You are on page 1of 62

ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია

ლექცია V

GULIKO PERADZE
სალექციო თემა:

• თამარ მეფისა და მისი ისტორიკოსების პოლიტიკური და


სამართლებრივი შეხედულებები;

• შოთა რუსთაველის პოლიტიკური და სამართლებრივი


შეხედულებები.
განსხილველი წყაროები:

1. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი - ავტორის ვინაობა


უცნობია, შესაბამისად მეცნიერები მას თამარის პირველი
ისტორიკოსის სახელით მოიხსენიებენ.

• თავად თხზულების შინაარსის მიხედვით მიჩნეულია, რომ ის


მეფე გიორგისა და თამარ მეფის თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

• ივ.ჯავახიშვილის აზრით, ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი


საკითხების გადაჭრის შემსწრეა.
განსახილველი წყაროები:
• პირველხარისხოვანი ქართული ისტორიული ძეგლი, რომელიც
საყურადღებო ცნობებს შეიცავს XII-XIII სს. საქართველოს
პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური ისტორიისათვის;

• მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ის გვაწვდის ერთადერთ და ჯერ-


ჯერობით უნიკალურ ცნობებს საქართველოში მე-12 საუკუნის
მიწურულს წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს კარავის
(ქართული პარლამენტის), შესაქმნელად ყუთლუ არსლანის დასის
გამოსვლის შესახებ.

• მეფის ცენტრალური ხელისუფლების მომხრე და უარყოფს


დიდგვაროვან აზნაურთა აჯანყებებს.
განსახილველი წყაროები

2. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა“ - საქართველოს მეფის


თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსის თხზულების (XIII საუკუნე)
პირობითი სახელი.
• ვინაობასთან დაკავშირებით ქართველ მეცნიერებს შორის
საინტერესო დისკუსია დღემდე გრძელდება.
ივ. ჯავახიშვილის აზრით ის უნდა ყოფილიყო ბასილი
ეზოსმოძღვარი, რომელსაც 1204 წელს ბასიანის ბრძოლაში
მიმავალი ქართული ჯარის გაცილების დროს ჯვრის ერთი
მხარე კავებია, ხოლო მეორე მხარე ქართველ მეომართა შინ
მშვიდობით დაბრუნებისთვის მლოცველ მონარქს, თავად
მეფე თამარს სჭერია ხელთ.
განსახილველი წყაროები:
 მეორე მოსაზრების თანახმად ქართველი ფილოლოგი,
მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი და ხელნაწერთა
ინსტიტუტის დამაარსებელი ილია აბულაძე, ანტონ კათალიკოსის
შეხედულებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ თამარის მეორე
ისტორიკოსი თავად შოთა რუსთაველი უნდა ყოფილიყო.

• შედგენის თარიღი:
ივ.ჯავახიშვილი 1210-13 წლებს ასახელებს.
მეცნიერთა მეორე ნაწილს მათ შორის: პავლე ინგოროყვას, სარგის
კაკაბაძეს ეს თარიღი 1222 წლამდე გადააქვთ.
განსახილველი წყაროები
4. „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე“ - მისი ვინაობაც უცნობია,
თუმცა ამჯერადაც მემატიანე ძალზედ საინტერესო ცნობებს
გვაწვდის მეფეების: დიმიტრი I-ის, გიორგი III-ის, მეფეთ-მეფის
თამარისა და მისი ძის მეფე გიორგის (იგივე ლაშას) ცხოვრების,
მოღვაწეობისა და გარდაცვალების შესახებ.

• ნაშრომმა მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია - 1849 წელს


გამოქვეყნებული იქნა აკად. მარი ბროსეს რედაქციით გამოცემული
„ქართლის ცხოვრების“ I ნაწილში; 1955 წელს ძეგლი შეტანილ იქნა
ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის
რედაქტორობით გამოსული „ქართლის ცხოვრების“ I ტომში და 2008
წელს აკადემიკოს როინ მეტრეველის რედაქციით გამოცემულ
ქართლის ცხოვრებაშიც.
განსახილველი წყაროები:
4. პოემა „ვეფხისტყაოსანი“ - თამართან მიმართებაში არაპირდაპირ და
შოთა რუსთაველთან მიმართებაში სამართლებრივი და პოლიტიკური
შეხედულებების შესასწავლად პირდაპირ წყაროდ შეიძლება
გამოყენებულ იქნას.

