You are on page 1of 36

ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია

ლექცია IX

GULIKO PERADZE
განსახილველი საკითხები:
ქართული სამართლებრივი მოძღვრებანი საქართველოს
რუსეთთან შეერთებამდე და შეერთების პირველ წლებში -
იაგორ ჭილაშვილისა და სოლომონ დოდაშვილის
სამართლებრივი შეხედულებები;

იაგორ ჭილაშვილი ბუნებითი სამართლის შესახებ;

სახელმწიფოს მოწყობის სოლომონ დოდაშვილისეული


მოდელი.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• ვახტანგ VI დროს XVIIს. დასარულს, სამი ძმა ჭილაძე, ომებით
შეღონებული გადმოსულა საჭილაოდან, რომელიც სამეგრელო-
იმერეთის საზღვარზე მდებარეობს და გამუდმებით დავის საგანს
წარმოადგენდა იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავრებს დადიანებს
შორის.
• ვახტანგ მეფეს ძმები კარის აზნაურებად ჩაუწერია და საგურამოს თავზე,
ჭილაანთ კარში დაუსახლებია.
• მოგვიანებით, მეფის ერთგული სამსახურისთვის ერთ-ერთი ძმისთვის
ბაბანა ჭილაშვილისთვის მილახვრიანთკარის სასახლე უბოძებიათ.
• ბაბანას ვაჟი გახლდათ გლახა ჭილაშვილი, რომელიც 5 ვაჟსა და 4
ქალიშვილს ზრდიდა. მეტიც, როგორც წინა ლექციაზე ვახტანგ, იგივე
ალმასხან ბატონიშვილზე საუბრისას აღვნიშნეთ მისთვისვე,
ვაჟკაცობითა და მეფისადმი ერთგულებით გამორჩეული
ქვეშევრდომისთვის მიუბარებია აღსაზრდელად მეფე ერეკლეს
საკუთარი ძე.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• რაც შეეხებათ თავად გლახას (რომელიც რუსულ საბუთებში
გაბრიელის სახელით არის მოხსენიებული), მას როგორც
ავღნიშნეთ ხუთი ვაჟი ჰყავდა: გიორგი (იაგორი), ბაბანა (ბორისი),
შიოში (სერგეი) და კონსტანტინე (ის ადრე გარდაცვლილა).
• გლახას კიდევ ერთი ვაჟი ქართლ-კახეთის უკანასკნელი
დედოფლისთვის გაუყოლებიათ რუსეთში, სადაც ის გაცივებულა
და რუსეთშივე გარდაცვლილა.
• თავად გლახას კი, ბოლომდე უერთგულებია თავისი
აღზრდილისთვის ვახტანგ ბატონიშვილისთვის და უკანასკნელ
წუთამდე არ მოშორებია მას.
• უნდა აღინიშნოს, რომ ჭილაშვილების ოჯახიდან გამოსულმა
დანარჩენმა სამმა ძმამ ბრწყინვალე სამოხელეო კარიერა გაიკეთეს.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• კერძოდ შიოშ (სერგეი) ჭილაშვილი გახლდათ მეფის არმიის
გენერალ-მაიორი, ბრწყინვალე მეომარი, შამილის წინააღმდეგ
წარმოებული ბრძოლების ერთ-ერთი გამოჩენილი
მხედართმთავარი, შემახის (1859 წლიდან ბაქოს) გუბერნიის
სამხედრო გუბერნატორი.
• იმავდროულად თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი და 1832
წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გადასახლებული
თანამემამულეთა მფარველი.
• სწორედ მან გადაარჩინა სიკვდილს მეფე ერეკლეს შვილიშვილი,
თეკლა ბატონიშვილის ვაჟი ალ. ორბელიანი.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• თუმცა ძმებს შორის ყველაზე დიდი გავლენით მაინც გენერალ
მაიორი, ბაბანა ჭილაშვილი სარგებლობდა. მინისტრები, თვით
მეფისნაცვალიც კი, მას „თქვენო მაღალკეთილშობილებავ“ ამ
ფორმით მიმართავდა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ
ამიერკავკასიაში მისი თანხმობის გარეშე თანამდებობაზე ხალხს არ
ნიშნავდნენო.
• სწორედ ბაბანას ვაჟი იყო ბულგარეთის ომის გმირი პოლკოვნიკი
