You are on page 1of 11

შესავალი+ბაზარი (თამთა)

მაკდონალდსი მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა სწრაფი კვების


ინდუსტრიაში. მაკდონალდსის ისტორია იწყება 1940 წელს, როდესაც ძმებმა რიჩარდ და
მორის მაკდონალდებმა კალიფორნიაში, სან ბერნარდინოში, მძღოლების მომსახურებაზე
გათვლილი ბაბრბექიუ რესტორანი გახსნეს. შემდეგ კი კომპანიამ სრულიად შეიცვალა სახე
და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მე მიმოვიხილავ იმდროინდელ ეკონომიკურ გარემოს
და მაკდონალდსის კონკურენტებს ბაზარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ დიდი დეპრესიიდან ახალი


გამოსულია. სწორედ ამ არასტაბილურ და რთულ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როდესაც
ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა ძმები მაკდონალდების ხელმძღვანელობით. თუმცა
ისინი არ იყვნენ პირველი ამ ინდუსტრიაში. 1921 წელს დაარსებული კომპანია „თეთრი
სასახლე“ იყო პირველი კომპანია სწრაფი კვების ინდუსტრიაში და მაკდონალდსის ერთ
-ერთი კონკურენტი. თუმცა მან ვერ მოახერხა მაკდონალდსისთვის კონკურენციის გაწევა.
ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ „თეთრი სასახლე“ არ ყიდის ფრენჩაიზს და,
შესაბამისად, არ არის მსოფლიოში ისეთი ცნობილი, როგორც მაკდონალდსი.

მეორე კომპანია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობდა, არის „ინ-ენ-აუთ ბურგერი“, რომელიც


1948 წელს გაიხსნა. მას ჰქონდა როგორც ღია კაფე, ასევე დრაივ ინ მომსახურება და ისეთი
პროდუქტები, როგორებიცაა ჰამბურგერი, ფრი, გამაგრილებელი სასმელები, შეიკები.
საინტერესოა, რომ იმავე წელს გაიხსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანიც, სულ რაღაც 45
წუთის სავალზე. ეს ორი კომპანია მასშტაბებით დღეს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
თუმცა ეს კომპანია არასდროს ცდილობდა, მაკდონალდსს დამსგავსებოდა, რადგან,
მიუხედავად მცირე მასშტაბისა, მომხმარებლებს ის მოსწონთ. ერთ - ერთი განსხვავება ისაა,
რომ თუ მაკდონალდსს სტანდარტული ჰამბურგერი აქვს, ინ ენ აუთ ბურგერი მომხმარებლის
გემოვნების მიხედვით ამზადებს ბურგერს.

მომხმარებლისთვის ლოდინის დროის შესამცირებლად, მაკდონალდსი პირველი იყო კვების


ინდუსტრიაში, რომელიც მუშაობდა assembly line სისტემით, რაც ნიშნავს, რომ ყოველი
თანამშრომელი ასრულებს ერთსა და იმავე განმეორებად დავალებებს. მაგალითად,
ჰამბურგერის აწყობისას ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა და ეს პროცესი სისტემასავით იყო
აწყობილი, რაც ამცირებდა ლოდინის დროს მომხმარებლისთვის. სამუშაოს ეფექტურად
შესრულებისთვის მაკდონალდებმა სამზარეულოებიც ისე მოაწყვეს, რომ თანამშრომლებს
ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ.

სწორედ ამ პერიოდში ძმების ცხოვრებაში გამოჩნდა რეი კროკი. ის გამოირჩევა


მრავალმხრივი საქმიანობით. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს წითელი ჯვრის
სასწრაფოს მძღოლად მუშაობის შემდეგ იგი ძირითადად დაკავებული იყო გაყიდვებით,იგი
მუშაობდა ქაღალდის ჭიქების გამყიდვლად და ასევე იყო პიანისტი და დიჯეიც. ძმებმა
მაკდონალდებმა მისგან იყიდეს 8 მიქსერი შეიკისთვის. რეი კროკი დაინტერესდა თუ როგორ
ყიდდა პატარა რესტორანი ამდენ შეიკს და ეწვია მათ. ის გაოცებული დარჩა მაკდონალდსის
მუშაობის პროცესით და მოიხიბლა მათი სერვისითაც, დაბალი ფასებით და
ოპერატიულობით. ის მოიხიბლა იმითაც, რომ ჰქონდათ მცირე მენიუ, მაგრამ ეს საშუალებას
აძლევდა, რომ ხარისხზე ყოფილიყვნენ მეტად ორიენტირებული. მან დაინახა პოტენციალი
და განვითარებისთვის საჭირო გზა. მან დათვალა ფინანსური მონაცემები და პოტენციური
მოგება 100 ობიექტის გახსნის შემთხვევაში და ეს მონაცემები გააცნო მაკდონალდებს და
შესთავაზა გაფართოების გეგმა. მან ამაზე უარი მიიღო , რადგან ძმებს აკმაყოფილებდათ
თავიანთი მდგომარეობა და არ ჰქონდათ დიდი ამბიციები.ამიტომ კროკმა შესთავაზა რომ
მათ მაგივრად ის მიხედვადა მკს გაფართოების გეგმას რაზეც ძმები დათანხმდნენ და კროკს
მიყიდეს ექსკლუზიური უფლება გაეყიდა მკს მეთოდი მსოფლიოს გარშემო ანუ გაეხსნა
ფრენჩაიზები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ .რეი კროკი დიდი შემართებით შეუდგა
დასახული გეგმის შესრულებას ის ნათლად ხედავდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის
რომ მკ მსოფლიო ბაზარზე გაეყვანა. პირველი ობიექტი გახსნა 1955 წელს ჩიკაგოში.