• ჩამოთვლილ ისტორიულ წყაროებთან ერთად თამარ მეფის


პოლიტიკურ და სამართლებრივ შეხედულებებზე საუბარი ვერ
იქნებოდა სრულყოფილი, თუ ჩვენ მოკლედ მაინც არ შევეცდებით
აღვეწეროთ ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდნენ
მის გამეფებას.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ დავით აღმაშენებლის
ვაჟზე დემეტრე I-ზე (1125-1156წ.წ.), რომელიც ჯერ კიდევ მამის
მეფობისას აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოებრივ საქმეებში,
მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ მისი თვალსაჩინო
წვლილი დიდგორის გამარჯვებასა და შირვანის შემოსაერთებლად
წარმოებულ სამხედრო ღონისძიებებში. 1138 წელს უკვე
დამოუკიდებლად მისი სარდლობით ქართველების მიერ განძის
აღება და ქალაქის კარიბჭის გამარჯვების ნიშნად საქართველოში
ჩამოტანა (გელათი) და სხვა.
• მთლიანობაში თუ შევაფასებთ დემეტრე I-ის მეფობას შეიძლება
ითქვას, რომ მისი მეფობის დროს სახელმწიფოს პოლიტიკური
ზრდა მნიშვნელოვნად შეფერხდა. განსაკუთრებით თვალსაჩინო
იყო ეს შეფერხება ქვეყნის შიგნით განვითარებული პროცესების
მაგალითზე.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• მოვლენათა ასეთ განვითარებას მნიშვნელოვნად შუწყო ხელი,
ნოყიერი ნიადაგი მოუმზადა დავით მეფის მიერ მემკვიდრეობის
წესის შეცვლამაც. მხედველობაში გვაქვს დავითის ნება დემეტრეს
შემდეგ მისი ვაჟის ნაცვლად ტახტზე დემეტრეს ნახევარძმა (დავით
მეფისა და ყივჩაღთა მთავრის ასულის გურანდუხტის ვაჟი),
ვახტანგი (იგივე ცუატა) ასულიყო.
• თავად დემეტრე კი, როგორც გვახსოვს დავითს სომეხთა მეფის
ასულ რუსუდან ბაგრატუნისგან შეეძინა.
• სამწუხაროდ ბევრი საკითხი ამ ისტორიიდან დღემდე უცნობია,
მაგრამ ერთი რამ ცხადია, მეფესა და ტახტის პრედენდენტ ძმას
შორის დაპირისპირება 30-იანი წლების მიწურულს იმდენად
გამწვავებულა, რომ დემეტრემ ცუატა 1138 წელს სიკვდილით
დაასჯევინა.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• დაძაბული იყო ურთიერთობა დემეტრესა და მის უფროს ვაჟს დავითს
შორისაც.
• 1145 წელს ამ უკანასკნელმა თავის მომხრე დიდებულებთან ერთად
(განსაკუთრებით აქტიურობდა სამეფო კარზე ამირსპასალარის
ტიტულისთვის მებრძოლი ივანე აბულეთისძე), მამის წინააღმდეგ
შეთქმულება მოაწყო.
• დემეტრემ ამჯერად შეძლო შეთქმულების ე.ი ფარული სახის
სახელმწიფო დანაშაულის გამოვლენა და ქვეყნისთვის საფრთხის
თავიდან აცილება.
• დემეტრემ ივანე აბულეთის ძე მოაკვლევინა, ხოლო მისი ვაჟი
თირქაში საპყრობილეში დაამწყვდია.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• საფრთხე მეფის მიერ სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული და
შესაბამისად არც გატარებული ზომები აღმოჩნდა საკმარისი, რაც
კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ მხოლოდ სასჯელის
სიმკაცრე არ არის საკმარისი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად;
• 1154 წელს დავით უფლისწულმა მორიგი შეთქმულება მოაწყო მამის
წინააღმდეგ, რომელიც ამჯერად წარმატებული გამოდგა;
• უფლისწულმა დავითმა რომელიც ისტორიაში დავით V-ის
სახელით არის ცნობილი, აიძულა დემეტრე I ტახტზე უარი ეთქვა და
გარეჯის უდაბნოში ბერად აღკვეცილიყო, ხოლო ერთგულებისთვის
მამის მიერ დაპატიმრებულ თირქაშ აბულეთის ძეს
თავისუფლებასთან ერთად ამირსპასალარობაც უბოძა. თანამდებობა,
რომელიც მანამდე დემეტრეს ერთგულ დიდებულებს ორბელებს
ეკავათ.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• ამ ეტაპიდან ერთვება სწორედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
დემეტრეს უმცროსი ვაჟი უფლისწული გიორგი, მომავალში გიორგი III,
რომელმაც მის გარშემო გაერთიანებული დიდებულების მეშვეობით,
ჩვენთვის კარგად ცნობილი სომეხი ისტორიკოსის მხითარ გოშის
გადმოცემის თანახმად, დავით V-ზე განაწყენებულ ორბელებს
(საუბარია სუმბატ და ივანე ორბელებზე) საკუთარი ძმა მოაკვლევინა.

• მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეფე მოკლეს ამყარებს დავით V-ის


ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც 6 თვეში გარდაცვალების ფაქტიც. ისევე
როგორც ეჭვის საფუძველს იძლევა ბერად ყოფილი დემეტრე I-ის
(რომელიც საგალობელის „შენ ხარ ვენახის“ ავტორი გახლავთ), იმავე
1156 წელს გარდაცვალება და ერთიანი საქართველოს ტახტზე ადის,
შემდგომში საკუთარ პაპასთან დავითთან და ქალიშვილთან თამართან
ერთად შთამომავლობის მიერ დიდ მეფედ შერაცხული გიორგი III.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• ძალაუფლებისთვის ბრძოლა დემეტრე I-ის გარდაცვალებით არ
დასრულებულა. საგულისხმოა, რომ გიორგი III-ემ თავისი უფროსი
ძმის დავითის ვაჟი, ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე,
დემნა (იგივე დემეტრე) უფლისწული გასაზრდელად, არც მეტი არც
ნაკლები მისი მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ და გიორგის
წყალობით სამეფო კარზე კვლავ დაწინაურებულ, ამირსპასალარობა
დაბრუნებულ ორბელებს გადასცა.

