You are on page 1of 4

ბილეთი #3

სტუდენტი: გიორგი ალადაშვილი


პირადი N: 01027083087
ჯგუფი:
ლექტორი: მაია გოგოხია

1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში

(თეორიული საკითხის მაქსიმალური შეფასება 10 ქულა)


საბირჟო საქმიანობის განვითარება საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იან
წლებიდან იწყება ორ ეტაპისაგან შედგება.
I. ეტაპი (1991-1993 წწ.) შეიძლება დახასიათდეს როგორც ნამდვილი
„საბირჟო ბუმი― და უკავშირდება საქართველოში და მთელ
პოსტსაჭოურ სივრცეში, კერძოდ მეწარმეობის გაჩენასა და
განვითარებას.
II. ეტაპი (1995-1996წწ.) დაკავშირებულია საქართველოში ვაუჩერული
პრივატიზაციის პროცესის დაწყებასთან და ფასიანი ქაღალდების
ბაზრის პირველი ელემენტების გაჩენასთან.
პირველი ბირჟების შექმნის ინიციატივა საქართველოში ხელში აიღეს
საშუამავლო და საბანკო ბიზნესში დაწინაურებულმა სამეწარმეო ჯგუფებმა.
ამავე დროს ბირჟების რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, კონკურენციის
ობიექტი ამ ბირჟაზე მომუშავე საბროკერო ფირმები და ბროკერები ხდებიან.
კონკურენციის გაძლიერებამ ლოგიკურად უბიძგა ბირჟებს მინიმუმამდე
შეემცირებინათ საბროკერო ფირმებისათვის დაწესებული საკომისიო
გადასახადების ოდენობა და საბროკერო ადგილების ღირებულება
ბირჟების ორიენტაციის პროცესი 1993 წლამდე გაგრძელდა და მხოლოდ
„კავკასიის ბირჟამ― შეძლო გარდაქმნილიყო არამომგებიან ორგანიზაციად.
დანარჩენი ბირჟებიდან უმეტესობა გაუქმდა, ნაწილმა კი განაგრძო არსებობა
როგორც კომერციულმა საშუამავლო ფირმამ. გამოყოფენ ქართული ბირჟებისთვის
დამახასიათებელ თავისებურებებს, ესენია:
I. „კავკასიის ბირჟისშექმნამდე საქართველოში ოფიციალური
საბროკერო ფირმების არარსებობა.
II. „კავკასიის ბირჟასთან საბროკერო ფირმების საქმიანობის
ხელშემწყობი სტრუქტურების ჩამოყალიბება და ეფექტური
ფუნქციონირება
III. საბროკერო ფირმების აქტური მონაწილეობა „კავკასიის ბირჟის―
ვაჭრობის წესების შექმნასა და სრულყოფაში
IV. უკვე 1992 წელს სასაქონლო სექციის პარალელურად „ კავკასიის
ბირჟაზე საფონდო სექციის ამოქმედება. „კავკასიის ბირჟის
საფონდო ვაჭრობებზე კოტირდებოდა: „კავკასიის ბანკის“, „იბერია
ბანკის“, „ივერთბანკის“ აქციები და სხვა.
საქართველოში საბირჟო საქმიანობის განვითარების მეორე ეტაპი
უკავშირდება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური სტაბილიზაციის
ღონისძიებებისა და პრივატიზაციის პროცესის დაწყებას. ამ ეტაპზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით
განხორციელდა ინფლაციის შეჩერება, ახალი ქართული ვალუტის-ლარის
შემოღება და სხვა ღონისძიებები, მათ შორის დამოუკიდებელი საქართველოს
პირველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდისსაპრივატიზაციო ბარათის (ვაუჩერის)
მიმოქცევაში გამოშვება
საბირჟო საქმიანობის მესამე ეტაპი იწყება 1999 წლის იანვრიდან, როცა
ჩამოყალიბდა „საქართველოს საფონდო ბირჟა, სადაც საბირჟო გარიგებების
დადება დაიწყო 2000 წლის მარტიდან. ფასიანი ქაღალდების ბაზრის
ზედამხედველობას 2000 წლიდან ახორციელებდა საქართველოს ფასიანი
ქაღალდების ეროვნული კომისია, ხოლო 2008 წლიდან ამ ფუნქციას ახორციელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი.

თითოეული ტესტი ფასდება 1 ქულით


1. ცნება ,,ლიკვიდურობა“ ფასიან ქაღალდთან მიმართებით ნიშნავს:
ა) იოლია მისი გაყიდვა, ფულად ქცევა;
ბ) აუცილებელია მისი ლიკვიდაცია, გადაგდება, რადგან ის არაფერი ღირს;
გ) ორივე პასუხი სწორია;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.

2. აქცია არის ფასიანი ქაღალდი:


ა) რომელსაც არა აქვს დაფარვის ვადა;
ბ) რომელიც ვადიანია;
გ) ერთ წლამდე დაფარვის ვადით;
დ) არცერთი მათგანი.

3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი ფუნქციაა:


ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის არაინფლაციური დაფინანსება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ინფლაციური დაფინანსება;
გ) არცერთი მათგანი;
დ) ყველა პასუხი სწორია.
4. აქციის მფლობელი იღებს კორპორაციული მოგების ნაწილს, რომელსაც
ეწოდება:
ა) დივიდენდი;
ბ) აქტივი;
გ) პროცენტი;
დ) საკრედიტო ფული.

5. მეორადი ბაზარი შედგება ორი ნაწილისაგან:


ა) ბანკთაშორისი და ფულადი ბაზარი;
ბ) საბირჟო და არასაბირჟო ბაზარი;
გ) საფონდო და ბანკთაშორისი ბაზარი;
გ) ფულადი და სავალუტო ბაზარი.

6. რა არის ობლიგაცია? რითი განსხვავდება ის აქციისაგან?~


ობლიგაცია არის სასესხო ფასიანი ქაღალდი და ადასტურებს უფლებას
განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე.
ობლიგაცია დაფარვადი ფასიანი ქაღალდია განსხვავებით აქციისაგან რომელსაც
არ აქვს დაფარვის ვადა
7. რას ნიშნავს ფასიანი ქაღალდების ემისია?
ფასიანი ქაღალდების ემისია წარმოადგეს პროცედურას , რომლის საშუალებითაც
ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.
ამოცანა
(ფასდება 3 ქულით)
ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა $1000. დაფარვამდე დარჩენილია 5
წელი და მისი საკუპონე განაკვეთია 7%. როგორია ობლიგაციის საბაზრო
ღირებულება, თუ საბაზრო განაკვეთია 10% წლიური დარიცხვის პირობებში?
საბაზრო ღირებულება =70*3.791+1000*0.621=886.37

You might also like