თუმცა მოგვიანებით კროკმა გაიაზრა რომ გარიგებას რომელიც სიჩქარეში დადო , არანაირი
მოგება არ მოჰქონდა მისთვის . სწორედ ამ დროს რეი კროკი შეხვდა Harry Sonnenborne ს
ბევრი მას ფინანსურ გენიოსსაც კი უწოდებდა რომელმაც კროკს აუხსნა ის თუ როგორ უნდა
მიეღო ფული არა ჰამბურგერების გაყიდვით არამედ უძრავი ქონების. ჰარის გეგმის
გათვალისწინებით კროკმა დაარსა კომპანია რომელიც ყიდდა ქეშად ან იჯარით უძრავ
ქონებას მიწას რომელზეც იქნებოდა მკს ყველა დაწესებულება, მაგრამ რჩებოდა ერთი
მთავარი პრობლემა ეს იყო მუდმივი დაპირისპირება ძმებთან რომლებიც არაფრით არ
სთანხმდებოდნენ არჩეული ფორმულის ცვლილებაზე . რის გამოც გადაწყვიტა რომ
კომპანიის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აეღო .

მენეჯმენტი(ლიკა)

მაკდონალდსი დღესდღეობით ფლობს 32ათას ობიექტს 199ქვეყანაში და


ყოველდღიურად ემსახურება 69 მილიონ მომხმარებელს.საინტერესოა რა ტიპის
სტრუქტურა აძლევთ საშუალებას ასე მოქნილად პოზიციონირდნენ როგორც
ლოკალურად ასევე გლობალურად.

იქიდან გამომდინარე რომ მკ არის ინტერნაციონალური კომპანია,მისი სტრუქტურა


დაყოფილია გეოგრაფიულ რეგიონებად.რეგიონები ქვეყნებად ,ხოლო ქვეყნები
დეპარტამენტებად.რეგიონალური ოპერაციები შედგება 4 ძირითადი
ნაწილისგან.ესენია:ფინანსები,მარკეტინგი,ოპერაციები და ადამიანური რესურსების
მართვა.როგორც ვთქვი თითოეულშო გამოიყოფა ბევრი ქვედეპარტამენტი.

მკს კორპორაციისთვის დამახასიათებელია დივიზიონალური ორგანიზაციული


სტრუქტურა,რაც ნიშნავს,რომ ორგანიზაცია დაყოფილია სხვდასხვა კომპონენტებად და
თითოეულს აქვს განსაზღვრული პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის სპეციფიკიდან
გამომდინარე.ასეთი სტრუქტურის მიზანია შეინარჩუნოს მოქმილობა,როცა საქმე ეხება
სხვდასხვა ბაზრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მკს დივიზიონალურ სტრუქტურას ზემოდან რომ ჩამოვყვეთ ის როგორც ვთქვი
დაყოფილია რეგიონებად.გამოიყოფა 4 ძირითადი
სეგმენტი:ამერიკა,ევროპა/აზია/წყნარი ოკეანეში,middle east და სხვა ქვეყნები.აქედან
ყველაზე დიდი სეგმენტი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მასზე მოდის კომპანიის
საოპერაციო შემოსავლის 40%.

მკს სტრუქტურის მკაფიო დამახასიათებელია performace based განყოფილებები.ეს


შეიძლება იყოს ადამიანური რესურსების მართვა,მიწოდების ქსელის მართვა და
ა.შ.თითოეულს ჰყავს თავისი მენეჯერი და ეს ჯგუფები იცვლება იმისდამიხედვით თურა
გეგმის შესრულება უნდა კომპანიას.

ძალიან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ თუ როგორ იმართება


მაკდონალდსი.რეალურად ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის გადაწყვეტილების
მიღებაზეა საუბარი.როცა გადაწყვეტილება ეხება მთლიანად კომპანიას მის ბედს
როგორიცაა სტრატეგიის ცვილება,მისიის ცვლილება,სტრუქტურული
ცვლილებები,რეორგანიზაცია ა.შ,ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება გლობალური
იერარქიის პრინციპით ანუ გადაწყვეტილების მიმღებია აღმასრულებები დირექტორი
საბჭოსთან ერთად და შემდგომ დირექტივები გაიცემა მენეჯერებზე ,პერსონალზე და
ა.შ,როცა საქმე ეხება იმას თუ მაგალითად რა ტიპის ბურგერი უნდა დაამატონ ქართულ
მკში,ასეთი საკითხები წყდება ლოკალურად,რადგან ქართულ მხარეზე უკეთ არავინ იცის
ქართული ბაზრის პრეფერენციები.საინტერესოა რომ 1992 წალმდე კომპანიას არ ჰქონდა
ასეთი მიდგომა და ის ყველა ბაზარზს უყურებდა ერთნაირად.მაგალითად :ამერიკულ მკში
ზუსტად იგივე პროდუქტებს შეხვდებოდით რასაც ჩინეთში,რის გამოც ამ პერიოდში
კომპანია ფასთ ფუდის ინდუსტრიაში ბოლო ადგილს იკავებდა .ამის გამო მკმ განიცადა
რეორგანიზაცია და სწორედ ამის მერე შეიმუშავეს თითოეული ბაზრისადმი
ინდივიდუალურად მიდგომის სტრატეგია.