• როგორც ჩანს, სამეფო კარზე დავით აღმაშენებლის გარდაცვალების


შემდეგ განვითარებული მოვლენების, კერძოდ, პოლიტიკური
ინტრიგების შემსწრემ (სამწუხაროდ გიორგი III-ის დაბადების
თარიღი უცნობია) და ცალსახად კარგად მცოდნე მონარქმა, წინასწარ
განჭვრიტა მოვლენათა შემდგომი განვითარება და პოლიტიკურმა
ალღომ მამისგან, დემეტრესგან განსხვავებით არც ამჯერად უმტყუნა.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• იგი ითვალისწინებდა ორბელთა დაუოკებელ სწრაფვას ძალაუფლებისკენ,
ასევე შურისძიების წყურვილს, რომელიც მამამოკლულ დემნა
უფლისწულში ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენდა თავს, გიორგიმ ამ
ორი, მისთვის საშიში პოლიტიკური სუბიექტის ერთმანეთთან
დაკავშირება საჭიროდ მიიჩნია.
• როგორც მოსალოდნელი იყო ორბელთა გვარის უფროსმა, სახელმწიფოში
ძალაუფლებითა და გავლენით შეიძლება ითქვას მეფის შემდეგ მეორე
პირმა, ერთდროულად ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის
სახელოს მფლობელმა ივანემ დემნა ბატონიშვილი ჯერ დაიმოყვრა, 1177
წელს კი, უკვე სრულწლოვანება მიღწეული უფლისწულისთვის გიორგი III-
ეს ტახტის საკუთარი ძმიშვილისთვის დათმობა მოსთხოვა.
• ივანე სუმბატის ძე ორბელი — XII საუკუნის სახელმწიფო
მოღვაწე, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი გიორგი III-ის დროს.
ორბელი იყო დავით V-ის ძის დემნა (დემეტრე) უფლისწულის სიმამრი და
სწორედ მისი გამეფების მიზნით მოაწყო დიდი აჯანყება გიორგი III-ის
წინააღმდეგ.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• შეთქმულებმა ვერ გათვალეს ვერც თავისი და მით უფრო ვერც
გიორგი III-ის შესაძლებლობები. ის დემეტრეზე გაცილებით
წინდახედული და ფრთხილი მმართველი აღმოჩნდა. მეტიც,
შიძლება ითქვას, რომ მან დიდი ხნით ადრე გათვალა მის
წინააღმდეგ დემნა ბატონიშვილისა და ორბელების გაერთიანების
შესაძლებლობა და როგორც ჩანს შეთქმულებს წინასწარ კარგად
მოფიქრებული გეგმა დაუპირისპირა.
• დემნას გამეფების მომხრე დიდებულთა დიდი უმრავლესობა ზოგი
თანამდებობის, ზოგი სხვა მატერიალური სიკეთის დაპირების გზით
გადმოიბირა და მის მიერ მიღებული სწორი და ეფექტური ზომების
შედეგად, დაპირისპირებიდან 6 თვის თავზე ყოველგვარი
სისხლისღვრისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დემნა
ბატონიშვილი, ორბელებთან ერთად ლორეს ციხეში უმცირესობაში
აღმოჩნდნენ.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• მიუხედავად იმისა, რომ დემნა ბატონიშვილმა გააცნობიერა
საკუთარი უიმედო მდგომარეობა, გამოიპარა ლორეს ციხიდან და
ბიძასთან პატიების თხოვნით გამოცხადდა, გიორგი მესამემ
ამჯერადაც ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე გამოავლინა. მისი
ბრძანებით დემნა ჯერ დაასაჭურისეს, შემდეგ თვალები დათხარეს,
რის შედეგადაც ის მალევე გარდაიცვალა.
• ცხადია ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლებ
მოსალოდნელი იყო მეფის მხრიდან ორბელების დანდობა.
• მემატიანის გადმოცემით აჯანყების ორგანიზატორისა და ერთ
დროს მის მიერვე ერთგულებისთვის დაწინაურებული ივანე
სუმბატის ძე ორბელისთვის, მეფის ბრძანებით ჯერ თვალები
დაუთხრიათ, შემდეგ კი, სიკვდილით დაუსჯიათ.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
რატომ ვამახვილებთ ამ ყველაფერზე ყურადღებას  მიუხედავად
წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკისა, მხედველობაში
გვაქვს გიორგი III-ის წარმატებული ლაშქრობები ანისზე (უნდა
აღინიშნოს რომ ქალაქის აღების შემდეგ მისი მმართველობა ივანე
ორბელს მიანდო), სომხეთის ძველი დედაქალაქის დვინის აღება,
აქვე დავძენთ რომ ანისიც და დვინიც თავისი შემოგარენით
გიორგიმ საქართველოს შემოუერთა, წარმატებული ლაშქრობისა
საკუთარი დისწულის შირვანშაჰის აღსართანის დასახმარებლად,
რა დროსაც ქართველთა მხედრობა დარუბანდის კარამდე მივიდა
და ქ.საბურანი აიღო, რომელიც მეფემ აღსართანსვე უწყალობა,
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თამარ მეფის პოლიტიკურ და
სამართლებრივ შეხედულებებზე მსჯელობისას მხედველობიდან
არ უნდა გამოგვრჩეს ის შიდა არა მარტო სახელმწიფოებრივი,
არამედ ოჯახური ტრაგედია რაც თამარის გამეფებას უძღოდა წინ.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• თუ აღნიშნულს იმასაც დავძენთ რომ:
მამამისი, მეფე გიორგი III 1184 წლის, 27 მარტს, ვნების კვირის
სამშაბათს, კახეთში ყოფნისას გარდაიცვალა;
დედამისი ოსთა მეფის ხუდანის ასული დედოფალი ბურდუხანი იმ
დროისათვის უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო (ის 1178
წელს გარდაიცვალა);

• კიდევ უფრო გაგვიადვილდება იმის წარმოდგენა, რა


მდგომარეობაში აღმოჩნდა 18 წლის თამარი, რომელიც მისი
უმთავრესი დასაყრდენის მამის გარეშე, ტახტის მემკვიდრე
დემნასთან დაკავშირებით დატრიალებული სისხლისნი
დაპირისპირებიდან სულ ცოტა ხანში, მარტო აღმოჩნდა
უზარმაზარი სახელმწიფოს მართვის სადავეებთან და რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან.
ისტორიული მოვლენები თამარის გამეფებამდე
• რატომ გავამახვილეთ ყურადღება მოვლენებზე რომლებიც წინ უძღოდნენ
თამარის გამეფებას?  ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ მათი სიღრმისეული
ანალიზი და გათავისება თამარის მიერ:
 საკადრო ცვლილებებთან,
ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლასთან,
საეკლესიო კრების მოწვევასთან,
ქორწინებასთან დაკავშირებით და
მეფობის პირველივე 1184-85 წლებში მიღებულ უმნიშვნელოვანეს
გადაწყვეტილებებთან შეჯერება,

• მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ გავაცნობიეროთ რა მასშტაბის, და რა


გენიალურ სახელმწიფო მოღვაწესთან და იმავდროულად შუა
საუკუნეების უდიდეს მოაზროვნესთან, ჰუმანისტთან გვაქვს საქმე
თამარის შემთხვევაში.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით და პირველი გამოცდა თუ
შეიძლება ასე ითქვას, თამარმა მეფობის პირველივე დღეებში ჩააბარა,
როდესაც ძირძველი დიდებულების მოთხოვნას გაეცნო.

