You are on page 1of 4

ერეკლე II, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II დაიბადა1720 წლის 7 ნოემბერს ქალაქ


თელავში,ხოლო გარდაიცვალა 1798 წლის 11 იანვარს. ერეკლე II
თეიმურაზ II-ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI-ის ასული) შვილი
იყო. პირველი საბრძოლო გამოცდილება 15 წლის ასაკში მიიღო,
როდესაც ლეკთა რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარს სარდლობდა.
ხალხი სიყვარულით ეპყრობოდა უფლისწულს და მოფერებით „პატარა
კახს" ეძახდა.
ის ყოველთვის ცდილობდა ქართლ-კახეთი მოწინავე ყოფილიყო. მის
სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და
მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე
დაფუძნებული რეფორმები და კულტურის განვითარება.
რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები. ყველა ადამიანს გააჩნია თავისი მოსაზრება და პოზიცია ამ
საკითხთან მიმართებით, მათ შორის მეც, თუმცა, მანამდე სანამ ჩემს
პოზიციას გაიგებთ მინდა ერეკლე მეორეს შესახებ რამოდენიმე
შეხედულება გავამყარო და ვისაუბრო,როგორც არგუმენტებზე, ისე
კონტრარგუმენტებზე. XVIII საუკუნის 70-იანი წლების ქართლ-კახეთი
განსაკუთრებული და გავლენიანი გახდა მთელს რეგიონში,რასაც
მოწმობს ომან ხერხეულიძის წყარო- „მეფობა ერეკლესა მეორესა“.
ერეკლე მეორემ ოცდაათამდე ბრძოლა მოიგო, ამის შედეგად ქართლ-
კახეთს, ხარკს უხდიდნენ ერევნის, ნახჭევანის, გარჯის,ყარაბაღის
სახანოები. ერეკლე იცავდა მათ მტრების შემოსევებისგან,ხოლო ისინი
უზარმაზარი რაოდენობის ხარკს უხდიდნენ მას. მისი მეფობის დროს
მტრებისგან თავდასაცავად ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეები, ას სამოცამდე
გალავანი და ბურჯი აშენდა,ასევე არაერთი მათგანი თვითონ ერეკლემ
განაახლა. არ არის მარტივი გვერდი ავუაროთ ომან ხერხეულიძის წყაროს-
აზატ-ხანთან ბრძოლის შესახებ,სადაც ერეკლე II-ის როგორც
პიროვნების,ასევე შეუპოვარი მებრძოლის და სულგრძელი ადამიანობის
ასპექტებს ვხედავთ. ის ამბობს: „იცოდეთ, მე აზატ-ხანთან შებრძოლების
გარეშე უკან არ დავბრუნდები, ამაღამ რომ დავბრუნდეთ, ხვალ გზაში
დაგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი სჯობს,
ყველამ იცით, რომ სიკვდილის შვილები ვართ დ უნამუსო სიკვდილს
სჯობს ნამუსიანად მოვკვდეთ“. ერეკლე მეფეს სულგრძელობა და
თავდადება კარგად გამოჩნდა ბრძოლის დროს. მას თითქოს ბიძგი
სჭირდებოდა და ერთგულება თავისი ჯარის მხრიდან და როდესაც ეს
თავისი თვალით იხილა, თითქოს თავაწეულმა უბრძანა ჯარს: “ სანამ ,მე
ცხენზე არ შევჯდები, თქვენც არ შეჯდეთ და სანამ ,თოფი არ გავარდება,
თქვენც ნუ ესვრითო.“
XVIII საუკუნეში ევროპული სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებულ
სტიმულად და იმედის მომცემად იქცა კავკასიის ქრისტიანული
სახელმწიფოს მეფის ერეკლე II-ის წარმატებები მაჰმადიანი მმართველებისა
თუ მთავარსარდლების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაც გაჩნდა დიდი
ინტერესი, რომელიც თანდათან გაღვივდა ქართველი ხელმწიფის გარშემო.
ამ განწყობის საუკეთესო ილუსტრაციაა გაზეთ “London Magazine on
Gentleman’s Monthly Intelligencer“-ის მიერ 1755 წელს დაბეჭდილი ერეკლეს
შემდეგი დახასიათება:“ ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია.
ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის
ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა,
სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და
უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა.“
მეფე ერეკლეს სახელს უკავშირდება ზარაფხანის განახლება, სადაც
ვერცხლისა და სპილენძის ფული იჭრებოდა, რაც ჩვენი ქვეყნის უახლესი
წარსულის მონაპოვარია. 1749 წელს თბილისში ერეკლე II - მ აღადგინა
სტამბა, რამაც საქართველოში წიგნის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.
სტამბა 1802 წლამდე არსებობდა და მასში 28 დასახელების წიგნი დაიბეჭდა.
რა გასაკვირია, რომ ისტორიაში მრავლად შევხვდებით ისეთ
წყაროებს,რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს და გვაძლევს საშუალებას
ავწონ-დავწონოთ,გავარჩიოთ ნათელი და ბნელი, კარგი და ცუდი.
XVIII საუკუნეში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ალექსანდრე ამილახვარი
ქართლის ფეოდალის – დიმიტრი ამილხვრის ვაჟი, ალექსანდრე ,
ტრაგიკული პიროვნება იყო. იგი ერეკლე II-ის თანამედროვე ქართლში
ცხოვრობდა და მისი ტრაგედიაც ერეკლეს სახელს უკავშირდება.
1765 წელს ერეკლე II–ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ამ
შეთქმულებაში წამყვან როლს ქართლელი თავადები ასრულებდნენ,
რომელთაც ქართლში ერეკლეს მეფობა უკანონოდ მიაჩნდათ.
შეთქმულებაში მონაწილეობდა ერეკლე II–ზე განაწყენებული დიმიტრი
ამილახვარიც,ასევე მისი ვაჟი ალექსანდრე ამილახვარი. ის ყოველთვის
აუგად მოიხსენიებდა ერეკლე მეორეს და თვლიდა რომ სამშობლოს
მოღალატე იყო. ერთ-ერთ თავის წყაროში ის წერს “ ჩვენი ირაკლი მას არა
თუ არ იცავს, პირიქით აწიოკებს. არ დარჩენილა თითქმის არც ერთი
კეთილშობილი ადამიანი, რომელიც მისი ბოროტების მსხვერპლი არ
გამხდარიყოს, გარდა მისი თანამზრახველებისა, მაგრამ არც უკანასკნელთ
სწყალობს ხანგრძლივად: როგორც კი შეიტყობს, რომ ისინი გამდიდრდნენ
მის მიერვე დაკანონებული მძარცველობის შემწეობით, მათაც არბევს და
მის ადგილას სხვებს ირჩევს თავისი ანგარებიანი სურვილების
განსახორციელებლად. ასე ატარებს თავის მეფობას. ხოლო თავისი ქვეყანა
ისეთ სიღატაკეში ჩააგდო, რომ უსახელოვანესი ერი უბეჩავეს
მდგომარეობაში იმყოფება. „
ზაქარია ჭიჭინაძის და სოლომონ ლიონიძის აზრმა გეორგიევსკის
ტრაქტატთან დაკავშირებით მკაფიო საზღვარი გაავლო საზოგადოებაში.
სოლომონ ლიონიძეს სპარსეთისკენ ეჭირა თვალი და მიიჩვევდა,რომ ის იყო
ჩვენი მშველელი. სამეფო ვითარება ძალიან ადარდებდა მას. მისი დარდი
ბევრისთვის გაუგებარი იყო, თვით ერეკლე მეფესაც არ ესმოდა ასეთი
ლტოლვის მიზეზი. სოლომონ ლეონიძე ყოველთვის აფრთხლებდა მონარქს
და ყოველთვის ასმენდა, რომ სპარსეთის და ოსმალეთის შუასი უნდა
მტკიცედ მდგარიყვნენ და რუსეთთან კავშირი კარგს არაფერს მოუტანდა
საქართელოს და რომ არ ყოფილიყო ასე, მხოლოდ განადგურება და მოსპოვა
იქნებოდა ამ ყველაფრის შედეგი. მეფე წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის, ის
თვლიდა რომ სპარსეთის ქვეშევდრომი არ უნდა გამხდარიყო,რომ
ერთმორწმუნე რუსეთი ბევრად კარგი არჩევანის საშუალებას მისცემდა
საქართელოს. ერთ-ერთ წყაროში ერეკლე ამბობს: „მრავალ-ჯერ ვარ
მოტყუებული სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი; სარწმუნოება
ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა; მიმიცია სიტყვა და წერილითი
პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან,
რომელიც არის ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკლესიის
შვილი. მე მყავს გვერდით ჯარი ჩემი და ჯარი რუსეთისა. მანამ ერევნიდამ
აქ მოვა ჯარი ყაენისა, ჯარი რუსეთისა უფრო ადრე შემოვა თფილისს“.
