You are on page 1of 14

ტექსტის გაგება

სამიზნე ცნება: ინტერპრეტირება


ჟანრი

ახალი ამბები
პერსონაჟი
საკითხი:
შედარება
ტექსტი და ტექსტი

კომპლექსური დავალების პირობა:

ტექსტს რომ წაიკითხავ, იმ ადამიანის შესახებ შეიტყობ, მთელი ქვეყნის შემოვლა რომ სწადია
და წერილებით ამბების გამოგზავნა. წარმოიდგინე, რომ შენ გევალება, თვალი ადევნო
პერსონაჟს, მასთან ერთად იმოგზაურო, ამ მოგზაურობის შესახებ ახალი ამბები მოამზადო და
თან ბლოგზე ან საიტზე გამოაქვეყნო.
გაითვალისწინე:
➢ ახალი ამბების წერის სტილი;
➢ შეეცადე, რომ დამკვირვებლად იქცე და დეტალურად გადმოსცე მოვლენები;
➢ პერსონაჟს სახელი მოუგონე და შენს ამბებში სახელით მოიხსენიე;
➢ შენს ახალ ამბებს სათაური აუცილებლად დასჭირდება;
➢ ისეთი სათაური შეურჩიე, რომ საზოგადოება დაინტერესდეს;
➢ შეინარჩუნე ობიექტურობა და მოვლენების მხოლოდ აღწერით შემოიფარგლე;
➢ შენი მიზანია მკითხველის ინფორმირება;
➢ ახალი ამბები მოგზაურის ხუთ დღეზე გადმოეცი, თითო დღეს თითო ახალი ამბავი
მიუძღვენი;
➢ წერისას გამოიყენე შედარება.
➢ დაფიქრდი, ვისთვისაა შენი ამბები, ვინ არის შენი აუდიტორია? ვისთვის წერ?
მოზარდებისთვის, პატარა ბავშვებისთვის, შუა ხნის ადამიანებისთვის, მოხუცებისთვის
- შესაბამისად შეარჩიე ამბები, გაითვალისწინე მკითხველის ინტერესები.

1
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

➢ სანამ წერას შეუდგებოდე, სხვადასხვა საიტზე გაეცანი ახალი ამბების წერის სტილს.
➢ შეგიძლია შენი ამბები ელექტრონულად დაწერო. თუ მოინდომებ გამოქვეყნებას,
გამომიგზავნე ელექტრონულ ფოსტაზე და მე ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნებ

ელექტრონული ფოსტა: ina.taoba@gmail.com


ბლოგი: https://bookcityblog.wordpress.com/

➢ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ახალ ამბების წერას მორჩები, გულდასმით გადახედო


და შეცდომები ჩაასწორო.

გაიცანი ავტორი

2
„თუ წიგნი არ იცოდი, მოსმენა მაინც უნდა გცოდნოდა, ესეც ცოდნააო“. „გაზაფხულზე და
შემოდგომაზე სტუმარი არ შეიძლება, მოსავლის დათესვიდან მის დაბინავებამდე სტუმრობა
ცოდვააო“, - ამბობდა ოტია იოსელიანი.
ოტია სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, როდესაც ქართული ლიეტრატურაში ჩაიჭრა.
თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული სხვებზე ნაკლებად არ იცოდა,
მოთხრობების წერა დაიწყო, რასაც მოჰყვა ნოველები, რომანები, ზღაპრები, 20-ზე მეტი პიესა
და სცენარი.

მეტი ინფორმაცია ავტორის შესახებ იხილე სტატიაში: „მართალი კაცი“

სანამ ტექსტს წაიკითხავდე

დაუკვირდი ამონარიდს:

არ მიმაქვს არავითარი იარაღი. შეიარაღებულ კაცს ყველა ეჭვის თვალით უცქერის: თუ
სამოგზაუროდ და სამეგობროდ დადის, თოფი და ხანჯალი რად უნდაო. საჭმელ-სასმელი
ზურგით იმდენი რა უნდა წავიღო, მთელი ქვეყანა მოვიარო და მეყოს. თითქმის მთლად
ცარიელ-ტარიელი ვადგები ამოდენა გზას, თუ რამეს ვიპოვი, თორემ არაფერს დავკარგავ.