• მათ ისარგებლეს რა მრისხანე მბრძანებლის მეფე გიორგის


გარდაცვალებით, მისი მემკვიდრისგან საკუთარი ნიჭისა და
ტახტისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამო
დაწინაურებული, თუმცა უგვარო ამირსპასალარ-
მანდატურთუხიუცესის, ნაყივჩაღარი ყუბასარისა და აზნაურის
ნაყმევი მსახურთუხუცეს, აფრიდონის გადაყენება მოითხოვეს.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• ტახტზე ახლად ასულმა თამარმა (ხაზი უნდა გაესვას იმ


გარემოებას რომ ტახტზე ასვლისას ის მეფედ კურთხევის
ცერემონიალის სრული დაცვით არა დედოფლად არამედ
მეფედ აკურთხეს და მეფისვე სამოსელი ემოსა), სწორად
შეაფასა იმ დროისათვის როგორც საკუთარი ისე გავლენიან
დიდებულთა შესაძლებლობები, რაც მთავარია შედეგები რაც
ქვეყნისთვის მათთან დაპირისპირებას შეიძლება მოყოლოდა.

• ამიტომ, პირადი წყენა დაივიწყა და ხელსაყრელი დროის


მოლოდინში მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• როგორც მოსალოდნელი იყო დიდებულთა ერთ მოთხოვნას მეორე მოყვა
და ალბათ ამიტომაც არის მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ ყუთლუ
არსლანის დასის გამოსვლა მხოლოდ საკუთარი, სეპარატისტული
ინტერესების დასაკმაყოფილებელ ამბოხად შეფასებული.

• ეს გამოსვლაც 1184 წელს უნდა მომხდარიყო, გასაოცარი სიზუსტით


შეაფასეს არსებული ვითარება (ყუთუ არსლანს ზურგს ხომ მომხრეთა
მრავალრიცხოვანი ლაშქარი უმაგრებდა) და მიიღო უნიკალური
გადაწყვეტილება, სამხედრო დაპირისპირებისა და ჯარის ნაცვლად
შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად ორი ღირსეული ქალბატონი:
დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა, კრავაი ჯაყელი და
ერისთავთერსთავის რატი პირველი სურამელის, დედა ხვაშაქ ცოქალი
გაგზავნა. გადაწყვეტილება ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და ეს
დაპირისპირებაც სისხლისღვრის გარეშე, მშვიდობიანი მოლაპარაკებების
მეშვეობით იქნა თავიდან აცილებული.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• თამარი მომდევნო 1185 წლიდან უკვე აქტიურად იწყებს


საკადრო პოლიტიკის გატარებას.

• დიდი წინაპრის დავით აღმაშენებლის მსგავსად, მის


ყურადღებას იქცევს ეკლესიაში მომრავლებული უღირსი
სასულიერო პირები.

• სწორედ მათ გადასაყენებლად იქნა მოწვეული 1185 წელს დიდი


საეკლესიო კრება.

• მემატიანის გადმოცემით “იწყო თამარმა აღლესვად ორპირისა


მახვილისა მოსარეველად თესლთა ბოროტთა”.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ამ მიზნითვე მოუხმო მან იერუსალიმიდან სასულიერო პირებსა და
ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში დიდი ავტორიტეტის მქონე
ყოფილ კათალიკოსს, ნიკოლოზ გულაბერისძეს;

• კრებას ესწრებოდნენ მღვდელთ-მოძღვარნი, მონაზონნი და


მეუდაბნოენი, კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანნი და
შედეგიც კრების ორგანიზატორებისთვის სასურველი დადგა.

• თანამდებობებიდან გადააყენეს ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მათ


ადგილს სჯულისა და სახელმწიფოს ერთგული, რაც ძალზედ
მნიშვნელოვანია ქრისტიანული მსოფლმხედველობის სასულიერო
პირები იქნენ დანიშნული.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ერთადერთი ვისი გადაყენებაც თამარმა ვერ შეძლო კათალიკოსი
მიქაელ IV გახლდათ, რომელსაც 1184 წლიდან
„მწიგნობართუხუცესობაც მოივერაგებინა“.

• მიქაელ მირიანისძე — საქართველოს კათოლიკოს-


პატრიარქი დაახლოებით 1178-1184 წლებში, მწიგნობართუხუცეს-
ჭყონდიდელი 1184 წლიდან.

• მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვარიანთა


ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით,
მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც
მეფემ ნიკოლოზ I გულაბერისძის გადადგომის შემდეგ
კათალიკოსად დანიშნა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ამ შემთხვევაშიც ჩვენ ყურადღებას ახალგაზრდა მონარქის
წინდახედულებასა და მოთმინებაზე გავამახვილებთ, რადგან საეკლესიო
კრების ჩატარების დროს მიქაელი უკვე ხანდაზმული გახლდათ და მისი
გადაყენება ქვეყანაში მეტ შფოთსა და დაპირისპირებას გამოიწვევდა.

• მეფემ დაცდა ამჯობინა და მისთვის სასურველმა კანდიდატმა ანტონ


გლონისთავისძემ მხოლოდ მიქაელის გარდაცვალების შემდეგ, წყაროების
თანახმად არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, 1187 წელს დაიკავა
მწიგნობართუხუცესის თანამდებობა.

• ეკლესიის საჭეთმპყრობელი მეფის ერთგული პირი კათალიკოსი


თეოდორე II (1187-1204წ.წ.) გამხდარა, რომელსაც როგორც წყაროები
მოგვითხრობენ, ბასიანის ბრძოლის დროს (1204წ.) თამართან ერთად
ბრძოლის ველამდე გაუცილებია ქართველთა ლაშქარი.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ანტონ ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი (გლონისთავის ძე) იყო XII-
XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე,
ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი(დაახლოებით 1179–1184 წლები).
• თამარის მეფობის პირველ წლებში(დაახლოებით 1185 წელი) ვაზირობა წაართვა
მიქაელ კათალიკოსმა. მას ჰყავდა ორი ძმა, რომლებიც მოკლეს თამარის წინააღმდეგ
ამბოხებულმა კახაბერისძეებმა. იგი ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში.
მიქაელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-
მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) მისცა.
• მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში(1195), ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე
(შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია,გელათი).
• თამარ მეფის 1195–1196 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს
სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის
მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის
შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.
• თეოდორე II, თევდორე — საქართვeლოს კათოლიკოს-პატრიარქი თამარ
მეფის დროს, დაახლოებით 1187-1204. 1190-1191 ებრძოდა მეფის მოწინააღმდეგე
დიდგვარიან ფეოდალებს. ბასიანის ბრძოლის დროს თამართან ერთად ბრძოლის
ველამდე გაჰყვა ქართველთა ლაშქარს. თეოდორე II-მ
გააფართოვა გელათისა და შიომღვიმის სამეფო მონასტრების სამფლობელოები.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• იგივე მეფისა და ქვეყნის ერთგულებით, გამორჩეული პირადი
ნიშან-თვისებების, ნიჭის, გულადობის გათვალისწინებით
დააწინაურა თამარმა მმართველობის პირველივე წლებში:
მირსპასალარის თანამდებობაზე - სარგის მხარგრძელი,
მანდატურთუხუცესის თანამდებობაზე - მამამისის გიორგი 3-ის
გაზრდილი და ერთგული მსახური ჭიაბერი - და სხვა.