კონსტანტინე ჭილაშვილი. რომელსაც, განსაკუთრებით გამოუჩენია
თავი შიპკის მაღლობისთვის წარმოებულ ბრძოლაში. სადაც,
ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ მომენტში სიმღერით „იბობოქრე
მარია“, ის წინ გაძღოლია საკუთარ შენაერთს და ბალკანეთის
მთელი სამხედრო კამპანიისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში
რუსული ჯარების გამარჯვება, შესაბამისდ თურქების გაცილებით
მრავალრიცხოვანი ჯარების უკანდახევა და დამარცხება
განუპირობებია.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• საინტერესოდ წარიმართა ახალგაზრდა იაგორის (გიორგის) კარიერაც.
• ის მამასთან გლახასთან ერთად გაჰყოლია რუსეთში ვახტანგ
ბატონიშვილს.
• 1807 წელს, 15 წლის ასაკიდან დაუწყია მას შრომითი საქმიანობა. ის
ჯერ თარჯიმანი, 1808-13 წლებში კი, ვახტანგ ბატონიშვილის
თანაშემწეა.
• 1812 წელს 20 წლის ასაკში გამოსცა იაგორმა თავისი პირველი
ნაშრომი: „ბუნებითი სამართლის ნარკვევები“ და ქართულიდან
რუსულად თარგმნა ვახტანგ ბატონიშვილის, ჩვენთვის უკვე ნაცნობი
ნაშრომმი: „ეპისტოლენი საქართველოს მეფის ირაკლის ძის
ვახტანგისა“.
• იმავე წლებში უთარგმნია ფრანგი განმანათლებლების მონტესკიესა და
მაბლის შრომები და სხვ.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ, იაგორი მუშაობას
იწყებს განათლების დეპარტამენტში.
• 1821 წელს კი მეუღლესთან პროსკოვია პოპოვასთან ერთად
საცხოვრებლად საქართველოში ბრუნდება, სადაც იმავე წლის 1
აგვისტოს საქართველოს პროკურორის თანამდებობაზე ინიშნება.
• იმავდროულად, 1822 წლიდან ის ხდება მთავარმმართებლის მიერ
შექმნილი კომისიის წევრი, რომელიც ვახტანგი VI-ის კანონთა
კრებულის თარგმნაზე მუშაობდა.
• 1826 წელს ის რუსეთშია, იუსტიციის სამინისტროში ექსპედიტორის
თანამდებობაზე, 1827 წელს კი კვლავ კავკასიაში ბრუნდება სამხედრო
გუბერნატორთან საგანგებო დავალებების შემსრულებლად.
• 1830 წელს უკვე სენატორებთან ერთად აწარმოებს რევიზიას მთელი
ამიერკავკასიის მასშტაბით.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• 1832 წელს კი მისი წარმატებული სამოხელეო კარიერა ერთბაშად
შეიძლება ითქვას, რომ გაიყინა. მართალია არაერთი მცდელობის
მიუხედავად მას ვერ დაუმტკიცეს შეთქმულებაში მონაწილეობა,
მაგრამ ის ფაქტი, რომ შეთქმულებს მისთვის ერთდროულად შინაგან
საქმეთა და განათლების მინისტრის თანამდებობების შეთავაზება
ჰქონდათ განზრახული, საკმარისი აღმოჩნდა რათა შეთქმულების
გამომჟღავნებიდან გარდაცვალებამდე ჭილაშვილს მისი
გამოცდილებისა და წოდებისთვის (მისი წოდება გახლდათ სტატსკი
სოვეტნიკი, რაც გენერალ მაიორის სამხედრო ჩინს უტოლდებოდა)
შესაფერისი, დავალება აღარ მიეღო.
• 1838 წელს კი, მთავარმართებელმა გოლოვინმა ის დავალებით
ლენქორანში გაგზავნა, სადაც ადგილობრივი მკაცრი კლიმატური
პირობების გამო ავად გახდა და იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• რაც შეეხება, იაგორ ჭილაშვილის პოლიტიკურ და
სამართლებრივ შეხედულებებს, ამ თვალსაზრისით
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი საქართველოს
პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის წლები.