კომპანია მოქმედებს plan to win სტრატეგიით,რომლის ცენტრშია


მომხმარებელი.კომპანიის მისიაა მოხმარებელს შეუქმნას სასიამოვნო იქსფერიენსი და
შესთავაზოს გემრიელი საკვებისა და კარგი გარემოს მიქსი.მკ ასევე დიდ ყურადღებას
აქცევს მიმწოდებლებს და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობა აქვს.მათი
მიმწოდებლების 98% არის ლოკალური,რაც ამცირებს დამოკიდებულებას
მიმწოდებლებზე.

მკში ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ თანამშრომლებს,ცდილობენ შეუქმნან ჯანსაღი


სამუშაო გარემო და წაახალისონ როგორც ფულადი ისე არაფულადი ფორმით ,რაც რა
თქმა უნდა დადებითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე.

მარკეტინგი(მაკო)

მარკეტინგული სტრატეგიის სწორი შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ასპექტია


კომპანიის წარმატებისთვის და მე შევეცდები განვიხილო მაკდონალდსის მარკეტინგი
მარკეტინგული მიქსის მეშვეობით. მარკეტინგის მიქსი როგორც ვიცით არს ის ფაქტორები
და ქმედებები რომლებსაც კომპანია იყენებს მომხმარებლებზე ზეგავლენის მოსახდენად და
უხეშად რომ ვთქვათ აიძულებს პროდუქციის ყიდვას. ტიპური მარკეტინგის მიქსი ეს არის 4P
: პროდუქტი, ფასი, ადგილი და რეკლამირება.

დავიწყოთ კომპანიის პროდუქციით იგივე მენიუთი.

მარკეტინგის მიქსიდან პროდუქტი არის ფუნდამენტური განმსაზღვრელი მკ-ს ბრენდის.


მაკდონალდსის მთვარი პროდუქტი ასეთუ ისე ბურგერებია, მკ-ს მენიუ მოიცავს
ჩიზბურგერს, ბიგმაკს, ქათმის სენდვიჩებს, ნაგეცებს და ა.შ. რაც მთავარია კომპანია მენიუში
განსაკუთრებული ტიპის სენდვიჩებს ამატებს სეზონურად, შეზღუდული დროით, რაც
შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთ-ერთი მარკეტინგული ხერხია.

ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა ვახსენოთ მაკდონალდსის პროდუქტზე არის ის, რომ
კომპანია მენიუში ამატებს პროდუქტს ადგილობრივი გემოვნებისა და კულტურული
თვითმყოფადობის მიხედვით. ამის მაგალითად აზიური ფრენჩაიზების მენიუ შეგვიძლია
განვიხილოთ. ამ რეგიონში მაკდონალდსის რესტორნებს დამატებული აქვთ სუპებიც კი.
ინდოეთში რელიგიური აკრძალვების გამო, ძროხის ხორცს ცხვრის ხორცი ანაცვლებს.
ინდონეზიასა და სინგაპურში, მენიუს ჩამონათვალში შედის McRise (ბრინჯი). გერმანიასა და
დასავლეთ ევროპაში პროდუქციას ლუდიც კი დაუმატეს. მიუხედავად იმისა, რომ
მაკდონალდსის მენიუ არც თუ ისე ჯანსაღი საკვების ნაკრებით გამოირჩევა, მეტიც, როგორც
ცნობილია მისი პროდუქცია უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე .კომპანია ძალიან ბევრს
მუშაობს რომ ეს მენიუ აბსოლუტურად მოარგოს მომხმარებლების გემოვნებას ლოკალური
თვალსაზრისით.

ჰეფი მილები ბავშვებისთვის

შემდეგი კომპონენტია ფასი:

ბიზნეს მარკეტინგის რამდენიმე განსცვავებული სტრატეგიიდან მაკდონალდსი წარმატებით


იყენებს cost leadership-ის სტრატეგიას მომხმარებლისთვის სწრაფი კვების პროდუქციის
კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასში შეთავაზებით. ამას მკ ახერხებს იმით, რომ
სამსახურში პროფესიონალი მზარეულების ნაცვლად აჰყავს გამოუცდელი თანამშრომლები
და შემდეგ უტარებს ტრენინგებს (ხელფასებს უხდის ალბათ ნაკლებს) და ძალიან ცოტა
გამოცდილი თანამშრომელს ქირაობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს მაკდონალდსი ამ


მხრივ. პირველრიგში უნდა აღვნიშნოთ ფსიქოლოგიური ფასდადება. მკ იყენებს ფასებს,
როგორიცაა მაგალითად 3.99$, რაც ქმნის ილუზიას რომ თითქოს ეს ფასი უფრო
ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ვიდრე ფასი რომელიც დამრგვალებული იქნება
უახლოეს დოლარამდე.

