You are on page 1of 8

ბიზნეს-გეგმა

საცხობი
საცხობი იქმნება პურ-ფუნთუშეული ნაწარმის ცივილიზებული ვაჭრობის ორგანიზების და განვითარებისთვის.
დღეისათვის ქალაქში არსებული საფუნთუშეები არ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. საფუნთუშე
არა მხოლოდ 2-3 სახეობის პურია, არამედ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაა, მისი ორიგინალობა და
ყოველთვის ახალი პროდუქტი. ბევრ მსურველს სურს საფუნთუშეში იყოს მინი-კაფე, სადაც მყიდველი
შეძლებს ცხელი, არომატული ფინჯანი ყავის, ფინჯანი რძის ან წვენის მირთმევას ფუნთუშებთან ერთად.
ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის გაფართოვებას მომავალში, თანდათან ფილიალების გახსნას. ხალხს
მოეწონება ჩვენს მიერ შეთავაზებული ნაწარმი.
ვის არ მოწონს დიდი ზომის ნამცხვარი, ფაფუკი და ქიშმიშით. ჩვენს მიერ შეთავაზებული კალორიული
ნამცხვარი ქიშმიშით-უმაღლესი ხარისხის ნამცხვარია, ძალიან პოპულარული ჩვენი ოფისის თანამშრომლებს,
სტუდენტებს და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საკვებს იძენენ გზაში საჭმელად. ჩვენ პური შეიცავს
არანაკლებ 50%-ის ქიშმიშს პურის ფქვილთან მიმართებაში და გამოირჩევა რიგი უპირატესობით. შეიძლება
მისი დაბრაწვა(ტოსტის გაკეთება) სახლში, კარაქის წასმა, რითაც ის სასარგებლო ბუტერბროდად
გადაიქცევა.
რულეტი ქიშმიშით, ტკბილი, გემრიელი პროდუქტია, რომელიც მოიცავს ქიშმიშს, განაწილებულს მთელ
მასაში.
განა ასეთი პროდუქტი არ დააინტერესებს მყიდველებს, დიასახლისებს, სტუდენტებს?
პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიაწოდოს ქალაქის მოსახლეობას ხარისხიანი და გემრიელი
პროდუქტი.
ყოველთვიურად ჩვენი ამონაგები იქნება
წლიური მოგება(კრედიტის)
პროექტის განსახორციელებლად არსებული შესაძლებლობები
პროექტის განსახორციელებლად ჩვენ იჯარით ავიღებთ შენობას. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მომუშავეები
და ხელმძღვანელი პირები.

