You are on page 1of 4

ზვიად დოლიძე

გიორგი V ბრწყინვალე

(ნაწყვეტი)

დიახ, გიორგი ბრწყინვალე! თვითონაც მიხვდებით, რომ ხალხი ასეთ წოდებას ტყუილად არ
გაიმეტებდა. გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი, დაიბადა 1286
წელს, იგი მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა, მაგრამ კარგად რომ გაიგოთ, თუ რა
არის მისი განსაკუთრებული დამსახურება, ჯერ მაშინდელ საქართველოში არსებულ
მდგომარეობას უნდა გავეცნოთ:

თქვენ ხომ უკვე იცით დავით აღმაშენებლის მიერ გამთლიანებული საქართველო კიდევ
უფრო გააძლიერა თამარ მეფემ და მე-13 საუკუნის დასაწყისში ევრაზიის ერთ-ერთ
უძლიერეს სამეფოდ აქცია.

საუბედუროდ, თამარის გარდაცვალებიდან ოციოდე წლის შემდე ჩვენმა ქვეყანამ კვლავ


დაკარგა დამოუკიდებლობა. საქართველოში თათარ-მონღოლები გაბატონდნენ.

ეს იყო ძალზე მრავალრიცხოვანი და ვრცელი იმპერია- ჰქონდა მსოფლიოს ისტორიაში


ყველაზე დიდი ტერიტორია. მისი სამფლობელოები აღმოსავლეთით იაპონიის ზღვის
ნაპირებით იწყებოდა და დასავლეთით- ევროპის შუაგულამდე აღწევდა!

მონღოლებმა, სხვა ქვეყნების გარდა, თვით რუსებიც კი დაიპყრეს.

თამარი 1210 წელს გარდაიცვალა და საქართველოს მეფე მისი ვაჟი- ლაშა-გიორგი გახდა. იგი
დედის ღირსეული მემკვიდრე იყო, მაგრამ 1222 წელს გარდაიცვალა- მონღოლებთან
ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გაუმიზეზდა.

ლაშა-გიორგის ადგილი მისმა დამ- რუსუდანმა დაიკავა, რომელიც დედასა და ძმასავით


ძლიერი და ჭკვიანი მმართველი ვერ გამოდგა, თუმცა, შეიძლება, ვერავის აეცილებინა
საქართველოსათვის მონღოლთა ბატონობა, იმდენად ბევრნი იყვნენ ისინი. რუსუდანი
დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. ქართლ-კახეთი და სამხრეთ საქართველო
თათარ-მონღოლებს დარჩათ.

საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც საქართველოს დამპყრობელი აღარ ენახა და არც მის
მკვიდრთ განუცდიათ სიღარიბე და გაჭირვება. ამიტომ, გაჭირვებასა და დამარცხებას
მიუჩვეველი ქართველები არ აპირებდნენ უცხოტომელთა ბატონობის ატანას, მაგრამ
როდესაც რამდენიმეწლიანი წინააღმდეგობითა და აჯანყებებით მტრის სიმრავლესთან
ვერაფერს გახდნენ, ხელი ჩაიქნიეს, ბედს შეურიგდნენ... და უკვე შემდეგი ასი წლის
განმავლობაში ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავდა- გაპარტახებული სოფელ-ქალაქები, მოშლილი
სოფლის მეურნეობა და ქალაქის სახელოსნოები, მრევლისაგან დაცლილი
ეკლესია-მონასტრები... ქართველი ისტორიკოსი სინანულით აღნიშნავს, რომ ქვეყნის
გაპარტახებაზე მეტი უბედურება თვით ხალხის გახრწნა-გათახსირება იყო. ჩვეულებრივ
ამბად იქცა: ღალატი, მკვლელობა, მეზობლის სახლ-კარისა თუ ციხე-კოშკის გადაწვა,
მეტოქისათვის ცოლის მოტაცებაც კი!
აი, ასეთი საქართველო ჩაიბარა გიორგი V-მ, რომელიც მეფედ მონღოლებმა დაამტკიცეს იმ
იმედით, რომ მათი მორჩილი იქნებოდა...

იმ ავბედით დროს ბევრი ქართველისათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო დამპყრობელთა


ჯარში სამსახური და ნაომარი ნადავლი იყო.

მონღოლები მუდმივად იბრძოდნენ თავიანთი იმპერიის გასაფართოებლად ან უკვე


დამორჩილებულ ქვეყნებში აჯანყებების ჩასახშობად. ქართველები, რომლებიც ყოველთვის
კარგ მეომრებად ითვლებოდნენ, მუდამ პირველ რიგებში იბრძოდნენ. ქართველები არ
ურიგდებოდნენ ბედს, იყო შეთქმულებისა და აჯანყებების მოწყობის მცდელობები. ამის
მაგალითია ცოტნე დადიანი. მან გასაოცარი გმირობა ჩაიდინა, მტრებიც აღაფრთოვანა და
თანამებრძოლებიც იხსნა.