Place

მკ დიდი ყურადღებით არჩევს ლოკაციებს.

მარკეტინგული მიქსის თეორიის მიხედვით place (distribution) განსაზღვრავს სად გაიყიდება


პროდუქტი და როგორ მივა ის მომხმარებლამდე. სწორად განსაზღვრული ლოკაცია უდიდეს
როლს თამაშობს მომხმარებლების მოზიდვაში. მაკდონალდსი რესტორანს ხსნის უმეტესად
ცენტრში, აქვთ ყოველთვის დიდი ფართი და პარკინგი.

მაკდრაივები აქვს მაგისტრალებთან, მოზიდვას, რადგან მაგისტრალებზე უფრო მეტი


მანქანები დადის. ეს ხელს უწყობს პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას, რომლებიც
მაგალითად მგზავრობისგან არიან დაღლილები.

Promotion

მაკდონალდსის სარეკლამო კამპანიების ისტორია მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იწყება.


სწორედ ამ დროს დაიბადა დღეს უკვე ცნობილი კლოუნის, რონალდ მაკდონალდსის შექმნის
იდეა, რომელიც უკვე მაკდონალდსის უცვლელი სახეა. ის ისეთივე ცნობადი და საყვარელი
სახეა ამერიკელი ბავშვებისთვის როგორიც სანტა კლაუსი და მიკი მაუსი. თუმცა
დღესდღეობით მაკდონალდსი გაცილებით უფრო დახვეწილი სარეკლამო კამპანიების
შეთავაზებით იზიდავს მომხმარებელს.

მაკდონალდსი ინარჩუნებს ფართო სარეკლამო კამპანიას. გარდა ჩვეულებრივი მედიისა,


ტელევიზიისა, კომპანიას აქვს  საინტერესო  ბილბორდები. მაკდონალდსი ასევე სპონსორია
ბევრი სპორტული მოვლენის დაწყებული პატარა ლიგის ოლიმპიური თამაშებით. მის
რეკლამებში ხშრად ცნობილ ადამიანებსაც ვნახავთ რაც მაკდონალდს უმატებს
პოპულარობას.
ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორი მკ-ს რეკლემებში არის სლოგანები, როგორებიცაა:
„შეხედეთ ოქროს თაღებს“, გადაიხადე სიყვარულით“, „აი რა მიყვარს“. ამ მარკეტინგულმა
ხრიკმა იმდენად გაამართლა, რომ მას დღემდე აქტიურად იყენებს. რაც მთავარია ეს
სლოგანები მორგებულია საზოგადოების პრობლემებს. მაგალითად, სლოგანი „შენ
იმსახურებ შესვენებას დღეს“ თითქოს მომხმარებელს სთავაზობს გამოსავალს უდროობის
პრობლემის მოსაგვარებლად.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ასევე ისიც, რომ მკ მომხმარებლებზე


ზეგავლენის მოსახდენად იყენებს ნეირომარკეტინგსაც. გარდა იმისა, რომ თავად ლოგოს
ფერები პოტენციურ მომხმარებელზე მისდა უნებურად ახდენენ ზემოქმედებას (წითელი
აღვიძებს მადას, ყვითელი ბედნიერებას). ნეირომარკეტინგული ხრიკები გვხვდება ასევე
თავად რესტორნებშიც-მაგიდები და პოდნოსები წითელია.

რაც მთავარია მაკ დონალდსი მარტივი და საკმაოდ კრეატიული რეკლამების მეშვეობით


მომხმარებელზე ახდენს შთაბეჭდილებას და მისთვის დასამახსოვრებელი ხდება.
მაგალითები:

1 ქალაქ ვანკოვერში მაკდონალდსის ყავის რეკლამა. ლამპიონზე მოთავზებული უზარმაზარი


ყავადანი და უზარმაზარი ჭიქა მხედველობით ილუზიას ქმნის.

3 ბილბორდი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მკდონალდსის ლოგო, მზის მოძრაობასთან


ერათ იჩვლება ბილბორდზე ჩრდილის მდებარეობა. ის გირჩევთ დღის რომელ მონაკვეთსი
რომელი კერძი მიირთვათ.

4 მაკდონალდსის ბილბორდ_თავსატეხი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ააწყოს მასზე ქალის


სახე.

5 მაკდოლანდსის სალათის რეკლამა იმის დემონსტრაციაა, რომ აქ ყოველთვის ახალი


სალათი შეგიძლიათ მიირთვათ.