• თავისი ზომიერი და თანმიდევრული გადაწყვეტილებებით


ახალგაზრდა მონარქმა, შესანიშნავი მაგალითი მისცა მომავალ
სახელმწიფო მოღვაწეებს, რამდენად მნიშვნელოვანია
მმართველისთვის მოთმინება და დათმობა. შესაბამისად, რამდენად
მავნებელია საკადრო და ზოგადად სახელმწიფოებრივი საკითხების
გადაწყვეტისას სულსწრაფობა და წინდაუხედაობა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ვინაიდან 1185 წლის საეკლესიო კრებას შევეხეთ, მის შესახებ
საუბრის დასრულებამდე შევეხოთ კიდევ ერთი საკითხს
რომელზეც კრებამ იმსჯელა - თამარისთვის ღირსეული საქმროს
შერჩევის საკითხი.
• თვალსაჩინო მაგალითი ქართველ ხელისუფალთა და ამ
შემთხვევაში არა მეფის, არამედ მისი გარემოცვის მიერ
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე უპასუხისმგებლო
გადაწყვეტილების მიღებისა.
• ცნობილი ინგლისელი კავკასიოლოგისა და ისტორიკოსის,
ლიტერატურათმცოდნის, ლონდონის უნივერსიტეტის
პროფესორის დევიდ მარშალ ლენგის შეფასება, ქართველი ერის
ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებელთან მიმართებაში, რომელსაც
მან „ესთეტიური უპასუხისმგებლობა“ უწოდა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• კრებამაც და დარბაზმაც გაიზიარა თბილისის ამირას აბულასანის
წინადადება და თამარის საქმროდ რუსი მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის
ვაჟი იური შეარჩია.
• ესთეტიური, გარეგნული თვალსაზრისით გადაწყვეტილება სწორად
შეიძლება შეფასდეს. მხედველობაში გვაქვს იურის წარმომავლობა. მას
ზურგს უმაგრებდა დიდი პაპის, 1113-1125 კიევის რუსეთის დიდი
მთავრის ვლადიმერ მონომახის სახელი, არანაკლებ სახელსა და
აღიარებას მიაღწია პაპამისმა იური დოლგორუკმა, რომლის სახელსაც
როსტოვ-სუზდალისა და კიევის სამთავროებთან ერთად 1147 წელს
ქ.მოსკოვის დაარსება უკავშირდება (1056 წელს მანვე ააგო კრემლის ხის
შენობა) და ბოლოს მამამისი, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად
შერაცხული ანდრია ბოგოლუბსკი (1111-1174წ.წ.) ვლადიმირის,
რიაზანის, ვიშგოროდის და რიგი რუსული მიწების მთავარი და
მფლობელი, რომელიც რუსი ისტორიკოსების მიერ სამართლიანადაა
მიჩნეული თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ერთ-ერთი
ფუძემდებლად.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• გარეგნულად, ესთეტიური თვალსაზრისით ყველაფერი
წესრიგშია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

• რაც შეეხება საკითხის არსებით მხარეს აქ სურათი


აბსოლუტურად განსხვავებულია. გიორგი რუსის (ქართულ
ისტორიულ წყაროებში ის სწორედ ამ სახელით მოიხსენიება),
სიძედ მოწვევის დროისთვის ის ბიძის, ვსევოლოდ იურის ძის
მიერ უკვე გაძევებული იყო სამშობლოდან და ყივჩაღებთან
აფარებდა თავს. რაც, დარბაზსაც და საეკლესიო კრებასაც
აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.
• გადაწყვეტილების მიღებისას თითქმის არაფერი იყო ცნობილი
თავად იურის ზნე-კეთილობისა და ზოგადად პიროვნების
შესახებ.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულით უნდა ყოფილიყო


განპირობებული თამარ მეფის ჯერ საერთოდ უარი, ჯვარი
დაეწერა რუს უფლისწულზე, ხოლო დიდებულთა და მათ შორის
გამზრდელი მამიდის რუსუდანის დაჟინებული მოთხოვნის
შემდეგ კი, შეთავაზება თავის კეთილისმსურველებს:

ჩამოეყვანად სასიძო საქართველოში,


მიეცათ მისთვის გამოსაცდელი ვადა, დაკვირვებოდნენ და
მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება.

• თუმცა, მისი მოსაზრება მხარდაჭერილი არ ყოფილა.


ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• თამარის მეორე ისტორიკოსის შეფასებით სასიძოს ჩამოსაყვანად
საკითხის მნიშვნელობისთვის შეუფერებელი პირი, კერძოდ ებრაული
წარმოშობის თბილისელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი იქნა
გაგზავნილი.
• როგორც ისტორიკოსი წერს: „ეს საქმე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ
არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნენ
იყვნენ, რომელსა იგი მოიყვანდეს“.
• შესაძლოა ზანქანის სავაჭრო ქარავნები მართლაც სერავდნენ ბიზანტიის,
ირანის, რუსეთისა და ეგვიპტის ტრამალებს, მაგრამ ძნელია მეორე
ისტორიკოსის შეფასებას არ დავეთანხმოთ.
• უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მისი ესოდენ უარყოფითი
დამოკიდებულება გახლდათ ერთ-ერთი მიზეზთაგანი მეცნიერთა იმ
ნაწილისთვის ვინც მეორე ისტორიკოსად შოთა რუსთაველს მიიჩნევენ.
პარალელს ავლებენ რა თამარისა და გიორგი რუსის ქორწინებასა და
ნესტან დარეჯანის ხვარაზმსას ძეზე გათხოვების ისტორიებს შორის.
ცხადია ისტორიკოსი წინააღმდეგია საკითხის ასეთი გადაწყვეტის,
კერძოდ ნების გარეშე ქორწინებისა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• სამწუხაროდ გამართლდა თამარის შიშიც და 2 წელი სავსებით
საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იურის საკუთარი
უარყოფითი თვისებები გამოევლინა. რეალობა კი,
სასურველისგან იმდენად შორს იყო, რომ მიუხედავად იმისა
ფეოდალური კანონმდებლობა დანაშაულად მხოლოდ ცოლის
მიერ ქმრის ღალატს თვლიდა, თამარს ნება დართეს:

გარყვნილი ქმედებების (ზოოფილია, სოდომური ცოდვები),


ცოლ-ქმრული ურთიერთობების დარღვევისთვის, სარეცელის
სიწმინდის დაუცველობისთვის ქმარს გაყროდა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ქვეყნიდან მეუღლის მიერ შეცდომების მიუხედავად მაინც დიდი
პატივითა და ქონებით გასტუმრებულმა იურიმ, არაერთი თავსატეხი
გაუჩინა საქართველოს.
• მხედველობაში გვაქვს 1191 და 1193 წლებში, ძალაუფლების
დასაბრუნებლად გიორგი რუსის შემოსვლა ჯერ დასავლეთ ხოლო,
შემდეგ განძის ათაბაგის მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოში.
ქვეყნისთვის განსაკუთრებით დამაზარალებელი გამოდგა მისი პირველი
მცდელობა, რა დროსაც მისი მომხრეების ბანაკში აღმოჩნდნენ:
 მისი ჩამოყვანის ინიციატორი აბულასანი,
კლარჯეთისა და შავშეთის ერთისთავთ ერისთავი გუზანი,
მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი,
მესხი დიდებულები,
სამცხის სპასალარი ბოცო,
ასევე დასავლეთ საქართველოს დიდებულები.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• აჯანყებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედაც კი აკურთხეს,


გადმოლახეს ლიხის ქედი და გორამდე ყველაფერი მოაოხრეს.
• აჯანყებულთა მეორე ნაწილმა თამარს მესხეთიდან შემოუტია. მათ
მიაღწიეს ციხისჯვარს, აიღეს და გადაწვეს ოძრხე. საფრთხე შეექმნა
თბილისსაც.
• მართალია, მეფემ მომხრეების მხარდაჭერით მოახერხა აჯანყების ჩახშობა,
მაგრამ ადამიანთა მსხვერპლის, დიდი მატერიალური ზარალისა და რაც
არანაკლებ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ძლევამოსილი ქართული
სახელმწიფოს სხივოსანი ქალი ხელმწიფის - უმძიმესი შეურაცხყოფის
ფასად.
• მაშინ როდესაც ამ ყველაფრის თავიდან აცილება ადვილად შეიძლებოდა,
რომ არა ჩვენივე დაუდევრობა, თამარის გარემოცვის მიერ ერთი შეხედვით
ესთეტიური, თუმცა იმავდროულად ძალზედ უპასუხისმგებლო
გადაწყვეტილების მიღება.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• იმავე ეპოქაში თამართან მიმართებაშივე მიღებულ იქნა ძალზედ
წინდახედული და ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებაც, როდესაც
თამარის მეუღლედ მოიწვიეს სამეფო კარისთვის კარგად ცნობილი ოსი
უფლისწული დავით სოსლანი, რომლის სახითაც თამარმა ერთგული,
მოსიყვარული მეუღლე, ქვეყანამ კი ბრწყინვალე მხედართმთავარი და
ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე შეიძინა.
• შეიძლება ითქვას რომ მათი მმართველობის წლები ერთ-ერთი
საუკეთესო და წარმატებული წლები გამოდგა ქართული სახელმწიფოს
ცხოვრებაში. მხედველობაში გვაქვს ისტორიული გამარჯვევები:
1194 წელს შირვანთან, ბაღდადის ხალიფას წარმოგზავნილ ათაბაგ
აბუბაქართან და
1204 წელს რუმის სულთან რუქნადინთან,
დავით სოსლანის წინამძღოლობით ქართული ჯარის მიერ: შამქორის,
დვინის, განძის აღება;
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• სამხედრო ძლევამოსილებასა და თამარის სახელმწიფოს დიდ


საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მის მიერ ეგვიპტის
სულთნისთვის გაგზავნილი მკაცრი გაფრთხილება - არ გაებედა
წმინდა მიწაზე ქრისტიანთა ჩაგვრა და იმავდროულად
ქართველების მიერ იერუსალიმში ცხენზე ამხედრებული, გაშლილი
დროშით შესვლის უფლების მოპოვება;

• უთუოდ აღნიშვნის ღირსია იმავე პერიოდში ეგვიპტის


ლეგენდარული სულთნის სალადინისგან (1171-1193წ.წ.) 200 000
დინარად იმ ჯვრის გამოსყიდვა, რომელზეც ქრისტე იყო
მიმსჭვალული.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• იმავდროულად, თვალსაჩინოებისთვის თუ რა შეიძლებოდა