სწორედ იმ დროს საქართველოში გამეფდა გიოგრი ბრწყინვალე, დემეტრე მეორის


(თავდადებულის) ვაჟი.

როდესაც მეფე დემეტრე მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს, დაქვრივებული ნათელა და


პატარა უფლისწული ბექამ ( ნათელას მამამ) წაიყვანა და მას შემდეგ გიორგი პაპასთან
იზრდებოდა. ბექა ჯაყელი იმ დროს მეფეზე მეტ ძალაუფლებას ფლობდა.

უფლისწული უზრუნველად იზრდებოდა ბექას სასახლეში- სწავლობდა კიდეც და


საბრძოლო ხელოვნებასაც ეუფლებოდა, ისე, როგორც იმ დროის უფლისწულს შეეფერებოდა.

გიორგი 10-12 წლისა იქნებოდა, როდესაც პაპამისის სამფლობელოებს უზარმაზარი,


60-ათასიანი თურქული არმია შემოესია. ბექა ჯაყელმა თურქებს 12 ათასი ქართველი მესხი
დაუპირისპირა და ხუთჯერ მეტი მტერი გაანადგურა, რითაც დანარჩენი საქართველო
აოხრებისაგან იხსნა.

ბექა ჯაყელმა თავისი დიპლომატიური ნიჭისა და პოლიტიკური კავშირების წყალობით


მონღოლები დაითანხმა- მისი შვილიშვილი სვეტიცხოველში მეფედ კურთხეულიყო.

მაშ, ასე: 1314 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გახდა გიორგი მე-5, რომელიც იმ დროს
დაახლოებით 25 წლისა იქნებოდა.

ახალგაზრდა ხელმწიფე დასუსტებული ქვეყნის მოწესრიგებას შეუდგა, იგი პირველად


საქართველოს მთიანეთში გაემგზავრა და ბოლო მოუღო მათ მტრობას- ურჩები დასაჯა,
ერთგულები დააჯილდოვა, ხალხი ქვეყნის ერთგულებაზე დააფიცა და საგანგებოდ მათთვის
შექმნა კანონთა წიგნი „ძეგლის დება“, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოსავლეთ საქართველო ჯერ კიდევ მონღოლთა


ქვეშევრდომი იყო და თავის ნებაზე ქვეყნის მართვას მეფე გიორგის არავინ დაანებებდა.

ერთი წლის გამეფებულიც არ იყო, როცა მონღოლთა მბრძანებელმა მცირე აზიაში საომრად
გაიწვია. სხვა გზა არ იყო- გიორგიმ ქართველთა ჯარი შეკრიბა და გაემგზავრა. ჩავიდა და
დაამარცხა კიდეც ყაენის მტრები. მონღოლები, უკვე მერამდენედ, გაოცებულნი დარჩნენ
ქართველთა ვაჟკაცობით. მომავალშიც მათი იმედი ჰქონდათ, მაგრამ გიორგიმ საიდუმლოდ
დაიფიცა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ქართველ ჯარისკაცებს არასოდეს
ებრძოლათ უცხო ქვეყნის დიდებისათვის!

საქართველოში დაბრუნებული მეფე დასუსტებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასა და


წესრიგის დამყარებას შეუდგა: გახიზნული მოსახლეობა თავის მიწებზე დააბრუნა, საკუთარი
ფული გამოუშვა (მანამდე საქართველოში მხოლოდ მონღოლური ფული მოქმედებდა), ამ
ფულის ერთეულს „გიორგაული თეთრი“ ეწოდა.

თათარ-მონღოლები უწინდებურად ვეღარ ერეოდნენ ქვეყნის საქმეებში, თუმცა


მოსახლეობაში გადასახადებს მაინც კრებდნენ, მაგრამ ერთ დღეს გიორგიმ მონღოლებს
განუცხადა:

-თქვენი მოხელეები, იმის გარდა, რაც ერგებათ, დამატებით გადასახადებს ახდევინებენ ჩემს
ხალხს. მე მათ არ ვენდობი, ამიტომ, თუ გინდათ, რომ აჯანყება არ დაიწყოს, გადასახადებს
ჩემი ხალხი აკრებს და თქვენ თქვენს წილს მოგცემთო.