ფინანსები(სალომე)

ახლა კი ვისაუბროთ უშუალოდ კომპანიის ფინანსებზე. ფინანსური თვალსაზრისით


მაკდონალდსი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსგავსი ტიპის კვების ობიექტებს შორის.
სტატისტიკურად ისინი დღის განმავლობაში დაახლოებით 69 მილიონ მომხმარებელს
ემსახურებიან მსოფლიოს მასშტაბიტ 100-ზე მეტ ქვეყანაში. მათი კვების ობიექტები 37 000-ს
აჭარბებს.კომპანიას ჩვეულებრივი აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აქვს
გატანილი. დღესდღეობით კომპანიის ერთი აქციის ფასი 199.52$-ს შეადგენს აღსანიშნავია,
რომ პადემიის პირობებში, როგორც გრაფიკიდან ჩანს, აქციის ფასი მკვეთრად იყო
შემცირებული, თუმცა მდგომარეობის ეტაპობრივი გამოსწორებისთანავე კომპანიის აქციის
ფასი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ნიშნულს. (სლაიდი)

ხოლო თუ აქციების ფასის ცვლილებას დავაკვირდებით წლებთან მიმართებაში, შევნიშნავთ


რომ ყოველწლიურად იზრდებოდა აქციის ფასი.

ჯამურად კი ამ ფასთ ფუდ ბრენდის ღირებულება კონკურენტებთან შედარებით


საგრძნობლად მაღალია. 2019 წელს ეს ნიშნული 130 მილიარდს აჭარბებს. (სლაიდი)

რაც შეეხება მაკდონალდსის შემოსავლებს. კომპანია შემოსავალს იღებს ძირითადად 3


ნაწილისგან. პირველ რიგში ის იღებს შემოსავალს უშუალოდ თავისი საკვები პროდუქტების
გაყიდვიდან, რომელიც საერთო ჯამში მთლიანი შემოსავლების ნახევარს შეადგენს. კომპანია
აწარმოებს და ყიდის ასევე სათამაშოებს, რაც მთლიანი შემოსავლების მეხუთედს იძლევა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მაკდონალდსი ფრენჩაიზერებზე აქირავებს საკუთრების
უფლებას და მისი კორპორაციების 80% სწორედ ფრენჩაიზერებს ეკუთვნის. კომპანია
შემოსავლების მესამედს სწორედ ამ სავაჭრო გარიგებიდან იღებს. მაკდონალდსი
ყიდულობს მიწას და შენობას, ფრენჩაიზი კი ქირის თანხას ჩვეულებრივ იხდის.
ყველაფერ დანარჩენს, იქნება ეს დეკორი, ემბლემა, ინტერიერი და აღჭურვილობა,
ამარაგებს თვითონ ფრენჩაიზერი.ამისთვის კომპანიამ ითხოვს, ჩადო ინვესტიცია
მილიონიდან- 2.2 მილიონამდე, რაც დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე ,
ზომაზე და ა.შ. აქედან ნახევარი მილიონი უნდა იყოს აუცილებლად ლიკვიდური აქტივი
და არა სესხი ან რაიმე სახის ვალდებულება, საჭიროა ერთჯერადად 45 000 დოლარის
გადახდაც. ამასთან ფრენჩაიზერი ყოველთვიურად კომპანიას გაყიდვების 4% უხდის და
ასევე რენტა, რომელიც დაახლოებით 11%-ია და გარკვეულწილად დამოკიდებულია
სეილების რიცხვზეც. მაკდონალდსი ძალიან სტაბილური კომპანიაა და მისი შემოსავალი
წლიდან წლამდე მზარდია (თუ გამოვრიცხავთ პანდემიას და მანამდე არსებულ ვითარებაზე
ვისაუბრებთ) (სლაიდი)

თუმცა როგორც გრაფიკიდან ჩანს(სლაიდი) მაკდონალდსის გაყიდვები ბოლო რამდენიმე


წლის განმავლობაში მცირდება და ამას დაემატა პანდემიის გარემოებაც, თუმცა როგორც
ვნახეთ ეტაპობრივად ისევე როგორც აქციის ფასი, გაყიდვებიც დაუბრუნდება თავის
ნიშნულს. ახლა რაც შეეხება დანახარჯებს. მაკდონალდსის ხარჯებს ძირითადად ის
მატერიალური ნედლეული წარმოადგენს, რაც საჭიროა პროდუქტის დასამზადებლად.
კომპანიას ასევე აქვს სარეკლამო დანახარჯებიც. ამ ორ კატეგორიასთან ერთად
მაკდონალდსის დანახარჯების ნაწილია საკუთრივ სტაფის ანაზღაურებები. კომპანია
მაქსიმალურად ცდილობს ხარჯების მინიმიზაციას, რასაც ის პარტნიორ კომპანიებთან
წარმატებული ურთიერთობით ახერხებს. ამაში იგულისხმება ის ფაქტი რომ
ინგრედიენტების მომწოდებელ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
ძალიან დაბალ ფასში შეისყიდიან ამ ინგრედიენტებს, სასმელებში ძალიან ბევრ ყინულს
ამატებენ ინგრედიენტების ეკონომიის მიზნით. ასევე დაბალი ხელფასები( მათ საერთოდ არ
სჭირდებათ განათლებული ან გამოცდილი ხალხი. მაკდონალდსში მუშაუბა იმდენად
ხელმისაწვდომია, რომ ამერიკის მოსახლეობის 1/8-ს მაკდონალდში უმუშავია. მათი
ხელფასის მედიანა კი 8.9$ ია საათში) (სლაიდი)

კონკურენტები(გიორგი)

კონკურენტებზე საუბრისას გავამახვილებ ორ ფაქტორზე ყურადღებას. ესენია მაკდონლდის


კონკურენტები მსოფლიოში და კერძოდ ამერიკაში. ძირითადად ამ ორ ასპექტში
კონკურენტები ემთხვევიან ერთმანეთს, თუმცა არის ერთი სწრაფი კვების ობიექტი,
რომელიც ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავეა, მაგრამ არა მსოფლიოში. ამაზე ოდნავ
მოგვიანებით.