მოყოლოდა ქართული სახელმწიფოსა და მისი ხელმწიფის
ინტერესების ხელყოფას, მისი ნების გაუთვალისწინებლობას,
კარგად გამოჩნდა ბიზანტიის ავზნიან და ვერცხლისმოყვარე
იმპერატორთან ალექსი III ანგელოსთან (1195-1203წ. წ),
დაპირისპირებაში  ამ უკანასკნელმა გაბედა და ჯერ შეიპყრო,
შემდეგ კი მთლიანად მიითვისა თამარ მეფის მიერ შავი-მთისა და
ათონის მთაზე ქართული მონასტრის ბერ-მონაზვნებისთვის
საჩუქრად გატანებული ურიცხვი ოქრო - ვერცხლი.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• საგულისხმოა, რომ თამარმა რომელიც მემატიანის გადმოცემით
„საზარელ იყო მტერთა ზედა“, არც ამჯერად უღალატა ჩვეულ
წინდახედულობას.
• ქალმა მონარქმა დროის ფაქტორის საკუთარი ინტერესების
სასარგებლოდ გამოყენების კიდევ ერთი შთამბეჭდავი გაკვეთილი
ჩაუტარა თანამედროვეთ.
• 1204 წელს, როგორც კი ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, თამარის
ბრძანებით ქართული ჯარი ბიზანტიის ტერიტორიაზე შევიდა და იქ
რეგიონში ქართული ინტერესების გამტარებელი, სრულიად ახალი
სახელმწიფოს - ტრაპიზონის იმპერიის შექმნა უზრუნველყო. მის
იმპერატორად კი, თამარ მეფემ რუსუდანის შვილი, ქართულ სამეფო
კარზე აღზრდილი და იმავდროულად 1185 წელს კონსტანტინოპოლში
სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოკლული, ბიზანტიის
იმპერატორ ანდრონიკე I-ის შვილიშვილი, ალექსი I კომნენოსი აკურთხა
(1204-1222 წ.წ.).
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ
• ცხადია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ ასეთი
მასშტაბური სამხედრო თუ, კულტურულ საგანმანათლებლო
ღონიძიებების განხორციელება დიდ სახსრებთან იყო
დაკავშირებული. ეს კი, ამ სფეროში ისევე როგორც ყველა სხვა
მიმართულებით, მეფის გონივრულ გადაწყვეტილებებზე იყო
დამოკიდებული. რომელიც აგრძელებდა რა პაპისა და მამის
გონივრულ პოლიტიკას. ყველანაირად ხელს უწყობდა ქვეყანაში
ვაჭრობის განვითარებას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებას, გზების, ხიდების, სარწყავი არხების
მშენებლობას და სხვა.
• შედეგად, შეფასების ყველაზე მკაცრი კრიტერიუმების
გათვალისწინებითაც კი, თამარის ეპოქის საქართველო ნამდვილად
აკმაყოფილებდა იმ დროის მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს
შორის ადგილის მოსახვედრად საჭირო მოთხოვნებს.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიტანთ ქვეყნის ფინანსური


შესაძლებლობების ამსახველ რამდენიმე მონაცემს. ასე
მაგალითად, როგორც აკად. სიმონ ჯანაშია აღნიშნავდა, იმ
დროისათვს საქართველოს ყოველწლიური ფინანსური
შემოსავალი (ისიც ყმადნაფიცი ქვეყნების გარდა) 3.750.000
ოქროს მანეთს უდრიდა. რაც უზარმაზარი თანხა იყო.
• აღნიშნულში ადვილად დავრწმუნდებით თუ ვიტყვით, რომ იმ
დროისათვის:
არაბული ერაყის შემოსავალი - 2მლნ. 250.000-ს მანეთს
შეადგენდა,
საკუთრივ სპარსეთის - 2მლნ. 153.460 ათასს.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• იგივე მონაცემებს ევროპის სახელმწიფოებთან მიმართებაში თუ


განვიხილავთ იგივე აკდ. სიმონ ჯანასიას მონაცემებზე
დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:

ინგლისის სახელმწიფოს შემოსავალმა ისიც, მხოლოდ 80-90 წლის


შემდეგ, XIII საუკუნის მიწურულს 4 მილიონს მიაღწია;

ფრანგთა სახელმწიფოს შემოსავალი კი, მთელი ასი წლის შემდეგ,


1311 წლისთვისაც კი 3 მილიონს არ აღემატებოდა.
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• ქვეყანაში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დასაწყისიდან წარმატებით


აგრძელებდა ფუნქციონირებას სპეციალური სასამართლო
ინსტიტუტი სააჯო კარი;

• ხელისუფლება არა მარტო სახელმწიფო, არამედ ეკონომიკურ


დანაშაულებთან მიმართებაში, როგორიცაა პარვა, რბევა,
მეკობრეობა სისხლის სამართლებრივ დევნას საკუთარი
ინიციატივით ანხორციელებდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა
იმდროინდელი ევროპისთვის;
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• მეტიც, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით


ამ ამოცანის შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი
გახლდათ სპეციალური მპარავთმეძებლის ინსტიტუტი,
მათდამი დაქვემდებარებული მოხელეების ჩენილების
შემადგენლობით;

• სწორედ თამარის მეფობისას სახელმწიფომ უარი თქვა


სიკვდილის დასჯისა და დამასახიჩრებელი სასჯელების
გამოყენებაზე;
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები თამარის გამეფების
შემდგომ

• ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სრული


საფუძველი გვაქვს ავღნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ სასწავლო
კურსის ფარგლებში ჯერ კიდევ აშოტ 1-ის მიერ გრიგოლ
ხანძთელის სულიერი, იდეოლოგიური მხარდაჭერით მე-9
საუკუნეში დაწყებულმა ერთიანი ცენტრალიზებული
სახელმწიფოს ჯერ გაერთიანების და შემდგომ
აღმშენებლობის პროცესმა, თამარ მეფის ეპოქაში
განვითარების ზენიტს მიაღწია.
• შედეგად, მე-12 საუკუნის მიწურულს ევროპის პოლიტიკურ
კაბადონზე უკვე მთელი თავისი სიდიადით ბრწყინავს -
გაერთიანებული საქართველო.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“

• ქრისტიანული მსოფლმხედველობა - ყოველგვარი მოვლენა


დაკავშირებულია ღვთის ნებასთან;

• ერთმმართველობა თუ „მრავალმართველობა“?
 სპარსეთის სამეფოს ძმების მიერ გაყოფის მაგალითი;
 დემნასა და გიორგი III შემთხვევა - „შევიდა ეშმაკი გულსა და
გონებასა მისსა“.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
• დიდგვაროვნების მიერ ამირსპასალარი ყუბასარისა და
მსახურთუხუცესი აფრიდონის თანამდებობებიდან გადაყენების
მოთხოვნა;

• ტერმინი „უგვარო“ - პირები, რომლებიც არ ეკუთვნიან ძირძველ


ფეოდალებს, რომლებიც ფეოდალთა კლასის მემკვიდრეობითი
არისტოკრატიის ფენას შეადგენდა.

