You are on page 1of 2

შამუგია გიორგი

ჯგუფი 111877

ლექცია 8

გადაზღვევის არსი და ფუნქციები

1. გადაზღვევის ფორმები

გადაზღვევა არის ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა, სადაც მზღვეველი თავის


თავზე აღებულ რისკებს და ვალდებულებებს დროებით გადასცემს მეორე სადაზღევო
კომპანიას (მზღვეველს) შეთანხმებული პიროებებით დაბალანსებული სადაზღვევო
პორტფელის შექმნკის და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით .
გადაზღვევა წარმოადგენს სადაზღვევო პორტფელის მართვის უაღრესად ტრადიციულ და
გავრცელებულ მექანიზმს. სადაზღვევო კომპანია იყენებს გადაზღვევას იმ მიზნით , რა
მიზნითაც დამზღვევი ყიდულობს დაზღვევას. ტერმინი „გადაზღვევა“ პირველად გაჩნდა
მე-18 საუკუნის შუა წლებში. ინგლისსა და ამერიკა ადგილობრივი მზღვევლები
თავდაპირველად მხოლოდ ერთმანეთის გადაზღვევას აწარმოებდნენ. ტრანსპორტის
განვითარებამ გააფართოვა გადაზღვევის მოთხოვნილება და დაიწყეს გადაზღვევა სხვა
ქვეყნებშიც. მე-19 საუკუნეში გადაზღვევის, ისევე როგორც სადაზღვევო საქმიანობის
ლიდერებს გერმანული და შვედური კომპანიების წარმოადგენდნენ.

განასხვავებენ გადაზღვევის შემდეგ სახეობებს: ფაკულტატური და ავტომატური


(ობლიგატორული გადაზღვევა). ფაკულტატური გადაზღვევის დროს ხდება რისკების და
ვალდებულებების მხოლოდ ნაწილის გადაცემა მზღვევლის მიერ გადამზღვევლზე .
მზღვეველი ეძებს რისკების დაფარვას გადამზღვევლთან ინდივიდულაური კონტრაქტის
საფუძველზე და მხოლოდ გადამზღვევლის ნებაა დათანხმდება თუ არა იგი მას.
გადაზღვევის ეს ფორმა გამოიყენება უფრო სახიფათო და უჩვეულო რისკების
სამართავად

2. პროპორციული და არაპროპორციული გადაზღვევა

პროპორციული გადაზღვევა გულისხმობს, რომ მზღვევლი (ცედენტი) და


გადამზღვევლი (ცესიონერი) ინაწილებენ რისკსა და პრემიას წინასწარ განსაზღვრული
პროპორციის შესაბამისად, ანუ ყოველი პოლისისათვის გადამზღვევლი რა
პროპორციითაც იღებს პრემიას, იმ პროპორციით ფარავს ზარალსაც . პროპორციული
გადაზღვევა თავის მხრივ, ორი სახისაა: წილობრივი (ქვოტური) და ჭარბი თანხების
(თანხის ექსცედენტის).პროპორციული გადაზღვევის გამოყენება განსაკუთრებით
მიზანშეწონილია განსაკუთრებით გამოუცდელი კომპანიებისათვის , როდესაც მას არ
გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. ამ ტიპის გადაზღვევა უზრუნველყოფს
კომპანიისათვის დაცულობის საკმაოდ მაღალ დონეს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
პრემიის მნიშვნელოვანის ნაწილი მიდის გადამზღვევლთან. შედარებით გამოცდილი და
ფინანსურად ძლიერი კომპანიები საკუთარი პორტფელის ნაწილის სამართავად , იყენებენ
არაპროპორციულ გადაზღვევას. არსებობს ასეთი გადაზღვევის ბევრი ფორმა , თუმცა ,
ძირითადად გამოიყენება: ჭარბი ზარალების გადაზღვევა და ჟარბი ზარალიანობის
გადაზღვევა.

არაპროპორციული გადაზღვევის შემთხვევაში, წინასწარ არ ხდება იმის

დადგენა, თუ ზარალის რა ნაწილს აანაზღაურებს გადამზღვეველი. თითოეული

მხარის წილობრივი მონაწილეობა ზარალებში განისაზღვრება ფაქტიურად

მომხდარი ზარალების სიდიდის მიხედვით (ან ზარალების ჯამური მოცულობის

მიხედვით). შესაბამისად, გადაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში

შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ ზარალის რა წილს აანაზღაურებს

გადამზღვეველი და პრემიის განაწილებაც არ არის პასუხისმგებლობის განაწილების

იდენტური (პროპორციული გადაზღვევისგან განსხვავებით).

არაპროპორციული გადაზღვევის საფუძველია მხარეთა მონაწილეობა არა

სადაზღვევო თანხაში, არამედ ფაქტიურად დამდგარ ზარალებში . გადამზღვეველის

პასუხისმგებლობა განისაზღვრება არა სადაზღვევო თანხის , არამედ ფაქტიურად

მომხდარი ზარალის სიდიდის მიხედვით. არაპროპორციული გადაზღვევის

ხელშეკრულებით ისაზღვრება გარკვეული თანხა (პირდაპირი მზღვეველის

საკუთარი დატოვება, ფრანშიზა, ნეტო დატოვება) და თუ ზარალების სიდიდე

ნაკლებია ან ტოლია ამ თანხებზე, ყველა ზარალს ანაზღაურებს პირდაპირი

მზღვეველი.

You might also like