ერთ-ერთი პირველი კონკურენტი არის სტარბაქსი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტები ამ


ორი კომპანიისა ძირითადად საკმაოდ განსხვავებულია, სტაქრბაქსი ისევე, როგორც
მაკდონალდსი არის სწრაფი მომსახურების ობიექტი. დღესდღეობით სტარბაქსის 30000-მდე
ფილიალი ოპერირებს ბაზარზე, ხოლო მაკდონალდსის იგივე მონაცემი დაახლოებით 7000-
ით აღემატება. ორივე მათგანს საკმაოდ კარგად აქვს ათვისებული მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხე. 2018 წლის მონაცემებით შემოსავლები დაახლოებით 3 მილიარდით მეტი ჰქონდა
სტარბაქს, თუმცა წმინდა მოგება 2 მილიარდით მეტი დარჩა მაკდონალდს. ეს უპირატესობა
მარტივი აღსაწერია თუ მათ სტრატეგიებს გავითვალისწინებთ. სტარბაქსს საშუალოდ უფრო
ნაკლები ადამიანი სტუმრობს, ვიდრე მაკდონალდს, თუმცა აქვს უფრო მეტი შემოსავლები.
ეს კი ხდება იმის გამო რომ საშუალოდ 1 მომხმარებელი უფრო მეტ ფულს ტოვებს
სტარბაქსში. მაკდონლდსი გათვლილია სწრაფ მომსახურებაზე და ბევრი კლიენტის
მიღებაზე, შესაბამისად სხვადასხვა სახის ბევრ პროდუქტს იმიტომ სთავაზობენ რომ მეტი
ადამიანი შევიდეს, სისწრაფე მათი უპირატესობაა. სტარბაქსი უფრო ორიენტირებულია
მხარჯველ მომხმარებელზე და შესაბამისად დღის განმავლობაში უფრო ნაკლები ადამიანი
სტუმრობს, თუმცა იმდენად ბევრ ერთმანეთთან კომბინირებულ პროდუქტს სთავაზობს რომ
1 შესვლითაც ადამიანი დიდ თანხას ტოვებს. პროდუქტებით ეს კომპანიები იკვეთებიან,
მაგალითად იმავე ყავით, რომელიც მაკდონალდში ბევრად იაფი ღირს და უფრო სწრაფად
გიმზადდებენ. თუმცა მათი ნიშა ბაზარზე მაინც საკმაოდ განსხვავებული ჩანს, სწორედ
ამიტომ ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ ორზე და უფრო ისეთ კომპანიებზე გადავალ, რომლებიც
მაკდონლდს ამ ნიშითაც გვანან.

ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მაკდონალდისა არის იამ ბრენდსი. უფრო გასაგები იქნება
თუ ვისზეა საუბარი თუ ვიტყვი, რომელი სწრაფი კვების ობიექტები ერთიანდება ამბრენდის
ქვეშ: KFC, Taco Bell და Pizza Hut. იამ ბრენდსი მსოფლიო მასშტაბით 44000-მდე ფილიალს
ფლობს საიდანაც უმრავლესობა, კერძოდ 40758 ფრენჩაიზია. ამ მონაცემით ის
მაკდონალდსაც უსწრებს, თუმცა საკმაოდ უკან დგას ფინანსური კუთხით. ამ კომპანიის 2018
წლის შემოსავლებმა მხოლოდ 5 მილიარდი შეადგინა. იამ ბრენდსის კომპანიებიდან
მაკდონალდის მთავარ კონკურენტად მაინც ქეი ეფ სი განიხილება, რომელიც ცნობილია
შემწვარი ქათმისგან გაკეთებული კერძებით. როგორც ყველა კოკურენტთან მაკდონალდს
აქაც გამოარჩევს ორი ასპექტი, ბევრად უფრო სწრაფია და შედარებით იაფი. ასევე
პროდუქტების ასორტიმენტი. KFC-ში ძირითადად ყველაფერი ქათმის გარშემო ტრიალებს,
ხოლო მაკდონალდსი ამ კუთხით უფრო მრავალფეროვანია. მაკდონალდსი ცნობილია იმით,
რომ ჰეფი მილ მენიუს სათამაშოები ბავშვებისთვის ძალიან მიმზიდველია, უნდებათ ბევრის
ყიდვა, ბევრი ჰამბურგერი ჭამა კი იწვევს ჭარბწონიანობას ბავშვებში, რაც მომხმარებელზე
უარყოფითად მოქმედებს მაკის ხსენებისას. ანალოგიური პრობლემა, სიმსუქნისა, KFC-
სთანაც აქვთ მომხმარებლებს, თუმცა ასე გამოკვეთილად ბავშვებზე ნაკლებად. სამაგიეროდ
ცნობილნი არიან ცხოველებისადმი ცუდი დამოკიდებულებით. კერძოდ გავრცელდა ვიდეო
სადაც KFC-ის მომწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომლები ქათმებით ფეხბურთს
თამაშობდნენ (ცოხლებით), ისროდნენ აქეთ იქით და ერთობოდნენ. ამის გამო KFC
შემდეგნაირადაც მოიხსენიეს: Kentucky fried cruelty. საკმაოდ ბევრი ადამიანი ასევე
მაკდონალდს ამჯობინებს სასმელის, კერძოდ კოკა-კოლის გამო. KFC-ში პეპსი აქვთ.

