You are on page 1of 3

კორპორაციული ფინანსები 11.04.

20 ქეთევან
წულაძე

ბიზნეს გეგმის მოდელი

კომპანია - შპს X Lady ქალთა მრავალპროფილიანი ბიზნეს ცენტრი.


კომპანიის საკუთრების ფორმა იქნება - კერძო(შეძღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება). კომპანია X Lady იქნება იურიდიული
პირი და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეურნეო ერთეულს, რომელიც
თავის საქმიანობას განახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად.
საწარმო ფართობი - კომპანია შეიძენს 560 კვ მეტრ ფართს,რომელიც
განაწილებული იქნება შემდეგნაირად:
 ადმინისტრაციის ოფისი - 15 კვ.მ
 ბავშთა გასართობი ოთახი – 20 კვ.მ
 ფიტნესი - 200 კვ.მ
 სილამაზის ცენტრი – 75 კვ.მ
 სოლარიუმი – 70 კვ.მ
 სამასაჟო – 30 კვ.მ
 კაფე-ბარი – 50 კვ.მ
 აუზი - 100 კვ.მ
მომსახურება
 ფიტნეს დარბაზი ტრენაჟორებით და სხვადასხვა ტიპის
ვარჯიშებით;
 სილამაზის სალონი, მანიკურ/პედიკური და კოსმეტოლოგიური
პროცედურები;
 სოლარიუმი,საუნა,ჯაკუზი და აუზი;
 სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასახდომი მასაჟები;
 კაფე-ბარი.
ბაზარი
სპეციალიზებული მომსახურეობის ბაზარს რომელიც ეხება ქალთა
ჯამრთელობას, სილამაზესა და გარეგნობას მთელ მსოფლიოში
ახასიათებს ზრდის ტენდენცია. ასეთივე სურათი გვხვდება
საქართველოშიც, რაზეც მეტყველებს ფიტნეს ცენტრების, სილამაზის
სალონების, სოლარიუმების, მასაჯებისა და ტრენაჟორების დარბაზუს
მუდმივი ზრდა.

ეკონომიკური ეფექტი
მომსახურებიდან მიღებული დაგეგმილი წლიური შემოსავლები
სავარაუდოთ შეადგენენ 830 000 ლარს, ხოლო კომპანიის წლიური
წმინდა მოგება - 206 700 ლარს (25%).
კომპანია
წინამდებარე პროექტის რეალიზაციას განახორციელებს,ამ პროექტით
დაინტერესებული ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი.კომპანიის
საწესდებო კაპიტალი შეადგენს 30 000 კომპანიის ძირითადი საქმიანობას
წარმოადგენს გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ცენტრების შექმნა.
სოცალური ეფექტი
ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული პროქტის რეალიზაციის
შემთხვევაში ქალთა კლუბში დასაქმდება 27 ადამიანი.
ბიზნესის განვითარების პროგნოზი
დღესდღეისობით ბაზარზე არსებობს მრავალი დაწესებულება, მაგრამ
თითოეული მათგანი სპეციალიზებულ საქმეს ეწევა.ამიტომ ერთ
მომხმარებელს მომსახურების სრული კომპლექსის მისაღებად უწევს
არაეთ დაწესებულებაში სიარული. გამომდინარე აქედან, ბაზარზე
არსებობს მომსახურების სრულ კომპლექსზე მოთხოვნა, რომელიც
დაუკმაყოფილებელია. ჩვენი ქართა კლუბი კი დააკმაყოფილებს მათ
მოთხოვნებს. მოსახლეობის მსყიდველობისუნარიანობა გაიზრდება და
დაბალ სეგმენტზე ორიენტირებული მომხმარებელი გადავა საშუალო
სეგმენტზეე გათვლილი მომსახურების შესყიდვაზე რაცბაზრის
მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის.
კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა
პერსონალის რაოდენობა შეადგენს 28 ადამიანს მათ შორის
ადმინისტრაციული პერსონალი - 5 ადამიანი
ძირითადი და დამხმარე პერსონალი - 23 ადამიანი
პროექტის რისკები:
 ენერგო მომარაგებლებზე ტარიფების ზრდა (ელექტროენერგია და
ა.შ);
 საწარმოო მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა;
 სტიქიური უბედურობების რისკი;
 კონკურენცია ბაზარზე.

You might also like