You are on page 1of 7

მარკეტინგული გეგმა

ლიკა რუხაძე
თამთა ენუქიძე
ელენე ტალახაძე

ჩვენი პრეზენტაცია ეხება სპორტულ-განმაჯანსაღებენ კომპლექსს „ „ , რომლის


ანალოგიც ჯერ ქართულ სივრცეში არ შექმნილა.“ „ მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესი
შეაყვაროს ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს და შესთავაზოს მათზე მორგებული და
მათთვის საინტერესოდ შერჩეული აქტივობა.

მისაღწევი მიზნები (Goals)


 ჩვენი ცენტრის პოპულარიზაცია
 სტაბილური შემოსავლების ქონა ერთგული მომხმარებლების ხარჯზე
 რაც შეიძლება მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება
 ახალი მომხმარებლების მოზიდვა

მიზანი (Purpose)
ჩვენი კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.ჯანსაღი ცხოვრების წესი კი
გვესმის როგორც ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის კომბინაცია.ამიტომ,ჩვენი
მიზანია,რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ მოტივაცია,უფრო ხალისიანი გახადოს
თავისი ცხოვრება სხვადასხვა ცეკვით,აერობიკით,ცურვით ,ჩოგბურთით ,კალათბურთით და
სხვა ნებისმიერი სპორტით დაკავებით,რა თქმა უნდა ამას ემატება ის სტანდარტული
ვარჯიშები,რომლებსაც ყველა სავარჯიშო დარბაზში გვთავაზობენ.

იდეალური მომხმარებელი (Ideal Customer)


 10-40 წლის მოსახლეობა
 სურთ კარგ ფორმაში ყოფნა
 სურთ ჯანსაღი ცხოვრების წესი
 აკლიათ მოტივაცია ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად
 ვარჯისთან ერთად აფასებენ მყუდრო ატმოსფეროს და მეგობრულ გარემოს
 უბრალოდ უყვართ ცეკვა ან რომელი კონკრეტული სპორტი

დასამახსოვრებელი განსხვავება
მთავარი რაც განასხვავებს „ „ -ს კონკურენტებისგან ეს არის:მრავალფეროვნება და
კომპლექსურობა.საქართველოში არსებობს მრავალი ცეკვის სტუდია,მრავალი
დარბაზი,ბევრი ფსიქოლოგი,რომელიც ცდილობს ხალხს მოტივაცია აუმაღლოს,ბევრი
ლოკაცია,სადაც შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით,მაგრამ ჩვენ გთავაზობთ ყველა ზემოთ
ჩამოთვლილ სერვისს ერთ სივრცეში,რაც მთავარია ფსიქოლოგიური სეანსების დროს ბევრ
ადამიანს შეუძლია ისაუბროს იმაზე თუ რა აწუხებს და მენტორებთან ერთად სწორედ ამ
პრობლემებს ებრძოლოს ,რადგან ჯანსაღი სულის გარეშე ჯანსაღი სხეული არ
არსებობს,ამიტომ კარგად დაგეგმილი და განსხვავებული აქტივობები მრავალფეროვანს
გახდის ჩვენი მომხმარებლისთვის ვარჯიშის პროცესს და მათ მეტ მოტივაციას მისცემს.

განსხვავებები:
მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს,რომ ბაზარი ნამდვილად გადატვირთულია და
მსგავსი დაწესებულებები ცდილობენ რაიმე გამორჩეული და საინტერესო სერვისების
მიწოდებას,ცნობილი სახეების ჩართვას და რიგი მარკეტინგული კამპანიების
გატარებას,მაგრამ ჩვენი ორიენტირი მომხმარებელზე და მათი ჩვენი სტრატეგიის
ცენტრად ქცევა მოგვცემს საშუალებას,რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში
ვპოზიციონირდეთ.

მთავარი ბენეფიტები:
 ბევრი განსხვავებული და სხვადასხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა (ცეკვით
დაწყებული სტანდარტული ვარჯიშებით დამთავრებული)
 ტრენინგები მოტივაციის ასამაღლებლად
 ხალხთან სოციალიზაციის საშუალება
 პროფესიონალი მენტორები
 შედეგებისა და ისტორიების სხვებისთვის გაზიარების საშუალება
 ინდივიდუალურად მორგებული პროგრამა
 ბევრი საინტერესო პრიზი შედეგებიდან გამომდინარე

სტრატეგია
რა არის ჩვენი გარე მარკეტინგული მესიჯი?-კლუბი არ არის მხოლოდ მკაცრი წესები და
დამღლელი ვარჯიშები,ჩვენ არ შემოვიფარგლებითო დღიურად მიღებული კალორიებისა და
დაკლებული კილოგრამების მკაცრი კონტროლით,არ გიდგენთ უინტერესო
პროგრამას.მოგწონთ კონკრეტული სტილის ცეკვა?-მაშინ შეგიძლიათ ჩვენთან ცეკვით
დაკავდეთ.მოსაბეზარებელია თქენთვის ბუქნებისა და ჩაჯდომების გაკეთება და ამას
ჩოგბურთის თამაში გირჩევნიათ?-მაშინ სწორედ ამაზე ავიღებთ ორიენტირს ან იქნებ ცურვაა
თქვენი პრიორიტეტი.

