტემას. ამის შემდეგ პროლეტარიატის მეთაურობით შეიქმნებოდა უკლასო
და თანასწორი საზოგადოება –კომუნიზმი. სოციალისტური მოძღვრების ერთ-ერთ მიმდინარეობას
წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია.
1892-1893 წლებში მარქსისტულად განწყობილმა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა, ეგნატე
ნინოშვილის, ნოე ჟორდანიას, ისიდორე რამიშვილის, სილიბისტრო ჯიბლაძის, ფილიპე მახარაძის,
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ვლადიმერ დარჩიაშვილის და სხვათა შემადგენლობით შექმნეს პირველი
სოციალურ-დემოკრატილი ორგანიზაცია საქართველოში. ახლადშექმნილ ორგანიზაციას მოგვიანებით
ეწოდა ,,მესამე დასი‖, რომლის წინამძღოლიც გახლდათ ნოე ჟორდანია. მათ შორის არ იყო

326
ერთსულოვნება. მათი ნაწილი იზიარებდა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ იდეებს, ნაწილი კი
რუსულს. დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული იდეების მიმდევრები იყვნენ: ნოე ჟორდანია,
ისიდორე რამიშვილი, ვლადიმერ დარჩიაშვილი და სხვ. მათი აზრით ბურჟუაზიული წყობილების
ფარგლებში უნდა გატარებულიყო რეფორმა და უნდა გაუმჯობესებულიყო მოსახლეობის უმრავლესობის
(საშუალო ფენის) მდგომარეობა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ რევოლუციის გზით ბურჟუაზიული
წყობილების დამხობისა და სოციალისტურის დამყარებისა. რუსული სოციალ დემოკრატიული
იდეოლოგიის მიმდევარი საქართველოში ძირითადად გახლდათ მიხა ცხაკაია. რომელიც გადაჭრით
მოითხოვდა რევოლუციის გზით ბურჟუაზიული წყობილების მოსპობას. სერიოზული განსხვავება იყო
დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიისა და რუსული სოციალ-დემოკრატიული იდეების მიმდვრებს
შორის საქართველოში _ ნოე ჟორდანია და მისი თანამოაზრენი დიდ ყურადღებას უთმობდნენ ეროვნულ
საკითხს და ხაზს უსვამდნენ ქართველი ერის თავისუფლებას. მიხა ცხაკაია და მისი მიმდევრები კი
იმთავითვე კოსმოპოლიტურ პოზიციებზე იდგნენ და საერთოდ უგულველყოფდნენ ეროვნულ
პრობლემებს. მათთვის სოციალიზმის იდეები იყო უმთავრესი და არა ქართველი ერის სატკივარი.

თავი XVII ქართული კულტურა XIX საუკუნესა


და XX საუკუნის 10-იან წლებში

$1 ქართული კულტურა XIX საუკუნესა და


XX საუკუნის 10-იან წლებში

განათლება. ცარისტულმა რუსეთმა საქართველოს ანექსიის შემდეგ გააუქმა ქართული ეროვნული


სასწავლებლები. მოგვიანებით რუსეთმა საქართველოში გახსნა სკოლები, რომელებშიც სწავლა რუსულ
ენაზე უნდ ყოფილიყო. XIX საუკუის დასაწყისში თბილისში გაიხსნა პირველი ორკლასიანი დაწყებითი
სასწალებელი და თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. 1830 წელს თბილისის კეთილშობილთა
სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა თბილისის პირველი გიმნაზია. მოგვიანებით გიმნაზია ქუთაისშიც იქნა
გახსნილი. ამის შემდეგ თბილისში გაიხსნა ქალთა პირველი სკოლა-პანსიონი, რომელიც შემდეგ ქალთა
ინსტიტუტად გადაკეთდა. მოგვიანებით თბილისში მეორე გიმნაზიაც გაიხსნა. 1817 წელს გაიხსნა
თბილისის მართლმადიდებელთა რუსული სასულიერო სემინარია. საქართველოს ქალაქებსა და დაბებში
(თბილისი, გორი, თელავი, სენაკი და სხვა) გაიხნა სასულიერო სასწავლებლები. უმაღლესი განათლების
მისაღებად ქართვველები მიდიოდნენ პეტერბურგისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში.
XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში განათლების სისტემა რამდნჯერმე შეიცვალა. ჯერ იყო
და გააუქმეს კავკასიის სასწავლო ოლქი და სასწავლებელთა ხელმძღვანელობა გუბერნატორებს
დაავალეს. შემდეგ ისევ აღადგინეს კავკასიის სასწავლო ოლქი.
1867 წელს რუსული ენის სწავლების გაფართოებასთან ერთად სკოლებში დაუშვეს ქართული ენის
სწავლებაც. მაგრამ ცოტათი მოგვიანებით, 1873 წლიდან ქართული ენა მხოლოდ საშუალო
სასწავლებელთა პროგიმნაზიურ კლასებში იქნა დატოვებული, ისიც მხოლოდ არასავალდებულო საგნად.
ამას მოყვა ის, რომ XIX ს-ის 80-იანი წლების დამდეგიდან დაიწყო ქართული ენის მთლიანად განდევნა
დაწყებითი სკოლებიდან. ამ პროცესს წინ აღუდგა ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პედაგოგები:
იაკობ გოგებაშვილი, ილია წინამძღვრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ივანე როსტომაშვილი და სხვები.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა XIX ს-ის 90-იანი წლების დამდეგისათვის ქართული ენა თითქმის
მთლიანად განიდევნა დაწყებითი სკოლებიდან. განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაში და
ახალი სკოლების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ‖, რომელიც 1879 წელს იქნა ჩამოყალიბებული.

327
ქართველი საზოგადო მოღვაწეები მთელი XIX ს-ის მანძილზე იბრძოდნენ იმისათვის, რომ
საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი დაეარსებინათ. თბილისში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე
II უნდა ჩამოსულიყო. ქართულმა ინტელიგენციამ გადაწყვიტა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის
დაარსების ნებართვა ეთხოვა, მაგრამ მოულოდნელად ეს თხოვნა კადეტთა კორპუსის გახსნის
მოთხოვნით შეიცვალა. აღნიშნული მოთხოვნის შეცვლა, როგორც ჩანს კავკასიის ადმინისტრაციის
ზეგავლენით მოხდა. ამან დიდად გაანაწყენა ქართული საზოგადოება.
ქართული ეროვნული სისტემის დამკვიდრებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით: იოსებ ოცხელს,
თედო ჟორდანიას, შიო ჩიტაძეს, თედო რაზიკაშვილს და სხვა.
მეცნიერება. XIX საუკუნის პირველი ნახევარში, როდესაც ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და
განიცდიდა დევნას, მეცნიერების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები არ არსებობდა.
მიუხედავად ამისა, დავით და იოანე ბაგრატიონებმა, სოლომონ დოდაშვილმა და სხვებმა გააგრძელეს
ქართული მეცნიერების განვითარება.
იოანე ბაგრატიონმა (1768-1830 წწ.) შექმნა პირველი ქართული ენციკლოპედიური ნაშრომი
`კალმასობა‖, რომელსაც ის 15 წელი წერდა. 1799 წელს მანვე შეადგინა ქართლ-კახეთის სამეფოს
სახელმწიფო წყობილების რეფორმის პროექტი _ `სჯულდება‖.
დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ.). მან საქართველოს ისტორიას მიუძღვნა ნაშრომი
`საქართველოს ისტორია‖ და `ახალი ისტორია‖. მანვე შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელო.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836 წწ.). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაწერა მან
ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომი `ლოგიკა‖. მანვე დაწერა `შემოკლებული ქართული გრამატიკა‖ და
ქართული წერის დედანი.
თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846 წწ.). ის გახლდათ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო
წევრი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართველოლოგიის განვითარებაში. . მისი ნაშრომია `ივერიის
ისტორია‖.
მარი ბროსსე (1802-1880 წწ.). ის გახლდათ რუსეთის მეცნიერებათა აკდემიის ნამვილი წევრი. მისი
ნაშრომებიდან აღსაიშნავია`საქართველოს ისტორია‖. მარი ბროსემ დავით ჩუბინიშვილთან და ზაქარია
ფალავანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცეს შოთა რუსაველის `ვეფხისტყაოსანი‖.
დავით ჩუბინიშვილი (1814-1891 წწ.) ის გახლდათ პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და
ცნობილი ლექსიკოგრაფი.
პლატონ იოსელიანი (1809-1875 წწ.) და სულხან ბარათაშვილი (1821-1866 წწ.) გახლდათ
გამოჩენილი ქართველი მეცნიერები.
XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის 10-იან წლებში საქართველოში განვითარდა საბუნებისმეტყველო
და ჰუმანიტარული მეცნიერებები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისაგან აღსანიშნავია
ფიზიოლოგიური მეცნიერების განვითარება, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგის
სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორმა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგემ ივანე
თარხნიშვილმა (1846-1908 წწ). ოდესის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ცნობილი აგროქიმიკოსი ვასილ
პეტრიაშვილი (1845-1908 წწ.). ოდესის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ქიმიის კათედრის გამგე
პროფესორი პეტრე მელიქიშვილი (1850-1927). პეტრე მელიქიშვილი თბილისის უნივერსიტეტის
პირველი რექტორიც გახლდათ.
XIX საუკუნის II ნახევარში განსაკუთრებით განვითარდა ქართველოლოგიური მეცნიერებები. ამ
დროს ასპარეზზე გამოდის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი მარი ბროსე (1802-1880
წწ). მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,საქართველოს ისტორია‖. აგრეთვე, აღსანიშნავია
ამ პერიოდის მოღვაწე პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენებისა და სიტყვიერების,
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი დავით ჩუბინიშვილი (1814-1891 წწ.),
რომელმაც შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული
ლექსიკონები. მანვე შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომატია და ქართული ენის გრამატიკა.
XIX საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: პლატონ
იოსელიანი (1809-1875 წწ) (,,ცხოვრება გიორგი მეცამეტისა‖) და სულხან ბარათაშვილი (1821-1866 წწ)

328
(,,საქართველოს ისტორია‖). ასევე აღსანიშნავია ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (1827-1890 წწ),
რომლის კალამს ეკუთვნის ,,ისტორია საქართველოსი (უძველესი დროიდან X ს-ის დასასრულამდე)‖.
ქართველოლოგიის მეცნიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს: ალექსანდრე ცაგარელმა
(1844-1929 წწ), თედო ჟორდანიამ (1854-1916 წ), მოსე ჯანაშვილმა (1855-1934 წწ), ალექსანდრე
ხახანაშვილმა (1862-1911 წწ) (,,ქართული სიტყვიერების ისტორია‖ ოთხ ტომად), ნიკო მარმა (1867-1934
წწ), ივანე ჯავახიშვილმა (1876-1940 წწ) (,,ქართველი ერის ისტორია‖, ,,ძველი ქართული საისტორიო
მწერლობა (V-XVIII სს.)‖), ექვთიმე თაყაიშვილმა, იოსებ ყიფშიძემ, აკაკი შანიძემ, გიორგი ახვლედიანმა,
კორნელი კეკელიძემ, შალვა ნუცუბიძემ და სხვა. ივანე ჯავახიშვილის დიდი ინიციატივისა და სხვა
ქართველი მეცნიერებების მხარდაჭერით 1918 წელს თბილისში დაარსებულ იქნა პირველი ქართული
უნივერსიტეტი.
პრესა და პუბლიცისტიკა. პირველად ქართული გაზეთის დაარსების იდეა იოანე ბაგრატიონმა
წამოაყენა 1799 წელს. მაგრამ იმხანად გაზეთის გამოცემა ვერ მოხერხდა. პირველი ქართული გაზეთი
გამოიცა 1819 წელს. მას ჯერ თავიდან `საქართველოს გაზეთი‖ ერქვა, მოგვიანებით კი `ქართული
გაზეთი‖ ეწოდა.
1828-1829 წლებში საქართველოში გამოდიოდა გაზეთი `ტფილისის უწყებანი‖, რომელიც
წარმოადგენდა რუსული გაზეთის `ტიფლისსკიე ვედემოსტი‖ თარგმანს. `ტფილისის უწყებანი‖-ს
რედაქტორი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც 1832 წელს გამოსცა `სალიტერატურო ნაწილი
ტფილისის უწყებათანი’’. ეს იყო პირველი ჟურნალი. ამ გამოცემის სულ ხუთი ნომერი გამოვიდა. 1832
წლის შეთქმულებით შეშინებულმა ხელისუფლებამ ეს ჟურნალი მაშინვე დახურა. XIX საუკუნის პირველ
ნახევარში თფილისში გამოდიოდა რუსული გაზეთები: `ზაკავკასკი ვესტნიკ‖ და `კავკაზი‖. 1852 წელს
გამოვიდა ქართული ჟურნალი `ცისკარი‖, რომელსაც გიორგი ერისთავი ხელმძღვანელობდა. ჟურნალს
ეკრძალებოდა პოლიტიკური ხასიათის მასალების გამოქვეყნება. იგი მხოლოდ ლიტერატურულ ორგანოს
წარმოადგენდა. `ცისკარი‖ 1853 წლის ბოლოს დაიხურა.
XIX საუკუნის 50-იან წლებში საქართველოში ერთადერთი ქართული ჟურნალი ,,ცისკარი‖
გამოდიოდა. რომლის რედაქტორიც გახლდათ გიორგი ერისთავი. მან ეს ჟურნალი 1852 წელს დააარსა,
რომელიც 1853 წლის ბოლომდე გამოდიოდა. ჟურნალი ,,ცისკარი‖ 1857 წელს იქნა აღდგენილი, რომლის
რედაქტორიც მისი არსებობის ბოლომდე იყო ივანე კერესელიძე. აღნიშნული ჟურნალი მხოლოდ
ლიტერატურული ხასიათისა იყო.
1863 წელს დაარსდა ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე‖, რომლის რედაქტორიც იყო ილია
ჭავჭავაძე. მისი გამოცემა იმავე წელს მეთორმეტე ნომერზე შეწყდა.
1866-1885 წლებში საქართველოში გამოდიოდა გაზეთი ,,დროება‖. მისი პირველი რედაქტორი იყო
გიორგი წერეთელი.
მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა საქართველოში გაზეთ ,,ივერიის‖ გამოცემა. მისი
რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. გაზეთი 1877 წლიდან იწყებს ფუნქციონირებას. ,,ივერია‖
თავდაპირველად წარმოადგენდა ყოველკვირეულ გაზეთს, ხოლო შემდეგ გამოდიოდა ყოველთვიური
ჟურნალის სახით. 1886 წლიდან კი ,,ივერია‖ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა, რომელიც ქართული
ეროვნული მოძრაობის მთავარ ორგანოდ იქცა.
XIX საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო ,,სასოფლო გაზეთი‖-ს გამოცემა.
XIX საუკუნის 70-90-იან წლებში საქართველოში გამოდიოდა რუსულენოვანი გაზეთები
,,ობზორი‖ და ,,ნოვოე ობოზრენიე‖. საქართველოში გამოსვლას იწყებს აგრეთვე ქართულენოვანი
გაზეთები ,,კვალი‖ (1893 წ), გაზეთი,,ცნობის ფურცელი‖ (1896 წ) და ჟურნალი ,,მოამბე‖ (1894 წ) და.
XIX საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოში გამოცემას იწყებს პირველი ქართული საბავშო
ჟურნალები ,,ნობათი‖ და ,,ჯეჯილი‖.
ლიტერატურა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართულ პოეზიაში დამკვირდა რომანტიზმი. ამ
ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლები არიან: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და
ნიკოლოზ ბარათაშვილი.

329
ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846 წწ.). იგი ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი
იყო. რომელიც გახლდათ ცნობილი ქართველი დიპლომატის გარსევან ჭავჭავაძის შვილი. მან განათლება
პეტერბურგში მიიღო. იცოდა ფრანგული, გერმანული, რუსული და სპარსული ენები. ჰქონდა გენერალ-
ლეიტენანტის წოდება. მის კალამს ეკუთვნის: ვაჰ, დრონი, დრონი‖, `გოგჩა‖, `ვისაც გსურთ‖ და სხვ.
გრიგოლ ორბელიანი (1804-1883 წწ.) იგი იყო ერეკლე II-ეს ქალიშვილის ვაჟი. მისი პოეზიიდან
აღსანიშნავია პოემა `სადღერგძელო‖, ლექსები: `თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში‖, `მუხამბაზი‖,
`საღამო გამოსალმებისა‖, და სხვ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი (1813-1864 წწ.). მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: პოემა `ბედი
ქართლისა‖, ლექსები: `შემოღამება მთაწმინდაზე‖, `ფიქრნი წყლის პირას‖, `სული ობოლი‖, ,,მერანი’’ და
სხვ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის 10-იან წლებში განსაკუთრებით განვითარდა
ქართული ლიტერატურა .
გიორგი ერისთავი (1813-1864 წწ.). ის გახლდათ დრამუტურგი, პოეტი, თეატრალური და
საზოგადო მოღვაწე. Dრამატული პიესებიდან აღსანიშნავია _ ,,გაყრა’’, ,,დავა’’ და სხვ.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.) გახლდათ XIX ს-ის ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივ-
პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ფიგურა. მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს
ეროვნულ მოტივს, ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინებას, ქართველი ერის გამთლიანებას და
სხვა. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან აღსანიშნავია: ,,მგზავრის წერილები‖, ,,ქართლის დედას‖, ,,ჩემო
კარგო ქვეყანავ‖, ,,აჩრდილი‖, ,,გლახის ნაამბობი‖, ,,ოთარაანთ ქვრივი‖, ,,კაცია ადამიანი?!‖ და სხვ.
აკაკი წერეთელი (1840-1915 წწ.) იყო თერგდალეულთა ყველა დიდი ეროვნული საქმის აქტიური
მონაწილე. ის გახლდათ პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სატირიკოს-
იუმორისტი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია ,,ჭაღარა‖, ,,ჩონგური‖, ,,თავო ჩემო‖, ,,გაზაფხული‖,
,,სულიკო‖, ,,განთიადი‖, ,,გამზრდელი‖, ,,თორნიკე ერისთავი‖, ,,ბაშიაჩუკი‖ და სხვ.
იაკობ გოგებაშვილი (1840-1912 წწ.) თეგდალეულთა ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწეა. მის კალამს
ეკუთვნის სახელმძღვანელოები `ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის‖
(1856 წ.) და `დედა ენა‖ (1876 წ.). იაკობ გოგებაშვილი ავტორია საბავშო მოთხრობების `იავნანამ რა ჰქნა?‖,
`ერეკლე მეფე და ინგილო ქალი‖, `თავდადებულნი ქართველნი‖ და სხვ.
ლავრენტი არდაზიანი (1815-1870 წწ.) ავტორია ქართული რომანისა `სოლომონ ისაკიჩ
მეჯღანუაშვილი‖, რომელშიც დახატულია ქართული ბურჟუაზიის ჩამოყალიბების პროცესი.
რაფიელ ერისთავის (1824-1901 წწ.) შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პატრიოტულ
თემატიკას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლექსი `სამშობლო ხევსურისა‖.
გიორგი წერეთელმა (1842-1900 წწ.) დაგვიხატა საქართველოში ბატონყმობის გაუქმების წინა
პირობეი. მისი ნაწარმოებებია: `ჩემი ცხოვრების ყვავილი‖, `მამიდა ასმათი‖, რუხი მგელი‖, `პირველი
ნაბიჯი‖ და სხვ.
ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1893 წწ.) ნაწარმოებებში წარმოდგენილია ადამიანის სულიერი
სამყარო, ქართველი ერის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ და სხვა ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. მის
ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია: `ხევისბერი გოჩა‖, მოძღვარი‖, ელგუჯა‖, `ელისო‖ და სხვ.
ვაჟაA ფშაველა (1861-1915 წწ.) უდიდესი ქართველი პოეტის ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმია.
მისმა შემოქმედებამ გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა ქართული პოეზია. მისი ლექსებიდან
აღსანიშნავია: `არწივი‖, `კაი ყმა‖, `ღამე მთაში‖, `მხედართა ძველი სიმღერა‖ და სხვა. მისი პოემებიდან
აღსანიშნავია: `გველისმჭამელი‖, ბახტრიონი‖, `გოგოთურ და აფშინა‖, `ალუდა ქეთელაური‖, `სტუმარ
მასპიძელი‖ და სხვ.
ეგნატე ინგოროყვა (1859-1894 წწ.), რომელიც ქართულ მწერლობაში `ნინოშვილის‖
ფსევდონიმითაა ცნობილი. ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება ძირითადად ეძღვნება გურიის ყოფას,
სადანაც გახლდათ თავად მწერლი. მის შემოქმედებში ასახვა ჰპოვა სოფლად კაპიტალიზმის
დამკვიდრებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. მისი მხატვრული ნაწარმოეებია: `გოგია უიშველი‖,
`მოსე მწერალი‖, `სიმონა‖ და 1841 წლის გუირის აჯანყბისადმი მიძღვნილი მისი `ჯანყი გურიაში‖.

330
ავქსენტი ცაგარელი (1857-1902 წწ.) გახლდათ ცნობილი ქართველი დრამატურგი. ქართული
მხატვრული ფილმები `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ‖, ,,ქეთო და კოტე‖ გადაღებულია სწორედ ავქსენტი
ცაგარელის კომედიების მიხედვით.
XIX საუკუნის II ნახევრის ქართულ მწერლობაში (ანტონ ფურცელაძე (1839-1919 წწ.), ეკატერინე
გაბაშვილი (1851-1938 წწ.), სოფრომ მგალობლიშვილი (1851-1925 წწ.) და ნიკო ლომოური (1852-1915 წწ.))
აისახა ხალხოსნური იდეები. ხალხოსნური იდეებით გატაცებულ მწერლებს ,,ტეტიათა მოტრფიალეებს‖
უწოდებდნენ. მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებებია ,,მაგდანას ლურჯა‖, ,,ქაჯანა‖, ,,მაცი ხვიტია‖ და სხვა.
XX საუკუნის დამდეგიდან ასპარეზზე გამოდის ქართველ მწერალთა ახალი თაობა. მათგან
პირველ რიგში აღსანიშნავია შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), დავით კლდიაშვილი, ვასილ
ბარნაველი (ბარნოვი), კონდრატე თათარაშვილი (უიარაღო), ჭოლა (ბიკენტი) ლომთათიძე, შალვა
დადიანი და სხვა.
შიო არაგვისპირელის (1867-1926 წწ.) შემოქმედების მთავარი თემაა ადამიანის პიროვნების
დამოკიდებულება საზოგადოებასთან.
დავით კლდიაშვილის (1862-1931 წწ.) შემოქმედების მთავარი თემაა ბურჟუაზიული
ურთიერთობების სოფლად დამკვიდრების დროს თავადაზნაურობაზე თავს დამტყდარი დიდი
სოციალური უბედურება. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: ,,სოლომონ მორბელაძე‖, ,,სამანიშვილის
დედინაცვალი‖, ,,დარისპანის გასაჭირი‖, ,,ქამუშაძის გაჭირვება‖ და სხვ.
ვასილ ბარნოვის (1856-1934 წწ.) შემოქმედებაში მთავარი ადგილი უკავია ისტორიულ თემატიკაზე
მიძღვნილ რომანებს. მისი ისტორიული რომანებია: ,,ისნის ცისკარი‖, ტრფობა წამებული‖, ,,არმაზის
მსხვრევა‖ და სხვ.
კონდრატე თათარაშვილის (1872-1929 წწ.) ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ,,მამლუქი‖. მასში
აღწერილია ორი ადმიანის ტრაგედია, რომელიც მათ თავს დაატყდათ მათი ტყვედ გაყიდვის შემდეგ.
ჭოლა (ბიკენტი) ლომთათიძის (1878-1915 წწ.) ნოველებია: ,,სახრჩობელას წინაშე‖ და
,,საპყრობილეში‖.
შალვა დადიანის (1874-1959 წწ.) ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: ,,გუშინდელნი‖ და ,,უბედური
რუსი‖ (,,გიორგი რუსი‖).
XX საუკუნის დასაწყისიდან ასპარეზზე გამოდიან მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე,
ლეო შენგელაია (ქიაჩელი), ალექსანდრე ჩოჩია (აბაშელი), გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ
მამულაიშვილი (გრიშაშვილი) და სხვ.
მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წწ.) აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. მისი
ნაწარმოებებია: ,,ჯაყოს ხიზნები‖, ,,ჩანჩურა‖, ,,მეჩექმე გაბო‖, ,,ლამბალო და ყაშა‖ და სხვ.
ნიკო ლორთქიფანიძის (1880-1944 წწ.) ნოველებში დახატულია ცხოვრების საშინელება. მისი
ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: ,,თავსაფრიანი დედაკაცი‖, ,,ტრაგედია უგმიროდ‖, ,,გული‖,
,,დაუწერელი მოთხრობა‖, ,,მთვარეს‖ და სხვ.
ლეო ქიაჩელის (1884-1963 წწ.) ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: ,,ტარიელ გოლუა‖, რომელშიც
სოციალური ბრძოლის თემატიკაა აღწერილი.
გალაქტიონ ტაბიძის (1891-1959 წწ.) შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია შემდეგ
ლექსებს: ,,მერი‖, ,,უსიყვარულოდ‖, ,,მთაწმინდის მთვარე‖, ,,მე და ღამე‖, ,,ლურჯა ცხენები‖ და სხვ.
ტიციან ტაბიძე (1895-1937 წწ.) შემოქმედებიდან აღსანიშნავია: ,,ლექსი მეწყერი‖, ,,რია-რია‖,
,,ოქროყანიდან‖ და სხვ.
ამავე პერიოდში შეიქმნა ფოლკლორის შენიშნა ლექსი `არსენას ლექსი‖.
ხუროთმოძღვრება. XIX საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრება ძირითადად თბილისის
განვითარებას უკავშირდება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნორმები კვლავ ტრადიციულ
რეალურ ფორმებს ემორჩილება. ძირითადად გავრცელებულია ორსართულიანი მცირე ზომის სახლები
აივნებით. XIX საუკუნის დამდეგს თბილისში აშენდა გვიანდელი რუსული კლასიციზმის სტილის
რამდენიმე შენობა. მაგალითად მეფისნაცვლის თავდაპირველი სასახლე.

331
ამ ეპოქისთვის დმახასიათებელი ხუროთმოძღვრული ნიმუშებია თბილისის სახაზინო თეატრისა
და ქალაქის თვითმმართველობის შენობები. რუსული ხუროთმოძღვრების კლასიკური ნიმუშია
თბილისის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის შენობა. რენესანსულ-ბაროკული სტილითაა
აგებული დიდუბის ტაძარი, სურათების გალერეა, არტისტული საზოგადოების შენობა (ამჟამინდელი
რუსთაველის თეატრი). ამგვარ შენობა-ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
თბილისის ქართული გიმნაზიის (ეხლანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის) შენობას, რომლის
არქიტექტორიც გახლდათ ევროპული განათლების მქონე ქართველი ხუროთმოძღვარი სიმონ
კლდიაშვილი (1865-1920 წწ.).
სახვითი ხელოვნება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება სახვითი ხელოვნების შემდეგი
დარგები: ოქრომჭედლობა, ქარგვა, მინიატურა, პროფესიული ფერწერის ჟანრი პორტრეტი. ამ დროს
მოღვაწეობს ცნობილი პორტრეტისტი გრიოგოლ მაისურაძე (1810-1885 წწ.), რომელმაც განათლება
პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. გარდა ამისა ამ ჟანრში მოღვაწეობდნენ რომანოზ
გველესიანი და ალექსანდრე ბერიძე. აგრეთვე გიგო გაბაშვილი, რომელმაც 2000-ზე მეტი სურათი შექმნა.
XIX ს-ის ბოლო ათწლეულში ასპარეზზე გამოდის და სამხატვრო მოღვაწეობას იწყებს ალექსანდრე
მრევლიშვილი და მოსე დოლიძე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო ფიროსმანაშვილი (1860-1918 წწ.).
XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში საქართველოში განვითარებას იწყებს ქანდაკება, რომლის
ფუძემდებელი იყო იაკობ ნიკოლაძე (1876-1951 წწ.) იაკობმა შექმნა ,,მწუხარე საქართველო‖, რომელიც
ილია ჭავჭავაძის საფლავზე დგას.
ქართული მუსიკა. XIX საუკუნის I ნახავარში ძირითადად ქართული მუსიკა წარმოდგენილია
საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური სიმღერების სახით.
1860 წელს თბილისში, ცოტათი მოგვიანებით ქუთაისში დაარსდა ქართული საეკლესიო გალობის
აღმდგენი კომიტეტი, რომელიც იწერდა ქართულ საგალობლებს და თავს უყრიდა მათ. ამ საქმეში დიდია
ფილიმონ ქორიძის დამსახურება.
ახალი ქართული სამუსიკო სკოლის გამოჩენილი მოღვაწე იყო ხარლამპი სავანელი და
კომპოზიტორ-პიანისტი ალიოზ მიზანდარი. განსაკუთრებით განვითარდა ლადო აღნიაშვილის მიერ
დაარსებული ქართული საერო ხორო.
ამავე პერიოდში მოღვაწეობდა ქართული პროფესიული სამუსიკო ნაწარმოებების ავტორი
მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937 წწ.), რომელმაც 1896 წელს დაწერა ,,თამარ ცბიერი‖.
XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ქართული ოპერის შესანიშნავი ნიმუშები _ დიმიტრი
არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე‖ და ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი‖. ამ
დროს მოღვაწეობს აგრეთვე ნიკო სულხანიშვილი.
1905 წელს ქართული სამუსიკო სკოლის განვითარებისთვის შეიქმნა ,,ქართული ფილარმონიული
საზოგადოება‖.
თეატრი. საქართველოში ახალი ქართული თეატრის შექმნის იდეა მანანა ორბელიანის სალონში
დაიბადა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი. ამ თეატრს ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი,
რომელმაც შეადგინა მსახიობთა მუდმივი დასი. პირველი სპეკტაკლი თეატრმა თბილისის გიმნაზიის
შენობაში გამართა 1850 წლის 2 (14) იანვარს. წარმოდგენილ იქნა გიორგი ერისთავის ,,გაყრა‖. ამ
პერიოდის ნიჭიერი ქართველი ხელმძღვანელებისა და მსახიობთაგან აღსანიშნავია: გიორგი ერისთავი,
ზურაბ ანტონოვი, ივანე კერესელიძე და სხვა. დღეისათვის სწორედ 2 (14) იანვარი ითვლება ქართული
თეატრის აღორძინების დღედ.
ქართული თეატრი არ იყო მხოლოდ გასართობი დაწესებულება, არამედ ის ქართული ეროვნული
სულისკვეთების ამაღლებაზეც ზრუნავდა. 1856 წელს ქართულმა თეატრმა შეწყვიტა არსებობა და
მხოლოდ 1879 წელს მოხერხდა მისი აღდგენა. ამ საქმეში დიდია ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის
როლი. 1880 წელს დრამატურლი თეატრი დაარსდა ქუთაისში, XX ს-ის დასაწყისში კი ბათუმში. ამ
პერიოდის ქართველ მსახიობებსა და რეჟისორებს შორის აღსანიშნავია: ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი,
ნატო გაბუნია, კოტე ყიფიანი, ვალერიან გუნია და სხვ.

332
XX საუკუნის დამდეგიდან საქართველოში ვითარდება კინომატოგრაფია. 1812 წელს ვასილ
ამაშუკელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში‖. 1916 წელს
ქართველმა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ შექმნა მხატრული ფილმი ,,ქრისტინე‖, რომლის
სცენარსაც საფუძვლად დაედო ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობა.

თავი XVIII საქართველო 1900-1914 წლებში

$1 პოლიტიკური პარტიები 1900-1914 წლების საქართველოში

სოციალ-დემოკრატიული პარტია. საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველი საჯარო


გამოსვლა მოხდა 1894 წლის 8 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვაზე. XX ს-ის დასაწყისამდე
საქართველოში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას დამოუკიდებელი ხასიათი ჰქონდა. 1900 წლიდან კი
განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიის გავლენა. რუსი სოციალ-დემოკრატები
ცდილობდნენ შეექმნათ ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელშიც გაერთიანდებოდნენ
იმპერიის ხალხების მარქსისტული ორგანიზაციები.
1903 წელს ლონდონში ჩატარდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) II
ყრილობა. მისმა გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს საქართველოს სოციალ-
დემოკრატებზე. 1903 წლიდან რუსეთისა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ორი
ფრაქცია ჩამოყალიბდა: ბოლშევიკები და მენშევიკები. რუსი და მათი გავლენის ქართველი
მარქსისტებიც, რომლებიც ამიერიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შედიოდნენ,
ეროვნული თავისუფლების საკითხს მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნევდნენ და უარყოფდნენ
ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის აუცილებლობას.
სოციალ-ფედერალისტთა პარტია. ეს პარტია შეიქმნა 1904 წელს. 1903-1905 წლებში
`ფედერალისტები‖ პარიზში გამოსცემდნენ ქართულ-ფრანგულ გაზეთს `საქართველო‖.
1905 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ფედერალისტებმა შეიძინეს
ჰოლანდიური გემი `სირიუსი‖ და 7 000 თოფით დატვირთული საქართველოსაკენ საიდუმლოდ
გამოამგზავრეს. გემის ეკიპაჟი ფრანგი და ჰოლანდიელი ანარქისტებისაგან შედგებოდა. გემი იმავე წლის
ნოებერში ფოთს მოადგა. იარაღის ნაწილი პოლიციას ჩაუვარდა ხელში, მაგრამ მისი დიდი ნაწილი
ფედერალისტებმა მათ თანამოაზრე მოსახლეობას დაურიგა. 1906 წელს ფედერალისტები თავს დაესხნენ
დუშეთის მაზრის ხაზინას და გაიტაცეს 315 000 მანეთი. ფედერალისტთა მთავარი კომიტეტის
გადაწყვეტილებით მოეწყო თავდასხმა თბილისის პოლიციის უფროსზე. იგი დაიჭრა, ხოლო
თავდამსხმელი ლევან ხერხეულიძე კაზაკებმა ხმლებით აკუწეს.
სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაცია იყო პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური
პარტია საქართველოში. ამ პარტიამ თავის რიგებში გააერთიანა სხვა პატრიოტული მიმდინარეობებიც:
ანარქისტები, ეროვნულ-დემოკრატები. ამავე დროს თავის გარშემო დარაზმა ქართული ინტელიგენციის
დიდი ნაწილი. 1907 წელს გამართულ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის III კონფერენციის დროს
ანარქისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გასულიყვნენ ბლოკიდან. ამ კონფერენციამ მიიღო სოციალ-
ფედერალისტთა პარტიის პროგრამა, ხოლო კონფერენციას `დამფუძნებელი‖ ეწოდა.
ესერთა (სოციალ-რევოლუციონერთა) ოანიზაციები საქართველოში. რუსეთის სოციალ-
რევოლუციონერთა პარტიამ გააერთიანა ხალხოსნური ჯგუფები და ორგანიზაციები. ნეოხალხოსნური
წრეების გაერთანებით 1901 წლიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ესერთა ორგანიზაცია. თუმც, ეს
ორგანიზაცია არ ქცეულა რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად საქართველოში.
ანარქიზმი საქართველოში. ანარქიზმი გახლავთ ერთ-ერთი სოციალისტური მიმდინარეობა. მისი
მთავარი იდეოლოგია სახელმწიფოს უარყოფაა. სახელმწიფოს მოსპობა ანრქისტებს სოციალიზმის
დამყარების აუცილებელ პირობად მიაჩნიათ. ანარქიზმი საქართველოში ევროპაში ემიგრაციაში მყოფმა
ქართველმა ანარქისტებმა შემოიტანეს. ესენი გახლდათ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, კომანდო (გიორგი)
გოგელია და მიხაკო წერეთელი. ანარქიზმს საქართველოში დიდი გამოძახილი არ ქონია.

333
ეროვნულ-დემუკრატიული პარტია. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის თანმიმდევრულად იღწვოდა ეროვნულ-
დემოკრატიული მიმდინარეობა, რომლის პოლიტიკურ პარტიად გაფორმებაც მოგვიანებით, 1917 წლის
ივნისში მოხდა. ეს იყო ეროვნული მიმართულების ორგანიზაცია, რომელიც ილია ჭავჭავაძის იდეურ
მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს. პარტიის შექმნის პროცესში თვით ილია ჭავჭავაძეც იღებდა მონაწილეობას.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა დაემყარა სამ ძირითად დებულებას. პირველი იყო
ეროვნული სუვერენობის იდეა, მეორე _ სოციალური ცხოვრების კერძო საკუთრების ნიადაგზე შენება და
მესამე _ სახელმწიფოებრივი წყობის აგება მთელი ერის, მთელი ხალხის უფლება-მოვალეობათა
თანასწორობის საფუძველზე‖.
რუსეთის იმპერიაში 1905-1907 წწ-ში მიმდინარე ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ
მძლავრად შეარყია მონარქია, მაგრამ ვერ შესძლო მისი დამხობა. მიუხედავად ამისა, იმპერატორი
ნიკოლოზ II იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. 1905 წლის 17 ოქტომბერს მან გამოსცა
მანიფესტი, რომლის შედეგად იმპერიის ფარგლებში დაუშვეს დემოკრატიული თავისუფლებები: კრების,
პოლიტიკური პარტიების, სინდისის, პიროვნების ხელშეუხებლობის, სიტყვის. გამოცხადდა რუსეთის
პალამენტის _ სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) არჩევნები. რუსეთი, ფაქტობრივად, კონსტიტუციური
მონარქიის გზას დაადგა. რუსეთის ხელისუფლება მკაცრად გაუსწორდა რევოლუციური და ეროვნული
მოძრაობის წარმომადგენლებს. საქართველოში მიმდინარე რეპრესიების, არეულობის, ტერორისა და
სამოქალაქო დაპირისპირების ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და
ეროვნული მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე. 1907 წლის 30 აგვისტოს ილია სოფელ
წიწამურთან მოკლეს. მისმა მკვლელობამ უფრო მიზანდასახული და გამოკვეთილი გახადა ეროვნული
სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლა საქართველოში.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. პირველი ვერსიის
თანახმად ილიას მკვლელობა განხორციელდა რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიის მიერ. ამ ვერსიას
განსაკუთრებისთ უჭერდა მხარს ქართველი სოციალ-დემოკრატები. მეორე ვერსიის თანახმად
მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც ილიას მის
სიცოცხლეშივე ებრძოდნენ გაზეთ ,,მოგზაურის‖ ფურცლებზე.
ჰააგის II საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია. ჰააგის I და II საერთაშორისო კონფერენციები
გაიმართა 1899 და 1907 წლებში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II (1894-1918 წწ.) ინიციატივით. მათი
მიზანი იყო: მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. II კონფერენცია მუშაუბდა 1907 წლის 15 ივნისიდან 18
ოქტომბრამდე. მასში მონაწილეობდა 44 ქვეყანა. ქართველმა პატრიოტებმა გადაწყვიტეს სპეციალური
პეტიციით მიემართათ კონფერენციისათვის. ვარლამ ჩერქეზიშვილმა, გიორგი გვაზავამ და მიხაკო
წერეთელმა მოამზადეს პეტიციის ტექსტი, რომელსაც ეწოდებოდა `საქართველოს ხალხის
მემორანდუმი‖. მას ხელს აწერდა 2000 ქართველი (პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები,
ხელოვანნი, მეცნიერები, მუშები, გლეხები). იმ დროს ინგლისში შეიქმნა `საქართველოს დახმარების
ინგლისური კომიტეტი‖, რომლის მეშვეობითაც `მემორანდუმი‖ გადაეცა ჰააგის საერთაშორისო
კონფერენციას.
`საქართველოს ხალხის მემორანდუმის‖ თანახმად, 1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის
დაიდო საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთი უნდა დახმარებოდა საქართველოს.
სანაცვლოდ, რუსეთმა დაიპყრო და გააუქმა ქართული სახელმწიფო, რითაც დაარღვია საერთაშორისო
სამართალი. ქართველები ევროპელებს სთხოვდნენ დახმარებას დარღვეული სამართლიანობის
აღდგენაში.
`საქართველოს ხალხის მემორანდუმის‖ ტექსტი დასავლეთი ევროპისა და აშშ-ს წამყვანმა
გაზეთებმა სწორედ იმ დღეს გამოაქვეყნეს, როცა ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია გაიხსნა. სამწუხაროდ,
ევროპული სახელმწიფოები მოერიდნენ რუსეთის სახელმწიფოს გაღიზიანებას, რის გამოც
`მემორანდუმი‖ სამშვიდობო კონფერენციის დღის წესრიგში არ შეუტანიათ. მიუხედავად ამისა.
აღნიშნულმა დოკომენტმა საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის სამართლებრივ
ბრძოლას ევროპაში. ეს პროცესი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.

334
$2 რუსეთის 1905 წლის რევოლუცია

XX საუკუნის დამდეგიდან რუსეთში სულ უფრო მწვავედ იდგა სოციალ-ეკონომიკური


პრობლემები. მსგავსი პრობლემები საქართველოშიც შეინიშნებოდა, რომლის გამოძახილიც იყო მუშათა
გამოსვლები თბილისსა და ბათუმში და აგრარული მოძრაობა გურიაში. ვითარება კიდევ უფრო დაძAბა
1904 წელს დაწყებულმა რუსეთ-იაპონიის ომმა. ამ ომში რუსეთისათვის წარუმატებელმა საომარმა
მოქმედებებმა საბოლოოდ შეარყია ხელისუფლების ავტორიტეტი რუსეთში.
1905 წლის 9 იანვარს, კვირას, პეტერბურგში მოეწყო მუშათა მრავალათასიანი მშვიდობიანი
დემონსტრაცია. დემონსტრანტებს სურდათ პეტიცია წარედგინათ იმპერატორისათვის. ხელისუფლების
ბრძანებით პოლიციამ და ჯარმა ცეცხლი გახსნა. ,,სისხლიანმა კვირამ‖ რუსეთის საზოგადოების
უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი დარწმუნდნენ, რომ იმპერიაში ყველა უსამართლობის სათავე მონარქია
იყო. რუსეთში დაიწყო რევოლუცია, რომელმაც გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც. 1905 წლის
იანვარში გაიფიცა თბილისის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს მუშები.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ მონარქიის დამხობას. თბილისის მოვლენებმა გამოხმაურება პოვა
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ქუთაისი, ფოთი, ტყიბული, შორაპანი, ჭიათურა. საქართველოში
უფრო რადიკალური იყო გლეხთა გამოსვლები. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს მოძრაობა გურიაში.
რევოლუციის დასაწყისშივე ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა გლეხთა რევოლუციური კომიტეტები,
რომლებიც აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ ანხორციელებდნენ
რევოლუციის პრინციპებს. კავკასიის ადმინისტრაციამ გურიაში გაგზავნა დამსჯელი რაზმი ალიხანოვ-
ავარსკის მეთაურობით. მთელი საქართველო წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას და კავკასიის
ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სამხედრო რეპრესიებისაგან.
1905 წლის გაზაფხულიდან რუსეთის საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა კავკასიაში დაწყებული
რევოლუციური მოძრაობა როგორმე დაემშვიდებია და გარკვეულ დათმობებზე წავიდა. კერძოდ
აღდგენილ იქნა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდბობა. რომელსაც უფრო ფართო ადმინისტრაციული
უფლებები მიენიჭა. კავკასიის ახალი მეფისნაცვალი, გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი დაპირდა კავკასიის
ერებს, რომ გაატარებდა რეფორმებს. მაგრამ რევოლუცია კავკასიაში ვერც ამან შეაჩერა.
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II მოჩვენებით დათმობებზე წავიდა. მან 1905 წლის აგვისტოში
,,უმაღლესი მანიფესტით‖ რუსეთის მოსახლეობას არჩევითი სათათბირო ორგანო უბოძა. ეს იყო
ხელისუფლების მხრიდან გადადგმული მნივნელოვანი დათმობა, რომელიც სახელმწიფო სისტემის
რეფორმების საწინდარი გახდებოდა. 1905 წლის აგვისტოს ბოლოს თბილისში გამგეობის დარბაზში
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიკრიბა მრავალი ქართველი. ამ შეკრების ინიციატორებს
სურდათ რუსეთში პარლამენტარიზმის დამკვიდრებისათვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ბოლშევიკების
მიერ შეგზავნილმა პროვოკატორებმა კრება ჩაშალეს. კრების მონაწილეებს მოუხდათ პოლიციასთან
შეტაკება. დაიღუპა რამდენიმე ათეული კაცი და დაიჭრა უამრავი.
1905 წლის სექტემბერ-ოქტომბერი გახდა რუსეთის რევოლუციის პიკი. იმპერატორი ნიკოლოზ II
იძულებული შეიქნა 1905 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოეწერა ,,სახელმწიფოებრივი წესრიგის
სრულყოფის შესახებ‖ მანიფესტისათვის. ამ მანიფესტით, ფაქტობრივად, დასრულდა აბსოლუტური
მონარქიის ეპოქა რუსეთში. მანიფესტი ხალხს ანიჭებდა პიროვნების ხელშეუხებლობას, სინდისის,
სიტყვის, კრების, კავშირების (ორგანიზაციების) შექმნის თავისუფლებას. საზოგადოების ყველა ფენას
ქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. ხოლო სათათბიროს
მოწონების გარეშე არც ერთი კანონი არ დამტკიცდებოდა. რუსეთის იმპერია, ფაქტობრივად,
კონსტიტუციური მონარქიისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
1905 დეკემბერში მოსკოვში შეიარაღებული აჯანყება მოხდა. ეს იყო რევოლუციის კულმინაცია.
აჯანყება დამარცხდა. მოსკოველთა მხარდასაჭერად 1905 წლის დეკემბერში თბილისშიც მოეწყო
გამოსვლები. 1906 წლის დასაწყისიდან რევოლუცია დაღმავლობის გზას დაადგა.

335
რევოლუციის პერიოდში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ბირთვში ჩაისახა საქართველოს
ავტონომიის იდეა. რომელსაც მხარს უჭერდა ქართველი ინტელიგენცია, წვრილბურჟუაზიული ფენები,
ლიბერალური თავადაზნაურობა და სხვა.
1905 წლის აპრილში მოეწყო თბილისის სათავადაზნაურო კრება, რომელმაც მხარი დაუჭირა
საქართველოს ავტონომიის იდეას. 1906 წელს მოსკოვში მოწვეულ საერობო და საქალაქო
წარმომადგენელთა ბიუროზე სოხუმის ქალაქის თავმა ნიკოლოზ (ნიკო) თავდგირიძემ გააკეთა
სპეციალური მოხსენება და აშკარად მოითხოვა საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭება, თუმც მას
რაიმე რეალური შედეგები არ მოყოლია.
რუსეთის პირველი სათათბიროს არჩევნები მთელი იმპერიის მასშტაბით გაიმართა 1906 წელს.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა
(მენშევიკებმა). საქართველოში არჩეული 8 დეპუტატიდან 5 იყო სოციალ-დემოკრატი. სათათბიროში
აირჩიეს: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი და სხვები. სათათბიროში არჩეულ იქნა სოციალ-
ფედერალისტი იოსებ ბარათაშვილი.
პირველი სათათბირო ძლიერ ოპოზიციური გამოდგა და დეპუტატები პირდაპირ აკრიტიკებდნენ
ხელისუფლებას, რამაც გამოიწვია ნიკოლოზ II-ეს განაწყენება და მან სახელმწიფო სათათბირო
დათხოვნილად გამოაცხადა. დანიშნა ახალი სათათბიროს არჩევნები.
მეორე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობდა 1907 წელს. საქართველოდან
არჩეულ 8 დეპუტატიდან ყველა სოციალ-დემოკრატი იყო. ესენი გახლდათ: ირაკლი წერეთელი, არჩილ
ჯაფარიძე და სხვა.
ხელისუფლება ისევ უარყოფითად იყო განწყობილი სათათბიროს მიმართ და მის დასათხოვნად
საბაბს ეძებდა. საბაბიც მალე გამოჩნდა. ჟანდარმერიას მიუვიდა ცნობა, რომ სახელმწიფო სათათბიროს
სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები ფარულად ხვდებოდნენ პეტერბურგის გარნიზონის
ჯარისკაცებს. ხელისუფლებამ იმ მოტივით, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ამზადებდნენ
სახელმწიფო გადატრიალებას, 1907 წლის ივნისში დააპატიმრა სოციალ-დემოკრატები, მათ შორის
ირაკლი წერეთელი და სხვა ქართველი დეპუტატები, რომლებიც ციმბირში იქნენ გადასახლებულნი. 1907
წლის 3 ივნისს ნიკოლოზ II-ემ სახელმწიფო სათათბირო ოფიციალურად დათხოვნილად გამოაცხადა.
მეორე სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნასთან ერთად დასრულდა რუსეთის 1905-1907 წლების
რევოლუციაც.