საქმიანობის სახეობა
ჩვენ გამოვაცხობთ ბატონებს, ფუნთუშებს, რულეტებს სხვადასხვა შიგთავსით, მაღალი ხარისხის
ფქვილისგან. ჩვენი ნაწარმის 70% გავყიდით ცალობით ჩვენი მაღაზიის, კაფეს მეშვეობით. ფუნთუშები
ყოველთვის იქნება ახალი, ცხელი, რადგან ისინი გასაყიდად მიეწოდება გამოცხობისთანავე. ჩვენი ნაწარმის
30% ჩვენ მივაწვდით ორგანიზაციებს, წინასწარ ვდებთ რა კონტრაქტებს მათთან. ეს არის კინოთეატრები,
სკოლები, ბაღები, ინსტიტუტები.
ჩვენი საცხობი ახალდაფუძნებულია. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს. ჩვენ შევიძინეთ ახალი
დანადგარები, ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები.
თითოეულმა დამფუძნებელმა შემოიტანა 20 ათას. ლარი. ესენი არიან საცხობის დირექტორი, კომერციული
დირექტორი და ბუღალტერი. ისინი პასუხს აგებენ დადებულ ხელშეკრულებებზე და გაკოტრების
შემთხვევაში მათ მიერ შემოტანილ წილზე. თითოეული მათგანი კვალიფიციური სპეციალისტია თავის
სფეროში, აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ არ აქვთ საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება. რაც შეეხება
ბუღალტერს, მან თავისი სპეციალობით იმუშავა ორი წელი. მომუშავეები გვყავს ახალგაზრდა(მცხობელები),
რომლებმაც დაამთავრეს ტექნიკუმი, მათ შორის საკვები ტექნიკუმი. ისინი არიან ენერგიულები, მზად არიან
იმუშაონ ხარისხიანად საცხობის ასაყვავებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საცხობი კარგ ავტორიტეტს
მოიპოვებს.
პროდუქტის აღწერა
ჩვენ საცხობში ცხვება პური, ფუნთუშები და გარკვეული ნაწარმი ფენოვანი ცომისგან. პურ-ფუნთუშეულობა
ცხვება სხვადასხვა რეცეპტით, განსხვავებული გემოთი და წონით. პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის
ფქვილით. ყოველდღიურად ჩვენს ასორტიმენტშიი 18 დასახელების ნაწარმი იქნება. ასორტიმენტის დიდი ნაწილი
ფუნთუშებზე მოდის. ასორტიმენტი შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს ან შეიცვალოს, ყველაფერი
დამოკიდებულია შიგთავსზე. შიგთავსი კი საკმაოდ მრავალფეროვანია: ქიშმიში და ხაჭო, კურაგა, ვაშლი და
შაქარი, ლიმონი, ხორცის და ქათმის ფარში, ბრინჯი და მოხარშული კვერცხი, ჯემი. გაყიდვისაა ფუნთუშებს
ვდებთ სპეციალურ პაკეტებში.
ჩვენი პროდუქტი პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ადამიანების კვებაზე. ამიტომ
ჩვენს საცხობში თქვენ ყოველთვის შეიძენთ უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულს, ახალს, თბილს, გემრიელს
და უჩვეულო არომატით.
ჩვენ მომხმარებელს ვემსახურებით სწრაფად და ხარისხიანად.
ჩვენი პროდუქცია შემდეგი უპირატესობით გამოირჩევა:
ორიგინალური გემო;
მაღალი ხარისხი;
ახალი პროდუქტი;
გარეგნული მხარე.
ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლოა სიახლე არა, მაგრამ ჩვენი ნაწარმი კიდევ დიდი ხანი იქნება იშვიათობა ბაზარზე,
რადგან დღევანდელ დღეს ქალაქში არ არის ისეთი საცხობი, სადაც მსგავს რეცეპტებს იყენებენ.
ჩვენი პროდუქტი არ არის დაცული საავტორო უფლებით, რეცენტებს ჩვენ ვიწერდით ინტერნეტიდან,
ჟრნალებიდან, მაგრამ შეგვქონდა ჩვენი ცვლილებები.
დარგის აღწერა
განვითარების ტემპები და ზრდის ძირითადი ფაქტორები
დღევანდელ დღეს პურის საცხობი მრეწველობა განიცდის მწვავე
კრიზისს. მართალია არსებობს მაღალკონცენტრირებული პურის
საცხობი მრეწველობა, მაგრამ არის ახალი პურის, ფართო
ასორტიმენტის და ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი. ქალაქის
ცენტრში გაზრდილია მოთხოვნა მაღალი ხარისხის პურზე, რაც
აიხსნება ჩამოსული მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ასევე
მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდით.
ბაზარი
საცხობის ზრდასთან ერთად ჩვენ თანდათანობით შევცვლით თანაფარდობას
საცალო და ბითუმად გაყიდვებს შორის.
ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლებია:
იმ რაიონის მოსახლეობა, სადაც განლაგებულია საცხობი;
უახლოესი ორგანიზაციები(ინსტიტუტები, კინოთეატრები, ქარხნები, სკოლები,
საბავშვო ბაღები).
ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც სურს ჩვენი პროდუქციის შეძენა.
კერძო პირების ბაზრის სეგმენტაცია:
14-დან 65 წლამდე ასაკი;
სოციალური კუთვნილება-მუშები, დასაქმებულები, პენსიონერები, სტუდენტები,
სკოლის მოსწავლეები;
შემოსავლის დონე-საშუალო
ორგანიზაციების ჩამონათვალი:
კონკურენტები

ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობის მომსახურებას 1,5-2 კმ. რადიუსში.


თავაზიანი, სწრაფი მომსახურება, ფართო ასორტიმენტი მაღალკვალიფიციური
პროდუქციის, ასევე კაფე-უზრუნველყოფს მომხმარებელთა სიმპათიის
მოპოვებას.
მარკეტინგი
წარმოებული პროდუქციის გავრცელებას ვაპირებთ საკუთარ მაღაზიაში.
პროდუქციის ნაწილს დროთა განმავლობაში შევიტანთ სხვა მაღაზიებში.
საწყის ეტაპზე საცალო და საბითუმო ვაჭრობას შორის თანაფარდობა იქნება
70:30. ასევე ვაპირებთ ჩვენი ნაწარმის გაყიდვას ხალხმრავალ ადგილებში:
მეტროსადგურებთან, ბაზრობებზე მთელი დღის განმავლობაში.
ჩვენი ნაწარმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. რადგან ჩვენი საცხობი
ახალია, დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოსაზიდად, საწყის ეტაპზე
საკმარისია ლამაზად დაბეჭდილი ფურცლების გავრცელება მოსახლეობას
შორის. ასევე წარმატებას მოგვიტანს

You might also like