საბვეი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფრენჩაიზია მსოფლიოში. დღესდღეობით 100


ქვეყანაში 42000-მდე ფილიალი გააჩნია. 2018 წლის შემოსავლები დაახლოებით 10 მილიარდს
უტოლდებოდა. გამორჩეულია რეკლამებში დიდი ფულის ხარჯვით, თუმცა ვერ ჯობნის
მაკდონალდს ამ კუთხითაც. ხშირად ასპონსორებს სპორტულ აქტივობებს, რითიც
ცდილობენ სიჯანსაღესთან ახლო ურთიერთობა დაიჭირონ და ნაკლებად გამაღიზიანებლები
იყვნენ ამ კუთხით. ასევე აქვთ საკმაოდ საინტერესო იდეები იმასთან დაკავშირებით, რომ
ქათმის პროდუქტები მომავალში GLOBAL ANIMAL PARTNERSHIP-ის სტანდარტებით
მომზადდება და სანამ დაკლავენ კარგ პირობებში აცხოვრებენ ამ სულიერ არსებებს. ეს
ყველაფერი კი მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, კარგად მოქმედებს და იზიდავს საბვეისკენ.

კიდევ ერთი კონკურენტი მაკდონალდისა გახლავთ ჩიქ ფილ ეი. ეს სწორედ ის კომპანიაა,
რომელიც კონკურენციას მხოლოდ ამერიკის ბაზარზე უწევს, თუმცა რა იქნება მომვალში
კაცმა არ იცის. 2018 წლის მონაცემებით ამ სწრაფი კვების ობიექტმა 10 მილიარდიანი
შემოსავლები აჩვენა. საშუალოდ 1 რესტორანზე ყველაზე დიდი შემოსავლები მსოფლიოში
სწორედ ჩიქ ფილ ეის აქვს. გამორჩეული მომსახურების ძალიან მაღალი ხარისხით და
რელიგიური რწმენებით. სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან განსხვავებით ეს კომპანია არ
მუშაობს კვირაობით, ასევე ისვენებენ შობას და მადლიერების დღეს. სავარაუდო ეს
ყველაფერი საკმაოდ უკან ხევს კომპანიის წინსვლას, თუმცა იძენს ერთგულ მომხმარებლებს,
რომლებსაც მოსწონთ ტრადიციები. ასევე საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია ჩიქ ფილ ეის
წინააღმდეგობამ გეი ქორწინებაზე, თუმცა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი ყველას
თანასწორად ეპყრობიან. მომხმარებელთან ურთიერთობით და თავაზიანობით მართლაც
ყველაზე გამორჩეულია, ასევე ფასებით ვერ ჯობნის მაკდონალდსი, რადგან ამ კომპანიის
პროდუქტებსაც ხელმისაწვდომი ფასი აქვთ, მაგრამ სისწრაფეში მაკდონალდსი კვლავ
პირველია. ყველაზე ერთგული და კმაყოფილები კი ჩიქ ფილ ეის მომსახურე პერსონალია.
გარდა იმისა, რომ კვირას ისვენებენ, პერსონალის ხელფასი დაწესებულ მინიმალურ
ანაზღაურებაზე საკმაოდ მაღალია. კოლეჯში მოღვაწე თანამშრომლებისთვის კი
ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი აქვთ. ეს ყველაფერი დადებითად განაწყობს ბევრ ადამიანს
და სწორედ ამის მეშვეობით ინარჩუნებს ჩიქ ფილ ეი ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ამერიკაში
და იქმნის ზრდის პოტენციალს მსოფლიოში.

სწორი და არასწორი ნაბიჯები(ცოტნე)

სიახლეები+საქართველო(ანა)

"მაკდონალდსმა" დღეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და შემოსავლიანი ბრენდი


მსოფლიოში. დღესდღეობით, “მაკდონალდსის” რესტორანი ყოველ 16 საათში იხსნება,
რომლის საშუალო წლიური საქონელბრუნვა 1,5 მილიონი დოლარია. კომპანიის
დაარსებიდან 14 წლის შემდეგ, ეს სავაჭრო ნიშანი ოკეანის გადაღმაც დამკვიდრდა. სწრაფი
კვების ობიექტები გაიხსნა გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ინგლისში.
მათმა რაოდენობამ ევროპულ ქვეყნებსა და ავსტრალიაში 700-ს გადააჭარბა. იაპონიაში
დაახლოებით 2500 ასეთი რესტორანია გახსნილი.