$3 პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და


საქართველოს საზოგადოება 1907-1914 წლებში

პოლიტიკური დაძაბულობა 1907-1914 წლებში. რუსეთის მესამე სახელმწი-ფო


სათათბიროს არჩევნები გაიმართა 1908 წელს. საქართველოდან დეპუტატებად არჩეული იქნენ: ნიკოლოზ
(კარლო) ჩხეიძე (სოციალ-დემოკრატი), ევგენი გეგეჭკორი (სოციალ-დემოკრატი), პროკოფი შერვაშიძე
(მონარქისტი).
ცარისტული რუსეთი მთელი სიმკაცრით გაუსწორდა 1905-1907 წლების რევოლუციის
მონაწილეებს. რამოდენიმე ათასი კაცი სიკვდილით დასაჯეს და უამრავი ციხეებსა და გადასახლებებში
დაიღუპა. მთელი იმპერიის მასშტაბით ამუშავდა სამხედრო-საველე სასამართლოები, რომლებიც
ყოველგვარი სასამართლოსა და განაჩენის გარეშე სიკვდილით სჯიდა რევოლუციურ აქტიობაში ოდნავ
ეჭვმიტანილებსაც კი. ანალოგიური პროცესი იყო საქართველოშიც. თბილისსა და ქუთაისი
გუბერნიებიდან მარტო 1907 წელს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გადაასახლეს რამოდენიმე ათასი
კაცი.

336
პოლიტიკური რეაქცია რევოლუციური მოძრაობის განადგურებასთან ერთად მიმართული იყო
ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგაც. 1907 წლის 30 აგვისტოს, საიდუმლო ვითარებაში
სოფელ წიწამურთან მოკლეს ქართველი ერის სულიერი მამა და ეროვნული მოძრაობის სულიერი
მედროშე ილია ჭავჭავაძე. აღნიშნული შეთქმულება გახლდათ მთელი საქართველოსა და, ზოგადად,
ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული.
1910 წლიდან პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნელ-ნელა იკლო, თუმც ცარისტული რუსეთისათვის
არასასურველი პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პირების დევნა ისევ გრძელდებოდა.
სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. 1905-1907 წლების რევოლუციის დასრულების შემდეგაც
რუსეთის საიმპერატორო კარი ძველ სოციალ-ეკონომიკურ სისტემას ხელუხლებლად ტოვებდა. არადა
სოფლად პრობლემები ისევ სახეზე იყო. გლეხს უფლება არ ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მიწა
გაესხვისებინა, ხოლო იმის გამო, რომ მიწაზე სათემო საკუთრება ისევ დარჩა თემიდან წასვლის
შემთხვევაში გლეხი მიწაზე ყოველგვარ უფლებას კარგავდა. ამ დროს გამოდის ასპარეზზე პეტრე
სტოლიპინი. 1906-1910 წლებში შეიმუშავა კანონები, რომლის თანახმადაც სასოფლო თემი დაიშალა და
ყოფილ თემში შემავალ ყოველ ოჯახს მის სარგებლობაში არსებული მიწა პირად საკუთრებად
გაუფორმდა. რაც შეეხება საქართველოს, მას სტოლიპინის აგრარული რეფორმის ძირითადი ნაწილი არ
შეხებია. 1912 წლის კანონით ქართველმა დროებით ვალდებულმა გლეხებმა მიიღეს უფლება თავიანთი
მიწების გამოსყიდვისა. განსხავება ადრე მიღებულ კანონსა და ამ კანონს შორის ის იყო, რომ, ადრე
მემამულის სურვილზე იყო გლეხის მიწის გამოსყიდვის საკითხი დამოკიდებული, ხოლო 1912 წლის
კანონით ეს სავალდებულო გახდა.
საქართველოში გაძლირედა უცხოტომელთა ჩამოსახლება, რომელსაც მიზანმიმართული ხასიათი
ქონდა. 1908-1915 წლებში საქართველოში ჩამოსახლდა 66 000 რუსი, რომლებმაც ასამდე რუსული
დასახლება შექმნეს.
საქართველოს საზოგადოება. 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ყველაზე
ძლიერ პოლიტიკურ ძალას სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) წარმოადგენდნენ, რომელთაგანაც
გამოირჩეოდნენ: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი
და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ სათათბიროს ყველა არჩევნებში ეს პოლიტიკური მოძრაობა იმარჯვებდა.
საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა სოციალისტ-
ფედერალისტთა პარტია, რომლის ლიდერებიც იყვნენ არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა.
XIX საუკუნის განმავლობაში ევროპელებმა თითქმის არაფერი იცოდნენ საქართველოს
პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ვითარება შეიცვალა 1903 წლიდან, როდესაც არჩილ ჯორჯაძემ და
გიორგი დეკანოზიშვილმა პარიზში ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოსცეს გაზეთი `საქართველო‖. ამ
გაზეთმა ევროპულ საზოგადოებრიობას პირველად გააცნო ქართველი ხალხის მთავრი საზრუნავი _
როვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნა. ამავდროულად, გაზეთმა მხარდაჭერისაკენ
მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ქართულ-ფრანგული გაზეთის გამოსვლა
და ქართველი ხალხის პოლიტიკურ მოთხოვნებს არა ერთი ცნობილი ფრანგი, იტალიელი, ინგლისელი,
რუსი და სხვა ეროვნების პოლიტიკოსი, მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე გამოეხმაურა და
მიესალმა.
აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას მისდევდა ეროვნულ-დემოკრატიული
მიმდინარეობა. ამ მიმდინარეობაში აქტიურ როლს თამაშობდა იაკობ გოგებაშვილი, ნიკო
ლორთქიფანიძე, გიორგი გვაზავა და სხვა. ისინი შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ `ერის~ გარშემო. 1912
წელს რევაზ გაბაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი ,,კლდე‖, რომელშიც თავი მოიყარა ეროვნულ-
დემოკრატიული პარტიის მომავალმა ბირთვმა.

337
თავი XIX პირველი მსოფლიო ომი და საქართველო
(1914-1918 წწ.)

$1 პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები

პირველი მსოფლიო ომი, რომელიც 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა, წარმოშვა დიდი


სახელმწიფოების კოლონიური ინტერესების დაპირისპირებამ, მსოფლიოს ნედლეულისა და გასაღების
ბაზრის გადანაწილებამ. მსოფლიო ამ ომამდე მიიყვანა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ
დაგროვილმა უამრავმა მიზეზმა. მსოფლიოში დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების
ჩამოყალიბება. სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გაფორმდა ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას შორის,
რომელსაც 1882 წელს იტალიაც შეუერთდა. ასე შეიქმნა ევროპაში პირველი სამხედრო-პოლიტიკური
კავშირი, რომელსაც ,,სამთა კავშირს‖ უწოდებენ. პარალელურად ყალიბდება მეორე სამხედრო-
პოლიტიკური გაერთიანება (ინგლისი-საფრანგეთი და რუსეთი), რომელიც ,,ანტანტის‖ სახელითაა
ცნობილი. სამთა კავშირს შემდეგ თურქეთიც შეუერთდა.
პირველი მსოფლიო ომის უშუალო საბაბი გახლდათ სერბი გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-
უნგრეთის ტახტის მემკვიდრისა და მისი ცოლის მკვლელობა, რასაც შედეგად მოყვა ,,ბოსნიის კრიზისი‖
და ევროპაში ჯარების მობილიზაცია.
პირველი მსოფლიო ომი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. ომში სულ 33 სახელმწიფო იღებდა
მონაწილეობას. ისტორიაში აქამდე არნახული მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება 4 წლის
განმავლობაში გრძელდებოდა. მან 10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 20 მილიონამდე კი
დაინვალიდდა.
პირველი მსოფლიო ომი 1914 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნაზე დაიწყო. 1915 წლიდან ,,სამთა
კავშირის‖ (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი) მონაწილე იტალია ანტანტისა და მისი
მოკავშირეების (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბია, საბერძნეთი) მხარეზე
გადავიდა. ამ უკანასკნელს 1917 წელს აშშ-ც მიემხრო. სამაგიეროდ, გერმანიის სასარგებლოდ ომში
ჩაებნენ ოსმალეთი და ბულგარეთი.
პირველი მსოფლიო ომი დაიწყო იმით, რომ 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა
სერბიას. ამას მოყვა 30 ივლისს ჯარების მობილიზაცია რუსეთში. საპასუხოდ 1 აგვისტოს გერმანიამ ომი
გამოუცხადა რუსეთს. 2 აგვისტოს დაიწყო ჯარების მობილიზაცია საფრანგეთში. 3 აგვისტო _ გერმანიის
ჯარები ნეიტრალურ ბელგიის ტერიტორიაზე შეიჭრენ. გერმანია ომს უცხადებს საფრანგეთს. 4 აგვისტს
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ომს უცხადებს გერმანიას. 2 ნოემბერს ომში
ჩაერთო ოსმალეთიც.
რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლებას მან თავის მრავალ მილიონიან არმიაში რუსებთან ერთად
გაიწვია იმპერიის დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაც. საქართველოდან ომის სხვადასხვა ფრონტებზე
მობილიზებულ იქნა 200 000-მდე ოფიცერი და ჯარისკაცი.
ამით არ ამოწურულა საქართველოს მონაწილელობა პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლის
ოქტომბერში ოსმალეთი თავს დაესხა რუსეთის შავიზღვისპირა ნავსადგურებს, რის საპასუხოდაც
რუსეთმა იმავე წლის 2 ნოემბერს ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საქართველო რუსეთ-ოსმალეთის
ფრონტისპირა ქვეყნად იქცა, რამაც დამატებითი სიძნელეები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ომის ერთ-
ერთი ეპიზოდის დროს ოსმალეთის არმიის ნაწილები ბათუმის სანაპირო რაიონებშიც კი შეიჭრენ.
საფრთხემ მას შემდეგ გადაიარა, რაც რუსეთის ჯარმა 1914 წლის დეკემბერში სარიყამიშის ბრძოლებში
დაამარცხა ოსმალეთის მესამე არმია. 1915-1916 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე მიმდინარე
ბრძოლები პოზიციურ ხასიათს ატარებდა. ორივე მხარე ერიდებოდა შეტევით ოპერაციებს და
ცდილობდა შეენარჩუნებინა დაკავებული პოზიციები.

338
$2 საქართველოს საზოგადოება და ეროვნული მოძრაობა
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი მიმდინარე ომის


მიმართ, რომელსაც ქვეყნისთვის ნგრევა და დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰქონდა. ამავე დროს
საქართველოს საზოგადოებისა და ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა სცადა მიმდინარე ომის ქვეყნის
ინტერესებისთვის გამოყენება. პატრიოტული ძალები ფიქრობდნენ, რომ თუ რუსეთის მოწინააღმდეგე
გერმანიას დაუკავშირდებოდნენ, მისი დახმარებით მიაღწევდნენ რუსეთის იმპერიისგან საქართველოს
განთავისუფლებას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად თუ ფარულად მხარს უჭერდა
გერმანიას.
საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები რეპრესიების შიშით პროგერმანული
ორიენტაციის დაკავებას მოერიდნენ და ანტანტის დაჯგუფების გამარჯვებას დაუჭირეს მხარი. ასე
მოიქცნენ სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) და სოციალ-ფედერალისტები. უფრო პრინციპული
პოზიცია დაიკავეს ევროპაში მყოფმა ქართველმა ეროვნულ-დემოკრატებმა. ესენი იყვნენ: პეტრე
სურგულაზე, ლეო და გიორგი კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი და სხვა. ეროვნულ-დემოკრატებმა
ჟენევაში 1913 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი ,,თავისუფალი საქართველო‖ და გამოსცეს ამავე
სახელწოდების ჯურნალი. ამავე ჯგუფის აქტიური წევრები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და მიხეილ (მიხაკო)
წერეთელი. 1914 წლის ოქტომბერში მათ ჟენევაში შექმნეს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის
ეროვნული კომიტეტი‖, რომელიც შემდეგ გადავიდა ბერლინში. ორგანიზაციის მიზანი იყო: 1.
საქართველოს დამოუკიდებლობის პროპაგანდა სამშობლოში; 2. იარაღის შემოტანა და გერმანიის
სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; 3. ქართული
ლეგიონის ჩამოყალიბება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მისი შემდგომი
გამოყენების მიზნით; 4. საქართველოში მოღვაწე ქართული პოლიტიკური ძალების მისწრაფების
გაცნობა;
1915 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულმა კომიტეტმა გერმანიის მთავრობასა და
მის მოკავშირე სახელმწიფოებთან გააფორმა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების პირობებით გერმანია
და მისი მოკავშირეები გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულებას კისრულობდნენ დახმარებოდნენ
ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ხოლო თუ მიზანი მიღწეული იქნებოდა _ ეცნოთ
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და დაეცვათ მისი სუვერენიტეტი.
გერმანელებმა ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს. მათ რამდენჯერმე შემოიტანეს
იარაღი საქართველოში. დაეხმარნენ ქართველებს ეროვნული ლეგიონის შექმნაში, რომელსაც ოსმალეთის
ტერიტორიიდან უნდა ებრძოლა რუსეთის არმიის წინააღმდეგ. 1917 წელს ნოე ჟორდანიას გადაეცა
გერმანიის მიერ გამოყოფილი 15 ათასი ოქროს მანეთი, რომელიც ეროვნული მოძრაობისათვის იყო
განკუთვნილი. საერთოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოში ეროვნული
სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა გაძლიერდა. მეორე მხრივ ომმა სამეურნეო-
ეკონომიკური ნგრევა მოუტანა როგორც ევროპის ისე რუსეთის იმპერიის ხალხებსა და საქართველოს.
1915 წლის II ნახევარში ქუთაისში შედგა დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენლის
გიორგი მაჩაბლის შეხვედრა-თათბირი საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი (სოციალ-დემოკრატები), გრიგოლ რცხილაძე,
სამსონ ფირცხალავა (სოციალისტ-ფედერალისტი), რევაზ გაბაშვილი, შალვა ამირეჯიბი (ეროვნულ-
დემოკრატები). განიხილეს საგარეო ორიენტაციის, რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შესაძლებლობის საკითხები.
ნოე ჟორდანიამ თათბირის დროს აღნიშნა შემდეგი: საგარეო ორიენტაციის საკითხთან
დაკავშირებით ჩვენ ისევ ანტანტის მხარეს დავიჭერთ, ხოლო დამოუკიდებლობის კომიტეტი გერმანიის
სამხედრო-პოლიტიკურ მხარდამჭერად დარჩეს, ,,ან ერთი გაგვიყვანს, ან მეორე‖.

339
1916 წელს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა ერთა მესამე კონგრესი. პირველი მსოფლიო
ომის წლებში პოპულარული გახდა ერთა თვითგამორკვევის ლოზუნგი. გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა
და რუსეთის მსგავსი მრავალეროვანი სახელმწიფოების პირობებში ამ პრინციპის ცხოვრებაში გატარება
ნიშნავდა სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ერის თანასწორუფლებიანობას, ავტონომიების შექმნას,
მრავალეროვანი სახელმწიფოებიდან ცალკეული ერების გამოყოფასა და დამოუკიდებელი
სახელმწიფოების შექმნას. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ წერეთელი, რომელმაც აღნიშნა, რომ
საერთაშორისო სამართლის წესთა თანახმად და ისტორიული რეალობის გათვალისწინებით
საქართველოს სრული უფლება აქვს აღიდგინოს ეროვნული დამოუკიდებლობა.

თავი XX საქართველო 1918-1921 წლებში

$1 რუსეთის მონარქიული იმპერიის დაცემა

პირველი მსოფლიო ომის გაჭიანურებამ კიდევ უფრო შეასუსტა რუსეთის ისედაც დასუსტებული
ეკონომიკა. ქვეყნის ეკონიმიკური კრიზისი სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.
ამან გამოიწვია რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ავტორიტეტის დაცემა. ეკონომიკურმა კრიზისმა
მოიცვა პირველადი მოხმარების საგნებიც. ქვეყანას უკვე პურის დარიგებაც უჭირდა.
1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებმა დაიწყეს დემონსტრაციების
მოწყობა. იმავე წლის 26 თებერვალს ჯარის ნაწილებმა დაიწყეს დემონსტრანტების მხარეზე გადასვლა.
დემონსტრანტებს არც პოლიცია არ უწევდა წინააღმდეგობას და მალე მათ ხელში გადავიდა პეტროგრადი
(ეს სახელი მას ეწოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იქამდე ჰქვიოდა პეტერბურგი).
ამ დროს ნიკოლოზ II ფსკოვში იმყოფებოდა. 1917 წლის 2 მარტს მეფეს ფროტის სარდლებმა
სთხოვეს ხალხისა და ჯარის დაწყნარების მიზნით გადამდგარიყო და მეფეც გადადგა.
ამის შემდეგ ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა ლიბერალ ლვოვის მეთაურობით. პეტროგრადის
მუშებმა და ჯარისკაცებმა აირჩიეს საბჭო, რომლის აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ
აირჩიეს სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი) კარლო ჩხეიძე. მალე ასეთივე მუშათა საბჭოები შეიქმნა
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებშიც.
აღვიშნულმა დროებითმა მთავრობამ და მუშათა საბჭოებმა ხალხს მიანიჭეს სიტყვის, კრებების
მოწვევისა და კავშირების თავისუფალი ნებით შექმნის უფლება.
1917 წლის რევოლუცის შემდეგ რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ამან ძალთა
თანაფარდობა აშკარად დაარღვია გერმანელთა სასარგებლოდ. რამდენადმე სწორედ ამანაც განაპირობა,
რომ გერმანის წინააღმდეგ ომში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკა ვერ დაუშვებადა, ამ
ომში გერმანიის გამარჯვებას. ეს ერთის მხრივ იმით იყო გამოწვეული, რომ დამარცხების შემთხვევაში
საფრანგეთი და ინგლისი ვეღარ შეძლებდა მისთვის უზარმაზარი სესხის დაბრუნებას და მეორეს მხრივ
ზომაზე მეტად გაძლიერებული გერმანია გაუწევდა მას სერიოზულ წინააღმეგობა მსოფლიოში
პირველობისათვის წარმოებულ ბრძოლაში.
როდესაც რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუცია მოხდა ამ დროს შვეიცარიაში
ემიგრაციაში იმყოფებოდა ვ. ლენინი. ის თავის თანამოაზრეებთან ერთად 1917 წლის 3 აპრილს

340
დაბრუნდა რუსეთში. ლენინის რუსეთში დახვდა ბოლშევიკური პარტია, რომლის რიგები მხოლოდ
24 000 ითვლიდა. მაგრამ აშკარად ლენინის წყალობით მალე დაიწყო მისი რიგების ზრდა.
იმავე წლის 7 აპრილს გაზეთ `პრავდაში‖ დაიბეჭდა ლენინის `აპრილის თეზისები‖ , რომელშიც
ლენინი მოუწოდებდა ბოლშევიკებს მოეპოვებინათ საბჭოებში უმრავლესობა და არ დაეჭირათ მხარი
დროებითი მთავრობისათვის.
იმავე წლის 19 აპრილს პეტროგრადში მოეწყო მუშებისა და ჯარისჯკაცების გამოსვლა დროებითი
მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობამ უკან დაიხია და თანხმობა განაცადა თავისი შემადგენლობის
გადახალისებაზე.
1917 წლის 4 ილისს კიდევ მოეწყო დროებითი მთავრობის საწიანაღმდეგო გამოსვლები, მაგრამ
ისინი დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მთავრობამ გასცა ამ გამოსვლების ორგანიზატორების დაჭერის
ორდენები. ლენინი გადაიმალა ისევ.
ლიბერალ ლვოვის მთავრობა შეცვალა და დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაიიშნა
ესერი კერენსკი. კერენსკის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარება მოინდომა. ქვეყნის
დიქტატორად მოიაზრებოდა რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი კორნილოვი. მაგრამ 1917 წლის
აგვისტოში კერენსკისა და კორნილოვს შორის მოხდა უთანხმოება და კორნილოვი დააპატიმრეს.
რუსეთში ბოლშევიკების პოზიციები გააძლიერა ლევ ტროცკის (ბრონშტეინის) რუსეთის
დედაქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამ. ტროცკიმ, გერმანელების მხრიდან შესაძლო საფრთხის
წარმოშობის შემთხვევაში ქალაქის დაცვის საბაბით, პეტროგრადის საბჭოსთან შექმნა სამხედრო-
რევოლუციური კომიტი და 1917 წლის სექტემბერში დაიწყო შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება.
1917 წლის 7 ოქტომბერს ფინეთში მყოფი ლენინი დაბრუნდა პეტროგრადში. 1917 წლის 25
ოქტომბერს კი ბოლშევიკებმა დაამხეს დროებითი მთავრობა. 26 ოქტომბერს ზამთრის სასახლეში
დააპატიმრეს დროებითი მთავრობის წევრები, მათ შორის იყო კერენსკიც. რუსეთში შეიქმნა საბჭოთა
მთავრობა.
საბჭოთა მთავრობამ გერმანიასთან დროებითი ზავი დადო, რომლის ვადაც იწურებოდა 1918
წლის 17 თებერვალს. ამ ზავის გასვლამდე 1918 წლის 10 თებერვალს ბრესტ-ლიტოვსკში გაგზავნილ იქნა
საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელი ტროცკი. მას ლენინისაგან დავალებული ქონდა გერმანიასთან
ზავის გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ მოსთხოვა მას პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და
ფინეთის გადაცემა. ლენინს ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება სურდა და ყველაფრისთვის
მზად იყო. მაგრამ, ტროცკიმ 1918 წლის 10 თებერვლის ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკბაზე გერმენიას
განუცხადა, რომ რუსეთი ომს შეწყვეტდა, მაგრამ ხელს არ მოაწერდა საზავო ხელშეკრულებას.
ეს წინადადება გერმანიას არ მოეწონა და 1918 წლის 18 თებერვალს მან და მისმა მომხრებმა
დაიწყეს რუსეთზე შეტევა. მათ საბჭოთა ჯარები არავითარ წინააღმდეობას არ უწევდნენ და შესაბამისად
ისინიც სწრაფდ იკავებდნენ რუსეთის სახელმწიფოში შემავალ ტერიტრიებს. ამან საბჭოთაA რუსეთი
აიძულა 1918 წლის 3 მარტს ხელი მოეწერა გერმაიასა და მის მოკავშირებთან (ავსტრია-უნგრეთი,
ბულგარეთი და ოსმალეთი) ბრესტ-ლიტოვსკის უმძიმეს ზავზე. ამ ზავით გერმანიასა და მის
მოკავშირეებს გადაეცა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი, ბელორუსია და უკრაინა. ამ
ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მესამე აბზაცის თანახმად საქართველოს ისტორიული ტერიტორიები
არდაგანი (არტაანი), ყარსისა და ბათუმის ოკრუგები უნდა გადაცემოდა ოსმალეთს. მოგეხსენებათ, რომ
1903 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შედეგად ბათუმის ოლქი შედგებოდა ბათუმისა
და ართვინის ოკრუგებისაგან, ხოლო არდაგანის (არტაანის) ოკრუგი შედიოდა ყარსის ოლქში. ყარსის
ოლქშივე შედიოდა ოლთისისა და ყარსის ოკრუგები. ამრიგად, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად
ოსმალეთს გადაეცა ბათუმის ოლქი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგები) დაყარსის ოლქი (არტაანის,
ოლთისის და ყარსის ოკრუგებით).ამ ზავის თანახმად რუსეთს აგრეთვე უნდა გადაეხადა საკმაოდ დიდი
კონტრიბუცია.
ბრესტის ზავის დადების შემდეგ რუსეთში ბოლშევიკების ერთპარტიული დიქტატურა
დამყარდა.

341
რუსეთში შექმნილმა რევოლუციურმა სიტუაციამ ხელსაყრელი პირობები შექმნა იმპერიაში
მცხოვრები დაპყრობილი ხალხების გათავისუფლებისათვის. გაუქმდა კავკასიის სამეფისნაცვლო. მხარის
მართვა-გამგეობა დროებითმა მთავრობამ ჩააბარა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომს),
რომელიც 8 თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
იმის შემდეგ, რაც 1917 წლის 7 ნოემბერს რუსეთში ბოლშევიკებმა ვლადიმერ ლენინის
მეთაურობით განახორციელეს კონტრრევოლუცია და დაამხეს დროებითი მთავრობა. საქართველოს
გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა (სოციალ-დემოკრატებმა, სოციალ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-
დემოკრატებმა) არ ცნეს საბჭოთა რუსეთის მთავრობა. ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა
შეეცდებოდა თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა ამიერკავკასიაზეც. ამიტომაც ამიერკავკასიის
პოლიტიკურმა ძალებმა დაასწრეს მათ და 1917 წლის 15 ნოემბერს ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის
კომისარიატი. ამიერკავკასიის კომისარიატში გაერთიანდნენ: აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი
(თავმჯდომარე) და სხვა. ამრიგად, ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს. ყველა
პოლიტიკოსი დიდ იმედებს ამყარებდა არჩეულ დამფუძნებელ კრებაზე. სწამდათ, რომ ეს კრება ხელში
აიღებდა ძალაუფლებას და ამით რუსეთი დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას დაადგებოდა, მაგრამ ეს
იმედებიც არ გამართლდა და რუსეთის დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა. ამის საპასუხოდ, 1918
წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. იგი
დაკომპლექტებულ იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ამიერკავკასიელი
დეპუტატებისაგან. სეიმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. ამიერკავკასიის
სეიმმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ამიერკავკასიის გამოყოფას საბჭოთა რუსეთისაგან, თუმც იურიდიულად ეს
მოგვიანებით იქნა გაფორმებული.

$2 საქართველოს I ეროვნული ყრილობა და


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

1917 წლის აპრილში საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა (ბოლშევიკურის გარდა)


ჩამოაყალიბეს ,,ინტერპარტიული საბჭო‖, რომლის მიზანი იყო პარტიების შეთანხმებული მოქმედების
უზრუნველყოფა. იმავე წლის 19 ნოემბერს თავადაზნაურობის საკრებულოს თავმა, კოტე აფხაზმა
საჯაროდ განაცხადა, რომ თავადაზნაურობა მთელ თავის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც
მილიონობით მანეთს შეადგენდა, უსასყიდლოდ გადასცემდა საქართველოს საზოგადოებრიობას. ეს
გახდა საბაბი საქართველოს I ეროვნული ყრილობის მოწვევისა. 1917 წლის 19 ნოემბერს სახაზინო
თეატრში შეიკრიბა რჩეული საზოგადოება. ყველა არსებულ პარტიასა და (ბოლშევიკთა გამოკლებით) და
საზოგადოებას წარმოადგენდა 324 დელეგატი. მოწვეულნი იყვნენ უცხოეთის სახელმწიფოთა
წარმომადგენლები, ცნობილი ხელოვანები და მოღვაწეები. ,,ინტერპარტიული საბჭოს‖ სახელით შეკრება
გახსნა ყრილობის მოწვევის ერთ-ერთმა ინიციატორმა აკაკი ჩხენკელმა. პირველმა ეროვნულმა ყრილობამ
აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია.
ყრილობამ მოიწონა თავადაზნაურობის საკრებულოს გადაწყვეტილება. საქართველოს I-მა ეროვნულმა
ყრილობამ დაადგინა შემდეგი: 1) საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. 2)
დაუყოვნებლივ იქნას გამორკვეული მეზობლებთან დამოკიდებულების ფორმები, 3) არჩეული იქმნას
ეროვნული საბჭო 120 წევრის შემადგენლობის, რომელსაც ევალება სასწრაფოდ მოამზადოს ნიადაგი
დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად და სათანადო მომენტში იგი აღიაროს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. 1811 წლიდან. მას
შემდეგ რაც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და
რუსეთში გადაასახლეს უკანასკნელი კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I-ი, საქართველოს ეკლსიას რუსი

342
ეროვნების მღვდლები (ეგზარქოსები) განაგებდნენ, რომელთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა
ჰქონდა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე. 1917 წლის 12 მარტს წარმატებით დაგვირგვინდა
მრავალწლიანი ბრძოლა ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში თავი მოიყარა
10 000-მდე ადამიანმა _ სამღვდელოებამ, ხალხის წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და
ინტელიგენციამ. წირვის შემდეგ, რომელიც ჩაატარა ეპისკოპოსმა ლეონიდემ, საჯაროდ გამოცხადდა
ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო 17 სექტემბერს სიონის ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ
საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად აირჩია კირიონი
_ გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე და სწავლული.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სამხრეთი კავკასიის არც ერთ
ქვეყანაში ბოლშევიკებს მნიშვნელოვანი გავლენა არ გააჩნდათ. საქართველოში, სომხეთსა და
აზერბაიჯანში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ ქართველი სოციალ-
დემოკრატები, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატის პარტიები.
პირველ მსოფლიო ომში საბჭოთა რუსეთი დამარცხდა და 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში
გერმანიასა და მის მოკავშირეებთან გააფორმა სეპარატისტული ზავი. ზოგადად ზავის პირობები საბჭოთა
რუსეთისათვის ძალზე მძიმე იყო. ზავის ერთ-ერთი პირობის თანახმად, რუსეთი ოსმალეთის
სასარგებლოდ თმობდა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქებს.
ოსმალეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას.
ამიერკავკასიის კომისარიატი და სეიმი დიპლომატიური გზით შეეცადა კონფლიქტის მოგვარებას და
გადაწყვიტა ოსმალეთთან ეწარმოებინა მოლაპარაკება. ასეთ ვითარებაში, 1918 წლის მარტის თვეშივე
გაემართა ამიერკავკასიის დელეგაცია ტრაპიზონში. სეიმის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა ბრესტ-
ლიტოვსკის ზავის პირობების გამო, მაგრამ ოსმალების წინსვლა არ შეჩერებულა; იმავე წლის 1 აპრილს
ისინი ბათუმში შევიდნენ, დაიკავეს ოზურგეთი, მესხეთი. მოვიდნენ თითქმის ბორჯომამდე. ოსმალების
შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე გახდა შესაძლებელი, რადგან ამიერკავკასია ფორმალურად ჯერ
კიდევ რუსეთის ნაწილად ითვლებოდა, მას არ შეეძლო საზავო მოლაპარაკების დამოუკიდებლად
წარმოება. 1918 წლის 22 აპრილს სამხრეთ კავკასიამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
შეიქმნა ახალი სახელმწიფო: ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. ომი მეორე
დღეს შეწყდა, ხოლო 28 აპრილს აკაკი ჩხენკელმა _ ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო _ შეტყობინება, რომ ოსმალეთმა სცნო
ამიერკავკასიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და აცნობა ეს თავის მოკავშირეებს.
სამი ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება არ იყო მყარი. ამ გაერთიანებას ხელს არ უწყობდა
მაშინდელი საერთაშორისო ვითარებაც. სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ
გერმანია, ოსმალეთი და ანტანტის სახელმწიფოები. ასეთ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების
საგარეო ორიენტაცია ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა. აზერბაიჯანლები მხარს უჭერდნენ
ოსმალეთს; სომხები ანტანტის ორიენტაციის პოზიციაზე დადგნენ, ხოლო ქართველები გერმანიის
დახმარებით ფიქრობდნენ ოსმალეთის აგრესიის შეჩერებას. ოსმალეთი აღარ კმაყოფილდებოდა ბრესტ-
ლიტოვსკის ზავის პირობებით და დამატებით ითხოვდა რკინიგზის დათმობას. ამიერკავკასიის
დელეგაციის პროტესტის საპასუხოდ ისინი ნელ-ნელა იკავებდნენ ახალ ტერიტორიებს. ქართველი
ეროვნული ძალები ცდილობდნენ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ეპოვნათ. საქართველოს
მცირერიცხოვან შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ოსმალეთის აგრესიისთვის.
ამიტომ ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს ოსმალეთის წინააღმდეგ მისივე
მოკავშირე გერმანია გამოეყენებინათ.
ბათუმში ოსმალეთსა და გერმანიას შორის გაიმართა მოლაპარაკება. ამ მოალაპარაკებაზე მყოფი
აკაკი ჩხენკელი 1918 წლის 25 მაისს წერდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: ,,დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. გერმანელების შუამავლობის
ცდა არ გამოგვივიდა. დაგვრჩენია ერთი რამ: ოსმალეთის შემოტევას დავუპირისპიროთ საქართველოს
დამოუკიდებლობა, რომელსაც მხარს უჭერს Gგერმანია.‖

343
1918 წლის 25 მაისს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელზეც მიიღეს შემდეგი
დადგენილება: ,,ვინაიდან ომისა და ზავის საკითხში აღმოჩნდა ძირითადი განსხვავებანი იმ ხალხებს
შორის, რომელთაც შექმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ამიტომ შეუძლებელი
გახდა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლების გამოსვლა, რომელსაც შეეძლოს ამიერკავკასიის სახელით
ლაპარაკი. სეიმი ადასტურებს ამირეკავკასიის დაშლას და თავის უფლებამოსილებას თავიდან იხსნის.‖
ყოველივე ამის შემდეგ 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 4 საათსა და 50 წუთზე, კავკასიის
მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც
წარმართავდა საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. ნოე ჟორდანიამ შესავალი სიტყვის შემდეგ წაიკითხა
,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი‖, რომლის ძალითაც ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა. დეკლარაციის ტექსტი გააცნეს სასახლესთან
შეკრებილ უამრავ ხალხს. სიონის ტაძრის გუგუნით აღინიშნა 117 წლის შემდეგ ქვეყნის
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადება.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტი‖, რომლის მიღების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა:
1. ნოე რამიშვილი _ მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა
მინისტრი;
2. აკაკი ჩხენკელი _ საგარეო საქმეთა მინისტრი;
3. გრიგოლ გიორგაძე _ სამხედრო მინისტრი;
4. გიორგი ჟურული _ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი;
5. გიორგი ლასხიშვილი _ სახალხო განათლების მინისტრი;
6. ნოე ხომერიკი _ მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი;
7. შალვა მესხიშვილი _ იუსტიციის მინისტრი;
8. ივანე ლორთქიფანიძე _ გზათა მინისტრი;
საქართველოს ეროვნლი საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ ნოე
რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ტელეგრაფით ამცნო ახალი დამოუკიდებელი
სახელმწიფოს _ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლლიკასა და ოსმალეთს
შორის გაფორმდა ხელშეკრულება (ბათუმის ხელშეკრულება), რომლის მეორე მუხლის თანახმად აღდგა
1877-1878 წლების ომამდე არსებული რუსეთ–ოსმალეთის საზღვარი და ოსმალეთის შემადგენლობაში
დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დიდი ნაწილი.
ამ ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლლიკასა და
ოსმალეთს შორის საზღვარი იწყებოდა მდინარე ჩოლოქიდან, რომელიც ჩაედინებოდა შავ ზღვაში.
შემდეგ მეფისწყაროს მთასთან საზღვარი სამხრეთის მიმართულებით უხვევდა და გადიოდა
აბასთუმნიდან სამხრეთით 2 კილომეტრის მოშორებით, რომლის შემდეგაც სასაზღვრო ხაზი უხვევდა
ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთით და კვეთდა მდინარე მტკვარს აწყურიდან
2 კილომეტრის სამხრეთით.ამის შემდეგ საზღვარი მიუყვებოდა კაიაბაშის, ორთათავისა და კარაკაის
მთებს. ის შემდეგ სამხრეთიდან შემოუვლიდა მოლითის მონასტერს და მიუყვებადა თავკოთელის
მთამდე, იქედან კი მიუყვებოდა შავნაბადას მთაგრეხილს.
ამრიგად, 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა საქართველოს
შემდეგი ისტორიული ტერიტორიები: ბათუმის ოლქი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგები) და ყარსის
ოლქი (არტაანის, ოლთისისა და ყარსის ოკრუგები). გარდა ამისა ოსმალეთს გადაეცა სამცხე-საათაბაგოს
უდიდესი ნაწილი (ახალციხე, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი და სხვ.).
ბათუმის ამ ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა 1918 წლის ოქტომბერში, როდესაც ოსმალეთი
პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუდროსის ზავზე, რომელიც
ფაქტიურად მის კაპიტულაციას ნიშნავდა.

344
$3 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს
,,მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და
თავისუფალი სახელმწიფო. ,,მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან
შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი
ვალდებული იყო საქართველო მტრისაგან დაეცვა. ,,რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ
რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და
რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან
ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი
ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი
დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ,,ქართველი ერის დღევანდელი
მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია
შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ
განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ,,ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის
ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს: 1)ამიერიდან სა-
ქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულ-უფლებოვანი
დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა-საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3)საერთაშორისო ომიანობაში საქართ-ველო მუდმივი ნეიტრალური
სახელმწიფოა. 4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის
ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე
სახელმწიფოებთან და ერებთან. 5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში
თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად
ეროვნებისა, სარწ-მუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6)საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7)დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული
საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი
მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

$4 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის


თავმჯდომარე ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია დაიბადა 1868 წლის 2 იანვარი /14 ianvars სოფელ ლანჩხუთში. ის გახლდათ
სოციალ-დემოკრატი და მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი. ჟორდანია იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლი-კის მთავრობის თავმჯდომარე 1918 წლის 24 ivlisidan 1921 წლის 18
martamde.
პოლიტიკური მოღვაწეობა ნოე ჟორდანიამ დაიწყო 90-იან წლებში. საქართველოში საბოლოოდ
დაბრუნებულმა ნიკოლოზ ჩხეიძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად დააარსა პირველი
სოციალისტური პარტია საქართველოში ‖მესამე დასი‖.
ნოე ჟორდანია ესწრებოდა 1903 წელს რსდმპ II ყრილო-ბას londonSi მიემხრო მენშევიკებს.
Yრილო-ბის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. ‖საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა
მუშათა პარ-ტიამ‖ ის თავმჯდომარედ აირჩია. 1906 წელს ის თბილი-სის საარჩევნო ოლქიდან
აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) წევრად. დუმაში ჟორდანია სოციალ-
დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდო-მარე გახდა.

345
რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის
წევრად მენშევიკების მხრიდან. ჟორდანია კომიტეტის წევრი იყო 1912 წლამდე.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჟორ-დანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა
დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი იყო კავკასიის მუშათა დეპუტატების საბჭოების
სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე. ამ პერიოდში მკვეთრად ილაშქრებდა ბოლშევისტური ტენდენციების
წინააღმდეგ. 1917 წლის სექტემბერში გაემგზავრა მოსკოვში, რათა დაეცვა მენშევიკების პოზიციები რუსე-
თის პარლამენტში, მაგრამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ იგი დაბრუნდა saqarTveloSi.
ნოე ჟორდანიამ, უარყოფითად აფასებდა ოქტომბრის რევოლუციას. 1917 წლის 3 dekembers ნოე
ჟორდანიამ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე საქართველოს სრული სუვერენიტეტი,
ასევე მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის ჩამოყალიბებას.
1918 წლის 24 ivlisidan ის გახდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე
რამიშვილის ნაცვლად, ამ თანამდებობაზე იყო 1921 წლამდე
1921 წლის 25 Tebervals საბჭოთა რუსეთის სახელმწიფოს წითელი
არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს
ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 marts ჟორდანია და მთავრობის სხვა წევრები
წავიდნენ პოლიტკურ ემიგრაციაში.
თავდაპირველად ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში, ხოლო შემდეგ levilSi. საქართ-ველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გარდაიცვალა 1953 წლის 11 იანვარს და
დაკრძალულია ლევილში.

$5 საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია


დაეკისრა ეროვნულ საბჭოს, რომლის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად არცეულ იქნა ნიკოლოზ
(კარლო) ჩხეიძე. დამტკიცებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე
რამიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 1918 წლის ივნისში შეცვალა ნოე ჟორდანიამ. საქართველოს
პირველი რესპუბლიკის მთავრობა იქნა დაკომპლექტებული შემდეგი პირებისაგან: საგარეო საქმეთა
მინისტრი _ აკაკი ჩხენკელი, სამხედრო საქმეთა მინისტრი _ გრიგოლ გიორგაძე, ფინანსთა და ვაჭრობა-
მრეწველობის მინისტრი – გიორგი ჟურული, განათლების მინისტრი _ გიორგი ლასხიშვილი,
მიწათმოქმედების მინისტრი _ ნოე ხომერიკი, იუსტიციის მინისტრი – შალვა ალექსი-მესხიშვილი, გზათა
მინისტრი _ ივანე ლორთქიფანიძე.
ქვეყნის მთავრობა დაკომპლექტდა კოალიციური პრინციპით, რადგან მასში შედიოდნენ
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: რვა მინისტრიდან ოთხი იყო სოციალ-
დემოკრატი, ორი სოციალისტ-ფედერალისტი, ერთი ეროვნულ-დემოკრატი და ერთი სოციალისტ-
რევოლუციონერი. 1918 წლის ოქტომბერში ეროვნულ საბჭოს ეწოდა სა-ქართველოს პარლამენტი. 1919
წლის თებერვალში ჩატარდა დამოუკიდბელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს _ დამფუძნებელი
კრების პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობდა მოსახლეობის 60 %-ზე მეტი.
ადგილები ასე გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატები _ 109, ეროვნულ-დემოკრატები _ 8, სოციალისტ-
ფედერალისტები _ 8, სოციალისტ-რევოლუციონერები _ 5 ადგილი. დამფუძნებელი კრების პირველი
სხდომა გაიმართა 1919 წლის 12 მარტს.
საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1918 წელს შეიმუშავა სახელმწიფო სიმბოლიკები
(გერბი, დროშა, ჰიმნი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშისა და გერბის ავტორები
არიან იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი. რომლებსაც კონსულტაცია გაუწია დიდმა ქართველმა
მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა. დამფუძნებელთა კრებამ ორი წლის მუშაობის მანძილეზე მრავალი

346
უმნიშვნელოვანესი კანონი მიიღო, რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს დემოკრატიულ რეფორმებს. მათ
შორის აღსანიშნავია კანონები: მოქალაქეობის, ქართული ენის, შეიარაღებული ძალების შექმნისა, და
სხვათა შესახებ.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომლის უმთავრესი საკითხი იყოი ფულად-საფინანსო სისტემის
გამართულად ფუნქციონირება. ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ბანკი და მოიჭრა
ქართული ფული (ბონი).
ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენდა სასამართლო სისტემის რეფორმა.
შეიქმნა საქართველოს უმაღლესი სასამართლო _ სენატი. საქართველო დაიყო ადმინისტრაციულ
ერთეულებად: თბილისის გუბერნია შვიდ მაზრად, ქუთაისის გუბერნია შვიდ მაზრად, სოხუმის,
ზაქათალასა და ბათუმის ოლქებად. ჩატარდა მაზრების (რაიონების) და ქალაქების
თვითმმართველობების (ერობების) არჩევნები და ჩამოყალიბდა ადგილობრივი მმართველობის
ორგანოები.
დიდი ყურადღება მიექცა ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. 1918
წლის 26 იანვარს გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში
სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ამავე პერიოდში გაიხსნა არაერთი ეროვნული სამეცნიერო,
კულტურული და საგანმანათლებო ცენტრი: საქართველოს მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, ცენტრალური
სამეცნიერო არქივი. მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა საქართველოდან ხელოვნების ნიმუშებისა და
ისტორიული მნიშვნელობის ნივთების გატანას.
უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ საქართველოს კონსტიტუციის მიღება, რომელიც
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1921 წლის 21 თებერვალს.
პირველი რესპუბლიკის მთავრობის საშინაო პოლიტიკა ორიენტირებული იყო ქვეყნის
მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების დაცვაზე. იგი გულისხმობდა კერძო, სახელმწიფო და
კოოპერატიული ეკონომიკური სექტორების თანაბარ განვითარებას. სახელმწიფო განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევდა მოსახლეობის ნაკლებად უზრუნ-ველყოფილი ფენების მდგომარეობის
გაუმჯობესებას. მაგალითად, შექმნილი იყო ე.წ. სალიკვიდაციო კომისია, რომლის ნებართვის გარეშე არ
შეიძლებოდა მუშა-მო-სამსახურეების თვითნებური განთავისუფლება ან დათხოვნა; ფაბრიკა-ქარხნების
ან დაწესებულებების შემცირება-გაჩერება. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრარული რეფორმის გატარებას,
რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. დადგინდა, რომ ყოფილიყო სახაზინო,
საიჯარო, საუფლისწულო, საეკლესიო და კერძო პირთა მიწები განსაზღვრული ნორმის ზემოთ _
გადასცემოდა მცირემიწიან ან უმიწო გლეხებს. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ
მიღებულ იქნა კანონი ფერმერული მეურნეობის შექმის შესახებ.
განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა მრეწველობის აღორძინება. ხელისუფლებამ სცადა
უცხოური კაპიტალი მოეზიდა. თავდაპირველად გერმანულ კაპიტალზე აიღეს ორიენტაცია. 1918 წლის
ზაფხულში სწორედ გერმანელების დახმარებით განახლდა ჭიათურის მანგანუმის ამოღება და ექსპორტი.
იმისათვის, რომ მრეწველთა ინტერესები გათვალისწინებულიყო, მთავრობის დახმარებით შეიქმნა
ქართულ-გერმანული სააქციო საზოგადოება. მას უნდა განეხორციელებინა მანგანუმის ექსპორტის
მონოპოლიური უფლება. მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებისა და საქართველოდან წასვლის შემდეგ,
ხელისუფლებამ მანგანუმის საწარმოების ნაციონალიზაცია გამოაცხადა. მისი ექპორტი სახელმწიფოს
ხელში გადავიდა. ნაციონალიზებული იქნა აგრეთვე ტყიბულის ქვანახშირის საბადოები და სხვა
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. მიუხედავად სერიოზული ცდებისა, დროის სიმცირისა და
რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ქვეყნის მრეწველობა-მეურნეობის აღმავლობის მიღწევა ვერ
მოხერხდა.

347
$8 ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი არსებობის პირველივე დღიდანვე მოუწია


ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის. საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის აგენტურა
აღვივებდა საქართველოში (აფხაზეთი, სამცხე-საათაბაგო, აჭარა, საინგილო) სეპარატიზმს. ისინი
ცდილობდნენ სეპარატისტული მოძრაობისათვის ხან ეთნიკური და ხან რელიგიური ხასიათი მიეცათ.
სინამდვილეში ისინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დანაწევრებას ცდილობდნენ.
საბჭოთა რუსეთის წაქეზებით 1918 წლის მარტში აფხაზმა ბოლშევიკებმა მოითხოვეს აფხაზეთში
საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და მისი რუსეთთან შეერთება. აფხაზეთში საბჭოთა რუსეთიდან
შევიდა წითელი არმია, რომელმაც დაიკავა სოხუმი. 1918 წლის მაისში საქართველოს სახალხო გვარდიამ
ვალიკო ჯუღელის მეთაურობით დაამარცხა აფხაზი სეპარატისტები და მათ დასახმარებლად მოსული
თურქეთის სადესანტო ნაწილები.
1918 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ სპეციალური ხელშეკრულებით აფხაზეთის
ავტონომიური მმართველობის ფუნქცია დააკისრა აფხაზეთის სახალხო საბჭოს. აფხაზი
სეპარატისტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს ხელშეკრულება და მათ სრული დამოუკიდებლობა
მოითხოვეს. მათ ეხმარებოდათ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიაც. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით 1918 წლის ივნის-ივლისში ზედიზედ დაიკავა
ქალაქები: გაგრა, ადლერი, სოჭი, ტუაფსე.კიდევ ერთხელ დაამარცხა აფხაზური სეპარატიზმი.
საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას აფხაზეთის მიმართულებით ცდილობდა როგორც
ბოლშევიკური რუსეთი, ისე მის წინააღმდეგ მებრძოლი თეთრგვარდიელი ანტონ დენიკინი (1872-1947
წწ.). მალე საქართველოს თეთრგვარდიული რუსეთი დაუმეზობლდა და ახლა მან განიზრახა აფხაზეთის
საქართველოსგან ჩამოცილება. საბოლოოდ რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში დენიკინის არმია
დამარცხდა.
ანალოგიური სეპარატისტული და ანტიქართული მოძრაობა მძვინვარებდა ცხინვალის
რეგიონშიც. რუსი სეპარატისტები მოითხოვდნენ ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის‖ ჩრდილოეთ ოსეთთან
შეერთებას. ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წინააღმდმეგ
მიმართული პოლიტიკური და სამხედრო გამოსვლები. რასაც სრულიად სამართლიანად დაუპირისპირა
ქართულმა სახელმწიფომ ეროვნული სახალხო გვარდია, რომელმაც 1918 წელს ჩაახშო ოს სეპარატისტთა
ამბოხება. ოსს სეპარატისტთა გამოსვლები ამის შემდეგაც არ ჩამქრალა. 1920 წელს ისინი მოითხოვდნენ
ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის‖ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო რაც შეეხება მთლიანად
საქართველოს, ის რუსეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების
სახით. ქართული სახალხო გვარდიის სამხედრო მეთაურმა ვალიკო ჯუღელმა ეს აჯანყება იმავე 1920
წელს ჩაახშო.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 1918 წლის 26
მაისისათვის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქების მიერ იყო
ოკუპირებული. იმის შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომში თურქეთი დამარცხდა და 1918 წლის
ოტომბერში მუდროსის ზავს მოაწერა ხელი, ის იძულებული შეიქმნა თავისი სამხედრო ჯარები გაეყვანა
აჭარიდან, რომელსაც აქ 1918 წლის დეკემბერში ინგლისის ჯარები ჩაენაცვლა. ინგლისელთა საოკუპაციო
რეჟიმი 1920 წლის ივნისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის აჭარის ქართული ეროვნული ორიენტაციის
ინტელიგენციის დარაზვმაში დიდი როლი ითამაშა მემედ ბეგ აბაშიძემ, ასლან ბეგ აბაშიძემ, ზია ბეგ
აბაშიძემ და სხვამ. მემედ ბეგ აბაშიძის ინიციატივით და მისი უშუალო წინამძღოლობით 1919 წლის 31
აგვისტოს ბათუმში შედგა ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც მიიღო
შემდეგი დადგენილება: ,,ქალაქ ბათუმის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსლიმები, ისტორიით,
სისხლითა და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ქართველები ვართ. მუსლიმი ქართველები და
ტერიტორიულად და ეკონომიკურად ყოველთვის ჩვენი მხარე, დედასამშობლოს, საქართველოს
განუყოფელ მხარეს შეადგენდა... გამოვთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას:

348
ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და ბათუმის ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს
საქართველოს რესპუბლიკას სამუსლიმანო საქართველოს ფართო ავტონომიის ნიადაგზე...‖
საქართველოს საშინაო საქმეების დაძაბულობის ფონზე 1918 წლის 7 დეკემბერს სომხეთის
ჯარებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიკავეს სანაინისა და ალავერდის ტერიტორიები,
მოშალეს რკინიგზის ხაზები, ხოლო სომხეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა
ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებიდან ჯარების გაყვანა. საქართველოს პარლამენტმა იმავე წლის 17
დეკემბრის სხდომაზე მიიღო დადგენილება აღეკვეთა სომხეთის აგრესიული ქმედებანი. 19 დეკემბერს
საქართველოს სახალხო გვარდიასა და არმიასათან შეტაკებაში სომხეთის არმია დამარცხდა და უკან
დაიხია. ინგლისის მხედრობის ამიერკავკასიის სარდლობამ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა
ჯარებისაგან დაეცალა ბორჩალოს და ახალციხის მაზრები, რომლებსაც თავად დაიკავებდა საზავო
მოლაპარაკებამდე.
მართალია ოსმალეთი დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ მას ისევ შესწევდა ძალა, რომ
საქართველოს საქმეები აერია. თურქების აშკარა მხარდაჭერითა და წაქეზებით ახალციხისა და
ახალქალაქის მაზრებში 1919 წლიდან დაიწყო ანტიქართული მოძრაობა, რომელსაც სათავეში სერვერ ბეგ
ათაბაგი ჩაუდგა. სერვერ ბეგმა შექმნა არარსებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის‖ მთავრობა. 1919
წელს ქართულმა ჯარმა გიორგი კვენეტაძის სარდლობით მთლიანად გაანთავისუფლა
სეპარატისტებისაგან ახალციხე და ახალქალაქი.
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეძლო ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა.

