You are on page 1of 1

გიორგი V ბრწყინვალე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ


გიორგი V.

გიორგი V ბრწყინვალე (დ. 1286 — გ. 1346)


— საქართველოს მეფე 1299-1302 და
1318-1346 წლებში,[კ 1] დემეტრე II
თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის,
ნათელა ჯაყელის ძე.

გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი ბრწყინვალის გელათის მონასტრის


ფრესკა.

საქართველოს მეფე

მმართ. დასაწყისი: 1299

მმართ. დასასრული: 1302

წინამორბედი: დავით VIII

მემკვიდრე: ვახტანგ III

საქართველოს მეფე

მმართ. დასაწყისი: 1318

მმართ. დასასრული: 1346

წინამორბედი: გიორგი VI მცირე

მემკვიდრე: დავით IX

პირადი ცხოვრება

დაბ. თარიღი: 1286

გარდ. თარიღი: 1346

შვილები: დავით IX
სოლდანა

დინასტია: ბაგრატიონები

მამა: დემეტრე II
თავდადებული

დედა: ნათელა ჯაყელი

რელიგია: მართლმადიდებლობა

ხელმოწერა:

გიორგი V ბრწყინვალე ვიკისაწყობში

გიორგი ბრწყინვალე, მხატვარი —


გიორგი გეგეჭკორი

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის


მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი)
კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა
მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის
დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა
— მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები
თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ
„თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე
მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის
მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308
წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და
ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ,
გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას
სამემკვიდროდ ეკონომიკურად
დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი
ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და


თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას
ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა
ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას
კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების
ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ
ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან
საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა
გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა
ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას:
შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა
ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები,
რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ
ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა
სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები,
რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს
მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ
ნაწილად დაყოფილი საქართველოს
გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას
შერყეული სახელმწიფოს მართვა-
გამგეობისა და სამართლებრივ-
საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების


შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები
საქართველოდან განდევნა და მათი
თითქმის ასწლოვანი მმართველობა
დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა
და მისი მეფის პოლიტიკური წონა
საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.
გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ
ურთიერთობებს როგორც მეზობელ
ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და
ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური
კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-
სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს
მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში
საქართველოს გავლენის დამყარებისათვის
ბრძოლაში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს


გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს
ისტორიაში. მის პიროვნებასა და
მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ
ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი
ისტორიკოსები. იმ უდიდესი
დამსახურებებისათვის, რომლებიც მას
საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა
ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“
უწოდა.

პირველი გამეფება

მეორე გამეფება

გიორგი V ბრწყინვალე
ისტორიოგრაფიაში

გიორგი ბრწყინვალის ძეგლი


ახალციხეში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მან


შეძლო დაშლილი ქვეყნის კვლავ
გაერთიანება, მისი მონღოლთა თითქმის
საუკუნოვანი ბატონობისაგან
გათავისუფლება და საქართველოს მთისა და
ბარის ხელახლა გაერთიანება. მან დატოვა
ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს
უწევდნენ როგორც აღმოსავლეთის, ისე
დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ყველა
ამ დამსახურებისათვის გიორგი V-ს
ქართველმა ხალხმა გიორგი ბრწყინვალე
უწოდა.

ანონიმი ქართველი მემატიანე —


ჟამთააღმწერელი გიორგი ბრწყინვალის
შესახებ წერდა:

„ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი


ყაენისა და მის წილ დადგინება
აბუსაიდისა, და წარვიდა ურდოსა.
შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და
შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა
ყოველი საქართველო და ყოველნი
მთავარნი საქართველოსანი, და
შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი,
შვილნი ბექასანი, და იწყო მთმან
აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ
მიძრავს საკვირველისა და საშინელისა
თქუმად.“

ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი მეფის


მოღვაწეობაზე აღნიშნავს:

„ხოლო ამისათვის ეწოდა მეფესა ამას


გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო
ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და
ახოვნებითა უებრო, მოწყალე უხვი,
ობოლთა და ქურივთა და
დავრდომილთა შემწყნარებელი.
მეორედ, ვინაითგან იყო ივერია
დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ
დაყოფილი, ამან სიბრძნე
გონიერებითა და ძლიერებითა
თვისითა კუალად შემოიკრიბნა და
იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან,
განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი...
სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო
ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა
ხამდა — სიბრძნე-გონიერებითა და
მეცნიერებითა...“

ასე ახასიათებს მეფე გიორგის მოღვაწეობას


ივანე ჯავახიშვილი:

„საქართველოს სახელმწიფოს
მრავალსაუკუნოვანი არსებობის
განმავლობაში, ბაგარატ III-ის, დავით
აღმაშენებლისა და არც ერთ მეფეს
თანამედროვეთა შორის და
შთამომავლობაში, ისეთი სახელი არ
მოუხვეჭია, როგორიც გიორგი V
ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება
თანასწორად გვხვდება, როგორც
ქართულს, ისევე მეზობლების
წყროებშიც. მისი უარყოფა ვერ
შესძლებიათ ისეთ პირებსაც,
რომელთა პოლიტიკა მისას
მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.“

ასეთ შეფასებას აძლევს გიორგი


ბრწყინვალის მეფობას ისიდორე დოლიძე:

„მეფე გიორგი V საქართველოს


ფეოდალური მონარქიის გამოჩენილი
მოღვაწე და სახელმწიფო
ხელმძღვანელი იყო. თამარ მეფის
შემდეგ ფეოდალურ საქართველოს
არ ჰყოლია სახელმწიფოს ასეთი
დიდი საჭეთმპყრობელი. მისი
სახელი და მოღვაწეობა ქება-
დიდებითაა მოხსენიებული ქართულ
მატიანეებსა და საისტორიო
წყაროებში.“

გიორგი ბრწყინვალე
ქართულ საფოსტო მარკაზე.

XIV საუკუნის საქართველოს ისტორია


მონოგრაფიულად შეისწავლა ისტორიკოსმა
ვაჟა კიკნაძემ. მისი ნაშრომი — საქართველო
XIV საუკუნეში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის
სხვადასხვა პრობლემასთან ერთად,
უშუალოდ გიორგი ბრწყინვალის
მოღვაწეობასაც მოიცავს. მონოგრაფია 1989
წელს გამოქვეყნდა.

1955 წელს, ლონდონში, გამოქვეყნდა


ინგლისელი მეცნიერის, დევიდ მარშალ
ლენგის ნაშრომი — საქართველო გიორგი
ბრწყინვალის მეფობის დროს, რომელშიც
XIV საუკუნის საქართველოს ისტორიის
მრავალი საინტერესო მომენტია
გაშუქებული.

ლიტერატურა

კომენტარები

სქოლიო

ბოლოს დარედაქტირდა 4 დღის წინ…

ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ

გიორგი VI მცირე

დავით IX

საქართველო XIV საუკუნეში

შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით


(თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0 .
კონფიდენციალურობის პოლიტიკა • დესკტოპი
გამოყენების პირობები •

You might also like