"მაკდონალდსი“ ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს ინოვაციური. იგი მომხმარებელს


მომსახურების ინოვაციურ ფორმას სთავაზობს: ინოვაციურ შესაკვეთ კიოსკებს.
“ინოვაციური შესაკვეთი კიოსკი მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა
მორგებული და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. კიოსკი
ადაპტირებულია შშმ პირებზეც — სასურველ პროდუქციას მოქნილი დიზაინით
კონსტრუირებული მექანიზმის მეშვეობით მიაწვდის.“ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა
„მაკდონალდსის“ სტრატეგიული პრიორიტეტია.

მაკდონალდსი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის სტუმრობის კმაყოფილების


დონის გაზრდაზეც. პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი მაკდონალდსი, ყავის
და დესერტების მოყვარულებს ახალ ბრენდი- „მაკკაფე“ სულ ცოტახანია რაც გააცნო.
მიუხედავად ბევრის სკეპტიკური განწყობისა და მფლობელების უკმაყოფილებისა, მაკკაფე
მაინც განაგრძობს არსებობას და უამრავ კლიენტს იზიდავს.

მაკდონალდსი ასევე ზრუნავს ბუნებაზეც. 2018 წლის 20 მარტს მაკდონალდსმა გააკეთა


განცხადება, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს მომმარაგებლებთან და ფრენჩაიზებთან რათა
ერთად შეამცირონ სათბურის ეფექტი, რომლებიც გამოიყოფა მაკდონალდსის
რესტორნებიდან და ოფისებიდან 36%-ით 2030 წლისთვის, რათა ხელი შეუწყონ გლობალური
კლიმატური ცვლილების პრობლემას. ასევე კომპანია ნარჩენების გადამუშავებითა და
ხელმეორედ გამოიყენებითაც ცდილობს ეკოლოგიის გაუმჯობესებას. მაკდონალდსის
რესტორნებში ამჟამად ინერგება წესი, რომ საწრუპს მომხმარებელს აძლევენ მხოლოდ მისი
მოთხოვნის შემთხვევაში. ესეც ერთგვარი ხერხია მათი მიზნის მისაღწევად.
ეკოლოგიას კომპანია ფუტქკრებზე ზრუნვითაც იცავს. მსოფლიოში ყველაზე პატარა
"მაკდონალდსი" ფუტკრებისთვის უკვე გაიხსნა. მაკ-სკა ყველაზე პატარა მაკდონალდსია,
რომელიც ემსახურება ათასობით ფუტკარს. ამ პროექტის მიზანი ფუტკრების დაცვა და მათ
კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

მაკდონალდსმა დიდი ნაბიჯი გადადგა კვების ინდუსტრიის ციფრულ კონკურენციაშიც.


კომპანიამ გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფად და
მოხერხებულად მიიღონ შეკვეთა. აპლიკაცია იყენებს მომხმარებლის ლოკაციას, რათა
იცოდეს როდის უნდა იყოს მზად შეკვეთა, რომ მომხმარებელმა უახლოესი რესტორნიდან
მიიღოს შეკვეთილი საკვები.

რაც შეეხება საქართველოს მიუხედავად იმისა,რომ ბევრი თვლიდა ხინკლისა და ხაჭაპურის


ქვეყანაში მაკდონალდსის ადგილი არ იყო,პირველი ობიექტი თემურ ჭყონიას ინიციატივით
1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა.მაკდონალდსი“ ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი ბრენდია
და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით,20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში.განსაკუთრებით კი
ლიდერია ახალგაზრდების დასაქმების სფეროში - დღეისთვის კომპანიაში 1000-ზე მეტი
ახალგაზრდაა დასაქმებული.

„მაკდონალდსის“  მიერ 5 ქალაქში გაკეთებულმა ინვესტიციებმა გახსნის დღიდან დღემდე -


73,801,532 ლარი შეადგინა.

საქართველოში ოპერირების განმავლობაში, „მაკდონალდს საქართველოს“ მრავალი ჯილდო


აქვს მიღებული − როგორც ხარისხისა და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინისა
და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის;“მაკდონალდსის” საერთაშორისო
ვორკშოპზე, გერმანიაში, 86 მონაწილეს შორის, “მაკდონალდს საქართველო”  საუკეთესოდ
დასახელდა. 2019 წელს კი “მაკდონალდს საქართველომ” უმაღლესი ჯილდო -Best overall
Performance- ი მოიპოვა.

მაკდონალდს საქართველოს“  სამომავლო განვითარებისთვის EBRD -ის მიერ 20 მილიონი


ევროა გამოყოფილი. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, კომპანია ამჟამად მთავრობის
გადაწყვეტილებას ელოდება ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით და 2 წელიწადში 7
ახალი  რესტორნის  გახსნას გეგმავს.

9 ბლოკი მოყევით სლაიდზე რაცაა ის მაინც დიდი დრო არ გვაქვს მაგაზე!

You might also like