$9 საქართველოს დემორატიული რესპუბლიკის


საგარეო პოლიტიკა

საქართველოს დემორატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის უმთავრესი


მიზანი გახლდათ, მიეღწია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საერთაშორისო
ცნობისათვის. სახელმწიფოს საერთაშორისო იურიდიული ცნობის ორი ფორმა არსებობს: დე-ფაქტო და
დე-იურე. დე-ფაქტო ცნობა ოფიციალურია, მაგრამ არასრული აღიარებაა. დე-იურე კი _ სრული
მოცულობით ოფიციალურ აღიარებას წარმოადგენს. თავდაპირველად საქართველოში გერმანიის
გავლენა დამყარდა. გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა: ავსტრია-უნგრეთმა, ოსმალეთმა და
ბულგარეთმა, ოფიციალურად ცნეს საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. 1918 წლის ნოემბერში I
მსოფლიო ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებით დასრულდა.
პირველი მსოფლიო ომის შედეგები უნდა შეჯამებულიყო პარიზის (ვერსალის) საზავო
კონფერენციაზე, რომელიც გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს და 1920 წლის 21 იანვრამდე მიმდინარეობდა.
აღნიშნული კონფერენციის მთავარი მიზანი იყო შეემუშავებინა გერმანიასა და სხვა დამარცხებულ
სახელმწიფოებთან საზავო ხელშეკრულებები.
საქართველოს სახელმწიფომ პარიზში მიავლინა თავისი დელეგაცია, რომელსაც
ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი. დელეგატებად იყვნენ წარდგენილნი:
გრიგოლ რცხილაძე, ნიკოლოზ ჯაყელი, ივანე ჯავახიშვილი და გენერალი ივანე ოდიშელიძე. აღნიშნლ
დელეგაციას პარიზის კონფერენციაზე დამსწრე ქვეყნებისთვის უნდა გაეცნო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის სურვილი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარების შესახებ.
დელეგაციამ პარიზში იმუშავა 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამლევამდე. მან ,,მოკავშირეთა საბჭოს‖
(რომელშიც შედიოდნენ: საფრანგეთი, ინგლისი, აშშ და იაპონიის ორ-ორი წარმომადგენელი.) წარუდგინა
მემორანდუმი, რომელშიც ოფიციალურად ითხოვდა საქართველოს საერთაშორისო სამართლსუბიექტად
აღიარებას.

349
საქართველოს საერთაშორისო სამართლსუბიექტად აღიარება მეტად მძიმე პირობებში
მიმდინარეობდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღიარების დინამიკა შემდეგი იყო: 1918 წელს
საქართველო დე-ფაქტოდ ცნო გერმანიამ, ოსმალეთმა, ავსტრია-უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
1919 წელს დე-ფაქტოდ სცნო დანიამ და შვეციამ, ხოლო დე-იურედ არგენტინამ, სომხეთმა და
აზერბაიჯანმა. 1920 წლის 12 იანვარს ვერსალის კონფერენციაზე მოქმედმა გამარჯვებული ქვეყნების
უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების
შესახებ. საბოლოოდ, 1920 წლისათვის, საქართველო დე-ფაქტოდ ცნო შემდეგმა ქვეყნებმა: ინგლისმა,
საფრანგეთმა, აშშ-მ, იტალიამ, იაპონიამ, ლიბერიამ, სპარსეთმა, ესპანეთი, ნიდერლანდი, შვეიცარია,
საბერძნეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, თურქეთი, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა, ფინეთმა და
უკრაინამ. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები თავს იკავებდნენ საქართველოს დე-
იურედ ცნობისაგან. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი ერიდებოდნენ რუსეთის გაღიზეანებას, რომელიც
კავკასიას საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებდა. ინგლისი პირდაპირ აფიქსირებდა თავის პოზიციას
საქართველოს სახელმწიფოს დე-ფაქტოდ აღიარების საკითხთან დაკავშიებით, თუ ამის წინააღმდეგი
იქნებოდა რუსეთი, ინგლისი არ ცნობდა საქართველოს საერთაშორისო სამართლსუბიექტად.
მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, როცა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით
საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარება.
1920 წლის 12 იანვარს პარიზის საზავო კონფერენციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით
საქართველო დამოუკიდებლობა დე-ფაქტოდ იქნა აღიარებული. 1921 წლის 27 იანვარს საქართველო
სრულ დე-იურედ სცნეს ვერსალის უმაღლესი საბჭოს შემადგენელმა ქვეყნებმა: ინგლისმა, საფრანგეთმა
და იტალიამ. საქართველო დე-იურედ 1921 წელს სხვა სახელმწიფოებმაც სცნეს ესენი იყვნენ: იაპონია,
ბელგია, პოლონეთი, ავსტრია, რუმინეთი, ლუქსენბურგი, ლიბერია, ჰაიტი, მექსიკა, პანამა და სიამი.
დასავლეთის ქვეყნებისათვის აშკარა გახდა, რომ რუსეთი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა და
შეცადნენ აქ გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა, მათი აგრესიული გეგმების შესაჩერებლად.
ამიტომაც პარიზის კონფერენციაზე განიხილებოდა რეგიონში აშშ-ს პროტექტორატის დაწესების
ვარიანტიც. მცირე ხნის განმავლობაში კავკასიაში ანტანტის ქვეყნების უმაღლეს კომისრად ამერიკელი
პოლკოვნიკი ჰასკელიც კი დაინიშნა. მაგრამ შემდეგ ეს გეგმა ჩაიშალა.
ერთა ლიგა და საქართველოს პირველი რესპუბლიკა. აშშ-ს პრეზიდენტმა თომას ვუდრო
ვილსონმა 1918 წლის 8 იანვარს მიმართA აშშ-ს კონგრესს, რომელსაც გააცნო 14 პრინციპი. სწორედ ამ 14
პრინციპის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები პირველ მსოფლიო ომში
დამარცხებულ გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. აშშ-ს პრეზიდენტ თომას ვუდრო ვილსონის
პროგრამის მე-14 პუნქტი ასეთი იყო: ,,უნდა შეიქმნას ერთა ლიგა სპეციალური შეთანხმების
საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანია, როგორც დიდი, ისე პატარა სახელმწიფოების
პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.‖
პარიზის (ვერსალის) სამშვიდობო კონფერენციის I პლენარულ სხდომაზე (1919 წლის 25 იანვარი)
მონაწილე მხარეებმა განიხილეს და მოიწონეს ერთა ლიგის დაარსების იდეა. თავდაპირველად ერთა
ლიგის სამდივნო ლონდონში განთავსდა. ერთა ლიგის დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება
ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრუელბის ხელმოწერის დღე _ 1919 წლის 28 ივნისი. ლიგის საბჭოს I
სხდომა 1920 წლის 16 იანვარს გაიხსნა პარიზში. ლიგის საქმიანობა შეწყდა 1940 წელს, ხოლო
ოფიციალურად გაუქმდა 1946 წელს.
ერთა ლიგის ძირითადი მიზანი იყო: 1. მსოფლიოში კონფლიქტური კერების ნეიტრალიზება და
ლიგის წევრი ქვეყნების ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა; 2. საერთაშორისო სასამართლოს შექმნა,
რომელიც შეუწყობს ხელს მსოფლიოში სამართლიანობის პრიბციპებების დაცვას; 3. ზრუნვა ჩამორჩენილ
ქვეყნებზე;
ერთა ლიგის წესდება შედგებოდა 26 მუხლისგან და წარმოადგენდა ვერსალის საზავო
ხელშეკრულების I ნაწილს. ლიგის წესდებაზე მუშაობდა 19 წევრისაგან შემდგარი საერთაშორისო
კომისია აშშ-ს პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის თავმჯდომარეობით. აღნიშნული წესდება ძალაში
შევიდა 1920 წლის 10 იანვარს ვერსალის საზავო ხელშეკრულების ტექსტთან ერთად. ერთა ლიგის

350
პირველი ანსამბლეა ჟენევაში 1920 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა და მუშაობდა იმავე წლის 18 დეკემბრამდე.
ერთა ლიგის მუშაობის პერიოდში, გარდა სხვა საკითხებისა, უნდა განხილულიყო ერთა ლიგაში ახალი
სახელმწიფოების მიღების საკითხებიც. 1919 წლის 21 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციამ
ითხოვა ერისა და მთავრობის სახელით საქართველოს მიღება ერთა ლიგაში. მეორედ საქართველოს
ხელისუფლებამ ერთა ლიგაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა 1920 წლის 1 სექტემბერს.
1920 წლის დკემბერში ერთა ლიგის V განსაკუთრებულმა კომისიამ განიხილა საქართველოს ერთა
ლიგის წევრად მიღების საკითხი. 1920 წლის 16 დეკემბერს ჟენევაში მიმდინარე ერთა ლიგის I
ანსამბლეის მუშაობის დროს საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების თაობაზე ჩატარდა კენჭრისყრა.
აღნიშნულ პერიოდში ერთა ლიგის წევრი იყო 42 სახელმწიფო. საქართველოს საკითხზე კენჭისყრაზე
მონაწილეობდა 23. მომხრე იყო 10: სამხრეთი აფრიკა, ბოლივია, კოლუმბია, იტალია, ნორვეგია, პარაგვაი,
სპარსეთი, პორტუგალია, შვეიცარია და ჩილე. ხოლო მოწინააღმდეგენი იყვნენ: ავსტრალია, ახალი
ზელანდია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ჩეხოსლოვაკია და
დანია. დანარჩენებმა თავი შეიკავეს. ამრიგად საქართველო კენჭისყრის შედეგებით ვერ გახდა ერთა ლგის
წევრი. იმავე დღეს 16 დეკემბერს ერთა ლიგის წევრები გახდნენ ბულგარეთი, კოსტა რიკა, ფინეთი,
ლუქსენბურგი. ხოლო 17 დეკემბრის სხდომაზე _ ალბანეთი.
საქართველოსათვის ერთა ლიგაში მიღებაზე უარის თქმა, გამოწვეული იყო იმ საერთაშორისო
ვითარებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. კერძოდ კი,
დასავლეთის ქვეყნებმა ვერ გაბედეს იმხანად სამოქალაქო ომში გამარჯვებულ საბჭოთა რუსეთთან
სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება. ამიტომაც სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოები _ აზერბაიჯანი,
სომხეთი და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდნენ.

351
თავი XXI საქართველო 1921 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე

$1 საქართველოს დამოკრატიული რესპულიკის ანექსია


საბჭოთა რუსეთის მიერ

1920 წლისათვის საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ გაიმარჯვა სამოქალაქო ომში და რუსეთის


იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენას შეუდგა. 1920 წლის აპრილში XI წითელი არმია აზერბაიჯანის
დამოუკიდებელ რესპუბლიკაში შეიჭრა და დაიპყრო, ხოლო 1920 წლის ნოემბრის თვეში რუსეთის იმავე
არმიამ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გააუქმა. 1918-1921 წლებში რუსეთმა რამდენჯერმე
სცადა საქართველოს ოკუპაცია. მოსკოვის ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენდა რუსეთის
კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურო და ადგილობრივი ბოლშევიკები: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე
მახარაძე და სხვა. რომლებიც საბჭოთა რუსეთის აგენტურას წარმოადგენდნენ. საქართველოში მყოფი
ბოლშევიკები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს აწყობდნენ.
1920 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინა, საბჭოთა რუსეთმა
სცადა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია განეხორციელებინა. XI წითელი არმია
აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ დაიძრა, მაგრამ საქართველოს არმიის ნაწილებთან ბრძოლაში
დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. მას შემდეგ, რაც ანტისახელმწიფოებრივი ბოლშევიკურ-კომუნისტური
აჯანყების პროვოცირებით მიზანს ვერ მიაღწია, საბჭოთA რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის
ტაქტიკა შეცვალა. XI არმიის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან მარცხის შემდეგ რუსეთს აღარ
სურდა ფართომასშტაბიანი ომი. იმხანად საბჭოთა რუსეთი პოლონეთთან ომს აწარმოებდა და
საქართველოსთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა. 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა
რუსეთსა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება
დაიდო. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ ლევ კარახანმა და საქართველოს ელჩმა რუსეთში გრიგოლ ურატაძემ. ამ ხელშეკრულების
მესამე მუხლი ეხებოდა საქართველო-რუსეთის სახლემწიფო საზღვარს. მესამე მუხლის პიპრველ
პუნქტში საუბარი იყო, რომ საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის იწყებოდა მდინარე ფსოუდან,
რომელიც შავ ზღვაში ჩაედინებოდა, შემდეგ იგი მისდევდა რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი შავი ზღვის,
ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვარს ზაქათალის ოკრუგამდე. შემდეგ იგი
მიუყვებოდა ზაქათალას ოკრუგის აღმოსავლეთ საზღვარს და მიდიოდა სომხეთის საზღვრამდე.
1920 წლის 12 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის 1920 წლის 7 მაისის
ხელშეკრულების დამატებით შეთახმებას, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც საქართველოსა და
აზერბაიჯანს შორის არსებული სადაო ტერიტორიებისა და ზაქათალას ოკრუგის კუთვნილების საკითხი
უნდა გადაეწყვიტა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა წარმომადგენლებისაგან
დაკომპლექტებულ კომისიას, რომლის თავჯდომარე იქნებოდა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი.
თუმც, ამ კომისიას რეალურად არ უმუშავია.
რუსეთის იმპერიის ბოლშევიკურ ხელისუფლებას, მიუხედავად სამშვიდობო ხელშეკრულების
დადებისა, ერთი წუთითაც არ გადაუფიქრებია საქართველოს დაპყრობა. იგი მხოლოდ ხელსაყრელ
საერთაშორისო ვითარებას ელოდა. პირველი მსოფლიო ომისა და ეკონომიკური კრიზისისგან
დასუსტებულ ევროპას რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაცვის ღონე აღარ შესწევდა. საქართველო
საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა.
საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო ლორეს ნეიტრალური ზონიდან
საქართველო-სომხეთის საზღვარზე. ლორეს ზონიდან საქართველოს ჯარები უნდა გასულიყო 13
თებერვალს. ამიტომ ე.წ. ,,აჯანყება‖ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რუსი კოლონისტების
სოფლებში დაიწყო 11 თებერვლის ღამეს. 16 თებერვალს იქმნება საქართველოს რევკომი ,,აჯანყების
ხელმძღვანელობისთვის‖, რომელიც დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს. მაგრამ ეს იურიდიული
გაფორმება დაგვიანებული იყო _ 11 თებერვალს ბრძოლებს უკვე აწარმოებდა რუსეთის წითელი არმია.
თბილისის მიმართულებით დაიძრა მე-20, 32-ე და მე-9 ქვეითი დივიზიები, მე-12 საკავალერიო დივიზია,

352
5 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ჯავშნოსანი, 4 ტანკი და 16 თვითმფრინავი. 19 თებერვალს მე-9 არმიის 31-ე
დივიზია სოჭიდან სოხუმის მიმართულებით დაიძრა. საქართველოს რეგულარული ჯარის ნაწილები
დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. განსაკუთრებით თავგანწირული ბრძოლები თბილისის
დაცვისათვის გაიმართა კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში. მოწინააღმდეგეს ძალების დიდმა
რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა საბჭოთა არმიის ნაწილები კახეთის გზით თბილისს
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოექცნენ. საქართველოს არმიას ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრა. ამ
ვითარებაში მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იმ
იმედით, რომ XI არმიას ქვეყნის სიღრმეში გაუწევდა წინააღმდეგობას. 1921 წლის 25 თებერვალს
თბილისში XI წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. ოკუპანტების წინააღმდეგ ძალების ორგანიზება ვერც
შემდგომში მოხერხდა. 1921 წლის 17 მარტს ქუთაისში შედგა მოლაპარაკება საქართველოს რესპუბიკის
მთავრობის რწმუნებულს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და ახლადშექმნილ საქართველოს რევკომს შორის.
იმავე წლის 17 მარტს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის შენობაში ნიკოლოზ ჩხეიძის
თავმჯდომარეობით ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომა. სხდომამ
შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: 1) დროებით შეაჩერა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება; 2)
მოახდინა მთავრობის რეორგანიზაცია და მისი წევრების რიცხვი ოთხამდე შეამცირა (ნოე ჟორდანია,
ევგენი გეგჭკორი, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი); 3) წინადადება მისცა მთავრობას
დაეტოვებინა საქართველო, გამგზავრებულიყო ევროპაში და იქ გაეგრძელებია ბრძოლა ოკუპირებული
საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1921 წლის 18 მარტს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ერთი
ნაწილის თანხლებით დატოვა საქართველო და პარიზში დაფუძნდა.
პირველი რესპუბლიკა დაეცა. საბჭოთა რუსეთმა საქართველოში ძალდატანებითი საბჭოთა
ხელისუფლების დამყარების ფორმით საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განახორციელა.

$2 რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის


დამყარება საქართველოში

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის მხრიდან


განხორციელებული ანექსიის ლოგიკური შედეგი გახლდათ ის, რომ ქვეყანაში დამყარდა რუსეთის
საოკუპაციო რეჟიმი.
რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფო გახლდათ. მას დაპყრობილი ჰქონდა უკრაინა, ბელორუსია,
შუა აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომელსაც განაგებდა კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის
სათავეში მყოფი პიროვნებების მცირე ჯგუფი. ამ მმართველ ჯგუფს ცენტრალური კომიტეტი
ეწოდებოდა. ამას მოჰყვა ის, რომ ბოლშევიკებმა ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა აკრძალეს
უზარმაზარ სივრცეში და ერთპარტიული კომუნისტური დიქტატურა დაამყარეს.
საბჭოთა კავშირის მმართველობის იერექიას ჰქონდა შემდეგი სახე: ხელისუფლების უმაღლეს
რგოლს წარმოადგედა _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
თავმჯდომარე (გენერალური მდივანი), რომელსაც ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტიის ცენტრალური კომიტეტი.
1921 წლის 16 თებერვალს მოსკოვში შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი),
რომელმაც მიმართა საბჭოთა რუსეთს და ითხოვა საქართველოში `აჯანყებულ მშრომელთა
დახმარებისათვის‖ წითელი არმიის შემოყვანა. მაგრამ რამდენადმე პარადოქსია, რომ ეს `იურიდიული
გაფორმება‖ დაგვიანებული გახლდათ, რადგან უკვე 12 თებერვალს ჰქონდა გადმოლახული საქართველის
რესპუბლიკის საზღვრები XI არმიას, რომელიც ქვეყნის შუაგულისაკენ ბრძოლით იკვლევდა გზას.
აღნიშნულმა რევვკომმა 26 თებერვალს მიიღო დეკრეტი მთელი სახელმწიფო ხელისუფლების თავის

353
ხელში აღების შესახებ. რევკომი ფორმალურად წარმოადგენდა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს,
მაგრამ რეალურად იგი ემორჩილებოდა რკპ (ბ) ცკ-ს კავკასიის ბიუროსა და საქართველოს კომპარტიის
ცკ-ს.
1921 წლის 11 მარტს რევკომმა გამოსცა დეკრეტით, რომლის ძალითაც დაშლილად იქნა
გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (პირველი რესპუბლიკის) არმია და სახლახო
გვარდია. რომლის სანაცვლოდ დაიწყო წითელი არმიის ჩამოყალიბება.
1921 წლის 24 მარტს საქართველოს რევკომის ბრძანებით დათხოვნილად იქა გამოაცხადებული
საქართველოს დამფუძნებელი კრებაი რის შემდეგაც საქართველოს რევკომმა საკუთარ თავს მიანიჭა
უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ფუნქციები. ქვეყანაში შეიქმნა
სახალხო კომისარიატები. გაუმდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლო სისტემა
და შეიქმნა სახალხო მოსამართლეთა დროებითი საბჭო. ეკონომიკას კი ხელმძღვანელობდა რევკომთან
არსებული სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო. საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის
1921 წლის 21 მაისს დაიდო `მუშურ-გლეხური სამოკავშირეო ხელშეკრულება‖. ორივე ქვეყანა აღიარებდა
ერთმანეთს თვითგამორკვევასა და სუვერენულ უფლებებს. ორივე ქვეყანას შორის დამყარდა სამხედრო
და სამეურნეო კავშირები. რუსეთი ვალდებულებას იღებდა დახმარება გაეწია საქართველოსთვის
ადგილობრივი წითელი არმიის ჩამოყალიბების საქმეში.
ამის შემდეგ, რაც საქართველოს რევკომი იქნა ჩამოყალიბებული შეიქმნა თბილისის, აფხაზეთის,
აჭარისა და სამხრეთ ოსეთის რევკომები. 1921 წლის 8 აპრილის დეკრეტით, ადგილობრივ
ხელისუფლებას განასახიერებდნენ სამაზრო, საქალაქო და სათემო რევკომები. რევკომების შექმნა იყო
დროებითი, რომელსაც უნდა მოემზადებინა საფუძველი საბჭოთა ხელისუფლების დასამკვიდრებლად.
1921 წლის ნოემბრიდან საქართველოში იწყება მზადება ახალი არჩევნებისთვის. 1921 წლის 10 დეკემბერს
ჩატარდა თბილისის საბჭოს პირველი საზეიმო სხდომა. იმავე წილლს 15 დეკემბერს (დაჩქარებული
წესით) იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უნდა ეზრუნა საქართველოს საბჭოების
პირველი ყრილობის მოწვევაზე, რომელიც ჩატარდა 1922 წლის 25 თებერვალს. ამ ყრილობას ესწრებოდა
380 დელეგატი და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები _ მიიღო საქართველოს სსრ პირველი
კონსტიტუცია, აირჩია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი. ამით საქართ-ველოს რევკომის
საქმიანობა ამოიწურა.
საქართველოში ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები მიენიჭა
საქართველოს საბჭოების ყრილობას. ყრილობიდან ყრილობამდე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს
ფუნქციებს ასრულებდა ყრილობის მიერ არჩეულ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.
ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პირველ სესიაზევე იწყებს ჩამოყალიბებას საქართველოს
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობა _ ე. წ. სახალხო კომისართა საბჭო, რომელსაც უნდა
ეხელმძღვანელა კომისარიატების ანუ იგივე სამინისტროების მუშაობისათვის.
რუსეთში დაიწყეს ახალი ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ოფიციალურად ეს
სახელმწიფო უნდა ყოფილიყო დაფუძნებული თანასწორუფლებიანობის პრინციპზე და ფედერაციის
სუბიექტებს უნდა შეძლებოდათ (კონსტიტუციურად მინიჭწებული უფლების თანახმად) ამ კავშირის
საკუთარი ნებით დატოვებაც. მაგრამ ყველასათვის ნათელი იყო, რომ მსგავს სურვილს სისრულეში
მოყვანა არ ეწერა.
1922 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს _ საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის შექმნა. რომელშიც იყო გაერთიანებული ოთხი მოკავშირე ფედერაციული
რესპუბლიკა. მასში შედიოდნენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და სამხრეთ კავკასიის საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკები. საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად გააერთიენეს
`ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში: და ამის შემდეგ _ საბჭოთა
კავშირში‖. ცალკე მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი საქართველომ მხოლოდ 1936 წელს კონსტიტუციით
მიიღო.
საბჭოთა კავშირში დაიწყო საზოგადოების სოციალუსტური გარდაქმნები, რომელსაც
ძალდატანებითი ხასიათი ქონდა. გარდაქმნები მიმდინარეობდა ძირითადად ხუთი მიმართულებით: 1)

354
კერძო საკუთრების მოსპობა; 2) ფაბრიკა-ქარხნების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრეებისათვის და მათი
ნაციონალიზაცია; 3) ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია; 4) კოლექტივიზაცია სოფლად; 5) კულტურული
რევოლუცია (სოციალისტური რეალიზმის გაბატონება ხელოვნებაში.
.

$3 ავტონომიების შექმნა და საქართველოს


ტერიტორიების დაკარგვა

საბჭოთა რუსეთმა დაიწყო საქართველოს დაყოფა ავტონომიებად. 1921 წლის მარტში ბათუმში
სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით შედგა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების)
ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების)
ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენელთა თათბირი,
რომელზეც დადგინდა, რომ აფხაზეთი უნდა გამოცხადდეს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
დამოუკიდებელ აფხაზეთის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკად ჩამოყალიბება თავიდან მოიწონა
მოსკოვმაც. მაგრამ, როგორც ჩანს, იოსებ სტალინის ინიციატივით ეს გადაწყვეტილება შეცვალა და 1921
წლის დეკემბერში აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შევიდა საქართველოს
შემადგენლობაში.
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმდა საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს შორის
ხელშეკრულება, რომელიც ადგენდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს. ამ ხელშეკრულების
პირველი მუხლის თანახმად ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი იწყებოდა სოფელ სარფთან
და მიუყვებოდა ქედის მთას, შემდეგ კი შავშეთისა და კანნი-დაღის მთების წყალგამყოფს, აქედან კი
მისდევდა არდაგანისა (არტაანისა) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს,
მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ტალვეგს.
ამრიგად, მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს უკან დაუბრუნა
1878 წლის ბერლინის ტრაქტატის თანახმად მიღებული საქართველოს ისტორიული ტერიტორიები _
ართვინის ოკრუგი (ართვინი, არტანუჯი), არტაანის ოკრუგი (არტაანი, დიღვირი, ფოცხოვი, ჩილდირი,
კოლა, ტაოსკარი) და ყარსის ოკრუგი (ყარსი).
1921 წლის 20 ივლისს მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა სრულიად რუსეთის
ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა, ხოლო ოსმალეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ კი იმავე
წლის 31 ივლისს. სარატიფიკაციო სიელები მხარეებმა გაცვალეს 1921 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ყარსში.
აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა ძირითადად საგარეო პოლიტიკური ფაქტორებით
იყო განპირობებული. კერძოდ, 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად თურქეთს
აჭარაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ექნებოდა პრეტენზია, თუ აჭარას ექნებოდა ავტონომია. ამ
დოკუმენტიდან გამომდინარე, საქართველოს რევკომმა 1921 წლის ივლისში აჭარას ავტონომიური
საბჭოთა და სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა.
1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში შეკრებილმა საბჭოთა რუსეთმა, ოსმალეთმა,
საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ისტორიაში
ცნობილია ყარსის ხელშეკრულების სახელით. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს
ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარის ხაზი.
საერთო ჯამში მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და
ართვინი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენდა 24 000 კვადრატულ კილომეტრს. უშუალოდ საქართველომ
დაკარგა არდაგან-ოლთისი და ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა და მაკრიალი),
რომელიც შეადგენდა 13 046 კვადრატულ კილომეტრს.
1921 წლიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის პროცესი. კერძოდ, იმავე 1921
წელს სომხეთს გადაეცა შემდეგი ტერიტორიები: 1) ვორონცოვ-ლორეს რაიონი (ბორჩალოს მაზრის

355
სამხრეთი ნაწილი), რომელიც მოიცავდა 2367,44 კვადრატულ კილომეტრს და მასზე ცხოვრობდა 37 800
ადამიანი; 2) ლოკ-ლალვარის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, ყოფილი ბორჩალოს მაზრის ნაწილი (207,94
კვადრატულ კილომეტრი), რომელიც იმ დოისათვის დაუსახლებელი იყო.
1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა შემდეგი ტერიტორიები: 1) ჭარ-ბელაქანი (საინგილო), ანუ
ზაქათალას ოკროგი (3993,89 კვადრატულ კილომეტრი), რომელზეც ცხოვრობდა 92 608 მცხოვრები; 2)
გარეჯის ველი და ქვემო ყარაიაზის სექტორი, ყოფილი თბილისის მაზრის ნაწილი (658,89 კვადრატულ
კილომეტრი), რომელიც იმჟამად დაუსახლებელი იყო; 3) ელდარი, ყოფილი სიღნაღის მაზრის ნაწილი
(546,69 კვადრატულ კილომეტრი), რომელიც ამ დროს არ გახლდათ დასახლებული.
1925 წელს რუსეთს გადაეცა პილენკოვო, რომელიც მდებარეობდა აფხაზეთის ჩრდილო-
დასავლეთ ნაწილში (268,15 კვადრატულ კილომეტრი), მასზე ცხოვრობდა 3 500 ადამიანი.
1927 წელს რუსეთს გადაეცა მელხესტი და ცეკარო, ყოგილი დუშეთის რაიონის ნაწილი (166,78
კვადრატულ კილომეტრი), 1600 მცხოვრებით.
1921-1928 წლებში საქართველოს დაუბრუნეს რიგი ტერიტორიებისა: 1) პილენკოვო
ერმოლაევკათი; 2) წინა მინდორი, ალაზნისპირა ველი; 3) ჩათმა;
საბჭოთა რუსეთის აშკარა ინსპირირებით ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის― კომუნისტურმა (ბოლშევიკურმა)
ორგანიზაციამ მოითხოვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს
შემადგენლობაში დარჩენით. იოსებ სტალინის ინიციატივით, ოსი სეპარატისტების მოთხოვნები
მთლიანად არ დაკმაყოფილდა და 1922 წლის აპრილში `სამხრეთ ოსეთს~ მიეცა ავტონომიური ოლქის
უფლება საქართველოს შემადგენლობაში.
ამრიგად, 1921-1922 წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, საქართველოში სამი
ავტონომიური ერთეული შეიქმნა, ესენი იყო: აფხაზეთისა და აჭარის საბჭოთა ავტონომიური
რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სამხრეთ ოსითის ავტონომიური ოლქი
ჩამოყალიბდა ისტორიულად ძირძველ ქართულ ტერიტორიაზე _ შიდა ქართლის ნაწილზე, ყოფილი
საფალავანდოს, სამაჩაბლოსა და ქსნის საერისთავოების ტერიტორიაზე. აღნიშნული მომენტისათვის ამ
ტერიტორიაზე აბსულუტურ უმრავლესობას შეადგენდა ქართველი მოსახლეობა. ოლქის
შემადგენლობაში იყო ოსური სოფლებიც. სულ აღნიშნულ ავტონომიურ ოლქში შევიდა 40 ქართული
სოფელი და ერთი ქალაქი (ცხინვალი), სადაც 1921 წელს 20 000 მდე ქართველი 1100 ოსი ცხოვრობდა
მხოლოდ.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას 1926 წლის დეკემბრის
მონაცემებით ის შედგებოდა 17 მაზრისაგან, რომელსაც ემატებოდა ფოთის რაიონი, აფხაზეთის სსრ,
აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 26 ქალაქითა და 16 ქალაქის ტიპის დასახლებული
ტერიტორიით. 1929 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა
კომიტეტმა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ დაადგინა საქართველოს საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოწყობის შესახებ. ამ
დადგენილების თანახმად ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, გორისა და კახეთის ოლქები.
საქართველოში დაარსდა 52 რაიონი, რომელშიც არ შედიოდა აჭარა ასსრ (აჭარაში შეიქმნა 4 რაიონი).
აღნიშნული დადგენილებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა 128 ახალი
სასოფლო საბჭო, რომელთაგან 8 გახლდათ აჭარაში. რაც შეეხება აფხაზეთს, იმის გამო, რომ იგი იმ
დროისათვის სამოკავშირეო რესპუბლიკის სტატისით სარგებლობდა რაიონებად არ დაყოფილა. 1931
წელს აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაიქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიყო იგი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად.

356
$5 ეროვნული მოძრაობა 20-იანი წლების პირველ
ნახევარში. 1924 წლის აჯანყება

ეროვნული მოძრაობის დასაწყისი. ქართველი ერი არ შეჰგუებია დამოუკიდებლობის დაკარგვას.


1921 წელსვე საქართველოში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
1921 წლის ზაფხულში მთელი სვანეთი მოიცვა აჯანყებამ. ადგილობრივი რევკომები დაამხეს,
მილიციის პუნქტები განაიარაღეს, სვანეთისაკენ მიმავალი გზები და ბილიკები შეკრეს. აჯანყების
ცეცხლი სვანეთიდან რაჭა-ლეჩხუმს გადაედო. აჯანყებულთა დელეგაციამ თბილისში დელეგაცია
წარგზავნა. მათ საქართველოს რევკომს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს: რუსეთის ჯარების გაყვანა
საქართველოდან და თავისუფალი არჩევნების გამოცხადება.
სვანეთის აჯანყება გასცდა არა მარტო საქართველოს ერთი კუთხის ფარგლებს, არამედ
საქართველოს საზღვრებსაც და მსოფლიო საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ამას დაემატა ისიც,
რომ 1921 წლის 15 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც ეკლესია,
ფაქტობრივად, კანონგარეშედ გამოცხადდა და დაკარგა ყოველგვარი საკუთრების უფლება. 1922 წლის
გაზაფხულზე მიმდინარეობდა გენუის საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციას მემორანდუმი
გაუგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. ამბროსი ხელაიას მემორანდუმის
წყალობით რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველი ერის სატკივარი მთელი
მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი. ამბროსი ხელაია მოითხოვდა: 1) რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ
გაყვანას საქართველოდან; 2) ქართველი ერისათვის თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობის
უფლების მინიჭებას; კათალიკოსი ამბროსი დააპატიმრეს და ციხეში დიდხანს იტანჯებოდა. სასამართლო
პროცესზე მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ,,მე არ მეშინია თქვენი განჩინებისა. სული ჩემი ეკუთვნის
უზენაესს, გული ჩემი _ ჩემს საყვარელ საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი მიიღეთ და მოექეცით როგორც
გენებოთ.‖
საკავშირო მთავრობის დადგენილებით, კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ვადამდე
გაათავისუფლეს (1925 წელს). გარდაიცვალა იგი 1927 წელს. დაკრძალულია თბილისის სიონის
საკათედრო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი
წმინდანად შერაცხა.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას განაგრძობდა დემოკრატიული საქართველოს
ემიგრანტული მთავრობის წევრები და ზოგადად საფრანგეთს თავშეფარებული ქართული
ინტელიგენცია. მათ არა ერთხელ თხოვნით მიმართეს ერთა ლიგას, რათა ეს უკანასკნელი
გამოსარჩლებოდა წითელი ჯარისაგან ოკუპირებულ ქვეყანას, მაგრამ ამაოდ.
საფრანგეთში ჩასულ ქართველ ემიგრანტებში მუსირებდა აზრი საქართველოში აჯანყების
ოწყობის შესახებ, მაგრამ მათ ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონდათ. კერძოდ, ნოე
ჟორდანია მიიჩნევდა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყება ვერ იქნებოდა წარმატებული. მისი
აზრით ,,თუ საქართველოში ხალხი, ორგანიზაციები დაადგენენ ავჯანყდეთ, ჩვენ იძულებულნი
ვიქნებით დავეხმაროთ, რაც შეგვეძლება‖. ამრიგად, იგი აჯანყების საკითს სკეპტიკურად უდგებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილს. მისი აზრით
,,აქსულ სულისკვეთებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამით რომ ვერ მოერევიან მტერს? ჩვენში საერთაშორისო
მდგომარეობა არ იციან, ჭურში არიან. არც იარაღი აქვთ, არც სურსათი, არც წამალი და მაინც უნდა
ავჯანყდეთ! შეიძლება ხალხი ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. მაგრამ ჩვენ მაინც არ უნდა ვურჩიოთ
აჯანყება ახლანდელ პირობებში‖. ზოგირთის მოსაზრებით კი საჭირო იყო სასწრაფოდ მომხდარიყო
აჯანყება საქართველოში...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობასა და საბჭოთა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დამფუძნებელ კრებაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს შორის
ურთიერთბრალდებები კარგა ხანს გაგრძელდა. მიუხედავად დაპირისპირებისა, ყველა პარტია
აღიარებდა შეთანხმებისა და გაერთიანების აუცილებლობას. 1922 წლის აპრილ-მაისს შეთანხმებაც

357
მიღწეული იქნა. შეიქმნა ინტერპარტიული ორგანო, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით _
`საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი‖ (დამკომი). იგივე `პარიტეტული კომიტეტი‖.
`საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში‖ შევიდნენ: სოციალ-დემოკრატიული პარტიის,
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, სოცია-ლისტ-ფედერალისტთა პარტიის, სოციალისტ-
რევოლუციონერების (ესერების), `სხიველების‖ (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების)
წარმომადგენლები.
ხელშეკრულების თანახმად `საქართველობის დამოუკიდებლობის კომიტეტში‖ ყოველი
პარტიიდან თითო წევრი შედიოდა. აქედან გამომდინარეომდა ამ ორგანოს პარიტეტული ხასიათი.
კომიტეტს მუდმივად თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.
`საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის‖ პირველი თავმჯდომარე იყო გოგიტა ფაღავა, შემდეგ
იგი შეცვალა ნიკოლოზ ქარცივაძემ. კომიტეტის ბოლო თავმჯდომარე კი კონსტანტინე ანდრონიკაშვილი
იყო.
`საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი‖ გახდა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური
ცენტრი საქართველოში. ჯერ კიდევ `საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის‖ ჩამოყალიბებამდე,
1922 წლის მარტში შეიქმნა ორგანიზაცია სახელწოდებით `სამხედრო ცენტრი‖, რომელშიც შედიოდნენ:
გოგიტა ფაღავა, ივანე ნარიკელაძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვები. ამრიგად,
`საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის‖ (დამკომის) მუშაობასთან ერთად ამოქმედდა
საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის `სამხედრო ცენტრი‖.
1922 წლის დამდეგიდან პარტიზანულ ბრძოლებს იწყებს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის
რაზმი. 1922 წლის ივლის-აგვისტოში ამბოხება დაიწყო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. აჯანყების ცენტრი
დუშეთი იყო. აჯანყების მეთაურებს ასეთი გეგმა ჰქონდათ: როგორც კი რუსეთის ჯარი ქაქუცა
ჩოლოყაშვილთან შესაბრძოლებლად დუშეთისკენ გაეშურებოდა, მაშინვე მას ზურგიდან ქართველთა
რაზმით თავს დაესხმოდა მიხეილ ლაშქარაშვილი. მტრის განადგურების შემდეგ გამარჯვებულები
ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინამძღოლობით პირდაპირ თბილისის ასაღებად დაიძვრებოდნენ.
პარალელურად აჯანყებები უნდა მომხდარიყო გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, ქართლსა და კახეთში.
რუსეთის ჯარი, ახალი რაზმებით შევსებული და გამაგრებული, შეტევაზე გადავიდა და
აჯანყებულთა რაზმი ალყაში მოაქცია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გააფთრებული იერიშით ალყა გაარღვია
და კახეთისკენ გასწია. ოკუპანტებმა ხევსურეთის სოფლები სასტიკად ააოხრეს. აჯანყებულები
დამარცხდნენ.
შეიარაღებული გამოსვლის ჩახშობის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები
გააჩაღა. ოდნავ ეჭვმიტანილებსაც კი იჭერედნენ და ხვრეტდნენ. 1923 წლის დამდეგს დააპატიმრეს
მთელი `სამხედრო ცენტრი‖. 1923 წლის მაისში დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს გენერლებს კოტე
აფხაზს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ვარდენ წულუკიძეს, როსტომ მუსხელიშვილს, პოლკოვნიკ
გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილს და სხვებს. `სამხედრო ცენტრის‖ გარდა ძლიერი დარტყმა განიცადა
`პარიტეტულმა კომიტეტმა‖ _ პატიმრობაში აიყვანეს მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე.
დამსჯელმა რაზმებმა ააოხრეს კახეთი, სვანეთი, გურია, მთელი საქართველო.
1922 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან დაბრუნდა ნოე ხომერიკი. მისი ჩამოსვლის შემდეგ
აჯანყებისათვის მზადება გამოცოცხლდა. ისევ ამოქმედდა `პარიტეტული კომიტეტი‖. ნოე ხომერეიკის
ინიციატივით აქტიურად ამუშავდა `სამხედრო კომისია‖. `სამხედრო კომისიის‖ საქმიანობას
წარმართავდნენ ნოე ხომერიკი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან) და მიხეილ ჯავახიშვილი
(ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან).
აჯანყების მზადების პერიოდში იდგა საკითხი დანარჩენ კავკასიურ ქვეყნებთან ურთიერთობისა
და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დასამხობად ერთიანი კავკასიური აჯანყების შესახებ.
1923 წლის ნოემბერში საგანგებო კომისიამ ნოე ხომერიკი დააპატიმრა. მისი ადგილი დაიკავა
გოგიტა ფაღავამ, რომელმაც აქტიურად განაგრძო წინამორბედის საქმიანობა.

358
1924 წლის აჯანყება. აჯანყების დაწყების დროდ `პარიტეტულმა კომიტეტმა‖ განსაზღვრა 1924
წლის თებერვალი. თებერვლის შუა რიცხვებში ერთიმეორის მიყოლებით პატიმრობაში აიყვანეს გოგიტა
ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და სხვები. ამით, ფაქტობრივად, `სამხედრო კომისია‖ ჩავარდა.
1924 წლის ივლისის დამდეგს `პარიტეტულმა კომიტეტმა‖ საგანგებო სხდომა გამართა, რომელიც
აჯანყებისათვის მზადებას მიეძღვნა. აჯანყების დღედ დაინიშნა 1924 წლის 17 აგვისტო, მთავარსარდლად
_ გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. გამოსვლა უნდა დაწყებულიყო ყველგან ერთდროულად. 7 აგვისტოს,
აჯანყებამდე 10 დღით ადრე, პატიმრობაში აიყვანეს ვალიკო ჯუღელი _ აჯანყების ერთერთი მთავარი
ხელმძღვანელი.
საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო წვრთნაზე გაშვებული ჯარი სასწრაფოდ დედაქალაქში
დააბრუნა. თბილისში საგანგებო წესები გამოცხადდა. ოდნავ საეჭვო პირებს იჭერდნენ და ციხეში
სვამდნენ. პარალელურად, ბოლშევიკებმა რეპრესიები გააჩაღეს აჯანყების მეორე ცენტრში _ ბათუმში.
შეიპყრეს აჯანყების მეთაურად საგულვებელი ყველა პირი. შეიარაღებული გამოსვლა რამოდენიმე დღით
კიდევ გადაიდო. ,,პარიტეტულ კომიტეტში‖ აჯანყების თარიღის განსაზღვრისას, ასევე სხვა საკითხების
გამო, განხეთქილება დაიწყო. ერთიანი აზრის შემუშავება შეუძლებელი გახდა.
აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს 2 საათის ნაცვლად ერთი დღით ადრე _ 28 აგისტოს 2 საათზე
დაიწყო ჭიათურაში. ამ აჯანყების შესახებ არაფერი იცოდა არც ,,პარიტეტულმა კომიტეტმა‖ და არც
აჯანყების რომელიმე ხელმძღვანელმა.
ჭიათურის ამბები უმალვე შეიტყო საოკუპაციო ხელისუფლებამ. სერგო ორჯონიკიძემ ჭიათურას
დამსჯელი რაზმები მიუსია. მთელ საქართველოში ხელისუფლებამ საგანგებო წესები გამოაცხადა.
დამსჯელი რაზმები განსაკუთრებული სიმკაცრით მოქმედებდნენ თბილისსა და ბათუმში. უსასტიკესმა
ტერორმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
29 აგვისტოს აჯანყება მაინც დაიწყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ეს ჭეშმარიტად
საყოველთაო-სახალხო გამოსვლა ერთიან ხელმძღვანელობას მოკლებული აღმოჩნდა. აჯანყებულებმა
ვერ შეძლეს თბილისზე დაგეგმილი შეტევის განხორციელება. რამდენიმე დღეში დამსჯელმა
ექპედიციებმა ჩაახშვეს აჯანყებები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და კახეთში. 1924 წლის
სექტემბრის დამდეგს შეიპყრეს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის‖ (,,პარიტეტული
კომიტეტის‖) თავმჯდომარე კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და მდივანი იასონ ჯავახიშვილი.
რეპრესიები მთელ საქართველოში აჯანყების დამარცხების შემდეგაც გაგრძელდა. აჯანყების
ბევრი მონაწილე თუ ეჭვმიტანილი ყოველგვარი გამოძიებისა თუ გასამართლების გარეშე დახვრიტეს.
მოსკოვში გამოსვლისას სერგო ორჯონიკიძემ განაცხადა: ,,მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს, იქნებ ცოტა
გადავაჭარბეთ, მაგრამ ამას ახლა რაღა ეშველება‖. სულ რეპრესიების შედეგად 4 000-მდე ადამიანი
დაიღუპა. თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა აჯანყების მეთაურთა საქმის ძიება. 1925 წელს გაიმართა
სასამართლო პროცესი. აჯანყების ცოცხლად გადარჩენილ ხელმძღვანელებსა და მონაწილეებს
ხანგრძლივი ვადით ციმბირში გადასახლება მიესაჯათ.
1921-1924 წლების ეროვნული მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების მიზანი იყო
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აჯანყებას უნდა გადაეწყვიტა საქართველოს მომავალი.
1924 წლის აჯანყებას წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერის ისტორიაში. იგი
გმირობისა და თავდადების მაგალითს აძლევდა მომავალ თაობებს. 1924 წლის აჯანყებით საქართველოში
დასრულდა ერევნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთი ეტაპი.
ამავე პერიოდში პარიზში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგი‖, რომელსაც სათავეში
ედგა გენერალი ლეო კერესელიძე. ამ ორგანიზაციის დაარსება მოასწავებდა ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალი ეტაპის დასწყისს.

