You are on page 1of 38

საქართველოსა და საზღვარგარეთის საჯარო მმართველობის ისტორია

თემა 5. საქართველოს მმართველობის


ცენტრალიზაცია და უნიფიკაცია XI-XIII სს.

განსახილველი საკითხები:

 ცენტრალიზაციისა და უნიფიკაციის არსი;


 დაწესებულებანი, უწყებრივი სტრუქტურა;
 ცენტრალური მმართველობის მოხელეები;
 მმართველობის ადგილობრივი აპარატის სისტემა.
X ს. ბოლოსათვის საქართველოს
საზოგადოებრივმა წყობილებამ მიიღო
სავსებით ჩამოყალიბებული, განვითარებული
ფეოდალიზმის სახე.
მაშინდელი
საქართველოს მოსახლეობა ორი ძირითადი
კლასისაგან - გაბატონებული
ფეოდალური კლასისა (აზნაურობა) და
ექსპლოატირებული ფეოდალურად
დამოუკიდებელი გლეხობისაგან შედგებოდა.
ანტაგონისტური წინააღმდეგობანი
და ბრძოლა აღნიშნულ კლასებს შორის კი ამ
ეპოქის საქართველოს ისტორიის
მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო.
აზნაურთა გაბატონებული კლასი
დიდებულებისა (მსხვილი ფეოდალები)
და აზნაურებისაგან (წვრილი და საშუალო
ფეოდალები) შედგებოდა.
ფეოდალური კლასის შინაგანი
ორგანიზაცია მწყობრ იერარქიულ
სტრუქტურაზე იყო დამყარებული.
სიუზერენულ-ვასალური
დამოკიდებულების -
პატრონყმობის - საფუძველი მიწის
იმ დროის ქარველი გლეხობის ძირითად მასას
ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა გლეხები
შეადგენდნენ. გლეხობა მკაცრ ფეოდალურ
ბატონყმურ ექსპლოატაციას განიცდიდა. იგი
თავისი ბატონის სასარგებლოდ მძიმე ფეოდალურ
ვალდებულებებს იხდიდა (ღალა, შრომითი
ბეგარა, ფულადი რენტა).
მაგრამ გლეხობის ნაწილი XI ს. მანძილზე და XII
ს. პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა
პირად თავისუფლებას და საკუთარ მიწას. ესენი
იყვნენ მდაბიურნი, რომლებიც ცენტრალური
ხელისუფლების მოლაშქრეთა ნაწილს
შეადგენდნენ.
ფეოდალურ საქარველოში ცალკე წოდებრივ
ჯგუფს წარმოადგენდნენ ვაჭრები. ისინი ორ
ძირითად კატეგორიად - დიდვაჭრებად და წვრილ
ვაჭრებად
იყოფოდნენ. საქართველოს მრავალრიცხოვან
ქალაქებში მრავლად იყვნენ ხელოსნებიც.
ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხთა და
ხელოსანთა შრომა იყო ქართული ფეოდალური
საზოგადოების ეკონომიკური საფუძველი.
საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქია არ
წარმოადგენდა შინაგანად მტკიცედ ცენტრალიზებულ
სახელმწიფოს, რამდენადაც ეკონომიკური ბაზისი,
რომელსაც იგი ემყარებოდა, არ იყო იმდენად მყარი, რომ
უზრუნველეყო სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა.
საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები - ერისთავები,
ერისთავთერისთავები და, საერთოდ, დიდებულები,
ყოველთვის ცდილობდნენ შეერყიათ ქვეყნის ერთიანობა,
მაქსიმალურად დაესუსტებინათ მეფის ცენტრალური
ხელისუფლება.