არ გაგიკვირდეთ და... ერთადერთი ჩემი ტვირთი იქნება....“

როგორ ფიქრობ რა იქნება მოგზაურის ერთადერთი ტვირთი? შენ რას წაიღებდი, ქვეყნიერების
შემოვლა რომ გადაწყვიტო?
ტექსტის წაკითხვის შემდეგ დაუბრუნდი და გადაიკითხე შენი ვარაუდები, როგორ ფიქრობ,
რა გამოგრჩა ან რატომ იფიქრე ასე? პასუხი წერილობით ჩამოაყალიბე.

3
მოგზაურის
ერთადერთი
ტვირთი იქნება...
ჩაწერე აქ

4
ტექსტი და ლექსიკონი

წინასიტყვაობასავით, ანუ რას ვაპირებ


გადაწყდა!..

ვიცვამ რკინის ქალამნებს, ვისხამ ნაბადს, ვიხურავ ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და
მივდივარ. მივდივარ მთელი ქვეყნის შემოსავლელად.

არ ვიცი, რამდენი დამაგვიანდება ან როდის დავბრუნდები, არც ის ვიცი, რა ფათერაკს


გადავეყრები და რა მელის, რაკი მთელი ზღვა და ხმელეთი უნდა მოვიარო. ვივლი შარა-შარა,
ბილიკ-ბილიკ, გავკაფავ უსიერ ტყეებს, გადავივლი თეთრ მწვერვალებს, ყინულოვან ოკეანეთს,
ცხელ ტროპიკებს. ვნახავ ცივ ქვეყნებს, თონესავით გავარვარებულ უდაბნოებს, გავტოპავ
მდინარეებს, ჭაობებს, გადავცურავ ტბებს, ზღვებს. ვიხეტიალებ უზარმაზარ ქალაქებში,
სოფლებში, თვალუწიერ სტეპებში და ველ-მინდვრებში...

ვიმოგზაურებ და სადაც დამიღამდება, იქ გამითენდება. ვივლი ურმით, ცხენით, აქლემით,


სპილოთი, ძაღლების მარხილით, ირმით, დელფინით, ვეშაპით... კუც თურმე იმოდენა
იზრდება, მის ბაკანზე თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ადამიანი; არწივებს, ორბებს ან
ფასკუნჯებს შეიძლება თასმები გამოაბა, ჩამოეკონწიალო, აუქნიო სახრე და იფრინო საითაც
მოგეგუნებება.

აქამდე სულ მატარებლით, მანქანით, გემით და თვითმფრინავით ვმოგზაურობდი. რამდენი


რამ მინახავს, რამდენი ქალაქისა და სოფლისათვის გადამიფრენია. ზღვაც გადამიცურავს,
მდინარეც, მაგრამ რომ მკითხო, რომელ ქვეყანაში, როგორი ბავშვები ან მოზრდილები
ცხოვრობენ, რა უჭირთ ან რა ულხინთ, ვერ გეტყვით. რომელ ტყეში როგორი ნადირი დაძრწის,
არაფერი გამეგება; რომელ ოკეანეში რომელი თევზი ჭარბობს, წარმოდგენა არა მაქვს;
დედამიწის გულში რა ცეცხლი და მდუღარე ტრიალებს, ვულკანებად რომ იფრქვევა, ხომ არ
ვიცი და არ ვიცი.

ესაა სიცოცხლე? ახლა ისეთი დროა, ვარსკვლავებზე რა ხდება, ის უნდა იცოდნენ და მე ასე
თხუნელასავით, როგორ განვვლო წუთისოფელი. ავდგე, დავლიო ჩაი, ვიმუშაო, ვისეირნო,
ვივახშმო, დავწვე და დავიძინო. მეორე დღეს ისევ ჩაი, სადილი, ვახშამი, ძილი... ყოველდღე,
ყოველთვის ერთი და იგივე, აღარ შემიძლია მეტი...

გათავდა, მორჩა!