$6 რუსული სოციალიზმის მშენებლობა საქართველოში

359
რუსეთის ახლი ეკონომიკური პოლიტიკა. სამოქალაქო ომის წლებში რუსეთის ეკონომიკამ დიდი
დარტყმა განიცადა. ხელფასი გაიცემოდა არა ფულით, არამედ პროდუქტებით, რაც მოსახლეობაში
უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ რუსეთში დაიწყო ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც
შემოკლებით ნეპ-ი ეწოდა. ამ პოლიტიკის სულის ჩამდგმელი გახლდათ ვ. ლენინი, რომლის მთავარი
არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში დაშვებული იქნა კაპიტალიზმის ელემენტები, რომელიც რა
თქმა უნდა სახელმწიფოდან იყო კონტროლირებული. 1923 წლისათვის ნეპ-ის პოლიტიკამ შედეგი
გამოიღო და ქვეყანამ განვითარების პირველ მსოფლიო ომამდე დონეს მიაღწია.
XX საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირმა უარყო ნეპ-ის პოლიტიკა და
დაიწყო კერძო საკუთრების მოსპობა და მათი სრული ნაციონალიზება. სოფლად კი დაწყებულ იქნა
კოლექტივიზაცია. ქვეყნის მთელი ეკონომიკა ბოლშევიკურ დიქტატურას დაექვემდებარა.
განსაკუთრებით მწვავე იყო კოლექტივიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობდა
გლეხებისათვის მიწებისა და საქონლის ჩამორთმევას და მათ გაერთიანებას კოლექტიურ მეურნეობებში.
ძალდატანებითმა კოლექტივიზაციამ გამოიწვია საბჭოთა კავშირში მცხოვრები გლეხების დიდი
პროტესტი. მარტო 1930 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში გლეხთა 2000-მდე გამოსვლა მოეწყო.
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო იყო ცენტრალიზებული, უნიტარული და იმპერიული
სულისკვეთების ქვეყანა, რომელშიც მოკავშირე რესპუბლიკების უფლებები მინიმუმამდე იყო
შემცირებული.
საბჭოთაA კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი 1922 წლიდან გახლდათ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი).
ი.ბ. სტალინი დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს ქალაქ გორში. ის აღიზარდა ღარიბი ქართველი
ხელოსნის ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდანვე ღებულობდა მონაწილეობას რევოლუციურ მოძრაობაში
და ძალიან მალე ბოლშევიკური პარტიის გამორჩეულ ფიგურად იქცა. რევოლუციური საქმიანობის გამო
იგი არაერთხელ იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. სტალინს დიდი როლი მიუძღვის
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადებაში და დიდ როლს თამაშობდა სამოქალაქო ომის
პერიოდში.
1924 წლის იანვარში გარდაიცვალა ვ.ი. ლენინი. სტალინმა თავისი მომხრეების კამენევის,
ბუხარინისა, ზინოვიევის და სხვათა მეშვეობით ხელისუფლებას ჩამოაცილა ლ. ტროცკი. ამის შემდეგ მან
გზიდან ყოფილი მომხრეებიც ჩამოიცილა და გახდა ერთპიროვნული მმართველი.
რუსული სოციალიზმის მშენებლობა საქართველოში. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ 20-იანი
წლების შუახანებიდან შეიმუშავა საბჭოთა კავშირში სოციალისტური სისტემის შექმნის კონკრეტული
გეგმა. იგი ემყარებოდა სამი ფუნდამენტური ამოცანის პრაქტიკურლ განხორციელებას: პირველი იყო
ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, მეორე _ კოლექტივიზაცია, ხოლო მესამე _ კულტურული რევოლუცია.
სამივე ამოცანა ძალდატანებით, მოსახლეობისა და საზოგადოების იძულების გზით უნდა მომხდარიყო.
ინდუსტრიალიზაცია ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირში საკუთარი მძიმე მრეწველობის
შექმნას. ეს უნდა მომხდარიყო კაპიტალისტური სახელმწიფოების დახმარების, სესხის თუ
ინვესტიციების გარეშე. ყველა რესპუბლიკის მოსახლეობას დაეკისრა ფიზიკური, მატერიალური თუ
ფინანსური რესურსების გაღება. ხელისუფლებამ ისეთი ფსიქოლოგიური გარემო შექმნა, რომ
მოსახლეობის ნაწილმა ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა დიდი სამრეწველო ობიექტების,
საწარმოების, რკინიგზების მშენებლობაში. 1927-1937 წლებში, ე.წ. პირველი და მეორე ხუთწლედების
პერიოდში, საქართველოში არაერთი მსხვილი საწარმო აშენდა: ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური,
რიონჰესი, თბილისის ჩარხმშენებელი და ლითონკონსტრუქციების საწარმოები და სხვა. 30-იანი წწ-ის
ბოლოს საქართველოს ეროვნული შემოსავლის 75 %-ზე მეტს მრეწველობა იძლეოდა.
ძირითადად XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში
მიმდინარეობდა სოციალიზმის მეორე შემადგენელი რგოლის _ კოლექტივიზაციის პროცესი.
ძალდატანებით მოხდა სოფლის გლეხური მოსახლეობის მდიდარი ან საშუალო ფენებისათვის მიწების
ჩამორთმევა. ისინი გადაეცა ე.წ. კოლექტიურ მეურნეობებს (შემოკლებით – კოლმეურნეობებს), რაც

360
ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწის მთელი ფონდის სახელმწიფო საკუთრებაში
გადასვლას ნიშნავდა. კოლმეურნეობებში იძულებით გაერთიანებული გლეხობა ახლა უკვე არა საკუთარ,
არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას ამუშავებდა და ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ
დაწესებული ხელფასის სახით იღებდა. კერძო საკუთრებაში გლეხს მხოლოდ მცირე მოცულობის
საკარმიდამო ნაკვეთი დაუტოვეს, რომლიდანაც მიღებული პროდუქცია მინიმალურადაც კი ვერ
აკმაყოფილებდა მოთხოვნილებას. გლეხის საკოლმეურნეო შრომის შედეგად შექმნილი პროდუქციის
ერთპიროვნულ განმკარგველად სახელმწიფო იქცა. ქვეყნის გლეხური მოსახლეობა თავგანწირულ
წინააღმდეგობას უწევდა მიწების ჩამორთმევის პროცესს, მაგრამ მას სისხლიანი რეპრესიებითა და
გადასახლებით უპასუხებდნენ ხოლმე. კოლექტივიზაციის ერთ-ერთი შედეგი იყო გლეხური
მოსახლეობის ძალდატანებითი სოციალური და ქონებრივი გათანაბრება.
საბჭოთა სოციალიზმის მესამე ფუნდამენტის _ ,,კულტურული რევოლუციის‖ მთავარ მიზნად
გამოცხადდა ბურჟუაზიული კულტურის ლიკვიდაცია და ახალი, სოციალისტური კულტურის
მშენებლობა. კულტურისა და ხელოვნების ყველა სფეროში გაბატონდა ე.წ. სოციალისტური რეალიზმის
მეთოდი. იგი უკრძალავდა ხელოვანს თავისუფალ აზროვნებას, შემოქმედებას და აიძულებდა მხოლოდ
სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი თემების დამუშავებას. შემოქმედს, მწერალს, მხატვარს, კომპოზიტორს
თუ ნებისმიერ სხვა სფეროს წარმომადგენელს ხოტბა უნდა შეესხა საკოლმეურნეო შრომისათვის,
ინდუსტრიალიზაციის პროცესისათვის, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი რგოლისთვის და მისი
სრული მორჩილების იდეა უნდა ექადაგა. უნდა აღზრდილიყო ახალი საბჭოთა ადამიანი,
რომლისთვისაც ეროვნულ _ ტრადიციული ღირებულებები დრომორჭმული და მეორეხარისხოვანი
ხდებოდა, ხოლო უპირველესი ღირებულება იყო საერთო-საბჭოთა ინტერნაციონალური ერთობა.
არსობრივად, აღნიშნული პროცესი გულისხმობდა ეროვნული ნიშნების თანდათანობით ლიკვიდაციას
და სხვა ერების გათქვეფას რუს ერში, რუსული ენისა და კულტურის შეუზღუდავი პრიორიტეტის
პირობებში.
30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში სოციალისტური საზოგადოება და სისტემა _
სოციალიზმი-აშენებულად გამოცხადდა.

$7 საქართველოს XX საუკუნის 30-იანი წლებში

ახალი ქვეყნის შენება. გასაბჭოების პირველი წლების შემდეგ სახელმწიფომ მთელ საბჭოთა
კავშირში დაიწყო კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროგრამების განხორციელება.
1924 წლის აჯანყებამ შეიწირა თავადაზნაურობისა და ოფიცრობის დიდი ნაწილი. კერძო
საკუთრების მოსპობასთან დაკავშირებით ვაჭარ-მრეწველებმა საქართველოს ფარგლები თავად დატოვეს.
განკულაკებამ შეძლებული და საშუალო გლეხების დიდი ოჯახები საბოლოოდ დაშალა. მათი უდიდესი,
გაღატაკებული ნაწილი ქალაქებისკენ დაიძრა და მუშურ მასას შეერია. თბილისში იწყო დენა
საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ინტელიგენციამ. სადაც ისინი წლების განმავლობაში ადგილობრივ
კულტურულ ძალას შეადგენდნენ. თბილისში იყო თავმოყრილი ქვეყნის ყველა ძირითადი უმაღლესი
სასწავლებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი,
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სამედიცინო ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია,
კონსერვატორია, საოპერო სტუდია.
მწერლებს პარტია ავალებდათ დაეგმოთ ,,ძველი დროის გადმონაშთი‖ _ ნაციონალური
გრძნობების გამაღვიძებელი მწერლობა. დაეცინათ ეროვნული ღირებულებებისათვის, ექოთ და
ედიდებინათ რევოლუცია, მშრომელი მასების ,,გმირული‖ შრომა, შეექმნათ ,,ახალი‖ საბჭოთა ადამიანის
უნაკლო სახე.

361
მმართველმა ორგანოებმა `ურჩ‖ მწერლებს დაუპირისპირეს ე.წ. `პროლეტარული მწერლები‖,
რომელთა სახელები დღეს აღარავის ახსოვს მაგრამ მაშინ მათ მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა
ჰქონდათ. `მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუციამ თუ კი მიბრძანა‖, _ ერთ-ერთი
`პროლეტარი მწერლის‖ ეს სალექსო სტრიქონი პარტიულ თანამოაზრეთა წრეში მაღალი მორალის
საუკუთესო გამოხატულებად იყო მიჩნეული.
პოლიტიკური რეპრესიები. ხელისუფლება იმთავითვე უნდობლად უყურებდა განათლებულ
ინტელიგენციას, რომელიც აღტაცებით არ ხვდებოდა რევოლუციურ ლოზონგებს. ხედავდა, რომ საბჭოთა
ლოზუნგებს არაფერი ჰქონდა საერთო ადამიანის დემოკრატიულ უფლებებთან და ეროვნულ
ინტერესებთან. მალე დარწმუნდა, რომ ადამიანის მატერიალური კათილდღეობა უიმედოდ შორს იყო
დაპირებულისაგან, რომ სახელმწიფოს მკაცრი ცენტრალიაცია ადამიანის შემოქმედებით ნებას, აზრის
თავისუფლებას უკიდურესად ბოჭავდა. თვით ძველი პარტიული ელიტაც, მშიერი მასების მაცქერალი,
თანდათან კარგავდა კომუნისტური იდეალებისადმი რწმენას. ყოველივე ამას მმართველი პარტიაც
ხედავდა და ამიტომ ძალაუფლების განსამტკიცებლად სხვადასხვა საშუალებებს მიმართა _ გააძლიერა
განათლების სფეროზე კონტროლი და შექმნა რეპრესიული მანქანა.
საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავდა ,,ახალი ადამიანის‖ ფორმირებას, 1920-იან
წლებში ასე თუ ისე იტანდა კრიტიკულ აზრს, 30-იანი წლებიდან კი მისდამი სრული შეურიგებლობა
გამოცხადდა. რეპრესიები საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში დაიწყო, მაგრამ
არნახულ მაშტაბს მიაღწია 1930-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნისტური მთავრობის
ხელმძღვანელობა ლავრენტი ბერიამ ჩაიბარა.
განსაკუთრებით გაძლიერდა რეპრესიები 1937 წელს. ყველა, ვინც პარტიული ხელმძღვანელების
ეჭვს იწვევდა, ,,ხალხის მტრად‖ ცხადდებოდა. ,,ხალხის მტერი‖ _ ამ იარლიყის მიწებებით ფიზიკურად,
მატერიალურად და მორალურად ნადგურდებოდა ათი ათასობით ოჯახი. ასეთი ოჯახების
წევრებისათვის დახშული იყო სახელმწიფო დაწესებულებების კარები, მათ არ იღებდნენ სასწავლებლად
უმაღლეს სასწავლებლებში.
იმდროინდელი გაზეთების ნომრებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდებოდა საბრალდებო
დასკვნები მორიგი მსხვერპლის მისამართით და მშრომელთა კოლექტიური გამოხმაურებები.
XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი,
ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, პოეტები _ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, დირიჟორი
ევგენი მიქელაძე, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი. ასევე რეპრესიებს შეეწირნენ
გრ. წერეთელი, შ. ცინცაძე, ზ. ელიავა, ბ. რამიშვილი, ზ. ნანეიშვილი და სხვ.
გარდა ამისა 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირნენ თვით კომუნისტური პარტიის
ხელმძღვანელებიც: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, მიხეილ კახიანი, ლ. ქართველიშვილი, ლ.
ღოღობერიძე, ს. მამულიაკ. ცინცაძე, ე. ეშბა, ნ. ლაკობა და სხვა. მთელ ქვეყანას გადაუარა 1936-1937
წლების რეპრესიაბმა, რომელმაც გაანადგურა ყოფილი პარტიული ლიდერების უმრავლესობა და
წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობის თითქმის ნახევარი.
ქვეყანა მოიცვა მასიურმა ტერორმა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 1934 წლის შემდეგ,
როდესაც მოკლული იქნა პარტიული მოღვაწე ს. კიროვი. სწორედ ასეთი ტერორის ვითარებაში იქნა
მიღებული 1936 წელს ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია. მასში გამოცხადებული იყო, რომ საბჭოთა
კავშირში საბოლოოდ გაიმარჯვა სოციალიზმმა.
პოლიტიკურმა რეპრესიებმა მთელ ქვეყანას გადაუარა. რეპრესირები მეტ-ნაკლებად შეეხო ყველა
ეროვნებისა და სოციალური ფენის წარმომადგენელს. იგრძნო რა საშიშროება ზოგიერთი საბჭოთა
კავშირის ყოფილი მაღალ ჩინოსანი გარბოდა საზღვარგარეთ. მაგალითად, ასეთი იყო ლ. ტროცკი. მაგრამ
1940 წელს მექსიკაში მყოფი ტროცკი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაზვერვის აგენტებმა მოკლეს.
ზოგიერთი მუშაკი კი, იმის გამო, რომ ვერ უძლებდა ტოტალური რეჟიმის სიმძიმეს თვითონ იკლავდა
თავს. ასეთი იყო მაგალითად, ს. ორჯონიკიძე.

362
ამ რეპრესიების დროს 700 000-ზე მეტ ადამიანს ოფიციალურად მიესაჯა დახვრეტა და არა
ოფიციალურად უფრო მეტი შეეწირა მას. მილიონობით ადამიანი გადაასახლეს და კოლონიებში
მოათავსეს.
ოფიციალური მონაცემებით ,,გულაგის‖ ბანაკებში გადასახლებულნი იყვნენ: 830 000 რუსი,
181 405 უკრაინელი, 44 485 ბელორუსი, 24 499 უზბეკი, 19 758 ებრაელი, 11 723 ქართველი, 11 064 სომეხი,
4 347 ტაჯიკი და სხვ. ამრიგად ქართველ რეპრესირებულთა საშუალო პროცენტული მაჩვენებელი
საკმაოდ მაღალი გახლდათ.

თავი XXII საქართველო 1941-1945 წლებში

$1 მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები და


საომარი მსვლელობანი 1939-1941 წლებში

მეორე მსოფლიო ომი (1939-1945 წწ) ფაქტობრივად იმ წინააღმდეგობებზე აღმოცენდა, რომელიც I-


მა მსოფლიო ომმა (1914-1918 წწ) დატოვა. I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო
ურთიერთობები იმით დამთავრდა, რომ 30-იანი წლების შუა ხანებისათვის ჩამოყალიბდა გერმანია-
იტალია-იაპონიის სამხედრო პოლიტიკური კავშირი. ასეთ ვითარებაში, 1939 წელს, უშედეგოდ
დამთავრდა ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის ცდა.
ევროპაში ანტიგერმანული კოალიციის შექმნის მცდელობის ჩაშლის შემდეგ გერმანიამ და საბჭოთა
კავშირმა ერთმანეთთან მორიგება არჩიეს. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში ხელი მოაწერეს გერმანია-
საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტს 10 წლის ვადით. მას ხელს აწერდა სსრკ-ს მხრიდან
მოლოტოვი და გერმანიის მხრიდან რიბენტროპი. პაქტის ძალით გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა
გავლენის სფეროები გადაინაწილეს. ანტიგერმანული კოალიციის ჩაშლამ და საბჭოთა კავშირთან
დადებულმა თავდაუსხმელობის პაქტმა ხელ-ფეხი გაუხსნა გერმანიას. აგრესიული გეგმების
განხორციელებაში შეუზღუდავი რჩებოდა საბჭოთა კავშირიც.
იმის შემდეგ რაც 1933 წელს გერმანიის მთავრობის სათავეში მოვიდა ჰიტლერი სახელმწიფომ
შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც მოჰყვა უსაფრთხოების საკითხებთან
დაკავშირებით ვერსალის ზავის პირობების გადასინჯვა. გერმანიამ დაიწყო ტერიტორიების დაკავება
ევროპაში. მან 1935 წელს დაიკავა საარის მხარე, 1936 წელს _ რაინის ოლქი, 1938 წელს _ ავსტრიის და
სუდეტის (ჩეხოსლავაკია) მიწები.
ყოველივე ამის საპასუხოს 1935 წლის 21 მარტს საფრანგეთმა საპროტესტო ნოტა გააგზავნა
გერმანიაში, ხოლო იმავე წლის 17 აპრილს ერთა ლიგის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც
ნათქვამია, რომ გერმანიამ დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება. მაგრამ ამას მოჰყვა გერმანიის
საპროტესტო ნოტა ერთა ლიგის საბჭოს აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ და გერმანიამ გააგრძელა
თავისი დამპყრობლური პოლიტიკა.
ბრძოლები ევროპაში. გარმანია 1939 წლის 1 სექტემბერს თავს დაესხა პოლონეთს. ამის საპასუხოთ
3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ჯარების გამოყვანა მოსთხოვეს პოლონეთიდან,
რომელიც გერმანიამ არ შეასრულა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იმავე დღეს მათ გერმანიას

363
გამოუცხადეს ომი. 5 სექტემბერს საფრანგეთმა დაიწყო შეტევა საარის მხარეზე. გერმანელებმა
წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიწყეს უკან დახევა, რადგანაც მას თავისი სამხედრო ძალების 70 % ამ
დროისთვის პოლონეთის წინააღმდეგ ჰყავდა მიმართული. თუმც საფრანგეთს არ უცდია ამით გერმანიის
საბოლოო დამარცხება. ამ ფაქტის გამო მეორე მსოფლიო ომის ეს მომენტი ისტორიაში შევიდა `უცნაური
ომის‖ სახელწოდებით. პოლონეთის ჯარებმა დიდხანს ვერ გაუძლეს გერმანელთა ჯარების ზეწოლას და
28 სექტემბერს მათი დედაქალაქი ვარშავა დაეცა. კიდევ უფრო ადრე კი 17 სექტემბერს მოლოტოვ-
რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია.
1939 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა ომი დაიწყო ფინეთში. 30 ნოემბერს წითელმა არმიამ
გადალახა ამ ქვეყნის საზღვრები. ფინეთის ჯარებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა არმიას, რის
შედეგადაც ამ უკანასკნელმა 200 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ხოლო ფინეთმა 25 000 კაცი.
1940 წლის 12 მარტს გაფორმდა ზავი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის. ამ ხელშეკრულების
თანახმად კარელიის ნაწილი და ნახევარ-კუნძული კალასტაიანსაარეტო სსრკ-ას გადაეცა. 1941 წელს
ფინეთმა დაარღვია ზავი და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად საბჭოთა კავშირთან განაახლა
საომარი ვითარება, რომელიც 1944 წლამდე იქნა გაგრძელებული.
იმის გამო, რომ ომის გამოცხადების მიუხედავად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აქტიურ
საომარ მოქმედებებზე არ გადასულან, ამით გაგულისებულმა გერმანიამ გადაწყვიტა ნეიტრალური
ქვეყნების _ ნორვეგიისა და დანიის დაპყრობა, რომლებიც გერმანიისათვის ჩრდილოეთის
მიმართულებით ჩასატარებელი უმნიშველოვანესი სამხედრო ოპერაციებისათვის ეკონომიკურ და
სამხედრო ბაზას წარმოადგენდნენ. 1940 წლის 9 აპრილს გერმანული ჯარები ნორვეგიაში და დანიაში
შეიჭრენ. დანიის მთავრობამ წინააღმდეგობის გაწევა უაზროდ ჩათვალა და პირველივე დღესვე
კაპიტულაცია გამოაცხადა. ნორვეგიამ კი დაიწყო სამხედრო მობილიზაცია და გერმანელებისათვის
წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა გერმანული ჯარების სიმრავლემ და ბრძოლისუნარიანობამ
თავისი გაიტანა და საბოლოოდ მათ ნორვეგიის დაპყრობა მოახერხეს. გერმანელებმა ხელისუფლება
ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ კვისლინგს ჩააბარეს.
ნორვეგიისა და დანიის დაპყრობის შემდეგ გერმანიამ აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
დასავლეთით. დასავლეთის ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის, ხოლო
საფრანგეთის მრიდან მაჟინოს თავდაცვითი ხაზით.
1940 წლის 10 მაისს გერმანულმა არმიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და
ლუქსემბურგის მიმართულებით. მათ საფრანგეთის სამხედრო შერნაერთებმა ღირსეული წინააღმდეგობა
ვერ გაუწიეს და გერმანელები მაინც მიიწევდნენ წინ. 17 მაისს ბრიუსელი გერმანელთა ჯარს
უბრძოლველად დანებდა. 20 მაისს გერმანელებმა მოახერხეს ქალაქ კალემდე მიღწევა და დიუნკერკის
მიდამოებში ალყაში მოაქციეს მოკავშირეთა (საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის გაერთიენებული არმია),
რომელიც 340 000-კაციანს მოითვლიდა.
5 ივნისს გერმანელებმა შეტევა წამოიწყეს მდინარე ესნასა და მდინარე სომის მიმართულებით.
მდინარე ესნას და მაჟინოს ხაზის გადალახვის შემდეგ გერმანული ჯარები მიუახლოვდნენ პარიზს.
ქალაქის გადარჩების მიზნით საფრანგეთის მთავრობამ ა. პეტენის მეთაურობით პარიზი ღია ქალაქად
გამოაცხადა და 14 ივნისს ის გერმანელებს ჩააბარა. 17 ივნისს პეტენმა საფრანგეთის კაპიტულაცია
გამოაცხადა. საზავო ხელშეკრულების მიხედვით საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილი ოკოპირებულ იქნა,
ხოლო სამხრეთ ნაწილში კი შენარჩუნდა საფრანგეთის მთავრობა, რომელსაც ყავდა ძალიან მცირე არმია.
გერმანელთა პირობის თანახმად საფრანგეთის ფლოტი უნდა განიარაღებულიყო, ხოლო ფრანგული
კოლონიები გერმანიის კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.
გერმანელთა ბლიცკრიკი დასავლეთი ევროპის ფრონტზე 6 კვირა და 3 დღე გაგრძელდა. ამ
ბრძოლების შედეგად გერმანელთა მხრიდან დაიღუპა 46 000 და მოკავშირეთა მხრიდან კი 135 000
ჯარისკაცი.
დიდი ბრიტანეთის ბრძოლები. საფრანგეთის დამორჩილების შემდეგ გერმანიის მთავარი მეტოქე
დასავლეთ ევროპაში გახლდათ დიდი ბრიტანეთი. გერმანიამ მის დასამორჩილებლად შეიმუშავა
სამხედრო გეგმა, კოდური სახელწოდებით `ზღვის ლომი‖, რომელიც გულისხმობდა საჰაერო

364
თავდასხმებით დიდი ბრიტანეთის ავიაციის განადგურებას. 1938 წლიდან 1940 წლამდე 2 წლის
განმავლობაში ბრიტანეთი საჰაერო ბრძოლებისათვის ემზადებოდა _ მათ ამისათვის დაამზადეს ახალი
საბრძოლო თვითმფრინავები და ახალი ტიპის რადარები, რომელიც მთელ ქვეყანაში მოქმედებდა და
მოწინააღმდეგის საჰაერო მანევრების გაკონტროლებას ახერხებდა.
გარდა ამისა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაში საბრძოლო განწყობაც სუფევდა. სწორედ ამის
გამო 1940 წლის მაისში ნეიტრალური პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ნ. ჩემბერლენი პრემიერ-
მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა იუსტონ ჩერჩილმა, რომელიც გერმანიასთან აქტიური ბრძოლის
მომხრე გახლდათ. გერმანელთა თავდასხმების დაწყებამდე ერთი თვით ადრე უ. ჩერჩილმა 1940 წლის 4
ივნისს ბრიტანეთის მოქალაქეებს გამახნევებელი სიტყვებით მიმართა და სამშობლოს დაცვის მიზნით
გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
1940 წლის 16 ივნისს 2 500 თვითმფრინავით აღჭურვილმა გერმანულმა ავიაციამ ჩრდილოეთ
საფრანგეთიდან ინგლისურ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო, რომელიც 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მაგრამ, ბრიტანელი მფრინავების თავგანწირვამ გერმანელებს ხელი ააღებინა ინგლისის მასობრივ
დაბომბვებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერმანიამ ამ სამხედრო ოპერაციის დროს ნახა
უზარმაზარი ზარალი.
საბოლოოდ გერმანულმა ავიაციამ ინგლისის სრული განადგურება და დაპყრობა ვერ მოახერხა.
თუმც ინგლისმა ქალაქების დაბომბვისას მიყენებული მატერიალური ზარალის გარდა, დაკარგა
ბრიტანეთის 32 000 მშვიდობიანი მოქალაქე.
ბალკანეთის ბრძოლები. 1940 წლის 11 ივნისს ბ. მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი
გამოუცხადა. 28 ოქტომბერს იგი ალბანეთის ტერიტორიიდან თავს დაესსხა საბერძნეთს. 3 ნოემბერს
ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და იტალიელები აიძულეს თავდაცვით პოზიციებზე გადასულიყვნენ
და უკან დახევა დაიწყეს. იტალიის ჯარების დასახმარებლად ჰიტლერის ბრძანებით გადმოსროლილ იქნა
გერმანელთა ჯარები, რომლებმაც დაიწყეს ბალკანეთში ომი. 1941 წლის 6 აპრილს გერმანულთა ჯარებმა
შეძლო იუგოსლავიის საზღვრები გადალახვა. იმავდროულად გერმანულმა ავიაციამ კი დაიწყო
ბელგრადის დაბომბვა, რომელიც 12 აპრილს იქნა აღებული. 5 დღეში იუგოსლავიამაც მოაწერეს ხელი
კაპიტულაციას. პარალელურად, 6 აპრილს გერმანულმა ქვედანაყოფებმა საბერძნეთის მიმართულებით
განახორციელეს შეტევა, რომელიც წარმატებული გამოდგა ამ უკანასკნელთათვის. გერმანელებმა 9
აპრილს აიღეს ქალაქი სალონიკი და 21 აპრილს ბერძენთა არმია უკვე განადგურებული იყო მთლიანად.
1940 წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იაპონიამ და იტალიამ ხელი მოაწერეს `სამთა პაქტს‖,
რომლის მიხედვითაც ამ 3 სახემწიფოს ომის მსვლელობისას შეთანხმებულად უნდა ემოქმედათ. ომის
დასრულებიშ შემდეგ კი მსოფლიო მათ შორის უნდა გადანაწილებულიყო.

$2 გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე.


საქართველო სამამულო ომის საწყის ეტაპზე

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ეს ომი საბჭოთა კავშირის
პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამამულო ომად გამოაცხადა. საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგია
მიიჩნევდა, რომ ომი სამამულო იყო არა მარტო რუსი ერისათვის, არამედ რუსეთის მიერ დაპყრობილი და
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალით გაერთიანებული ერების, მათ შორის ქართველებისათვისაც.
1941 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე წარმოებულ ბრძოლებში გერმანიამ დიდ წარმატებებს
მიაღწია. დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსია, თითქმის მთელი უკრაინა, მოლდავეთი,
რუსეთის ფედერაციის დასავლეთი ოლქები. გერმანელები მიუახლოვდნენ მოსკოვსა და ლენინგრადს.
ომის დაწყებიდან მალე, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო

365
კომიტეტი იოსებ სტალინის თავმჯდომარეობით. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ხელში გადავიდა
მთელი სახელმწიფო ხელისუფლება.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოში, მოსკოვის
დირექტივების თანახმად, დაიწყო სამხედრო-სამობილიზაციო ღონისძიებების გატარება. ომის
დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ფრონტზე გაიგზავნა დაახლოებით 100 000
ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ათასი ქალი. 1942 წლის გაზაფხულისათვის კი საქართველოდან
ფრონტზე მობილიზებული იყო 350 000-ზე მეტი ადამიანი. ფრონტზე გაწვევა ჩვენი ქვეყნიდან არც ომის
შემდგომ ეტაპზე შეწყვეტილა.
მძიმე გამოდგა საქართველოსათვის ეკონომიკის სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნა. ომის დაწყების
შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთი წიაღისეულის მოპოვებას, რომელიც აუცილებელი
იყო სამხედრო ინდუსტრიისათვის. კერძოდ გაიზარდა მანგანუმის, ქვანახშირის, ნავთობის, თეთრი
დარიშხანისა და სხვათა მოპოვება. დიდი დატვირთვით ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა.
თბილისის ფაბრიკა-ქარხნებისა და სხვა საწარმოების უმრავლესობას დაევალა სამხედრო შეიარაღებებისა
(პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ნაღმსატყორცნები და სხვა) და სამხედრო საჭურვლის
(ვაზნები, ყუმბარები და სხვა) წარმოება. 1941 წელს თბილისში ამოქმედდა საავიაციო ქარხანა, რომელიც
ავიაგამანადგურებლებს უშვებდა.
ომის პირველსავე თვეებში საქართველოში საბჭოთა კავშირის დასავლეთი რაიონებიდან,
რომელთაც ოკუპაციის საფრთხე ემუქრებოდათ, ათასობით ლტოლვილი საქართველოში გადმოიყვანეს.
ძალზე გაძნელდა ჩამოსულთა ბინით, სამუშაო ადგილითა და სურსათით უზრუნველყოფა. სოფლის
მოსახლეობა თითქმის შიმშილობდა. ქალაქადაც და სოფლადაც გაჩნდა დიდი დეფიციტი პირველადი
მოხმარების საგნებზე.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომმა უკვე პირველივე თვეებიდანვე ძალზე დაამძიმა ეკონომიკური
და სოციალური ვითარება საქართველოში.

$3 ქართველები გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის ფრონტებზე,


პარტიზანულსა და ევროპის წინააღმდეგობის მოძრაობაში

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების მომენტისათვის ათასობით ქართველი სავალდებულო


სამხედრო სამსახურს გადიოდა საბჭოთა არმიასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტში. მათ დაემატა ომის
პირველ ხანებში მობილიზაციით ფრონტზე გაწვეულები. ასე რომ 1941 წლის ზაფხულსა და
შემოდგომაზე მძიმე თავდაცვით ბრძოლებში ათეულ ათასობით ქართველი მონაწილეობდა.
საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გერმანიასთან ომის დაწყების შემდეგ
დაიწყო ეროვნული სამხედრო ფორმირებების შექმნა. 1942 წლის დამლევამდე შეიქმნა 3 ქართული
დივიზია. რომლებმაც მძიმე ბრძოლები გადაიტანეს ყირიმის ნახევარკუნძულზე, კავკასიის დაცვისთვის
წარმოებულ ბრძოლებში და ომის სხვა ფრონტებზე. კავკასიის დაცვისათვის ბრძოლებში განსაკუთეებით
გამოიჩინა თავი არმიის სარდალმა გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ. მასთან ერთად ომის წლებში
სახელი გაითქვეს გენერლებმა ვლადიმერ ნანეიშვილმა, პორფირე ჩანჩიბაძემ, ერმალოზ კობერიძემ და
მრავალმა სხვამ. ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დიდმა ნაწილმა სახელი გაითქვა მოსკოვისა
(1941-1942 წწ.) და ლენინგრადის დაცვაში (1941-1943 წწ.). მათ სახელი გაითქვეს აგრეთვე
სტალინგრადთან (1942 წ.) და კურსკთან (1943 წ.) გამართულ ბრძოლებში, აგრეთვე გერმანიის მიერ
ოკოპირებული საბჭოთა ტერიტორიის განთავისუფლებაში (1943-1944 წწ.), გერმანიის საბოლოო
დამარცხებისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1944-1945 წწ.), და ბოლოს, ბერლინის ოპერაციაში (1945
წლის აპრილ-მაისი). აღსანიშნავია, რომ ბერლინის აღების დროს გერმანიის რაიხსტაგის (პარლამენტის)
შენობაზე საბჭოთა წითელი დროშა აღმართეს რუსმა ეგოროვმა და ქართველმა მიხეილ ქანთარიამ.

366
1941 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, გერმანიის წარმატებული შეტევის პერიოდში, საბჭოთა
არმიის ერთი ნაწილი ალყაში მოხდა. ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთაც თავი ვერ დააღწიეს ალყას,
პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. ალყაში მოხვედრილი საბჭოთა
არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. სხვადასვა დროს საბჭოთა
კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანელთა მიერ შექმნილი ტყვეთა ბანაკებიდან გაქცეულებმა
ასევე შექმნეს პარტიზანული რაზმები. ამ რაზმებშიც დიდი რაოდენობით იყვნენ ქართველები. საბოლოო
ჯამში, 1942-1944 წლებში უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი
ქართველი პარტიზანი აღმოჩნდა.
უკრაინაში წარმოებულ პარტიზანულ ბრძოლებში სახელი გაითქვა დავით ბაქრაძემ, რომელიც ს.
კოვპაკის ლეგენდარულ დივიზიაში ცალკე პოლკს მეთაურობდა. დ. ბაქრაძის პოლკმა გაანადგურა
გერმანელთა 67 ტანკი, 19 ქვემეხი, 300-ზე მეტი ავტომანქანა, ხელში ჩაიქდო სარკინოგზო ეშელონები.
უკრაინაში გამოჩენილი და მამაცი მეომრის სახელი ჰქონდა აგრეთვე ივანე რეხვიაშვილს.
ყირიმისათვის წარმოებულ ბრძოლებში თავი ისახელეს პ. გვალიას და ს. ჩაჩხიანის
პარტიზანულმა რაზმებმა. ყირიმში ფაშიატებმა სასტიკად აწამეს ცნობილი ქართველი პარტიზანი ქალი
ზოია რუხაძე. ბელორუსიაში წარმოებულ პარტიზანულ ბრძოლებში თავი ისახელეს ივანე შუბითიძემ და
ვლადიმერ თალაკვაძემ. ქართველი მებრძოლების ნაწილი ევროპის ტერიტორიაზე არსებული ტყვეთა
ბანაკებიდან გაიქცა და ჩაება ევროპის ქვეყნებში დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობაში. პოლონეთის
წინააღმდეგობის მოძრაობაში თავი ისახელეს: ვლადიმერ ძნელაძემ, შალვა კობიაშვილმა და სხვებმა,
საფრანგეთის წინააღმდწეგობის მოძრაობაში _ ოთარ იშხნელმა, ნიკოლოზ ტაბაღუამ, სტეფანე
ხატიაშვილმა და სხვებმა, იტალიაში _ ფორე მოსულიშვილმა, ნოე კუბლაშვილმა და სხვებმა. ფორე
მოსულიშვილი იტალიის ეროვნული გმირიც კი გახდა.
მეორე მსოფლიო ომში თავი ისახელეს დიმიტრი (ბაზორკა) გიორგის ძე ამილახვარმა, რომელიც
გახლდათ პარიზის სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული. იგი მეორე მსოფლიო
დაწყებისთანავე ჩაერთო გერმანელთა წინააღმდეგ ბძოლებში და გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინის
ბრძოლაში. 1942 წელს იგი საფრანგეთის გამოჩენილ მხერდმთავართა შორის იქნა მოხსენიებული, ხოლო
სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას მისი სახელი მიენიჭა.

$4 გარდატეხის დასაწყისი ომის მსვლელობაში

აშშ-ს ჩაბმა ომში და ბრძოლები ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველ
ეტაპზე აშშ ოფიციალურად იცავდა ნეიტრალიტეტს, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი ფ. რუზველტი დიდ
ბრიტანეთს ფარულად მაინც უწევდა მატერიალურ დახმარებას.
1941 წლის 7 დეკემბერს, ამერიკელი ხალხის ისტორიაში მოხდა უდიდესი ტრაგედია _
მოულოდნელად იაპონიის ავიაცია თავს დასხა აშშ-ს წყნარი ოკიანის მთავარ ბაზას, ფლოტ პერლ-
ჰარბორს, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მდებარეობდა. იაპონურმა თვითმფრინავებმა 8 სახაზო გემიდან
5 ჩაძირეს და 3 დააზიანეს. აშშ-მ 188 თვითმფრინავი დაკარგა. 2403 ადამიანი დაიღუპა. იმავე დღეს
იაპონიამ ტაილადზე, ინგლისის კოლონიებზე _ მალაიასა და ბირმაზე _ მიიტანა იერიში. აშშ-მ და დიდმა
ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს იაპონიას. საპასუხოდ გერმანიამ და იტალიამ აშშ-ს გამოაუცხადეს ომი.
1942 წლის გაზაფხულზე იაპონელებმა დაპყრეს სინგაპური, ინდონეზია და ფილიპინები.
ბრძოლები ჩრდილოეთ აფრიკაში. იტალიამ საომარი მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ
აფრიკაშიც. ისინი 1940 წელს შეიჭრენ ლიბიაში, მაგრამ დამარცხდნენ. მათ დახმარება აღმოუჩინა
გერმანელებმა. სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა იტალიელების წინ წაწევა და ბენღაზის აღება. ამის
შემეგ მათ შეტევა ეგვიპტისაკენ მიმართეს, სუეცის არხისა და ალექსანდრიის დასაკავებლად, თუმცა იქ
ბრიტანელთა წინააღმდეგობა ვერ გადალახეს.

367
გარდატეხის დასაწყისი ომის მსვლელობაში. 1942 წლიდან იწყება გარდატეხის დაწყება მეორე
მსოფლიო ომში. 1942 წლის 1 იანვარს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების (აშშ, დიდი ბრიტანეთისა
და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირის, ჩინეთის, ავსტრალიის, ბელგიის, ინდოეთის, კანადის, კოსტა-რიკის, კუბის, ლუქსენბურის,
ჩეხოსლოვაკიის, დომენიკის რესპუბლიკის, ელ-სალვადორის, საბერძნეთის, გვატემალის, ჰაიტის,
ჰონდურასის, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, ნიკარაგუას, ნორვეგიის, პანამის, პოლონეთის, სამხრეთ-
აფრიკის კავშირისა და იუგოსლავიის) დეკლარაციას, რომელშიც საუბარია გამოიყენონ მთელი თავისი
სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსები, სამთა კავშირის იმ წევრებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ.
აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ომში სსრკ-სა და აშშ-ს მთავრობები შეთანხმდნენ
ურთიერთდახმარების პრინციპეპზე. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1942 წლის 11 ივნისს.
ომის მსვლელობის გარდატეხაში მნიშვნელოვანი როლი გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ
ქვეყნებს შორის კავშირის დადების გარდა, ასევე მოკავშირე ქვეყნებში სამხედრო წარმოების ზრდამ
ითამაშა _ 1942 წლის ბოლოს ისინი 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს აწარმოებდნენ,
ვიდრე სამთა პაქტის ქვეყნები.
სტალინგრადის და კურსკის ბრძოლები. 1942-1943 წლებში ომის მთავარ ფრონტს გერმანია-
საბჭოთა კავშირის ფრონტი წარმოადგენდა. 1942 წლის ნოემბერში გერმანიის 267 დივიზიიდან და 5
ბრიგადიდან, 192 დივიზია და 5 ბრიგადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული.
1942 წლის ივლისში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა კავკასიის ფრონზე. გარმანიამ
ჩრდილოეთ კავკასიის დაკავება მოახერხა. მაგრამ მათი ჯარების წინსვლის შეჩერება საბჭოთა ჯარების
მიერ მოხერხდა ქალაქ ორჯონინიძესთან (დღევანდელი ვლადიკავკაზი) და კავკასიის
უღელტეხილებთან. გერმანია-საბჭოთა კავშირის ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა
ქალაქ სტალინგრადთან. 1942 წლის აგვისტოს ბოლოს გერმანიის ჯარებმა სტალინგრადის ჩრდილოეთით
მდინარე ვოლგაზე გადასვლა მოახერხეს და სექტემბერ-ოქტომბერში ქალაქისათვის გაიმართა დიდი
ბრძოლები. 19 ნოემბერს საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გერმანელების ალყაში მოქცევა
მოახერხეს. საბოლოოდ 1943 წლის 2 თებერვალს გერმანიის ჯარის სარდლობამ ხელი მოაწერა
კაპიტულაციას. ამ ბრძოლებისას საბჭოთა ჯარმა ტყვედ აიყვანა 91 545 გერმანელი ჯარისკაცი და
ოფიცერი. ეს იყო ნამდვილად მეორე მსოფლიო ომში გარდატეხის დასაწყისი. სტალინგრადთან
დამარცხების შემდეგ გერმანიაში საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო, არმია ახალი ტექნიკით აღიჭურვა.
გერმანია კურსკის რაიონში გეგმავდა კონტრშეტევის წამოწყებას. ომის დასაწყისშივე ჩანდა, რომ ამ ომსაც
დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსვლელობაში. რამდენადმე სწორედ ამ ომს
უნდა გადაეწყვიტა ომის ბედიც. 1943 წლის 5 ივლისს კურსკის რაიონში დაიწყო გერმანელთა შეტევა. ეს
ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი სატანკო დაპირისპირება. მხარეებმა დიდი
რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გამოიყენეს. ორივე მხრიდან კურსკის ბრძოლაში 1200 ტანკი
მონაწილეობდა. 12 ივლისს მოხერხდა გერმანელთა ჯარების შეჩერება მთელ ფრონტზე და საბჭოთა
არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო. კონტრშეტევის შედეგად გერმანელთა ჯარებისაგან გათავისუფლდა
ქალაქი ორიოლი, ბელგოროდი და ხარკოვი. კურსკის რაიონში მომხდარი 50 დღიანი ბრძოლის დროს
გერმანელებმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგეს. 1943 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე საბჭოთა
არმიამ დონბასი და ნახევარი უკრაინა გაათავისუფლა. მდინარე დნეპრის გადალახვის შემდეგ კი
ბელორუსიის გათავისუფლება დაიწყო.
1942 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ აფრიკაში ინგლისის არმიამ გენერალ მონტგომერის
სარდლობით დაიწყო შეტევა და ელ-ალამეინთან ბრძოლაში იტალია-გერმანიის ჯარები დაამარცხა.
ნოემბერში კი ამერიკელთა ჯარმა დუატ ეიზენჰაუერის ხელმძღვანელობით მაროკოში დაიწყო
მოქმედება. ორივე მხრიდან შევიწროვებული გერმანია-იტალიის ჯარები 1943 წლის 13 მაისს ტუნისში
დამარცხდნენ.
1943 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ჯარები გადავიდნენ კუნძულ სიცილიაზე და
შეძლეს ბ. მოსოლინის დააპატიმრება. იტალიაში ახალი მთავრობის ხელმძღვანელობა ითავა მარშალმა
ბადოლიომ. ახალმა მთავრობამ მოკავშირეებთან საიდუმლო მოლაპარაკება დაიწყო. 3 სექტემბერს დიდი

368
ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარებმა აპენინის ნახევარკუნძულზე გადასვლა დაიწყეს. იმავე დღეს ბადოლიომ
მოკავშირეებთან დაზავებას ხელი მოაწერა და იტალიის ჯარებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. მაგრამ,
ჩრდილოეთ იტალიაში შეიჭრენ გერმანული ჯარები. გერმანელებმა მოახერხეს მათ მიერ დაკავებულ
ტერიტორიაზე ძველი ხელისუფლების აღადგინა და მას სათავეში ციხიდან გამოშვებული მუსოლინი
ჩაუყენეს.
საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომელთა
შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა პარტიზანები. პარტიზანული ძალების
კოორდინირებისათვის 1942 წელს საბჭოთა ჯარში შეიქმნა სპეციალური პარტიზანული მოძრაობის
შტაბი, რომელიც პარტიზანთა კოორდინირებულ და შეთანხმებულ მოძქმედებებს უწყობდა ხელს.
დასავლეთ ევროპაში წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარ ძალად საფრანგეთის წინააღმდეგების
მოძრაობა წარმოადგენდა, რომელსაც გენერალი შარლ დე გოლი ხელმძღვანელობდა. ფრანგმა
პარტიზანებმა მხოლოდ 1942 წლის განმავლობაში 276 დივერსია მოაწყვეს, ხოლო შემდეგ წელს
დივერსიაბის რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.
1943 წლის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც სსრკ-ს,
აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები მონაწილეობდნენ, რომელზეც შეთანხმდნენ ერთიანი
ძალებით გაენადგურებინათ Gგერმანია.
მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელი ეტაპი. 1944 წლიდან საბჭოთა კავშირმა ლენინგრადისა
და უკრაინის მიმართულებით შეტევები დაიწყო. საბჭოთაA კავშირმა იმავე წლის ზაფხულში ფინეთის
არმია დაამარცხა და მასთან 2 სექტემბერს საზავო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფინეთის
ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ საბჭოთა არმიამ ნორვეგიის ტირიტორიებზეც განაგრძო საბრძოლო
ოპერაციები.
მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იდგა საკითხი გერმანიისათვის მეორე ფრონტის
გახსნის შესახებ. საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ თავდაპირველად დაგეგმილი იყო
მეორე ფრონტის გახსნა 1942 წლის აგვისტოში, თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა. ომის მთელი სიმძიმე
საბჭოთა კავშირს დააწვა. 1944 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელთა ჯარემბა
უკან დაიხია და ბრძოლის სასწორი აშკარად საბჭოთა კავშირის მხარეზე გადაიხარა 1944 წლის 6 ივნისს
დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო მოკავშირეთა დესანტის გადასხმა ნორმანდიაში (ჩრდილოეთ
საფრანგეთი). მოკავშირეთა არმიას სარდლობდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენერალი დ.
ეიზენჰაუერი. ოპერაციაში მონაწილეობდა მოკავშირეთა 2,9 მლნ ჯარისკაცი. აგვისტოში მოკავშირეთა
დესანტი სამხრეთ საფრანგეთშიც გადასხეს. იმავდროულად პარიზში ფრანგი პატრიოტების აჯანყება
დაიწყო. მალე პარიზი იქნა განთავისუფლებული გერმანელი დამპყრობლებისაგან და გერმანელებმაც
დაყარეს იარაღი.
მეორე ფრონტის გახსნის პარალელურად ივნისში საბჭოთა კავშირის ჯარებმა ბელორუსიის
მიმართულებით დაიწყო ოპერაცია, რომლის კოდური სახელწოდებაც გახლდათ `ბაგრატიონი‖. ამ
ოპერაციის შედეგად საბჭოთა არმიამ მინსკთან 100 000 გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდო და 400 კმ-
ით დასავლეთისაკენ წაიწია. აგვისტოს ბოლოს საბჭოთა არმიამ სსრკ-ს მთელი ტერიტორია
გაანთავისუფლა და პოლონეთი და აღმოსავლეთ პრუსია დაიკავა. აგვისტოში საბჭოთა ჯარები
რუმინეთში შევიდნენ, რუმინეთი და ბულგარეთი საბჭოთა კავშირს დაუზავდნენ. სექტემბერის თვეში
საბჭოთა ჯარები იუგოსლავიაშიც შევიდა. ამდენად სულ 2 თვეში საბჭოთა ჯარებმა თითქმის მთელი
მთელი აღმოსავლეთ ევროპა დაიკავა (გარდა საბერძნეთისა).
1944 წლის დეკემბერში გერმანია კიდევ ერთხელ შეეცადა მოწინააღმდიგის დამარცხებას და
კონტრშეტევა დაიწყო და ქალაქ არდენთან, სადაც მან მოკავშირეთა ხაზი 100 კმ-ის სიღრმით გააარღვია.
მაგრამ, 1945 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის ჯარებმა შეტევა დაიწყეს, გერმანიის საზღვრებზე
გადავიდნენ და ბერლინიდან 60 კმ-ზე შეჩერდნენ.
იალტის კონფერენცია. 1944 წლის მეორე ნახევარში ომის მსვლელობაში მომხდარი გარდატეხის
და ომის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის გამო, 1945 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის, დიდი
ბრიტანეთის აშშ-ს ლიდერები იალტაში (ყირიმი) შეიკრიბნენ. კონფერენციაზე მიიღეს შემდეგი

369
დადგენილებები: ბოლომდე გაენადგურებინათ გერმანია; გერმანიისათვის დაეკისრებინათ მაქსიმალური
სარეპარაციო თანხები; შეექმნათ ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფთა
მშვიდობას მსოფლიოში; უნდა მომხდარიყო იაპონიის დამარცხება;
გერმანიის კაპიტულაცია. 1945 წლის თებერვალში მოკავშირეთა ჯარებმა გერმანიისაკენ
სამხედრო მსვლელობა დაიწყეს. მარტში მათ მდინარე რაინი გადალახეს და რურის ოლქში გერმანელთა
ჯარები ალყაში მოაქციეს. 16 აპრილს დაიწყო შეტევა ბერლინზე. ამასობაში იტალიაში პარტიზანებმა
დაიჭირეს ბ. მუსოლინი და სიკვდილით დასაჯეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ა. ჰიტლერმა 30
აპრილს დილით თავი მოიკლა. იმავე დღეს საბჭოთა ჯარებმა რაიხსტაგის (მთავრობის სახლი) აღება
მოახერხეს, რომელზეც ქართველმა ქანთარიამ და რუსმა ეგოროვმა აღმართეს საბჭოთა კავშირის დროშა. 7
მაისს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარებმა იარაღი დაყარა. 8 მაისს გვიან ღამით გერმანიის
ჯარების ფელდმარშალმა ვ. კაიტელმა ბერლინში უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი.
გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ბერლინში შეიკრიბნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
უ. ჩერჩილი, აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და სსრკ-ს ლიდერი სტალინი. ამ სამმა
სახელმწიფომ გააფორმა პოცდამის ხელშეკრულება, რომელშიც საუბარი იყო შემდეგზე:
1) გერმანიის სრული განიარაღება და დემილიტარიზაცია, მთელი გერმანული სამხედრო
წარმოების განადგურება;
3) ლიკვიდირებულ იქნას ნაციონალ-სოციალისტური პარტია;
5) სამხედრო დამნაშავეები და ისინი, ვინც ნაცისტური ღონისძიებების დაგეგმვასა და
განხორციალებაში მონაწილეობდნენ ... უნდა იქნან დაპატიმრებული და წარსდგნენ სასამართლოს
წინაშე.
15) გერმანული ეკონომიკა უნდა დაქვემდებაროს მოკავშირეთა კონტროლს;
ომის დასასრული აღმოსავლეთში. ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ 8
აგვისტოს სსრკ-მ ომი გამოუცხადა იაპონიას და მომდევნო დღეს მანჯურიაში განლაგებული იაპონიის
ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა მონღოლეთის შენაერთებთან
ერთად სწრაფი შეტევით იაპონელთა მიერ დაპყრობილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი, ჩრდილოეთ
კორეა, კუნძული სახალინი და კურილიის კუნძულები დაიკავა.
6 და 9 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის 2 ქალაქში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ახლად შექმნილი 2
ატომური ბომბი ჩააგდო, რის შედეგადაც 140 000-მდე ადამიანი დაიღუპა. 1945 წლის 2 სექტემბერს
ტოკიოს ყურეში იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას, რომლითაც მეორე მსოფლიო ომი
დამთავრებულად გამოცხადდა.

