You are on page 1of 24

„ჩვენი აზრი ჩვენი ენით მოძრაობს,

ჩვენი გული ჩვენი ენით თბება.“


ილია

„მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,

რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,

ვინც ვერ ახერხებს ქართულად

წერას, კითხვას და ლაპარაკს.“

მუხრან მაჭავარიანი

ან

ბან

გან

დონ

ენ

ვინ

ზენ

თან

ისე ძლიერ მინდა თქვენთან,რომ

დო

რე

მი

ფა

სოლ

ლა

სის

თითქოს დაეკარგა ფასი....

ან, ბან, გან ,დონ

რე, მი, ფა, სოლ

გთხოვ,ეს შერწმა შემიფასო....


ასოხატულა კუნწულები

ანი

და

ბანი

განს უხმობს დონი,

ასოხატულა ჰქრის

ფ ა ე ტ ო ნ ი.

ენა რას ამბობს?!

ან

ვინ

რას ჩქარობს....

ჭარ

ხან

ჯან

ჰაე...

დუღს მარათონი.
ბგერათა რიტმული გავარჯიშება

(ფიზიკური აქტივობით)

ლაწა-ლუწი ტკაცა-ტკუცი ბაგი-ბუგი

ლაწა-ლუწი ტკაცა-ტკუცი ბაგი-ბუგი

ლაწა-ლუწი ტკაცა-ტკუცი ბაგი-ბუგი

ლაწა-ლუწი ტკაცა-ტკუცი ბაგი-ბუგი

ბაკი-ბუკი თქარა-თქური წკარა-წკური

ბაკი-ბუკი თქარა-თქური წკარა-წკური

ბაკი-ბუკი თქარა-თქური წკარა-წკური

ბაკი-ბუკი თქარა-თქური წკარა-წკური

ჩქარა-ჩქარა ჩქარა-ჩქარა ჩქარა-ჩქარა

დ ა ვ ს ხ ე დ ი თ!
ენის გასატეხები
(ხმოვნების ჯგუფი

1.იცინა და იცინა ,

იამ,თვალებციმციმამ,

იწვიმეო,ინატრა....

წვიმამაც იკისკისა.

2.ასკინკილა კინკილა,

დღეს შაბათი,ხვალ კვირა.

3.ასიაო,ბასიაო

სუმბულს ოქრო ასხიაო.

4.აბელი ბელი,საბელი-გრძელი.

5.ორი ცხენი,ერთი კვიცი

ამის მეტი აღარ ვიცი.

გამოცანები
 სკუპი,სკუპი,სკუპია
ხტუნვით გადაუღლელი.
ბოსტანში რომ ჩამჯდარა,
თქვი,რა ჰქვია?
(კურდღელი)

 ზარმაცისთვის აბეზარი,
ბეჯითისთვის მხიარული.
ოველ დილით უთენია,
ჩვენს სკოლაში რეკავს
(ზარი)

 ზის მოთმენით მდინარესთან,


გული აქვს და ო,რა გული,
ამიტომაც ხშირად ხვდება
იმის ანკესს
(ორაგული)

 მე ვვიროდი,
იგი დუმდა,
გავჩუმდი და ახმაურდა.
(ექო)

ა ნ დ ა ზ ე ბ ი
 დედის წინ მორბენალ კვიცს,
ან მგელი შეჭამს,ან მგლის შვილიო.

 შორი გზა ოიარე და

შინ მშვიდობით მიდიო.

 კაცს სწავლა სიბერემდე არ მოსჭარბდებაო.

 კარგი ცხენი მათრახს არ დაირტამსო.

 ლხინში ნაბიჯით წადი,


ჭირში სირბილითო.

 ეკლის ადგილზე ამოსვლა

ეკლისა არის წესია,

მოხუცი მომკის იმასვე,

რაც სიყრმით დაუთესია.

ტყუილი თუ მართალი
სახუმარო მინდა გითხრა,
ადანდალი დანდალი,
უპასუხე ჩემს შეკითხვას,
ტყუილი თუ მართალი?
 გაზაფხული მიილია,
დადგა ცივი ზამთარი,
ტყუილი თუ მართალი?