პირველ რიგში,მიხარია რომ,როგორ მოსწავლეს და ამ ქვეყნის მოქალაქეს
მიწევს ამ თემაზე ჩემი პოზიციის დაფიქსირება,რაც ადვილი საქმე არ არის,
თუმცა ვეცდები მკვეთრად გამოხვატო ჩემი დამოკიდებულება. მინდა ისევ
დავუბრუნდე კითხვას- ვინ არის ერეკლე II? ერეკლე II იყო ბრწყინვალე
სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული
პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის
ბრძოლის ველზე იყო,ფაქტობრივად 15 წლიდან სიბერემდე, ერეკლემ
მოახერხა აღედგინა ქვეყნის ძლიერება. უამრავი ღონისძიება და რეფორმა
გაატარა, შექმნა „მორიგე ჯარი“. მან წინაპართა მსგავსად მრავალი
გამარჯვება მოიპოვა მტერზე,მიუხევადად ამისა ერთი დაშვებული
შეცდომა და საზოგადოების აზრი ორად გაიყო. 1783 წლის გეორგიევსკის
ტრაქტატი. ეს არის თარიღი რომელმაც,გაგვანადგურა. მივენდეთ
ერთმორწმუნე ქვეყანას,რომელიც საკმაოდ ცბიერი და სასტიკი აღმოჩნდა
ჩვენი ქვეყნის მიმართ და ერეკლე II კი უძლური და მარტოსული ადამიანი
უიმედოდ დაეცა ბრძოლის ველზე. არაერთხელ მომისმენია ადამიანების
კამათი ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგი მიიჩნევს რომ სოლომონ
ლიონიძის აზრი უნდა გაეთვალისწინებინა მეფეს,ზოგი თვლის რომ
უბრალოდ იმ დროს სხვა გამოსავალი არ არსებობდა, ყველაზე
სტრატეგიულ და პოლიტიკურად,სწორ სვლად მიიჩნევენ ერეკლე II-ის
მიერ ამ ხელშეკრულების გაფორმებას. მინდა გავიხსენო ისტორიიდან
ერთი მონაკვეთი,რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი. 1781 წლის 5
თებერვალს ,გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე რამოდენიმე წლით
ადრე ერეკლე მეორეს გარდაეცვალა ვაჟი, ლევან ბატონიშვილი. რომელიც
მისი 24 შვილიდან ერთადერთ იმედად იყო ქცეული, მისნაირი მებრძოლი
იყო ლევანიც და სწორედ მამას ჰგავდა. როდესაც ერეკლემ გაიგო შვილის
სიკვდილის ამბავი ის განმარტოვდა მამა დავითის მონასტერში,
მთაწმინდაზე და გლოვობდა. 61 წლის ასაკში მეფე დაბრუნდა გლოვის
შემდეგ, მაგრამ ის უკვე ადამიანურად სრულიად გატეხილი იყო .
შეუპოვარი მონაქრის კვალი გამქრალიყო, სწორედ ამის შემდეგ დაიდო
გეორგიევსკის ტრაქტატი, შეიძლება ახლა ძალიან სუბიექტურად
ვუდგები,თუმცა ვთვლი რომ ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა და არჩია
ერთმორწუნე რუსეთი,ხოლო ერთი შეცდომა საზოგადოებისთვის არ უნდა
იყოს გადამწყვეტი ფაქტორი და მისი კოლაფსის აღმნიშვნელი,რადგან მან
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, უამრავი ბრძოლა გამოიარა და
ასაკის მიუხედავად, შეტაკებებში ისევ პირადად მონაწილეობდა, მის
მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის ცივილიზაციის გზაზე დაყენება
და ეს მოახერხა კიდეც. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა,
სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა მისი
თანმდევი თვისებებია.
„ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია;
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს“
გაჰკრა ხელი და გახია.“ ანანო ავსაჯანიშვილი

You might also like