$5 ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ომის წლებში.


ქართველები გერმანიის სამხედრო ფორმირებებში

ქართული პოლიტიკური ემიგრაცია სხვადასვაგვარად აფასებდა მეორე მსოფლიო ომის წინა


პერიოდის საერთაშორისო ვითარებას. სოციალ-დემოკრატები (ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, აკაკი
ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვები) გერმანიაში ნაციონალ-სოციალიზმის გაძლიერებას საშიშ
მოვლენად განიხილავდნენ. ეროვნულ-დემოკრატები (სპირიდონ კედია, რევაზ გაბაშვილი, ზურაბ
ავალიშვილი და სხვა) აღნიშნულ ვითარებას ყურადღებას არ აქცევდნენ და მას არ აფასებდნენ, როგორც
გერმანიასთან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ურთიერთობის შემაფერხებელ მოვლენას.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის წლებში ბევრი ქართველი იბრძოდა უშუალოდ გერმანიის
არმიასა და გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობას დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამხედრო
ფორმირებაში.

370
1941 წლის ბოლოდან გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ქართველი ემიგრანტებისა და
ქართველი სამხედრო ტყვეებისაგან დაიწყო სპეციალური სამხედრო ფორმირებების შექმნა. სულ შეიქმნა
2 ბატალიონი _ `თამარ I‖ და `თამარ II‖. შემდეგში ასეთი სამხედრო ფორმირებების არსებობა
გაუმართლებლად იქნა მიჩნეული. გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახური მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ კავკასიაში საბრძოლველად, ასევე გერმანიის მიერ კავკასიის ოკუპაციის შემდეგ, იქ
სამსახურისათვის მიზანშეწონილი იყო სპეციალური სამხედრო ფორმირების _ `ბერგმანის‖ _ შექმნა.
`ბერგმანს‖ შემდეგ შეუერთდა `თამარ II‖. `ბერგმანი‖ ქართველი ემიგრანტებისა და ქართველი სამხედრო
ტყვეებისაგან კომპლექტდებოდა. მასში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე გერმანელები
ინიშნებოდნენ. იგი არ იყო ქართველთა ეროვნული ფორმირება. კავკასიის მთავარი ქედის
მისადგომებთან განცდილი მარცხის შემდეგ (1943 წ.) `ბერგმანს‖ ძველი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის წლებში, კერძოდ 1941 წლის ბოლოდან და 1942 წლის
დამდეგიდან გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე ფორმირებას იწყებს `ქართული
ბატალიონი‖, ე.წ. `ოსტლეგიონი‖. ამ საქმეს გერმანიის მხრიდან ერთ პერიოდში კურირებდა გენერალი
შალვა მაღლაკელიძე, რომელიც იმხანად გერმანიის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. სულ შეიქმნა 7
ქართული ლეგიონი. 2 მათგანი 1942-1943 წლებში გერმანიის სარდლობამ `ბერგმანთან‖ ერთად
კავკასიისათვის ბრძოლებში გამოიყენა. ომის ბოლო ეტაპზე 1 ქართული ბატალიონი გერმანიის
სარდლობამ ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე გადასხა და ინგლისელთა დესანტისაგან კუნძულის დაცვა
დაავალა. 1945 წლის მაისის დამდეგს ქართულმა ბატალიონმა კუნძულზე გერმანიის წინააღმდეგ
ამბოხება დაიწყო. გერმანელთა დამსჯელი ექსპედიცია სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულ ქართველებს.
ამ ბრძოლაში დაიღუპა 500 ქართველი მებრძოლი, მათ შორის იყვნენ რაზმის მეთაური შალვა ლოლაძე,
კომისარი ს. გუჯაბიძე და სხვ.
$6 ეროვნული მოძრაობა ომის წლებში
და ომის შედეგები საქართველოსთვის

გერმანია საბჭოთა კავშირის ომის საწყის პერიოდში (1941 წლის ზაფხული-შემოდგომა) გერმანიის
დიდმა გამარჯვებებმა იმედი ჩაუნერგა ეროვნულ ძალებს საქართველოში. გაჩნდა ომში საბჭოთა
კავშირის დამარცხებისა და საქართველოს განთავისუფლების იმედი. სასტიკი პოლიტიკური რეჟიმისა და
სპეცსამსახურების აგენტურის ფართო ქსელის არსებობის პირობებში ძნელი იყო ეროვნული ძალების
გაერთიანება და კონკრეტულ გეგმებზე მსჯელობა. მიუხედავად ამისა, 1941 წლიდანვე ქართული
ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები: შალვა ნუცუბიძე, გიორგი წერეთელი, სიმონ ყაუხჩიშვილი
და სხვები ერთმანეთს ხვდებიან და იწყებენ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ შემთხვევაში საქმე არ
ეხებოდა რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ერის აჯანყებას, ან თუნდაც გერმანიის არმიისადმი რაიმე
დახმარების აღმოჩენას. იხილებოდა საქართველოში გერმანიის არმიის შემოჭრის შემთხვევაში
საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხი. თბილისში მოქმედმა ეროვნულმა ძალებმა
სასტიკი რეჟიმის გამო ვერ შეძლეს კავშირის დამყარება ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან.
ომის სასწორის საბჭოთა კავშირის მხარეზე გადახრის შემდეგ თბილისში ეროვნულ ძალთა
აქტიურობა კლებულობს. 1943 წლის გაზაფხულის შემდეგ შალვა ნუცუბიძის, გიორგი წერეთლისა და
მათი თანამოაზრეების მოღვაწეობა პრაქტიკულად შეწყდა.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომმა გარკვეული იმედი აღუძრა სამშობლოს ბედზე დაფიქრებულ
ახალგაზრდობას. განსაკუთრებით აქტიურობდა სტუდენტობა. 1941 წლიდან გიორგი იმერლისშვილი,
კონსტანტინე ხიმშიაშვილი და კონსტანტინე ჯოგლიძე იწყებენ საიდუმლო ორგანიზაციის შექმნას. მისი
მიზანი საქართველოს განთავისუფლება იყო. ახალგაზრდები ჯერ ისევ აყალიბებდნენ ორგანიზაციას,
როცა უშიშროების სამსახურის მიერ ორგანიზაციის რიგებში შეგზავნილმა პროვოკატორმა ისინი გასცა.
1941 წლის დეკემბრიდან დაიწყო დაპატიმრებები, რომელიც 1942 წელსაც გაგრძელდა. 1942 წელს
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა საიდუმლო ორგანიზაციის წევრებს: კოტე ხიმშიაშვილს,
თურმან შანშიაშვილს, დიმიტრი ბურდიაშვილს, კოტე ჯოგლიძეს (სულ 17 კაცს) დახვრეტა მიუსაჯა.
საიდუმლო ორგანიზაციის სხვა წევრები სხვადასხვა ვადით გადაასახლეს.

371
ომის შედეგები საქართველოსთვის. მეორე მსოფლიო ომს თავისი მაშტაბებით და ზარალით
ანალოგი არ მოეპოვება. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, მათ შორის საომარი მოქმედებები 40
სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
6 წლიანი ომის შედეგედ საგრძნობლად შეიცვალა მსოფლიო. პოლონეთმა დაიბრუნა აღმოსავლეთ
პრუსია და ზემო სილეზია, ხოლო ელზას-ლოტარინგია და საარის ოლქი საფრანგეთს გადაეცა. თავად
გერმანია გაიყო 2 სახელმწოფოდ: გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად _ აღმოსავლეთ გერმანია და
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად _ დასავლეთ გერმანია. წარმოიშვა დამოუკიდებელი
სახელმწიფოები, რომლებიც მანამდე უძლიერესი სახელმწიფოების კოლონიები იყვნენ, მაგალითად,
ინდოეთი, ინდონეზია, ფილიპინები და სხვა.
ომში გამარჯვებულმა სსრკ-მ მთელი აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის დიდი ნაწილის
დამორჩილება და გასაბჭოება მოახერხა, ასევე დაიპყრო ლიტვა-ლატვია-ესტონეთი (1940 წელს). აზიაში
დაიკავა სახალინი, კურილიის კუნძულები და კორეის ჩრდილოეთ ნაწილი
ახლად ჩამოყალიბებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ინიციატივით მოხდა
ახალი ებრაული სახელმწიფოს _ ისრაელის შექმნა.
ომში დაახლოებით 110 მლნ ადამიანი იყო მობილიზებული. სხვადასხვა მონაცემებით 60-დან 75
მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შურის დაახლოებით 40 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე. გერმანელების
მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში 6 მლნ-მდე ებრაელი დაიღუპა.
ომის დასრულების შემდეგ 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე გერმანიის
ქალაქ ნიურნბერგში მეორე ომის მსველობისას დანაშაულებრივ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა
სასამართლო პროცესი გაიმართა.
ნიურნბერგის პროცესზე 12 ადამიანს მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით, 3 სამუდამო პატიმრობა, 4
კი 20, 15 და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 ეჭვმიტანილი გაამართლეს და
გაათავისუფლეს.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის (1941-1945 წწ.) შედეგები ძალზე მძიმე იყო საქართველოსათვის.
1941 წლის ივნისიდან ფრონტზე გაიწვიეს დაახლოებით 700 000 კაცი. ფრონტზე გაწვეულთა
დაახლოებით ნახევარი დაიღუპა. მრავალი კი დაინვალიდდა. ომმა გაუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა
ადამიანთა ფსიქიკას.
ომის წლებსა და მომდევნო ხანებში საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია ქართველთა
საზიანოდ შეიცვალა. მოსახლეობის კლება ძირითადად ქართველების ხარჯზე მოხდა. ამას დაემატა ისიც,
რომ საქართველოში გაიზარდა არაქართული მოსახლეობის რაოდენობა. ომის წლებში საქართველოში
საბჭოთა კავშირის დასავლეთი რაიონებიდან გადმოყვანილი ლტოვლილების ნაწილი აქვე დარჩა
მუდმივ საცხოვრებლად. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ასევე მუდმივ საცხოვრებლად
ჩამოვიდნენ სამხედრო სამსახურიდან დემობილიზირებულები, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ
რუსები და უკრაინელები. ომში დაღუპულთა აბსოლიტური უმრავლესობა 18 წლიდან 45 წლამდე ასაკის
მამაკაცი გახლდათ. ამან კი თავისთავად გაართულა დემოგრაფიული სიტუაცია.
დიდად დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა, რადგანაც ომის წლებში დიდი მასშტაბებით
მიმდინარეობდა საქართველოს წიაღისეული სიმდიდრის ექსპლუატაცია. ქვეყანაში იმატა სამხედრო
სამრეწველო დანიშნულების ქარხნებმა და საწარმოებმა. ყოველივე ამან საქართველოს ეკონომიკა კიდევ
უფრო ძლიერად მიაჯაჭვა რუსეთის ეკონომიკას.

372
თავი XXIII საქართველო 1945-1964 წლებში

$1 ეკონომიკის აღდგენა და განვითარება

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი გამარჯვებული გამოვიდა, რამაც გაზარდა მისი
საერთაშორისო ავტორიტეტი. მაგრამ ამავე დროს მან განიცადა დიდი დანაკლისი. დაიღუპა 27 მილიონი
საბჭოთა მოქალაქე და ქვეყანამ ნახა უზარმაზარი მატერიალური ზარალი, რომელმაც 3 ტრილიონი
მანეთი შეადგია.
საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა.
თუმცა რამდენიმე თვის მანძილზე საქართველო ფრონტისპირა რაიონი იყო, მიუხედავად ამისა ომმა
საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. მნიშვნელოვნად შეიცვალა მრეწველობისა და
სოფლის მეურნეობის სტრუქტურა.
მრეწველობა. ომის შემდგომი ეკონომკური მდგომარეობის გაჯანსაღება-გაუმჯობესება ომის
მონაწილე ყველა ქვეყნისათვის ერთნაირად ძნელი იყო. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ეს
მოახერხეს აშშ-ს უდიდესი ფინანსური დახმარებით. საბჭოთა კავშირის ეკონომიკის აღდგენა-
განვითარებაში კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ მან დამარცხებული ქვეყნებისაგან
კონტრიბუციის სახით უზარმაზარი სახსრები მიიღო. ეკონომიკის სფეროში საბჭოთა კავშირის
პოლიტიკური ხელმძღვანელობის გენერალური ხაზი აისახა საქართველოს სახალხო მეურნეობის
განვითარების ომის შემდგომი პერიოდის გეგმებში. ეს გეგმები ითვალისწინებდა მძიმე მრეწველობის
ხვედრითი წილის უპირატეს ზრდას (მანგანუმისა და ქვანახშირის მოპოვებას, მეტალურგიის, ელექტრო
ენერგეტიკის, საავტომობილო მშენებლობის და სხვა).
სოფლის მეურნეობა. ომის შემდგომ მძიმე მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობაში.
მდგომარეობას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად
გათვლილი იყო მძიმე მრეწველობის განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობისა და
მსუბუქი მრეწველობის ხარჯზე ხდებოდა.
მოსკოვში სრულიადაც ვერ ითვალისწინებდნენ, ან ზოგჯერ ანგარიშს არ უწევდნენ საქართველოს
პირობებს, მოსახლეობის შესაძლებლობებსა და ინტერესებს, საქართველოს სამეურნეო ტრადიციებს.
გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველა
დარგი განიცდიდა აღმავლობას, მაგრამ მდგომარეობა სინამდვილეში ძალზე მძიმე იყო.
ღონისძიებანი ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი
ღონისძიებები გატარდა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით, განსაკუთრებით ეს შეეხო
მუშა-მოსამსახურეებს. მათ გაეზარდათ ხელფასები, აღდგა ომის დროს გაუქმებული შვებულებები, რვა
საათიანი სამუშაო დღე და სხვა. 1947 წლის დეკემბერში გატარდა ფულის რეფორმა და გაუქმდა საბარათო
სისტემა. ამ რეფორმამ შესაძლებელი გახადა უმოკლეს დროში შეეჩერებია ინფლაცია და განემტკიცებინა
ომის დროს მოშლილი ფინანსური სისტემა, მაგრამ ეს მოხდა მოსახლეობის დანაზოგების კონფისკაციის
ხარჯზე. ფულის რეფორმასთან ერთად გაუქმდა ომის დროს შემოღებული საბარათო სისტემაც, რომელიც
მოსახლეობაში ყოველთვის ომის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
XX საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო ატომური ენერგიეს გამოყენება. ქვეყანაში
დაიწყო გამოთვლითი ტექნიკის წარმოება; გაფარდოვდა რკინიგზის ქსელი და რკინიგზის ტრანსპორტი
გადავიდა ელექტროენერგიაზე; რადიომაუწყებლობამ მოიცვა მთელი ქვეყანა. 1958 წელს საბჭოთა
კავშირში იყო 53 ტელეცენტრი.
მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტი იყო საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წლის 4 ოქტომბერს
დედამიწიდან კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა
კავშირში დამზადებულმა კოსმოსურმა ხომალდმა, რომელშიც იჯდა იური გაგარინი მსოფლიოში
პირველად დედამიწას შემოუფრინა გარშემო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთაA კავშირში XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრში
დაწყებული ტექნიკური მიღწევები ძირითადად სამხედრო კომპლექსში შემავალ დარგებს მოიცავდა.

373
ხრუშოვს ამით სურდა დაარჩენი მსოფლიოსათვის დაენახვებინა სოციალისტური სისტემის
წარმატებულობა, მაგრამ ეს ყოველივე სახალხო მეურნეობის სხვა დარგების აშკარა გამოფიტვის ხარჯზე
ხდებოდა.
ხრუშოვის აზრით კი საბჭოთა კავშირის ეკონომიკა აღმავლობის გზით ვითარდებადა და მალე
დადგებოდა დრო, როცა ქვეყანა დაეწეოდა და გაუსწრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. 20
წელიწადში კი მისი აზრით საბჭოთა კავშირში კომუნიზმი დამყარებოდა. ხრუშოვის გეგმები არ
გამართლდა. ეს მით იყო გამოწვეული, რომ რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ ხდებოდა.
ეს აშკარა გახდა 1962 წლიდა, როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობამ აშკარად დაიწყო
დაღმასვლა. მომდევნო, 1963 წელს კი, საბჭოთა კავშირი ისე ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მოექცა, რომ
იძულებული შეიქმნა პირველად შემოეტანა პური საზღვარგარეთიდან, რომელმაც შემდეგ სისტემატიური
ხასიათი მიიღო.
ყველასათვის აშკარა იყო, რომ ხრუშოვი თავს ვერ ართმევდა ქვეყნის მმართვას და საბჭოთა
კავშირის კომუნისტურმა პარიამ (სკკპ) 1964 წლის ოქტომბრის პლენუმზე ნიკიტა ხრუშოვი გადააყენა
თანამდებობიდან.

$2 XX საუკუნუს 40-იანი წლების მეორე ნახევრისა


და 50-იანი წლების დამდეგის რეპრესიები

საბჭოთა რეჟიმის განსაკუთრებულ თავსატეხს ინტელიგენცია უჩენდა. ინტელიგენცია იყო ის


ძალა, რომელსაც შეეძლო საზოგადოებისათვის დაენახვებინა არსებული სისტემის გარდაქმნის
აუცილებლობა. 1946 წლის ზაფხულიდან ფართოდ გაიშალა შეტევა იდეოლოგიურ ფრონტზე, რომელსაც
გარეგნულად მიეცა ,,მედასავლეთეობის‖, დასავლეთის კაპიტალისტური სამყაროს იდეალიზაციის
წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა. ყოველი თავისუფალი აზრი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის
ჩარჩოებში არ თავსდებოდა ინათლებოდა მტრულ, ბურჟუაზიულ იდეოლოგიად, ,,საზღვარგარეთის
გავლენად‖, ,,ქედის მოხრად დასავლეთის წინაშე‖ და სხვა. ომის შემდეგ განახლდა იდეოლოგიური
რეპრესიები მხატრულ ლიტერატურასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში.
ქართველ ინტელიგენციას საბჭოთა ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და მას
ბურჟუაზიული ,,ნაციონალიზმის‖ ბუდედ მიიჩნევდა. დაიწყო ქართულ ინტელიგენციაზე პრაქტიკული
ანგარიშწორება. 1948 წელს დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდნტი. მათგან 9
გაასამართლეს და ყველას 25 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ბრალი საბჭოთა რეჟიმის
წინააღმდეგ ბრძოლაში ედებოდათ. ხელისუფლების მიზანი იყო ეროვნული მოძრაობის პოტენციის
დაკნინება და ჩახრშობა, ანტისაბჭოთა სულისკვეთების ლიკვიდაცია.
საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით საშიში ძალად მიიჩნევდა ყოფილ სამხედრო ტყვეებს,
საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებს, ემიგრანტების ნათესავებს. ეს ადამიანები ხომ დიდი ხნით
მოსწყდნენ საბჭოთა სინამდვილეს და ფლობდნენ ინფორმაციას დასავლეთის ცხოვრებაზე. მათ შეეძლოთ
ამის შესახებ მოეთხროთ თავიანთი ახლობლებისა და ნაცნობებისათვის. 1951 წლის ბოლოსთვის
ფარულად შემუშავდა საქართველოდან ამ ადამიანების გადასახლების გეგმა. წინასწარი საიდუმლო
მომზადების შემდეგ გადასახლების ოპერაცია ერთი ღამის განმავლობაში, 1951 წლის 25 დეკემბერს
განხორციელდა. თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში საგანგებოდ ჩაყენებულ ეშელონებში
შეამწყვდიეს 20 000-მდე ადამიანი და შუა აზიასა და ყაზახეთში გადაასახლეს. ამ გადასახლებულთა
ნაწილი გზაში დაიღუპა, ნაწილმა კი სიცოცხე შუა აზიასა და ყაზახეთში დაასრულა. გადარჩენილ ნაწილს
კი სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1954 წელს მიცეს. საქართველოდან გადასახლებულთა
უდიდეს ნაწილს ინტელიგენცია და მათი ოჯახის წევრები შეადგენდნენ.

374
1951 წლის ბოლოს დაიწყო ე.წ. ,,მეგრელთა საქმე‖. რომლის ყველა დეტალი დღესაც არ არის
ცნობილი. იგი საიდუმლოდ მომზადდა უშუალოდ იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. საქმე იმაში
იყო, რომ სტალინის მმართველობის ბოლო წლებში ლავრენტი ბერია აშკარად ძალაუფლებისაკენ
მიისწრაფოდა. სტალინს კი მისი შეჩერება სურდა. სავარაუდოა, რომ ,,მეგრელთა საქმე‖ სწორედ ბერიას
წინააღმდეგ მომზადდა. შეიქმნა არა ერთი ყალბი ბრალდება მეგრული წარმოშობის ხელმძღვანელი
მუშაკების წინააღმდეგ. ამ ჯგუფს ბრალად ედებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს
გამოყოფისა და თურქეთთან შეერთების მისწრაფება, აგრეთვე უცხოეთის დაზვერვასთან კავშირი.
დააპატიმრეს მეგრული წარმოშობის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელები: მიხეილ ბარამია, ნინო
ჟვანია, ალექსანდრე მირცხულავა და სხვანი. აშკარა იყო, რომ ე.წ. `მეგრელთა საქმე‖ სიყალბე იყო, მაგრამ
ტოტალური დიქტატურის პირობებში ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. თუმც, აქვე უნდა დავძინოთ, რომ
ეს იყო დიქტატორული რეჟიმის მმართველი ელიტის შიგნით გაჩენილი დაპირისპირება და მისი არც
ერთ მხარე არ ზრუნავდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

$3 პოლიტიკური ვითარება და ეროვნული მოძრაობის


აღმავლობა 50-60-იან წლებში

1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. დამთავრდა საბჭოთა კავშირის


ტოტალიტარული რეჟიმის ეპოქა. დაიწყო ბრძოლა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი
თანამდებობისათვის. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,სამეული‖ (,,ტრიუმვირატი‖ _ გიორგი მალენკოვი, ლავრენტი
ბერია, ნიკიტა ხრუშჩოვი). ხელისუფლებამ სწორდ მათ ხელში მოიყარა თავი. მათ დაიკავეს ქვეყნის
ხელმძღვანელობის სამი საკვანძო პოსტი: გიორგი მალენკოვს საბჭოთა კავშირის მინისტრტა საბჭოს
თავმჯდომარეობა ერგო, ლავერნტი ბერიას _ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ნიკიტა
ხრუშჩოვი კი სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.
ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩამოიცილა ლავრენტი ბერია, გიორგი
მალენკოვი და სხვები. ის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ხრუშჩოვმა პოპულისტური გზა
აირჩია. მან საბჭოთა კავშირში შემნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები
სტალინსა და მის გარემოცვას დააბრალა. მათვე დაბრალდა პოლიტიკური რეპრესიებიც. ხრუშჩოვი
უცვლელად ტოვებდა 20-30-იან წწ-ში დამკვიდრბულ დიქტატორულ რეჟიმს და ტოტალიტარულ
სისტემას. ის მხოლოდ მის გარეგნულ შელამაზებას ცდილობდა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის პიროვნების
კრიტიკამ ფართო ხასიათი მიიღო. ეს კრიტიკა ქართველი ერის ლანძღვასა და დამცირებაში გადაიზარდა.
ხელისუფლება სტალინის კრიტიკას ისე აწვდიდა ხალხს თითქოს სტალინის მიერ განხორციელებულ
რეპრესიებში მნიშვნელოვან როლს ქართული ფენომენი ასრულებდა. ბუნებრივია, ეს სრული სიცრუე
იყო, რადგან 30-იანი და შემდგომი წლების რეპრესიების დროს საქართველო არც ერთ რესპუბლიკაზე
ნაკლებად არ დაზარალებულა.
ამიტომაც სრულიად სამართლიანად აღიქვა ქართველმა ახალგაზრდობამ, რომ სტალინის
კრიტიკა მათი ეროვნული ღირსების დამცირება იყო. საქართველოში საპროტესტო მოძრაობა იოსებ
სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავზე დაიწყო. 1956 წლის 3 მარტიდან თბილისის უმაღლეს
სასწავლებლებში იმართებოდა ცალკეული მანიფესტაციები, რომლებიც სწარაფად იღებდა საყოველთაო
ხასიათს. 5 მარტს სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ. მათ თბილისის მოსახლეობამაც აუბა მხარი. 1956
წლის 5-9 მარტს მიტინგებმა და დემონსტაციებმა უწყვეტი ხასიათი მიიღო, საპროტესტო მოძრაობა
მოედო მთელს საქართველოს.
მომიტინგეები მოითხოვდნენ: იოსებ სტალინის კრიტიკისა და ქართველი ერის შეურაცყოფის
შეწყვეტას; ხრუშჩოვის გადადგომას და მოლოტოვის სათავეში მოსვლას. 1956 წლის 9 მარტს, ღამით,

375
თბილისის ცენტრში საბჭოთა არმიის ნაწილებმა ტანკების გამოყენებით იერიში მიიტანეს
დემონსტრანტებზე. მათ 150-ზე მეტი ახლგაზრდა მოკლეს და მრავალი დაჭრეს.
ამ ტრაგედიამ ძლიერი ბიძგი მისცა ქართული საზოგადოების ცნობიერებას. დაიწყო ეროვნული
მოძრაობის ახალი ეტაპი, რომლის მიზანი საქართველოს განთავისუფლება იყო. საქართველოში გაჩნდა
არალეგალური ორგანიზაციები და არარეგალური გამოცემები. 50-იან წლებში ზვიად გამსახურდიას და
მერაბ კოსტავას ინიციატივით ჩამოყალიბდა არალეგალური ორგანიზაცია ,,გორგასლიანი‖, რომლის
მიზანს წარმოადგენდა ხალხში ეროვნული თავისუფლებისაკეს მისწრაფების გაღვიძება და გაღვივება.
ასეთივე არალეგალური ორგანიზაცია იყო ,,სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია‖, რომელიც 1956 წელ
სიღნაღში შეიქმნა. მან არალეგალურად ჟურნალ `სიმების‖ რამდენიმე ნომერიც კი გამოსცა.
არალეგალური ორგანიზაციები იქმნებოდა XX საუკუნის 60-იან წლებშიც. თბილისში
ჩამოყალიბდა ,,სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი კავშირი‖.
ორგანიზაციის უშუალო ამოცანად საქართველოს განთავისუფლება და დემოკრატიული რესპუბლიკის
შექმნა იყო.
ამრიგად, 1956 წლის ტრაგედიის შემდეგ შექმნილი არალეგალური ორგანიზაციების პროგრამები
და პრაქტიკული მოღვაწეობა ცხადყობს, რომ ეროვნული მოძრაობა გრძელდებოდა და ამზადებდა
ნიადაგს დიდი გამარჯვებისათვის.

თავი XXIV საქართველო 1965-1985 წლებში

$1 საქართველოს ეკონომიკური განვითარება 1965-1985 წლებში

ხრუშოვის შემდეგ სკკპ ცკ-ის პირველ მდივნად აირჩიეს ლეონიდ ბრეჟნევი (1965-1982 წწ.). მან
1967 წელს გამოაცხადა, რომ საბჭოთA კავშირში შენდებოდა `განვითარებული სოციალიზმი‖, რომელიც
შემდეგ გადაიზრდებოდა კომუნიზმში. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი კოსიგინმა ქვეყანაში
დაიწყო რეფორმები, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ბრეჟნევისთვის მთავარი
იყო შექმნილი მდგომარეობის შენარჩუნება, რაც `უძრაობად‖ გადაიქცა.
სწოედ ამიტომაც, 1965-1985 წლები, საბჭოთა კავშირში ,,უძრაობის‖ პერიოდის სახელითაა
ცნობილი. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელისუფლების ცდა_ეკონომიკური რეფორმებით როგორმე
მიეღწია სახალხო მეურნეობის სტაბილური განვითარებისა და აღმავლობისათვის, უშედეგოდ იყო.
ქვეყანაში არსებულმა ერთპარტიულმა და დიქტატორულმა მმართველობამ, რომელსაც ემატებოდა
დემოკრატიული ელემენტების ნაკლებობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი
გახადა. შენელდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების ტემპები. ქვეყნის წინაშე სულ უფრო

376
მწვავედ იდგა სოციალური პრობლემები: დაბალი ხელფასები, გადაუჭრელი საბინაო საკითხები, ფართო
მოხმარების საგნების დეფიციტი და სხვა. ყოველივე ამის გამო მოსახლეობის მატერიალური
მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ საზოგადოებამ დაკარგა
ხელისუფლების რწმენა.
XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირი მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე
იდგა. ეს ერთი მხრივ იმაში გამოიხატა, რომ ხელისუფლება სრულიად უძლური აღმოჩნდა ქვეყნის წინაშე
მდგომი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში. მეორეს მხრივ ხელისუფლების
უმაღლეს ეშელონებში ფეხი მოიკიდა კორუფციამ, სიყალბემ და ბიუროკრატიამ.
ამას დაემატა საბჭოთა კავშირის საგარეო მდგომარეობის გაუარესება. რომელიც გამოიწვია XX
საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის
მიერ გატარებულმა არასწორმა საგარეო პლიტიკამ. მას უაღრესად არასასურვლი შედეგები მოყვა.
გაძლიერდა დაძაბულობა დასავლეთთან. პირველ რიგში კი აშშ-სთან. განახლდა ატომური და
ტექნოლოგიური უპირატესობისათვის შეჯიბრი. ეს მოითხოვდა უზარმაზარ სახსრებს. საბჭოთა კავშირში
ყველაფერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ხმარდებოდა. რამაც კიდევ უფრო თვალში საცემი გახადა
ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები.
დაინგრა მითი საბჭოთა კავშირის მშვიდობის მოყვარეობის შესახებ. 1979 წელს საბჭოთა კავშირის
უზარმაზარი არმია შეიჭრა ავღანეთში. თითქოს და ავღანეთის დაცვის მიზნით. სინამდვილეში ეს იყო
საბჭოთა იმპერიის დამპყრობლური ომი. ომმა შთანთქა ქვეყნის ისედაც შესუსტებული მატერიალური
რესურსები და შეიწირა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე.
1982 წელს გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი. მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირისა და
პარტიის სათავეში მოვიდა ჯერ იური ანდროპოვი და შემდეგ კონსტანტინე ჩერნენკო. მათი
მართველობის ხანამ 3 წელიწადზე მეტ ხანს ვერ გასტანა. რადგან ისინი მოხუცებული იყვნენ და მალე
გარდაიცვალნენ.
XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო მნიშვნელოვანი
ცვლილებები, რომელიც ისტორიაში ,,გარდაქმნის‖ სახელწოდებთ არის ცნობილი. გარდაქმნა
ითვალისწინებდა საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას. მის გამტარებლად გვევლინება
მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერი გახდა 1985 წლიდან. საბოლოო
ჯამში გარდაქმნის კურსმაც განიცადა კრახი და აშკარა გახდა, რომ საბჭოთა სისტემის სიცოცხლის
გახანგრძლივება რეფორმებით შეუძლებელი იყო.
1965 წლიდან საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეუდგა ეკონომიკური
რეფორმების განხორციელებას. რეფორმები, პირველ რიგში სოფლის მეურნეობაში დაიწყო. რეფორმები
გულისხმობდა დაგეგმის სისტემის სრულყოფას და მართვის ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებას.
რეფორმები, რომლებიც მრეწველობაში უნდა გატარებულიყო, მიზნად ისახავდა მხოლოდ დაგეგმვის
სისტემის სრულყოფას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგების დაგეგმვა კვლავ მოსკოვიდან ხდებოდა. მოსკოვი
კი ყურადღებას არ აქცევდა ისტორიული, ტრადიციული დარგების განვითარებას. მისთვის მთავარი იყო
ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების განვითარება. საბჭოთა კავშირში წარმოებული ჩაის 95 %
ქართულ ჩაიზე მოდიოდა. კოლმეურნეთა შემოსავლის მთავარ წყაროდ პირადი, საკარმიდამო მეურნეობა
რჩებოდა. აუტანელი მდგომარეობა სოფლად მიზეზი იყო სოფლის მოსახლეობის რიცხვის შემცირებისა,
მათი ქალაქად გადინების ხარჯზე.
XX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაწყებული
ეკონომიკური რეფორმები ვერ განხორციელდა. სოფლის მოსახლეობის შემცირებამ ნელ-ნელა გამოიწვია
სოფლის მეურნეობის პროდუქტების სიმცირე.
უკეთესი მდგომარეობა არც მრეწველობაში იყო. რეფორმებმა შედეგი ვერ გამოიღო. სამრეწველო
საწარმოთა დიდი ნაწილი წამგებიანი რჩებოდა.

377
$2 საქართველო XX საუკუნის 70-იან წლებსა და 80-იანი
წლების პირველ ნახევარში. საბჭოთა სისტემის რღვევის დასაწყისი

XX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგისათვის საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკურმა


ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა საქართველოში საკადრო ცვლიებების გატარება. 1972 წელს
მოსკოვმა გაანთავისუფლა ვასილ მჟავანაძე და მის ადგილას _ საქართველოს კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად არჩეულ იქნა ედუარდ შევარდნაძე. მოგვიანებით შეიცვალა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობაც.
ახალ ხელმძღვანელობას ერთ-ერთ ასეთ უპირველეს გზად მიაჩნდა მასებში კომუნისტური
პარტიის მუშაობის გაძლიერება. მეორე უმნიშვნელოვანეს გზად მიაჩნდა ,,გადამწყვეტი‖ ბრძოლა
საზოგადოებრივი ცხოვრების ე.წ. ნეგატიურ მოვლენებთან (მავნე ტრადიციებთან და კერძო მესაკუთრულ
ტენდენციებთან). XX ს-ის 70-80-იან წწ-ში ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლამ უზარმაზარი
ფიზიკური და სულიერი ძალები შეიწირა. შედეგი კი საწინააღმდეგო მოყვა.
1965-1985 წლებში ,,უძრაობის‖ პერიოდის სახელითაა ცნობილი. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური
ხელისუფლების ცდა _ ეკონომიკური რეფორმებით მიეღწია სახალხო მეურნეობის სტაბილური
განვითარებისა დ აღმავლობისათვის, უშედეგოდ დამთავრდა. მთელმა რიგმა ობიექტურმა თუ
სუბიექტურმა მიზეზებმა ეკონომიკური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი გახადა. შენელდა
საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების ტემპები. მწვავედ იდგა სოციალური პრობლემები:
დაბალი ხელფასები, გადაუჭრელი საბინაო საკითხები, ფართო მოხმარების საგნების დეფიციტი და სხვა.
ყოველივე ამის გამო მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა.
საზოგადოებამ დაკარგა ხელისუფლების რწმენა.
საბჭოთა კავშირი მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა. ეს ერთი მხრივ იმაში გამოიხატა,
რომ ხელისუფლება სრულიად უძლური აღმოჩნდა ქვეყნის წინაშე მდგომი ეკონომიკური და სოციალური
პრობლემების გადაჭრაში. მეორეს მხრივ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ფეხი მოიკიდა
კორუფციამ და სიყალბემ. არნახულ დონეს მიაღწია ბიუროკრატიზმმა ცენტრსა და ადგილებზე. უმაღლეს
ნომენკლატურულ თანამდებობეს იკავებდნენ ახლობლობის, ნათესაობის მიხედვით.
გაუარესდა საბჭოთა კავშირის საგარეო მდგომარეობაც. XX ს-ის 70-იანი წწ-ის ბოლოსა და 80-იანი
წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას
უაღრესად არასასურვლი შედეგები მოჰყვა. გაძლიერდა დაძაბულობა დასავლეთთან, პირველ რიგში კი
აშშ-სთან. განახლდა ატომური და ტექნოლოგიური უპირატესობისათვის შეჯიბრი. ეს მოითხოვდა
უზარმაზარ სახსრებს. საბჭოთა კავშირში ყველაფერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ხმარდებოდა.
დაინგრა მითი იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოში ყველაზე
მშვიდობისმოყვარე. 1979 წელს საბჭოთა კავშირის უზარმაზარი არმია შეიჭრა ავღანეთში, თითქოსდა
მისი დაცვის მიზნით. სინამდვილეში ეს იყო საბჭოთა იმპერიის დამპყრობლური ომი. ომმა შთანთქა
ქვეყნის მატერიალური რესურსები და შეიწირა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე. ავღანეთში დაიღუპა
მრავალი ქართველი.
XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო მნიშვნელოვანი
ცვლილებები, რომელმაც ისტორიაში მიიღო ,,გარდაქმნის‖ სახელწოდება. გარდაქმნა ითვალისწინებდა
საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას. მის გამტარებლად გვევლინება მიხეილ გორბაჩოვი,
რომელიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერი გახდა 1985 წლიდან. საბოლოო ჯამში გარდაქმნის
კურსმა კრახი განიცადა. საბჭოთა სისტემის სიცოცხლის გახანგრძლივება რეფორმებით შეუძლებელი
იყო. გორბაჩოვმა ქვეყნისთვის კატასროფის თავიდან აცილების მიზნით მოხსნა კომუნისტური
იდეოლოგიური წნეხი, რასაც მაშინვე მოჰყვა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ეროვნული
მოძრაობის დაწყება _ ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

378
1990 წლიდან საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების სათავაში ზოგან დისიდენტები
მოვიდნენ. ადგილიბრივი ორგანოების არჩევნების შემდეგ დაიწყო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის
აღდგენის პროცესი. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია ყველა რესპუბლიკამ, მათ შორის რსფსრ-
მაც მიიღო.
ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო
ხელშეკრულების დადებით, რომელიც ფედერაციულ საწყისებზე უნდა აგებულიყო და ყველა
რესპუბლიკისათვის თანაბარი პირობები უნდა შეექმნა. მაგრამ, კონსერვატორებისათვის ის მიუღებელი
იყო. ისინი კარგავდნენ ძალაუფლებას და პრივილეგიებს. 1991 წლის აგვისტოში მათ სცადეს ამბოხების
მოწყობა. მათ დამარცხებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბორის ელცინს. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა
საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი. გორბაჩოვმა უარი თქვა სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის
თანამდებობაზე და დაშალა ცენტრალური კომიტეტი.
მან სცადა მოკავშირე რესპუბლიკებთან კიდევ უფრო კომპრომისული ვარიანტის სამოკავშირეო
ხელშეკრულების დადება, მაგრამ უშედეგოდ.
1991 წლის 8 დეკემბერს ბრესტთან ბელოვეჟის ნაკრძალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა
ბორის ელცინმა, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსის უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარემ სერგეი შუშკევიჩმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა შეწყვიტა არსებობა.
იმავე 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ბელოვეჟის შეთანხმების მხარდასაჭერად მიღებულ
დეკლარაციას ხელი მოაწერა 11 დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურმა. რომლის თანახმადაც შეიქმნა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). 25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი გადადგა
არარსებული სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობიდან
საერთაშორისო თანამეგობრობამ სცნო ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკის
დამოუკიდებლობა.

$3 ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობა

1975 წელს ჰელსინკში მიმდინარეობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მონაწილე


სახელმწიფოების თათბირი. ევროპის ქვეყნების, აშშ-სა და კანადის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს
თათბირის დასკვნით აქტს. ამ დოკუმენტის პირველ კარში ჩამოყალიბებული იყო ის პრინციპები,
რომლითაც ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები იხელმძღვანელებდნენ ერთმანეთთან
უყრთიერთობის დროს. ეს პრინციპებია: სუვერენული თანასწორობა, ძალის გამოუყენებლობა,
საზღვრების ურღვეობა, სახელმწიფოთა ტერიტორიეული მთლიანობა, დავის მშვიდობიანი მოწესრიგება
და სხვ. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც მოაწერეს
ხელი ჰელსინკის ხელშეკრულებას. მათთვის განსაკუთრებით არასასურველი იყო ამ დოკუმენტის ერთ-
ერთი პრინციპი, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის უფლებების, აზრის, სინდისის, რელიგიის,
რწმენის თავისუფლების პატივისცემას. აგრეთვე ხალხთა თანასწორუფლებიანობასა და საკუთარი ბედის
გამგებლობის უფლებას.
ადამიანის უფლებებისა და მისი დაცვის ვალდებულებების აღიარებამ მსოფლიოს წინაშე საბჭოთა
კავშირის კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახადა შერიგებოდა პირველი არაკომუნისტური
ორგანიზაციების შექმნას. საბჭოთა კავშირის რიგ ქალაქებსა და რესპუბლიკებში წარმოიქმნა ადამიანის
უფლებათა დამცველი ჯგუფები, ორგანიზაციები _ ე.წ. ჰელსინკის ჯგუფები. ასე აღმოცენდა საბჭოთა
კავშირში დისიდენტური მოძრაობა. ჰელსინკის ჯგუფები ინფორმაციას ავრცელებდნენ საკუთარი
მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ. ეს
ინფორმაცია მსოფლიოს ქვეყნებს მიეწოდებოდა.

379
1976 წელს საქართველოში შეიქმნა ,,ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი‖.
რომელმაც იმავე წელს ოფიციალურად დააარსა ,,ჰელსინკის ჯგუფი‖. 1989 წელს ჯგუფს ,,ჰელსინკის
კავშირი‖ ეწოდა. ჰელსინკის ჯგუფში შედიოდნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ
რცხილაძე, ბეგო ბეჟუაშვილი და სხვა. 1976 წელს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფმა ზვიად
გამსახურდიას რედაქტორობით გამოსცა ჟურნალ ,,საქართველოს მოამბის‖ პირველი ნომერი. შემდგომში
ჯგუფმა გამოსცა ხელნაწერი ჟურნალები: ,,ოქროს საწმისი‖, `საღვთისმეტყველო კრებული‖ და სხვა.
ქართველი დისიდენტების წერილები იწერებოდა რუსულ დისიდენტურ გამოცემებში და
საზღვარგარეთულ პრესაში. აღნიშნულ გამოცემებში ჰელსინკის ჯგუფი ამხელდა საქართველოში
მიმდინარე ანტიეროვნულ პროცესებს, იცავდა ქართველი ერის ინტერესებს, ენას, კულტურის ძეგლებს,
აგრეთვე დევნილთა და პოლიტპატიმართა უფლებებს და სხვა.
ჰელსინკის ჯგუფის საქმიანობამ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 1978 წლის მაისში
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრეს და გაასამართლეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი არ იყო მრავალრიცხოვანი, მისმა
საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე _ ქართველ
ინტელიგენციასა და სტუდენტ ახალგაზრდობის ეროვნულ-პოლიტიკურ შეხედულებებზე.
ქართველ ინტელიგენციასა და სტუდენტ ახალგაზრდობაში პატრიოტული განწყობილების
სიძლიერე ცხადად დაადასტურა 1978 წლის აპრილის მოვლენებმა.
1978 წელს საქართველოში უნდა მიეღოთ ახალი კონსტიტუცია. ძველისაგან განხვავებით ახალი
კონსტიტუციის პროექტში ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა მინიჭებული.
ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად აღდგა ქართველი სტუდენტობა და
ინტელიგენციის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი. კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს
ქართული ენის დაცვის მიზნით საზოგადოების დარაზმვაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა
კრიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი ბაქრაძემ.
1978 წლის 12 აპრილიდან თბილისში დაიწყო დემონსტრაციები და მიტინგები. მათში
მონაწილეობას იღებდნენ დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საშუალო სკოლათა
უფროსი კლასების მოსწავლეები. დემონსტრაციებს ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები (თამარ ჩხეიძე, მარიამ ბაღდავაძე და სხვები.). 14 აპრილს სახელმწიფო
უნივერსიტეტის წინ თავი მოიყარა ათასობით სტუდენტმა. მათ შორის იყვნენ პროფეროს-
მასწავლებლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები. დემონსტრაცია მთავრობის სახლისკენ დაიძრა. მას
გზად სხვა უმაღლესი სასწავლებლების ათასობით სტუდენტი და სკოლის მოსწავლე შეუერთდა.
მთავრობის სახლის წინ ათიათასობით დემონსტრანტმა მოიყარა თავი. მათი მტკიცე მოთხოვნა იყო
ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის აღდგენა.
რესპუბლიკის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, საქართველოს კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ უდიდესი ტაქტი და
პასუხისმგებლობა გამოიჩინა. გამორიცხული არ იყო, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ
ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება მიეღო მომიტინგეთა სამხედრო გზით დაშლის შესახებ, მაგრამ
ამჯერად მოსკოვმა დათმობა ამჯობინა _ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი
სტატუსი აღდგა. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება.

380
თავი XXV საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენა (1989-1991 წწ.)

$1 ეროვნული მოძრაობის აღმავლობა საქართველოში.


1989 წლის 9 აპრილი

საბჭოთა კავშირში დაწყებული გარდაქმნის პროცესი, უპირველეს ყოვლისა, საჯაროობის კურსის


გატარებას ნიშნავდა. გზა უნდა გაეხსნათ აზრის, შეხედულებების თავისუფლად გამოთქმისათვის,
დასაბუთებისათვის. საჯაროობის პრინციპმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზრის თავისუფლებას.
დაიწყო სხვადასვა მიზნების და შეხედულებების გამომხატველი პოლიტიკური ჯგუფებისა და
ორგანიზაციების ჩამოყალიბება.
საქართველოში ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია _ ილია ჭავჭავაძის
საზოგადოება _ შეიქმნა 1987 წელს. საზოგადოების მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს
თავისუფლებისათვის, დემოკრატიისა და კაპიტალისტური ეკონომიკისათვის. ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებაში თავი მოიყარა მომავალში არა ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა. 1988-1989 წლებში
სამოღვაწეო არენაზე გამოვიდნენ: ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ეროვნული სამართლიანობის
კავშირი, სახალხო ფრონტი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, შოთა რუსთაველის საზოგადოება,
საქართველოს მწვანეთა პარტია და სხვა. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ადრე იყო შექნილი და ახლა
მათ ლეგალური საქმიანობის შესაძლებლობა მიეცათ. ასეთი პარტიები იყვნენ: რესპუბლიკური პარტია,
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სხვა. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდა ძალები.
ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში წამყვან როლს
ასრულებდნენ: ირაკლი შენგელაია, თამარ ჩხეიძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი
ბათიაშვილი და სხვები. ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა ქუთაიში, ბათუმში, სოხუმში და სხვა
ქალაქებში.
ეროვნულმა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო 1988 წლიდან. ამ წელს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე
ტერიტორიიდან საბჭოთა ძალების საარტილერიო პოლიგონის გადატანა მოითხოვეს. თავისი მაშტაბით
უპრეცედენტო იყო 1988 წლის ნოემბრის გამოსვლები. 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებამ
გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შეეტანა შესწორებები. გორბაჩოვის მთავარი მიზანი იყო
არ დაეშვა საბჭოთა იმპერიის დაშლა. საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა აღნიშნული მუხლების
შეცვლას და რესპუბლიკებისათვის საბჭოთა კავშირიდან გასვლის თავისუფალი არჩევნის უფლების
აღდგენას.
1988 წლის ნოემბერში თბილისში, მთავრობის სახლის წინ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის
ინიციატივით ახალგაზრდობის ერთმა ჯგუფმა დაიწყო შიმშილობა. საქართველოს ხელისუფლება
იძულებული გახდა ანგარიში გაეწია მომიტინგეებისათვის და საქართველოს უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმმა მოითხოვა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციიდან რესპუბლიკების უფლებების
შემზღუდავი შესწორების ამოღება. მოსკოვმა უკან დაიხია და შესწორებები უარყო.
1989 წლის გახაფხულზე ვითარება დაძაბა აფხაზი სეპარატისტების გააქტიურებამ. 1989 წლის
მარტში აფხაზმა სეპარატისტებმა სოფელ ლიხნში გამართულ მრავალათასიან ყრილობაზე მიიღეს
მიმართვა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. აფხაზი
სეპარატისტების მოთხოვნამ დიდი აღშფოთება გამოიწვია საქართველოში. 1989 წლის 4 აპრილს
მთავრობის სახლის წინ უწყვეტი მიტინგები დაიწყო. მომიტინგეებმა მოითხოვეს აფხაზეთის
ავტონომიის გაუქმება. ეს იყო რეაქცია აფხაზი სეპარატისტების ანტიქართულ ქმედებებზე. ნელ-ნელა
აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა მეორეხარისხოვნად იქცა და მომიტინგეებმა წამოაყენეს
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა. მიტინგი ხალხმრავალ
მანიფესტაციად იქცა. რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ შიმშილობა დაიწყო.