5
აი, ვიცვამ ქალამნებს. უბრალოს კი არა, რომ გამიცვდეს და თითი გამომვარდეს, არა, რკინის
ქალამნებს, ვისხამ ნაბადს - სიცხეში მზისაგან დამიფარავს და ყინვაში სიცივისაგან. ვიხურავ
ნაბდისავე ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და ვადგები გზას. თან კომპასიც კი არ მიმაქვს.
კომპასი მას სჭირდება, ვინც იცის, სახელდობრ, რომელ მხარეში და ქვეყანაში მიეშურება. მე
მივდივარ ყველგან, ყველასთან, ყველაფერთან, რაც დედამიწაზეა და კომპასი და რუკა რისი
მაქნისია. საათი და კალენდარიც კი არ მიმაქვს. როდის დავბრუნდები, წლის რომელ დროს, არ
ვიცი. ამას გარდა, ჩრდილოეთში რომ ზაფხულია, სამხრეთში ზამთარია, ეკვატორზე კიდევ
სულ ცხელა, დღე და ღამე არც იკლებს და არც იმატებს, აბა კალენდარს რა თავში ვიხლი.

არ მიმაქვს არავითარი იარაღი. შეიარაღებულ კაცს ყველა ეჭვის თვალით უცქერის: თუ


სამოგზაუროდ და სამეგობროდ დადის, თოფი და ხანჯალი რად უნდაო. საჭმელ-სასმელი
ზურგით იმდენი რა უნდა წავიღო, მთელი ქვეყანა მოვიარო და მეყოს. თითქმის მთლად
ცარიელ-ტარიელი ვადგები ამოდენა გზას, თუ რამეს ვიპოვი, თორემ არაფერს დავკარგავ.

არ გაგიკვირდეთ და... ერთადერთი ჩემი ტვირთი იქნება გალია. კი, საკმაოდ მოზრდილი გალია
მექნება თან, რომელიც საფოსტო მტრედებითაა სავსე. სიმართლე რომ ითქვას, ჩემი
სამოგზაურო საზრუნავი ესღა იყო. გადავყევი ამოდენა სხვადასხვაფერი მტრედის შოვნას.
ამდენ ხანსაც ამან შემაყოვნა, თუ არა, გზას რა ხანია დავადგებოდი. ახლა, მადლობა ღმერთს,
ბედის სამდურავი არ მესმის. გალიაში სამსართულადა მაქვს ქანდარები განლაგებული და სულ
ფერად-ფერადი მტრედებითაა სავსე. დავიჭერ ხელში, გავიდებ მხარზე ან ზურგზე მოვიკიდებ
და რასაც ვნახავ, დავწერ, შევაბამ მტრედს და ჰაიდა, ავუშვებ ცაში. მტრედს ისეთი უტყუარი
გუმანი აქვს, არც დაიკარგება და ამბავსაც მოიტანს. ამას გარდა, მტრედებიანი კაცი რომ უცხო
ქვეყანას მიადგეს, არა მგონია, ვინმემ კარი ფართოდ არ გაუღოს.

იმიტომ კი არ ვაპირებ ქვეყნის ატალახებას, რომ მერე გავიქაჩო, შემხედეთ, რა დიდი ვინმე ვარ,
მთელი დუნია ფეხით მომივლია და დედამიწის გულში რაა, ისიც ვიცი-მეთქი. ცოდნა და
გამოცდილება ხალხს თუ არ გაუზიარე და მოახმარე, რკინის ქალამანი რომ რკინის ქალამანია,
იმის ღირსიც არა ხარ.

გადაწყვეტილი მაქვს, ბარათები ბავშვებმა მიიღონ. შეიძლება ჟურნალ-გაზეთებშიც


დაიბეჭდოს, და ის, რასაც მე ვნახავ, თქვენც გეცოდინებათ. დიდები ეჭვიანები არიან, არ
დაგიჯერებენ ნათქვამს. შეიძლება ისეთი რამ ვნახო, მეც არ მჯეროდეს, მაგრამ იმის შიშით,
ყურად არავინ იღებს-მეთქი, არ მოვიწერო?

უცნაურის და გაუგონარის ხილვა რომ მინდა, იმიტომ ამოვისხი რკინის ქალამნები.

6
ბავშვები კი სულ სხვაა: კეთილი, გულდანდობილი და ღვთისნიერი.

რაც მოგწეროთ, როგორმე ყურადღებით წაიკითხეთ ან მოისმინეთ, რაკი ადვილად შეიძლება,


იმ ბარათის შემდეგ მგელმა შემჭამოს ან ზვიგენმა დამფლითოს...

