You are on page 1of 1

გიორგი საკაძე გმირი თუ ავანტიურისტი

გიორგი სააკაძე წოდებრივ წარმომავლობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა , ის სიმონ


მეფისა და გიორგი X-ის მიერ დაწინაურდა და დიდ ფეოდალად იქცა .გიორგი სააკაძემ
ცოლად შეირთო მარეხი და მისგან რვა შვილი შეეძინა.ხალხმა მას დიდი მოურავი უწოდა,და
დღემდე მასზე ერთი საერთო აზრი არ ჩამოყალიბებულა, ზოგი მას გმირად მიიჩნევს ,ზოგი
ქვეყნის შემარჩხვენელად ,ზოგიც ავანტიურისტად,ზოგიც კი უბრალოდ ტრაგიკულ
პიროვნებად რომელსაც შვილი მოუკლეს . მეც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ მე
მას მაინც გმირად მივიჩნევ . შეუძლებელია რომ ყურადღება არ მივაქციოთ მის ქვეყნისადმი
მოღვაწეობას .
გიორგი ძალიან გონებამახვილი ადამიანი იყო,ის ის მეფის მრჩეველი გახდა
მას თან დაერთო 1609 წელს ტაშისკარის გამარჯვება გიორგის მეთაურობით. გიორგისა და
მეფე ლუარსაბს შორის ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება არსებობდა , რაც
ძალიან არ მოსწონდათ დიდგვაროვნებს . ისინი ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ
მეფისათვის გიორგის შეძულებას რაც გამოუვიდათ და მეფეს გიორგის მკვლელობისაკენ
უბიძგეს.გიორგი იძულებული გახდა ირანში გადხვეწილიყო და რელიგია შეეცვალა , შაჰ-
აბასმა ის დიდი სიხარულიტ და პატივისცემით მიიღო და მისი გამოყენება სცადა
საქართველოს წინააღმდეგ .სააკაძემ შაჰს ერთგულება შეჰფიცა და სათავეში ჩაუდგა ირანთა
ლაშქარს საქართველოს წინააღმდეგ.შაჰ-აბასი მეტად გონებამახვილი ადამიანი იყო და თავის
დაზღვევის მიზნით,გიორგის უმცროსი შვუილი პაატა მძევლად დაიტოვა ,გიორგი
პატრიოტი ადამიანი იყო და ის ქართველთა მხარეს გადავიდა ,მას არ შეეძლო თავისი
ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ,მან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა და რა შედეგი მოყვებოდა
ამ ყოველივეს მაგრამ მან ქვეყნისათვის საკუთარი შვილი გაწირა რომელიც საკუთარ
სიცოცხლეზე მეტად უყვარდა .
მართალია არსებობს უამრავი საკითხი სადაც გიორგი ცდებოდა თუმდაც მაშინ როცა
რელიგია შეიცვალა და შაჰ -აბასთან წავიდა, ტუმდაც მაშინ როდესაც 1623 წელს ბაღდადი
აიღო . მაგრამ მე მას გმირად მივიჩნევ , საზოგადოების უმეტეს ნაწილს ახლაც და
წარსულშიც არ შეეძლოთ საკუთარი სვილის გაწირვა ქვეყნისათვის , და მაინც ყველა იმ
შეცდომის და ცუდი საქციელის მიუხედავად გიორგი ჩემთვის გმირია . ის მაღალი სულის
ადამიანია , განა ყველას შეუძლია საკუთარი შვილი გასწიროს ქვეყნისათვის .

You might also like