381
პოლიტიკური მოთხოვნების რადიკალიზაციამ ეროვნული მოძრაობისა და ხელისუფლების
სრული დაპირისპირება გამოიწვია. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა
გადამჭრელი ზომებისათვის მიემართა. საქართველოს ეროვნული მოძრაობა საბჭოთა იმპერიის ყველაზე
მთავარ მონაპოვარს _ იმპერიის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრა. 1989 წლის 8 აპრილს მოსკოვის
ზეგავლენით საქართველოს რესპუბლიკური აქტივის კრებამ მხარი დაუჭირა მომიტინგეთა მიმართ
მკაცრი ზომების მიღების წინადადებას.
თბილისში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგის დასასშლელად 1989 წლის 9 აპრილის
დილისათვის მზად იყვნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები და მოსკოვიდან
თვითმფრინავებით გადმოსროლილი საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმი.
მიტინგის დაშლას უშუალოდ მეთაურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი
გენერალი იგორ როდიონოვი.
1989 წლის გამთენიის 4 საათზე მომიტინგეებს დამსჯელმა ნაწილებმა ყველა მხრიდან შემოარტყეს
ალყა. დამსჯელები შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით, ალესილი ნიჩბებით, მომწამვლელი გაზით.
დამსჯელმა ნაწილებმა შეუბრალებლად დაუწყეს ჩეხვა მომიტინგეებს. დამრბევთა სისასტიკემ
მოლოდინს გადააჭარბა. მოიერიშეებმა მომიტინგეები მოედნიდან გაყარეს და მოკლეს 19 ადამიანი,
აქედან 16 იყო ქალი. უამრავი მომიტინგე დაიჭრა. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა. სისხლიანი
ანგარიშსწორების შემდეგ ხელისუფლებამ თბილისში საგანგებო წესები შემოიღო.
9 აპრილის ტრაგედიით გამოწვეულ დიდ ტკივილს უფრო აძლიერებდა მოსკოვის საინფორმაციო
საშუალებების (პრესა, რადიო, ტელევიზია) ცილისმწამებლური გამოხტომები და ჯარის თარეში
თბილისში.
9 აპრილის სასხლიანმა ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს დაანახა საბჭოთა იმპერიალიზმის სახე.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, ტრაგიკული ხასიათის მიუხედავად, გარდამტეხი მნიშვნელობა
ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან ქართველი საზოგადოების რადიკალიზაცია
გამოიწვია. საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას საბოლოოდ გაუტყდა სახელი.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს ეროვნული ხსნის კომიტეტი. მასში
გაერთიანდენენ: ჰელსინკის კავშირი (თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია), ეროვნულ-დემოკრატიული
პარტია (გიორგი ჭანტურია), ეროვნულ-სამართლიანობის კავშირი (ირაკლი შენგელაია) და ეროვნული
დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი). ეროვნული ხსნის კომიტეტის მთავარი მიზანი იყო
საქართველოს გამოყვანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და დამოუკიდებლობის მოპოვება, რაც
ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო. ეტაპობრივი ბრძოლა ითვალისწინებდა საბჭოთა
ხელისუფლების სტრუქტურების თანდათანობით გაუქმებას, ბრძოლის საშუალებად კი მიჩნეულ იქნა
საპროტესტო მშვიდობიანი მოძრაობა (გაფიცვები, მიტინგები, შიმშილობა).
1990 წლის მარტში თბილისში გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა
საგანგებო კონფერენცია. კონფერენციაზე შეიქმნა ეროვნული ფორუმი, რომლის მმართველები
ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელები იყვნენ. გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეროვნული
ფორუმი მალე გაითიშა. ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ეროვნული ფორუმი დატოვეს და შექმნეს
ახალი პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში საარჩევნო ბლოკი `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი
საქართველო‖), რომელშიც შედიოდნენ: საქართველოს ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის
საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული ფრონტი _
რადიკალური კავშირი, ეროვნულ-ლიბერალური კავშირი. ეროვნულ ფორუმში დარჩენილმა
პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა 1990 წლის მაისში გიორგი ჭანტურიასა და ირაკლი
წერეთლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ყრილობა მოიწვიეს და ეროვნული კონგრესის
არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. ეროვნული კონგრესის არჩევნები იმავე 1990 წელს ჩატარდა.
ეროვნულმა კონგრესმა მოითხოვა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა, საბჭოთა
ხელისუფლების ორგანოების გაუქმება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

382
$2 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის


აღდგენისათვის ბრძოლამ თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა.
ეროვნულმა მოძრაობამ გამოიყენა 1921 წელს იძულებით ემიგრაციაში წასული საქართველოს
კანონიერი მთავრობის მიერ დაკავებული სწორი იურიდიული პოზიცია (დამპყრობლების წინაშე
კაპიტულაციაზე უარი) და მშვიდობიანი ბრძოლის ფორმების გამოყენებით აიძულა საქართველოს
კომუნისტური ხელისუფლება არსებული კანონების დაცვით თავი, ფაქტობრივად, უკანონოდ
გამოეცხადებინა. 1990 წლის 9 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება
`სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ‖, რომელშიც ნათქვამია: `საქართველოს სსრ
უზენაესი საბჭო ადასტურებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების
შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით _ წარმოადგენდა
სამხედრო ჩარევას (ინტერვენცია) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით,
ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით ფაქტობრივ ანექსიას; გმობს საქართველოს ოკუპაციას და
ფაქტობრივად ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს‖.
ამდენად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოში 1921 წელს საბჭოთა რუსეთის
აგრესიის შედეგად დამყარებული თითქმის 70-წლიანი მმართველობა გამოცხადდა უკანონოდ.
ყოველივე აღნიშნული გახდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოში ახალი, კანონიერი,
მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებისა.
მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, `მრგვალი მაგიდის‖ მეთაურობით
მოქმედმა ეროვნულმა ძალებმა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის მარტში მაინც მიაღწიეს
სასურველ საარჩევნო კანონის მიღებას. საქართველოში საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი
და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ქართველმა ერმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბერს გამართულ
საქართველოს უზანაესი საბჭოს არჩევნებში ხმა მისცა პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა
გაერთიანება `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო‖-ს საარჩევნო ბლოკს. ამით 70-წლიანი
კომუნისტური მმართველობის ისტორიაში პირველად ქვეყნის სათავეში მოვიდა კანონიერი, ჭეშმარიტად
დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.
1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზანაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მუშაობას შეუდგა
რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია. ფარული კენჭისყრით ზვიად
გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. პირველივე სესიაზე
მიღებულ იქნა კანონი `საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ‖.
ამავე სესიის სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის კანონები:
საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო
გერბისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო ჰიმნის შესახებ.
შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია,
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის
შესახებ საბჭოთა კავშირის კანონის მოქმედება.
1990 წლის დეკემბერში, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის ძალით,
საქართველოს ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილება, ხოლო
1991 წლის იანვარში გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა და მიღებულ იქნა კანონი
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების _ საკრებულოების_ არჩევნების შესახებ.
1991 წლის 31 მარს ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის
საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. რეფერენდუმში მონაწილეობა
მიიღო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 90,3 %-მა. საქართველოს სახელმწიფოებრივი

383
დამოუკიდებლობის აღდგენა მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 98,9 %-მა, ანუ ხმის უფლების მქონე
მოსახლეობის 89,3 %-მა.
რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს,
12 საათსა და 30 წუთზე მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ზვიად
გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. ზვიად გამსახურდიამ მოაგროვა არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 86,52 % და გახდა საქართველოს რესპუიბლიკის პირველი პრეზიდენტი.

$3 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (მიღებული


საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს)
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა
ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და
სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების
დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს
გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და
კონსტიტუციით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-
რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა
თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი
ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა,
ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც
იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი
არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით,
რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს
წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი
საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის
ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის
საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის
ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება.
ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის
შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს
საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების
პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ
ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად. საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული
ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და
ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო აქტები
და კონვენციები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა
სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ

384
აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს,
რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი
ქვეყნის პოლიტიკური ბედი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ
სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი
და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ
დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.
თბილისი, მთავრობის სასახლე
1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

$4 საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 martს. ის გახლდათ საქართველოს ეროვნულ-


განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი.
ის წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972-1977 და 1983-
1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-
თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს
მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები. 1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა
კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის
ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას
თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის
ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი —
ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის დასაცავად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე,
დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია
იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი.
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა
დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს
საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის―.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა
ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა,
რომელიც დასრულდა 9 aprils სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს,
როგორც აქციის ორგანიზატორი.
ზვიად გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი
საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის
ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
დეკლარაციის მიღება
ზვიად გამსახურსიას ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 wlis 28 oqtombris pirvel
demokratiul da mravalpartiul arCevnebSi. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26
maisis საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით. 1991 წლის 31
marts საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს

385
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"
საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი
გასცა. 1991 წლის 9 aprils, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლოპბის აღდგენა.
ამერიკის შეერთებული შტატების 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო
რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან
დეკემბრის ბოლომდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა de-iuრედცნეს რუმინეთმა,
უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა, მონღოლეთმა, კანადამ, ლიტვამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა.
ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში 1993 წლის 31 დეკემბერს
წალენჯიხის რაიონში.

თავი XXVI საქართველო XX საუკუნის 90-იან წლებში

$1 საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებელი


საქართველოს პირველი წლები

1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს მტრულად შეხვდა საბჭოთა კავშირის


პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობა, გარდა იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ
პირობებში იყო ჩავარდნილი, მთელ რიგ პოლიტიკურ და სამხედრო წნეხსაც განიცდიდა. კერძოდ,
საქართველოს საზღვრებს ისევ საბჭოთა იმპერიის ჯარები იცავდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე
სსრ კავშირის ბაზები იყო განლაგებული. ამას დაემატა აფახაზური და ოსური სეპარატიზმის გაღვივება.
მოკლედ, ახლადშექმნილი ქართული სახელმწიფოს წინააღდეგ ყველა მიმართულებით წარმოებდა
შეტევა.
1990 წლის ნოემბერში, მოსკოვის აშკარა წაქეზებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა
რესპუბლიკის შექმნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოს მთავრობის მხრიდან არა ერთი გაფრთხილების
მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში ჩატარდა ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთში‖ არჩევნები, რომელზე
დაყრდნობითაც გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. საპასუხოდ 1990
წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საერთოდ გააუქმა სამხეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქი. რუსეთის აშკარა წაქეზებით, სულ უფრო მცირდებოდა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი
გზით მოგვარების რაიმე შანსი.
ანალოგიური სცენარით წარიმართა მოვლენები აფხაზეთში. ჯერ კიდევ საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე, 1990 წლის აგვისტოში, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია. აფხაზეთის
სახელმწოფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ აღნიშნული დეკლარაცია
ბათილად გამოაცხადა.
1991 წლის მარტში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების
საფუძველზე ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შენარჩუნების
თაობაზე. აღნიშნული რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა. ამის საპირისპიროდ
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომელსაც
საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სწორედ მის შედეგებზე
დაყრდნობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

386
1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის აგვისტომდე მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა ზვიად
გამსახურდიასა და მიხეილ გორბაჩოვს შორის. მოსკოვმა აშკარად დაუჭირა მხარი ზვიად გამსახურდიას
მთავრობის ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ მოკალათებულნი და ასევე
ხელოვნურად გააღვივა აფხაზურ-ოსური კონფლიქტები.
ასეთი ძნელბედობის ჟამს აუცილებელი იყო საქართველოს პოლიტიკური ძალების გაერთიანება,
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ვითარება 1991 წლის აგვისტოსათვის საქართველოში
პოლიტიკურად აშკარად დაძაბული იყო.
თავის მხრივ, დაძაბულობის პიკს მიაღწია საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ წრეთა შორის
დაპირისპირებამ. 1991 წლის აგვისტოში მოსკოვში დაიწყო სამხედრო პუტჩი. პუტჩისტებმა
ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ
გაუარესებული ფიზიკური ჯანმრთელობის გამო მიხეილ გორბაჩოვს არ შეეძლო საბჭოთა კავშირის
პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და ეს ფუნქცია დაეკისრა ვიცე პრეზიდენტს _ იანოვსკის.
გამოცხადდა აგრეთვე, რომ ძალაუფლება გადავიდა საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის
ხელში. ამ კომიტეტში გაერთიანდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საბჭოთა
კავშირში მიმდინარე გარდამქნები დამღუპველი იქნებოდა მათთვის. პუტჩისტებს დაუპირისპირდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მთელი რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური
ხელმძღვანელობა. პუტჩისტები დამარცხდნენ.
პუტჩის პერიოდში 1991 წლის აგვისტოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს
ესტონეთმა, ლატვიამ, უკრაინამ, ბელორუასიამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა.
მოსკოვში დაიწყეს სამზადისი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზე.
საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საერთოდ უარი
განაცხადა ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე. 1991 წლის ოქტომბერში ალმა-ათაში შედგა 13
რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შეკრება. შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოთა კავშირის ფარგლებში
ეკონომიკური თანამეგობრობის შესახებ ხელშეკრულების პროექტი. იმავე ოქტომბერში ეკონომიკური
თანამეგობრობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მიხეილ გორბაჩოვმა და 8 რესპუბიკის ხელმძღვანელმა.
ხელშეკრულებას არ შეუერთდა საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
1991 წლის 8 დეკემბერს ბელორუსიაში, ბელოვეჟში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის
ელცინმა, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ
სერგეი შუშკევიჩმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირმა შეწყვიტა არსებობა.
1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ბელოვეჟის შეთანხმების მხარდასაჭერად მიღებულ
დეკლარაციას ხელი მოაწერა 11 დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურმა, რომლის თანახმადაც შეიქმნა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). 25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი გადადგა
არარსებული სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობიდან.
დსთ-ში საქართველო არ გაერთიანდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დსთ, რომელიც წარმოადგენდა სსრ
კავშირის სამართლებრივ მემკვიდრეს, კეთილგანწყობით არ შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და
თანაც საქართველოს ხელისუფალთ მხარდაჭერა არ უნდა ეძებნათ დსთ-ს სივრცეში. ამ საგარეო
ფაქტორმა განაპირობა მაშინდელი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების და მისი პრეზიდენტის
ზვიად გამსახურდიას ბედიც. კერძოდ ის, რომ ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობა მანამ უნდა
მოეშორებინათ თავიდან, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას მსოფლიოს ქვეყნები აღიარებდნენ.
რუსეთის წაქეზებით საქართველოში გააქტიურდა ოპოზიციური ძალები. რუსეთის თანადგომითა და
პრაქტიკული დახმარებით ქართულმა ოპოზიციურმა ძალებმა 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყეს
შეიარაღებული გამოსვლა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. 1991 წლის დეკემბრის ბოლოს და
1992 წლის იანვრის დამდეგს თბილისში მიმდინარე ბრძოლების შედეგად ოპოზიციურმა ძალებმა
დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ზვიად გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებთან
ერთად თავი ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ

387
(ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი). სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო ომს
ქვეყანაში.

$2 საქართველოს XX საუკუნის 90-იანი


წლების საშინაო პოლიტიკა

სამხედრო საბჭოს მმართველობის პერიოდში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა


საქართველოში. ქვეყანა აშკარად ორად იქნა გათიშული _ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და სამხერო
საბჭოს მომხრეებად. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი აფხაზი და ოსი სეპარატისტების წისქვილზე
ასხამდა წყალს.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა 1992 წლის
მარტში მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანა. სამხედრო საბჭომ თავისი ძალაუფლება ახალ
ჩამოყალიბებულ სახელმწიფო საბჭოს გადასცა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღანელობდა.
მიუხედავად ამისა სახელმწიფო საბჭო მაინც ხელისუფლების არალეგიტიმური ორგანო იყო. საჭირო იყო
ლეგიტიმაცია და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 1992 წლის ოქტემბერში ჩატარდა
პარლამენტის არჩევნები. საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ახალმა პარლამნეტმა
სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები ედუარდ შევარდნაძეს მიანიჭა.
პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოში ამის შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს კონტროლს უწევდა დევნილი პრეზიდენტის ზვიად
გამსახურდიას მომხრეები. კიდევ უფრო მეტად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძლავრობდა
აფხაზი და ოსი სეპარატისტები. განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. მოსკოვის აშკარა
წაქეზებით აფხაზმა სეპარატისტებმა დაიწყეს ადამიანთა გატაცებები და თავდასხმები საქართველოსკენ
მომავალ მატარებლებზე. 1992 წლის აგვისტოში სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო
მაგისტრალის დაცვის მიზნით, აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი, რომელიც აფხაზი
სეპარატისტების მიერ იქნა პროვოცირებული და ჩათრეული ომში. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში.
ქართული მხარე ამის შემდეგაც არ წყვეტდა მოქმედებებს აფხაზეთში. ცდილობდა პოლიტიკურ
ნიადაგზე გაღვივებული და აშკარად მოსკოვის მიერ პროვოცირებული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით
გადაეწყვიტა. ამის აშკარა მაგალითია 1992 წლის სექტემბრის მოსკოვისა და 1993 წლის ივლისის სოჭის
შეთანხმებანი _ აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით
დარეგულირებისათვის, რომელიც დარღვეულ იქნა აფხაზი სეპარატისტებისა და მათ უკან მდგომი
რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოს მიერ.
საომარი მოქმედებანი აფხაზეთში ამის შემდეგაც განახლდა. აფხაზი სეპარატისტების მხარეზე
იბრძოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის არმიის ნაწილები და ჩრდილო
კავკასიური წარმოშობის დაქირავებული ძალები. სწორედ მათი დახმარებით შესძლეს აფხაზებმა
ქართული ქვედანაყოფების დამარცხება და აიღეს გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და ენგურზე გაავლეს
საზღვარი. აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს
თავმდჯდომარე ჟიული შარტავა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ათასობით სოხუმელს სეპარატსტთა
ტყვეობაში ჩავარდნა და აშკარა სიკვდილი ააცილა. სტატისტიკური მონაცემებით აფხაზეთიდან
დევნილი იქნა 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქე.
1993 წლის დეკემბერში, დღემდე ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად
გამსახურდია. ის იყო საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფალი,
საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მგზნებარე პატრიოტი. მისი სიკვდილი გახლდათ
საქართველოს უახლესი ისტორიის უდიდესი ტრაგედია.

388
საქართველოში 1994 წელსაც გაგრძელდა პოლიტიკური უწესრიგობა და ანარქია. ამას ემატებოდა
ქვეყანაში ექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია. ქვეყანაში ვერ მოხერხდა ადამიანების უსაფრთხოებისა
და, ზოგადად, მათი უფლებების დაცვა. დაიძაბა კრიმინოგენული სიტუაცია და გახშირდა
ტერორისტული აქტები.
ქვეყნის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნებულ იქნა აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში, მაგრამ აქაც ვერ იყო ყველაფერი რიგზე. აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ლიდერი მეორე უკიდურესობაში ჩავარდა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის
ძირითადი კანონის სრული დარღვევით დაიწყო საკუთარი უფლებების გაზრდა. ნელ-ნელა ის ტიპიურ
ფეოდალად იქცა, რომელიც კიდევ უფრო დიდ საშიშროებას უქმნიდა საქართველოს სახელმწიფოს
ერთიანობას.
საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევისათვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის
მიღება. საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია,
რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა კონსტიტუციის
პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის მიერ
კონსტიტუციის პროექტის განხილვის შემდეგ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა
მიიღო ახალი კონსტოტუცია, რომლის საფუძველზეც საქართველოში დაინიშნა პრეზიდენტისა და
პარლამენტის არჩევნები. ახალი კონსტიტუცია ძალაში უნდა შესულიყო ახლად არჩეული პრეზიდენტისა
და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან. საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრულად
განწყობილ ძალებს არ აწყობდათ კონსტიტუციის მიღება და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების
სტაბილურობა, ამიტომ 1995 წლის 29 აგვისტოს ლიკვიდაციის მიზნით ედუარდ შევარდნაძის
წინააღმდეგ მოაწყვეს ტერორისტული აქტი, მაგრამ შევარდნაძე გადარჩა.
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ მტკიცე საფუძველი შეუქმნა ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის საბჭოთა
კავშირის დაშლის მდგომარეობით.
კონსტიტუციის ძალით, საქართველოში დამყარდა საპრეზიდენტო მმართველობა, პრეზიდენტი
კანონით მინიჭებული უფლებებით გახლდათ საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური.
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ პირველად განახორციელა ხელისუფლების დაყოფა და
სათანადო ადგილი დაუთმო დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნას.
1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამეტის არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში კი ადგილების უმრავლესობა
მოიპოვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა.
1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ალაგმვა, რამაც ხელი შეუწყო
ქვეყნად მშვიდობის დამყარებას და სტაბილურობას.
1995-1997 წლებში საქართველოში გატარდა გარკვეული ეკონომიკური რეფორმები, რამაც
განაპირობა ქვეყნის ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. ქვეყნის
ეკონომიკური აღმავლობა რამდენადმე შეაფერხა რიგმა მიზეზებმა: 1. 1998 წლის რუსეთის ფინანსურმა
კრიზისმა; 2. 1998 წლის მაისში აფხაზეთში განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა; 3. გალის რაიონიდან
სამეგრელოს რაიონში ლტოლვილთა ახალი ნაკადის მოსვლამ;
1999 წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართა მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც
ყველაზე მეტი ხმა ისევ საქართველოს მოქლაქეთა კავშირმა დააგროვა (თავჯდომარე ედუარდ
შევარდნაძე). საქართველოს პარლამენტის თავჯდომარედ მეორედ იქნა არჩეული ზურაბ ჟვანია. 2000
წლის აპრილში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ედუარდ შევარნაძემ გაიმარჯვა.

$3 ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის XX-ე


საუკუნის 90-იან წლებში
(ცხინვალის რეგიონში)

389
XX საუკუნის 80-იანი წლების მე-2 ნახევრიდან აშკარა გახდა, რომ საბჭოთა კავშირის უზარმაზარ
იმპერიას დღეები დათვლილი ჰქონდა. როგორც ხდება ხოლმე _იმპერიის მსხვრევის შემდეგ, ჩნდება
უზარმაზარი სიცარიელე, ეთნიკურად, თუ პოლიტიკურად დაძაბული კერები, ანუ მოქმედებას იწყებენ
ის ნაღმები, რომელიც თავის დროზე ჩადებული ჰქონდა ,,იმპერიის მანქანას‖. ანალოგიური სიტუაცია
შეიქმნა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში დაისადგურა ღრმა ეკონომიკურმა
კრიზისმა და თავი იჩინა ეთნო-პოლიტიკურმა კონფლიქტებმა. ყოფილი საბჭოური სივრცის პატარა
სახელმწიფოების პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა. ისინი პოლიტიკური გზის გასაყარზე
იდგნენ, მათ უნდა აერჩიათ: ევროპული ან ისევ სახეცვლილი რუსეთისაკენ მიმავალი გზა. უძველესი
კულტურის მქონე საქართველო აშკარა პროევროპულ გზას დაადგა, რამაც გამოიწვია ყოფილი იმპერიის
შთამომავლის_რუსეთის გაბრაზება. საქართველოშიც ამოქმედდა ,,იმპერიის მანქანის‖ მიერ ჩადებული
ეთნო-პოლიტიკური ნაღმები და გაჩნდა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კრიზისები.
ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების გაღვივების მიზნით არაფორმალური ორგანიზაციები
შეიქმნა ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთში‖ (ადამონ ნიხასი) და აფხაზეთში (აიდგილარა). მათ, ეთნიკურ ნიადაგზე
მოითხოვეს საქართველოსაგან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება. როგორც ოსს, ისე აფხაზ
სეპარატისტთა უკან, ცხადია, საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელისუფლება იდგა.
რამდენადმე, სწორედ საბჭოთა იმპერიის წაქეზებით, რომელსაც თან ერთვოდა ეთნიკური
განსხვავებაც 1989 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის‖ ავტონომიური ოლქის მეოცე
მოწვევის სახალხო დებუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესია. სადაც სეპარატისტულმა მთავრობამ მიიღო
გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკად გარდაიქმნას შესახებ
აღნიშნული სესიის გადაწყვეტილება გახლდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაგმობილ იქნა 1989 წლის 16 ნოემბრის საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. იმავე წლის 18 ნოემბრის საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს
პრეზიდიუმის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებით შეიქმნა ამ
საკითხების შემსწავლელი კომისია 19 კაცის შემადგენლობით.
1989 წლის ნოემბრის თვიდან 1990 წლის თებერვლამდე ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის‖ ტერიტორიაზე
ადგილი ჰქონდა ცალკეულ შეტაკებებს ოს შეიარაღებულ არაფორმალურ გაერთიანებებსა და ქართულ
მხარეს შორის. ,,ადამონ ნიხასის‖ წაქეზებით ოსეთის სეპარატისტული მთავრობა ყველაფერ ამაში ბრალს
დებდა საქართველოს სსრ-ას.
იმავე სხდომაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული
რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ.
ოსეთის სეპარატისტული მთავრობა ყველა Eღონეს ხმარობდა ძირძველი ქართული კუთხის
საქართველოსაგან გამოყოფისათვის და ბოიკოტს უცხადებდა საქართველოს მთავრობის, თუ მისი
საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა
ახალწვეულების სამხედროში გაწვევის შემდეგ მათ ემსახურად საქართველოს რესპუბლიკის
ტერიტორიაზე. საპასუხოდ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელშიც
ვკითხულობთ: ,,ეთხოვოს სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გადაწყვიტოს სამხრეთ
ოსეთიდან ახალწვეულთა მიერ სამხედრო სამსახურის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ან
ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებში გავლის საკითხი‖. იმავე
სხდომაზე ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე
,,სამხრეთ ოსეთი‖ მეწარმეობის თავისუფალ ზონად გამოაცხადა‖. ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ
ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს რესპუბლიკის უზენასი საბჭოს არჩევნებს. 1990 წლის 16 ოქტომბერს
ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ მიიღო კანონი საკუთრების თაობაზე, რომლის თანახმადაც: ,,მიწა
და მისი წიაღისეული, წყლები, მცენარეთა დაცხოველთა სამყარო წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის ხალხის
განუყოფელ საკუთრებას‖. ოსების მხრიდან ანალოგიურ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს შემდეგშიც

390
არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რომელიც აშკარად პოლიტიკური კომფლიქტის გაღვივებისაკენ იყო
მიმართული.
ყოველივე ზემოთ თქმული_სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ,
სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს
ეროვნულ სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის შეცვლის, ქართული
სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენდა.
O ოსი სეპარატისტული ძალების უკან, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელისუფლება
იდგა, აშკარად ჩანს 1991 წლის 7 იანვრის სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის დასკვნიდანაც,
სადაც გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობა, რომელმაც გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია.
უფრო მეტიც, მათ გადაწყვეტილებაში კატეგორიული ტონიც იგრძნობა: ,,3. სამი დღის ვადაში ოსეთის
ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან გაყვანილ იქნეს შეიარაღებული ფორმინებანი (საუბარია
ქართულ ქვედანაყოფებზე–ხ.ჩ), სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გარდა‖.
ასევე თანაგრძნობა გამოუცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას ჩრდილოეთY
ოსეთის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამაც.
სამხრეთ ოსეთში დაიწყო ტერაქტები, დღითი-დღე იზრდებოდა მსხვერპლთა რიცხვი, დაიწყო
რეგიონიდან ლტოლვილთა დენა.
საქართელოს მხრიდან რამდენადმე სწორ პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენდა რუსეთის
საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენასი საბჭოს თავმჯდომარესთან
მოლაპარაკების გამართვა სამხრეთ ოსეთში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ქართული მხარე
რეგიონში მშვიდობის მიღწევისათვის თანახმა გახდა შერეული (რუსულ-ქართული) მილიციის რაზმის
შექმნისა, რომელიც უზრუნველყოფდა ცხინვალის რეგიონში სტაბილიზაციას და საზოგადოებრივ
წესრიგს.
საქართველოს ეროვნული მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა და ყველა გზას ეძებდა, რათა არ
დარღვეულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი სუვერენიტეტი. მაგრამ, ვერც ამან
გაამართლა.
მართლაც, თითქოსდა საყოველთაო სამართლიანობის მფლობელი რუსეთი, კიდევ ერთხელ
იხრება ოსეთის სეპარატისტული მთავრობის მხარეს და 1991 წლის 31 მარტს სახალხო დეპუტატთა
ყრილობაზე ღებულობს შემდეგ დადგენილებას:
,,1. ვთხოვთ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიიღოს გადაწყვე- ტილება სამხრეთ
ოსეთის ოლქის სტატუსისა და სახელმწიფო ხელისუფლების ყველა სტრუქტურის აღდგენის შესახებ‖.
ამას ემატება რსფსრს 1991 წლის 25 ოქტომბრის უზენასი საბჭოს სხდომაზე მიღებული
დადგენილება: ,,შეთავაზოს რსფსრს პრეიზდენტს უმოკლეს დროში მიიღოს ყველა შესაძლო ზომა,
აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც კი,
სამხრეთ ოსეთში კონფლლიქტის დაუყოვნებლივი მოწესრიგების, ადამიანის უფლებათა აღდგენისა და
აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთისათვის დამატებითი მატერიალური დახმარების მიზნით‖.
ანალოგიური შინაარსის დადგენილება იქნა მიღებული 1991 წლის 1 ნოემბერს რუსეთის საბჭოთა
სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დეპუტატთა ყრილობაზეც.
საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხრიდან ოსი სეპარატისტებისათვის
გაცემული სათადადო პასუხის მიუხედავად დაძაბულობა დღითი დღე მატულობდა ცხინვალის
რეგიონში
1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ქვეყა- ნაში,
ფაქტიურად სამოქალაქო ომი დაიწყო. 1991 წლის 22 დეკემბერს ქართული ოპოზიციური ძალების
ნაწილმა (რუსეთის ფარული რეჟისურით) დაიწყეს შეტევა პარლამენტის შენობაზე, რომელსაც მოჰყვა
1992 წლის…6 იანვარს კანონიერი ხელისუფლების დამხობა. ამის შემდეგ ძალაუფლება ჯერ სამხედრო
საბჭოს გადაეცა, ხოლო, 1992 წლის 7 მარტიდან ნელ-ნელა გადავიდა ედუარდ შევარდნაძის ხელში.
მთელი ამ უმძიმესი პერიოდის მანძილზე ოსეთის სეპარატისტული მთავრობა ამზადებდა
ცხინვალის რეგიონს საქართველოსაგან გამოსაყოფად. სწორედ ამ მიზნით 1991 წლის 13-14 დეკემბერს

391
ქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა ოსი სეპარატისტების ყრილობა, როგორც ისინი უწოდებენ ,,ოსი ხალხის
I ყრილობა დეკლარაცია‖, რომელშიც ისინი ითხოვენ: სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის
გაერთიანებას და ერთიან სახელმწიფოდ Dჩამოყალიბებას. ხოლო, 1991 წლის 21 დეკემბერს ე.წ. ,,სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ‖ მიიღო შემდეგი დადგენილება: ,,1. შეიქმნას თავდაცვის
რესპუბლიკური ძალები და რესპუბლიკური გვარდია‖. იმავე, ოსეთის სეპარეტისტულმა მთავრობამ 1992
წლის 3 იანვარს გამართული უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება
,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებობის‖ და რუსეთთან შეერთების საკითხებთან
დაკავშირებით მოამზადა რა ფონი სამხრეთ ოსეთის მთავრობამ 1992 წლის 29 მაისს გამოაქვეყნა სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი. ხოლო, 1993 წლის 2 ნოემბერს მიიღო ,,სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის კონსტიტუცია‖.
პოლიტიკური არეულობა საქართველოში, მართლაც სამხრეთ ოსეთის სეპარატი- სტული
მთავრობის წისქვილზე ასხამდა წყალს. მაგრამ, სეპარატისტების უკან მდგარი რუსეთი სხვა, უფრო შორს
მიმავალ გეგმებს ისახავდა მიზნად. ,,დაყავი და იბატონე‖-ს ფორმულას მან მიუმატა წარსულში
მრავალგზის ნაცადი ხერხი _ ,,დაყოფილი ნაწილებიც დაასუსტე‖, რადგან უფრო მორჩილნი
ყოფილიყვნენ ისინი. სწორედ, ამით აიხსნება ის, რომ ცხინვალის რეგიონში მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს ოს ბანდ-ფორმირებებს და ქართულ არმის შორის.
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს მთავრობა და კერძოდ რესპუბლიკის სახელმწიფო
საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე არა ერთხელ შეხვდა რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილო ოსეთის
ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებსა, თუ უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ასეთი
შეხვედრები გაიმართა 1992 წლის 10 ივნისს დაბა ყაზბეგში ე. შევარდნაძესა და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. გალაზოვს შორის. მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ
შეწყვეტაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმავე წლის 24 ივნისს სოჭში გამართული შეხვედრა
(საქართველოს რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი), რემელზეც
ანალოგიური შეთანხმება იქნა მიღებული.
1992 წლის 31 აგვისტოს ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის‖ სეპარარისტულმა მთავრობამ მიიღო
მემორანდუმი: ,,სამხრეთ ოსეთის მიწების შესახებ‖, რომელშიც ვკითხულობთ: ,,სახელწოდება ,,სამხრეთ
ოსეთი‖ და ,,ჩრდილოეთ ოსეთი‖ წარმოადგენს რა ოსეთის ორი ნაწილის გეოგრაფიულ განსაზღვრებას
ცენტრალურ კავკასიაში, არასოდეს არ გამოხატავს მის პოლიტიკურ გაყოფას.
ამჟამად სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობა არ არის
იურიდიულად გაფორმებული და მის არსებობას არ გააჩნია საფუძველი. საბჭოთა პერიოდში არსებული
ოსეთის გაყოფა ,,ქედის მიხედვით‖ იყო საქართველოს ხელმძღვანელობისა და სსრკ ქართველი
ბოლშევიკური ხელმძღვანელობის (სტალინი, ორჯონიკიძე) გეოპოლიტიკური თვითნებობა‖.
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის
სეპარატისტული მთავრობის უკან რუსეთი იდგა წარმოადგენს_რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს
1993 წლის 22 მარტის სხდომის დადგენილება, რომელშიც ვკითხულიბთ; ,,წარდგენილ იქნეს რუსეთის
ფედერაციის უზენაესი საბჭოს სესიაზე განსახილველად საკითხი ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
ცნობის შესახებ‖ ჩრდილოეთ ოსეთის სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილების თაობაზე‖.
1993 წლის 21-22 მაისს ქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა ე.წ. ,,ოსი ხალხის მეორე ყრილობა‖. სადაც
მიიღეს შემდეგი დადგენილება: ,,დადასტურდეს ერთიანი ოსეთის რუსეთისათვის მიერთების
ისტორიული მიზანშეწონილობა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიერ ერთობლივად
მიღებული ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის პროგრამა ჩაითვალოს მნიშვნელოვან ნაბიჯად
ოსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე‖.
მიუხედავად ამ შეთანხმებებისა, კონფლიქტის კერა ცხინვალის რეგიონში XX-ე საუკუნის
ბოლოსათვისაც ღვიოდა. როგორც ჩანს, მისი ინსპირატორი გარეშე ძალა არ ფიქრობდა ცხინვალის
რეგიონის საქართველოსათვის უკან დაბრუნებას და ამისათვის ყველაფერზე წამსვლელი იყო (როგორც
ეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმაც გვიჩვენა). ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციისათვის არის
საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედების ერთგვარი საშუალება.

392
.
$4 აფხაზეთის პოლიტიკური კონფლიქტის გაღვივება
XX საუკუნის 90-იან წლებში

XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კონფლიქტის


გაღვივების მიზნით აფხაზეთში შეიქმნა არაფორმალური ორგანიზაცია ,,აიდგილარა‖. მათ
საქართველოსაგან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება მოითხოვეს-დამოუკიდებალი რესპუბლიკის
სტატუსით. აშკარაა, რომ აფხაზი სეპარატისტების უკან საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელისუფლება
იდგა.
ასეთი ძალების კარნახით აფხაზმა სეპარატისტებმა (თუ უშუალოდ მათ ზურგს უკან
ამოფარებულმა მოსკოვმა) შექმნეს ე.წ. ,,ლიხნის მანიფესტი‖. 1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში
ჩატარდა აფხაზი ეროვნების რამდენიმე ათასი კაცის თავყრილობა. აქ შემუშავდა წერილი-მიმართვა
საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელი ორგანოეიბადმი.
ამ წერილში აფხაზი სეპარატისტები ამახინჯებენ საქართველოს მთელ ისტორიას. ისინი თავიანთ
თავს აფხაზეთის ავტოქტონ მოსახლეობად აცხადებენ. ხოლო ქართველებს კი ბრალს დებენ აფხაზეთის
დაპყრობასა და მის შემოერთებაში. ამით ცდილობენ თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადონ.
ქართულ-აფხაზური დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა 1989 წლის აპრილის თვეში, რომელიც
გარკვეულ წილად, 9 აპრილის სისხლიანი აქციის შემპირობებელი გახდა.
კონფლიქტური სიტუაცია აფხაზეთში განსაკუთრებით 1989 წლიდან მწიფდება. აფხაზი
სეპარატისტები ეწინააღმდეგებიან საქართველოს მიერ მიღებულ ყველა დადგენილებას, მიუხედავად
მათი მნიშვნელობისა.
1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზმა ექსტრემისტებმა უმაღლესი საბჭოს სესია მოიწვიეს. ქვორუმის
უქონლობის გამო სესია არ იყო უფლებამოსილი, მაგრამ მიუხედავად ამისა აფხაზეთის ასსრ მაინც იქნა
გამოცხადებული დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ.
ეს დეკლარაცია არის აფხაზეთის ასსრ ახალი კონსტიტუციის საფუძველი. მასში აშკარადაა
გაზრდილი აფხაზეთის ასსრ-ს უფლებები და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აღნიშნული
დეკლარაცია საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოაცხადა ბათილად და იურიდიული
ძალის არ მქონედ. ქართული მხარისაგან მისი დაგმობა არც იყო გასაკვირი, მაგრამ განსაკუთრერბით
უნდა აღინიშნოს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 31 აგვისტოს დადგენილება, რომელშიც
ვკითხულობთ:
,,... აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ადგენს:
1. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება ,,აფხაზეთის
სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ‖, გაუქმდეს, როგორც
ანტიკონსტიტიციური, კანონსაწინააღმდეგო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც არღვევს
საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო დეკლარაცია
,,აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ‖,
უარყოფილ იქნეს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობის ძირეულ
ინტერესებს და სურვილებს.
2. დაგმობილ იქნეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით ბრალდებები რაც გაისმა
1990 წლის 25 აგვისტოს სესიაზე‖. ვგონებ, რაიმე კომენტარის გაკეთება აღნიშნულ დადგენილებესთან
დაკავშირებით ზედმეტია.
1990 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ საბჭოს თავჯდომარედ
ვლადისლავ არძინბა იარჩია. თავდაპირველად საქართველოსა და აფხაზეთის ახალ ხელისუფალთა
შორის საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მაგრამ, მოსკოვის წაქეზებით
თანდათან იძაბება სიტუაცია აფხაზეთში. 1991 წლის 17 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სსრ კავშირის
შებარჩუნების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
თავჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ბოიკოტი გამოუცხადა და 1991 წლის 28 თებერვლის

393
დადგენილებით 1991 წლის 31 მარტისთვის დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.
ამ დადგენილებას არ დაემორჩილა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ვ. არძინბა
1991 წლის 28 თებერვლის დადგენილებით გადაწყდა, რომ 1991 წლის 17 მარტის საკავშირო
რეფერენდუმში, რომელიც სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხს ეხებოდა, აფხაზეთიც მიიღებდა
მონაწილეობას.‖
ქართულ-აფხაზური დავის საგანს შეადგენდა აგრეთვე აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს
არჩევნებისა და ლეგიტიმაციის საკითხი. საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 27 თებერვლის
დადგენილებაში ,,აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ‖ ვკითხულობთ: ,, აფხაზეთის
ასსრ უზენაესი საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების
შესახებ კანონი არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.‖
მოსკოვის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აკრძელებდნენ
ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა, ქართულ-აფხაზური
ორმხრივი კონსესუსი მაინც მოხერხდა, მდგომარეობა დარეგულირდა-მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი,
რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპებს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის 28-აფხაზი, 26-ქართველი 11-სხვა
დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იქნებოდა აფხაზური, ხოლო, მისი პირველი მოადგილე-
ქართული დეპუტაციის წარმომადგენელი. მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე-ქართველი, ხოლო მისი
პირველი მოადგილე-აფხაზი. რაც მთავარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედ
კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
(გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების ორი მესამედით, რომლის მოსაგროვებლად (44
ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართველ და აფხაზ დეპუტატთა ურთიერთ კომპრომისი.
თუკი ამ ეტაპზე მოხერხდა კომპრომისის მოძებნა, ამის შემდეგ, აფხაზეთის სეპარატისტული
მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს ძირძველი ქართული კუთხის საქართველოსაგან გამოსაყოფად.
მაგალითად, 1991 წლის 2 ივლის აფხაზეთის ასსრ უზენაესმა საბჭომ დაგმო ქართული ეროვნული
გვარდიის შექმნა და ის სსრკ კონსტიტუციის დარღვევად გამოაცხადა. აგრეთვე აფხაზეთის ასსრ
უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 27 სექტემბერს მიიღო დადგენილება ,,აფხაზეთის რესპუბლიკის საბაჟო
სამსახურის შექმის შესახებ.‖ ამას მოჰყვა 1991 წლის 22 ოქტომბრის აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს ანტიკონსტიტუციური დადგენილება ,,აფხაზეთის სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლების
შესახებ‖, რომლითაც აფხაზების საკუთრებად გამოცხადდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე
საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოები, დაწესებულებები და
ორგანიზაციები.
ეს უკანონო დადგენილება ბათილად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 24
ოქტომბრის ბრძანებულებით.
აფხაზების მხრიდან ანალოგიურ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს შემდეგშიც არა ერთხელ ჰქონდა
ადგილი, რომელიც აშკარად პოლიტიკური კონფლიქტის გაღვივებისაკენ იყო მიმართული.
1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ქვეყანაში
ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი დაიწყო.
ზვიად გამსახურდიას ოპოზიციამ გამოიყენა საგარეო გართულება-საქარტველოს ხელისუფლების
დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან დამ ის წინაარმდეგ შეიარაღებული გამოსვლები დაიგეგმა. 1991
წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალების გამოყენებით დაემხო
კანონიერი ხელისუფლება. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავი ჯერ სომსეთს, ხოლო შემდეგ
ჩეჩნეთს შეაფარა. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ (ჯაბა იოსელიანი, თანგიზ კიტოვანი,
თენგის სიგუა). სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო ომს ქვეყანაში, რომელიც
დევნილი პრეზიდენტის მომხრეებსა და სამხედრო საბჭოს შორის მიმდინარეობდა.