ძლიერ უყვარს ფისუნიას,


მსხლის და ვაშლის ნათალი
ტყუილი თუ მართალი?

იანვარში თოვლი იდო,


თეთრად ჩანდა ჭადარი
ტყუილი თუ მართალი?

 შუაღამით მინდორ-მინდორ
სეირნობდა ქათამი,
ტყუილი თუ მართალი?

დაძუნძულებს ტყეში დათვი

თაფლის ჭამით დამთვრალი

ტყუილი თუ მართალი?

ე ნ ი ს გ ა ს ა ტ ე ხ ე ბ ი
1.ჩვენი ბიჭი, ბიჭანჭური,

სულ პატარა გოჭია,

ისე ჩამრგვალებულა,

როგორც ლოტოს კოჭია.

2.წია-წია დაწიწინებს,

პაწაწინა წიწილა,

წვიმის წვეთი დაეწვეთა,

შეშინდა და იწივლა.

3.ცვივა,ცვივა,ცვივა,ცვივა,

ქათქათელა ფიფქები,

მცივა,მცივა,მცივა,მცივა,

წამეყინა თითები.

4.დაიზურგა ზღმარტლით ზღარბი,

ხარბი-ზღარბი,ზღარბი-ზღარბი,

არ აწუხებს წონა ბარგის

და კუსკუსით სახლში გარბის.

ვინ რა უთხრა ცვარს


სამყურამ თქვა:

-დილის ცვარო,

მარგალიტზეც ვერ გაგცვალო!

გვირილამ თქვა:

-ცვარო,ცვარო,

ჩემი თავი გენაცვალოს!

ნიავმა თქვა:

-ცვარუკელავ,

შენთვის დავქრი,შენთვის ვხარობ!

მზის სხივმა კი აიტაცა:

-კარგი რომ ხარ,ჩემი ხარო.

ფოთოლი
ფოთილი ვარ,ნიავ-ქარში

საამურად მოშრიალე,

იწურება შემოდგომა

და მოვწდები ტოტებს მალე...

მაგრამ ეგ ნუ შეგაშინებთ,

დრო თუ უკან არ ბრუნდება,

ამ ტოტებზე ჩემს მაგივრად,

სხვა ფოთოლი დასკუპდება.

ლა,ლა,ლა,
რატომ ცელქობს წიწილა?
ლა,ლა,ლა,
ცეკვავს ასკინკილას.
ლო,ლო,ლო,
იწილო თუ ბიწილო?
ლო,ლო,ლო,
სადღაც ბულბული გალობს.
ლუ,ლუ,ლუ,
ცა ლურჯია სულ?
ლუ,ლუ,ლუ,
ახალისებს გულს.

გამოცანები
მე ერთი დიდი თვალი მაქვს,

ყველაფრის გამომხატველი,

დავაჩხაკუნებ,გახდები

შენი სურათის მნახველი.

ორი ტუპივით ნავი მაქვს,

ღამემდე თავს ვერ ვანებებ,

წალში მათ როგორ ვენდობი

ხმელეთზე დამატარებენ.

შენ სხვაგვარად მითხრა იქნებ?!

მე კი გეტყვი ჩემებურად,

წყალზე დევი გაწოლილა

გ ა დ ა ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ე ბ უ ლ ა.

ხის ტოტებზე შემომსხდარან,

ქარით ნანანავები,

პაწაწინა ბიჭები

სვანურქუდიანები.

ა ნ დ ა ზ ე ბ ი
1.დედის ნაწვიმარ ცრემლზე

ია ამოდისო.

2.ურემი რომ გადაბრუნდება,

გზა მერე გამოჩნდებაო.

3.ათასად კაცი დაფასდა,

ათიათასად ზრდილობა,

თუ კაცი თვითონ არ არის ,

რას არგებს გვარიშვილობა?!

კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე,

ოველ დღესა შენს თავს ჰკითხე:

აბა,დღეს მე ვის რა ვარგე?!

ენის გასატეხები
მზე ზღარბს ზურგს უთბობდა.

სოფომ სოკო სოფლიდან ჩამოიტანა.