• გამოსაყოფია, მის მიერ გატარებული ზომები პროკურორთა


საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად. სწორედ ამ
საკითხებს ეძღვნებოდა მისი 1822 წლის 6 თებერვლის
მოხსენება.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• 1822 წლის 6 თებერვლის მოხსენება:
I. პროკურორის საქმიანობის გასაუმჯობესებლად - ენის
უცოდინრობა, შტატების სიმცირე, მაზრებში სათანადო
თანაშემწის არ ყოლა და სხვა (დამღუპავად მოქმედებს დაჩაგრულ
ხალხზე);
II. სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს - დამნაშავეში უნდა
ვხედავდეთ ადამიანს, მის უკან მის ოჯახს;
III. გლეხის მონაწილეობა აუქციონში - გლეხს მიეცა შესაძლებლობა
გამხდარიყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე და
განთავისუფლებულიყო ბატონისაგან;
• 1828 წლის მოხსენება:
I. გადასახადების თვითნებურად დანიშვნის საკითხი - დაიწყო
გადასახადების შესწავლა და გამოვლინდა უამრავი დარღვევა.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• ბუნებითი სამართლის შესახებ - I თავი:
შეგრძნების უნარი  სიამოვნება და მწუხარება;
• სიამოვნების მისაღწევად და მწუხარებისაგან თავის დასაღწევად
ადამიანს აქვს უნარი დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები:
1. შიმშილი და წყურვილი;
2. დაკარგული ენერგიის აღსადგენად დასვენების საჭიროება -
მოსვენება, ძილი;
3. სიცხისა და სიცივისაგან თავის დასაცავად ჭირდება ბინა,
ტანსაცმელი;
4. მხეცებისაგან თავის დასაცავად სჭირდება იარაღი;
5. გარკვეული ასაკის შემდგომ ლტოლვა ქალისაკენ და ცოლ-ქმრობის
საჭიროება.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• ადამიანის უნარი დაიკმაყოფილოს საჭიროებანი არის ორი სახის:
1. სხეულებრივი: მოძრაობა, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება,
გემო;
2. სულიერი უნარი: ყურადღება, ფიქრი, განსჯა, გაგება, სურვილი,
ნება.
• უნარების გამოყენებით ადამიანი მოწოდებულია:
1. შეინარჩუნოს სიცოცხლე;
2. გაერიდოს ტანჯვას, სიკვდილს;
3. დაიცვას თავი თავდასხმისაგან;
4. დაიცვას ზომიერება მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას.
• მოთხოვნილებები არის საფუძველი ადამიანთა ურთიერთობებისა.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• შრომა, განათლება და თანაცხოვრება - II თავი:
 ადამიანი თავისი მიზნების მისაღწევად იძულებულია, გავლენა
მოახდინოს გარესამყაროზე, შეუცვალოს მას სახე, რისთვისაც
სჭირდება ამ საგნების არსში ჩაწვდომა - ცოდნა და მის მსგავსებთან
თანაცხოვრება;

 მოხუცს, ავადმყოფს, ბავშვს, რომელიც თვითგანახლების პროცესშია


არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა - აუცილებელია
თანაცხოვრება.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)
• სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტები - საკუთრების უფლება,
ხელშეკრულება - III თავი:

 საკუთრება - ადამიანთა გაერთიანების საფუძველი, რომლის


გარეშე არ არსებობს ადამიანის კეთილდღეობა და თავისუფლება;
 ხელშეკრულება - თავისუფალი ნების საფუძველზე და პირთა
ინტერესების შესაბამისად;
 ხელშეკრულება, როგორც თავისუფლების მზღუდავი
სამართლებრივი აქტი - მოაქვს მეტი სარგებლიანობა;
 გაცვლა-გამოცვლა - მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების
შესაძლებლობა.
იაგორ ჭილაშვილი (1792-1838)

• ნაწარმოების პროგრესული ხასიათი:

 ქადაგებს ბუნებით სამართალზე დაყრდნობით პირის


შესაძლებლობას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით
გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი
შესაძლებლობები;
 იმოქმედოს თავისუფლად, რადგან ის თავისუფალია ბუნებითი
სამართლის მიხედვით.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

• ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი,


ჟურნალისტი, პედაგოგი და ეროვნული მოღვაწე;
• ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი
შეხედულებები დაუკავშირა ევროპის მოწინავე
განმანათლებელთა იდეებს;
• ქართველი თერგდალეულების იდეური
წინამორბედი;
• 1805 წ. 15 მაისი - დაიბადა სიღნაღის მაზრის
სოფელ მაღაროში, მღვდელ იოანე დოდაშვილის
ოჯახში.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

• სოლომონის მამა, ივანე (იგივე იოანე) დოდაშვილი,—


წარმოშობით გლეხი იყო, რომელიც დავით გარეჯის
მონასტერსა და ბოდბის სამონასტრო სკოლაში სასულიერო
განათლების მიღების შემდეგ, მღვდლად გაუმწესებიათ სოფელ
მაღაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში.
• საგულისხმოა, რომ თავადაც მწიგნობრობის მოყვარულ ივანე
დოდაშვილს, შვიდი შვილიდან შვიდივესთვის განათლება
მიუცია.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• 1818წ. - მიაბარეს სიღნაღის სამრევლო სასულიერო სასწავლებელში;

• 1820წ. - გადმოვიდა სასწავლებლად თბილისის სასულიერო


სასწავლებელში;

• 1822წ. - მაღალი აკადემიური წარმატების საფუძველზე გაგზავნეს


მასწავლებლად სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში;

• 1824წ. - მიემგზავრება სანკტ-პეტერბურგში, თავისუფალ


მსმენელად შევიდა საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

• ბერი იონა ხელაშვილისათვის სოლომონის მიერ მიწერილი წერილი:

„მე ვჰგონებ ყოველსა ცხოველსა ძალუძს ცხოვრება, ცხოვრება


სოფელსა შინა და მეც შემეძლო საქართველოსა შინა ცხოვრება, გარნა
სიყვარულმან მამულისმან განმაღვიძა, რადგან სასარგებლოდ ამისსა
ოდესმა განმამულისათა ვიქმნა სწავლისა გამო და უხვება
მოწყალებისა თქვენსა ქმნილნი ჩემზედა მტკიცედ გარდაბეჭდვითა
დამტკიცებულარს გონებასა ზედა ჩემსა აღმუფხვრელად, რომელი
ვიკრეფ სიბრძნესა მამულისათვის“.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და
ფაკულტეტი, რომელზეც სწავლობდა სოლომონ დოდაშვილი -
ფილოსოფიის თუ იურდიული ფაკულტეტი?
 ჩაბარებულ და ჩაუბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
 სახელმწიფოს დაფინანსებით ჩარიცხულ სტუდენტთა სია.

• სოლომონ დოდაშვილის დაახლოება რუსეთში გადასახლებულ


ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებთან - დიმიტრი, ბაგრატი,
ოქროპირ, თეკლე და თამარ ბატონიშვილები;