394
ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში (1992 წლის 7 მარტს) მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა
ედუარდ შევარდნაძე. 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა პარლამენტის არჩევნები. პარლამენტის ახალი
თავჯდომარე გახდა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები
მიანიჭა. საქართველო სცნო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა მრავალმა ქვეყანამ.
მთელი ამ უმძიმესი პერიოდის მანძილზე აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება
ამზადებდა ნიადაგს რეგიონის საქართველოსაგან გამოსაყოფად. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს
თავჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ 1992 წლის 20 იანვარის დადგენილებით აფხაზეთის ტერიტორიაზე
მყოფი ქართული ეროვნული გვარდიის ნაწილები უკანონო ფორმირებებად გამოაცხადა და მათ
აფხაზეთში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება აეკრძალა. 1992 წლის 24 ივნიის ქალაქ სოხუმში
შეიარაღებულმა პირებმა ალყა შემოარტყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას, მძიმედ დააშავეს
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გ. ლომინაძე, რამაც გამოიწვია აფხაზეთის მოსახლეობის,
განსაკუთრებით მისი ქართული ნაწილის აღშფოთება-დაიწყო დაუმორჩილებლობა. საქართველოს
რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით: ,,იქმნება საშიშროება იმისა, რომ მოვლენების
შემდგომი განვითარება გამოიწვევს ქაოსს და სიტუაციას უმართავს გახდის.‖
იმავე წლის 23 ივლისს, აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ გააუქმა აფხაზეთის ასსრ 1978
წლის კონსტიტუცია და ახალი კონსტიტუციის მიღებამდე 1925 წლის კონსტიტუცია აამოქმედა.
აღნიშნული ქმედება განახორციელეს ხალხთა უმრავესობის აზრის გაუთვსლისწინებლად და არც
დეპუტატთა უმრავლესობას დაეკითხნენ. იმავე წლის 25 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარემ ე. შევარდნაძემ, სპეციალური დადგენილებით 1925 წლის აფხაზური
კონსტიტუციის ამოქმედება იურიდიული ძალის არმქონედ გამოაცხადა. აქვე უნდა ითქვას, რომ
აფხაზეთის უზენაეს საბჭოშიც იყვნენ საქართველოს ერთიანობის მოსურნე დიდი საზოგადო მოღვეწები.
მათი ძალისხმევით იმავე წლის 29 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესმა საბჭომ მიიღი შემდეგი შინაარსის
დადგენილება: ,,აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით, მიღებული
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ფრაქცია ,,დემოკრატიული აფხაზეთის‖ მონაწილეობის
გარეშე, რომელიც წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის დიდ უმრავლესობას პარლამენტში, არის
მცდელობა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის შეწყვეტისა და აფხაზეთის სსრ 1925 წლის
კონსტიტუციის მოქმედებაში შეყვანისა, რომელიც აცხადებს პროლეტარიატის დიქტატურას და
დღევანდელობი- სათვის სავსებით მიუღებელ რეალიებს.‖
ამის შემდეგ აფხაზმა სეპარატიტებმა იწყეს ადამიანთა გატაცება სამეგრელოს მხარის
რაიონებიდან და ბანდიტური თავდასხმები რუსეთიდან საქართველოში მომავალ მატარებლებზე მათი
გაძარცვის მიზნით. საჭირო გახდა აფხაზეთის სატრანსპორტო მაგისტრალების დაცვა. 1992 წლის 10
აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა შემდეგი:
,,საქართველის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის
საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის ტრანსპორტზე 1992 წლის 15 აგვისტოდან
შემოღებულ იქნეს საგანგებო წესები ერთი თვის ვადით.‖
აფხაზეთის სატრანსპორტო მაგისტრალების დაცვა ედუარდ შევარდნაძეს და ქართულ მხარეს
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ მიუღია, ყოველივე ეს არძინბასთან შევარდნაძის სატელეფონო
საუბრით იყო შეთანხმებული. 1992 წლის 14 აგვისტოს სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით
აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. სამხედრო მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ამ
ჯარის სარდალიც გახლდათ, მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ ჯარი არ უნდა დაბანაკებულიყო
ქალაქებში, არამედ მხოლოდ სამაგისტრალო კვანძებზე. კიტოვანმა არ შეასრულა ეს მითითება, რაც
საბაბად გამოიყენეს აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სროლა აუტეხეს ქართულ ჯარს, რომელმაც
სროლითვე უპასუხა.
აფხაზურმა სეპარატისტებმა დაიწყეს 18-დან 40 წლის ასაკის ზრდასრული მოსახლეობის
მობილიზაცია. ბრძანებაში ვკითხულობთ: ,,შინაგანი ჯარის პოლკის მეთაურმა ბაზაზე ჩამოაყალიბოს
ხუთი ათასეული, თითეულში 500 კაცის ოდენობით.‖ ხოლო იმავე წლის 16 სექტემბერს აფხაზეთის
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ვ. არძინბამ ლიხნის მანიფესტის საფუძველზე

395
შემუშავებული დადგენილება მიიღო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი აფხაზეთის
რესპუბლიკის ოკუპაციის მცდელობას საქართველოს მხრიდან. არძინბას თანახმად საქართველო მიზნად
ისახავდა 100 ათასი აფხაზი ხალხის ფიზიკურ განადგურებას. რაც აშკარა სიცრუეა გახლდათ.
აშკარად აფხაზების მხარე დაიჭირა რუსეთის ფედერაციის უზენაესმა საბჭომ. მან 1992 წლის 25
სექტემბრის დადგენილებით გადაჭრით დაგმო საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის
მოქმედება, ,,რომელიც ცდილობს ძალადობის გზით გადაჭრას რთული ეროვნებათშორისი პრობლემები.‖
ამით კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ რუსეთის სახელმწიფო სეპარატისტ აფხაზთა მხარეზე იყო და
გარკვეულ წილად მის მიერვე იყო ინსპირირებული ეს პოლიტიკური კონფლიქტი.
თავდაპირველად კიტოვან-იოსელიანის სამხედრო ნაწილებს აფხაზმა და რუსმა ჯარისკაცებმა
საშუალება მისცეს მარშით გაევლოთ მთელი აფხაზეთი მდინარე ფსოუმდე, მაგრამ შემდეგ
ჩრდილოკავკასიელი და კაზაკ-რუსი გაწრთვნილი სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს შემოტევა,
რაც საბოლოოდ ქართველთა დამარცხებით დამთავრდა.
აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილო კავკასიელი `ბოევიკების~
დახმარებით 1992 წლის 2 ოქტომბერს აიღეს გაგრა, დიდი ბრძოლების შემდეგ 1992 წლის 27 ოქტომბერს
აიღეს სოხუმი და ამის შემდეგ ძალიან მალე მდინარე ენგურზე გაავლეს საზღვარი. აფხაზმა
სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს
თავჯდომარე ჟიული შარტავა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ათასობით სუხუმელს აფხაზ
სეპარატისტთთა ტყვეობაში ჩავარდნა და სიკვდილი ააცილა თავიდან. აფხაზეთიდან გამოედევნა
დაახლოებით 300 ათასი ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქე.
ქართული მხარე არ წყვეტდა მოქმედებას აფხაზეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ამის
დამადასტურებელია 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკება, რომლის ძალითაც 5
სექტემბრის 12.00 საათიდან ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო ორივე მხარიდან. ასევე ყოველგვარი პირობები
უნდა შექმნილიყო აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველების უკან დასაბრუნებკად. აღნიშნული
შეთანხმება დააარღვიეს აფხაზებმა.
აფხაზი სეპარატისტების და მათი შინაური თუ გარეული მომხრეების მრავალგზისმა ვერაგობამ
აიძულა საქართველო შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და დათანხმებოდა
მდინარე ენგურზე ორივე მხარეს რუსთა ,,სამშვიდობო‖ ჯარის ჩადგომას. რამაც, ფაქტობრივად, ყოველ
შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც, შექმნა საქართველოდან აფხაზეთის გამომყოფი საზღვარი. რუსეთის
ფედერაციის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის
შეიარაღებული ძალები სამშვიდობო ძალების რანგში იქნა აყვანილი და კონფლიქტის
დემილიტარიზებულ ზონაში ჩააყენეს ,,მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფისა და მრეწველობის
და ტრანსპორტის მდგრადი ფუნქციონირებისათვის.‖ მაგრამ, აფხაზეთში საერთაშორისო ეგიდით
განლაგებული რუსეთის ეს სამშვიდობო ძალები ვერ ასრულებენ დაკისრებულ მისიას დ ავერ
უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
რუსეთის დახმარებით გათამამებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთი გამოაცხადეს
,,დამოუკიდებელ სახელმწიფოდ‖ და უარი თქვეს 100 ათასობით ლტოლვილის საკუთარ სახლში
დაბრუნებაზე, თუ საქართველო არ სცნობდა მათ ,,დამოუკიდებლობას‖.
ქართული მხარე ამის შემდეგაც არა ერთხელ შეეცადა ეს პოლიტიკური კონფლიქტი აღმოეფხვრა
მშვიდობიანი გზით. საქართველო თანახმა იყო წასულიყო დათმობაზე და აფხაზეთი ფართო ავტონომიის
სტატუსით დაბრუნებოდა საქართველოს. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 1993 წლის
27 ივლისის სოჭის შეთანხმება, რომელშიც საუბარია, რომ 1993 წლის 28 ივლიის 12.00 საათიდან უნდა
შეწყდეს ცეცხლი და აფხაზეთში ,,1993 წლის 29 ივლისიდან ფუნქციონირებას იწყებს ქართულ-აფხაზურ-
რუსული დროებითი საკონტროლო ჯგუფები (3-9 კაცის ოდენობით)‖, ეს საკონტროლო ჯგუფები
მეთვალყურეობას გაუწევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.
დამატებით ,,კონფლიქტის ზონაში დაუყოვნებლივ შედიან საერთაშორისო მეთველყურენი.‖ ამ
საერთაშორისო მეთველყურეებში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მოვლენილი მეთვალყურენი

396
იგულისხმება. ეს შეთანხმებაც დაარღვია აფხაზურმა მხარემ და საომარი მოქმედებები ამის შემდეგაც
გააგრძელა.
ისიც აღსანიშნავია, რომ აფხაზები ომის გაგრძელებას, რუსეთის მხრიდან არაოფიციალური
მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ვერ შეძლებდნენ. თუმც, რუსეთი როგორც ქართული, ისე აფხაზური
მხარის დასუსტებით რომ იყო დაინტერესებული, გვაფიქრებინებს რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა
საბჭოს თავჯდომარის რ. გ. აბდულატოვის 1993 წლის 30 აპრილის დადგენილება, რომელშიც
ვკითხულებთ შემდეგს: ,,რუსეთის ფედერაციის მთავრობა არ ასრულებს რუსეთის ფედერაციის
უზენაესი საბჭოს რეკომენდაციებს, შეჩერდეს საქართველოს რესპუბლიკისათვის შეიარაღების გადაცემა,
შეწყდეს ადრე დადებული კონტრაქტებით საბრძოლო ტექნიკისა და წყვია-წამლის მიწოდება.‖
რუსეთი რომ აფხაზურ მხარეს ამარაგებდა იარაღით, ეს აქსიომაა. მაგრამ, როგორც ამ
დადგენილებიდან გამოდის, რუსეთი თურმე ქართულ მხარესაც აწვდიდა ბოლო დრომდე ტყვია-წამალს.
ჩანს, რუსეთს ხელს აძლევდა თუკი ორივე მხარე-ქართულიცა და აფხაზურიც დასუსტდებოდა და
საერთო ჯამში ამით ქართული სახელმწიფო დაძაბუნდებოდა. აშკარაა, რომ მოსკოვში საკმაოდ შორს
მიმავალი გეგმები ჰქონდათ.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ გაეროს როლს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ქართულ-
აფხაზურ კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1993 წლის 24
აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #858 დადგენილებით ქართულ-აფხაზური
კონფლიქტის ზონაში მოვლენილ იქნა გაეროს მეთვალყურენი, თავდაპირველად 6 თვის ვადით, მაგრამ
შემდეგ მოხდა ამ ვადის მრავალგზის გადიდება. იმის შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის
ზონაში მოვლენილმა გაეროს მეთვალყურეებმა ადგილზე შეისწავლეს პრობლემა, 1993 წლის 19
ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღი #876 რეზოლუცია, რომელშიც ვკითხულობთ: ,,(გაეროს
უშიშროების საბჭო-ს.ა.) ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ
მთლიანობას. კვლავ ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთში არსებული ძალებს შორის
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების უხეშ დარღვევს აფხაზთა მხარის მიერ
და საერთაშორისო ჰუმანური სამართლის დარღვევით წარმოებულ შემდგომ მოქმედებებს. გმობს
აგრეთვე Aაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისრთა საბჭოს
თავჯდომარის მკვლელობას.‖
გაეროს უშიშროების საბჭოს ამ რეზოლუციამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ
ქართულ-აფხაზურ მხარეს შორის შეთანხმებებს აფხაზური მხარე და მათ უკან მდგომი რუსეთი
არღვევდა.
მართალია, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა უშუალოდ საომარი მოქმედებები
ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ იმის შემდეგ, როცა 300 ათასამდე
ქართველს დაატოვებინეს აფხაზეთი. ბევრი ქართველი შეეწირა აფხაზეთის ომს. საქართველოს
პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებაში ნათქვამია, რომ: ,,საქართველოს ძირძველ
ტერიტორიაზე-აფხაზეთში ათწლეულების განმავლობაში მოქმედმა სეპარატისტებმა გარეშე ძალთა
მხარდაჭერით და ხელშეწყობით 1992 წლიდან მოაწყვეს ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა,
რომელსაც შეეწირა შვიდი ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი.
ბარბაროსულად დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე,
საქართველოს პარლამენტის წევრი ჟიული შარტავა და სხვა ხელმძღვანელი პირები. მშობლიური
ადგილებიდან გააძევეს აფხაზეთის მოსახლეობის 80 პროცენტი, დამწვარი, გაძარცვული და
განადგურებულია 20 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დანგრეულია სკოლები, კულტურის ცენტრები,
ეკლესიები, ხუროთმოძღვრებისა ისტორიული ძეგლები...
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა გრძელდება
საომარ მოქმედებათა შეწყვეტის შემდგომაც, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც 1993 წლის
სექტემბრის შემდეგ დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი. ფართო მაშტაბი აქვს მიღებული ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლების შელახვას.

397
საქართველოის პროკურატურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აფხაზეთში განვითარებული და მიმდინარე მოვლენები
შეფასდეს, როგორც სეპარატისტთა მიერ რუსეთის ანტიდემოკრატიული, რეაქციული და სხვა გარეშე
ძალების დახმარებითა და მონაწილეობით საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული
მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედება...‖.
პარლამენტის ეს დადგენილება არამარტო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აფხაზეთში
დაღუპულთა, დაკარგულთა და დასახიჩრებულთა ზუსტი სტატისტიკური ცნობებია მოცემული, არამედ
იმითაც, რომ რუსეთის სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ქმედებანი კიდევ ერთხელ არის სააშკარაოზე
გამოტანილი და ზუსტი ფორმულირებებია მათთა დაკავშირებით გაკეთებული.
პარლამენტის იმავე დადგენილებაში გაკეთებულია მიმართვა აფხაზური მხარისადმიც, კერძოდ
მასში ვკითხულობთ: ,,საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლით
აღიარებული პრინციპების შესაბამისად, მრავალეროვანი აფხაზეთის ფართო საზოგადოებრიობის, ყველა
ერისა და ეროვნების წარმომადგენლების მონაწილეობით განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი ფართომაშტაბიანი ავტონომიით ერთიანი ქართული
სახელმწიფოს საზღვრებში.‖
ანალოგიური შინაარსის დადგენილება მოცემულია 1994 წლის 4 მაისის გაეროს
გენერალური მდივნის მოხსენებით ბარათში. მსგავსი ფორმულირებებია გაკეთებული გაეროს სხვა
რეზოლუციებშიც. მაგრამ, ვერც ამან უშველა პრობლემას. ამის შემდეგაც არა ერთხელ შედგა
მოლაპარაკება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის-პრობლემის მშვიდობიანად დარეგულირებისა და
აფხაზეთის ფართომაშტაბიანი ავტონომიის სტატუსით საქართველოში დაბრუნრბასთან დაკავშირებით
(გაგების მემორანდუმი მიღებული ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჟენევის მოლაპარაკებაზე 1993
წლის 30 ნოემბრიდან 1 დაკემბრამდე; კომუნიკე ჟენევაში ქართველთა და აფხაზთა მოლაპარაკების მეორე
რაუნდის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 1994 წლის 11-13 იანვარს; ოთხმხრივი შეთანხმება
(საქართველო, აფხაზეთი, რუსეთის ფედერაცია და გაერო), ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა
შესახებ, გაიმართა 1994 წლის 22-25 თებერვალს ჟენევაში, იმავე წლის 7-9 მარტ ნიუ-იორკში და 29-31
მარტ მოსკოვში და სხვა;). მაგრამ აფხაზური მხარე ყოველთვის არღვევდა ამ შეთანხმებებს.
საქმეს ვერც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წარმოგზავნილმა მეთვალყურეთა გაზრდილმა
კონტიგენტმა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უშველეს და აფხაზეთის სეპარატისტული
მთავრობის წარმომადგენლებმა 1994 წლის 26 ნოემბერს მიიღეს, როგორც ისინი უწოდებდნენ,
,,დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის‖ კონსტიტუცია, რომელიც თავის მხრივ 1925 წლის
კონსტიტუცის საფუძველზე იყო შემუშავებული. კონსტიტუციაში ნათქვამია:
,,ჩვენ, აფხაზეთის ხალხი, ვახორციელებთ რა საკუთარი თვითგამორკვევის უფლებას,
საზეიმოთ ვაცხადებთ და ვადგენტ ამ კონსტიტუციას.
(...)
მუხლი1. აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი
სახელწიფო, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ხალხთა
თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით.
(...)
მუხლი 6. აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის აფხაზური.
რუსული ენა აფხაზურის თანაბრად აღიარებულია სახელმწიფო და
სხვა დაწესებულებების ენად...‖
იქვე, მე-10 მუხლით, განსაზღვრული ქვეყნის სახელმწიფო სიმბულიკა (სახელმწიფო დროშა,
გერბი და ჰიმნი), 37-ე მუხლით განსაზღვრულია აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა
რაოდენობა (35 კაცი) და პარლამენტის უფლებემოსილებათა ვადა (5 წლით), 47-ე, 48-ე, 49-ე მუხლებით
განსაზღვრულია აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის უფლება-მოვალეობანი, ხოლო 53-ე
მუხლით_პრეზიდენტის უფლება-მოვალეობანი, რომ ის განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებებს.‖

398
აღნიშნული ანტიკონსტიტუციური ქმედება დაგმობილ იქნა ევროპის უშიშროებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაციის ბუდაპეშტის შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი
საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო თანამეგობრობის
მიერ ცნობილ საზღვრებში. მონაწილეთა დასკვნით ,,სწორედ ამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს
კონფლიქტის მოწესრიგება საქართველოში.‖
XX საუკუნის მიწურულამდე ანალოგიური ხასიათის დადგენილებები არა ერთხელ მიიღო,
როგორც ქართულმა მხარემ, აგრეთვე გაერომ უშიშროების საბჭომ, მაგრამ ვერც ამ დადგენილებებმა
გადაჭრეს ეს კონფლიქტი. საუკუნის მიწურულსაც ვერ იქნა აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა და კვლავ ქართული იურიდიული სივრცის მიღმა დარჩა აფხაზეთი.
ზემოთ მოტანილი მრავალრიცხოვანი დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართულ-აფხაზური
კონფლიქტი გარდა აფხაზური და ქართული მხრიდან დაშვებული შეცდომებისა, ინსპირირებულია
მესამე ძალის-რუსეთის მიერაც, რომლის იმპერიალისტური ფორმულა _ ,,დაჰყავი და იბატონე‖, შორს
მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად და მხოლოდ აფხაზებისადმი უანგარო სიყვარულით არ არის
გამსჭვალული. აქვე უნდა აღინიშნოს ქართული მხარის კონფლიქტისადმი სწორი მიდგომა-მისი
მშვიდობიანი გზით გადაჭრის წადილი.

$5 `ვარდების რევოლუცია‖

1999 წელს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს


მოქალაქეთა კავშირმა, რომლის თავჯდომარე გახლდათ ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს
პარლამენტის თავჯდომარედ მეორედ იქნა არჩეული ზურაბ ჟვანია. 2000 წლის აპრილში საქართველოში
გაიმართა საპრეზიდენტო არჩევები, რომელშიც კვლავ ედუარდ შევარდნაძემ გაიმარჯვა. საქართველოს
ოპიზიციურმა ძალებმა არა ერთხელ დააფიქსირეს ამ არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ მთავრობა
ბრალდებებს უარყოფთა.
აღნიშნული არჩევნების შემდეგ პერიოდში საქართველოში აშკარად თვალში საცემი გახდა
ეკონომიკური სტაგნაცია და დაქვეითება. ქვეყნის მთავრობას გადაუჭრელი დარჩა სოციალური
პრობლემები. მან ვერ შესძლო ხელფასებისა და პენსიების გაცემა. ამან გამოიწვია ისედაც მძიმე
სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი
ცხოვრობდა სიღატაკეში. ქვეყნის მაღალ ეშელონებში ფეხი მყარად ჰქონდა მოკიდებული კორუფციას,
რომლის აღმოსაფხვრელად არ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. მოუგვარებელმა
სოციალურ_ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია ხელისუფლების კრიზისი, ქვეყანა ჩიხურ
სიტუაციაში შევიდა. საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და მის მომხრეებს, რომელთა
რიცხვიც დღითიდღე კლებულობდა, აშკარად დაუპირისპირდა ახალგაზრდა პარლამენტართა ერთი
ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მეთაურებისაგან
ითხოვდა კორუფციის აღსაკვეთად სერიოზული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ვინაიდან
კორუფციაში ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეებიც იყვნენ გარეულნი და ძირეული რეფორმების
გატარება გამორიცხული იყო. რეფორმები ძირითადად ხალხის თვალის ასახვევად ტარდებოდა. ღრმა
პოლიტიკური კრიზისის აშკარა გამოხატულებაა იყო ისიც, რომ დაიშალა საქართველოს მმართველი
პარტიის _ მოქალაქეთა კავშირის _ საპარლამენტო უმრავლესობა.
2001 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ხელისუფლების პოლიტიკურმა
კრიზისმა პიკს მიაღწია. რაც გამოიხატა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ
ხელისუფლებას შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობებით. ყოველივე ამს მოჰყვა თბილისში,
პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო დემონსტრაციები, რომელშიც წამყვანი როლი ითამაშეს
ქართველმა სტუდენტებმა. დემონსტრაციები დაიწყო ჯერ თავისუფალი სიტყვის დაცვის მოთხოვნით,

399
მაგრამ შემდგომში გადაიზარდა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში. ქვეყანაში დაძაბული
ვითარების განმუხტვის მიზნით თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ
ზურაბ ჟვანიამ. საქართვრლოს პრეზიდენტმა _ ედუარდ შევარდნაძემ დაითხოვა მთავრობის მთელლი
შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარედ ზურაბ ჟვანიას ნაცვლად არჩეულ იქნა ნინო
ბურჯანაძე.
2001 წლის პოლიტიკურ კრიზისს თავი დააღწია ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ ქვეყანაში
მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სულ უფრო ძლიერდებოდა
საქართველოს პრეზიენტის მოწინააღმდეგე ძალები. მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ქვეყნის
აღმასრულებელი ხელისუფლების შეუფარავი კრიტიკა და მათი მხილება კორუფციაში. ამან კი მიხელ
სააკაშვილის პოლიტიკური პრესტიჟი ქვეყანაში საგრძნობლად გაზარდა.
საქართველოში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2003 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ჩატარდა
საპარლამენტო არჩევნები. ოპიზიციურმა ძალებმა არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს
პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ გაეყალბებინათ, მაგრამ
მიუხედავად ამისა, არჩევნები მაინც უხეშად იქნა გაყალბებული. ამას კი საქართველოს მოსახლეობის
საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. 2003 წლის ნოემბერში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ,
მრავალათასიანი მიტინგი მოეწყო. ისინი ერთხმად აპროტესტებდნენ გაყალბებულ არჩევნებს. სიტუაცია
განსაკურებით მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის მომხრე ძალებმა ქვეყნის
პრეზიდენტის მხარდაჭერის მიზნით მობილიზება დაიწყეს და ოპოზიციის მიტინგის გვერდით
მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი გამართეს. საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, მაგრამ
ოპიზიციის ლიდერებმა მიხელ სააკაშვილის მეთაურობით შესძლეს ამ რთული ვითარებიდან
გამოსავალის მონახვა და საქართველოში უსისხლო რევოლუცია განახორციელეს, რომელიც ისტორიაში
შევიდა `ვარდების რევოლუციის‖ სახელწოდებით.
შევარდნაძის მთავრობა დაემხო და დროებით მთავრობას სათავეში ჩაუდგა ნინო ბურჯანაძე. 2004
წლის 4 იანვარს საქართველოში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველთა ხმების
96.27 % დაგროვა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მას ქვეყანამ ამ არჩევნებში
დიდი ნდობა გამოუცხადა და დიდი პასუხისმგებლობა და მისიაც დააკისრა. მიხელ სააკაშვილს უნდა
გამოეყვანა საქართელო ღრმა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. გარდა ამისა,
სრულიად გადასასინჯი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. ედუარდ შევარდნაძის დროს
საქართველოს საგარეო ურთიერთობები ძირითადად ლავირების პოლიტიკიას ეფუძნებოდა,
დასავლეთთანაც კარგ ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა იყო და რუსეთის ფედერაციულ
სახელმწიფოსთანაც ცდილობს ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ ლავირების პოლიტიკამ
ქვეყანას არანაირი შედეგი არ მოუტანა. მიხეილ სააკაშვილის სათავეში მოსვლის შემდეგ აშკარად
დასავლეთზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი იქნა არჩეული, თუმცა ეს არამცდაარამც არ
გამორიცხავდა მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, კეთილმეზობლურ
ურთიერთობებს.
2004 წლის მარტში საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დიდი
უპირატესობით გაიმარჯვა ნაციონალ-დემოკრატებმა. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარედ
არჩეულ იქნა ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრად კი დაინიშნა ზურაბ ჟვანია.

$6 საქართველოს საგარეო პოლიტიკა


XX – XXI საუკუნეების მიჯნაზე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაადვილდა საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების ცნობა


საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციების მიერ. 1992 წლის ივნისში საქართველო გაეთიანებული
ერების ორგანიზაციის წევრი გახდა.

400
რუსეთი ყველანაირად ცდილობდა დამოუკიდებელი საქართველოც კი მისი გავლენის ქვეშ
ყოფილიყო, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი საგარეო
პოლიტიკური კურსის წარმოებაში. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებული შეიქნა ლავირებული
საგარეო პოლიტიკური კურსი ეწარმოებინა. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ოფიციალურად
პროდასავლურ ორიენტაციისა გახლდათ, მაგრამ 1993 წლის დეკემბერში, საქართველო, რუსეთის
ფაქტორის გათვალისწინებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანდა. ეს
თანამეგობრობა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უშუალოდ
მოსკოვის ინიციატივით იყო შექმნილი. მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, გარდა
იმისა, რომ ამ ქმედებით რამდენადმე რუსეთის გულს მოიგებდა, გეგმავდა აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონის კონფლიქტების მოგვარებასაც. ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველო-რუსეთის სავაჭრო-
ეკონომიკური თანამშრომლობა ამით კიდევ უფრო მეტად გაფართოვდებოდა.
დსთ-ში გაერთიანების მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და მისი
დასავლეთევროპული ორიენტირები არ შეცვლილა. 1992 წელს საქართველო შევიდა ჩრდილო
ატლანტიკული თანამშრომლობის საბჭოში. 1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ჩრდილო-
ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის‖. 1999 წლის აპრილში
საქართველო ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა და იმავე პერიოდში
გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
2000 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა
დამყარებული 110-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-თან, გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან,
ესპანეთთან, თურქეთთან, იაპონიასთან, მექსიკასთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან,
საბერძნეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან, კანადასთან და სხვა. ამავე დროს საქართველო წევრი იყო 100-ზე
მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციისა, რომელთა შორის აღსანიშნავია: გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია (გაერო), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო),
ევროპის საბჭო (ევროსაბჭო), მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო
დერეფანი (ტრასეკა), დამოუკიებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობა (ბისეკი). XX ს-ის ბოლო წლებში საქართველო დიდ ფინანსურ დახმარებას ღებულობდა
ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო
ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა.
საქართველოსათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ქონდა ევროპისა და აზიის
დამაკავშირებელი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის იდეის რეალიზებას, რომელიც მიღწეულ
იქნა 1997 წელს ჰელსინკის შეხვედრაზე, სადაც შავი ზღვის რეგიონი აღიარებული იქნა პანევროპული
სატრანსპორტო არეალის შემადგენელ ნაწილად. მას შემდეგ, რაც საქართველო პანევროპულ
სატრანსპორტო არეალში იქნა გაწევრიანებული, მისი სატრანსპორტო კომუნიკაციები ევროპის
ინტეგრირებული სისტემის ნაწილად იქნა აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის ისეთ
საეთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, როგორიცაა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი
(ტრასეკა) და ,,დიდი აბრეშუმის გზა‖. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინის,
აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უზბეკეთის (სუამის) რეგიონალური თანამშრომლობის ჯგუფის
ჩამოყალიბება გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების სკითხებზე.
1997 წელს ევროპის რეგიონთა ანსამბლეაში გაწევრიანებულ იქნა აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკა, ხოლო 1998 წელს კი იმერეთის რეგიონი.
საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატების პირდაპირი გამოხატულებაა 1999 წლის
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ამ ორივე
ნავთობსადენს, გარდა ეკონომიკურისა, ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში
სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის დიდ მიღწევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს სტამბოლის სამიტის 1999 წლის

401
გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2001 წლის ივლისში რუსეთს უნდა დაემთავრებინა ვაზიანისა და
გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაიძაბა 1999 წელს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების
განახლების შემდეგ. საქართველომ პანკისის ხეობაში თავშესაფარი მისცა ჩეჩნეთიდან ლტოლვილ
მოსახლეობას. რუსეთი საქართველოს ბრალს დებდა, რომ მან შეიფარა ჩეჩენი ტერორისტები, რის გამოც
დაიბომბა პანკისისა და კოდორის ხეობები.
2002 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტერორისტებისა და ბანდიტური ქვედანაყოფების
წინააღმდეგ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელშიც მას დიდ დახმარებას უწევდა ამერიკის
შეერთებული შტატები.
2004 წლის 29 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ - ნატო-მ
დაამტკიცა საქართველოს `ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა‖ და ამით საქართველო
გადავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის `მეორე ეტაპზე‖.
საქართველოს საგარეო ორიენტირის მთავარი ვექტორი XXI საუკუნის დასაწყისში მაინც იყო
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით დაბრუნება, XX საუკუნის
ბოლოსათვის ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, XX ს-ის ბოლოს (1998 წ) აფხაზმა სეპარატისტებმა გალის
რაიონში დაარბიეს ქართული მოსახლეობა. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ აფხაზეთში საერთაშორისო ეგიდით
განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები მხოლოდ მესაზღვეთა ფუნქციას ასრულებენ და მათზე
დაკისრებულ მისიას _ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას _ ვერ უზრუნველყოფენ. დღეისათვის
ქართული მხარე მაინც აგრეძელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიებას.

$7 ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური კერა დოკუმენტური


მასალების მიხედვით 2000-2003 წლებში

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი არაა ვიწრო ლოკალური ინტერესებით გამოწვეული, არამედ


მას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ის განპირობებულია საერთაშორისო ვითარებით _ დასავლეთისა და
რუსეთის ინტერესთა თანხვედრით, საქართველოს გეოსტრატეგიით და მსოფლიოს ენერგეტიკული
პოლიტიკით.
უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ინტერესთა არეალში საქართველო ძირითადად იმის შემდეგ
მოხვდა (გარდა იმისა, რომ საქართველოდანაც მოდიოდა სურვილები მასთან თანამშრომლობისა და
მასთან ყოფნისა), როცა პრაქტიკულად ამოქმედდა ევროპის ენერგეტიკული და სატრანსპორტო
პოლიტიკა, კერძოდ კი TRA (პანევროპული სატრანსპორტო არეალი), TRASE(ევროპა_კავკასია_აზიიის
სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფანი) და INOGATE (ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება
ევროპაში). რამდენადმე სწორედ ამ პროექტების გამო საქართველო რუსეთისა და ევროპის
დაპირისპირების არეალშია მოქცეული. რუსეთი, ერთის მხრივ კარგად ხედავს, რომ საქართველოზე
კონტროლის დაკარგვით, ის მთელი კავკასიის რეგიონზე დაკარგავს კონტროლს. ხოლო მეორეს მხრივ კი
ევროპისაკენ მიმავალი ნავთობის ახალი მაგისტრალები თუ მას გვერდს აუვლის და საქართველოზე
გაივლის, მის ეკონომიკურ ინტერესებს სერიოზულად დააზარალებს. ამ ორივე მიზეზის
გათვალისწინებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბულია დღემდე და რომ
რუსეთი ვერ ეგუება რეგიონზე კონტროლის დაკარგვასა და ეკონომიკური ინტერესების შელახვას, ამის
პირდაპირი გამოძახილია აფხაზური და ოსური კონფლიქტების გაღვივება და მისი ესკალაცია. სწორედ
მისი ხელშეწყობით ხდება ოსი და აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და ქართული იურიდიული სივრცის
ხელყოფა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეისათვის გვიწევს ჩვენ ცხოვრება. მაგრამ, თუ უშუალოდ
ამას როგორ აკეთებს და ოს და აფხაზ სეპარატისტებს როგორ აქეზებს საქართველოს წინააღმდეგ (მათ
ზურგს უკან ამოფარებული), ეს კარგად ჩანს იმ მრავალრიცხოვანი დოკუმენტებიდან, რომელიც

402
მიღებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა თუ აფხაზური და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო
მთავრობათა წარმომადგენლების მიერ.
ოსი სეპარატისტები, რომელთაც აშკარად ზურგს უმაგრებდა რუსეთის ფედერაცია, 21-ე საუკუნის
დასაწყისისათვის თავს დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ თვლიდა და 2001 წლის 8 აპრილს
მიიღო კონსტიტუცია (ძირითადი კანონი), რომელშიც აღნიშნულია, რომ:
,,მუხლი 1.
1. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სამხრეთ ოსეთის ხალხის თვითგამორკვევის შედეგედ
შექმნილი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო...
მუხლი 2.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სახელმწიფო
სამართლებრივ სტატუსს, წყვეტს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული
აღმშენებლობის საკითხებს.
მუხლი 10.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას უფლება აქვს შევიდეს სხვა სახელმწიფოების კავშირში და
გადასცეს კავშირის ორგანოებს თავისი უფლებამოსილების ნაწილი..."
ამ კონსტიტუციის მიღებით ე.წ. `სამხრეთ ოსეთის‖ სეპარატისტულმა მთავრობამ კიდევ ერთხელ
დააფიქსირა საქართველოს იურიდიული სივრციდან გამოსვლა და იურიდიულად მოამზადა საფუძველი
რუსეთის ფედერაციაში შესვლისა.
ამას დაემატა ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის მიერ 2001 წლის 18 ნოემბრისათვის
დაგეგმილი არარსებული ე.წ. `სამხრეთ ოსეთის‖ რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა,
რომელიც დაგმო საქართველოს პარლამენტმა: ,,საქართველოს პარლამენტი ამასთან დაკავშირებით
აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად
უსაფუძვლოა და წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ
მცდელობას."
ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების რუსეთის მხრიდან აშკარად შეუფარავ
ესკალაციას და ოსურ-აფხაზური სეპარატისტული დე-ფაქტო მთავრობების საქართველოს წინააღმდეგ
მხარდაჭერის კლასიკური ნიმუშია რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის
2002 წლის 6 მარტის განცხადება: ,,სახელმწიფო დუმა მიესალმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის თანმიმდევრულად გამოხატულ რუსეთთან უფრო მჭიდრო
ურთიერთობებით დაინტერესებას... მოვლენების არახელსაყრელი განვითერების შემთხვევაში
სახელმწიფო დუმა მზადაა განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის
შემდგომი ჩამოყალიბების სხვა გზა მათი ხალხების ნების დემოკრატიული გამოხატვის საფუძველზე და
ბოლო დროს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ პრაქტიკაში გამოყენებული საერთაშორისო სამართლის
ნორმების შესაბამისად". ბოლო დროს პრაქტიკაში გამოყენებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებში
რუსეთი აშკარად ბალკანეთის ნახევარკუნძულს და აღმოსავლეთ ევროპას გულისხმობს. მას
დასავლეთისადმი ერთგვარი შურისძიება ამოძრავებს და აფხაზურ-ოსური კონფლიქტების აშკარად
გაღვივებითა და ხელშეწყობით ცდილობს ერთგვარად სამაგიერო გადაუხადოს ,,დანარჩენ მსოფლიოს"
იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის საკითხები მის დაუკითხავად და რიგ
შემთხვევაში, მისთვის არასასურველად რომ გადაწყვიტეს.
ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გაჩენა გარკვეულწილად განაპირობა,
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დიდ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციბსა და რუსეთს
შორის არსებულმა გეოსტრატეგიულმა და პოლიტიკურმა არათავსებადობამ. რუსეთის დუმის ეს
განცხადებაც სწორედ ამ ფონზე უნდა განვიხილოთ. საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 20 მარტს
დაგმო მოსკოვის მხრიდან გამოხატული აშკარა ანტიქართული პროპაგანდა და განაცხადა:
,,...რუსეთის სათათბიროს განცხადება, რომ იგი ითანამშრომლებს ,,აფხაზეთის" და ,,სამხრეთ
ოსეთის" თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან და ,,ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის
ფედერაციის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ

403
ოსეთის ურთიერთქმედების საფუძველზე", წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და სეპარატისტების მხარდაჭერას... ამგვარი ტიპის
განცხადებები შესაძლებელია აღქმული იქნეს მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფონის მომზადება
საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისათვის".
2002 წლის 24 მაისს ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.
პუტინისა და აშშ პრეზიდენტ ჯ. ბუშის შეხვედრა, სადაც მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს: ,,ჩვენ
ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან
მუშაობაში, მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს...". აღნიშნული განცხადება, თუ გავითვალისწინებთ იმ
ფაქტს, რომ მოსკოვს პრაქტიკულად არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება (მის მიერვე
პროვოცირებულ) აფხაზურ-ოსური კონფლიქტებისადმი, ჩვენთვის ფარატინა ქაღალდის ტოლფასი
განცხადებაა. უფრო მეტიც ის აგრძელებს კონფლიქტის ესკალაციას. ვ. პუტინი ამარტივებს რუსეთის
ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას და ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას
რუსეთის მოქალაქეობა მისცეს.
დღითიდღე იზრდებოდა რუსეთის ექსპანსიის მუქარა საქართველოს წინააღმდეგ. ეს კარგად
დაინახა ევროსაბჭომ და ამასთან დაკავშირებით გააკეთა სპეციალური განცხადება:
,,11. ანსაბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას:
თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელნიც შეიძლება წარმოადგენდნენ
საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის დარღვევას, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო მოქმედებების
გატარებისაგან, როგორც ეს განცხადებული იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2002 წლის 11
სექტემბერს". ანალოგიური ხასიათის განცხადება იქნა გაკეთებული 2003 წლის 30 იანვარს საქართველოს
პარლამენტის მიერაც.
შემაშფოთებელია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური კერისადმი გაკეთებული რუსეთის
ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის 2004 წლის 10 ივლისის განცხადება, რომელშიც
ვკითხულობთ:
,,რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწეფო დუმა გამოხატავს უკიდურეს წუხილს
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს ნებაყოფლობით შევიდა როგორც
ერთიანი ოსეთი და არა როგორც სამხრეთ და ჩრდილო ოსეთი. ეს ერთიანი ხალხია.
სახელმწიფო დუმის დეპუტატები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან ცნობებით იმის შესახებ,
რომ საქართველოს ხელისუფალნი არ წყვეტენ თავიანთ მართლსაწინააღმდეგო და პროვოკაციულ
ქმედებებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ამგვარი მეთოდების გამოყენებით საქართველოს
ხელისუფალნი უხეშად არღვევენ აღნიშნულ შეთანხმებას და საქმე მიჰყავთ იმისაკენ, რომ ქართულ-
ოსური პრობლემის გადაწყვეტა გაიყვანონ სამართლებრივი სიბრტყის გარეთ.
უკიდურეს გაოცებას იწვევს საქართველოს ხელმძღვანელობის ზოგიერთი წარმომადგენლის
განცხადებანი, რომლებშიც გამართლებულია ქართული ძალოვანი სტრუქტურების პროვოკაციული
ქმედებები რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ...
ზემოხსენებულის გათვალისწინებით სახელმწიფო დუმის დეპუტატების აშკარა გაოგნებას იწვევს
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების
პოზიცია, რომლებმაც არსებითად მხარი დაუჭირეს ქართული დელეგაციის მიერ სამხრეთ ოსეთში
სიტუაციის თაობაზე მიცემულ შეფასებას..."
ვგონებ, რაიმე კომენტარის გაკეთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ზედმეტია.
კონფლიქტის კიდევ ეფრო მეტი ესკალაციისა და პროვოცირებისაკენ გადადგმული ნაბიჯია
რუსეთის დუმის 2004 წლის 5 აგვისტოს განცხადება: ,,რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების
სახელმწიფო დუმა განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში უკიდურესად
გამწვავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებული
სიტუაცია კავკასიაში. ოფიციალური თბილისის მხრიდან ისმის საომარი სულისკვეთებით

404
გამსჭვალული, ხოლო ზოგჯერ აშკარად აგრესიული განცხადებები, ქართულ-ოსური და ქართულ-
აფახაზური კონფლიქტების ცალმხრივად გადაწყვეტის მიზნით ყველაზე გადამჭრელი ზომებზე წასვლის
მზადყოფნის შესახებ... ქართულმა მხარემ სხვა დაინტერესებული მხარეების აზრის სრული
იგნორირებით კურსი აიღო არსებული პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტისაკენ...
შეუწყვეტელი მუქარა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და
აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ,
წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდერლობას...". აღნიშნული
განცხადება, თუ ჩავუკვირდებით მის ქვეტექსტს, მეტად შემაშფოთებელია და ერთგვარი სამხედრო
ექსპანსიის დაწყების მუქარის ტოლფასია. იმ მუქარისა, რომელიც ცდილობს აშკარა ფართომასშტაბიანი
შეტაკებების დაწყებამდე იურიდიული გამართლება მოუძებნოს საკუთარ ქმედებებს (რომელიც
მართლაც სისრულეში მოიყვანეს 2008 წლის აგვისტოში).
ევროპარლამენტი კარგად ჩაწვდა რუსეთის ამ განცხადების ქვეტექსტს და კიდევ ერთხელ 2004
წლის 13 ოქტომბერს, ბრიუსელის შეხვედრისას საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური
რეზოლუცია: ,,...ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში კონფლიქტის
მოუგვარებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას...
გმობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების განცხადებას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე
პრევენციული სამხედრო დარტყმების განხორციელების თაობაზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება
საფუძვლად უდებს რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინას...
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მიიჩნევს, რომ
აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და
ნდობის აღდგენის გზით, საქართველოს მოქალაქეების უფლებების გათვალისწინებით...".
მიუხედავად ამ განცხადებებისა, 2005 წლის მიწურულისათვის ცხინვალის რეგიონში ვითარება
კვლავ ფეთქებადსაშიში რჩება. ქართული მხარე ცდილობს კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა
და საერთაშორისო სამართლის ნორმების მკაცრი დაცვით გადაწყვიტოს. რუსეთის ფედერაცია კი,
დასავლური დემოკრატიული ღირებულებების საპირისპიროდ, საქართველოს გეოსტრატეგიული
მნიშვნელობისა და ენერგეტიკული პოლიტიკის საჭიროების გათვალისწინებით არად დაგიდევთ
ქართული იურიდიული სივრცისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

$8 აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების


მცდელობანი 2000-2003 წლებში

XXI საუკუნის დასაწყისისათვის აფხაზეთი ისევ ქართული იურიდიული სივრცის მიღმა


გახლდათ. მართალია აფხაზეთის კონფლიქტური კერა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში
გაჩნდა, მაგრამ 2000-2005 წლები განსაკუთრებით საინტერესოა იმ გარემოებათა გამო, რომ სწორედ ამ
დროს ხდება კონფლიქტის ესკალაცია და რამდენადმე ის გახლდათ (პირდაპირი თუ ირიბი) მიზეზი იმ
ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში.
2000 წელი დაიწყო საერთაშორისი ორგანიზაციების აქტიურობით, აფხაზური კონფლიქტის
დიალოგის რეჟიმში გადაყვანასთან და მისი მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით. გაეროს
უშიშროების საბჭომ 2000 წლის 31 იანვარს გააკეთა აფხაზეთის კონფლიქტური კერისადმი მიძღვნილი
სპეციალური განცხადება: `... 3. მტკიცედ უჭერს მხარს განუხრელ ძალისხმევას, რომელსაც გენერალური
მდივანი და მისი სპეციალური წარმომადგენელი ეწევიან რუსეთის ფედერაციის, როგორც ხელშემწყობი
მხარის, აგრეთვე გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის და ეუთოს დახმარებით, იმ მიზნით, რომ
ხელი შეუწყონ სიტუაციის სტაბილიზაციას და ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოწესრიგების მიღწევას,

405
მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის
გადაწყვეტას;"
ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 2000 წლის 20 აპრილს და 2000 წლის 11 ივლისს მოხდა
შეხვედრები და მიღებულ იქნა დადგენილება კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეთის შესახებ.
მაგრამ, აფხაზეთის მხრიდან შეუვალი პოზიციების გამო, ის მხოლოდ შეთანხმებად დარჩა.
2000 წლის ნოემბრის თვეში რუსეთმა მორიგი პროვოკაცია წამოიწყო, მან საქართველოსთან
სავიზო რეჟიმი შემოიღო, მაგრამ საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობისათვის (აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი) პირიქით გაამარტივა, რომელიც სამართლიანად იქნა დაგმობილი საქართველოს პარლამენტის
მიერ და აღქმულ იქნა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
უზენაესობის უპატივცემულობად.
მიუხედავად ამ განცხადებისა, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2000 წლის 30 ნოემბერს გამოსცა
საგანგებო განკარგულება, სადაც მითითებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო
რეჟიმთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკება, ხოლო მოლაპარაკების პროცესში ორივე
მხარე ვალდებულია ,,რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის
მონაკვეთზე შეინარჩონოს მოქალაქეთა გატარების მოქმედი წესი".
ამ დიპლომატიური პასუხით რუსეთის მთავრობამ ისევ ძალაში დატოვა რუსეთ-საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარების მოქმედი
წესი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა 2001 წლის 18 იანვარს მიიღო სპეციალური
რეზოლუცია ,,...4) აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის საზღვრის
გადაკვეთის გამარტივებული პროცედურის ცალმხრივად შემოღებით რუსეთის ფედერაცია საეჭვოს ხდის
თავის, როგორც ამ კონფლიქტების მედიატორის, როლს..." აღნიშნული რეზოლუცია მკაფიოდ გამოხატავს
როგორც ევროპარლამენტის პოზიციას აღნიშნული კონფლიქტისადმი ზოგადად, ასევე, მკაცრად გმობს
რუსეთის ფედერაციის ქმედებას.
კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახლდათ რუსეთის მხრიდან 2000 წლის ნოემბერში აფხაზეთში
გამართული სამხედრო წრთვნები. მედიატორი კონფლიქტის ზონაში წვრთნებს და ძალის
დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს (ნეტავი ვის აღიზიანებს და აშინებს ამით-ს.ა.). აღნიშნული ქმედება
დაგმობილ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2001 წლის იანვარში.
2001 წლის 23 თებერვლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით: აფხაზეთის
კონფლიქტი გადაწყვეტილ უნდა იქნეს ,,...საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთისათვის
ფართო ავტონომიის გარანტიების... გათვალისწინებით, როგორც ამის შესახებ განცხადებული იყო
ეუთოს ფარგლებში ბუდაპეშტში, ლისაბონში და სტამბოლში უმაღლესი დონის შეხვედრებზე". მაგრამ
ეს წინადადებაც კიდევ ერთხელ იქნა უარყოფილი მოსკოვის მიერ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უკრაინის მთავრობის მოწვევით 2001 წლის 15-16 მარტს იალტაში
გაიმართული ქართულ-აფხაზური მხარეების შეხვედრა, რომელიც გახლდათ სხვა შეხვედრებთან
შედარებით ყველაზე კონსტრუქციული და ყველაზე პრაქტიკული, სადაც შედგენილ იქნა ქართულ-
აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის განსამტკიცებელი მოქმედებათა პროგრამა, რომელშიც ვკითხულობთ
შემდეგს: ,,1. ორგანიზებულ იქნეს ორივე მხარის ახალგაზრდობის წარმომადგენლების შეხვედრა
წინანდალში.
2. ორგანიზებულ იქნეს ორივე მხარის სხვადასვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა
შეხვედრა.
3. ხელი შეეწყოს ორივე მხარის ომის ვეტერანთა და ინვალიდთა ორგანიზაციების
თანამშრომლობას.
4. ხელი შეეწყოს ორივე მხარის უხუცესების შეხვედრების გაგრძელებას.
5. ხელი შეეწყოს ორივე მხარის ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარების ჩატარებას თბილისის
პოლიტიკური კვლევების სკოლის პროექტების ფარგლებში.

406
6. ორგანიზებულ იქნეს მხარეთა უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტთა, ხელმძღვანელთა და მასწავლებელთა, მათ შორის ისტორიკოსთა შეხვედრები, სამეცნიერო
კავშირების აღდგენა, ინფორმაციის და ლექციების გაცვლის მიზნით.
7. ხელი შეეწყოს თბილისისა და სოხუმის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა კონტაქტების
გაგრძელებას.
8. ორგანიზებულ იქნეს მხარეთა მწერალთა კავშირების წარმომადგენელთა შეხვედრები...
13. მხარდაჭერა გაეწიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთგაგების პროცესების
გაშუქებას მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების მოქმედებათა პროგრამის შესრულების ფარგლებში,
მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს, მისი სამუშაო ჯგუფების, ორმხრივი ქართულ-აფხაზური
საკოორდინაციო კომისიის ქმედებას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებას ერთობლივი
პროექტების განხორციელებაში ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა დარგებში.
14. გაფართოვდეს გაზეთების გაცვლა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მხარეთა მიერ
,,საქართველოს რესპუბლიკის" და ,,აფსნის" ეგზემპლიარების თანაბარი რაოდენობის ერთმანეთისათვის
გადაცემის გზით, გაეროსა და ეუთოს ფინანსური და მატერიალური ხელშეწყობით.
15. ინფორმაციის უფრო ოპერატიული გაცვლის მიზნით, აღმოუჩინონ ტექნიკური მხარდაჭერა
პირდაპირი ელექტრონული კავშირის დამყარებაში ,,აფსნიპრესსა" და ,,კავკასპრესს" და მხარეთს სხვა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის გაეროს მხარდაჭერით".
ქართულ აფხაზურ მხარეებს შორის აღნიშნული ნდობის განმტკიცების მოქმედებათა პროგრამა
შედგენილია უდიდესი გულისყურით და პროფესიონალიზმით. რომლის პრაქტიკაში გატარებაც
უდავოდ მოიტანდა პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ აფხაზური (და მათ უკან მდგომი რუსეთის) მხარის
მიერ ის იგნორირებული იქნა.
გაერომ, როგორც მედიატორმა, წამოაყენა კიდევ ერთი, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით
გადაწყვეტის წინადადება _ თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა
გამიჯვნის დოკუმენტის პროექტის მომზადება. ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ 2001
წლის 31 ივლისს მიიღო რეზოლუცია: ,,7. მოუწოდებს მხარეებს, კერძოდ აფხაზურ მხარეს,
დაუყოვნებლივ მოახმაროს ძალისხმევა ჩიხიდან გამოსვლისათვის და დაიწყოს მოლაპარაკება
კონფლიქტის ძირითადი პოლიტიკური საკითხებისა და ყველა სხვა გადასაწყვეტი საკითხის თაობაზე
სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ეგიდით".
რუსეთის ფედერაციის აშკარა მხარდაჭერა აფხაზი სეპარატისტების მიმართ არა ერთხელ იქნა
მხილებული, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც და ეს
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. აფხაზურ კონფლიქტში 1994 წლის ივლისიდან დსთ-ს ეგიდით რუსეთის
სამშვიდობო ძალები იქნა ჩართული, მაგრამ ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა ქართველთა წინააღმდეგ
მიმართული ეთნოწმენდის პოლიტიკა. საქართველოს პარლამენტის სტატისტიკით ,,...
დადასტურებულია, რომ ამ ხნის განმალობაში (იგულისხმება 1994 წლიდან 2001 წლამდე-ს.ა.) ე.წ.
უსაფრთხოების ზონაში დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, სამშვიდობო ძალების მიერ მშვიდობიანი
მოსახლეობის მიმართ განხორციელდა უამრავი დანაშაული, აფხაზეთი გადაიქცა ტერორისტების,
იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეების და სხვა ორგანიზებულ დანაშაულებათა სათარეშო,
განუკითხავ, უკონტროლო ტერიტორიად‖. იმავე დოკუმენტში ნათქვამია: `ვინაიდან რუსეთის
არაკონსტრუქციული მიდგომის შედეგად ჩიხში მოექცა და ბლოკირებულია გაეროსა და საქართველოს
მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ აფხაზეთის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტის
განხილვა და მიღება;
1. წინადადება მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს:
ბ) გაეროს, ეუთოს და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობების წინაშე სასწრაფოდ დასვას
შემდეგი საკითხი კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის სანაცვლოდ შეყვანილ
იქნეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, ამასთან, გაიზარდოს სამხედრო დამკვირებელთა
რაოდენობა და გაფართობდეს მათი მანდატი".