მაშ, ასე, აგერ ქალამანზე თასმას ხელახლა ჩავამარყუჟებ, ნაბადს მოვიგდებ, ქუდს ჯერჯერობით
თვალებზე ჩამოვიფხატავ, ამ ახლომახლო არავინ მიცნოს და მუსაიფი არ გამიბას, ნაბადიანი
კაცი ჩვენს დროში გაგონილაო! სანამ აქაურობას გავცდები, მტრედებიან გალიასაც კალთის ქვეშ
დავმალავ და გავსწევ...

თქვენ იცით, თუ თვალყურს ადევნებთ ამ უკიდეგანო დედამიწაზე მოხეტიალე მოგზაურს...

ერთი სიტყვით, თქვენი იმედით ვიქნები.

ლექსიკონი

ქალამანი - ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა


ტყავისაგან.

ნაბადი - მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამი.

ფათერაკი - უცაბედი, უსიამოვნო შემთხვევა, უეცარი განსაცდელი.

ბაკანი -კუს ზურგის რქოვანი ფარი.

სახრე - ხის მოქნილი, გასხეპილი, თითის სისხო გრძელი ტოტი, იყენებენ უმეტესად საქონლის
გასარეკად, მატყლის საპენტად, რაიმეს საბერტყად.

ტექსტის უკეთ გააზრებისთვის

შემოხაზე შესაბამისი პასუხი

კითხვა 1. როდის აპირებს უკან დაბრუნებას ავტორი?


ა) ერთი წლის შემდეგ;

7
ბ)არ აპირებს დაბრუნებას;
გ)არ იცის როდის დაბრუნდება.

კითხვა 2. მანამდე რა ტრანსპორტს იყენებდა ავტორი სამოგზაუროდ?


ა)მანქანა, გემი, თვითმფრინავი;
ბ)არწივი, ორბი, ფასკუნჯი;
გ) კუ, აქლემი, სპილო.

კითხვა 3. „მე ასე თხუნელასავით, როგორ განვვლო წუთისოფელი?“ - ამ წინადადებაში


რომელ მხატვრულ ხერხს მიმართავს ავტორი?
ა)მეტაფორა;
ბ)შედარება;
გ)ეპითეტი.

კითხვა 4. რატომ არ მიაქვს თან იარაღი?


ა)არ აქვს;
ბ)ეჭვის თვალით რომ არ შეხედონ;
გ)არ იცის მოხმარება.

კითხვა 5. რაში სჭირდება მოგზაურს მტრედები?


ა)წერილების გამოსაგზავნად;
ბ)დროის გასაყვანად, გასართობად;
გ)რომ გაუშვას, თავისუფლება აჩუქოს.

დაფიქრდი, დაუბრუნდი ტექსტს და პასუხი წერილობით გაეცი:

ავტორმა საკუთარი წერილების ადრესატად რატომ შეარჩია ბავშვები?

რატომ გაუჩნდა მოგზაურს ქვეყნიერების შემოვლის სურვილი?

8
რას ფიქრობ, დაწერე შენი მოსაზრება - რისი თქმა სურს ავტორს ამ ტექსტით?

ჟანრი - ახალი ამბები

ახალი ამბავი არის ინფორმაცია, რომელიც ახალია და ახლა ხდება. ზოგიერთი ახალი ამბავი
პირადია, ზოგი კი ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეს არ უნდა გასცდეს. თანამედროვე
ეპოქაში, როცა გავრცელებულია ბლოგები, მესიჯები და სოციალურ ქსელებში წერა, ზღვარი
პირად და საზოგადო ახალ ამბებს შორის ბუნდოვანი ხდება.
ყოველდღიურ მოვლენებს, დასკვნებს და მოქმედებებს შორის ჟურნალისტებმა უნდა
გაარჩიონ, რომელი მათგანი იმსახურებს ახალ ამბებში მოხვედრას – ეს უნდა იყოს
საინტერესო, მნიშვნელოვანი და მედიაში გამოსაქვეყნებლად შესაფერისი შინაარსის.