ერისთავები მათზე დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ


ერთეულებში
ახორციელებდნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო
ხელისუფლებას. თავიანთი
მდგომარეობით ისინი მეფის მოხელეები იყვნენ, მაგრამ
ყოველნაირად
ცდილობდნენ ერისთავობა თავიანთ საგვარეულო
სამემკვიდრეო სახელოდ ექციათ,
რასაც ხშირად აღწევდნენ კიდეც.
XII ს. დასაწყისისათვის
საქართველოში
მნიშვნელოვანი
წარმატებები იქნა
მოპოვებული
ცენტრალიზებული
სახელმწიფოს
განმტკიცებისა და უცხო
დამპყრობლების
წინააღმდეგ ბრძოლის
საქმეში დავით
აღმაშენებელმა (1089 -
1125 წწ.),
რომელიც ეყრდნობოდა ქვეყნის ერთიანობით
დაინტერესებულ სოციალურ ფენებს - წვრილ და საშუალო
აზნაურებს, ქალაქების ვაჭრულ-ხელოსნურ ელემენტებს
და თავისუფალ მდაბიურ მოლაშქრეებს, გაატარა მთელი
რიგი
მნიშვნელოვანი რეფორმები ეკონომიკის, სახელმწიფო
წყობილების, სამხედრო საქმის, ეკლესიის, სასამართლო
დაწესებულებასა და სხვადასხვა სფეროში. ეს
ღონისძიებანი მიზნად ისახავდა სამ ძირითად ამოცანას:
სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებას,
მმართველობის ცენტრალიზაციას და ქვეყნის საგარეო
უშიშროების უზრუნველყოფას. დავითი მკაცრად
გაუსწორდა სეპარატისტულად განწყობილ მსხვილ
ფეოდალებს - ის არ ერიდებოდა მათი სამფლობელოების
სრულ კონფისკაციასა და ზოგიერთი მეტად ჭირვეული
მოწინააღმდეგის სამშობლოდან გაძევებასაც კი.
დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით გიორგი III-
ის მეფობაში (1156 - 1184 წწ.) ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის
საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებები
მოიპოვა. ბოლო ამ წარმატებების შედეგად ფეოდალიზმის
განვითარების უმაღლეს საფეხურს ქართულმა საზოგადოებამ XII - XIII სს.
მიჯნაზე, თამარის მეფობაში (1184 – 1213 წწ.), მიაღწია. საქართველო იქცა
კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის
საქართველოის გაერთიანებასთან ერთად იქმნებოდა
ქვეყნის მართვისა და სამოხელეო წყობის ერთიანი სისტემა.
ცენტრალისტური ხელისუფლების თანდათანობითი
განვითარება იწვევდა აგრეთვე ამ ხელისუფლებისათვის
შესაფერისი სამოხელეო აპარატისა და საგამგეო უწყებების
შექმნას. საქართველოს ცალკეულ მხარეებში არსებული
ინსტიტუტები თანდათანობით ვითარდებოდნენ ერთ
საერთო, მთლიანი საქართველოსათვის შესაფერის
უწყებებად, ხოლო საქართველოს შემადგენლობაში
არაქართული ტერიტორიების შემოსვლა იწვევდა ახალი
ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას.
ქართული სახელმწიფოებრივი წყობილების სამოხელეო
სისტემის
განვითარება უკავშირდება დავით აღმაშენებლის სახელს.

 დავით აღმაშენებელმა შექმნა რამდენიმე ახალი


სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, მანამდე უკვე
არსებულს ახალი ძალა და შინაარსი მისცა და ამით
საფუძველი ჩაუყარა ცენტრალისტული სახელმწიფო-
სათვის შესაფერისი სამოხელეო აპარატისა და
მართვის სისტემის შექმნას. გიორგი III–ის დროსა და მის
მომდევნო ხანებში თანდათანობითი დამატება-
შესწორებებით ამ სისტემამ დასრულებული სახე მიიღო.
საქართველოს სახელმწიფოს სათავეში მეფე იდგა.
XII ს. დასასრულისათვის დიდგვარიანებმა
მიაღწიეს მეფის ხელისუფლების შედარებით
შეზღუდვასა და დარბაზის ძალაუფლების
გაზრდას. ამიერიდან მეფე ყველა
დიდმნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ დარბაზის
“თანადგომითა და ერთნებობით” წყვეტდა.

დარბაზი საქართველოს სახელმწიფო


წესწყობილებაში
განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
დარბაზი შედგებოდა დარბაზის ერისაგან.
დარბაზის ერი (აქედან სიტყვა “დარბაისელი”)
გულისხმობდა ყველა ვაზირს და მის ხელქვეით
მოხელეს, აგრეთვე საქვეყნოდ გამრიგე დიდ
მოხელეებსა და სასულიერო მესვეურებს. “მეფის
კურთხევის წესი” და “გარიგება ხელმწიფის
კარისა” გვამცნობს დარბაზის ერის “დგომისა და
ჯდომის წესს”..