• მეფის ხელისუფლების შეზღუდვის დაუშვებლობა:


 ფეოდალთა რეაქციის უარყოფა;
 ყუთლუ არსლანის „კარავი“, როგორც „უცხოდ მოსაგონებელი“.
თამარის მეორე ისტორიკოსი
• ვინაობის საკითხი:
 ბასილი ეზოსმოძღვარი - 1204 წელს ბასიანში საბრძოლველად
ჯარის გაცილების ისტორია (ივ. ჯავახიშვილი);
 შოთა რუსთაველი (ი. აბულაძე ანტონ კათალიკოსზე
დაყრდნობით)

• შესრულების პერიოდი:
 1210-1213 - ივ. ჯავახიშვილი;
 1222 წ. - პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე.

• ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე პირი.


ქორწინების საკითხი
• „სპასალარნისა და ერისთავნი სამეფოსანის“ მიერ თამარის საქმროს
შესახებ საკითხის დასმა;
• აბულასანის წინადადებით რუსეთიდან გიორგი ანდრიას ძის
მოწვევა („არცა მისსა მეცნიერ იყვნენ, რომელსა იგი მოიყვანებდეს“)
და დიდვაჭარ ზანქან ზორაბაბელის („კაცი იგი უღირსი“) მიერ მისი
ჩამოყვანა;
• მეფის ოჯახის წევრის ქორწინება, როგორც სახელმწიფოებრივად
მნიშნელოვანი ხასიათის საკითხი;
• თამარის ნებართვის არ არსებობა თავისივე ქორწინებასთან
დაკავშირებით;
• განქორწინებისათვის საჭირო მიზეზი - „არ დაიცვა საწოლის
სიწმინდე“;
მეფის ხელისუფლება

• ეწინააღმდეგება მეფის ხელისუფლების ყოველგვარ შეზღუდვასა


და ფეოდალთა მისწრაფებას სეპარატიზმისაკენ -
„ლიპარიტელთა“ მოდგმა და „კახაბერთა“ შვილები (ანტონ
ჭყონდიდელის ორი ძმის მკვლელობა);

• თამარ მეფის მიერ ნაკეთები საქმეები „წარმართებანი“, „თავზე


თმასავით ურიცხვი“, „ლომი ბრჭყალებით იცნობა“ - ნაგები
ქალაქები, ტაძრები, გზები, გაფართოებული საზღვრები.
სახელმწიფოს დაყოფა
• საქართველო დაყოფილი იყო საერისთაოებად;

• სანაპიროები - განაპირა საერისთაოები;

• ერთგული მონაპირეები - სამეფოს საზღვრებზე თამარის მიერ


განაწილებული მცველები. ასევე, სწავლობდნენ თურქთა
საქმეებს;

• ცენტრალური ხელისუფლების გარეშე არ წყდებოდა ლაშქრის


შეკრების საკითხი;
ერთმმართველობა და წყალობის აუცილებლობა

• ყველა საქმე უნდა იმართებოდეს მეფის განკარგულებით;

• მეფე უნდა იყოს მწყალობელი და არა სიმდიდრის მაძიებელი - ახალი


ქალაქებისა და მიწების დაპყრობის დროს თამარი მათ მენაპირეებს
უტოვებდა, გაჭირვებულთა დამხმარე („ნაათალი გაჭირვებულთ
მიეცემოდა დაუკლებლად“ - სახელმწიფო შემოსავლების მეათედი);

• მძიმე სასჯელების შემცირება - ექსორია, სიკვდილით დასჯა და ასოთ


მოკვეთა;

• მეფის მიმართ შიშისა და სიყვარულის აუცილებლობა.


შოთა რუსთაველის სამართლებრივი

შეხედულებები
სახელმწიფო ფორმები:
• მონარქიული - ერთპიროვნული მმართველი, სავაზირო და
დამსწრე პირთა წრე.

• ფეოდალურ სახელმწიფოთა ფორმები:


ადრე ფეოდალური;
დაქუცმაცებული;
წოდებრივ-წარმომადგენლობითი;
აბსოლუტური მონარქია;
ფეოდალური ქალაქ-რესპუბლიკა.
სახელმწიფო ფორმები:

• ძლიერი ფეოდალური მონარქია - საქართველოში არსებული


ფორმა;

• მეფის მიერ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობის


საკითხი - ფორმალობა და რეალობა;

• მსხვილი მოხელე, როგორც მსხვილი ფეოდალი - ანისისა და


გეგუთის მაგალითი;

• მეფე, როგორც სამართლიანი მმართველი - დიდებულების


უფლება აჯანყებაზე.
მართალი სამართლის საკითხი ვეფხისტყაოსანში

ტარიელის მიერ ხვარაზმშას შვილის პატივით მიღება


და შემდგომ მისი მიპარვით მოკვლა. რომელი
სამართლით და რა არგუმენტით შეიძლება გამართლდეს
უდანაშაულო ადამიანი მოკვლა?
მართალი სამართლის საკითხი ვეფხისტყაოსანში

• შეუსაბამობა მართალ და პოზიტიურ სამართალს შორის;


• ანგარებიანი ქორწინების დაუშვებლობა;
• ღვთის ნებისა და მარადიული სიყვარულის მნიშვნელობა.

• მართალი სამართალი სამართალზე დაყრდნობით, რომელიც


ნაწარმოებში ბუნებით სამართლთანაა გაიგივებული პოეტი გმობს
ანგარებიან ქორწინებას, უმღერის თავისუფალ სიყვარულს რომელიც
სიკეთის განსახიერებაა, თვით უკვდავებაა და ყველაფერი რაც მას წინ
ეღობება უნდა დაინგრეს.
• მეტიც, სწორედ მართალ სამართალზე დაყრდნობით პოეტი ამართლებს
ტარიელის მიერ ხვარაზმსას ძის როგორც წმინდა სიყვარულის
დამაბრკოლებელი გარემოების მკვლელობას, დ ამით აშკარად
უპირისპირდება პოზიტიური სამართლის მოთხოვნებს.
ტახტის მემკვიდრეობის საკითხი
• ქალისა და კაცის თანასწორობის აღიარება;

• ფარსადანის, სარიდანის და მისი ძის მემკვიდრეობის საკითხი


ნესტანის დაბადებამდე;

• თამარის, როგორც ქალის მეფობის გამართლება ნიკოლოზ


გულაბერისძის მიერ - წმინდა ნინო და მარიამ ღვთისმშობელი.
შეკითხვები?
გმადლობთ ყურადღებისათვის!

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like