You are on page 1of 1

კახა ბენდუქიძე

ერთი ბიჭის ისტორია

მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.


ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან
ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებს. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა წესრიგი
უყვარდა.
16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.
ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.
მამა უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში მონათლა.
დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და და მერე
გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა საქართველოში რომ თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა -
დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ - ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების - მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი
არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა.
მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ
ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, და მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება
ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბათ რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან
იბოღმებოდა. ნატრობდა - ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ჩემიანი ვინმე დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე
ეკლესიას.
გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა - ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა -
ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ქონდეთო გადასახდელიო.
ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა.
რას იტყვით მასზე თქვენ?
რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარულ ფულით კაცურად რომ
ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ეხლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს,
სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?
რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?
რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება - სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო?
რას იტყვიან მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები?
რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს?
&bull ბიჭი 1089 წელს გამეფებდა.
&bull 1103 წელს მოიწვია რუის-ურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის
თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და
ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა რუსეთში).
&bull 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ 100
ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო.
&bull 1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით
დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფა აკრეფინა თავისი რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად,
დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს სამი დინარი, ებრაელებს ოთხი და ქართველებს ხუთი
1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე
ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა,
ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფის-ასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ
ათრაქას-ასულის მეუღლე.
მან დაწერა საკუთარ თავზე:
ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი &copy ტაბულა &copy http://zarbazani.blogspot.com/

You might also like