ამ წყაროთა ჩვენებების გათვალისწინებით ივ.


ჯავახიშვილს აღდგენილი აქვს დარბაზის
შემადგენლობისა და დარბაზობის ცერემონიალის
სურათი.
დარბაზი – სახელმწიფო საბჭო – იკრიბებოდა
მეფის თავმჯდომარეობით. დარბაზის
შემადგენლობის ერთ ნაწილს ჯდომის უფლება
ჰქონდა, მეორე ნაწილს კი არა, იგი ფეხზე უნდა
მდგარიყო. მოხელეთა იმ ნაწილში, რომელსაც
ჯდომის უფლება ჰქონდა, ყველა ერთი უფლებისა
არ იყო. ვაზირები ოქროჭედილ სელებზე ისხდნენ,
მომდევნო რანგის ხელისუფალნ ჩვეულებრივ
დასაჯდომებზე – ამათგან ზოგს “სასთაულიც”
(ბალიში ედო, ზოგს კი არა. ჯდომის წესის ამ
გარეგნულ გამოხატულებაში ჩანდა თვით
მოხელეთა იერარქიული წყობაც.
დარბაზის კომპეტენციაში შედიოდა
კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება,
ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-
მართვა-გამგეობა საქართველოში სავაზიროს
ხელით ხორციელდებოდა.
“სავაზირო” ადგილობრივი წარმოშობის უწყებათა
მეთაურების გაერთიანებას ერქვა და წარმოადგენდა
ვაზირთა საბჭოს. ამ საბჭოში შემავალი თითოეული ვაზირი
ცალკე უწყებას განაგებდა.
სავაზიროს ჩამოყალიბებამდე საქართველოში არსებობდა
ცალკეული საგეგმო უწყებები, რომელთა მეთაურებსაც
უხუცესები ერქვათ. უხუცესის წოდება ემატებოდა ცალკეული
დარგის მოხელეთა უფროსს, მაგალითად, მეაბჯრეთუხუცესი,
მანდატურთუხუცესი, მწიგნობართუხუცესი, მსახურთ-უხუცესი
და სხვ. ეს უხუცესები უფროსობდნენ არა მარტო თავის
ხელქვეით მოხელეებს (მანდატურთუხუცესი – მანდატურებს,
მეღვინეთუხუცესი - მეღვინეებს, მოლარეთუხუცესი –
მოლარეებს და ა.შ.), არამედ მთლიანად ამ უწყებასაც,
რომელსაც ეს მოხელეები ემსახურებოდნენ.
ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო
ამირსპასალარი.