ალიონზე ალი აგიზგიზდა.

იამ იისფრად გამოანათა.

ძაღლმა ძაღლს ძვალი გასტაცა.

გამოცანა
ტყის უბეში დაიბადა,

ტყეა მისი მშობელი,

ელავს ვერცხლის ქამარივით,

მარად დაუშრობელი.

ყვავილები გაახარა,

ფერი მისცა ბალახებს,

სიცოცხლეა ჯეჯილების,

ამაღებს და ალაღებს.

(ნაკადული)

ენის გასატეხები

გვანცა ცაცას უცხობს ნამცხვარს.

ცქმუტავს ცაცა,იწყებს ცანცალს...

დამაცადე ცოტა ცაცა,

გაცივდეს და მოგცემ ნამცხვარს.

ახტაჯანა-ქაჯანა,

მარდი,განა ჯანჯალი,

ჯოხის ცხენზე შემჯდარა,

წელზე ჯოხის ხანჯალით.

მიაჭენებს ქაჯანა,
ცხენს არ უყვარს ჩანჩალი.

ტყუილი თუ მართალი

ერთ დღეს ჭამა მამლაყინწამ

ერთი ტონა თავთავი,

ტყუილი თუ მართალი?

მტაცებელი ცხოველია:

ვეფხვი,ლომი,აფთარი,

ტყუილი თუ მართალი?

გამოცანა გითხარ ლექსად,

სულ ეს არის რაც არის.

კარგ მთქმელსა და
გამგონებელს

ენის წვერზე შაქარი.

ენის გასატეხები
1.აი ია ანანაო,

ასე უნდა ანანავო.

2.ბრდღვინავს ბომბორა ბახულა,

ბაღ-ბოსტანს უყეფს ფაფხურა.

3.ლალი-ლალი ლალისფერი,

ლირას ლართან ლა-ლას მღერის.

4.ოდოია ოდა-ოდა,

ოხოხოსთან ერთად ქროდა.

5.ეს თეთრი თხა ეგრე ავსა,

ერკინება ერკემალსა.

6.შავი შაშვი შარიშურობს,

შეუყლაპავს შავი სურო.

8.ციმციმა ცვარი ციალით,

ცამ ციავ ცელებს აცვაროს,

ჰა,აციმციმდა ცხრა ცვარი,

უცებ გაცოცხლდა ცხრა წყარო.

8.წიწვი,წაბლი და წიწიბო,

აწყვია იწილ-ბიწილოდ.

ასოხატულა კუნწულები
არჩევანი,არადანი,
ალამს ახვევს ალამდარი.

ამ მიწის და ამ ცის დარი,

არის სადმე?

არსად არის!

ბილიკ-ბილიკ ბურტყუნებს,

ბრიყვი ბელი,ბელუკა:

-ბანით ვჯობნი ბულბულებს,

ბეჭებით კი ბერმუხას!

გუგუ! გუგუ!-გუგულმა,

გულჭრელათა გვარისამ,

გამარჯვება გვისურვა,

გული გაგვიხალისა.

დიდი დათვი დრუნჩიანი,

დუდღუნა და დანდალაო,

დილით ადრე წამომდგარა,

თაფლის ჭამით დამთვრალაო.

დამთვრალა და...და,და,და,და...

რა დიდგულა გამხდარაო?!

ენაჭიკჭიკა ელენე
ექვს სტუმარს ერთად ელისო:

ეკუნას,ელდარს,ექვთიმეს,

ევას,ემზარს და ელისოს.

კედელ-ჭერს სწვდება სურნელი

სველ-სველი ენძელებისო.

ვანის ველზე ვენახი გვაქვს,

ვბარავთ,ვმორჩნით,ვწამლავთ,ვყელავთ.

ვერვინ გვჯობნის სწავლაში და

ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.

ზარი ზანზარებს უზარმაზარი,

ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.

თრთოდა,თრთოდა თაგვი...

რათა?

თეთრმა თათმა მოანათა.

ია იაა და ია,

ის ორი კარგი დაია.

კატის კნუტმა კატუნამ,

თავი მოიკატუნა.

