You are on page 1of 3

1) წაიკითხეთ ნაწყვეტი შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან ,, ხარი’’

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,


სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა, საცერა თვალები!
წარმართმა გხატე კლდეებზე, ათას მისნური ქარაგმით
და ხარი ღმერთად გიწამე, გწირე და გწირე ზვარაკი.
შენ გთხოვდა კაცის შენახვას უფალი ღმერთი იესო
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.
ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრების ჭაპანი.
აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარგაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.
სისხლს ღვრიდნენ გუთნისდედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.
აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალობელად ბღაოდი, როგორც მოხუცი მამაო,
ცხადში ხომ მყავდი მეგობრად, შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.
ფეხზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, _ მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

1) რომელი მუშური სიმღერებია ტექსტში დასახელებული?


2) როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს ქრისტიანობამდელ
საქართველოში ხარის მიმართ?
3) ამოიწერეთ ეპითეტების შესაძლო ნიმუშები ტექსტიან.
4) ,,აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო’’ - რა ტრადიციაზეა
საუბარი მოცემულ მონაკვეთში?
რომელი ფრაზეოლოგიზმს დაუდო საფუძვლი ამ ტრადიციამ?
5) ,,რომ ქართველს აბჯარგაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.’’- როგორ
გესმით მოცემული ფრაზა და როგორ უკავშირდება იგი ხარს?
6) ლექსის მიხედვით, როგორ ეხმარებოდა ხარი ადამნიანს?
7) იგრძნობა თუ არა ავტორის დამოკიდებულება ამ ცხოველის მიმართ?

8) ,,ცხადში ხომ მყავდი მეგობრად, შემშველებიხარ ზღაპარშიც’’ -რას


გულისხმობს ავტორი მოცემული ფრაზით? მოიყვანეთ აზრის
დამადასტურებელი მაგალითი.
9) ამოწერეთ ყველა შესაძლო ეპითეტი?
2) წაიკითხეთ ნაწყვეტი ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან ,, მოგზაურობა აფრიკაში’’

,,ბიჭი და გოგო ერთად რომ მოდიან, ბიჭს უნდა უთხრა - გეხვეწები, ათი კაპიკი
მაჩუქეო - და, თუ აქვს, აუცილებლად მოგცემს. გოგო თუ მარტოა, მაშინ ხო,
მაგრამ სხვებთან თუ არი და სთხოვე, არ მოგცემს, დაახვიე აქედანო, გეტყვის.ბიჭი
მარტო თუ არი, ზედაც არ შემოგხედავს. ბევრ ბიჭს კი უნდა ერიდო, რადგან
შეგაგინებენ და წიხლსაც ამოგარტყამენ.მიწისქვეშა გადასასვლელები და
ეკლესიების შესასვლელები დაკავებულია.მიწისქვეშაში მოხუცი კაცები დგანან,
ზოგი ვითომ ბრმაა, ზოგიც - ხეიბარი. იქ არიან ბოშებიც თავიანთი პატარა,
გამურული ბავშვებით, ეკლესიებთან კი მოხუცი დედაკაცები ბატონობენ, ისინი
იქიდან ერთმანეთს აგდებენ და შენ რას მიგიშვებენ.არადა, იქ ყველაზე კარგია,
რადგან მორწმუნე ადამიანი მოწყალებას ადვილად იმეტებს. მეტროშიც თბილა.
მეტროთი ვინ დადის, სულ უბრალო ხალხი, არა? ხო და, რო იცოდე, ეს უბრალო
ხალხი უფრო მეტს იძლევა. მაგრამ მეტრო იმით არი ცუდი, რომ იქ პოლიციაა.
ერთხელ დამიჭირეს, მაგრა მცემეს და იმ დღეს ნაშოვნი მთელი ფული - სამ ლარ-
ნახევარი სულ წამართვეს. მეტროში უფრო გოგოები ჩალიჩობენ. იმათაც კი
იჭერენ, მაგრამ არა სცემენ და არც ფულს ართმევენ, მარტო აწვალებენ და
ატირებენ. ზოგს მათხოვრობა უტყდება და ამიტომ ვითომ ყიდის, რაღაც-
რაღაცებს დაატარებს, მაგალითად, საეკლესიო წიგნებს, კედლის კალენდრებს,
სანთებელებს.’’

1) როგორ აქვს შესწავლილი მთხრობელს თავისი საქმიანობის ნიუანსები?


2) რატომ თვლის , რომ ერთად მომავალი ბიჭი და გოგო მისთვის ხელსაყრელი
ობიექტია?
3) ცხოვრება რთულია- რა სირთულეს აწყდებიან ქუჩაში საშოვარზე გამოსული
ადამიანები?
4) რა გზას მიმართავს გარკვეული კატეგორიის ადამიანი იმისთვის, რომ
თავმოყვარეობა არ შეელახოს?
5) რა პრობლემაა წარმოჩენილი მოცემულ მონაკვეთში?
6) ამოწერეთ ვულგარიზმისა და ჟარგონის მაგალითები.

3) წაიკითხეთ მონაკლვეთი აკაკი წერეთლის მოთხრობიდან ,, ჩემი თავგადასავალი’’

მივფრინდი თუ ფეხით მივედი სახლში, აღარ მახსოვს, სიხარულმა ისე ამიტაცა,


რომ მთვრალივით ვეღარ გამოვერკვიე. შინ რომ მივედი, სტუმრები იყვენ სახლში
და მამაჩემმა მომაძახა: რა ქენი, ჩემო კაჭუაო? მეც ყველაფერი მოვახსენე, რაც
გადამხდა. „მე კი არ ვიცოდი?! — წამოიძახა მამამ — კვიცი ყოველთვის გვარზე
მიდისო. ბავშვობისას ყველას ვჯობდიო, რასაც სხვები ათ-ათ წელიწადს
უნდებოდენ, მე ორ-სამ წელიწადს გავიარე, გავათავე: ღრამატიკა, ანგარიში,
ისტორია, ღეოღრაფია და სხვანიო. ბატებმა არ დამაცალეს, ყიყინით მაწუხებდენ,
თვარა, რომ მომეცადა, არისტოტელის თეღორიასა და კალოღიკას სულ ბდღვირს
გავადენდიო. შენც, შვილო, ოჯახის შვილი რომ ხარ, სხვებზე უფრო მეტი უნდა
ისწავლო და ვიგინდარები არ გაიტოლოვო!” სტუმრებმაც ამგვარივე დარიგება
მომცეს. დედა კი თავისთვის იჯდა თავჩაღუნული, თითქო ამისათვის სულ
ერთიაო და არც კი შეუმჩნევივარ.

1) როგორ გესმით მონაკვეთში გამოყენებული ანდაზის მნიშვნელობა?


2) რისი აზრის დასასაბუთებლად მოიყვანა მან ეს ანდაზა?
3) ჩანს თუ არა ტექსტიდან აკაკის მამის განათლებულობა?
4) რა არგუმენტით ხსნის როსტომ წერეთელი იმას, რომ აკაკი აუცილებლად
ნასწავლი უნდა გამოვიდეს?
5) როგორია დედის პოზცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

You might also like