არაბული წარმოშობის ტერმინი ამირსპასალარი


აღნიშნავს ლაშქრის სარდალს, წინამძღოლს.
ამირსპასალარი, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ
ვთქვათ, მეფის სამხედრო მინისტრი იყო. იგი ლაშქრობის
საქმეს განაგებდა.
ქართული საისტორიო წყაროებით ირკვევა, რომ
სამხედრო მოქმედებაში მეფე უშუალო მონაწილეობას
იღებდა, მაგრამ როცა მეფე ომში არ იყო, ჯარის
წინამძღოლობა და სარდლობა ამირსპასალარს ედო
ვალად.
ამირსპასალარისმოვალეობა იყო ლაშქრის გეგმის
შედგენა. “ლაშქრობა და ლაშქრობის
ვეზირობაამირსპასალარის ჴელთ არის. მას წინათ არავინ
იტყვის”, - ნათქვამია “ხელმწიფის კარის გარიგებაში”. იგივე
წყარო უფრო დეტალურ ცნობებს იძლევა ამირსპასალარის
ფუნქციათა შესახებ: “ამირსპასალარი საბატიო ვეზირი
არის და თავადი ლაშქართა და უამისოდ ქვეყანა არ
გაიცემის, არცა ვინ სამამულოდ შეიწყალების”, ე.ი. თუ მეფე
ვინმეს საგამგეოდ ქვეყანას აძლევს, ანდა ვინმეს მამულს
უწყალობებს, ამ გადაწყვეტილების მიღებაში
ამირსპასალარიც უეჭველად მონაწილეობს. ეს გარემოება
ივ. ჯავახიშვილს იმითა აქვს ახსნილი, რომ რაკი
ლაშქრობა-ნადირობის საქმე მამულზე იყო
დამოკიდებული, ქვეყნის გაცემით რომ ეს საქმე არ
შეფერხებულიყო, ამიტომ ამირსპასალარსაც უეჭველად
ეკითხებოდნენ.
ამირსპასალარს ემორჩილებოდა საქართველოს მთელი
ჯარი, რაკი ის “ლაშქრისა თავადი” იყო. ეს ლაშქარი
შემდეგი ნაწილებისაგან შედგებოდა: 1. სამეფო სპა –
საქართველოს ცალკეული კუთხეებიდან გამოყვანილი
მოლაშქრენი; 2. ყივჩაყთა ჯარი; 3. კავკასიის მთიელთა და
სხვა ყმადნაფიც ქვეყანათაგან “სამსახურში” გამოყვანილი
ჯარი; 4. მონასპა. მთელი ამ ჯარის “თავადი”
ამირსპასალარი იყო.
ამირსპასალარი, როგორც ამას მისი სახელწოდება
ამტკიცებს, სპასალართა მეთაური უნდა ყოფილიყო, მაგრამ
“ხელმწიფის კარის გარიგებასა” და “მეფის კურთხევის წესში” სპასალარები არ ჩანან;
სამაგიეროდ იქ იხსენიებიან ამირსპასალარს
დაქვემდებარებული მოხელენი: ამირახორი და
მეაბჯრეთუხუცესი. ამათ გარდა, ამირსპასალარს
ექვემდებარებოდნენ აჩუხჩი (სამეჯინიბოს მოხელე),
ამირჩქარი (შიკრიკთუხუცესი) და
მერემეთუხუცესები( საჯინიბოს უფროსი).
ამირსპასალარისავე სახელოშია ამირახორსა და
მანდატურთუხუცესი . მანდატურთუხუცესი როგორც
ვაზირი გიორგი III–ის დროიდან ჩანს. თვით მანდატური კი
XI ს-დან უკვე სისტემატურად მოიხსენიება. ივ. ჯავახიშვილი
მანდატურთუხუცესს – ობერცერემონიმეისტერს –
სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსს
ამსგავსებს. “ხელმწიფის კარის გარიგებიდან” ნათლად
ჩანს, რომ მანდატურთუხუცესი აწესრიგებს სამეფო
დარბაზობისა და პურობის რიგს. მაგრამ გარდა
ადმინისტრაციული და ცერემონიალური ფუნქციებისა,
მანდატურთუხუცესს სამეურნეო ფუნქციებიც ჰქონია.
მანდატურთუხუცესის საგამგეოშია სამეფო ზვრები,
აგრეთვე იგი აწესრიგებს ამ სამეფო ზვრების
დასამუშავებლად გლეხთა შრომით ბეგარაზე გამოყვანის
საქმეს: იგი აწესებს თუ, სახელდობრ, რომელი ქვეყნის
მკვიდრნი რომელ ზვარში გამოდიან სამუშაოდ.
მანდატურთუხუცესს, როგორც ეს თვით
სახელწოდებიდანაც ჩანს, მანდატურნი
ივ. ჯავახიშვილს სხვადასხვა წყაროს ჩვენებებზე
დაკვირვებით გარკვეული აქვს მანდატურთა
მოვალეობანი. ესაა სავაზირო ოჯახის მცველის
მოვალეობა, საპატიო კაცის გაყოლა მგზავრობაში,
სამუშაოზე ზედამდგომელობა.
მანდატურთუხუცესის ნიშანი იყო ოქროს არგანი (საბჯენი
ჯოხი), რომელსაც “სამანდატურო არგანი” ერქვა (თამარის
ისტორიკოსი). მანდატურთუხუცესი მონაწილეობდა
სამეფო სიგელის გაცემაში და მას ამ საქმეში სიგელის
“ქრთამის” (გასამრჯელო) წილი ერგებოდა,
ამირსპასალარის მსგავსი. “ქრთამი სიგლისა
მანდატურთუხუცესსა და ამირსპასალარსა სწორი
მართებს” . მანდატურთუხუცესის ხელქვეითი მოხელეები
იყვნენ ამირეჯიბი და განმგებელთუხუცესი. მათ, თავის
მხრივ, ექვემდებარებოდნენ ეჯიბები (მეკარე), მესტუმრე,
მერიგე, მეჯამე და სხვა მოხელეები, რომელთაც სამეფო
სამზარეულო
მეჭურჭლეთუხუცესი .
მეჭურჭლეთუხუცესიც, მსგავსად სხვა ვაზირებისა, XII
საუკუნეზე უწინარეს ძეგლებში არ გვხვდება. მაგრამ
“ხელმწიფის კარის გარიგებაში” ნათქვამია, რომ
“მეჭურჭლეთუხუცესი ძველი ვაზირი არისო ”.