ლილემ ლელას ლურჯ ლარნაკში

ლალისფერი ვარდი ჩარგო.


მელამ მოგაგნო მამალო,

მურას მოუხმე მალეო!

მანამ მშველელი მოგივა,

მაყვლნარში მიიმალეო.

ნიბლიას ნარზე ეძინა,

ნისკარტზე ნისლი ეფინა.

ოქროსფრად მორთულ

ოქტომბრის ბოლოს,

ო,როგორ უხმობს

ოლოლი ოლოლს.

პანტა ცვივა პანტა-პუნტით,

ხმაურით და ტყაპა-ტყუპით.

ჟოლოსფერი ჟილეტით,

ჟრუნისფერი ჟაბოთი,

ჟანგისფერი ჟირაფი

ლაჟვარდიდან ამოდის.

რუ მღერის და მოწანწკარებს,

გამხმარ გორებს ავლებს ბწკარებს.

აფერადებს გვირილებს და

ფესვებს სიცხეს არ აკარებს.


სიტყვის სიმართლეს საზღვრავდა

შარშან ბებიაო,

სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო!

ტახი ტუხტუხებს,ტრიალებს,

ტყეს დარტყმით არეტიანებს.

უჰ,უჰ,-ბუტბუტებს ზურია,

უნაბი დახუნძლულია.

ფანტელები ფარას ფარავს,

ფორიაქობს ფეფე ფიცხად.

ფოცხით ფოთლებს ეფერება,

ფარდა ფანჯრებს მიუფიცხა.

ქარი ქორებს აქანავებს,

აქანქარებს ქოხის კარებს,

ქეთო ქალი ქსელით ქსოვდა,

ქერქი ქიტეს გაატანეს.

ღიღილოს ღია ღობესთან

ღიმილი აღარ მობეზრდა.

ყურძენს ყლაპავს აყლაყუდა,

ყოყლოჩინა ყვავი ჩხავის,

ყელყარყატა ყარყატი კი-გადაჰყურებს ყვითელ ყვავილს.


შარიშურა შინდიანში

შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი.

შეეხვეწა შაქრო შიოს:

-შვილო,შურდულს შეეშვიო!

ჩუმად გამცალა ყვანჩალამ,

ჩარდახში არა დამრჩა რა ...

ჩირი,ჩურჩხელა,ჩამიჩი,

ჩანთით შინ წააჩანჩალა.

ცივი ცვარი ცვივა ციდან,

სცივა,სცივა, ციდა ციდა ცინდალს.

ცხიკ და ცხიკო!-აცემინებს,

ციცქნა ცხვირი გაუცივდა.

ძეძვის ძირს მიძინებულმა,

ძლივს გაიღვიძა ენძელამ.

ძოწისფერ მზეზე პატარძალს,

ძილი უთუოდ ეძნელა.

წვიმიანში,გაწეწილი,

წისქვილის წინ წუხს წიწილი,

წია!წია!მწარედ წივის,

წნორის წკნელზე წაჰკრა წვივი.


ჭინჭრებშუა ჭივჭავები

ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს,

გაჭყეპილან ჭრიჭინები,

ჭინჭილებით სვამენ მაჭარს.

ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს,

აცახცახებთ ვერხვებს,მუხებს.

ხარო,ხარო,ნიშა ხარო

რომ ხნავ ხოლმე, ისა ხარო!

ჯახი-ჯუხით ფანჯარა

ჯურხამ ორჯერ დახურა.

ჯაჭვი-ჯაწვზე ქაჯანამ

ჯიქურ მიაჯახუნა.

ჰაუ,ჰაუ,ჰაუ,ქორო,

ჰაერს აპობ კრუხთა ქორო!

მე მიყვარს ოცნება
ვოცნებობ....

მზე ამოვიდა...

მზემ გაგვაბრუა...

მზეს გავახსენდით...

მზით მორთულები

მზედ უნდა ვიქცეთ...

მზეო,ნურასდროს

ნუ წახვალ ჩვენგან!

ო ც ნ ე ბ ე ბ ი ც ხ ა შ ი ა გ ვ ი ს რ უ ლ დ ე ბ ა!

You might also like