წყარო

ლიტერატურული პარალელი
ყურადღებით წაიკითხე ამონარიდები პეტერ ბიქსელის მოთხრობიდან: „დედამიწა მრგვალია“.
დაუკვირდი პერსონაჟის მიზნებსა და ქმედებებს.
შეადარე ნაწარმოების „წინასიტყვაობასავით, ანუ რას ვაპირებ“ პერსონაჟს.
დაიხმარე სქემა.

9
დედამიწა მრგვალია

ერთ კაცს, რომელსაც საქმე აღარაფერი ჰქონდა, აღარც ცოლი ჰყავდა, აღარც შვილები და
სამუშაოზედაც აღარ დადიოდა, დრო მხოლოდ იმაზე ფიქრსა და მსჯელობაში გაჰყავდა, რაც
ადრე გაეგონა და იცოდა.
ის აღარ ჰყოფნიდა, რომ სახელი ერქვა; ახლა ზუსტად უნდოდა გაეგო, რატომ და რისთვის
დაარქვეს ეს სახელი. მთელი დღეები დაფლეთილ წიგნებს ფურცლავდა, სანამ იქ თავის სახელს
არ მიაგნო.
მერე ადგა და ჩამოწერა, რაც იცოდა. ცოდნით კი იცოდა ყველაფერი, რაც ჩვენც ვიცით.
იცოდა, რომ ხარი წითელი ფერის დანახვაზე ბრაზდება და რომ ესპანეთში ტორეადორები
ცხოვრობენ.
იცოდა, რომ მთვარე დედამიწის ირგვლივ ტრიალებს და რომ მთვარეს სახე კი არა აქვს - რასაც
ჩვენ ვხედავთ, ცხვირი და თვალები კი არ არის, არამედ მთებია და კრატერები.
იცოდა, რომ არსებობს ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტები. იცოდა, რომ
წერილს მარკა უნდა დააკრას კაცმა, მანქანა ქუჩის მარჯვენა მხარეს უნდა ატაროს, თვითონ კი
ტროტუარზე იაროს. იცოდა, რომ ცხოველების წვალება არ შეიძლება. იცოდა, რომ
მისალმებისას კაცს ხელი უნდა გაუწოდო და ქუდი მოიხადო.
იცოდა, რომ მისი ქუდი ქეჩისა იყო, ქეჩა კი - აქლემის ბეწვისა, რომ არსებობს ერთკუზიანი და
ორკუზიანი აქლემები, რომ ერთკუზიანს დრომედარი ჰქვია, რომ აქლემები საჰარაში
ცხოვრობენ, და რომ საჰარაში ქვიშაა.
ეს ყველაფერი იცოდა.
ზოგი წაკითხული ჰქონდა, ზოგი - გაგონილი, ზოგიც კინოში ენახა. საჰარაში რომ ქვიშაა,
იცოდა. მართალია, იქ არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნებიდან იცოდა. ისიც იცოდა, რომ
კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, რადგანაც სჯეროდა, დედამიწა მრგვალია.
დედამიწა რომ მრგვალია, ესეც კარგად იცოდა.
მას აქეთ, რაც ადამიანმა რაღაც იცის, იცის ისიც, რომ დედამიწა ბურთივით მრგვალია, და კაცმა
რომ სულ პირდაპირ იაროს, ისევ მობრუნდება იმავე ადგილას, საიდანაც წამოვიდა. მაგრამ
ადამიანი ამ სიმრგვალეს ვერ ხედავს. ამიტომაც დიდხანს არც იჯერებდა დედამიწის
სიმრგვალეს. მიწას რომ შეხედავ, ყოველთვის სწორია ან კუზივით ამობურცული, ზედ ხეები
იზრდება, სახლები დგას, მომრგვალებით კი არსადაც არ მრგვალდება.
დილა-საღამოს გეჩვენება, თიტქოს მზე ზღვიდან ამოდის და მერე ისევ ზღვაშივე იძირება.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში მზე თავის ადგილას დგას, ხოლო დედამიწა -
მრგვალი დედამიწა - თავის თავს გარშემო უვლის დღეში ერთხელ.
ეს ხომ ყველამ ვცით და ამ კაცმაც იცოდა.
იცოდა, რომ თუ კაცი სულ პირდაპირ ივლის, დღეების, კვირების, თვეებისა და წლების შემდეგ
იმავე ადგილს დაუბრუნდება; თავისი მაგიდიდან რომ ამდგარიყო და წასულიყო, დიდი ხნის
შემდეგ ისევ თავის მაგიდასთან მოვიდოდა მეორე მხრიდან.