ჩვენი სტრატეგია არის მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობა და მათთვის


სასურველი შედეგის დადება მათვისზვე საინტერესო და სახალისო აქტივობების
საშუალებით.

ჩვენ არ მოგცემთ დანებების საშუალებას და დაგეხმარებით და დაგეხმარებით დასახული


მიზნის მიღწევაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინიმუმამდე დავიყვანოთ დაკარგული მომხმარებლების
რაოდენობა და მეტიც თითოეულ არსებულ კლიენტს დამატებით 1-2 ახალი მომხმარებელი
მოჰყავდეს ჩვენს კლუბში.

მიმოვიხილოთ ბრენდინგის ელემენტები:

სურათები: განთავსებული უნდა იყოს კლიენტების Before/After სურათები და


გამოცდილება, სადაც ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება, სწორი ვარჯიში და
გონდური თანდაგომა,რასაც მხოლოდ ჩვენს დარბაზში ისწავლით.

სლოგანი:

რითიც ვეუბნებით მომხმარებლებს, რომ შეუძლიათ ვარჯიშის მეშვეობით ცუდი


ენერგიებისაგან განთავისუფლდნენ და დადებითი განწყობით დატოვონ დარბაზი.

პროდუქტი:
ჩვენი ულიმიტო პაკეტების ფასია 200 ლარი,რაც ერთი შეხედვით შესაძლოა ძვირი
მოგეჩველოთ,მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ პაკეტში შედის მენტორთან გასაუბრება ,მისი
დახმერებით სასურველი ერთ თვიანი პროგრამის შერჩევა,კვების პროგრამის
დაწერა,კვირაში ერთხელ ჯგუფური სეანსები,სადაც უკვე მიღწეულ შედეგებს გაგვიზიარებენ
მოწვეული სტუმრები ან ვისაუბრებთ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის დაძლევის გზებზე.

არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენს სერვისებში შედის:სხვადასხვა ტრენაჟორებით აღწურვილი


დარბაზი,აუზი,ჩოგბურთის მოედანი,ბოქსის დარბაზი,კალათბურთისა და ფეხბურთის
სათამაშოდ გათვლილი მოედნები,იოგა,აერობიკა,ჰიპ-ჰოპი და ლათინო-ამერიკული ცეკვები .

ჩვენ მეტწილად ვორიენტირდებით ჯგუფურ ვარჯიშებზე,თუმცა სურვილის შემთხვევაში


შესაძლებელია ინდივიდუალურიც.

ვფიქრობთ,ამ სარგებლის ფონზე ფასი საკმაოდ მისაღებია და ნებისმიერი შემოსავლის


მქონე სეგმენტზეა გათვლილი.

ჩვენი მარკეტინგული მესიჯის მიწოდებას ვგეგმავთ მრავალფეროვანი საშუალებებით:

ესენია ვებ-გვერდი ,ფეისბუქი და ინსტაგრამი,მედია სივრცე და სხვდასვხა


ვორკშოფები.

საიტი
ჩვენი საიტი არის მარტივი,ფერადი და საინტერესო.შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად
გაეცნოთ იმ სერვისებს რასაც გთავაზობთ,ასევე მიიღოთ ინმფორმაცია ტრენერებისა და სხვა
პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ,გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებს და თუ ვერ
ახერხებთ ჩვენს კლუბში ვარჯიშს ფასის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო,ჩვენს გვერდძე დაიდება
ვიდეობი,რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებშიც თქვენითაც მოახერხოთ ვარჯიში .

ასევე გვერდზე ნახავთ სამოტივაციო ფრაზებს,რაც ასევე დაგეხმარებათ ვარჯიშის


დაწყევაში.და სპეციალურ განყოფილებაში ნახავთ ჩვენი მომხმარებლების შედეგებს და
მოკლე ისტორიებს,რაც ასევე საინტერესო იქნება.
გვერდიდან მარტივად გადახვალთ ჩვენს იუთუბ და ფეისბუქ გვერდებზე .სადაც ხშირად
დაიდება ლაივ ვარჯიშები,საინტერესო ბლოგები და გათამაშებები .ასევე ჩატარდება
სხვდასხვა ჩელენჯები,რომელთა გამარჯვებულები მიიღებენ ულიმიტო აბონიმენტს უფასოდ -
ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე .

სოციალური მედია
რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს სავარჯიშო ცენტრები არც ისე აქტიორად იყენებენ
ინსტაგრამს,როგორც წესი ამ პლატფორმას უფრო აქტიურად ინსტაგრამ ბლოგერები
იყენებენ თავიანთი ვარჯიშების განსათავსებლად,რაც ნამდვილად ამართლებს და ხელს
უწყობს მათ პოპულარიზაციას-ეს ერთგვარი უფასო რეკლამაა.ამიტომ სწორედ ამ
ხრიკის გამოყენებას ვაპირებთ ჩვენ.ინსტაგრამზე აქტიურად განვათავსებთ ვარჯიშების
ვიდეობს ,გვექნება პირდაპირ ჩართვები სადაც ჩვენი ტრენერები სხვდასხვა კითხვებს
გასცემენ პასუხებს,ასევე ინფლუენსერებს გამოვიყენებთ ჩვენი კლუბის
რეკლამირებისთვის,რადგან მათ სთორებს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს და ამასთან
ერთად აუდიტორიას სჯერათ მათი რჩევების,ასევე ამ ინფლუენსერებთან ერთად
ჩავატარებთ გათამაშებებს,მსაგვს გათამაშებებს დღესდღეობით ძალიან ხშირად
ატარებენ გამომწერების რიცხვის გასაზრდელად და პრიზებიც საკმაოდ კარგია.

თან შედეგიც გარანტირებულია.დღესდღეობით ინსტაგრამსა და ფეისბუქს უფრო დიდი


პოტენციალი აქვს ვიდრე რეკლამირების სხვა ტრადიციულ საშუალებებს.

რეკლამა
როდესაც მსაგსვ ბიზნესს განვიხილავთ შეუძლებელია არ ვახსენოტ search engine marketing-
ეს არის სწორ მარკეტინგი იმსათვის რომ საძიებო სისტებაში სხვა კომკურენტებტან
შედარებით თავისი ბიზნესი პირველი გამოჩნდეს.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რეკლამები სოციალურ ქსელებში და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

ამასთან ერთად ჩვენი კლუბი ძალაინ აქტიურად იყენებს ქართველ სელებრითებს რომელთა
უმრაველსობაც სწორედ ჩევენი მომხმარებელია და მათი დახმარებით ვირებთ ვიდეო
რგოლებს რომელსაც შემდეგ სოციალრუ ქსელებში ვაზიარებთ და რა თქმა უნდა ეს ძლაიან
გვეხმარება გაპიარებაში რადგან ახალ დიდ ჯგუფზე გავდივართ, რომლებმაც ჩვენს
დარბაზში მოსვლა შეიძლება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტონ რომ მათი საყავრელი
მსახიობი თუ მომღერალი აქ დადის.

და ბოლოს ჩვენი საუკეთესო რეკლამა მაინც ჩვენივე შედეგია და word of mouth marketing,რაც
უტყუარი ხერხია ცნობადობის გასაზრდელად.დამერწუნებით დღეს ძალიან აქტიურად
განიხლავს ხალხი ერთმანეთში იმას თუ რა დეიტაზე არიან რა ვარჯიშებს აკეთებნ სად
ვარჯიშობენ და ა.შ

მარკეტინგული ბიუჯეტი (ფინანსები)


სლაიდზე თქვენ ხედავთ მარკეტინგულ ბიუჯეტს,რომელიც დავაპროგნოზირეთ.
საყურადღებოა,რომ საწყის ეტაპზე მარკეტინგული ხარჯები მეტია,რადგან
მომხმარებელმა უნდა გაგვიცნოს და შეგვიყვაროს,ხოლო შემდეგ ვგეგმავთ მინიმუმამდე
შევამციროთ მარკეტინგული ხარჯები,რადგან ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად გათვლილია
ინვენტარის განახლებაზე და პერსონალის ანაზღაურებაზე,რაც ისედაც დიდი ხარჯია.

კორონა პანდემიის გამო და იქიდან გამომდინარე,რომ წლის ნახეარი უკვე გასულია და


სეექტემრამდე მინიმალურია კლუბის ფუნქციონირების დაწყების შანსი,არც გვააქვს
იმის ამბიცია,რომ ძალიან მალე გავალთ დადებით მოგებაზე,თუმცა მომხმარებელზე
მორგებული სტრატეგია გრძელვადიან პერპექტივაში ნამდვილად მოგვცემს საშუალებას
გავიდეთ სასურველ ფინანსურ შედეგზე.

