You are on page 1of 2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საშინაო დავალება
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
პროგრამა: ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა
ხელმძღვანელი: თავაძე ირინე
სტუდენტი: ქეთევან წულაძე

ფასიანი ქაღალდების ბაზარი

ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდები ეს არის ფულადი დოკუმენტები,


რომლებიც ადასტურებენ საკუთრების უფლებას კაპიტალზე ანდა სესხის
მფლობელის დოკუმენტის დამოკიდებულებას პირთან ვინც უშვებს ასეთ
დოკუმენტს.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი - ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და მიმოქცევასთან
დაკავშირებული ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.ის არის
ფინანსური ბაზრის ნაწილი და იკავებს შუალედურ ადგილს კაპიტალის ბაზრებსა და
ულად ბაზრებს შორის.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამი მოდელი


o არასაბანკო მოდელი
o საბანკო მოდელი
o მეორეული მოდელი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის კლასიფიკაცია

o ტერიტორიული ნიშნის მიხედვით : საერთაშორისო , ეროვნული ,


ადგილობრივი.
o დროისა და ბრუნვაში ჩართვის წესის მიხედვით : პირველადი , მეორადი ,
მესამე , მეოთხე.
o ორგანიზებულობის ხარისხის მიხედვით : ორგანიზებული ,
არაორგანიზებული.
o ვაჭრობის ადგილის მიხედვით : საბირჟო , არასაბირჟო.
o გარიგების სახეების მიხედვით : სალაროს , ვადიანი.
o ვაჭრობის ხერხის მიხედვით : კომპიუტერიზებული . ტრადიციული.
o მიმოქცევის ვადის მიხედვით : მოკლევადიანი , საშუალოვადიანი ,
გრძელვადიანი , უვადო.
o რისკის მიხედვით : მაღალრისკიანი , საშუალორისკიანი , მცირერისკიანი.

ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი პირობაა


ფინანსური ბაზრების განვითარება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი გამოირჩევა
აქტივობის საკმაოდ დაბალი დონით. რაც გამოწვეულია საკანონმდებლო ბაზის
გაუმართაობით, ფინანსური ინსტიტუტების განვითარების დაბალი დონით, ასევე
ფინანსური განათლების არარსებობით საზოგადოებაში. ერთადერთი ინსტიტუტი,
რომელიც ამ კუთხით განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა არის საბანკო
სექტორი, რომელსაც ფინანსური ბაზრის 90%-ზე მეტი უჭირავს, ამიტომ დროებით
თავისუფალი რესურსების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტში მიემართება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოხდეს რიგი ძირეული ცვლილებები რათა
განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ჩამოყალიბდეს, როგორც
კონკურენტული ინსტიტუტი.
განვითარებული ფინანსური ბაზრები ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის
მოზიდვის, ინვესტიციების ზრდის და ადგილობრივი ფინანსური რესურსის
ეფექტიანი გადანაწილების წინაპირობაა. საქართველოში ფინანსური ბაზარი ჯერ
კიდევ განვითარების სტადიაშია. ბიზნესისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის
ძირითად წყაროს კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი წარმოადგენს, ხოლო
სააქციო კაპიტალით დაფინანსების წყარო შედარებით გამოუყენებელია. ფასიანი
ქაღალდების ბაზრის განვითარება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ქვეყნის
განვითარების სტრატეგიაშია ასახული და პრიორიტეტულ მიმართულებას
წარმოადგენს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი
წლებიდან დაიწყო. საქართველოს საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი
საკანონმდებლო ბაზასთან ერთად 1999 წელს საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს დავუკავშიროთ
სუბიექტები, რომლებიც განიცდიან ფულადი სახსრების სიჭარბესა და დეფიციტს.
საფონდო ბირჟა კი ასეთი შეთანხმების მიღწევისათვის საუკეთესო ადგილია, რადგან
აქ მოქმედებს წესები და კანონები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად დაცულია
როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ინტერესები და უსაფრთხოება.

You might also like