მეჭურჭლეთუხუცესი ფინანსთა მინისტრს უდრიდა და იგი


შედიოდა “ორთა ვაზირთა” ჯგუფში. მეჭურჭლეთუხუცესი
საჭურჭლის გამგე იყო. საჭურჭლე კი, როგორც ეს
გამორკვეული აქვს ივ. ჯავახიშვილს, განძეულობის,
სიმდიდრის, სახელმწიფო ხაზინის მნიშვნელობით
იხმარებოდა.

ამასთან, საჭურჭლეში ინახავდნენ ყოველდღიურ


სახარჯავს, ხელუხლებელი ძვირფასეულობა კი
სალაროში თავსდებოდა.
მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ:
 საჭურჭლის ნაცვალი,
 მუშრიბი ქალაქთა ბაჟის და სავაჭრო
გადასახადის ამკრები),
 საჭურჭლის მუქიფი (ძღვენთ გამგე),
მეჭურჭლენი,

მეჭურჭლეთუხუცესის სახელო იყო ძველი


ქალაქები, ქალაქის ამირანი – “მეჭურჭლენი
ქალაქისანი”, ვაჭარნი, სავაჭრო გადასახადები
და ბაჟი.
ათაბაგი.
პირველი ათაბაგი საქართველოში ივანე მხარგრძელი იყო.
როცა ზაქარია ამირსპასალარის სიკვდილის შემდეგ თამარ
მეფემ ამირსპასალარობა მის ძმას ივანეს შესთავაზა, ამ
უკანასკნელმა იცოტავა ეს პატივი და მეფესა სთხოვა:
“ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა
მიბოძო”.

თამარმაც ახალი პატივი ათაბაგობა დააარსა და იგი ივანე


მხარგრძელს უბოძა. ათაბაგობა ქართული ინსტიტუტი არ
არის და ჩვენში ხელოვნური გზით შემოიტანეს.
“ისტორიანთა და აზმანთა” ავტორი ამბობს, რომ
“საქართველოსა არა არს წესად და ჴელად ... ათაბაგობა...
სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და
გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგიო”.
სამცხე-საათაბაგო — ფეოდალური
სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოში XIV საუკუნის I
ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან
წლებამდე.
საქართველოს სინამდვილეში ათაბაგს ასეთი
მნიშვნელობა არ მისცემია. აქ მაინც ვაზირთა
შორის უპირველესობა ისევ მწიგნობართუხუცესს
რჩება და ათაბაგი პატივის მიხედვით ვაზირთა
შორის მხოლოდ მეორეა (ჭყონდიდელის ქვემოთ
ნოხთა ზედა ათაბაგი და ამირსპასალარი
დასხდენ”).