აქ კი მოცემულია თუ დაახლოებით რა მოცულობის თანხების დახარჯვას ვაპირებთ


მარკეტინგზე საწყის ეტაპზე.

მარკეტინგული ბიუჯეტი დავყავით რამდენიმე ტიპის ხარჯად,დავადგინეთ დაწყებისა


და დამთავრების სავარაუდო ვადები და ასევე სავარაუდო თანხები.

რაც საბოლოოდ გამოვიდა 13700 ლარი.

(მარკეტინგული ბიუჯეტი მოცემულია სლაიდზე,ხოლო ფოტოსთვის ჩადით ქვემოთ)


Lead Conversion Plan/Pricing
„ „ არის უნიკალური ქსელური კლუბი,მრავალფეროვანი,საინტერესო და
მომხმარებლეზე მორგებული სერვისებით,თანამედროვე ინფრაქსტრუქტურით და
დარბაზებით,რომელიც ყველანაირად შეესაბამებიან ევროპულ სტანდარტებს .ჩვენი
სატარიფო პოლიტიკა და არსებული ფასები მომხმარებლისთვის ძალიან ხელმისაწვდომია.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვეულებრივი მოვლენაა და ადამიანს უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა, რომ ამ მიზანს მიაღწიოს და ამაში ძალიან დიდი თანხა არ გადაიხადოს.
პირველი სატესტო ვიზიტი უფასოა, რადგან მომხმარებელმა თავად განსაზღვროს
რამდენად მოსწონს დარბაზი, ინსტრუქტორები და გარემო.პლიუს ამას ხშირია
ფასდაკლებები,გათამაშებები და პრიზები,რაც სერვისს ყველასთვის ხდის ხელმისაწვდომს.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კლუბი ძირითადად 200 ლარიან პაკეტზეა ორიენტირებული
იქნება ასევე 120-90 ლარიანი პაკეტები იმათთვისაც ვისა არ უნდათ ინსტრუქტორისა და
მენტორების დახმარება ასევევ ჯგუფური სიასები და უბრალოდ სავარჯიშოდ მოსვლა
ურჩევნიათ ყველანაირი დამატებითი მომსახურების მიღების გარეშე.ზოგადად ეს არ შედის
ჩვენს კონცეფციაში თუმცა ვცდილობთ ყველა ტიპის მომხმარებელს მოვერგოთ.

ასევე გვაქვს ონლაინ პაკეტი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 1-წლიანი


გადანაწილებით, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ აბონემენტი იყიდოს და ყოველ თვე
ავტომატურად ბარათიდან კონკრეტული თანხა დაექვითოს.
მომხმარებელს, ასევე შეუძლია 2-თვიანი შეჩერების ფუნქცია სრულიად უფასოდ
გამოიყენოს, რაც რეალურად აბონემენტს 14 თვემდე ზრდის. მაგალითად, თუ
მომხმარებელი დასასვენებლად წავიდა, მას შეუძლია სრულიად უფასოდ, 2 თვის
განმავლობაში შეაჩეროს ეს კონკრეტული პაკეტი და დასვენების შემდეგ კვლავ აქტიურად
გააგრძელოს ვარჯიში.
„ „ მთავარი ბენეფიტი არის ის რომ, აქ მისვლა და ვარჯიში 24 საათიან რეჟიმში შეგიძლია,
ანუ არანაირი ბარიერი არ გაქვს მიხვიდე და მიიღო სასურველი შედეგი , გარდა ამისა
შეგიძლია ულიმიტო ჯგუფურ ვარჯიშებში უფასოდ მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა
მაგალითად კრივი.

ყველაზე მიმზიდველს მისი დამოკიდებულა ხდის, დამოკიდებულება მომხმარებლის


მიმართ. ადამიანებმა იციან რომ ხვალ მივლენ თუ 5 თვის მერე აქ უცვლელი ფასები
დახვდებათ, დახვდებათ მეგობრული გუნდური გარემო და დარწმუნებულები იქნებიან
იმაში რომ მისი პერსონალური მიზანი იქცევა კომპანიისა და ტრენერების მთავარ
მიზნად,რაც ზრდის მოტივიზაციას.ასეთ გარემოში შედეგის მიღებაც გარანტირებული
ხდება.თითოეული შედეგი კი ყველაზე კარგი და უტყუარი რეკლამაა ჩვენი კლუბისთვის.

You might also like