10
ასეა და, ეს ჩვენც ვიცით.
ვიცი, სულ პირდაპირ რომ ვიარო, ისევ ამ მაგიდასთან მოვბრუნდებიო, ამბობდა ეს კაცი.
კი ვიცი, მაგრამ არ მჯერა და ამიტომ თვითონ უნდა შევამოწმოო, თქვა.
ავდგები და ახლავე წავალო, წამოიძახა კაცმა, რომელსაც საქმე აღარაფერი ჰქონდა და, ვისაც
საქმე არაფერი აქვს, ხომ შეუძლია, მაშინვე პირდაპირ გზას გაუდგეს!
ცნობილია, რომ ყველაზე მარტივი საქმეც ხშირად ძალიან რთულდება. ალბათ ამ კაცმაც იცოდა
ეს ამბავი, მაგრამ არ იმჩნევდა;
ამიტომაც გლობუსი იყიდა და მასზე ხაზი შემოავლო ირგვლივ, აქედან აქამდე.
მერე მაგიდიდან წამოდგა, სახლიდან გავიდა, იქით გაიხედა, საითკენაც უნდოდა წასვლა და იქ
კი მეორე სახლი დაინახა.
გზა ზედ ამ სახლზე გადიოდა, შემოვლას კი ვერ ბედავდა, რადგან გეზი არ დაეკარგა. ამიტომაც
ჯერ ვერ გაუდგა გზას.
ისევ თავის მაგიდას მიუჯდა. აიღო ქაღალდი და დაწერა: „მჭირდება ერთი დიდი კიბე“. მერე
გაახსენდა, რომ სახლის უკან ტყე იწყებოდა და ერთი-ორი ხე სწორედ მის შერჩეულ გზაზე
გადაეღობებოდა. ამიტომ ხეზე უნდა ამძვრალიყო და მერე ჩასულიყო. თავის ქაღალდზე კიდევ
დაწერა: „მჭირდება თოკი და ბოძზე ასაძრომი კაუჭები“.
ამდენ ამბავში კაცმა შეიძლება რამე იტკინოს.
„ჯიბის აფთიაქი მჭირდება“, დაწერა კაცმა. „მჭირდება ქოლგა, სამთო ფეხსაცმელი, მსუბუქი
ფეხსაცმელი, ჩექმა, ზამთრისა და ზაფხულის ტანსაცმელი. კიდევ მჭირდება ერთი მანქანა
კიბის, თოკისა და ასაძრომი კაუჭების, ჯიბის აფთიაქის, სამთო ფეხსაცმლის, მსუბუქი
ფეხსაცმლის, ზამთრისა და ზაფხულის ტანსაცმლის გადასაზიდად.“
ახლა, კაცმა რომ თქვას, ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა, მაგრამ ტყის გაღმა მდინარე
ჩამოდიოდა. მართალია, ხიდიც იყო ზედ გადებული, მაგრამ ეს ხიდი მის გზაზე არ იდო.
„ერთი გემი მჭირდება“, მიაწერა ქაღალდზე, „და ერთი მანქანაც გემის გადასატანად, მეორე გემი
კი - ორივე მანქანისთვის და მესამე მანქანაც მეორე გემისთვის.“
რაკი თვითონ კაცს მხოლოდ ერთი მანქანის მართვა შეეძლო, ორი კაცი კიდევ სჭირდებოდა,
რომელიც ამ ორ მანქანას ჩაიბარებდა, და ამათ კი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი სჭირდებოდათ,
კიდევ ერთი მანქანაც იყო საჭირო მათი ფეხსაცმლისა და ტანსაცმელის წასაღებად და ერთი
კაციც ამ მანქანის მძღოლად. ეს მანქანები ჯერ სახლზე უნდა გადაეტარებინათ, ამისთვის კი
ერთი ამწე იყო საჭირო, და იმის მოსავლელად კი - ერთი კაცი; ერთი გემიც ამწისთვის და ერთი
მანქანაც ამ გემისთვის და კაციც - ამწის გადამტანი გემის წამღები მანქანის მძღოლი, და ამასაც
ხომ სჭირდებოდა მანქანა თავისი ტანსაცმლისთვის და ერთი კაციც, რომელიც ამ მანქანას
ჩაიბარებდა.
„ესეც ასე, - თქვა კაცმა, - ახლა შეიძლება გზას გავუდგე,“ - და ძალიან გაიხარა, რადგანაც ახლა,
რაკი ამწე ჰქონდა, არც კიბე, არც თოკი და არც კაუჭები აღარ სჭირდებოდა.
.............................