თუ მწიგნობართუხუცესის გავაზირება მეფის


ცენტრალისტური ხელისუფლების
გაძლიერების მაჩვენებელი იყო, ათაბაგის
ვაზირთა რიცხვში შეყვანა უკვე მოწმობს
სამეფო ხელისუფლების შესუსტებას და ამ
ხელისუფლებაშიმხოლოდ
მსახურთუხუცესი .
მსახურთუხუცესი სამეფო სახლსა და სახასო
მეურნეობას ხელმძღვანელობდა. ეს მოხელე
მხოლოდ გიორგი III–ის დროიდან იხსენიება (თუმცა
მისი არსებობა ადრევეა საგულისხმებელი) და
მხოლოდ რუსუდანის მეფობაში იქნა ვაზირის
თანამდებობაზე აყვანილი. მსახურთუხუცესი, მას
შემდეგ, რაც გავაზირდა, მეჭურჭლეთუხუცესთან
ერთად “ორთა ვაზირთა” ჯგუფში შევიდა.
მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა მეფის სალარო
და საწოლი, მოლარეთუხუცესი,
მესაწოლეთუხუცესი, ციცხვთა-უხუცესი,
ფარეშთუხუცესი და მათი ქვეშეთი მოხელეები.
საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფას
ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები
ედო საფუძვლად;
ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები კი თავის დასაბამს
გვაროვნული წყობილების ხანაში პოულობენ, ხოლო მათი
საზღვრები მეტ-ნაკლებად შეესაბამება ქართველური
ტომების ეთნიკურ საზღვრებს. საქართველოს ტერიტორიაზე
კლასობრივი საზოგადოების წარმოშობის პერიოდში ეს
პროვინციები წარმოადგენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ-
ადმინისტრაციული დაყოფის საფუძველს. ისტორიულ-
გეოგრაფიული პროვინცია მსხვილ ადმინისტრაციულ
ერთეულს – საერისთავთსაერისთავოს ქმნიდა,
რომელიც, თავის მხრივ, იყოფოდა უფრო წვრილ
ერთეულებად. ამ დაყოფასაც ისევ გეოგრაფიული
პირობები ედო საფუძვლად.
ეს იყო ხეობა, ერთი მდინარის აუზში მდებარე სოფლები
თავისი სარწყავი და ურწყავი მიწებით. ამ მდინარის
შენაკადები, ხევები ირგვლივ მდებარე სოფლებით და
მიწებით კი იყო ხეობაში შემავალი უფრო მცირე
ადმინისტრაციული ერთეული – ხევი. ამ გეოგრაფიულ
დანაწევრებას შესაფერისი ადმინისტრაციული დაყოფა
შეესაბამებოდა. ხევი შეადგენდა სახევისთავოს, ხეობა –
სახევისუფლოს, ქვეყანა ხეობა-ხევებით – საერისთავოს;
რამდენიმე საერისთავო– საერისთავთსაერისთავოს.
საერის-თავთსაერისთავოს განაგებდა ერისთავთერისთავი
– მეფის მოხელე, სხვა დანარჩენ აზნაურებზე აღზევებული
სოციალურად და მატერიალურადაც. ერისთავთერისთავს
თავის საგამგეოში ეკუთვნოდა “მთავრობა ყოველთა
დიდებულთა და აზნაურთა, რომელნი მკვიდრ არიან” მის
ქვეყანაში. ერისთავთერისთავი იყო არა მარტო ადმინის-
ტრაციული მოხელე. მისხელთ იყო აგრეთვე თავისი საერის-
თავთსაერისთავოსაგან ლაშქრის გამოყვანა. ამდენად
საერისთავთსაერისთავო სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო.
ერისთავთერისთავის ტიტულისა და ჴელის მქონე აზნაური
ცდილობდა ეს თანამდებობა თავისი გვარისათვის
სამამულოდ, სამემკვიდრეოდ დაენარჩუნებინა.
ერისთავთა ეს ზრახვა მეტწილად მიზანს აღწევდა და
ფაქტიურად საერისთავთსაერისთავოს ერთი და იგივე
გვარის წარმომადგენლები განაგებდნენ. მაგალითად,
კახაბერისძენი რაჭისა და თაკვერის – საერისთავოს,
სურამელები – ქართლის საერისთავოს, ჯაყელები –
სამცხისას და ა.შ. საერისთავთსაერისთავო იყოფოდა
ცალკე სამთავროებად. მაგალითად, ქართლის
საერისთავთსაერისთავოში შედიოდა არაგვისა და ქსნის