• ბაგრატ ბატონიშვილის მიერ სოლომონის ოჯახში მიწვევა


შვილებისათვის განათლების მისაცემად.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• მისი ნიჭი როგორც უკვე ითქვა პეტერბურგის სამეცნიერო წრეებში
შუმჩნეველი არ დარჩენიათ, მეტიც, ფაკულტეტის დეკანს მისთვის -
პროფესორობისთვის მოსამზადებლად, უნივერსიტეტში დარჩენა და
სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის პეტერბურგში გაგრძელება
შეუთავაზებია,
• 1827 წ. - დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი;
• 22 წლის ასაკში ჩამოდის საქართველოში და მუშაობას იწყებს
მასწავლებლად;
• 1828 წ. - ცოლად შეირთო ელენე კობიაშვილი;
• აქტიურად თანამშრომლობს 1828 წელს დაარსებულ გაზეთ „ტფილისის
უწყებებში“;
• მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოს საკეთილდღეოდ
სწავლის, შრომისა და ბრძოლისაკენ.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
რა ვითარება დახვდა მას საქართველოში? რაც ყველაზე
თვალშისაცემი გახლდათ:
• ინტენსიურად მიმდინარეობდა ქვეყნის საზოგადოებრივი და
სულიერი ცხოვრების რუსუფიკაცია.
• წარმომავლობითი და ინტელექტუალური ელიტა თითქმის
მთლიანად გადასახლებული იყო რუსეთში.
• იგივე ბედი ელოდა ნებისმიერს ვინც რუსული ხელისუფლების
წინააღმდეგ ურჩობას გაბედავდა.
• მთლიანად რუსი მოხელეების ხელში იყო გადასული
მმართველობა.
• ჩამკვდარი გახლდათ კულტურულ-ინტელექტუალური
საქმიანობა.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

• ნანახ სურათს სოლომონ დოდაშვილზე, დამთრგუნველი


შთაბეჭდილება მოუხდენია. იგი შეძრწუნებული წერდა იონა
ხელაშვილს:
„ვერცა ერთსა ვიხილავ თანამემამულეთაგან, რათა ეძიებდეს
სარგებლობასა მამულისასა, მხოლოდ თავის თავის გამოზრდას
ცდილობენ დღიურად... არ არის სიყვარული სწავლისა და
სწავლულთა, არამედ ყოველი სიძულვილი და მტერობა... არა
მოყვარენი არიან შრომის, უკანონოდა და უწესოდ და ფრიად
შერყვნილად მდგომარეობენ...“.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• იმავე ხანებში უნდა იყოს მიწერილი სოლომონის მიერ კიდევ
ერთი წერილი იონასადმი, რომელშიც ვკითხულობთ:
„გუშინ „ჟამსა განთიადისასა“ თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ
ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ „გაღვიძება ესე“
მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად
სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ
გამოაღვიძებსო.
• არ გაგვიჭირდება მსგავსების დანახვა ილიას ელეგიასთან.
გახსოვთ, ალბად ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ილიას მიერ
1859 წელს წარმოთქმული სიტყვები ლექსიდან ელეგია: ოხ,
ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ
გაღვიძება?!
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში იმ დროს არსებული მძიმე
მდგომარეობის მიუხედავად სოლომონ დოდაშვილი
სასოწარკვეთილებას არ მისცემია და მის გამოსასწორებლად
ძალისხმევას არ იშურებდა.
• ის თავდაუზოგავად ერთვება კავკასიის დედაქალაქად ქცეული
თბილისის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
• 1827-დან - 1832 წლამდე, შეთქმულების გამომჟღავნებამდე მან
შეძლო - ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაგრამ გაბნეული
ინტელექტუალური ძალების შემოკრება, პოლიტიკური და
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამით
ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და
ამოძრავება.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• სოლომონ დოდაშვილის მეცნიერულ-ლიტერატურული მუშაობის
შედეგი:

1. „შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლებისათვის;


2. სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა;
3. ვჰსთარგმნე რწმუნებისაებრ მთავრობისა სჯულთ ვალდებულებანი
სასამართლოებისანი;
4. ვჰსთარგმნე ბრძანებითა მთავრობისათაცხენის სრბოლისათვის
წიგნი;
5. შევადგინე რეესტრი ქართული წიგნებისა რიცხვით ექვსამდე
ვისგან, სადა და ოდეს და თითოეული რას იპყრობს თავის შორის;
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

6. შევადგინე მაღალ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრებითა და


განუყოფილებითა მისითა;

7. შევადგინე სხვადასხვა ზნეობითნი ნაწყვეტობანი, შესხმანი,


აფნარნი და სხვანი;

8. ისტორიული აღწერა ვიწყე რომელიმე მწერალთა და


რომელიმე ვსრულყავ“.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• 1832 წლის შეთქმულების იდეური წინამძღოლი;

• დოდაშვილის მიერ პირველი სალიტერატურო ჟურნალის გამოცემა


„სალიტერატურნო ნაწილნი ტფილისის უწყებათანის“ (მისი გამოცემა
საკუთარი ხარჯებით მოუხდა, რასაც თანამედროვეთა გადმოცემით
მთელ თავის შემოსავალს ახმარდა. ეს მაშინ, როდესაც თვითონ
უაღრესად ხელმოკლედ ცხოვრობდა და საკუთარი ბინაც არ ჰქონია);

• მოწოდება საყოველთაო აჯანყებისაკენ.


სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• მეფის რუსეთის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკა:
145 პირი იქნა დაპატიმრებული. გასამართლების შემდეგ ისინი სხვადასხვა
ვადით რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. მათ შორის იყო
სოლომონ დოდაშვილიც, რომელსაც სასამართლომ ვიატკაში მიუსაჯა
სამუდამო გადასახლება. ის საგუბერნიო სამმართველოში გაამწესეს
გადამწერად. მომეტებული შრომისა და ავლაბრის ყაზარმებში 18 თვიანი
პატიმრობის შემდეგ, ისედაც დასუსტებულმა მისმა ორგანიზმმა
ჩრდილოეთის მკაცრ პირობებს ვეღარ გაუძლო და 1836 წელს, ჭლექით
დაავადებული 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი მძიმე
ხვედრი გაიზიარეს მისი ოჯახის წევრებმაც. მცირეწლოვანი ქალიშვილი ანა
ვიატკაშივე გარდაცვლილა, ვაჟი კონსტანტინე მამის გარდაცვალების შემდეგ
უკან დაბრუნებისას გზაში დაღუპულა, 1838 წელს გარდაიცვალა მისი
მეუღლე ელენე კობიაშვილიც. ისე რომ დოდაშვილების ხუთწევრიანი
ოჯახიდან ერთი ვაჟი ივანე გადარჩა ცოცხალი. მხოლოდ გარდაცვალებიდან
საუკუნენახევრის შემდეგ, 1994 წელს თავდადებული მამულიშვილის
სოლომონ დოდაშვილის ნეშთი მადლიერმა შთამომავლობამ საქართველოში
გადმოასვენა და მთაწმინდის მიწას მიაბარა.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• სახელმწიფოებრივი მართვის ფორმები:

 აბსოლუტური მონარქია;
 კონსტიტუციური მონარქია;
 რესპუბლიკური მმართველობის იდეა.

• არსებული რეალობის გათვალისწინებით, ერის საუკეთესო შვილებს


თავი დაენებებინათ მონარქიის აღდგენაზე ფუჭი ოცნებისთვის და
საკუთარი ძალისხმევა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
ეროვნული ავტონომიის მისაღწევად მიემართათ.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• ავტონომიის მოთხოვნის საკითხი:
საქართველოსათვის მისაღები ეროვნულ-პოლიტიკური
სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა
რესპუბლიკა;
რუსეთის იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის
მინიჭება;

• მონარქიული იდეების სრული უარყოფა - სოლომონ დოდაშვილის


მოთხრობა „ანეკდოტი ანუ ღირსსახსოვარი შემთხვეულება“.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)
• რესპუბლიკური საქართველო:
 საქართველო რჩება რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში,
რადგანაც მას მის გარეშე არსებობა არ შეუძლია, მაგრამ
საქართველოს ეძლევა პოლიტიკური ავტონომიური ერთეულისათვის
დამახასიათებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უფლებები;

 დასაშვებია ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრთა მაღალ


სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე ყოფნა - აღმასრულებელი
ხელისუფლება, თუმცა სასამართლო და საკანონმდებლო
ხელისუფლება რჩება ხალხის ხელში.
სოლომონ დოდაშვილი (1805-1836)

„სასამართლო ითხოვს, რომ ყველას თავისი მიეზღოს, თუმცა იმ


დროშაზედ, რომელიც უფალმა ს. მესხმა მოიხსენა, ეხლანდელთა
„დროების“ მოღვაწეთა თავისი მიმართულება ზედ წააწერეს, მაგრამ
თვით დროშა კი მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული
განსვენებულის სოლომონ დოდაშვილისაგან...“.

ილია ჭავჭავაძე
შეკითხვები?
მადლობა ყურადღებისათვის!

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like