11
ახლა მეორე ფურცელი დასჭირდა.
ამ ფურცელზე რიცხვები დაწერა.
პატარა ჯიბის აფთიაქი 7 ფრანკი და 20 რაპენი ღირს, ქოლგა - 52 ფრანკი, სამთო ფეხსაცმელი -
75 ფრანკი, მსუბუქი ფეხსაცმელი - 43 ფრანკი, ჩექმაც რაღაც ღირს და ტანსაცმელიც.
ერთი მანქანა ყველაფერ ამაზე უფრო ძვირია, გემი კი - ბევრად უფრო ძვირი; ამწე სახლზე
უფრო ძვირი ღირს, ამწის გემი კი კარგა დიდი გემი უნდ იყოს, დიდი გემი პატარაზე ძვირია,
საგემო მანქანა კი უშველებელი მანქანა უნდა იყოს და უშველებელი მანქანა ხომ ძვირზე ძვირია.
მუშაობაში კაცებს ფული უნდა მისცეს, ეს კაცებიც საძებნია, მათი პოვნა კი -ძნელი.
ამ ყველაფერმა ძალიან დააღონა კაცი, რადგან ამასობაში 80 წლის შესრულდა და უნდა ეჩქარა,
ისე არ მომკვდარიყო, უკან დაბრუნება ვერ მოესწრო.
ამიტომ ადგა და იყიდა ერთი დიდი კიბე, მხარზე შემოიდო და ნელ-ნელა გაუდგა გზას.მივიდა
მეორე სახლთან, მიადგა კიბე, შეამოწმა მაგრად იდგა თუ არა და შემდეგ დინჯად იწყო კიბეზე
ასვლა. ახლაღა მივხვდი, რომ არ ხუმრობდა და შევძახე: „შეჩერდი, დაბრუნდი უკან, უაზრობაა
ეგ ყველაფერი.“
მაგრამ ჩემი ხმა აღარ ესმოდა, სახურავზე ასულიყო უკვე. ასწია კიბე, ზანტად აათრია და მეორე
მხარეს ქვემოთ ჩაუშვა, ერთხელაც არ მოუხედავს უკან, სახურავზე ისე გადაძვრა და
გაუჩინარდა.
მას მერე აღარასოდეს მინახავს. ეს ამბავი მოხდა ათი წლის წინათ და მაშინაც ხომ უკვე
ოთხმოცისა იყო. ახლა ოთხმოცდაათის უნდა იყოს. იქნებ ბედს შეეგუა და მოგზაურობა ჯერ
კიდევ მანამდე შეწყვიტა, ვიდრე ჩინეთში ჩააღწევდა. იქნებ მოკვდა კიდეც.
მაგრამ დროდადრო მაინც მივდივარ მის სახლთან და დასავლეთისკენ ვიყურები. და ძალიან
გამიხარდება, ერთ დღეს ის, დაღლილ-დაქანჩული, ტყიდან რომ გამოვიდეს, ნელი ნაბიჯით
მომიახლოვდეს და ღიმილლით მითხრას:
„ახლა კი მჯერა, დედამიწა მართლაც მრგვალია.“

12
პერსონაჟების შედარების სქემა

დედამიწა მრგვალია
„წინასიტყვაობასავით, ანუ რას ვაპირებ“

განსხვავება განსხვავება

13
თვითშეფასება

ყურადღებით ვეთანხმები არ ვეთანხმები მიჭირს პასუხის


წაიკითხე გაცემა

ჩემთვის ეს
დავალებები
საინტერესო იყო

ადვილად გავართვი
თავი

რაც ვისწავლე,
მომავალში
გამოვიყენებ

აქტივობა, რომელიც
ყველაზე მეტად
მომეწონა

14

You might also like