საერისთავოები. საერისთავოები, როგორც ითქვა, თავის
მხრივ იყოფოდნენ სახევისთავთ-სახევისუფლოებად.
ყველაზე მცირე ერთეული საციხისთავო იყო. საციხისთავო
ცალკეულ ხევში შემავალ მიკრორაიონს წარმოადგენდა,
რომელიც ერთ სამეთვალყურეო ციხეს ერტყა გარს. მისი
ადმინისტრაციული მიკროცენტრი სწორედ ეს ციხე იყო.
პოლიტიკური სიძლიერის კულმინაციის პერიოდში
საქართველოს სახელმწიფოს ჭირდებოდა
განსაკუთრებული ზომების მიღება საქართველოზე
დამოკიდებული ქვეყნების სამართავად. მას შემდეგ, რაც
ერთ სამეფოდ გაერთიანდა საკუთრივ ქართული
ტერიტორია და საქართველოს სახელმწიფოს
ფარგლებში იწყეს შემოსვლა არაქართულმა
ტერიტორიებმა, დადგა საკითხი ამ უკანასკნელთა
მართვის სისტემის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო
არაქართული ტერიტორიების
მიმართ ორგვარ პოლიტიკას ატარებდა: ან
უშუალოდ
იერთებდა მას, ე.ი. “სამეფოდ იჭერდა” და
საკუთრივ სახელმწიფოს საზღვრებში
აქცევდა, ანდა ყმადნაფიცის, მოხარკის
მდგომარეობაში აყენებდა.
პირველ შემთხვევაში შემოერთებული ტერიტორია ქმნიდა
გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის
მეთაურობა მეტწილად ჩაბარდებოდა ადგილობრივი
წრიდან გამოსულ ფეოდალს. ასეთი ადმინისტრაციული
ერთეულები შექმნეს ანისისა და დვინის მხარეებმა.
ზოგჯერ შემოერთებული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს
თვით მეფე იტოვებდა თავის უშუალო გამგებლობაში. ასეთ
შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე აკრეფილი გადასახადები
სამეფო ხაზინაში შედიოდა, მაშინ როცა საერისთავოდ
ორგანიზებული ტერიტორიის მოსახლეობა გადასახადს
უხდიდა სამეფო ხელისუფლებასაც და ერისთავსაც.
ამდენად, მოსახლეობისათვის გაცილებით სასარგებლო
იყო, რომ ტერიტორია “სამეფოდ” ყოფილიყო
“დაჭერილი” და არა საერისთავოდ, “საპატრონოდ”
გაცემული. ამიტომაცაა, რომ როდესაც ქართველთა ჯარმა
ქალაქი კარი აიღო, კარის მცხოვრებლები და ციხოვანნი
“ითხოვდეს მშვიდობასა და ფიცსა, რათა არაი განსცეს
კარი, ვითარ ანისი და დვინი”.
დაპყრობილ ქვეყანათა და საქართველოს სამეფოს შორის
დამოკიდებულების ორი სახე გამოირჩევა – ესაა ყმადნაფიცობა და
მოხარკეობა. ყმადნაფიცი ქვეყანა საქართველოსთან იმდაგვარსავე
დამოკიდებულებაშია, როგორც ყმა პატრონის მიმართ. ყმადნაფიცი
ქვეყნის მმართველი თავის ქვეყანაში ისეთივე მმართველია, როგორც
ყმადნაფიცობამდე იყო, მაგრამ იგი მოვალეა თავის პატრონს (ამ
შემთხვევაში საქართველოს სამეფოს, მეფეს) ემსახუროს “მონობითა
ყმებრივითა”. ყმებრივი სამსახური კი გამოიხატებოდა მეფისადმი
ერთგულებაში, “ნიჭისა და ძღვნის” მიცემასა და საჭიროებისას
სამხედრო ძალის გამოყვანაში. პატრონი კი (საქართველოს მეფე)
მოვალე იყო დაეცვა თავისი ყმა.
საქართველოს სამეფოს გაზრდასთან დაკავშირებით ცენტრალური
ხელისუფლებისათვის ძნელი იყო ცენტრიდან ქვეყნის მართვა, ამიტომ
წესად ჰქონდათ შემოღებული მეფის ერთი ადგილიდან მეორეზე
გადასვლა და მართლმსაჯულების იქვე ჩატარება. ამას ემსახურებოდა
მეფის რეზიდენციებისა და საჯდომი ადგილების სიმრავლე. ისევე
როგორც სამოქალაქო საქმეს, სახელმწიფო საქმესაც მეფე ზოგჯერ
ცენტრიდან მოშორებით რომელიმე ცალკეულ მხარეში წყვეტდა.
ასევე იყო მოწყობილი ხარკის აღების საქმეც.