ოცი ან ათი წლის წინ ასეთი „თავხედობისათვის“ ქართველ მეფეს სიკვდილით დასჯიდნენ,
მაგრამ ახლა მათ წინ გიორგი V იდგა, რომელსაც ქართველები აღმერთებდნენ და მისი
გულისათვის თავს გასწირავდნენ. ძალიანაც არ უნდოდათ, მაგრამ მონღოლები
დათანხმდნენ, ხალხმა კი შვება იგრძნო.

ქართველთა მეფეს არ აკმაყოფილებდა მიღწეული- მისი მიზანი საქართველოს გაერთიანება


და დამპყრობელთაგან გათავისუფლება იყო. ეს დიდი საქმე მეფემ 1327 წელს დაიწყო. მან
შემოიერთა გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მესხეთი და ამით
ასრულდა ასწლოვანი ონება- ქვეყანა კვლავ აღმაშენებლისა და თამარის დროინდელ
საზღვრებში აღდგა!

ცხადია, მონღოლებს არ მოეწონათ ქართველთა ასეთი გათამამება და აღმოსავლეთის


მხრიდან ქვეყანას მონღოლთა ურიცხვი ჯარი მოადგა. გიორგიმ სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი,
მტერს დაუხვდა და სასტიკად დაამარცხა! ეს იყო ქართველთა და მონღოლთა უკანასკნელი
შეჯახება, ამის შემდეგ მათ ჩვენი საზღვარი აღარ გადმოულახავთ.

მონღოლთა იმპერია კვლავ უდიდესი იყო მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველო პირველი
ქვეყანა გახდა, რომელმაც ბრძოლითა და თავისი მეფის გონიერებით მოიპოვა ამ
იმპერიისაგან დამოუკიდებლობა!

გიორგი ბრწყინვალის სახელი საქართველოს საზღვრებს გასცდა, ვინაიდან მან კიდევ ერთი
ძლიერი მტერი- თურქ-ოსმალთა სულთანი (ანუ მეფე), ორხანი დაამარცხა. საქართველო 100
წლის შემდეგ კვლავ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ამის შემდეგ გიორგი მეფემ შემოიერთა
და დაიპყრო სომხეთი, რანი, მოვაკანი, დაღესტანი, შირვანი...

შეიძლება იკითხოთ, ქართველებს თუ არ უნდოდათ მონღოლების ანდა სხვათა


მორჩილებაში ცხოვრება, თვითონ რატომ იპყრობდნენ მეზობელ ქვეყნებსო?! საქმე ის არის,
რომ ეს ქვეყნები არც მანამდე იყვნენ დამოუკიდებელნი და შორეული ქვეყნებიდან მოსული
დამპყრობლები სწორედ მათ ტერიტორიებს იყენებდნენ ხოლმე, რათა დაესვენათ, სურსათით
მომარაგებულიყვნენ, სათანადოდ მომზადებულიყვენენ საქართველოს დასაპყრობად.
ამ მიზეზით იყო აუცილებელი ამ ქვეყნების დამორჩილება. თანაც მეფე გიორგიმ ამ ქვეყნებს
გაცილებით უკეთესი პირობები შეუქმნა, ვიდრე სხვა დამპყრობლებმა, ამიტომ ზოგმა
მათგანმა თვითონ მოისურვა საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლა.

განსაკუთრებულად უნდად გამოვყოთ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატება საგარეო საქმეებში:

წმინდა ქალაქი იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამი საუკუნით ადრე


აგებული ქართული ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადააკეთეს. ქრისტიანებს, რომლებიც
იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდნენ, მხოლოდ უიარაღოდ, თანაც ცხენზე გვერდულად
მსხდომთ (ქაალებივით) შეეძლოთ ქალაქში შესვლა. ამ შეურაცხყოფას ისიც ემატებოდა, რომ
იქ არავის შეეძლო საკუთარი ეროვნული დროშის გაშლა.

გიორგიმ ელჩები გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს და მკაცრად მოსთხოვა, რომ ქართველებს


საკუთარი ტაძარი და ძველი უფლებები დაბრუნებოდათ! თქვენ წარმოიდგინეთ, არა
მხოლოდ ტაძრის გასაღები დაიბრუნეს, ელჩებმა ქრისტეს საფლავის გასაღებიც ჩამოიტანეს.

ქართველები, ერთადერთნი მაშინდელ მსოფლიოში, ცხენზე ამხედრებულნი, გაშლილი


ქართული დროშით, ამაყად შედიოდნენ წმინდა ქალაქში.

გიორგი ბრწყინვალე 1346 წელს გარდაიცვალა. მის მიერ გაერთიანებულმა საქართველომ


თითქმის ნახევარი საუკუნე გაძლო.

You might also like