407
კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის სანაცვლოდ საერთაშორისო
სამშვიდობო ძალების შეყვანა იქნებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველაზე კარგი გზა,
მაგრამ რუსეთის მხრიდან, როგორც სხვა კონსტრუქციული წინადადებები, ისიც იქნა უარყოფილი,.
ნამდვილად რომ რუსეთის ფედერაცია იდგა აფხაზური და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების
უკან, ამის კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის
2002 წლის 6 მარტის განცხადება: ,,სახელმწიფო დუმა მიესალმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის თანმიმდევრულად გამოხატულ რუსეთთან უფრო მჭიდრო
ურთიერთობებით დაინტერესებას... მოვლენების არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში
სახელმწიფო დუმა მზადაა განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის
შემდგომი ჩამოყალიბების სხვა გზა მათი ხალხების ნების დემოკრატიული გამოხატვის საფუძველზე და
ბოლო დროს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ პრაქტიკაში გამოყენებული საერთაშორისო სამართლის
ნორმების შესაბამისად".
რუსეთის სახელმწიფო დუმის ამ დადგენილებით, კიდევ ერთხელ აშკარა გახდა, რომ მოსკოვი
იყო აღნიშნული კონფლიქტების გამღვივებელი და მისი ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის
ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციების ნაცვლად რეალურად ასრულებდნენ მესაზღვრეთა ფუნქციებს.
ამიტომაც, საქართველოს პარლამენტმა გააკთა ზუსტი ფორმულირება (2002 წლის 20 მარტი): ,,აფხაზეთის
ტერიტორიაზე განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები ფაქტობრივად მესეზღვრეთა
ფუნქციებს ასრულებენ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ვერ, ახორციელებენ მანდატით
დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფენ პირთა უსაფრთხო დაბრუნებისათვის
პირობების შექმნას".
ასეთი ფონზე რამდენადმე ცინიკურია ვ. პუტინის მიერ, აშშ პეზიდენტნ ჯ. ბუშთან შეხვედრი
დროს გაკეთებული განცხადება,: ,,ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ტერორიზმთან ბრძოლის
საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან მუშაობისადმი, მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს... ვართ რა
გაეროს გენერალური მდივის მეგობართა ჯგუფის წევრები საქართველოს საკითხებზე, რუსეთი და აშშ
კვლავ ხელს შეუწყობენ აფხაზეთში და სამრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური
გადაწყვეტის წინსვლას".
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინის ამ განცხადების შემდეგ, რუსეთი კვლავ
აგრძელებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებზე დახმარებას და მათ შესთავაზა რუსეთის ქვეყნის პასპორტები
_ ,,მუხლი14. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაში მიღება გამარტივებული წესით `1. უცხოეთის
მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც მიაღწიეს თვრამეტი წლის ასაკას და
ქმედითუნარიანნი არიან, უფლება აქვთ მიმართონ განცხადებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის
გამარტივებული წესით მიღების თაობაზე...".
ხაზგასასმელი და მეტად მნიშვნელოვანია აფხაზურ კონფლიქტთთან დაკავშირებით ბოდენის
დოკუმენტი ,,თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები",
მასში ვკითხულობთ: ,,1. საქართველო წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოს, დაფუძნებულს
სამართლებრივ ნორმებზე. საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები, დამტკიცებული 1991 წლის 21
დეკემბერს, ცვლილებას არ ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობის გარეშე.
2. აფხაზეთი არის სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული სუვერენული წარმონაქმნი
საქართველოს სახელმწიფოს შიგნით. აფხაზეთს აქვს განსაკუთრებული სტატუსი სახელმწიფოს შიგნით,
რომელიც ეყრდნობა ფედერალურ შეთანხმებას და განსაზღვრავს ზოგად უფლებემოსილებას და საერთო
კომპეტენციის სფეროებს და დელეგირებულ უფლებამოსილებებს, ამასთან წარმოადგენს აფხაზეთის
მრავალეროვანი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების გარანტს.
3. უფლებემოსილებათა გამიჯვნა თბილისაა და სოხუმს შორის უნდა ეყრდნობოდეს
საკონსტიტუციო კანონის ძალის მქონე ფედერაციულ შეთანხმებას. აფხაზეთი და საქართველოს
სახელმწიფო კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს ფედერაციული შეთანხმების დებულებებს.

408
ფედერაციული შეთანხმება, ურთიერთშეთანხმების გარდა, არავითარ გარემოებაში არ ექვემდებარება
შესწორებებისა და დამატების შეტანას გაუქმებას და ბათილად ცნობას.
4. უფლებამოსილებათა გამიჯვნა თბილისსა და სოხუმს შორის განსაზღვრული იქნება მათ
შორის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა თაობაზე 1994
წლის 4 აპრილის დეკლარაციის საფუძველზე. აფხაზეთის უფლებები და კომპეტენცია აღიარებული
იქნება მეტი მოცულობით, ვიდრე ის სარგებლობდა 1992 წლამდე.
5. საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია შეცვლილი უნდა იქნეს ფედერაციული
შეთანხმებით განსაზღვრული კომპეტენციის გამიჯვნის შესაბამისად; ამასთან შესაძლებელია
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ 1994 წლის 4
აპრილის დეკლარაციის, კერძოდ მე-7 პარაგრაფის გამოყენება, რომელიც ეხება ,,ერთობლივი
ღონისძიებების უფლებებს".
6. აფხაზეთის კონსტიტუცია, რომელსაც შეიძლება დაედოს 1994 წლის 26 ნოემბრის
აფხაზეთის კონსტიტუცია, შეცვლილი უნდა იქნეს თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა
გამიჯვნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ფედერაციული
შეთანხმებით.
7. როგორც საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია, ისე აფხაზეთის კონსტიტუცია უნდა
შეიცავდეს ანალოგიურ დებულებებს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ძირითადი უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს, გამორიცხავენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების
დისკრიმინაციას. როგორც საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციაში, ასევე, აფხაზეთის
კონსტიტუციაში არაფერი არ უნდა არღვევდეს ყველა განდევნილი და ადგილნაცვალი პირის უპირობო
უფლებას თავის სახლებში სრული უსაფრთხოების პირობებში და საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად დაბრუნებას.
8. საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთი უნდა შეთანხმდნენსაქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასა და ღონისძიებების თაობაზე, რომელმაც უნდა
იხელმძღვანელოს საქართველოოს კონსტიტუციით, აფხაზეთის კონსტიტუციით და ფედერაციული
შეთანხმებით ,,თბილისსა და სოხუმს შორის უფლებემოსილებათა გამიჯვნის ძირითადი საკითხების
შესახებ".
ბოდენის დოკუმენტი გახლდათ კიდევ ერთი მცდელობა ქართულ აფხაზური კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. რომლის თანახმადაც კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე უნდა
წასულიყო დათმობაზე. დოკუმენტის თანახმად აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში,
მაგრამ აფხაზეთს გაეზრდებოდა თავისი უფლებები, რომელიც აღნუსხული იქნებოდა როგორც
საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთის კონსტიტუციაში. მაგრამ არც ამ დოკუმენტს ეწერა აღსრულება,
რადგანაც აფხაზმა სეპარატისტებმა და მათ უკან მდგომმა რუსეთის ფედერაციამ აბსოლიტური
იგნორირება გაუკეთეს მას.
რუსეთი ,,ერთი ხელით" თავად აღვივებდა და დღემდე აღვივებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს,
ხოლო ,,მეორე ხელით" კი იღებდა დადგენილებებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და
მის შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის უტყუარობის შესახებ. აღნიშნულის კარგი მაგალითია
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს 2003 წლის 22 მარტის
გადაწყვეტილება: ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების
საბჭო, გამოხატავს რა უკიდურეს წუხილს კონფლიქტის მიერ წარმოშობილი პრობლემების
გადაუწყვეტობის გამო, რაც ქმნის საფრთხის კერების წარმოქმნის რეალურ წინაპირობებს, რომელიც
ემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობას და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აღნიშნავს ამასთან, რომ
აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ შემადგენელ ნაწილს...". ანალოგიური ხასითის
განცხადებაა გაკეთებული 2003 წლის 19 სექტემბერს იალტაში გამართულ დსთ-ს მეთაურთა საბჭოს
სხდომაზეც.

409
მოგეხსენებათ, რომ დსთ წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ საერთაშორისო
ტრიბუნას და მისთვის არა სასურველი განცხადებები იქ არ გაკეთდებოდა. ჩემი აზრით აღნიშნული
განცხადება დანარჩენი მსოფლიოსათვის თვალებში ნაცრის შეყრა გახლდათ და მათდა მოსაჩვენებლად
იქნა გაკეკეთებული.
როგორც ზემოთ დავინახეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს კონფლიქტურ
კერებთან დაკავშირებით არა ერთი სპეციალური შეხვედრა მოაწყვეს და მიიღეს როგორც
კონსტრუქციული წინადადებები, ასევე მკაცრი ხასიათის რეზოლუციები, როგორც რუსეთის
ფედერაციის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობების მიმართ. მაგრამ
ვერც დიპლომატიურმა ენამ და ვერც გაფრთხილებით აღსავსე რეზოლუციებმა რეალური შედეგი ვერ
გამოიღეს. კონფლიქტის დაწყებიდან 2005 წლის ბოლომდე აფხაზეთთან მიმართებაში არ არსებობს დიდი
თუ მცირე საკითხი, რომლზეც სათანადო რეაგირება არ გაეკეთებინა საერთაშორისო ორგანიზაციებს და
მისი აღმოფხვრის კონკრეტული გზები არ დაესახა. მაგრამ აფხაზი სეპარატისტებისა და მის უკან მდგომი
მოსკოვის მიერ ხდებოდა ამ შემოთავაზებების ჩაშლა.
ამდენან, აშკარაა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ინსპირირებულია გარეშე ძალის _ რუსეთის
ფედერაციის მიერ, რომელიც ძირითადად ხელმძღვანელობდა ორი პრინციპით ჯერ ერთი,
გეოსტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ის არ თმობს აფხაზეთის არც ტერიტორიას და არც
ზღვაზე გასასვლელს, ხოლო მეორე ის ერთგვარად სამაგიეროს უხდის ,,დანარჩენ მსოფლიოს" კოსოვოს
კონფლიქტის მისდა დაუკითხავად გადაწყვეტისთვის და ისიც მათთან შეთანხმების გარეშე ცდილობს
აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.
ფაქტია, რომ დღეისათვის `დიდ‖ სახელმწიფოების ურთიერთ ჭიდილის გამო ილახება ,,პატარა"
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ, ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა მიჩვეულია ,,სცილასა"
და ,,ქარიბდას" შორის სიარულს და ბრძნული დოპლომატიითა და პოლიტიკის წყალობით ბოლოს
ყოველთვის თავს აღწევდა მსოფლიოს სხვადასხვა დამპყრობლების შემოტევებს. ამიტომაც გვჯერა, რომ
ერთი შეხედვით ამ გამოუვალი მდგომარეობიდანაც მოძებნის ის ბრძნულ გამოსავალს... და საქართველო
კვლავ დაიბრუნებს თავის ისტორიულ ტერიტორიებს _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს..

თავი XXVIII საქართველოს ეკლესია 1917-2001 წლებში

$1 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

XX საუკუნის დამდეგიდან ქართული სამღვდელოება იწყებს ბრძოლას საქართველოს ეკლესიის


ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი
საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდი (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია),
დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე) და სხვები. მათ მიერ 1905 წელს თბილისში მოწვეულ ქართველ
სამღვდელოთა კრებამ დაადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა. ამას
მოყვა ისეთი დიდი მკრეხელობა, როგორიც იყო საქართველოს ეგზარქოსის ალექსის ქმედება. მან რუს
ჯარისკაცებს სულ ცემით დააშლევინა აღნიშნული კრება. რუსეთის ხელისუფლებამ ალექსი ქვეყნიდან
გაიყვანა და ახალ ეგზარქოსად დანიშნა ნიკონი. ქართულმა სამღვდელოებამ ნიკონსაც დიდი პროტესტი
გამოუცხადა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთის იმპერატორი ნოკოლოზ II იძულებული გახდა
პეტერბურგში 1906 წელს საგანგებო სხდომა მოეწვია, რომელზეც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის
საკითხი უნდა განხილულიყო. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდი,
პროფესორები: ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანიშვილი და ნიკო მარი. ისინი პირდაპირ
მოითხოვდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მალე გაირკვა, რომ ნიკოლოზ II-ს ეს
კრება თვალის ასახვევად სჭირდებოდა და არა საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის
მინიჭებისათვის. აღნიშნული კრება მალევე იქნა ჩაშლილი. რუსეთის საიმპერატორო კარმა აშკარად
დაინახა, თუ ვინ იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მომხრე და მათ წინააღმდეგ დაიწყო

410
რეპრესიები. 1908 წელს თბილისში მოკლულ იქნა ეგზარქოსი ნიკონი. შეკვეთით წარმოებულმა ძიებამ ამ
მკვლელობაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ეპისკოპოსები დაადანაშაულა.
ბრალდება მათ ვერ დაუდასტურეს, მაგრამ დაიწყეს მათი შევიწროება, განსაკუთრებით დევნიდნენ
ეპისკოპოს კირიონს, რომელიც საქართველოდან გადაასახლეს და უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს.
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ საქართველოში ხელსაყრელი პირობები შექმნა
იმისათვის, რომ მომხდარიყო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში
შეკრებილმა ქართულმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება: 1.
ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 2. დროებით, კათალიკოს-
პატრიარქის არჩევამდე, საქართველოს ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი
ლეონიდი. 3. საქართველოს ეკლსიის მმართველობა ევალებოდა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც
შევიდა როგორც საერო, ისე სასულიერო პირებიც. ამ გადაწყვეტილებას მტრულად შეხვდა რუსეთის
დროებითი მთავრობა და რუსეთის ეკლესიის სინოდი.
1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის
დებულება და განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა ეპისკოპოსი
კირიონი, რომელსაც დიდი პატივისცემით შეეგება ქართველი ხალხი. 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები. იყო ორი კანდიდატი _ მიტროპოლიტი ლეონიდი და
ეპისკოპოსი კირიონი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II. საჭირო იყო
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას კუთვნილი ადგილი დაეკავებია მსოფლიოს
მართლმადიდებლურ სამყაროში. კირიონ II-ემ ეპისტოლეები დაუგზავნა მსოფლიოს
მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებს, რათა მათ აღედგინათ ურთიერთობა საქართველოს
ეკლესიასთან.

$2 საქართველოს ეკლესია 1918-1921 წლებში

იმის შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა ეკლესიას
მოაკლდა სახელმწიფოსაგან მზრუნველობა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი პოლიტიკური ძალა სოციალ-დემოკრატები ათეისტები იყვნენ.
საქართველოსათვის უდიდესი ტრაგედია იყო კირიონ II-ის მკვლელობა. ის 1918 წლის 27 ივნისს
მარტყოფის მონასტერში გამოასალმეს სიცოცხლეს. მის მკვლელობასთან დაკავშირებით დღემდე
სხვადასხვა ვერსია არსებობს.
1920 წელს ჩატარდა საქართველოს II საეკლესიო კრება. კრებაზე განხილულ იქნა შემდეგი
საკითხები: ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა, სასულიერო სასწავლებელთა სამინისტროებისათვის
გადაცემა, ეკლესიის ბიუჯეტი, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხი. ამავე კრებაზე
მიტროპოლიტი ლეონიდი დამტკიცებულ იქნა სრუალიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად.
1921 წლის 20 თებერვალს, როდესაც საბჭოთა რუსეთის ჯარები ახლოს იმყოფებოდნენ
თბილისთან, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდმა სამხედრო ტაძრის ეზოში წარმოთქვა შემდეგი
სიტყვები: ,,თვითოეულ აქ მდგომთაგან ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი
და ზომას აღმატებული უბედურება, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს სამშობლოს შაბათს
განთიადისას. დღესაც ისევ შეუწყვეტლივ გაისმის თბილისის მიდამოებში მტრების ზარბაზნების
გრგვინვა, ამიტომ სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვა გვიკარნახებს მთელი ჩვენი ენერგიის, ქონებისა
და სიცოცხლის მიტანას სიმართლის სამსხვერპლოზე‖. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ 1921 წლის 25
თებერვალს ეს უბედურება მაინც დაატყდა საქართველოს თავს და რუსეთის XI წითელი არმია შევიდა
თბილისში. კათალიკოს-პატრიარქი შეძრა ამ ფაქტმა. ამ დროს საქართველოში მძიმე ვითარება იყო,
წყალიც კი არ იშოვებოდა. ხალხი წყალს მტკვრიდან ეზიდებოდა. ლეონიდს შესთავაზეს სასმელი წყლის
წყაროდან მოტანა, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. კათალიკოს-პატრიარქს შავი ჭირი შეეყარა და
1921 წელს გარდაიცვალა.

411
$3 საქართველოს ეკლესია 1921-1977 წლებში

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის ანექსიის


შემდეგ დაიწყო საქართველოს ეკლესიის რბევა. 1921 წელს გელათში III საეკლესიო კრება გაიმართა,
რომელმაც სრუალიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ამბროსი ხელაია აირჩია. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები მასობრივად
ხურავდნენ და ძარცვავდნენ ეკლსია-მონასტრებს.
1922 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გენუის საერთაშორისო
კონფერენციაზე გაგზავნა მემორანდუმი. ის თავის მემორანდუმში მოითხოვდა საქართველოდან
რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. ამის საპასუხოდ საბჭოთა სასამართლომ
ამბროსი ხელაიას მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოგვიანებით, ამბროსი ხელაია
გაათავისუფლეს საპყრობილედან, მაგრამ ის დიდად იყო დასუსტებული და 1927 წელს გარდაიცვალა.
იმავე, 1927 წელს, გაიმართა მეოთხე საეკლესიო კრება, რომელზეც სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი)
(1927-1932 წწ.). ბოლშევიკებმა ჩამოაყალიბეს `მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სრულიად საქართველოს
ცენტრალური საბჭო‖. მანამდე კი ყველა მაზრაში შექმნილი იყო `უღმერთოთა უჯრედები‖. რომლებსაც
ევალებოდათ ყოველ- წლიურად წარმოედგინათ ანგარიში, თუ რამდენი ეკლესია დახურეს თავინთ
მაზრებში.
1932 წელს გაიმართა მეექვსე საეკლესიო კრება, რომელზეც სრულიად საქართველოს კათალიკო-
პატრიარქად არჩეულ იქნა კალისტრატე (ცინცაძე) (1932-1952 წწ.) ახალი პატრიარქის ინიციატივით
მოწვეულ მეშვიდე (1934 წ.) და მერვე (1937 წ.) საეკლესიო კრებებზე საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად
შეიქმნა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო წევრები უნდა ყოფილიყვნენ. შემოღებულ იქნა
კათოლიკოს-პატრიარქის ერთპიროვნული მმართველობა. XX საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა
კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი
წარმომადგენელი ჰყავდა ყველა რესპუბლიკაში. ამ კომიტეტის წარმომადგენელი იქცა საქართველოს
ეკლესიის ოფიციალურ მეთვალყურედ. მისი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერცერთ ეპარქიაში
მღვდელმთავარი ვერ დაინიშნებოდა.
1943 წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მოთხოვნით რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად
ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
1952 წელს მოწვეულ მეცხრე საეკლესიო კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ
იქნა ურბნელი მოტროპოლიტი მელქისედეკ III (ფხალაძე) (1952-1960 წწ.). მელქისედეკ III-ის კათალიკოს-
პატრიარქობის დროს, სტალინის გარდაცვალების (1953 წ.) შემდეგ, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი
გაუქმებული ეკლესიის აღდგენა (მოწამეთა, ბოდბე, ფოთის ეკლესია). ახალი ეკლესი იქნა აგებული
ხაშურში.
1960 წლის მეათე საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია
ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი II (სიდამონიძე) (1960-1972 წ.). კათალიკოს-
პატრიარქმა ეფრემ II-ემ 1963 წლის 26 აგვისტოს არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი) აიყვანა
ეპისკოპოსის ხარისხში და ჩააბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევით
მცხეთაში გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომლის პირველ რექტორად დანიშნული იქნა
ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი). აღნიშნული სასულიერო სასწავლებლის გახსნა დიდი მოვლენა იყო
საქარველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.
ეფრემ II-ის უდიდესი ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით 1963 წელს საქართველოს საპატრიარქომ
გამოსცა `ახალი აღთქმა‖.
საქართველოს ეკლესიის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ახალი კათოლიკოს -პატრიარქის
დავით V-ის (დევდარიანის) დროს (1972-1977 წწ.).

412
$4 საქართველოს ეკლესია 1977-2001 წლებში

1977 წლის 23 დეკემბერს მეთორმეტე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-


პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), სახელწოდებით ილია II. 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა ილია II-ის სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრება.
ილია II-ემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ ეკლესიებში წირვა-ლოცვის
სრულყოფილად ჩატარებას. გააქტიურდა ურთიერთობა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ
ეკლესიებთან.
კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიზარდა მღვდელმთავართა
რიცხვი. თუ 1977 წელს საქართველოს ეკლესიის 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად 4 ეპარქიას ყავდა თავისი
მღვდელმთავარი, 1992 წელს ყველა ეპარქიას თავისი მმართველი ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსები და
მიტროპოლიტები ედგა სათავეში. გაიხსნა ასობით უმოქმედო ეკლსია, აშენდა ახალი ტაძრები, თითქმის
მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე უპატრონოდ მიტოვებული მონასტრები კვლავ ბერ-მონაზვნებით
გაივსო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საზრუნავი იყო, ავტოკეფალიის
აღდგენასთან დაკავშირებით (1917 წლის 12 მარტი) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების
ოფიციალური დადასტურების მიღება. ავტოკეფალიის აღიარების საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის
კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ეს, რომელმაც ქართველ სწავლულთა დახმარებით მოამზადა
ისტორიული საბუთები ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. 1990 წლის 25 იანვარს მსოფლიო
საპატრიარქომ გამოსცა `საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის
ცნობისა და მტკიცების სიგელი‖. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს ეკლესიის
ისტორიაში.
1988 წელს თბილისში გაიხსნა სასულიერო აკადემია. მცხეთიდან თბილისში გადმოვიდა
სასულიერო სემინარია. აღსდგა გელათის აკადემია. სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა: ახალციხეში,
ბათუმში, ზესტაფონში, ბოდბის ეპარქიაში და სხვ.
ქრისტესშობის 2000 წლისთავისადმი უამრავი საინტერესო ღონისძიება იქნა ჩატარებული
საქართველოს საპატრიარქოს მიერ.
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ 2002 წელს
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ
ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

$5 უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი,


მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის


მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა
1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის
რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების
ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ
დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს

413
მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ -
არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). ამ უკანასკნელს პატარა
ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათალიკოს-პატრიარქი
კალისტრატე ცინცაძისაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა კურთხევა მიუღია.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა
მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად
წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა
იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონაზვნად.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს,
გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში
დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული
მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო
1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის
ეფრემ II მიერ ხელდასმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ
დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.
1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა
მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის
გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი
ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600
წლის წინ 390-400წწ).
1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის,
საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და
თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო
აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997
წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი
არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998
წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ
ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია
გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში _
სასულიერო სემინარიები, ხულოში _ სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია,
გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის
სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია,
საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა
გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის,
მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი,
შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება. ასევე
საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება. საინფორმაციო სამსახური. ჩამოყალიბდა
ახალგაზრდული ცენტრი _ "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

414
ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა,
მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა.
აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

თავი XXIX ქართული კულტურა XX საუკუნეში

$1 ქართული კულტურა XX საუკუნეში

ქართული კულტურა 1918-1921 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


არსებობის პერიოდში (1918-1921 წწ.) ძალიან განვითარდა ქართული კულტურა. შემუშავდა სახელმწიფო
პოლიტიკა ქართული კულტურის განვითარებისათვის.
დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო განათლებას.
დამოუკიდებლობის აღდღენის შემდეგ თბილისში სამასწავლებო ინსტიტუტი და სემინარიები
გამოცხადდა სახელმწიფო სკოლებად. 1921 წლისათვის საქართველოს დემოკრატულ რესპუბლიკაში
ყველა სახის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რიცხვმა 20 000 გადააჭარბა. საქართველოში პირველი
უმაღლესი სასწავლებელი _ თბილისის უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ 1918 წლის 26 იანვარს,
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაისნა. 1918 წლის სექტემბერში აღნიშნული
უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა. თავდაპირველად უნივერსიტეტში
ერთადერთი _ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი _ არსებობდა, რომლის დეკანიც გახლდათ ივანე
ჯავახიშვილი. იგი 1919 წელს უნივერსიტეტის რექტორად იქნა არჩეული.
დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ქართულმა ენამ სახელმწიო ენის სტატუსი შეიძინა.
გარდა ამისა, დაიწყო ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ჩამოყალიბება. 1919 წელს
კავკასიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს მუზეუმი; 1920 წელს კი საქართველოს ცენტრალური
სამეცნიერო არქივი.
1920 წელს საქართველოში მიღებული კანოის თანახმად აიკრძალა ხელოვნების ნიმუშებისა და
ისტორიული ფასეულობების მქონე ნივთების ქვეყნიდან გატანა.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი, რომლის თავჯდომარედ არჩეულ იქნა კოტე
მაყაშვილი. 1920-1921 წლის სეზონში დაარსდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. აგრეთვე
მუდმივად მოქმედებდნენ ქუთაისისა და ბათუმის დრამატული თეატრები. 1917 წელს შეიქმნა თბილისის
კონსერვატორია. უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ 1919 წელს თბილისის სცენაზე დიმიტრი
არაყიშვილის ოპერის `თქმულება შოთა რუსთაველზე‖ დადგმა. რომლის რეჟისორიც გახლდათ
ალექსანდრე წუწუნავა. 1920 წელს დაარსდა ეროვნული სამხატვრო გალერეა.
1918-1921 წლებში ბევრი რამ გაკეთდა ქართული პრესის და ქართული პუბლიცისტიკის
აღმავლობისათვის.
ქართული კულტურა 1921 წლიდან XX საუკუნის ბოლომდე. 1921 წლიდან, იმის შემდეგ, რაც
საქართველოს სახელმწიფომ დაკარგა და-მოუკიდებლობა, ქართული კულტურა წარმოუდგენლად დიდი
ცენზურის ქვეშ მოქცა. XX საუკუნის მეორე ნახევრში კი მან მსოფლიო აღიარება ჰპოვა.
განათლება. საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მანქანის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას
წარმოადგენდა ძველი ქართული განათლების სისტემის ლიკვიდაცია. აგრეთვე უნდობლობა იქნა
გამოცხადებული განათლების ძველი სისტემის მუშაკებისადმიც. სკოლებისათვის დაიწყო
მასწავლებელთა ახალი კადრების მომზდება, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა
უმაღლეს სასწავლებლებში ძველი პროფესურა დაეტოვებინა, რადგან მათი შეცვლა ვერ შესძლეს.
1930-1934 წლებში საქართველოში შემოღებულ იქნა საყოველთაო-სავალდებულო სწავლება,
რომელიც სამ საფეხურად მიმდინარეობდა: დაწყებითი, არასრული საშუალო და საშუალო.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა
შემდეგი ინსტიტუტები: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საქართველოს სასოფლო-

415
სამეურნეო ინსტიტუტი და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. ქვეყნის პედაგოგიური კადრები
მზადდებოდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.
დიდ მოვლენას წარმოადგენდა თბილისის კონსერვატორიისა და თბილისის საოპერო სტუდიების
დაარსება. სახვით ხელოვნებაში ეროვნული კადრების მომზადებაში დიდი იყო თბილისის სამხატვრო
აკადემიის როლი.
XX საუკუნის 60-70-იან წლებსა და 80-იანი წლების I ნახევარში განათლების სფეროში
განხორციელდა რეფორმები, რის შედეგადაც გაიზარდა ზოგადსაგანმანათლებო სკოლების რიცხვი და
მოსწავლეთა რაოდენობა. 1980 წელს საქართველოში ამოქმედდა 19 უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა
რიცხვიც შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა უმაღლესი სასწავლებლების
პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საბჭოთა განათლების სისტემა ძირითადად აქცენტს აკეთებდა ახალგაზრდების ,,კომუნისტური
სულისკვეთებით აღზრდაზე‖. სკოლებში მოსწავლეებს სწავლის პარალელურად უნდა გაევლოთ
კომუნისტური აღზრდის შემდეგი საფეხურები: ოქტომბრელი, პიონერი, კომკავშირელი, რათა იგი
მომზადებულიყო კომუნისტად ჩამოყალიბებისათვის. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აქ
გაძლიერებით ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია, პოლიტიკური
ეკონომიკა და სხვა.
მეცნიერება. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ნიკოლოზ მუსხელიშვილის თაოსნობით თბილისში
მათემატიკის ინსტიტუტი იქნა დაარსებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩამოყალიბდა
ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ზოგადად. ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში
უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 1936 წელს _ ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის
ინსტიტუტის (ენინკი) _ დაარსება. 1941 წელს შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის
პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი.
1921 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში მეცნიერების ყველა დარგში ბრწყინვალე
წარმატებები იქნა მოპოვებული. მათ შორის აღსანიშნავია ენათმეცნიერების სფეროში შექმნილი
გამოკვლევები, რომელიც დაკავშირებულია აკაკი შანიძის (1887-1988 წწ), გიორგი ახვლედიანის (1887-
1973 წწ.), არნოლდ ჩიქობავას (1898-1985 წწ.) და სხვათა სახელებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძველი
ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის საქმეში განუზომლად დიდია კორნელი კეკელიძის
(1879-1962 წწ.) ალ. ბარამიძის და პავლე ინგოროყვას (1893-1983 წწ.) ღვაწლი.
მნიშვნელოვნად განვითარდა ქართული ისტორიოგრაფია, რომელიც მეტწილად ივანე
ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) და მისი მოწაფეების დამსახურებაა. ამ პერიოდში დიდმა ქართველმა
მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ეპოქალური ხასიათის ნაშრომები: ,,ქართველი ერის ისტორი‖-ის
მესამე წიგნი, ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია‖, ,,ქართული სამართლის ისტორია‖ და სხვა.
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებს მიეძღვნა სიმონ ჯანაშიას (1900-1947 წწ.), ნიკო
ბერძენიშვილის (1888-1965 წწ.) და სარგის კაკაბაძის (1886-1967 წწ.) გამოკვლევები.
განუზომლად დიდია ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში შალვა ნუცუბიძის
(1888-1969 წწ.) წვლილი. ფსიქოლოგიის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის შროემბი იქნა შექმნილი
დიმიტრი უზნაძის (1886-1950 წწ.) მიერ.
ამავე პერიოდში შეიქმნა ფუნდამენტალური ხასიათის გამოკვლევები ქართული
ხუროთმოძღვრების ისტორიაში, რომლის ავტორიც გახლავთ გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973 წწ.).
მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში აღმავლობა განიცადა ქართულმა საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებმა. დიდი როლი ითამაშეს მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში ანრდია რაზმაძემ (1889-
1929 წწ.) და ნიკოლოზ მუსხელიშვილმა (1891-1976 წწ.).
XX საუუნის 60-იანი წლების საქართველოში ჩამოყალიბებული იყო იმ პერიოდის თანამედროვე
მეცნიერების თითქმის ყველა დარგი. ნამდვილ სამეცნიერო და კულტურულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს
,,ქათული საბჭოთა ენციკლობედიის‖ და ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის‖ რვატომეულის
გამოცემა.

416
საქართველოში ჩამოყალიბებული მეცნიერების დარგები _ ისტორია, ფილოლოგია,
ენათმეცნიერება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია _ საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. ქართული ისტორიული
აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი ითამაშა სიმონ ჯანაშიამ, ნიკოლოზ
ბერძენიშვილმა, გიორგი ჩიტაიამ, გიორგი მელიქიშვილმა, შოთა მესხიამ და ა.შ.
საქართველოში აღორძინდა უდიდესი ტრადიციების მქონე ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც
სათავეში ედგა შალვა ნუცუბიძე. მისი საქმეები გააგრძელეს კოტე ბაქრაძემ, სავლე წერეთელმა და სხვამ.
მსოფლიოში გაიბრწყინა ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ. ქართველ ფსიქოლოგთა
თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები მსოფლიო მნიშვნელობის იყო. ამ კუთხით განსაკუთრებით
აღსანიშნავია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.
საქართველოში ჩამოყალიბდა ქართველ ენათმეცნიერთა უძლიერესი სკოლა. რომლის
ბრწყინვალე წარმომადგენლებია აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია და არნოლდ
ჩიქობავა.
ქართული ლიტერატურისმცოდნეობის ტრადიციებს აგრძელებდა სიმონ ყაუხჩიშვილი.
გიორგი წერეთელმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის ძლიერ
სკოლას. აღმოსავლური ენებისა და ისტორიის კვლევის საქმეში დიდი როლი ითამაშეს: სერგი ჯიქიამ,
ვალერიან გაბაშვილმა და სხვებმა. ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნეს
შალვა ამირანაშვილმა და ვახტანგ ბერიძემ.
სამართალმცოდნეობის კვლევის საქმეში დიდი წარმატებები იქნა მოპოვებული ისიდორე
დოლიძის, თინათინ წერეთლის, სერგო ჯორბენაძისა და სხვათა მიერ.
დიდი აღიარება მოიპოვა ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ნიკო
მუსხელიშვილის ნაშრომებმა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მატემატიკის საგნის
განვითარებაში, ილია ვეკუამ, ვიქტორ კუპრაძემ, ანდრია ბიწაძემ და სხვებმა.
თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის მთელი რიგი მიმართულებების შექმნა-განვითარებაში
დიდი წვლილი შეიტანეს ელეფთერ ანდრონიკაშვილმა, გიორგი ჩიქოვანმა და სხვა ქართველმა
მეცნიერებმა.
საქართველოში ასტრონომიასა და თეორიულ ასტროფიზიკას საფუძველი ჩაუყარა ევგენი ხარაძემ.
ქართველმა მეცნიერმა რაფიელ აგლაძემ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა ქიმიის
მეცნიერებაში.
საქართველოს გეოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებასა და, საზოგადოდ, ქართული
გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ცნობილ ქართველ გეოლეგებს _
ალექსანდრე ჯანელიძესა და ალექსანდრე თვალჭრელიძეს.
ქართული გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელია ალექსანდრე ჯავახიშვილი.
უნებრივი მცენარეული რესურსების გამოკვლევში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ
ბოტანიკოსს ნიკო კეცხოველს.
ქართული ფიზიოლოგიური სკოლის დამაარსებელია ივანე ბერიტაშვილი.
მწერლობა. განსაკუთრებული ცენზურის ქვეშ მოექცა ქართველი მწერლები. განსაკუთრებით
გაუარესდა მათი მდგომარეობა XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დროს. ამ პერიოდის
ლიტერატურული სკოლებიდან აღსანიშნავია ,,აკადმიური ჯგუფი‖, რომელშიც შედიოდნენ:
კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, აგრეთვე
,,ცისფერყანწელები‖, რომლის წევრებიც იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. ამ
პერიოდში მოღვაწე ლიტერატურული სკოლებიდან აღსანიშნავია ფუტურისტები, რომლის რიგებშიც
ერთიანდებოდა: სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, დემნა შენგელაია. ცალკე აღნიშვნის ღირსია
აგრეთვე ,,არიფიონელები‖. ესენი იყვნენ: შალვა დადიანი, კონსტანტინე ჭიჭინაძე და გერონტი ქიქოძე. ამ
ქართული ლიტერატურული სკოლების მრწამსი მიუღებელი იყო საბჭოთა (კომუნისტური)
იდეოლოგიისათვის. სწორედ ამიტომაც მიმდინარეობდა მათ წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა.

417
XX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგიდან აქტიური ლიტერატურული საქმიანობა გააგრძელა
გრიგოლ რობაქიძემ, დემნა შენგელაიამ, კონსტანტინე გამსახურდიამ, მიხეილ ჯავახიშვილმა, ნიკო
ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, გალაქტიონ ტაბიძემ და სხვამ.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში იდევნებოდა ქართული ეროვნული იდეები და
ყველაფერი უმკაცრესი ცენზურის ქვეშ ტარდებოდა, მაინც მოახერხეს XX საუკუნის მეორე ნახევრის
ხელოვნების მოღვაწეებმა დიდი ტრადიციის მქონე ეროვნული ლიტერატურის მტკიცე პოზიციების
დაცვა. განსაკუთრებით განვითარდა ქართული პროზა, რომელშიც დიდი ადგილი ეკავა ისტორიულ
თემატიკას.
ამ პერიოდის ქართველ პროზაიკოსებს შორის აღსანიშნავია კონსტანტინე გამსახურდია. მისი
ისტორიული ხასიათის პროზაული ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია `დავით
აღმაშენებელი‖, რომელსაც ავტორი 30 წლის მანძილზე წერდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანები: `ლაშარელა‖,
`დიდი ღამე‖, `ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება‖.
საქართველოს ისტორიული წარსულია აღწერილი ლევან გოთუას რომანში: `გმირთა ვარამი‖.
XX საუკუნის ქართული პროზა გაამდიდრეს და ახალ ხარისხზე ასწიეს: ჭაბუა ამერეჯიბმა, გურამ
დოჩანაშვილმა, ნოდარ დუმბაძემ, რევაზ ინანიშვილმა, გურამ ფანჯიკიძემ, არჩილ სულაკაურმა და
სხვებმა. მართალია მათ ნაწარმოებებში გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა საბჭოურმა ცხოვრებამ (როგორც
ერთგვარმა ხარკის მოხდამ), მაგრამ ძირითად მიზანს მაინც ეროვნული და საკაცობრიო პრობლემებზე
აქცენტირება წარმოადგენდა.
ასევე დიდად განვითარდა ქართული პოეზია. XX საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი ქართველი
პოეტები არიან: გალაქტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ირაკლი
აბაშიძე და სხვ. მათ ნაწარმოებებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ეროვნულ-პატრიოტულ
თემატიკას, ისტორიულ წარსულს, თავისუფლების დიდ სიყვარულს და სხვა.
ამ პერიოდის გამოჩენილი პოეტები არიან: ანა კალანდაძე, იოსებ ნონეშვილი, მურმან ლებანიძე,
შოთა ნიშნიანიძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვა.
ამავე პერიოდში ვითარდება ქართული დრამატურგია. ამ დარგის განვითარებაში განუზომლად
დიდია პოლიკარპე კაკაბაძის როლი. მის კალამს ეკუთვნის `ყვარყვარე თუთაბერი‖.
ხელოვნება. 1921 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე განსაკუთრებით განვითარდა სახვითი
ხელოვნება. ამ პერიოდში მოღვაწე მხატვრებიდან აღსანიშნავია: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, ლადო
გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, უჩა ჯაფარიძე, ირაკლი
თოიძე და სხვა.
გიგო გაბაშვილის (1862-1936 წწ.) ნახატებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ,,მზადება
ბრძოლისათვის ხევსურეთში‖, ,,შემზარავი სიწყნარე‖ და სხვა.
მოსე თოიძის (1871-1953 წწ.) ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ,,მრისხანე ბატონი‖, ,,ბედნიერი
ცხოვრება‖ და სხვა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლადო გუდიაშვილი (1896-1980 წწ.). მისი შემოქმედებიდან
აღსანიშნავია: ,,ახალი მცხეთა‖, ,,ლოჟაში‖, ,,სულო ბოროტო‖, ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი‖ და მრავალი
სხვა.
ამავე პერიოდში მოღვაწეობდა დავით კაკაბაძეც (1889-1958 წწ.). მხატვრის შემოქმედებიდან
აღსანიშნავია: ,,იმერეთი‖, `დედაჩემი‖, ,,სვანეთი‖ და სხვა.
ელენე ახვლედიანის (1901-1975 წწ.) შემოქმედებიდან აღსანიშნავია: ,,მანავი‖, ,,კახეთი‖,
,,ზამთარი‖, ,,ძველი სამრეკლო‖ და სხვა.
ქართული ქანდაკების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა იაკობ ნიკოლაძემ და ნიკოლოზ
კანდელაკმა.
მუსიკა. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული მუსიკის განვითარებაში უდიდესი როლი
ითამაშა: ზაქარია ფალიაშვილმა, ია კარგარეთელმა, ვანო სარაჯიშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა,
მელიტონ ბალანჩივაძემ, ვიქტორ დოლიძემ და სხვებმა.

418
ამ პერიოდის ქართული ქორეოგრაფიის ნამდვილი კორიფეები გახლდნენ ვახტანგ ჭაბუკიანი,
ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი.
მნიშვნელოვნად განვითარდა ქართული ეროვნული მუსიკა. ქართული ხალხური
მრავალხმიანობის საფუძველზე აღმოცენდა ეროვნული საოპერო კლასიკური სკოლა. ამ სკოლის
ბრწყინვალე წარმომადგენლები გახლავთ: ანდრია ბალანჩივაძე, სულხან ცინცაძე, დავით თორაძე, ალექსი
მაჭავარიანი, ოთარ თაქთაქიშვილი და სხვა. მათ შექმნეს ქართული სიმფონიური მუსიკის შესანიშნავი
ნაწარმოებები.
XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა საოპერო ხელოვნება. დიდია ქართველ ხელოვანთა
მიღწევები საბალეტო ჟანრში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვახტანგ ჭაბუკიანი.
ტრიუმფალური იყო ალექსი მაჭავარიანის `ოტელო‖, რომელიც სწორედ ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ იყო
დადგმული.
ქართული საბალეტო სკოლის ბრწყინველე წარმომადგენლები არიან: ვერა წიგნაძე, ზურაბ
კიკალეიშვილი და სხვები.
ქართული სამუსიკო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლები არიან: პიანისტები _ ელისო
ვირსალაძე და მანანა დოიჯაშვილი; მევიოლინეები _ მარინე იაშვილი და ლიანა ისაკაძე; მომღერლები _
ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა
და სხვები.
მსოფლიოა აღიარება ჰპოვა ქართულმა ეროვნულმა ცეკვის ანსაბლმა, რომელსაც
ხელმძღვანელობდნენ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი.
თეატრი. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული თეატრიც დიდ აღმავლობას განიცდიდა. ამ
პერიოდის რეჟისორებიდან აღსანიშნავია კოტე მარჯანიშვილი (1872-1933 წწ.) და ალექსანდრე (სანდრო)
ახმეტელი.
ქართულ თეატრალური დასებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის შოთა
რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრები. შოთა რუსთაველის სახელობით თეატრში
შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ ისეთი დიდი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ: დიმიტრი ალექსიძე,
მიხელ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია და სხვა. ამ პერიოდის
ბრწყინვალე მსახიობებიდან აღსანიშნავია: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, სერგო ზაქარიაძე,
ეროსი მანჯგალაძე და სხვაბი.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გამოჩენილი რეჟისორები იყვნენ: ვახტანგ
ტაბლიაშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, დიმიტრი ალექსიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე. ამ
თეატრში მოღვაწეობდნენ სახელოვანი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი
შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ვახტანგ ნინუა, ოთარ
მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე და სხვები.
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას დიდად შეუწყო ხელი აკაკი ბაქრაძის
თეატრის პრობლემებისადმი მიძღვნილმა წერილებმა.
ქართული თეატრალური ცხოვრება კიდევ უფრო გაამდიდრა ბათუმის, ქუთაისისა და სოხუმის
თეატრალურმა დასებმა.
კინო. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ხდებოდა რევოლუციურ თემებზე მხატრული ფილმების
გადაღება. მათ შორის აღსანიშნავია ,,არსენა ჯორჯიაშვილი‖ და ,,წითელი ეშმაკუნები‖.
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ქართულ კინემატოგრაფიაში გამოჩნდა შესანიშნავი
რეჟისორები, ისეთი როგორებიც არიან მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ შენგელაია, სიკო დოლიძე, ლეო
ესაკია, დავით რონდელი და სხვები. მათი მხატრული ფილმებიდან აღსანიშნავია: ,,ელისო‖ (რეჟისორი
ნიკოლოზ შენგელაია), ,,ჯანყი გურიაში‖ (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა), ,,არსენა‖ (რეჟისორი მიხეილ
ჭიაურელი), ,,დაკარგული სამოთხე‖ (რეჟისორი დავით რონდელი) და სხვა.
ქართული თეატრისა და კინოს დიდ წარმატებას განაპირობებდა შესანიშნავი მსახიობები.
ისეთები როგორიც იყვნენ: ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი,

419
სერგო ზაქარიაძე, თამარ ციციშვილი, უშანგი ჩხეიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, აკაკი კვანტალიანი, აკაკი
ხინთიბიძე დ სხვები.
XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კინო დიდ აღმავლობას განიცდიდა. ამ პერიოდის
რეჟისორებიდან და მათ მიერ შექმნილი მსოფლიო შედევრებიდან აღსანიშნავია: ოთარ იოსელიანი
(`აპრილი‖, `გიორგობისთვე‖), თენგიზ აბულაძე (`მონანიება‖, `მაგდანას ლურჯა‖), რეზო ჩხეიძე
(`ჯარისკაცის მამა‖, `მაგდანას ლურჯა‖), ელდარ შენგელაია (`ცისფერი მთები‖), გიორგი შენგელაია
(პირველი ქართული მიუზიკლი `ვერის უბნის მელოდიები‖), მერაბ კოკოჩაშვილი (`დიდი მწვანე
ველი‖), გიგა ლორთქიფანიძე (`დათა თუთაშხია‖), მიხეილ ჭიაურელი (გიორგი სააკაძე), დავით
რონდელი (დაკარგული სამოთხე) და სხვა.
ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობა დაკავშირებულია რეზო თაბუკაშვილის, გურამ
პატარაიასა და სხვათა სახელებთან.
ხუროთმოძღვრება. XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან აღსანიშნავია თბილისის
ხუროთმოძღვრული ძეგლები: კინოსტუდია ,,ქართული ფილმის‖ შენობა, მთავრობის სახლი, ,,დინამოს‖
სტადიონი, ცირკი და სხვა. ამავე პერიოდში ვითარდება ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქების
ხუროთმოძღვრებაც.
ამრიგად, პოლიტიკურად არახელსაყრელი ვითარების მიუხედავად XX საუკუნის 20-30-იან
წლებში ქართულმა კულტურამ ძალზე დიდ წარმატებას მიაღწია.
ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში დიდი დამსახურება მიუძღვით ცნობილ ქართველ
არქიტექტორებს: არჩილ ქურდიანს, ზაქარია ქურდიანს, ივანე ჩხენკელს, შოთა ყავლიშვილს და სხვებს.
XX საუკუნის მეორე ნახევარში არა ერთი ძეგლი იქნა აგებული თბილისში, ქუთაისში, ბათუმში,
სოხუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
XX საუკუნის მეორე ნახევარში დიდი წარმატება იქნა მიღწეული სახვით ხელოვნებში. ამ დარგში
მოღვაწეთაგან აღსანიშნავია: მოსე თოიძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან
მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე და სხვ.
განსაკუთრებით განვითარდა მონუმენტური ქანდაკება. ამ მხრივ აღსანიშნავია: ელგუჯა
ამაშუკელის, მერაბ ბერძენიშვილის, ზურაბ წერეთლის და სხვათა ნამუშევრები.
საქართველოში ჭედური ხელოვნების აღორძინებას საფუძველი ჩაუყარა კობა გურულმა და
ირაკლი ოჩიაურმა.

420

You might also like