გადასახადის ასაკრებად არსებობდა ფისკალურ მოხელეთა


მრავალრიცხოვანი შტატი, რომელიც “დარბაზით გამოსულ”
მოხელეთა რიცხვში შედიოდა და, საბოლოო ანგარიშში, ცალკეული
უწყებების ვაზირებს ემორჩილებოდა. თითოეულ სოფელს,
საციხისთავოს, სახევისთავოს თავ-თავისი მოხელეები ჰყავდა
მიმაგრებული. ეს მოხელეები იმავე იერარქიით ექვემდებარებოდნენ
ერთმანეთს, როგორი წესიც არსებობდა ადმინისტრაციული
ერთეულების ურთიერთდაქვემდებარებაში. ფისკალურ მოხელეთა
ზოგადი სახელები იყო “მაწყინარი”, “მესაჴმარე” და “მენუკვარი”.
სამივე ეს ტერმინი მომდინარეობს თვით გადასახადის ზოგადი
სახელისაგან. მაწყინარი – წყენისაგან (წყაროები გლეხზე გადასახადის
დადებას “წყენას” უწოდებდნენ: “თუმცა ვის უკადრებია წყენა”).
მესაჴმარე მომდინარეობს სიტყვა “საჴმარისაგან”, რაც ნიშნავს ზოგად
სახელს სოფლის მეურნეობისსხვადასხვა პროდუქტზე დადებული
გადასახადისას, რისი მოხმარებაც შეიძლება, ხოლო ტერმინი
“მენუკვარი” – “ნუკვასაგან”, რაც თხოვას ნიშნავს, გლეხის გადასახადიც
თხოვას გულისხმობს.
შემდეგი დროის საბუთებში იხსენიება ახალი მოხელე “პურისა და
საკლავის მკრებელი”. ამ მოხელის გვერდით, როგორც გადასახადის
ამკრები, იხსენიება “მეულუფე”. რაკი პური და საკლავი, როგორც
საგადასახადო ობიექტები, ცალკეა გამოყოფილი, ამიტომ უნდა
ვიფიქროთ, რომ მეულუფე ღვინის გადასახადის ამკრებს გულისხმობს.
ალექსანდრე I–ის (1412 - 1443წწ.) საბუთების დამამტკიცებელ ნაწილებში
მოხსენიებულია შემდეგი მოხელეები: “მოსაქმეთა, მეჯინიბეთა,
მერემაეთა, მეულუფეთა, პურისა და საკლავის მკრებელთა, ტყუისა
მპარავთა, მეულაყეთა, მემეძებრეთა, მესაბანჯრეთა და ყოველივე
კარით ჩუენით წარვლენილთა მსახურთა”. აქ ჩამოთვლილ
მოხელეთაგან მერემე, მეულაყე, მემეძებრე და მეჯინიბე ფისკალურ
მოხელეთა რიცხვს არ ეკუთვნიან. მათი მოვალეობაა სოფელს
ულაყის, მეძებრის, რემის შენახვა-გამოყვანის საქმე გაურიგონ.
დანარჩენი მოხელეები კი აშკარად გადასახადის სხვადასხვა სახეობის
შემწერ-შემკრებლები ჩანან.
ძირითადი სახელმწიფო გადასახადი ხარაჯა ჩანს. ამ გადასახადის
ამკრებს კი მოხარაჯე ეწოდება. ხარაჯის ამკრები მოხელე-მოხარაჯე
იხსენიება XIII საუკუნის რამდენიმე საბუთში. ხარაჯა, როგორც ძირითადი
გამოსაღები, ნახსენებია “ისტორიანსა და აზმანში”: თამარ მეფემ
“თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან” აქ ხარაჯა
ნატურალურ გადასახადს, ე.ი. მიწაზე დადებულ გადასახადს
გამოხატავს.
ამრიგად, მე-11 - მე-13 საქართველოში
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
მწყობრი სისტემა იყო აწყობილი, რომელიც
განაპირობებდა ქვეყნის ერთიანობას და
სიმტკიცეს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე
უზრუნველყოფთა ერთიანი სამართლის
გატარებას.
სამწუხაროდ სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა
საქართველოს განსაცდელის დასაწყისი, რაც
ძირითადად მონღოლთა შემოსევითა და
ბატონობით იყო განპირობებული. შესაბამისად,
ქვეყნის მმართვა-გამგებლობაშიც ბევრი რამ
შეიცვალა და მოიშალა.

You might also like